Вы находитесь на странице: 1из 6

ჯორჯ ორუელი – “1984”

დაშინება, დიდი ძმა, პარტია, ტოტალიტარიზმი

გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი


მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ, რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს
არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები
აღარ არსებობს. ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება. შენ ცხოვრობ ქვეყანაში,
სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია. კარგავ ძალას და ხდები მათნაირი.
ჯორჯ ორუელმა (ერიკ არტურ ბლერი) ჯერ კიდევ „ცხოველების ფერმის― კითხვისას დამთრგუნა.
„1984―-ში ყველაფერი კიდევ უფრო უტრირებული და შავ ფერებშია. თვითონ ორუელი 1950 წელს
გარდაიცვალა, თუმცა 80-იანებში მისი წიგნისგან განსხვავებული ბევრი არაფერი ყოფილა. უკვე 2012
წელია და ისევ ახლობელია „1984―. ასე მგონია, ორუელის მიერ დასმული პრობლემები ყოველთვის
აქტუალური იქნება, ადამიანი არ იცვლება და იმიტომ. უბრალოდ ფორმას იცვლის ქცევები,
დეფორმირდება და სხვა მხრიდან ვლინდება, ძირი იგივე რჩება.
ახლა დიდ ძმას ულვაშები აღარ აქვს, მაგრამ მაინც გითვალთვალებენ, თუმცა მგონია, რომ
თავისუფლად ვაზროვნებ. შეიძლება უბრალოდ მე მგონია. დღეს შედარების საშუალება არსებობს.
კიმ იონგ ილის (ქართულად ჯიმ ჩენ ირი რატომაა არ ვიცი) დაკრძალვა გამახსენდა. იქ ზუსტად
ორუელის „1984― აქვთ.
„საღი აზრი ერესთა ერსს წარმოადგენდა. ყველაზე თვზარდამცემი ის კი არ იყო, რომ განსხვავებული
აზრისთვის გკლავდნენ, არამედ ის, რომ შეიძლება მართალს ამბობდნენ.“

წარსული გამუდმებით იცვლება, დოკუმენტები არ არსებობს, და ვერაფრით ამტკიცებ, რომ თუნდაც


2+2=4. გაჯერებენ, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად ცხოვრობ.

„ითმენ დღეს არსებულ მდგომარეობას, რადგან არ გაგაჩნია სტანდარტები შედარებისთვის, არ იცი


მანამდე უკეთესი იყო თუ უარესი“.
„1984― ეს არის წიგნი, სადაც კარგად ხედავ რა ადვილია ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა, როგორ
შეიძლება დაცალო აზროვნებისგან (ჩრდ. კორეა კვლავ თვალწინ).

უინსტონი და ჯულია საერთო კონტექსტს ვერ ერგებიან, ამიტომ პარტიას ახალი მიზანი აქვს – სხვებს
უნდა დაამგვანონ. უილიამ გოლდსტეინი პარტიის ფიქტიური მტერია. ისევე, როგორც „ცხოველების
ფერმაში― (დღევანდელ საქართველოშიც) საჭიროა არსებობდეს „მტერი,― რომელსაც ყველა შენს
წარუმატებლობის მიზეზად გამოიყვან. თუმცა ოკეანიას გოლდსტეინი კიდევ ერთი მიზნისთვის
სჭირდება – საწინააღმდეგო აზრის მქონე პირები ადვილად ამხილონ, შემდეგ 101-ე ოთახში
გაამწესონ და იქიდან დიდი ძმის სიყვარულით გამოვიდნენ.

პარტიის ლოზუნგი : „ვინც წარსულს აკონტროლებს ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს


აწყმოს, აკონტროლებს წარსულსაც―. და მაინც წარსული, რომელსაც გამუდმებით ცვლიდნენ,
არასოდეს შეცვლილა. სადღეისო ჭეშმარიტება სამუდამო და საუკუნო ჭეშმარიტება იყო. გმართებდა
მხოლოდ მუდმივი გამარჯვება შენსავე მეხსიერებაზე. ამას უწოდებდნენ „სინამდვილის კონტროლს―,
ახალმეტყველებაში – „ორაზრს―.

ორაზრი განსაკუთრებული ფენომენია. მაგალითად, სიტყვა „თეთრშავი― – თუ გამოიყენებ


ოპონენტის მიმართ, მაშინ ნიშნავს თავხედურ მტკიცებას, რომ შავი თეთრია, ხოლო თუ იხმარება
პარტიის წევრის მიმართ, ეს ნიშნავს ცოდნას, რომ შავი თეთრია და დავიწყებას იმისას, რომ ოდესმე
საპირისპირო არსებობდა.

ჯორჯ ორუელი
1984-ში ფიქტიური ომია, ვის ეომები და ვინაა შენი მოკავშირე მუდმივად იცვლება, იმიტომ რომ ამას
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „მტერი― გყავს. წიგნში სამი ზესახემწიფოა ოკეანიაში
გამეფებულ ფილოსოფიას ინგსოცი (ინგლისური სოციალიზმი) ერქვა, ევრაზიაში ნეობოლშევიზმი,
აღმოსავლეთ აზიაში ჩინურ სიტყვა, რომელიც „საკუთარი თავის უარყოფას― ნიშნავდა. ყველგან ერთი
და იგივე პირამიდული სტრუქტურაა – „თავში ნახევრადღმერთი ლიდერი, ერთნაირი ეკონომიკა,
რომელიც ომით ნასაზრდოები ომისთვისვე არსებობს.― ამიტომ შეუძლებელია მათ შორის ომი
ყოფილიყო.

ხალხი რომ ერთიანი მასაა და ინდივიდი, როგორც ასეთი, არავის სჭირდება, ყველა აბზაციდან ჩანს
„ერთი კაცის სიკვდილი სიკვდილი არ არის, პარტია უკვდავია―

ო’ბრაიანის წინასწარმეტყველება ახდა. უინსტონს რომ უთხრა, გაგრძელდება ყველაფერი , არასოდეს


შეწყდება თვალთვალი, დასმენა, დაპატიმრება, ეს ისევე იქნება ტერორის სამყარო, როგორც
ტრიუმფისა. ყველაფერი ეს ძალაუფლების გამო ხდება და სანამ ადამიანს სხვაზე გამარჯვების,
ზემოდან ყურების ჟინი არ გაუვლის, მუდამ 1984 წელი იქნება. ისევ გვეყოლება სხვანაირად
მოაზროვნენი, ვისაც განვდევნით, გავალოთებთ და აზროვნებას შევაწყვეტინებთ (ჩიხლაძის
‘ფენინინე―), ვინც დაეცემა და ჩვენ, ბედნიერნი, ზემოდან დავუწყებთ ყურებას. ჩვენს ნაწილად
გავხდით და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, უბრალოდ გავაქრობთ.
უინსტონმა დღიურში ჩაწერა: „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი
უდრის ოთხს, თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.“

ამ წიგნის შემდეგ ყველაზე მეტად დავაფასე განსხვავებული ადამიანი, ისეთი არაფრით რომ არ მგავს.
1984-დან ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოვა, როცა ბევრი არაერთგვაროვანი აზრი, იდეა, ადამიანი
იარსებებს.

1984

Nineteen Eighty-Four

პირველი ბრიტანული გამოცემის ყდა

ავტორი ჯორჯ ორუელი


ქვეყანა ბრიტანეთი

ენა ინგლისური

ჟანრი ანტიუტოპია

გამოცემის თარიღი 8 ივნისი 1949

გვერდი 326

oclc 52187275

ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი (ინგლ. Nineteen Eighty-Four) — ჯორჯ ორუელის ფანტასტიკური


რომანი. გამოვიდა 1949 წელს. რომანი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს.
აღსანიშნავია რომ რომანმა შემოიღო ცნობები როგორებიცაა: ნიუსპიკი, დიდი ძმა და სხვა.

სექციების სია
[დამალვა]

 1პერსონაჟები
o 1.1ძირითადი პერსონაჟები
o 1.2ეპიზოდური პერსონაჟები
o 1.3სხვა პერსონაჟები
 2სიუჟეტი
 3სახელწოდება
 4რესურსები ინტერნეტში

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ძირითადი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 უინსტონ სმითი - მთავარი პერსონაჟი, 39 წლის მამაკაცი.


 ჯულია - 27 წლის გოგონა, შეყვარებული უინსტონზე. როგორც სმითი, ასევე არის პარტიის
მოწინააღმდეგე.
 ო’ბრაიენი - შიდა პარტიის მაღალჩინოსანი, ფიქრების პოლიციის თანამშრომელი.

ეპიზოდური პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 მისტერ ჩერინგტონი - ანტიკვარული ნივთების მაღაზიის გამყიდველი.


 საიმი - უინსტონის თანამშრომელი, რომელიც ამ უკანასკნელში სიმპატიას იწვევს.
 პარსონსი - უინსტონის კოლეგა და მეზობელი, პარტიის წევრი. გასცა საკუთარმა შვილმა.
 ამპლფორთი - უინსტონის თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც უინსტონთან ერთად წინასწარი
დაკავების საკანში აღმოჩნდება, ქრება „101-ე ოთახში―.
 მარტინი - ო’ბრაიენის მსახური.

სხვა პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ეს პერსონაჟები ნახსენებია რომანში, მაგრამ თავად მოქმედებაში არ მონაწილეობენ:

 უფროსი ძმა (იგივე დიდი ძმა) - პარტიის ერთპიროვნული ლიდერი. ყოველთვის


გამოსახულია, როგორც შუახნის მამაკაცი მუქი ულვაშებით. შესაძლოა, მის პროტოტიპად
ქცეულიყო იოსებ სტალინი.
 ემანუელ გოლდსტეინი - სახელმწიფოს #1 მტერი. დაწერა წიგნი „ოლიგარქიული
კოლექტიურობის თეორია და პრაქტიკა―. მის პროტოტიპად ლევ ტროცკი იქცა.
 კეტრინი - ფორმალურად უინსტონის მეუღლე, ფაქტობრივად - მასთან გაშორებული, მას
შემდეგ, რაც მათ ჰქონდათ ბავშვის ჩასახვის რამდენიმე უშედეგო მცდელობა.
 ჯონსი, არონსონი და რეზერფორდი - შიდა პარტიის მაღალჩინოსნები. რევოლუციის
ლიდერები, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის მთავარი გმირია უინსტონ სმითი. იგი ცხოვრობს ლონდონში, მუშაობს სიმართლის
სამინისტროში და არის გარე პარტიის წევრი. იგი არ უჭერს მხარს პარტიულ ლოზუნგებსა თუ
იდეოლოგიას და გულის სიღრმეში პარტიას, გარშემო არსებულ რეალობასა და ზოგადად,
ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. რათა საკუთარი ემოციები დახარჯოს, იგი ავსებს დღიურს,
რომელშიც საკუთარ აზრებს გადმოსცემს. სხვების დასანახად ის ცდილობს პარტიული იდეების
მოყვარულად გამოიყურებოდეს. მაგრამ ეშინია, რომ გოგონა ჯულია, რომელიც იმავე
სამინისტროში მუშაობს, მას უთვალთვალებს და სურს მისი გამოაშკარავება. იმავე დროს სმითი
ფიქრობს, რომ მათი სამინისტროს მაღალჩინოსანი, შიდა პარტიის წევრი, ვინმე ო’ბრაიენი ასევე
არ უჭერს მხარს პარტიულ იდეებს და ფარული რევოლუციონერია.
ერთხელ, როდესაც აღმოჩნდება ერთ-ერთ რაიონში, რომელშიც პარტიის წევრთა შესვლა არ არის
სასურველი, სმითი შედის ვინმე ჩერინგტონის ძველი ნივთების მაღაზიაში. უკანასკნელი მას
უჩვენებს ოთახს და უინსტონს აქვს სურვილი, მასში ერთი კვირა მაინც გაატაროს. უკანა გზაზე
მას ხვდება ჯულია. სმითი მიხვდება, რომ ჯულია უთვალთვალებდა. იგი ორ ცეცხლს შორის
არის - სურს გოგოს მოკვლა და შიშით არის მოცული. მაგრამ დასძლებს რა შიშს გადაწყვიტავს,
მაინც მოკლას ჯულია. მაგრამ გოგო მას გადასცამს ქაღალდს, რომელშიც სმითისადმი თავის
სიყვარულზე საუბრობს. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობები იწყება. თვეში
რამდენიმეჯერ ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ უინსტონს აწუხებს გრძნობა, თითქოს ისინი
უკვე მკვდრები არიან (პარტიის მიერ ქალსა და მამაკაცს შორის თავისუფალი ურთიერთობები
აკრძალულია). ისინი ქირაობენ ოთახს ჩერინგტონის მაღაზიაში და იქ ერთმანეთს დრო და დრო
ხვდებიან. ისინი მიდიან ო’ბრაიენთან და სთხოვენ არალეგალური საძმოს წევრებად მიღებას,
თუმცა თავად მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ის მისი წევრია. ო’ბრაიენი მათ გადასცემს
გოლდსტეინის, სახელმწიფო მტრის მიერ დაწერილ წიგნს.
მოგვიანებით წყვილს აპატიმრებენ, პირდაპირ მათ საკუთარ ოთახში - ჩერინგტონი აღმოჩნდება
პოლიციის თანამშრომელი. სიყვარულის სამინისტროში უინსტონზე დიდ ზეწოლას ახდენენ და
აწამებენ. მთავარ როლს ამ დამსჯელ მოქმედებაში ასრულებს თავად ო’ბრაიენი.
თავდაპირველად უინსტონი ცდილობს, არ უარყოს საკუთარი პრინციპები. მაგრამ მუდმივი
ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის შემდეგ ის მაინც ნებდება და იმედი აქვს, რომ უარს
ყველაფერზე იტყვის მხოლოდ გონებრივად, მაგრამ არა სულიერად. იგი უარს ამბობს
ყველაფერზე, გარდა ჯულიასადმი სიყვარულისა. მაგრამ ო’ბრაიენს აქაც შეაქვს ცვლილება.
უინსტონი საბოლოოდ ამბობს უარს, ფიქრობს, რომ ჯულია მხოლოდ სიტყვიერად უარყო.
მაგრამ მას შემდეგ, როდესაც გადის დრო და ის უკვე განკურნებულია რევოლუციური
განწყობისაგან და თავისუფლებაზეა, ერთხელ, კაფეში ჯდომისას, ხვდება, რომ ჯულიაზე
გონებრივად უარის თქმით მთლიანად განერიდა მას. მან უარყო სიყვარული. ამავე დროს
რადიოეთერში გადაიცემა ახალი ამბები, სადაც საუბარია ოკეანეთის მიერ ევრაზიის ჯარების
დამარცხებაზე. უინსტონი მიხვდება, რომ ამჯერად ის სრულიად განიკურნა. მას უყვარს პარტია,
„უფროსი ძმა―.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რომანის სამუშაო სახელწოდება იყო „უკანასკნელი ადამიანი ევროპაში―. ცნობილია, რომ წიგნის
გამომცემელი, ფრედერიკ უორბურგი მოითხოვდა სახელწოდების შეცვლას. ბოლომდე უცნობია,
თუ რატომ დაერქვა ამ რომანს „1984―.
უფრო გავრცელებული ვარაუდია, რომ 1984 არის რომანში მოვლენათა მოქმედების წელი და იგი
არჩეული იქნა თავად რომანის შექმნის წლის, 1948-ის უკანასკნელი ორი ციფრის შებრუნებით.
1984 ასევე შესაძლოა იყოს ფაბიანური საზოგადოების 100 წლისთავის აღსანიშნავი თარიღი - ეს
იყო პირველი მნიშვნელოვანი ბრიტანული სოციალისტური ორგანიზაცია, რომელიც 1884 წელს
ჩამოყალიბდა.

Вам также может понравиться