Вы находитесь на странице: 1из 29

ალმოდე ბული ფარდულები

შუაღამისას
ჰარუკი მურაკამი
თარგმანი იაპონურიდან - ივანე
ამირხანაშვილი

ის გოგო სამი წლის წინათ მეგობრის


ქორწილში გავიცანი. მაშინ
ოცდათერთმეტის ვიყავი, ის - ოცის, ესე
იგი, სხვაობა ლამის ერთი ასტროლოგიური
პერიოდი იყო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა
ჰქონდა. გაცილებით მნიშვნელოვანი
პრობლემებით ვიყავი დაკავებული: ასაკზე
და მსგავს სისულელეებზე ფიქრის დრო
სად იყო. კაცმა რომ თქვას, ასეთ რამეებზე
არც ის იტკიებდა თავს. მას არც ის
აღელვებდა, ცოლი რომ მყავდა. ეტყობოდა,
მის წარმოდგენაში ასაკი, ოჯახი და
შემოსავალი ისეთი მემკვიდრეობითი რამ
იყო, როგორც ფეხის ზომა, ხმის ტემბრი ან
ფრჩხილების ფორმა. მოკლედ, არ გახლდათ მერკანტილური ადამიანი. რა ვიცი, ასე მგონია...
"იმ-ვიღაც-რაღაცით" ცნობილ მასწავლებელთან დადიოდა პანტომიმის გაკვეთილებზე, თან
სარეკლამო მოდელად მუშაობდა, ოღონდ ეს საქმე ისე ეზარებოდა, ზოგჯერ აგენტის დანახვას
სიკვდილი ერჩია. ბუნებრივია, რომ ამის გამო მისი შემოსავალი ორიოდე გროშს არ აღემატებოდა.
ბიუჯეტის გარღვევას ძირითადად რამდენიმე "ბოიფრენდის" კეთილი გულის წყალობით ფარავდა.
მართალი გითხრათ, საქმის წვრილმანებს არ ჩავძიებივარ, უბრალოდ, ვიცი ის, რაც შიგადაშიგ,
საუბრებისას წამოსცდენია.
ცუდად ნუ გამიგებთ. იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს მამაკაცებს ფულის გულისთვის უწვებოდა, ან
რაღაც ასეთი. არა, ყველაფერი სრულიად მარტივად გამოიყურება, ყველაფერი უბრალოა, როგორც
ცხოვრება, სადაც ადამიანთა უმრავლესობა თავის ყოველდღიურ ბუნდოვან ემოციებსგარდაქმნის
ისეთ გამოკვეთილ ფორმებად, როგორებიცაა "გულითადობა", "სიყვარული" ანდა "შერიგება". ამის
ბოლომდე ახსნა ძნელია, მაგრამ არსებითად ასეთი რაღაც ხდება. დამეთანხმებით, უსასრულო
არაფერია. კოსმოსი მარადიული რომ ყოფილიყო, მისი სტრუქტურა თავდაყირა დადგებოდა. ეს
შეიძლება მოხდეს მხოლოდ განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ადგილას, ისე, როგორც
"მანდარინის გაფრცქვნა" ხდება. არ იცით, რას ნიშნავს "მანდარინის გაფრცქვნა"? მოგიყვებით.
მან პირველსავე დღეს მითხრა, პანტომიმაზე დავდივარო. დავინტერესდი, ოღონდ გაოცება არ
გამომიხატავს. დღეს ვიღას უკვირს ის ამბავი, რომ ყველა გოგო რაღაცით არის გატაცებული. თანაც
არც ისეთი ტიპი ჩანდზა, თავისი ნიჭის დახვეწაზე სერიოზულად რომ ეზრუნა.
როგორ გავიგოთ "მანდარინის გაფრცქვნა"? ზუსტად ისე, როგორც გვესმის. მას მარცხნივ უდგას
მანდარინებით სავსე შუშის ჯამი, მარჯვნივაც - ასეთივე ჯამი: კანებისათვის. სინამდვილეში კი -
მსგავსი არაფერი! ის წარმოსახვით იღებს მანდარინს, ნელ-ნელა აცლის კანს, კბილა-კბილა იდებს
პირში, ღეჭავს და აფსკებს კანზე აფურთხებს; ერთ მანდარინს რომ გაათავებს, კანს დააგორგალებს
და მარჯვენა ჯამში გადაუძახებს. პროცესი მონოტონურად მეორდება. თავიდან გართობად
მომეჩვენა, მაგრამ ათი-ოცი წუთის შემდეგ - ბარის დახლთან ვისხედით - მომეჩვენა, რომ ჩემგან
რეალობის განცდის ამოტუმბვა დაიწყეს. საშინელი შეგრძნებაა. როცა ისრაელში აიხმანს* (* აიხმანი
- Eichmann, (Karl) Adolf - 19.03.1906 (ზოლინგენი, გერმანია) - 31.05.1962 (თელ-ავივი, ისრაელი).
გესტაპოს ქვეგანყოფილების უფროსი. გაზის კამერებისა და მხუთავი მანქანების იდეოლოგი. 1946
წელს გაიქცა ნიურნბერგის ტყვეთა ბანაკიდან და 1960 წელს ბუენოს-აირესის გარეუბანში დააკავეს
ისრაელის აგენტებმა. ისრაელის სასამართლოს განაჩენით ჩამოახრჩვეს 1962 წლის 31 მაისს.
1
ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში ეს არის ჩამოხრჩობის ერთადერთი შემთხვევა.)
ასამართლებდნენ, ვიღაცას უთქვამს, თუ გინდათ, მაგის ოხტში ამოხვიდეთ, ერთადგილიან საკანში
მოათავსეთ და ამ საკნიდან ნელ-ნელა ჰაერი ამოტუმბეთო. მართლა არ ვიცი, როგორ მოკვდა
აიხმანი. ისე, შემთხვევით გამახსენდა.
- აი, თურმე რა ნიჭიერი ყოფილხარ!
- რაო, ნიჭიერიო?! ამას ხომ ყველა გააკეთებს! უბრალოდ, კი არ უნდა იფიქრო, რომ ხელში
მანდარინი გიჭირავს, არამედ უნდა დაივიწყო, რომ მანდარინი არ გიჭირავს. სულ ეს არის.
- მართლაც რა უბრალოა!
და ის გულში ჩამივარდა.
არც ისე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს: თვეში ერთხელ, დიდი-დიდი - ორჯერ.
ნავახშმევზე ვსეირნობდით, ან მივდიოდით ბარში, ჯაზ-კლუბში.
მის გვერდით უდარდელად ვგრძნობდი თავს, აღარც სამსახური მახსოვდა, აღარც მომაბეზრებელი
მოლაპარაკებები და აღარც გაუგებარი აზრებით თავგამოტენილი უსახური ადამიანები. უთუოდ
იყო მასში რაღაც განსაკუთრებული ძალა. ყოველთვის, როცა მის უაზრო ტიკტიკს ვუსმენდი,
ვგრძნობდი რაღაცნაირ გაბრუებას, გონება მეფანტებოდა, თითქოს შორეულ ჰორიზონტზე
გაწოლილი ღრუბელი მიფარავდა მზერას.
ენაზე ჭალი არც მე მედებოდა, მაგრამ სერიოზულ თემებზე საუბარს მაინც გავურბოდი. ან ისეთი რა
გამაჩნდა, მისთვის რომ გამეზიარებინა. ასეა!
არაფერია, რასაც გიყვებით!
ორი წლის წინათ, გაზაფხულზე, ინფარქტით გარდაეცვალა მამა, რომელსაც, როგორც ჩანს,
ცოტაოდენი ფული დაეტოვებინა. უცებ, არ ვიცი, რა ბუზმა უკბინა, აიღო ეს ფული და ცოტა ხნით
ჩრდილოეთ აფრიკაში გაემგზავრა, რაშიც ჩემი დაქალი, ალჟირის საელჩოს თანამშრომელი
დაეხმარა. აეროპორტიდან გავაცილე ერთადერთი ჩანთის, გაცვეთილი "ბოსტონის" ამარა. ბარგს
ისეთი ყოფით უმოწმებდნენ, გეგონებოდათ კი არ მიემგზავრება, არამედ ბრუნდებაო.
- მართალი მითხარი, ხომ დაბრუნდები იაპონიაში?
- რა თქმა უნდა, დავბრუნდები!
... ჰოდა, დაბრუნდა - სამი თვის შემდეგ, ზანგივით გარუჯული და გამხდარი, - სამი კილოგრამი
ჰქონდა დაკლებული. თან ახალი საყვარელი მოიყოლა, რესტორანში გაეცნო შემთხვევით. ალჟირში
იაპონელები ცოტანი არიან და უთუოდ ამიტომ დაუახლოვდნენ და შეეთვისნენ ერთმანეთს. თუ არ
ვცდები, მისი პირველი ნამდვილი საყვარელი ეს კაცი იყო - ოცდაათიოდე წლის, მაღალი,
დახვეწილი და თავაზიანი ჯეელი. მართალია, ლუგუმი სახე ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც
სიმპათიური და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უხდებოდა დიდი ხელები და
გრძელი თითები.
ასე ახლოს საიდან ვიცნობ? აეროპორტში დახვედრისას გავიცანი. მოულოდნელად ბეირუთიდან
მომივიდა დეპეშა, რომელშიც მხოლოდ რეისის თარიღი და ნომერი იყო აღნიშნული. მას სურდა,
აეროპორტში დავხვედროდი, სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა - ცუდი ამინდის გამო ოთხი
საათით დააგვიანა - კაფეში ვიჯექი და ფოლკნერის მოთხრობების კრებულს ვკითხულობდი.
შეყვარებული წყვილი ტრაპზე ხელიხელჩაკიდებული ჩამოვიდა. გვრიტებივით ცოლ-ქმარი
გეგონებოდათ. გაცნობისას ანგარიშმიუცემლად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი. საზღვარგარეთ
დიდხანს მცხოვრები კაცის სიმტკიცე ვიგრძენი მის ხელში. რესტორანში შევედით, - ქალმა
"ტენდონის" ჭამაზე გაიგიჟა თავი, ჩვენ ლუდს ვწრუპავდით.
"საგარეო ვაჭრობის ფირმაში ვმუშაობ", - როგორღაც წამოსცდა და მერე ამ თემაზე კრინტი აღარ
დაუძრავს. ალბათ საქმეზე ლაპარაკი არ უყვარდა, ანდა ეგონა თავს შემაწყენდა. რაღა დაგიმალოთ
და, ვაჭრობაზე ლაპარაკი მართლაც გულს მირევს, ამიტომ წავუყრუე, მაგრამ, საუბედუროდ,
საუბრის ძაფი გაგვიწყდა და მან, მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, ბეირუთის უსაფრთხოებასა
და ტუნისის წყალგაყვანილობებზე ჩამოაგდო სიტყვა. ეტყობოდა, კარგად ერკვეოდა ჩრდილოეთ
აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ყოფა-ცხოვრებაში.
ამასობაში ჩვენი მეგობარი მორჩა "ტენდომის" ჭამას, დაამთქნარა და განაცხადა, მეძინებაო.

2
ნახევრად უკვე ძილბურანში იყო. მართლა! - სულ დამავიწყდა: მას უცნაური ჩვევა სჭირდა,
უადგილო ადგილას ისე ჩამოიძინებდა, თვალსაც არ დაახამხამებდა. კაცმა თქვა, სახლამდე ტაქსით
მივაცილებო. არა, - ვუთხარი, - ელექტრომატარებლით სჯობია, თანაც მეც იქით მივდივარ-მეთქი.
ბოლომდე გამოცანად დამრჩა: "საერთოდ, რა მინდოდა აეროპორტში?!"
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - დამემშვიდობა კაცი ყოველგვარი მობოდიშების გარეშე.
- ჩემთვისაც...
კიდევ რამდენჯერმე შევხვდი. "მანდარინის მფრცქვნელს" აჩრდილივით დასდევდა. ეს გოგო
ჩემთან, პაემანზე მას მოჰყავდა თავისი სპორტული ავტომანქანით. ვერცხლისფერი გერმანული
ავტო მუდამ ისე ჰქონდა გაწკრიალებული, ერთ ლაქას ვერ უპოვიდი. ავტომანქოანებში კარგად ვერ
ვერკვევი, ამიტომ დაწვრილებით ვერ აღვწერ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო
მანქანა ფედერიკო ფელინის შავ-თეთრი ფილმებიდან.
- ეტყობა, მდიდარია, არა? - ვკითხე ჩემ გოგოს.
- ჰო, - მომიგო გულგრილად, - ალბათ მდიდარი.
- ნუთუ ამდენს შოულობს საგარეო ვაჭრობაში?
- საგარეო ვაჭრობაში?
- თვითონ თქვა, საგარეო ვაჭრობის ფირმაში ვმუშაობო.
- რა ვიცი... შეიძლება მუშაობს. მაგრამ... კარგად არ ვიცი. საერთოდ, არ ეტყობა, თუ სადმე მუშაობს.
ვიღაცებს კი ხვდება, ტელეფონზე ურეკავს... მაგრამ ისე, რომ წელებზე ფეხს იდგამდეს...
- ზედგამოჭრილი გეტსბია!
- რაო?
- არაფერი1

***
ოქტომბრის ერთ კვირადღეს ჩემმა გოგომ დარეკა. შუადღე იყო. ცოლი დილიდანვე ნათესავებთან
იყო გასული, შინ მარტო ვიყავი. მზიანი, სასიამოვნო დარი იდგა. ქაფურის მარადმწვანე ხეს
გავყურებდი და უკვე მეშვიდე ვაშლს ვჭამდი.
- შენ სახლთან ვართ ახლოს, რას იტყვი, ორივენი რომ გესტუმროთ?
- ორივენი? - ვკითხე გაოცებულმა.
- ჰო, მე და ის.
- აჰ... დიახ, დიახ, რა თქმა უნდა!
- მაშ, დაგველოდე, ოცდაათ წუთში მოვალთ, - მოკლედ მოჭრა და ყურმილი დაკიდა.
ცოტა არ იყოს, დავიბენი. დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, თუმცა რაღა დროს ფიქრი იყო, ავდექი,
შევედი აბაზანაში, შხაპი გადავივლე და პირი გავიპარსე. ტანი გავიმშრალე, ყურები გამოვიწმინდე.
მივიხედ-მოვიხედე, სახლი კაი გვარიანად იყო არეული, მაგრამ ხელი არაფრისთვის მომიკიდია,
აზრი არ ჰქონდა, ვერ მოვასწრებდი. აქეთ-იქით ეყარა წიგნები, ჟურნალები, წერილები, ფირფიტები,
ფანქრები და სვიტერიც კი. შემოქმედებითი უწესრიგობა - საბედნიეროდ, მტვრისა და ჭუჭყის
გარეშე. წინადღეს რაღაც სამუშაო დავამთავრე. დაღლილი და გამოფიტული ვიყავი. ისევ დივანზე
ჩამოვჯექი, ვაშლი ჩავკბიჩე და ქაფურის ხეს გავხედე.
ნახევარი კი არა, ორ საათზე მეტი გავიდა, რომ, როგორც იქნა, მოვიდნენ. სახლის ბორბლების
ხრჭიალით გაჩერდა სპორტული ავტომანქანა. წინკარიდანვე შევნიშნე ნაცნობი ვერცხლისფერი
სილუეტი. ჩემი გოგო ღია ფანჯრიდან ხელს მიქნევდა. ვანიშნე, მანქანა სახლის უკან დააყენეთ-
მეთქი.
აი, ჩვენც მოვედით! - მხიარულად დამიძახა, როცა მანქანიდან გადმოვიდა. თხელ ბლუზზე
მკვეთრად ემჩნეოდა კერტების ფორმა, მინი-კაბა მწვანე-წენგოსფერ ტონებად ეღვრებოდა
თეძოებზე.
კაცს ევროპული სტილის მუქლურჯი სპორტული ხიფთანი ეცვა. ცოტა შეცვლილი მეჩვენა, თუმცა
ვერ ვიტყოდი, რომ ორი დღის წვერი აუშნოვებდა, უბრალოდ, სახე ოდნავ ჩამუქებოდა. მზის
სათვალეები გულის ჯიბეში ჩაიდო და ცხვირი მოიშმუშნა - დიდებული სრუტუნი გამოუვიდა!
- გვაპატიეთ, ასე მოულოდნელად რომ დაგატყდით თავს ამ უქმეზე, - მომიბოდიშა მან.
3
- რას ბრძანებთ. ჩემთვის ყოველი დღე უქმეა. თანაც... მართალი გითხრათ, ცოტა მოწყენილი ვიყავი.
- ჩვენ რაღაც საჭმელებიც მოვიტანეთ, - თქვა ქალმა და უკანა სალონიდან დიდი პაკეტი ამოიღო.
- საჭმელი?
- ბევრი არაფერია, უბრალოდ მოგვერიდა ხელცარიელი მოვსულიყავით, თანაც კვირადღეა! -
ამიხსნა კაცმა.
- ძალიან კარგი! დილიხან ვაშლის მეტი არაფერი მიჭამია.
შინ შევედით და პროდუქტები მაგიდაზე დავახვავეთ. რაც მართალია, მართალია, რიგიანი სუფრა
გაეწყო! - კარგი თეთრი ღვინო და სენდვიჩები როსტბიფით, სალათა და შებოლილი წითელი თევზი,
ლურჯი მოცვი და ნაყინი. ყველაფერი ბლომად! როსტბიფიან სენდვიჩებში კრეს-სალათაც
შედიოდა, მდოგვიც ნამდვილი იყო. საჭმელები თეფშებზე გადავაწყეთ, გავხსენით ღვინო და ქეიფს
მეტი რაღა უნდოდა.
- ცოტა არ იყოს, მეუხერხულება... - ვთქვი.
- რას ამბობთ! ჩათვალეთ, რომ ეს არის კომპენსაცია ჩვენი თავხედობისათვის!
- დავიწყოთ, თორემ მეტი აღარ შემიძლია, მუცელი მიბუყბუყებს! - თქვა ქალმა.
მასპინძლის უფლება გამოვიყენე, სასმისები შევავსე და სადღეგრძელო წარმოვთქვი. ღვინო ოდნავ
ძელგი მეჩვენა, თუმცა რამდენიმე ყლუპის შემდეგ სიმწკლარტემ გაუარა.
- შეიძლება ფირფიტა დავდო? - მკითხა ჩემმა გოგომ.
- მიდი.
ჩემთან ერთხელ უკვე იყო ნამყოფი, ამიტომ იცოდა, სად რა იდო. თაროდან რამდენიმე ფირფიტა
ჩამოიღო, მტვერი გადაწმინდა და ფირსაკრავი ჩართო.
ეჰ, რა ნაცნობი აპარატია! - ჩაილაპარაკა კაცმა.
"გალარდის" მარკის ავტოჩეინჯერი იყო. ეს მოდელი მართლაც რელიქტად ითვლებოდა, სადღაც
გადაკარგულში მივაგენი. სასიამოვნოა, როცა გემოვნებას გიფასებენ!
ჩემ გოგოს ძველი ჯაზის ვოკალისტები მოსწონდა, ამიტომ პირველად ფრედი ასტერი და ბინგ
კროსბი მოგვასმენინა. შუაში ჩაიკოვსკის "სიმებიანი სერენადა" ჩააკვეხა, რასაც ნეთ კინდ კოული
მოაყოლა.
ამასობაში მთლიანად ვშთანთქეთ სენდვიჩები, სალათა და შებოლილი წითელი თევზი. ღვინოც რომ
ჩამოიცალა, მაცივრიდან ლუდის ქილები გამოვალაგე. კიდევ კარგი, მაცივარი ყოველთვის
გამოვსებული მაქვს ლუდით. ერთ ჩემს ნაცნობს პატარა ფირმა აქვს და შეღავათიან ფასებში მაძლევს
ხოლმე ლუდის სასაჩუქრო ტალონებს.
კაცი კარგად გამოიჭყიპა, მაგრამ სახეზე სასმელის კვალი არ დასტყობია. თუმცა ლუდის სმაში არც
მე ვარ ჯაბანი. ჩვენი ხათრით რამდენიმე ქილა ქალმაც დალია. ჯერ საათიც არ იყო გასული, რომ
მაგიდაზე ოცდაოთხი ცარიელი ქილა გამწკრივდა. ფაფუ, გაქრა ლუდი! მუსიკაც ჩამოთავდა. ჩემმა
გოგომ ხუთი ახალი ფირფიტა აარჩია და პირველად მაილზ დევისის "ეაჯინი" დადო.
- ცოტა მოსაწევი მაქვს. გინდათ?
ვიუარე. როგორი საქმეა, სულ რაღაც ერთი თვის წინ მქონდა თავი დანებებული. მაცთუნებელი
წინადადება იყო, ახლა უნდა გამომეცადა ჩემი ნებისყოფა, მაგრამ ჩავფლავდი. ჯანი გავარდეს,
მოიტა-მეთქი. კაცმა ქაღალდის პაკეტიდან ალუმინის ფოლგა ამოიღო, კანაფი სიგარის ფოთოლზე
დაყარა, მჭიდროდ დაახვია და ნაწიბურს ენა გაუსვა. სანთებელათი მოუკიდა, რამდენჯერმე მოქაჩა
და როცა დარწმუნდა, რომ სიგარა ნამდვილად "ააფეთქა", თავაზიანად გამომიწოდა. უმაღლესი
ხარისხის მარიხუანა გამოდგა. მოსაწევი უსიტყვოდ დავატრიალეთ წრეში, თითო ნაფაზს
ვარტყამდით. მაილზ დევისი იოჰან შტრაუსის ვალსებმა შეცვალა.
სიგარა რომ ჩავათავეთ, ჩემ გოგოს ძილი მოუნდა. ლუდის სამმა ქილამ და მარიხუანამ თავისი
გაიტანა. გვთხოვა, დამაძინეთო. მეორე სართულზე, საძინებელში ავიყვანე, ტანსაცმელი სწრაფად
გაიჯრო, ტრუსის ამარა დარჩენილმა ჩემი მაისური გადაიცვა, გაეხვია საბანში და ხუთ წამში
ფშვინვა ამოუშვა. თავის კანტურით ჩავბრუნდი დაბლა.
კაცი სასტუმრო ოთახში, დივანზე იჯდა და მეორე სიგარას აკეთებდა. აი, ბიჭი! რაღა დაგიმალოთ
და ერთი სული მქონდა ჩემ გოგოს ლოგინში ჩავგორებოდი და ერთი გემრიელად დამეძინა, მაგრამ

4
მასპინძელი ვიყავი და ამას როგორ ვიკადრებდი. დავუქიშინეთ. ისევ იოჰან შტრაუსის ვალსი
უკრავდა. რატომღაც ჩემი დაწყებითი სკოლა და თვითმოქმედების დათვალიერება მომაგონდა.
ხელთათმანების ფარდულის ნოქრის როლს ვთამაშობდი. მელია მოდიოდა ხელთათმანების
საყიდლად, მაგრამ ფული აკლდებოდა.
- ხელთათმანებს ვერ მოგყიდი, - ვეუბნები (უარყოფითი როლი!).
- ბიძია, ბიძია! მომე რა! დედიკო ისეა გათოშილი, თათებში ამტვრევს, - მემუდარება მელაკუდა.
- არა, არ შეიძლება! ფული შეაგროვე და ისე მოდი, მაშინ...
- ზოგჯერ ფარდულებს ვწვავ! - თქვა მან.
- უკაცრავად, ვერ გავიგე...
- ზოგჯერ ფარდულებს ვწვავ! - გაიმეორა.
გაოგნებულმა შევხედე. ფრჩხილით სანთებელას კონტურს ხაზავდა. ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლო
ათი წამით გაიჩერა და ნაწილ-ნაწილ ამოუშვა. პირიდან ბოლს ექტოპლაზმასავით აფრქვევდა.
სიგარა გამომიწოდა და ჩაილაპარაკა:
- კარგი რამეა!
თავი დავუქნიე.
- ინდოეთიდან ჩამოიტანეს. საუკეთესო ხარისხი ავარჩიე. როცა ეწევი, ცხოვრების ყველაზე
უცნაური ეპიზოდები გაგონდება თავისი ფერებითა და სუნით. ეგეთი რამეა! თანაც მეხსიერება... -
პაუზა გააკეთა და ხელისგულზე შუა თითი რამდენჯერმე გაატკაცუნა, - ... საერთოდ გეცვლება. ასე
არ არის?
თავი დავუქნიე. უცებ ერთბაშად განათდა მეხსიერება: სასკოლო სპექტაკლი, არეული სცენა, მუყაოს
დეკორაციები და საღებავის სუნი...
- ფარდულებზე ამბობდი რაღაცას...
თვალებში შემომხედა. სახე წაშლილი ჰქონდა.
- შეიძლება დავიწყო? - მკითხა.
- დაიწყე.
- ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: მივასხამ ბენზინს, გავკრავ ასანთს, ავარდება ალი და მორჩა.
თხუთმეტ წუთში ყველაფერი ნაცარშია მოხანხლული.
- მერე? - ვკითხე და პირი მოვკუმე, მომდევნო ფრაზას დავუწყე ძებნა, - რატომ წვავ ფარდულებს?
- გიკვირს?
- რა ვიცი. შენ წვავ. მე არ ვწვავ. განსხვავება ხომ არის. სანამ გეტყვი, მიკვირს თუ არა, განსხვავება
უნდა გავარკვიო. ჩვენთვის. თანაც ლაპარაკი შენ დაიწყე.
- ჰო, მართალი ხარ! რავი შანკარის ფირფიტა გაქვთ?
- არა მაქვს.
დაბნეულობა შეეტყო.
- ორ თვეში ერთ ფარდულს ვწვავ, - თქვა და თითები გაატკაცუნა. - ურიგო ტემპი არ არის, ყოველ
შემთხვევაში, მე მაკმაყოფილებს.
ხელი მაშინალურად გავიქნიე. ტემპი?
- ესე იგი, საკუთარ ფარდულებს წვავ...
გაოცებულმა შემომხედა.
- საკუთარი რატომ უნდა დავწვა, გიჟი ხომ არა ვარ!
- მაშ, ესე იგი, სხვის ფარდულებს წვავთ?
- რა თქმა უნდა! ამიტომ... ეს, ერთი სიტყვით, დანაშაულია, ისევე, როგორც ახლა მარიხუანას რომ
ვეწევით - მკვეთრად გამოხატული დანაშაული.
იდაყვი სკამის საზურგეზე ჩამოვაყრდნე. გავჩუმდი.
- ისეთ ფარდულებს ვარჩევ, დიდი ალი რომ არ ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია ფარდულის დაწვა და
არა ხანჯრის გაჩენა.
თავი დავუქნიე და სიგარა ჩავაქრე.
- რომ დაგიჭირონ, მერე რას შვრები? ხომ შეიძლება დაგაპატიმრონ.

5
- ვერ დამიჭერენ, - მომიგო არხეინად, - მივასხამ ბენზინს, მივაგდებ ასანთს და მაშინვე გავრბივარ.
შორიდან ბინოკლით ვუყურებ და ვტკბები. ვერ დამიჭერენ. პოლიცია თავს არ შეიწუხებს რაღაც
უბადრუკი ქოხის გულისთვის.
- თანაც არავის თავში აზრად არ მოუვა, ეჭვი მიიტანოს რესპექტაბელურ ახალგაზრდა კაცზე,
რომელიც უცხოური ავტომანქანით დაგრიალებს, არა?!
- რასაკვირველია! - თქვა გაღიმებულმა.
- ჩვენმა დაქალმა თუ იცის ამის შესახებ?
- არაფერიც არ იცის. ასეთ რამეებს არავის ვუყვები.
- მაშ მე რატომ მომიყევი?
დაფიქრდა და მარცხენა ხელით შებურძგული ლოყა მოიფხანა.
- თქვენ მოთხრობებს წერთ. მგონია, კარგად უნდა ერკვეოდეთ ადამიანური საქციელის მოტივებში.
ჩემი აზრით, მწერლები... ერთი სიტყვით, სანამ საგნებსა და მოვლენებს შეაფასებდნენ, მანამ მათი
პირველყოფილი შინაარსით ტკბებიან. აი, რატომ მოგიყევი.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. მგონია, მართალს ამბობდა.
- შენ ალბათ პირველხარისხოვან მწერლებს გულისხმობ, - ვუთხარი.
ჩაიცინა.
- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, - დაიწყო მან, ხელის მტევნები ერთმანეთს გადააჭდო და წინ
გამოჭიმა, - მსოფლიოში მილიონობით ფარდულია და ასე მგონია, ყველა, ზღვის პირას დგას
ეულად, თუ მინდვრის შუაგულში, მოელის იმ დროს, როცა ცეცხლს წავუკიდებ და დავწვავ.
ნებისმიერი ფარდულისთვის თხუთმეტი წუთი საკმარისია, რომ ჩაიფერფლოს ისე ლამაზად და
ეშხიანად, თითქოს არც არსებობდა. გულიც არავის დასწყდება. უბრალოდ - ფშიკ! და ფარდული
აღარ არის.
- ასე რომ, შენ თვითონ წყვეტ, საჭიროა თუ არა იგი.
- არაფერსაც არ ვწყვეტ. უბრალოდ, ვუყურებ. როგორც წვიმა... წვიმა მოდის. მდინარე აზვირთდა.
დინებას რაღაც მოჰყვება. წყვეტს წვიმა რამეს? - არაფერს! მჯერა იმ ერთი რამის, რასაც ზნეობრიობას
უწოდებენ. ადამიანებს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ჩემი აზრით, ზნეობრიობა, იცით, რა
არის? - ერთდროული არსებობა!
- ერთდროული არსებობა?
- მოკლედ რომ ვთქვა, აქაც ვარ და იქაც. ერთდროულად ტოკიოშიც ვიმყოფები და ტუნისშიც. როცა
ვსაყვედურობ, ამავე დროს ვპატიობ კიდეც. ამის გარდა კიდევ არსებობს რამე?
აი, თურმე რა ყოფილა!
- ცოტა არ იყოს, უკიდურესი თვალსაზრისია, რომელიც, როგორც ჩანს, ვარაუდის საფუძველზეა
აგებული. აბა, წარმოვიდგინოთ ცალკე აღებული ცნება "ერთდროულობა" - ხომ სრული
გაუგებრობაა!
- გასაგებია. უბრალოდ, მინდოდა გადმომეცა ჩემი განწყობილება სწორედ განწყობილების
მნიშვნელობით. მაგრამ... მოდი, შევწყვიტოთ საუბარი. რაც უფრო ცოტას ვსვამ, იმდენად ბევრს
ვყბედობ.
- ლუდს დალევ?
- გმადლობთ, უარს არ ვიტყოდი.
სამზარეულოდან ექვსი ქილა ლუდი გამოვიტანე და თან კამამბერის ყველიც მივაყოლე. სამ-სამი
ქილა დავლიეთ.
- ბოლო ფარდული როდის დაწვი? - დავინტერესდი.
- მოიცა, გავიხსენებ! - ცარიელი ქილა ჩაბღუჯა და ჩაფიქრდა. - ზაფხულში... აგვისტოს ბოლოს.
- ახლის დაწვას როდის აპირებ?
- არ ვიცი. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს გრაფიკს ვადგენ, კალენდარში ვინიშნავ და სულმოუთქმელად
ველოდები იმ დღის დადგომას. მოვა განწყობილება - წავალ და დავწვავ.
- მაგრამ ხომ შეიძლება, რომ იმ დღეს, როცა განწყობილება მოგივა, ფარდული არ გქონდეს
შეგულებული?

6
- რა თქმა უნდა, - მიპასუხა თითქმის ჩურჩულით, - ამიტომ წინასწარ ვარჩევ.
- მარაგად ინახავ?
- დიახ.
- კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლებაე?
- ბდრძანეთ.
- ამ წუთში შეგულებული გაქვს?
უცებ მოიღუშა, კოპები შეჰყარა და ძლივსგასაგონად ამოიოხრა.
- შეგულებული მაქვს.
კრინტი არ დამიძრავს, ვიჯექი და ლუდს ვწრუპავდი.
- ძალიან კარგი ფარდულია! კარგა ხანია, ასეთი არ შემხვედრია! რომ არ დაგიმალო, დღეს
დაზვერვაზე ვიყავი.
- აქ სადმე ახლოს ხომ არ არის?
- დიახ, აქედან ორ ნაბიჯზეა.
ჩვენი საუბარი შეწყდა.
ხუთი საათი შესრულდა. ქალი გააღვიძა, მე კი ბოდიში მომიხადა მოულოდნელი ვიზიტისათვის.
ოცი ქილა ლუდი ჰქონდა დალეული, მაგრამ სრულიად ფხიზლად გამოიყურებოდა, მანქანა
სადგომიდან ციმციმ გაიყვანა.
- ფარდულთან ფრთხილად იყავი! - ვუთხარი დამშვიდობებისას.
- კეთილი! - მიპასუხა, - რაც არ უნდა იყოს, აქვეა, ყურისძირში!
- რა ფარდულზეა ლაპარაკი? - დაინტერესდა ქალი.
- ისეთი არაფერია. მამაკაცებმა ვიცით, - დაამშვიდა მან.
- აბა, აბა!
მანქანა ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა.
შინ შევბრუნდი და დივანზე გავიშხლართე. მაგიდაზე გულისამრევი უწესრიგობა სუფევდა. ავიღე
იატაკზე დაგდებული შალის ხიფთანი, დავიხვიე თავზე და დავიძინე.
თვალები რომ გავახილე, სახლში უკვე ბინდ-ბუნდს დაესადგურებინა. შვიდი საათი იყო. ოთახში
იდგა მოლურჯო ბინდი და კანაფის მძაფრი სუნი. უცნაური, არაბუნებრივი სიბნელე გულს
მიშფოთებდა. ვიწექი დივანზე და ამაოდ ვცდილობდი გამეხსენებინა სასკოლო სპექტაკლის
მომდევნო სცენა - მისცეს თუ არა მელაკუდას ხელთათმანები?!.
ავდექი, გავაღე ბანჯარა, ოთახი გავანიავე. სამზარეულოში ყავა მოვადუღე და დავლიე.

***
მეორე დღეს წიგნის მაღაზიაში ჩვენი რაიონის რუკა ვიყიდე. წვრილ, 1:20000 მასშტაბის რუკაზე
ყველაზე ვიწრო ბილიკიც კი არ იყო გამორჩენილი. რუკით ხელში შემოვიარე ჩემი სახლის
მიდამოები და ჯვრებით აღვნიშნე ყველა ადგილი, სადაც ფარდული იდგა. სამ დღეში
დაწვრილებით შევისწავლე ტერიტორია ოთხკილომეტრიანი რადიუსით. მე ვცხოვრობ გარეუბანში,
სადაც ჯერ კიდევ ბევრი გლეხური მეურნეობაა შემორჩენილი. აქ სულ თექვსმეტი ფარდული
დავითვალე.
თექვსმეტიდან ერთი უთუოდ უნდა დაეწვა. როგორც თვითონვე მიმანიშნა - "ყურისძირშიაო" -
მსხვერპლი ოთხი კილომეტრის იქით არ უნდა ყოფილიყო. ყურადღებით შევისწავლე თითოეული
ფარდულის ირგვლივ არსებული მდგომარეობა. საცხოვრებელ სახლებთან და სათბურებთან
მდებარე ნაგებობები თავისთავად გამოვრიცხე. მისთვის არც სასოფლო-სამეურნეო მექანიზმებისა
და შხამ-ქიმიკატების საწყობების დაწვა უნდა ყოფილიყო უპრიანი, გამორიცხვის მეთოდის
გამოყენებით დამრჩა ხუთი ფარდული, რომელთაც დაწვა ემუქრებოდა. თანაც ყველა ისეთი იყო,
პატრონის გარდა რომ არავის დაენანებოდა. სხვა საქმე იყო, თუ ხუთიდან რომელს აარჩევდა.
მართალია, ამას მე არავინ მკითხავდა, მაგრამ ერთი სული მქონდა რამენაირად გამეგო მისი
არჩევანი.
გავშალე რუკა და წავშალე ყველა აღნიშვნა ხუთის გარდა. ავიღე სახაზავი, მრუდთარგი და
გამოვთვალე დაშორება ჩემი სახლიდან ამ ფარდულებამდე. გზა ზიგზაგებით მიუყვებოდა
7
გორაკებსა და მდინარეებს, ამიტომ გაზომვა ცოტა გამიჭირდა. საბოლოო ჯამში გაირკვა მანძილი -
შვიდი კილომეტრი და ორასი მეტრი. გაზომვათა სიზუსტე რამდენჯერმე შევამოწმე, რათა შეცდომა
გამომერიცხა.
სისხამ დილით, ექვს საათზე ჩავიცვი სპორტული კოსტიუმი, კედები და გავედი სარბენად.
ყოველდღე, დილა-საღამოს, ექვს-ექვს კილომეტრს დავრბოდი, ამიტომ დიდი ჯაფა არ
დამადგებოდა, თკუ ჩვეულ დისტანციას ცოტას წავუმატებდი. გზას ორი შლაგბაუმი კვეთდა, მაგრამ
ძალზე იშვიათად კეტავდნენ. პეიზაჟსაც არა უშავდა. შინიდან გამოვედი და სანამ ინსტიტუტამდე
მივაღწევდი, სტადიონს წრე დავარტყი, მერე სამი კილომეტრი ვირბინე გრუნტიან გზაზე, მდინარის
გაყოლებით. პირველი ფარდული ამ მონაკვეთზეა. ამას მოსდევს კორომი, პატარა აღმართი და
შემდეგ - მეორე ფარდული, რომლის სიახლოვეს იდგა თავლა დოღის ცხენებისათვის. სხვათა
შორის, ცეცხლის დანახვაზე ცხენმა მოკლედ წრიალი იცის. მესამე და მეოთხე ფარდულები მოხუცი
ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. მათ შორის მანძილი ორასი მეტრიც არ იქნებოდა. ორივე
საკმაოდ ძველი და ჭუჭყიანი ჩანდა. ბოლო ფარდული რკინიგზის გადასასვლელის გვერდით,
სადღაც მეექვსე კილომეტრის ნიშნულზე იყო. სავსებით მიტოვებული ჩანდა. კედელზე "პეპსი-
კოლას" თუნუქის სარეკლამო პლაკატი შემორჩენოდა. ეს იყო ნახევრად დანგრეული და პირდაპირ
დასაწვავად გამზადებული შენობა.
ცოტა ხნით შევჩერდი, სული მოვითქვი. მერე გადმოვჭერი ლიანდაგი, დავადე თავი და უკან,
შინისკენ დავეშურე. ოცდათერთმეტი წუთი და ოცდაათი წამი! დასაწყისისთვის არა უშავდა. შხაპი
გადავივლე, ვისაუზმე და სანამ საქმეს შევუდგებოდი, მუსიკა ჩავრთე. ქაფურის ხის მეტს ვერაფერს
ვხედავდი.
მთელი თვე დავრბოდი მონიშნულ მარშრუტზე, მაგრამ არც ერთ ფარდულს არაფერი დაშავებია.
ამან, ცოტა არ იყოს, დამაეჭვა. ინსპირაციას ხომ არ მიწყობს-მეთქი, ვიფიქრე. მართლაც,
ალმოდებულ ფარდულზე ისეთი ეშხით მელაპარაკებოდა, თითქოს მიბიძგებდა, მაგულიანებდა,
მაქეზებდა. ერთი-ორჯერ თავში გამიელვა: რაღაზე ველოდო, როდის დაწვავს, ავდგები და თვითონ
გავკრავ ასანთს, დიდი ამბავი, ერთი ჯაბახანა გინდ ყოფილა, გინდ არა.
მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ სისულელე იყო. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ფარდულს არ დავწვავდი.
მას უნდა დაეწვა! უთუოდ სამიზნე შეცვალა, ან ვერ მოიცალა. ჩემი გოგოსგანაც არაფერი ისმოდა.
გავიდა შემოდგომა. დადგა დეკემბერი. დილის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. დაჭირხლული
ფარდულები თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ. ზამთრის ფრინველები დატრიალებდნენ გაყინულ
კორომს. სამყარო თავის წესზე ბრუნავდა.

***
შარშან, დეკემბრის შუა რიცხვებში, შობამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი. ყველგან საშობაო
სიმღერები გაისმოდა, ქუჩები ბაზრებად იყო გადაქცეული. იმ დღეს ქალაქში ვიყავი წასული
საჩუქრების საყიდლად: ცოლს ნაცრისფერი სვიტერი ვუყიდე, ბიძაშვილს - ვილი ნელსონის კასეტა
"საშობაო სიმღერით", უმცროსი დის შვილს - სურათებიანი წიგნი, დაქალს - ფანქრის
ირმისფორმიანი სათლელი, ჩემთვის - მწვანე სპორტული მაისური. ნოგიძაკის კვარტალში
მივდივარ, ერთი ხელი შალის პალტოს ჯიბეში მიდევს, მეორეში ქაღალდის პარკი მიჭირავს. უცებ,
გავიხედოთ და რას ვხედავ: მისი მანქანა! ეჭვი არ არის, ის ვერცხლისფერი სპორტული მანქანაა, აი,
"სინაგავას" ნომერი, გვერდით, მარცხენა ფართან კი პატარა ნაკაწრი აქვს. კაფეს წინ დგას. ბევრი
აღარ მიფიქრია, ავდექი და შევედი.
ჩაბნელებულ კაფეში ყავის მძაფრი სუნი იდგა. მუსიკა გამაყრუებლად დგანდგარებდა. ისეთი სახე
მივიღე, თითქოს ცარიელ ადგილს ვეძებდი, სინამდვილეში მას ვზვერავდი: ფანჯარასთან იჯდა,
"კაფე ო-ლეს" სვამდა. ისეთი ბუღი იდგა, სათვალეები დამეორთქლა, მაგრამ ეტყობა, სიცხე მასზე არ
მოქმედებდა, ქიშმირის პალტო ეცვა, ზემოდან კაშნე გადმოეშვა.
თავს ძალა დავატანე და მივედი. აღარ დავუწყე, მანქანა დავინახე და ასე და ისე-მეთქი. ვითომ
შემთხვევით შევხვდი!
- შეიძლება? - ვკითხე.
- რა თქმა უნდა, დაბრძანდით!
8
საუბარი არ აეწყო. ცოტა გვქონდა საერთო თემები, მითუმეტეს, შევატყე, რაღაცაზე იყო
ჩაფიქრებული. ვცდილობდი თავი არ მომებეზრებინა. ტუნისის პორტზე ჩამოაგდო სიტყვა, მომიყვა,
როგორ იჭერენ კრევეტებს. ვერ ვიტყვი, რომ ზრდილობის გულისთვის მელაპარაკებოდა, მაგრამ
არც ხალისი ეტყობოდა.
ოფიციანტს ხელი დაუქნია და რძიანი ყავა შეუკვეთა.
- მართლა! როგორ არის ფარდულის საქმე? - ჯიქურ ვკითხე.
ღიმილი ტუჩის კუთხეებში ჩამალა.
- ფარდული? - დავწვი! ლამაზად, როგორც შეგპირდი.
- ჩემ სახლთან?
- დიახ, შენ სახლთან!
- როდის?
- კარგა ხანია. ათი დღე იქნებოდა გასული მას მერე, თქვენთან რომ ვიყავით.
მოვუყევი რუკისა და ყოველდღიური ორჯერადი გარბენების ამბავი.
- ... ამიტომ არანაირად არ შეიძლება, რომ გამომრჩენოდა.
- ოჰ, საინტერესოა! - წამოიძახა მხიარულად, - ბეჯითად გიმუშავიათ! მაგრამ რად გინდა,
გამოგრჩათ. ზოგჯერ ასეც ხდება! ეტყობა იმდენად ახლოს იყო, რომ ვერ შენიშნეთ.
- ვერაფერი გამიგია!
ჰალსტუხი გაისწორა და საათს დახედა.
- ძალიან ახლოს! - გაიმეორა, - ჩემი წასვლის დროა, დაწვრილებით იქნებ სხვა დროს გველაპარაკა?
მაპატიეთ, კაცი მელოდება.
რაღას ვეტყოდი. ადგა, სიგარეტის კოლოფსა და სანთებელას წამოავლო ხელი.
- ჩვენი მეგობარი გოგონა ხომ არ გინახავთ?
- არა, მას მერე არ შევხვედრივარ. თქვენ?
- არც მე. ვერ ვუკავშირდები. შინ არ მხვდება, ტელეფონი გათიშული აქვს, პანტომიმის სკოლაში არ
დადის.
- სადმე ხომ არ წავიდა? ადრე იცოდა ასეთი რამეები.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა.
- უკაპიკოდ?! თვენახევარია გასული, თანაც დეკემბერში!
- არ ვიცი, - ვუპასუხე.
პალტოს ჯიბეში თითები გაატკაცუნა.
- დანამდვილებით ვიცი, არც ფული აქვს დაარც მეგობრები ჰყავს. უბის წიგნაკი გავსებული აქვს
მისამართებით, მაგრამ არავისთან არ მეგობრობს. თქვენი კი სჯეროდა - მართლა, არ გეპირფერებით!
ისევ საათს დახედა.
- ახლა კი წავედი. იმედია, კიდევ შევხვდებით.

***
მას შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ვცადე გოგოსთან დარეკვა. სატელეფონო სადგურზე მითხრეს,
ნომერი გამორთულიაო. შინ მივაკითხე, მაგრამ ვერაფრით დავადგინე, ისევ ცხოვრობდა თუ არა იქ.
უბის წიგნაკიდან ფურცელი ამოვხიე, ბარათი დავუწერე და კარზე დამაგრებულ ფოსტის ყუთში
ჩავაგდე. პასუხი არ მიმიღია.
მეორედ რომ მივაკითხე, კარზე უკვე სხვა სახელი და გვარი ეწერა. დავაკაკუნე, კარი არავინ გამიღო.
მეტი აღარ მიძებნია. ეს იყო თითქმის ერთი წლის წინათ.
ის გაუჩინარდა.

***
დილ-დილაობით ისევ დავრბივარ. დღემდე არც ერთი ფარდული არ დამწვარა. არათუ ჩვენთან,
მთელ ოლქში არ ყოფილა რაიმე მსგავსი შემთხვევა. ისევ დადგა დეკემბერი, ისევ აწრიალდნენ
ზამთრის ჩიტები. მე კი ვბერდები. დრო და დრო, შუაღამისას ალმოდებულ ფარდულებზე ვფიქრობ.

9
მწვანე მხეცი
ჰარუკი მურაკამი
თარგმანი იაპონურიდან - ზურაბ ქემოკლიძე

ქმარი ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა და შინ მარტო დავრჩი. გულხელდაკრეფილი ვიჯექი.


მერე მზერა ფანჯარაში, შტორებს შორის გავაპარე, მარადმწვანე მუხას მივაჩერდი, ჩემი გულის
მესაიდუმლეს. ჩვენ ხომ ერთად ვიზრდებოდით. მე ისე ვესაუბრებოდი ხოლმე მას, როგორც
უახლოეს მეგობარს.
მაშინაც ფიქრში წასული ვესაუბრებოდი, რაზე - აღარ მახსოვს. აღარც ის მახსოვს, რამდენ ხანს
გაგრძელდა ეს საუბარი. როცა ბაღს უყურებ, დრო წყალივით მიედინება. ფანჯრებს მიღმა სიბნელე
ჩამოწვა. მიწის შემარყეველმა ყრუ ხმამ გამომაღვიძა. ჯერ მომეჩვენა, თითქოს ეს ხმა ჩემივე
სხეულის სიღრმიდან იძვროდა. სმენითი ჰალუცინაცია ხომ არ იყო? მძიმე წინათგრძნობამ მომიცვა.
სუნთქვა შემეკრა და გავირინდე. გუგუნი ნელა, თანდათანობით მატულობდა. ტანში უსიამოვნო
ჟრუანტელმა დამიარა. გავქვავდი.
უეცრად მუხის ფესვებს ირგვლივ მიწა აფუვდა, გაირღვა და ნაგლეჯებად დაქუცმაცდა - სიღრმეში
ბასრი ბრჭყალისმაგვარი რაღაც გამოჩნდა. მე ერთიანად დავიძაგრე და გამიელვა: "მოსახდენი ახლა
მოხდება!" ბრჭყალმა უსწრაფესად ამოთხარა მიწა და სოროდან მწვანე მხეცმა ამოყო თავი.
ამ უცნაურმა არსებამ მიწის ნაფშვენები დაიბერტყა და სასწაულებრივად გრძელი ცხვირი
შოლტივით მოიქნია. ადამიანის თვალები ჰქონდა. თვალების დანახვისთანავე უნებურად შევკრთი:
მათ სიღრმეში ფიქრი მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი. ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და
თქვენც.
ცხოველი მოუახლოვდა სახლს და ცხვირის წვერით კარზე დააკაკუნა. "კაკ-კუკ, "კაკ-კუკ" - გაისმა
ყრუ კაკუნი. მალულად გავყევი კედელს და სხვა ოთახში გავედი. ყვირილს აზრი არ ჰქონდა:
ირგვლივ ძე-ხორციელი არ ჭაჭანებდა, ქმარი კი კარგა ხნის მერე აპირებდა მოსვლას. გასაქცევი
აღარსად მქონდა: უცნაური არსება ერთადერთ კარებს მოადგა და აკაკუნებდა. ისღა დამრჩენოდა,
გავრინდულიყავი, რათა ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შინ არავინ იყო. როცა არავინ
გეპასუხება, იძულებული ხარ უკან გაბრუნდე. ჩვეულებრივ ასეა, მაგრამ ეს ნაძრახი ცხოველი არსად
არ აპირებდა წასვლას. მან ცხვირის წვერი მოღუნა, საკეტში შეყო. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი
გაიღო. ცხოველი ოთახში შემოვიდა, თავი გველივით ზეაღმართა და აქეთ-იქით ცქერა დაიწყო.
კართან რომ ვიდგე, კარგი იქნებოდა, კუდს უმალვე მოვაჭრიდი", - სამზარეულოში უამრავი მჭრელი
დანა იდო. მაგრამ ცხოველმა, გეგონებოდა ჩემი ჩანაფიქრი ამოიცნოო, ჩაიფხუკუნა: "ეს ცხვირი თუ
კუდი ხვლიკისას წააგავს, რამდენჯერაც არ უნდა მოჭრა, მაინც გაიზრდება".
ღმერთო ჩემო! უცნაური არსება ფიქრებს კითხულობს. ეს უკვე მეტისმეტია! არავის არ მივცემ
უფლებას ჩემს ტვინში აფათუროს ხელები. მით უმეტეს, ამ საზიზღრობას. ცივმა ოფლმა დამასხა. რა
უნდა ჩემგან? შემჭამოს? მიწის ქვეშ ჩამიყოლიებს? ჯანდაბას! რაც არის, არის! არცთუ ისე მახინჯია:
თათებზე წამოზრდილი ბრჭყალებიც არა აქვს მთლად საშინელი! და თან არც ისე აგრესიულია...
- რაღა თქმა უნდა, - წარმოთქვა მან და კისერი წაიგრძელა, - ნუთუ გგონიათ, რომ შეგჭამთ? არა! არა
და არა! მე თქვენ არაფერს გერჩით! მე არც ისეთი ბარბაროსი ვარ!
ღმერთმანი, ყველაფერი ეყურება, რასაც კი გავიფიქრებ!
- ეი, დიასახლისო! მე მოვედი, რათა ხელი გთხოვოთ. განზრახ ამოვძვერი მიწისქვეშეთიდან. ეს
უბრალო საქმე არ გეგონოთ: დიდძალი მიწის ქანები გამოვარღვიე. ბრჭყალები დამელეწა! მე თქვენ
მომწონხართ! აი, ამისთვის მოვედი აქ! თქვენზე ვფიქრობდი ღრმა მიწისქვეშეთში. ვეღარ გავძელი
და აქ ამოვედი. არ მირჩევდნენ ამოსვლას, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ამოვედი. ძალა მოვიკრიბე
და თავი გავიმხნევე. ვიცი, რასაც გაიფიქრებთ: "აჰ, შე ცხოველო, შე თავხედო, რამ გაგაბედვინა
ხელის თხოვნა!"
- განა ასე არ არის? შემოიჭრა თავხედი ცხოველი და სიყვარულს მოითხოვს!
ამის თქმა იყო და ცხოველს სახე მოექუფრა, ემოციების მოძალებასთან ერთად იისფერმა გადაჰკრა.
10
ერთიანად დაპატარავდა, დაჩიავდა. მე გულხელი დავიკრიფე და ამ უცნაურობას მივაჩერდი. იქნებ
მისი სხეული გრძნობათა შეცვლასთან ერთად იცვლება? ან იქნებ ამ მახინჯი გარეგნობის მიღმა
ნაზი და მგრძნობიარე გული იმალება? რაკი ასეა, მე მაქვს გამარჯვების შანსი! "კიდევ ერთხელ
ვცადოთ. მაგრამ შენ ხომ უმსგავსი ცხოველი ხარ!" - გავიფიქრე და შინაგანი ხმით გავახმიანე კიდეც
გულში სათქმელი. ამის გაფიქრება იყო და მწვანე ცხოველს ჯერ თვალები გაუფართოვდა. მერე კი
მსხვილი ცრემლები წამოსცვივდა.
შიში გამინელდა და სწორედ ამის შემდეგ წარმოვისახე ყველაზე საშინელი სცენა. ფიქრში მჭიდროდ
შევბოჭე მწვანე ცხოველი და პინცეტით სათითაოდ წავაცალე მწვანე ქერცლი. დანით ვჩხვლეტდი
და სარჩილავით შეშუპებულ თვალებს ვუღიზიანებდი. მე ზედიზედ წარმოვიდგინე ეს სცენები,
ცხოველი კი ტკივილისგან დროდადრო მწარედ ტიროდა. წამოიყვირებდა ხოლმე, თითქოს
ნამდვილად ემართებოდა ყოველივე... ფერადი ცრემლი სდიოდა, დორბლი ენთხეოდა, ყურებიდან
გაზს აფრქვევდა, თვალებიდან გამჭოლ მზერას ასხივებდა... "ეი, დიასახლისო! გთხოვთ, ღვთის
გულისათვის, მოიშორეთ, განაგდეთ ეს სასტიკი ფიქრები! გეხვეწებით, გემუდარებით ნუ გაივლებთ
ჩემზე ცუდს ნურაფერს! თქვენს მიმართ ავი ზრახვა არ მქონია, მე მხოლოდ და მხოლოდ
ვფიქრობდი თქვენზე".
"რაც გინდა, ის ილაპარაკე! შენ მოულოდნელად შემოიჭერი ჩემს სახლში, არავის დაუპატიჟიხარ.
ამიტომ მე რასაც მინდა, იმას გავიფიქრებ". ამის თქმა იყო და გონებაში უფრო და უფრო საშინელი
წარმოსახვები ამოტივტივდა. მე ვაწამებდი, ვჩხვლეტდი და ვშანთავდი ცხოველის სხეულს
სხვადასხვა მექანიზმებით და ინსტრუმენტებით: დათრგუნვის არანაირი საშუალება არ გამიშვია
ხელიდან. "მისმინე, მხეცო! შენ ხომ არ იცი, რა არის ქალი! და რადგან ასეა, მე შენ დაგსჯი, ათასგვარ
წარმოსახვებში გადაგადნობ და ათას ფიქრში გაგატარებ!" ამის პასუხად ცხოველის კონტურები
დაირღვა, ის დაპატარავდა, როგორც ნაწვიმარი ჭიაყელა, თითქოს მარტო წაგრძელებული ცხვირიღა
დარჩა. მერე ტუჩები ააცმაცუნა, ალბათ ბოლო სიტყვის თქმას აპირებდა. გეგონებოდა, რაღაც ძალზე
მნიშვნელოვანი, დავიწყებული სათქმელი უნდა თქვასო. პირი მოერღვა, გამომეტყველება დაკარგა,
და მთლიანად გაიბნა, გაუჩინარდა. ცხოველის ადგილას საღამოს მკრთალი ჩრდილიღა დარჩა,
თუმცა ჰაერში მისი გადმოკარკლული თვალები ელავდა. "ასეთი ხუმრობები ჩემთან არ გამოგივა,
შენი საქმე წასულია". ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ თვალებიც გაიფანტა სიცარიელეში,
გარინდებული ოთახი ღამის წყვდიადმა მოიცვა

ჰარუ კი მურაკ ამ ი – პეიზ აჟი უთო თი

ტელეფონმა დაახლობით შუაღამისას დარეკა. ძიუნკო ტელევიზორს უყურებდა. კეისუკე


თავისთვის კუთხეში მიმჯდარიყო, თავზე ყურსასმენები ჩამოეცვა და თვალდახუჭული უკრავდა
ელექტროგიტარაზე - ეტყობა პასაჟებს ამუღამებდა, ისე სწრაფად დარბოდნენ სიმებზე თითები.
ზარის ხმა არ გაუგონია. ყურმილი ძიუნკომ აიღო.
- ხომ არ გეძინა? - როგორც ყოველთვის ჩურჩულით იკითხა მიაკემ.
- არა, ჯერ არ დავწოლილვართ, - უპასუხა ძიუნკომ.
- ეხლა სანაპიროზე ვარ. მორებითაა სავსე აქაურობა. კარგი რამე გამოვა. მოხვალ?
- მოვალ. გადავიცვამ და ათ წუთში მანდ ვიქნები.
ძიუნკომ კოლგოტკები და გახეხილი ჯინსები ჩაიცვა, მაღალყელიანი სვიტრი. პალტოს ჯიბეში
სიგარეტი, საფულე, ასანთი და ბრელოკი ჩაიდო. მერე კეისუკეს ფეხი წაჰკრა ზურგში. კეისუკე
შეკრთა და სასწრაფოდ მოიხსნა ყურსასმენები.
- სანაპიროზე მივდივარ, კოცონს დავანთებთ.
- ისევ იმ მიაკესთან, არა? - მოიღუშა კეისუკე. - მაგარი ხუმრობაა. გარეთ თებერვალია, შუაღამე. ეს კი
სანაპიროო... კოცონიო...
11
- არ გაძალებ, მარტოც მშვენივრად წავალ.
კეისუკემ ამოიოხრა:
- კარგი, წამოვალ. მოიცა, უცებ მოვემზადები.
გამაძლიერებელი გამორთო, პიჟამაზე შარვალი ამოიცვა, სვიტრი გადაიცვა და ბოლომდე შეიკრა
ქურთუკის ელვა. ძიუნკომ შარფი შემოიხვია, თავზე შალის Qქუდი დაიკოსა.
- ნეტა რა ნახე მაგ კოცონებში? მაინც რა არის საინტერესო? - ბუტბუტებდა კეისუკე სანაპიროსკენ
მიმავალ გზაზე. ყინავდა, მაგრამ უქარო ღამე იყო. ამოისუნთქებ და სიტყვები პირს გამოსცდება თუ
არა, იქვე იყინება.
- “პერლ ჯემში” რაღაა საინტერესო? კაკაფონიაა და მეტი არაფერი, - უპასუხა ძიუნკომ.
- “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში...
- კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
- რაც მართალია, მართალია, - დაეთანხმა კეისუკე.
- ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.
- ეგეც სიმართლეა.
კეისუკემ ჯიბიდან მარჯვენა ამოიღო და ძიუნკოს მოხვია.
- მაგრამ იცი რას გეტყვი ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა
იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. იცის კი ვინმემ
რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა
გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?
კიბით მოლოზე ავიდნენ და იქ, როგორც ყოველთვის, მიაკეს ფიგურა დაინახეს. მიაკეს ერთად
შეეგროვებინა ნაპირზე გამორიყული ნაირ-ნაირი ფორმის კუნძები და ფრთხილად ალაგებდა ერთ
ადგილას. გამორიყულ ხეებს შორის ერთი მოზრდილი მორიც იყო. აქამდე მოთრევა ეტყობა არც ისე
იოლი უნდა ყოფილიყო.
მთვარის შუქზე სანაპირო ზოლი ალესილ სამართებლის პირს ჰგავდა. ზამთრის ტალღები საოცრად
ჩუმად ლოკავდნენ ქვიშას. ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო.
- რას იტყვით, ბევრია? - თეთრი ორთქლის ღრუბლად ამოისუნთქა მიაკემ.
- აჰა! - წამოიძახა ძიუნკომ.
- ჰო, დროდადრო გროვდება ხოლმე. ამ რამდენიმე დღის წინ ძლიერი შტორმი იყო. ეგ არის,
თოლიებს უნდა მიუგდო ყური: “დღეს აუარებელ ხე-ტყეს გამორიყავს”.
- გეყოფათ ბაქი-ბუქი, ცოტათი გავთბეთ, თორემ ამ ყიამეთში მთელი ჩემი მეურნეობა წამეყინა, -
ხელების ფშვნეტით თქვა კეისუკემ.
- თუ შეიძლება, ნუ გვაჩქარებ. ამ საქმეში მთავარი წესრიგია. ჯერ ყველაფერი უნდა იანგარიშო,
შეამოწმო, რამე ხომ არ გამოგრჩა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აუჩქარებლად დაანთო. ფაცი-
ფუცით არაფერი არ გამოვა. აჩქარდები და ყველაფერს გააფუჭებ.
- აჰა, ნუ ფაცი-ფუცობ კლიენტის ქვეშ.
- ეგეთი ხუმრობები ჯერ ადრეა შენთვის, - თავი გადააქნია მიაკემ.
სქელი მორითა და რამდენიმე მოზრდილი ნაფოტით მიაკემ ოსტატურად აღმართა რაღაც
ავანგარდული სკულპტურის მსგავსი. მერე რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, ყურადღებით
შეათვალიერა კონსტრუქცია, რაღაც შეასწორა, ისევ უკან წავიდა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი
მორებს. და როგორც ყოველთვის, ეს რამდენჯერმე გაიმეორა. უყურებდა დალაგებულ შეშას და
თვალნათლივ ხედავდა როგორ აბრიალდებოდა კოცონი - სკულპტორივით, ხელუხლებელ ქვაში
რომ ხედავს სხვისთვის ჯერ კიდევ არარსებულ ფიგურას.
“აი ეს უკვე სხვა საქმეა”, ჩაილაპარაკა მიაკემ, როცა მორები ისე დალაგდნენ, როგორც ჩაფიქრებული
იყო. მერე საამისოდ შემონახული გაზეთი დაახვია, სულ ძირში შეაცურა და ჩვეულებრივი
პლასტმასის სანთებელათი მოუკიდა. ძიუნკომ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, პირში გაიჩარა და
ასანთს გაჰკრა. თვალებმოჭუტული შეაცქერდა მიაკეს ზურგსა და სიმელოტეშეპარულ კეფას. ეს
ყველაზე დაძაბული წუთი იყო - მოეკიდება თუ არა? და როგორ აბრიალდება...
ორნი ჩუმად შესცქეროდნენ მორების გორას. ცეცხლი მოედო გაზეთს, ერთხანს ალში გაუჩინარდა,

12
მაგრამ სულ მალე ერთიანად გაშავდა და ჩაქრა. ეს იყო და ეს. “არაფერი გამოვიდა”, - გაიფიქრა
ძიუნკომ, - ეტყობა ძალიან ნესტიანი მორებია.” ის იყო, სულ გადაეწურა იმედი, რომ ამ დროს
ცეცხლის ნაღდი ნიშანი - თეთრი კვამლის წვრილი ძარღვი აიკლაკნა ზევით. ქარი არ ქროდა და
ბოლიც აი ასე გაწვრილებული წავიდა მაღლა-მაღლა. სადღაც ნამდვილად დაინთო, მაგრამ სად,
ჯერჯერობით არ ჩანდა.
ყველანი ხმაგაკმენდილები იდგნენ. ჯიბეში ხელებჩაწყობილი კეისუკეც კი ჩუმად იყო. მიაკე
ჩაცუცქდა, ძიუნკომ გულხელი დაიკრიფა და მხოლოდ დროდადრო არტყამდა ნაფაზს.
ასეთ დროს ძიუნკო ყოველთვის ჯეკ ლონდონის “კოცონზე” ფიქრობდა. მოთხრობაზე, რომელშიც
კაცი სადღაც შუა ალიასკაში ცდილობს კოცონის დანთებას. ვერ დაანთებს და გაიყინება. მზე კი
ჰორიზონტისკენ ეშვება. საერთოდ ძიუნკო ცოტას კითხულობდა, მაგრამ ეს წიგნი, რომელიც
არდადეგებზე წასაკითხად მისცეს, რამდენჯერმე გადაიკითხა. მთელი სცენა ცოცხლად, ძალიან
ბუნებრივად ედგა თვალწინ. გულისცემას, შიშს, იმედსა და სასოწარკვეთას სიკვდილის პირად მყოფ
ადამიანისას, ისე გრძნობდა, თითქოს ეს ყველაფერი მის თავზე ხდებოდა. მაგრამ ამ ამბავში
ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კაცი თვითონვე ეძებდა სიკვდილს. ძიუნკომ ეს იცოდა.
მიზეზის ახსნა არ შეეძლო, მაგრამ იმთავითვე გრძნობდა ამას. მგზავრი მართლა ეძებდა სიკვდილს.
იცოდა, რომ ეს მისთვის ყველაზე შესაფერისი დასასრული იქნებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა,
მთელი ძალით იბრძოდა. თავის გადასარჩენად თავისზე ძლიერ მეტოქისთვის უნდა ეჯობნა.
ძიუნკო სწორედ ამ პრინციპულმა, ერთი შეხედვით აბსურდულმა წინააღმდეგობამ შესძრა სადღაც
შუა მოთხრობაში.
მასწავლებელმა სასაცილოდ აიგდო მისი ეს მოსაზრება. გაკვირვებულმა ჰკითხა: “მაინც რა შავ ქვად
ეძებს მოთხრობის გმირი სიკვდილს? ეს რაღაც ახალია, თან ერთობ ორიგინალური”. ნაწყვეტი
ძიუნკოს ნაწერიდან ყველას გასაგონად წაიკითხა. კლასში სიცილი ატყდა.
მაგრამ ძიუნკო დარწმუნებული იყო - ყველა ცდებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ რატომ ჰქონდა
მოთხრობას ასეთი წყნარი და ლამაზი ფინალი?
- მგონი ჩაქრა, არა? - მორიდებით იკითხა კეისუკემ.
- ყველაფერი რიგზეა, არ ჩამქრალა. ძალას იკრებს, სულ მალე აბრიალდება. ხომ ბოლავს ისევ?
როგორც იტყვიან ხოლმე: “კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს”.
- ისევე, როგორც სისხლის გარეშე არ აგიდგება.
- შენ რა, სხვა არფერი გიტრიალებს თავში? - გაუკვირდა მიაკეს.
- თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ცეცხლი არ ჩამქრალა?
- მართლა. სულ ცოტაც და აალდება.
- საინტერესოა, სად დააგროვეთ ამდენი სიბრძნე?
- რა სიბრძნე. პატარაობაში ბოისკაუტი რომ ვიყავი, მაშინ ვისწავლე. რას რას და კოცონის დანთებას,
გინდა არ გინდა მაინც გასწავლიან.
- ოჰო! - წამოიძახა კეისუკემ, - გამოდის ბოისკაუტიც ყოფილხართ?
- მარტო მაგიტომ არა, რა თქმა უნდა. ეტყობა, რაღაც ნიჭიც მაქვს. იმის თქმა მინდა, რომ კოცონს
ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთ ვანთებ.
- საინტერესო უნარია, თუმცა ფულს მაგ ხელობით ვერ იშოვნი.
- რაც მართალია, მართალია, ფულს ვერ იშოვნი, - გაეღიმა მიაკეს.
და როგორც იწინასწარმეტყველა, მალე სიღრმეში ალი გამოჩნდა. შეშა ატკაცუნდა. ძიუნკომ შვებით
ამოისუნთქა. ახლა სანერვიულო მართლა აღარაფერი იყო. კოცონი დაინთო. კიდევ ცოტაც და
სამივენი გათოშილ ხელებს მიუშვერენ. ჯერჯერობით არაფრის გაკეთება აღარ არის საჭირო, უნდა
იდგნენ და უყურონ როგორ იკრებს ცეცხლი ძალას. “ხუთასი საუკუნის წინათ ადამიანები ალბათ
ზუსტად ასე ითბობდნენ ხელებს კოცონთან”, - გაიფიქრა ძიუნკომ.
- თქვენ მგონი თქვით, რომ წარმოშობით კობედან ხართ? - თითქოს უცებ გაახსენდაო, იკითხა
კეისუკემ. - თქვენიანებიდან არავინ დაშავებულა?
- არც კი ვიცი. დიდი ხანია ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი მაქვს.
- დიდი ხანია თუ ცოტა, აქცენტი მაინც არ შეგსუსტებიათ.

13
- მართლა? თვითონ როგორღაც ვერც კი ვგრძნობ.
- თუ ეს კანსაური აქცენტი არ არის, მაშინ რომელ დიალექტზე უნდა ვლაპარაკობდეო, არა?
- რაც არ შეგიძლია, ხელი არც უნდა მოკიდო. ამ შემთხვევაში ეს სწორედ მაგ დიალექტს ეხება. ეგღა
აკლია კანსაურს, რომ იბარაკელებმა დაამახინჯონ. თქვენ გაცილებით უკეთ დროშებით
მოტოციკლეტებზე ჭენება გამოგდით (საუბარია ეგრეთ წოდებულ ”ბოსოძოკუზე”, დაჯგუფების
წევრებზე, რომლებიც საცობებს აწყობენ გზებზე, მოტოციკლებითა და მოპედებით დაჰქრიან
დროშებით ხელში. მთარმგნ.)... მოსავალს რომ აიღებთ ხოლმე.
- ესეც ჩვენი ჩუმჩუმელა მიაკე, პასუხისთვის ჯიბეში არ დაიწყებს ქექვას. კარგი არ არის ასეთ
უბრალო რამეზე ჩრდილოეთ კანტოს გულუბრყვილო პიპლების დაჩაგვრა (კანსაი იაპონიის
სიდიდით მეორე რაიონია. ამ რაიონში შედის ქალაქები კობე, Oოსაკა, კიოტო. ჩრდილოეთ კანტო
ტოკიოდან ჩრდილოეთითაა და რამდენიმე პრეფექტურისგან შედგება. ერთი მათგანია იბარაკი.
მთარგმნ.), - თქვა კეისუკემ. - ისე კი, ხუმრობის გარეშე, იქ ყველაფერი რიგზეა? ვიღაც ნამდვილად
გადარჩებოდა. თქვენ რა, ახალ ამბებს არ უყურებთ?
- კარგი, გვეყოფა ამაზე, - შეაწყვეტინა მიაკემ. - დალევ ვისკის?
- უარს არ ვიტყოდი.
- შენ, ძიუნ-ტიან?
- სულ ცოტას.
მიაკემ ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ლითონის თხელი მათარა ამოიღო და კეისუკეს მიაწოდა. იმან
სახურავი მოხსნა და ისე გადაჰკრა ერთი ყლუპი, ტუჩები არ მიუკარებია.
- მშვენიერია! - სული რომ მოითქვა დააყოლა. - ნაღდი ”სინგლ მოლტია”, ოცდაერთი წლის
დაძველების. მუხის კასრი. შოტლანდიის სანაპიროს ტალღების შხუილი და ანგელოზების სუნთქვა
ისმის.
- ნუ სულელობ. ჩვეულებრივი “სანტორია”, კვადრატული ბოთლიდან.
ძიუნკომ კეისუკეს მათარა გამოართვა, თავსახურში დაისხა, მერე კი თითქოს წრუპავსო,
რადენჯერმე სულ ცოტა მოსვა. ოდნავ დაიჭყანა. იგრძნო როგორ ჩაიღვარა თბილი სითხე ყელიდან
კუჭში. სხეულს სითბომ დაუარა. მიაკემაც დალია, მერე მათარა ისევ კეისუკეს გადააწოდა, იმანაც
ბევრი არ ახვეწნინა. სანამ მათარა ხელიდან ხელში გადადიოდა, ცეცხლმა იძალა და ნამდვილ
კოცონს დაემსგავსა. მაგრამ არც ისე აბურბურებულა, ნელ-ნელა, თანდათანობით, ზუსტად ისე,
როგორც მიაკე ვარაუდობდა. ამაში იყო მთელი მისი მომხიბლაობა. ალი რბილად, რაღაცნაირად
ნაზად ძლიერდებოდა. ფრთხილად, აუჩქარებლად ელამუნებოდა მორებს. ეს იყო ადამიანების
სულების გასათბობად მოწოდებული ალი.
კოცონის წინ ძიუნკო არასდროს არ იღებდა ხმას. მხოლოდ დროდადრო იცვლიდა პოზას და მეტი
აღარ ინძრეოდა. ეს ალი დაუყვედრებლად იღებდა სხვადასხვა საგნებს, თავის წიაღში მიჰქონდა,
თითქოს პატიობდა კიდეც რაღაცას. “სწორედ ისე, როგორც ნამდვილ ოჯახში უნდა იყოს”, -
ფიქრობდა ძიუნკო.

ძიუნკო იბარაკის პრეფექტურის ამ პატარა ქალაქში მაისში, გამოსაშვები კლასის დამთავრების


შემდეგ ჩამოვიდა. მამის საბანკო ანგარიშიდან სამასი ათასი იენი გამოიტანა, “ბოსტონის” ჩანთა
ტანისამოსით გატენა და შინიდან წავიდა. თავის მშობლიურ ქალაქ ტოკოროძავას სადგურიდან
გაემგზავრა, რამდენიმე მატარებელი გამოიცვალა და იბარაკაში, ზღვისპირა პატარა ქალაქში
აღმოჩნდა. ამ ქალაქზე არაფერი არ იცოდა, არც კი გაეგონა. უძრავი ქონების პირველივე შემხვედრ
სააგენტოში ერთოთახიანი ბინა დაიქირავა და უკვე შემდეგ კვირიდან მუშაობა დაიწყო
ხალხლმრავალ გზატკეცილისპირა სადღეღამისო მაღაზიაში. დედას კი მისწერა: “არ ინერვიულო,
ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი. ნუღარ მომძებნი.”
აღარც სკოლაში სიარული უნდოდა და აღარც მამის დანახვა. პატარაობაში კარგი ურთიერთობა
ჰქონდა. უქმეებზე ხშირად მოგზაურობდნენ. მის გვერდით ძალასა და სიამაყეს გრძნობდა. მაგრამ
როცა დაწყებითი სკოლის ბოლო კლასში თვიურები დაეწყო, ბოქვენზე თმა ამოუვიდა და მკერდიც
დაუმრგვალდა, მამამ რაღაც უცნაურად დაუწყო ყურება. თხუთმეტი წლისას კი, როცა ას სამოცდაათ
14
სანტომეტრს ასცდა, მამა საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას.
სწავლაში წარმატებებით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა. საშუალო სკოლაში რომ გადადიოდა,
კლასში საუკეთესო იყო. წლის ბოლოს კი სიის ბოლოში დაეშვა. მესამე საფეხურის სკოლაში
ძლივძლივობით მოეწყო. თავი ძველებურად რიგზე ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად გაფანტული იყო.
ვერც ერთ საქმეს ბოლომდე ვერ აბამდა თავს.
შეეცდებოდა თუ არა მორეოდა თავს, მაშინვე თავი ასტკივდებოდა, სუნთქვა გაუხშირდებოდა,
პულსი აერეოდა. სკოლაში სწავლა გაუთავებელ წამებად ექცა.
ახალ ქალაქს ხეირიანად არც კი იყო შეჩვეული, როცა კეისუკე გაიცნო. ბიჭი ორი წლით უფროსი
იყო, საუკეთესო სერფერის სახელი ჰქონდა დაგდებული. მაღალი იყო, თმას წაბლისფრად იღებავდა
და სიცილის დროს კოხტად ჩარიგებული კბილებით იწონებდა თავს. ეს ქალაქი თავისი
განსაკუთრებული ტალღებით იყო განთქმული, ჰოდა ისიც დარჩა აქ საცხოვრებლად, ძმაკაცებთან
ერთად უკრავდა როკ-ჯგუფში. მეორეხარიხოვან ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ ლექციებზე არ
დადიოდა და დიპლომსაც როგორღაც საეჭვო პირი უჩანდა. კეისუკეს მშობლებს მიტოში,
პრეფექტურის ცენტრში, ტკბილეულის ცნობილი მაღაზია ჰქონდათ. ბოლო-ბოლო ეს საქმე
მემკვიდრეობით კი დარჩებოდა, მაგრამ საკონდიტროს მეპატრონედ გახდომა მაინცდამაინც არ
უნდოდა. ძმაკაცებთან ერთად სატვირთო “დაცუნით” აქეთ-იქით გრიალი, ტალღის თავზე მოქცევა
და მოყვარულთა ჯგუფში გიტარაზე დაკვრა უფრო მოსწონდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასე
ცხოვრება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა.
ძიუნკო მიაკეს მას შემდეგ დაუმეგობრდა, როცა კეისუკესთან დაიწყო ცხოვრება. მიაკე
ორმოცდახუთი წლის თხელ-თხელი, სათვალიანი მამაკაცი იყო. მოგრძო სახე ჰქონდა, მოკლე თმა,
ხშირი წვერი, საღამოთი თმა მუქ ჩრდილად ამოეჯაგრებოდა ხოლმე სახეზე. შარვალზე
გადმოშვებული ხალათითა და თეთრი, გაცვეთილი კედებით დადიოდა. ზამთრობით ზემოდან
დაჭმუჭნილ ტყავის ქურთუკს იცვამდა, ზოგჯერ ბეისბოლის კეპს ჩამოიფხატებდა ხოლმე. ძიუნკოს
სხვა ტანისამოსში არ ენახა, მაგრამ ის, რაც ეცვა, ყოველთვის გულდაგულ იყო გარეცხილი.
ზღვისპირა პატარა ქალაქ კასიმაში კანსაურ დიალექტზე მოლაპარაკე სხვა ადამიანი არ აღმოჩნდა
და მიაკე უნებურად იქცევდა ყურადღებას. ძიუნკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგონამ თქვა,
რომ ეს კაცი სადღაც აქ ახლოს ცხოვრობს და სურათებს ხატავსო. “არა, სულაც არ არის ცნობილი,
მისი ნახატებიც არავის არ უნახავს, მაგრამ ცხოვრობს როგორც ყველა, ესე იგი, რაღაცას აკეთებს,
ხანდახან ტოკიოში მიემგზავრება საღებავებისა და ფუნჯებისათვის და იმავ საღამოთივე ბრუნდება.
რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობს? ხუთი? სანაპიროზე ხშირად ანთებს კოცონს. როგორც ჩანს,
მოწონს ეს საქმე. თვალებზე ეტყობა როგორი გატაცებულიც არის. ჩუმია, ცოტა უცნაური, მაგრამ
ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს.
მიაკე დღეში სამჯერ შეივლიდა ხოლმე მაღაზიაში. დილით პურს, რძესა და გაზეთს ყიდულობდა,
შუადღისას - ბენტოს (სხვადასხვა წვრილ-წვრილი კერძებისა და ბრინჯისგან შედგენილი
კომპლექსური კერძი), საღამოთი კი - ცივ ლუდსა და რამე მისატანებელს. ასე მეორდებოდა
ყოველდღე. ერთსა და იმავე დროს - დილით, შუადღისას და საღამოს. მიესალმებოდა და ათასში
ერთხელ თითო-ოროლა სიტყვას თუ ამოღერღავდა. ძიუნკოს როგორღაც ბუნებრივად გაუჩნდა
სიმპათია.
და აი, ერთ დილით, როცა მაღაზიაში არავინ იყო, ძიუნკომ გაბედა და ჰკითხა:
- გასაგებია, რომ სადღაც ახლოს ცხოვრობთ, მაგრამ ამგვარ საყიდლებზე რატომ დადიხართ
ყოველდღე? უფრო იოლი არ არის იყიდოთ რძის ან ლუდის რაღაც მარაგი და მაცივარში შეინახოთ?
ასე უფრო მოსახერხებელი არ იქნება? მე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გამყიდველი ვარ და ჩემთვის
მართალი გითხრათ, სულ ერთია...
- სრული სიმართლეა, რა თქმა უნდა, წინასწარ ყიდვა ჯობს, მაგრამ არის მიზეზები რომელთა გამოც
ასე არ ვიქცევი.
- საინტერესოა, რატომ?
- როგორ გითხრათ... ისეთი წვრილმანია...
- მაპატიეთ, ალბათ თავს გაბეზრებთ ჩემი შეკითხვებით. ისეთს ნურაფერს იფიქრებთ. უბრალოდ,

15
როცა რამე არ ვიცი, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვიკითხო. ეს სიბოროტით ნამდვილად არ მომდის.
მიაკემ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გადააქნა - რაღაცნაირად დაბნეულმა.
- მე, სიმართლე თუ გინდათ, მაცივარი არცა მაქვს. არ მიყვარს მაცივრები.
- არც მე მახატია მაინცდამაინც გულზე, - გაიცინა ძიუნკომ, - მაგრამ ერთი მაინც მაქვს. უმაცივროდ
როგორღაც ძნელია.
- იქნებ ძნელიც არის, მაგრამ რას იზამ - მშვიდად ვერ ვიძინებ იქ, სადაც აი ეს მაცივრები დგას.
რა უცნაურია, გაიფიქრა ძიუნკომ, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ მიაკეთი უფრო მეტად დაინტერესდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სანაპიროზე სეირნობისას ძიუნკომ დაინახა როგორ ანთებდა მარტო მიაკე
კოცონს. კოცონი ერთიციცქნა იყო. ძიუნკომ თავი ვერ შეიკავა, მიუახლოვდა და ხელები მიუშვირა
ცეცხლს. გვერდით რომ ედგა, გოგონა მიხვდა, რომ ხუთიოდე სანტიმეტრით მაღალი იყო. მიესალმა,
მერე კი ჩუმად შესცქეროდა ცეცხლს.
და სწორედ მაშინ მოხდა პირველად: საკმარისი იყო ჩაშტერებოდა ცეცხლის ენებს, რომ მაშინვე
რაღაც იგრძნო. რაღაც ძალიან ღრმა. შედედებული განწყობის მაგვარი. რაღაც მეტისმეტად ცოცხალი
და რეალური წონით, რომ ამისთვის იდეა დაგერქმია. და აი ამ რაღაცამ მთელ სხეულში დაუარა,
გამსჭვალა და გაქრა, მკერდში კი სულის მათრობელა გრძნობა დაუტოვა. ხოლო როცა გაქრა,
ცეცხლისკენ გაშვერილ ხელებზე კარგა ხანს გრძნობდა ბუსუსებდაყრილ კანს.
- მიაკე-სან, თქვენ როცა კოცონს უყურებთ, უცნაური არაფერი გეჩვენებათ?
- რას გულისხმობ?
- იმას, რასაც ვერ ვგრძნობთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, უცებ ცოცხალ რეალობად აღვიქვამთ. როგორ
ვთქვა... ალბათ ჭკუა არ მყოფნის და სიტყვებით არ შემიძლია ამის გამოხატვა. მაგრამ ვუყურებ
ცეცხლს და რატომღაც ვმშვიდდები.
მიაკე ჩაფიქრდა.
- ცეცხლს თავისუფალი ფორმა აქვს. და რადგან ასეა, თითოეული ადამიანი თვითონ ირჩევს გულით
რისი დანახვაც უნდა. შენ მშვიდდები, ესე იგი, სიმშვიდე, რომელიც შენში ბუდობს, ბუნებრივად
ირეკლება ცეცხლში. ხვდები, რისი თქმა მინდა?
- აჰა.
- მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ემართება ყველანაირ ცეცხლს. საამისოდ ცეცხლი თავისუფალი უნდა
იყოს. გაზის გამათმობელში ეს არასდროს არ მოხდება. არც სანთებელაში. ისევე როგორც არც
ნებისმიერ კოცონში. ცეცხლი რომ თავისუფალი იყოს, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც მას
თავისუფლად ყოფნა შეეძლება. ეს კი ყველას არ შეუძლია.
- მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ?
- ხან - ჰო, ხან - არა. მაგრამ უფრო ხშირად ვახერხებ. თუ სულს ჩაატან, მაშინ გამოდის.
- ასე გიყვართ კოცონი?
მიაკემ თავი დაუქნია:
- რაღაც ავადმყოფობასავით არის. ისე გამოდის, თითქოს ამ პატარა ქალაქში იმიტომ დავსახლდი,
რომ ამ სანაპიროზე სხვებთან შედარებით მეტი მორები გამოაქვს. ეტყობა, ეს არის მიზეზი. აქ
იმიტომ ჩამოვედი, რომ კოცონები დავანთო.
ამის შემდეგ ძიუნკო შეძლებისდაგვარად მოდიოდა საპაიროზე, როცა მიაკე კოცონს ანთებდა.
გამონაკლისი მხოლოდ ზაფხულის სეზონის პიკი იყო, როცა პლაჟი გვიანობამდე სავსე იყო ხალხით.
მიაკე კოცონს ხან კვირაში ორჯერ ანთებდა, ხანაც თვე ისე გავიდოდა, ერთხელაც არ დაანთებდა.
ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენ შეშას გამორიყავდა ზღვა. მაგრამ როგორც კი
გადაწყვეტდა კოცონის დანთებას, აუცილებლად ურეკავდა ძიუნკოს. “შენი კოცონის მეგობარიო”,
ხუმრობით ეტყოდა ხოლმე კეისუკე. საერთოდ არანორმალურად ეჭვიანი კეისუკე რატომღაც
მხოლოდ მიაკეს ენდობოდა.

ცეცხლი ყველაზე დიდ მორს მოედო, ალი ნელ-ნელა დამშვიდდა. ძიუნკო ქვიშაზე დაჯდა, ტუჩები
მოკუმა და აალებულ სტიქიას მიაშტერდა. ჯოხმომარჯვებული მიაკე ალს სიკვდილის საშუალებას
16
არ აძლევდა, დროდადრო საამისოდ მომარაგებულ შეშას შეუკეთებდა ხოლმე მისი აზრით საჭირო
ადგილას.
- რაღაც მუცელი ამტკივდა, - დაიჩივლა კეისუკემ, - ეტყობა შემაცივა. ქოთანი მაინც იყოს, ცოტა
მომეშვებოდა.
- თუ გინდა, შინ წადი, - უთხრა ძიუნკომ.
- ალბათ აჯობებს, - საცოდავად დაიკნავლა კეისუკემ. - შენ რას იზამ?
- ძიუნ-ტიანს მე მოვაცილებ სახლამდე, არ ინერვიულო, - თქვა მიაკემ.
- მაშინ კარგი, - და კეისუკე დაემშვიდობათ.
- სულელი, - თქვა ძიუნკომ როცა კეისუკე წავიდა და თავი გადააქნია. - ჯერ თავის ასატკენს გაიჩენს,
მერე კი წუწუნებს.
- ეგრეა, ეგრე, ძიუნ-ტიან: ვინც ბავშვობიდანვე თავთან არ მეგობრობს, ცუდად მისდის საქმე.
უვარგისი ადამიანები არიან. მაგრამ კეისუკეს თავისი ღირსებებიც აქვს.
- შეიძლება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არაფერზე არ ფიქრობს.
- ახალგაზრდები საერთოდ სიტყვებს დაუფიქრებლად ფანტავენ.
ისევ გაჩუმდნენ, თითოეული თავისას ფიქრობდა. დროც სხვადასხვანაირად გადიოდა.
- მიაკე-სან, რაღაც მინდოდა მეკითხა. შეიძლება გკითხოთ?
- მაინც რა?
- პირადული. ცოტა არ იყოს, უხერხული.
მიაკემ რამდენჯერმე გაისვა ხელი აჯაგრულ ლოყაზე.
- რა ვიცი. მაგრამ რადგან მეკითხები, მკითხე.
- ალბათ გყავთ ცოლი, არა?
მიაკემ ქურთუკის ჯიბიდან მათარა ამოიღო, სახურავი მოხსნა და აუჩქარებლად დალია დარჩენილი
ვისკი. სახურავი ისევ მოახრახნა, მათარა ჯიბეში ჩაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა სახეში
ძიუნკოს:
- ასე უცებ საიდან მოგივიდა თავში?
- უცებ არა. უბრალოდ გავიფიქრე... როცა კეისუკემ მიწისძვრაზე დაიწყო ლაპარაკი... სახეზე
შემოგხედეთ. კოცონთან მჯდარი ადამიანების თვალები არ ტყუიან. ერთხელ ეს თქვენ თვითონ
მითხარით.
- მართლა?
- შვილებიც გყავთ?
- ჰო. ორი.
- კობეში?
- იქ სახლი გვაქვს. იქ ცხოვრობენ.
- რა ადგილას?
- ხიგასინადას რაიონში (1995 წლის მიწისძვრის დროს ეს რაიონი ყველაზე ძლიერ დაზარალდა.
მთარგმნ.).
მიაკემ თვალები მოჭუტა, ზღვას გახედა, მერე ისევ ცეცხლს მიაცქერდა.
- ნუ ეძახი კეისუკეს სულელს. ეს ჩვენი განსასჯელი არ არის. აი, მე, მაგალითად არაფერზე არ
ვფიქრობ. არც მეტი, არც ნაკლები, სულელების მეფე ვარ. გესმის ჩემი?
- მეტი არაფრის მოყოლა არ გინდათ?
- არა, არ მინდა.
- კარგი, - თქვა ძიუნკომ. - მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ხართ.
- პრობლემა ეგ არ არის, - თავი გააქნია მიაკემ. ჯოხის წვერით ქვიშაზე რაღაცას ხაზავდა. - ძიუნ-
ტიან, შენ ოდესმე დაფიქრებულხარ სიკვდილზე?
ძიუნკომ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გააქნია.
- აი მე კი ხშირად ვფიქრობ.
- და როგორ აპირებთ სიკვდილს?
- მაცივარში გავიყინები. გაგიგონია მსგავსი რამ? როცა ბავშვები თამაშობენ და გადაგდებულ

17
მაცივარში ძვრებიან. კარი იკეტება და ისინი იქ იხუთებიან. აი ასეთი სიკვდილით.
მოზრდილი კუნძი წამოიქცა და ფერფლი გაფანტა. მიაკე იჯდა და შეჰყურებდა, ხელიც არ
გაუნძრევია. ცეცხლის ათინათები არარეალურ ჩრდილებს დაათამაშებდა მის სახეზე.
- უჩუმრად, ნელ-ნელა მოვკვდე ვიწრო და ბნელ ადგილას. კარგი იქნება უჰაერობით დაიღრჩო,
მაგრამ ეს ყველაფერი ასე იოლი არ არის. სადღაც ჭუჭრუტანიდან ჰაერი აღწევს, ამიტომ მოხუთვა არ
გამოდის. სანამ მოკვდები, კარგა დრო უნდა გავიდეს. რამდენიც გინდა იყვირე, მაინც ვერავინ
გაიგონებს. არავინ არ შეფუცხუნდება. თან ისეთი სივიწროვეა, ვერ გაინძრევი. რამდენიც არ უნდა
ეცადო, არც კარი გაიღება.
ძიუნკო ხმას არ იღებდა.
- ვერც კი დაითვლი, რამდენჯერ ვნახე ერთი და იგივე კოშმარი. შუაღამისას ოფლში გაღვრილს
მეღვიძება. თან ყოველთვის ვკვდები სიზმარში - უკუნ სიბნელეში, საზარელი და ნელი სიკვდილით.
მეღვიძება და კოშმარი არ მტოვებს. ყველაზე საშინელი სწორედ ეს არის. თვალებს ვახელ, ყელი
გამშრალი მაქვს. სამზარეულოში მივდივარ. მაცივართან. რა თქმა უნდა, მაცივარი არა მაქვს, ამიტომ
უნდა მესმოდეს, რომ ეს სიზმარია. მაგრამ იმ წუთას ეს სულ არ მახსოვს. ვაგრძელებ ფიქრს: რაღაც
ისე ვერ არის, თან მაცივრის კარს ვაღებ. შიგნით უკუნი წყვდიადია. ნათურა ჩაქრა. ჩემთვის
ვფიქრობ: ნუთუ სინათლე გამორთეს-მეთქი და შიგნით ვყოფ თავს. უცებ იქიდან ვიღაცის ხელი
მწვდება ყელში. ვგრძნობ, რომ მიცვალებულის ხელია. და აი ეს ხელი არაადამიანური ძალით
მიმათრევს. რაც ძალი და ღონე მაქვს, ვღრიალებ. ახლა კი ნამდვილად მეღვიძება. აი ეგეთი
კოშმარია. Yყოველთვის ერთი და იგივე და ერთნაირი. და ყოველთვის საშინელი.
მიაკემ ჯოხი წაჰკრა კუნძს და თავის ადგილზე დააბრუნა.
- იმდენად რეალური, რომ მგონია - უკვე რამდენჯერმე მოვკვდი.
- დიდი ხანია, რაც გესიზმრებათ?
- იმდენი, რომ გახსენებაც კი მიჭირს. ზოგჯერ ვახერხებდი თავის დაღწევას. ერთი... თითქმის ორი
წლითაც. მაშინ ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ მიმატოვა და ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ მერე
კოშმარი ისევ ბრუნდებოდა. საკმარისი იყო დამეჯერებინა, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდი, ახლა
ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი, რომ ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო. ზუსტად ისე, როგორც
ადრე. ვერც ვერსად გაექცევი. - მიაკემ თავი გადააქნია: - მაპატიე ძიუნ-ტიან, რომ ასეთ
საშინელებებს გიყვები.
- არაფერია, - თქვა გოგონამ, სიგარეტი პირში ჩაიდო და ასანთს გაჰკრა. მერე მოქაჩა და მოკლედ
თქვა: - მოყევით...
ცეცხლი თანდათან ნელდებოდა. დარჩენილი შეშებიც კარგა ხანია კოცონში იწვოდა. ტალღები
თითქოს წინანდელზე მეტად ხმაურობდნენ.
- არის ერთი ამერიკელი მწერალი, ჯეკ ლონდონი.
- ის, რომელმაც კოცონზე მოთხრობა დაწერა?
- ჰო. საიდან იცი? მოკლედ, ეგ მწერალი გამუდმებით ფიქრობდა, რომ ზღვაში დაიღრჩობოდა.
სჯეროდა, რომ სწორედ ასეთი სიკვდილით მოკვდებოდა. ჩავარდებოდა ღამის ზღვაში და
ჩაიძირებოდა, ისე, რომ ვერც ვერავინ შენიშნავდა.
- და რა, ზუსტად ეგრე მოკვდა?
მიაკემ თავი გააქნია.
- არა, მორფით მოიწამლა.
- გამოდის, მისი წინათგრძნობა არ გამართლდა. ან იქნებ საგანგებოდ მოაწყო ისე, რომ არ
გამართლებულიყო?
- ერთი შეხედვით, - თქვა მიაკემ. ჩამოვარდა პაუზა. - მაგრამ რაღაც თვალსაზრისით არ შემცდარა. ის
მართლა დაიღრჩო, როცა მარტოდმარტო დარჩა ბნელ, ღამის ზღვაში. გალოთდა. ნება მისცა
სასოწარკვეთას მთელ მის სხეულს დაუფლებოდა. ტანჯვით კვდებოდა. წინათგრძნობა ერთგვარი
საცდურია. ხანდახან რეალობასაც ჯაბნის და ცოცხალ არსებას ემსგავსება. ამაშია მთელი მისი
საშიშროება. გესმის ჩემი?
ძიუნკო ჩაფიქრდა. არა, არ ესმოდა.

18
- ადრე არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მოვკვდებოდი. როგორ უნდა მეფიქრა სიკვდილზე,
როცა ისიც კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.
მიაკემ თავი დაუქნია.
ამაში მართალი ხარ. მაგრამ პირიქითაც ხდება - სიკვდილის არჩევანით ცხოვრების გზაც საცნაური
ხდება.
- და ასეთია თქვენი გზა?
- არ ვიცი. მხოლოდ ხანდახან მეჩვენება ასე.
მიაკე ძიუნკოს გვერდით დაჯდა. როგორღაც თითქოს ჩამოჭკნა და დაბერდა. ყურებს ზემოდან თმის
ბღუჯა გამოშვეროდა.
- როგორ სურათებს ხატავთ?
- რამდენიმე სიტყვით ვერ ავხსნი.
ძიუნკომ კითხვა შეცვალა:
- კარგი, მაშინ რას ხატავდით ამ ბოლო დროს?
- სამი დღის წინ დავამთავრე ”პეიზაჟი უთოთი”. შუა ოთახში უთო დგას. და მეტი არაფერი.
- მერედა რატომ არის ეს ძნელი ასახსნელი?
- იმიტომ, რომ სინამდვილეში უთო არ არის.
ძიუნკომ სახეში შეხედა მიაკეს.
- გამოდის, რომ უთო უთო არ არის?
- ეგრეა.
- გინდათ თქვათ, რომ საცდურია?
- ჰო.
- და სულ სხვა რაღაცის მაგივრად არის დახატული?
მიაკემ თავი დაუქნია.
ძიუნკომ ახედა: ვარსკვლავები მომრავლებულიყო. მთვარესაც კარგა გრძელი გზა გაევლო. მიაკემ,
აქამდე რომ ხელში ეჭირა, ის უკანასკნელი ჯოხიც შეაგდო ცეცხლში. ძიუნკო ნელა მიეყრდნო
მხარზე. მიაკეს ტანსაცმელი სხვა ათასი კოცონის სუნით იყო გაჟღენთილი და გოგონაც
აუჩქარებლად ისრუტავდა ამ სურნელს.
- იცით რა?
- რა?
- მე... მთლიანად ცარიელი ვარ.
- სერიოზულად ამბობ?
- ჰო.
ძიუნკომ თვალები დახუჭა და ატირდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ლოყაზე. ძიუნკო
მარჯვენათი მუხლს ზემოთ, შარვალში ჩაებღაუჭა მიაკეს, სხეული უთრთოდა. კაცმა ხელი მოხვია
და ფრთხილად მიიკრა. ცრემლები კი მოდიოდა და მოდიოდა.
- მართლა გეუბნებით, სრულიად არაფერი, - ცოტა ხნის შემდეგ გაბზარული ხმითა თქვა. - სრული
სიცარიელე.
- მესმის.
- მართლა?
- ეგეთ რამეებში ცოტათი ვერკვევი.
- რა უნდა ვქნა?
- უნდა გამოიძინო. გაიღვიძებ და ნახავ - ყველაფერი გაგივლის.
- ჩემი აზრით ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.
- შეიძლება. შეიძლება მართლა ასე მარტივად არ არის საქმე.
შეშა აშიშინდა და ქშენით გამოუშვა ორთქლი. მიაკემ თავი ასწია, თვალები მოჭუტა და ერთხანს
კოცონს მიჩერებოდა.
- ახლა რა უნდა ვქნა? - გაიმეორა ძიუნკომ.
- მართლაც და რა? იქნებ ერთად მოვკვდეთ?

19
- სერიოზულად ამბობთ?
- სერიოზულად.
მიაკე გაჩუმდა. ძიუნკომ მის ძველ ქურთუკში ჩარგო სახე.
- ნებისმიერ შემთხვევაში მოიცადე სანამ ჩაიწვება, - თქვა მიაკემ. - რაც არ უნდა იყოს, კოცონია.
ბოლომდე ჩემთან იყავი. ჩაქრება და სულ დაბნელდება. აი მაშინ კი მოვკვდეთ. კარგი?
- კარგი, - უპასუხა ძიუნკომ. - ოღონდ როგორ?
- მოვიფიქროთ.
- აჰა.
კოცონი აბოლდა. ძიუნკომ თვალები დახუჭა. მხარზე მოხვეული მიაკეს ხელი, მოზრდილი
ადამიანისთვის მეტისმეტად პატარა, გახევდა.
საეჭვოა, რომ ამ კაცთან ცხოვრება შევძლო, ფიქრობდა ძიუნკო. რატომ? იმიტომ, რომ ალბათ ვერ
შევძლებ მის გულში შეღწევას. მაგრამ სიკვდილს მასთან ერთად ნამდვილად მოვახერხებ.
ნელ-ნელა ძილი მოერია. ვისკი თავისას შვრებოდა. მთელი შეშა კარგა ხანია ჩაიფერფლა. მხოლოდ
ყველაზე დიდი მორი კაშკაშებდა ნარინჯისფრად. მისი მშვიდი სითბო მთელ სხეულზე ედებოდა.
ალბათ კიდევ დიდხანს არ ჩაიწვება.
- არა უშავს თუ დავიძინებ?
- არა უშავს.
- როცა ჩაქრება, გამაღვიძებთ?
- ნუ ღელავ. ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ გინდოდეს, გაგეღვიძება.
ძიუნკომ თავისთვის გაიმეორა ეს სიტყვები. “ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ
გინდოდეს, გაგეღვიძება”. მერე მოიკუნტა და დაიძინა - დიდი ხნით არა, მაგრამ ღრმად.

თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა

ყველა ღვთ ისშვ ილს შეუ ძლია ცეკვა

თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა

(მოთხრობა შესულია 2000 წელს გამოცემულ კრებულში “მიწისძვრის შემდეგ”).

საზიზღარ გუნებაზე გაეღვიძა ნამთვრალევ იოსიას. მთელი ძალით დაქაჩა თვალები, მაგრამ
მხოლოდ ერთის გახელა მოახერხა. მარჯვენა ქუთუთო არ ემორჩილებოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა,
თითქოს იმ ღამეს ყველა კბილი ერთბაშად ასტკივდა. დამპალი ფესვებიდან წუთხი მოჟონავდა. თუ
რამეს არ იღონებს, ტვინისგან აღარაფერი დარჩება და ვეღარაფრით იფიქრებს. რა უნდა ქნას, ასეა და
ასე იყოს, გაუელვა თავში. ცოტა კიდევ მაინც რომ წაეძინა... მაგრამ იოსიამ მშვენივრად იცოდა, რომ
ვეღარ დაიძინებდა. აბა, სცადე და დაიძინე, როცა ასე ტრაკულად გრძნობ თავს.
საწოლის თავთან მაღვიძარასკენ სცადა თვალის გაპარება, მაგრამ სადღაც გამქრალიყო. საათი თავის
ადგილზე არ იყო. არც სათვალე. ალბათ სადღაც მოისროლა... ისე, შემთხვევით. ადრეც ემართებოდა
მსგავსი რამ.
როგორმე უნდა ამდგარიყო, მაგრამ წამოიწია თუ არა, თავბრუ დაეხვა და იოსია ისევ ლოგინზე
გაიშალა. სადღაც ქუჩაში სარეცხის ჭოკებით მოვაჭრის მანქანა დაგრუხუნობდა. შეგეძლო ძველი
ჩაგებარებინა და ახალი აგეღო. რეპროდუქტორი ირწმუნებოდა რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე
მათი ფასი არ შეცვლილიყო. შუახნის კაცის მკვეთრი, გაბმული ხმა იყო. ამ ხმაზე იოსიას კიდევ
უფრო დაეხვა თავბრუ. თითქოს გემზე მდგარს აქანავებდა. მაგრამ გულის ასარევად მარტო
გულისრევის შეგრძნება არ კმარა.
მისი ერთი მეგობარი ეგეთ წუთებში დილის გადაცემებს უყურებდა. საკმარისი იყო გაეგონა

20
სატელევიზიო “კუდიანებზე მონადირის” სულისგამყინავი წივილი ბოჰემური ცხოვრების ამბებზე,
რომ გუშინდლიდან კუჭში შემორჩენილი უკანასკნელი ნარჩენებიც პირწმინდად ამოჰქონდა უკან.
მაგრამ იმ დილით იოსიას იმის ძალაც კი არ ჰქონდა ტელევიზორს მიწვდომოდა. ძლივს სუნთქავდა.
სადღაც თვალის გუგების სიღრმეში გამჭვირვალე სინათლე ჯიუტად ერეოდა თეთრ კვამლს.
პერსპექტივა საოცრად ბრტყელი იყო. მგონი სიკვდილი უნდა იყოს, გაუელვა თავში. ასე იყო თუ
ისე, გამეორების სურვილი აღარ ჰქონდა. უკეთესია აქვე, ახლავე მოკვდეს. ”მხოლოდ ერთს გთხოვ,
ღმერთო, ნუ იზამ იმას, რომ მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განვიცადო”. ღმერთის ხსენებაზე იოსიას
დედა გაახსენდა. სწყუროდა. დაძახება დააპირა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ სახლში მის გარდა
არავინ იყო. დედა სხვა მორწმუნეებთან ერთად სამი დღის წინ გაემგზავრა კანსაიში. მაინც რა
სხვადასხვანაირები არიან ადამიანები, გაიფიქრა. დედა ღვთის ნებაყოფლობითი მსახურია, შვილი
კი აი ეგეთ დღეშია. წამოდგომის თავი არ ჰქონდა. მარჯვენა თვალს ისევ ვერ ახელს. “ნეტა სად
გავიტრიტე ეგრე? არ-მახ-სოვს”. სცადა, მაგრამ ტვინი გაქვავებულივით ჰქონდა. “არა უშავს, მერე
გავიხსენებ”.
ალბათ ჯერ კიდევ დილაა. მაგრამ ფარდის ნაპრალებიდან შემოჭრილი მზის კაშკაშა სხივები აშკარას
ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ დილა სულ მალე იქცეოდა შუადღედ. იოსია გამომცემლობაში მუშაობდა
და თუნდაც მისნაირ ახალგაზრდა თანამშრომლების უმნიშვნელო დაგვიანებას მაინცდამაინც დიდ
ყურადღებას არ აქცევდნენ. საღამოთიც შეიძლებოდა დაკარგული დროის ანაზღაურება, მთავარია
საქმე არ გაფუჭებულიყო. თუმცა სამსახურში სადილის შემდეგ გამოცხადებას უფროსი აღარ
გაპატიებს - პირში გეტყვის ყველაფერს რასაც შენზე ფიქრობს. ისე, შეიძლება ერთ ყურში შეუშვას და
მეორედან გამოუშვას, მაგრამ არ უნდოდა, რომ უხერხულ მდგომარებაში ჩაეგდო ერთი ნაცნობი
მორწმენე, რომელმაც ამ სამუშაოზე მოაწყო.
საბოლოოდ იოსიამ შინიდან მხოლოდ პირველ საათზე გააღწია. სხვა დროს რამე საპატიო მიზეზს,
მაგალითად ავადმყოფობას მოიგონებდა და სახლში დარჩებოდა, მაგრამ დღეს თითქოს ჯიბრზე
დისკეტაზე შენახული ერთი დოკუმენტი უნდა მოემზადებინა და ამოებეჭდა. ამ საქმის სხვისთვის
მინდობა არ გამოდიოდა.
იოსია დედასთან ერთად ასაგაიას რაიონში ცხოვრობდა. ამიტომ ცენტრალური ხაზით იოცუიას
სადგურამდე მივიდა. იქ მარუნოუჩის ხაზზე გადაჯდა, კასუმიგასეკამდე მივიდა, კიდევ ერთხელ
გადაჯდა ხიბიას ხაზზე და კამია-ჩიოს სადგურზე ამოვიდა. დადუნებული, ბამბადქცეული ფეხებით
ადიოდა და ჩადიოდა მრავალრიცხოვან კიბეებზე. გამომცემლობა სადგურიდან შორს არ იყო.
გამომცემლობა საზღვარგარეთის ქვეყნების ტურისტულ გზამკვლევებს ბეჭდავდა.
საღამოს თერთმეტის ნახევარზე შინ რომ ბრუნდებოდა, სადგურ კასუმიგასეკში უბიბილოო კაცი
დაინახა. ორმოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეჭაღარავებული. მაღალი, სათვალეების გარეშე,
ძველმოდურ ტვიდის პალტოთი და ტყავის პორტფელით მარჯვენა ხელში. რაღაცაზე ჩაფიქრებული
ნელა მიაბიჯებდა ხიბიას ხაზის ბაქნიდან ჩიოიდას ხაზის ბაქნისკენ. იოსია დაუფიქრებლად გაჰყვა
უკან. როცა გონს მოვიდა, ყელში მშრალი გორგალი გასჩროდა.

იოსიას დედა ორმოცდასამისა იყო, მაგრამ ოცდაათზე ცოტათი მეტს თუ მისცემდა კაცი. სახის
სწორი ნაკვთები, ძალიან აკურატული. პურიტანული კვება და დილა-საღამოს ვარჯიში ხელს
უწყობდა მშვენიერი ფიგურისა და სახის კანის შენარჩუნებაში. თან მასსა და მის ვაჟს სულ რაღაც
თვრამეტი წელიწადი ჰყოფდა, რის გამოც ხშირად მისი უფროსი და ეგონათ.
დედა ყველაფერთან ერთად ბოლომდე მაინც ვერ გრძნობდა თავს დედად. შეიძლება უბრალოდ
ექსცენტრული ბუნებისა იყო. მაშინაც კი, როცა იოსია საშუალო სკოლაში გადავიდა და
სექსუალური ლტოლვა გაეღვიძა, ბინაში ისევ ნახევრად ანდა სულაც შიშველი დადიოდა. ოღონდ ეს
იყო, საძინებლები ჰქონდათ ცალ-ცალკე. მაგრამ როცა დედას მარტოობა შეაწუხებდა, იოსიას
ოთახში შედიოდა, აზრადაც არ მოსდიოდა რამე წამოესხა, ლოგინში შეუწვებოდა, მიეკვრებოდა და
დაიძინებდა.
იოსიას მშვენივრად ესმოდა, რომ დედას ისეთი არაფერი განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ ეს
მდგომარეობას ვერ უმსუბუქებდა. თვითონ დედას კი ეტყობა ვერაფრით შეეგნო, რომ აგზნებული
ბიჭი იძულებული იყო უხერხულ, არაბუნებრივ პოზაში წოლილიყო.
21
იოსიას ეშინოდა დედასთან ურთიერთობა ფატალურ შედეგებამდე არ მისულიყო და გამწარებული
ეძებდა ისეთ ქალს, უსიტყვოდ რომ ჩაუწვებოდა ლოგინში. და რადგან ასეთის პოვნა არ
ხერხდებოდა, დროდადრო ხელოვნურად იკმაყოფილებდა მოთხოვნილებას. უფროს კლასში
საღამოობით გამომუშავებული ფულით სათაკილო დაწესებულებებში ხარჯავდა. თვითონ იოსია
საკუთარ მოქმედებას როგორც მეტისმეტ სექსუალური დაძაბულობის მოხსნის საშუალებად კი არა,
შიშის გამო აღმოცენებულ მოვლენად აფასებდა.
ალბათ სახლიდან უნდა წასულიყო და დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. იოსია დიდხანს
ფიქრობდა ამაზე. მაშინ როცა ინსტიტუტში მოეწყო და მაშინაც როცა მუშაობა დაიწყო. თუმცა ახლა
ოცდახუთი წლის ასაკშიც კი ვერა დ ავერ გაებედა. ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ არ იცოდა რა
დაემართებოდა დედას როცა მარტო დარჩებოდა. ისედაც მრავალი წელი, უამრავი ძალა და ენერგია
შეალია იმას, რათა არ განხორციელებულიყო დედის თვითდამღუპველი (თუმცა კი კეთიმოსურნე)
გეგმები.
საკმარისია ერთ მშვენიერ დღეს დედას უთხრას, რომ სახლიდან მიდის და მაშინვე ისტერიკა
დაემართება. აქამდე ხომ ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ იოსია ცალკე იცხოვრებდა.
ცამეტი წლისამ თქვა, რომ აღარ სჯერა ღმერთის არსებობისა. იოსიას მშვენივრად ახსოვს როგორ
დარდობდა დედა, როგორ ინგრეოდა მის გარშემო ყველაფერი. ნეხევარი თვე თითქმის არაფერს არ
ჭამდა, არ ლაპარაკობდა. არ იბანდა, არ ივარცხნიდა, საცვლებსაც კი არ იცვლიდა. თვიურის დროს
თავს არ უვლიდა. ცხოვრებაში პირველად ხედავდა დედას ასეთ ჭუჭყიანსა და აქოთებულს. გულს
ტკენდა იმის გაფიქრებაც კი, რომ მსგავსი რამ ოდესმე ისევ შეიძლებოდა გამეორებულიყო.

იოსია უმამოა. დაბადებიდან მხოლოდ დედა ჰყავს.


ბავშვობიდან სულ ერთი და იგივე ესმის მისგან:
- მამაშენი უზენაესია. - (ასე ეძახდნენ თავიანთ ღმერთს) - უზენაესის ადგილი კი ზეცაშია. ჩვენთან
ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ უზენაესი - ესე იგი მამაშენი - ერთთავად თვალყურს გადევნებს და
გიფარავს.
ამასვე ეუბნებოდა მეურვე ტაბატა, რომელიც ლამის დაბადებიდანვე ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა.
- ვთქვათ და არ გყავს ამქვეყნად მამა. გამოჩნდებიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც ამისთვის
დაგძრახავენ. მაგრამ სამწუხაროდ ამქვეყნად ბევრ ადამიანს თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული და
საქმის ჭეშმარიტ ვითარებაში ვერ გარკვეულან. მაგრამ შენი უზენაესი მამა თვითონ არის
ქვეყნიერება. და შენ ერთიანად მისი სიყვარულით გარშემორტყმული ცხოვრობ. იამაყე ამით და
იცხოვრე ისე, როგორც წესი და რიგია.
- მაგრამ ღმერთი ხომ ყველასთვის ერთია? - კითხულობდა სკოლაში ახალი მისული იოსია. - მაგრამ
მამები ხომ ყველას სხვადასხვა ჰყავს? ასე არ არის?
- იცი, იოსია, მამაშენი ადრე თუ გვიან გამოგეცხადება. მოულოდნელად, სრულიად
გაუთვალისწინებელ ადგილზე, მაგრამ აუცილებლად გამოგეცხადება. მაგრამ თუ შენ დაეჭვდები ან
უფრო უარესი - რწმენას მიატოვებ - ის განაწყენდება და მაშინ დაემშვიდობე ყველაფერს. გასაგებია?
- გასაგებია.
- არ დაგავიწყდება ჩემი სიტყვები?
- არ დამავიწყდება, ტაბატა-სან.
თუმცა თუ ალალად ვიტყვით, იოსიას მისი სიტყვები სერიოზელად არც მიუღია. რატომ? ის სულაც
არ გრძნობდა თავს რაღაც განსაკუთრებულ “ღვთის შვილად”. ყველანაირად და ყველა
თვალსაზრისით ჩვეულებრივი ბიჭი იყო. იქნებ პირიქითაც - ჩვეულებრივზე უარესი:
განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, შეცდომებისა და დაუდევრობების გროვა. ცამეტი წლისა
მაინცდამაინც კარგად ვერ სწავლობდა, სპორტში იმედის ნაპერწკალიც არ ჩანდა. ნელა დარბოდა,
ძლივს იჭერდა ფეხები, თან არც მხედველობა უვარგოდა და ხელებიც თითქოს იმ ადგილას არ
ჰქონდა ამოზრდილი. ბეისბოლის მოედანზე ბურთს ვერ იჭერდა. თანაგუნდელები ბუზღუნებდნენ,
მაყურებელი გოგოები ხითხითებდნენ.
ძილის წინ თავის მამას, ღმერთს ევედრებოდა. ”ცხოვრების ბოლომდე მტკიცე ვიქნები ჩემს
რწმენაში, შენ კი დამეხმარე იმაში, რომ ბურთი დავიჭირო. მხოლოდ ამას გთხოვ. მეტი არაფერი
22
(ყოველ შემთხვევაში ახლა) არ მინდა. თუ მამაჩემი მართლა ღმერთია, აუცილებლად შეისმენს ამ
უბრალო რამეს”. თუმცა მუდარა არ ჭრიდა. ბეისბოლის ბურთი ისევ და ისევ უსხლტებოდა
ხელთათმანიდან.
- იოსია, ეს უზენაესის გამოწვევაა, - მკაცრი ტონით ამბობდა ტაბატა. - ის, რომ ევედრები ცუდი არ
არის, მაგრამ უფრო დიდი რამისთვის უნდა ილოცო. რაღაც კონკრეტულისთვის ლოცვა, ისეთი
რამისთვის, რასაც საზღვარი აქვს, არაფრად არ ვარგა.

როცა იოსიას ჩვიდმეტი შეუსრულდა, დედამ მისი დაბადების საიდუმლო თუ რაღაც ამის მსგავსი
გაანდო.
- დადგა დრო, შენ ეს უნდა იცოდე, - დაიწყო დედამ. - ახალგაზრდომაში სრულ წყვდიადში
ვცხოვრობდი. სულში ქაოსი სუფევდა, ზუსტად ისე, როგორც პირველქმნილ სამყაროში. შავბნელი
ღრუბლები ფარავდნენ ჭეშმარიტების სხივს. იმ დროს უკვე გამოცდილი მქონდა მამაკაცებთან
ურთიერთობა სიყვარულის გარეშე. ხომ გესმის სიტყვა “ურთიერთობის” მნიშვნელობა?
- მესმის, - უპასუხა იოსიამ.
როცა საუბარი სექსზე ჩამოვარდებოდა, დედა მოძველებულ სიტყვებს ხმარობდა. თვითონ იოსიას
იმ დროისთვის უკვე ჰქონდა “სიყვარულის გარეშე ურთიერთობის გამოცდილება” რამდენიმე
ქალთან.
დედა განაგრძობდა:
- პირველად უფროსი სკოლის მეორე კლასში (სკოლა იაპონიაში სამ ასაკობრივ ჯგუფად არის
დაყოფილი - უმცროსი, საშუალო და უფროსი. უფროსი ჯგუფის მეორე კლასში 16 წლის ბავშვები
სწავლობენ. მთარგმნ. შენ.) დავორსულდი. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
წავედი საავადმყოფოში, რომელიც ერთმა ნაცნობმა მირჩია და აბორტი გავიკეთე. გინეკოლოგი
ახალგაზრდა, თავაზიანი კაცი იყო. ოპერაციის მერე მთელი ლექცია წამიკითხა როგორ დამეცვა
თავი. მითხრა, რომ აბორტი საზიანოა როგორც სხეულისთვის, ისე სულისთვისაც, თან არც
ვენერიული სნეულებით დაავადებაა გამორიცხული. ახალი პრეზერვატივების მთელი კოლოფი
მომცა და მითხრა, რომ აუცილებლად გამომეყენებინა. მე ავუხსენი, რომ ყოველთვის ვხმარობ-
მეთქი, რაზეც მიპასუხა: ესე იგი ვიღაც არასწორად იკეთებსო. რა უცნაურიც არ უნდა იყოს,
პრეზერვატივის წესიერად ხმარება არ იცის. მაგრამ მე ხომ სულელი არა ვარ. ყოველთვის
ფრთხილად ვიყავი. გავიხდიდი თუ არა, მე თვითონ ჩამოვაცვამდი ხოლმე. კაცებს ვერ ენდობი. ხომ
იცი რა არის პრეზერვატივი?
- ვიცი, - უპასუხა იოსიამ.
- ორი თვის შემდეგ ისევ დავორსულდი, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგად ვფრთხილობდი. და
მაინც ყველაფერი გამეორდა. პირდაპირ დაუჯერებელია. სხვა რა გზა მქონდა, ისევ იმ ექიმთან
წავედი. შემომხედა და მითხრა, ახლახან არ გაგაფრთხილეო? ნეტა რას ფიქრობო. ტირილ-
ტირილით ავუხსენი, როგორ ვცდილობდი თავის დაცვას. მაგრამ არ დამიჯერა და გამომლანძღა:
პრეზერვატივით რომ გესარგებლა, ასეთი რამ არ დაგემართებოდაო. - დედამ იოსიას შეხედა და
განაგრძო: - ეს გრძელი ამბავია. ბოლო-ბოლო, დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, ჩემდა
გასაკვირად ამ ექიმს ჩავუწექი ლოგინში. მაშინ ოცდაათი წლის იქნებოდა, ახალგაზრდა იყო,
უცოლო. ურთიერთობაში ცოტა მოსაწყენი კაცი იყო, მაგრამ წესიერი და პატიოსანი.
განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გარდა... მარჯვენა ყურის ბიბილო აკლდა, ძაღლმა მოაკვნიტა
ბავშვობაში. თავისთვის მიდიოდა და უცებ საიდანღაც ვეებერთელა შავი ძაღლი გამოხტა. ჰოდა
მოაჭამა ყური. “კიდევ კარგი მარტო ბიბილო, - მეუბნებოდა, - ბიბილოს გარეშეც შეიძლება
ცხოვრება. აი, უცხვიროდ უარეს დღეში ვიქნებოდი”. მეც რა თქმა უნდა ვეთანხმებოდი.

- ერთმანეთს ვხვდებოდით. თანდათან საკუთარი თავი დავიბრუნე. მასთან სხვა არაფერზე არ


ვფიქრობდი. მისი ნახევარი ყურიც მომწონდა. ბევრს მუშაობდა, ლოგინში კი იმას მიყვებოდა,
როგორ დამეცვა თავი დაორსულებისგან. როგორ და როდის არის საჭირო პრეზერვატივის გაკეთება,
როდის და როგორ უნდა გაიძრო. მოკლედ თავდაცვის იდეალური საშუალებაა, თუმცა, მიუხედავად
ამისა, მაინც დავორსულდი.
23
აუცილებელი ანალიზების შემდეგ ორსულობა დადასტურდა. მაგრამ ბავშვის მამად აღიარებაზე
ექიმმა უარი განაცხადა. თქვა, რომ როგორც სპეციალისტი, ასპროცენტიან ზომებს იღებდა
ორსულობის თავიდან ასაცილებლად და დედა სხვა კაცებთან ურთიერთობაში დაადანაშაულა.
- ამ სიტყვებმა ძალიან მატკინა გული. ერთიანად ამაკანკალა. შენ ხომ იცი როგორი წყენა ვიცი
ხოლმე?
- ვიცი.
- სანამ მას ვხვდებოდი, სხვა კაცთან არ ვწოლილვარ. ის კიდე გარყვნილ გოგოდ მთვლიდა. მას მერე
აღარ მინახავს. არც აბორტი გამიკეთებია. ერთადერთი ფიქრი მქონდა, ავმდგარიყავი და იქვე
მოვმკვდარიყავი. ბატონი ტაბატა რომ არ ყოფილიყო, ალბათ ბორანზე დავჯდებოდი და ზღვას
მივცემდი თავს. მაშინ სიკვდილის არ მეშინოდა. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, შენც არ იქნებოდი
ეხლა. მაგრამ ბატონმა ტაბატამ ჭეშმარიტების გზაზე დამაბრუნა და ამით გადამარჩინა. როგორც
იქნა ვიხილე სინათლის პაწაწკინტელა სხივი. და სხვა მორწმუნეთა დახმარებით ამ ქვეყანას
მოგავლინე.
დედასთან შეხვედრის შემდეგ ბატონმა ტაბატამ თქვა:
- მიუხედავად სიფრთხილის ყველა ზომისა, შენ მაინც ორსულდებოდი. თანაც სამჯერ ზედიზედ.
გგონია ეს შემთხვევითია? მე ასე არ ვფიქრობ. რიცხვი სამი უზენაესის გამოცხადების ნიშანია. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ოოძაკი-სან, ღმერთი თქვენგან ბავშვის გაჩენას თხოულობს. და ეს ბავშვი
შემთხვევითი ვინმესი კი არა, ცათა შინა მყოფისაა. ბიჭს იოსია დავარქვათ (იოსი იაპონურად
სიკეთეს ნიშნავს).
როგორც იწინასწარმეტყველა ტაბატამ, ბიჭი დაიბადა. იოსია დაარქვეს. მას შემდეგ დედა არც ერთ
მამაკაცთან აღარ წოლილა, მთელი ცხოვრება ღვთის მსახურებას მიუძღვნა.
- გამოდის, - გაუბედავად იკითხა იოსიამ, - ჩემი ბიოლოგიური მამა ის ექიმი-გინეკოლოგია?
- არა, რას ამბობ! ის იდეალურად იცავდა თავს. როგორც ბატონი ტაბატა ამბობს, მამაშენი
უზენაესია. შენ სქესობრივი აქტის შედეგად კი არა, უზენაესის ნებით გაჩნდი, - მოკლედ მოჭრა, თან
ელვა გაუკრთა თვალებში.
როგორც ჩანს, მთელი არსებით სჯეროდა იმისი, რასაც ამბობდა. მაგრამ იოსიას ეჭვიც არ შეპარვია:
მამამისი ექიმი-გინეკოლოგია. ეტყობა პრეზერვატივს სჭირდა რაღაც, აბა მეტი რა უნდა
მომხდარიყო?
- ექიმმა რა, იცის ჩემი დაბადების შესახებ?
- ვფიქრობ, არა, - უპასუხა დედამ, - საიდან უნდა იცოდეს, თუ მას შემდეგ ერთმანეთი აღარ
გვინახავს?

მამაკაცი ჩიოიკოს ხაზზე აბიკოს მომართულებით მიმავალ ვაგონში ჩაჯდა. იოსიაც იმავე ვაგონში
შეხტა. საღამოს თერთმეტ საათზე ვაგონში ხალვათობაა. კაცი დაჯდა, პორტფელიდან ჟურნალი
ამოიღო. მონიშნულ გვერდზე გადაშალა. იოსიას მოეჩვენა, რომ რაღაც სპეციალური ჟურნალი იყო.
მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა, გაზეთი გაშალა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს კითხულობდა.
თხელ-თხელი კაცი იყო, თლილი, სერიოზული სახე ჰქონდა. “ექიმსა ჰგავს”, გაიფიქრა იოსიამ.
ზუსტად იმდენისა უნდა იყოს და რაც მთავარია, მარჯვენა ყურის ბიბილო არ ჰქონდა. თან ისე ჩანს,
თითქოს მართლა ძაღლის ნაკბენის კვალიაო.
ეს კაცი ჩემი ბიოლოგიური მამაა, ინტუიტურად იგრძნო იოსიამ. მაგრამ მან არ იცის რომ ამ ქვეყნად
ვარსებობ მე. და ახლა რომც ვუთხრა, ალბათ არც დაიჯერებს. ის ხომ დარწმუნებულია, რომ
იდეალურად იცავდა თავს.
მატარებელი გასცდა სინ-ოჩიანუ-მიცუს სადგურს, სენდაგის, მაჩიას და მიწის ზედაპირზე ამოვიდა.
ყოველი სადგურის შემდეგ სულ უფრო კლებულობდა მგზავრები. კაცი ჟურნალს კითხულობდა და
არაფერს არ აქცევდა ყურადღებას. ადგომას არ აპირებდა. იოსია დროდადრო გამომცდელად
გახედავდა და სურვილის საწინააღმდეგოდ აგრძელებდა საღამოს გაზეთის კითხვას. თან წინაღამის
ამბებსაც იხსენებდა. თავის უნივერსიტეტელ მეგობართან და მის ორ ნაცნობ გოგოსთან ერთად
გადაწყვიტეს როპონგიზე დაელიათ. თუ როგორ გადაინაცვლეს მერე ყველამ დისკოტთეკაზე ეს
24
ახსოვდა, უფრო სწორად, როგორღაც აღიდგინა ეს ფაქტი მეხსიერებაში. “მერე რა იყო იმ გოგოსთან?
არა, მგონი არაფერიც არ იყო. ისე გავიტრიტე, რომ მაგის თავი არც მქონდა”.
საღამოს გაზეთის ახალი ამბების განყოფილება ისევ მიწისძვრაზე სტატიებით იყო აჭრელებული.
დედა სხვა მორწმუნეებთან ერთად ერთერთი რელიგიური ორგანიზაციის ოფისში დაბინავდნენ.
ყოველ დილით გატენიდნენ ზურგჩანთებს პირველი მოხმარების ნივთებითა თუ პროდუქტით და
საგარეუბნო მატარებლით იქამდე მიდიოდნენ, სადამდეც შეიძლებოდა მისვლა. მერე ფეხით
მიდიოდნენ აყრილ-დაყრილი გზატკეცილით კობემდე. იქ ხალხს თან მოტანილს ურიგებდნენ.
შვილთან ტელეფონით საუბრისას ამბობდა, რამდენს იწონიდა ზურგჩანთა, ხანდახან მთელ
თხუთმეტ კილოგრამს. იოსიას ეჩვენებოდა, რომ მის წინ მჯდარ კაცსა და იმ ადგილს ტრილიონი
სინათლის წელიწადი აშორებდა ერთმანეთს.

სანამ იოსია დაწყებით სკოლაში სწავლობდა, კვირაში ერთხელ დედასთან ერთად დადიოდა
ქადაგებაზე. ამ ორგანიზაციაში ქადაგება სხვებზე უკეთ გამოსდიოდა. ლამაზი იყო, ახალგაზრდა,
ყველაფრის მიხედვით ალბათ განათლებულიც (რაც სიმართლეს შეეფერებოდა), ადამიანებს
თბილად ეპყრობოდა. და კიდევ თან პატარა ბიჭიც ედგა გვერდით. ადამიანები უნებურად
კარგავდნენ სიფხიზლეს. მათ არ აინტერესებდათ რელიგია, მაგრამ თანახმა იყვნენ მისთვის
დაეგდოთ ყური. დედა სადა, მაგრამ თავისი ფიგურისთვის მომგებიან კოსტიუმს იცვამდა,
სახლებში დადიოდა, რელიგიურ ბუკლეტებს ავრცელებდა და სახეზე ღიმილით, ყოველგვარი
დაძალების გარეშე უყვებოდა რა ბედნიერებაა რწმენაში ცხოვრება. ასეთივე ღიმილით სთავაზობდა
დახმარებას, თუ რამე პრობლემა შეექმნებოდათ.
- ჩვენ არავის ვატანთ ძალას. ჩვენ მხოლოდ გავცემთ, - მხურვალედ არწმუნებდა თვალებში
სხივჩამდგარი. - ჩემი სული ადრე წყვდიადში ბორგავდა, მაგრამ ამ მოძღვრების დახმარებით
გადავრჩი. ეს ბიჭი მუცელში მყავდა, როცა მასთან ერთად ზღვაში გადავარდნა და თავის მოკვლა
გადავწყვიტე. მაგრამ უზენაესმა ზეციდან გამომიწოდა ხელი და ახლა შვილთან და უზენაესთან
ერთად ნათელში ვცხოვრობ.
იოსიას არ უჭირდა დედასთან ხელჩაკიდებულს უცხო სახლებში სიარული. ასეთ წუთებში დედა
საოცრად ნაზი იყო, მისი ხელი - თბილი. არც თუ იშვიათად არაფრის მოსმენა არ სურდათ და
აგდებდნენ სახლებიდან. ამიტომ ახარებდათ ნებისმიერი თბილი სიტყვა და ძალიან ამაყობდნენ,
როცა ახლად გამომცხვარ მორწმუნეს იშოვიდნენ. მაშინ იოსია ფიქრობდა: “აი ეხლა კი ჩემი მამა-
უფალი ბოლოს და ბოლოს მაღიარებს”.
თუმცა, როგორც კი გადავიდა საშუალო სკოლაში, რწმენაზე უარი თქვა. მასში ეგოიზმმა გაიღვიძა.
ახლა უკვე აღარ შეეძლო მიეღო საზოგადოებრივ აზრთან შეუთავსებელი ორგანიზაციის მკაცრი
მცნებები. თუმცა მარტო ეს არ იყო - რწმენას ძირითადად მშობლების უსაზღვრო გულგრილობამ
ჩამოაშორა. სული დაუმძიმდა. იქ სიბნელემ ჩაიბუდა, გულში - ქვამ. დედას ძალიან სწყინდა შვილის
გადაწყვეტილება, მაგრამ იოსია ურყევად იდგა თავისაზე.

მამაკაცმა ჟურნალი პორტფელში ჩადო, ადგა და კარისკენ წავიდა. ეს იყო ბოლო სადგური ჩიბას
პრეფექტურის წინ. იოსია უკან მიჰყვა. მამაკაცმა ჯიბიდან სამგზავრო ტალონი ამოიღო და
ტურნიკეტი გაიარა. იოსია შეჩერდა - სპეციალურ ავტომატში ფულის დამატება იყო საჭირო.
კინაღამ არ დააგვიანა, როცა მამაკაცი ტაქსიში ჯდებოდა. იოსია მომდევნო მანქანაში შეხტა და
საფულედან ათი ათას იენიანი ახალი კუპიურა ამოიღო.
- აი იმ ტაქსს მიყევით.
მძღოლმა ეჭვით შეათვალიერა იოსია, მერე კუპიურა.
- რამე სახიფათოა? კრიმინალი ხომ არ არის?
- საშიში არაფერია, - დაამშვიდა იოსიამ. - ჩვეულებრივი თვალთვალია.
მძღოლმა უხმოდ გამოართვა კუპიურა და მანქანა დაძრა.
- მაგრამ მრიცხველის მიხედვითაც გადაიხდით. უკვე ჩავრთე.
ორი მანქანა ჟალუზებდაშვებული სავაჭრო კვარტლის გასწვრივ გასრიალდა, რამდენიმე
მოტიტვლებული ადგილი გაიარეს, უკან მოიტოვეს განათებულფანჯრებიანი საავადმყოფო და
25
იაფფასიანი მშენებლობების პატარ-პატარა ნაკვეთები. გზაზე მოძრაობა თითქმის არ იყო, ამიტომ
დევნა არ ჭირდა და არც მაინცდამაინც თავგადასავალს წააგავდა. მძღოლი ნელ-ნელა ეშხში შევიდა:
ხან ჩამორჩებოდა, ხან ისევ შეამცირებდა დისტანციას.
- ღალატის საქმეს იძიებთ?
- არა, რაღაც ტვინებზე ნადირობას უფრო ჰგავს - ორი ფირმა ერთ სპეციალისტზე ნადირობს.
- ოჰო, - გაიკვირვა მძღოლმა, - არ ვიცოდი თუ კონკურენციამ ასეთ მასშტაბებს მიაღწია.
საცხოვრებელი სახლები სულ უფრო იშვიათად ხვდებოდათ, ქარხნებითა და მდინარის გასწვრივ
ჩარიგებული საწყობებით სავსე სამრეწველო რაიონში აღმოჩნდნენ. გარშემო სულიერის ჭაჭანება არ
იყო, მხოლოდ ახალ-ახალი ფარნები გამოკრთებოდნენ ხოლმე სიბნელიდან. პირველმა მანქანამ
მკვეთრად დაამუხრუჭა მაღალ და გრძელ ბეტონის კედელთან. იოსიას მძღოლმა დროზე შენიშნა
სტოპ-სიგნალები, ასი მეტრის მოშორებით შეაჩერა მანქანა და ფარები ჩააქრო. ბეტონის ღობის
გარდა არაფერი არ ჩანდა, მარტო მდუმარედ მდგარი ლამპები ანათებდნენ ასფალტს. თითქოს
დანარჩენ სამყაროს იწვევსო, კედლის თავს მავთულხლართების რიგები გასდევდა. წინა მანქანის
კარი გაიღო და უბიბილოო კაცი გადმოვიდა. იოსიამ მძღოლს უსიტყვოდ გაუწოდა ორი
ათასიენიანი.
- აქ ტაქსს ვერ დაიჭერთ, ასე რომ იოლად ვერ დაბრუნდებით უკან. იქნებ დაგელოდოთ? - იკითხა
მძღოლმა, მაგრამ იოსიამ უარი თქვა და მანქანიდან გადავიდა.
მამაკაცი მაშინვე ნაბიჯით გაუყვა ღობის გასწვრივ ლარივით გაჭიმულ გზას. ისევე როგორც მეტროს
სადგურში, მისი ნაბიჯები ნელი და მოზომილი იყო. კარგად აწყობილ რობოტს ჰგავდა, მაგნიტით
რომ იზიდავენ საიდანღაც. იოსია პალტოს საყელოებაწეული მისდევდა კაცს, ცდილობდა
შეუმჩნეველი დარჩენილიყო, დროდადრო თეთრ ორთქლს უშვებდა პირიდან. მის ყურამდე
მხოლოდ მამაკაცის ტყავის ფეხსაცმლის ჭრიალი აღწევდა. იოსიას რეზინის ძირებიანი ფეხსაცმელი
სულ უხმოდ მიაბიჯებდა ასფალტზე.
ირგვლივ სიცოცხლის სულ მცირე ნიშანწყალიც არ იყო, სიზმარში ნანახ პეიზაჟს ჰგავდა.
დასრულდა გრძელი ღობე და ძველი მანქანების საყრელი გამოჩნდა. მანქანები ღობის იქით
ახოხოლავებულიყვნენ. წვიმებისგან საღებავი უკვე გასცლოდათ და ლამპების შუქზე საბოლოოდ
დაჰკარგოდათ ფერი. მამაკაცი არ შეჩერებულა. იოსიას ვერაფერი გაეგო. ნეტა რისთვის გადმოვიდა
ტაქსიდან ამ შემზარავ ადგილას? სად ბრუნდებოდა, შინ? თუ ცოტა გასეირნება გადაწყვიტა? მაგრამ
თებერვლის ღამე სეირნობისთვის მაინცდამაინც შესაფერი დრო ვერ არის, ცივა. სუსხიანი ქარი
დროდადრო ზურგში სცემდა იოსიას.
საყრელიც დასრულდა, ისევ უსახური ბეტონის კედელი გაიჭიმა, იმ ადგილას კი, სადაც შეწყდა,
ვიწრო შესახვევი გამოჩნდა. მამაკაცმა თითქოს იცოდაო მისი არსებობის შესახებ, იქ შეუხვია.
შესახვევის სიღრმეში ბნელოდა, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რა იყო იქით. იოსია ოდნავ
შეყოყმანდა, მაგრამ მაინც შეაბიჯა სიბნელეში მამაკაცის კვალდაკვალ. რადგან აქამდე მოვიდა, უკან
გაბრუნება აღარ ღირდა.
ვიწრო შესახვევი ორთავ მხრიდან მაღალ ღობეებში იყო მოქცეული. სწორი იყო და ვიწრო. იმდენად
ვიწრო, რომ კაცს ვერ ასცდებოდი. მარტო მამამკაცის ფეხსაცმლის ჭრიალი ისმოდა. იმავე ტემპით
მიდიოდა ოდნავ წინ. სამყაროში, სადაც სიმათლის სხივი ვერ აღწევდა, იოსია ამ ხმას მიყვებოდა.
მაგრამ მალე ისიც დაიკარგა.
ნუთუ შენიშნა რომ უთვალთვალებდნენ? ალბათ შეჩერდა, სუნთქვა შეიკრა და იცდის. წყვდიადში
იოსიას გული ეკუმშებოდა. სუნთქვა აღიდგინა და ისევ განაგრძო გზა. რა მნიშვნელობა აქვს
შეამჩნევს თუ არა თვალთვალს? ასე უკეთესიც არის: საშუალება ექნება პირდაპირ, ღიად გაუბას
საუბარი. მაგრამ შესახვევი თუ გასასვლელი დამთავრდა. ჩიხი. წინ გზა რკინის ღობით არის
გადაკეტილი. თუმცა თუ კარგად დააკვირდები, ნაპრალი ჩანს – თავისუფლად გაძვრება ადამიანი.
აშკარად ვიღაცამ გააკეთა ეს გასაძრომი. იოსიამ პალტოს კალთები აიკეცა, დაიხარა და ნაპრალში
ჩაყვინთა. მინდორში აღმოჩნდა. არა, მინდორში კი არა, უფრო მოედანზე. იოსია მთვარის მკრთალ
შუქზე იდგა და ცდილობდა გარკვეულიყო სად მოხვდა. კაციშვილი არ ჩანდა.
ბეისბოლის მოედანი. მოედნის ბოლოში, რკალის ცენტრში იდგა. ბალახი ფეხქვეშ გათელილია,

26
ალაგ-ალაგ არის ამოჩრილი. “ქალაქის” იქით, სტადიონის მეორე მხარეს დამცველი ბადის შავი
ფრთები მოჩანდა. პიტჩერის ბორცვი წანაზარდივით მოჩანდა მიწის ზედაპირზე. აუტფილდის
გასწვრივ რკინის მავთულია გაჭიმული. ქარი აქეთ-იქით დაათრევს კარტოფილის ჩიპსების პარკს.
იოსიამ ხელები ჯიბეში ჩაიწყო და შეჩერდა იმის მოლოდინში თუ რა მოხდებოდა. მაგრამ არაფერი
არ ხდებოდა. მარჯვნივ გაიხედა, მერე მარცხნივ, სადაც პიტჩერი ეგულებოდა, მიწას დახედა
ფეხებთან და ცისაკენ ასწია თავი. იქ გარკვევით იხატებოდა რამდენიმე ღრუბლის კონტური.
მთვარის შუქზე მათი სილუეტები უცნაურად ანათებდა. ბალახებიდან სულ ოდნავ სცემდა ძაღლის
ექსკრემენტების სუნი. მამაკაცი გაქრა. უკვალოდ. ახლა აქ ტაბატა რომ ყოფილიყო, აუცილებლად
იტყოდა:
- ხედავ, იოსია, როგორი მოულოდნელი ფორმით გამოგვეცხადება ხოლმე უზენაესი.
მაგრამ ტაბატა სამი წლის წინათ მოკვდა საშარდე ბუშტის კიბოთი. ბოლო რამდენიმე თვე ისე
იტანჯებოდა, რომ საცოდავი სანახავი იყო, მაგრამ ერთხელაც არ შევედრებია ღმერთს. მხოლოდ ის
სთხოვა, ოდნავ შეემსუბუქებინა ტკივილი. ტაბატა ისე მკაცრად იცავდა მცნებებს, ყველა სხვასთან
შედარებით ისე ახლოს იყო ღმერთთან, რომ იოსიას აზრით მარტო ლოცვების ამარა უნდა
ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე კონკრეტულია და საზღვარიც აქვს). თანაც, - სხვათა
შორის გაიფიქრა იოსიამ, - რატომ არის ისე, რომ ღმერთს შეუძლია გამოცადოს ადამიანები,
ადამიანებს კი არა?

საფეთქლებში ტეხდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, წუხანდელი სიმთვრალისა იყო თუ სხვა რამის.
მოიღუშა, ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და ნელი, ფართო ნაბიჯით წავიდა “ქალაქისკენ”. სულ
ახლახან სუნთქვაშეკრული მისდევდა კაცს, რომელიც მამას აგონებდა და სხვა არაფერზე ფიქრობდა.
მაგრამ აი სრულიად უცნობ ადგილას, რომელიღაც პატარა ქალაქის ბეისბოლის სტადიონზე
აღმოჩნდა. საკმარისი იყო მამაკაცი გამქრალიყო და იოსიამ დაკარგა მთელი თავისი მოქმედებების
თანმიმდევრულობის შეგრძნება. თვითონ აზრი უკვე დაკარგულია, ვეღარც ძველს დაუბრუნდება.
ზუსტად ისე, როგორც ადრე “ფლაი-აუტი” შეიცავდა სიკვდილ-სიცოცხლის ამოუხსნელ ამოცანას,
მერე კი სულაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
მაინც რა მინდოდა? - გზადაგზა ეკითხებოდა თავს იოსია. ან თვითონ ვცდილობდი შემემოწმებინა
კავშირი იმასთან, რაც აქ არის, ანდა იმედი მქონდა, რომ ახალ სცენარში მომათავსებენ და უფრო
მნიშვნელოვან როლს შემომთავაზებენ? არა, ასე არ არის. მე მივდევდი წყვდიადის კუდს, რომელიც
თვითონ ჩემში ზის. სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი, გავეკიდე, ჩავეჭიდე კიდეც და ბოლოს
და ბოლოს უფრო მრუმე წყვდიადში ამოვყავი თავი. მე მას ალბათ ვეღარასოდეს ვნახავ.
იოსიას სული ადგილსა და დროში ერთიან, მშვიდსა და ნათელ ადგილას მოხვდა. ახლა მისთვის
სულერთი იყო, ვინ იყო ის მამაკაცი: მამა, ღმერთი თუ სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც
სადღაც დაკარგა ყურის ბიბილო. იქ უკვე ერთი გამოვლენა, ერთი იდუმალი ნაკვალევი იყო.
დიდება უზენაესს?
პიტჩერის ბორცვზე ავიდა, სანახევროდ გაცვეთილ ფირფიტაზე დადგა და რაც ძალი და ღონე
ჰქონდა გაიშალა მხრებში. თითები გადააჯვარედინა და თავზემოთ შემართა. მერე ღრმად
ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და კიდევ ერთხელ ახედა მთვარეს. ვეებერთელა იყო. ხან იზრდება,
ხანაც პატარავდება, ნეტა რატომ? პირველი და მესამე ბაზის იქით პატარა ტრიბუნები ჩანდა. რა
თქმა უნდა, შუა თებერვალში იქ არავინ არ არის. მარტო სამი სწორი და გათოშილი სკამების
მჭიდრო რიგია გაჭიმული. ბადის იქით რამდენიმე პირქუში შენობაა, ალბათ საწყობი. არც
სინათლეა, არც ჩქამი არ ისმის.
შემაღლებულზე რომ იდგა იოსია ხელებს ამოძრავებდა – ზევით, განზე, ქვევით. რიტმში ფეხებსაც
აყოლებდა, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან წინ, ხან განზე, ცეკვას ჰგავდა. ნელ-ნელა გათბა, ცოცხალი
სხეულის შეგრძნება დაუბრუნდა. თან თავის ტკივილმაც გაუარა.

უნივერსტეტელი მეგობარი გოგო “ბაყაყს” ეძახდა. რატომ? რომ ცეკვავდა ბაყაყს ჰგავდა. იმ გოგოს
ცეკვა უყვარდა და ხშირად დაჰყავდა დისკოთეკებზე.
-შენ თვითონ ვერ ხედავ რამსიგრძე ხელები და ფეხები გაქვს? კი არ ცეკვავ, დაატყაპუნებ. მაგრამ
27
ისეთი კარგი ხარ, როგორც ბაყაყი წვიმაში. - ეტყოდა ხილმე.
იოსიას ამის მოსმენა არ სიამოვნებდა, მაგრამ მაინც არ მიატოვა და რაღაც დროის შემდეგ ცეკვაც
შეუყვარდა. საკმარისი იყო მუსიკის რიტმს აჰყოლოდა და მაშინვე რელურად გრძნობდა როგორ
თანხვდებოდა მისი სხეულის ბუნებრივი რიტმი სამყაროს ძირითად რიტმს. მიქცევა და მოქცევა,
მდელოზე მონავარდე ქარი, ვარსკვლავების მოძრაობა - მეც ცალსახად ვარ დაკავშირებული ამ
ყველაფერთან, - ფიქრობდა იოსია.
გოგო ეუბნებოდა, რომ არასდროს არ უნახავს ასეთი დიდი პენისი.
- ასეთი დიდი რომ გაქვს, ცეკვაში არ გიშლის? - ხელს მოჰკიდებდა და ისე ეკითხებოდა.
- არა, რას ამბობ, სულაც არ მიშლის, - პასუხობდა იოსია.
მართლა დიდი იყო. რაც იოსიას თავი ახსოვს, იქიდან მოყოლებული. მაგრამ რამეში რომ
გამოდგომოდეს, გახსენებით ვერაფერი გაიხსენა. პირიქით, რამდენჯერმე სწორედ ამის გამო უარიც
კი უთხრეს სექსზე. ესთეტიკური თვალსაზრისითაც კი მეტისმეტად დიდი იყო, ზორზოხი და
იდიოტურად ტლანქი შესახედაობა ჰქონდა. ცდილობდა უცხო თვალისგან მოეფარებინა.
- ის, რომ იოსიას ასეთი ვეებერთელა მეურნეობა აქვს, ღვთიშვილობის ნაღდი ნიშანია, - სიამაყით
ამბობდა დედა. თვითონ იოსიასაც სჯეროდა ამისი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი
საშინელ სისულელედ მოეჩვენა. ღმერთს ვევედრებოდი, ჩემთვის “ფლაის” დაჭერა ესწავლებინა, მან
კი ასეთი მსხვილი ასოთი დამასაჩუქრა. სხვა რომელ სამყაროშია შესაძლებელი მსგავსი გარიგება?
იოსიამ მოიხსნა და კოლოფში ჩადო სათვალე. “დიდი ამბავი, ვითომ რატომაც არა. ვიცეკვებ. -
გაიფიქრა. - არც ეს არის ცუდი”. თვალები დახუჭა, კანით მთვარის შუქს ისრუტავდა და მარტო
ცეკვავდა. ღრმად ჩაისუნთქა, მერე ამოისუნთქა. ვერაფრით გაიხსენა ხალისიანი მუსიკა და ბალახის
შრიალს, ღრუბლების დინებას მიჰყვა. უცებ მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებს. აშკარად იგრძნო
ვიღაცის მზერა. მისი სხეული, კანი, ძვლებიც გრძნობდნენ ამ მზერას, მაგრამ მისთვის სულერთი
იყო. ვინც არ უნდა ყოფილიყო. თუკი უნდა ყურება, უყუროს. ყველა ღვთიშვილს შეუძლია იცეკვოს.
ფეხით მიწას შეეხო, ხელებით მოხდენილი მრუდი მოხაზა ჰაერში. თითოეული მისი მოძრაობა
მომდევნოს იწვევდა და რიტმულად გადადიოდა ახალში. სხეული სხვადასხვა ფიგურებს ხატავდა,
თითოეულს საკუთარი სტილი ჰქონდა, მისი ვარიაცია, ექსპრომტი იკითხებოდა. რიტმის უკუღმა
პირიდან სხვა რიტმი იყო, მათ შორის კი უჩინარი მესამე. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა მათ
მაღალფარდოვან ხლართებში გარკვევა. ტყეში, როგორც სურათ-თვალთმაქცში, სხვადასხვაგვარი
ცხოველები აფარებდნენ თავს. მათ შორის აქმდე არნახული საშინელი მტაცებლები. მალე ის ამ ტყეს
გაივლის. მაგრამ შიშს ვერ გრძნობს. ანდა რატომ უნდა იგრძნოს - ეს ტყე ხომ თვითონ მასშია. ტყე,
რომელიც თვითონ გააშენა და ეს მხეცებიც იქა ჰყავდა.
იოსიას არ ახსოვდა რამდენ ხანს ცეკვავდა. ალბათ დიდხანს. იქამდე ცეკვავდა, სანამ ერთიანად არ
დასველდა. მერე კი უცებ მიწის ფსკერზე იგრძნო თავი. თავდაჯერებულად მიაბიჯებდა. გარშემო
მრუმე წყვდიადის ყრუ ბუბუნი ისმოდა, ადამინთა სურვილების იდუმალი ნაკადი მოედინებოდა,
ფუთფუთებდნენ ლორწოვანი მწერები. მიწისძვრების ბუნაგი, რომელმაც ქალაქი ნანგრევებად
აქცია. და ეს ყველაფერი მიწის ერთადერთი შეტოკებაა. იოსიამ ცეკვა შეწყვიტა, სული მოითქვა და
ფეხქვეშ დაიხედა - თითქოს უძირო უფსკრულში იყურებოდა.
დედასა და დანგრეულ ქალაქზე ფიქრობდა. დრო რომ უკან დაბრუნდეს და დღევანდელ მეს
შეეძლოს შეხვედრა დედასთან, როცა მისი სული ჯერ კიდევ წყვდიადში დაბორიალობდა, ნეტა რა
გამოვიდოდა? ალბათ ორივე დავიბნეოდით, ერთმანეთს შევერწყმებოდით, ერთმანეთს
ვშთანთქავდით და სასტიკად დავისჯებოდით. მაგრამ ვის აღელვებს ეს? კავმა რომ თქვას,
შურისგება გაცილებით ადრე გველოდა. ქალაქი ჩემს გარშემო უნდა დანგრეულიყო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეგობარი გოგო ქორწინებაზე ალაპარაკდა:
- მინდა ცოლად გამოგყვე, ჩემო ბაყაყო. შენთან მინდა ვიცხოვრო და ბავშვი გაგიჩინო. ბიჭი, ისეთივე
დიდი მეურნეობით, როგორიც შენ გაქვს.
- არ შემიძლია, - უპასუხა იოსიამ. - ადრე არ მითქვამს შენთვის, მაგრამ მე ღვთიშვილი ვარ. ამიტომ
არ შემიძლია დავქორწინდე პირველ შემხვედრზე.
- რა, მართლა?

28
- მართლა, - უპასუხა იოსიამ. - მართლა. თუ შეიძლება, მაპატიე.
ნაპრალი მართლა უძირო იყო. იოსიამ ჩაიმუხლა, მუჭით ქვიშა მოხვეტა და ნელა გასცრა თითებშუა.
კიდევ მოხვეტა ერთი მუჭა, მერე კიდევ... ცივი ქვიშა თითებშუა იწრიტებოდა. იოსიას გაახსენდა
უკანასკნელად როგორ შეეხო ტაბატას გაძვალტყავებულ ხელს.
- იოსია, მე დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია, - ხრიალით ამბობდა ტაბატა. იოსიამ შეპასუხება
დააპირა, მაგრამ ტაბატამ სუსტი მოძრაობით ანიშნა. - ესეც საკმარისია. ცხოვრება კოშმარული
სიზმარია. მე გზა მიჩვენეს და აქამდე მოღწევა შევძელი. მაგრამ სიკვდილის წინ აი რა მინდა
გითხრა. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ უნდა გითხრა. მე ხშირად მომდიოდა თავში უკეთური აზრები
დედაშენზე. როგორც იცი, ოჯახი მყავს და მე ჩემი ოჯახი მთელი გულით მიყვარს. დედაშენს კი
უცოდველი სული აქვს. მიუხედავად ამისა, მე მისი სხეული მწყუროდა. და ვერც შევიკავე თავი.
ამისათვის პატიება მინდა გთხოვო.
“საბოდიშო აქ არაფერია. “უკეთური აზრები” მხოლოდ თქვენ არ გსტუმრობდნენ. მე, მისი შვილიც
კი ცთუნების ზღვარზე ვიდექი”, უნდოდა ეთქვა იოსიას, მაგრამ გადაიფიქრა. იტყოდა და, მხოლოდ
გაანაწყენებდა ტაბატას. იოსიამ უხმოდ აიღო მისი ხელი და დიდხანს ეჭირა ასე. თითქოს ხელის
საშუალებით უნდოდა გადაეცა ყველაფერი, რაც მის სულში ხდებოდა. ჩვენი გული ქვა არ არის.
დროთა განმავლობაში ქვაც კი ქვიშად იქცევა. აი გული კი არასდროს არ ირღვევა. სიკეთე იქნება თუ
ბოროტება, ჩვენ უსასრულოდ შეგვიძლია გადავცეთ ერთმანეთს ეს ხელშეუხები სუბსტანცია. ყველა
ღვთიშვილს შეუძლია ცეკვა. მეორე დღეს ტაბატა აღესრულა.
იოსია პიტჩერის წრეზე იდგა და თავი დროის მდინარებისთვის მიენდო. სადღაც შორიდან
სასწრაფო დახმარების სირენის ხმა ისმოდა. დაუბერა ქარმა, ააშრიალა ბალახი, ყური მიუგდო მის
სიმღერას და ისევ ჩადგა.
- ღმერთო, - აღმოხდა იოსიას.

29

Вам также может понравиться