Академический Документы
Профессиональный Документы
Культура Документы
რელიგიის ლექსიკონი
ათი ავატარა დაშ ავ ესაა ათნაირად ხორცშესხმული ვიშნუ, მასთან უფრო გამოჩენილი
პერსონიფიკაციებია რამა, რამაიანა და კრიშნა – მაჰაბჰარატა, ორივე შავს
ნიშნავს, ორივე ინდური ლიტერატურის პერსონაჟებია, რომელთაც მრავალი
საგმირო საქმე აქვთ ჩადენილი, ამ გაგებით როგორც გარდაქმნილი გმირი
მითების პერსონაჟის მნიშვნელობითაც იხმარება, ავატარა ესაა ვიშნუ,
4
რომელიმე ცხოველის ან ადამიანის სახით, , ავ ღმერთ ვიშნუს განსახიერებაა
კრიშნას, რამას და სხვა გმირთა სახით, ინკარნაციის სახით მოვლენილი კუს
სახე ვიშნუ, ბუდიზმში ავატარა საერთოდ ღვთაების განსახიერებაა, ბუდა
ვიშნუს მეათე ავატარაა, სინტოიზმის თანახმად ბუდიზმი ღმერთების
სახეშეცვლილი ავატარები არიან, ამრიგად ავატარა გარდასახვის პროცესიცაა და
გარდასახული არსებაც, ძირითადად ვიშნუს სახეცვლა როცა ღმერთი
მოკვდავთა ან ცხოველთა სახით ცხადდება, რომ მოდგმა იხსნას.
5
ათეიზმი – ბერძნ. ულად „ა“ უარყოფის ნაწილაკი თეოს – ღმერთი სიტყვასიტყვით
უღმერთოება, ურწმუნოება, შეხედულებათა სისტემა რომელიც უარყოფს
რელიგიურ წარმოდგენებს, რწმენას ღმერთისა, სულის უკვდავება, საიქიო,
მკვდრეთით აღდგომა და ა. შ და მთლიანად რელიგიას, როგორც შეხედულებათა
სისტემა ათეიზმი ვერ ამოიწურება მარტოოდენ რელიგიის ისტორიულ,
ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო – მეცნიერული კრიტიკით, ათეიზმი ხსნის
სინამდვილის რელიგიურ წარმოსახვის სპეციფიკასა და არსს, იკვლევს ამ
სპეციფიკას, განმარტავს მასებში რწმენის წარმოშობისა და წყაროების პირველ
მიზეზებს, სწავლობს რელიგიის სოციალურ ბუნებას, მისი დაძლევის
პირობებსა და საშუალებებს, ათეიზმი ერთერთი მნიშვნელოვანი მხარეა
მატერიალისტური მსოფლმხედველობისა, ათეიზმი წარმოიშვა. შორეულ
წარსულში მეცნიერებისა და მატერიალისტური ფილოსოფიის განვითარების
საფუძველზე, თავდაპირველი არათანმიმდევრული და გულუბრყვილო ფორმა
ათეიზმისა იყო ძველი მონათმფლობელური საზის ათეიზმი, უმაღლეს
განვითარებას მან მიაღწია საბერძნ. ეთსა და რომში, ბერძენი ფილოსოფოს –
მატერიალისტები თალესი, ანაქსიმე, ანაქსიმანდრე, პერმენიდი, ჰერაკლიტე
თვლიდნენ რომ სამყაროს საფუძველია მატერიალისტური საწყისი, რომ სამყარო
მარადიულია, არც ერთ ღმერთს არ შეუქმნია და არც საჭიროებს შექმნას,
ჰერაკლიტე უარყოფდა რელიგიურ წარმოდგენას სამყაროს უცვლელობაზე,
ქსენოფანი ქმნილების ღვთაებრივ იდეას, ხაზგასმით ამბობდა, რომ ღმერთმა კი
არ შექმნა ადამიანი არამედ ადამიანმა. შექმნა ღმერთი თავის ხატად და მსგავსად,
ანტიკურმა ათეიზმმა თავის უმაღლეს განვითარებას მიაღწია დემოკრიტეს,
ეპიკურეს და ლუკრეციუსის მოძღვრებებში, დემოკრიტე და ეპიკურე
ატომისტური წარმოდგენიდან გამოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნად
არა არის რა ატომებისა და სიცარიელის გარდა, ატომების მოძრაობა
გამოწვეულია ბუნებრივი მიზეზებით, არავითარი ღვთაებრივი ჩარევა აქ არ
არის, ისინი უარყოფდნენ სულის უკვდავებას, დემოკრიტე რელიგიური
რწმენის მიზეზს ხედავდა ადამიანთა. შიშში ბუნების მოვლენების, მეხის, მზის
დაბნელებისა და მისთანების წინაშე, ეპიკურე ღმერთების რწმენის მთავარ
მიზეზად თვლიდა სიკვდილის შიშს, ბერძენი მატერიალისტების ათეისტური
ტრადიციები შემოდგომ განვითარებას პოულობენ ლუკრეციუსის პოემაში
საგანთა ბუნებაზე, ამ განთქმულ ნაწარმოებში პოეტი იცავდა მატერიალური
სამყაროს ობიექტური არსებობის თვალსაზრისს, ანტიკური ათეიზმი
საზოგადოებრივი აზრის ისტორიის დიდი მონაპოვარია, ეს წვლილი
მეცნიერებაში ბერძენთა და ლათინთა მოაზროვნეებმა. შეიტანეს, მიუხედავად
6
გულუბრყვილობისა, შეზღუდულობისა და არათანმიმდევრულობისა მან დიდი
ზეგავლენა მოახდინა ათეისტური იდეის შემდგომ განვითარებაზე, ფეოდალური
შუასაუკუნეების პერიოდში რელიგია იდეოლოგიის გამოყენებულ ფორმად იქცა,
საეკლესიო დოგმა ყოველგვარი აზროვნების ამოსავალ წერტილად და
საფუძვლად ითვლებოდა, ეკლესია ყოველგვარ ღონისძიებას იყენებდა
ათეიზმისა და თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ
უძლური იყო შეეჩერებინა მეცნიერული აზრის წინსვლა, რელიგიისა და
ეკლესიის პოზიციებს ცალსახად არღვევდა მასობრივი ანტიკლერიკალური და
ერეტიკული მოძრაობა, წარმოების კაპიტალისტური წესების დანერგვას და
განვითარებას ხალხის და ბურჟუაზიის ერთობლივ ბრძოლას ფეოდალიზმის
წინააღმდეგ თან ახლდა გამოსვლები ფეოდალური იდეოლოგიის წინააღმდეგ,
აღმავალი ბურჟუაზიის იდეოლოგები თავიანთ მოძღვრებათა ცენტრალურ
მომენტად იხდიან პიროვნების განთავისუფლებას ეკლესიის სულიერი
არისტოკრატისაგან, იტალიელმა ჰუმანისტმა პიერო პომპონაციმ 1462 – 1524 წ
თეოლოგია უბრალო ადამიანთა მოტყუების საშუალებად გამოაცხადა, ეჭვის
ქვეშ დააყენა ქრისტიანული დოგმატები სულის უკვდავებისა და საიქიო
ცხოვრების შესახებ, გენიალურმა მოაზროვნემ ჯორდანო ბრუნომ 1548 – 1600 წ
დაამტკიცა უნიადაგობა რწმენისა, რაც ეხებოდა ღმერთის სამერთიანობას, XVII
საუკუნეში ქრისტიანული იდეოლოგიის კრიტიკა ახალ საფეხურზე ავიდა თომას
ჰობსის 1588 – 1679 წ, ჯონ ლოკის 1632 – 1704 წ, ბენედიქტ სპინოზას – ბარუხ
სპინოზა 1632 – 77 წ, პიერ ბეილის 1632 – 1704 წ მმატერიალისტურ
მოძღვრებებში, ბეილის ორტომიან ისტორიულ და კრიტიკულ ლექსიკონი ამას
ეხებოდა, ფრანგმა მატერიალისტებმა დიდრომ, ჰელვეციუსმა, ჰოლბახმა,
ლამეტრიმ დაამტკიცეს რელიგიის უძლურება ფილოსოფიური, ისტორიული,
მეცნიერული, პოლიტიკური და ზნეობრივი თვალსაწიერიდან, ყოველგვარ
რელიგიას ისინი თვლიდნენ მასების უმეცრებისა და სიბნელის ნაყოფად,
მორიგი ნაბიჯი წინ ბურჟუაზიული ათეიზმის ისტორიაში გადადგა გერმანელმა
ფილოსოფოსმა ლუდვიგ ფოიერბახმა, მან გააშიშვლა მიწიერი სარჩული
რელიგიური რწმენებისა, რომელნიც წარმოშობილან ადამიანის თვისებების
განსხვისების და ამ თვისებების მიღმურ სამყაროში გადატანის შედეგად.
7
ათი მცნება – 10 მითითება, დარიგება, სავალდებულო მცნება, რომელიც ძველი
აღთქმის მიხედვით იაჰვემ უქადაგა სინაის მთაზე მოსეს, ბიბლიაში მოცემულია
2 ვერსია, რომელთაც მრავალი ვარიანტი ახლავთ, ძირითადად ამ სახით
ჩამოყალიბდა,
2 არა ქმნე თავისა. შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არა თაყვანი სცე მათ, არა
მსახურებდე მათ,
4 მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ყავ იგი, ექვს დღე იქმოდე და ქმნე სად შინა
ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა.
შენისა,
7 არა იმრუშო,
8 არა იპარო,
3 ხარება ღვთისმშობლისა,
7 ფერისცვალება უფლისა,
8 მიძინება ღვთისმშობლისა,
9 შობა ღვთთისმშობლისა,
10
აიათოლა, აიათი – სასწაული, შიიტ მუსულმანთა ცნობილი მოღვაწე, გარკვეულ
წრეებში და მხარეებში დიდად პოპულარული პიროვნება, რომელსაც უფლება
აქვს დამოუკიდებლად განმარტოს ისლამის მოძღვრება და. შარიათი, ეწევა
სათნო ღვთისმოსავის ცხოვრებას, ღრმად ფლობს შიიტთა დოგმატიკას,
ღვთისმეტყველებას, ირანში ათიდან ათასამდე აიათოლას ითვლიან, მათგან
ყველაზე უფრო ავტორიტეტული იყო ანტიშაჰური რეოლუციის მოღვაწე
აიათოლა სეიდ რუჰოლა ჰომეინი გარდაიცვალა 88 წლისა 1989 წ.
ალაჰი – არაბულად ალილაჰ ისლამის, ყოველი არსის ღმერთი, სამყაროს გამრიგე, ცის,
მიწისა და ადამიანის მეუფე, უფალი ე. ი. ყოვლისშემძლე მფლობელი, აზრთა
მპყრობელი, ალაჰის რწმენა ისლამის I დოგმატია, აქვს მონოთეისტური
ღმერთის ყველა მონაცემი, აქვს 99 ზედწოდება, ყოვლისშემძლე, დიდი, ბრძენი,
მოწყალე, კეთილი, განაგებს მთელი ხალხების და ცალკე ადამიანის ბედს,
ითხოვს მონურ მორჩილებას, ურჩს ჯოჯოხეთი მოელის.
12
ეცხადებოდა მოწაფეებს, ლეგენდის წყაროდ თვლიან ძველ ფინიკიელთა,
ბერძენთა და იუდაისტური რელიგიების ანალოგიურ მოთხრობას ადონისი,
აგნი, მითრა, დიონისე, დღესასწაული დაკანონდა VI ს, მისი მიზანია
მორწმუნეთა დარწმუნება იმაში, რომ მათი ქომაგი იესო ზეცაშია და ერკვევა
ყოველ მიწიერ საქმეში, ქება, დიდება, ჯვართამაღლება.
15
XVIII საუკუნეებიდან, მიზანი ეკლესიის ძველი პრივილეგირებული
მდგომარეობის შენარჩუნება.
ანდრია – ბერძნ. ულად ანდრეას, ქრისტეს ერთერთი მოციქული, პეტრეს ძმა, მეთევზე,
პირველი მიიწვია ქრისტემ რისთვისაც ეწოდა პირველწოდებული, იყო მცოდნე
და მჭერმეტყველი, ქადაგებდა მაცხოვრის მოძღვრებას ბალკანეთში,
სკვითებთან, შავი ზღვის სანაპიროზე, რომის მაგისტრატმა ჯვარს აცვა ჯვრის
ფორმის ძელზე ანდრიას ჯვარი – საეკლესიო გადმოცემით ანდრიამ მოიარა
საქართველო კლარჯეთი, სამცხე, ქართლი, სვანეთი, დიდი აჭარა, აფხაზეთი,
ოვსეთი, გაუვლია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, პონტოდან ნიკოფსიამდე
სადაც დაუტოვებია მოციქული სიმონ კანანელი, ყოფილა ტრაპიზონშიც,
ჩამოუტანია სიმონთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ჯვარზეც
განაგრძო ქადაგება 60 წ, ღვთის განგებით საქართველოში ჩამოსულ ანდრიას
ხსენების დღეა 30 ოქტომბერი.
18
ანთროპოპათიზმი – ბერძნ. ულად ანთროპოს – ადამიანი, პათოს – ჟინი, ვნება,
ადამიანის ბუნევრივი მიდრეკილება ბუნების გაადამიანურებისაკენ, ე. ი. გარემო
ბუნებაში ადამიანის უნარისა და თვისებების ხილვა, ბურჟუაზიულ
რელიგიათმცოდნეობაში ესაა რელიგიური მსოფლმხედველობის ფორმა,
სინამდვილეში ეს რელიგიამდელი მოვლენაა, ზებუნებრიობის გაგებას ის არ
შეიცავდა, იყო ბუნებაზე წარმოდგენის უმარტივესი ხერხიც, ტერმინი შემოიღო
გერმანელმა მეცნიერმა. შვიცემ XIX ს, ენათესავება ფეტიშიზმის,
ანთროპომორფიზმის განსახიერების პერსონიფიკაციის ცნებებს.
19
მსოფლიოს რელიგიებში, მათ შორის ქრისტიანობაში მადლის, წყალობის მიწერა
ვინმეზე ან რამეზე, დაახლოებით იგივე რაც პოლინეზიელთა და აფრიკელთა
რწმენით არის მანა, სულთა სიმრავლე ბუნებაში განუზომელია, ამას ემატება
მიცვალებულთა სულები, სტიქიის განსახიერებანი, კეთილი, ბოროტი, მავნე,
მოწყალე, უხორცო, ხორციელი.
24
არქიდიაკონი – დიაკონი, ბერძნ. ულად მთავარი დიაკონი.
25
მითოლოგიურ ტექსტებს ეხმიანება და თავისი ლორიალისებური მოტივით ახალ
დროშიც პოულობს გამოძახილს, ცუდად შემონახულ პაპირუსში ეს სადაო თავსა
და ბოლოს მოკლებული კონტრასტული ლექსი სემიტურ იშტარსაც მოგვაგონებს
და ბერძენთა აფროდიტესაც, რაც მითოლოგიურ რეგიონთა ნათესაობაზეც
მეტყველებს:
და ყველასაგან შეყვარებული”,
26
ასტრალური კულტები – ბერძნ. ულად ასტრონ – ვარსკვლავი, ლოცვა. შელოცვა, წესები,
ცერემონია დაკავშირებული ციურ სხეულთა გაღმერთებასთან, ყველა ძველსა და
ახალ რელიგიას თავისებურად ახასიათებს, განსაკუთრებით ძლიერი იყო
ასტრალური კულტები შუამდინარეთში, ქალდეაში, ეგვიპტეში, საბაონთა
ტომში სამხრეთ არაბეთში, ნაყოფია უძველეს წარმოდგენებში ციურ მნათობთა
გაღმერთებისა და მასზე დაკვირვებისა მიწების მორწყვასთან დაკავშირებით,
ბაბილონში გაღმერთებული იყო მთვარე – სინ, მზე – შამაშ, ჩაზ შემორჩა სვანურ
სიმღერაში შაბანერა – მზის ჰიმნი, მარდუქი – იუპიტერი, იშთარი – ვენერა,
ბაბილონის დედოფალი აფროდიტე, ნაბუ, ბიბლიური ნებუ – მერკური
ნიმურტუ ცთომილი სატურნი, ძველ ხალხებს სწამდათ რომ მათ შეეძლოთ
ზეგავლენა მოეხდინათ მოსავლიანობაზე, ადამიანთა ბედზე, არგონავტიკაში
მთვარეც გაღმერთებულია ამიტომ უმართებულოა ზოგ თარგმანში ნათელი
მთვარის ციტირება, უნდა იყოს წმინდა მთვარე იერეს მენეს, ასტრალური
კულტების ნიადაგზე განვითარდა ბაბილონში ასტროლოგია მკითხაობა,
ქრისტიანულ რელიგიაში ამ ცრუ რწმენის კვალია მითებში ბეთლემის
ვარსკვლავზე რომელიც თითქოს ყრმისაკენ სავალ გზას უკვლევდა აღმოსავლელ
მოგვებს და იოანეს გამოცხადების 7 ვარსკვლავი საიდუმლო შვიდთა ამათ
ვარსკვლავთა რომელნი იხილენ მარჯვენესა ჩემსა ზედა.
27
აუტო დაფე – ესპანურად და პორტუგალიურად აუტო და ფენ რწმენის აქტი,
ინკვიზიციის განაჩენის აღსრულების ან გამოცხადების საზეიმო ცერემონიალი,
რომელშიაც მონაწილეობდა ყველა რანგის სამღვდელოება, ტრიბუნალის
წევრები, ბერები, მსახურნი, მსჯავრდებულნი რომელთაც ემოსათ მაცხური,
მოხატულ – აჭრელებული სამოსი სანდენიტო, მსვლელობამთავრდებოდა იმით
რომ მეფის ან ხელისუფალთა დასწრებით კითხულობდნენ განაჩენს, კოცონზე
აჰყავდათ განკიცხულნი ან სჯიდნენ გაშოლტვით, კიდურთა მტვრევით,
სამარცხვინო ბოძზე გაკვრით და ა. შ., უკანასკნელი აუტო დაფე მოხდა 1826 წ,
ერეტიკოსთა, კუდიანთა, განდგომილთა ამ საჯარო დასჯის გარდა ასე ეწოდა
ეკესიისათვის მიუღებელ წიგნთა და ხელნაწერთა საჯარო დაწვას.
აღაბი – ბერძნ. ულად აგაპაი, აგაპე – სიყვარული, აგაპაძო – პატივით მიღება, სვანური
წარმართული დღესასწაული ლამპარობა, მოსდევდა ჯგირაგ უღულაშობას და
მერსანაბს, კაცი მეზობლის კარში შეაგდებდა ანთებულ ჟინჟღილს, თხილის ან
მუხის თავგაჩეჩქვილ და წინასწარ სელზე გამხმარ ლამპარს, მერე გაიქცეოდა და
მეზობლები მოსდევდნენ, ყველა მეზობელი თოვლში დაასობდა ჟინჟღილებს და
იმართებოდა ლოცვის ცერემონიალი, აღბერ 3 კვირა მარხვიდან, ლალჩა მარხვა,
აღაპი.
28
აღდგომა – ებრაულად პესაქ, პესახ – გამოსვლა, გადასვლა, ებრაელთა გამოსვლის გამო
ეგვიპტის მონობიდან რაც მოსეს ხუთწიგნეულშია მოთხრობილი, აქედან ბერძნ.
ულად პასქა, ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დღესასწაული, ჯვარცმულ
იესოს მკვდრეთით აღდგომის დღის აღსანიშნავი საყოველთაო რელიგიური
ზეიმი, თავდაპირველად უკავშირდებოდა ებრაელთა ანალოგიურ დღესასწაულს
ეგვიპტიდან გამოსვლას აგრეთვე გაზაფხულის აღლუმს იაყჰვეს, იეღოვას
გულის მოსაგებსა და მოსავლიანობის, პირუტყვის გამრავლების მიზნით
შეწირულ მსხვერპლს, პასექის დღესასწაული, შემდეგ დაიწყეს მაცოტის
ხმიადის დღესასწაულის აღნიშვნა, პურის თავთავების შეწირვა, როცა
ებრაელთა ძლიერი სახელმწიფო შეიქმნა ჩაისახა ერის მხსნელი მესიის რწმენა,
რაც ქრისტიანობამ განწმინდა ებრაული წესებისაგან და აქცია ახალი
კაცთმოყვარული საყოველთაო რელიგიის მესიის ქრისტეს რწმენად, აღდგომა
იმედის, განახლების, მარადიული სულიერი სისპეტაკის, ზნეობრივი
სიწმინდის დღესასწაულია, რომელსაც საძირკველი ჩაეყარა სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი იესოს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით,
ის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, ოდეს ყოველი არსი ხარობს
რამეთუ აღსდგა ქრისტე, ახალი სტილით ოთხ აპრილსა და 8 მაისს შორის,
აღდგომის ზეიმი უძველეს მესაქონლეთა და. შემდეგ მიწათმოქმედთა
საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული უშორესი ძირებით სხვა
წარმართულ რელიგიებთან კავშირშია, უწინარეს ყოვლისა მოკვდავი და
აღდგინებადი ღმერთის რწმენით, რაც ყველგან ბუნების კვდომასა და აღდგომას
უკავშირდება, ფინიკიელთა, ბერძენთა, ფრიგიელთა სიკეთის ღმერთი კვდება
და აღდგება ბუნებასთან ერთად, ეგვიპტეთა კეთილი ღმერთი ოსირისი ვერაგმა
ძმა სეთოსმა მოკლა, დააქუცმაცა მიმოაბნია, მერე ერთგულმა დამ და მეუღლემ
ისიდამ ნაწილები აკრიფა, შეკრა, გააცოცხლა და ის მიცვალებულთა ღმერთად
იქცა მაგრამ ხალხი ყოველ გაზაფხულზე მის აღდგომას გამორჩეული ზეიმით
ხვდებოდა. შეძახილით ოსირისი აღდგა, აღდგომას წინ უძღვის ორმოცდღიანი
მარხვა საეკლესიო სამზადისი აღსარება და ზიარება, ვნების კვირა, იესოს წამება,
ეკლის გვირგვინით შემკობა, ცემა, ჯვარცმა ე. ი. ვნების, ტანჯვის დღეები, ესაა
ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა რაზედაც მოსეს ხალხი
ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური
წინასწარმეტყველნიც ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმულ ქრისტეს
სახით განხორციელდა, თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ
და IV ს მიეცა თანამედროვე სახე, ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო
ყრილობამ 325 წ დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობიდან – დღისა
29
და ღამის თანასწორობის, სავსე მთვარის მომდევნო კვირას იუდეველთა პასქის
დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს, ეს ხვდება
ძველი სტილით 22 მარტიდან 25 აპრილამდე, ახალი სტილით 4 აპრილიდან 8
მაისამდე ე. ი. მთელი თვის განმავლობაში მერყეობს ამიტომ განეკუთვნება
მოძრავ დღესასწაულებს, მასთან დაკავშირებული დღესასწაულებია
მიმდევრობით ხორციელი – ყველიერი, აღდგომა – ამაღლება, სულთმოფენობა,
სამებობა, დიდი ზეიმი გრძელდება ერთ კვირას ესაა ნათელი კვირა
კვირაცხოვლობამდე, სააღდგომო სიმბოლო წითელი კვერცხი აღნიშნავს
ადამიანთა სახსნელად ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს და მარადიულ
სიცოცხლეს კვერცხი, სამსხვერპლო ბატკანი ტრადიციულია მესაქონლე
ებრაელები უდაბნოს და საძოვრის სულთა გულის მოსაგებად აღთქმული
ქვეყნის გზაზე ბატკანს სწირავდნენ, ძ. წ. XIII საუკუნიდან ებრაელთა პასექი
უმთავრესად აგრარულ დღესასწაულად იქცა, შემდეგ მას მიემატა მესიის იდეა
ქრისტიანთა გაგებით იესო ქრისტე კაცთა მოდგმის მხსნელი მესია რომელსაც
შორეულ წარსულში ჰყავდა ანალოგიური პროტოტიპები, ხსენებული ოსირისი
ეგვიპტეში, ადონისი ფინიკიაში, რეა – კიბელე ფრიგიაში, თამუზი, დუმუზი
ბაბილონში, ღმერთები რომლებიც კვდებიან და აღსდგებიან, კვერცხიდან
ცოცხალი არსების გამოსვლა მარადიული საიდუმლოება იყო და ქრისტიანულ
სიმბოლიკაშიც ასე შევიდა, შეღებვა სხვადასხვა ფერით როგორც ფიქრობენ
სულთა ყურადღების მიპყრობის რწმენიდან მოდის, რუსეთში და სხვა ქვეყნებში
აღდგომა დაემთხვა საქონლისა და მიწის ნაყოფიერების, სიუხვის საგაზაფხულო
დღესასწაულს, საქართველოში ის უფრო წმინდა რწმენის სახით შემოვიდა
როგორც მაცხოვრის დღესასწაული , ყველა წესით კი უმთავრესი იყო
შვიდკვირიანი მარხვა, რწმენა ქრისტეს ვმენოსა რაც დასრულდა გოლგოთაზე
აღდგომის სავანე ბოლოს კი დაგვირგვინდა აღდგომით, დღესასწაულთა ციკლის
დასადგენად ადგენენ საგანგებო ცხრილებს პასქალიები, მაგალითად 1988 წ
აღდგომა იყო 10 აპრილს, 1989 წ 30 აპრილს, 1990 წ 15 აპრილს, 1991 წ 7 აპრილს,
1992 წ 21 აპრილს, 1993 წ 26 აპრილს, 1994 წ 1 მაისს, 1988 წ რუსეთის ეკლესიამ
მეათასედ იზეიმა ნათლისცემის დღესასწაული ე. ი. აღდგომაც, საქართველოში
ის ათას ექვსასჯერ იზეიმეს, რაც ნიშანია იმისა რომ ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადებას დიდი სოციალური პოლიტიკური, კულტურული
მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სასანური სპარსული საერთოდ მუსულმანური და
წარმართული რელიგიების ნაცვლად ევროპის კულტურული ერების
სარწმუნოებისაკენ შემობრუნებას, ხელოვნებისა და ლიტერატურის აყვავების
ერთერთ სტიმულს ერთა დაძმობილების სარწმუნოებრივ საფუძველს.
30
აღება – მარხვის შემოსვლის წინადღე, დღე ან ღამე, გერმანულ ენაში უკანასკნელი
ხორციელი დღე, სამეტყველო ენაში ცნობილია ყველიერის აღება, დიდი აღების
დღე, ხორცით აღება, ანდაზა “საწყალ გლეხკაცსა ვინ მისცემს აღების ღამეს
ღვინოსა, მჭადი ჭამოს და წყალი სვას, დაწვეს და დაიძინოსა”.
31
სინანულის გარეშე ვერც ზნესრული მორწმუნე იხსნის სულს, ამის რწმენა დგება
მორალზე მაღლა, ეს მჩაგვრელებს ყოველთვის დიდ გასაქანს აძლევდა ეკლესია
კი ინარჩუნებდა მორწმუნეებს, აღსარება იქცა სახელმწიფოს ძლიერების
იარაღად, მეფე პეტრე I მღვდლებს აფრთხილებდა გაეცათ აღმსარებლის
საიდუმლო რაც ძალაუფლების ხელყოფას ეხებოდა, მღვდელი ხშირად
არღვევდა აღთქმას, მორწმუნეთა საიდუმლოს გასცემდა ხოლმე, დღეისათვის
ეკლესიებში მიღებულია კოლექტიური აღსარება და სინანული რაც ახალი არაა,
როცა ტაძარში მყოფი ყველა მორწმუნე ერთდროულად ინანიებს
ტედესტატულური წესი რაც 7 საიდუმლოს წესს უარყოფს ცოდვილს არ
აიძულებს ვინმეს გამოუტყდეს, მაგრამ მოვალეა. შეცვალოს ის
თვითანგარიშით.აღსრულება – რელიგიური ტერმინი, ქრისტიანული
შინაარსისაა, ერთის თქმით ძველი აღთქმის შეცვლა ახლით, მეორეს მხრივ
ბიბლიური ღვთისმსახურების აღსრულება და ახალი სარწმუნოების
დამკვიდრება.
32
ითვლებიან და ეკლესია მას ქრისტიანული მოძღვრების, მორალის, პრინციპების
დასამკვიდრებლად იყენებს.
33
ბაბიზმი – არაბული სიტყვიდან ბაბ – კარიბჭე, სექტის დამფუძნებლის სეიდ ალი
მუჰამედის გარდ 1850 წ ზედწოდება, მუსულმანურ – შიიტური სექტა, სახალხო
ამბოხების მეთაური ჯგუფი, რომელსაც უნდა გაევლო სამართლიანობისა და
ჭეშმარიტების ჭიშკარი ბაბ, ალი მუჰამედმა თავი შუამავლად ბაბად ღვთაებად
გამოაცხადა, შეადარე ინდური ავატარა, ღმერთად ქცევა და ღმერთების
განსახიერება, იქადაგა მაჰდის მუსულმანთა მესიის მალე გამოცხადება და
მოძველებული ყურანის ნაცვლად დაწერა წიგნი ბეიანი – გამოცხადება,
რომელშიაც იქადაგა თანასწორობა, ისლამის რეფორმა პანთეისტური
თვალსაზრისი, ჩადრის უარყოფა, დევნიდნენ, დახვრიტეს, მიმდევრები
ემიგრაციაში წავიდნენ ან იატაკქვეშ განაგრძეს მუშაობა.
34
აღნიშნავდნენ შობას, აღდგომას, სამებას, მოსავლის დღეს, სარწმუნოების
ერთადერთ წყაროდ თვლიდნენ ბიბლიას, ერთი ნაწილი ემხრობა კალვინიზმს
და თვლის რომ ღმერთმა დასაბამითვე გასწირა ადამიანთა უმრავლესობა
დასაღუპავად და ქრისტეს შეუძლია მხოლოდ რჩეულთა ხსნა, ამას ამტკიცებენ
კერძო, პარტიკულარული ბაპტისტები, უმრავლესობა კი ზოგადნი ქადაგებენ,
რომ ღმერთი ცოდვებს შეუნდობს ყველას ვისაც ქრისტე სწამს, რუსეთშიც ეს
მიმდინარეობაა, ცნობენ ავტონომიას, ჩვენში 1944 წ შეუერთდნენ
ევანგელისტებს.
36
ბენედიქტელთა ორდენი, ბენედიქტელები – ბერთა I ორდენი დას ევროპაში VI
საუკუნიდან, შეიქმნა წმ ბენედიქტეს სახელზე, დააარსა ბენედიქტე მურსიელმა
530 წ, ქადაგებდა მუდმივად მონასტერში ყოფნას, მორჩილებას, თავშეკავებას
ყოველი სიამისაგან, მფარველობდნენ პაპები, იყო უმდიდრესი და უძლიერესი
საეკლესიო ორგანიზაცია, ითვლიდა 10 000 ბერსა და 20 000 მონაზონს, ეწეოდა
მისიონერულ საქმიანობას ბალტიისპირეთში დღესაც კი 20 000 წევრი ჰყავთ.
38
და ადამიანის გენიის სხვა კარდინალურ ქმნილებათა თანაბარი მნიშვნელობისა,
იქმნებოდა დროის უზარმაზარ მონაკვეთში, ძ. წ. XIII ს ახ წ II საუკუნემდე, როცა
დაიწერა ზოგი სახარება, შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან ძველი აღთქმა
საკუთრივ ბიბლია ძველი გაგებით და ახალი აღთქმა საქრისტიანოს კანონიკურ
წიგნთა კრებული, სულ ბიბლია. შედგება 77 კანონიკური და არაკანონიკური
წიგნისაგან, პირველს ორივე რელიგია ერთნაირად ცნობს, მეორეს მხოლოდ
ქრისტიანები ცნობენ, სარწმუნოება მთელს ბიბლიას თვლის ზეშთაგონებულ
ზეცით ნაკარნახევ წიგნად, სინამდვილეში კი უამრავი ავტორი ჰყოლია და
მრავალი გადაკეთება განუცდია, ეს დამტკიცდა კუმრანის ხელნაწერებით და
სხვა არქეოლოგიური მონაცემებითაც, ძველი აღთქმის 39 კანონიკური წიგნი სამ
მთავარ ნაწილად იყოფა, I ხუთწიგნეული მოსეს 5 წიგნი თორებად სჯულის
წიგნებად ცნობილი, შექმნათა, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და II
სჯულისა, II წინასწარმეტყველთა, უფროს და უმცროს წინასწარმეტყველთა,
მსაჯულთა, ორი სამუელის, ორ მეფეთა ან ერთად ოთხ მეფეთა წიგნი, ლუთერს
აქვს 2 სამოელის და ორ მეფეთა, ჰაგიოგრაფია რასაც ზოგი უმეცარი მხატვრულ
წიგნებად არ თვლის, ფსალმუნები, სოლომონის იგავნი, იობის წიგნი, ქება –
ქებათა, რუთი, იერემიას გოდება, ეკლესიასტე, ნეემია, ქრონიკების 2 წიგნი
პარალიპომენი, ნეშტთა არაკანონიკურად ითვლება მაგრამ გამოცემებში შეაქვთ,
ტობიას, ივდითის წიგნები, სოლომონის სიბრძნე, ისო ზირაქის ძის სიბრძნე,
იერემიას ეპისტოლე, ბარუქის, ეზრას 2 და მაკაბელთა 3 წიგნი, სულ 11 ,
ჩვენთვის ეს წიგნები წარმოადგენენ ლიტერატურულ ძეგლს ხელოვნებისა და
ლიტერატურის მასალას და შთაგონების წყაროს საუკუნეების განმავლობაში,
განსაკუთრებით აღორძინების ტიტანთა ხელოვნებაში, ნაირნაირ ამბავთა,
ოიტუალურ და იურიდიულ კოდექსთა სახით შემორჩენილი ძველი ყოფის,
მორალის, ნაწილობრივ ისტორიულ მონაცემთა, სიმღერების, ეროტიკული
სცენების, ნივთების გადმოცემების, ქრონიკების დიდ კრებულს საუკუნეების
განმავლობაში რომ საკითხავ და სასწავლო წიგნად ჰქონდათ ხალხებს, არსებობს
ბიბლიის მრავალი თარგმანი არამეული ძ. წ. I ს, სეპტუაგინტა 70 ბერძნ. ის
ნამუშევარი კუნზულ ფაროსზე სადაც უფრო ზუსტად 72 იერუსალიმელი
მცოდნე თარგმნიდა 72 დღის განმავლობაში, ესაა თორას ბერძნ. ული თარგმანი ,
II ს ებრაელთა აკილის სიმაქის და თეოდონტოსის თარგმანი ბერძნ. ულ ენაზე II
ს, ბერძნ. ულიდან თარგმნეს ეთიოპიურ ენაზე ძირითადი წიგნები V ს, ამას
მოჰყვა სომხური, ქართული, იტალიური წმინდა იერონიმეს ცნობილი თარგმანი
ლათინურ ენაზე 383 წლიდან პაპ დამასის დავალებით, ესაა ვულგატა როგორც
უწოდეს XVI ს როგორც გამარჯვებულ პოპულარულ თარგმანს რაც კანონიკურად
39
ცნო ტრიდენტის ყრილობამ XVI ს, შემდეგ ის ისევ ჩასწორდა და ეწოდა
ვულგატა სიქსტინა რადგან პაპ სიქსტეს დავალებით შესწორდა თუმცა არც ეს
იყო საბოლოოდ კლემენტინის ბიბლია, ვატიკანის ტექსტი და სხვა, ქართული
ტექსტი ერთერთი უძველესთაგანი და ულამაზესი თარგმანია, კრიტიკული
მიდგომა ყველა ხსენებული თარგმანისადმი დასაბამიდან მოდის და დღესაც
გრძელდება, შესწორებანი, წინააღმდეგობანი, ამატებანი და სხვა.
40
შეექცეოდნენ, თან ილოცებოდნენ, ასედაც ერქვა თვიურიანი ქალის ყოფნას
განკერძოებით ბოსელში.
42
ეროვნული ეკლესიის მოთავეცაა, საერთოდ ბუდიზმი დაიშალა სკოლებად,
მიმდინარეობებად, მაგრამ ბერი მაინც მისი მთავარი დასაყრდენია.
43
ნათლობა მოქმედი ეკლესიები, ამას საფუძველი ჩაეყარა 1918 წ 29 I დეკრეტით
სახელმწიფოსაგან ეკლესიის და სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის შესახებ,
დეკრეტმა გამოაცხადა მოქალაქეთა სინდისის თავისუფლება, გაარკვია
სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიასთან რამაც დაკარგა სახელმწიფო
ორგანოს უფლება, მოისპო მოქალაქეთა პრივილეგიები, უფლებრივი
უთანასწორობა, ვალდებულება, რომ მოქალაქე უთუოდ რომელიმე
სარწმუნოებას უნდა ეკუთვნოდეს ან არ ეკუთვნოდეს, გაუქმდა რელიგიური
ფიცი, დაფიცება, რელიგიური აქტები სამოქალაქო მდგომარეობისა, ქორწინება,
შობა, სიკვდილი, რაც სახელმწიფოს გადაეცა, საეკლესიო ქონება კი
გამოცხადდა სახალხო საკუთრებად, საეკლესიო ორგანიზაციები გამოცხადდა
კერძოდ, ისინი არსებობენ მორწმუნეთა. შეწირულობის, საკულტო საგნების
გაყიდვისა და წესების შესრულებისათვის აღებული თანხებით,
სახელმწიფოსაგან ეკლესია არ იღებს ფინანსურ დახმარებას, გაუქმდა
ყოველგვარი პრივილეგია, აკრძალულია ეკლესიის ჩარევა ბავშვთა აღზრდაში,
არასრულწლოვანთა მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში,
ღვთისმეტყველების სწავლება საზოგადოებრივ ადგილებში, სკოლებში, ყველა
საეკლესიო ორგანიზაცია კერძოა და არ სარგებლობენ სუბსიდიებით, ყველა
სასულიერო პირი კანონიერი მოქალაქეა და იკრძალება რაიმე დამცირება, ხელის
შეშლა რელიგიური წესების აღსრულებაში თუ არ დაირღვევა წესრიგი, ასევე
გამოყოფილია სკოლა ეკლესიისაგან.
45
ვნებას აბრალებენ, ადრეულ ხანაშიც ქრისტიანი ღვთისმეტყველნი ცხარედ
დაობენ ამ საგანზე, შეიქმნა მთელი მიმდინარეობანი, ერთნი აღიარებდნენ
სიკეთისაკენ ადამიანის მისწრაფებას მეორენი ედავებოდნენ რომ ეს მისწრაფება
მხოლოდ სულიწმინდის წყალობით ხდებაო, მხოლოდ ეკლესიაა თავის წესებით
კაცთა მხსნელი ცოდვებისაგან, სამაგიეროდ ის მოუწოდებს სიკეთისაკენ
მორწმუნეებს, რომელნიც მორჩილნი უნდა იყონ, კალვინმა ეკლესიის როლი
უარყო მაგრამ განაცხადა რომ ღმერთი დაბადებამდე განსაზღვრავს ადამიანის
ბედს, განგება ამცირებს ადამიანის როლს საზში, ადუნებს მის აქტიურობას, 2.
უზენაესის ნება მიუწვდომელი მოკვდავთათვის, ყველაფერი ამ ნებით ხდება,
ესაა ადამიანის უძველესი წარმოდგენა სტიქიურ ძალებზე, ბერძნ. ებმა ეს ასახეს
ბედისწერის ქალღმერთების მოირების, ევმენიდების ანანკეს მოირების დედის
სახით რასაც პლატონიც აღიარებდა, რუსთაველთან განგებას როგორც სიტყვის
მასალას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, სწადს განგება ზენასა, რა მოვა ჩემთან
განგება ზეცით მოუსმი ზენანი, უგანგებოდ ვერას მიზმენ, განგებასა ვერვინ
შეცვლის არ საქმნელი არ იქმნების, მაგრამ მის წვდომაში პრაქტიკულად
უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის აქტიურ მოქმედებას, ადამიანი ამსხვრევს
ბოროტებას და სიკეთე იმარჯვებს, სულაც არა უზენაესის უშუალო ნებით.
46
მართლმადიდებელნი, იუდეველნი და სხვა, ასეთი გარიცხვა ხდებოდა საზეიმო
ცერემონიალზე სადაც დასჯილს წყევლიდნენ და ამით უნერგავდნენ
მორწმუნეებს მეტ შიშს საიქიოში მას ჯოჯოხეთი ელოდა.
განსაწმენდელი – სალხინებელი.
განცხდაბ – სვანურად ნათლისღება, ახალი წლიდან კანდა პირველ კვირას მეექვსე დღეს
6 იანვარი კლავდნენ სამსხვერპლო თხას, კვირის ბოლოს იყო ჯედი ჰამს გრძელი
დილა, შუაღამიდან დილამდე გაშლილ სუფრაზე ტაბაკზე ენთო სანთლები და
შენდობას უთვლიდნენ მიცვალებულებს გაცილების წინ, განთიადიდან
ზედაშის წაქცევით აცილებდნენ გარეთაც. აიაზმა.
48
ძველმორწმუნეები, რეფორმის მოწინააღმდეგეები რომელთაც სასტიკი დევნა
დაუწყეს, დამარცხებულნი გაიქცნენ ციმბირში ჩრდილოეთში ვოლგისპირეთში
და იქ დააარსეს თავიანთი თემობანი, მასების ბრძოლა ძველი სარწმუნოების
დასაცავად არსებითად იყო ბრძოლა ფეოდალური რეჟიმისა და ძალმომრეობის
წინააღმდეგ რაც მხოლოდ პუგაჩოვის ამბოხების ჩაქრობის შემდეგ შეწყდა
დაყოფა ეკლესიებისა.
49
ითმენდა თქვენც მოითმინეთ, ახლახან იპოვეს ქრისტეს ნამდვილი
გარდამოხსნა, შედგა კომისიები, ჩატარდა გამოსახულების სისხლიანი ლაქების
ანალიზი, დადასტურდა ქსოვილის იმჟამინდელობა, სისხლის ლაქების
არსებობა იმავე ადგილებში სადაც მაცხოვარი ევნო და ა. შ., ამ თემაზე მრავალი
შედევრი შეიქმნა დანიელო, ვოლტიერა რუბენსი, რემბრანდტი.
გეენა – ბერძნ. ულად გეენა, ებრაულად გეპინო, ჰინომის ველი, ჯოჯოხეთის ცეცხლი,
არსთა დამბუგველი, ებრაული და ქრისტიანთა რწმენით, თანამდებ არს იგი
გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
50
აწამა მოხუცი, აიძულა უარეყო, ბოლოს კოპერნიკის და კეპლერის აღმოჩენებმა
საბოლოოდ გაუკაფეს გზა ჰელიოცენტრიზმს, ნიუტონის აღმოჩენები
აგვირგვინებენ მეცნიერების ტიტანთა ამ ღვაწლს.
51
მეფის ქვეყანას აოხრებდა და მსხვერპლად გოგო – ბიჭებს ითხოვდა, როცა მეფის
ასული დრაკონს ელოდა გამოჩნდა გიორგი და ჯვრით მოათვინიერა გველეშაპი,
რომელიც მეფის ასულმა ქალაქში კრავივით შეიყვანა, რის შემდეგაც მეფემ
ქრისტიანობა მიიღო და ა. შ., ამ ლეგენდამ მსოფლიოში განუთქვა სახელი
გიორგის, დრაკონთან ბრძოლა ბევრმა დახატა, მათ შორის ვატიკანში რაფაელმა,
გირორგი საქართველოს მფარველად ითვლება, ხალხის აზრით მოწამის
სსხეული 360 ან 363 – 365 ნაწილად დაკეპილი მიმოუბნევიათ საქართველოში და
სადაც წმინდა ნაწილი მოხვდა ეკლესიები აუგიათ, აქედან თქმა 365 წმ გიორგი
შეგეწიოსო, ცნობილია გიორგის სახელობის ფრესკები, მინანქრები, ხატები,
ჯვრები, საკაოს წმ მხედარი X ს მოოქრული ვერცხლი, ლაბეჭინას ხატი,
მოოქრული ვერცხლი, გიორგი შუბით კლავს დიოკლეტიანეს XI ს, ზუგდიდის
წმ გიორგი მოოქრული და თვლებით შემკული 1811 წ, ვერცხლის დიდი ჭედური
ჯვარი წმ გიორგის ცხოვრების სცენებით, წამების გამოსახულებით მესტიის
მუზეუმი XI ს, ნაკიფარის წმ გიორგი XI ს ხატი, ოსტატ ასანის ნახელავი,
ყინწვისის ფრესკა XI ს და სხვა.
52
დავითომ მოციქულებზე სულიწმინდის მოვლინების ჟამს წარმოთქმულს
იმეორებს “და ეჩვენნეს მას განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი და
აღივსნეს ყოველნი სულითა წმინდითა”, სწამდათ სექტანტებს,
ორმოცდაათიანელებს როგორც ნათლისცემის მწვერვალი, ციური მადლის
ნიშანი, ნერვულ დაძაბულობას იწვევს, კანონით იკრძალება.
54
თორმეტთორმეტი კონდაკი და იკოსი, ყოველი იკოსი შედგება. შესავლისა და 12
გიხაროდენისაგან, ბოლოს მღვდელთმსახური იტყოდა ალილუიას, ქართული
დაუჯდომელის შექმნა ბერძნ. ულიდან VII – VIII ს მოხდა ბიზანტიელ
რომანოზის ლექსიდან.
55
დემითოლოგიზაცია – ბიბლიური მითების ახლებურად განმარტების ცდა, რომლის
მიზანია არა მათი უარყოფა, არამედ თანამედროვე ადამიანის შეგნების დონეზე
ახსნა თქმულებებისა რომელთა გულუბრყვილო შინაარსის აღარავის სჯერა,
ამით მათ ეძლევათ სიმბოლური მნიშვნელობა, დემითოლოგიზაციის
მამამთავარია ბულტმანი.
დომინიონი – შინაგანი ხმა, მრჩეველი, კეთილი ძალა, რაც მძიმე წუთებში ადამიანის
მოქმედებას წარმართავს სიკეთისა და სიქველის, სიმართლისა და სრულყოფის
გზას უჩვენებს, სოკრატე სამსჯავროზეც ამტკიცებდა რომ მას ჰყავსდ თავისი
დომინიონი რაც უღმერთობის ბრალდებად წაუყენეს, ოლიმპოს ღმერთებს
უარყოფს საკუთარი დემონები ჰყავსო.
56
დიასპორა – ბერძნ. გაფანტვა, გაბნევა, ხალხის ტომის, ეთნიკური ერთეულის გაბნევა,
ცხოვრება საკუთარი მიწის გარეთ უმცირესობის და დაჩაგრულის სახით,
მიზეზია ომი, ძალადობა, ეროვნული ჩაგვრა, გენოციდი რომლის ნამდვილი
მნიშვნელობა როდი ესმის ყველა დესპოტს, ძ. წ. VI – I ს ასე ეწოდებოდა
სამოსახლოებს პალესტინის გარეთ, ებრაელების შევიწროვების შედეგად
სპარსელთა, მაკედონელთა, რომაელთა ომებში იერუსალიმის დაქცევისა და
ბაბილონის ტყვეობის მძიმე ჟამს, შემდეგ სიტყვას მიეცა განზოგადებული
მნიშვნელობა.
57
გვამი მოიპარეს, ეკლესია ამ დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს, დიდი ხუთშაბათი,
ქრისტეს უკანასკნელი სერობის, სამხრობის, ვახშმობის დღე როცა სუფრა გააწყო
თორმეტივე მოციქული დაჯდა, მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი,
შემდეგ თქვა ერთი თქვენგანი გამცემსო, ყველა. შეძრწუნდა და თვით იუდამ
იკითხა”ნუთუ მე ვარო” სწორედ შენ უთხრა ქრისტემ და ჩასჩურჩულა “რომელ
ვეგულვების საქმეს ჰყავ ადრე” იუდა ადგა და მღვდელთმთავრებთან გაეშურა,
ქრისტემ პური გატეხა მოციქულებს მიაწოდა და უთხრა “ესე არს ხორცი ჩემი
თქვენთვის გატეხილი”, სიმბოლიკაში ათეისტი ხედავს კაციჭამიობის
გადმონაშთს, შემდეგ ღვინო დაუსხა “ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და
მრავალთათვის დანთხეული” ასე აღსრულდა I ზიარება, სერობის სახსოვარია
დიდი ხუთშაბათი.
59
თავშეკავებული ცხოვრების ფიცი, მაგრამ თუ საქმე ერეტიკოსებს ეხებოდა თავს
არავითარი უკაცურობისაგან არ იკავებდნენ, მათი წევრი იყო კათოლიკური
ფილოსოფიის ბურჯი თომიზმის დამფუძნებელი თომა აქვინელი 1232 წ გრიგოლ
IX – მ ინკვიზიცია ჩააბარა, მთელი ევროპა დაისერა მათი საშინელი ქსელით,
პროგრესისა და თავისუფალი აზრის მტრებს დღესაც 100 000 წევრი ჰყავთ 600
მონასტერი აქვთ მოქმედებენ 50 ქვეყანაში, თავიანთი მოძღვრების
გასავრცელებლად სასწავლებლებსაც ხსნიდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანია
ორდენის გენერლის თხოვნით ჰავანაში, ესპანიოლაში კუბაში 1728 წ
უნივერსიტეტის გახსნა სან – ხუან ლეტრანის მონასტერში.
60
გაგებით ცოცხალი ეკლესიაა, შექმნეს საკუთარი კომუნები, მეურნეობა, მათი
ცხოველი წიგნი შეიცავს ზეპირ გადმოცემებს, შელოცვებს, კითხვა – პასუხებს,
ფსალმუნებს, რომელთა ბოლო მუხლს სიმღერით აიტაცებენ, ნაწერი მკვდარია,
მათთვის ღმერთია მარადიული სიყვარული, სიბრძნე და სიკეთე, ამასთან
აღმერთებენ თავიანთ ბელადებს რადგან მათში ქრისტეს სული ცოცხლობს, აქვთ
გამარტივებული წესები, სწამთ სულის უკვდავება და ზიარებას იღებენ
სულიერად, სიტყვის სახით, საღმრთო საუბრებს ღია ცის ქვეშ ეწევიან, ხანაც
სამყოფელებში, ლექსებს იტყვიან, ასრულებენ საქორწინო და სამგლოვიარო
წესებს, მეფის დროს დევნიდნენ რადგან უარს ამბობდნენ სამხედრო
სამსახურზე, არ ემორჩილებოდნენ საერო ძალაუფლებას, ამიტომ ნაწილი გაიქცა
კუნძულ კვიპროსზე, იქიდან კანადაში 1898 წ, ისინი ჩვენში დღესაც არიან,
საქართველო, აზერბაიჯანი, როსტოვი.
62
შთამაგონებელი, უხატავთ მიქელანჯელოს, რაფაელს, დიურერს, კრანახს,
რუბენსს.
ევქარისტია – ზიარება.
ეკლესია – ბერძნ. კრება – საკრებულო, ძველ საბერძნ. ეთში ათენში ყოველი დიდი
სახალხო კრება, სამსჯავრო სადაც გამოდიოდნენ სტრატეგები, სარდლები
კიმონი, მილტიადე, ალკიბიადე და სხვა, საქრისტიანოში უფლის სახლი,
საყდარი, ტაძარი, სარწმუნოება, რელიგია ქრისტიანულად კათოლიკური და
63
მართლმადიდებლური, ეკლესია დიდასდ ანგარიშგასაწევ როლს თამაშობს
სიკეთისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში, საეკლესიო მოღვაწეები
მონაწილეობენ ეროვნულ და მსოფლიო ორგანიზაციებში, აწყობენ შეხვედრებს,
კრებებს, შეაქვთ საქველმოქმედო თანხები, დიდ მუშაობას ეწევა მსოფლიო
საეკლესიო საბჭო, რომელიც აერთიანებს ასზე მეტი სახელმწიფოს რელიგიურ
საძმოს, მართავს სამშვიდობო, კონფერენციებს, პროცესიებს, ამ სამშვიდობო
საქმიანობაში უერთდებიან სხვა რელიგიებიც, ქართული ეკლესია მუდამ იდგა
ერისა და სარწმუნოების სადარაჯოზე, იცავდა რწმენას, რაც იქცა ეროვნულ
დროშად თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ჩვენი ავტოკეფალური ეკლესია
როგორც ყოველთვის სჯულშემწყნარებელია და დიდ საგანმანათლებლო
მუშაობას ეწეოდა მუდამ, ეს პროცესი საგრძნობლად შეაფერხა
დამოუკიდებლობის დაკარგვამ რუსეთის ეგზარქოსთა მეუფების ჟამს 1811 – 1917
წ, როცა მრავალი ანტიეროვნული ღონისძიება გატარდა, განიცარცვა ეროვნული
განძი, შემდეგ ის აღსდგა თავის უფლებებში და სამამულო ომშიც კალისტრატე
ცინცაძემ დიდი მუშაობა გასწია გამარჯვებისათვის ბრძოლაში, შეიტანა თანხები
დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად, შემდეგაც გახდა მრავალი
სამშვიდობო ინიციატივის მესვეური რელიგიური ძმობის შეკვრაში, რაც
არსებითად საფუძვლად დაედო ეკუმენურ მოძრაობას, იგივე ტრადიცია
განაგრძო და საყოველთაო ავტორიტეტი აუმაღლა ქართულ ეკლესიას
უწმინდესმა ილია II – მ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარების
დიდი ფაქტი იყო საქართველოს ეკლესიის არჩევა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს
წევრად 1962 წ, თვით ილია II 5 წელს ასრულებდა ერთერთი პრეზიდენტის
საპატიო მოვალეობას, ამავე საპატიო სამშვიდობო მისიას ანხორციელებს
დღესაც ქართული ავტოკეფალური ეკლესია და მისი მრევლი – ეკლესიასტე –
ძველი აღთქმის მცირე წიგნი, მიეწერება სოლომონ ბრძენს, რომელმაც სიბერის
წინ იგრძნო ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო, საწყისი სიტყვაა მზის ქვეშე,
შეადგენს ბრძენთა გამონათქვამობის კრებულს ცხოვრების წარმავლობაზე, მზის
ქვეშ მყოფთა გოდება, ტანჯვა და ურვა ურწმუნოთა უსიხარულო ცხოვრება
აყვანილია მაღალპოეტურ რეგისტრში, ვინც მხოლოდ საკუთარ
კეთილდღეობაზე ფიქრობს წყალობის იმედი არ უნდა ჰქონდეს, სოლომონი
აღსასრულის წინ ამბობს “ვიყავი მეფე ისრაელისა”, ეკლესიასტე ეწოდა თვით
სოლომონს ბერძნ. ეკკლესია, ლათ კონსილიუმ, ებრაულად კაჰალიდან.
65
ეკლესიოლოგია – ბერძნ. ეკლესიათმცოდნეობა ღვთისმეტყველური მოძღვრება
ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს სხეულზე, მისტიკურ გაერთიანებაზე რომელიც
თითქოს დედამიწაზე ღმერთის ყოფნის რეალური გამოვლინებაა, კათოლიკე და
მართლმადიდებელი განსაკუთრებით პირველი ამაზე აგებს ჭეშმარიტი
ეკლესიის პრინციპულ მონაცემებს, იერარქიის აუცილებლობას, მიწიერი
მეომარი და ციური მოზეიმე ეკლესიის დოგმებს, ეკლესიის უეჭველობას
საერთოდ.
67
ენციკლიკა – ბერძნ. ენკიკლიოს, ლათ ენციკლიკა – საერთო, საყოველთაო, პაპის
განსაკუთრებული მიმართვა სასულიერო სამყაროსა და მორწმუნეებისადმი,
სადღეისო საჭირბოროტო საკითხებზე, კათოლიკური ეკლესიის სოციალურ
მოძღვრებაზე, ახალ ვითარებასთან შეფარდებულ პოზიციებზე და ა. შ., სახელი
ჩვეულებრივ ეძლევა ტექსტის პირველი სიტყვების მიხედვით, მაგ ლეო XIII, I
სოციალური ენციკლიკა ცნობილია სახელწოდებით რერუმ ნოვარუმ ახალი
საგნები, პაპი ილაშქრებდა კომუნიზმის წინააღმდეგ, ითხოვდა მუშათა
კათოლიკური ორგანიზაციების შექმნას, კლასობრივ ზავს, იცავდა მიწიერი
ცხოვრების წარმავლობის ადამიანთა ტანჯვისა და კაპიტალიზმის მარადიულ
იდეებს, 1931 წ 15 მაისს ამ ანტიკომუნისტური მანიფესტის 40 წლის თავზე პიუს
XI – მ გამოუშვა ენციკლიკა კვადრაგესიმო ანო მეორმოცე წლისთავის რომლითაც
დაწყევლა კომუნიზმი და. შეაქო ფაშიზმის კორპორაციული წყობა როგორც იდეა,
1961 წ იოანე XXIII – მ ენციკლიკით მატერ ენ მაგისტრა დედა და დამრიგებელი
რომელშიც გათვალისწინებულია ბევრი სიახლე მეცნიერებასა და სოციალურ
წყობაში, გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესება ოღონდ კაპიტალისტურ
ფარგლებში, აღარაა თავდასხმა სოციალიზმზე თუმცა დაგმობილია უღმერთო
საზის შენება, შეტანილია მოთხოვნა ბირთვული იარაღის მოსპობაზე, ეს
სამშვიდობო მისწრაფება განსაკუთრებით გამოვლინდა იმავე იოანე XXIII – X
ენციკლიკაში პაცერ ინ ტერრი მშვიდობა დედამიწაზე 1963 წ, რომელშიც პაპი
ხალხებს მოუწოდებს მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და იარაღის სრული
აკრძალვისაკენ, 1967 წ პავლე VI – მ გამოუშვა ენციკლიკა ხალხთა პროგრესი,
მიმართული სუსტად განვითარებული ქვეყნებისადმი, პაპ აღიარებდა
მშრომელთა მძიმე მდგომარეობას, თუმცა ყველა ენციკლიკა მაინც შეიცავს
მტრულ პოზიციას სოციალიზმისადმი მაგრამ ახალი სოციალური ვითარების
შესაბამისი დათმობები არის და ეს გამოიხატა იოანე – პავლე VI – ს ენციკლიკაში
ადამიანის შრომაზე, პაპი აღიარებს მშრომელთა გასაჭირს, ინფლაციას,
უმუშევრობას, ეხება გლობალურ საკითხებს, ითხოვს გარემოს დაცვას.
68
ეპისკოპოსი – ბერძნ. ზედამხედველი, ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობის
უმაღლესი იერარქი, არქიელთა საერთო სახელი, მიტროპოლიტი,
არქიეპისკოპოსი.
69
ესქატოლოგია – ბერძნ. ესქატოს – უკანასკნელი, ლოგოს მოძღვრება, რელიგიური
მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე, რაც გამოიხატება წარღვნის, მეორედ
მოსვლის, განკითხვის დღის, ამ ცნებების ისტორიულ – რელიგიური კავშირი
უდავოა, აგრეთვე რაგნაროკის მსოფლიო ხანძრის ეკოლოგიური კატასტროფის
რწმენით, ეს რწმენა. შორეულ წარსულში პოულობს ნიადაგს, ზოროასტრის,
ძველი ეგვიპტის, მეტადრე იუდაიზმის მოძღვრებებში, ახასიათებს ისლამსაც
სხვა ძველ და ახალ რელიგიებს, ბიბლიის ვარაუდი მესიაზე ხორცს ისხავს
ქრისტიანულ ესქატოლოგიაში, ანტიქრისტეს და მეორედ მოსვლის რწმენებში,
მეორედ მოსვლას კატასტროფის განმეორებას წარმართობის ჟამსაც ელოდნენ და
ძველი აღთქმის პატრიარქების ჟამსაც, ქრისტემ ეს წარმართული ტერმინი
საბოლოოდ დაამკვიდრა როგორც განკითხვის დღის სინონიმი, მაგრამ ხალხის
წარმოდგენაში დარჩა ძველი გაგება, რაც ენამ შემოგვინახა.
71
ვალპურგის ღამე – იღუმენ ვალპურგიას სახელიდან, რომლის ხსოვნასაც კათოლიკეები
პირველ მაისს აღნიშნავენ, თავდაპირველად წარმართ გერმანელთა გაზაფხულის
დღესასწაული, ტარდებოდა 1 მაისს, ცარცის უმაღლეს მთაზე ბროკენზე,
ბლოსბერგზე, სადაც თითქოს იმ ღამეს თავს იყრიდნენ კუდიანები, ჯადოქრები,
ავსულები და სატანის წინამძღოლობით აწყობდნენ შაბაშს ცეკვა – თამაშს,
ჯადოქრობანი, ქრისტიანობამ ჯერ მტრულად შეხედა ამ ორგიას როგორც
უწმინდურ, კერპთაყვანისმცემლურ ქაჯობას, მონაწილეებს ანათემას
უცხადებდნენ, მავნესთან კავშირს სწამებდნენ, შემდეგ ეტყობა ავსულთა. შაბაშს
შეურიგდნენ და დღესასწაულს მათ წინააღმდეგ გამოსვლის ხასიათი მიეცა,
თუმცა გარკვეული არაა იმაში ინგლისელი მისიონერის დედათა მონასტრის
წინამძღვრის ვალტურგას, ვალბურგას როლი გარდ 777 წ ჰაიდენჰაიმში, თემა
დაამუშავა გოეთემ ფაუსტში ვალპურგის ღამეს ესწრებიან ფაუსტი და
მეფისტოფელი.
76
პარიზის წმ ლაზარეს სახელობის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1888 წ
დაამთავრა, საქართველოში დაბრუნებულმა ღრმად განსწავლულმა, ენების
მცოდნე პატრიოტმა მიზნად დაისახა სასულიერო საქმე მეცნიერულ ნიადაგზე
გადაეტანა, მაგრამ 1890 წ მეფის ლაქიებმა სამშობლოში ცხოვრება აუკრძალეს
უცხო იდეებისათვის, თამარაშვილი რომში ჩავიდა, დაამთავრა სასულიერო
აკადემია, მიიღო დოქტორის წოდება და განაგრძო მუშაობა ევროპის არქივებსა
და მუზეუმებში, ვატიკანის საცავში და პარიზის მუზეუმში, 1910 წ რომში
გამოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია, აღმოაჩინა კასტელის ალბომი
რომელიც ბეჟან გიორგაძემ გამოსცა, 1911 წ რომსა და ჩივიტა ვეკიას გზაზე
საკურორტო სოფელ სანტა – მარინელაში მან მოახდინა თავისი მეორე ისეთივე
გმირობა როგორიც იყო მთელი მისი ცხოვრება, ქრისტიანული სათნოების
განსახიერებამ გადაარჩინა უცნობი, რომელიც ზღვაში იღრჩობოდა, თვითონ კი
დაიღუპა, ეს იყო საქართველოს ორგული ვერაგი ადამიანების ხაფანგი,
მიხეილი პატივით დაკრძალეს სანტა – მარინელას პატარა ეკლესიაში,
დაკრძალვას ესწრებოდა კარდინალი მერი დელა ვალე, შემდეგ მეშტი ჩივიტა
ვეკიაში გადაასვენეს, ხოლო 1978 წ რ თაბუკაშვილმა ის საქართველოში
ჩამოასვენა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მასზე შ ლომსაძემ დაწერა
ნაშრომი მ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი 1984 წ.
77
მკვეთრია წინააღმდეგობა თეიზმისა და ათეიზმისა, თეიზმი საფუძვლად უდევს
ყველა თანამედროვე რელიგიას, ქრისტიანობას, იუდაიზმს, ისლამს.
თეოკრატია – უფლის მეუფება, ბერძნ. თეოს – ღმერთი, კრატოს – ძალა, უფლება ისეთი
სახელმწიფო წყობილება სადაც პირველობა სასულიეროთა ეკლესიის ხელშია,
პაპის ოლქში ვატიკანში, ზოგჯერ შუა საუკუნეებში პაპთა ძლიერების ჟამს, მისი
მომხრეები არიან იეღოვისტები, სულიერი მონობა.
თეოლოგია – ღვთისმეტყველება.
78
ბურჯად, ხსნად, განათლების ერთადერთ გზად, ლამობს სოციალისტური და
ქრისტიანული საწყისების შერიგებას, როცა რწმენის სიწმინდე უზრუნველყოფს
უფლის სასუფევლის დამკვიდრებას, უტოპიური და განუხორციელებელია.
79
საეკლესიო ავტორიტეტი, არისტოტელეს შემდეგ ყველაზე უფრო გავლენიანი
პირი რომელმაც არისტოტელეს მოძღვრება ეკლესიას მიუსადაგა და ჩამოაცილა
მას მატერიალისტური შინაარსის შემცველი დებულებები, იქადაგა რწმენისა და
გონების ჰარმონია, ღმერთის არსებობის დამტკიცება გონებით, ზეგონიერ
ჭეშმარიტებათა წვდომის უარყოფა, აშკარაა ნეოპლატონიზმის ზეგავლენა,
მაგრამ როგორც მოაზროვნე იდეალისტი თომა სოფ აქვინოდან ნეაპოლთან
დიდი მოაზროვნეა, 1323 წ წმინდანად შერაცხეს, 1879 წ კი ლეო XIII – მ მის
ფილოსოფიას ენციკლიკაში ერთადერთი ჭეშმარიტი ფილოსოფია უწოდა
კათოლიციზმისა.
იაჰვე, იახვე, იეღოვა – ებრაულად იეჰოულა ალბათ ძველად იაია, იავა, ყოფნა,
არსებობა, მოქმედება, ისრაელთა და იუდეველთა უზენაესი ბიბლიური
ღმერთი, რომელსაც შუა საუკუნეებში უმართებულოდ მიუსადაგეს ფორმა
80
იეღოვა, ადონაი უფლის მოფერებითი სახელი, წარმოშობა მაინც გაურკვეველია,
პირველად იუდას ტომის მფარველი, ლოკალური, მერე მიწათმოქმედების
ღვთაება, დაბადებაში ძველ აღთქმაში გვხვდება. შვიდიათასჯერ, არა მარტო ამ
სახით, უშუალო ხსენება იკრძალებოდა, აღნიშნავდნენ ილოჰიმის სახითაც, ძ. წ.
XI ს უკვე ძველად ისრაელთა უზენაესი მფარველია, ერთადერთი ვისი სახელის
ხსენებაც იკრძალებოდა, ამიტომ დაივიწყეს კიდეც, წარმოითქმოდა ადონაი,
აიშენ, ილოჰიმ, შემდეგ შემოიღეს იავე, იაჰვე, პირველად უფლის სახით
მოევლინა მოსეს, როგორც კანონმდებელი “რქუა უფალმან მოსეს მე ვარ უფალი
რომელნი ვეჩვენე აბრაჰამს, ისააკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და
სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყო მათ”, იაჰვეს და იელოჰიმს შორის მაინც
განსხვავებაა, პირველია ხალხის უფალი განგება, მეორე კოსმოსური,
ყოვლისმომცველი, სოლომონმა დიდებული ტაძარი აუშენა, დიდი საყოველთაო
ღმერთი მაინც უფრო მოგვიანებით გახდა, როგორც ეჰოშუა მაგიური
მნიშვნელობით, მის შემოკლებულ ფორმას იჰვჰ გამოთქვამდნენ, როგორც
ადონაის, უფალი ჩემი, ებრაელთა და ქრისტიანთა მტკიცებით თავიდანვე იყო
ერთადერთი ღმერთი, მონოთეიზმი, სინამდვილეში ასეთი სახე მიიღო გვიან,
მეფობის ეპოქაში, საერთოდ კი მაინც იუდაიზმის ღმერთი იყო და
უნივერსალურ, ერთადერთ ყველა სხვის გამომრიცხავ ღმერთად
ქრისტიანობაში იქცა.
იბაკო – ცისკრის ლოცვის ნაწილი XIX კანონის ნეტარ არიან შემდეგ საკითხავი.
81
ღვთისმეტყველებას, გვიანდელი იდეალისტებისგან ცნობილი არიან იუმი,
კანტი, ფიხტე, განსაკუთრებით სრულყოფილი სახე მიიღო იდეალიზმმა ახალი
დროის პლატონის ჰეგელის ფილოსოფიაში პლატონის იდეების სამყარო,
ჰეგელის აბსოლუტური იდეა, იდეალიზმის ნაირნაირი ფორმები აშკარად
უკავშირდებიან ანტიკომუნიზმს.
იეზუიტები – ლათ სოციეტას იესუ, იესოს საზი, კათოლიკე ბერთა მკაცრი ორდენი,
დაარსებული ესპანელი ბერის ფანატიკოს იგნატი ლოიოლას 1491 – 1556 წ მიერ
1534 წ, დამტკიცებული პავლე III – ს მიერ 1540 წ საგანგებო ბულით, I გენერალი
იყო ლოიოლა, თავიდანვე იქცა კონტრრეფორმაციის ბასრ იარაღად,
მონაწილეობდა ინკვიზიციის მუშაობაში, თვით ლოიოლა რკინის ნებისყოფისა
იყო, ორივე ფეხი ფრანგებთან ბრძოლაში დაუსახიჩრდა, ოპერაციის შემდეგ
ძვალი გადაამტვრევინა, მაინც დაკოჭლდა, ჩამომავლობით ბასკი ყველაფერში
პირველობდა და ქვეშევრდომებისაგან რკინის ნებისყოფას ითხოვდა, იეზუიტები
იბრძოდნენ მეცნიერთა წინააღმდეგ, XVII ს პარაგვაიში დააფუძნეს
მონათმფლობელური სახელმწიფო, ერეოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და
აღშფოთებულმა მონარქებმაც კი ვერ მოუთმინეს, განდევნეს ესპანეთიდან და
საფრანგეთიდან, 1773 წ კლიმენტ XIV – მ ორდენი დაშალა, რესტავრაციის დროს
პიუს VII – < აღადგინა, 1965 წ კი პავლე VI – მ დაავალა ათეიზმთან ბრძოლა
იქცნენ ფაშისტების მოკავშირეები სოციალიზმთან ბრძოლაში, ადრევე გახსნეს
უამრავი სკოლა, დღესაც კათოლიკური სარწმუნოების კადრებს ამზადებენ,
ყავთ გენერალი შავი პაპი, რომელსაც უსაზღვრო ძალაუფლება ენიჭება
აღსასრულამდე, არაა სავალდებულო ბერის სამოსის ტარება, ბევრი იეზუიტი
ფარავს თავის წევრობას, კადრულობს ჯაშუშობას, დასმენას და ა. შ., სიტყვა
სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.
იერუსალიმის ქართული მონასტერი – მას დიდი ისტორია აქვს, მასზე დაწერა წიგნი
ფრანგმა ჟანემმა მოგვითხრობს ევაგრეს შესახებ, აგრეთვე პეტრე იბერიელზე და
სხვა.
83
იერუსალიმს შესვლა უფლისა – ბზობა.
84
ილია II – ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური – შიოლაშვილი სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი 1977 წლიდან, დაიბ ორჯონიკიძეში 1933 წ, იყო
ზაგორსკის მონასტრის იეროდიაკონი, მერე იღუმენი, ეპისკოპოსი,
ქორეპისკოპოსი, 1967 წლიდან ცხუმ – აფხაზეთის ეპისკოპოსი, მერე
მიტროპოლიტი, მცხეთის სემინარიის რექტორი, დისერტაცია დაიცვა თემაზე
ათონის ივერთა მონასტერი, 1979 წ აირჩიეს მსოფლიო საეკლესიო საბჭოს
ერთერთ პრეზიდენტად, თვალსაჩინო მუშაობას ეწევა მშვიდობის, სიკეთის,
ხალხთა. შორის ძმობის, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ბრძოლის საქმეში,
ქადაგებს ზნეობრივ სისპეტაკეს, ერის მატებას, გამრავლებას, თავმდაბლობას,
მოიპოვა დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, პატივით მიიღო პაპმა იოანე –
პავლე II – მ დააკისრა კათოლიკური ეკლესიის აღმოსავლეთის ინსტიტუტის
რექტორობა, ამყარებს კავშირს ძველ ქართულ სავანეებთან, იღწვის
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებისათვის, ქართული ხელნაწერების
აღმოჩენისათვის, მისი მოწოდებაა გადავარჩინოთ სიცოცხლის ნობათი.
იოანე – პავლე II პაპი არჩევამდე კარლ ვოიტილა 1920 – 2006 წ, I პოლონელი პაპი, აქვს
შრომები მორალზე, ეპისტოლეები, ტიარას ატარებდა 1979 წლიდან.
88
მოახერხეს მისი გადაყენება 404 წ და გადასახლება, ბიჭვინთის გზაზე
გარდაიცვალა, დარჩა ნაშრომები.
იონ – კიპური – აკრძალვის დღე, იუდეველთა დღესასწაული, ახალი წლის მეათე დღეს,
რაბინთა მოძღვრებით ამ 10 დღის განმავლობაში მორწმუნემ უნდა დაიცვას
მარხვა, ლოცვა, ყველა წესი რადგან იაჰვე ამ დღეებში განსჯის ადამიანის ბედს
ცოდვა – მადლის სასწორზე ადებს ყველაფერს, თავისი მნიშვნელობისა და
მკაცრი რეჟიმის გამო საშინელ დღეებს ეძახიან.
89
ურაზა ბაირამი, მამლუდი და სხვა, რელიგიის განვითარება აღნიშნულია
სუნაში, ამ ცვლილების შედეგად ისლამი დაიყო ორ მიმდინარეობად სუნიზმი
და. შიიზმი, , მისი მიმდევრები არიან შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, აზიისა და
აფრიკის ქვეყნებში, ისლამი გამოირჩეოდა ფანატიზმით.
91
არისტოტელეს უნივერსალური ავტორიტეტის მოშველიებით შეეცადა. შეექმნა
სრულყოფილი ქრისტიანული იდეოლოგია, ალბერტ დიდი , თომა აქვინელი და
სხვა თომიზმი, აღორძინების ეპოქაში შიგნით შეიქმნა მიმდინარეობანი
ნეოთომიზმი ავგუსტინიზმი სპირიტუალიზმი და სხვა.
93
კანონი საღვთო – საღმრთო სჯული, 1 ფართო გაგებით ყოველგვარი რელიგიური
მოძღვრება, რომელიც მორწმუნეებს აცნობს რელიგიურ დოგმებს,
კანონიზირებულ წიგნებს, მორალის ნორმებს და ა. შ., 2 მეფის რუსეთში
სასწავლო საგანი სკოლებში და იყო სავალდებულო დისციპლინა, შეიცავდა
ღვთისმეტყველების ელემენტარულ ნორმებს, დოგმატიკას, მცნებებს,
ღვთისმსახურების წესებს, მართლმადიდებლობის თეორიას და პრაქტიკას,
ისტორიას, ლოცვებს, კატეხიზმოს, მასწავლებლებად დაიშვებოდნენ მხოლოდ
სასულიერო პირები და სასულიერო სემინარიადამთავრებულნი, სკოლებში
რეოლუციის შემდეგ გაუქმდა.კანონიზაცია – ბერძნ. კანონიზო ვაკანონებ,
სარწმუნოებისათვის თავდადებულთა მოწამეთა ეკლესიის მოღვაწეთა
წმინდანად შერაცხვა, პრაქტიკაში შევიდა X საუკუნიდან, თუმცა წმინდანთა
კულტი I საუკუნეშიც არსებობდა. კათოლიკურ რომში მას მტკიცე იურიდიული
ხასიათი ჰქონდა.
კვაკერები – ინგლისურად კანკალი, რხევა, ხელოსან ხარაზ ჯონ ფოქსის მიერ 41650 წ
დაარსებული პროტესტანტული სექტა ინგლისში, მათი მტკიცებით ჭეშმარიტება
დგინდება არა საეკლესიო მოძღვრებით, არამედ ყოველი მორწმუნის შინაგანი
შუქით, სულიწმინდის მოფენით მის შინაგან არსებაში და ესაა ქრისტეს არსებობა
ყოველ ჩვენგანში, ამ პირადი შუქმოსილებით, გამოსხივების აქტით იცვლება
გარეგნული ღვთისმსახურება, არც მღვდელია საჭირო და არც რამე მორთულობა
სამლოცველოში, მათი მორალისტური ქადაგება, ზნეობრივი სიწმინდისა,
მოვალეობისა და ცოლ – ქმრული ერთგულების მოთხოვნაასკეტიზმამდე მიდის,
ითხოვენ თანასწორობას, კონფლიქტებს მშვიდობიან გადაწყვეტას,
სარწმუნოების ერთადერთ წყაროდ საღმრთო წიგნი მიაჩნიათ და მარადიულ
ჭეშმარიტებათა წიგნად სახარება, ჰყავთ 200 000 წევრი, ინგლისი, კანადა, აღმ
95
აფრიკა, ამერიკა, თვითონ თავიანთ თავს უწოდებენ მეგობართა საზს, შუქის
მქადაგებელს, უფლის ხალხს, სახელი მიიღეს იქიდან რომ რწმენას გამოხატავენ
სულიწმინდის გამოვლენით, განცდით, ცახცახით.
98
კონსტანცის საეკლესიო კრება – იხ საეკლესიო ყრილობები.
100
კრებული – მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა ჯგუფი, მღვდელი, დ დიაკონი,
მეფსალმუნე, მედავითნე.
კუ კლუქს კლანი – ბერძნ. კუ კლუქს – წრე, ინგლ კლანი – გვარი, რასისტთა საიდუმლო
ტერორისტული ორგანიზაცია ა. შ შ – ში, შექმნა მონათმფლობელური
სამხრეთის დამარცხების შემდეგ სამხრეთელ ოფიცერთა ჯგუფმა 1866 წ ტენესის
შტატში, 1869 წ ფორმალურად გაუქმდა, 1915 წ ჯორჯიის შტატში აღადგინეს
მათი მიზანი იყო თეთრების ბატონობის შენარჩუნება ზანგებზე და მათ
მფარველებთან ფარული თუ აშკარა ბრძოლა, სათავეში უდგას საიმპერიო მოგვი,
რომელიც განაგებს უჩინარ იმპერიას, ყავს 100 000 წევრი დაყოფილი არიან
კლანებად უჯრედებად, რომელთაც წინამძღოლობენ უზენაესი კიკლოპები და
პროვინციებად დიდი დრაკონების მეთაურობით, გავრცელდა მთელსა. შ შ – ში
და ზანგების გარდა მთელს დემოკრატიულ ბანაკს ებრძვიან, იყენებენ
ელექტრონიკას ანთებული ჯვარი, ფარული აფეთქებები, მეთოდები სასტიკია 5
წელში 1000 დაბნაშაულია აღრიცხული.
101
სამღვდელოებისა, მათი ზედამხედველობა სკოლებზე, უფლებები ჩამოართვა
და საეროებს გადასცა, შესუსტდა ვატიკანის ზეგავლენა, შემოიღო სამოქალაქო
ქორწინება, სამღვდელოებამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, რეპრესიებმა.
შედეგი ვერ გამოიღო და მოხდა. შერიგება, ბისმარკმა არ შეცვალა მხოლოდ
კანონები იეზუიტთა წინააღმდეგ და სამოქალაქო ქორწინება, ყველაფერი
ტარდებოდა კულტურული ბრძოლის ნიშნით როგორც უმართებულოდ
განსაზღვრა ვირხოვვმა, ბისმარკის პრუსიულ გეზს წინ აღუდგა ანტიპრუსიული
დაჯგუფებაც და რეაქციულ კათოლიკურ ძალებთან ბრძოლაც უშედეგოდ
დასრულდა, კლერიკალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ამ თავისებურ ომში
ბისმარკმა 1872 წ პიუს IX – ს მისამართით თქვა “ჩვენ კანოსაში არ წავალთ”,
გაიხსენა თავს დატეხილი წყევლის მოხსნის მიზნით იმპერატორ ჰაინრიხ IV – ს
დამამცირებელი ჩასვლა კანოსაში გრიგოლ VII – ს წყალობის სათხოვნელად.
102
რუსეთის პატრიარქის რეზიდენცია, მოსკოვის სასულიერო აკადემია,
საქართველოში იყო დავით გარეჯის ლავრა დაარსებული VI ს.
103
წყვეტა დაიწყო ლაპსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიასთან, მტერი გაიქცა,
ლიჩედურალ – გაქცევა.
ლეგატი – ლათ ლეგატუწს – ელჩი, პაპის ელჩი, დესპანი რომელიმე ქვეყანაში საგანგებო
დავალებით, ვატიკანის წარმომადგენელი.
104
ლიტურგია – ბერძნ. საერთო მსახურება, პურის ტეხვა, ევქარისტია, ზიარების წმინდა
საიდუმლო, რომელიც შეიწირება მთელი ერისათვის ცოცხალთა და
მიცვალებულთა სახელებზე, სამნაწილიანია კვეთა, მასალის მზადება,
კათაკმეველთა და მართალთა, საქმე მოციქულთა “ნათესავისა. შენისა მიმართ
იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყნისანი.
105
საწყისად, შეადარე ფაუსტი პირველად იყო სიტყვა, საქმე, გონება,
არისტოტელეს აზრით ცნება. შინაგანი და გამოთქმული აზრი, სტოიკოსების
აზრით ლოგოსი ყველა საგანშია და ხელს უწყობს მათ განვითარებას,
ფილოსოფოს გნოსტიკოსთა განმარტებით ესაა უფლის სიბრძნე, ძე ღმერთი,
უფლის ხმა და სიბრძნე, მოვლენილი ხილულ ქვეყანაზე, რათა აუხსნას
ადამიანებს სამყაროს წყობა და ასწავლოს ცხოვრება, ყველაზე ნათლად ეს
ასახულია იოანეს სახარებაში, ეკლესიის მამათა. შრომებში ეს გაგებაა
გავრცობილი, სქოლასტიკოსებმა კი სცადეს მათი პატრისტიკული შრომებისა და
არისტოტლელეს გაგების შეთანხმება, ქრისტიანობამ მაინც უფრო მიიღო ფილონ
ალექსანდრიელის გაგება, რომ სიტყვა ლოგოსი ესაა. შემოქმედი ციური ძალა, ,
ღმერთისა და ადამიანის შუამავალი, გაგება იდეალისტურია.
ლოიოლა იგნატი – 1491 – 1556 წ ბასკი ესპანელი დიდებული, მეცამეტე შვილი, პრინცის
სისხლისა, შეუპოვარი ფანატიკოსი, იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი,
ორივე ფეხი ბრძოლაში მოიტეხა, დაკოჭლდა, ფარხმალი ღვთისმშობლის
სურათის ქვეშ დაკიდა, იერუსალიმი მოიარა, პაპის ერთგულმა. შეკრა
იეზუიტთა მრისხანე ორდენი, ყურმოჭრილ ყმათა არმია, დღეს 40 000 არის,
წმინდანად შერაცხეს 1622 წ.
106
სიგიჟემდე იდის, ხდება ნერვული სისტემის მოშლა და თავის ტვინის ზოგი
სისტემის გადაქანცვა, რის გამოც მლოცველი კარგავს წონასწორობას,
სინამდვილის გრძნობას, იწყებს უცხოდ მეტყველებას, რასაც მორწმუნენი
უფალთან მეტყველებად თვლიან, დამღუპველია ფსიქიკისათვის, ამ ფანატიკურ
მოქმედებას რუსულად რადენიეს უწოდებენ.
107
შეთხზულია მრავალი ლეგენდა, მათ შორის პრაქტიკული თვალსაზრისით
შედეგიანი გამოდგა თქმულება ღვთისმშობლის მადლით ერთერთ კლდეში
სამკურნალო წყაროს გამოჩენის შესახებ, მოდიან სნეულნი და დიდ შემოსავალს
ემატება დიდი პროპაგანდა რელიგიური ხასიათისა.
ლუციფერი – ლათ ლუციფერ, ლუცის, ლუქს შუქი, ფერე – ტარება, სხივოსანი, სატანა,
ეშმაკი, ბაბილონის მეფე, შედარებულია ცისკრის ვარსკვლავთან ლუციფერთან
რაც თარგმანია ბერძნ. ული სიტყვისა ფოსფოროს.
მადლი – ბერძნ. ხარისმა, ლათ გრაცია, რუს ბლაგოდაც, რაღაც ზებუნებრივი წყალობა,
კეთილი ძალა, რასაც თითქოს ღმერთი უგზავნის ადამიანს, რათა მისი
ცოდვილი ბუნება განწმინდოს და ხსნის გზა უჩვენოს, უბოძოს სიკეთე, რითაც
ადამიანი ასიამოვნებს და იხსნის მოყვასს, მადლი ქენი და მარილიც მოაყარეო,
108
დას ეკლესია მადლს თვლის სულის ხსნის ერთადერთ გზად,
მართლმადიდებლური ეკლესია კი დიდ მნიშვნელობას აძლევს ნნებისყოფის
თავისუფლებასაც, პროტესტანტები შესაძლებლად თვლიან მადლის უშუალოდ
მიღებას, ცნება დაამუშავა V საუკუნეში ნეტარმა ავგუსტინემ და ეკლესიამ ის
მიიღო ადამიანის ნებისყოფის გარკვეული როლის აღიარებით, კლავს
ინიციატივას, ქრისტიანული გაგებით მადლი ღვთისა აღარ ტოვებს ადამიანს, ის
იმისათვის ეძლევა მას რომ მთელს სიცოცხლეში ეწეოდეს სიკეთის გზაზე
მაშინაც კი როცა სცოდავს, მადლი სულიწმინდისა მასში შეფარვით აგრძელებს
არსებობას, თუ შესცოდა მაშინაც არსებობს სინანული, მეორედ დაბადება კაცისა
სინანულის ცრემლით, ამიტომ უწოდებენ სინანულს წმინდა მამანი მეორე
ნათლისღებას, მადლი ხშირად პირადული სარგებლობის სურვილითაა
ნაკარნახევი, ერთი ქალი მტრედებს პურს უფშვნიდა, როცა ჰკითხეს რისთვის
აკეთებდა ამას დაუფიქრებლად უპასუხა იქნებ მადლი მოისხას, ბედი
გამიხსნასო.
მავნე სული და კეთილი ძალა – ეთიკური ცნებები რომლებიც გამოხატავენ ცალკე პირის
ან ჯგუფის, საზოგადოების დადებით ან უარყოფით მოქმედებას, მოვლენების
შეფასების ჩვენეულ კრიტერიუმს, ყოველი რელიგია სიკეთის განსახიერებად
რაცხს კეთილ, მოწყალე ღმერთს, ბოროტისას ეშმაკს, სატანას, მორალური
საქციელის კეთილსა თუ ბოროტ გაგებას სხვადასხვა
109
ჯგუფთა მოქმედებაში, ჩაგვრის რეჟიმში, რაც შობს ბოროტებას, ცხადია ესაა
ზოგადი სოციალური ხასიათის დავა, პოლიტიკური სარჩულის ძიება,
ჩვეულებრივ მეტყველებაში და ლიტერატურაში ძირითადად საქმე გვაქვს
ბოროტებისა და სიკეთის ცალკეულ გამოვლინებებთან, მოქმედების
ფენომენთან, რაც მუდამ კონკრეტულია და არა აბსტრაქტული, სიკეთისა და
ბოროტების მარადიული პრინციპი ყოველ დროში თავისებურია და მაინც აქვს
საერთო ქველმოქმედება, სხვისთვის თავდადება, სამშობლოს დაცვა, დედის
სიყვარული, თავისუფლებისათვის ბრძოლა სიკეთეა ყოველ დროში, ცხადია არა
დამპყრობელთა და მოძალადეთა თავისუფლებისათვის ბრძოლა, ხოლო
ძალადობა, ღალატი, უმადურობა, ბოროტება, პოლიტიკური ვითარების გარეშე
სიკეთეა ადამიანურობა, ბოროტება არაკაცობა, მარადიულია
რუსთაველისეული გაგება “ბოროტსა სძლია კეთილმა არსება მისი გრძელია”.
საქმიანობას, ღმერთი ამას ისედაც ხედავს ამიტომ ზედმეტია. შუამავალი მღვდელი ბერ
– მონაზონი, ასევე ქადაგებენ დუხობორები, რწმენის ერთადერთი წყაროა
ბიბლია, ბევრი რამით გვანან პროტესტანტებს, მეფის რეჟიმი დევნიდა ამიტომ
დასახლდნენ ყირიმში, კავკასიაში, ციმბირში.
111
მართლმადიდებელთა დღესასწაულები – საერთო ქრისტიანული და განსაკუთრებული
საზეიმო, საკულტო ხასიათით გამოყოფილი დღესასწაულები, მათგან მთავარია
ათორმეტი დღესასწაული, დაკავშირებულია ძირითადად წინაქრისტიანულ
წარმართულ ან იუდეველთა დღესასწაულებთან, რომელთაც სიმბოლური
მნიშვნელობა ჰქონდათ, ნათლობა, წყლით გაბანვის მაგიური წესიდან, ბზობა,
ძველი ებრაული წესიდან, ზოგ სამლოცველოში მოჰქონდათ ნაყოფიერების
სიმბოლო პალმის რტოები, რაც ჩრდილოეთში ბზამ შეცვალა და სხვა, შობა,
სამება, ნათლობა, მირქმა, ხარება, ბზობა, ამაღლება, ფერისცვალება, მიძინება,
შობა ღვთისმშობლისა, ტაძრად მიყვანება, გიორგობა, ილიაობა, პეტრე –
პავლობა, იოანე ნათლისმცემლის თავის წარკვეთა და სხვა.
112
მსოფლიო საეკლესიო საბჭოსი, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია საბოლოოდ
1990 წ მარტში დამტკიცდა.
114
მარხვის წესები მართლმადიდებელთა. შორის, სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა,
დიდმარხვა 7 კვირა, წმ პეტრეს მარხვა 1 – 5 კვირა, ღვთისმშობლის მიძინების 2
კვირა, საშობაო 6 კვირა, გარდა ამისა ჯვართამაღლების დღის მარხვა
ოთხშაბათისა და პარასკევისა თითო დღიანი დანიშნულების მიხედვით
სანათლისღებო, საწყალკურთხევო, ნათლისღების წინა დღის, მშობლების
გარდაცვალების აღსანიშნავი, დათქმული და სხვა სულ დაახლოებით 200 დღე
წელიწადში, მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში
მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა, კათოლიციზმს
ასეთი მკაცრი წესები არა აქვს, ნებადართულია რძის მიღება, აგრეთვე
შემსუბუქება მორწმუნეთათვის, რომელთაც შიმშილობა ექიმისაგან ეკრძალებათ,
იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა სამსჯავროს დღეები,
ღირსსახსოვარი დღეები მიღებულია მშობელთა მოსახსენებელი მარხვა და სხვა,
ხოლო ისლამის მკაცრი მარხვა ურაზა რამადანის თვეში მორწმუნეს უკრძალავს
ლუკმის აღებას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, ეს მომქანცველი წესი იწვევს
სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, ხორციელად ორგანიზმის
გამოფიტვას, სარწმუნოებრივასდ რწმენის ერთგულებას, პირველ და ბოლო
კვირას ჩვეულებრივ მარხვას უშრაბას უცხიმოდ ჭამას ემატებოდა დღის უმეტესი
ნაწილის სრული აკრძალვა ყოველგვარი საკვებისა სვანურად უჭმელობა
საპირისპირო სიტყვისა ლილჩე უბრალო მარხვა, ესაა სულის გამარჯვება
ხორცზე.
115
უჭერდნენ ფრიდრიხ II და ნაპოლეონ I, ნაპოლეონ III, 1762 წ მოსკოვშიც
გავრცელდა, 1822 წ აკრძალეს, მაგრამ რეოლუციამდე არსებობდა, ევროპასა და
ამერიკაში დღესაც თავგამოდებით იბრძვიან ბურჟუაზიული წყობის
შენარჩუნებისათვის, ასრულებს რეაქციულ როლს.
116
დაუფლება, შენდეგ ჯონ უელსი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების,
რწმენის გაწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით, ეკლესიამ მხარი არ
დაუჭირა მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ
ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში
ბალტიმორში საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ 1787 წლიდან , 87 ქვეყანაში 26
მილიონი მიმდევარი ჰყავთ, მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55
ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ.
117
ებრაელთა წინასწარმეტყველნი უხსოვარ წარსულში ქადაგებდნენ მესიის,
მხსნელის ემანუელის (ჩვენთან არს ღმერთი) მეორედ მოსვლას, გამოჩენას, ეს
ფიქსირებულია ძ. წ. 700 წელსაც, ებრაელთა რწმენით ესაია წინასწარმეტყველის
არაკანონიკური წიგნით მსგავსად ორმუზდის – აჰურამაზდას, აგრეთვე ვიშნუს
კვლავ გამოცხადების სახით, ესაა მოლოდინი მხსნელისა რომელიც ქვეყნიერებას
შეძრავს, განიკითხავს, მოაწესრიგებს, ქრისტეს მესიანობა მხოლოდ ახალი
ტიპია იმავე მოვლენისა რაც საყოველთაო კატასტროფასთან, წარღვნასთან, ცისა
და ქვეყნის დაქცევასთან ან ხანძართან რაგნაროკი ჩრდილოეთ მითოლოგიაში
იყო დაკავშირებული, მსგავსი რწმენა ცნობილია ძველ ეტრუსკებში,
რომაელებში, სტოიკოსებთან, შუა საუკუნეებში, ასტროლოგებში, ე. ი.
ქრისტესთან და მის შემდეგაც ოღონდ ტერმინი ქრისტიანული გაგებით უფრო
დამკვიდრდა მაგრამ დარჩა ხალხში, ენაში როგორც საყოველთაო კატასტროფის
ან წარღვნის, ქვეყნის დაქცევის სინონიმი, აქ მთავარ როლს თამაშობს
ბიბლიური თავსხმა, წყალდიდობა, რაც ერთხელ უკვე მოხდა პატრიარქების
ჟამს, კაცობრიობის დაღუპვა წარღვნის ან ცეცხლისაგან, ქრისტიანობამ ბევრი
რამ გადმოიღო ძველი აღთქმიდან, შეუძლებელია ანგარიში არ გაეწიოს ერთი
მხრივ ამას, მეორე მხრივ ხალხის სამეტუყველო ენას, რაც კლასიკურ
მწერლობაშიც ასახულა “ამ დღესა. შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და
საქანელნი ცისანი განიხვნეს”, ეს ხსოვნა დარჩა ხალხს და დაუკავშირა ყოველ
კატასტროფას, აღმოსავლურ ხალხთა მეტყველებაში ხშირად გვხვდება ეს ფრაზა
“მეორედ მოსვლისას ცა ჩამოიქცევა და დედამიწა გადატრიალდება”, მოლა
ნასრედინი და სხვა, წარწყმედა ერთის მხრივ მეორედ მოსვლის წარღვნის
სინონიმია, მეორეს მხრივ დაღუპვის, მოსპობისა, ლოკალური რელიგიური
ტერმინი იძენს ფართო შინაარსს, წარღვნას და წარწყმედას უკავშირებს ი
ჭავჭავაძე განდეგილში საშინელ თავსხმას, იმავე გაგებით კლასიკური ნიმუშია
ვაჟას პოეზია “უეცრად შუაღამისას ცას ჯანღი დაეფინა” შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღრინება, ჩვენ მოსვენებით მძინარეთ საჭმელად დაგვეპირება,
მოსქდება ქარი და ღვარი მთელი მთა – ბარი იქცევა, მეორ მოსვლაა სწორედაც,
მოჰკაწრავს ღვარი ტყე – ღრეებს, ბუნება მბრძანებელია, ღამე მთაში, მთელი
აღწერილობა წყალდიდობა, გველეშაპი და სხვა ტიპიური წარღვნის სურათია,
თანაც მბრძანებელია ბუნება და არა ციური ძალა, ასევეა მეორე ლექსში
„ადამიანი“:
118
ვით მთები მთებზე სხდებოდა,
მზის დგომა – ზამთრის მზის დგომის მომენტი 25 დეკემბერი დღე, როცა ხანგრძლივი
კლების და სიცივის შემდეგ მზე დედამიწის ბრუნვის შედეგად ისევ იწყებს
მატებას, ეს დღე ძველმა ხალხებმაც შენიშნეს და მას დაუკავშირეს მხსნელი
მესიის ქრისტეს დაბადება, რაც სხვა წყაროთი გაურკვეველია, მესაქონლეთა და
მიწათმოქმედთა უდიდესი დღე იყო დღის მატების საწყისი, მესიის დაბადებაც
მას დაუკავშირდა, ისაა მზე სიმართლისა, მზის შარავანდედი ადგას, მზე ხომ
წარმართთა ღვთაებაც იყო, დღესასწაული სამეურნეო სამუშაოებთანაა კავშირში.
122
მრავალგვარი მნიშვნელობითაა დასახელებული იესოს წინასწარმეტყველთა
მღვდელთა, ეპისკოპოსთა, უსულო საგანთა, ღვთის რისხვის მაუწყებელი
მოვლენების მიმართ მათ ბევრი რამე აქვთ საერთო და ზოგადი, უხორცონი,
სულიერნი არიან, სწრაფნი მაგრამ არა ყველგანა მყოფნი, სრულყოფილნი და
თავისუფალნი, მაგრამ არა ყოვლის შემძლენი და. შეიძლება ბოროტ სულებადაც
იქცნენ, სრულყოფილების და ძლიერების მიხედვით თეოლოგია არჩევს
ბიბლიურ ანგელოზთა სამ იერარქიას სამ სამი სახით, უმაღლესნი სერაფიმები,
ქერუბიმები, ტახტისანი, საშუალონი, მეუფების, ძალის, ძალაუფლებისანი,
დაბალი იერარქისანი საწყისის, არქანგელოზები, ანგელოზები, ეს იერარქია
დაადგინა დიონისე არეოპაგელმა ციურ იერარქიაში, ბიბლიით ცნობილია
მიხაილი როგორც ღმერთი, გაბრიელი უფლის კაცი, რაფაელი უფლის დამხმარე
მკურნალი, ურიელი ცეცხლი და. შუქი ღმერთისა, სალათიილი ლოცვა
უფლისადმი, იერემიელ ღვთის სიმაღლე, შვიდეულის შესავსებად ასახელებენ
იეჰუდიელს უფლის დიდება ვარახიილს უფლის კურთხევა, სამეტყველო ენაში
კეთილი ძალა, ცნობილია 7 მადლის მომფენი 7 მთავარანგელოზი.
მთის ქადაგება – ქადაგება მთასა ზედა, ეპიზოდი ქრისტეს ცხოვრებიდან, როცა მთაში
ხალხს ახალი მოძღვრება უქადაგა, ნათლად ჩამოაყალიბა მორწმუნეთა
სამოქმედო მრწამსი ამა ქვეყნად და აღთქმა სასუფევლისა “და ვითარცა იხილა
იესომ ერი იგი აღვიდა მთასა და დასჯდა იგი მუნ და აღაღო პირი თვისი,
სასწავიდა მათ და ეტყოდა, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა რამეთუ მათი არს
სასუფეველი ცათა, ნეტარ არიან მოწყალენი რამეთუ იგინი შეიწყალნენ, თქვენ
ხართ ნათელნი სოფლისანი, ნუჰგონებთ ვითარმედ მოვედი დახსნად სჯულისა,
არა მოვედ დახსნად არამედ აღსრულებად, არა კაც კლა, ხოლო რომელმან
მოჰკლას თანამდევ არს სასჯელისა, უკეთუ თვალი შენი მარჯვენე
გაცდუნებდეს შენ აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, უკეთუ მარჯვენა ხელი შენი
გაცდუნებდეს შენ მოიკვეთე იგი, მე გეტყვით თქვენ არა წინა აღდგომას
ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა. შენსა მარჯვენასა მიურტყავ
შენ ერთს კერძოსა, თქმულ არს შეიყვარე მოყვასი და მოიძულე მტერი შენი,
ხოლო მე გეტყვით თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და კეთილთა უყოფდით
მოძულეთა თქვენთა და რაჟამცა ილოცვიდე ნუ მრავალსა იტყვით”, ამრიგად
ძველი აღთქმის მოსესეული სასტიკი პრინციპი კბილი კბილისა წილ, თვალი
თვალისა წილ შეცვლილია ჰუმანური უფრო მოწინავე პრინციპით, მარჯვენა
ლოყაზე რომ დაგარტყან მარცხენაც მიუშვირე, ძალადობას ძალადობით ნუ
უპასუხებო და ა. შ., რაც ცხადია ჰუმანური ხასიათისაა და პასიურობით
123
აკანონებს ჩაგვრას, რამეთუ ამ ქადაგების იდეით ყოველ ძალადობას მოსდევს
ახალი ძალადობა, მთის ქადაგების უკიდურესი მცნებანი, ნუ იზრუნებთ
ხვალისათვის, ხვალემ იზრუნოს თავისა თავისათვისათვისო, ნუ ზრუნავთ რა
ვჭამოთ და რა ვსვათ ამაზე წარმართნი ზრუნავენო, ხოლო თქვენ ეძიებდით
პირველად სასუფეველთა ღვთისათა, მიწიერ ზრუნვას, გარჯას, ბრძოლას
თავისუფლებისათვის თვლის ზრუნვა სულისათვის, საიქიოსათვის, რაც
პრაქტიკულად მიუღებელია.
124
ზებუნებრივი ძალები მიაწერა ღმერთებს, სულებს, ფერიებს, , ბოლოს
მეცნიერებამ დაარღვია მთელი მითიურ – ზღაპრულ – რელიგიური გოდოლი და
გონებით ახსნა მოვლენები, პირველ და მესამე სტადიას ფრეზერი ამსგავსებს,
მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, აქვთ შეხვედრები, ორივეს
დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა, გონების მიღწევა ყოველ
მითსა და ცრურწმენას საფუძველს აცლის, ყოველი მითოლოგია ძლევს,
იმორჩილებს და გარდაქმნის ბუნების ძალებს თავის წარმოსახვაში და
წარმოსახვის ძალით, მაშასადამე ის ქრება ბუნების ამ ძალებზე ნამდვილი
ბატონობის დადგომასთან ერთად, 2. მეცნიერება მითებზე, მათ წარმოშობაზე,
ხასიათზე, კლასიფიკაციაზე, ახსნა – განმარტებაზე, მთელს მრავალფეროვან
ფენომენზე, რამაც საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოა ლიტერატურა,
ხელოვნება, ფილოსოფია, ენობრივი ქსოვილი, ასაზრდოებს დღესაც.
125
რომელსაც დიდი კვალი არ დაუტოვებია, იდეურ საფუძვლად გამოიყენეს
შერინგის, კროიცერის, კუნის, შვარცის შეხედულებანი, ამ გაგებით
მითოლოგიური სკოლის ლიტერატურულ ისტორიაში ცნობილია როგორც
რომანტიკოსთა იდეალისტური თეორია რომლის მიხედვითაც ფოლკლორის
წყაროა მითი, რელიგიური წარმოდგენები, ახსნას ეძებდნენ ენაში,
ინდოევროპულ პრარელიგიაში, ახასიათებდათ მისტიციზმი, უდავოა მათი
ღვაწლი, ძმები გრიმების ზღაპრები, ბუსლაევის ანდაზები, აფანასიევის
ზღაპრები.
127
ზეგრძნობიერი კავშირის რწმენა ადამიანისა ღმერთთან, ამ უშუალო კავშირის
დროს ზებუნებრივ ძალებთან თითქოს ხდება. შეცნობა ღმერთისა მისი ზალის
გამოყენება რაიმე განსაკუთრებული საჭიროებისათვის, ღრმა განცდის,
იდუმალი გარემოთი გონების დაბურვისა თუ ექსტაზით ხდება განდობილთა ეს
წარმოსახვითი აქტი მოკვდავისა უკვდავთან, კაბალა იუდეველთა
სარწმუნოებაში, სუფიზმი ისლამში, ჰაქტის მისტიკა ინდუიზმში, ასევე
დაოიზმში, ბუდიზმში და ბევრ სხვა რელიგიაში, ამ რელიგიურ იდეალისტურ
მოძღვრებას საფუძველი ჩაეყარა ძველი აღმოსავლეთისა და განსაკუთრებით
ბერძნ. ულ წარმართულ რელიგიებში, ბერძნ. ები მაგიური მისტერიებით
ლამობდნენ ზებუნებრივ ძალებთან დაახლოებას, განდობილთა ეს მისტერიული
ცერემონიები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მათი დაცინვა ან გაცემა
სიკვდილს იმსახურებდა, ნეოპლატონიზმი მისტიკური მოძღვრება განავითარა
ავგუსტინემ და საფუძვლად დაედო ქრისტიანულ რელიგიას, საეკლესიო
ორთოდოქსალური რწმენა ზეგარდმო შუქის მოფენისა, საეკლესიო მისტიციზმი
ესაა ადამიანის პასიურობის, ღმერთისადმი სრული მორჩილების ან უმწეობის
გამოხატულება, საეკლესიო მისტიციზმს ქადაგებდნენ ბერნარდ კლერმონელი,
პაპთა იდეოლოგი და თავისუფალი აზრის რისხვა გარდ 1153 წ, ბონავენტურა
გამოჩენილი იტალიელი თეოლოგი, ფრანცისკანელი გენერალი, რომელიც
სქოლასტიკისა და მუსიკის შერიგებას ქადაგებდა, ალბანოს ეპისკოპოსი იო და
სიქსტუს V – მ ეკლესიის მასწავლებელთა ხუთეულში შერაცხა გარდ 1274 წ,
მისტიკურ აღგზნებას ის თვლიდა. შემეცნების უმაღლეს საშუალებად,
არსებობდა პროგრესული მისტიციზმი ავეროიციზმი, ერეტიკული მისტიციზმი,
მისტიციზმის წინააღმდეგ იბრძოდა არაბი მეცნიერი იბნ როშდი ლათ ავეროესი
გარდ 1198 წ რომელიც არ ცნობდა ღმერთს სამყაროს შემოქმედად, არც
მკვდრეთით აღდგომას, აღიარებდა მეცნიერული აზრის ძალას, ლუYთერზე და
მიუნცერზე დემოკრატიულმა მისტიციზმმა გავლენა მოახდინა, იგნატი
ლოიოლა და სხვა იეზუიტები კონტრრეფორმაციის ჟამს მისტიციზმის
რეაქციულ მხარეს აძლიერებდნენ, 2. რელიგიურ – ფილოსოფიური
იდეალისტური მიმდინარეობანი, თეოსოფია – უფლისმცოდნეობა,
ანთროპოსოფია ადამიანთმცოდნეობა და სხვა, 3. რწმენა საიდუმლო ძალებისა
რომელთა წყალობასაც მიეწერება ცალკეული აღმოჩენები ბუნებისმეტყველებაში,
4. აღმოსავლური რელიგიები და კულტები ბუდიზმი ბრაჰმანიზმი ინდურად,
სუფიზმი ირანი კაბალა, ჰასიდიზმი, იუდაიზმიძენი იაპონია და სხვა, 5.
პირველყოფილი რწმენა სულებისა, ჯადოქრული მკურნალობისა და მისთანა, 6
მაგიის ყოველნაირი ფორმა ცხოვრებაში და საერთოდ ყოველი რელიგია
128
მისტიკურია, ანტიმეცნიერული თავისი არსით, ყოველდღიურ მეტყველებაშიც
მიღმა ქვეყნიურზე, ფუჭ ფანტაზიაზე იტყვიან რა მისტიკას ქადაგებო, მისტიკის
ზეგავლენა მუდამ დიდი იყო და დღესაც თავსატეხად რჩება.
129
კლავდნენ, ან თვითონ იკლავდა თავს და ა. შ., დაკრძალვა ქრისტიანული წესით
არცერთ დღეს არაა აკრძალული, მაგრამ ეკლესიამ ანგარიში გაუწია ზოგ
გარემოებას, წარმართულ წესს, გადმოცემებს, ამიტომ დაწესდა დაკრძალვა
სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.
მოგვი – ძველსპარსულად მაგუს, ბერნ მაგოს, მაგოი, ლათ – – მაგუს მაგი, 1 მაგი
ვარსკვლავთმრიცხველი, მისანი, მჩხიბავი, სიზმრის ამხსნელი ან ცრუ ბრძენი,
ქართული სახელი მოდის ძველსპარსულიდან მოგვ – ქურუმი, ბრძენკაცი,
მაგები იყვნენ ერთერთი 6 მთავარტომთაგანი, მიდიელები, ქურუმები
რომელთაც დიდი გავლენა მოიპოვეს აქემენიდების სამეფო კარზე ძ. წ. VI – IV ს,
522 წ მოგვმა გაუმატამ თავი მოკლულ მეფისწულად გამოაცხადა ბარდიად,
ტომი აჯანყდა მაგრამ თითქმის მთლიანად გაწყვიტეს, აქედან მაგოფონია –
მოგვთა გაწყვეტა, ქსერქსეს დროს ისევ აღზევდნენ ხოლო ბაბილონელთა ანუ
ქალდეველთა სამეფოში საერთოდ ვარსკვლავთმრიცხველთა ქურუმთა, ზოგად
საერთო სახელად იქცა, ესაა იგივე რუსული ვოლხვ, ფინური ველხო,
ბულგარულად ლხვა, ქრისტიანულ სამყაროში 3 აღმოსავლელი მოგვი
ხელმწიფე ოქროს ვარსკვლავს მოჰყვა და ბეთლემის ქვაბში ინახულა ყრმა იესო,
ამას მოგვითხრობს მხოლოდ მათე, იროდი მეფე მათი დახმარებით
იმედოვნებდა ყრმის პოვნას და მოკვდინებას, მაგრამ მათ თაყვანი სცეს
ახალშობილს, საჩუქრები დაუტოვეს და სხვა გზით გაბრუნდნენ, სახარებაში
არც მათი სახელებია, არც რიცხვი და არც სადაურობა, აშკარაა. შორეული
აღმოსავლეთიდან ჩამოსულან, II – III ს ორიგენმა მართებულად იმსჯელა “რაკი
საჩუქარი სამია ოქრო, გუნდრუკი და მური 3 მეფე ყოფილაომ სანევუს
სიმბოლოც ესაა და კაცთა მოდგმის სამ ნაწილად დაყოფის ნიშანიც, სამშობლოდ
ასახელებენ სპარსეთ – მესოპოტამიის მხარეს სადაც მოგვი დასაბამიდან ქურუმს
ნიშნავდა, მაგრამ უფრო სარწმუნოდაა მიჩნეული ბედნიერი არაბეთი იემენი
საიდანაც საჩუქრებით სოლომონსაც ეახლა საბაის დედოფალი, 3 მეფე 3
მოდგმის სიმბოლოა ე. ი. ყრმას თაყვანი სცა აღმოსავლური წესით მთელმა
წარმართულმა მსოფლიომ ევროპა, აზია, აფრიკა, ერთს ზანგად ხატავენ,
სახელების სხვადასხვა ვერსიები არსებობს უფრო მიღებულია კასპარი,
ბალთაზარი, მელქიორი, შეიქმნა მითები თითქოს თომამ მოაქცია, მერე აწამეს,
წმინდა ნაწილებს თაყვანსა სცემდნენ კელნის ტაძარში, საჩუქრებიც
სიმბოლურია, გუნდრუკს ღმერთს უკმევენ, ოქროთი გადასახადს იხდიან,
მურით კი ჯვარცმულ ქრისტეს სცემენ პატივს, ხელოვნებაში მრავალგზის
ასახულა, ჯოტო, ბაუსტი, დიურერი, ჰოლბაინი, კორეჯო, ატდოფერი, 2.
131
ზოგადად წინასწარმეტყველნი, რომელთაც თითქოს შეუძლიათ უშუალო
კავშირი დაიჭირონ სულებთან, ღმერთებთან, ვარსკვლავებზე ამოიკითხონ
სახელმწიფოთა, ქალაქთა, პირთა სვე – ბედი, მოახდინონ გრძნეულება,
დაატეხონ ხალხს ჭირი, დაამზადონ თილისმები და ა. შ., ეკლესია ებრძოდა
მოგვობას, ეშმაკეულთან კავშირს სწამებდნენ, ზოგიც შვიდ საიდუმლოს
უპირისპირებდა, თუმცა მასაც საფუძვლად ცრუ რწმენა უდევს, ძველ
აღმოსავლეთში დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ და თვით ქრისტიანობამაც მიიღო
3 აღმოსავლელი მოგვის თქმულება, რუსეთში ჯადოქრის, კუდიანის სინონიმად
იქცა და ბერძნებიც ცრუ მისანს მოგვს ეძახდნენ, რაც შეეხება მოგვობას, მაგიას,
ბერძნ. მაგეია მაგია ესაა ცრუ რწმენა მაგიური მოქმედებით გარემოზე
ზეგავლენის მოხდენისა, ყველა რელიგიის შემადგენელი ნაწილია და
გადმონაშთის სახით ხედავენ ზიარების, ლოცვის, მირონცხების
საიდუმლოებებში, სირთულის მიხედვით არჩევენ ასეთ დარგობრივ მაგიებს
ინდივიდუალური, ჯგუფური წესი, კოლექტიური მაგიური მოქმედებანი, შავი
მაგია ზიანის მომტანი გზნებანი ბავშვის წახდენა და სხვა, სამხედრო მაგია
იარაღის მოჯადოება, სასიყვარულო შეყვარება ან შეძულება, სამკურნალო
შელოცვები, ექიმბაშური წამლები, სარეწაო მონადირეთა მახეების მოჯადოება,
თოფის შეკვრა და სხვა მეტეოროლოგიური წვიმის მოყვანა, სიტყვის მაგია
მოჩხიბვა, შელოცვა ხალხის ცნობიერებიდან ძნელად ამოსაძირკვავი მოვლენაა,
რასაც ცოდნა და. შეგნება უნდა დაუპირისპირდეს.
მონანიება – იხ აღსარება.
132
იაჰვე, ქრისტიანობა – მამა ღმერთი, ისლამი – ალაჰი, მაგრამ სინამდვილეში ეს
არცერთ რელიგიაში არ ხორციელდება, თვით იუდაიზმი ძველად
მრავალღმერთიანი ყოფილა, უძველესი ბიბლიური ღმერთი ელოჰიმ ღმერთები
ტექსტში შემორჩა, ქრისტიანული სამებაც სამსახოვანია, ისლამშიც მუჰამედი და
სხვა, იუდეველთა და ისლამის სარწმუნოებას შემორჩათ ტომთა ღმერთების
რწმენაც.
მოძალადე რა სახის და ფერისაც არ უნდა იყოს იოლად ახერხებს სათნოების ნიღბის ქვეშ
იმოქმედოს, როგორც მგელმა ცხვრის ქურქში, რელიგიურ მორალში შედის
ისეთი ჩვევები რომელთაც სამოქალაქო სამართალი ამ სახით არ იცნობს, ცოდვა,
მადლი, ანათემა, სიკეთეს, ბოროტებას, ბედსა და უბედობას ყველაფერს აქ
რელიგიური შინაარსი ეძლევა, უმაღლეს მორალისტურ ღირებულებას ფლობს
ზებუნებრივი ძალა ღმერთი, ანგელოზები, მოკვდავი მათზე დაბლა დგას და
მისი როლი კნინდება უზენაესის წინაშე, უმაღლესი სანქციაც უზენაესს ენიჭება,
ადამიანი უწინარეს ყოვლისა მოვალეა მის წინაშე, მერე ხალხის წინაშე
მორალური გაორება, სათნოების საზომია ღმერთის რწმენა, მისი შიში, საიქიოს
რწმენა, იმედი სასუფევლისა, რაც ამცირებს ამქვეყნიურისათვის ზრუნვის
აქტივობის ფენომენს, თუ I პრიმიტიული ადამიანი აკრძალვას ტაბუს სახით
ახდენდა დღეს რელიგიური მორალი კლასობრივი ხასიათისაა, თუმცა
ზოგადკაცობრიულის დევიზით გამოდის, მორალი მისი იარაღია ვინც
ბატონობს, თუ გამართლებულია რელიგიური ომები ბართლომეს ღამე, ერესთან
133
ბრძოლა, ბრუნოს დაწვა, შვილისაგან მამის ღალატი და მისთანა ეს უკვე
გაბატონებული მოძალადეთა მორალია და არ შეიძლება ერთგვაროვანი,
საყოველთაოდ მისაღები იყოს, ის ატარებს ფარისევლობის იერს, , მორალი ვერ
სპობს მექრთამეობას, ღალატს, გამოძალვას მომხვეჭელობას, გახრწნილობას და
სხვა მარადიულ ნეგატიურ მოვლენებს თუმცა ასეთი პრეტენზია აქვს რაც
ფსევდოჰუმანურია, ყალბია და სიცრუეზეა აგებული ის წარმავალია რა
მაღალფარდოვანი სიტყვებითაც არ უნდა. შეინიღბოს და არ დაგმოს
მოპირდაპირე რელიგიები, იდეები, მოვლენები, დღეს რელიგიური მორალის
მოდერნიზაცია ხდება, მაგრამ მისი არსი უცვლელია, მორალთან
შეუთავსებელი, ეს უკანასკნელი კი ყალბია.
135
მოსავლის დღესასწაული – ცნობილია ყველა მიწათმოქმედი ხალხის კულტურულ
ისტორიაში, მითოლოგიაში, დაკავშირებულია მიწათმოქმედების მთავარ
ღვთაებათა სახელებთან, იმართებოდა სხვადასხვა დროს, ოსირისის, კიბელეს,
დემეტრეს და პერსეფონეს დღესასწაულები, ელევსინიები, თორი, პერუნი,
მარიამი, ახალ დროში ასე უწოდებენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან
დღესასწაულს ზოგ მიმდინარეობაში, ბაპტიზმი, ევანგელისტები,
ადვენტისტები, აღინიშნება უფრო სექტებში, როგორც მოსავლიანობის
დღესასწაული უხსოვარი დროიდანვე ცნობილია, მაგრამ რელიგია მუდამ თავის
დღეობებს უკავშირებდა და მეტი მოსავლის მიღების, გამდიდრების წყაროდ
იყენებდა, როგორც ყოველი გაბატონებული კასტა ყოველ დროში აქაც ასეა
მოსავლის აღებაში უფლის მოსავალი იგულისხმება როგორც სამწყსოში მრევლი,
აქაც ასეა მოსავლის აღებაში უფლის მოსავალიც იგულისხმება, კერძოდ
მისიონერების საქმიანობა, მთავარია მადლობა უფლისადმი მიღმაქვეყნიური
ცხონებისათვის რასაც ამქვეყნიური ცხოვრება და სიმშვიდე ეწირება, მოსავალს
ღმერთი იძლევა ადამიანის სიბეჯითით, მორწმუნეთა მოზიდვაც მოსავლად
ითვლება.
მოღვაწე – ასკეტი.
136
მოციქულები – ბერძნ. აპოსტოლოს დესპანი, ელჩი, შუამავალი – ქრისტეს რჩეული
მოწაფეები, უახლოესი თანამგზავრები, მისი კოლეგიის 12 წევრი, I
ქრისტიანული თემობის ბირთვი, პირველად სიმონ რომელსაც ეწოდა პეტრე და
ანდრია ძმა მისი, იაკობ ზებედესი და იოანე ძმა მისი, ფილიპე და ბართლომე,
თომა და მათეოს მეზვერე, იაკობ ალფეზი და ლიბეოზ, რომელსა ეწოდა
თადეოზ, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა გასცა იგი, ეს
ათორმეტნი წარავლინა იესომ, რიცხვი 12 საკრალურია იაკობის 12 შვილისა
რომელთაც დასაბამი მისცეს უფლის რჩეული ხალხის 12 ტომს რუბენი, სიმონი,
ლევი, იუდა, ისახარი, ზაბულონი, დანი, ნეფთალინი, გადი – გაადი, ასერი –
ასირი, იოსები, ბენიამინი, ლიას, რაქელის და მათი მსხვერპლებისაგან,
ქრისტეს მოციქულები ახალი რჩეულნი არიან და ევალებათ სნეულთა
მკურნალობა, ეშმაკთა განსხვა, კეთროვანთა განწმენდა, მკვდართა აღდგინება,
შემდეგ ქრისტემ აარჩია კიდევ 70 სხვა მოწაფე, ეს რიცხვიც სიმბოლურია,
დაკავშირებულია კაცთა მოდგმის ბიბლიურ სისრულესთან, ეკლესიასთან
როგორც ესქატოლოგიურ მეორედ მოსვლის ციურ იერუსალიმთან, 12
მრავალგზის გაანგარიშებული ოდენობაა, იერუსალიმის 12 ჭიშკარი, 12
კედელი, 12 საძირკველი, თითო საძირკველზე დაფუძნებულია 12 სამოციქულო
ტაძარი, იოანეს გამოცხადების 12 ძვირფასი ქვა, 12 ნიშანი ზოდიაქოსი,
წარმართულ – ბარბაროსული გაანგარიშებანი 12 ღმერთი საბერძნ. ეთისა და
რომისა, 12 ზოდიაქო, 12 მცირე წინასწარმეტყველი, 12 რაინდი ართურის
მრგვალი მაგიდისა, 12 თვე, 12 – 12 საათი დღეღამისა და ა. შ., ატრიბუტებად
მოციქულებს აქვთ ძირითადად იარაღები, რომლებითაც აწამეს, პეტრეს,
ფილიპეს, სიმონს, თადეოზს ჯვრები – ჯვარცმა, პავლეს, იაკობ მცირეს, მათეს
მახვილები, იაკობ უფროსს კომბალი, თომას შუბი, იოანე ღვთისმეტყველს
ფიალა საიდანაც ამოდის გველი, ლოცვით გააუვნებლა. შხამი, ან წიგნი პატმოსე
და სხვა, ასევე დიურერის დიპტიკზე, პავლეს იქსის ფორმის ჯვარი, იუდას
ქისა, ასეა ძირითად კათოლიკურ იკონოგრაფიაში, პირადი გამოსარჩევი
ნიშნებიდან წვერი თადეოზს, სიმონს, ანდრიას, ბართლომეს, იაკობს, მათეს,
ხელოვნებაში მოციქულები მრავალგზის ასახულან, ფრესკა, ხატი, ჯვარი,
ტილო, მოზაიკა, კარტონი, ცნობილია სოფიის ტაძრის მოზაიკა კიევში 1108 წ,
ბიზანტიელ ოსტატთა ხატი XIV ს მოსკოვი, დიურერის მოციქულება მიუნხენი
ძველი პინაკოთეკა 1526 წ, რაფაელის კარტონები თევზის ჭერა, ლეონარდოს
საიდუმლო სერობა, IV ს უკვე ასახულია ყოველნაირად სარკოფაგებზე 400 წ, ,
ნიშნებიდან პეტრე წვეროსანი, ჯანიანი, ზოგჯერ პაპის სამოსით, 1 ან 2
გასაღები, კვერთხი ან ჯვრიანი არგანი, პავლე მელოტი, გრძელი მუქი წვერით,
137
უჭირავს წიგნი, ნიშანი მისი განსწავლულობისა და XIII საუკუნიდან მახვილი
რითაც მოკლეს, ანდრია მოციქულთა მეფის პეტრეს ძმა მოხუცი გრძელი
წვერით, ანდრიას ჯვარცმით, იაკობ უფროსი მავრებისაგან ესპანელთა
მფარველი დაკრძალული სანტ იაგო დე კომპოსტელაში ყარიბი კვერთხით,
მოგზაურის ქუდით, მახვილით რომლითაც თავი მოჰკვეთეს, იოანე ქრისტეს
საყვარელი მოწაფე ახალგაზრდა უწვერულვაშო, ვერ იმოქმედა. შხამმა, ვერც
მდუღარე ზეთმა რომელშიაც ხარშავდა დომიციანე, წიგნი, ფიალა, ფილიპე –
ჯვარცმით, თომა. შუბით ან კუთხის საზომით რადგან ინდოეთში სასახლეს
აშენებდა, ხუროთმოძღვართა მფარველი, მათე მახარობელი მახვილით ან შუბ –
ნაჯახით, რითაც ეთიოპიაში აწამეს, იაკობ უმცროსი კომბლით სცემეს, ჩაქოლეს,
სიმონ კანანელი ანუ ზელოტი ხერხი, გადახერხეს, თადეოზი – იშვიათად
ხატავენ, კომბალი უჭირავს, მათეასი იშვიათად ნაჩვენები გვიანმოწოდებული
ნაჯახით, იუდა ქისით, ეს მქადაგებლები სოფლიდან სოფელში რომ დადიოდნენ
ავრცელებდნენ ახალ მოძღვრებას, მიმართავდნენ ეპისტოლეებით ქალაქებსა და
პიროვნებებს ახალი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე, ასე გაჩნდა. შემდეგ
ეპისტოლეები პეტრესი, პავლესი და სხვათა, რომაელთა, კოლაელთა,
ეფესოელთა მიმართ და სხვა, შემდეგ მქადაგებელთა რიცხვი შემცირდა,
დადგინდა 12 მოციქული ქრისტეს მიერ არჩეული მოწაფეებისა, “თქვენ
მეგობარნი ჩემნი ხართ ყოველი, რამდენი მესმა მამისა ჩემისაგან გაუწყეთ
თქვენ”, ჯერ ცხოვრების შუაგულში ატარებდა, უხსნიდა, მერე დაიწყო
საქადაგებლად გაგზავნა, სახლში რომ შევიდოდნენ უნდა ეთქვათ “მშვიდობა
სახლსა ამას”, ეკლესიამ 12 , მოციქულს შეუფარდა 12 ზოდიაქო, ვერძი პეტრეს,
კურო ლუკას, ტყუპი თომა მარჩბივს, კირჩხიბი სიმონს, ლომი მარკოზს,
ქალწული იოანეს, სასწორი მათეს, ღრიანკალი იაკობს, მშვილდოსანი
ბართლომეს, თხის რქა პავლეს, თევზი ანდრიას, მოციქულებს ხატავდნენ
ჯოტო, ლეონარდო, ტინტორეტო და სხვა კორიფეები, ბევრი მათგანი რეალური
პიროვნება მოხეტიალე მქადაგებელი იყო და მათი მითიზაცია იწყება იქ სადაც
წმინდა სასწაულებზე გადადიან.
მოხსენება – აღაპი.
138
საბჭო, საზღვრებს ადგენენ ტერიტორიების მიხედვით , სამრევლო სკოლა –
დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი.
139
მეფისწულთაც კი, მისნის რჩევით, ადამიანი ეწირებოდა ბაალს, ბელონას,
ლიკეის ზევსს, ლევკასის აპოლონს, იუპიტერს, ლარების დედას, მოლოქს,
ინკების სულებს, რომში ხდებოდა დიდი მსხვერპლშეწირვა ჰეკატომბა 100 ხარის
დაკვლა, იერუსალიმის ტაძრის კურთხევაზე დაიკლა 22 000 ხარი და 120 000
ცხვარი, ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში შემოღებულია მსხვერპლშეწირვა
ცეცხლით, კელაპტრები, საკმეველი, მსხვერპლს სწირავენ ალავერდში,
ილორში, ლომისაში, ლაგვირკაში თელეთობაზე, შამანობამ სამისნოებმა,
ტაძრების სისტემამ უფრო გაართულა და გაამრავალფეროვნა მსხვერპლშეწირვა,
შამანები და ქურუმები მსხვერპლის რჩეულ ნაწილს ითვისებდნენ საკლავს თუ
ფულს, დიდი იყო ფანტაზიის როლი ციურ ღმერთებს თეთრ ქვესკნელისას კი
შავ საქონელს სწირავდნენ.
141
დამამკვიდრებელი, მაუწყებელი ალაჰის ნებისა, რაც თითქოს ზეცით უკარნახა
უზენაესმა ღმერთმა ალაჰმა როგორც ბიბლია იაჰვემ, მუსულმანები ჰიჯრას
უყურებენ როგორც გაქცევას, როგორც დავითის და მოსეს გაქცევას ისრაელები,
მოჰამედი გახდა ახალი სახელმწიფო წყობილების დამაარსებელი და სარდალი
რომელმაც დაამარცხა მოწინააღმდეგეები და ზეიმით შევიდა მექაში, იბრაჰიმის
აშენებულ ქააბას აღმადგენელია წარმართებს რომ ცრუ წარმართი ღმერთების
სადიდებლად ექციათ, როგორც მეკერმეებს იერუსალიმი სავაჭრო სახლად, ეს
მოხდა 630 წ ჰიჯრადან 8 წლის შემდეგ, მითიური ელემენტები შეიცავენ მეტ
სასწაულს, სინამდვილე გაზღაპრებულია, მუჰამედის ბიოგრაფიაში რაც
ხალიფის ბრძანებით დაწერა ერთმა მედინელმა იბნ იცჰაკმა VIII ს, არსებობს
ლეგენდა მუჰამედის იერუსალიმს შესვლაზე და სხვა, გარდაიცვალა მედინაში,
მუსულმანები ზეიმობენ მის აღდგომას, თვით ყურანი მას სასწაულთმოქმედად
არ თვლის, სასწაულია თვით ყურანი.
142
მცნებანი – იხ 10 მცნება.
მწამს რადგან აბსურდია – ლათ კრედო ქვია აბსურდუმ, ცნობილი ხატოვანი თქმა დიდი
საეკლესიო მწერლის ტერტულიანისა 160 – 220 წ, ძირითადი აზრია, ადამიანი
უძლურია ჩასწვდეს საეკლესიო სიბრძნეს, უნდა იწამოს უკრიტიკოდ და
უპირობოდ, შეიცავს ირონიას.
მწუხრი, მწუხრის ლოცვა – დიდი და მცირე შებინდებისას, კვირა დღეების წინა საღამოს
სადაგ დღეებში მცირე, დიდ დღესასწაულზე კი დიდი.
143
უდიდესი საიდუმლოება, შვიდთაგანი, ტარდება 6 – 18 იანვარს, გამოცხადება
ეწოდა ზეცით უფლის ხმის და მტრედის მოვლინების გამო, აქედან
სანათლისღებო, საწყალკურთხევო, სანათლისღებო მარხვა, ამ დღეს როცა იოანე
წინამორბედმა ნათელი სცა იესოს იორდანესა. შინა და იქვე დაგმო სადუკეველნი
და ფარისეველნი ნაშობნი იქედნესანი, ამ საიდუმლოს თეოლოგიური აზრი ისაა,
რომ ადამიანი სულიერად იბადება და. შეწყნარებული იქნება წმ ეკლესიის
წიაღში, საღმრთო საიდუმლოს მირონცხების სახით ადამიანს ამ დღეს ენიჭება
საღმრთო მადლი და განმტკიცდება მისი შემდგომი ცხოვრება, ეკლესიებში
ხდება იორდანეს წყლის კურთხევა, მოსხურება, იორდანობაც აქედანაა,
ეკლესია ამ დღესასწაულს რელიგიური რწმენის განსამტკიცებლად იყენებს, ამ
მოვლენებთან კავშირშია ნათელმირონობა სინაობა ბავშვის მშობელსა და
ნათლიას შორის დამყარებული ნათესაური კავშირი, რასაც ეკლესია დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს.
147
ვალმოხდილი ადამიანის შერწყმა ღვთაებასთან, ტერმინის მნიშვნელობაზე და
რაობაზე მაინც გრძელდება დავა ბუდიზმის მკვლევართა. შორის, ძალზე
ბუნდოვანი და ძნელად მისაწვდომია, ადრეულ ბუდიზმში ეს იყო სრულიად
საპირისპირო რამ სანსარისა, ტანჯვათა გრძნობიერ სამყაროისა სადაც კარმას
კანონის თანახმად ყოველი სიკვდილი ახალი აღორძინების დასაწყისია, ძნელი
მისაწვდომია ნირვანა, მაგრამ ვინც მას მისწვდება ემსგავსება ბაზმას, რომელშიც
ზეთი ილევა და. შუქი ქრება, ეს პიროვნება თავისუფლდება ყოველი მიწიერი
ზრუნვისაგან, მისი დხარმა მიწიერი ვნება – სურვილი ჰქრება, იწყება ნირვანა,
უზენაესი ნეტარება, სრული სიმშვიდე, ბედნიერება, რასაც ყოველი ბუდისტის
უმაღლეს მიზნად თვლიან, თუმცა სამოთხის ცნებამ ბოლო დროს შეავიწროვა,
არსებითად ესაა ციური სასუფეველი.
148
სცეს პატივი განსვენებულს და ა. შ., ამაში გამოიხატება მორალური მცნება კაცი
კაცითა, კაცი კაცისათვის, ძმა და მეგობარია.
149
ჯვაროსნულ ლაშქრობად და ა. შ., რელიგია აქ მხოლოდ საბაბი იყო, ომების
ნამდვილი მიზეზი ხდებოდა პოლიტიკური ძვრები, ეკონომიური შემოსავლის
საკითხი, მოგების ანგარიში, ჰქონდა მძარცველური ხასიათი, ძირითადად
მონათმფლობელურ ეპოქაში და. შუა საუკუნეებში.
151
მეორე მეცნიერული, ორივე სხვადასხვა გზით მოპოვებულია და თითქოს
ერთიმეორეს არ ეწინააღმდეგება, მოძღვრების სათავეა არისტოტელეს
კომენტატორის არაბი ფილოსოფოსის იბნ როშდის რუშდის 1126 – 1198 წ
თვალსაზრისი, რამაც რელიგიასთან ბრძოლის ისტორიაში დიდი როლი
ითამაშა, როშდის აზრით არსებობს ერთიანი მარადიული სამყაროს სუბსტანცია,
ცალკე სული არ შეიძლება იყოს უკვდავი, მაგრამ მთელი კაცობრიობა ერთად
უკვდავია, რელიგიური დოგმა კი შეიძლება ფილოსოფიისათვის მიუღებელი
იყოს, როშდის, ლათინურად ავეროისის მიზანი იყო მეცნიერების და
ფილოსოფიის განთავისუფლება რელიგიის უღლისაგან, თუმცა ორივე მათგანის
საბოლოო გზა ღმერთთან მიდის, ამ მოძღვრებამ დასრულებული სახე მიიღო
ევროპელ ავეროისტებთან სიგერ ბრაბანტელი, დუს სკოტი და სხვა, რომლებიც
ასაბუთებდნენ ფილოსოფიური და რელიგიური დებულებების დაპირისპირებას,
ფილოსოფიის დამოუკიდებლობას რელიგიისაგან მეცნიერების სფეროს
გადიდებას ეკლესია ებრძოდა ავეროისტებს, უპირისპირებდა მათ თომა
აქვინელის მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც სამყაროს ერთიან ჰარმონიაში
ღვთისმეტყველებასა და თეოლოგიას შორის წინააღმდეგობა არ არის, რწმენა და
გონება ერთიანია, ორმაგი ჭეშმარიტება არსებობდა ბეკონის დროსაც, ხოლო
როცა მეცნიერება განთავისუფლდა რელიგიური მეურვეობისაგან იგივე
მოძღვრება მოიშველია რელიგიამ მეცნიერების შემოტევებისაგან თავდასაცავად,
თვით კანტთან აშკარაა ცოდნის ჩარჩოების შევიწროების ცდა რელიგიის
სასარგებლოდ, მიმდინარეობა დღესაც არსებობს, სახეშეცვლილია,
განიხილავენ თომიზმის სულისკვეთებით, რელიგია და ფილოსოფია
მხარდამხარ მიდიან ჰარმონიულად, ოღონდ რელიგია უფრო მაღლა დგასო.
152
ეგზალტირებულია და ბოდვით წარმოთქვამს ბუნდოვან სიტყვებს,
გლოსოლალიები.
ოხითა – ტროპარი.
153
პანაგია – პანჰაგია, ბერძნ. პან – ყველა, საყოველთაო, ჰაგია – წმინდანი, მცირე,
ოვალური ხატი, გამოსახულება იესოს ან ღვთისმშობლისა, გულსაკიდი
ეპისკოპოსთა, ტაძრებში ღვთისმშობლის სადიდებელი სეფისკვერი.
პანაშვიდი – ბერძნ. პანიხის, პანიხიდოს, პან – ყველა, ყოველი, ნიქს – ღამე, წირვა,
გალობა, მართლმადიდებელთა სულის მოსახსენებელი წეს – ჩვეულება, I
ქრისტიანები დევნის გამო ღამით იხდიდნენ, ამიტომ ეწოდა ყველა ღამისა, წესი
სრულდება გარდაცვალებიდან, მესამე, მეცხრე, მეოცე ან მეორმოცე დღის
შემდეგ, დაკრძალვის მერეც, ასევე დაბადებისა და გარდაცვალების დღეებშიც,
ანდერძის აგება კი ხდება მხოლოდ მიცვალებულის თავზე, ეკლესიებში
ტარდება საერთო, მსოფლიო პანაშვიდები, მიზანი განსვენებულის სულის
განთავისუფლება ტანჯვისაგან.
154
პაპთა ავინიონის ტყვეობა – შავი მონაკვეთი პაპთა დამცირებისა, მათი ტყვეობისა
საფრანგეთის პატარა ქალაქ ავინიონში, სადაც ფრანგთა მეფეების ნება –
სურვილს ემორჩილებოდნენ მთელი 70 წლის განმავლობაში 1309 – 1377 წ, აქ
სუფევდნენ კანონიერი თუ უკანონო პაპები, ჯერ კიდევ 1303 წ ფილიპე IV
ლამაზის კანცლერმა ყაჩაღმა ნოგარემ 86 წლის ბონიფაციუს VIII – ს სილა
გაარტყა და რომში ჩასული პაპი, რომელიც მელასავით დაძვრებოდა, ლომივით
მეფობდა ძაღლივით მოკვდა, შეურაცყოფას გადაჰყვა 1 თვის შემდეგ, ხოლო
1309 წ იმავე ფილიპეს ნებით კლიმენტი V ავინიონში გადაბარგდა და გახდა
ფრანგთა პაპი, შემდეგ პაპის ტახტზე ისხდნენ იოანე XXII, ნიკოლოზ V,
ბენედიქტე XII, კლიმენტი VI, ინოკენტი VI, ურბან V, ბოლოს გრიგოლ XI – მ
ფრანგმა პაპმა იტალიური სამფლობელოების დაკარგვის შიშით ტახტი ისევ
რომში გადაიტანა 1378 წ და ეწოდა ეროვნული პაპი თუმცა ისევ ავინიონში
ერჩია, ტყვეობის დროს ავინიონი იქცა ყოველგვარი ბიწიერების ბუნაგად,
პეტრარკა, ამას მოჰყვა დიდი საეკლესიო განხეთქილება, როცა რომში ერთ პაპს
ირჩევდნენ ავინიონში მეორეს, 1378 – 1417 წ, განხეთქილებას ბოლო მოეღო
იმით, რომ ორივე პაპი გადააყენეს და აირჩიეს მარტინ V, პაპთა სასახლე
ყაზარმად აქციეს, ებრაელთა ბაბილონის ტყვეობის ანალოგიით ძ. წ. 586 – 538 წ,
პაპობა – ბერძნ. პაპოს, ლათ პაპა – მამა, მოძღვარი, კათოლიკური რელიგიის უზენაესი
ინსტიტუტი, რომლის მეთაურია განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღჭურვილი
პაპი, კათოლიკური სამყაროს ქურუმთ – ქურუმი, ჰიერეი, პონტიფექს –
მაქსიმუს, ვატიკანის სახელმწიფოს მბრძანებელი, ქრისტეს მოადგილე,
ვიკარიუსი, მოციქულთა მთავრის პეტრეს მემკვიდრე, კლდეზე დაფუძნებული
პეტრეს ტაძრის გამგებელი, მსოფლიო ეკლესიის უზენაესი მღვდელი,
აღმოსავლეთის პატრიარქი, რომის პროვინციის არქიეპისკოპოსი და
მიტროპოლიტი, იტალიის პრიმასი, უცოდველი მღვდელთმთავარი
სარწმუნოებრივ საქმეებში, ირჩევს კარდინალთა კრება – კონკლავი დახურულ,
ჩაგმანულ სამყოფელებში, არჩევანს გარესამყარო გებულობს, ვატიკანის თავზე
ბოლის ამოსვლით და ესაა საქრისტიანოს დიდი დღე – ზეიმი, პაპს ეძახიან
ალექსანდრიის პატრიარქსაც, მაგრამ მთავარია რომის პაპი, პაპობა. შეიქმნა
ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როცა საჭირო გახდა ეკლესიის
ცენტრალიზაცია, დასრულება პირველობისათვის ბრძოლისა, რომელშიაც
მონაწილეობდნენ სხვა ეპისკოპოსებიც, მაშინ იმათაც პაპები ერქვათ,
155
სიმდიდრემ, პოლიტიკურმა და ეკონომიურმა ძლიერებამ რომს საშუალება მისცა
დაეჭირა I ადგილი პეტრეს ტახტზე, დიდი როლი შეასრულა ტრადიციამ რომ
თითქოს პეტრემ თავის მემკვიდრეებად რომის ეპისკოპოსები დატოვა, პირველ
პაპად ითვლება პეტრე მოციქული, მეორედ ეპისკოპოსი ლინი 67 – 76 წ, მესამედ
ანაკლეტ I აწამეს 88 წ, შემდეგ ტახტზე მჯდარა დაახლოებით 300 პაპი კანონიერი
და უკანონო ანუ ანტიპაპი, ესაა მსოფლიოს უძლიერესი რელიგიის უძლიერესი
ინსტიტუტი, რომელსაც მრავალი მარცხის მიუხედავად შეურყეველი და
უზარმაზარი ფინანსური შეძლებით განაღდებული აქვს უზომო ავტორიტეტი და
ეგზომ ხანგრძლივი ბატონობა თითქმის 2000 წელი, რომის იმპერიის სატახტოს
გადატანა კონსტანტინეპოლში 330 წ, გაყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ
იმპერიებად ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა პაპისათვის, სტეფან III დაეხმარა პიპინ
მოკლეს რომელმაც 757 წ პაპს აჩუქა ლანგობარდების მიწა – წყალი, შეიქმნა პაპის
ოლქი და პაპმა ისე დაიწყო მოქმედება როგორც საერო თავადმა, VIII ს შეთხზეს
კონსტანტინეს საჩუქარი და სხვა საბუთები, რომელთაც განამტკიცეს პაპის
ძალაუფლება და იდეა პაპთა ძალაუფლების დაყენებისა იმპერატორთა
ძალაუფლებაზე მაღლა, პაპთა თეოკრატიის პროგრამა. შექმნა გრიგოლ VII – მ
პაპის დიქტატი 1075 წ, პაპობა მტკიცედ ატარებდა თავისუფალი აზრის
ჩახშობისა და ერესებთან ბრძოლის კურსს, ამ მიზნით შეიქმნა ინკვიზიცია,
ორდენები, პატიმრობა, წამება, კოცონზე დაწვა, პაპთა სანქციით ბევრი
უბედურება დატრიალებულა, ვრცელია პაპთა და საერო მეფეთა ბრძოლის
ისტორია, რაც დრო გადიოდა უფრო მწვავედ იბრძოდა პაპობა კომუნიზმის
წინააღმდეგ, არაერთხელ დაწყევლეს საბჭოთა ხელისუფლება და სხვა, მაგრამ
1958 წლიდან იწყება. შემობრუნების, რეალურ ვითარებასთან შეგუების კურსი,
მშვიდობის ქადაგება, იარაღის აკრძალვის მოთხოვნა, ეს დადებითი
ტენდეციები დაკავშირებულია იოანე XXIII – ს 1958 – 63 წ და პავლე VI – ს 1963 –
78 წ, განსაკუთრებით იოანე პავლეს სახელებთან.
156
პარსიზმი – იხ ზოროასტრიზმი.
პატრონიკე – ბერძნ. – ლათ პატერ მამა, პატერ – ზევს მამა – ზევსი, ეკლესიის მეორე
სართულზე მოწყობილი ვიწრო ბაქანი.
157
პასიფიზმი რელიგიური – ლათ პასიფიკუს – მშვიდობიანი, ბურჟ – ლიბერალური
მიმდინარეობის რელიგიური სახეობა, ყოველგვარი ომის პასიური უარყოფა,
გამოდის ბიბლიური მცნებიდან არა კაც კლა, უარყოფს სამართლიან თუ
უსამართლო ომს, არმიაში გაწვევას, ხსნის სისხლისღვრას ადამიანის სულის
სიწამხდრედ და ამდენად ცხადია გმობს სისხლისღვრას, რისი შედეგი მაინც
უსამართლობა და ძალადობაა, ამდენად უარყოფს რეოლუციურ შეტაკებებსაც,
აქტიური მოქმედების ნაცვლად ლოცვას და მშვიდობის ქადაგებას ითხოვს,
მაგრამ ჩვენ მის აბსტრაქტულ მოწოდებასაც სასარგებლოდ ვთვლით სადაც კი
ომსა და ხალხთა. შორის შურის გაღვივებას წინ აღუდგებიან.
159
პრამონოთეიზმი – პრა – პირველი, უძველესი, მონო – ერთი, თეოს – ღმერთი,
პირველყოფილი ერთღმერთიანობა, ერთღმერთიანობის სიძველის დასაბუთება,
ცრუმეცნიერული აზრი რელიგიის ღვთივშთაგონებულობის შესახებ, წამოაყენეს
რუსეთში სოლოვიოვის, ინგლისში ლენგის მიერ, ეთნოგრაფიული მონაცემებით
ლამობდნენ იმის დამტკიცებას რომ დღესაც ჩანს ცალკეულ ტომებში 1 ღმერთის
თაყვანისცემის პრაქტიკა და მაშ ბიბლიური ღმერთიც უძველეს რწმენაში
პოულობსო გამართლებას, მეცნიერებამ დაამტკიცა ამ თეორიის სიყალბე.
162
სექტა ყოველი თვის პირველ კვირას ასრულებს ამ საიდუმლოს, ზოგი
ადვენტისტებისა წელიწადში ოთხჯერ, ზოგიერთი მას ფერხთა განბანვის წესით
იწყებს, ჟამის წირვა – ჟამსა ვწირავ, ჟამი – დრო, მწუხრის, გვიანი წირვა.
ჟამნობა, ჟამნება – ჟამნს კითხულობს, ჟამნობს, ჟამნ – კანონის კითხვა, ჟამნის თქმა,
ვაჟამნებ, იკითხება მწუხრის, ცისკრის, დიდი და მცირე სადილის, შუაღამისა,
სერობა, სამეუფო ჟამნები, საღვთისმსახურო წიგნის ჟამნის, ფსალმუნთა,
გალობათა, ლოცვათა წიგნის კითხვის სადღეღამისო ციკლი, კითხულობენ
მგალობელნი და მეფსალმუნენი, გარდა კონდაკში, სამსახურში ლიტურგიული
ე. ი. წირვის ტექსტებისა, რომლებიც ცალკეა.
164
რელიგიის წარმოშობა – ფილოსოფიური და ისტორიული ერთერთი ძირეული საკითხი,
დაკავშირებული მრავალ პრობლემასთან, სადავო საკითხთან, პრიმიტიული
სახით ამაზე მსჯელობდნენ უკვე ანტიკური მოაზროვნეები ეპიკურე ძ. წ. 341 –
270 წ, ლუკრეციუსი ძ. წ. 99 – 55 წ, ცალკეული მოსაზრებები გამოუთქვამთ
ანაქსაგორეს, სოკრატეს, პლატონს, ყველა დროის იდეალისტებსა და
მატერიალისტებს, უწინარეს ყოვლისა ესაა რწმენა ზებუნებრივი ძალებისა და
თავისი ძირებით მომდინარეობს ადამიანის უძლურებიდან ბუნების ძალების,
გარემომცველი ბუნების წინაშე, რომელთა კონტროლის ძალა არ შესწევს,
ამიტომ ხსნის მიუწვდომელი ზებუნებრივი ძალების ჩარევით, ახვევს მას
პოეტურ სახეებში, ქმნის წარმოდგენებს სულებზე, დემონებზე, ღმერთებზე,
როგორც ბავშვი იგონებს უხილავ სახეებბს და მათ ესაუბრება თამაშის დროს,
რელიგიურ წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი
განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან, წარმოშობის პერიოდს ვარაუდობენ და
ფაქტებით ადასტურებენ ზემო პალეოლითიდან 20 – 40 ათასი წლის წინ,
უძველესი ფორმა რელიგიის წარმოშობისა იყო მაგია ჯადოსნური გზით
ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო
ცერემონიებით თუ შელოცვით გამოხატავდა მისი სასურველი მიზნის
მისაღწევად, ამასთან რელიგიის ძირები საძებნელია იმავე გარემოში თუ
სტიქიურ მოვლენებში, არა ადამიანის შემეცნებაში, I ჩანასახი რელიგიისა
გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ
ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა ქვას, ნიჟარას, თმას, ეს იყო ფეტიშის რწმენა,
შემდეგ მთავარია მაგიის ტოტემის რწმენა, ტომი გააღმერთებდა მისთვის
რომელიმე მნიშვნელოვან ცხოველს რომლის ხელყოფა არ შეიძლებოდა, III
ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართას სულების რწმენა ქალის სული
უპირატესობით მატრიარქატის დროს და მამაკაცისა პატრიარქატზე გადასვლის
შემდეგ, ბოლოს უკვე კლასობრივი საზის შექმნის შემდეგ თანდათან შეიქმნა
რწმენა ღმერთებისა, მთელი თეოგონია, მითების საოცარი სამყარო, რომელშიც
ადამიანთა საზთან ერთად მოქმედებდნენ ღმერთები, ქალღმერთები, დემონები,
ქაჯები, ჭინკები, ფერიები და ა. შ., ამრიგად უმარტივესი წარმოდგენები
მკვდარ საგნებზე იქცევა სრულყოფილ კოსმოგონიურ იერარქიად, მთელი
სამლოცველოებისა და საკულტო ცერემონიების თანხლებით.
167
რომლებიც განლაგებულან ინგლისში, შოტლანდიაში, ა. შ შ – ში, სადაც მათ
პრესვიტერული და კონგრეგაციული ეკლესიები ეწოდებათ, სათავეში დგანან
არჩეული პრესვიტერები და პასტორები, ბევრად არაფრით განირჩევიან
პრესვიტერული ეკლესიისაგან, 1875 წ დაარსდა რეფორმისტული ეკლესიების
მსოფლიო ალიანსი, რომელმაც გააერთიანა პრესვიტერები და რეფორმატორები,
რეფორმატორული ეკლესიებია. შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში,
უნგრეთში, ა. შ შ – ში, დას უკრაინაში, ჩეხეთში.
168
სალოცავ დღეს ეწოდა იონ – კიპური – საშინელი დღეები, როცა მარხულობენ,
ლოცულობენ, უკრავენ ვერძის რქის საყვირს შოფარა და სხვა.
169
გონება მხოლოდ უბრალო ლოგიკურ ოპერაციებს აწარმოებს, მისთვის
მიუწვდომელია არა მარტო ღმერთი არამედ ბუნების, ყოფიერების შეცნობაც
ღვთაების რწმენის გარეშე, ღვთისმეტყველთა განმარტებით არსებობს
აბსოლუტური ღვთაებრივი გონება და გონივრულად შექმნილი სამყარო, რაც
სინამდვილეში იგივე ადამიანის გონებაა ოღონდ ღვთაებრივ რანგში.
170
რჯულთშემწყნარებლობა და ასევე დღემდე.
სააბატო – არამეულად აბო მამა აქედან ლათ აბბას, აბატი, კათოლიკური მონასტერი
რომლის სათავეშიც დგას აბატი, დედათა მონასტერში აბატისა, შუა საუკუნეებში
ჰქონდათ თვალსაჩინო პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა, ფლობდნენ
მიწებს, რეფორმაციამ ბევრი სააბატო გააუქმა, ბევრიც ბურჟუაზიულ –
რეოლუციონერებმა დახურეს, დღესაც განაგრძობენ რელიგიური ფანატიზმის
გავრცელებას.
173
მოიწვია ავინიონის I პაპმა კლიმენტ V – მ საფრანგეთის ქ ვიენაში და ცნობილია
მკაცრი კანონებით
საკანონო – იხ წყევა.
177
საკრალური – ლათ საკერ წმინდა, 1. ზებუნებრივი თვისებებით აღჭურვილი
მითოლოგიური არსებები, გმირები, გამოგონილი არსებები წმინდა არსებათა
რანგში, 2. რწმენა, საიდუმლოება, ეკლესია, წმინდა რამ, 3. საეროს
საპირისპირო, რელიგიურ სფეროში წარმოსახული საგნები, ტექსტები,
მოქმედებანი, ეკლესია, ფორმულები, საკულტო შენობა და ა. შ
178
სამართალი კანონიკური, კანონიკა – ბერძნ. კანონ – წესი, დანიშნულება, საეკლესიო
სამართლის ნორმები, წესები, დადგენილებანი, რომელნიც აწესრიგებენ
ეკლესიის შინაგან ცხოვრებას, , ყრილობების დადგენილებებზე აგებული ეს
კანონები საეკლესიო სამართლის ნაწილს წარმოადგენენ.
179
ჰიპოსტასების, პირველსახეთა, ორეულების, წინამორბედების ან კიდევ
მნათობთა, დემიურგთა, შემოქმედთა მტკიცედ დადგენილი სამეული რომელიც
ერთიანია მაგრამ აქვს 3 სხვადასხვა სახე, ძირითადად გარდამავალი საფეხური
მრავალღმერთიანობიდან ერთღმერთიანობაზე, პოლითეიზმი, სამება,
მონოთეიზმი, ინდუისტურ მითოლოგიაში და ბრაჰმანიზმში ტრიმურტის
მთავარი წევრებია ბრაჰმანის უსახო სამეული ბრაჰმა, ვიშნუ და. შივა, აქედან
ბრაჰმა უზენაესი უსახო პრინციპია. შემოქმედისა, ვიშნუ შემნახავი, შივა
მზღვეველი, მათი რელიგიურ – ფილოსოფიური მთლიანობა ასახავს სამყაროს
წყობის, ქმნადობისა და ცვალებადობის პრინციპს, არის სხვა ტრიმურტებიც
აგნი – ინდრა ან ვაიუ, სურია ან კიდევ აგნის აქვს 3 ფუნქცია, 3 სტიქია ცეცხლი,
ელვა, მზე, რაც შეიცავს აგრეთვე ქმნილების, შენახვისა და ნგრევის ფუნქციებს,
ამავე სამების პრინციპითაა ნაკარნახევი სხვა ძველი რელიგიების სამზე აგებული
შემადგენლობანი, სამჯერ სამი ცხრა ან 12, ძველეგვიპტელთა 12 მთავარი
ღმერთი, ჰელიოპოლისის პანთეონი, ტრიადები, ბერძენთა 3 მთავარი ღმერთი
ზევსი ზესკნელის, პოსეიდონი ზღვათა ჰადესი ქვესკნელის მეუფენი, აგრეთვე
12 ოლიმპიელი ზევსის წრე, 3 მოირა, 9 მუზა, სამსახოვანი ჰეკატე, რომაელთა
ოჯახური სამება იუპიტერი, იუნონა, მინერვა, ან ცერერა, ლიბერა, ლიბერი,
შუმერული სამება ანუ, ენლილი, ეა, ურარტუს ტრიასი სახელმწიფო ღმერთი
ხალდი, ამინდის ღმერთი ტეშება, ტეშუბა, მზის ღვთაება. შივინი და სხვა,
სამების არსი მტკიცედ ჩამოყალიბდა და ღვთისმეტყველთა მთელი თაობების
მიერ განიმარტა ქრისტიანულად მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, I
გამოხატავს ყოვლის შემოქმედს, II მის ენერგიას აქტიურ მოქმედებაში, III კი
მისგანვე მიღებულ სასიცოცხლო სრულყოფას, გამიზნულობას, წარმართული
ტრიადებისაგან სადაც სამების წევრები სტიქიების სახით გადადიან
ერთიმეორეში ქრისტიანული სამება სრული თანხმობის, გაგების, სათნოების,
დიალოგის სამ განსხვავებულ სახედ ჩამოყალიბებული ერთიანობის პრინციპს
გულისხმობს, რაც მოკვდავისათვის მიუწვდომელია, ამით იხსნება მისი
ზეგარდმო ძალის გამოვლინება, მამა ღმერთი გაგებულია როგორც დაუსაბამო
პირველსაწყისი, ძე როგორც ლოგოსი სიტყვა, დასაბამით იყო სიტყვა, სული
როგორც სიცოცხლის მომნიჭებელი საწყისი, ქრისტე განსახიერებაა სიტყვის,
აზრის, ლოგოსისა, ხელოვნებაში სამება დიდხანს არ აისახებოდა, ან მხოლოდ
ხორცშესხმული ქრისტეს სახით აისახებოდა, შემდეგ ძველი აღთქმის აბრაამის
და სხვა მაგალითზე დაიწყო მამა ღმერთის, ძე ღმერთის და მტრედის სახით
სულიწმინდის ასახვა, ანდრია დელ კასტანიო 1455 წ, აღთქმის სამება
ნოვგოროდის ხატზე XV ს, რაფაელის, დიურერის და სხვათა ქმნილებებში,
180
ხატებში, საეკლესიო მხატვრობაში, იკონოგრაფიაში, ქრისტიანული დოგმატი
სამებისა გააფორმა კონსტანტინეპოლის საეკლესიო ყრილობამ 381 წ და
გამოაცხადა ის მიუწვვდომლად კაცის გონებისათვის, მისი სახელობის დიდი
დღესასწაული ათორმეტთაგანი აღინიშნება აღდგომიდან 50 დღის ერგასის დღის
შემდეგ და ეწოდება სულთმოფენობა, აღდგომიდან 50 დღის შემდეგ
მოციქულთა თავზე სულიწმინდის გადმოსვლის აღსანიშნავად როცა მათ იწყეს
ქადაგება იმ ენებზე რომლებიც აქამდე არ იცოდნენ, რათა ყველა ხალხში
ექადაგათ სათნოების რელიგია, სხვადასხვა ქვეყნებში დაუკავშირდა სასოფლო –
სამეურნეო სამუშაოების ციკლს და მიეცა ქრისტიანული შინაარსი, დაწესდა IV
საუკუნიდან, სამების სახელიდან მომდინარეობს მოგლახაკე ბერთა
ტრინიტარიების ორდენის სახელი, სხვა სარწმუნოებისადმი შეურიგებელი ამ
ორდენის მოვალეობა იყო მუსულმანთა მიერ ნაყიდ გატაცებულ ბავშვთა
დაბრუნება, ტრიპტიქი ეწოდებოდა სამკარედიან ხატს, ახლა კი ყოველ
სამნაწილიან სურათს უწოდებენ, ბუდისტური ტრიპიტაკა. შეიცავს
სამნაწილიან, სამპიტაკიან რჩევა – დარიგებებს, მოძღვრებას, ანდაზებს და ა. შ.,
სამების მთავარი საიდუმლო ფილოსოფიური არსი გამოხატა ფილოსოფოსმა
მღვდელმა ფლორენსკიმ, მთავარი სარწმუნო საბუთია, არსებობს რუბლიოვის
ხატის სამება, მაშ არსებობს ღმერთიც, 2 სამებობა – სულთმოფენობა,
სულიწმინდის მოფენა, საქრისტიანოს ერთერთი უდიდესი დღესასწაული
აღინიშნება აღდგომის ორმოცდამეათე დღეს, რადგან იმ დღეს ქრისტეს
მომავლინებელმა მამა ღმერთმა. შვილის თხოვნით გამოგზავნა სულიწმინდა,
რაც მოციქულებს მოეფინა მაცხოვრის ცად ამაღლების ორმოცდამეათე დღეს,
სახარებაში ამაზე არაფერი წერია, მაგრამ საკმაოდ ვრცლადაა მოთხრობილი
წიგნში საქმე მოციქულთა, შორეულ წარსულში მიწათმოქმედებასთან
დაკავშირებული 50 – ანი იქცა ებრაულ, მერე ქრისტიანულ დღესასწაულად,
სამება დღეს ქუჩებს, გზებს, ეკლესიებს მწვანით ფარავენ, სალოცავად მიდიან
თაიგულებით, იჩოქებენ იატაკიდან იღებენ ბალახს და გვირგვინებად წნავენ,
ჩამოიცვამენ ესეც წარმართულის გადმონაშთია, ხვნა – თესვის ჟამს გლეხები
ტყეში და ველებზე მწვანით იმოსებოდნენ, მას ავსულთა განდევნის ძალაც
ენიჭებოდა მაგიური მნიშვნელობით, სულიწმინდის მოფენას ლოგიკური
კავშირი არა აქვს სამებასთან გარდა იმისა რომ იმ დღეს მამა ღმერთმა ზე
ღმერთის თხოვნით სულიწმინდა გამოგზავნა დედამიწაზე, საიდუმლოს ვერ
ჩავწვდებით მაგრამ გვწამს ასეთია დევიზი, უკავშირდება ძველ სლავთა სენიკის
დღეობას, სამების მნიშვნელოვანი დოგმატი შემუშავდა და დამტკიცდა ნიკეის
181
325 და კონსტანტინეპოლის 381 წ საეკლესიო ყრილობებზე სახარებაში ეს
ტერმინი არაა, მოძღვრება დაამუშავა ორიგენემ III ს.
182
მიტრა – ქრისტიანულად გვირგვინი, მღვდელთმთავრისა, სარტყელი უღლის
ძალა, სამაჯურები, ენქერი, ბისონი – ზედა სამოსი სტიქარზე მოკლე, კვერთხი
ლითონის ან ხის Dშემკული ჯოხი სიმბოლო ძალაუფლებისა, ტიარა – პაპის
ძვირფასი გვირგვინი, სამმაგი ძვირფასი ქვებით მოოჭვილი და სხვა.
183
სანთელი – საკულტო, საეკლესიო დანიშნულების საგანი, რწმენის სიმბოლო, შუქის
წყარო და სიმბოლო მრავალ ქრისტიანულ – იუდაისტურ – ბუდისტურ
რელიგიაში, განსაკუთრებით ქრისტიანულ ეკლესიაში, სადაც ის
ღვთისმშობლის სიმბოლოცაა და უძველესი მაგიური მნიშვნელობის
მატარებელიც, ღმერთთან კავშირისა და ციურ სინათლესთან წილნაყარობისა,
ცეცხლის ძლიერებისა და მლოცველთა ნუგეშისა, რომლის სანთლის შუქით
უზენაესს ვეზიარებით, შეუძლია ავსულთა განრიდება, უკავშირებენ მამაკაცურ
საწყისსაც მაგრამ უძველესად თვლიან მატრიარქალურ საწყისს, სიცოცხლის
ხესთან კავშირს, იერს აძლევს დღესასწაულს, საერთოდ სანთელში ღრმა
მისტიკური საიდუმლო იგულისხმება, ამიტომ გახდა მედიცინის, საეკლესიო
სიწმინდის, მიკრო და მაკროკოსმოსის კავშირის სიმბოლო, XVII ს ანატომი ვან
ტულპი წერდა “სხვას ვემსახურები, თვით დავიწვები”.
სასაკმევლე – სამსხვერპლო.
სატანა – იხ ეშმაკი.
საცეცხლური – იხ სამსხვერპლო.
სახე – იხ ჰიპოსტაზი.
191
სვეტიცხოვლობა – მცხეთობა, ახალი დღესასწაული, რაც იმართება საქართველოს ძველ
დედაქალაქში 13 ოქტომბერს 1979 წლიდან, ისტორიასა და თანამედროვეობას
შორის კავშირს ცხადყოფს 12 ძეგლის გარშემო მოწყობილი ზეიმი სეირნობა,
სპორტული ვარჯიში, ფილმების ჩვენება და სხვა, ცალკე სვეტიცხოვლობა
დაკავშირებულია ქრისტეს კვართის, პერანგის ჩამოტანასთან მცხეთას ელიოზ
მღვდლისა და ლონგინოზ კარსნელის მიერ, რომელთაც ეს შეასრულეს,
ლეგენდის მიხედვით ისინი წარავლინეს იერუსალიმს, თან სიდონიას
დაუვალებია ავ საქმეში ნუ გაერევითო, სამსჯავროს არ დასწრებიან, ხოლო
როცა აღსრულდა მისი ჯვარცმა და მისი სიტყვები “განიყვეს სამოსელი ჩემი მათ
შორის და კვართსა ჩემსა განიგდეს წილი ეს კვართი მცხეთელებს ერგოთ, როცა
სიდონიამ ხელთუქმნელი კვართი გულში ჩაიკრა და იქვე მოკვდა, ვერ
ააგლიჯეს და კვართიანად დაკრძალეს, აქ ამოვიდა ლიბანის ნაძვი, კვიპაროსი,
როცა მირიან მეფემ იკითხა სად ავაგოთო ტაძარი მოციქულთა სწორ
მანდილოსანს ეს ადგილი აურჩევია, ნაძვი მოჭრეს, სვეტად განამზადეს მაგრამ
ვერ აღმართეს, ერი დაიშალა, ნინო და მხლებელი 2 ქალი იქვე დარჩა, სიზმრად
ნინოს ჭაბუკი გამოეცხადა, ქალწული ძირს დაემხო, ნათელმოსილი ჭაბუკი
სივრცეში ამაღლდა სვეტით ხელში, მალე სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა და
ზეზე დადგა, თან სურნელს აფრქვევდა, მეფემ და ერმა იხილეს და აქ აშენდა
სვეტიცხოველი, სადაც საუფლო კვართიც განისვენებს, ამ ლეგენდასთანაა
დაკავშირებული ბრწყინვალე ხუროთმოძღვრული ძეგლი საგალობელიც
სვეტიცხოვლისა “გიხაროდენ შენ სვეტო სიმტკიცეო ჩვენო” მიზნად ისახავს
რწმენის განმტკიცებას და კიდეც ასრულებდა ასეთ როლს გადამთიელ
მომხდურებთან ბრძოლებში.
192
ცხადყოფს რომ მათი უმეტესობა გარემოების მიხედვითაა განპირობებული, ასე
მეციხოვნეებს ესიზმრათ რომ ღამით მტრის ლაშქარი დაესხათ თავს და სიმაგრე
ცეცხლს მისცეს, ღამით დგებიან, გაერიდებიან და მართლაც განთიადისას
მტრის დიდმა ლაშქარმა ციხე მიწასთან გაასწორა, მცირე რაზმი და დედოფალი
გადარჩნენ, ცხადია ვისაც ესიზმრა ანალოგიური შთაბეჭდილებებით დაიძინა და
სიზმარიც ახდა, ქუჩაში მიმავალ კაცს ელანდება დიდი ხნის უნახავი მეგობარი,
ესიზმრება და მეორე დღეს მართლა. შეხვდება მას, ესეც მეხსიერების, გონების
მუშაობის შედეგია, ძილში თავის ტვინის დიდი ნახევარსფერო მეტნაკლებად
დამუხრუჭებულია, მაგრამ როცა ძილი ღრმა არაა მისი ზოგი ცენტრი მუშაობას
განაგრძობს და წარმოიქმნებიან ჩვენებანი შთაბეჭდილებათა და აზრთა
გამოძახილი თუ ანარეკლი სურათები, სახეები, ცენტრებს შორის უჯრედების
კავშირი ხშირად წყდება, ამიტომ ძილი ქაოტური და ფანტასტიკური ხდება,
სიზმრებს იწვევს ხმაური, შუქი, ტემპერატურის ცვლა, მეცნიერება ამას
სწავლობს და უარყოფს სიზმრის ყოველგვარ წინასწარმეტყველურ მაგიურ
ახსნას.
193
სიყვარული, რწმენა და იმედი – მართლმადიდებელი ეკლესიის ერთერთი
დღესასწაული, ამ სახელებით ცნობილი 3 ქალწულისა და მათი დედის სოფის
მოსაგონებლად, რომელნიც ლეგენდის თანახმად საშინლად აწამეს იმპერატორ
ადრიანეს დროს, რადგან ქრისტიანობაზე უარის თქმა არ ისურვეს,
დღესასწაული სიმბოლური ხასიათისაა და მიზნად აქვს ჩაგონება, რომ მთავარი
ქრისტიანული სათნოებაა ღმერთის რწმენა, მასზე იმედის დამყარება და მისი
სიყვარული.
სილაბუსი – ლათ სილლაბუს – სია, ჩვენი დროის დაბნეულობათა სია რაც შეიძლება
აკრძალულ წიგნთა სიის გვერდით დავაყენოთ, როგორც სასტიკი დოკუმენტი,
რომელიც პაპის ენციკლიკის დამატებით გამოუშვა პიუს IX – მ 1864 წლის 8
დეკემბერს, შეიცავს ახალი სიოს ქროლის დაუძინებელი მტრის გრაფ ფერეტის
პიუს IX მიერ მავნედ ცნობილ 80 ცნების უარყოფას, მათ შორისაა პანთეიზმი,
ნატურალიზმი, რაციონალიზმი, ლიბერალიზმი, პროტესტანტიზმი,
მეცნიერების თავისუფლება, პაპის უარყოფა, კომუნიზმი, 1907 წ გამოიცა ახალი
სილაბუსი მოდერნიზმის უარყოფა კათოლიციზმში.
სიმონ მოგვი – ებრაულად შიმონ ღმერთმა ისმინა, აქედან ბერძნ. – ლათ სიმონ,
სამარიელი ჯადოქარი, პეტრეს მოწინააღმდეგე, ბერძნ. მაგოს, ტერტულიანეს
და სხვა საეკლესიო მწერალთა მოწმობით გნოსტიკოსთა და ყველა ერესის
მამამთავარი, სიმონიანის ან ენენიანის სექტის დამაარსებელი, ნახსენებია
წიგნში საქმე მოციქულთა, კაცი ვინმე იყო რომელსა სახელი ერქვვა სიმონ,
194
გრძნებდა და განაკვირვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა, იტყოდეს
ვითარმედ ესე არს ძალა ღვთისა დიდი, არქიდიაკონმა ფილიპემ მონათლა, თავს
დიდად თვლიდა და როცა იერუსალიმიდან იოანე და პეტრე ჩავიდნენ და მათზე
სულიწმინდა გადმოვიდა სიმონმა მათ ვერცხლი შეაძლია, სულიწმინდის
მადლი მოითხოვა პეტრემ უარყო მისი მკრეხელობა რამეთუსა ნიჭსა მას
ხსნისასა ჰგონებ თასითა მოპოვნებას, აქედან სიმონია სამღვდელთმთავრო
თანამდებობის ფულით ყიდვა რაც ერთ დროს ფართოდ იყო გავრცელებული, იმ
დღიდან სიმონ მოგვი სიმონ – პეტრეს მოქიშპეა, ხოლო უფრო ღრმა აზრით
ქრისტესიც, რადგან მასავით ცად ამაღლება გაითამაშა, მზის დავარდნისას
დემონებს უნდა აეყვანათ მაგრამ პეტრემ მათ განდგომა უბრძანა და ცრუ იესო
ქვებზე დაენარცხა, პეტრე ქვა, სიმბოლიკა, მეორედ თავი დაიმარხა,
აღვდგებიო, რითაც თავი გამოიჩინა, როგორც ანტიქრისტეს წინამორბედმა,
ერთი თქმულებით კართან შავი ძაღლი დააბა, ვინც ქრისტედ არ მიწამებს ძაღლი
დაგლეჯსო, პეტრემ ძაღლი მიაბრუნა და პატრონი დააგლეჯინა, ამრიგად სიმონ
მოგვი მითსა და რელიგიას თავისებურად აკავშირებს, ის ითვლება
გნოსტიციზმის მამამთავრად.
195
ქოროები, ძველად მოზაიკებით ამკობდნენ, უძველესი სინაგოგებია ვორმსის XII
ს, ტოლედოსი XII – XIII ს, პრაღის XIII ს, შენობები გოტიკური ან მავრიტანული
ტიპისაა, ჩვენში კულტურული დანიშნულებისაა.
199
ფსიქოლოგიური დატვირთვით ტვინის უჯრედებზე შესაბამისი რეფლექსისა და
რეაქციისა.
200
სულთმოფენობა – იხ დღესასწაული სამება.
სუმა – არაბულად სუნა – გადმოცემა, წინაპართა ქცევა წესი, სანნა მოწყობა, ყურანის
განმარტება. შედგენილი 3 ხალიფის მიერ აბუ – ბექრი, ომარი და ოსმანი,
თავდაპირველად ძველ არაბთა თემობის ადათ – წესები და ქცევა, ისლამის
დამკვიდრების შემდეგ ასე ეწოდა მოთხრობებს ხადისებს, რომელნიც ასახავენ
მუჰამედის მოქმედებას და მოძღვრებას, გამონათქვამები და სხვა, ჯერ ზეპირად
გადმოეცემოდა, მერე იმდენი მოგროვდა რომ საჭირო გახდა ჩაწერა, სისტემაში
მოყვანა, ეს კრებული გახდა ღვთისმეტყველთა და იურისტთა კვლევის საგანი
რადგან შეიცავენ იმას რაც ყურანში არაა, ამ სახით მისი 6 კრებული იქცა
იურიდიულ კანონად, ლეგენდებისა და ისტორიული მოვლენების ეს
კანონიკური კრებული ძირითადად შეადგინეს მუჰამედ იბნ ისმაილ აბუ ბეკრმა
ალ ბუხარიმ 810 – 861 წ და მუსლიმმა ოსმანი 817 – 875 წ.
204
სქემოსანი – ბერი, რომელმაც თავის მოძმეებზე უფრო მძიმე ასკეტური აღთქმა დადო,
მარხვა, განდეგილობა და სხვა.
207
ნაწილში მლოცველნი, ეს ადგილი გამოიყოფა საკურთხევლიდან კანკელით,
კედლით, რომელზეც ხატებია, ზემო კანკელზე კი ჯვარია, კანკელის შუაშია
აღსავლის კარები, გადის საკურთხეველში, მასზე გამოსახულია ხარება და
წმინდა მახარებლები, შემდეგ სხვადასხვა წმინდანთა ხატებია, კანკელის წინ
შემაღლებულ ადგილზე ამბიონია საიდანაც ისმენენ ქადაგებას ან კითხულობენ
სახარებას, მცირე უსაკურთხევლო ტაძარს ეკვდერს ეძახიან, საერთო ფორმა
ქრისტიანული ტაძრისა პირველ საუკუნეებში იყო ბაზილიკა სამ ან ხუთნავიანი,
ოთხკუთხი, ხომალდივით დაგრძელებული, ორ ან მეტანძიანი, სიმბოლურია
თითქოს ხომალდია და მიდის ზღვად წარმოდგენილ ქვეყანაში სარწმუნოების
გზით, გუმბათიანი ანთებული სანთლის ფორმისა, ოთხკუთხედი ჯვრის
ფორმისა ეკლესია დაფუძნებულია ჯვარზე, ვარსკვლავისებური სიმბოლო
ბეთლემის ვარსკვლავისა, რომელსაც მიჰყვებოდნენ აღმოსავლელი მოგვები
ბეთლემის ქვაბისაკენ და უნათებს გზას მორწმუნეებს სასუფევლის გზაზე,
სფეროს ფორმისა, სფერო უსასრულოა როგორც ეკლესია, მრგვალი გუმბათი
ცარგვალს მოგვაგონებს, თავზე ჯვარი ჯვარცმა, გუმბათთა რიცხვი 1 იესო, 3
სამება, 5 ქრისტე და 4 მახარებელი, 7 შვიდი საიდუმლო და 7 საეკლესიო
ყრილობა, 13 ქრისტე და მოციქულები, ასე სიმბოლურია სარწმუნოება რომელიც
თვინიერ საქმეთა მკვდარ არს, ტაძრის დანიშნულებაა მორწმუნეთა მიზიდვა,
ტაძრები ჰქონდათ ძველ ხალხებსაც, განსაკუთრებით დიდებული იყო ანტიკურ
საბერძნ. ეთში და რომის ტაძრები ოლიმპიელი ზევსის, ათენას, აპოლონის,
პოსეიდონის მარსის, ისიდას, ვენერას და რომის მინერვას, იანუსის და სხვა.
208
ტიარა – ბერძნ. – სპარსული სიტყვიდან რომის პაპის გვირგვინი ქრისტეს ეკლის
გვირგვინის მდიდრული სიმბოლო, სამმაგი თავსამკაული ნიშნად პაპის სამმაგი
ძალაუფლებისა ქრისტეს მოადგილე, ეკლესიის მეთაური და მეფეთა
მბრძანებელი, შემკულია ძვირფასი თვლებით, თავზე ჯვარი აქვს.
211
შერყეულია და სულის ცალკე არსებობა უარყოფილია, მაგრამ მაინც ძლიერია
მისი რწმენა რასაც ემყარება მოძღვრება საიქიოს ცხოვრებაზე.
213
ურვადი, ურვათი, ყალიმი, ქედილი, მიზდი, მეჰრა – ქმრის ან მისიანების მიერ
ცოლისათვის გადახდილი თანხა ან ქონება მშობლებისათვის, დადგენილია.
შარიათის კანონით და გავრცელებულია მაჰმადიანურ სამყაროში იმ დროიდან
როცა ქალმა დაკარგა გვარ – ტომში ძალა და გახდა მამაკაცის საკუთრება, აღებ –
მიცემობის საგანი, თუ კაცი ცოლს გააგდებდა ასევე იხდიდა გასამრჯელოს.
214
უცოდველობა, უბიწობა მარიამისა – სულიწმინდის მოვლინებით რომ შვა იესო
ქალწულმა, იოსების სარძლომ, დოგმა რომლის მიხედვითაც პაპი უცოდველია
და ყოველი მისი სიტყვა ამბიონიდან თქმული ჭეშმარიტებად ცხადდება რაც
ღვთაების ნებაა, საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ ამ დოგმის გატანას,
მაგრამ მეტად მძიმეა მრავალი პაპის შეცოდებანი რომ მისი დამტკიცება იოლად
მოეხერხებინათ, დოგმა დამტკიცდა მხოლოდ 1870 წ ვატიკანის საეკლესიო
ყრილობაზე პიუს IX – ს დროს, ვატიკანის II ყრილობამ დაადასტურა.
215
ფატალიზმი – ლათ ფატალის საბედისწერო, წინასწარდადგენილი, მრავალი
იდეალისტური მოძღვრების განუყოფელი ნაწილი, ანტიმეცნიერული
თვალსაზრისი რომლის მიხედვითაც ბუნებაში, საზში თუ პირად ცხოვრებაში
ბედი და წერა წინასწარგანსაზღვრული და უსაშველოა, ადამიანი პასიური და
უმოქმედოა იქ სადაც ყველაფერი ღვთიურ ძალას მიეწერება და მოსავალი
გარდუვალია, ასეთი სულისკვეთებაა გამეფებული ისლამში, იყო
კალვინიზმშიც, ზოგი რელიგიური მიმდინარეობა ცდილობს წინ წამოსწიოს
ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მაგრამ ვარდება წინააღმდეგობაში რადგან
უფლის დადგენილ ბედს ცალკე კაცი წინ ვერ აღუდგება, შეუთავსებელია
მეცნიერული თვალსაზრისითაც, ადამიანი ვერ შეცვლის კანონს, მაგრამ ეს არ
ნიშნავს მის პასიურობას და უიმედო თავგანწირვას, ფანატიზმი ესაა მონური
მორჩილება იდეის ან დესპოტური სინამდვილის ბრმა რწმენა და მისთვის
თავგანწირვა ომისა თუ მშვიდობის დროს.
218
მიტროპოლიტი ისიდორე ბერძენი გადააყენეს რითაც რუსული სახელმწიფო
გაძლიერდა, მერე ბიზანტიამაც უარყო, 1443 წ იერუსალიმის ყრილობამ უნია.
შეაჩვენა.
219
ტაბუ დაადო შემდეგ კი მამა გააღმერთა კიდეც, დროთა მანძილზე აიკრძალა.
შერეული ქორწინება სისხლით ნათესავთან, დაწესდა ეგზოგამია, ქორწინება
უცხოსთან, მეორე მხრივ პირველყოფილი ადამიანი ფსიქიკურად ჰგავდა
ახლანდელ ნევროტიკს, ყოველივე ამას საფუძვლად დაედო ბავშვის
შეუცნობელი მიდრეკილება ეროტიკული ჟინის ლიბიდოსადმი დედის ან
მამისადმი, რითაც ახსნა ფროიდმა ოიდიპოსის ტრაგედია დედასთან ცხოვრება,
ოიდიპოსის კომპლექსი ფსიქოანალიზში ღრმად დამკვიდრდა და მრავალი
მეცნიერული, რელიგიური თუ ლიტერატურული დავის საგნად იქცა, ფროიდი
ამით ხსნიდა ტოტემიზმის და რელიგიის არსს, რაც მისი მთავარი სუსტი
ადგილია, ობიექტისადმი სიყვარულის გამოცხადება რელიგიის ასახსნელად
სრულიად უვარგისი ჰიპოთეზაა, მამის მოკვლის წარმოსახვითი იდეა დარჩა
ფროიდიზმის ქვაკუთხედად, ამაზეა აგებული მისი შრომები, სიზმრების ახსნა,
1900 წ, ტოტემი და ტაბუ, მოსე და მონოთეისტური რელიგია, ფსიქოანალიზი,
სექსუალური თეორიის შესავლდან და სხვა, მან უარყო ისტორიული და
სოციალური ბაზა მთელი თეორია ააგო სქესობრივ მიდრეკილებაზე,
ნევროზებზე, სიზმრებზე, ეჭვიანობაზე და ეს მონაცემები აქცია დიდი
სოციალური მოვლენის რელიგიის ქვაკუთხედად, ამით ეთნოგრაფებში ბევრი
მოწინააღმდეგე გაიჩინა, იუნგმა უფრო გააძლიერა იდეალისტური მხარე,
ეკლესიამ ჯერ მტრულად შეხედა ფროიდიზმს, შემდეგ გამოიყენა I შეცოდების
მეცნიერულ დასაბუთებად.
220
ფუნდამენტალიზმი – ფართო გაგებით რელიგიური დოგმატიკის სრული უცვლელობა,
რელიგიურ წიგნებში გადმოცემული ყოველი მოვლენის ბრმად რწმენა,
ყოველგვარი სიმბოლიკისა და ალეგორიული განმარტებების გარეშე, რელიგიის
ყოველი მითითების მორჩილება, ამ აზრით იხმარება ცალკეული რელიგიური
მიმდინარეობების მიმართ, ვიწრო გაგებით ესაა ორთოდოქსალური
მიმდინარეობის აღმნიშვნელი ტერმინი თანამედროვე პროტესტანტიზმში,
რომელიც უარყოფს მოდერნისტულ სულისკვეთებასა და ლიბერალიზმს
ქრისტიანობაში, წარმოიქმნა ამერიკაში I მსოფლიო ომის წინ, გადაჭრით უარყო
რაიმე სიახლე დოგმებში, აღიარებს ბიბლიის სრულ უცოდველობას, კრძალავს
მის კრიტიკასა და განმარტებებს, ფართოდ გავრცელდა და 1919 წ
ფილადელფიაში დაარსდა ფუნდამენტალისტთა მსოფლიო ასოციაცია,
პრეზიდენტი რაილე, 1955 წ შესუსტდა, 60 – ან წლებში ისევ გაძლიერდა
კრიზისთან დაკავშირებით.
ქააბა – არაბულად კუბი კააბ, მუსულმანთა წმინდა ტაძარი მექაში, სადაც ყოველი
ქვეყნის მორწმუნე თავს მოვალედ თვლის მოსალოცავად ჩავიდეს რადგან
ითვლება ისლამის 5 სვეტის ერთერთ უცილობელ აღთქმად, იქ არის წმინდა.
შავი ქვა, რომელიც თითქოს ზეცით მოძღვნილია და მისი ამბორი
მართლმორწმუნე მუსულმანს უდიდეს მადლად ეთვლება.
221
ქადაგი – მოძღვარი, ხატის მსახური ძირითადად ხევსურულ მითოლოგიასა და
რელიგიურ რეგიონში, მისანი, წინასწარმეტყველი, მჭერმეტყველი, რომელიც
ექსტაზის წუთებში წარმოთქვამდა მომავლის მაუწყებელ ფორმულებს როგორც
ბერძენთა ორაკულები და ბიბლიური წინასწარმეტყველნი, ოღონდ უმთავრესად
ადგილობრივი ბედის განჩინებას, ოჯახის, გვარის, ხევის ამბავს რაც
ჩვეულებრივ მსხვერპლის განსაზღვრასაც შეიცავდა, შეადარეთ შამანი, სალოსი.
ქალკედონელები – იხ მონოფიზიტები.
ქრისტე იესო – ბერძნ. ხრისტოს – – ცხებული, მესია, დავითის ძე, ძე კაცისა, იაჰვეს
მონა, მაცხოვარი, მხსნელი, სამების ებრაულად მაშიახ მეორე წევრი, უდიდესი
რელიგიის ქრისტიანობის დამფუძნებელი, შვა უბიწო ქალწულმა მარიამმა,
რომელსაც წინასწარ ანგელოზმა ახარა უფლის ნება, მოევლინა სულიწმინდა
მტრედის სახით და ბეთლემის ქვაბში შვა მესია, მამობილმა იოსებმა ეგვიპტეში
გაარიდა ებრაელთა ტირან ჰეროდეს, რომელმაც იმ ღამეს შობილი უთვალავი
ყრმა გაჟლიტა, რათა ძე ღვთისა ისრაელთა მეფე მოესპო, ის კი გადარჩა,
გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა
მოწაფეები 12 მოციქული, განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს
შეიპყრეს იუდას ღალატით, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი
აზიდვინეს გოლგოთის გზაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, 3 დღის
შემდეგ კი საფლავი გაიხსნა და ცად ამაღლდა, მთელი ეს ამბები მოთხრობილია
ოთხ კანონიკურ სახარებაში მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი, ძე ღვთისა
იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს,
223
სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ახალ სარწმუნოებას, ჯვარცმის წინ
უფალს შეევედრა “ამაცილე სასუმელი ესეო”, მაგრამ ანგელოზმა ფიალა ახლოს
მიუტანა და მან ფსკერამდე დაცალა, უდრტვინველად შეეგება სინედრიონის
განაჩენს, სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი, იტვირთა ცოდვილთა ტვირთი
რისთვისაც უწოდებენ მესიას, მხსნელს, მაცხოვარს, მუდამ იყო დავა იმაზე
ღმერთის საწყისი სჭარბობს იესოში თუ ადამიანისა, ზოგი თვლიდა რომ ის
უბრალოდ წმინდანი კაცი იყო, ზოგი ღმერთად აღიარებს, ქრისტიანებს სწამთ
იესოს მეორედ მოსვლა, როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და როცა
მაცხოვარი განიკითხავს და თავთავის ადგილს მიუჩენს ცოდვილთ და
უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას, ჰილიაზმი,
ერთერთი მთავარი საკითხია ქრისტეს ვინაობის პრობლემა, ბიბლიის მეცნიერ –
კომენტატორები ამტკიცებენ რომ სასწაულები რომლებიც ქრისტეს მიეწერება,
აგრეთვე გარემოებანი რომლებშიც ისინი ხდებოდა, დაბადება, მოღვაწეობა, ცად
ამაღლება ახალი აღთქმის ურიცხვი ავტორის მონაგონია, ხოლო ქრისტეს
პიროვნების საკითხში 2 მთავარი მოსაზრებაა ისტორიული, რომლის
მიხედვითაც არსებობდა ნიჭიერი და გავლენიანი მქადაგებელი, რომელიც
შემდეგ მოწაფეებმა გააღმერთეს, II მოსაზრება მითოლოგიური სკოლისა
ამტკიცებს რომ თავდაპირველი ღმერთი თანდათან ადამიანობას დაუკავშირეს,
ქრისტიანობას ნიადაგი მოუმზადა ბიბლიურმა აღთქმამ მესიის მოვლინების
რწმენამ, რაც ხორცს ისხავს ქრისტეს შობით, ესაა დავითის ძე, უფლის ძე
რომელიც კაცთა მოდგმის შეცოდებას ემსხვერპლა, ეს სახე ასე ღრმად და
ყოვლისმომცველად დამუშავებული ლიტერატურასა და ხელოვნებაში
ქრისტიადა, მესიადა, ღვთაებრივი კომედია, დაკარგული სამოთხე და სხვა
აღორძინების და. შემდგომი ხელოვნება მუსიკა, ღვიძლი შვილია მითისა,
ისტორიისა და სოციალური ძვრებისა, რომელთაც ის განაპირობეს.
225
ქრისტიანთა რიცხვი მილიარდზე მეტია, ქრისტიანობის დამფუძნებელია
ქრისტე, მესია, ბერძნ. ული და ლათინური ენების წყალობით სწრაფად
ვრცელდებოდა რომის იმპერიაში, გადმოცემით თომა ქადაგებდა ინდოეთში და
სპარსეთში, ანდრია კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი ეგვიპტეში, პეტრე და
პავლე 64 წ აწამეს რომში, უკანასკნელი მოციქულთაგან ეფესოში გარდაიცვალა
იოანე, მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა, მათაც დევნიდნენ იოანეს
მოწაფე ეგნატე 107 წ რომში მხეცებს დააგლეჯინეს, იქვე აწამეს პოლიკარპე,
ეკლესიის გარშემო გაერთიანდნენ თემობანი და ებრძოდნენ ერესებს, პირველ
ქრისტიანთა ტვირთი მძიმე იყო, დევნიდნენ, დასცინოდნენ, პოლიტიკურ
ბრალდებებს უყენებდნენ, ტრაიანემ შეკრებები აუკრძალა, იცავდნენ
ტერტულიანი, ავგუსტინე, ტაციანი, წმ ავგუსტინემ მოძღვრებით
სახელმწიფოზე საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სახელმწიფოში,
კონსტანტინემ ცნობილი სასწაულის შემდეგ იწამა და ნება დართო
ღვთისმსახურებისა, , ჩვენში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 326 წ,
სომხები მოიქცნენ 396 წ შემდეგ, რუსეთში 988 წ.
227
სოციალიზმი, გათქვიფოს სოციალიზმი ქრისტიანობაში, ქადაგებენ რომ ქრისტიანობაში
სახარებაში პირველად ჩაისახა სოციალიზმის იდეები, პირველად იქადაგეს
ევანგელისტებმა სოციალური თანასწორობა, მხოლოდ ქრისტიანობას შეუძლია
სოციალური უთანასწორობის მოსპობა.
ქურუმი – ლათ პონტიფექს, ბერძნ. ჰიერენ, გერმ პრისტერ, კულტის მსახური უფრო
პოლითეისტურ რელიგიებში, წინაკლასობრივ საზშივე ასრულებდა საკულტო
წესებს და ჰქონდა განსაკუთრებული პრივილეგიები, პოლიტიკური
ძალაუფლება, ძველეგვიპტელთა ფარაონები და უზენაესი ქურუმნი
სახელმწიფოს მმართველნი ძველ შუამდინარეთში, მექსიკაში, ამონს ჰყავდა
ძლიერი ქურუმი, შუმერთა უზენაესი ქალღმერთის ნანას ქურუმი I ქალი იყო
ქვეყნისა, ეს არ იყო მარტო რელიგიური ტერმინი, მითოლოგიური სიუჟეტებიც
დიდ როლს თამაშობდა, აპოლონის ქურუმი იყო ლაოკოონი, ქურუმები
ჰყავდათ პოსეიდონს, არესს, ცერერას, ათენას და არტემიდეს ქურუმ ქალებს
ქალწულობის აღთქმა უნდა დაედოთ, დიდად პატივდებულნი იყვნენ
რომაელთა ვესტალები, ქურუმები იყვნენ იფიგენია, კასანდრა, დიონისეს
ქურუმი სიბრძნის სიმბოლოც იყო, აფროდიტესი სიყვარულის ერთგული,
228
ხშირად ქურუმთა გაერთიანება მძლავრ კორპორაციას ქმნიდა, მსხვერპლის
შეწირვის გარდა მრავალ სხვა სახელმწიფოებრივ საქმეებსაც უძღვებოდა,
თანამედროვე რელიგიებში მღვდელსა და ქურუმებს შორის პრინციპული
განსხვავება არაა და ეს ჩანს ტერმინებითაც მართლმადიდებელთა მღვდელი
იგივე იერეი ქურუმი, იგივე პაპის ერთერთი ტიტული პონტიფექს – მაქსიმუს
უზენაესი ქურუმი.
229
ნეტარმა ავგუსტინემ და სხვებმა დაამუშავეს საეკლესიო დოგმატიკა, დატოვეს
რელიგიის მეცნიერების სარწმუნოების სისტემა, დროთა მანძილზე
ღვთისმეტყველებაში გამოეყო დარგები ისტორიული თეოლოგია რელიგიის
წარმოშობის და განვითარების შემსწავლელი, სისტემატური დოგმატიკა
პრაქტიკული საეკლესიო ცხოვრებისა ბიბლიისა ძველი და ახალი აღთქმის
შემსწავლელი დარგი, შუა საუკუნეებში ღვთისმეტყველება იდეოლოგიის
გაბატონებულ ფორმად იქცა, როგორც მძლავრი პოლიტიკური მიმართულება,
ეკლესიის დოგმატები იქცა იმავე დროს პოლიტიკურ აქსიომებად, ხოლო
ბიბლიურმა ტექსტებმა ყოველ სასამართლოზე მიიღეს კანონის ძალა, ყოველ
რელიგიას აქვს თავისი ღვთისმეტყველური სისტემა, ქრისტიანობაში არჩევენ
კათოლიკურს, მართლმადიდებლურ, პროტესტანტულ ღვთისმეტყველებას,
ყოველ მათგანს აქვს ისეთი დოგმატიკური წარმოდგენები, რომელთაც სხვა
იგივე ქრისტიანული ღვთისმეტყველებანი არა მარტო არ ცნობენ არამედ გმობენ
კიდეც, ყოველ ღვთისმეტყველებას აქსვს სხვადასხვა საგანთა დისციპლინების
ჯგუფი, ყოველი მათგანი ხსნის რწმენისა და კულტის გარკვეულ სახეობებს აქ
შედის ძირითადი აპოლოგეტური, დოგმატიკური, ეკლესიოლოგიური,
ეგზეგეტიკური, საეკლესიო არქეოლოგია და ა. შ., მჭიდროდ უკავშირდება
თეოლოგიას აგრეთვე რელიგიურ ფილოსოფიას.
230
ღვთისმშენებლობა – რელიგიურ – ფილოსოფიური მიმდინარეობა, ჩაისახა 1905 – 07 წ
რეოლუციის დამარცხების შემდეგ, მიზნად ისახავდა ახალი რელიგიის შექმნას
უღმერთოდ, გამოხატავდა წვრილი ბურჟუაზიისა და ბურჟუაზიული
ინტელიგენციის შიშს სტოლიპინის რეაქციის წლებში, ქადაგებდნენ რომ
მარქსიზმი თავისებური ახალი რელიგიაა, თანასწორობას და ძმობას ქადაგებს
და ქმნის სოციალისტურ რელიგიურ შეგნებას, რელიგია წარმოდგენილი
ჰქონდათ როგორც ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალი, რომელსაც უნარი აქვს
1 დროშის ქვეშ გააერთიანოს კაცობრიობა.
231
შემქმნელი და მმართველი, ყოვლისშემძლეა, უბრძენესი, უმშვენიერესი და
უზენაესი რომელიც ერევა ან არ ერევა მის მიერ შექმნილი სამყაროს ცხოვრებაში,
ქრისტიანული გაგებით ღმერთია ჭეშმარიტება, სიკეთე და სილამაზე,
სხვადასხვა რელიგიებში ღმერთები არიან უკვდავნი და მოკვდავნი, მკვდრეთით
აღდგებიან ან ქვესკნელშივე რჩებიან სულთა გამგებლად, მოკვდავებს შეუძლიათ
მათთან ბრძოლა და გამარჯვებაც კი, ჩრდილოეთის დევგმირთა და ბუმბერაზთა
ბრძოლა ღმერთებთან, არესის დაჭრა ბრძოლის ველზე, ჰერაკლეს მიერ
თანატოსის შებოჭვა, ჰადესის დაჭრა, მდინარის ღმერთის დამარცხება, ბუდას
სიკვდილი, ქრისტეს ჯვარცმა და სხვა, ღმერთების შექმნა თვით იდეა
პირველყოფილ ადამიანთა. შორის აიხსნება მათი უძლურობით ბუნების ძალების
წინაშე, ამ ძალთა განსახიერებით, განსახიერებისაკენ მიდრეკილებამ შექმნა
ყველგან ღმერთები, ბუნების ძალების გარდა ადამიანებს ჩაგრავდა სოციალური
ძალაც ფეოდალები, დამპყრობლები, მონათმფლობელები და ა. შ., ამ ძალებსაც
თავიანთი ასახვა ელოდათ, ფანტასტიკური სახეები რომელზეც თავიდან
ასახავდნენ მხოლოდ ბუნების საიდუმლოებით მოცულ ძალებს შემდეგ იძენენ
საზოგადოებრივ ატრიბუტებსაც და იქცევიან საზოგადოებრივი ძალების
წარმომადგენლებად, ბუნებისა და სოციალური ელემენტები ღმერთების სახით
ითქვიფება ერთიმეორეში და იქცევა მთელი რეალური სამყაროს განსახიერებად,
ასე ბერძენთა ღმერთი ჰერმესი ითვლება ერთდროულად ვაჭრობის,
მჭერმეტყველების, ტანვარჯიშის, კეთილდღეობის, ქურდების მფარველად და
იმავე დროს სულთა გამცილებელია საიქიოში ჰადესის სამეფოში, ღმერთის
ფანტასტიკური იდეის წარმოშობაზე ფიქრი უკვე ანტიკურ სამყაროში დაიწყო, ძ.
წ. VI – V ს საბერძნ. ეთში ჩაისახა ეჭვი, შეხედულება რომელმაც შემდგომ
განვითარება მიიღო ნატურალისტურ თეორიაში, ღმერთს უკავშირებდნენ
ადამიანის უძლურებას, რომ აეხსნა ბუნების სტიქიური ძალები,
ანთროპოლოგიური თეორია რომლის მიხედვითაც ესაა გაღმერთებული
ჰეროსების გამოჩენილი ადამიანების კულტი და ბოლოს სიცრუის თეორია ე. ი.
ქურუმთა მონაგონი ღმერთების შიშით ადამიანის მორჩილების უკვდავყოფა, ამ
თეორიებს იზიარებენ შუა საუკუნეების და ახალი დროის ცნობილი
მოაზროვნეები, ძველ საბერძნ. ეთში ტრადიცია და ტირანები უკვე სასტიკად
ებრძოდნენ უღმერთობას, მცირე ეჭვიც კი სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა
ყველას ვინც ღმერთის უარყოფას შეეცდებოდა, ბრძენი სოკრატე სასამართლომ
უღმერთობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა, მის მასწავლებელს ანაქსაგორეს
სიკვდილი ელოდა რომ პერიკლეს არ ეხსნა გაქცევით, რომელიც უარყოფდა
ღმერთებს, ღმერთი ქურუმთა გაბატონებული წოდების საყრდენი იყო,
232
მორწმუნენი ათეისტებს ასეთ ლოგიკას უპირისპირებენ, თქვენ ებრძვით ღმერთს
მაშასადამე ის არსებობს და თუ არ არსებობს რას ებრძვით, ღმერთზე არსებული
წარმოდგენის ფსიქოლოგიური საფუძვლები ლ ფოიერბახმა ახსნა მან დაამტკიცა
რომ ღმერთის იდეის შინაარსი მდგომარეობს ადამიანის არსების
აბსოლუტიზირებულ წარმოსახვაში, XIX ს ბბატონობენ მითოლოგიური,
ანიმისტური და სოციოლოგიური სკოლები, რომელნიც სხვადასხვაგვარად
წყვეტენ ღმერთის წარმოშობისა და რაობის საკითხებს, მითოლოგიური სკოლა
გრიმები, მიულერი ამას ხსნის როგორც სხვადასხვა კოსმიური მოვლენის მზის,
მთვარის, ცთომილების, ვარსკვლავთა მოძრაობის განსახიერებად, ანიმისტური
სკოლა ტეილორი, სპენსერი ვარაუდობენ, რომ ღმერთი სუფთა რწმენის
ეოლუციის შედეგია, სოციოლოგიური სკოლის დურკ ჰაინის აზრით ესაა თვით
საზის გაღმერთება, მეცნიერების განვითარებამ თითქოს ღმერთების რწმენას
თითქოს ნიადაგი გამოაცალა ასტრონომი ლალანდი ამბობდა “მე გამოვიკვლიე
მთელი ცა, მაგრამ ვერსად ვიპოვე ღმერთის კვალი”, თუმც რწმენა ისევ
არსებობს, ჩვენი დევიზია ღმერთი არს სიყვარული წმ იოანე.
235
სპარსული შეძახილია. შაჰსეი ჰუსეინ, ვაჰსეი ჰუსეინ, იყენებდნენ რელიგიური
ფანატიზმის გასაღვივებლად.
237
ქადაგებდა მცხეთის მახლობლად სადაც კლდის კედელთან ააშენა მისი
სახელობის უნიკალური ტაძარი, იქვეა მისი სამარე.
შიოობა – ასურელი მამის შიო მღვიმელის ხსოვნის დღე 15 თებერვალს, შიო ცხოვრობდა
VI ს ბოლოს, სირიელი აზნაურის ოჯახიდან უნდა ყოფილიყო, სიყრმიდანვე
შეისწავლა ყოველი წერილი და თარგმანება, ბერად აღიკვეცა იოანე
ზედაზნელთან, მერე სხვა 11 მოწაფესთან ერთად ქართლში გადავიდა, იყო
ზედაზენს, შემდეგ მცხეთასთან, სარკინეთში დააარსა სავანე, თავი მოუყარა
2000 ბერს, მათი თხოვნით დაწერა განდეგილობის წესები სამოც წიგნად,
ადგილად აირჩია სარკინეთის მღვიმე “ადგილსა კაცთაგან უვალსა, კლდეთა და
მაღნართა საშინელთა, მუნ ჰპოვა ქვაბი ერთი და დადგნა მას შინა”, იქ უძლებდა
ყველა განსაცდელს, დიდ ასკეტს საზრდოს მტრედი უზიდავდაო, ასწავლიდა
და ლოცულობდა, განდევნა მავნე და ქვეწარმავალი, დღესასწაული მისი
სახელობისა აღინიშნებოდა ყველიერის ხუთშაბათს “ამ დღეს ჩამოვა ნათელი
მისი და ყოველთა ერთა განანათლებს ქართლისათა”, ათცამეტ მამათაგან
გამორჩეული შიო უკვდავყოფილია ქართული ხუროთმოძღვრული შედევრით
შიომღვიმის მონასტრით რომლის სიღრმეშიც მისი ნეშტი განისვენებს,
239
შტუნდიზმი – გერმანულად შტუნდე – საათი, ლოცვის კითხვის საათი გერმანელ
კოლონისტებთან, დღიური მუშებისათვის, ქრისტიანული სექტები სამხრეთ
რუსეთში რუს და უკრაინელ გლეხებს შორის, დასავლელი პროტესტანტების
ზეგავლენით XIX ს შუახანებში, ეს იყო ღარიბთა სექტები, რომელთა წევრებიც
რელიგიურ თემებში ეძებდნენ თავიანთი სოციალური ოცნებების ხორცშესხმას,
ახლოა ბაპტიზმთან, ეყრდნობოდნენ ბიბლიას, უარყოფდნენ საიდუმლოებათა
უმრავლესობას, დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ ღმერთის შინაგან თანაარსებას,
როცა რუსეთში ბაპტიზმი გავრცელდა შტუდისტები მათში გაითქვიფნენ.
241
წინააღმდეგობად და მძიმე შეცოდებად, იმსახურებს ღვთის რისხვას, მძიმე
სასჯელს, პირველქმნილი ცოდვა ჩაიდინეს ედემში ადამმა და ევამ რომელთაც
აკრძალული ხილი, ტრადიციის თანახმად ვაშლი ჭამეს მიუხედავად ღმერთის
გაფრთხილებისა და ამით კაცთა მოდგმას დაატეხეს უდიდესი ტრაგედია რასაც
დღემდე ბოლო არ უჩანს, რამაც კაცობრიობა ბოროტ გზაზე დააყენა, საჭირო
გახდა უდიდესი მსხვერპლი ღმერთის სისხლი რათა ამ ცოდვისათვის ადამის
ტომს თავი დაეღწია, ძე ღვთისა იესო ქრისტე ამ მიზნით ნებაყოფლობით ავიდა
გოლგოთაზე, ჯვარს ეცვა და გამოისყიდა ადამიანთა ცოდვა, ეს არ ყოფილა
ახალი ამბავი, ყველა რელიგიას ახასიათებდა გამოსასყიდი მსხვერპლის შეწირვა,
ღმერთის საამებლად ცხოველთა თუ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა და არც
ღმერთი ყოფილა გამონაკლისი, ქრისტიანობამ ეს იდეა მხოლოდ გადაამუშავა,
კლასიკურად დაამუშავა ქრისტეს ჯვარცმის სახით, მაგრამ ცოდვას ბოროტებას,
დანაშაულს საზღვარი არ დაედო ის გრძელდება და უფრო მძიმდება კიდეც, შუა
საუკუნეებში ყოველი დიდი უბედურება ჭირი, წყალდიდობა, ომი ცოდვის
კითხვად ითვლებოდა.
245
გადმოცემა, ტრადიცია, სარიტუალო სისტემა გადმოღებულია წარმართულიდან
რასაც საღვთისმეტყველო ლიტერატურა წარმართულს უწოდებს.
248
თვლიდნენ, მაკედონელის მამად ამონს, ბიბლიური სიტყვა ემანუელი – ღმერთი
ჩვენთანაა ანალოგიას პოულობს ესაიას წიგნში სადაც ლაპარაკია ღმერთის
უბიწოდ ჩასახვაზე “აჰა ქალწულმა მუცლად იღოს და. შვას ძე და უწოდონ
სახელი მისი ემანუელ” არ ამბობს ქალწულად დარჩებაო, ეს გვიანდელი
დამუშავებაა როგორც დოგმა, იონა რომ ვეშაპმა გადაყლაპა და 3 დღის შემდეგ
ამოანთხია აქაც სიმბოლური წინასწარმეტყველებაა. შეცოდება და გამოსყიდვა,
ბევრი წინასწარმეტყველი აწამეს რადგან მათი ვარაუდები ხელს არ აძლევდა
მოძალადეებს, სხვა სარწმუნოების მიმდევართ, მაჰმადიანთა უდიდესი
წინასწარმეტყველი იყო მაჰმადი, ზოგი სექტა სუბოტნიკები და სხვა ქრისტესაც
წინასწარმეტყველად, მოციქულად თვლიდა, ცნობილია წინასწარმეტყველი
ქალებიც სიბილები.
249
იწერებოდა პირველი საუკუნეებიდანვე და ყოველ ქრისტიან ერს დაუგროვდა
მთელი ტომები, ქართულ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში მრავალი ცხოვრებაა.
წყალკურთხევა – იხ ნათლისღება.
250
ჭეშმარიტ მართლმადიდებელი ქრისტიანული სექტა – მოხეტიალეები,
ძველმორწმუნეთა სტაროობრიადცების მიმდინარეობა, მისი ნაირსახეობა,
უმღვდელონი, ქადაგებენ განდგომას საზში ყოფნის უარყოფას რამდენადაც იქ
ეგულებათ ანტიქრისტე, აგრეთვე საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ
ღონისძიებებზე უარის თქმას, უარყოფა ყოველგვარი სხვა რელიგიური
მიმდინარეობისა, პროტესტად მიაჩნიათ გაქცევა, წასვლა უდაბნოებში,
ფარულად ცხოვრება.
251
დაესუსტებინათ ეკლესიის გაძლიერებული ზეგავლენა სახელმწიფოში, საერო
და სასულიერო ფეოდალების ბრძოლა გამწვავდა მაშინ, როცა 726 წ
იმპერატორმა ლეო III – მ გამოსცა ბრძანებულება და აკრძალა ხატების
თაყვანისცემა, მაგრამ როცა ხალხთა მასების ხატთმებრძოლურმა მოძრაობამ
საშიში ხასიათი მიიღო არისტოკრატები გაერთიანდნენ, 786 წ
კონსტანტინეპოლის VII საეკლესიო ყრილობაზე ხატთმებრზოლობა დაგმეს,
ხოლო 843 წ ბიზანტიაში აღდგა ხატების თაყვანისცემა, შემდეგ ის მეორდება
მხოლოდ ცალკეულ ერეტიკულ მოძრაობებში ტონდრაკიელებში VIII – X ს,
ბოგომილებთან X – XII ს კატარებსა და ალბიგოელებში საფრანგეთი – იტალია XI
– XIII ს, მარკიანთა ერესში რუსეთი XI – XVI ს და სხვა, 1556 წ ნიდერლანდებში
5500 ქანდაკი და ხატი დაამსხვრიეს.
ხლისტები – იხ თვითმგვემელნი.
255
დიასახლისს, ხევისბერი ლოცავდა, ამწყალობებდა ხალხს, სვამდნენ ლუდს
ადიდებდნენ ჯვარს, ჯვარდიდების ცერემონიალი.
256
იერუსალიმთან დამარცხდა და სალადინთან ზავი შეკრა, IV ლაშქრობა 1202 –
1204 წ ინოკენტი III – მ მოაწყო, 20 ათასმა ფრანგმა და გერმანელმა აიღო
კონსტანტინეპოლი და დაანგრია და მის ადგილზე ლათინთა იმპერია. შექმნა
1204 – 61 წ ამით მოგებული დარჩა ვენეციის რესპუბლიკა, სათვალავში არ იღებენ
1212 წ მოწყობილ ბავშვთა ჯვაროსნულ ლაშქრობას სადაც 50 ათასი ბავშვი
დაიღუპა, არც უნგრეთის მეფის კონრად II – ს ლაშქრობას სირიაში 1217 – 18 წ
ზოგი თვლის და მაშინ გამოდის 8 ლაშქრობა, V თუ VI ლაშქრობა 1228 – 29 წ
მოაწყო პაპის შეჩვენებულმა ფრიდრიხ II ჰოჰენშტაუფენმა რომელსაც ტევტონთა
ორდენი უჭერდა მხარს, მან მოახერხა იაფას და იერუსალიმის აღება, იქვე
ეკურთხა მეფედ მაგრამ 1244 წ ეს ქალაქი საბოლოოდ ჩავარდა არაბთა ხელში
აიღო ეგვიპტის სულთანმა, VI თუ VII ლაშქრობა 1248 – 54 წ მოაწყო ფრანგთა
მეფე ლუი IX – მ რომელსაც მძიმე სნეულების დროს აღთქმა ჰქონდა დადებული
ქრისტეს საფლავს დავიხსნიო, ვერ იხსნა ტყვედ კი ჩავარდა და ძლივს გამოიხსნა
თავი, მალე დედა გარდაეცვალა და საფრანგეთში დაბრუნდა, VII ან VIII და
უკანასკნელი ლაშქრობა მოაწყო ისევ ლუი IX – მ 1270 წ ტუნისში სადაც არაა
ქრისტეს საფლავი, მეფეს კარლ ანჟუელისთვის სჭირდებოდა ჩრდ აფრიკა ქალაქს
ალყა. შემოარტყა მაგრამ ჭირმა იმსხვერპლა ჯართან ერთად, 1268 წ თურქებმა
ანტიოქია დაიბრუნეს, მალე ტრიპოლი და აკრაც დაიკარგა, ამ ლაშქრობათა.
შედეგი იყო უზარმაზარი მსხვერპლი, პაპის ავტორიტეტის დაცემა, კულტურის
ძეგლების მოსპობა კონსტანტინეპოლში.
ჯიხადი – იხ ჰაზავათი.
257
ჰაზავათი, ჯიხადი – წმინდა საღვთო ომი რასაც ყურანის შეგონებით ყოველი
მუსულმანი უნდა ეწეოდეს ურწმუნოთა ე. ი. არამუსულმანთა წინააღმდეგ,
აღმოსავლელ დესპოტთა მიზანი იყო ამით გაეღვივებინათ ფანატიკოსთა. შორის
სიძულვილი ქრისტიანების წინააღმდეგ და გაემართლებინათ თავიანთი
დამპყრობლური ომი, ვინც გიაურებს გაჟლეტდა მას ყრუ ალაჰი ცოდვებს
მიუტევებდა.
ჰასანი – 625 – 669 წ ალის და ფატიმას შვილი, შიიტების II იმამი, 661 წ როცა ალი
მოკლეს მისმა მომხრეებმა ხალიფად გამოაცხადეს მაგრამ უარი განაცხადა,
პასიური და უბადრუკი ჰასანი მხოლოდ იმითაა ცნობილი რომ ოთხ ოთხი ცოლი
ჰყავდა და წარამარა ეყრებოდა ერთერთს რომ სხვა. შეერთო, ამრიგად შეირთო
ასამდე ქალი, მოკვდა ჭლექით და. შიიტებმა წმინდანად შერაცხეს.
259
ჰიპნოზის მოვლენამ დაკარგა მისტიკური გაგება და ახლა მას იყენებენ
ზოგიერთი ნერვული დაავადების სამკურნალოდ.
ჰომეინი აიათოლა – რუჰოლა მუსავი დაიბ დაბა ჰომეინიში 1900 – 1989 წ ირანის
რესპუბლიკის ლიდერი, შიიტების ბელადი, აიათოლა ამ სექტის უმაღლესი
წოდებაა, მიიღო სასულიერო განათლება, შაჰის წინააღმდეგ მოწყობილი
გამოსვლებისათვის ირანიდან განდევნეს, 12 წელი ერაყში გაატარა, შემდეგ
პარიზში გადავიდა, ეწეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას, 1979 წ 15 წლის
განდევნილობის შემდეგ დაბრუნდა, სათავეში ჩაუდგა ისლამურ რეოლუციას
დაუპირისპირდა თეთრ რეოლუციას და გააძევა. შაჰი რეზა და თვითონ ჩაუდგა
ქვეყანას სათავეში დაწერა წიგნი ღვთისმეტყველის საუფლო, ომი გამოუცხადა
სუნიტურ ერაყს და მიზნად დაისახა მსოფლიოში შიიტობის გაბატონება, იყო
მკაცრი, გავლენიანი, შეურიგებელი, , ევროპის მოძულე, კუშტი, ძველ
პრინციპთა ერთგული, როცა მას ჰკითხეს რას ფიქრობს სამშობლოზე უპასუხა
ხიჯ – არაფერს, კითხვაზე რა აზრისაა. შექსპირზე, ბეთჰოვენზე, რაფაელზე
უპასუხა მე ისინი არაფერს მეუბნებიან, მოახდინა ირანის იზოლირება,
ზეპირად იცოდა ყურანი, ქადაგებდა ჯამარანის მეჩეთში ნერგავდა ფანატიზმს.
260
საერთოდ კი ასე ერქვა ყველა ორდენს რომლის მიზანი იყო სნეულთა,
უპატრონოთა, ობოლთა. შეწევნა, იოანიტები, ლაზარიტები და სხვა, ნახსენებია
გერმანულ ეპოსში გუდრუნი.
261