Вы находитесь на странице: 1из 52

სამაგიდო კვლევის ანგარიში

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთათვის


არსებული საგანმანათლებლო და დასაქმების
პროგრამების ანალიზი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია


თბილისი, საქართველო
2017-2018 წელი
სარჩევი

რეზიუმე .......................................................................................................................... 3

შესავალი..........................................................................................................................7

კვლევის მიზნები.............................................................................................................7

მეთოდოლოგია...............................................................................................................7

რესოციალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო


რეგულაციების მიმოხილვა...........................................................................................8

ნაწილი I: პროფესიული განათლების ხელისაწვდომობა და


მიწოდების პრაქტიკა......................................................................................................9

თანამედროვე გამოწვევები და პროფესიული განათლება.......................................9

პროფესიული განათლების სისტემა...........................................................................12

სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლება.....................................................16

საგანმანათლებლო პროგრამები კანონთან კონფლიქტში


მყოფი პირებისთვის ....................................................................................................19

პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა


სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...................................................................20

ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია......................22

პრობაციონერთა რეაბილიტაცია................................................................................24

ნაწილი II: დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები.................................................25

პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების


შემაფერხებელი ფაქტორები.......................................................................................31

დანართი.........................................................................................................................34

დანართი.........................................................................................................................41
რეზიუმე
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია
რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია
ამ პროცესში ჩართული მხარეების ეფექტურ ურთიერთქმედებაზე. მსჯავრდებულთა
რესოციალიზაციის პროცესის მხარდამჭერ კომპონენტებს წარმოდგენს სარეაბილიტაციო
პროგრამები და მათზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა რგოლთა
ადეკვატური და გამართული ფუნქციონირება, საზოგადოებაში არსებული მიმღებლობა და
არადისკრიმინაციული დამოკიდებულებები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი.

წინამდებარე კვლევის მიზანია მოახდინოს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების


პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობის შეფასება. კვლევაში
მიმოხილულია საქართველოში შრომით ბაზარზე არსებული სიტუაცია, პროფესიული
განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე ცვლილებები (მათ შორის
დუალური სწავლებისა და დუალურ სწავლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო
გამოცდილების შესახებ) და დასაქმების მიმართულებით არსებული პროგრამები. კვლევის
მიდგომას წარმოადგენს სამაგიდო კვლევა. ინფორმაციის წყაროდ გამოყენებულ იქნა
კვლევის მიზანთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა; ადგილობრივი და
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოთხოვილი
თვისობრივი და სტატისტიკური ინფორმაცია.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსჯავრდებულებისთვის პროფესიული განათლების


მიწოდება მეტწილად ხორციელდება პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამების
მოდიფიცირების საფუძველზე. არსებული პროგრამები ხანმოკლე, უმეტესად 3 თვიანია. რაც
პროფესიათა დიდი ნაწილის დაუფლებისთვის არ არის საკმარისი, თუმცა კვალიფიკაციის
შენარჩუნებისა და განვითარებისთვის სასარგებლოა. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ პენიტენციური
დაწესებულებების შემთხვევაში, პროგრამების ნაკლები ხანგრძლივობა შედარებით
მოსახერხებელს ხდის პროცესის ადმინისტრირებას და შედეგს მეტნაკლებად მიღწევადს,
რადგან მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დატოვება და ადგილმონაცვლეობა უფრო
ნაკლებ უარყოფით გავლენას ახდენს პროცესზე.

შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ყოველი ახალი ციკლის
დასაწყისში ჭიანურდება, რაც განპირობებულია პროგრამის მრავალეტაპიანი დამტკიცების
პროცედურებით (სამინისტორებს შორის შეთანხმება, კურსების დამტკიცება, პედაგოგდა
დაშვება დაწესებულებებში და სხვა ტექნიკური საკითხები). დროში გაწელილი პროცესის
არსებობა, ზოგ შემთხვევაში იწვევს პროფესიული პროგრამებისადმი ბენეფიციართა
ინტერესის დაკარგვას, რადგან კურსის შეთავაზებამდე ხდება მათი გამოკითხვა და
ინტერესის გამოვლენა. შემდგომ ხანგრძლივ პროცედურებს კი მივყავართ პროგრამების
განხორციელებისთვის საჭირო მონაწილეთა არასაკმარის რაოდენობამდე (მინიმუმ 5
ადამიანია საჭირო ჯგუფის შედგენისთვის). ახალი მსურველების მოძიება და ჯგუფის ხელახალი
ფორმირება, თავისმხრივ, კიდევ უფრო ახანგრძლივებს დროში იმპლემენტაციის დაწყებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად დაბალია საგანამანათლებლო და სარეაბილიტაციო


პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის მოტივაცია. მსჯავრდებულთა ნაწილისათვის, ამას
განაპირობებს მათი პიროვნული დამოკიდებულება სასწავლო პროცესისასდმი, შიშები და
საზოგადოებისადმი უნდობლობა, ხოლო მეორე ნაწილი შესაძლოა ვერ ხედავდეს მიღებული
ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას და მინიმალურად აფასებდეს შემდგომი დასაქმების
პერსპექტივას. მათი დაბალი მოლოდინები დასაქმებასთან მიმართებით, საფუძველს
მოკლებული ხშირად არ არის, რადგან საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დამსაქმებლების
დამოკიდებულება ნასამართლეობის მქონე პირებისადმი, ართულებს კანონთან კონფლიქტში
მყოფი პირების სამსახურში მიღებას და/ან მათ მიერ დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას1.

1 კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა პროფესიული შესაძლებლობები და საჭიროებები, სიდა, 2017

3
ამასთანავე, არ არსებობს ბენეფიციართა საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების
ერთიანი ბაზა, რაც მათთვის არსებულ პროგრამებს მეტად ხელმისაწვდომს და ხილულს
გახდიდა, ხოლო მოტივირებულ პირებს რესურსით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემდა.

აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ პრობაციონერი პირების და ყოფილი


პატიმრების შემთხვევაში დიდია სახელმწიფო სოციალური დახმარების მოხსნისადმი შიში,
რაც პირდაპირ უკავშირდება მათ სურვილს მოახინონ შრომითი რეაბილიტაცია. ამას ემატება,
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვაც, რომელიც განსაკუთრებით
აქტუალურია ყოფილი პატიმრების შემთხვევაში, რომლებსაც ნარკოტიკული ნივთირების
მოხმარების გამო აქვთ ჩამორთმეული მართვის უფლება.

სისტემურ გამოწვევად იკვეთება, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის მიწოდებული


საგანამანათლებლო და დასაქმების პროგრამების გავლენის შეფასების მექანიზმების არ
არსებობა. ფაქტიუირად არ ხდება სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტიანობის შეფასება
და იმის ანალიზი, რამდენად თანხვედრაშია პროგრამის შედეგები იმ მოლოდინთან, რომელიც
სისტემაში ამა თუ იმ სარეაბილიტაციო პროგრამისადმი არსებობს. მგავსი გამოწვევები კი
ართულებს სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით საგანმანათლებლო და დასაქმების
პროგრამების გავლენის შეფასების შესაძლებლობას.

აუცილებელია აღინიშნოს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელოვნება და მათ


შორის კოორდინაციის საჭიროება. კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის დანერგილი
საგანმანათლებლო და დასაქმების არსებული პროგრამები, ყოველთვის არ ითვალისწინებს
ბენეფიციართა და შრომის ბაზრის საჭიროებებს. საბოლოოდ, კი უწყებებს შორის ინფორმაციის
გაცვლის სირთულეები და კოორდინაციის კუთხით არსებული გამოწვევები ხელს უშლის
რეაბილიტაციის ეფექტურად განხორციელებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა
და შემდგომ დასაქმებას.

აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების


გათვალისწინება:

საკანონმდებლო ცვლილებების, მათ შორის ფინანსური წახალისების მექანიზმების


შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს დამსაქმებელთა ინტერესის ზრდას კანონთან
კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისთვის

სოციალური ნორმების ცვლილებასა და საზოგადოებრივი სტიგმის დაძლევაზე


მიმართული პროგრამების შემუშავება და განხორციელება

ბენეფიციარების სასწავლო საჭიროებების გამოვლენა, არსებული კვალიფიკაციის


იდენტიფიცირება მისი შემდგომი განვითარების მიზნით

ბენეფიციარებთან მუშაობის დროს მათთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის


პროგრამების გარდა, არასავალდებულო განათლებისა და დასაქმების პროგრამების,
აგრეთვე შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებში და


ისეთი პროგარმების დანერგვა რომელიც სწავლების პარალელურად დასაქმების
შესაძლებლობასაც ითვალისწინებ

სხვადასხვა უწყების სარებილიტაციო პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების


ერთიანი ბაზის შექმნა

სარეაბილიტაციო, მათ შორის პროფესიული განათლებისა და დასაქმების


პროგრამების შეფასების სისტემის შემუშავება

4
INTRODUCTION
Resocialization of people in conflict with law and their reintegration into society is a difficult and
lengthy process, successful implementation of which depends on the effective interaction of
different components of this process.

The purpose of this study is to assess the effectiveness of vocational education and employment
programs for people in conflict with law. The research provides overview of the current situation
on the labor market in Georgia, the current state of vocational education and ongoing reforms
(including Dual Education and its related international experience), as well as existing employment
programs. Desk research was applied as a methodology for this research. The Georgian legislation
with regards to the objectives of the research was used as a source of information as well as
the reports of local and international organizations, information obtained from state agencies,
including statistical data.

The research revealed that vocational education is being provided to prisoners based on
modification of the state vocational education programs. As a result, programs are short-term,
with the duration of mainly 3 months which is not sufficient for acquiring skills for the majority of the
professions, however, useful for maintaining and developing qualifications. In addition, short-term
programs in penitentiary institutions are more convenient for frequent movement of prisoners and
limited teaching capacities of the institutions.

Commencement of vocational education programs for people in conflict with law is being delayed
due to the multilayer approval procedure of the programs, which causes the loss of interest of
the program beneficiaries towards professional programs. Another reason for delaying programs
is the necessity to form the groups of at least five people to run the course, which is not always
possible due to difficulties in forming mixed groups.

Motivation of involvement of beneficiaries in educational programs is low due to factors such as


the fear of beneficiaries and complex towards learning and teaching process coming from the lack
of general education, employment prospects and distrust towards the penitentiary system.

The main obstacle to the employment of former prisoners is existing stigma in the society; most
of the employers are not willing to employ a person with a criminal past, regardless his profession
or qualification.

As it turned out, most of the former prisoners are afraid of losing the status of social vulnerability
and would rather reject the job offer.

Loss of driving license due to drug related crime is a precondition for hindering their employment.

There is no systemic assessment of the effectiveness of education and employment programs


for persons in conflict with law. There is no unified database of beneficiaries and educational
programs. There is no system of efficiency assessment of rehabilitation programs either. Therefore,
it is difficult to talk about the impact of education and employment programs in terms of future
prospects of prisoners.

• In order to solve these problems, it is desirable to take the following steps:

• Elaboration of legislative amendments, including financial incentives, that will stimulate the
growth of interest of employers to employ people in conflict with law;

• Elaboration of programs to address social norms and overcome public stigma;

5
• Identification of the education needs of the beneficiaries as well as existing qualifications for
their further development;

• Reducing the time required for approval and commencement of vocational programs;

• In addition to psycho-social rehabilitation programs during work with beneficiaries’, provision


of information related to non-compulsory education and employment programs, as well as
labor market requirements;

• Introduction of TVET modular programs within vocational educational programs for prisoners;

• Increasing motivation of beneficiaries through financial incentives;

• Creating a unified database of beneficiaries involved in rehabilitation programs of various


agencies;

• Development of evaluation system for rehabilitation programs including vocational education


and employment programs.

6
შესავალი
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის
პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ხშირად გავლენას ახდენს
რეაბილიტაციის სრულ პროცესსა და გათავისუფლების შემდგომ პირის რესოციალიზაციზე.
ამასთანავე, განათლებაზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება,
რომლის განხორციელება კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელოვნებას იძენს პენიტენციურ
სისტემაში.
„სიდას“ მიერ 2017 წელს განხორციელებული რაოდენობრიბვი კვლევის ფარგლებში
გამოიკვეთა, რომ გამოკითრულ პირებში (სულ 300-მდე მონაწილიდან) მაღალია
დაბალკვალიფიციურ მსჯავრდებულთა წილი. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ
პროფესია კვალიფიკაციას კარგავენ სასჯელის მოხდის პერიოდში და გათავისუფლების
შემდეგ მათი უნარები აღარ შეესაბამება სწრაფად განვითარებად გარემოს. შესაბამისად,
იქმნება სურათი, როდესაც ყოფილი მსჯავრდებულნი არ არიან კონკურენტუნარიანნი შრომით
ბაზარზე და კვალიფიკაციის დაბალი დონე აისახება მათი დასაქმების შესაძლებლობებზე
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ. სწორედ ამიტომ, პენიტენციური
დაწესებულების გარეთ განათლებისა და კვლიფიკაციის მიღების შესაძლებლობა ხელს
უწყობს ყოფილი მსჯავრდებულების სოციალურ ინკლუზიას სასჯელის მოხდის შემდეგ.
სწავლების შესაძლებლობა ზრდის მსჯავრდებულთა სამომავლო დასაქმების შანსებს და ასევე
ცვლის მათ დამოკიდებულებებსა და აღქმებს კონკრეტული საკითხებისადმი. ეს ფაქტორები
კი საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს მსჯავრდებულების მიერ მომავალში განმეორებითი
დანაშაულის ჩადენის ალბათობაზე.

კვლევის მიზნები
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების
(მსჯავრდებული, პირობით მსჯავრდებული, ყოფილი პატიმრები, განრიდებული პირები)
სოციალური ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი შემადგენლის,
პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობის შეფასება.
შესაბამისად, კვლევაში მიმოხილულია საქართველოში დასაქმების ბაზარზე არსებული
სიტუაცია, პროფესიული განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და მეორე მხრივ,
წარმოდგენილია ამავე სამიზნე ჯგუფისთვის არსებული დასაქმების პროგრამები, რასაც
ფუნდამენტური როლი აქვს რესოციალიზაციისა და რეზიდივის პრევენციის პროცესში.

მეთოდოლოგია
კვლევის ძირითად მეთოდს წარმოადგენს სამაგიდო კვლევა. ინფორმაციის წყაროდ
გამოყენებული იქნა კვლევის მიზანთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა;
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; სახელმწიფო
სტრუქტურებიდან, კერძოდ საქართველოს იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების შესაბამისი
ქვეუწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და მათ შორის სტატისტიკური მონაცემები.
კვლევის დროს მიღებული ინფორმაციის დასაზუსტებლად შედგა შეხვედრები განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს პროფესული განათლების განვითარების დეპარტამენტისა
და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს იუსტიციის,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს წარმომადგენლებთან.

7
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების
რესოციალიზაციასთან დაკავშირებული
საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვა
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესს და შესაბამისად მათთვის
პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობას განსაზღვრავს ქვეყნის
სისხლის სამართლის სისტემა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულებრივ
ქმედებათა ჩამონათვალისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეების
გარდა, აღნიშულია, რომ სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თავიდან
აცილებასთან ერთად სასჯელის მიზანია დამნაშავის რესოციალიზაცია (39-ე მუხლი).
აღნიშნული მიზნის მიღწევის ფორმებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი პატიმრობის
შესახებ და საქართველოს კანონი არასაპატიმრო სასჯელაღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ.

მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს არეგულირებს პატიმრობის შესახებ


საქართველოს კანონი. პატიმრობის კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის
რესოციალიზაცია გულისხმობს მსჯავრდებულის შეგნებაში საზოგადოების, სხვა ადამიანების,
ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი
პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. კანონმდებლობა
რესოციალიზაციის პროცესში სხვა შესაძლებლობებთან ერთად უთითებს უმაღლესი (2018
წლის 1 იანვრიდან), ზოგადი და პროფესიული განათლების მიცემისა და მსჯავრდებულთა
დასაქმების შესაძლებლობას, ხოლო მე-14 მუხლი ბრალდებულისა და მსჯავრდებულის
უფლებების ჩამონათვალში განმარტავს ზოგადი და პროფესიული განათლებისა და
სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებას. კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად,
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის უნდა
შეიქმნას პროფესიული განათლების მიღებისთვის შესაფერისი პირობები.

პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას არეგულირებს საქართველოს კანონი


არასაპატიმრო სასჯელაღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ. კანონის 7-ე მუხლის
თანახმად პრობაციის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელობათა შორის არის
მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია) და რეაბილიტაცია
(მსჯავრდებულის გამოსწორება და საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნება). ამ მიზნის
იმპლემენტაციის საფუძველს წარმოადგენს მსჯავრდებულების რისკებისა და საჭიროებათა
ანალიზი, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმების შემუშავება, ბენეფიციართა
რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა/დახმარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა ხორციელდება მსჯავრდებულთა თანხმობით. თუმცა
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის
121-ე მუხლის მიხედვით, მსჯავრდებულის შეფასების შედეგად, მას შესაძლოა დაეკისროს
სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რაც ძირითადად ფსიქო-სოციალური სახის
ღონისძიებებს მოიცავს. საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღების საჭიროება
ასევე შესაძლოა გამოვლინდეს შეფასების საფუძველზე და აისახოს ინდივიდუალურ გეგმაში.
ფსიქო-სოციალური პროგრამებისგან განსხვავებით, განათლებასთან დაკავშირებული
პროგრამები არ ატარებენ სავალდებულო ხასიათს.

8
ნაწილი I: პროფესიული განათლების ხელისაწვდომობა
და მიწოდების პრაქტიკა ყოფილი და ამჟამინდელი
მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი
მსჯავრის მქონე პირებისთვის

თანამედროვე გამოწვევები და პროფესიული განათლება


კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის
ამაღლების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს როგორც
საქართველოს შრომით ბაზარზე, ისე პროფესიული განათლების სფეროში არსებული
მდგომარეობა.

საქართველოსთვის ბოლო ათწლეულების უმწვავესი პრობლემის, უმუშევრობის დაძლევის


ერთ-ერთი გზა სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად კვალიფიციური, შრომითი
ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სამუშაო ძალის არსებობაა.
უმაღლესი განათლების მქონე პირებით გაჯერებული შრომითი ბაზრისთვის განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს პროფესიული განათლების მქონე კადრების მომზადება.

საქართველოს შრომით ბაზარზე არსებობს კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა - ქვეყანაში


მოქმედ ორგანიზაციებს ხშირად უჭირთ საჭირო კომპეტენციისა და უნარების მქონე კადრების
მოძებნა2, ამავე დროს პროფესიული განათლების მქონე პირებს შორის არსებობს როგორც
სტრუქტურული, ისე ფარული უმუშევრობა3. განათლების შესაბამისი სამუშაოს პოვნის
სირთულეს ადასტურებს განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო პროფესიული
საგანამანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა ყოველწლიური კვლევების
(Tracer study) შედეგებიც: 2013-2015 წლებში იზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების
მაჩვენებელი, მაგრამ პროფესიული განათლების მიღების შემდეგ კურსდამთავრებულთა
საშუალოდ ნახევარი ვერ ახერხებს იპოვოს პროფესიის შესაბამისი სამსახური. მათი ნაწილი
დაუსაქმებელია, ნაწილი კი პოულობს სამსახურს, რომელიც არ შეესაბამება მათი განათლების
ცენზს: 2015 წელს დასაქმებულ კურსდამთავრებულთა 48%-ის საქმიანობა სრულად ან
ნაწილობრივ იყო დაკავშირებული მიღებულ პროფესიასთან. 2014 სასწავლო წლის
კურსდამთავრებულთა კვლევის შედეგებით, ანალოგიური მაჩვენებელი 54%-ს შეადგენდა,
ხოლო 2012-2013 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა კვლევის შედეგებით 42%-ია. ეს
მდგომარეობა შესაძლოა განათლების მიღების მსურველთა და/ან სამუშაოს მაძიებელთათვის
პროფესიული განათლების ნაკლები მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი იყოს: შრომით
ბაზარზე პროფესიული განათლების მქონე კადრებზე არსებული მოთხოვნის მიუხედავად,
ბოლო წლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა
რაოდენობა საჯარო პროფესიულ სასწავლებლებში ყოველწლიურად მატულობს.

2 თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, კადრების სიმცირის გარდა, მიზეზი დამქირავებლის მიერ ვაკანტური ადგილების დაკავების
მსურველებისთვის შეთავაზებული პირობებიც არის, რომლებიც მიუღებელია სამუშაოს მაძიებლისთვის
3 სტრუქტურული უმუშევრობა - სამომხმარებლომოთხოვნის სტრუქტურისადატექნოლოგიური ცვლილებებისადმი სამუშაო
ძალის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობით გამოწვეული უმუშევრობა; ფარული უმუშევრობა -დასაქმებული
უკმაყოფილოა საკუთარი სამუშაოთი და ეძებს სხვა სამუშაოს

9
ცხრილი1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრანტთა რაოდენობა
საჯარო პროფესიულ სასწავლებლებში 2013-2017წწ4

ჩარიცხვის სტუდენტების
წელი რაოდენობა

2013 12876

2014 15379

2015 17547

2016 19536

2017 21965

შრომით ბაზარზე სამუშაო ძალაზე არსებულ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნასა და


სამუშაოს მაძიებელთა უმუშევრობის მაღალ დონეს შორის შეუსაბამობის ერთ-ერთი მიზეზი
დამქირავებლისთვის სასურველი კვალიფიკაციის ნაკლებობაა. დამქირავებლები ხშირად
აღნიშნავენ, რომ მოთხოვნილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის
მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში სპეციალისტების კვალიფიკაცია არ შეესაბამება მათ
მოთხოვნებს. შრომის ბაზრის კომპონენტის კვლევაში5 6000 გამოკითხული ორგანიზაციიდან
5080 აღნიშნავს, რომ სამუშაო ძალის დაქირავებისას პრობლემა პოტენციურ მუშაკთა საჭირო
უნარების ნაკლებობაშია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონთან


კონფლიქტში მყოფი პირებისთვის შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის
მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მათი წარმატებული სოციალური რეაბილიტაციისა
და საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის.

დასაქმების ბაზრისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა პროფესიული


შესაძლებლობებისა და საჭიროებების კვლევის6 შედეგების თანახმად, პროფესიული
განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიღების მნიშვნელობაზე მიუთითებს ის
პრობლემები, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის სოციუმის, მათ შორის
საკუთარი ოჯახის უნდობლობასა და ნეგატიურ დამოკიდებულებასთან ერთად საზოგადოებაში
დაბრუნების მცდელობისას იჩენს თავს, კერძოდ: პროფესიის უქონლობა, პროფესიის
არსებობის შემთხვევაში დისკვალიფიკაცია და დამსაქმებლების უმეტესობის სურვილისა და
მოტივაციის უქონლობა დაასაქმონ კრიმინალური წარსულის მქონე სამუშაოს მაძიებლები.

კვლევის თანახმად, უმუშევართა პროცენტული მაჩვენებელი იზრდება გასამართლების/


განრიდების პროგრამაში ჩართვის შემდეგ. თუ გასამართლებამდე/განრიდების პროგრამაში
ჩართვამდე 21 წლის და ზევით რესპონდენტებს შორის უმუშევარი 26,9% იყო, მათი რაოდენობა
ამჟამად 45,6%-მდეა გაზრდილი. დაბალია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც შეინარჩუნა
დასაქმების სტატუსი გასამართლების/განრიდების პროგრამაში ჩართვის შემდეგაც. მათ
შორის კი, ვინც ისევ დასაქმებულია, მხოლოდ 11.1% მუშაობს იმავე ადგილზე.

4 პროფესიული განათლების სტატისტიკური ბიულეტენი (2016 წელი)


5 http://www.moh.gov.ge/uploads/files/oldMoh/01_GEO/Shroma/kvleva/33.pdf
6 კვლევა განხორციელდა 2107 წელს გამოყენებითი კვლევების კომპანიის „ეი არ სი“ მიერ პროექტის „ტრენინგებისა და
დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” (TESI) ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო
ორგანიზაცია „სიდა“ ახორციელებს ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სახალხო
უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან (DVV International) პარტნიორობით.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ პირობითი მსჯავრის მქონე, ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულები და
განრიდებული პირები

10
ნასამართლეობის სტატუსის მქონე კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის დასაქმება
კავშირშია ორ ძირითად მიზანთან: ერთი მხრივ, მათი ეკონომიკური შესაძლებლობების
ზრდასთან და ოჯახისთვის აუცილებელი შემოსვლების ქონასთან, ხოლო მეორე მხრივ,
სოციალური რეინტეგრაციასა და განმეორებითი დანაშულის თავიდან არიდებასთან.

ამ მოსაზრებას ადასტურებს კვლევის შედეგებიც, სადაც განმეორებითი დანაშაულის


განმაპირობებელ ფაქტორად 22%-ისთვის განთავისუფლების შემდეგ დაუსაქმებლობა,
ხოლო 19,5%-სთვის ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ასევე დასაქმებასა და ოჯახის
შემოსავალს უკავშირებდება.

დიაგრამა 1. განმეორებით დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს სოციალურ რეაბილიტაციასა და დასაქმებაში სხვა


ფაქტორებთან ერთად ხელს უშლის:

• ნასამართლეობა - ნასამართლეობის სტატუსის მქონე პირი ნაკლებად ახერხებს


შრომით რეაბილიტაციას. საზოგადოება ნაკლებად ენდობა ნასამართლევ ადამიანებს
და ცდილობს არ შევიდეს მასთან შრომით ურთიერთობაში. კანონთან კონფლიქტში
მყოფი პირების მიმართ დამსაქმებელთა დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს არა
მხოლოდ მათთან ურთიერთობის გამოცდილება, არამედ აღნიშნული კატეგორიის
ადამიანებთან დაკავშირებული საზოგადოებაში არსებული სტიგმაც.

• პროფესიული უნარებისა და კვალიფიკაციის შეუსაბამობა დამსაქმებელთა


მოთხოვნებთან - კვალიფიკაციის დონე უფრო მეტად განსაზღვრავს დასაქმების
მაჩვენებელს ვიდრე ის, აქვს თუ არა რაიმე პროფესია ან ხელობა სამუშაოს მაძიებელს.
ანუ პროფესიის არსებობა არ არის დასაქმების გარანტია, თუ სამუშაოს მაძიებელს არ
აქვს შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია.

ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს ჰქონდეთ


შესაძლებლობა მიიღონ/აიმაღლონ კვალიფიკაცია, რათა გაიზარდოს მათი დასაქმების
შესაძლებლობები, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს დანაშაულის განმეორებით ჩადენის
რისკის შემცირებაზე.

11
პროფესიული განათლების სისტემა
პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის მიხედვით პროფესიული განათლების
განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებისა და
სიღარიბის დაძლევაში. აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის სტრატეგიით გათვალისწინებულია
„შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო
ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს არსებული და სამომავლოდ
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის კომპეტენციების განვითარებას,
კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის7“.
სტრატეგიაში პროფესიული განათლების გამოწვევებში პროფესიული განათლების
პერსპექტივაზე ნეგატიური გავლენის მქონე სხვა ფაქტორებთან ერთად აღნიშნულია
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნაკლები შესაბამისობა შრომის ბაზრის
როგორც არსებულ, ისე სამომავლო მოთხოვნებთან. ასევე, პროფესიული განათლების
ნაკლები მიმზიდველობა როგორც მოსახლეობისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროფესიული განათლების მიღება შეუძლია


საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი)
დასრულების შემდეგ საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში. პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 6-308 თვეს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებია:

სქემა1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებები

პროფესიული კოლეჯი უმაღლესი საგანმანათლებლო


ახორციელებს მხოლოდ პირველი დაწესებულება - ახორციელებს
სამი საფეხურის პროფესიულ ყველა საფეხურის პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამებს საგანმანათლებლო პროგრამებს

საზოგადოებრივი კოლეჯი
ახორციელებს ყველა საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება - ახორციელებს
პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია პროფესიული განათლების
განახორციელოს მოსამზადებელი პირველი სამი საფეხურის
ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული საგანმანათლებლო პროგრამებს
ენისა და ლიბერალური განათლების
საგანმანათლებლო პროგრამები

7 http://vet.ge/wp-content/uploads/2013/10/2013-2020strateg.pdf
8 http://vet.ge/jump_profession/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9
E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97/

12
68 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 17 ავტორიზებული სახელმწიფო
საზოგადოებრივი/პროფესიული კოლეჯი, 6 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით
დაფუძნებული კოლეჯი, 45 კი ავტორიზებული კერძო პროფესიული/საზოგადოებრივი
კოლეჯი9. გარდა ამ დაწესებულებებისა, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია
შესაძლებელია როგორც პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში (რაოდენობა-32), ისე პროფესიული პროგრამების
განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (რაოდენობა - 9).
პროფესიული განათლების მიღება საქართველოში შესაძლებელია 10 მიმართულების 156
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით.

დიაგრამა2. პროგრამების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით

პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტები მიიღებიან პროფესიული ტესტირების საფუძველზე,


რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს ორგანიზებას. ტესტი
პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისგან შედგება. დაფინანსების
მოპოვების მიზნით, კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის
ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. დაფინანსების
მიღება შესაძლებელია  სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შესაბამისად, ჩარიცხულ სტუდენტთა უმეტესობა


თბილისშია თავმოყრილი.

9 http://www.mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo

13
ცხრილი2. პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულებების განაწილება რეგიონების მიხედვით10. (2016 წლის მონაცემები)

  საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა

ჩარიცხული სტუდენტების
2016 წელი კერძო საჯარო
რიცხოვნობა

თბილისი 46 12 7284

აჭარა 4 5 2079

გურია/რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
3 7 1576
სვანეთი/კახეთი/მცხეთა-მთიანეთი

იმერეთი 9 3 1483

სამეგრელო ზემო სვანეთი 4 4 1435

სამცხე-ჯავახეთი 4 2 470

ქვემო ქართლი 6 1 564

შიდა ქართლი 6 4 748

სულ 82 38 15639

პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში საქართველოს აქტიურად


ეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები: EU, UNDP, SDC, GIZ, MCA, ETF, რომლებიც
მონაწილეობენ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების/მოდულების შემუშავებაში,
პროფესიული მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში და განათლების ახალი
მიდგომების დანერგვაში. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს
ისეთი პროექტები. როგორიცაა:

• EU, UNDP – „ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლებისა და


გადამზადების სისტემის დაკავშირება დასაქმების ბაზართან“ - პროექტის სამიზნეს
წარმოდგენს პროფესიული განათლებისა და სწავლების სისტემის ორი მიმართულება:
ფორმალური პროფესიული განათლების სისტემის რეფორმა და განვითარება,
არაფორმალური სწავლება და სწავლების შესაძლებლობები ზრდასრულთათვის.

• UNDP, SCO –„პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება


საქართველოს სოფლის მეურნეობაში” - პროფესიული განათლების, გადამზადებისა
და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს
სოფლის მეურნეობაში. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მასწავლებლების,
კონსულტანტებისა და სპეციალისტების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება,
პროფესიული გადამზადების სფეროში სწავლების სტანდარტების შემოღება და ახალი
სასწავლო პროგრამების დანერგვა, ახალი კვალიფიკაციების შემუშავება აგრარულ
სექტორში, საქართველოსა და ევროპის ქვეყნების პროფესიულ კოლეჯებს შორის
თანამშრომლობის ხელშეწყობა და ა.შ. გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის
10 http://www.geostat.ge/?action=page&p_id=2101&lang=geo

14
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC-თან ერთად მხარს უჭერს
სამუშაოზე დაფუძნებულ დუალურ სწავლებას, პროექტი მიმდინარეობს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (MoES) მონაწილეობითა და
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

• GIZ – პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში


ხორციელდება ტურიზმის, მშენებლობის მიმართულებით პროფესიული განათლების
ახალი კურიკულუმების შექმნის მხარდაჭერა, არსებული კურიკულუმების რევიზია,
სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან
ადაპტირების მხარდაჭერა. გერმანიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით
განხორციელდა მეღვინეობის მიმართულებით სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური)
სწავლების მოდელის პილოტირება.

• MCA - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო ახორციელებს პროექტს


„პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“. პროექტის მიზანია
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების განვითარება
საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ
წინსვლას.  პროექტი ითვალისწინებს, როგორც მსხვილი და მცირე გრანტების
გაცემას პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნის
შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის/განახლებისა და
სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისთვის, ინფრასტრუქტურის,
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის. ასევე, პროექტი გულისხმობს
ტექნი-კური  და  ექსპერტული  დახმარების  გაწევას  საქართველოს მთავრობისთვის
პროფესი-ული განათლების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის.

დღეისათვის, პროფესიულ განათლებაში შეიცვალა საგანმანათლებლო პროგრამების


შემუშავების მეთოდოლოგია და სწავლებისადმი მიდგომა. პროფესიული განათლების შესახებ
კანონში 2015 წელს შესული ცვლილებებისა11 და პროფესიული განათლების რეფორმის
სტრატეგიის თანახმად (2013-2020წწ)12 მიმდინარეობს საგნობრივი სწავლების ჩანაცვლება
სწავლის შედეგებზე ორიენტირებულმა მოდულარი მიდგომით.
ახალი მოდულური პროგრამები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის შემუშავებული.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო მოდულების შემუშავების პროცესში აქტიურად არიან
ჩართულნი დამსაქმებლები, რაც უზრუნველყოფს კვლიფიკაციების შრომის ბაზრის
მოთხოვნებთან შესაბამისობას და სამომავლოდ სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობებს
აფართოებს. მოდულურ სწავლებაზე პროფესიული განათლების გადასვლა სავარაუდოდ
2018 წელს უნდა დასრულდეს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ინერგება მოკლევადიანი (სასერტიფიკატო) სწავლებიდან


ე.წ. მოდულურ მოკლევადიან სწავლება, რა დროსაც ბენეფიციარი ასევე იღებს სერტიფიკატს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით მსგავსი სწავლება უკვე
წარიმართა პენიტენციურ დაწესებულებაში და 44 ბენეფიციარმა უკვე გაიარა მოდულური
პროგრამა.

11 https://matsne.gov.ge/ka/document/view/2892191
12 http://gov.ge/files/273_39678_242377_300-1.pdf

15
სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური)
სწავლება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა დასაქმებას
მოთხოვნილი კვალიფიკაციის ნაკლებობის გარდა, აფერხებს გამოცდილების უქონლობა
- დამსაქმებლები, როგორც წესი ეძებენ გამოცდილების მქონე პირებს. ამ პრობლემის
გადაწყვეტის ერთ-ერთ გზას სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლება წარმოადგენს.

ევროპის განათლების ფონდის დეფინიციით „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება


წარმოადგენს სწავლის პროცესს, რომელიც ხორციელდება რეალური სამუშაოს შესრულების
დროს“ (ETF 2014). თუმცა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის კონცეფცია13„
ხაზს უსვამს რეალური სამუშაოს ცნებას, გამორიცხავს სიმულაციური სწავლების მიდგომებს
და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას განიხილავს მხოლოდ რეალურ კომპანიასა და
კოლეჯში სწავლის შედეგების პარალელურად მიღწევის კონტექსტში“. დუალური სწავლება
უზრუნველყოფს დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული კომპეტენციებით აღჭურვილი
კურსდამთავრებულების გამოშვებას. დუალური საგანმანათლებლო პროგრამების დროს
ხდება ერთდროულად თეორიული და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღება, რადგან
სწავლების 50% და მეტი ხორციელდება რეალურ სამუშაო გარემოში. სტუდენტები მუშაობენ
სწავლებაში ჩართულ კომპანიაში, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად
თანაბრად აქვს სტუდენტის შეფასების უფლება. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები
არა მარტო თეორიულ ცოდნას ფლობენ არჩეული პროფესიის შესახებ, არამედ რეალური,
კონკრეტული სამუშაო გამოცდილება აქვთ, რაც მნიშვნელოვანი ხელმშემწყობი ფაქტორია
მათი სამომავლო დასაქმებისთვის. სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართული
კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი მონაწილეობენ სწავლების მთელი პროცესის
განმავლობაში - დაწყებული სტუდენტის შერჩევიდან, დამთავრებული მათი შეფასებით.

სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების დანერგვისას განსაკუთრებით


მნიშვნელოვანია კერძო სექტორის დაინტერესება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით, რადგან
ინფორმირების დაბალი დონის, მათი კომპანიებისთვის სარგებლის გაუცნობიერებლობისა
და დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო, შესაძლოა კომპანიების მხოლოდ
მცირე ნაწილმა გამოთქვას პროგრამაში ჩართვის სურვილი. მნიშვნელოვანია პროგრამის
განხორციელების უზრუნველყოფის სქემაში გათვალისწინებული იყოს სწავლებაში ჩართული
კომპანიების ფინანსური და სხვა სახის სტიმულირების კომპონენტი, რაც გაზრდის მათ
მოტივაციას გახდნენ პროგრამის მონაწილენი. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების
სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლებთან დუალური სწავლების შესახებ მათი ინფორმირებისა და პროგრამაში
ჩართვის მიზნით.

დუალური სწავლების დანერგვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო


გამოცდილება დუალურ სწავლებასთან დაკავშირებით14, რაც სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლების დანერგვის კონცეფციაშიც არის აღნიშნული. ასევე გასათვალისწინებელია,
რომ რომელიმე ქვეყნის მოდელის პირდაპირ გადმოტანა ვერ მოხერხდება საქართველოს
ეკონომიკის მდგომარეობის გამო, საჭიროა ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით
გარდამავალი ეტაპისთვის შესაბამისი მოდელის დანერგვა.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის


კონცეფციით შეთავაზებული იქნა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალურის მსგავსი
მოდელი. ეს მიდგომა სტუდენტს სთავაზობს დამსაქმებლისა და კოლეჯის ერთობლივი
13 კონცეფცია შემუშავდა ეროვნული პროფესიული საბჭოს (NVETC) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების საკითხებზე მომუშავე
თემატური ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის
ოფისის ხელშეწყობით.
14 სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების შესახებ იხ. დანართი 1

16
ძალისხმევით მოდერნიზებულ მოდულურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც შედეგების
მინიმუმ 50% (პრაქტიკული ნაწილი) მიღწეული იქნება უშუალოდ კომპანიაში, ხოლო მეორე
ნახევარი კი შესაბამისად, კოლეჯში. პროგრამის სრულყოფილად დაძლევის შემდეგ სტუდენტს
მიენიჭება სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ფორმალური კვალიფიკაცია, რომელიც
დარგობრივი გაერთიანების მიერ იქნება დადასტურებული. სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლების რეფორმის პირველ ეტაპზე სტუდენტები დასაქმების ფორმალურ გარანტიებს ვერ
მიიღებენ, თუმცა ისინი მიიღებენ დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამის კვალიფიკაციას,
ექნებათ სამუშაო გამოცდილებაც. სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების
პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის მოქმედებს ანაზღაურება. ასევე აღსანიშნავია, რომ
სტუდენტებს არ უწევთ საჯარო პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის საფასურის გადახდა.

კომპანიაში სწავლება და მუშაობის პროცესი განხორციელდება ინსტრუქტორთა მეშვეობით,


რომლებიც კომპანიის თანამშრომლებს წარმოადგენენ. ინსტრუქტორთა შესაძლებლობის
გაძლიერება ხორციელდება ინსტრუქტორთა ტრენინგის გავლის საფუძველზე. სამუშაოზე
დაფუძნებული სწავლების დუალურ პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა, შესაძლებელია
მხილოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით: საგანმანათლებლო
რესურსცენტრებში, კოლეჯებში ან უნივერსიტეტებში. დუალურ პროგრამაზე დარეგისტრირების
შემდეგ ინიშნება გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებელთან. გასაუბრების შემდეგ
სავალდებულოა პროფესიულ ტესტირების გავლა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარის
გადალახვა15.

დუალურ პროგრამაზე დარეგისტრირების შემდეგ აპლიკანტი გადის გასაუბრებას კერძო


სექტორის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს აპლიკანტის პრაქტიკული სამუშაო
უნარების შეფასება და მათი პროფესიასთან თავსებადობის დადგენა. პრაქტიკული უნარები
გამოიკვეთა დამსაქმებლებთან კომუნიკაციის გზით, რათა განისაზღვროს ის უნარები,
რომლებიც დამსაქმებელთა აზრით კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამუშაოს ეფექტურად
შესრულებისთვის. ეს უნარები ფასდება ქეისების, იგივე Case study-ს მეთოდით. კონკრეტული
უნარის შესაფასებლად მიეწოდება სფეროსთან/პროფესიასთან დაკავშირებული კრიტიკული
მაგალითები, რომელსაც თან ერთვის შეკითხვები. აპლიკანტი უნდა გაეცნოს ამ ქეისებს და
იმსჯელოს დასმულ შეკითხვაზე. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია, დადგინდეს რამდენად
კარგად აქვთ განვითარებული აპლიკანტებს ეს უნარები. ქეისები ორიენტირებულია უნარების
და არა ცოდნის შეფასებაზე.

აპლიკანტების შერჩევის მეორე ეტაპია პროფესიული ტესტირება. ინფორმაცია პროფესიული


ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან


ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული
პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის
მოსინჯვას გულისხმობს. რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ
პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან
აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე
სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

2017 წელს სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით ხორციელდება


შემდეგი პროგრამები:

15 https://unsplash.com/photos/QLqNalPe0RA

17
განმახორციელებელი სწავლების
სწავლების
პროგრამა საგანმანათლებლო განხორციელების
საფეხური
დაწესებულება ადგილი

საზოგადოებრივი კოლეჯი
მეცხოველეობა დედოფლისწყარო 4
„აისი“
მეცხოველეობა საზოგადოებრივი კოლეჯი
ახალციხე 4
„ოპიზარი“

საზოგადოებრივი კოლეჯი
მეფუტკრეობა ახალციხე 3
„ოპიზარი“

პროფესიული კოლეჯი
მეფუტკრეობა ამბროლაური 3
„ერქვანი“

მეხილეობა საზოგადოებრივი კოლეჯი


(კურკოვანი „აისი“ კაჭრეთი 4
კულტურები)
საზოგადოებრივი კოლეჯი
მეღვინეობა- „აისი“ კაჭრეთი 3
მევენახეობა

მეხილეობა ილია წინამძღვრიშვილის


(კურკოვანი სახელობის საზოგადოებრივი წინამძღვრიანთკარი 4
კულტურები) კოლეჯი

მეხილეობა შოთა მესხიას ზუგდიდის


(კაკლოვანი სახელმწიფო სასწავლო სენაკი, ზუგდიდი 4
კულტურები) უნივერსიტეტი

კულინარიის საზოგადოებრივიკოლეჯი
თბილისი 2
ხელოვნება ”მერმისი”

კულინარიის პროფესიული კოლეჯი


ბათუმი 3
ხელოვნება „ბლექსი“

კულინარიის საზოგადოებრივი კოლეჯი


ქობულეთი 3
ხელოვნება „ახალი ტალღა“

სარესტორნო საზოგადოებრივი კოლეჯი


ბათუმი 4
მომსახურება ”ახალი ტალღა”

სასტუმრო საზოგადოებრივი კოლეჯი


ბათუმი 4
მომსახურება ”ახალი ტალღა”

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამსაქმებლების ძირითად მოთხოვნას სამუშაოს


მაძიებლებისადმი, კვალიფიკაციასთან ერთად, სამუშაო გამოცდილება წარმოადგენს,
რაც დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის.
მათ უმრავლესობას ან საერთოდ არ გააჩნია სამუშაო გამოცდილება, ან პენიტენციურ
დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში კარგავს სამუშაო უნარ-ჩვევებსა და

18
კვალიფიკაციას და მათი არსებული გამოცდილება უფასურდება. სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლება ქმნის შესაძლებლობას აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და აღნიშნული კატეგორიის
პირები აღიჭურვონ გარკვეული სახის გამოცდილებით.

ყოფილი პატიმრების, პირობითი მსჯავრის მქონე, განრიდებული პირებისა და მათი


ოჯახის წევრებისთვის, ისევე როგორც სხვა მსურველებისთვის, 2017 წლის გაზაფხულიდან
ხელმისაწვდომია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. დუალური სწავლება ხელს შეუწყობს
კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი სამუშაო
უნარ-ჩვევების შეძენა-გაუმჯობესებასა და რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდილების
დაგროვებაში.

საგანმანათლებლო პროგრამები კანონთან


კონფლიქტში მყოფი პირებისთვის
პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სხვა მოწყვლად
სოციალურ ჯგუფებთან ერთად (შშმპ, სსსმპ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები,
დევნილები, ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან და ა.შ.) პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის
მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებზე სრული ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფაა მიჩნეული.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის,


რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მიზნით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის პროცესში ჩართული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების,
იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ზემოთ აღნიშნულ


სამინისტროებს შორის 2104 წელს დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების
მიხედვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულია “ყოფილ
პატიმართა, მათი ოჯახის წევრთა, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა
ან/და განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა პროფესიული
განათლების მიღების ხელშეწყობის ქვე-პროგრამა” (იუსტიციის სამინისტროსთან) და
„მსჯავრდებულთა (პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული
მსჯავრდებული, თავისუფლებაშეზღუდული, პირობით ვადამდე გათავისუფლებული და
პირობით მსჯავრდებული) პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის ქვე-პროგრამა“
(სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინინსტოსთან). ქვეპროგრამების მიზნების
განსახორციელებლად შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების
დაფინანსებას უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამული
ბიუჯეტი.

19
პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობა სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეციფიური გარემო განსაკუთრებული გამოწვევების
წინაშე აყენებს მას განსხვავებით განათლების და სწავლების სისტემის სხვა სექტორისგან.
მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, აშკარაა რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია, რასაც ადასტურებს
საერთაშორისო გამოცდილებაც. ევროპული თანამეგობრობის ძალისხმევისა და კანონთან
კონფლიქტში მყოფი პირებისთვის განათლების უზრუნველყოფის პროექტები ევროპის
სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენებს, რომ საგანმანათლებლო პროექტებში მსჯავრდებულთა
დაბალი ჩართულობის მიუხედავად, განათლების მიღება ამცირებს დანაშაულის განმეორებით
ჩადენის რისკს (დაწვრილებით ევროპული გამოცდილების შესახებ იხ. დანართი 2)

პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმია დაწესებულებაში


მსჯავრდებულთა ანკეტირება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ტარდება წელიწადში
ორჯერ. ანკეტირების შედეგების გათვალისწინებით მსჯავრდებული ერთვება პროგრამაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულებისთვის ხდება წინასწარ განსაზღვრული
პროგრამების შეთავაზება - პატიმრობის კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად უპირატესობა
ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
პირობებშია შესაძლებელი. რაც ნიშნავს, რომ მსჯავრდებულების ინტერესი კონკრეტული
პროფესიისა და შესაბამისად პროგრამისადმი ყოველთვის არ კმაყოფილდება.

პროფესიული გადამზადების პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ განათლებისა და


მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის
და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის
სამმართველო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მონაცემების თანახმად 2016 წელს


პროგრამის ფარგლებში დარეგისტრდა 1475 მსჯავრდებული, მათგან კურსდამთავრებულია
1034 მსჯავრდებული. 2017 წელს იანვრიდან ოქტომბრამდე დარეგისტრირებულ
მსჯავრდებულთა რაოდენობა- 831-ია; კურსდამთავრებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა კი
- 57716.

პროგრამაში მსჯავრდებულთა მონაწილეობის შეწყვეტის ძირითადი მიზეზებია:

■ პენიტენციურ დაწესებულებებიდან გათავისუფლება;

■ სხვა დაწესებულებაში გადაყვანა;

■ რეჟიმის დარღვევა;

■ საკუთარი სურვილით თავის დანებება;

■ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

კვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს N2,N3, N5,


N8, N11, N12,N14, N15, N16 და N17  პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს
სასჯელაღსრულებისა დაპრობაციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროებს შორის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროგრამის
ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო კურსები, რომელთა მიწოდებასაც
16 რამდენადაც ანგარიშგება ელექტრონული პროგრამის მიხედვით ახალი დანერგილია, არსებული მონაცემები არ იძლევა
2016-2017 წლებში გადამზადებულ პირთა უნიკალური რაოდენობების შესახებ სტატისტიკის მოძიების შესაძლებლობას.

20
უზრუნველყოფდნენ ისეთი პროფესიული სასწავლებლები, როგორიცაა სსიპ საზოგადოებრივ/
პროფესიული კოლეჯები: ,,იბერია“, ,,ბლექსი“, ,,სპექტრი“, ,,მოდუსი“, ,,მერმისი“, ,,იკაროსი“
და ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“.   კურსების ხანგრძლივობა 2,5-3 თვეა.
კურსები მიმდინარეობდა შემდეგი მიმართულებებით:

კურსების დასახელება

■ კომპიუტერული საოფისე პროგრამები

■ მართვის მოწმობა (თეორიული კურსი)

■ ქართული ენა

■ გერმანული ენა

■ ინგლისური ენა

■ სასტუმრო საქმის მწარმოებელი

■ მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

■ მეფუტკრე

■ საქმიან ურთიერთობათა კულტურა

■ ფანქრით და წყლის საღებავებით ხატვა

■ ფეხსაცმლისა და აქსესუარების სპეციალისტი

■ ინფორმაციული ტექნოლოგი

■ გიდი

■ კომპიუტერული გრაფიკა

■ ვებ-დიზაინი

■ ელექტრიკოსი

■ მინანქარი

■ მცირე ბიზნესის მწარმოებელი

■ კულინარია

■ ტყავის აქსესუარების შესწავლის კურსი

■ მეფილე მომპირკეთებელი

■ ტუროპერატორი

21
ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია
და რესოციალიზაცია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ
პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომელსაც სსიპ
„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა
ყოფილ მსჯავრდებულთა დასახმარებლად, რომლის მიზანია სასჯელაღსრულების
დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა და მათი
დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.

მსჯავრდებულებთან კომუნიკაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება


გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ
სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს.

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართულობა


ნებაყოფლობითია. მათი მიმართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად
მუშაობს ცენტრის სოციალური მუშაკი, რომელიც შემთხვევის მენეჯერია. სოციალური მუშაკი
შეფასების ფორმის გამოყენებით ახდენს მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას
და გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, რთავს სარეაბილიტაციო პროგრამებში.

პროცესის დასრულებამდე სოციალური მუშაკი აგრძელებს ყოფილ პატიმარსა და მის ოჯახთან


მუშაობას და მონიტორინგს ახორციელებს აღნიშნულ პროგრამებში მის ჩართულობასთან
დაკავშირებით. ყოფილ მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკი მუშაობს საშუალოდ ექვსი თვის
განმავლობაში.

ამავე ცენტის ბაზაზე, სამიზნე ჯგუფებისათვის სხვადასხვა სერვისების განვითარებისა და


მიწოდების მიზნით არსებობს საგრანტო კომპონენტი, რომელიც ცხადდება პერიოდულად
და კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები პროგრამის ბენეფიციარებს აწვდიან
მომსახურებებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ


პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის“ პროგრამის ბენეფიციარები
სარგებლობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული
გადამზადების პროგრამითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს დასაქმების პორტალ „Worknet”-ით თბილისში, იმერეთში, სამეგრელოსა
და აჭარაში.

ბენეფიციარები პროფესიულ განათლებას იღებენ შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში:


საზოგადოებრივი კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, პროფესიული
კოლეჯი „იკაროსი“, საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ (ბათუმი), პროფესიული
კოლეჯი „მერმისი“. საზოგადოებრივი პროგრამების ხანგრძლივობა 1,5-4 თვეა.

პროგრამების მონიტორინგს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს როგორც


სატელეფონო ინტერვიუების სახით, ისე ადგილზე ვიზიტის საშუალებით, ხოლო ფინანსური
ადმინისტრირება ხდება პროგრამების განმახორციელებელი უწყებების - საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

პროგრამის ბენეფიციარები „Worknet”-ის ფარგლებში პროფესიული გადამზადების


კურსებს გადიან შემდეგ პროფესიულ კოლეჯებში: „ბარაკონი“, ინტერბიზნესის აკადემია,
საზოგადოებრივი კოლეჯი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“, საზოგადოებრივი
კოლეჯი „ფანასკერტელი“,საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“.

2015 წელს დაწყებულ პროფესიული გადამზადების კურსებში მონაწილეობა მიიღო 88

22
ბენეფიციარმა, რომლებიც გადამზადდენ შემდეგი მიმართულებებით:

► კომპიუტერული ქსელების და სისტემების ადმინისტრატორის კურსი;


► ავტოშემკეთებლის პროფესიული გადმზადების კურსი;
► ბუღალტერიის შემსწავლელი კურსი;
► ელექტრიკოსის პროფესიული გადამზადების კურსი;
► შემდუღებლის კურსი;
► ძრავის შემკეთებლის კურსი;
► ოფისის მენეჯერის კურსი;
► მზარეულის კურსი;
► მძიმე ტექნიკის ოპერატორის კურსი;
► ამწის ოპერატორის კურსი;
► ადმინისტრატორის კურსი;
► ავეჯის დამზადების კურსი;
► ფოტოგრაფიის კურსი;
► ხეზე კვეთის კურსი;
► მწვრთნელის (რაგბი) გადამზადების კურსი;
► „CISCO”-ს საერთაშორისო ქსელების შემსწავლელი პროგრამა;
► სტილისტის, ჭრა-კერვის და ზოგადი უნრების შემსწავლელი კურსი;
► კომპიუტერსა და საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი.

29 ბენეფიციარმა გადამზადება გაიარა შემდეგი მიმართულებებით: მეფილე მომპირკეთებელი;


მზარეული; ბუღალტერი; ოფის მენეჯერი; გამყიდველ-კონსულტანტი; ფარმაცევტის
თანაშემწე; კონდიტერი; ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი; ინფორმაციული
ტექნოლოგი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი; შემდუღებელი; ექთნის
თანაშემწე.

2016 წელს პროფესიული გადამზადების კურსებში ჩართული იყო დანაშაულის პრევენციის


ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის“ პროგრამის 37
ბენეფიციარი, მათგან კურსები დაასრულა 23-მა. 2017 წელს სწავლებაში ჩართული იყო 29
ბენეფიციარი, რომელთაგან 27-მა დაასრულა კურსები.

კურსების შეწყვეტის მიზეზებად სახელდება დასაქმება კურსების მიმდინარეობის დროს,


ჯანმრთელობის მდგომარეობა, შორი მანძილი საცხოვრებელსა და კოლეჯს შორის.

2016 წელს ცენტრის შუამდგომლობით დასაქმდა 106 ბენეფიციარი, 2017 წელს - 58. დასაქმების
მსურველთა ერთიანი აღრიცხვა ცენტრში არ ხდება, თუმცა ცნობილია, რომ პროფესიული
გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ დასაქმებულია 8 ბენეფიციარი.

23
პრობაციონერთა რეაბილიტაცია
პროფესიული სწავლების პროცესში პირობით მსჯავრდებულთა ჩართულობას უზრუნველყოფს
პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც ბენეფიციართა საჭიროების გამოვლენის შემდეგ
მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მათი პროფესიული განვითარების
პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო


პროფესიული გადამზადების მხარდაჭერას ახორციელებს სფეროში არსებული
არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ამ პროექტების ფარგლებში, 2017
წლისთვის გადამზადება გაიარა 124-მა პრობაციონერმა, სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო
16 პირი, ხოლო მცირე ბიზნეს გრანტების დაფინანსება მიიღო 14-მა პირმა (მონაცემები
დათვლილია 1 ოქტომბრის მდგორეობით).

პროფესიული გადამზადების კურსების საშუალებით პრობაციის ეროვნული სააგენტოს


ბენეფიციართაგან 2016 წელს გადამზადდა - 240 პირი; 2017 წელს, 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის
ჩათვლით -269 პირი.

ბენეფიციართა მიერ გავლილი კურსები კი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა თმის


სტილისტი; კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი; მზარეული; ინფორმაციული
ტექნოლოგიები; ოფის მენეჯმენტი; ელექტრიკოსი; მუყაოს სპეციალისტი; მანქანის ტექნიკოსი;
სადურგლო საქმე; მანქანის ხელოსანი; სავალი ნაწილების შეკეთება; კაფელ–მეტლახის
დაგება; ელექტრო გაყვანილობა და სანტექნიკა; მეთუნ, გადახურვა და საწვიმურები; ელექტრო
შედუღება; თაბაშირ მუყაოს და ლამინატის გაკვრა; ფეხსაცმლის კერვა; ავტომობილის
ელექტრობა/კომპიუტერული დიაგნიოსტიკა; სარემონტო საქმიანობა; კომპიუტერული
ქსელების და სისტემების ტექნიკოსი; ტრაქტორისტ - მემანქანე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული


მემორანდუმის ფარგლებში განრიდების პროგრამაში მყოფ და პირობით მსჯავრდებულ
პირებს შესაძლებლობა მიეცათ გაევლოთ 3 თვის ხანგრძლივობის პროფესიული კურსები
სახელმწიფო კოლეჯებში, სადაც გადამისამართდა 38 ბენეფიციარი, აქედან ჩაერთო 10
და კოლეჯი დაასრულა 8 პირმა. ჩართულთაგან ერთმა პირმა ვერ შეძლო დასრულება
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო. მეორეს ჯერ არ დაუსრულებია სწავლა.
გადამისამართებული პირების არ ჩართვის მიზეზები შემდეგი იყო - სავალდებულო სამხედრო
სამსახური, კურსის დაწყებამდე გარემოებების შეცვლა, რის გამო ვერ შეძლეს ჩართვა. აჭარაში
აღმოჩნდა, რომ კოლეჯები, რომლებსაც უნდა განეხორცილებინათ კურსი, არ იმყოფებოდნენ
განათლების სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად არ მოხდა მათი დაფინანსება.

24
ნაწილი II: ყოფილი და ამჟამინდელი
მსჯავრდებულების, განრიდებული და
პირობითი მსჯავრის მქონე პირების
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები
ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტო წარმოადგენს, რომლის უმთავრესი მიზანი სამუშაოს მაძიებლების დასაქმების
შესაძლებლობების გაზრდაა. ამ მიზნით სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ახორციელებს
აქტივობებს შემდეგი მიმართულებებით: საშუამავლო მომსახურების გაწევა, „სამუშაოს
მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
სახელმწიფო პროგრამა“, შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობის მიზნით სამუშაოს
მაძიებლების ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება, დასაქმების ფორუმების
ორგანიზება-ჩატარება, მოწყვლადი ჯგუფებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების
შემუშავება და დანერგვა (სამუშაო ადგილების ადაპტირებისა და შრომის ანაზღაურებს
სუბსიდირების გზით) და ა.შ.

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის


ამაღლების სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მოთხოვნის
კომპონენტის თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების
მიხედვით სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლების მოკლევადიანი (2-4 თვე) მომზადება-
გადამზადება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ანაზღაურებად სტაჟირებას 3 თვემდე
ვადით (სტაჟირების სტიპენდია 150 ლარი). პროგრამის განხორციელებაში ჩართულია 31
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 13 სახელმწიფო კოლეჯია, 18
- კერძო. პროგრამის ბიუჯეტი 2014000 ლარია. პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული
კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის
საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge.

25
ქვემოთ მოცემულია პროფესიათა ჩამონათვალი:

ცხრილი 3. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით


გათვალისწინებული პროფესიები

# პროფესიების ჩამონათვალი

1 ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი

2 აგრობიზნესის პროფესიული პროგრამა

3 აგროლოჯისტიკის ოპერატორი

4 ავტომობილის ზეინკალი

5 ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

6 ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი

7 ბარმენი

8 ბიბლიოთეკარი

9 ბუღალტერი

10 გამყიდველ-კონსულტანტი

11 გიდი

12 დურგალი

13 ელექტრიკოსი

14 ელექტრომექანიკოსი

15 ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი

16 ელმავლის მემანქანე

17 ექთნის თანაშემწე

18 ვებპროგრამისტი

19 ვებტექნოლოგიები

20 ვეტერინარია

21 ზეინკალი

22 ზეინკალ-სანტექნიკოსი

23 ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობადაა.შ)

24 ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

26
25 კალატოზის მოსამზადებელი პროგრამა

26 კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია

27 კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

28 კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი

29 კონდიტერი

30 ლითონმცოდნე, ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

31 მებათქაშის მოსამზადებელი პროფესიული პროგრამა

32 მებაღე (დეკორატიულიმცენარეების)

33 მეფილე-მომპირკეთებელი

34 მეფუტკრეობა

35 მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი

36 მზარეული

37 მიმღები-რეცეფციონისტი

38 მოლარე

39 მღებავი

40 მშენებლობის მწარმოებელი

41 მცირე ბიზნესის მწარმოებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური


42
ექსკავატორი) ოპერატორი

43 ნივთიერებებისა დამასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

44 ოფისის მენეჯერი

45 პარფიუმერული და კოსმეტიკური წარმოების სპეციალისტი

46 რადიო და სატელევიზიო სისტემების მომსახურების და ექსპლუატაციის ოპერატორი

47 რესტორნის სერვის მენეჯერი

48 რძის გადამმუშავებელი

49 სადაზღვევო აგენტი

50 სავალი ნაწილის ტექნიკოსი

27
51 საკერავი მანქანების ოპერატორი

52 სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

53 სარეკლამო აგენტი

54 სარესტორნო საქმისმწარმოებელი

55 სასტუმრო საქმის სპეციალისტი

56 სომელიე

57 სოფლის მეურნეობის ბიზნესის მწარმოებლი

58 სტილისტი (ქალი, მამაკაცი)

59 ტანსაცმლის დიზაინი

60 ტანსაცმლის კონსტრუქტორი

61 ტანსაცმლის გამომჭრელი

62 ტელერადიორეპორტიორი

63 ტუროპერატორი

64 ფარმაცევტის თანაშემწე

65 ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სპეციალისტი

66 ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავება

67 ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი 

68 შემდუღებელი

69 ძრავის შემკეთებელი

70 მემინდვრე და მებოსტნე ოპერატორი

71 ხეხილისა და კენკროვანი კულტურების ოპერატორი

72 მებაღეები და ნაყოფსანერგეების ოპერატორი

73 მეფრინველე ოპერატორი

74 თევზმშენებელი ოპერატორი

75 სარეწი იარაღების ოსტატი

28
76 თევზსარეწი მექანიზმების ოპერატორი

77 თევზის რეწვის ოსტატი

78 თევზის დამუშავების ოპერატორი

79 კულინარული ნაწარმისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების ოპერატორი

80 თევზის შებოლვის ოპერატორი

81 ცხოველების მომვლელი

82 მცენარეთა დაცვის ოპერატორი

83 სურსათის უვნებლობის და ხარისხის ოპერატორი

84 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ზეინკალი

85 სავენტილაციო სისტემის სპეციალისტი

86 წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი

87 წყალარინების ქსელის ზეინკალი

88 ტუმბო აგრეგატის მექანიკოსი

89 სასმელი წყლის საფილტრი სადგურის ოპერატორი

90 ელექტროშემდუღებელი

წყლის სისტემების (სატუმბი სადგურების, ქსელების, მაგისტრალების და ა.შ.)


91
ჰიდრავლიკური მოდელირების სპეციალისტი

92 საქმისწარმოების სპეციალისტი

93 ლოჯისტიკის სპეციალისტი

წელს პირველად განხორციელდა 2 თვიანი სასწავლო პროგრამები. პროგრამის პირველი


ეტაპი მიმდინარეობდა თბილისსა და შემდეგ 12 მუნიციპალურ ერთეულში: ქობულეთი,
ოზურგეთი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, ქუთაისი, ზესტაფონი, ახალციხე, მარნეული, გორი,
საგარეჯო. თელავი.

სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის


ამაღლების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთაგან დასაქმდა 535.17

რაც შეეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს, მათი დასაქმების აღრიცხვის ერთიანი
ბაზა არ არსებობს, სხვადასხვა უწყებას მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გააჩნია.

17 2107 წლის პირველი ეტაპის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება ჯერ არ დასრულებულა.

29
თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში პროგრამით სარგებლობის უპირატესი
უფლება სხვა კატეგორიის პირებთან ერთად აქვთ პენიტენციური  დაწესებულებებიდან
გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში
ჩართულ   პირებსა და პრობაციონერებს, თუმცა ჯერჯერობით პროგრამაში ჩართვის
მსურველთა რაოდენობა დაბალია: 2016 წელს პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია გაიარა
2125, ხოლო დაასრულა 1804 პირმა. მათ შორის რეგისტრაცია გაიარა 6 პრობაციონერმა და
11 ყოფილმა პატიმარმა. 2017 წლის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 1047 სამუშაოს
მაძიებელმა, ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 6 პრობაციონერი.

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge 2016 წლის ბოლოს


რეგისტრირებული იყო 50889 სამუშაოს მაძიებელი, დასაქმების მაჩვენებელი 670-ია,
2017 წლის სექტემბრისთვის სისტემაში რეგისტრირებულია 87695 სამუშაოს მაძიებელი,
დასაქმებული -1191.

2016 წელს პრობაციონერების ვორქნეტის სისტემაში რეგისტრირება განხორციელდა მათი


სოციალური მუშაკების აქტიური დახმარებით: პრობაციონერებისთვის სისტემის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მსურველებისთვის სააგენტოში ჯგუფური შეხვედრა მოეწყო,
რომელსაც პრობაციონერებთან ერთად სოციალური მუშაკებიც ესწრებოდნენ, ადგილზევე
მოხდა მათი რეგისტრაცია.

სააგენტოს თანამშრომელთა ინფორმაციით ვორქნეტში რეგისტრირებულ ყოფილ


პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის მეტად რთულია სამუშაო ადგილის პოვნა. სააგენტოს
დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დამსაქმებლები უარს ამბობენ კრიმინალური წარსულის
მქონე სამუშაოს მაძიებლების დასაქმებაზე არაკვალიფიციურ სამუშაოზეც კი. იმ შემთხვევაში
თუ დამსაქმებელი თანხმდება განიხილოს ამ კატეგორიის სამუშაოს მაძიებლის კანდიდატურა,
პირველ რიგში ითხოვს ინფორმაციას რა მუხლით იყო გასამართლებული კანდიდატი. მძიმე
დანაშაულისთვის გასამართლებული პირები არც განიხილებიან შესაძლო დასაქმებულად,
თუმცა არც თაღლითობის, ხულიგნობის, ქურდობის, ნარკოტიკების მოხმარების მუხლით
გასამართლებულ პირებს იყვანენ სამსახურში.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს კანონთან


კონფლიქტში მყოფი პირების თვითდასაქმების საგრანტო პროგრამებით მხარდაჭერის
გაგრძელება, რაც ასევე წარმოადგენს დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ქმედით
ღონისძიებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება
საგრანტო პროექტი „ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“. პროექტში
მონაწილეობას იღებენ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის
პროგრამის“ ბენეფიციარები, რომლებიც ბიზნესიდეების დაფინანსებას იღებენ სოფლის
მეურნეობის, ვაჭრობისა და მომსახურების დარგებში. სამინისტროს ინფორმაციით
ყოველწლიურად იზრდება ბენეფიციართათვის გაცემული დაფინანსება. წარმატებული
ისტორიები ძირითადად სოფლის მეურნეობას უკავშირდება. კერძოდ ღვინის, რძის, ყველის
წარმოებას, საფუტკრე მეურნეობის მოწყობას, სხვადასხვა ბოსტნეულის, მაგ. კარტოფილის
მოყვანას და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ საგრანტო კონკურსებისთვის დამახასიათებელი სასტარტო


გამოცდილების/კაპიტალის მქონე პირებისთვის უპირატესობის მინიჭების არგუმენტები ამ
შემთხვევაშიც იჩენს თავს. ის პირები, რომელთაც გააჩნიათ ბიზნესის, მეურნეობის წარმოების
გამოცდილება, აგრეთვე უკვე აქვთ წამოწყებული ბიზნესი და სჭირდებათ მისი გაძლიერება,
მეტად ფინანსდებიან. გამოუცდელ ბენეფიციარებს ნაკლებად აქვთ წარმატებული
ბიზნესის განვითარების შანსი და გრანტის ეფექტიანად განკარგვის შესაძლებლობა. ასეთ
შემთხვევებში მეტად სასარგებლო იქნება მათი გამოცდილ ბენეფიციარებთან დასაქმება -
ასეთი ბენეფციარები იღებენ დასაქმებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

30
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების
პროფესიული განათლების მიღებისა და
დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორები
პროფესიული განათლების მიღებასა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების
რესოციალიზაციის პროცესს შორის არსებული კავშირის მიუხედავად, არსებობს რიგი
საკითხებისა, რომელიც ხელს უშლის საგანმანათლებლო პროცესში ბენეფიციარების ჩართვას
და ამცირებს არსებული პროგრამების ეფექტიანობას - ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია
ადასტურებს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს
შეთავაზებულ საგანამანათლებლო პროგრამებში. კიდევ უფრო ნაკლებია დასაქმებულ
ბენეფიციართა რაოდენობა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს საზოგადოებაში არსებული სტიგმა კანონთან კონფლიქტში


მყოფ პირებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის აღნიშნული კატეგორიის პირების
დასაქმებას მათ მიერ რეაბილიტაციის პროცესში გავლილი პროფესიული კურსების და
შეძენილი ცოდნის მიუხედავად. ეს მდგომარეობა მიუთითებს, რომ მხოლოდ პროფესიული
გადამზადება ვერ გადაჭრის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისა და
რესოციალიზაციის პრობლემას. საზოგადოების მიუღებლობა და უნდობლობა ნეგატიურ
გავლენას ახდენს მათზე, იწვევს მათ დემოტივაციასა და უიმედობას. ეს მდგომარეობა
მნიშვნელოვნად ამცირებს ყოფილი და პირობითად მსჯავრდებული პირების მოტივაციას
მიიღონ განათლება და/ან აიმაღლონ კვალიფიკაცია. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ
შეიმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებები, გარკვეული ნაბიჯები გადადგას დამსაქმებელთა
დაინტერესებისთვის, გაზარდოს მათი მოტივაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების
დასაქმებისთვის. ერთ-ერთ გზას შესაძლოა წარმოადგენდეს დამასაქმებლებისთვის ფინანსური
ინტერესის შექმნა (საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებადი ვაუჩერები
თითოეული დასაქმებულისთვის და ა.შ.). ასევე საჭიროა სოციალური ნორმების შეცვლასა და
საზოგადოებრივი სტიგმის დაძლევაზე მიმართული პროგრამების შემუშავება.

დასაქმების ხელისშემშლელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სოციალურად


დაუცველის სტატუსის და შესაბამისად სოციალური შეღავათების დაკარგვის შიში. ფინანსური
დახმარების გარდა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბენეფიციარების ოჯახის
წევრებს აქვთ დამატებითი შეღავათები, მაგალითად განათლების უფასოდ მიღების
შესაძლებლობა, რაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მნიშვნელოვანი ბენეფიტია.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის


თანახმად ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი
პირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა მნიშვნელოვან
პრობლემას უქმნის მათ დასაქმების დროს - სხვა შესაძლებლობებთან შედარებით მარტივად
დასაქმება შესაძლებელია მძღოლად ან დისტრიბუტორად, მართვის მოწმობის უქონლობის
გამო კი ვერ ხერხდება მათი დასაქმება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სამმართველოს


წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს,
განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ახლად გათავისუფლებულ
ყოფილ მსჯავრდებულებს, აქვთ საკუთარი შესაძლებლობების არაადეკვატური შეფასება.
ისინი ხშირად არ თანხმდებიან მათი აზრით ნაკლებად პრესტიჟულ სამუშაოს, თვლიან რომ
შეუძლიათ უკეთესი სამუშაოს პოვნა, რაც სამომავლოდ მათ ფრუსტრირებას და უიმედობას
იწვევს. ეს ფაქტები მიუთითებს, რომ რეაბილიტაციის პროცესი ძირითადად მიმართულია
ფსიქო-სოციალური ასპექტების გაუმჯობესებაზე, არასავალდებულო განათლებისა და
დასაქმების პროგრამების მიმართულებით კი მსაჯვრდებულებთან მომუშავე სოციალურ
მუშაკებს ნაკლები დრო რჩებათ, ხშირად ეს მუშაობა საინფორმაციო ხასიათს ატარებს

31
პროფესიული კურსების შესახებ, რაც არასაკმარისია. ბენეფიციარები ნაკლებად ფლობენ
ინფორმაციას შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. მათი პროფესიული
კურსების არჩევანი განპირობებულია ერთის მხრივ შეთავაზებული კურსების ჩამონათვალით,
რომელიც შეზღუდულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მეორეს მხრივ
საკუთარი წარმოდგენებით დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. არცთუ იშვიათად მათი
წარმოდგენები „ინგლისურითა და კომპიუტერით“ შემოიფარგლება. ბუნებრივია ინგლისური
ენის სამთვიანი სასწავლო კურსის გავლა ვერ იძლევა დასაქმებისთვის საჭირო ცოდნას.
სასურველია კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს კურსების ჩამონათვალთან ერთად
მიეწოდოთ ინფორმაცია, შრომით ბაზარზე არსებული აქტუალური მოთხოვნების შესახებ.
ასევე გამოვლინდეს ბენეფიციართა რეალური სწავლების საჭიროებები, შეფასდეს არსებული
კვალიფიკაცია, რაც რეალობასთან შესაბამისი კურსის არჩევის გარდა, მათი ადეკვატური
თვითშეფასების საფუძველი გახდება.

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დროში გაწელილი პროცესი


ბენეფიციარების ინტერესის დაქვეითებას იწვევს. პროგრამა დაწყებამდე გრძელ გზას გადის:
პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსადმი მიმართვის შემდეგ, ეს უკანასკნელი პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებს აცნობებს მოთხოვნილი პროგრამების შესახებ.
შემდეგი ეტაპი დაწესებულებების მიერ შემუშავებული პროექტების წარდგენაა განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროდან პროგრამული დაფინანსების მისაღებად, სამინისტროში
არსებული საბჭოს მიერ პროექტებს დამტკიცების შემდეგ კი იწყება პროგრამა. ამ პერიოდში
ბენეფიციართა ენთუზიაზმი იკლებს და მათი ნაწილი წყვეტს საგანმანათლებლო პროგრამებში
მონაწილეობას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ პროგრამის დასაწყებად თითოეული
კურსისთვის უნდა შედგეს მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფი. რამდენადაც ეს ჯგუფები დგება მხოლოდ
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისგან, სხვადასხვა ინტერესების მქონე ბენეფიციარებს
უწევთ ლოდინი ჯგუფის დაკომპლექტებამდე. რაც ასევე იწვევს მათი ინტერესის დაქვეითებას/
დაკარგვას. გარდა ამისა, პროგრამის დაწყების ლოდინში შესაძლოა ბენეფიციარმა
შეიცვალოს ინტერესი.

საგანამანათლებლო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართვის მოტივაცია საკმაოდ დაბალია


რიგი მიზეზების გამო. ამ მიზეზებს მიეკუთვნება ბენეფიციართა შიში და კომპლექსი სწავლების
პროცესისადმი ზოგადი განათლების უქონლობის გამო. ნაწილი ბენეფიციარებისა
პროფესიული კურსების გავლის აზრს ვერ ხედავს დასაქმების პერსპექტივის უქონლობის
გამო. დაბალი მოტივაციის ერთ-ერთ მიზეზს ასევე სასაჯელაღსრულების სისტემისადმი
უნდობლობა წარმოადგენს, მსჯავრდებულებს ნაკლებად სურთ იქონიონ რაიმე კავშირი
სისტემასთან სასჯელის მოხდის შემდეგ.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის შემუშავებული პროფესიული კურსების


ხანგრძლივობა პროფესიათა უმეტესობის სრულყოფილად შესწავლისთვის საკმარისი არ
არის. 2-3 თვის განმავლობაში ბენეფიციარებს შეუძლიათ ამ პროფესიების შესახებ მხოლოდ
საბაზისო ცოდნის მიღება. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა
ხანგრძლივობა 2-4 წელია და მათი დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცოდნის
დამადასტურებელი დიპლომი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის გადამუშავდება
და დგება 2-4 თვიანი კურსები. კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
მოკლევადიანი პროგრამების არსებობა პენიტენციურ დაწესებულებებისთვის არის
მოსახერხებელი მსჯავრდებულთა სხვადასხვა დაწესებულებებში ხშირი გადასვლის გამო.
ყოფილ პატიმრებს და პირობით მსჯავრდებულებს შეუძლიათ გრძელვადიან, სადიპლომო
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და განათლების მიღება. თუმცა მოკლევადიანი,
მსჯავრდებულთა მხარდაჭერის პროგრამებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მიმართვაა
საჭირო პროგრამის გასავლელად, ამ შემთხვევაში მოუწევთ პროფესიული ტესტირების გავლა
და სხვა მოთხოვნების (მაგ. ზოგადი განათლების მეორე-მესამე საფეხურის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარმოდგენა) დაკმაყოფილება. მოკლევადიანი კურსები ეფექტიანი იქნება

32
არსებული პროფესიის შემთხვევაში კვლიფიკაციის შენარჩუნების/ამაღლების თვალსაზრისით,
მაგრამ მხოლოდ პროფესიათა ვიწრო სპექტრის შემთხვევაშია შესაძლებელი ახალი პროფესიის
დაუფლება. ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენს მოდულური სწავლება, სადაც პროფესიის
რომელიმე მოდულის გავლა უზრუნველყოფს მოდულით გათვალისწინებული კონკრეტული
უნარ-ჩვევისა და ცოდნის მიღებას, რაც ასევე სერტიფიკატით იქნება დადასტურებული.
რამდენადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმება პრობლემურია და ბევრი
მათგანის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება პროფესიულ
პროგრამებზე სწავლის მსურველი ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა. კანონთან
კონფქლიტში მყოფი პირების პროფესიულ საგანმანათლებლო პროცესში ჩართული მხარეები
აღნიშნავენ, რომ ბენეფიციარების ენთუზიაზმი განათლების მიღების პროცესისადმი იზრდება,
თუ ამ პროცესში ჩართულია ფინანსური კომპონენტი - სწავლის დროს მგზავრობისა და კვების
ანაზღაურება, ანაზღაურებადი სტაჟირება.

არ ხდება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგანამანათლებლო და დასაქმების


პროგრამების გავლენის სისტემური შეფასება. ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია
პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებში არსებობს მანამ, სანამ პირი სისტემის ნაწილი
ან პროგრამის მონაწილეა. არ არსებობს სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაციის
ერთიანი ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება გარკვეული დასკვნების გაკეთება ამა
თუ პროგრამის ეფექტიანობის შესახებ. ყოველთვის არ არის შესაძლებელი დადგინდეს
პროგრამაში უნიკალურ მონაწილეთა რაოდენობის დადგენა. პროცესში ჩართულ უწყებებში
ელექტრონული აღრიცხვიანობის დანერგვა, რეაბილიტაციის პროგრამებისა და მათში
მონაწილე ბენეფიციარების ერთიანი ბაზის შექმნა სარეაბილიტაციო პროგრამების შეფასების
სისტემის შექმნასთან ერთად ხელს შეუწყობს ამ ხარვეზის აღმოფხვრას.

33
დანართი 1

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების


ევროპული გამოცდილება
ევროპის ქვეყნების მაგალითი უჩვენებს, რომ დუალური სწავლების წარმატებული
განხორციელებისთვის აუცილებელია კოოპერაცია სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო
სექტორის, დარგობრივი ასოციაციებისა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობით.
ქვემოთ მოცემულია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ყველაზე წარმატებული
გამოცდილების მქონე სამი ქვეყნის დუალური სწავლების თავისებურებები18.

გერმანია
გერმანიაში პროფესიული სწავლების მნიშვნელოვანი ელემენტია დუალური სწავლების
მოდელი. სწავლება როგორც წესი სამი წელი გრძელდება. ძირითადი მოთხოვნა არის
მსურველს ჰქონდეს დამთავრებული სკოლა. დუალური სისტემა მოიცავს ყველა სექტორს და
ფარავს 329 პროფესიულ ტრენინგს. ტრენინგებისთვის შეირჩევიან როგორც საჯარო, ასევე
კერძო საწარმოები.

საწარმოები კონტრაქტს დებენ სტუდენტებთან, ისინი ფარავენ ტრენინგების ხარჯებს და ასევე


აძლევენ მათ გარკვეულ ანაზღაურებას. პროფესიულ სასწავლებლებში მუშავდება სასწავლო
კურიკულუმი, რომელიც ჰარმონიზებულია ტრენინგ რეგულაციებთან. სისტემის მონიტორინგი
ხორციელდება კონკრეტული პალატის ან ავტონომიური სავაჭრო და დარგობრივი
ასოციაციების მიერ.

2012 წლისთვის კომპანიების ნახევარი ჩართული იყო დუალური სწავლების სისტემაში.რაც


უფრო დიდია საწარმო/კომპანია, მით უფრო იზრდება სტუდენტის დასაქმების შესაძლებლობა.
დასაქმებულთა რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით: მცირე საწარმოები - 64%, საშუალო
საწარმოები - 70% და დიდი საწარმოები - 79%.

2013 წლისთვის ყველა სექტორში შეიმჩნეოდა კლება ხელმისაწვდომი სტაჟირების ადგილებზე.


ამის მიზეზი კი როგორც დემოგრაფიული განვითარება და გარკვეული სფეროების ნაკლები
პოპულარულობაა (მაგ: სასტუმრო მომსახურება, ქეითერინგი და სახლის დალაგება). ამ
პროცესებმა ნათელი გახადა, რომ საჭირო იყო პროფესიების განვითარება და ადაპტაცია.
სწორედ ამ მიზნით მოხდა 14 პროფესიული ტრენინგის რესტრუქტურიზაცია, 12 ტრენინგის
მოდერნიზაცია და 2 ახალი მიმართულების შექმნა.

გერმანიაში საწარმოო ტრენინგის მიწოდების რამდენიმე მოდელი არსებობს:

► საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ მიაწოდონ კომპანიებს კომპანიის შიდა


ტრენინგები - კომპანია საკუთარ თავზე იღებს ტრენინგის ჩატარებას, თუმცა სწავლების
სხვადასხვა ეტაპზე უწევთ მიმართონ პარტნიორ კომპანიებს.

► მეორე მოდელის მიხედვით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურსი კომპანიის


გარეთ მიმდინარეობს - დიდ კომპანიაში, რომელსაც შეუძლიათ პროფესიული კურსებით
უზრუნველყოფა, რაც ერთგვარი შეკვეთაა ხარჯების ანაზღაურების გარეშე.

18 http://www.cedefop.europa.eu/en/publications-and-resources/country-reports

34
► სასწავლო კონსორციუმის მოდელი - რამდენიმე კომპანია ერთად მუშაობს პროფესიულ
კურსებზე. თუ ერთმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რაც შესაძლოა ჰქონდეს
სტუდენტს არჩეული მიმართულების გათვალისწინებით, მაშინ იგი მიდის სხვა კომპანიაში
(როტაციის პრინციპი).

► სასწავლო ასოციაციის მოდელი - ცალკეული კომპანიები ქმნიან ორგანიზაციას, რომლის


მიზანი სწავლება/კურსების მიწოდებაა. აღნიშნულ ორგანიზაციას აქვს თავისი სტრუქტურა
და არეგულირებს წევრი კომპანიების უფლებებსა და მოვალეობებს.

კარიერული დაგეგმვა
განათლების სექტორში საკონსულტაციო მომსახურება მიმართულია კარიერული
სწავლებისკენ. სერვისები განსხვავდება რეგიონებისა და სკოლების მიხედვით. სასკოლო
კურიკულუმში შედის კარიერული დაგეგმვის საფეხურიც. იგი მოიცავს რამდენიმე საგანს,
რომელსაც მოსწავლეები ეტაპობრივად გადიან. ამ კურსებს მხარს უჭერს ადგილობრივი
კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი. მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში მოსწავლეები სტუმრობენ
სხვადასხვა კომპანიასა და საწარმოს.

მთავრობა დამატებით ხარჯებს გამოყოფს სკოლის მოსწავლეებისთვის პრაქტიკაზე


ორიენტირებული კურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა თავიდან აიცილოს მათ
მიერ დროზე ადრე სკოლის დატოვების პრაქტიკა. სკოლის გარკვეულ ეტაპზე დატოვების
შემდეგ მთავრობა ასეთ მოსწავლეებს სთავაზობს სერთიფიკატს და უზრუნველყოფს
პრაქტიკული კურსებით 2 კვირის განმავლობაში სამი სხვადასხვა მიმართულებით.
პროგრამები “საგანმანათლებლო ჯაჭვი” და “წვრთნა მუშაობის დაწყებისთვის” უზრუნველყოფს
სკოლის შემდგომ მოსწავლეების მოხვედრას პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე
არსებობს პროგრამა, რომელიც ეხმარება განსაკუთრებული საჭიროებების სიძნელეების
მქონე მოსწავლეებს და ცდილობს ერთმანეთს შეუთავსოს კომპანიების მოთხოვნები ამ
ახალგაზრდების შესაძლებლობებს. პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიული სწავლების
ხელმისაწვდომობას ყველასთვის.

პროგრამის განხორციელების მექანიზმი და მართვა


დუალური სწავლების პროგრამა ხორციელდება სახელმწიფოს, კერძო სექტორისა
და სოციალური პარტნიორების თანამშრომლობით და გულისხმობს კონკრეტული
პასუხისმგებლობების განაწილებას. დამსაქმებლები და ასოციაციები ასრულებენ
მნიშვნელოვან როლს, რათა პროფესიული სწავლება შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს,
რაც შრომის ბაზარს ინდუსტრიას აქვს. ცვლილებების შეტანის საჭიროების შემთხვევაში,
მთავრობა, ასოციაციები და კომპანიები თანხმდებიან ძირითად პრინციპებზე და შემდგომში
ხდება ადაპტაცია.

დუალური სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა


პროფესიული სწავლების ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს სტანდარტი, რომელიც
განსაზღვრავს პროფესიული კურსების კონტექსტსა და დროით ჩარჩოს. დამსაქმებლები და
ასოციაცები ერთად შეიმუშავებენ მოთხოვნებს სტანდარტისთვის. ამასთან ერთად, სკოლები და
პროფესიული სასწავლებლები აწვდიან საწარმოებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი
აკადემიური მოსწრება აქვთ სტუდენტებს. კონტრაქტი დამსაქმებელსა და სტუდენტებს შორის

35
ასევე მოიცავს კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს
სწავლების ხარისხს. ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია ასევე ანგარიშები,
რომლებიც აღწერენ კომპანიაში მუშაობის ინტენსივობასა და შესრულების ხარისხს.

ავსტრია
დუალური პროფესიული სწავლება ავსტრიაში გულისხმობს ორ ადგილზე სწავლებას
- კომპანიაში და პროფესიულ სკოლაში ნახევარ განაკვეთზე (80:20 თანაფარდობით).
ამჟამად ხელმისაწვდომია 200-მდე სტაჟირების პროგრამა. თითოეული პროგრამისთვის
მოქმედებს განსხვავებული რეგულაციები, რომელიც მოიცავს კომპეტენციების პროფილს და
სამუშაოს პროფილს. სკოლის შიგნით სწავლებები რეგულირდება კურიკულუმით, რომელიც
ვალიდურია მთელს ავსტრიაში. სკოლებს შეუძლიათ გარკვეული კურსების ავტონომიურად
შემოტანა. სტაჟირების სისტემაში ჩართულია მრავალი აქტორი, მათ შორის მნიშვნელოვან
როლს თამაშობენ სოციალური პარტნიორები.

სტაჟირება ხელმისაწვდომია ყველა ახალგაზრდისთვის, რომელსაც აქვს 9 წლიანი განათლება


მიღებული საშუალო სკოლაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ კომპანიებს აქვთ მოლოდინი,
რომ სტუდენტებს ჰქონდეთ გარკვეული კვალიფიკაცია საშუალო სკოლის საფეხურიდან.
ახალგაზრდების უმეტესობა (35%) ესწრება პროფესიულ განათლებამდე კურსს, რომელიც
ერთი წელი გრძელდება ან ტოვებენ პროფესიულ სასწავლებელს ერთი წლის შემდეგ, რათა
ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში.

ამჟამად ახალგაზრდების 40% სარგებლობს (ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით)


სტაჟირების პროგრამით. 40% ჩართულია პროფესიული განათლების პროგრამაში,
რომელიც ეყრდნობა სკოლის შიდა კურსებს. 20% კი აგრძელებს აკადემიურ საშუალო
სკოლას. სტაჟირებაში მონაწილეთა რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში იკლებს, რაც
უკავშირდება დემოგრაფიულ სურათს. შემდეგი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს
სტაჟირების მსურველთა რაოდენობაზე არის, პროფესიული, სრულ განაკვეთიანი სკოლები
და აკადემიური საშუალო სკოლები.

ანალიზი ცხადყოფს, რომ სტაჟირების პროგრამა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც აქვს


კომპანიებს: 2013 წლისთვის კურსდამთავრებულ სტაჟიორთა 92,4% დასაქმდა არჩეული
პროფესიული მიმართულებით, 30%-მა კი დაიკავა მენეჯერული პოზიციები.

დაფინანსება
კომპანიის ტრენინგის ხარჯებს ანაზღაურებს შესაბამისი კომპანია, ხოლო პროფესიული
სკოლის კურსები ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. რაც ნიშნავს, რომ მთავარი დაფინანსება
კომპანიებისგან მოდის. სტაჟირების პროგრამის ხარჯების მთავარი წილი ანაზღაურებაზე
მოდის, რომელიც იზრდება მუშაობის წლების პარალელურად.

ტრენინგ კომპანია იღებს თანხას თითოეულ სტაჟიორზე და ეს თანხა დამოკიდებულია


სტაჟირების ხანგრძლივობაზე. სტაჟიორები ანაზღაურებას იღებენ ავსტრიის დასაქმების
სერვისის სამსახურის მხრიდან. ძირითად ხარჯებს ფარავს ავსტრიის გადახდისუუნარობის
ფონდი, რომელიც თავის მხრივ არსებობს დამსაქმებელთა კონტრიბუციების ხარჯზე.

პროფესიული სკოლების აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა თუ დანადგარებით ფინანსდება


ფედერალური ადმინისტრაციული ერთეულების მხრიდან. მაშინ როცა სწავლებისთვის
აუცილებელი პერსონალის ხარჯებს თანაბრად ინაწილებს შესაბამისი ადმინისტრაციული
ერთეული და ფედერალური მთავრობა.

36
ტრენინგ კომპანიები ავსტრიაში მარაგდება სხვადასხვა სახის ონლაინ თუ ბეჭდური სასწავლო
მასალით. ეს მასალები მოიცავს კვლევის ბაზებს, რეკრუტირების სახელმძღვანელოებს,
აპლიკანტების შესარჩევ ტესტებს და ა.შ. http://www.ausbilder.at/ ეს ვებსაიტი მოიცავს როგორც
საჭირო ინფორმაციულ რესურს, ასევე სახელმძღვანელოებს კომპანიებისთვის შესაფერისი
სტაჟიორების მოსაზიდად.

კარიერული დაგეგმვა
დუალური განათლებისადმი ინტერესის ზრდისთვის ზომებს იღებენ, როგორც ტრენინგ
კომპანიები, ასევე სტაჟიორების მაძიებლები და სტაჟიორები. იმის დასამტკიცებლად, რომ
სტაჟირების პროგრამები არის თანამედროვე და საინტერესო, ტრენინგის შინაარსი მუდმივად
იცვლება და ადაპტირდება ეკონომიკის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

სავალდებულო საშუალო განათლების დასრულებამდე მოსწავლეებს ასევე აქვთ


სავალდებულო კარიერული დაგეგმვის კურსები. ზოგ შემთხვევაში ესაა ცალკეული საგანი, ზოგ
შემთხვევაში კი რომელიმე საგანი მოიცავს ამ საკითხებს. ამ საგნების მიზანია მოსწავლეების
ინფორმირება სტაჟირების პროგრამის შესახებ. ავსტრიის დასაქმების სამსახურს ასევე
აქვს კარიერული დაგეგმვის სერვისი. გარდა ამისა, არსებობს სოციალური პარტნიორობის
ორგანიზაციები, რომლებიც მსურველებს სთავაზობენ კარიერული დაგეგმვის სერვისებს.
ცენტრები ასევე ეხმარებიან სკოლებს განახორციელონ აქტივობები, რომლებიც უკავშირდება
კარიერულ დაგეგმვას და სთავაზობენ მათ ონლაინ ბაზებს, ბროშურებს და საინფორმაციო
ფილმებს.

მართვა
სტაჟირების პროგრამის სათავეში რამდენიმე ინსტიტუცია დგას: სახელმწიფო დონეზე
ეკონომიკისა და განათლების სამინისტროები იღებენ პასუხისმგებლობას კომპანიაზე
და სკოლაზე დაფუძნებული ტრენინგების ორგანიზებაზე, ისინი ასევე იღებენ სტაჟირების
პროგრამის მარეგულირებელ ძირითად კანონებს.

რეგიონალურ დონეზე ტრენინგ კომპანიები და ნახევარგანაკვეთიანი პროფესიული სკოლები


არიან მთავარი აქტორები.

სოციალური პარტნიორობის ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტაჟირების


პროგრამის მართვაში, განსაკუთრებით სტაჟირების პროგრამის დიზაინის შემუშავების
ეტაპზე. სოციალური პარტნიორები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ როცა საქმე ეხება
კარიერულ დაგეგმვას.

37
სტაჟირების ხარისხის უზრუნველყოფა
ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ხარისხის საკითხი
პროფესიულ განათლებაში. ხარისხის მართვის მიმართულებით დაინერგა ახალი
პროცედურები და ინსტრუმენტები:

► ახალი სტაჟირების პროგრამების დანერგვა და არსებულის მოდერნიზაცია;

► ტრენინგ კომპანიების აკრედიტაციის პროცედურა;

► რენერები უნდა აკმაყოფილებდნენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ისინი უნდა


ფლობდნენ როგორც საგანთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, ასევე უნდა ჰქონდეთ
მინიმალური ტექნიკური ცოდნა პროფესიულ პედაგოგიკაში;

► სტაჟიორებისა და გამომცდელების საგამოცდო მომზადება.

დანია
დანიაში სტაჟირების კურიკულუმი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ნაწილია, რომელიც
სთავაზობს მსურველებს ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციას კონკრეტულ, დამსაქმებლების
მიერ აღიარებულ პროფესიებში.

დანიური პროფესიული განათლება ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპს:

1. დუალური სწავლების პრინციპი, როდესაც სწავლება ხორციელდება, როგორც სკოლაში,


ასევე საწარმოში. იგი უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ იმ პრაქტიკული, პერსონალური და
თეორიული ცოდნის მიღებას, რომელსაც ითხოვს შრომის ბაზარი;

2. სოციალური პარტნიორის ჩართვის პრინციპი, რაც ითვალისწინებს სოციალური


პარტნიორების მონაწილეობას პროფესიული განათლების სისტემასთან დაკავშირებული
საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

3. პრინციპი “სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე” - სისტემა მეტად მოქნილია და სთავაზობს


მსურველებს, მიუბრუნდნენ პროფესიული განათლების მიღებას გარკვეული პერიოდის
შემდეგ.

დანიური სტაჟირების პროგრამა შედგება 5 ძირითადი ელემენტისგან: 1,2,3 ელემენტი იძლევა


კვალიფიციურ სამუშაოზე სრულ ხელმისაწვდომობას, ხოლო 4 და 5 ელემენტი - ნაწილობრივ
კვალიფიციურ სამუშაოზე. თითოეული ელემენტისთვის სტაჟირების პროგრამას უნდა ჰქონდეს
შეთანხმება, რაც გულისხმობს ხელშეკრულების გაფორმებას საწარმოსთან.

1. პროფესიული საშუალო განათლება და სწავლება, რომელიც არის “მთავარი გზა”,


რომელსაც სტუდენტების უმრავლესობა მიმართავს;

2. პროფესიული და ზოგადი საშუალო განათლების კომბინაცია - ახალი გზა, რომელსაც


მიმართავენ მოტივირებული სტუდენტები, რომელსაც სურთ ორმაგი კვალიფიკაციის
დაუფლება;

3. ახალი სტაჟირება - მიმართავენ სტუდენტები, რომელთაც აქვთ სწავლებისადმი პრაქტიკული


მიდგომა;

38
4. ძირითადი პროფესიული განათლება და სწავლება - მიმართავენ სტუდენტები, რომელთაც
აქვთ სწავლებისადმი პრაქტიკული მიდგომა;

5. ინდივიდუალური პროფესიული სწავლება - მიმართავს სტუდენტების მცირე ნაწილი.

პროგრამის მართვა
დანიის პარლამენტი შეიმუშავებს პროფესიული განათლებისა სწავლების სისტემის ზოგად
ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის მენეჯმენტს, სტრუქტურასა და მიზანს.
სოციალური პარტნიორები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს პროფესიული განათლების
ყველა ეტაპზე. ისინი ამოწმებენ რამდენად შეესაბამება ერთმანეთს პროფესიული
სწავლების დებულება და შრომის ბაზრის მოთხოვნები. სოციალური პარტნიორების გარდა,
სხვა დაკავშირებული მხარეებიც არიან ჩართულნი პროგრამის მართვაში. განათლების
სამინისტრო ქმნის პროფესიული განათლების საბჭოს, რომელიც კომპლექტდება სოციალური
პარტნიორების მიერ წარდგენილი მხარეებით. ამ საბჭოში ასევე მოიაზრებიან მასწავლებლები
და მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში. საბჭოს ფუნქციაა გასცეს
რჩევები და რეკომენდაციები პროფესიული განათლების პროგრამის ფუნქციონირებასთან
დაკავშირებით, მაგალითად სტრუქტურის, კოლეჯების აკრედიტაციის საკითხს. ამასთან
ერთად განათლების სამინისტროს შეუძლია შექმნას განვითარების კომიტეტი, რომლის
მიზანი პროფესიული მიმართულების განვითარება და არსებული მოთხოვნების მოკვლევაა,
რათა კონკრეტული მიმართულებებით მოხდეს პროფესიული სწავლების დანერგვა.

დამსაქმებლები და დასაქმებულები ასევე ქმნიან სავაჭრო კომიტეტებს, დანიაში 50-მდე ასეთი


კომიტეტია. კომიტეტებს ევალებათ, თვალყური ადევნონ სხვადასხვა სექტორის განვითარებას,
შრომით ბაზარს და წამოაყენონ ინიციატივები ახალ პროფესიულ ტრენინგებთან ან არსებულის
გაუქმებასთან დაკავშირებით, თუ იგი არ არის მოთხოვნადი შრომითი ბაზრის მიერ. სავაჭრო
კომიტეტებს ევალებათ განსაზღვრონ რამდენად შესაფერისია კონკრეტული საწარმო
სწავლებისთვის, აგვარებენ კონფლიქტს საწარმოსა და სტაჟიორებს შორის. კოლეჯებში
კომიტეტები აფუძნებენ ადგილობრივ საგანმანათლებლო კომიტეტებს.

დაფინანსება
პროფესიულ სასწავლებლებსა და კომპანიებს შორის კოოპერაციას ხელს უწყობს კოლეჯებში
არსებული პროფესიონალთა ჯგუფი.

პროფესიული განათლების თითქმის ყველა პროგრამაზე მიღება უფასოა. სტუდენტების


უმეტესობა პროფესიულ განათლებას იწყებს კოლეჯში საბაზისო კურსით, თუმცა
შესაძლებელია, რომ მათ პირდაპირ კომპანიაში დაიწყონ სწავლება და შემდეგ გაიარონ
ძირითადი პროგრამა კოლეჯში.

სტუდენტები კომპანიისგან იღებენ ანაზღაურებას პრაქტიკული ტრენინგების მიმდინარეობის


პერიოდში. ყველა კომპანია, საჯარო თუ კერძო, ვალდებულია, რომ ყოველწლიურად გაიღოს
თანხა პროგრამისთვის, იმისდა მიუხედავად, ჰყავთ თუ არა მათ სტაჟიორები.

39
კარიერული დაგეგმვა
ყველა პროფესიული კოლეჯს აქვს საგანმანათლებლო საბჭოები, რომლებიც ეხმარებიან
სტუდენტებს კარიერულ დაგეგმვაში. სტუდენტებს მიმაგრებული ჰყავთ “საკონტაქტო პირები”,
რომლებიც მათ ეხმარებიან კარგი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში. სტუდენტები,
რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ, იღებენ მენტორის დახმარებას. მათ
შეუძლიათ მიიღონ ასევე ფსიქოლოგიური დახმარებაც.

კოლეჯს ასევე ევალება აქტიურად ეძიოს კურსდამთავრებულებისათვის შესაბამისი ადგილები


კომპანიაში. ამ გაწეული სამუშაოსთვის ისინი იღებენ სპეციალურ გრანტს.

ხარისხის უზრუნველყოფა
განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია თვალყური ადევნოს პროფესიული განათლებისა
და ტრენინგ პროგრამებს. სავაჭრო კომიტეტები კი უზრუნველყოფენ, რომ კომპანიებმა
გაიარონ გარკვეული ტრენინგები, ასევე მონიტორინგს უწევენ კომპანიის შიდა ტრენინგებს.

თითოეულ კოლეჯს მოეთხოვება ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის და შეფასების სისტემა.


შედეგები არის საჯარო და კოლეჯების ვებ გვერდებზეა განთავსებული, რაც შედეგების
შედარების საშუალებას იძლევა.

40
დანართი 2
განათლება სასჯელაღსრულებით
დაწესებულებებში (ევროკავშირის ქვეყნები)
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის მათი სამომავლო რეინტეგრაციისა და
რესოციალიზაციის პროცესისა და მიმდინარე რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია
ევროკავშირის ქვეყნებში არსებული გამოცდილების განხილვა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე
მაგალითი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ მომზადებულ ანგარიშზე
„ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების
შესწავლა“ დაყრდნობით.

გერმანიაში პენიტენციური სისტემის რეგულირება 2006 წლიდან ფედერალური მიწების


კომპეტენციას წარმოადგენს და რესოციალიზაციისადმი მიდგომა მიწების მიხედვით
განსხვავდება, ზოგიერთ მათგანში რესოციალიზაცია საზოგადოების დაცვამ შეცვალა.
შესაბამისად მსჯავრდებულების რეაბილიტაციისადმი, მათ შორის მათი განათლებისადმი
დამოკიდებულებაც განსხვავებულია. მაგალითად ქვემო საქსონიაში იზიარებენ 1977
წლის ფედერალური კანონის არსს, რომელის მიხედვით პენიტენციური სისტემის მიზანს
რესოციალიზაცია წარმოადგენს. პატიმრებს ფსიქო-სოციალური პროგრამების გარდა,
კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესული განათლების მიღების საშუალება აქვთ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრენინგების შინაარსი თანხვედრაშია შრომის ბაზრის
მოთხოვნებთან, რაც უზრუნველყოფილია დასაქმების ფედერალური სააგენტოს რეგიონალურ
დირექტორატთან და განათლების მიმწოდებლებთან თანამშრომლობით.

ქვემო საქსონიაში იუსტიციის სამინისტრო (ევროპის სოციალური ფონდის დაფინანსებით)


ხელს უწყობს პროექტებს, რომელთა მიზანია პატიმართა პროფესიული რეინტეგრაცია.
გათავისუფლებამდე ექვსი თვით ადრე, პატიმრებთან მუშაობას იწყებენ სოციალური
მუშაკები და დახმარებას უწევენ მათ სამუშაოს მოძებნასა და განთავისუფლების შემდეგ
ცხოვრებისთვის მომზადებაში. გათავისუფლების შემდეგ ამგვარი მხარდაჭერა კიდევ ექვსი
თვის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისი დაფინანსების მიღების შემდეგ ყოფილი
მსჯავრდებულების მხარდასაჭერ პროექტებს ახორციელებენ არასამთავრობო თუ კერძო
ორგანიზაციები, რომელთაც პროფესიული განათლების მიწოდებასა და უმუშევართა
პროფესიულ ინტეგრაციაში შესაბამისი გამოცდილება აქვთ19.

გერმანიის კიდევ ერთ მიწაზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში წლების განმავლობაში


ხორციელდებოდა MABiS.NeT - „ბაზარზე ორიენტირებული ტრენინგი და დასაქმება (ყოფილ)
პატიმართა ინტეგრაციისათვის“. პროექტის მხარდაჭერაში ჩართული იყო ევროკავშირი
ინიციატივის Integra საშუალებით. პროექტი სამი ძირითადი მიართულებით ხორციელდებოდა:
1. დასაქმების შესაძლებლობებისა და პროფესიული განათლების გაუმჯობესება ციხეში; 2.
დასაქმების შესაძლებლობები გათავისუფლების შემდგომ; 3. სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
პროგრამა განკუთვნილი იყო 14-დან 40 წლამდე პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების შრომის
ბაზარზე ინტეგრაციისათვის მოსამზადებლად. ბენეფიციარები იღებდნენ ინდივიდუალურ
კონსულტაციებსა და დახმარებას პროფესიული განათლებისა და დასაქმების საკითხებში.
შემდგომ წლებში პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სერვისების მიმწოდებელი სააგენტოების
ქსელი, რომელიც უზრუნველყოფდა ყოფილი პატიმრებისათვის ტრენინგის, დასაქმების
ხელშეწყობისა და სხვა სერვისების მიწოდების უწყვეტობას20.

19 Niedersächsisches Landesjustizportal. Besondere Projekte für Straffällige. https://www.justizportal. niedersachsen.de/justizvol-


lzug/besondere_projekte_straffaellige/besondere-projekte-fuerstraffaellige-10664.html
20 Deutches Jugendinstitut. SINTEGRA - Übergangsmanagement Junger Strafentlassener. MABiS.NeT – Marktorientierte Ausbil-
dungs- und Beschäftigungsintegration für (ehemalige) Strafgefangene. http://db.dji.de/cgi-bin/db/dbrecout.php?rowid=6390&db=24&
dbsuche=24&tabelle=db_stamm

41
ნორვეგიაში პენიტენციური სისტემის პრინციპს წარმოადგენს ნორმალიზაცია, რომლის
თანახმად სასჯელი შემოიფარგლება თავისუფლების შეზღუდვით, ყველა სხვა უფლება
შენარჩუნებულია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცხოვრება მაქსიმალურად ახლოსაა
გარეთ ცხოვრებასთან. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს გარედან აწოდებენ
სერვისებს ადგილობრივი და მუნიციპალური მიმწოდებლები. თავად სასჯელაღსრულების
დაწესებულებებს არ ჰყავს პერსონალი, რომელიც პატიმრებს მიაწოდებს სხვადასხვა სახის
სერვისს. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას პენიტიენციურ
სისტემაში და პატიმართა კონტაქტის დამყარებას სერვისის მიმწოდებლებთან.

ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით სასჯელმოხდილ პირებს აქვთ რეინტეგრაციის


გარანტია, მათ გარანტირებულად ექნებათ დასაქმებისა და განათლების მიღების საშუალება,
მოსახერხებელი საცხოვრისი, რაიმე სახის შემოსავალი, მიეწოდებათ ჯანდაცვისა და
დამოკიდებულების მკურნალობის სერვისები და ვალის მართვის კონსულტაცია. პენიტენციური
სამსახურის მიერ დაქირავებული რეინტერგაციის კოორდინატორები შეარჩევენ საჭირო
სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მიწოდებას რეინტეგრაციის ხელშესაწყობად.

საინტერესოა პრობაციისადმი ნორვეგიული მიდგომა. არასაპატიმრო სასჯელს


სამართალდამრღვევს უსჯის სასამართლო, ხოლო რა სახის იქნება ეს სასჯელი
მსჯვრდებულთან ერთად ადგენს პრობაციის ოფიცერი. სასჯელი შეიძლება მდგომარეობდეს
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში ანაზღაურების გარეშე, ან სხვა სახის აქტივობებში
(მაგალითად, განათლება, სხვადასხვა უნარების ტრენინგი, სამუშაო გამოცდილების შეძენა,
მკურნალობა, მედიაცია და სხვ.), რამაც ხელი უნდა შეუწყოს განმეორებითი დანაშაულის
თავიდან აშორებას. პრობაციის თანამშრომლების დისკრეცია ამგვარი სასჯელის სახის
გადაწყვეტისას საკმაოდ ფართოა21. პრობაციის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს
საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და ასევე
მუნიციპალიტეტებთან, რაც ხელს უწყობს არასაპატიმრო სასჯელების განხორციელებას.
მაგალითად, ძალიან აქტიურია ფონდი „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ (“Youth
Against Violence”), რომელიც დახმარებას უწევს მოზარდ სამართალდამრღვევებს მას შემდეგ,
რაც ისინი არასაპატიმრო სასჯელს მოიხდიან.

საინტერესო მიდგომა აქვს პროექტ Inforex-ს მარგინალიზებული და დაბალკვალიფიციური


ყოფილი მსჯავრდებულებისთვის. უმეტეს შემთხვევაში მათ არ აქვთ რაიმე სახის
კომპეტენცია, რომელიც დადასტურებულია/დამოწმებულია რაიმე სახის საბუთით. ამ
ჯგუფებს განსაკუთრებულად უძნელდებათ სტანდარტიზებული კურსების გავლა მათი
გამოცდილებიდან თუ ბუნებიდან გამომდინარე. შესაბამისი პროფესიული თუ სოციალური
უნარების ნაკლებობა უფრო მეტად ზრდის მათ სოციალურ ექსკლუზიას, რადგან ისინი
არიან დაუსაქმებლობის, სოციალური მარგინალიზაციის და დევიაციის რისკის ქვეშ. Inforex
მიმდინარე პროექტია, რომლის მიზანს წარმოადგენს ტრენინგ მოდულის შემუშავება სამუშაო
ადგილებისთვის. ეს იქნება პრაქტიკული კურსი, რომელიც განხორციელდება საწარმოების
დახმარებით. პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს უნარების სერტიფიცირების ინოვაციური
შეფასების მოდელის შემუშავება, რომელიც დაეყრდნობა ECVET-ს (პროფესიული სწავლების
ევროპული სისტემა). მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს კურსის დამთავრების შემდეგ.
საზოგადოების ინფორმირება პროექტის მიმდინარეობის შესახებ ვებ გვერდის საშუალებით
ხდება. დაგეგმილია შეხვედრები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტის განხორციელებაა
დაგეგმილი22.

ქვემოთ მიმოხილულია ევროპის ქვეყნებში პენიტენციურ სისტემებში განხორციელებული


საგანმანათლებლო პროექტები ევროკომისიისთვის GHK Consulting-ის მიერ მომზადებულ

21 The European Organization for Probation. 2010. Summary Information on Probation in Norway. http://cep-probation.org/wp-
content/uploads/2015/03/Summary-information-on-Norway.pdf
22 https://www.up2europe.eu/european/projects/innovative-ways-of-including-low-qualified-ex-offenders-and-ex-prisoners-to-labour-
market_64888.html

42
სასჯერაღსრულების დაწესებულებებში განათლებისა და ტრენინგის შესახებ23 ანგარიშზე
დაყრდნობით.

ევროკავშირის ქვეყნების მსჯავრდებულებს შორის მეტად მაღალია დაბალკვალიფიციურ


მსჯავრდებულთა წილი. ზუსტი მონაცემების არარსებობის მიუხედავად, მიჩნეულია,
რომ მსჯავრდებულთა მხოლოდ 3-5%-ს შეუძლია მიიღოს უმაღლესი განათლება, ხშირ
შემთხვევაში, მსჯავრდებულებს სკოლაც არ აქვთ დამთავრებული. კვალიფიკაციის დაბალი
დონე აისახება მათი დასაქმების შესაძლებლობებზე სასჯელაღსრულების დაწესებულების
დატოვების შემდეგ, რაც თავის მხრივ ზრდის ყოფილი მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის
განმეორებით ჩადენის შესაძლებლობას. ამდენად პროფესიული კურსები მნიშვნელოვანი
ფაქტორია მსჯავრდებულების რეინტეგრაციის პროცესში.

განათლების მიღების ბენეფიტების მიუხედავად, მსჯავრდებულები ნაკლებად გამოირჩევიან


სწავლების პროცესში ჩართულობით და ინტერესებით. კვლევის მიხედვით, 20-დან 15
ქვეყნის მსჯავრდებულთა მეოთხედზე ნაკლებია დაინტერესებული სწავლებით. სწავლების
მიმართ ინტერესის გასაზრდელად მნიშვნელოვანია კოოპერაცია სასჯელაღსრულებით
დაწესებულებების სხვადასხვა აქტორს შორის. ასევე თანამშრომლობა ამ დაწესებულებებსა
და ადგილობრივ თემს შორის, მსგავსი მეთოდი მსჯავრდებულების განთავისუფლების
შემთხვევაში გამოიღებს გარკვეულ შედეგს. აუცილებელია სწავლების ინოვაციური მეთოდების
შემოღება, სადაც ძირითადი აქცენტი სწორედ ცოდნის მიმღებზე იქნება გაკეთებული და
გათვალისწინებული იქნება მისი გამოცდილება და ცოდნა. ამგვარი ცოდნის მიღებაში დიდი
როლი აქვს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და დისტანციურ სწავლებას.
რაც არამარტო აფართოვებს სწავლის შესაძლებლობებს, არამედ უზრუნველყოფს
მსჯავრდებულის მიერ სწავლების გაგრძელებას დაწესებულების შეცვლის შემთხვევაშიც.
ინოვაციური სწავლების უზრუნველყოფას ესაჭიროება კვალიფიციური მასწავლებლები
და ტრენერები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა დაწესებულებებში არსებული შესაძლო
მოთხოვნებისა და შეზღუდვების შესახებ.

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობა მზარდია, დაწესებულებები


გადატვირთულია, არის საშიშროება რომ განათლება მუდმივად აღმოჩნდეს ბოლო ადგილზე
სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების პრიორიტეტებს შორის.

ევროპაში სულ უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ გადასაჭრელია სასჯელაღსრულებით


დაწესებულებებში განათლების მიღების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებები
არსებობს ქვეყნებს შორის, ერთმანეთის გამოცდილებებზე დაყრდნობით უფრო მარტივია
პოლიტიკის დანერგვა და განხორციელება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროპული
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში განათლების მიწოდების პრაქტიკების შეჯამება და
იმ პროექტებისა და აქტივობების მიმოხილვა, რომელთაც მიიღეს მხარდაჭერა „სოკრატეს“,
„მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების“ და EQUAL ინიციატივის მხრიდან.

ევროპის საბჭომ 2011 წლის ნოემბერში მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება მოზარდთა
სწავლების განახლებულ დღის წესრიგს და ხაზს უსვამს სწავლების პროცესში იმ ჯგუფების
ჩართვის საჭიროებას, რომლებიც ტრადიციულად განათლების სფეროდან განდევნილნი
იყვნენ. დღის წესრიგით განსაზღვრულია 5 პრიორიტეტული მიმართულება: ცხოვრების
მანძილზე სწავლებისა და მობილობის განხორციელების რეალობად ქცევა; სწავლების
ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდა; თანასწორობის, სოციალური ინტეგრაციისა და აქტიური
მოქალაქეობის წახალისება; ახალგაზრდების შემოქმედობითობისა და ინოვაციურობის
გაძლიერება მათ სასწავლო გარემოში; ზრდასრულთა საბაზისო ცოდნის გაუმჯობესება და მათი
სწავლების მონიტორინგი. ეს მიმართულებები ასევე რელევანტურია მსჯავრდებულთათვის,
რადგან უზრუნველყოფს ცოდნისა და კომპეტენციის დაგროვებას, არაფორმალური და
ფორმალური სწავლების ვალიდაციას / აღიარებას და უფრო მეტი კვალიფიკაციის შეძენას
მომავალში. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ცხოვრების მანძილზე სწავლების

23 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf

43
მეთოდის დანერგვა მსჯავრდებულებს აძლევს პოტენციურ შესაძლებლობას, ჩაერთონ
განათლების სფეროში და ინტეგრირდნენ სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაში.

„სოკრატე“, „ლეონარდო და ვინჩი“ და „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების“ პროგრამები

სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სწავლების 113 პროექტი დაფინანსდა პროგრამების


„სოკრატე“, „ლეონარდო და ვინჩი“ და „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების“ საშუალებით.
ევროკავშირის დაფინანსებამ ამ პროგრამების დახმარებით მნიშვნელოვან ცვლილებებს
შეუწყო ხელი ინდივიადუალურ, ორგანიზაციულ, ნაციონალურ და ტრანსნაციონალურ
დონეზე.

„მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების“ პროგრამა შეიქმნა რათა საშუალება მიეცა


ადამიანებისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ჩართულიყვნენ სწავლების პროცესში და
მიეღოთ განათლება. პროგრამამ თავისი არსებობის მანძილზე დააფინანსა გაცვლითი
პროგრამები, სასწავლო ვიზიტები თუ სხვა აქტივობები. პროგრამა ორიენტირებულია სკოლის
მოსწავლეების, სტუდენტების და ზრდასრულთა სწავლების შესაძლებლობებზე.

„ლეონარდო და ვინჩის“ პროგრამა არის „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების“


ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს იმ პრაქტიკული პროექტების დაფინანსებას, რომელიც
ხორციელდება პროფესიული სწავლებისა და მომზადების მიმართულებით. 24

„სოკრატეს“ პროგრამა ევროკომისიის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელშიც 31


ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ამ პროგრამის ორი ეტაპი (სოკრატე II) 2007 წლიდან
ჩანაცვლდა „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების“ პროგრამით. პროგრამის
მიმართულებებს წარმოადგენდა ევროპაში ყველა დონის განათლებისთვის ხელის შეწყობა,
ევროპული ენების ცოდნის გაუმჯობესება, მობილობისა და თანამშრომლობისთვის ხელის
შეწყობა, ინოვაციური მიდგომების წახალისება და თანაბარი შესაძლებლობების დანერგვა
განათლების ყველა სექტორში. ზემოთ ჩამოთვლილზე დაყრდნობით, პროგრამა „სოკრატეს“
ძირითადი მიზანი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე განათლების ხელმისაწვდომობის და
აღიარებული კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა იყო. იგი მოიცავდა
რამდენიმე ქვეპროგრამას შესაბამისი მიმართულებებით. 25

Grundtvig პროგრამა „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების“ ქვეპროგრამაა, რომელიც


ორიენტირებულია ზრდასრულთა სწავლებასა და განათლების მიღების საჭიროებებზე. იგი
მიმართულია მასწავლებლებზე, ტრენერებზე, ზრდასრულ სტუდენტებზე და მიზნად ისახავს
გაზარდოს განათლების მსურველ ზრდასრულ ადამიანთა წილი, გააუმჯობესოს მათთვის
მობილობის შესაძლებლობები, უზრუნველყოს სოციალური იკლუზია ზრდასრულთა მიერ
განათლების მიღების კუთხით, განავითაროს ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები.26

თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩართული იყო „მთელი ცხოვრების


მანძილზე სწავლების პროგრამაში“, მონაწილეობდა მინიმუმ ერთ პროექტში. პროექტების
უმეტესობა ეხებოდა ტრანზიციას და რეინტეგრაციას, ზრდასრულთა საბაზისო განათლებას
სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაში, სწავლებისთვის დადებითი გარემოს შექმნას,
ხელოვნებას და კულტურულ შემოქმედებითობას. პროექტების უმეტესობა განხორციელდა
ყველა კატეგორიის მსჯავრდებულთან. რამდენიმე პროექტი ასევე შეეხებოდა
სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომლებს - ციხის ოფიცრებსა და
მასწავლებლებს.

წარსულში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული სწავლების მეთოდოლოგიების/


მასალების შემუშავება ხდებოდა მხოლოდ ცალკეულ ინსტიტუაციაში. რაც გულისხმობდა,
რომ თუ სხვა ციხეებში გახდებოდა საჭირო სწავლების დანერგვა, ინიციატორს ახლიდან
უწევდა ველოსიპედის გამოგონება. ევროკავშირის დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა
24 http://ec.europa.eu/education/lifelong-learning-programme_en
25 http://www.firststeps-project.eu/web/content.asp?lng=en&section=SOCRATES
26 http://ec.europa.eu/education/lifelong-learning-programme_en

44
ფასილიტაცია გაეწია არსებული გამოცდილების გაზიარებისთვის. ამ პროცესმა საფუძველი
ჩაუყარა მდგრად პარტნიორობასა და ქსელების ჩამოყალიბებას.

Grundtvig-ის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების რამდენიმე მაგალითი:

Hidden art პროექტის მიზანი იყო შეექმნა ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის საერთაშორისო
ქსელი მოწყვლადი კატეგორიის წარმომადგენელთა დასახმარებლად. ამ პროექტის
ფარგლებში სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში განათლების მიღების მნიშვნელობაზე.

სასჯელაღსრულებით დაწესებულებამდელი განათლების აკრედიტაციის პროგრამა მიზნად


ისახავდა მსჯავრდებულთა გასამართლებამდე მიღებული განათლების დადასტურებას,
რათა შემდგომში მათ მიერ მიღებული არაფორმალური თუ ფორმალური ცოდნა ყოფილიყო
აღიარებული. ამ პროექტის მნიშვნელობა მდგომარეობს არამხოლოდ მსჯავრდებულთა
სოციალური ინტეგრაციაში, მსჯავრდებულებს შეეძლოთ ესარგებლათ მათი ცოდნის
დადასტურებით (აკრედიტაციით) ამავე პროექტში ჩართულ ქვეყნებში.

ევროპული თანასწორობის ინიციატივის მთავარი მიზანი იყო ეპოვა ის ინოვაციური გზები,


რომლებიც ხელს შეუშლიდა დისკრიმინაციას და გაზრდიდა დასაქმების შესაძლებლობებს.
ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2001-დან 2008 წლამდე პერიოდში მიმდინარებოდა,
დაფინანსდა 121 პროექტი. პროექტები ძირითადად ფოკუსირებული იყო ყოფილ
მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობებზე და დანაშაულის ხელახლა ჩადენის
შესაძლებლობის შემცირებაზე. პროექტები მიმართული იყო სასჯელაღსრულებით
დაწესებულებებში სწავლების შესაძლებლობების გაფართოებაზე, სწავლების შრომის
ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, პროფესიული მომზადებისა
და სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულთა ახალ
პროგრამებში ჩართვის დაკავშირებაზე, რათა მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ჰქონოდათ
გათავისუფლების შემდგომაც გაეგრძელებინათ სწავლება. გარდა ამისა, პროექტები
მიმართული იყო მსჯავრდებულების მიერ ე.წ. soft უნარების შეძენაზე, რომელიც დაეხმარებოდა
მათ სამსახურის პოვნასა და შენარჩუნებაში. 27

EQUAL პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტები, რომლებიც მიმართული იყო


მსჯავრდებულთა განათლებასა და დასაქმებაზე, მათ შორის:

რეინსერტის პარტნიორობის განვითარების პროექტის მიხედვით ბელგიის 17, როგორც


ფრანგულენოვან, ისე გერმანულენოვან დაწესებულებებში განისაზღვრა სწავლების დანერგვა.
28 ტრენინგი ცენტრი და სასწავლებელი ჩაერთო სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში
განათლების მიღების დანერგვაში. სწავლების მეთოდის ინტეგრირება მოხდა სამომავლოდ
დასაქმებისთვის აუცილებელ შესაძლებლობებთან, რათა უზრუნველყოფილიყო
იმ გარდამავალი გზის შექმნა, რომლის საშუალებითაც მსჯავრდებული შეძლებდა
გათავისუფლების შემდგომ სოციუმში ინტეგრაციას.

ქალები სამუშაოზე ხორციელდება დიდ ბრიტანეთში და ქალებს აძლევს საშუალებას


დაესწრონ ვორქშოფებს, მოემზადონ იმ გარემოსთვის, რაც გათავისუფლების შემდგომ
დახვდებათ. კურსები ეხმარება მათ თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებაში.
ასევე უტარდებოდათ კურსები, რომელთა მიზანი ქალების მიერ სამუშაოს ძებნასთან
დაკავშირებული უნარების შეძენა იყო.

S.A.L.I.S - პროექტი, რომელიც მოქმედებს იტალიაში და ბენეფიციარებს უზრუნველყოფს იმ


უნარებით, რომელიც სამუშაო ადგილზეა საჭირო და რომელიც მათ პოტენციურ ღირებულებას
გაზრდის დამსაქმებლისთვის. პროექტი ითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება
ჰქონდეთ დასაქმებულის მიმართ კომპანიებს.

27 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf

45
ZUBILIS - პროგრამა ხორციელდება გერმანიაში და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთათვის
რელევანტური ცოდნის მიწოდებას დამსაქმებლებთან და შრომითი ბაზრის სხვა აქტორებთან
კოოპერაციის გზით. ეს პროგრამა სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს: მედიის მიერ
მხარდაჭერილი პროგრამების გაზრდა, არსებული პროფესიული კურსების ადაპტაცია
მსჯავრდებულთათვის და რელევანტური ექსპერტიზის მობილიზება სასჯელაღსრულებითი
სისტემის მიღმა, მაგალითად, დასაქმების სააგენტოებისა და კვლევითი ორგანიზაციების
ჩართვა.28

EQUAL პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ იგი უზრუნველყოფს


პარტნიორობაზე დაფუძნებულ მუშაობას. პროგრამამ შეძლო შეექმნა პოზიტიური მაგალითები
სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების, განათლების, უსაფრთხოების, ჯანდაცვის
სისტემების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირების,
დანაშაულის მსხვერპლი ოჯახებისა და მსჯავრდებულთა ოჯახების თანამშრომლობით.

ევროპულ ქვეყნებში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სწავლებას აქვს სამი ძირითადი


მიმართულება:

► ზოგადი განათლება (კურსები, რომელიც მოიცავს მათემატიკას, გეოგრაფიას, ბიოლოგიას


და სხვა საგნებს);

► პროფესიული სწავლება და ტრენინგი (ეს მიმართულება უზრუნველყოფს, რომ ინდივიდები


აღიჭურვონ სპეციალური პროფესიებისთვის აუცილებელი უნარებით და უპასუხონ შრომითი
ბაზრის მოთხოვნებს);

► არაფორმალური განათლების ტრენინგები, მაგ. ასეთი შეიძლება იყოს პროფესიული უნარ-


ჩვევების კურსები, რომელიც არ ასოცირდება სერთიფიკატის მიღებასთან. ეს კურსები
შეიძლება ასევე მოიცავდეს ბრაზის მართვის, მავნე ნივთიერების გამოყენების მართვის და
ა.შ. საკითხებს.

კვლევამ აჩვენა, რომ მსჯავრდებულთა მონაწილეობა სწავლების პროცესში 25%-ზე


დაბალია ყველა ევროპულ ქვეყანაში. კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ
დაბალი მონაწილეობის მიზეზი დაბალი მოტივაცია ან წინა ნეგატიური გამოცდილებებია,
რაც სწავლებას უკავშირდება. ის დამოკიდებულებები, რომელიც არსებობს მეინსტრიმული
განათლების შესახებ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სასჯელაღსრულებით
დაწესებულებებში სწავლების დანერგვისთვის. მაგალითად, ბულგარეთში ქალი
მსჯავრდებულებისათვის განათლების მიღება არ თავსდება მათ ღირებულებების სისტემაში,
მათთვის ეს პრიორიტეტული არ არის.

ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, რომ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისთვის არსებობდეს


მრავალფეროვანი კურიკულუმი განათლების მიწოდების მიმართულებით. მსგავსმა მიდგომამ
უნდა უზრუნველყოს პერსონალური განვითარება და მიღებული ცოდნა მსჯავრდებულთათვის
სასარგებლო უნდა აღმოჩნდეს. მაგ.ირლანდიური კურიკულუმის მიმოხილვაში ნათქვამია,
რომ მრავალფეროვანი კურიკულუმი უფრო მეტად უბიძგებს ადამიანებს ჩაერთონ
განათლების მიღებაში, რადგან იქ გათვალისწინებულია მათი საჭიროებები სასჯელის მოხდის
განსხვავებულ ეტაპებზე.29 ირლანდიური კურიკულიმი შექმნილია ისე, რომ უპასუხოს სერვისში
ჩართულთა საგანმნათლებლო და პერსონალური საჭიროებებს. კურიკულუმი ეხება, როგორც
ზრდასრულ, ასევე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს. თითოეულ სასჯელაღსრულებით
დაწესებულებაში არსებული საგანმანათლებლო ცენტრი მათი განათლების ციკლში არსებული
მორგებულია იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს კონკრეტული დაწესებულების სტუდენტს.
რამდენიმე დაწესებულებაში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავად აირჩიონ
კურსი და კურსებიც მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტების საგანმანათლებლო

28 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf
29 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf

46
მოთხოვნებზე.30 ძირითადი უნარ-ჩვევები არის ის, რაც სჭირდება მსჯავრდებულებს, რათა
აღმოიფხვრას ხარვეზი. თუმცა იმ ძირითადი უნარების გარდა, როგორებიცაა წერა-
კითხვა, არითმეტიკა, მსჯავრდებულებს ესაჭიროებათ ცოდნა, რომელიც უკავშირდება მათ
ჯანმრთელობას, პიროვნულ განვითარებას. მაგალითად, ბრიტანეთში იყო შემთხვევები,
როდესაც კაცებს გარდა ძირითადი უნარებისა, ეხმარებოდნენ გაადვილებოდათ ოჯახთან
ურთიერთობა. ეს ერთგვარი საშუალება იყო დაბრუნების შემდეგ ინდივიდებს ჰქონოდათ
შესაძლებლობა ჯანსაღი ურთიერთობები ჩამოეყალიბებინათ ოჯახის წევრებთან, რაც ასევე
ხელს შეუწყობდა მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

სკანდინავიის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებულები


უპირატესობას ანიჭებენ პროფესიული კურსების გავლას, რადგან იგი აღიქმება, როგორც
რეალური გზა დასაქმებისკენ.

ზოგ დაწესებულებაში მსჯავრდებულები პროფესიულ განათლებას იღებენ სამუშაო


პრაქტიკასთან ერთად, ზოგიერთში კი პროფესიული განათლება მხოლოდ ნაწილია
განათლების სერვისის. რა თქმა უნდა, რთულია დაწესებულებებში მსჯავრდებულებს შესთავაზო
ისეთივე მრავალფეროვანი კურსები, როგორიცაა დაწესებულების გარეთ. თუ ტრენინგი არ
სთავაზობს მსჯავრდებულს რეალურ პერსპექტივას, რომ იგი დასაქმდეს მომავალში, მაშინ
მსგავსი სწავლება შესაძლოა საშიშროების შემცველი გახდეს ბენეფიციარებისთვის.

ლუქსემბურგში მოქმედებს Defi-job ორგანიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებულად


ახერხებს, რომ მსჯავრდებულებმა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. Defi-job არის არაკომერციული
ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ფასილიტაცია გაუწიოს მსჯავრდებულთა სოციალურ
ინტეგრაციას. იგი მსჯავრდებულებს სთავაზობს დასაქმებას, როგორც ფორმალურ შრომით
ბაზარზე, ასევე სპეციალურ დაწესებულებაში. პროექტი ფინანსდება შრომისა და იუსტიციის
სამინისტროების მიერ. მსჯავრდებულები მუშაობენ რამდენიმე სახის პროდუქციაზე, რომელიც
შემდგომ საცალოდ იყიდება. გარდა იმისა, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში
არსებულ ასეთ საწარმოებში იღებენ მუშაობის გამოცდილებას და რეალური უნარებით
ტოვებენ დაწესებულებას, ისინი ასევე იძენენ ჯგუფური მუშაობის და კომუნიკაციის უნარებს,
რომელსაც დამსაქმებელი ითხოვს. მსჯავრდებულებმა თავად უნდა მიმართონ ორგანიზაციას
დასაქმებისთვის და უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები
მოიცავს ე.წ. მზაობას - მოტივაციას, რომ იმუშაონ და მომავალში ინტეგრირდენ სოციუმში;
ქცევას და სამუშაო ურთიერთობებს ფსიქო-სოციალურ-საგანმანათლებლო სერვისებთან,
დამოკიდებულებას მავნე ნივთიერებების მოხმარებისადმი და ადმინისტრაციულ სტატუსს
(პირადობის მოწმობა, მუშაობის უფლება, ოფიციალური მისამართი და ა.შ). აქვე, არსებობს
ფაქტორები, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ზრდის მსჯავრდებულთა მოტივაციას:

► მათ უფორმებენ დასაქმების ხელშეკრულებას;

► მათ უხდიან მინიმალური ხელფასის ექვივალენტით;

► მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;

► ნაცვლად შვებულებისა, მათ დამატებით უხდიან ორი დღის გასამრჯელოს.

2011 წლისთვის 23 მსჯავრდებული იყო ჩართული პროექტში. მათი გათავისუფლების შემდგომ


12 ჩაერთო ფორმალურ დასაქმებაში, 7 დასაქმდა პროექტის ფარგლებში და მხოლოდ 4
დარჩა დაუსაქმებელი.

ხელოვნება და კულტურული აქტივობები ასევე მნიშვნელოვანია მსჯავრდებულის პიროვნული


30 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf

47
განვითარებისთვის. ადამიანებს, რომლებიც ერთვებიან მსგავს სწავლებაში, უვითარდებათ
სოციალური უნარები და მათი მომავალში სწავლების გაგრძელების მზაობა უფრო მაღალია.
ასეთი აქტივობები ამცირებს დაწესებულებაში ყოფნის სტრესს და ემსახურება გარემოს
“ნორმალიზაციას” ბენეფიციარისთვის. თუ განვიხილავთ საფრანგეთის მაგალითს, იქ
სამართლებრივი ჩარჩოთი განისაზღვრება დაწესებულებებში ბიბლიოთეკის არსებობის
აუცილებლობა და ასევე ამ სერვისმა უნდა უზრუნველყოს კულტურული აქტივობები.
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსგავსი აქტივობების დანერგვას დიდი ყურადღება
ეთმობოდა 20 წლის განმავლობაში. ამის შედეგად, 2005 წლიდან თითქმის ყველა
რეგიონალურმა სტრუქტურამ ხელი მოაწერა კოოპერაციის ხელშეკრულებას იუსტიციისა და
კულტურის სამინისტროებთან. საფრანგეთში მნიშვნელობა ენიჭება ამ აქტივობებს, რადგან
ითვლება, რომ მათ აქვთ არაპირდაპირი, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა მსჯავრდებულთა
განწყობებზე, მოტივაციასა და თვითშეფასებაზე. ასევე შესაძლებელია ხელოვნების
პროექტების დაკავშირება პროფესიულ განათლებასთან.

სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, ბენეფიციარზე ორიენტირებული სწავლება


არის მოქნილი მეთოდი, რომელიც მორგებულია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში
მყოფი მსჯავრდებულების რეალურ საჭიროებებზე. ეს მიდგომა ეფუძნება მსჯავრდებულების
ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას - მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ მან
სწავლების გეგმაში თავად შეიტანა ცვლილება და აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.
ასეთია ნიდერლანდებში მოქმედი პროგრამა Work-Wise, რომელიც ეხმარება დახურულ
ინსტიტუციებში მყოფ ახალგაზრდებს (12-23 წელი), შეიძინონ პროფესია და დასაქმდნენ.
პროგრამა ჯერ რწმუნდება, რომ ინდივიდს შეუძლია მიიღოს და გააგრძელოს განათლება
როგორც დაწესებულებაში, ასევე მის გარეთ. თითოეულ ახალგაზრდასთან მუშაობს
კონსულტანტი, რომელიც ეხმარება მას, როგორც დაწესებულებაში ყოფნის დროს, ასევე
გათავისუფლების შემდგომ პერიოდში. პროგრამა არ მოქმედებს იზოლირებულად, იგი
თანამშრომლობს ბავშვთა ზრუნვის სააგენტოებთან, სკოლებთან და დამსაქმებლებთან.
1300-ზე მეტი ახალგაზრდა ერთვება პროგრამაში ყოველწლიურად. 2010 წლის მონაცემებზე
დაყრდნობით, პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდათა 35% დასაქმდა, 45%-მა სკოლაში
გააგრძელა სწავლა, 8% ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში. მხოლოდ 12% არ ჩართულა
რეგულარ აქტივობაში. 31

ინტერნეტით სწავლება და დისტანციური სწავლება 32არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა,


რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებას სდევს თან. ის არამხოლოდ უზრუნველყოფს
ბენეფიციარის მიერ ცოდნის დაგროვებას, არამედ სთავაზობს დაწესებულებებს წვდომას
უახლეს მასალებზე. მსგავსი სწავლებით ასევე აღმოფხვრილია განათლების უწყვეტობის
პრობლემა, რომელიც დგება მაშინ, როდესაც მსჯავრდებული გადადის ერთი დაწესებულებიდან
მეორეში. როგორც კვლევამ აჩვენა, მსჯავრდებულებს ევროპაში ნაკლებად მიუწვდებათ
ხელი ინტერნეტზე, რადგან იგი უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. ინტერნეტთან წვდომა
ასევე აღიქმება, როგორც “ფუფუნება”, რომელიც ციხის რეჟიმს არ უნდა შეესაბამებოდეს. თუ
განვიხილავთ შვედეთში “სწავლების ცენტრის” მოდელს, ვნახავთ, რომ იგი უზრუნველყოფს
ყოველ ციხეში სწავლების ცენტრების არსებობას, რომელზედაც მიმაგრებულია ერთი
ან რამდენიმე მასწავლებელი. ამასთან ერთად, მოქმედებს პლატფორმა “ნეტ ცენტრი”,
რომელიც მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომს ხდის 130-მდე საგანს. მსგავსი პროგრამაა
დიდ ბრიტანეთში მოქმედი ვირტუალური კამპუსის პროგრამა, რომელიც ბენეფიციარებს
სთავაზობს წვდომას მასალებზე და უზრუნველყოფს მათ ცოდნის მიღებით სხვადასხვა
ეტაპზე. იგი ასევე უწყობს ხელს, რომ სწავლება თანხვედრაში მოვიდეს მეინსტრიმულ
განათლებასთან და გაგრძელდეს დაწესებულების დატოვების შემდგომ პერიოდშიც.
პროგრამა ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა.
თითოეულ მსჯავრდებულს აქვს სისტემაში შესვლის უნიკალური გზა. ვებ გვერდები, რომელთა
ნახვაც მათ შეუძლიათ, მკაცრადაა განსაზღვრული და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.
31 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf 30-32 გვ.
32 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf 34-35გვ.

48
გარდა იმისა, რომ ბენეფიციარები იღებენ გარკვეულ ცოდნას, მათ ასევე შეუძლიათ მოძებნონ
პოტენციური სამუშაო და თავი იგრძნონ “ნორმალურად”. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს,
რომ ბენეფიციარებმა განათავსონ თავიანთი CV სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე.

პენიტენციურ სისტემაში განათლების მიღების პროცესისთვის მნიშვნელოვანია არსებული


კვალიფიკაციისა და ცოდნის ვალიდაციისა და აკრედიტაციის შესაძლებლობები. ეს მიდგომა
შემოღებულ იქნა ნორვეგიაში. რამდენადაც აუცილებელი იყო ბენეფიციარებისთვის
შეეთავაზებინათ გარკვეული სწავლების კურსები, საჭირო გახდა მათი ბექგრაუნდისა
და საჭიროებების მოკვლევა. მეთოდი პირველად გამოიყენეს პროფესიული სწავლების
პროგრამებში და აკრედიტაციისა და ვალიდაციის საშუალებით სწავლების ხანგრძლივობა
ზოგი კანდიდატის შემთხვევაში მცირდებოდა 1,5-2 წლით.

სხვა ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულთა ჯგუფი არ


არის ჰომოგენური და შედგება განსხვავებული ჯგუფებისგან, რომლებიც საჭიროებენ
როგორც განსხვავებული შინაარსის სწავლებას, ასევე მიდგომას. დოკუმენტში ყურადღება
გამახვილებელია სამ მნიშვნელოვან ჯგუფზე: არასრულწლოვნები, ქალები და უცხო ენაზე
მოსაუბრე მსჯავრდებულები. მსჯავრდებულები უფრო მეტად ერთვებიან განათლების
მიღებაში თუ არიან ახალგაზრდები, აქვთ გრძელვადიანი სასჯელი და განთავსებულები არიან
დიდ დაწესებულებაში. არასრულწლოვნები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად
ჯგუფს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. მათ, ზრდასრული მსჯავრდებულებისგან
განსხვავებით, აქვთ განსხვავებული მოთხოვნები და უფლებები, რაც განათლების მიღებას
შეეხება. არასრულწლოვანთა განათლების საკითხი უფრო კომპლექსურია. დაწესებულებები
არ არის ისე აღჭურვილი, რომ უზრუნველყოს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების
ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან, რაც ასევე ხელს უწყობს მათი თანატოლებისგან
ჩამორჩენას და იზოლაციას. სწავლების მეთოდი ძირითადად ტრადიციულია. თუმცა არის
პოზიტიური მაგალითები, რომლებიც ამართლებს, როცა საქმე ეხება არასრულწლოვან
ბენეფიციარებს. ასეთია ხატვის ვორქშოფები საბერძნეთში, ავლონას დაწესებულებაში,
სადაც არასრულწლოვნებს სთავაზობენ ჩაერთონ კედლის მხატვრობაში. დაწესებულება
თანამშრომლობს ათენის სახვითი ხელოვნების სკოლასთან. ამ პროექტში ჩართული იყო
150 მსჯავრდებული და 35 სტუდენტი. მონაწილეობა შეეძლო ყველა მსჯავრდებულს, ხოლო
ნახატის თემების განისაზღვრა ინდივიდუალური შეთავაზებებითა და დისკუსიებით.

რაც შეეხება ქალ მსჯავრდებულებს, ევროპარლამენტმა 2007 წელს ევროკავშირის წევრ


ქვეყნებს მოსთხოვა გენდერული თანასწორობის საკითხი ჩაერთოთ სასჯელაღსრულებითი
დაწესებულებების დღის წესრიგში. ასევე ყურადღება გამახვილდა ქალებისთვის
სპეციფიური გარემოს შექმნის აუცილებლობაზე. განსხვავებით კაცებისგან, ქალებს აქვთ
სპეციფიური გამოცდილებები. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ
დაწესებულებებში მყოფი ქალების ნახევარზე მეტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, სამი
ქალიდან ერთი სექსუალურ ძალადობას განიცდიდა და ოთხიდან ერთი ქალი დღის ცენტრში
ცხოვრობდა სასჯელის მოხდამდე. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულთა
დიდ წილს სწორედ კაცები შეადგენენ, ქვეყნებისთვის პრიორიტეტული ნაკლებად ხდება
ქალებისთვის განსაკუთრებული სიტუაციების შექმნა და მათ პრობლემებზე ორიენტირება.
ბრიტანეთში 2008 წლიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქალთა საჭიროებებზე იყო
მორგებული. იგი ოთხი ფაზისგან შედგებოდა და გულისხმობდა: უსაფრთხოებისა და
იდენტობის მოპოვება, თავდაჯერებულობის შეძენას, კვალიფიკაციის შეძენას და დასაქმებას
ან თვითდასაქმებას.33

განათლების დანერგვაზე საუბრისას არსებობს მიმართულებები, რომელზე მუშაობაც


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც ეკისრება სხვადასხვა
დაინტერესებულ მხარეებს, პირველ რიგში კი განათლებისა და იუსტიციის სამინისტროს.
33 http://ec.europa.eu/dgs/education_culture/repository/education/library/study/2013/prison_en.pdf 42 გვ.

49
ასევე მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების როლი, რომლებსაც ეხება განათლების
საკითხები. მნიშვნელოვანია მხარეებმა კერძო თუ საჯარო სექტორებიდან ითანამშრომლონ
ერთმანეთთან და მიაწოდონ ბენეფიციარებს განათლების დანერგვის კოჰერენტული
მიდგომები. ამ ყველაფერთან აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ კვლევა და
შეფასება პრიორიტეტული უნდა გახდეს, როდესაც საქმე ეხება განათლების დანერგვას
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მცდელობებისა
და პროგრამების დანერგვისა, ძალიან ცოტაა ცნობილი განათლებისა და კრიმინალური
ქცევის ურთიერთმიმართების შესახებ. კვლევის შედეგები ასევე აუცილებელია ნებისმიერი
ჩართული მხარისთვის, რათა ცნობილი გახდეს ის ბენეფიტები, რომელიც თან ახლავს
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სწავლებას. აუცილებელი ხდება იმის მოკვლევა,
თუ რა “მუშაობს” ყველაზე მეტად და აუცილებელია განისაზღვროს არა მხოლოდ ის თუ “რა
მუშაობს”, არამედ ისიც თუ რა მუშაობს, როგორ გარემოში და რომელ ჯგუფებთან.

50

Вам также может понравиться