Вы находитесь на странице: 1из 5

კერვანჩი საფრანგეთის წინააღმდეგ განაცხადი

№31645/04 (სექცია V)

მე-9 მუხლი (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება)

ფაქტობრივი გარემოება

დავის საგანს რეგიონის განათლების თავმჯდომარის გადაწყვეტილება წარმოადგენს,


რომლის საფუძველზეც მოსწავლეები რომლებიც ატარებდნენ რელიგიურ თავსაბურავებს
გაირიცხნენ სკოლიდან.

1999 წელს, მუსლიმი გოგონები, რომლებიც სწავლობდნენ საჯარო სკოლაში, ფიზიკური


აღზრდის გაკვეთილზე გამოცხადდნენ რელიგიური თავსაბურავებით და უარი განაცხადეს
მასწავლებლის მოთხოვნაზე მოეხსნათ თავსაბურავები. მასწავლებელმა მათ განუმარტა, რომ
თავსაბურავების ტარება შეუთავსებელი იყო ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის
აქტივობებისთვის.

1999 წლის თებერვალს, სკოლის მოწაფეთა დისციპლინის კომიტეტმა მიიღო


გადაწყვეტილება, განმცხადებლების სკოლიდან გარიცხვის თაობაზე, ვინაიდან ისინი ვერ
ახერხებდნენ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებში აქტიურად ჩართვას.

1999 წლის მარტში რეგიონის განათლების თავმჯდომარემ, სააპელაციო საბჭოსთან


კონსულტაციების შემდგომ, ძალაში დატოვა სკოლის კომიტეტის გადაწყვეტილება.
რელიგიური თავსაბურების ტარების აკრძალვა ემყარებოდა „უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის და მოწაფეთა დასწრების“ შესახებ სკოლის შიდა რეგულაციებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელთა მშობლების მიერ იქნა გასაჩივრებული


სასამართლოში. 1999 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ
დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივრები, რომლითაც რეგიონის განათლების თავმჯდომარის
გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე რელიგიური


თავსაბურავები ხელს უშლიდა მოწაფეებს აქტიურად ჩართულიყვნენ გაკვეთილის
აქტივობებში, მოწაფეები ვერ ახერხებდნენ რეგულარულად დასწრებოდნენ გაკვეთილს;
განმცხადებლების დამოკიდებულება ქმნიდა დაძაბულობას სკოლაში და ამ ფაქტების
ერთობლიობა ამართლებდა მათი სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას, მიუხედავად,
განმცხადებლების შეთავაზებისა რელიგიური თავსაბურევების მაგივრად ჩვეულებრივი
ქუდების ტარების თაობაზე, მთავრობის მტკიცებით აღნიშნული არ გამოხატავდა
განმცხადებლის მხრიდან კომპრომისზე წასვლის სურვილს. სააპელაციო სასამართლომ
ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან დაასკვნა,
რომ მოწაფეების ქმედება სცდებოდა სკოლაში რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით
სარგებლობის ფარგლებს.

სამართლებრივი გარემოება

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე


რელიგიური თავსაბურავების ტარების აკრძალვა წარმოადგენდა განმცხადებლის რელიგიის
თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვას, შესაბამისად, გადაწყვიტა საქმე განეხილა
ევროპული კონვენციის მე-9 მუხლთან მიმართებით. 1999 წლისათვის ფრანგული
კანონმდებლობა არ იცნობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე
რელიგიური თავსაბურავების ტარების პირდაპირ აკრძალვას 2004 წლის 15 მარტის №2004-
228 კანონის მიღებამდე, რომელიც, სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე,
არეგულირებდა სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის ან ტანისამოსის ტარებას.

საფრანგეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები, განმცხადებლების მიმართ გატარებულ


ღონისძიებას ასაბუთებდნენ სამი ფაქტორით: 1)მოწაფეების გაკვეთილებზე დასწრების
უზრუნველყოფა, 2)მოწაფეების უსაფრთხოება და 3)ისეთი ჩაცმულობა, რომელიც
შეესაბამებოდა გაკვეთილის სპორტულ აქტივობებს. ეს სამი ფაქტორი ემყარებოდა კანონებს
და რეგულაციებს, შიდა დოკუმენტებს, მემორანდუმებს, სკოლის წესებს და სახელმწიფო
საბჭოს გადაწყვეტილებებს. დამატებით განიმარტა, რომ სკოლაში ჩარიცხვის დროს
განმცხადებლებს გააცნეს ზემოაღნიშნული წესები, ამდენად, განმცხადებლებმა იცოდნენ
მათი შინაარსი და აღებული ჰქონდათ წესების პატივისცემის ვალდებულება. გამომდინარე
აქედან, განმცხადებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წინასწარ განეჭვრიტათ საკუთარი
ქმედების ფარგლები და ამ ფარგლების დარღვევის შედეგები.

სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის უფლებებში ჩარევა იყო „კანონით


გათვალისწინებული”და დაადგინა, რომ მოწაფეებისთვის რელიგიის გამოხატვის
თავისუფლების შეზღუდვა ემსახურებოდა საჯარო განათლებაში სეკულარიზმის პრინციპის
დაცვას, როგორც განსაზღვრული იყო სახელმწიფო საბჭოსა და მინისტერიალის შესაბამის
დოკუმენტებში. ამავე დროს, იგივე წყაროები მიუთითებდნენ, რომ რელიგიური სიმბოლიკის
ტარება არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ზემოთ აღნიშნულ პრინციპთან, თუმცა, ეს
დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა გარემოებაში ხდებოდა მათი ტარება და ასევე,
განსაზღვრავდნენ კონკრეტულ სიტუაციაში რელიგიური სიმბოლიკის ტარების შედეგებს.
სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კონვენციით
მინიჭებული მიხედულობის ზღვრის ფარგლებში მოქმედებისას, დიდი ძალისხმევა უნდა
გამოიჩინონ პლურალიზმის, მრავალფეროვნების და სხვათა უფლებების დაცვის
პრინციპების უზრუნველსაყოფად, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე,
უნდა უზრუნველყონ, რომ სკოლის ტერიტორიაზე მოწაფეების რელიგიის გამოხატვის
თავისუფლებით სარგებლობას არ ჰქონდეს მოჩვენებითი ხასიათი.
სასამართლომ დაადგინა, რომ ფრანგული სეკულარიზმის მოდელი პირდაპირ პასუხობდა
კონვენციის მოთხოვნებს. მოცემულ საქმეებში ეროვნულმა ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ
პირბადის ან რელიგიური თავსაბურავის ტარება, მოწაფეების ჯანმრთელობისა და
უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, არ შეესაბამებოდა ფიზიკური აღზრდისა
თუ სპორტის გაკვეთილებს და განხორციელებული ღონისძიება მოტივირებული იყო
განმცხადებლების მიერ სკოლის წესებისადმი დაუმორჩილებლობით და არა მათი
რელიგიური რწმენით. უფრო მეტიც, დისციპლინური ღონისძიება, განმცხადებლების
საწინააღმდეგოდ, აბსოლუტურად შეესაბამებოდა სხვადასხვა ინტერესებს შორის ბალანსის
დაცვისა და მოწაფეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას. შესაბამისად,
განმცხადებლის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილება იყო პროპორციული,
განმცხადებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სწავლა განეგრძოთ დაუსწრებელი ფორმით;
ამდენად, განმცხადებლების რელიგიური რწმენა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვასთან მიმართებაში, ბოლომდე იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, გასაჩივრებული
ღონისძიება იყო დასახული მიზნის პროპორციული.

ანალიზი

როგორც მოცემული მდგომარეობიდან ირკვევა საქმე ეხება რელიგიის გარკვეულწილად


შეზღუდვას , რაც საგულისხმოა იმ ფაქტით , რომ მუსლიმ მოსწავლეებს არ აქვთ
თავსაბურავით სიარულის უფლება , სასწავლო დაწესებულებაში , სპორტულ გაკვეთილზე.
რა თქმა უნდა სპორტული გაკვეთილის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი , რომ ეს ხელს
შეუშლის იმ დავალების შესრულებას რომელიც გათვალისწინებულია ამ საგნის
დანიშნულებაში, თუმცა აქვე უნდა იქნეს აღნიშნული ისიც , რომ თავსაბურავი
მუსლიმისთვის სავალდებულო ატრიბუტია , რადგან ეს რელიგიურად აქვთ განწესებული
დოქტრინის სახით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ თუ ამ ყველაფერს განვიხილავთ ისლამურ
სამართალთან მიმართებაში, იგი კრძალავს რელიგიის მიერ დაწესებული ქმედების
დარღვევას , რაც გამოიხატება გარკვეული სადამსჯელო პირობებით (დაპატიმრება ,
დაჯარიმება , ცემა , გაძევება , ჩაქოლვა . სიკვდილით დასჯა , ჩამოხრჩობა ) და მრავალი სხვა.
შესაბამისად მსჯელობა ამ საკითხზე არ იქნება მართებული თუკი მუსლიმ მოწაფეებს
თავსაბურავის ტარებას შევუზღუდავთ, ეს იქნება როგორც რელიგიის მიერ შექმნილი ჩარჩოს
გარღვევა და მისი უხამსი შეურაწყოფა. ამასთანავე როგორც ისლამის რელიგიურ
ლიტერატურაში განმარტებულია, რომ თავსაბურის ტარება სავალდებულოა ნებისმიერი
მდედრობითი სქესისათვის , არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება ჭკუა-სუსტი თუ ჭკვიანი ,
შერაცხადი თუ შეურაცხადი , მოხუცი თუ ახალგაზრდა , აქვეა გასათვალისწინებელი ისიც
რომ მუჰამედი და მასზე შექმნილი წიგნები რომლებიც დღეს ისლამის უწმინდეს წიგნებად
ითვლება (ყურანი , სუნა ) განიხილავს იმ ფაქტს , რომ თუ კი ადამიანს აქვს ტკივილები თავის
არეში და თავსაბურის ტარება მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო
აუარესებს შესაძლებელია ამ ფაქტის გათვალისწინება და მას აქვს უფლება მოიხსნას
თავსაბურავი , თუმცა ნაცვლად ამ ქმედებისა მას დაეკისრება ისეთი ვალდებულებები
როგორიც შეიძლება იყოს , გლახაკთა დახმარება , ყოველდღიური ლოცვა , ჰაჯი (
პილიგრამობა ) და სხვა.

ასევე აქვე უნდა ითქვას , რომ რა თქმა უნდა ფიზიკური დატვირთვის მქონე გაკვეთილები
სავალდებულოა შესაბამის დაწესებულებაში და ამას არც არავინ უარყოფს თუმცა ზედმეტად
უხეშია მასწავლებლის მიმართვა მუსლიმი ბავშვების მიმართ , რომელიც მოუწოდებს მათ
თავსაბურავის მოხსნისაკენ. უხერხულია როდესაც ასე მკაცრად მოითხოვება იმ რელიგური
დოგმატიკის დამსხვრევა რომელიც ასე ძვირფასია მრავალი ადამიანისთვის , იმ რელიგიის
შეურაწყოფა რომელსაც ამდენი მიმდევარი ჰყავს და ასეც რომ არ იყოს , თუნდაც ახლად
ჩამოყალიბებული რელიგია იყოს და არა ამდენ საუკუნოვანი ისლამი მაინც უხეშად მიმაჩნია
მასწავლებლის ქმედება რომელიც ითხოვს შესაბამის ჩაცმულობას სპორტულ გაკვეთილზე
რომელიც თავის მხრივ რელიგიის წესებს ზიანს აყენებს , არა ფარულად არამედ პირდაპირ.

გვაქვს ასევე ინფორმაცია , რომ როდესაც ეს განცხადება მასწავლებელმა გააკეთა და მოუწოდა


ბავშვებს თავსაბურავის მოხსნაზე ამავდროულად სკოლის მოწაფეთა დისციპლინურმა
კომიტეტმა გადაწყვიტა გაერიცხა ეს განმცხადებლები (მუსლიმი გოგონები) რადგანაც მათი
მასწავლებლის განცხადება ლოგიკური იყო , ასევე ამას დაერთო 1999 წლის
ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც ასევე მიიჩნევდა სწორად ამ
განმცხადებელთა გარიცხვას თუმცა რიგი შემთხვევების გამო ის დაეყრდნო სასამართლოს
პირვანდელ ინსტანციას და მიიჩნია რომ ეს იქნებოდა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა
და განაწესა რომ ჰქონოდათ უფლება თავსაბურავები არ მოეხსნათ განმცხადებლებს

აქვეა განსახილველი ისიც რომ ამ დროს ფრანგული კანონმდებლობა პირდაპირ არ


კრძალავდა სპორტულ გაკვეთილებზე რელიგიური თავსაბურების ტარებას.

ამის შემდგომ სასამართლომ დაადგინა, რომ მოწაფეებისთვის რელიგიის გამოხატვის


თავისუფლების შეზღუდვა ემსახურებოდა საჯარო განათლებაში სეკულარიზმის პრინციპის
დაცვას , ამიტომ სასამართლოს უნდ ამიეღო ისეთი გადაწყვეტილება რომელიც იქნებოდა
მომგებიანი როგორც მასწავლებლის ინტერესებისთვის ასევე განმცხადებლებისთვისაც და
მიიღო გადაწყვეტილება რომ არ შეიზღუდებოდა განმცხადებელთა უფლებები და მას სწავლა
შეეძლოთ გაეგრძელებინათ დაუსწრებელი ფორმით რაც რა თქმა უნდა არ ზღუდავს მათი
რელიგიურ დოქტრინით გათვალისწინებულ წესებს , ჩვენს შემთხვევაში რელიგიური
თავსაბურის ტარებას .

თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი რომ განმცხადებლები აცხადებდნენ მზაობას


ჩაენაცვლებინათ რელიგიური თავსაბურავი ქუდით, რაშიც ჩემი აზრით უნდა ვლინდებოდეს
სწორედ მათი სკოლის წესებისადმი დაუმორჩილებლობა და ადგილი არ აქვს რელიგიური
წესების ხელყოფას.

მიუხედავად იმისა რომ მოხდა რამდენიმე აზრის წარმოქმნა , საბოლოოდ მიმაჩნია რომ
სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ შეზღუდა რელიგიის პირდაპირი
მოთხოვნა , აქვე დაიცვა იმ ადამიანთა ინტერესები რომლებიც ამ რელიგიის მიმდევრები
იყვნენ.

ნაშრომზე იმუშავა ბექა არსენიძემ.

Вам также может понравиться