You are on page 1of 10

კონკურსის პირობები

კონკურსი 10 ადგილობრივი მედიაპარტნიორის შესარჩევად

პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში

21 ნოემბერი, 2018

ზოგადი ინფორმაცია
“ინტერნიუსი - საქართველო”, “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ
რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“,
რომლის მიზანია მედიის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და
კავკასიის ქვეყნებში. პროექტის შედეგად გაიზრდება მოქალაქეთა ინფორმირებულობა
ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებთან
დაკავშირებით და გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია. პროექტის ყველა აქტივობა
ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტური ღირებულებების
დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო
დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას.

პროექტის საკოორდინაციო საბჭო 10 ადგილობრივ პარტნიორ მედიაორგანიზაციას
შეარჩევს საკონკურსო წესით. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ბეჭდური
და ონლაინ მედიასაშუალებები, რადიო და ტელევიზია. ადგილობრივ პარტნიორებს
უნდა გააჩნდეთ ვებპორტალი და მასალების ონლაინ, მათ შორის სოციალური არხებით
გავრცელების შესაძლებლობა.
შერჩეული მედიაორგანიზაციები იმუშავებენ მულტიმედიური საინფორმაციო
კონტენტის მომზადებასა და გავრცელებაზე, კერძოდ, ჩართულები იქნებიან პროექტის
შემდეგ აქტივობებში:
 ცენტრალური მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მულტიმედიური
საინფორმაციო პაკეტების „ჯორჯია პლიუს“ გამოქვეყნება/გავრცელება და ამ
გზით ადგილობრივი კონტენტის გამრავალფეროვნება. სულ შეიქმნება 10
მულტიმედიური პაკეტი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან 10 სხვადასხვა
თემაზე (ერთი პაკეტი გააშუქებს ერთ თემას). თითოეული პაკეტის ფარგლებში
ერთ თემაზე მომზადდება სამი მულტიმედიური მასალა თანამედროვე
ინტერაქტიული ვიზუალური ჟურნალისტიკის ფორმატების გამოყენებით;
 მულტიმედიური პაკეტების ადაპტირება ადგილობრივი აუდიტორიის
ინტერესების მიხედვით; კერძოდ, ადგილობრივი მედია საშუალებები
მოამზადებენ და გაავრცელებენ სამი მულტიმედიური მასალისგან შემდგარ
1
თემატურ საინფორმაციო პაკეტებს. სულ ადგილობრივი მედია მოამზადებს 7
საინფორმაციო პაკეტს, რომელთა თემებს შეარჩევს ცენტრალური
მედიასაშუალებების მიერ მომზადებული „ჯორჯია პლიუს“ საინფორმაციო
პაკეტების 10 თემიდან. თითოეული ადგილობრივი მულტიმედიური პაკეტის
მოსამზადებლად ადგილობრივ მედიასაშუალებას ეძლევა 4 კვირა. სულ,
ცენტრალური და ადგილობრივი საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად
ერთ თემაზე განსაზღვრულია 2 თვიანი ვადა;
 დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივი მედიაორგანიზაციები საკუთარი
მედიაარხებით ასევე გაავრცელებენ პროექტში მონაწილე ქვეყნების
მედიასაშუალებების მიერ შექმნილ მულტიმედიურ პაკეტებს „სამეზობლო“.

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტები „ჯორჯია პლიუს“ (მომზადებული როგორც
ცენტრალური ასევე ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ) უნდა მოიცავდეს
ტექსტს, ვიდეოს, აუდიოს, ფოტოს და სხვადასხვა ინტერაქტიულ ელემენტებს
(ინფოგრაფიკა, თამაში, ქვიზი, აუდიო სლაიდ შოუ, თაიმლაინი, მიკროვიდეო, და ა.შ.),
რაც გამიზნულია ახალი ვებმომხმარებელების მოზიდვასა და აუდიტორიაზე წვდომის
გაუმჯობესებაზე.
ცენტრალური და ადგილობრივი მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების -
„ჯორჯია პლიუს“ თემებს შეარჩევს საკოორდინაციო საბჭო (5 თემა) და ადგილობრივი
პარნტნიორი მედიაორგანიზაციები (5 თემა) ადგილობრივი ინტერესების და
საჭიროებების გათვალისწინებით. აქცენტი გაკეთდება საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან თემებზე (მაგ. პოლიტიკა, არჩევნები, ეკონომიკა, ბიზნესი, გარემოს
დაცვა, განათლება, კორუფცია, ევროინტეგრაცია და საერთაშორისო ურთიერთობები,
ემიგრაცია, უმცირესობათა ჯგუფები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები, ჯანმრთელობა, სოციალური უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობა,
კონფლიქტები, და სხვ). აუდიტორიის ინტერესის გასაღვივებლად, მასალების ფორმატი
შეიძლება იყოს როგორც ანალიტიკური, ისე საინფორმაციო-გასართობი (infotainment).

ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაციები,
რაც მიზნად ისახავს მათი უნარების გაძლიერებას ჟურნალისტური ოსტატობის,
მულტიმედიური თხრობის და მედიაბიზნესის წარმოების კუთხით. მენტორების
დახმარებით, ადგილობრივი პარტნიორები ისწავლიან ახალი მულტიმედიური
ფორმატების გამოყენებას, კონტენტის დივერსიფიცირებას და აუდიტორიის მოზიდვას.
პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები:
 მულტიმედიური ტრენინგები და მენტორინგი: მედიაპარტნიორები ისწავლიან
ინოვაციური ჟურნალისტური ხერხებით და ინტერაქტიული ელემენტებით,
სხვადასხვა წყაროებზე, გადამოწმებულ მონაცემებზე და ფაქტებზე
დაყრდნობით საინფორმაციო პაკეტების წარმოებას მაღალ ტექნოლოგიურ
დონეზე;
 ბიზნეს ტრენინგები და მენტორინგი: მედიაპარტნიორები გაიუმჯობესებენ
უნარებს აუდიტორიის ზრდის, ბიზნესის დივერსიფიცირების, ონლაინ
კონტენტის მონეტიზაციის, გაყიდვებისა და მარკეტინგის კუთხით.

2
ადგილობრივ მედიაპარტნიორებად შერჩეული მედიასაშუალებები პროექტთან
ითანამშრომლებენ პროექტის დასრულებამდე (2018 წლის ნოემბერი - 2020 წლის
სექტემბერი) და ვალდებულები იქნებიან მონაწილეობა მიიღონ პროექტის სხვა
აქტივობებშიც, მაგ. როგორიცაა კონტენტის გაზიარება. პარტნიორების ნებისმიერ
აქტივობაში ჩართულობა შეთანხმდება პროექტის ორგანიზატორებთან.

პროექტის აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად 10 პარნტიორი ადგილობრივი
მედიასაშუალება (თითოეული) მიიღებს გრანტს 4,500 აშშ დოლარის ოდენობით.

პროექტის შედეგები - პროდუქტები და სერვისები
 ადგილობრივი პარტნიორების მიერ 3 თემატური მასალისგან შემდგარი 7
მულტიმედიური პაკეტის დამოუკიდებლად მომზადება და გავრცელება
საგრანტო მხარდაჭერით;
 ცენტრალური მედიაორგანიზაციების მიერ წარმოებული 10 საინფორმაციო
პაკეტის “ჯორჯია-პლიუს“ გამოქვეყნება/გავრცელება.

მომზადებული მასალა უნდა იყოს მომხმარებლებისთვის მიმზიდველი და გასაგები
და უნდა მოიცავდეს მულტიმედიურ, ინტერაქტიულ ელემენტებს (ტექსტი, ვიდეო,
აუდიო, ინფოგრაფიკა, თამაში, ქვიზი, აუდიო სლაიდშოუ, თაიმლაინი, მიკრო
ვიდეო და ა.შ.). ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა მასალების ადაპტირება და
განთავსება უნდა მოახდინონ ვებგვერდებზე (განურჩევლად იმისა, თუ რომელია
მათი ძირითადი პლატფორმა).
ადგილობრივი საინფორმაციო მულტიმედიური პაკეტების თემებს (7) შეარჩევენ
ადგილობრივი პარტნიორები იმ თემათა ჩამონათვალიდან, რომლებიც გაშუქდება
ცენტრალური მედიის მიერ მომზადებული „ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური
პაკეტებით (10 თემიდან 7), საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით.
1. პარტნიორი მედიასაშუალებების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა:

 ცენტრალური მულტიმედიური პაკეტების მწარმოებლებისთვის
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი 5 თემის შეთავაზება;

 „ჯორჯია პლიუს“ ადგილობრივი მულტიმედიური პაკეტების შექმნა,
გავრცელება და გაზიარება საკუთარი მედიაარხებით, მათ შორის ონლაინ
პლატფორმებზე;
 რედაქტორებთან/მენტორებთან თანამშრომლობა და მათთან მულტიმედიური
მასალების წარმოების გრაფიკსა და ვადებზე შეთანხმება;
 ცენტრალური მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მულტიმედიური
პაკეტების -„ჯორჯია პლიუს“ გამოქვეყნება და გავრცელება საკუთარი
მედიაარხებით და ონლაინ პლატფორმებით;
 პროექტში მონაწილე ქვეყნების მედიასაშუალებების მიერ მომზადებული
ერთობლივი ჟურნალისტური მულტიმედიური პაკეტების გავრცელება
საკუთარი მედიაარხებით და ონლაინ პლატფორმებით (ნებაყოფლობითი);

3
 პროექტის სხვა აქტივობებში მონაწილეობა (ტრენინგები, მენტორშიფი, და ა.შ.)

 აქტივობებზე და ხარჯებზე ანგარიშგება პროექტით განსაზღვრულ ფორმატში.

2. კონკურსში მონაწილეობის პირობები
ადგილობრივი მედიასაშუალება:
 შეიძლება იყოს ბეჭდური ან ონლაინ მედია, რადიო, ტელევიზია;

 უნდა ფუნქციონირებდეს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ;
 გააჩნდეს მყარი პროფესიული რეპუტაცია და იცავდეს პროფესიულ
სტანდარტებსა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს;
 უნდა ქონდეს სულ მცირე, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მედიაბაზარზე;
 უნდა ქონდეს გამართული ვებგვერდი;
 უნდა გააჩნდეს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დაწესებულ ვადებში მუშაობის
უნარი.

3. შერჩევის კრიტერიუმები
განაცხადების შეფასება ეფუძნება:

• ტექნიკური შეთავაზების ხარისხს, მათ შორის განაცხადის ყველა კომპონენტის
წარდგენას და განაცხადის გამართულობას, მულტიმედიური პაკეტების
გამოქვეყნების და ადაპტირებისთვის;

• ფინანსური შეთავაზების ხარისხს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4,500 აშშ
დოლარს 7 ადგილობრივი მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის - “ჯორჯია
პლიუს” მოსამზადებლად და გასავრცელებლად.

გამარჯვებულებს გამოავლენს პროექტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი სისტემით:

1. ქულების 90 პროცენტით შეფასდება პროექტის ტექნიკური შეთავაზება.

2. ქულების 10 პროცენტით შეფასდება პროექტის ფინანსური შეთავაზება.

1.1 ტექნიკური შეთავაზების შერჩევის კრიტერიუმები:

- კონკურსის მონაწილე მედიასაშუალების პროფესიონალიზმი
(მედიაორგანიზაციას შეუძლია შედეგიანად შეასრულოს პროექტით
გათვალისწინებული სამუშაოები; აქვს პროფესიული რეპუტაცია და იცავს
პროფესიული ეთიკის სტანდარტებს; ზუსტად აქვს გადანაწილებული
როლები პროექტის მონაწილეთა შორის; წარდგენილი კონცეფცია
ადასტურებს, რომ მონაწილეს გააჩნია სათანადო გამოცდილება და
ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შექმნას წარმატებული მულტიმედია
პროდუქტი; კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს ესმის პროექტის

4
მიზნები; განმცხადებელს გააჩნია შესაძლებლობა გააგრძელოს
მულტიმედიური საინფორმაციო მასალების დამზადება პროექტის
დასრულების შემდეგ) - მაქსიმუმ 25 ქულა;

პორტფოლიოს ხარისხი (პორტფოლიოში შესული მასალების ხარისხი,
მრავალფეროვნება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემების გაშუქების
გამოცდილება) - მაქსიმუმ 25 ქულა;
- მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის ადაპტირების და გაშუქების
ზოგადი კონცეფციის ხარისხი (სიახლე/ორიგინალურობა, გამოყენებული
მულტიმედიური კომპონენტების მრავალფეროვნება; მკაფიო და
თანმიმდევრული კონცეფცია; ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესის
გააზრების უნარი, კარგად ჩამოყალიბებული იდეები ჟურნალისტური
მასალების მოსამზადებლად) - მაქსიმუმ 40 ქულა.

2.1 ფინანსური შეთავაზების კრიტერიუმები:

ხარჯების მკაფიო და თანმიმდევრული აღწერა (მაქსიმუმ 5 ქულა);
- გონივრული ბიუჯეტი, რომელშიც მაქსიმალურადაა გამოყენებული რესურსები
(მაქსიმუმ 5 ქულა).

4. მულტიმედიური პაკეტების წარმოების გრაფიკი

ადგილობრივი მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების წარმოებისთვის
გათვალისწინებულია 4 კვირა. მასალების შექმნის თანმიმდევრობა და ჩაბარების
ვადები დადგინდება „ინტერნიუსი-საქართველოსთან“ ერთად, გამარჯვებულების
გამოვლენის შემდეგ. საერთო ჯამში, ერთი ცენტრალური მულტიმედიური პაკეტის
მოსამზადებლად და ამავე თემაზე ადგილობრივი პაკეტის მოსამზადებლად
განსაზღვრულია 2 თვის ვადა. მულტიმედიური პაკეტები გამოქვეყნდება ორ თვეში
ერთხელ 2019 წლის იანვრიდან.
5. ბიუჯეტი
შერჩეული მედიაპარტნიორები (10) მიიღებენ გრანტს 4,500 აშშ დოლარის ოდენობით
მულტიმედიური პაკეტების (7) დასამზადებლად. გრანტის ჩარიცხვა ეტაპობრივად
განხორციელდება. გრანტით დაფინანსდება მედიაპროდუქციის წარმოების და
სახელფასო ხარჯები, ასევე სხვა გონივრული ხარჯები.

6. საკონკურსო განაცხადი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საკონკურსო
განაცხადი.

7. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა
ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით
მისამართზე irina@internews.ge ან მოიტანოთ “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში ან

5
შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია ბმულზე: https://goo.gl/forms/AKBJNwSYdTP2EyFu1,
2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე. “ინტერნიუსი-საქართველოს”
მისამართია: ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8ე სართული,
თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირი: ირინა სამხარაძე, პროექტის ასისტენტი, ელ. ფოსტა:
irina@internews.ge ) მობ. ტელეფონი: 599 55 34 98.

**„ჯორჯია პლიუს“ ცენტრალური მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების 10 თემის
ნახევარს (5) შეარჩევს პროექტის საკოორდინაციო საბჭო, ხოლო 5 თემას - შერჩეული
ადგილობრივი მედიაპარტნიორები (კონკურსის დასრულების შემდეგ). პროექტის
საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოთავაზებული თემებია: კორუფცია, უმცირესობები,
განათლება, ეკონომიკა, ახალგაზრდები.

6
დანართი 1
განაცხადის ფორმა

კონკურსი ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად პროექტის
„დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში

ზოგადი ინფორმაცია განმცხადებელი მედიაორგანიზაციის შესახებ
მედიაორგანიზაციის დასახელება
მედიაორგანიზაციის იურიდიული მისამართი
მედიაორგანიზაციის ტელეფონი
მედიაორგანიზაციის ვებგვერდის მისამართი
მედიაორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელ «ფეისბუკში”
სხვა სოციალური მედიაარხები (მაგ. YouTube)
მთავარი რედაქტორის/დირექტორის სახელი და გვარი
მთავარი რედაქტორის/დირექტორის საკონტაქტო მონაცემები
თანამშრომელთა რაოდენობა

ზოგადი ინფორმაცია განმცხადებელი მედიაორგანიზაციის
კოორდინატორის შესახებ

პროექტზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი
პროექტზე პასუხისმგებელი პირის მობილური ტელეფონის ნომერი
პროექტზე პასუხისმგებელი პირის ელ.ფოსტის მისამართი
პროექტზე პასუხისმგებელი პირის მისამართი სოციალურ ქსელ «ფეისბუკში”

სხვა დეტალები მედიარგანიზაციის შესახებ
მედიაორგანიზაციის ტიპი
ტელევიზია
ბეჭდური მედია
მწარმოებელი სტუდია
რადიო
ონლაინ მედია (online-only)
სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტეთ)

მესაკუთრეობის ფორმა
სახელმწიფო
კერძო
სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტეთ)

გეოგრაფიული დაფარვა/გავრცელება

მედიაბაზარზე არსებობის გამოცდილება
7
 1-2 წელი
 3-4 წელი
 5 წელი
 სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტეთ)

მედიასაშუალების სამიზნე აუდიტორია:

მედიააუდიტორიის რაოდენობრივი ინდიკატორები:
 ვებგვერდზე ვიზიტორთა საშუალო თვიური რაოდენობა ( სექტემბერი-ნოემბერი 2018)
 “ფეისბუკის” გვერდის გამომწერთა (followers) რაოდენობა (სექტემბერი-ნოემბერი 2018)
 გავრცელება (ბეჭდური მედია)
 რეიტინგი/ ბაზრის წილი (ტელევიზია და რადიო)
 სხვა რელევანტური ინდიკატორები

აწარმოებს თუ არა მედიასაშუალება მულტიმედიურ კონტენტს
 დიახ
 არა

რა ტიპის მულტიმედიურ ინსტრუმენტებს იყენებს მედიასაშუალება

გთხოვთ დაურთოთ საუკეთესო მედიამასალების ბმულები (სულ მცირე 3 ბმული)
(მულტიმედიური მასალების ნიმუშებს მიენიჭება უპირატესობა)

გთხოვთ მიუთითოთ თქვენი მედიასაშუალების მიერ ყველაზე ხშირად გაშუქებული
თემები (5 ყველაზე ხშირად გაშუქებული თემა):

მულტიმედიური პაკეტების ზოგადი კონცეფცია

ცენტრალური მედიასაშუალების მიერ მოსამზადებელი მულტიმედიური პაკეტების
მოსამზადებლად შეთავაზებული თემები
(გთხოვთ მიუთითოთ 5 თემა, რომელიც თქვენი აზრით დააინტერესებს ადგილობრივ
აუდიტორიას და რომლებსაც გააშუქებენ პროექტის პარტნიორი ცენტრალური
მედიასაშუალებები მულტიმედიურ პაკეტებში "ჯორჯია პლიუს")
 თემა #1
 თემა #2
 თემა #3
 თემა #4
 თემა #5

ცენტრალური მედიასაშუალებების მიერ მომზადებული 10 მულტიმედიური პაკეტის
გამოქვეყნების და გავრცელების არხები
 ვებგვერდი
 სოციალური მედია
 ბეჭდური მედია
 სხვა

8
მულტიმედიური მასალების კონცეფცია, რომლებიც პასუხობს ადგილობრივი
აუდიტორიის ინტერესებს და საჭიროებებს

4,500 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ფარგლებში, ადგილობრივი მედიასაშუალებები
თავიანთ პლატფორმებზე განათავსებენ ცენტრალური მედიაორგანიზაციების მიერ
დამზადებულ 10 თემატურ მულტიმედიურ პაკეტს და ამ 10 თემიდან 7 შერჩეულ თემას
გააშუქებენ 7 ადგილობრივ მულტიმედიურ პაკეტში (თითოეული პაკეტი 3 მასალისგან
შედგება და ერთ თემას უკავშირდება). თითოეული მულტიმედიური პაკეტის
დასამზადებლად ადგილობრივ მედიასაშუალებებს ექნებათ 4 კვირა, საერთო ჯამში კი -
ერთ თემაზე ცენტრალური და ადგილობრივი პაკეტების დასამზადებლად 2 თვე
დაიხარჯება.

ჟურნალისტური მასალის იდეა (story pitch) #1
(რომელიმე ერთი ჟურნალისტური მასალის მოკლე აღწერა, რომელსაც გააშუქებთ
სამომავლოდ მულტიმედიური პაკეტების ფარგლებში. გთხოვთ დააკონკრეტოთ
რომელი მულტიმედიური ელემენტები იქნება გამოყენებული)

ჟურნალისტური მასალის იდეა (story pitch) #2
(სამომავლოდ მასალის მოკლე აღწერა. გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელი
მულტიმედიური ელემენტები იქნება გამოყენებული);

გთხოვთ წარმოადგინოთ გონივრული ბიუჯეტი და აღწეროთ რესურსების ხარჯვა:

თქვენი მასალების გამოქვეყნების და გავრცელების მედიაარხები:
 ვებგვერდი
 სოციალური მედია
 ბეჭდური გამოცემა
 სხვა

თანახმა ხართ თუ არა გააზიაროთ პროექტის ფარგლებში პროექტში მონაწილე სხვადასხვა
ქვეყნების მიერ დამზადებული მულტიმედიური პაკეტები?

შერჩეული ადგილობრივი მედიასაშუალებები პროექტის ვადის ამოწურვამდე
ითანამშრომლებენ პროექტთან, რაც გულისხმობს სხვა აქტივობებშიც ჩართულობის
ვალდებულებას, მაგ. რეგიონის მასშტაბით შექმნილი მულტიმედიური პაკეტების
"სამეზობლო" გავრცელებას. (“სამეზობლოს” მოამზადებენ მედიასაშუალებები პროექტში
მონაწილე ქვეყნებიდან). ამ აქტივობებში მონაწილეობა შეთანხმდება პროექტის
ორგანიზატორებთან. "სამეზობლო" მულტიმედიური პაკეტების გავრცელება
ნებაყოფლობითია, რაც გულისხმობს, რომ მათ გაზიარებაზე უარი ან თანხმობა გავლენას
არ ახდენს კონკურსის შედეგებზე.
 დიახ
 არა

ტრენინგები და კონსულტაციები

9
ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, კონსულტაციები და
პრაქტიკული სწავლება, რაც მიზნად ისახავს მათი უნარების გაძლიერებას
ჟურნალისტური ოსტატობის, მულტიმედიური უნარების და მედიაბიზნესის კუთხით.
ადგილობრივ პარტნიორებს მიეცემათ ახალი ფორმატების გამოყენების შესაძლებლობა,
ისინი ისწავლიან კონტენტის დივერსიფიცირებას და აუდიტორიის მოზიდვას.

თანახმა ხართ თუ არა მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგებში და საკონსულტაციო
შეხვედრებში
 დიახ
 არა

მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა "ინტერნიუსი-საქართველოს" მიერ გამოცხადებულ სხვა
კონკურსში
 დიახ (გთხოვთ მიუთითოთ პროექტის სახელწოდება)
_________________________________________________
 არა
 მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ გაიმარჯვა კონკურსში

10