Вы находитесь на странице: 1из 261

აკაკი გელოვანი

რელიგიის ლექსიკონი

აბატი – სირიულ – არამეული, აბბა, აბო მამა, მონასტრის წინამძღვარი დასავლეთ


ევროპის ქვეყნებში V საუკუნიდან, განაგებდა სააბატოს, უფროსი
ღვთისმსახური ზოგადად კათოლიკურ ეკლესიაში.

აგრარული, სამიწათმოქმედო კულტები – რელიგიური, მაგიური, ჯადოსნური


რწმენებისა და ზნე-ჩვეულებათა ერთობლიობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა
ცხოვრებაში, მათი მიზანი იყო ჯადოქრობის ძალით ბუნების სტიქიებზე რაღაც
ზებუნებრივი ძალით ისეთი ზემოქმედების მოხდენა, რომლის შემწეობითაც
მოსავლიანობას გაზრდიდნენ, ასეთი ვითომ მაგიური მოქმედება მიმართული
იყო რეალური საფრთხის წინააღმდეგ, რაც მოსავალს ან შინაურ ცხოველებს
ემუქრებოდა გვალვა, სეტყვა, კალია, საქონლის ჭირი, წყალდიდობა და ა. შ.,
ისტორიულად შესაძლებელია ამ კულტებში მატრიარქალური და
პატრიარქალური კომპლექსების გამორჩევა, უძველესი კომპლექსია
მატრიარქალური ადრეული ეპოქისა, როცა მიწას თოხით ამუშავებდნენ,
აგრარული კულტების ამ უძველესი პერიოდისათვის დამახასიათებელია ქალ –
ღვთაებათა. შემადგენლობა, როცა არ იყო ქურუმობა, ქურუმთა წოდება,
მატრიარქალური აგრარული კულტების ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ
ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელთა ტომ იროკეზების რელიგია, სადაც თაყვანსა
სცემდნენ ძიძასულებს, სიმინდის სულს, ცერცვის სულსა თუ კვახის სულს,
რომელიც მათ თითქოს კვებავდა, როგორც სული, დედისეული საგვარეულო
წყობის რღვევასა და პატრიარქალური მამრობითი წყობის დამკვიდრებას მოჰყვა
მამრობითი ღვთაებების გამოჩენა, რომელთაც ქალ – ღვთაებათა ადგილი
დაიკავეს, პატრიარქალური აგრარული კულტის ნიმუშად გამოდგება ძველ
სლავთა რელიგია და მისი პანთეონი ველესი, იარილო, დაჟდ – ბოგი, პერუნი
და სხვანი, პატრიარქალური აგრარული კულტი საერთოდ არ გვხვდება სუფთა
სახით, მათში ყოველთვის შესამჩნევია მატრიარქალური კულტის
გადმონაშთები.

ადათი – არაბულად ჩვეულება, ჩვეულებრივი შარიათისაგან განსხვავებული კანონ –


სამართალი იმ ხალხებში რომელთაც ისლამი სწამთ, ადათის მრავალი ნორმა
1
სისხლის აღება, ძმადნაფიცობა, ქალის მოტაცება და სხვა ჩამოყალიბდა
გვაროვნულ – ტომობრივ ურთიერთობათა პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ
ადათში უდავოა ზოგიერთი მარტივი ზნეობრივი ნორმების არსებობა მოხუცების
პატივისცემა, სუსტთა. შველა თუ მფარველობა, სიტყვის პატრონობა თუ სხვა ის
მაინც რეაქციულ როლს თამაშობს, რადგან იცავს დრომოჭმულ პატრიარქალურ
გვაროვნულ და ფეოდალურ – ბაიურ ურთიერთობას, უარყოფით ზეგავლენას
ახდენს საქორწინო – ოჯახურ ურთიერთობათა სამოქალაქო სამართალთან
შესაბამის რეგულირებაზე, პირადი ქონების რეგულირების კანონიერ წესზე.

ადგილობრივი კრება – სამღვდელოების, უფრო ხშირად ეპისკოპოსთა დამოუკიდებელი,


ავტოკეფალური ეკლესიის ან მისი ცალკეული ნაწილის, მაგალითად
სამიტროპოლიტო ეპარქიის ყრილობა, რომელსაც პერიოდულად იწვევენ
სარწმუნოების, საეკლესიო წყობის და სხვა საკითხების გადასაწყვეტად,
ზოგიერთ ეკლესიაში, მაგალითად რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში
ადგილობრივ კრებას საკანონმდებლო უფლებებიც აქვს, უმაღლესი საეკლესიო
ორგანოც არის, რომელშიაც მონაწილეობის უფლება ეძლევა არა მარტო
ეპისკოპოსს არამედ დაბალი სამღვდელოების წარმომადგენლობასაც და
საეროსაც, ადგილობრივ კრებას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ქრისტიანობის
ჩამოყალიბების ჟამს II – III ს, ასე II ს 70 – ან წლებში კრება მოიწვიეს
ნორტანიზმის ერესის განსასჯელად, ხოლო 90-იან წლებში იერუსალიმსა, რომსა
და გალიაში მოწვეულ კრებებზე განიხილეს აღდგომის დღესასწაულის დროის
დაწესების საკითხი, III ს ცნობილია ალექსანდრიის 2 ადგილობრივი კრება
ეპისკოპოსებისა ორიგენის ერესებთან დაკავშირებით, ანტიოქიის რამდენიმე
ადგილობრივი კრება პავლე სამოსატელის ერესებზე და სხვა, ხოლო IV ს.
ადგილობრივ კრებებთან ერთად დაიწყეს მსოფლიო საეკლესიო კრებების
მოწვევა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი რომ კვლავინდებურად მოეწვიათ
ადგილობრივი კრებები, რადგან ეს მიაჩნიათ ერესებთან ბრძოლისა და. შინაგანი
დისციპლინის განმტკიცების ეფექტურ საშუალებად, ე წ სამოციქულო წესდება
ეპისკოპოსებს ავალებდა წელიწადში ორჯერ მოეწვიათ ადგილობრივი კრება
სარწმუნოებისა და წყობის საკითხების განსახილავად, შემდგომ კი
ადგილობრივმა კრებებმა თავიანთი მნიშვნელობა საეკლესიო ცხოვრებაში
შეინარჩუნეს უპირატესად აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალიებში,
კერძოდ კი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მატიანე გვაუწყებს
ეპისკოპოსთა კრებებზე, რომლებიც მოუწვევიათ 1051 და 1147 წლებში, ყველაზე
უფრო ინტენსიურ პერიოდად ამ მხრივ ითვლება XVI–XVII ს, მარტო XVI ს
2
მოწვეული იყო 21 ადგილობრივი კრება, არც მომდევნო საუკუნეში მოუწვევიათ
ნაკლები კრება, მონაწილეთა. შემადგენლობისა და განხილული საკითხების
მნიშვნელობის მიხედვით არჩევენ დიდ და მცირე ადგილობრივ კრებას, 1721 წ
პეტრე I-მა გააუქმა საპატრიარქო და. შეცვალა სახელმწიფო სინოდით,
სინოდალურ პერიოდში ადგილობრივი კრება აღარ მოუწვევიათ, ადგილობრივი
კრებების მოწვევა და მოქმედება განახლდა მეფის დამხობის შემდეგ,
ადგილობრივმა კრებამ 1917–18 წლებში აღადგინა საპატრიარქო და პატრიარქად
აირჩია მიტროპოლიტი ტიხონ ბელავინი, რომლის სახელთანაც არის
დაკავშირებული რეაქციონერი მართლმადიდებელი სამღვდელოების მძიმე
საქმიანობა ტიხონოვშჩინა, 1942 წ ულიანოვსკში მოწვეულმა ადგილობრივმა
კრებამ ხარისხი წაართვა ეპისკოპოს პოლიკარპე სიკორსკის, რომელმაც
თვითნებურად გამოაცხადა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და კავშირი შეკრა
გერმანელ ოკუპანტებთან, 1943 წ მოსკოვში მოიწვიეს ადგილობრივი კრება
რომელმაც პატრიარქად აირჩია მიტროპოლიტი სერგი სტრავგოროცკი და მიიღო
გადაწყვეტილება რომ ხარისხი ჩამოერთვათ სასულიეროებს და. შეჩვენებულ
იქნან საერონი რომელნიც გადავიდნენ გერმანელთა მხარეზე, 1945 წ მოწვეული
იყო ადგილობრივი კრება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყრილობათაგანი
პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი ალექსი სიმასკი და მიღებულ იქნა
რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დებულება, 1971 წ ადგილობრივმა
კრებამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია მიტროპოლიტი
პიმენ იზვეკოვი, გარდა ამისა ცნო ეკუმენური – გამაერთიანებელი და
მშვიდობისმყოფლობის სასარგებლო მოღვაწეობა რუსეთის მართლმადიდებელი
ეკლესიისა, აგრეთვე სხვადასხვა განხეთქილებათა აღკვეთისათვის წარმოებული
გაძლიერებული მუშაობა, გაუქმდა ფიცი ძველ ადათ – წესებზე.

ადვენტისტები – ლათინურად Adventus - მოსვლა, გამოცხადება, პროტესტანტიზმის


წიაღში შექმნილი ქრისტიანული მიმდინარეობის მიმდევრები, ეს მიმდინარეობა
ჩამოაყალიბა XIX ს 30 – ან წლებში ბაპტისტმა ვილიამ მილერმა 1782 – 1849 წ
შეერთებულ შტატებში, ევოლუციის პერიოდში ადვენტიზმი გაიყო რამდენიმე
შტოდ, რომელთაც თავიანთი დამოუკიდებელი ეკლესიები შექმნეს, ყველაზე
დიდი ეკლესია იყო მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესია, მათი რწმენის
მთავარი პუნქტია ქრისტეს მეორედ მოსვლის სიახლოვე, ცათა. შინა
ათასწლოვანი მეუფება, განკითხვის დღე – ხილიაზმი, კაცთა მოდგმის ისტორია
განიხილება როგორც ქრისტეს მარადიული ბრძოლა სსატანასთან, რაც
დასრულდება სატანისა და მისი მიმდევრების დაღუპვით, ადვენტისტები
3
აღიარებენ, რომ სული უკვდავია და ის კვდება სხეულთან ერთად, მაგრამ
აღდგება მეორედ მოსვლის დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა
პიროვნების მორალურ განახლებას, როგორც აუცილებელ პირობას ქრისტესთან
შეხვედრისათვის, ქადაგებენ ე წ სალუსტარულ რეფორმას, რაც გულისხმობს
ზოგიერთ საკვებზე უარის თქმას, ღორის ხორცი, ყავა და სხვა,
მორწმუნეებისაგან მოითხოვენ მეათედის გადახდას და აქტიურ მისიონერულ
მოღვაწეობას, მეშვიდე დღის ადვენტისტები აღიარებენ თავიანთ
წინასწარმეტყველს ელენე უაიდს, რომლის შრომებსაც ბიბლიის დონეზე
ამაღლებენ, ადვენტისტების ორმოცდამეთორმეტე მსოფლიოს კონფერენციის
მონაცემებით მათი ეკლესიის მიმდევართა რიცხვია 2, 5 მილიონი, მის
განკარგულებაშია 494 უმაღლესი და საშუალო სასწავლებელი, 4299 დაწყებითი
სკოლა, 386 სამედიცინო დაწესებულება, 50 გამომცემლობა და ა. შ., ადვენტიზმი
ცოდვილთა სრულ სიკვდილს ქადაგებს, მკვდრეთით ვერ აღსდგებიან, მკაცრად
ითხოვენ IV მცნების დაცვას, შაბათის დასვენებას და ლოცვას.

ავატარა – ძველი ინდური, სანსკრიტულად ჩამოსვლა, გამოცხადება, ჩამობრძანება,


ღვთაების ჩამოსვლა დედამიწაზე, ღმერთის გამოცხადება მოკვდავი ადამიანის
სახით ინდუისტურ მითოლოგიასა და რელიგიაში, ასეთი გარდასახვა ხდება
მაშინ , როცა კეთილს ბოროტი ემუქრება, კაცობრიობა გადაგვარების გზაზე
დგება, სათნოება საფრთხეშია ან მორწმუნეთა დაცვაა საჭირო, შეადარე ბერძენი
დევკალიონის მითი, ქრისტეს მეორედ მოსვლა, , ჩრდილო მითი რაგნაროკი,
ესაა ინკარნაცია, ტრანსფორმაცია, სულიერი და ხორციელი განსპეტაკების,
სათნოების ხსნის დჰარმას პროცესი როცა ღმერთი ინარჩუნებს ღმერთის ძალასა
და თვისებებს მაგრამ ხდება ადამიანი, ან რამე ცხოველის სახეს იღებს, ერთხელ
ყოვლისშემქმნელმა ღმერთმა ტრაჯაპატიმ ტახის სახე მიიღო და ოკეანიდან
დედამიწა ააყირავა, ხოლო კუს სახით მოვლენილმა ცოცხალი არსებები გააჩინა,
ძირითადად კი ესაა ვიშნუს გარდასახვა, რადგან მთავარი ღვთაების ადგილიც
მან დაიჭირა, მისი 10 ძირითადი ავატარა დახასიათებულია მაჰაბჰარატაში,
რამაიანაში და პურანებში,

ათი ავატარა დაშ ავ ესაა ათნაირად ხორცშესხმული ვიშნუ, მასთან უფრო გამოჩენილი
პერსონიფიკაციებია რამა, რამაიანა და კრიშნა – მაჰაბჰარატა, ორივე შავს
ნიშნავს, ორივე ინდური ლიტერატურის პერსონაჟებია, რომელთაც მრავალი
საგმირო საქმე აქვთ ჩადენილი, ამ გაგებით როგორც გარდაქმნილი გმირი
მითების პერსონაჟის მნიშვნელობითაც იხმარება, ავატარა ესაა ვიშნუ,

4
რომელიმე ცხოველის ან ადამიანის სახით, , ავ ღმერთ ვიშნუს განსახიერებაა
კრიშნას, რამას და სხვა გმირთა სახით, ინკარნაციის სახით მოვლენილი კუს
სახე ვიშნუ, ბუდიზმში ავატარა საერთოდ ღვთაების განსახიერებაა, ბუდა
ვიშნუს მეათე ავატარაა, სინტოიზმის თანახმად ბუდიზმი ღმერთების
სახეშეცვლილი ავატარები არიან, ამრიგად ავატარა გარდასახვის პროცესიცაა და
გარდასახული არსებაც, ძირითადად ვიშნუს სახეცვლა როცა ღმერთი
მოკვდავთა ან ცხოველთა სახით ცხადდება, რომ მოდგმა იხსნას.

ავგუსტინელთა ორდენი – მოგლახაკე ბერთა ცნობილი ორდენი რომელიც 1243 წ


დაარსდა და ცნობდა წესდებას, რაც თითქოს წმ ავგუსტინეს ხელით იყო
დაწერილი, იცავდა პაპთა ძალაუფლებას.

ავგუსტინიზმი – მიმდინარეობა ქრისტიანულ ფილოსოფიაში, განავითარებს


წარმოდგენას რწმენაზე როგორც ღმერთთან ადამიანის შინაგან კავშირზე,
ირაციონალური, გონებისათვის მიუწვდომელი გზით ღმერთის შემეცნებაზე,
მისი დამაარსებელია ღვთისმეტყველი ავგუსტინ ავრელიუსი 394 – 430 წ,
საუკუნეების განმავლობაში ეს იყო კათოლიკურ ეკლესიაში გაბატონებული
მოძღვრება, XIII საუკუნიდან პირველობას უთმობს თომიზმს, თომა აქვინელის
მოძღვრებას, ამჟამად თუმცა აღარ არის კათოლიციზმის ოფიციალური
ფილოსოფია მაგრამ შესამჩნევია მისი ზეგავლენა კათოლიკურ წრეებში.

ავინიონის ტყვეობა – იხილეთ პაპთა ავინნიონის ტყვეობა.

ავსული – იხილეთ მავნე და კეთილი.

ავტოკეფალია – ბერძნ. ულად ავტოს – თვითონ და კეფალე – თავი,


მართლმადიდებლობაში 1 ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა
მეორისაგან, I ავტოკეფალური ეკლესიები წარმოიქმნა რომის იმპერიაში და მის
მეზობელ ქვეყნებში, IV ს შეიქმნა 4 ავტოკეფალური ეკლესია
კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოგვიანებით
ანტიოქიისას გამოეყო კვიპროსისა და ქართული ეკლესიები, ამჟამად არსებობს
15 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია ალბანეთის, ალექსანდრიის,
ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, ქართული, იერუსალიმის, კვიპროსის,
კონსტანტინეპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბიული,
ჩეხოსლოვაკიური და ელადის ბერძნ. ული ეკლესიები, ქართული
ავტოკეფალური ეკლესია დიფტიკით მეცხრეა.

5
ათეიზმი – ბერძნ. ულად „ა“ უარყოფის ნაწილაკი თეოს – ღმერთი სიტყვასიტყვით
უღმერთოება, ურწმუნოება, შეხედულებათა სისტემა რომელიც უარყოფს
რელიგიურ წარმოდგენებს, რწმენას ღმერთისა, სულის უკვდავება, საიქიო,
მკვდრეთით აღდგომა და ა. შ და მთლიანად რელიგიას, როგორც შეხედულებათა
სისტემა ათეიზმი ვერ ამოიწურება მარტოოდენ რელიგიის ისტორიულ,
ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო – მეცნიერული კრიტიკით, ათეიზმი ხსნის
სინამდვილის რელიგიურ წარმოსახვის სპეციფიკასა და არსს, იკვლევს ამ
სპეციფიკას, განმარტავს მასებში რწმენის წარმოშობისა და წყაროების პირველ
მიზეზებს, სწავლობს რელიგიის სოციალურ ბუნებას, მისი დაძლევის
პირობებსა და საშუალებებს, ათეიზმი ერთერთი მნიშვნელოვანი მხარეა
მატერიალისტური მსოფლმხედველობისა, ათეიზმი წარმოიშვა. შორეულ
წარსულში მეცნიერებისა და მატერიალისტური ფილოსოფიის განვითარების
საფუძველზე, თავდაპირველი არათანმიმდევრული და გულუბრყვილო ფორმა
ათეიზმისა იყო ძველი მონათმფლობელური საზის ათეიზმი, უმაღლეს
განვითარებას მან მიაღწია საბერძნ. ეთსა და რომში, ბერძენი ფილოსოფოს –
მატერიალისტები თალესი, ანაქსიმე, ანაქსიმანდრე, პერმენიდი, ჰერაკლიტე
თვლიდნენ რომ სამყაროს საფუძველია მატერიალისტური საწყისი, რომ სამყარო
მარადიულია, არც ერთ ღმერთს არ შეუქმნია და არც საჭიროებს შექმნას,
ჰერაკლიტე უარყოფდა რელიგიურ წარმოდგენას სამყაროს უცვლელობაზე,
ქსენოფანი ქმნილების ღვთაებრივ იდეას, ხაზგასმით ამბობდა, რომ ღმერთმა კი
არ შექმნა ადამიანი არამედ ადამიანმა. შექმნა ღმერთი თავის ხატად და მსგავსად,
ანტიკურმა ათეიზმმა თავის უმაღლეს განვითარებას მიაღწია დემოკრიტეს,
ეპიკურეს და ლუკრეციუსის მოძღვრებებში, დემოკრიტე და ეპიკურე
ატომისტური წარმოდგენიდან გამოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნად
არა არის რა ატომებისა და სიცარიელის გარდა, ატომების მოძრაობა
გამოწვეულია ბუნებრივი მიზეზებით, არავითარი ღვთაებრივი ჩარევა აქ არ
არის, ისინი უარყოფდნენ სულის უკვდავებას, დემოკრიტე რელიგიური
რწმენის მიზეზს ხედავდა ადამიანთა. შიშში ბუნების მოვლენების, მეხის, მზის
დაბნელებისა და მისთანების წინაშე, ეპიკურე ღმერთების რწმენის მთავარ
მიზეზად თვლიდა სიკვდილის შიშს, ბერძენი მატერიალისტების ათეისტური
ტრადიციები შემოდგომ განვითარებას პოულობენ ლუკრეციუსის პოემაში
საგანთა ბუნებაზე, ამ განთქმულ ნაწარმოებში პოეტი იცავდა მატერიალური
სამყაროს ობიექტური არსებობის თვალსაზრისს, ანტიკური ათეიზმი
საზოგადოებრივი აზრის ისტორიის დიდი მონაპოვარია, ეს წვლილი
მეცნიერებაში ბერძენთა და ლათინთა მოაზროვნეებმა. შეიტანეს, მიუხედავად
6
გულუბრყვილობისა, შეზღუდულობისა და არათანმიმდევრულობისა მან დიდი
ზეგავლენა მოახდინა ათეისტური იდეის შემდგომ განვითარებაზე, ფეოდალური
შუასაუკუნეების პერიოდში რელიგია იდეოლოგიის გამოყენებულ ფორმად იქცა,
საეკლესიო დოგმა ყოველგვარი აზროვნების ამოსავალ წერტილად და
საფუძვლად ითვლებოდა, ეკლესია ყოველგვარ ღონისძიებას იყენებდა
ათეიზმისა და თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ
უძლური იყო შეეჩერებინა მეცნიერული აზრის წინსვლა, რელიგიისა და
ეკლესიის პოზიციებს ცალსახად არღვევდა მასობრივი ანტიკლერიკალური და
ერეტიკული მოძრაობა, წარმოების კაპიტალისტური წესების დანერგვას და
განვითარებას ხალხის და ბურჟუაზიის ერთობლივ ბრძოლას ფეოდალიზმის
წინააღმდეგ თან ახლდა გამოსვლები ფეოდალური იდეოლოგიის წინააღმდეგ,
აღმავალი ბურჟუაზიის იდეოლოგები თავიანთ მოძღვრებათა ცენტრალურ
მომენტად იხდიან პიროვნების განთავისუფლებას ეკლესიის სულიერი
არისტოკრატისაგან, იტალიელმა ჰუმანისტმა პიერო პომპონაციმ 1462 – 1524 წ
თეოლოგია უბრალო ადამიანთა მოტყუების საშუალებად გამოაცხადა, ეჭვის
ქვეშ დააყენა ქრისტიანული დოგმატები სულის უკვდავებისა და საიქიო
ცხოვრების შესახებ, გენიალურმა მოაზროვნემ ჯორდანო ბრუნომ 1548 – 1600 წ
დაამტკიცა უნიადაგობა რწმენისა, რაც ეხებოდა ღმერთის სამერთიანობას, XVII
საუკუნეში ქრისტიანული იდეოლოგიის კრიტიკა ახალ საფეხურზე ავიდა თომას
ჰობსის 1588 – 1679 წ, ჯონ ლოკის 1632 – 1704 წ, ბენედიქტ სპინოზას – ბარუხ
სპინოზა 1632 – 77 წ, პიერ ბეილის 1632 – 1704 წ მმატერიალისტურ
მოძღვრებებში, ბეილის ორტომიან ისტორიულ და კრიტიკულ ლექსიკონი ამას
ეხებოდა, ფრანგმა მატერიალისტებმა დიდრომ, ჰელვეციუსმა, ჰოლბახმა,
ლამეტრიმ დაამტკიცეს რელიგიის უძლურება ფილოსოფიური, ისტორიული,
მეცნიერული, პოლიტიკური და ზნეობრივი თვალსაწიერიდან, ყოველგვარ
რელიგიას ისინი თვლიდნენ მასების უმეცრებისა და სიბნელის ნაყოფად,
მორიგი ნაბიჯი წინ ბურჟუაზიული ათეიზმის ისტორიაში გადადგა გერმანელმა
ფილოსოფოსმა ლუდვიგ ფოიერბახმა, მან გააშიშვლა მიწიერი სარჩული
რელიგიური რწმენებისა, რომელნიც წარმოშობილან ადამიანის თვისებების
განსხვისების და ამ თვისებების მიღმურ სამყაროში გადატანის შედეგად.

ათერთმეტი სახარება – სახარების 11 მონაკვეთი სადაც აღწერილია ქრისტეს აღდგომა


მკვდრეთით, ერთერთი ცისკრისას იკითხება კვირას.

7
ათი მცნება – 10 მითითება, დარიგება, სავალდებულო მცნება, რომელიც ძველი
აღთქმის მიხედვით იაჰვემ უქადაგა სინაის მთაზე მოსეს, ბიბლიაში მოცემულია
2 ვერსია, რომელთაც მრავალი ვარიანტი ახლავთ, ძირითადად ამ სახით
ჩამოყალიბდა,

1 მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი,

2 არა ქმნე თავისა. შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არა თაყვანი სცე მათ, არა
მსახურებდე მათ,

3 არა მიიღო სახელი უფლისა ღვთისა. შენისა ამაოსა ზედა,

4 მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ყავ იგი, ექვს დღე იქმოდე და ქმნე სად შინა
ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა.
შენისა,

5 პატივი ეც მამასა. შენსა და დედასა. შენსა,

6 არა კაც კლა,

7 არა იმრუშო,

8 არა იპარო,

9 არა ცილ სწამო მოყვასსა. შენსა,

10 არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა. შენისა, არცა სახლისათვის მოყვასისა.


შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა
ყოვლისა მისთვის რაიცა იყვეს მოყვასისა. შენისა, აქედან პირველი 3 ქადაგებს
მონოთეიზმს და ებრძვის მრავალღმერთიანობას, ქრისტიანობის მიერ
გადმოღებული ეს პრინციპი მიმართავს სისასტიკეს ამ მცნებიდან
გადახვევისათვის, მეოთხე მცნება იცავს შაბათის საკულტო უქმეს, იმ დღეს
პურის მარცვლების ჭამისა და სნეულის განკურნებისთვისაც კი სამართლით
ემუქრებიან ქრისტეს სინედრიონის მესვეურები, მეხუთე მცნება მშობელთა
პატივისცემას ითხოვს, რაც დასაბამიდან მომდინარეობს, დანარჩენი 5 მცნება
სოციალურ სარჩულზეა აგებული კრძალავს ქურდობას, კაცის კვლას, მოყვასის
თავისიანის დაჩაგვრას, ქონების მითვისებას, ცოლის წაგვრას და სხვა, ასე რომ
10 მცნება სიკეთეს და ადამიანურობას ქადაგებს და მრავალ მართებულ
მოთხოვნას აყენებს, წყევლის ბოროტებას წყეულ იყავნ რომელმან აცდინოს
8
ბრმაი გზასა, წყეულ იყავნ რომელმან მიიღოს ქრთამი ლუკმად სულისა
მართლისა, შეეწიე დავრდომილს, უქონელსა და ქვრივ – ოხერს.

ათორმეტთაგანი 12 საუფლო დღესასწაული – მართლმადიდებელთა 12 უდიდესი


საეკლესიო დღესასწაული, მაცხოვრრის ხორციელი შობისა და ღვთაებრივი
სასწაულების გამომხატველი დღეობანი,

1 ნათლისღება, განცხადება უფლისა 19 იანვარს ახალი სტილით,

2 მირქმა – მიგება იესოსი,

3 ხარება ღვთისმშობლისა,

4 ბზობა, ბაიობა, დიდებით შესვლა ქრისტესი იერუსალიმს აღდგომის წინა კვირას,

5 ამაღლება უფლისა აღდგომის მეორმოცე დღეს,

6 სლთმოფენობა, სულიწმინდის გადმოსვლა მოციქულებზე აღდგომის ორმოცდამეათე


დღეს,

7 ფერისცვალება უფლისა,

8 მიძინება ღვთისმშობლისა,

9 შობა ღვთთისმშობლისა,

10 მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელი ჯვრისა,

11 ტაძრად მიყვანა ღვთისმშობლისა,

12 შობა იესოსი, მაცხოვრის შობა. დღესასწაულები ყალიბდებოდა ქრისტიანობის


რწმენისა და კულტის ფორმირების პროცესში, მიზნად ისახავენ სარწმუნოების
პროპაგანდასა და. შენარჩუნებას.ათორმეტი სახარება – სახარების 12 მონაკვეთი
სადაც აღწერილია ქრისტეს ვნება წამება, იკითხება ვნების კვირის დიდ
ხუთშაბათს საღამოს, პარასკევს ცისკრის ჟამს.

ათცამეტი, ათსამმეტი ასურელი მამანი – სირიელი მამები, გამოჩენილი საეკლესიო


მოღვაწენი მისიონერები, განდეგილები, რომელნიც VI ს ჩამოსულან ასირიიდან
საქართველოში გაუძლიერებიათ ქრისტიანობა, გაუჩაღებიათ ფართო
სამონასტრო მშენებლობა და წარუშლელი კვალი დაუტოვებიათ ქართული
კულტურის ისტორიაში, მათი ქართველობა რასაც ნუცუბიძე და კეკელიძე
9
ამტკიცებდნენ ი ჯავახიშვილს უსაფუძვლო თვალსაზრისად მიაჩნდა, არც
ჩამოსვლის მიზეზი და მიზანია დადგენილი, თითქოს მონოფიზიტების დევნამ
აიძულა მიეტოვებინათ სამშობლო, თითქოს პირიქით დიოფიზიტები
ყოფილიყვნენ, მართლმადიდებლები, ქალკედონელნი და ამ სარწმუნოების
გასავრცელებლად ჩამოსულიყვნენ, ტრადიციული შეხედულებით კი საერთოდ
ქრისტიანობის განსამტკიცებლად და ეკლესიების ასაშენებლად ჩამოვიდნენ და
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დავითგარეჯა, შიომღვიმე, ზედაზნისა და
მარტყოფის ტაძრების აგება და იქ გაჩაღებული კულტურულ – სამწერლო
საქმიანობა ერის დიდებაა, მათი მკაცრი ასკეტიზმი კი ჩვენში ფეხს ვერ იკიდებს,
მამათა რიცხვი 12 ათორმეტი მამა ან 13 ათსამეტნი მამანი რაც ალბათ
საკრალურია და ქრისტეს მოციქულთა რიცხვს ეფარდება, კიდეც ითვლებიან
მოციქულთა ტოლ მოღვაწეებად და წმინდანებად შერაცხეს, სინამდვილეში
მათი რიცხვი მეტია, იოანე ზედაზნელი ჩამოსულა 501 წ ან 543 წ, მოწაფეების
თანხლებით, შიო მღვიმელი 543 წ, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ
მარტყოფელი 545 წ, ზენონ იყალთოელი, ისიდორე სამთავნელი, დავით
გარეჯელი 520 წ, სტეფანე ქიზიყელი, მიქაელ ულუმბოელი, ელია დიაკონი და
სხვანი, მათი მეცადინეობით უნდა გავრცელებულიყო საქართველოში
დიოფიზიტობა, ნუცუბიძე მამათა ჩამოსვლას უკავშირებს პეტრე
იბერიელისეულ ქართულ კოლონიას სირიაშისინამდვილე ისაა, რომ მამათა
მოღვაწეობამ განამტკიცა ქართული ეკლესია, ეროვნული სულისკვეთებაც,
ირანის წინააღმდეგ ამხედრებული ერის ძლიერებაც, შემონახულია რამდენიმე
თხზულება მამათა მოღვაწეობაზე, იოანე ზედაზნელის ცხოვრება და წამება, შიო
მღვიმელის ცხოვრება, დავით გარეჯელის ცხოვრება და სხვა.

აიაზმა – ბერძნ. ულად წმინდა წყალი, არს განწესებული მოწესეთაგან ეკლესიურთა


განსაწმენდელად უფრორე დღესა განცხადებისა ანუ ნათლისღებისასა უფლისა
ჩვენისა იესო ქრისტესა, რომელ არს ექვს იანვარს, დიდი აიაზმა ყრმის
ნათლობაში დარჩენილი წმინდა წყალია, რომლის გადაღვრა მხოლოდ სუფთა
ადგილზე შეიძლება, მცირე აიაზმა ჩვეულებრივი ნაკურთხი წყალი, სახლში და
ეკლესიაში მოსასხურებელი.

აიაზმის ხდა – წყლის კურთხევა დრღესასწაულებზე.

აიათი – არაბულად სასწაული, ალაჰის საკვირველება, ყურანის სალექსო სტრიქონი


ჩვეულებლივ ერითმება მომდევნო სურას ნაწილი.

10
აიათოლა, აიათი – სასწაული, შიიტ მუსულმანთა ცნობილი მოღვაწე, გარკვეულ
წრეებში და მხარეებში დიდად პოპულარული პიროვნება, რომელსაც უფლება
აქვს დამოუკიდებლად განმარტოს ისლამის მოძღვრება და. შარიათი, ეწევა
სათნო ღვთისმოსავის ცხოვრებას, ღრმად ფლობს შიიტთა დოგმატიკას,
ღვთისმეტყველებას, ირანში ათიდან ათასამდე აიათოლას ითვლიან, მათგან
ყველაზე უფრო ავტორიტეტული იყო ანტიშაჰური რეოლუციის მოღვაწე
აიათოლა სეიდ რუჰოლა ჰომეინი გარდაიცვალა 88 წლისა 1989 წ.

აკაფისტო – ბერძნ. ულად აკაფისტოს აკათისტო, დაუჯდომელი ქრისტეს


ღვთისმშობლისა და წმინდანთა სადიდებელი საგალობელი, რომელთაც
ზეზეულად ასრულებენ, მორწმუნეები ხდებიან ღვთისმსახურებათა
თანამონაწილეები.

აკრძალულ წიგნთა ინდექსი – ლათინურად ინდექს ლიბროვუ პროჰიბოტორონ,


კათოლიკური ეკლესიის მიერ საკითხავად აკრძალული წიგნების სია, ეკლესიის
სახელით ფართოდ განხორციელებული ღონისძიება ანტიკათოლიკური
მოძრაობისა და მოწინავე აზრის წინააღმდეგ, I ინდექსი გამოქვეყნდა 1576 წ და
საგანგებოდ შექმნილი კონგრეგაცია 1917 წლამდე არსებობდა, 1900 წ სიით
აკრძალული იყო 7200 წიგნი, 1930 წ 8 000, ამდენივე იყო ბოლო ინდექსში 1948 წ,
საუკუნეების განმავლობაში იკრძალებოდა გალილეის, კეპლერის, კოპერნიკის,
ბრუნოს პასკალის, ვოლტერის, რუსოს, სპინოზას, ლაიბნიცის, კანტის
ბეკონის, ჰობსის, ლოკის, დეფოს, დიუმას, სტენდალის, ჰიუგოს, ზოლას,
მილტონის და სხვათა წიგნები, ჰაინეს თხზულებანი, 1966 წლიდან სია ამ სახით
აღარ ქვეყნდებოდა, მაგრამ კონტროლი გრძელდებოდა.

ალავერდობა – დღესასწაული, მოსავლის დღეობა დაკავშირებული ჭირნახულის


მოწევასა და დაბინავებასთან, 28 IX – 20X.

ალაჰი – არაბულად ალილაჰ ისლამის, ყოველი არსის ღმერთი, სამყაროს გამრიგე, ცის,
მიწისა და ადამიანის მეუფე, უფალი ე. ი. ყოვლისშემძლე მფლობელი, აზრთა
მპყრობელი, ალაჰის რწმენა ისლამის I დოგმატია, აქვს მონოთეისტური
ღმერთის ყველა მონაცემი, აქვს 99 ზედწოდება, ყოვლისშემძლე, დიდი, ბრძენი,
მოწყალე, კეთილი, განაგებს მთელი ხალხების და ცალკე ადამიანის ბედს,
ითხოვს მონურ მორჩილებას, ურჩს ჯოჯოხეთი მოელის.

ალბიგოელები – ფრანგი, იტალიელი და გერმანელი ერეტიკოსები XII – XIII ს


უპირატესად საფრანგეთში, მოძრაობის ცენტრი იყო ქ ალბი ლანგედოკში,
11
წინააღმდეგობას უწევდნენ კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც აფერხებდა. შუა
საუკუნეების ქალაქთა განვითარებას, მოძრაობაში ძირითად ბირთვს
შეადგენდნენ ხელოსნები, რომელთა მხარეზეც დადგა გლეხებისა და წვრილ
ფეოდალთა ნაწილიც, მატერიალურ ეშმაკის სამეუფოს ე. ი. მიწიერ ცცხოვრებას
უპირისპირებდნენსულიერ ღვთის სამეუფოს და უწოდებდნენ კათოლიკურ
ეკლესიას ეშმაკის ძალას, უარყოფდნენ ღმერთის სამერთიანობას, ჯოჯოხეთს,
სალხინებელს, საეკლესიო საიდუმლოებასა და წესებს, ჯვრის და ხატის
თაყვანისცემას, არ ცნობდნენ პაპის ძალაუფლებას, პაპმა მათ ანათემა დაატეხა
და მაშინ საკუთარი ეკლესია. შექმნეს, პაპმა ინოკენტი III – მ ჯვაროსნული ომი
გამოუცხადა მათ 1209 წ საშინელი მხეცობით გაჟლიტეს, გადაბუგეს ლანგედოკი,
საბოლოოდ გაანადგურა ინკვიზიციამ, როგორც კატართა წმინდანთა
ერეტიკული სექტა XI – XIV საუკუნეებში.

ალექსანდრიის ეკლესია – მართლმადიდებელთა ავტოკეფალური ეკლესია, დაარსდა


ადრეული ქრისტიანობის ერთერთ ცენტრში ალექსანდრიაში, II საუკუნეში უკვე
ჰყავდათ ეპისკოპოსი ეგვიპტეში, პირველმა მსოფლიო საეკლესიო ყრილობამ 325
წ რომისა და ანტიოქიის ეპარქიებს გაუთანასწორა.

ალილო – ალბათ ბიბლიურ ალილუიადან, ძველი ქართული ჭონა, ჯგუფური საშობაო


მიმოსვლა სოფლად, ალილოდ სიარული ქრისტეს სადიდებლად სამხმიანი
საწესო სიმღერა. შობის კვირაძალზე, კარდაკარ მოარული გუნდი რომ
ულოცავდა ყველას დღესასწაულს, უსურვებდა სიკეთეს, სიუხვეს,
ჯანმრთელობას, ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო, წისქვილს
პური დავარიგე ჩიტი ღობეზე შემოჯდა.

ალილუია – ძველებრაულად ადიდეთ უფალი, ქრისტიანული ეკლესიის


ღვთისმსახურების მისამღერი, მართლმადიდებელ ეკლესიაში სამგზის ან
შვიდგზის წარმოითქმის როგორც ღვთაებრივი სამების ყოველი წევრისადმი
მიმართული სადიდებელი, სიმბოლური, იუდაიზმში საზეიმო შემოძახილი
უფლისადმი, ალილუიაზე შექმნილია მრავალი მუსიკა.

ამაღლება – ქრისტიანული დღესასწაული, მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთერთი


ათორმეტთაგანი, აღინიშნება აღდგომის მეორმოცე დღეს, როცა მკვდრეთით
აღმდგარი იესო ხორცით ამაღლდა ზეცით და დაჯდა მარჯვენით მამისა, ასევე
ამბობს ლუკა ხოლო მათეს და იოანეს სახარებაში ამაზე არაფერია ნათქვამი,
საქმე მოციქულთა ზოგადად გვაუწყებს, რომ ამ 40 დღის განმავლობაში იესო

12
ეცხადებოდა მოწაფეებს, ლეგენდის წყაროდ თვლიან ძველ ფინიკიელთა,
ბერძენთა და იუდაისტური რელიგიების ანალოგიურ მოთხრობას ადონისი,
აგნი, მითრა, დიონისე, დღესასწაული დაკანონდა VI ს, მისი მიზანია
მორწმუნეთა დარწმუნება იმაში, რომ მათი ქომაგი იესო ზეცაშია და ერკვევა
ყოველ მიწიერ საქმეში, ქება, დიდება, ჯვართამაღლება.

ამბიონი – ბერძნ. ულად ამბონ, ზმნიდან ასვლა, ამაღლება, სამქადაგებლო საფსალმუნე


ამაღლებული ადგილი ე წ აღსავლის კარების წინ, საკურთხევლის გზაზე სადაც
იკითხება სახარება და სრულდება ქადაგება მართლმადიდებლურ ეკლესიაში,
ამბიონიდან ქადაგებსო, ირონიული მნიშვნელობით.

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია – ყველაზე ახალგაზრდა ავტოკეფალური


მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებლურ
ეკლესიად 1970 წ მიენიჭა ავტოკეფალია თუმცა არსებობდა 1793 წლიდან როცა
ალასკაზე სინოდმა მისია დააარსა, მერე მეფის მთავრობამ ალასკა ამერიკას
მიჰყიდა, მისიის ცენტრმა გადაინაცვლა სან – ფრანცისკოში, იქიდან ნიუ –
იორკში, სადაც დღესაც მისი ცენტრია, ჰყავს მიტროპოლიტი, აქვს 9 ეპარქია,
350 მრევლი, ჩრდილო დასამხრეთ ამერიკაში, აქვს კავშირი რუსეთის
მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, წევრია მსოფლიო საბჭოსი
თხუთმეტთაგანი.

ამინ – ებრაულად ჭეშმარიტად, სწორად, ღვთისადმი ერთგულების სიმბოლო, სიტყვა


იხმარება ქრისტიანული ლოცვების დასასრულს, მიუხედავად იმისა
ჭეშმარიტად სწამთ მორწმუნეებს ნათქვამი თუ არა.

ამულეტი – არაბულად ჰამალა, ტარება, ავგაროზი ნივთი, რომელიც თითქოს


ჯადოსნური ძალითაა აღჭურვილი და უნარი აქვს ზებუნებრივი მფარველობა
გაუწიოს მის მფლობელს, არ გააკაროს სენი და ხიფათი, მიანიჭოს სხვა
ადამიანებზე და ბუნების მოვლენებზე ბატონობის უნარი, აარიდოს ბოროტი
ჯადო და ა. შ., ასეთ მისტიკური თილისმის რწმენა ბერძნ. ულად ტელესმა –
ჯადო მოდის უძველეს ხალხთა ფეტიშიზმისა და ანიმიზმის ჟამიდან,
შენარჩუნებულია დღემდე, გახვრეტილი ქვა, ნიჟარა, ჯვარი.

ანაბაპტისტები – ბერძნ. ულად ანაბაპტიზო – ისევ ჩავყვინთავ, ხელახლა ვნათლავ,


ქრისტიანული ძმები და დები რეფორმაციის გლეხურ – პოლებეური შტოს
წევრები, მოითხოვდნენ არა მარტო რელიგიურ არამედ სამოქალაქო
თანასწორობასაც, ბიბლიის სწორად გაგების აუცილებელ პირობად მიაჩნდათ
13
სულიწმინდის მოვლინება, სწამდათ მეორედ მოსვლა ქრისტეს მეორედ
გამოცხადების გაგებით და ქრისტეს ათასწლოვანი მეუფება, ისინი უარყოფდნენ
ადამიანთა წინასწარგანგებას და ფატალური ცოდვის კითხვას, სწამდათ რომ
ადამიანმა თვითონვე უნდა. შეცვალოს თავის ბედი, უარყოფდნენ ნათლობას
ადრეულ ბავშვობაში, რაც ეწინააღმდეგებაო პირადი სარწმუნოებით
პიროვვნების ხსნას და მოითხოვდნენ ნათლობას მხოლოდ მოზრდილი, ჭკუაში
ჩამდგარი ადამიანებისას, მათ მოუხდათ I თაობის მეორედ მონათვლა, ამიტომ
ეწოდათ გადანათლულნი, მათი რეოლუციური ფრთა ითხოვდა თანაბარ
მომთხოვნელობის პრინციპს კომუნიზმის სახით რისთვისაც მათ უწყალოდ
ანადგურებდნენ, ანაბაპტისტური მოძრაობა გაძლიერდა გერმანიაში,
მორავიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში XVI ს 30 – ანი წლებიდან შუა წლებიდან
კი არსებობა. შეწყვიტა და დაიშალა სექტებად, I ნათლობა 1525 წ მეთაური
თომას მიუნცერი, 1529 წ რაიხსტაგმა სიკვდილის მუქარით აკრძალა, დღეს
ნენუნიტების სახით ევროპაში 100 000 ანაბაპტისტია.

ანათემა – ბერძნ. ულად ანას – შორს, ტითეის – დაყენება, საეკლესიო დაწყევლა,


შეჩვენება, განკვეთა, უდიდესი სასჯელი საქრისტიანოში უფლის სახელით,
წყრომა რომლის წინაშეც თვით იმპერატორები ცახცახებდნენ, ანათემის
გამოტანის უფლება ჰქონდა საეკლესიო კრებას, კათოლიკურ სამყაროში პაპს,
იყო დაშინების საშუალება, რელიგიური ფანატიზმის გაღვივების ღონისძიება,
ანათემა გამოუცხადეს სპინოზას, რაზინს, პუგაჩოვს, მრავალ მეცნიერს,
მოღვაწეს, 1918 წ პატრიარქმა ტიხონმა ანათემა გამოუცხადა საბჭოთა
წყობილებას, ამჟამად ანათემას მიმართავს ვატიკანი.

ანალოი – ანალოგი ახ ბერძნ. ულით ანალოგიონ, დახრილი მაგიდა, პატარა მაგიდა


ღვთისმსახურების დროს ხატის დასასვენებლად ან ახლადშეუღლებულთა.
შემოსასვლელად საეკლესიო წესით.

ანაფორა – ბერძნ. ულად ანაფერო ზევოთ კვლავ ვატარებ, ტალეკარტი სამღვდელო


ფართოსახელოებიანი ზედა სამოსი, რუსულად ომფორ, რიასა.

ანაფორანაკურთხი ბერი – ანაფორიანი ბერი ღვთისმსახურების შესრულებას


მოკლებული.

ანგელოზები – ბერძნ. ულად აქგელოს, ლათინურად ანგელოს მაცნე, შიკრიკი, ციური


არსებები, შუამავლები ღმერთსა და ადამიანებს შორის, ზებუნებრივი, უხილავი
სამყაროს უხორცო ფრთოსანი ბინადარნი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და
14
ისლამში, ანგელოზების რწმენა არაფრით განსხვავდება წარმართული
რწმენისაგან, რაც ანიმიზმის ჟამიდან იღებს სათავეს, აღიარებს კეთილსა და
ბოროტ სულებს დემონებს და ა. შ., ზოგ რელიგიაში შემორჩენილია რწმენა
დამხობილ ანგელოზებზე, სატანის მსახურებზე, ქაჯებზე, დემონებზე,
რომელთა წინაშეც ცახცახებდნენ ცრუმორწმუნეთა თაობები, ციდან
გადმოგდებული მეამბოხე სატანა, ანგელოსთა წვიმა, კერიის ანგელოზი,
მფარველი ანგელოზი და სხვა, გადატანით კეთილ ადამიანზე, სახლის
ანგელოზი ყოველი სახლის მფარველი ფშავში, სვანეთში და სხვა, ანგელოზებია
სერაფიმები, ქერუბიმები, მთავარანგელოზი, 9 საფეხური.

ანგელოზობა – ყველიერის შაბათის დღეობა, ამ დღეს თითქოს სოფლად ანგელოზი


ჩამოივლის და მხარზე აჯდება ყველას, ამ დღეს ხალხი უქმობდა.

ანგლიკანური ეკლესია – ერთერთი პროტესტანტული ეკლესია რომელმაც ბევრი რამ


შეინარჩუნა რომაულ – კათოლიკური ეკლესიისა, ესაა ინგლისის ოფიციალური
ეკლესია, კულტითა და ორგანიზაციით ძლიერ მახლობელი კათოლიციზმთან,
წარმოიქმნა რეფორმაციის შედეგად XVI ს, 1534 წ პარლამენტმა უზენაესობის
აქტით მეფე ჰენრიხ VIII გამოაცხადა ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად,
ვატიკანთან კავშირი გაწყდა, მონასტრები დაკეტეს, სამონასტრო მიწები
ჩამოართვეს, ხატები და წმინდა ნაწილები დაწვეს, 1549 წ შემოიღეს ახალი
ლოცვანი, გაუქმდა სასულიერო წოდების უქორწინობა, 1571 წ დამტკიცდა
ოცდაცხრამეტმუხლიანი სიმბოლო სარწმუნოებისა ანგლიკანთათვის,
ანგლიკანობაში ეკლექტიკურად გაერთიანდა პირადი სარწმუნოების ხსნის
დოგმატი, პროტესტანტული და ეკლესიის მხსნელი ძალის დოგმატი
კათოლიკური, შენარჩუნებულ იქნა საეკლესიო იერარქია და სამღვდელოების
მდიდრული შემოსილობა, ღვთისმსახურების ფუფუნებასთან ერთად,
ეპისკოპოსებს ნიშნავს პარლამენტის კომიტეტი საეკლესიო საქმეებში, დღესაც
არსებობს 2 საეკლესიო პროვინცია კენტერბერიისა და იორკის, პრიმასის
უფლებით კენტერბერიისა სარგებლობს, ამერიკაში, ირლანდიაში,
შოტლანდიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში არსებობს
დამოუკიდებელი ანგლიკანური ეკლესიები, ეპისკოპოსთა საერთო საკრებულო
ათ წელიწადში ერთხელ იმართება.

ანგლო – კათოლიციზმი – მიმართულება ანგლიკანურ ეკლესიაში რომლის მიზანია


კათოლიციზმთან მეტი სიახლოვე, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობა XVII –

15
XVIII საუკუნეებიდან, მიზანი ეკლესიის ძველი პრივილეგირებული
მდგომარეობის შენარჩუნება.

ანდრია – ბერძნ. ულად ანდრეას, ქრისტეს ერთერთი მოციქული, პეტრეს ძმა, მეთევზე,
პირველი მიიწვია ქრისტემ რისთვისაც ეწოდა პირველწოდებული, იყო მცოდნე
და მჭერმეტყველი, ქადაგებდა მაცხოვრის მოძღვრებას ბალკანეთში,
სკვითებთან, შავი ზღვის სანაპიროზე, რომის მაგისტრატმა ჯვარს აცვა ჯვრის
ფორმის ძელზე ანდრიას ჯვარი – საეკლესიო გადმოცემით ანდრიამ მოიარა
საქართველო კლარჯეთი, სამცხე, ქართლი, სვანეთი, დიდი აჭარა, აფხაზეთი,
ოვსეთი, გაუვლია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, პონტოდან ნიკოფსიამდე
სადაც დაუტოვებია მოციქული სიმონ კანანელი, ყოფილა ტრაპიზონშიც,
ჩამოუტანია სიმონთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ჯვარზეც
განაგრძო ქადაგება 60 წ, ღვთის განგებით საქართველოში ჩამოსულ ანდრიას
ხსენების დღეა 30 ოქტომბერი.

ანდერძის აგება – წესის აგება.

ანთროპოგენეზი – ბერძნ. ულად ანთროპოს ადამიანი, გენეზის – შობა, წარმოშობა,


ლათინურად ჰომინიზაცია, გაადამიანება, ადამიანის წარმოშობა და
ჩამოყალიბება, თანამედროვე მონაცემებით რომელიც სრულიად უარყოფენ
მითიურ ვერსიებს ღმერთის მიერ თიხისაგან გამოძერწისა და სხვა, ესაა
უზარმაზარი მონაკვეთი დროისა, რასაც ზოგადად 2, 5 – – 3 მილიონი წლით
საზღვრავენ, პრიმიტიული კულტურის I ნიშნები ჩნდება დაახლოებით 3
მილიონი წლის წინ, დარვინისა და ჰექსლის შემდეგ საბოლოოდ დამტკიცდა,
რომ ადამიანი წარმოშობილია ხანგრძლივი განვითარების გზით
ცხოველებისაგან, კერძოდ უმაღლესი განვითარების მაიმუნების პრიმატებისაგან
ან მათი მონათესავე საერთო წინაპრისაგან, მაიმუნთა ნათესაობა მტკიცდება
პალეოანთროპოლოგიური, პალეონტოლოგიური, ემბრიოლოგიური,
ფიზიოლოგიური, შედარებითი ანატომიის მონაცემებით, მაგრამ დარვინის
ევოლუციური თეორიით ბუნებრივი შერჩევის კანონის აღმოჩენის შემდეგაც
გაურკვეველი რჩებოდა საკითხი თუ საიდან, როგორ მოხდა ადამიანის
ჩამოყალიბება მოაზროვნე ცხოველად, ენგელსმა დაამტკიცა, რომ შრომამ შექმნა
ადამიანი, ახალი მეცნიერული მონაცემები აყენებენ ჰიპოთეზას, რომ ამ
პროცესში გარკვეული როლი ითამაშა რადიოაქტიურმა გამოსხივებებმა,
მაგალითად აღმოსავლეთ აფრიკაში მიგნებულია უძველეს ადამიანთა
საცხოვრისი და მარტივი იარაღები, როცა დასავლეთ ნაწილში იგივე არსებები
16
პრიმატები იგივე დონეზე დარჩნენ, რაზედაც მილიონი წლების წინ ყოფილან,
აღმოსავლეთ აფრიკაში ვულკანური არეალია და გამოსხივება უფრო აქტიურს
ხდიდა ტვინის მოქმედებას, ამით ფართოვდება არე მაიმუნის გაადამიანების
ამხსნელი ფაქტორებისა, ნახევრადმაიმუნების პროზიმნიის და მაიმუნების
ანთროპოიდების მომდევნო საფეხურებია ჰომინიდებად წოდებულ წინაპართა
განვითარება, სად მოხდა პირველ ადამიანთა წარმოშობა მაინც გაურკვეველია,
თუმცა არქეოლოგიური და პალეოანთროპოლოგიის მონაცემები მეტს ამბობენ
აღმოსავლეთ აფრიკის სასარგებლოდ, ასახელებენ სამხრეთ – აღმოსავლეთ
აზიასაც, ადამიანის მსგავსი ავსტრალოპითეკები მსოფლიოს მრავალ მხარეში
ცხოვრობდნენ 2 მილიონი წლის წინ, ორ ფეხზე დადიოდნენ, ნადირობდნენ,
ჰქონდათ შედარებით უფრო განვითარებული ტვინი, დროთა განმავლობაში მათ
გამოეყო უფრო განვითარებული ფორმის არსება, რომელმაც დაიწყო
პრიმიტიული იარაღების კეთება ქვის, ხის კაჟის, ეს იყო ჰომოჰაბილისი, მარჯვე
უნარიანი ადამიანი რასაც თვლიან უძველეს ადამიანად, მისი იარაღები
აღმოაჩინა 1960 წ ინგლისელმა არქეოლოგმა ლიკიმ ოლდოვაის ხეობაში,
აღმოსავლეთი აფრიკა, ტანზანია, სპეციალური მეთოდით იანგარიშეს მისი
ასაკი 1750 – 1850 ათასი წელი, ანუ 1, 5 – 2 მილიონამდე, კენიაში აღმოაჩინეს 2, 6
მილიონი წლის იარაღები, საქმე გვაქვს ავსტრალოპითეკის განვითარებულ
შთამომავალთან, ზოგი უძველეს ადამიანს ეძახის ჰომოსაპიენსს, მაგრამ
აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ წინარეადამიანია, ინსტიქტურად აკეთებს
იარაღებს, უფრო განვითარებულ ადამიანებად ითვლებიან, იაველი
პითეკანთროპი ანუ იავანთროპი 500 000 – მილიონი წლის წინ, ჩადანთროპი 1
მილიონი შუა აფრიკა, ჰაიდელბერგელი 500 000 შუა ევროპა, ოლდოველი
პითეკანთროპი დაახლოებით ასევე, აფრიკა 2 მილიონზე ნაკლები ხნისა
სხვაგვარად ჰომინიდი ავასტრალოპითეკის ტიპისა 30 – 40 მეტრის სიღრმეში
ვულკანის ფერფლში და. შლამში, ლიკი 40 წელი სიკვდილამდე თხრიდა
აფრიკის მიწას და II ტიპიც აღმოაჩინა, სახელოვანმა მკვლევარებმა ცოლ – ქმარმა
ლიკიმ სახელი გაუთქვეს ოლდოვაის ხეობასაც და მის მარჯვე ადამიანსაც
ჰომინიდ ჰომოჰაბილისს, რითაც ადამიანის გაჩენის ვადა იქით გადასწიეს,
აღსანიშნავია აღმოსავლეთ აზიის სინანთროპიც 300 000 წ, შემდეგ
ნეანდერტალელი 150 – 200 000 წლისა, შედარებით უფრო განვითარებული
ტვინით, რომელიც ბევრად არ განსხვავდება თანამედროვე ადამიანის
ტვინისაგან, შესაძლოა მას რაღაც გვაროვნული წყობის ნაშთიც გააჩნდა,
კლანიდან ჯოგიდან იქმნებოდა საზოგადოება, მისი განვითარებული სახეა
ჰომოსაპიენს, ლათინურად ბრძენი, გონიერი ადამიანი, შერწყმათა ამ
17
მრავალმილიონიან მეცნიერულ პერიოდში არჩევენ სამ მთავარ ეტაპს, I
არქანთროპები, უძველესი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ 3 – 2, 5
მილიონ 300 000 წლის წინ ოლდოვაის კაცი, პითეკანთროპი, პეკინის კაცი, II
პალეოანთროპოსები, ძველი ადამიანები 300 00 – 40 000 წლის წინანდელნი,
ნეანდერტალელნი სხვადასხვა ტიპისა, ჰომოსაპიენსის გადაშენებული სახეობა,
III ნეოანთროპოსები – ახალი ადამიანები, ჰომოსაპიენს ახლანდელი ადამიანის
უშუალო წინაპარი, რომლის ფორმირებას ვარაუდობენ 40 ათასი 30 ათასი წლის
წინ, მისი ნაშთები აღმოჩენილია კრომანიონის გამოქვაბულში საფრანგეთში 1868
წ ეწოდა კრომანიონი, ამრიგად დგება ასეთი სქემა ავსტრალოპითეკი და
პარანთროპუსი რამოპითეკის მსგავსი, მათი მონათესავე ჰომოჰაბილის 2
მილიონი წელი, ჰომოერექტუს ჰაიდელბერგელი ჰომოკაფესტის 1 მილიონი
წელი, ჰომოერექტის ერექტის, მავრიტანიკუს 500 ათასი წელი, ჰომოერექტუს
პეკინენსის პეკინის კაცი 500 ათასი, ჰომოსაპიენსი გონიერი 100 ათასი, ჰომო
საპიენს ნეანდერთალესი 100 ათასი, ჰომოსაპიენს – საპიენს 30 – 40 ათასი, მთელი
ამ დიიდი ციკლის მიღმა ვარაუდობენ წინაპართა ისეთ ტიპებს როგორიცაა
პროკონსული, რამაპითეკი, ტონგიდები 25 – 3 მილიონი, ამჟამად ადამიანმა
მიაღწია განვითარების უმაღლეს ფორმას და ბუნებრივი შერჩევით მისი
განვითარება დასრულებულია, თავს იჩენს მხოლოდ ახალი საფრთხე, რომ
თავის უნივერსალური გონების მონაპოვრით არ დაასრულოს თავისი არსებობა,
ადამიანი ცხოველთა სამყაროს ადვილად გამოეყო შრომის შემწეობით, რასაც
საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა და ქმნიდა ადამიანს როგორც
საზოგადოებრივ არსებას, ბუნების ყველაზე უფრო სრულყოფილ ქმნილებას
სოციალურად, გონებრივად და ზნეობრივად დასრულებულ მეუფეს, ეს
მეცნიერული პროცესი დღესაც დასტურდება ახალი ანთროპოლოგიურ –
არქეოლოგიური, ენათმეცნიერული და სხვა მონაცემებით.

ანთროპომორფიზმი – ბერძნ. ულად ანთროპოს – ადამიანი, ნორთე – ფორმა, ბუნების


მოვლენების, აგრეთვე წარმოსახვით ფანტასტიკური, ზებუნებრივი არსებების
ღმერთების, ბოროტ და კეთილ სულთა დემონთა მიმსგავსება ადამიანთან, როცა
ადამიანს წარმოდგენებში თუ ხელოვნებაში თავისი გარეგნობა გადააქვს
ზებუნებრივ არსებებზე, ანგელოსთა, ქაჯთა, ფერიების და ა. შ სახით,
განსაკუთრებით ცნობილია ანთროპომორფული ღვთაებები ეგვიპტურ მითებში,
სადაც ღმერთებს ადამიანის, ცხოველთა, ფრინველთა სახე ჰქონდა.

18
ანთროპოპათიზმი – ბერძნ. ულად ანთროპოს – ადამიანი, პათოს – ჟინი, ვნება,
ადამიანის ბუნევრივი მიდრეკილება ბუნების გაადამიანურებისაკენ, ე. ი. გარემო
ბუნებაში ადამიანის უნარისა და თვისებების ხილვა, ბურჟუაზიულ
რელიგიათმცოდნეობაში ესაა რელიგიური მსოფლმხედველობის ფორმა,
სინამდვილეში ეს რელიგიამდელი მოვლენაა, ზებუნებრიობის გაგებას ის არ
შეიცავდა, იყო ბუნებაზე წარმოდგენის უმარტივესი ხერხიც, ტერმინი შემოიღო
გერმანელმა მეცნიერმა. შვიცემ XIX ს, ენათესავება ფეტიშიზმის,
ანთროპომორფიზმის განსახიერების პერსონიფიკაციის ცნებებს.

ანთროპოსოფია – ბერძნ. ულად ანთროპოს – ადამიანი, სოფია – სბრძნე, მისტიკური


მოძღვრება ადამიანზე, რომელსაც თითქოს შინაგანი ღვთაებრივი უნარის
გახსნით შეეძლოს ბუნებაზე ბატონობა, I მსოფლიო ომის დროს გამოეყო
თეოსოფიას, ჰყავს მიმდევრები ა. შ შ – ში, გერმანიაში, საფრანგეთში.

ანთროპოცენტრიზმი – ბერძნ. Antropos – ადამიანი, Centrum – ცენტრი, რელიგიურ-


ფილოსოფიური იდეალისტური შეხედულება ადამიანზე, როგორც სამყაროს
წყობის ცენტრსა და საბოლოო მიზანზე ისევე როგორც სტელეოლოგია
მოძღვრება მიზანზე ამტკიცებს, რომ დასაბამითვე არსებობს ადამიანის
მიღმური, წინასწარდადგენილი მიზანმიმართებითი ობიექტური ძალა, რომლის
მიზანი და. შუაგულია ადამიანის ფენომენი, ბრუნოს, კოპერნიკის, გალილეის,
დარვინის, აინშტაინის, პავლოვის და სხვათა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა
ნიადაგი გამოაცალეს ასეთი მოძღვრების არსს, განსაკუთრებით
ღრმადგანვითარებულ იუდაისტურ, ქრისტიანულ და ისლამის რელიგიების
კოსმოგონიურ თვალსაზრისებში.

ანიმატიზმი – ლათინურად Animatus – გაცოცხლებული, გასულიერებული, ყოველი


რელიგიისთვის დამახასიათებელი უძველესი წარმოდგენა ბუნების
გაუპიროვნებელ ძალაზე, რომლის წყალობითაც თითქოს ხდება უხვი მოსავლის
მოწევა, პირუტყვის გამრავლება, წარმატება ნადირობაში, თევზაობაში,
ბრძოლაში თუ შრომაში, ინდიელთა, ესკიმოსთა და სხვა ხალხთა რწმენით, ეს
ძალა არაა დაპიროვნებული, მაგრამ ჩანს არის უძველესი ცდა სამყაროს ერთ
მთლიანობაში გააზრებისა.

ანიმიზმი – ლათინურად ანიმუს, ანიმა – სული, სულთა უსხეულოთა რწმენა,


რელიგიის მინიმუმი როგორც უწოდა ინგლისელმა ეთნოგრაფმა ედუარდ
ტეილორმა, ანიმისტური თეორიის ფუძემდებელმა, ის დღემდეა. შემორჩენილი

19
მსოფლიოს რელიგიებში, მათ შორის ქრისტიანობაში მადლის, წყალობის მიწერა
ვინმეზე ან რამეზე, დაახლოებით იგივე რაც პოლინეზიელთა და აფრიკელთა
რწმენით არის მანა, სულთა სიმრავლე ბუნებაში განუზომელია, ამას ემატება
მიცვალებულთა სულები, სტიქიის განსახიერებანი, კეთილი, ბოროტი, მავნე,
მოწყალე, უხორცო, ხორციელი.

ანისიმოველები – რელიგიური სექტა, არამსმელთა სახესხვაობა, მათი მოთავე ანისიმ


სმირნოვი 20 – ან წლებში პეტროგრადში ქადაგებდა სმაზე და თამბაქოს წევაზე
ხელის აღებას და ამ სასარგებლო ქადაგებას თავისებურად უთავსებდა.
შარლატანურ სცენებს, რამაც დანაშაულებრივ მოქმედებამდე მიიყვანა, 1925 წ
გაასამართლეს დანაშაული აღიარა, სექტა დაიშალა თუმცა ამ ახალ ქრისტეს
ცალკეული მიმდევრები დღესაც ჰყავს.

ანტიკლერიკალიზმი – საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია რელიგიისა და


ეკლესიისაგან პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების, განათლების,
მეცნიერების, კულტურის გამოყოფა, განთავისუფლება ყოველგვარი
რელიგიური ტყვეობისაგან, კლერიკალიზმს ებრძვიან სხვადასხვა რწმენისა და
ფილოსოფიური შეხედულების მქონე ადამიანები, თვით მორწმუნეები,
რომელთა აზრითაც კლერიკალიზმი მხოლოდ ცალკეული ჯგუფების,
რეაქციონერების მიერ რელიგიის ბოროტად გამოყენების შედეგია, ამიტომაც მის
წინააღმდეგ ნამდვილი უკომპრომისო ბრძოლა წარმოებს.

ანტიმინსი – ბერძნ. ულად სატრაპეზო, კოდიკი, გარდამოხსნა, სატრაპეზო ოთკუთხა


ქსოვილი ქრისტეს გარდამოხსნის გამოსახულებით, ოდიკი.

ანტიოქიის ეკლესია – ავტოკეფალური, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია,


თავისუფლება მიიღო III ს არაბეთის, სირიის, ფინიკიის, კილიკიის, კვიპროსის
ეკლესიების გაერთიანება, აქვს 3 საეგზარქოსო, ავსტრალიის, მექსიკის, ჩილის,
18 ეპარქია, ცენტრი დამასკო, სირია, აერთიანებს 1 მილიონ მორწმუნეს.

ანტიპაპი – ლათ ანტიპაპა, კათოლიკური ეკლესიის ის მეთაურები რომელსაც ეკლესია


არ ცნობს და მხოლოდ ასახელებენ, ისიც ფრჩხილებში, სულ დაახლოებით 300
პაპია, პირველ პაპად ითვლება პეტრე მოციქული, აქედან 27 უკანონოდ,
ანტიპაპად ითვლება, ზოგის არჩევა ჩაითვალა არასწორად, ზოგმა გასამრჯელო
მიიღო და ტახტზე უარი განაცხადა, ზოგიც რომელიმე ხელმწიფის
მფარველობით სარგებლობდა, საკუთარი კარი გაიჩინა და ფაქტიურად განუდგა
ეკლესიას, თუმცა ეს რომ კრიტერიუმად გაეხადათ ყველაზე უფრო ცოდვილი
20
ცინიკოსი და გახრწნილი ბალთაზარ კოსაზე იყო იოანე XXIII, ინოკენტი VII,
ალექსანდრე VI, I ანტიპაპი იყო წმ იპოლიტე 217 – 235 წ, უკანასკნელი ფელიქს V
1439 – 1449 წ, მათ შორის ბატონობდნენ ნოვაციანი, ფელიქს II, დამასი I,
ლავრენტი და სხვები.

ანტიფონი – ბერძნ. ულად – შეპასუხება, ცისკრის ლოცვაზე იბაკოს შემდეგ წასაკითხავი


რამდენიმემუხლიანი ლოცვა, გალობა აღსავალთა, რასაც ბანს აძლევდნენ II
კლიროსში, აღსავლები.

ანტიქრისტე – ქრისტეს მოწინააღმდეგე იოანე ღვთისმეტყველის მიხედვით, რომელიც


დაკავშირებულია სამყაროს აღსასრულის, წარღვნის და ქრისტეს მეორედ
მოსვლის, გამოცხადების კოსმიურ მოვლენასთან, იოანეს გამოცხადებაში
აღწერილია საზარელი მხეცი, რომელიც თითქოს ქვეყნიერებას მოევლინა
ყოველნაირი შეცოდების,

გარყვნილების, წმინდანთა დევნისა და უკანონობისათვის, “ვინ არს მსგავსი მხეცისა


ამის, ვინ შემძლებელ არს ბრძოლად ამისა და მიეცა მას ხელმწიფება ყოფად
ბრძოლისა ორმეოც და ორი თვე, ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და
წარმართცასა” ხანმოკლე მეუფება ანტიქრისტესი დასრულდებაო ქრისტეს
გამოცხადებით და ბოროტების დათრგუნვით, მითს საფუძვლად უნდა
დასდებოდა რომაელთა რწმენა იმპერატორ ნერონის მეორედ გამოცხადებაზე,
რაც შემდეგ ანტიქრისტეზე გადაიტანეს და გამოიყენეს რელიგიური ფანატიზმის
გასაღვივებლად, XIII ს პაპმა გრიგოლ IX – მ ანტიქრისტე უწოდა ფრიდრიხ II – ს,
რეფორმაციის ეპოქაში პაპი და ლუთერი ერთიმეორეს ანტიქრისტეს ეძახდნენ,
განხეთქილების ლიდერი ამბაკო ამბობდა “მეფე და პატრიარქი ანტიქრისტეს 2
რქა არისო” გამოცხადებაში ლაპარაკია სხვა მხეცზე რომელსაც ჰქონდა რქანი
ორნი მსგავსი კრავისა და ზრახვიდა ვითარცა ვეშაპი, რუსეთის
მართლმადიდებელთა მეთაურრებმა გაავრცელეს ხმა რომ ანტიქრისტე პეტრე
დიდის სახით გამოცხადდა, 1918 წ კი პატრიარქმა ტიხონმა საბჭოთა
ხელისუფლება ანტიქრისტეს განსახიერებად გამოაცხადა, საძულველი
ურწმუნო, სასტიკი ადამიანი, ტირანი.

აპოკალიფსი – იხილეთ გამოცხადება.

აპოკრიფები – ბერძნ. ულად აპოკრიფოს საიდუმლო, დაფარული, ძველი და ახალი


აღთქმის ბიბლიის სახარების ის წიგნები რომელსაც ეკლესია ცრუ და მავნე
ნასხვაურებად აცხადებს და კრძალავს გამოყენებას, შინაარსით არსებითად არ
21
განსხვავდებიან საღმრთო წერილისაგან, მაგრამ მათთან ბრძოლაში
გამოვლინდა. შეურიგებელი ბრძოლა საეკლესიო დაჯგუფებებს შორის, უფრო
ძლიერი დაჯგუფება ერეტიკოსებად აცხადებდა მოწინააღმდეგეებს მათ
წიგნებსაც აპოკრიფულს უწოდებდა, ძველი აღთქმის კანონიზაციის დროს
რამდენიმე ათეული წიგნი გამოცხადდა აპოკრიფად, მათი უმეტესობა
ისტორიულად და ლიტერატურულად ცხადია საინტერესო დაიკარგა, 1947 წ
მკვდარი ზღვის გამოქვაბულებში ნახეს ზოგიერთის ფრაგმენტები, დევნის
დროს გადანახული ნაწილები, ე წ კუმრანის ხელნაწერები, ახალი აღთქმის
კანონიზაციის შედეგად ლაოდიკეს საეკლესიო ყრილობამ 364 წ აპოკრიფულად
გამოაცხადა დაახლოებით 30 სახარება, 10 გამოცხადება, ეპისტოლენი, საქმე
მოციქულთა და სხვა, არც ახალი აღთქმის აპოკრიფები შემონახულა, უმეტესობა
დაკარგულია, რელიგიური დევნის შედეგად განადგურდა იშვიათი
ხელნაწერები, შემორჩა მხოლოდ მამათა თხხზულებების ციტატების სახით, 1956
წ ეგვიპტეში ნახეს ზოგი ნიმუში, დაახლოებით 70 აპოკრიფიდან შემონახულია
30, ძველი აღთქმის აპოკრიფებია, 1 ეზრას წიგნი, ტობია, ივდითი, სიბრძნე
სოლომონისა, ისუ ზირაქის სიბრძნე, ბარუქის წიგნი, იერემიას ეპისტოლე,
ეზრას აპოკალიფსისი, I, II, III მაკაბელთა, იობის და ზოგ სხვა წიგნთა
ნაწილები, II რიგის აპოკრიფებად ითვლებიან ადამ და ევას ცხონება, ენოქის
წიგნი და სხვა, ქრისტიანული ეკლესიისათვის სექტანტის მიზეზით ითარგმნა
როგორც კანონიკური ასევე არაკანონიკური წიგნებიც, ასევე ითარგმნა ბიბლია
სრულად ქართულ ენაზეც, ქართულს აპოკრიფების თარგმანის უძველესი
ტრადიცია აქვს, მხოლოდ ქართულ თარგმანშია. შემონახული ტობიას წიგნის 1
ვერსია, ახალი აღთქმის ზოგი ნაწილი, სათმენის ს ფრაგმენტები და სხვა, უკვე
გვქონია V – VI ს ხანმეტ პალიმფსესტებში შემონახულია წმ გიორგის
დადიანისეული ცხოვრება, ლიტერატურაში ცნობილია ზოგი ორიგინალური
აპოკრიფული ცხოვრება, ნებროთის, ქრისტეს კვართის ამბები, თარგმნიდნენ ლ
მროველი, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ცნობილი იყო ტერმინებით
განკანონებული და განუკანონებელი, ეს საკითხი უკვლევიათ მარს,
ხახანაშვილს, ჯავახიშვილს, კეკელიძეს, ქურციკიძეს, ბარამიძეს.

აპოლოგეტები – I ქრისტიანი მწერლები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველნი,


რომლებიც ამტკიცებდნენ ქრისტეს მოძღვრების ყოველნაირ სიკეთეს,
ათანხმებდნენ ანტიკურ ფილოსოფოსთა მოძღვრებებთან, მთავარი
აპოლოგეტები იყვნენ იუსტინი გარდ 165 წ დაწერა აპოლოგია, ათანაგორე
შემდეგ ტერტულიანე 155 – 220 წ, რომელიც ქადაგებდა ასკეტიზმს, მისი თქმაა
22
“მწამს რადგან აფსურდია ე. ი. ქრისტიანული დოგმები უნდა იწამოთ თუნდაც
უაზრობად გეჩვენოთ.

აპოლოგეტიკა – ბერძნ. ულად გეტიკოს – დამცველი, თეოლოგიის დარგი, ძირითადი


ღვთისმეტყველება, რომლის მთავარი მიზანია ქრისტიანული რელიგიის დაცვა
ათეიზმისა და მატერიალიზმისაგან შეიქმნა ქრისტიანობის პირველ
საუკუნეებში, I აპოლოგეტების ეკლესიის მამების ნაშრომები ამტკიცებდნენ ამ
რელიგიის უპირატესობას, ჰუმანურობას, პროგრესულ ხასიათს ყველა სხვა
რელიგიასთან შედარებით და ებრძოდნენ მწვალებლებს, განდგომილებს,
იუდაიზმს, ქრისტიანთა. შემავიწროვებელ იმპერატორებს, მას შემდეგ რაც
რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და
აპოლოგეტიკის მიზნად იქცა ბრძოლა ერესთან, ამჟამად ცდილობს შეეგუოს
ახალ ვითარებას და კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ შეუძლებელია
სამართლიანობის, წმინდა ზნეობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება
ჭეშმარიტი რელიგიის გარეშე, მატერიალიზმის საწინააღმდეგო პოზიცია
უჭირავთ მეცნიერებასა და ფილოსოფიასთან დამოკიდებულებაში, აპოლოგიები
იწერებოდა II – III საუკუნეებში აპოლოგეტები.

აპოსტოლი – ბერძნ. ულად გზავნილი, მოციქული.

არბობა, ატოცობა – გიორგობა 15 – 18 აგვისტო.

არიანობა, არიანელობა, არიოზელობა – ქრისტიანობის ერთერთი მიმდინარეობა IV – VI


ს რომლის დამფუძნებელია

ალექსანდრიელი, ეგვიპტელი მღვდელი არიოზი გარდ 336 წ, საფუძველი ჩაეყარა 318 წ,


არიოზო, არიოზი ამტკიცებდა რომ მამა ღმერთი მარად არსებობდა, ქრისტე კი
არარაობიდან იშვა, უზენაესი, უბრწყინვალესი ქმნილებაა, იგივე ადამიანია
თავისი სიკეთით რომ ღმერთს გაუტოლდა, მაგრამ ადამიანური საწყისი
ჭარბობს, ამით უარყოფდა მთავარ ქრისტიანულ დოგმას მამისა და ძის
ერთარსებაზე, ცდილობდა დაეძლია წინააღმდეგობა იუდაიზმის
ერთღმერთიანობას და მონოთეიზმსა და ქრისტიანულ სამებას შორის,
მიმდინარეობა დაგმო ჯერ 320 წ ალექსანდრიის საეკლესიო კრებამ, მერე
კონსტანტინე დიდის მიერ მოწვეულმა ნიკეის კრებამ 325 წ, ბოლოს
კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებამ 381 წ, მაგრამ არიანობას მაინც ბევრი
მიმდევარი გაუჩნდა, მეტადრე ხელოსნებში, შემოინახეს გუთებმა,
ბურგუნდებმა, ვანდალებმა, ლანგობარდებმა, პოლონელი სოციმი XVI ს კი
23
ქადაგებდა სოციმიანობა, განსაკუთრებით მკაცრად ილაშქრებდა არიანობის
წინააღმდეგ დიდი ალექსანდრიელი ღვთისმეტყველი, მართლმადიდებლობის
მამად წოდებული ათანასე გარდ 373 წ.

არმაგედონი – დამახინჯებული ებრაული სიტყვებიდან ჰარმ გიდდონ, ქალაქი მეგიდას


მთასთან სადაც ხდებოდა ხშირი საბრძოლო შეტაკებები, ადგილი ჩრდილოეთ
პალესტინაში, სადაც იოანეს გამოცხადების მიხედვით უნდა მოხდეს
უკანასკნელი დიდი შეტაკება იაჰვეს, იეღოვას და სატანის ძალებისა და უნდა
მონაწილეობდეს ყველა მეფე, ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდეს ბაბილონის
მეძავი, დედაკაცი მჯდომარე მხეცსა ზედა წითელსა, რომელსა ედგნეს შვიდნი
თავი და ათნი რქანი, შვიდი თავი 7 მთაა და მეუფენი არიან შვიდნი და ათნი
იგი რქანი ათნი მეუფენი არიან, და ადგილსა მას ეწოდების ებრაელებრ
არმაგედო გამოცხადება იოანესი, ამ ბრძოლაში ბაბილონის მეძავი უნდა
მოკვდეს და. შეიჭამოს, რაც თავისებური სიმბოლიკაა ბოროტების ძლევისა,
მეორედ მოსვლისა, ქვეყნიერების ხსნისა და განახლებისა, სატანა დაემხობა და
იეღოვისტები გაიმარჯვებენო, ასეთია ამ ჩვენების შინაარსი.

არქეოლოგია – საეკლესიო, ბერძნ. ულად მოთხრობა ძველზე, რელიგიის დარგი,


რომლის მიზანია მეცნიერული არქეოლოგიის მისადაგებით ახსნას და
დაასაბუთოს ვითარება, ფონი, გარემო, ადათი, წესები, ისტორიის
ქრისტიანული გაგება, არქეოლოგიური მონაცემებით გაამართლოს ძველი და
ახალი აღთქმის მონაცემები, ამასთან ხდება მრავალი ფაქტის ფალსიფიკაცია,
მტელი მითქმა – მოთქმა აჟიოტაჟი გამოიწვია ახლახან თითქოს ქრისტეს
კვართის აღმოჩენამ ერთერთ სამარხში, ამაზე დაიწერა გამოკვლევები
სამეცნიერო პრესაში, შეიქმნა ავტორიტეტული სამეცნიერო კომისიები, ჩატარდა
სისხლის ლაქების ანალიზი, ქსოვილის გამოკვლევა და ა. შ., განსაკუთრებით
ფართო ხასიათი მიიღო ბიბლიური არქეოლოგიის მუშაობამ XIX ს I ნახევრიდან
გამოიყო დიდი თანხები არქეოლოგიური კვლევა – ძიებისათვის ბიბლიურ
ადგილებში პალესტინაში და სხვა, აღმოჩნდა მრავალი მონაცემი რაც ბიბლიაში
სასწაულად მოთხრობილი ამბების ისტორიულ სარჩულზე მეტყველებს, არ
დადასტურდა ებრაელთა ყოფნა ეგვიპტეში და იქიდან გამოსვლა წარღვნის ანუ
ხალხის წარმოდგენით მეორედ მოსვლის საყოველთაო ხასიათიც არ
დადასტურდა, ნახეს მხოლოდ სამხრეთ პალესტინის ფარგლებში მომხდარი
წყალდიდობის ფაქტი, შეისწავლეს მიწის შრეები და დამტკიცდა რომ ბიბლიური
მოთხრობა მითიური ხასიათისაა და სხვა.

24
არქიდიაკონი – დიაკონი, ბერძნ. ულად მთავარი დიაკონი.

არქიელი – ბერძნ. ულად არქიელესი, უფროსი მღვდელი, მღვდელთმთავარი,


უმაღლესი საეკლესიო იერარქები ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი, პატრიარქი.

არქიმანდრიტი – ბერძნ. ულად ზღუდის უფროსი, იგულისხმება მონასტრის ზღუდე,


გალავანი, მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა უმაღლესი სასულირო წოდება,
მამაკაცთა დიდი მონასტრის წინამძღვრის ზედამხედველის საპატიო ტიტული,
სასულიერო სემინარიის რექტორი, სასულიერო მისიების უფროსი.

ასამაღლებელი – სამების სადიდებელი ლოცვათა ბოლო ლექსი რასაც მღვდელი


ხმამაღლა წარმოთქვამს საზეიმო კილოთი საიდუმლო ლოცვისაგან განსხვავებით
მისი თქმის ნება ეძლევამ მხოლოდ მღვდელს ან მღვდელთმთავარს, ძალი და
დიდება მამისა და ძისა ხმითა ჩემითა.

ასკეტიზმი – ბერძნ. ულად ასკესის გმირობა ვარჯიში, განდეგილობა, ხორცის გვემა,


ცხოვრების სიამეთა უარყოფა, ბუნებრივ მოთხოვნილებათა ჩაკვლა რწმენითა და
ნებისყოფით, მორწმუნის პირადი ცხოვრების ძირრითადი კანონი, ახასიათებს
თითქმის ყველა რელიგიას, მაგრამ ქრისტიანული რელიგიის არსებით თვისებად
იქცა ეკლესიის მამათა ქადაგებით, რომ მორწმუნემ მიბაძოს წმინდანებს,
ჩაიკლას ყველა სურვილი და მოახდინოს გმირობა, დაიკლოს საჭმელ – სასმელი
და სარწმუნოება მიუსადაგოს თავისი სიღარიბეს, აცხონოს სული, მეცნიერება
და პროგრესული ლიტერატურა უარყოფენ ცხოვრებისაგან უაზრო განდგომას,
პასიურობასა და თვითგვემას, ილია განდეგილში გმობს სალი კლდის მღვიმეში
დაყუდებული განდეგილისდ მოქმედებას და მწყემს ქალს ათქმევინებს “ან შენ
როგორ სძლებ უწუთისოფლოდ, მერე იცი კი რარიგ ტკბილია, აქ სიკვდილია იქ
კი სიცოცხლე, აქ ჭირია და იქ კი ლხინია”, ამ დავაში ასკეტი მარცხდება, ესაა
სიცოცხლის უარყოფა.

ასკლეპიოსი, რომაულად ესკულაპი – აპოლონისა და ნიმფა კორონიდას ძე, მკურნალთა


ღმერთი ბერძნ. ულ მითოლოგიაში, განსაკუთრებით ძლიერი იყო მისი კულტი
ეპიდავროსში, საითაც მთელი ეს საბერძნ. ეთი მიეშურებოდა.

ასტარტა – მიწათმოქმედების, დედობისა და სიყვარულის ქალღმერთი ფინიკიურ


მითოლოგიასა და რელიგიაში, გამოსახავდნენ შიშველ რქოსან ქალად, ასტარტას
ეძღვნება საყურადღებო ლექსი, რომელიც ერთის მხრივ უგარიტული
მითოლოგიის მოტივებს გამოხატავს, მეორეს მხრივ ეგვიპტის ახალი სამეფოს

25
მითოლოგიურ ტექსტებს ეხმიანება და თავისი ლორიალისებური მოტივით ახალ
დროშიც პოულობს გამოძახილს, ცუდად შემონახულ პაპირუსში ეს სადაო თავსა
და ბოლოს მოკლებული კონტრასტული ლექსი სემიტურ იშტარსაც მოგვაგონებს
და ბერძენთა აფროდიტესაც, რაც მითოლოგიურ რეგიონთა ნათესაობაზეც
მეტყველებს:

“ვარ პირველი და უკანასკნელი,

ვარ საძულველიც, პატივცემულიც,

ვარ მეძავი და კდემამოსილი,

ვარ დიაცი და ქალწული ქალი,

მე ვარ დედა და ასული მისი,

ვარ კიდურები დედაჩემისა,

მე ვარ ცოდნა და ვარ უმეცრება,

ვარ უსირცხვილო და მორცხვი თანაც,

მე ვარ შიში და ვარ ძლიერება,

მე ვარ ომი და მე ვარ მშვიდობა,

მე ვარ ბერძენთა ძველბერძენთა სიბრძნე

და მცირე ცოდნა ბარბაროსების,

მაქვს ეგვიპტეში ბევრი ხატება,

არ მაქვს სურათი ბარბაროსებში,

ვარ ყველასაგან შეძულებული

და ყველასაგან შეყვარებული”,

ადამიანის ბუნების ორმაგობა, სიკეთისა და სიავის მთლიანობა საერთოდ ერთიანობა,


რამაც ჩინელი ბრძენის ლაო ძის აზრითაც შეკრა არსი ყოველი, ცა და მიწა,
ადამიანი და ბუნება, აი ესაა გამოხატული დიდი ქალღმერთის ასტარტას ამ
დახასიათებაში.

26
ასტრალური კულტები – ბერძნ. ულად ასტრონ – ვარსკვლავი, ლოცვა. შელოცვა, წესები,
ცერემონია დაკავშირებული ციურ სხეულთა გაღმერთებასთან, ყველა ძველსა და
ახალ რელიგიას თავისებურად ახასიათებს, განსაკუთრებით ძლიერი იყო
ასტრალური კულტები შუამდინარეთში, ქალდეაში, ეგვიპტეში, საბაონთა
ტომში სამხრეთ არაბეთში, ნაყოფია უძველეს წარმოდგენებში ციურ მნათობთა
გაღმერთებისა და მასზე დაკვირვებისა მიწების მორწყვასთან დაკავშირებით,
ბაბილონში გაღმერთებული იყო მთვარე – სინ, მზე – შამაშ, ჩაზ შემორჩა სვანურ
სიმღერაში შაბანერა – მზის ჰიმნი, მარდუქი – იუპიტერი, იშთარი – ვენერა,
ბაბილონის დედოფალი აფროდიტე, ნაბუ, ბიბლიური ნებუ – მერკური
ნიმურტუ ცთომილი სატურნი, ძველ ხალხებს სწამდათ რომ მათ შეეძლოთ
ზეგავლენა მოეხდინათ მოსავლიანობაზე, ადამიანთა ბედზე, არგონავტიკაში
მთვარეც გაღმერთებულია ამიტომ უმართებულოა ზოგ თარგმანში ნათელი
მთვარის ციტირება, უნდა იყოს წმინდა მთვარე იერეს მენეს, ასტრალური
კულტების ნიადაგზე განვითარდა ბაბილონში ასტროლოგია მკითხაობა,
ქრისტიანულ რელიგიაში ამ ცრუ რწმენის კვალია მითებში ბეთლემის
ვარსკვლავზე რომელიც თითქოს ყრმისაკენ სავალ გზას უკვლევდა აღმოსავლელ
მოგვებს და იოანეს გამოცხადების 7 ვარსკვლავი საიდუმლო შვიდთა ამათ
ვარსკვლავთა რომელნი იხილენ მარჯვენესა ჩემსა ზედა.

ასტროლოგია ბერძნ. ულად ასტრონ – ვარსკვლავი, ლოგოს – სიტყვა, მოძღვრება, ძველ


ხალხთა რწმენა თითქოს შესაძლებელი იყო ციურ სხეულთა განლაგების
მიხედვით ადამიანთა, ქალაქთა და სახელმწიფოთა ბედ – იღბლის
წინასწარმეტყველება, დაკვირვებას ახდენდნენ უბრალო თვალით და
ჰოროსკოპით, წარმოიშვა ძველ ასირიაში, ბაბილონში, ეგვიპტეში, რწმენა
იმდენად ძლიერი იყო, რომ მრავალი მეფე სარდალი, იმპერატორი სალაშქროდ
ისე არ წავიდოდა ასტროლოგთა რჩევა რომ არ ეკითხა, ზოგჯერ შემთხვევით
წინასწარმეტყველება მართლდებოდა რაც ამ ცრუ რწმენას ძალას აძლევდა, ამ
დაკვირვებასაც და ასტრალურ კულტებსაც ის სარგებლობა მოჰქონდა რომ
ადამიანი სწავლობდა ციურ სხეულებს, მოვლენებს, ასტროლოგებს
ვარსკვლავთმრიცხველებს უზენაესი სიბრძნით მომადლებულად რაცხდნენ და
დიდი მოწიწებით ექცეოდნენ, შემორჩა ხალხთა მეტყველებაში, ბედნიერ
ვარსკვლავზე დაბადებული, უბედური ვარსკვლავი და სხვა, ზოგს დღესაც
სწამს, იბეჭდება ჰოროსკოპები, ზოდიაქოს ცხრილები.

27
აუტო დაფე – ესპანურად და პორტუგალიურად აუტო და ფენ რწმენის აქტი,
ინკვიზიციის განაჩენის აღსრულების ან გამოცხადების საზეიმო ცერემონიალი,
რომელშიაც მონაწილეობდა ყველა რანგის სამღვდელოება, ტრიბუნალის
წევრები, ბერები, მსახურნი, მსჯავრდებულნი რომელთაც ემოსათ მაცხური,
მოხატულ – აჭრელებული სამოსი სანდენიტო, მსვლელობამთავრდებოდა იმით
რომ მეფის ან ხელისუფალთა დასწრებით კითხულობდნენ განაჩენს, კოცონზე
აჰყავდათ განკიცხულნი ან სჯიდნენ გაშოლტვით, კიდურთა მტვრევით,
სამარცხვინო ბოძზე გაკვრით და ა. შ., უკანასკნელი აუტო დაფე მოხდა 1826 წ,
ერეტიკოსთა, კუდიანთა, განდგომილთა ამ საჯარო დასჯის გარდა ასე ეწოდა
ეკესიისათვის მიუღებელ წიგნთა და ხელნაწერთა საჯარო დაწვას.

აღაბი – ბერძნ. ულად აგაპაი, აგაპე – სიყვარული, აგაპაძო – პატივით მიღება, სვანური
წარმართული დღესასწაული ლამპარობა, მოსდევდა ჯგირაგ უღულაშობას და
მერსანაბს, კაცი მეზობლის კარში შეაგდებდა ანთებულ ჟინჟღილს, თხილის ან
მუხის თავგაჩეჩქვილ და წინასწარ სელზე გამხმარ ლამპარს, მერე გაიქცეოდა და
მეზობლები მოსდევდნენ, ყველა მეზობელი თოვლში დაასობდა ჟინჟღილებს და
იმართებოდა ლოცვის ცერემონიალი, აღბერ 3 კვირა მარხვიდან, ლალჩა მარხვა,
აღაპი.

აღაპი – ბერძნ. ულად აგაპაძო დიდი პატივით მიღება ან გაცილება, სერი


მოსახსენებელი, სერობა ქრისტიანული დღესასწაული VII საუკუნემდე,
ქრისტეს უკანასკნელი სერობის მოსაგონებელი სარამო, წირვის დროს მღვდელი
ახსენებს განსვენებულებს, რომლებიც სააღაპო რვეულში უწერია,
მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს ხდება მეცხრე, მეორმოცე დღეს, ნახევარი
წლისა და წლისთავზე მოსაგონეით გარდაცვალებიდან, გარდა საერთო
მოსახსენებელი დღეებისა, სამების კვირაძალზე მშობელთა შაბათი, ეკლესიის
მოძღვრებით ღმერთი შეისმენს ლოცვას და. შეუმსუბუქებს ხვედრს
განსვენებულთა სულს გადმონაშთია სულთა უკვდავებისა და წინაპართა
ხსოვნის რწმენებისა, მოსახლეობის სარწმუნოებრივი სიმტკიცისათვის ამ წესს
დიდი მნიშვნელობა ეძლევა.

აღაპის წიგნი, სადაც მიცვალებულთა სახელებია, აღაპი განუჩინეო გამოთქმაა.

აღდგინება მკვდრეთით – აღდგენა ლაზარეს, მრავალჯერაა ნახსენები ძველ და ახალ


აღთქმაში, კვლავ აშენება ტაძრის.

28
აღდგომა – ებრაულად პესაქ, პესახ – გამოსვლა, გადასვლა, ებრაელთა გამოსვლის გამო
ეგვიპტის მონობიდან რაც მოსეს ხუთწიგნეულშია მოთხრობილი, აქედან ბერძნ.
ულად პასქა, ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დღესასწაული, ჯვარცმულ
იესოს მკვდრეთით აღდგომის დღის აღსანიშნავი საყოველთაო რელიგიური
ზეიმი, თავდაპირველად უკავშირდებოდა ებრაელთა ანალოგიურ დღესასწაულს
ეგვიპტიდან გამოსვლას აგრეთვე გაზაფხულის აღლუმს იაყჰვეს, იეღოვას
გულის მოსაგებსა და მოსავლიანობის, პირუტყვის გამრავლების მიზნით
შეწირულ მსხვერპლს, პასექის დღესასწაული, შემდეგ დაიწყეს მაცოტის
ხმიადის დღესასწაულის აღნიშვნა, პურის თავთავების შეწირვა, როცა
ებრაელთა ძლიერი სახელმწიფო შეიქმნა ჩაისახა ერის მხსნელი მესიის რწმენა,
რაც ქრისტიანობამ განწმინდა ებრაული წესებისაგან და აქცია ახალი
კაცთმოყვარული საყოველთაო რელიგიის მესიის ქრისტეს რწმენად, აღდგომა
იმედის, განახლების, მარადიული სულიერი სისპეტაკის, ზნეობრივი
სიწმინდის დღესასწაულია, რომელსაც საძირკველი ჩაეყარა სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი იესოს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით,
ის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, ოდეს ყოველი არსი ხარობს
რამეთუ აღსდგა ქრისტე, ახალი სტილით ოთხ აპრილსა და 8 მაისს შორის,
აღდგომის ზეიმი უძველეს მესაქონლეთა და. შემდეგ მიწათმოქმედთა
საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული უშორესი ძირებით სხვა
წარმართულ რელიგიებთან კავშირშია, უწინარეს ყოვლისა მოკვდავი და
აღდგინებადი ღმერთის რწმენით, რაც ყველგან ბუნების კვდომასა და აღდგომას
უკავშირდება, ფინიკიელთა, ბერძენთა, ფრიგიელთა სიკეთის ღმერთი კვდება
და აღდგება ბუნებასთან ერთად, ეგვიპტეთა კეთილი ღმერთი ოსირისი ვერაგმა
ძმა სეთოსმა მოკლა, დააქუცმაცა მიმოაბნია, მერე ერთგულმა დამ და მეუღლემ
ისიდამ ნაწილები აკრიფა, შეკრა, გააცოცხლა და ის მიცვალებულთა ღმერთად
იქცა მაგრამ ხალხი ყოველ გაზაფხულზე მის აღდგომას გამორჩეული ზეიმით
ხვდებოდა. შეძახილით ოსირისი აღდგა, აღდგომას წინ უძღვის ორმოცდღიანი
მარხვა საეკლესიო სამზადისი აღსარება და ზიარება, ვნების კვირა, იესოს წამება,
ეკლის გვირგვინით შემკობა, ცემა, ჯვარცმა ე. ი. ვნების, ტანჯვის დღეები, ესაა
ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა რაზედაც მოსეს ხალხი
ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური
წინასწარმეტყველნიც ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმულ ქრისტეს
სახით განხორციელდა, თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ
და IV ს მიეცა თანამედროვე სახე, ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო
ყრილობამ 325 წ დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობიდან – დღისა
29
და ღამის თანასწორობის, სავსე მთვარის მომდევნო კვირას იუდეველთა პასქის
დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს, ეს ხვდება
ძველი სტილით 22 მარტიდან 25 აპრილამდე, ახალი სტილით 4 აპრილიდან 8
მაისამდე ე. ი. მთელი თვის განმავლობაში მერყეობს ამიტომ განეკუთვნება
მოძრავ დღესასწაულებს, მასთან დაკავშირებული დღესასწაულებია
მიმდევრობით ხორციელი – ყველიერი, აღდგომა – ამაღლება, სულთმოფენობა,
სამებობა, დიდი ზეიმი გრძელდება ერთ კვირას ესაა ნათელი კვირა
კვირაცხოვლობამდე, სააღდგომო სიმბოლო წითელი კვერცხი აღნიშნავს
ადამიანთა სახსნელად ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს და მარადიულ
სიცოცხლეს კვერცხი, სამსხვერპლო ბატკანი ტრადიციულია მესაქონლე
ებრაელები უდაბნოს და საძოვრის სულთა გულის მოსაგებად აღთქმული
ქვეყნის გზაზე ბატკანს სწირავდნენ, ძ. წ. XIII საუკუნიდან ებრაელთა პასექი
უმთავრესად აგრარულ დღესასწაულად იქცა, შემდეგ მას მიემატა მესიის იდეა
ქრისტიანთა გაგებით იესო ქრისტე კაცთა მოდგმის მხსნელი მესია რომელსაც
შორეულ წარსულში ჰყავდა ანალოგიური პროტოტიპები, ხსენებული ოსირისი
ეგვიპტეში, ადონისი ფინიკიაში, რეა – კიბელე ფრიგიაში, თამუზი, დუმუზი
ბაბილონში, ღმერთები რომლებიც კვდებიან და აღსდგებიან, კვერცხიდან
ცოცხალი არსების გამოსვლა მარადიული საიდუმლოება იყო და ქრისტიანულ
სიმბოლიკაშიც ასე შევიდა, შეღებვა სხვადასხვა ფერით როგორც ფიქრობენ
სულთა ყურადღების მიპყრობის რწმენიდან მოდის, რუსეთში და სხვა ქვეყნებში
აღდგომა დაემთხვა საქონლისა და მიწის ნაყოფიერების, სიუხვის საგაზაფხულო
დღესასწაულს, საქართველოში ის უფრო წმინდა რწმენის სახით შემოვიდა
როგორც მაცხოვრის დღესასწაული , ყველა წესით კი უმთავრესი იყო
შვიდკვირიანი მარხვა, რწმენა ქრისტეს ვმენოსა რაც დასრულდა გოლგოთაზე
აღდგომის სავანე ბოლოს კი დაგვირგვინდა აღდგომით, დღესასწაულთა ციკლის
დასადგენად ადგენენ საგანგებო ცხრილებს პასქალიები, მაგალითად 1988 წ
აღდგომა იყო 10 აპრილს, 1989 წ 30 აპრილს, 1990 წ 15 აპრილს, 1991 წ 7 აპრილს,
1992 წ 21 აპრილს, 1993 წ 26 აპრილს, 1994 წ 1 მაისს, 1988 წ რუსეთის ეკლესიამ
მეათასედ იზეიმა ნათლისცემის დღესასწაული ე. ი. აღდგომაც, საქართველოში
ის ათას ექვსასჯერ იზეიმეს, რაც ნიშანია იმისა რომ ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადებას დიდი სოციალური პოლიტიკური, კულტურული
მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სასანური სპარსული საერთოდ მუსულმანური და
წარმართული რელიგიების ნაცვლად ევროპის კულტურული ერების
სარწმუნოებისაკენ შემობრუნებას, ხელოვნებისა და ლიტერატურის აყვავების
ერთერთ სტიმულს ერთა დაძმობილების სარწმუნოებრივ საფუძველს.
30
აღება – მარხვის შემოსვლის წინადღე, დღე ან ღამე, გერმანულ ენაში უკანასკნელი
ხორციელი დღე, სამეტყველო ენაში ცნობილია ყველიერის აღება, დიდი აღების
დღე, ხორცით აღება, ანდაზა “საწყალ გლეხკაცსა ვინ მისცემს აღების ღამეს
ღვინოსა, მჭადი ჭამოს და წყალი სვას, დაწვეს და დაიძინოსა”.

აღთქმა – დაპირება თავისებური სიტყვიერი სახე ურთიერთობისა ღმერთსა და ადამიანს


შორის, ებრაულ და ქრისტიანულ რელიგიებში, ძველსა და ახალ აღთქმაში,
პირველად იაჰვეს ურთიერთობა პატრიარქ იაკობთან, შემდეგ ხალხთან
იუდაიზმის მიხედვით ბიბლიაში, ღმერთი სიტყვიერად არიგებს, ლოცავს
აღუთქვამს, ასაჩუქრებს რჩეულ მსახურებს, ზოგჯერ ეჩვენება კიდეც და ასე
პატრიარქს ეუბნება “გამრავლდი ვითა ზღვაში ქვიშაო”მ მოსეს კი სინას მთაზე
გამოეცხადება და სხვა, ახალი აღთქმის მიხედვით ღმერთი კავშირს ამყარებს არა
ცალკე ხალხთან არამედ ყველა ხალხთან, მთელს კაცობრიობასთან, სამაგიეროდ
პირდება მარადიულ სასუფეველს საიქიოში.

აღთქმული ქვეყანა – ქანაანი, პალესტინა.

აღსავალთა გალობა – ცისკრის ლოცვის წინარე მუხლი 8 ხმისათვის.

აღსავლები ანტითონი, ანტითონები წირვის პირველი 3 საგალობელი, მსგავსი ჟამნისა


საუფლო დღესასწაულებზე.

აღსავლის კარი – ტაძრის კანკელის შუა კარი.

აღსარება – მონანიება, ქრისტიანული სარწმუნოების ერთერთი შვიდ საიდუმლოთაგანი,


მორწმუნეებზე ზემოქმედების ძლიერი იარაღი, ცოდვების განდობა მღვდლის
წინაშე რომელიც უფლის სახელით შეუნდობს რაკი აღიარებს და ინანიებს,
ითვლება ქრისტეს მადლად რომლის წყალობითაც ადამიანი თუნდაც მკვლელი
თავისუფლდება ცოდვათა სიმძიმისაგან და ახლად იშობა, როგორც
ნათლობისას, ამასთან სინანულის აქტი ზნეობრივ სისპეტაკეზე მაღლა დგება,
საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ცვლის პასუხისმგებლობა ღმერთის
წინაშე, როცა ფარისევლებმა დრტვინვა დაიწყეს ქრისტე ცოდვილებს
შეიწყალებს და მათთან სჭამს და სვამსო მათ ქრისტემ უთხრა იგავი “მწყემსი რომ
ერთ ცხვარს დაკარგავს ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს მიატოვებს და იმის
საძებნელად წავა, ნახავს და გაიხარებსო”, ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა,
ერთისათვის ცოდვილისა რომელმან შეინანოს ვიდრეღარა ოთხმოცდაცხრამეტ
ათ მართალთა რომელთა არაუღმთ სინანული, ეკლესია ქადაგებს რომ

31
სინანულის გარეშე ვერც ზნესრული მორწმუნე იხსნის სულს, ამის რწმენა დგება
მორალზე მაღლა, ეს მჩაგვრელებს ყოველთვის დიდ გასაქანს აძლევდა ეკლესია
კი ინარჩუნებდა მორწმუნეებს, აღსარება იქცა სახელმწიფოს ძლიერების
იარაღად, მეფე პეტრე I მღვდლებს აფრთხილებდა გაეცათ აღმსარებლის
საიდუმლო რაც ძალაუფლების ხელყოფას ეხებოდა, მღვდელი ხშირად
არღვევდა აღთქმას, მორწმუნეთა საიდუმლოს გასცემდა ხოლმე, დღეისათვის
ეკლესიებში მიღებულია კოლექტიური აღსარება და სინანული რაც ახალი არაა,
როცა ტაძარში მყოფი ყველა მორწმუნე ერთდროულად ინანიებს
ტედესტატულური წესი რაც 7 საიდუმლოს წესს უარყოფს ცოდვილს არ
აიძულებს ვინმეს გამოუტყდეს, მაგრამ მოვალეა. შეცვალოს ის
თვითანგარიშით.აღსრულება – რელიგიური ტერმინი, ქრისტიანული
შინაარსისაა, ერთის თქმით ძველი აღთქმის შეცვლა ახლით, მეორეს მხრივ
ბიბლიური ღვთისმსახურების აღსრულება და ახალი სარწმუნოების
დამკვიდრება.

ახალი აღთქმა – ბიბლიის ნაწილი, ქრისტიან ღვთისმეტყველთა მიერ ასე წოდებული


ძველი აღთქმისაგან, ბიბლიის ძველი ნაწილისაგან გამოსარჩევად, შედგება 27
წიგნისაგან, 4 სახარება მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი, რომლებშიაც
თვალსაჩინო განსხვავებით მოთხრობილია ქრისტეს შობის, ცხოვრების,
სასწაულების, ქადაგების, ვნების, ჯვარცმის, აღდგომისა და ცად ამაღლების
ამბები, მოციქულთა საქმეები, ქრისტეს მოძღვრების გამავრცელებელთა ამბავი,
ადრექრისტიანულ თემთა წყობის ამსახველი, დამრიგებლური და მამხილებელი
ხასიათის ეპისტოლეები, სულ 21 წერილი, რომლებიც მიეწერება მოციქულებს
იაკობს, პეტრეს, იოანეს, იუდას, პავლეს, რომაელთა, კორინთელთა,
გალატელთა, ეფესელთა მიმართ და სხვა, იოანეს გამოცხადება, ქვეყნიერების
აღსასრულის აპოკალიფსის განკითხვის დღის ამბები, ამ წიგნებში იგრძნობა
ახალი წელთაღრიცხვის I ს, რომაელ მწერალთა და ფილოსოფოსთა,
იუდეველთა მესიანისტური სექტის წარმომადგენელთა ზეგავლენები, ფილონ
ალექსანდრიელი, სენეკა და სხვა, კიდეც უფრო ძველი აღთქმისა ხალხის
მხსნელ მესიის იდეა, აგრეთვე თავისი შინაარსით წარმართული და ბიბლიური
მცნება მეორედ მოსვლისა, რაც ქვეყნის აღსასრულის, წარღვნის, სტიქიური
უბედურების ძველ მოლოდინს გამოხატავს და ქრისტიანულმა რელიგიამ
დაამკვიდრა როგორც ქრისტეს მეორედ მოსვლის, განკითხვის დღის აღნიშნული
ცნება, ახალი აღთქმის წიგნები ზეგარდმო ნაკარნახევ საღვთო წიგნებად

32
ითვლებიან და ეკლესია მას ქრისტიანული მოძღვრების, მორალის, პრინციპების
დასამკვიდრებლად იყენებს.

ახალი დღესასწაულები – ახალი შინაარსის დღესასწაული რესპუბლიკის ცხოვრებაში


უკვე მტკიცედ დამკვიდრებული და ტრადიციად ქცეული საზეიმო დღეები,
რომლებიც საზოგადოებრივ – პოლიტიკურ და პროფესიულ დღესასწაულებთან
ერთად თვალსაჩინო ადგილს იჭერენ და ადგილობრივ ხასიათში
საზოგადოებრივ შინაარსს ითავსებენ, საქართველოში ამჟამად ას ოცდაათზე
მეტი ასეთი დღესასწაულია დაკავშირებული შრომისა და ძმობის ზეიმებთან,
ერის სასიქადულო შვილთა ხსოვნასთან, ეროვნულ შინაარსთან ერთად ამის
გასაქანი ეძლევა მოსახლეობის აქტიურობას, მის კულტურულ –
ლიტერატურულ ხარისხს, უკავშირდება რელიგიურს, გონივრული საწყისი
თვლის უსარგებლო ღრეობას, რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა
ახალი დღესასწაულებისა, დადგენილია კალენდარი, შემუშავდა
პროპაგანდისტული მუშაობის მეთოდები, ყოველივე ეს ერის მესვეურთა
საგანგებო ზრუნვის საგანია, მაგალითად საფარობა მესხეთის დღესასწაული
ქართული ხელოვნების შედევრთან საფარის ტაძართან იგონებენ კუთხის
სახელოვან შვილებს, იხდიან ქორწილს, ჩამოყალიბებულია სახალხო
უნივერსიტეტი, ნიმუშები, მეოთხე თვე სიმღერის დღესასწაული, ლენტეხი
მეგობრობის, საგარეჯო, მეხუთე ყვავილების ქუთაისი, დედის დღე ზუგდიდი,
გარეჯობა, სიმღერის ცაგერი, პოეზიის თბილისი, 6 გოგლაობა პატარძეული,
გამსახურდიას დღე აბაშა, საბაობა ტანძია დმანისობა, 7 შრომის დღეობა ეცერი
მესტია, მეცხვარის დღე ომალო, 8 შუამთობა ხულო, ვაჟაობა დუშეთი,
თრიალეთობა წალკა, სამას არაგველობა წალკა, საფარობა ახალციხე,
გრემქალაქობა გრემი, 9 დიდგორობა თეთრიწყარო, გურამიშვილობა კასპი,
ლამისყანა, აკაკის დღე, შოთაობა ასპინძა, 10 ერისკაცობა ჩოხატაური, ფაზისობა
ფოთი, იაკობობა გორი, მამულიშვილობა კასპი, მოსავლის ზეიმი სიღნაღი,
გურჯაანი, ფიროსმანობა დედოფლისწყარო, ილიაობა ყვარელი, შოთაობა
იყალთო, თბილისობა, 12 ნ ბარათაშვილის დღე თბილისი, ნატოობა,
ყაზბეგობა.

ბაა – ადამიანის არსი, სული, სიცოცხლის ძალთა განსახიერება ეგვიპტურ


მითოლოგიაში, კაცისთავიანი ფრთოსანი, ვემონი ჩინურ მითოლოგიაში
ვირთხის სახისა.

33
ბაბიზმი – არაბული სიტყვიდან ბაბ – კარიბჭე, სექტის დამფუძნებლის სეიდ ალი
მუჰამედის გარდ 1850 წ ზედწოდება, მუსულმანურ – შიიტური სექტა, სახალხო
ამბოხების მეთაური ჯგუფი, რომელსაც უნდა გაევლო სამართლიანობისა და
ჭეშმარიტების ჭიშკარი ბაბ, ალი მუჰამედმა თავი შუამავლად ბაბად ღვთაებად
გამოაცხადა, შეადარე ინდური ავატარა, ღმერთად ქცევა და ღმერთების
განსახიერება, იქადაგა მაჰდის მუსულმანთა მესიის მალე გამოცხადება და
მოძველებული ყურანის ნაცვლად დაწერა წიგნი ბეიანი – გამოცხადება,
რომელშიაც იქადაგა თანასწორობა, ისლამის რეფორმა პანთეისტური
თვალსაზრისი, ჩადრის უარყოფა, დევნიდნენ, დახვრიტეს, მიმდევრები
ემიგრაციაში წავიდნენ ან იატაკქვეშ განაგრძეს მუშაობა.

ბაბილონის გოდოლი – მითიური კოშკი რომელსაც ბიბლიური თქმულების თანახმად


აშენებდა ერთ ენაზე მეტყველი და ერთნაირად მოაზროვნე ყველა ხალხი რომ
ცად აეღწიათ, განრისხებულმა ღმერთმა გათავხედებულ ხალხს ენა აურია,
მშენებლებმა ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს და. შენება. შეწყდა, ხალხები კი
მთელს დედამიწაზე გაიბნენ, მეცნიერებამ დაამტკიცა ასეთი მოთხრობის
უსაფუძვლობა, მაგრამ როგორც თქმულება – მითი ის კლასიკურია.

ბაიაობა – ბზობა, ბერძნ. ულად ბაიონ – ბზა.

ბაკქანალია – ლათინურად ბაკქოსის, ბახუსის სადიდებელი დღესასწაულები ბერძენთა


დიონისიების რომაული სახეობა, ბახუსის დღეობა რასაც ახლდა ღრეობა,
მისტერიები, ცერემონიები, უზომო თრობა და ექსტაზი, გარყვნილება, სენატმა
აკრძალა ძ. წ. II ს.

ბაპტიზმი – ბერძნ. ბაპტიზო – წყალში ვყოფ, პროტესტანტიზმის ნაირსახეობა ევროპასა


და ამერიკაში, შეიქმნა XVII ს დასაწყისში ანგლიკანების მიერ დევნილი
მორწმუნეების მიერ, რომელთაც ჰოლანდიაში მოუხდათ გაქცევა და იქ 1611 წ
გამოუშვეს თავიანთი დებულება, სხვა პროტესტანტებზე უფრო
თანმიმდევრულად იცავდნენ სულთა ხსნის პრინციპს მხოლოდ საკუთარი
რწმენის წყალობით, დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ ღვთაებრივ გამოცხადებას,
სწამდათ ღმერთთან მისტიკური კავშირის შესაძლებლობისა.განგება – ქადაგება
წმინდა მორალისა, მოითხოვდნენ რჯულშემწყნარებლობას, ეკლესიის
გამოყოფას სახელმწიფოსაგან, უარყოფდნენ ხატებს, წმინდა ნაწილებს,
ჯვარცმას, მდიდრულ შემოსილობას, მათი წესია საზოგადო ლოცვა,
სასარგებლო საუბრები, გალობა ნათლობა ხდება მოზრდილისა. შეგნების ასაკში,

34
აღნიშნავდნენ შობას, აღდგომას, სამებას, მოსავლის დღეს, სარწმუნოების
ერთადერთ წყაროდ თვლიდნენ ბიბლიას, ერთი ნაწილი ემხრობა კალვინიზმს
და თვლის რომ ღმერთმა დასაბამითვე გასწირა ადამიანთა უმრავლესობა
დასაღუპავად და ქრისტეს შეუძლია მხოლოდ რჩეულთა ხსნა, ამას ამტკიცებენ
კერძო, პარტიკულარული ბაპტისტები, უმრავლესობა კი ზოგადნი ქადაგებენ,
რომ ღმერთი ცოდვებს შეუნდობს ყველას ვისაც ქრისტე სწამს, რუსეთშიც ეს
მიმდინარეობაა, ცნობენ ავტონომიას, ჩვენში 1944 წ შეუერთდნენ
ევანგელისტებს.

ბარბოლ – სვანთა წარმართული ღვთაება მზისა და გადამდებ სნეულებათა ყვავილ –


ბატონების, მას სწირავდნენ ხარს ან ძროხას, ბარბლაი ბარბალობა,
სრულდებოდა სარიტუალო ცეკვა, უძველესი საწესო ლექსია, მზე შემოაქვთ
რქებით ხარებს, მზე შენია ბარბალ – დოლაშ, უდავო შეხვედრა აქვს შუმერთა
მზის ღვთაებასთან და ოქროსრქიან ხართან, ბარბალობის დღესასწაული იგივე
ბარბლაშ დღეს არასწორად ესმით, ბარბლაშ სვანურად ბარბალობაა და არა
ბარბალე, ამ წინაქრისტიანულ ქალ – ღვთაებას ბუნების, ნაყოფიერების და
საერთოდ დედური საწყისის მზიურ განსახიერებად ეძღვნება მრგვალი, მზის
დისკოსთან მიმსგავსებული ატრიბუტები, მწვანე რტოების გვირგვინი,
ფათაოლოს გვირგვინი, კვირისტავი, ბურთისებური კვერი სვანეთში,
დღესასწაული უკავშირდებოდა ზამთრის ნაბუნიობას, ასახავდა ბნელისა და
ნათლის კოსმოგონიურ ბრძოლას, წლის დასაწყისში, იგივე შუმერთა ბაბბარ.

ბარბალე – ქრისტიანი წმინდანიც იყო, მისი კულტი გავრცელდა აღმოსავლეთის


მართლმადიდებელთა. შორის, ეგვიპტიდან, ფრიგიიდან მის დღეობას
აღნიშნავდნენ 4 – 6 დეკემბერს, ევედრებოდნენ სნეულთა მორჩენას, ბაბბარ,
ბარბალე, ბარბარე მინუშია წარმართული და ქრისტიანული სახეების შერწყმისა,
ეკლესიის მსახურთ მიაჩნდათ ქარიშხლისა და ცეცხლისაგან მფარველ
წმინდანად.

ბართლომეს ღამე – 1572 წლის 24 აგვისტოს სისხლიანი ღამე როცა კათოლიკებმა


პარიზში წმ ბართლომეს საზეიმო ღამეს უწყალოდ გაჟლიტეს მძინარე
ჰუგენოტები, ფრანგი პროტესტანტები და ამას მოჰყვა ჰუგენოტების
ბარბაროსული ჟლეტა მთელს საფრანგეთში, სულ გაწყვიტეს 30 000 კაცი, მარტო
პარიზში გაწყდა 5000 ჰუგენოტი, ამ სისხლიანი ღამის მოთავე მცირეწლოვანი
მეფისწულის კარლ IX – ს დედა ეკატერინე მედიჩი პირველად ჰუგენოტებს
მიემხრო მაგრამ მალე მათ დაუძინებელ მტრად იქცა, ისარგებლა
35
პროტესტანტების ლიდერის ანრი ნავარელის ქორწილით და გაწყვიტა პარიზში
თავმოყრილი ჰუგენოტები, I მსხვერპლი იყო ადმირალი გასპარ დე კოლინი
პირველად გიზების მეგობარი, არსებითად ეს იყო მსხვილ მიწათმფლობელთა
ომი ახლადფეხადგმული ბურჟუაზიის წინააღმდეგ, პაპმა გრიგოლ VII – მ
უმსგავსო სისხლისღვრა დალოცა და მედალიც კი მოჭრა, ბართლომეს ღამე იქცა
რელიგიური ფანატიზმისა და მუხანათობის სიმბოლოდ.

ბასილი, ბასილა – ძველი ქართული წარმართული ღვთაება, შერწყმული ეკლესიის


მამის ბასილ დიდის სახელთან, დიდ ღმერთს ეძახდნენ და სიუხვის, მოსავლის
მფარველადაც თვლიდნენ, უცხობდნენ ადამიანის სახის კვერს ბასილაკვერა,
ბედისკვერი, კაც – ბასილა,

საახალწლო სუფრისათვის ქართლში, რაჭაში, თუშეთში, ხევსურეთში და სხვა


სხვაგვარად ბოსელი.

ბასილი დიდი – 330 – 379 წ, დიდი საეკლესიო მოღვაწე, ეკლესიელ მამათაგანი,


არიოზელთა მრისხანე მოწინააღმდეგე, ათანასე ალექსანდრიელის დამცველი,
დაამუშავა მოძღვრება სამებაზე, ბიბლიის თხზულებები, კოსმოგონია ცნობილი
თხზულებებით ექსთა დღეთაი, ანტიკურ იდეალისტურ ფილოსოფიას იყენებდა
ეკლესიის სასარგებლოდ, სამყაროს თვლიდა ღმერთის ჰარმონიულ ქმნილებად,
ითხოვდა განდეგილობას, ლამობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიების
შერიგებას, გადმოცემით კაბადოკიელი ქართველი იყო, გრიგოლ ნოსელის ძმა,
უსწავლია კესარეაში, ათენში, კონსტანტინეპოლში, იყო კესარეის ეპისკოპოსი,
კაბადოკიის მიტროპოლიტი, მისი თხზულებები უთარგმნიათ ათონელებს.

ბედისწერა – განგება, 1. წინასწარგანგება, სვე, ხვედრი, რაც ყოველ ადამიანს თვითონ


შუბლზე აწერია, გარდუვალია და თვით ღმერთები უძლური არიან მის წინაშე,
აპოლონმა ვერ გააცოცხლა მეგობარი კიპარისი, უდიდეს როლს ასრულებდა
ბერძნ. ულ მითოლოგიაში, ებრძოდა მოწინავე აზრი, მეცნიერება, ევრიპიდე
ქადაგებდა ადამიანთა პასუხისმგებლობას ურიგო საქციელისათვის, ამაღლებდა
მორალს რის გამოც მრავალი უღირსი გადაიკიდა, ვით მავნე საქციელს
ბედისწერის ქალღმერთებს სტიქეს, მოირებს აბრალებდა, 2. ქრისტიანული
სარწმუნოებით ბედისწერას ცვლის განგება, უზენაესი ნება.

ბედისწერის მწერლები – ბედის გამგებელნი, ჩამწერნი ქართულ მითოლოგიაში.

36
ბენედიქტელთა ორდენი, ბენედიქტელები – ბერთა I ორდენი დას ევროპაში VI
საუკუნიდან, შეიქმნა წმ ბენედიქტეს სახელზე, დააარსა ბენედიქტე მურსიელმა
530 წ, ქადაგებდა მუდმივად მონასტერში ყოფნას, მორჩილებას, თავშეკავებას
ყოველი სიამისაგან, მფარველობდნენ პაპები, იყო უმდიდრესი და უძლიერესი
საეკლესიო ორგანიზაცია, ითვლიდა 10 000 ბერსა და 20 000 მონაზონს, ეწეოდა
მისიონერულ საქმიანობას ბალტიისპირეთში დღესაც კი 20 000 წევრი ჰყავთ.

ბენეფიციები – ლათ ბენე – კარგი, ფაციო – ვაკეთებ, კათოლიკე სასულიერო პირის


დასაჩუქრება ფულით ან მიწის ნაკვეთით, შემოიღეს V საუკუნიდან რომაულმა
კათოლიკურმა ეკლესიამ, ძირითადად უძრავი ქონება.

ბერიკაობა – ბერი – შვილი, ქართული წარმართული სანახაობა, ნიღბების თეატრი,


მსგავსი ბერძნ. ული სატირული სანახაობებისა, საუკუნეების განმავლობაში
გამოდიოდა ეს ხალხური თეატრი შვილიერების სადიდებელი მისტერიების
შინაარსი და ფორმა იცვლებოდა კომიკური სიუჟეტებით გადამთიელთა
მოთავეების გამასხრება, ტახის გარდაცვალების და აღდგომის სცენები,
უსამართლობის მხილება, ცხოველთა ნიღბები, ზოგან შემორჩა ბოლო დრომდე,
თავისებურად სრულდებოდა თუშეთში და სვანეთში უღლუაშობის სცენები,
ყველიერობა.

ბერობა – ბერძნ. მონახოს – კენტად მცხოვრები, განდეგილი, წუთისოფლიდან


განდგომილ მონასტრებში და ქვაბებში მცხოვრებ მორწმუნე ბერთა დიდი
კორპორაცია, განდეგილობა, სხვადასხვა სახით ბერობის ინსტიტუტი აქვთ
ისლამს, ბუდიზმს, ლამაიზმს, ქრისტიანობას, მთავარი რწმენა სულისა და
ხორცის დაპირისპირებას ეხება, ხორცი მხოლოდ დროებითი გარსია ცოდვით
დამძიმებული, ის უნდა განუდგეს სოფლის სიამეს, დაიკლოს, ეწამოს, ილოცოს
რათა იხსნას სული, მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს მას, თვითგვემა,
ჭვრეტა, ქალზე და ქორწინებაზე უარის თქმა და ა. შ., საამისოდ ბერობა ითხოვს
ასკეტურ ცხოვრებას, სრულ მორჩილებას, მარხვას, ბერები სახლდებიან
თემებად მონასტრებში ერთიმეორესთან კავშირში, გარჩეულია მამათა და
დედათა მონასტრები, წინამძღვარი ჩვეულებრივ წარჩინებულთა წრიდან
გამოსული ბერია, კათოლიციზმი ქმნის დიდ კონგრეგაციას სადაც ერთ მთავარ
მონასტერს დანარჩენები ემორჩილებიან, განდეგილობა, კენტად ცხოვრება
ანაქორეტობა III – IV ს ვითარდება, ჯერ ეს იყო პასიური პროტესტი
უსამართლობის წინააღმდეგ, მონები და დაღდასმულნი გარბოდნენ უდაბნოში,
უარყოფდნენ მიწიერ ამაოებას, მერე გაერთიანდნენ, უფრო მცოდნე და
37
უფლისმოყვარე ზედაფენა გაბატონდა და მონასტერი იქცა რელიგიური სისტემის
ბურჯად პროგრესისა და ფილოსოფიური აზრის ერთგვარ კერად, ბერი იყო
ჯორდანო ბრუნოც გაიქცა და იქცა ეკლესიის რისხვად.

ბესპოპოვცები – უმღვდელონი, ძველი რჯულის მცველთა მიმდინარეობა, წარმოიშვა


როგორც პასიური პროტესტი ბატონყმური ძალმომრეობის წინააღმდეგ, აქედან
უიმედობა, პასიურობა, ფანატიზმი, ქვეყნის აღსასრულისა და მეორედ
მოსვლის ქადაგება, თავის დაწვაც კი, ქადაგებდნენ, რომ პატრიარქ ნიკონის
შემდეგ XVII ს რწმენა წახდა, კანონიერი მწყემსები აღარ არიან ყოველი კაცი
ქრისტიანი მღვდელია, 7 საიდუმლოებიდან სცნობენ მხოლოდ ნათლობას და
აღსარებას, 1917 წ დაიშალა, შემორჩა აქაიქ.

ბზობა, ბაიაობა – ბზობის კვირა, ქრისტეს შესვლა იერუსალიმში უკანასკნელი კვირა


აღდგომის წინ, 1ათორმეტი საუფლო დღესასწაულთაგანი, ქრისტიანული
რწმენით პასექის წინა კვირას ქრისტე იერუსალიმს გაემგზავრა, გზად სახედარი
მოჰგვარეს, შეჯდა, მორწმუნეები ლაზარეს მკვდრეთით აღმადგენელ მესიას
ძირს უფენდნენ სამოსელს, ყვავილებს, პალმებს, საიდანაც
მართლმადიდებელთ ასეთი დასკვნა გააკეთეს, უთუოდ გზა ბაია პალმა
იქნებოდა რადგან ამ მცენარეს ძველთა რწმენით მავნისაგან დაცვა. შეეძლო,
თაყვანისმცემელნი ღაღადებდნენ “ოსანა ძესა ღვთისასა”, ოსანა რომელი ხარ
მაღალთა შინა, იერუსალიმს შესვლა ნიშანი იყო ძველი იუდეველთა
დედაქალაქის დამხობისა და ახლის აშენებისა, ნათელის გამარჯვებისა ბნელზე,
ახალი რელიგიის დამკვიდრებისა, აღწერილია ოთხივე სახარებაში, აქ მათში
გამოვლინდა ხალხის მერყეობაც, ვისაც წინა დღეს ბზას უფენდნენ და
უგალობდნენ მალე ჯვარს აცვეს, საღამოს იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა
ჩუმად ჩამოხსნეს და დაკრძალეს.

ბზობის კვირა – დღე და მთელი კვირა, ბზა ძელქვაზე და ურთხელზე მაგარი და


მკვრივია, სარკესავით პრიალაა და ბზაზე კვეთილობის უძვირფასესი მასალა,
სამკურნალოა მისი ზეთიც და ბუნებრივია რომ საქართველოში ქრისტეს სახელს
დაუკავშირეს მარადმწვანე ბუჩქი, მაგრამ ბზობა ჩვენში დაუშრეტელი ვაჭრობის
გზად იქცა და თუ ასე გაგრძელდა ეს მცენარე გაჩანაგდება, ბზობა იგივეა რაც
ბაიაობა, ბერძნ. ულად ბაიონ ბზა, ბზის მაგიერია პალმაც, ტირიფიც რუსეთში.

ბიბლია – ბერძნ. ულად წიგნები, იუდეველთა და ქრისტიანთა საღმრთო წიგნი, ძველი


დამწერლობის უზარმაზარი ძეგლი და როგორც ასეთი ღვთაებრივი კომედიისა

38
და ადამიანის გენიის სხვა კარდინალურ ქმნილებათა თანაბარი მნიშვნელობისა,
იქმნებოდა დროის უზარმაზარ მონაკვეთში, ძ. წ. XIII ს ახ წ II საუკუნემდე, როცა
დაიწერა ზოგი სახარება, შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან ძველი აღთქმა
საკუთრივ ბიბლია ძველი გაგებით და ახალი აღთქმა საქრისტიანოს კანონიკურ
წიგნთა კრებული, სულ ბიბლია. შედგება 77 კანონიკური და არაკანონიკური
წიგნისაგან, პირველს ორივე რელიგია ერთნაირად ცნობს, მეორეს მხოლოდ
ქრისტიანები ცნობენ, სარწმუნოება მთელს ბიბლიას თვლის ზეშთაგონებულ
ზეცით ნაკარნახევ წიგნად, სინამდვილეში კი უამრავი ავტორი ჰყოლია და
მრავალი გადაკეთება განუცდია, ეს დამტკიცდა კუმრანის ხელნაწერებით და
სხვა არქეოლოგიური მონაცემებითაც, ძველი აღთქმის 39 კანონიკური წიგნი სამ
მთავარ ნაწილად იყოფა, I ხუთწიგნეული მოსეს 5 წიგნი თორებად სჯულის
წიგნებად ცნობილი, შექმნათა, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და II
სჯულისა, II წინასწარმეტყველთა, უფროს და უმცროს წინასწარმეტყველთა,
მსაჯულთა, ორი სამუელის, ორ მეფეთა ან ერთად ოთხ მეფეთა წიგნი, ლუთერს
აქვს 2 სამოელის და ორ მეფეთა, ჰაგიოგრაფია რასაც ზოგი უმეცარი მხატვრულ
წიგნებად არ თვლის, ფსალმუნები, სოლომონის იგავნი, იობის წიგნი, ქება –
ქებათა, რუთი, იერემიას გოდება, ეკლესიასტე, ნეემია, ქრონიკების 2 წიგნი
პარალიპომენი, ნეშტთა არაკანონიკურად ითვლება მაგრამ გამოცემებში შეაქვთ,
ტობიას, ივდითის წიგნები, სოლომონის სიბრძნე, ისო ზირაქის ძის სიბრძნე,
იერემიას ეპისტოლე, ბარუქის, ეზრას 2 და მაკაბელთა 3 წიგნი, სულ 11 ,
ჩვენთვის ეს წიგნები წარმოადგენენ ლიტერატურულ ძეგლს ხელოვნებისა და
ლიტერატურის მასალას და შთაგონების წყაროს საუკუნეების განმავლობაში,
განსაკუთრებით აღორძინების ტიტანთა ხელოვნებაში, ნაირნაირ ამბავთა,
ოიტუალურ და იურიდიულ კოდექსთა სახით შემორჩენილი ძველი ყოფის,
მორალის, ნაწილობრივ ისტორიულ მონაცემთა, სიმღერების, ეროტიკული
სცენების, ნივთების გადმოცემების, ქრონიკების დიდ კრებულს საუკუნეების
განმავლობაში რომ საკითხავ და სასწავლო წიგნად ჰქონდათ ხალხებს, არსებობს
ბიბლიის მრავალი თარგმანი არამეული ძ. წ. I ს, სეპტუაგინტა 70 ბერძნ. ის
ნამუშევარი კუნზულ ფაროსზე სადაც უფრო ზუსტად 72 იერუსალიმელი
მცოდნე თარგმნიდა 72 დღის განმავლობაში, ესაა თორას ბერძნ. ული თარგმანი ,
II ს ებრაელთა აკილის სიმაქის და თეოდონტოსის თარგმანი ბერძნ. ულ ენაზე II
ს, ბერძნ. ულიდან თარგმნეს ეთიოპიურ ენაზე ძირითადი წიგნები V ს, ამას
მოჰყვა სომხური, ქართული, იტალიური წმინდა იერონიმეს ცნობილი თარგმანი
ლათინურ ენაზე 383 წლიდან პაპ დამასის დავალებით, ესაა ვულგატა როგორც
უწოდეს XVI ს როგორც გამარჯვებულ პოპულარულ თარგმანს რაც კანონიკურად
39
ცნო ტრიდენტის ყრილობამ XVI ს, შემდეგ ის ისევ ჩასწორდა და ეწოდა
ვულგატა სიქსტინა რადგან პაპ სიქსტეს დავალებით შესწორდა თუმცა არც ეს
იყო საბოლოოდ კლემენტინის ბიბლია, ვატიკანის ტექსტი და სხვა, ქართული
ტექსტი ერთერთი უძველესთაგანი და ულამაზესი თარგმანია, კრიტიკული
მიდგომა ყველა ხსენებული თარგმანისადმი დასაბამიდან მოდის და დღესაც
გრძელდება, შესწორებანი, წინააღმდეგობანი, ამატებანი და სხვა.

ბლაღოჩინი – წინამძღვარი, მღვდელთმთავარი.

ბოგომილები – ლეგენდარული მღვდლის ბოგომილის სახელიდან, ანტიფეოდალური


ერესი, ქალაქისა და სოფლის ღარიბთა ინტერესების გამომხატველი რელიგიური
მიმდინარეობა, რომლის ნაწილიც შემდეგ მეამბოხეებს შეუერთდა, წარმოიქმნა
X ს ბულგარეთში, გამოსცეს საიდუმლო წიგნი, ითხოვდნენ თანასწორობას,
მეფის და მემამულეთა სამსახურის უარყოფას, ლოცვას, მაგრამ უარყოფდნენ
წმინდა ნაწილებს, ჯვარსა და ხატს, ზეგავლენა მოახდინა დასავლეთ ერვროპის
ერესზე.

ბოლნისობა – ძველი ქართული ტაძრის ბოლნისის სიონის დღესასწაული.

ბოროტება – იხ მავნე და კეთილი.

ბოსელი – ქართული წარმართული ღვთაება, მესაქონლეობისა და მოსავლიანობის


მფარველი, ვენახის გამხარებელი, ხვავის მომმადლებელი, ბერძნ. ულად
დიონისეს და დემეტრეს ფუნქციებით, აქედან ბოსლობა ამ ღვთაების
დღესასწაული გავრცელებული განსაკუთრებით დას საქართველოში, რაჭაში და
სვანეთში, იანვარ – თებერვალში, რაჭაში შაბათსა მეზვერისა და ფარისევლის
კვირასა დღესასწაულობენ ლოცვით ხვასტანგის გასამრავლებლად და
მოსაშენებლად, ბოსელში შედიოდნენ სანთლითა და დოქი ღვინით,
ლობიონარევი ნამცხვრით, ძროხის წილ ნამცხვარს ცალკე ლოცავდნენ, ფარის
წილს ცალკე, საქონელს შუბლზე თმას სანთლით დაუტუსავდნენ და ღვინოს
შესვამდნენ, აცხობდნენ ვაზის წილსაც, სვანეთში ბოსლობას რიღმესარის
უწოდებენ და რელიგიურ დღესასწაულად ითვლება სვანურად ღესე ქონი.

ბოსლობა – რელიგიური დღესასწაული რომლის მიზანი იყო მესაქონლეობის ღმერთის


ბოსლის გულის მონადირება და საქონლის დაცვა – გამრავლება, ზეიმობდნენ
ხორციელის ხუთშაბათს ზამთრის ბოლოს, რიტუალის შემსრულებელნი
ბოსელში შედიოდნენ, ხონჩაზე ქონს იღებდნენ საქონელს უსვამდნენ, ხაჭაპურს

40
შეექცეოდნენ, თან ილოცებოდნენ, ასედაც ერქვა თვიურიანი ქალის ყოფნას
განკერძოებით ბოსელში.

ბრაჰმა – უზენაესი ღმერთი სამყაროს შემოქმედი ინდურ რელიგიაში, I წევრი დიდი


სამებისა ტრიმურკის, ბრაჰმა, ვიშნუ, შივა, მოგვიანებით პირველობა ვიშნუს
და. შივას დაუთმო, მაგრამ მაინც უდიდესი გამგებელია რომელიც განასახიერებს
4 თავით ოთხ მხარეს, რამდენიმე ათას წელიწადში ერთხელ კვდება და
აღსდგება, ვედური რელიგიის გაგრძელებაა, შემდეგ ბუდიზმი ავიწროვებს,
კალიდასა კი წერს “გინდ ბრაჰმა იყოს გინდა ვიშნუ და თუნდაც შივა ცალკე
ყოველი ერთარსებას სამებას ერთვის”.

ბრაჰმანიზმი – ძველი ინდური რელიგია, ვედური რელიგიის გაგრძელება, ქადაგებს


უდრტვინველ მორჩილებას ბრაჰმანებისას უზენაეს ქურუმთა, ვარნას სულთა
გადასახლებას ნებისმიერ ადამიანსა და ცხოველში, მეფის ერთგულებას,
ხანგრძლივ სინანულს, რასაც ხარვისდ კანონის ჭეშმარიტების მკაცრი დაცვით
ადამიანი მიჰყავს აბსოლუსთან შემოქმედ ღმერთ ბრაჰმამდე, რომლის
ნაწილებიც ჩვენ ვართ, ვინც დჰარმის წესებს არ შეასრულებს მისი სული და
სხეული შესაბრალისად დაიტანჯებიან, იყო მორჩილების იარაღი, მისი ვედები
და კომენტარები შეიქმნა ძ. წ. VIII – VI ს.

ბრევიარიები – ლათინურად ბრ იუმი მოკლე ტექსტები, კათოლიკეთა საწესო სამუშაო


წიგნი, შეიცავს ნაწყვეტებს ბიბლიიდან, მამათა წიგნებიდან, ფსალმუნებს,
წმინდანთა ცხოვრების ცალკეულ ადგილებს, დაამტკიცა პიუს V – მ საგანგებო
ბულით 1568 წ, შედგება 4 ნაწილისაგან, წლის დროების შესაბამისად.

ბრესტის საეკლესიო უნია – ლათინურად უნია კავშირი, პაპისა და პოლონეთის


კათოლიკეთა ერთობლივი ღონისძიება აღმოსავლეთში ზეგავლენის სფეროს
გაზრდის მიზნით 1596 წ ბრესტში ძალადობით შეიკრა კავშირი კათოლიკურ და
მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის პირველთა უპირატესობით,
მართლმადიდებლებს დაუტოვეს მხოლოდ წესების შესრულების უფლება,
უკრაინელი ხალხი აღსდგა ასეთი თავსმოხვეული უნიის წინააღმდეგ რაც
მხოლოდ 1946 წ გაუქმდა.

ბუდა – სანსკრიტულად ბუდჰა – სხივმოსილი, განათლებული, ბრძენი, უზენაესი,


სრულყოფილი, აბსოლუტურად სპეტაკი და სამართლიანი ღვთაება,
გადმოცემით გაუტამას ტომის მეფის ძე, ნახევრად მითური სახე დიდი
რელიგიის დამაარსებელი ცხოვრობდა625 – 544 წ შობის დღეს ცა და მიწა.
41
შეერთდა, ასკეტურ ცხოვებას ეწეოდა, ცოდნის ბორბალი დაატრიალა,
დაწყევლა ინდრა, რომელმაც ცოლი შეუცდინა, გარდაიცვალა 80 წლისა,
ცნობილია რამდენიმე ბუდა, რელიგია დააარსა გაუტამამ, 1956 წ ბუდისტებმა
ზეიმით აღნიშნეს მისი 2005 წლისთავი, დაბადებიდან 500 – 600 წლის შემდეგ
დაიწერა ბუდას ცხოვრება მითებისა და გადმოცემების კრებული.

ბუდიზმი – ბუდას მოძღვრება, ერთერთი მსოფლიო რელიგია იმ სამთაგან რომლებიც


შეიქმნა ინდოეთში ძ. წ. I ათასწლეულის შუახანებში, დიდი გავრცელება მიიღო
სამხ – აღმ აზიაში, შუა აზიაში, შორეულ აღმოსავლეთში, დამფუძნებელად
ითვლება ბუდა. შაკია მუნი, სინამდვილეში ეს ახალი რელიგიაც დროის პირმშო
იყო დაირღვა ძველი გვაროვნული ინსტიტუტები, შეიქმნა სახელმწიფო სისტემა
საჭირო გახდა ძლიერთა მეუფების დასაბუთება მძლავრი ცენტრალიზებული
რელიგიის ქადაგებით, მონათმფლობელურ სახელმწიფოთა აპოლოგიით, ხსნის
დოგმატიკით, ბუდას მოძღვრებით სიცოცხლე ყველა თავისი სახით არის
ბოროტება რასაც მხოლოდ ტანჯვა მოაქვს, ტანჯვის მიზეზია ადამიანის ყველა
გრძნობა, სურვილი, ვნება, მისი გარდასახვა მარადიულ წრებრუნვაში, ამ
გარდასახვა – გადაქცევას სანსკრიტულად ეწოდება სანსარა, იწერება სამსარა, ამ
სიძნელეთა გადალახვით, ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობით,
გარდაქმნით ადამიანი ქმნის ისეთ კარმას, კარმანს, რაც ბუდიზმის თანახმად
იწვევს არყოფნას ნირვანას, აბსოლუტურ სიმშვიდეს, გაქრობას, ხსნას 8
საფეხური აქვს გზაზე დადგომას რაც გულისხმობს უარის თქმას ვნებებზე,
ქონებაზე, ცოლ – შვილზე, თავის თავში ჩაკეტვას, ესაა ბუდიზმის არსი, ასეთი
ცხოვრება მხოლოდ ბერთა. შორის შეიძლება, ასეთი საეროს შეუძლია თუ ბერებს
უხვად დაასაჩუქრებს და. შეასრულებს ხუთ მცნებას, ნუ იქმს ავს, ნუ იცრუებს,
ნუ იქურდებს, ნუ იმრუშებს და ნუ დალევს, ეს მკაცრი ასკეტური ფილოსოფია
სასარგებლო იყო გაბატონებულ წრეებისათვის რადგან ყოველი ბოროტების
მიზეზად ისევ ცოდვილ ადამიანს თვლიდა, არა მჩაგვრელს, იაპონიაში,
ბირმაში, ტაილანდში და სხვა აზიურ ქვეყნებში ბუდა სულ სხვადასხვა როლში
გამოდის, ეროვნული თავისუფლების ან ანტიკომუნიზმის დროშით, ბოლო
დროს ევროპასა და ამერიკაშიც გავრცელდა თავისებური სახით.

ბუდისტური სასულიერონი – ქურუმები, ბიქშუ – ღატაკნი, ითვლებიან ადამიანთა


უმაღლეს კატეგორიად, ვოვცხალ ღმერთებად, ლამაიზმში უზენაესი ლამა
ღმერთად გვევლინება, ტაილანდში და ლაოსში, ასევე კამბოჯაში მეფე

42
ეროვნული ეკლესიის მოთავეცაა, საერთოდ ბუდიზმი დაიშალა სკოლებად,
მიმდინარეობებად, მაგრამ ბერი მაინც მისი მთავარი დასაყრდენია.

ბულა – ლათ ბულლა, ბურთულა, 1 შუა საუკუნეებში მრგვალი ბეჭედი რითაც


ამტკიცებდნენ მეფეთა, იმპერატორთა, პაპთა ბრძანებულებებს, 2 აქედან თვით
ბრძანებულება, თვით პაპის მიწერილობა რაზედაც ოქროს ან ტყვიის ბეჭედი
ეკიდა ზონრით, ლევ X – ს ბულა ლუთერმა ცეცხლში ისროლა.

ბუხმალიზმი – რეაქციული რელიგიურ – ეთიკური მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებს,


რომ კაპიტალისტურ სამყაროში ანტაგონიზმი არ არის, ყველა მანკიერება
პიროვნების არასრულყოფილობის შედეგია, დამფუძნებელია ამერიკელი
ლუთერანი პროტესტანტი ფრენკ ბუხმანი, უარყოფს ტრადიციულ რელიგიას,
ითხოვს ადამიანის მორალურ სრულყოფას 4 მოთხოვნის დაცვით პატიოსნება,
სიწმინდე, თვითგანკვეთა, ყველა სიამეზე უარის თქმა და სიყვარული, ვინც ამ
აბსოლუტებს დაიცავს განიწმინდება, უარყოფს კლასთა ბრძოლას, ითხოვს
საყოველთაო მშვიდობას, ჰარმონიას, საამისოდ აქვს პრესა, რადიო, ტელევიზია
და სხვა საშუალებები, ა. შ შ უხვად აფინანსებს, ბუხმანი გარდ 1961 წ, მისი
მოძღვრება კარგავს ზეგავლენას.

გადმოცემა წმინდა – რელიგიური დებულებანი ან სამოციქულო ტრადიცია, რომელსაც


ქრისტიანული ღვთისმეტყველება განიხილავს როგორც ღვთაებრივი
ზეშთაგონების შედეგს, ღვთის მოვლენილ აზრებსა და გამოცხადებას, რითაც
დამატებით დასტურდება ის რაც წმინდა წიგნში საღმრთო წიგნში ბიბლიაში
წერილობითაა მოცემული, მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებში
ერთნაირად ცნობენ ასეთ ზეპირ გადმოცემებს ჩამოყალიბებულს ეკლესიის
მამათა თხზულებებში, აგრეთვე პირველი 7 საეკლესიო ყრილობების
გადაწყვეტილებებში, პროტესტანტები ამ წიგნების ღვთაებრივ წარმომავლობას
უარყოფენ, ადამიანის ქმნილებად თვლიან და საღმრთო წიგნებად ცნობენ
მხოლოდ ბიბლიის ნაწილებს, კათოლიკები კი წმინდა გადმოცემებად თვლიან
პაპთა გადაწყვეტილებებსაც, ისლამი ანალოგიურ გადმოცემებად რაცხს სუნას.

გამოყოფა ეკლესიისა სახელმწიფოსაგან – ეკლესიის ჩამოშორება სახელმწიფოს მართვის


საქმეებიდან, სამოქალაქო აქტების წარმოებისაგან, რელიგიის სწავლების
აკრძალვა სკოლებში, ამა თუ იმ რელიგიური რწმენის ძალადობით მიღებისაგან
მოქალაქეთა განთავისუფლება იმ პირობით რომ სახელმწიფო არ ჩაერევა
რელიგიის შინაურ საქმეებში, ღვთისმსახურება, კანონიკური მოქმედება,

43
ნათლობა მოქმედი ეკლესიები, ამას საფუძველი ჩაეყარა 1918 წ 29 I დეკრეტით
სახელმწიფოსაგან ეკლესიის და სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის შესახებ,
დეკრეტმა გამოაცხადა მოქალაქეთა სინდისის თავისუფლება, გაარკვია
სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიასთან რამაც დაკარგა სახელმწიფო
ორგანოს უფლება, მოისპო მოქალაქეთა პრივილეგიები, უფლებრივი
უთანასწორობა, ვალდებულება, რომ მოქალაქე უთუოდ რომელიმე
სარწმუნოებას უნდა ეკუთვნოდეს ან არ ეკუთვნოდეს, გაუქმდა რელიგიური
ფიცი, დაფიცება, რელიგიური აქტები სამოქალაქო მდგომარეობისა, ქორწინება,
შობა, სიკვდილი, რაც სახელმწიფოს გადაეცა, საეკლესიო ქონება კი
გამოცხადდა სახალხო საკუთრებად, საეკლესიო ორგანიზაციები გამოცხადდა
კერძოდ, ისინი არსებობენ მორწმუნეთა. შეწირულობის, საკულტო საგნების
გაყიდვისა და წესების შესრულებისათვის აღებული თანხებით,
სახელმწიფოსაგან ეკლესია არ იღებს ფინანსურ დახმარებას, გაუქმდა
ყოველგვარი პრივილეგია, აკრძალულია ეკლესიის ჩარევა ბავშვთა აღზრდაში,
არასრულწლოვანთა მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში,
ღვთისმეტყველების სწავლება საზოგადოებრივ ადგილებში, სკოლებში, ყველა
საეკლესიო ორგანიზაცია კერძოა და არ სარგებლობენ სუბსიდიებით, ყველა
სასულიერო პირი კანონიერი მოქალაქეა და იკრძალება რაიმე დამცირება, ხელის
შეშლა რელიგიური წესების აღსრულებაში თუ არ დაირღვევა წესრიგი, ასევე
გამოყოფილია სკოლა ეკლესიისაგან.

გამოცხადება – ლათ რეველაციო, რელიგიური წარმოდგენების თანახმად უფლის,


უზენაესის ან მისი თანაშემწეების ჭეშმარიტებათა გადმოცემა ადამიანებისათვის
ვითარცა ღვთაების ნებისა, რელიგიების უმრავლესობა მას აღიარებს ცოდნის
მთავარ წყაროდ რაც არკვევს ადამიანთა დამოკიდებულებას ღმერთისადმი ან
ერთიმეორის მიმართ, სხვადასხვა რელიგიურ წარმოდგენებში ეს სულ
სხვადასხვაგვარად მაგრამ არსებითად ერთი პრინციპით ხდება, რომელიმე დიდ
მორწმუნეს, განდეგილს, წინასწარმეტყველს მაგალითად საულს, პატრიარქს
მაგალითად აბრაამს, აკობს აგზნების წუთებში ან უბრალოდ მოულოდნელად
კანონმდებლობის საჭიროებასთან დაკავშირებით მაგალითად მოსეს სინას მთაზე
ზოგჯერ მოციქულს მაგ იოანე მახარებელს გამოეცხადება ღმერთი და გაანდობს
თავის ნებას, მისცემს აღთქმას, უჩვენებს გზას აღთქმული ქვეყნისას, ამით
ხელმძღვანელობს ხალხი მეორედ მოსვლისას, ინდუიზმის ანალოგიური
მოვლენაა ავატარა, ჩამოსვლა, ჩამობრძანება, ვიშნუს გამოცხადება როცა
ქვეყნიერებას დაღუპვა ემუქრება, კუს, თევზის, ლომკაცის, ტახის, მეომრის,
44
რამას სახით და ა. შ ამასთან ან ცხოველის ან ადამიანის სახით მოვლენილ ვიშნუს
განსახიერებასაც ავატარას უწოდებენ, ესაა პერსონიფიკაცია, კათოლიკენი და
მართლმადიდებელნი გამოცხადებად თვლიან საღვთო წერილს ბიბლიას და
წმინდა გადმოცემას, ეკლესიურ მამათა თხზულებები, მათ მოკვდავის გონება
ვერ მიწვდება, იდეალისტურ ფილოსოფიაში გამოცხადება ეწოდება
ჭეშმარიტებებს რომელთაც მხოლოდ შთაგონებული რჩეულნი ხვდებიან.

გამოცხადება იოანესი – ბერძნ. ულად აპოკალიფსის, ახალი აღთქმის წიგნი


ადრექრისტიანული ნაწარმოები რომელიც იოანე მოციქულს მიეწერება, ამავე
ღვთისმეტყველს მიეწერება 3 ეპისტოლე, წიგნი დათარიღებულია 35 წლით, აქ
ლაპარაკია საშინელ მხეცზე რომელიც შვიდ გორაკზეა, 7 მთა მინიშნება. შვიდ
ბორცვზე აგებულ რომზე და ზურგზე ზის მეძავი ბაბილონისა, ხშირად
მეორდება ღვთაებრივი ფორმულა “მე ვარ ანი და ჰაე” პირველი და უკანასკნელი,
როცა იოანე სალოცავად პატმოსის ჭალაში იყო მოესმა ხმა დიდი ვითარცა
საყვირისა და მერე იხილა პირველი იგი ცხოველი მსგავსი ლომისა, მეორე
მსგავსი კუროსა და მესამე ცხოველს აქუნდა ვითარცა პირი კაცისა და მეოთხე
ცხოველი მსგავსი არწივისა, ამ აპოკალიფსურ ცხოველზე ზის საბაოთი, მერე
სხვა მრავალი ჩვენებაა, მხეცური რიცხვი 666 სიმბოლურად გამოხატავს ტირან
ნერონს გარდაიცვალა 68 წ, ლაპარაკია ხალხთა ბედზე, ციურ ანგელოზთა ომზე
სატანის წინააღმდეგ, განკითხვის დღის საშინელ სამსჯავროზე, ქვეყნის
დაქცევაზე რაც მეორედ მოსვლის ცნებასთანაა დაკავშირებული, აღიარებულია
კანონიკურად.

განგება – 1. რელიგიური დოგმატი, რომლის მიხედვითაც ყველაფერი რაც ქვეყნად


ხდება ცხოვრება, მოქმედება, ხსნა, განსჯა დამოკიდებულია ღმერთის ნებაზე,
იუდაიზმის, ქრისტიანობის, ისლამის მთავარი დოგმა რომლის გარშემოც
გაუთავებელი დავაა მართლაც ღმერთზეა დამოკიდებული თუ კაცის
თავისუფალ ნებისყოფასაც განგების წინაშე დიდი ძალა აქვს, ერეტიკოსები ამ
აზრს იცავდნენ ავგუსტინე კი ამტკიცებდა რომ ბედი და ხსნა მთლიანად
ღნმერთის ნებაა, ისლამი ფატალიზმსაც აღიარებს და ადამიანის ერთგვარ
როლსაც, კათოლიკები და მართლმადიდებელნი ცნობენ აბსოლუტურ
ღვთაებრივ განგებასა და ადამიანის ნებისყოფას, თავისუფალ ნებას ისე რომ ეს
უკანასკნელი მაინც ღვთაებრივს ექვემდებარება, ღვთისმეტყველნი ცდილობენ
მოხსნან ღმერთს პასუხისმგებლობა ჭირის, ომის, შიმშილობის, ჯიბგირობის,
მკვლელობის და სხვა ბოროტებათა არსებობაში ამიტომ დანაშაულს ადამიანების

45
ვნებას აბრალებენ, ადრეულ ხანაშიც ქრისტიანი ღვთისმეტყველნი ცხარედ
დაობენ ამ საგანზე, შეიქმნა მთელი მიმდინარეობანი, ერთნი აღიარებდნენ
სიკეთისაკენ ადამიანის მისწრაფებას მეორენი ედავებოდნენ რომ ეს მისწრაფება
მხოლოდ სულიწმინდის წყალობით ხდებაო, მხოლოდ ეკლესიაა თავის წესებით
კაცთა მხსნელი ცოდვებისაგან, სამაგიეროდ ის მოუწოდებს სიკეთისაკენ
მორწმუნეებს, რომელნიც მორჩილნი უნდა იყონ, კალვინმა ეკლესიის როლი
უარყო მაგრამ განაცხადა რომ ღმერთი დაბადებამდე განსაზღვრავს ადამიანის
ბედს, განგება ამცირებს ადამიანის როლს საზში, ადუნებს მის აქტიურობას, 2.
უზენაესის ნება მიუწვდომელი მოკვდავთათვის, ყველაფერი ამ ნებით ხდება,
ესაა ადამიანის უძველესი წარმოდგენა სტიქიურ ძალებზე, ბერძნ. ებმა ეს ასახეს
ბედისწერის ქალღმერთების მოირების, ევმენიდების ანანკეს მოირების დედის
სახით რასაც პლატონიც აღიარებდა, რუსთაველთან განგებას როგორც სიტყვის
მასალას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, სწადს განგება ზენასა, რა მოვა ჩემთან
განგება ზეცით მოუსმი ზენანი, უგანგებოდ ვერას მიზმენ, განგებასა ვერვინ
შეცვლის არ საქმნელი არ იქმნების, მაგრამ მის წვდომაში პრაქტიკულად
უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის აქტიურ მოქმედებას, ადამიანი ამსხვრევს
ბოროტებას და სიკეთე იმარჯვებს, სულაც არა უზენაესის უშუალო ნებით.

განბანვა – წესი დამყარებული სახარების ეპიზოდზე როცა ქრისტემ თავის მოციქულთ,


საერთოდ მოწაფეებს ფეხი დაბანა, ამის ანალოგიით წესს ასრულებს ზოგი სექტა,
ორმოცდაათიანელთა, მეშვიდე დღის ადვენტისტები და სხვა.

განდეგილობა – რელიგიური ასკეტიზმის სახეობა, ახასიათებს მრავალ რელიგიას და


განსაკუთრებით ქრისტიანულ რელიგიას, განდეგილნი განუდგებიან
ამქვეყნიურ ცხოვრებას, უარყოფენ ყოველგვარ ხორციელ სიამეს, დაეყუდებიან
სადმე სენაკში ან გამოქვაბულში, ჯვალოთი იმოსებიან, მარხულობენ,
ლოცულობენ, ებრძვიან მაცდურ ვნებას და ასე გალევენ სიცოცხლეს სულის
სახსნელად, ესაა ღმერთთან მიახლოების გზა, ეკლესიის აზრით სრულყოფის
მისაბაძი გზა, ინდოელი ასკეტიც ხშირად წლობით ცხოვრობდა უდაბნოში,
ფიცარზე ეძინა, კალიებით იკვებებოდა, ნემსებს იჩხვლეტდა და ასე
უახლოვდებოდა ბრაჰმას.

განიცადე – მცირე საგალობელი წირვის დასასრულს.

განკვეთა – ეკლესიიდან ან რელიგიური თემებიდან განკიცხვა გაგდება,


დისციპლინარული სასჯელი, რასაც ცოდვილს აძლევენ კათოლიკენი,

46
მართლმადიდებელნი, იუდეველნი და სხვა, ასეთი გარიცხვა ხდებოდა საზეიმო
ცერემონიალზე სადაც დასჯილს წყევლიდნენ და ამით უნერგავდნენ
მორწმუნეებს მეტ შიშს საიქიოში მას ჯოჯოხეთი ელოდა.

განკითხვის დღე – საშინელი სამსჯავრო, ქვეყნის აღსასრული, ბიბლიური დოგმატი


ღვთაებრივი სამსჯავრო, რომელზედაც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა
საბოლოო ბედი, პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი კი
ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან, განკითხვა რომ მამა – ღმერთმა იესოს ანდო
ეს ჩანს იოანეს სახარებიდან “არცაღა მამა სჯის არავის არამედ ყოველი სასჯელი
მოგცა ძესა, მათეც ადასტურებს განკითხვის დღეს “განკითხვის დღეს შეჰკრბენ
წინაშე მისსა ნათესავნი და განარჩივნეს იგინი ურთიერთას, ვითარცა იგი
მწყემსმან რა განარჩინნოს ცხოვარნი თიკანთაგან, მაშინ მართალნი
გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე სასუფეველსა მამისა მათისასა”, ამით ასაბუთებს
ქრისტიანობა საყოველთაო განკითხვას და ვინც მას არ იწამებდა სატანის
მოციქულად შეირაცხებოდა, ამანაც დიდი როლი შეასრულა მორწმუნეთა
დაშინების თვალსაზრისით, ჯოჯოხეთის შიშით უთვალავი ცოდვილი
ადგებოდა სინანულის და თვითგვემის გზას, მეორედ მოსვლის თავდაპირველი
ბიბლიური და წარმართული შინაარსი ხალხთა წარმოდგენაში არსებითად
დაუკავშირდა ქრისტეს სამსჯავროსაც და ქვეყნიერების დაღუპვის, წარღვნის,
კატასტროფის, ხანძრის მოლოდინს, რასაც უნდა მოჰყოლოდა კვლავ განახლება,
როგორც ბერძნ. ულ მითებშია, ანალოგიური თქმულებებია ისლამის და ზოგი
სხვა რელიგიის პრაქტიკაში და იქაც მას მორჩილების იარაღად იყენებდნენ.

განმაახლებელნი – რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განახლების,


მოდერნიზაციის, საბჭოთა ხელისუფლებასთან შეგუების მომხრეთა
მიმდინარეობა, რაც წინ აღუდგა პატრიარქ ტიხონის შეურიგებელ პოზიციას და
კიდეც გადააყენა კრებამ ტიხონი, აღიარა ბევრი სიახლე და ცნო საბჭოთა
ხელისუფლება 1923 წ დაიყო რამდენიმე მიმდინარეობად, ცოცხალმა ეკლესიამ
უარყო ბერობა, დოგმატიკური და ლიტურგიული რეფორმები.

განმანათლებელი – ცისკრის წირვაზე კანონის შემდეგ წასაკითხი სამმუხლიანი ლოცვა,


საეკლესიო ტერმინი.

განსაწმენდელი – სალხინებელი.

განტევება – პატიება. შეცოდებისა, ბერძნ. ულ მითებშიც ეს რიტუალი დიდ როლს


ასრულებს, იქ გაწმენდას ეძახდნენ, გაწმინდეს შვილების მკვლელი ჰერაკლე,
47
მამის მკვლელი ორესტე, ძმის მკვლელი მედეა, ამას თან ახლდა მთელი
ცერემონიალი, ქრისტიანულ ეკლესიაში ეს ხდებოდა კურთხევით,
ინდულგენციების ყიდვით, მსხვერპლის შეწირვით და ა. შ., საანდაზოდ დარჩა
განტევების ვაცი, თხას აჰკიდეს ცოდვები კაცთა და უდაბნოში გაუშვეს სადაც
მხეცებმა. შეჭამეს.

განცხდაბ – სვანურად ნათლისღება, ახალი წლიდან კანდა პირველ კვირას მეექვსე დღეს
6 იანვარი კლავდნენ სამსხვერპლო თხას, კვირის ბოლოს იყო ჯედი ჰამს გრძელი
დილა, შუაღამიდან დილამდე გაშლილ სუფრაზე ტაბაკზე ენთო სანთლები და
შენდობას უთვლიდნენ მიცვალებულებს გაცილების წინ, განთიადიდან
ზედაშის წაქცევით აცილებდნენ გარეთაც. აიაზმა.

განხეთქილება – ეკლესიის შინაგანი ბრძოლის სახეობა, დაყოფა ორ ან რამდენიმე


ეკლესიად, ორგანიზაციად, მასში მონაწილეობენ უმაღლესი რანგის
სასულიერონი, სკლირი მორწმუნეთა მასები, მიზეზი მრავალია,
კლასობრიობის წინააღმდეგობის ზრდა, სოციალური – ეკონომიკური პირობების
ცვლა, სახელმწიფოთა ურთიერთობა, საეკლესიო მოღვაწეთა პატივმოყვარეობა,
1054 წწ მოხდა ქრისტიანობის გათიშვა, გაყოფა ორ მთავარ ნაწილად
კათოლიკობად და მართლმადიდებლობად, პაპი ვერ შეეწყო ბიზანტიის
პატრიარქს და ა. შ., თვით კათოლიციზმის შიგნით მოხდა დიდი განხეთქილება
რასაც მოჰყვა არეულობის ორმოცწლიანი პერიოდი პაპობის ისტორიაში 1378 –
1417 წ ის დაიწყო პაპთა ავინიონის სამოცდაათწლიანი ტყვეობის შემდეგ 1378 წ
როცა პაპად აირჩიეს იტალიელი ურბან VI, ხოლო კარლოს V – ს ზეგავლენით
იმავე დროს პაპი გახდა კლიმენტი VII რობერტ ჟენეველი, ურბან VI რომში
იჯდა, კლიმენტი VII ავინიონში, მათ შორის სასტიკი ბრძოლა იყო, თვით
ავინიონი პეტრარკას თქმით იქცა ყოველგვარი ბოროტების ბუნაგად ზოგჯერ 3
პაპიც იჯდა და მათი მომხრეები, მეფეები, ფეოდალები, ხალხი, სასულიერონი
მუდმივ ქიშპობაში ასუსტებდნენ კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტს, ვიდრე
1414 წ კონსტანცის საეკესიო კრებამ სამივე პაპი არ გადააყენა და აირჩია
მომავალი მარტინ V კოლონა, ამასთან გადააყენა გახრწნილი იოანე XXIII ამით
დასრულდა დიდი განხეთქილება, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის
განხეთქილება მოხდა XVII ს II ნახევარში, რუსეთის სახელმწიფოს
ცენტრალიზაციის შესაბამისად პატრიარქმა ნიკონმა განიზრახა ეკლესიის
ცენტრალიზაციაც, ამით შეებრძოლა ადგილობრივ ტაძართა და ეკლესიათა
დამოუკიდებლობას, ერთმანეთს დაეტაკნენ ნიკონიანელები და

48
ძველმორწმუნეები, რეფორმის მოწინააღმდეგეები რომელთაც სასტიკი დევნა
დაუწყეს, დამარცხებულნი გაიქცნენ ციმბირში ჩრდილოეთში ვოლგისპირეთში
და იქ დააარსეს თავიანთი თემობანი, მასების ბრძოლა ძველი სარწმუნოების
დასაცავად არსებითად იყო ბრძოლა ფეოდალური რეჟიმისა და ძალმომრეობის
წინააღმდეგ რაც მხოლოდ პუგაჩოვის ამბოხების ჩაქრობის შემდეგ შეწყდა
დაყოფა ეკლესიებისა.

გაპატიოსნება – მიცვალებულის წინაშე ყველა საჭირო წესის აღსრულება, პატივის


დადება, დასაკრძალავად მომზადება, შემოსვა, წესის აგება.

გაპონოვშჩინა – მეფის ჟანდარმერიის მზაკვრული მოქმედება რომ მუშებში დანერგოს


მონარქიული სულისკვეთება, გადაიყვანოს რეოლუციის მოწინააღმდეგეთა
ბანაკში, ასეთი ორგანიზაცია მოაწყო მღვდელმა გაპონმა პეტერბურგში 1903 წ 9
000 წევრით ჟანდარმერიის დახმარებით, აქ ეწეოდნენ მეფის სასარგებლო
აგიტაციას, ქმნიდნენ მ მოცეკვავეთა გუნდებს, ავრცელებდნენ ნებადართულ
ლიტურგიას, მაგრამ მუშები მაინც გამოდიოდნენ მეფის საწინააღმდეგო
მოთხოვნებით, ხოლო 1905 წ 9 იანვარს ჟანდარმთა დავალებით გაპონმა მუშები
გაიყვანა ვითომ მშვიდობიან დემონსტრაციაზე პეტიციით მეფის მიმართ, ამას
მოჰყვა ხალხის დახვრეტა, სისხლიანი კვირა, გაპონი იქცა ღალატის და სიცრუის
სინონიმად.

გარდამავალი დღესასწაულები – 13 საეკლესიო დღესასწაული, გამოითვლება არა


რიცხვით არამედ სხვა დიდი დღესასწაულების დღეების მიხედვით, ღირსი
მამისა. შიო მღვიმელისა ყველიერის ხუთშაბათს, თევდორობა, თეოდორე
ტივენისა დიდმარხვის პირველ შაბათს, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის
გრიგოლ პალამასი დიდმარხვის II კვირას, ღირსი მამისა იოანე კლემაქსისა
დიდმარხვის IV კვირას, მარიამ მეგვიპტელისა, ლაზარეს მკვდრეთით
აღდგინებისა ბზობის წინა. შაბათს, გამოცხადება ივერიის ღვთისმშობლის
ხატისა ბრწყინვალე სამშაბათს, მენელსაცხებლე დედათა აღდგომის III კვირას,
წმინდა კეთილმსახურის თამარ მეფისა მენელსაცხებელთა კვირას ან პირველ
მაისს, მართლის ტაბითასი დოდო გარეჯელისა და ხსენება ყოვლად წმიდათა.

გარდამოხსნა – მოხსნა, ჩამოღება, ქრისტესგამოსახულებიანი ხატის, ქსოვილის


ჩამოხსნა ჯვარცმულ ქრისტეს გვამიდან, ქრისტეს ჩამოღება ჯვრიდან, შაბათს
დიდი დღესასწაულის ჟამს ეკლესიები აწყობდნენ ამ გარდამოხსნის
ინსცენირებას და პატივით დაკრძალვას, თან საზეიმოდ ქადაგებდნენ ქრისტე

49
ითმენდა თქვენც მოითმინეთ, ახლახან იპოვეს ქრისტეს ნამდვილი
გარდამოხსნა, შედგა კომისიები, ჩატარდა გამოსახულების სისხლიანი ლაქების
ანალიზი, დადასტურდა ქსოვილის იმჟამინდელობა, სისხლის ლაქების
არსებობა იმავე ადგილებში სადაც მაცხოვარი ევნო და ა. შ., ამ თემაზე მრავალი
შედევრი შეიქმნა დანიელო, ვოლტიერა რუბენსი, რემბრანდტი.

გარეჯობა – ახალი დღესასწაული დავით გარეჯელის დიდ სამონასტრო კომპლექსთან


სადაც მტერთაგან აოხრებული და გაუდაბურებული მხარე აღორძინდა,
მოირწყა, ეწყობა ზეიმი.

გაყოფა ეკლესიებისა – ქრისტიანული ეკლესიის გათიშვა აღმოსავლეთ


მართლმადიდებელ და დასავლეთ კათოლიკურ სარწმუნოებად, შედეგია დიდი
სოციალური ძვრების, წინააღმდეგობათა აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის,
შემოსავლის განაწილების სიძნელეები რომის პაპსა და ბიზანტიელ
კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს შორის, გათიშვა მოხდა IV ს ბოლოს, რომსა
და კონსტანტინეპოლში შეიქმნა ცალცალკე ცენტრები, წესები, დოგმატიკა,
ორგანიზაციები, ადრევე აშკარა განხეთქილება ოფიციალური გაფორმება მიეცა
1054 წ როცა ლეონ IX – მ და პატრიარქმა კირულარიოსმა ერთმანეთი დაწყევლეს,
ეს ანათემა ერთერთი ისტორიული აქტი გახდა იმისა, რომ რწმენისა და
პრინციპების ერთნაირობა ვერ უზრუნველყოფენ პატივმოყვარე მბრძანებელთა
მშვიდობიან კავშირს, ხოლო 1965 წ მოილაპარაკეს პაპმა პავლე IV – მ და
პატრიარქმა ათინაგორემ რომ დავიწყებას მიეცეს ძველი ანათემა მაგრამ ესეც
დროებითი თავაზიანობა იყო.

გეენა – ბერძნ. ულად გეენა, ებრაულად გეპინო, ჰინომის ველი, ჯოჯოხეთის ცეცხლი,
არსთა დამბუგველი, ებრაული და ქრისტიანთა რწმენით, თანამდებ არს იგი
გეჰენიასა მას ცეცხლისასა.

გეოცენტრული სისტემა – სამყაროს წყობის მცდარი გაგება როცა ცენტრად ითვლებოდა


ცთომილი დედამიწა, გარშემო კი ტრიალებდნენ მზე, პლანეტები და
ვარსკვლავები, პირველად ეს სისტემა. შეიმუშავეს არისტოტელემ და
პტოლემეოსმა რომელთა ნააზრევში ეჭვის შეტანა იკრძალებოდა, რელიგიის
შემწეობით ამ კონცეფციამ 1500 წელი იარსება, მას საფუძვლად ედო მოძღვრება
ადამიანზე, სამყაროს გვირგვინზე და ღვთისმსახურზე, ამ დოგმას ებრძოდნენ
დიდი მეცნიერები ბრუნო, რომელიც სამყაროს უსასრულობას ამტკიცებდა,
გალილეი, რომელმაც დაამტკიცა რომ მიწა ბრუნავს და ინკვიზიციამ შანთით

50
აწამა მოხუცი, აიძულა უარეყო, ბოლოს კოპერნიკის და კეპლერის აღმოჩენებმა
საბოლოოდ გაუკაფეს გზა ჰელიოცენტრიზმს, ნიუტონის აღმოჩენები
აგვირგვინებენ მეცნიერების ტიტანთა ამ ღვაწლს.

გერი – მცირე ზომის საცისკრო ლოცვა, აქებდითის ბოლოსწინა მუხლში ჩარდული,


დასდებელის ნაწილი, ღამისთევის ლოცვის ნაწილი, აღსდგა იესო.

გიორგი – წმინდანთა კულტის ერთერთი მთავარი წარმომადგენელი, გაღმერთებული


გმირი, განსაკუთრებით განდიდებული საქართველოში, კერძოდ სვანეთში,
სადაც ჯგირაგს ეძახიან და მრავალი ეკლესია უდგას, ლახამულის, ლატალის,
მესტიის და სხვა, წმინდანები საერთოდ ადამიანთა მფარველად მიაჩნდა
ეკლესიას, შუამავლებად ღმერთსა და ადამიანებს შორის, ასეთებს შორისაა წმ
გიორგი კაბადოკიელი, მისი სახელობის ეკლესია აშენდა ყველგან სადაც
გარდაცვალების შემდეგ ღმერთმა მისი სხეულის ნაწილები მიმოაბნია, თვითონ
კი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში დღემდე
შემორჩა ადგილობრივი ღვთაებები რომელთაც გარდა თავისი სახელებისა
გიორგისაც უწოდებენ, ლაშარი, ლომისი, ხახმატი და ა. შ., ბარში კი ძველი
წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანმა წმ გიორგიმ, მისი
ნადირთა მფარველი სალოცავები იყო თითქმის ყველგან, აწყურის თეთრი
გიორგი, ილორის, სუჯუნის, ოდიშის, გურჯაანის, წინანდლის, საგარეჯოს,
ატოცის, ქაშვეთის, კასპის, ჩალოუბნის და სხვა, დღეობა იმართებოდა 23
აპრილს და 10 ნოემბერს, ხალხი სამჯერ ან შვიდჯერ შემოუვლიდა ეკლესიას
დიდებით ან ჩოქვით, ეს იყო გიორგობა, ალავერდობა, ატოცობა, სვანეთში
საფიცარია ჯგირაგღო, მეტაფრასტის ცნობით გიორგი იყო კაბადოკიელი
დიდებული მამაცი მეომარი, საქართველოსთან მტკიცედ დაახლოებული მხარის
გამგებელთაგანი, როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო ქრისტიანთა
ბურჯად იქცა და რვადღიანი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს 303 წ, ადრევე
გახდა პოპულარული, დიდმა მთავარმა იაროსლავმა პაჭანიგებზე გამარჯვების
შემდეგ კიევში ტაძარი აუგო, იურის დღე რუსეთში 26 ნოემბერს აღინიშნებოდა
და დაკავშირებული იყო მიწათმოქმედებასთან რომლის მფარველიც იყო
გიორგი, იორგი, გერგი, ჯერჯი და სხვა, თვით სახელი გეორგიოს ბერძნ. ულად
მიწათმოქმედია, გიორგის სახელთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული,
თითქოს სპარსთა მეფე დადიანი 7 წელი აწამებდა, სამჯერ მოკლეს, მესამედ რომ
მახვილი გაუყარეს მტანჯველნი ღმერთმა დახოცა, თითქოს წამებამდე ან
გარდაცვალების შემდეგ მოკლა მახვილით და. შუბით დრაკონი, რომელიც ერთი

51
მეფის ქვეყანას აოხრებდა და მსხვერპლად გოგო – ბიჭებს ითხოვდა, როცა მეფის
ასული დრაკონს ელოდა გამოჩნდა გიორგი და ჯვრით მოათვინიერა გველეშაპი,
რომელიც მეფის ასულმა ქალაქში კრავივით შეიყვანა, რის შემდეგაც მეფემ
ქრისტიანობა მიიღო და ა. შ., ამ ლეგენდამ მსოფლიოში განუთქვა სახელი
გიორგის, დრაკონთან ბრძოლა ბევრმა დახატა, მათ შორის ვატიკანში რაფაელმა,
გირორგი საქართველოს მფარველად ითვლება, ხალხის აზრით მოწამის
სსხეული 360 ან 363 – 365 ნაწილად დაკეპილი მიმოუბნევიათ საქართველოში და
სადაც წმინდა ნაწილი მოხვდა ეკლესიები აუგიათ, აქედან თქმა 365 წმ გიორგი
შეგეწიოსო, ცნობილია გიორგის სახელობის ფრესკები, მინანქრები, ხატები,
ჯვრები, საკაოს წმ მხედარი X ს მოოქრული ვერცხლი, ლაბეჭინას ხატი,
მოოქრული ვერცხლი, გიორგი შუბით კლავს დიოკლეტიანეს XI ს, ზუგდიდის
წმ გიორგი მოოქრული და თვლებით შემკული 1811 წ, ვერცხლის დიდი ჭედური
ჯვარი წმ გიორგის ცხოვრების სცენებით, წამების გამოსახულებით მესტიის
მუზეუმი XI ს, ნაკიფარის წმ გიორგი XI ს ხატი, ოსტატ ასანის ნახელავი,
ყინწვისის ფრესკა XI ს და სხვა.

გიორგობა – სვანურად ლიგერგი სოფლის მნიშვნელოვანი დღესასწაული 23 აპრილს,


დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობასთან, სიმბოლიკაა ზამთარზე მზის
გამარჯვებისა, როცა საქონელს საძოვარზე უშვებენ მაგრამ მხეცები გლეჯენ
ხოლმე, ამიტომ მოიხმეს მფარველად გიორგი, მის ხატს ევედრებოდნენ,
დათვისა და მგლისაგან პირუტუყვის დაცვას, ძლევამოსილის წოდებაც გიორგიმ
მხეცთა და ურჩხულის დამარცხებით მიიღო, მეფის ასულის დახსნა და
დრაკონის მოთვინიერებაც სიმბოლურ ხასიათს ატარებს, დრაკონი
წარმართობაა, ქალწული ეკლესია, ეკლესიურად ქადაგება. შევწიროთ თავი
მეფეს როგორც გიორგიმ გასწირა თავი მეფისათვისო, რუსეთში წმ გიორგის
ჯვარი ეძლეოდა თავდადებულ მებრძოლებს, გიორგი მკურნალიცაა, ღატაკთა
მფარველიც, მისი ხეობის სხვა სახელებია გერისთობა, ატოცობა, ალავერდობა,
ილორობა სვანურად რიგერგი, გიორგობა – იგივე გიორგობის თვე, ნოემბრის
ქართული სახელიცაა, წმ გიორგის დღესასწაული მრავალძალი წმ გიორგობა
მთვარის მსახურების ნაშთი 23 აპრილს და 10 ნოემბერს ხვდებოდა ძველი
სტილით.

გლოსოლალია – ბერძნ. გლოსოს, გლოსა ენა მეტყუველება, ლალია ყბედობა,


უცხოდმეტყველება განყოფა ენათა, უაზრო სიტყვები და წამოძახილები
რომელთაც ხანგრძლივი ლოცვით დაქანცული მორწმუნე ექსტაზში წარმოთქვამს

52
დავითომ მოციქულებზე სულიწმინდის მოვლინების ჟამს წარმოთქმულს
იმეორებს “და ეჩვენნეს მას განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი და
აღივსნეს ყოველნი სულითა წმინდითა”, სწამდათ სექტანტებს,
ორმოცდაათიანელებს როგორც ნათლისცემის მწვერვალი, ციური მადლის
ნიშანი, ნერვულ დაძაბულობას იწვევს, კანონით იკრძალება.

გნოსტიკოსები – ბერძნ. გნოსტიკოს, გნოსის – მცოდნე, გნოსტიციზმის მიმდევრები, ასე


ეწოდათ გვიანი ანტიკის თეოსოფიურ – რელიგიური მიმდინარეობის
წარმომადგენლებს, რომელთა მტკიცებითაც ქრისტე მხოლოდ მოჩვენებით იყო
ადამიანური საფარველით მოსილი, ჰქონდა არა ცოდვის გამოსყიდვის არამედ
მხოლოდ მხსნელის მისია და წარმოადგენდა ერთერთ შუალედურ არსებას,
მნეონს, ჟამთა გამრიგეს, ბევრი რამ ისესხეს პლატონიზმისა და
სტოიციზმისაგან, ამტკიცებდნენ უფლის რჩეულნი ვართო, აღიარებდნენ
შეუცნობელ პირველ საწყის ბოროტებას, რასაც უპირისპირდება სიკეთე,
წყვდიად – ნათელი და ა. შ., სრულყოფილ ღვთაებასა და ტლანქ მატერიას შორის
არსებობენ ეონები, მთავარი გნოსტიკოსები იყვნენ ვალენტინ ეგვიპტელი და
ვასილიდ სირიელი II ს.

გოლგოთა – გორაკი იერუსალიმთან სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით


სჯიდნენ, აქვე აიყვანეს და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად ქრისტეც,
რომელსაც გზაზე საკუთარი ჯვარი აზიდვინეს, ტანჯვის სიმბოლო, ხოლო
ვინმე იოსებ კარტაფილმა წიხლი ჰკრა, რისთვისაც ის მარადიული
ხეტიალისთვის გაიწირა, ქრისტიანულ მეტყველებაში ტანჯვის ალაგი.

გრძნეულება – ჯადოქრობა, მისნობა, კუდიანობა, მაგია ძველ რუსეთში, მაგიის


აღწერილობას შავ წიგნს ეძახდნენ და მეცნიერებსაც ამ წიგნებში აქცევდნენ თუ
ბუნებისმეტყველებას სწავლობდნენ, შუა საუკუნეებში გრძნეულებს, კუდიანებს
აწამებდნენ, კოცონზე წვავდნენ და ბნელი რწმენის მსხვერპლი ხდებოდა
ათასობით უდანაშაულო ადამიანი.

დაბადება, შექმნა – ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა უფრო მოსეს ხუთწიგნეული.

დავით გარეჯელი – დიდი საეკლესიო მოღვაწე თორმეტ ან ცამეტ ასურელ მამათაგანი,


რომელიც თითქოს პირველად ჩამოსულა საქართველოში, ლუკიანეს და დოდოს
თანხლებით 520 წ და აუშენებია თავისი სახელობის მონასტერი კლდეში
გამოკვეთილი მონასტრის უნიკალური ნიმუში, შემონახულია ანონიმური
თხზულება მისი ცხოვრებისა რედაქცია X და XII ს.
53
დაისის ლოცვა, მწუხრის ლოცვა – ცისკრითურთ, აღრიპინა.

დალოცვა – სიტყვით ან მოქმედებით ვინმეს ან რამეს მიმართ ღმერთის მფარველობის,


მადლის ან კეთილგანწყობილების გამოწვევა, წარმატების, გამარჯვების,
დღეგრძელობის, კეთილდღეობის სურვილი, დამწყალობება, ამასთან თავზე
ხელს ადებენ ან მაღლა აღმართავენ ხელებს, გამოხატულებაა წინაპართა,
წმინდანთა, პატრიარქთა კულტის, მათი ძლიერების რწმენისა, თუ
მღვდელთმთავარი ლოცავს ხალხს ამით იმადლიერებს და ინარჩუნებს მის
რწმენას, ეს აუცილებელია საიდუმლოებათა. შესრულების დროს.

დაოსიზმი – ჩინურად თავდაპირველად ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში ძ. წ. VI


ს, მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო ძი,
მოხუცი მსწავლებელი რომელმაც დაწერა წიგნი დაო დე ძინ, ახ წ II ს ეს
მოძვრება საფუძვლად დაედო რელიგიას რომელმაც იგივე სახელი დაოსიზმი
მიიღო, მისი ძირითადი პრინციპია დაო, ყოველი არსის დასაბამი კანონი,
საგანთა დედა, ქვეყნიერების მარადიული ცვლა რაც არ ემორჩილება არც
ღმერთებს არც ადამიანთა ძალას ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს,
დანებდეს, არ იმოქმედოს, იყოს პასიური დაუბრუნდეს პირველქმნილ
იდეალურ ბუნებას, აშენოს მცენარეები და ცხოველები, თაყვანის სცეს კულტს
რომლის მთავარი საზრუნავია დემონთა და ავსულთა განდევნა, მკითხაობა,
უზენაესი ღმერთია. შან დი, ცის ღმერთი, იმპერატორთა, ცის შვილთა მამა,
შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან გუ სამყაროს შემოქმედი ღვთაების რანგისა,
ბოლო დროს თითქმის მთლიანად შეავიწროვა ბუდიზმმა, კონფუციანიზმმა და
ქრისტიანობამ.

დასდებელი – ლოცვების კრებული, ცალკეული ვრცელი ლოცვების ბოლოს ჩასართავი


მუხლებში, მაგალითად “უფალო ღაღად ვყავთ აქებდით” სიტყვა საგალობელის
დასადებელის მნიშვნელობით გვხვდება უკვე VII ს როგორც დამატებითი მუხლი
იერუსალიმურ ლექციონარში, დამატება, IX – X ს ჰიმნოგრაფიულ კრებულებში
ფართოდაა გავრცელებული დასდებელნი აღდგომისანი და სხვა “თქვეს
დასდებელი იბაკოითურთ, ძველი ხელნაწერები.

დაუჯდომელი – ბერძნ. აკათისტო, ღვთისმშობლის სადიდებელი ვრცელი


საგალობელი, რომლის შესრულების დროს მღვდელთმსახურიც და
მორწმუნეებიც ფეხზე უნდა იდგნენ, იკითხება მორიგეობით შესასრულებელ
მცირე ზომის კონდაკსა ლოცვას და უფრო ვრცელ იკოსს შორის,

54
თორმეტთორმეტი კონდაკი და იკოსი, ყოველი იკოსი შედგება. შესავლისა და 12
გიხაროდენისაგან, ბოლოს მღვდელთმსახური იტყოდა ალილუიას, ქართული
დაუჯდომელის შექმნა ბერძნ. ულიდან VII – VIII ს მოხდა ბიზანტიელ
რომანოზის ლექსიდან.

დაცანი – მონღოლთა და ბურიატთა ლამას მონასტერი, დიდ დაცანებში 1000 ბერი


ცხოვრობდა, მონასტერში იყო ბუდას და სხვათა უამრავი ქანდაკი.

დედის დღე – ახალი სახალხო დღესასწაული ხულოში სადაც მტარვალთა ამაოხრებელი


თარეშის მიუხედავად მშობლიური ენა და ზნე გადარჩა და დღეს 1300
მრავალშვილიანი დედაა.

დეიზმი – ლათ დეუს ღმერთი, შუა საუკუნეების რელიგიურ – ფილოსოფიური


მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ღმერთია განუპიროვნებელი
პირველმიზეზი სამყაროს წყობისა არსებობს მის გარეთ და არ ერევა არც ბუნების
არც ადამიანთა საზის განვითარების საქმეებში, ეკლესიის სულიერი მეუფების
ჟამს ეს იყო მოხერხებული და იოლი საშვალება რელიგიისგან განდგომისა,
ადამიანის პიროვნების ამაღლებისა ბუნების შეცნობის საქმეში, გამოხატავდა
ბურჟუაზიულ სულისკვეთებას განახლების ეპოქაში XVII ს როცა ამ მოძღვრების
დამფუძნებელი ლორდი გერბერტ ჩერბერი მოღვაწეობდა გარდ 1648 წ. ეს
განათლებული კაცი ბუნებით ავანტიურისტი რომელსაც დონ – კიხოტს და
პლატონს ადარებდნენ აღიარებს ღმერთის არსებობას, სიქველეს, რწმენას,
მონანიებას მაგრამ ამტკიცებს რომ ღმერთმა ადამიანს სულში ჩაუნერგა
ჭეშმარიტება, მისცა გონება, ესაა ზეგარდმო ნაბოძები და არა ცით მოპოვებული
არა დაუწერელი დაფა, მას შესწევს უნარი შეიცნოს ბუნება, ესაა ღვთაების
ემანაცია, ჩერბერი მაინც უღმერთოდ გამოაცხადეს, მის მიერ დაფუძნებულ
მიმდინარეობას მიემხრნენ მატერიალისტები განმანათლებლები ლოკი,
ვოლტერი, ტოლანდი, რუსო, ლესინგი, ლომონოსოვი, ნიუტონი განზე იდგა
ბეკონი, მისი მოძღვრება პროგრესულ როლს თამაშობდა XVIII საუკუნემდე როცა
დიდრომ და ჰოლბახმა მეტაფიზიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან
გააკრიტიკეს, XIX ს რელიგიის დამცველნი ათეიზმთან ბრძოლის იარაღად
იყენებდნენ, ამჟამად დეიზმი ითვლება დათმობად ბუნებისმეტყველებასა და
რელიგიას შორის, იგი განსხვავდება თეიზმისაგან, რომელიც აღიარებს კავშირს
ღმერთსა და ბუნებას შორის, პანთეიზმისაგან რომელიც ღმერთსა და ბუნებას
აერთიანებს და ათეიზმისაგან რომელიც საერთოდ უარყოფს ღმერთს.

55
დემითოლოგიზაცია – ბიბლიური მითების ახლებურად განმარტების ცდა, რომლის
მიზანია არა მათი უარყოფა, არამედ თანამედროვე ადამიანის შეგნების დონეზე
ახსნა თქმულებებისა რომელთა გულუბრყვილო შინაარსის აღარავის სჯერა,
ამით მათ ეძლევათ სიმბოლური მნიშვნელობა, დემითოლოგიზაციის
მამამთავარია ბულტმანი.

დემონოლოგია – ბერძნ. დემონ ღვთაება, ზებუნებრივი არსება, ლოგოს სიტყვა –


მოძღვრება, რელიგიური მოძღვრება დემონებზე, ცრუმორწმუნეობა, რომლის
მიხედვითაც არსებობენ ბოროტი დემონები, ავსულები, კუდიანები, ტროლები,
ქაჯები, ჭინკები და ა. შ., განსაკუთრებით ძლიერი იყო ეს რწმენა ძველ
ქვეყნებში შუმერში, ბაბილონში, ძველ ირანში, საიდანაც გადავიდა იუდაიზმში,
ქრისტიანობასა და ისლამში, ქრისტიანულმა სარწმუნოებამ აქედან შექმნამთელი
მოძღვრება ეშმაკის სატანის შესახებ, პრაქტიკულად ამ რწმენის შედეგი ის იყო
რომ უთვალავ უდანაშაულო ადამიანს ბრალს სდებდნენ ეშმაკი ჩაგიჯდაო,
დემონის მონა და კუდიანი ხარო, რასაც მოსდევდა ეშმაკეულთა წამება, ეშმაკის
განდევნის მტანჯველი ცერემონიალი ბნედიანთა და სხვა და მასობრივი წამება,
კოცონზე დაწვა უდანაშაულოთა, ეკლესიის რწმენით ადამიანი ყველგან
დემონებითაა გარემოცული და მათგან დახსნა. შეუძლია მხოლოდ ლოცვას,
წმინდა ნაწილებს, საეკლესიო წესების დაცვას, დოქტრინა დემონებზე ეკლესიის
განუყოფელი ნაწილია და მის შედეგად ინკვიზიციამ მრავალი ადამიანი აწამა,
ამავე ცრუ რწმენებთანაა დაკავშირებული მისნობა, მკითხაობა, შამანთა
მოქმედება, ბოროტ ძალთაგან ადამიანთა ხსნას მოსდევდა მათი ხორცის
უსარგებლო წამება, არ არსებობს დემონი ადამიანზე მავნე და საშიში იტყოდა
ხალხი და გულისხმობდა ინკვიზიტორებს.

დომინიონი – შინაგანი ხმა, მრჩეველი, კეთილი ძალა, რაც მძიმე წუთებში ადამიანის
მოქმედებას წარმართავს სიკეთისა და სიქველის, სიმართლისა და სრულყოფის
გზას უჩვენებს, სოკრატე სამსჯავროზეც ამტკიცებდა რომ მას ჰყავსდ თავისი
დომინიონი რაც უღმერთობის ბრალდებად წაუყენეს, ოლიმპოს ღმერთებს
უარყოფს საკუთარი დემონები ჰყავსო.

დიადემა – ბერძნ. – თავსაკრავი, ძვირფასი შემოსაკრავი რითაც იმპერატორები თავს


იკრავდნენ, შემდეგ სახე იცვალა, ძვირფასი თვლებით შემკულ დიადემას
დედოფლები ატარებდნენ.

56
დიასპორა – ბერძნ. გაფანტვა, გაბნევა, ხალხის ტომის, ეთნიკური ერთეულის გაბნევა,
ცხოვრება საკუთარი მიწის გარეთ უმცირესობის და დაჩაგრულის სახით,
მიზეზია ომი, ძალადობა, ეროვნული ჩაგვრა, გენოციდი რომლის ნამდვილი
მნიშვნელობა როდი ესმის ყველა დესპოტს, ძ. წ. VI – I ს ასე ეწოდებოდა
სამოსახლოებს პალესტინის გარეთ, ებრაელების შევიწროვების შედეგად
სპარსელთა, მაკედონელთა, რომაელთა ომებში იერუსალიმის დაქცევისა და
ბაბილონის ტყვეობის მძიმე ჟამს, შემდეგ სიტყვას მიეცა განზოგადებული
მნიშვნელობა.

დიდარხე – ბერძნ. დარიგება, შეგონებანი, 12 მოციქულის მოძღვრება


ადრექრისტიანული I – II ს აპოკრიფული თხზულება, ნორმები, შეგონებანი,
ლოცვის წესები, სამზადისი მეორედ მოსვლისათვის, აღმოჩენილია XIX ს
კონსტანტინეპოლში.

დიდი დღესასწაულები – მართლმადიდებელი დღესასწაულების რომლებიც არ შედის


ათორმეტ მთავარ დღესასწაულთა რიგში მაგრამ მათ განეკუთვნებიან უფლის
იესოს წინადაცვეთა 1 – 14 იანვარს, შობა იოანე ნათლისმცემლისა 24 ივლისს, წმ
პეტრეს და პავლეს ხსენებისა 28 VI, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა 29
VIII, ღვთისმშობლის საფარველი და მცხეთობა 1 X, დამატებით ქართული ნინო
ქართველთა განმანათლებლისა 14 VII, 1 – 19 V დიდი ოთხშაბათი, ქრისტიანულ
ეკლესიის მოწესეთა მიერ დაწესებული მარხვა იმ დღის აღსანიშნავად როცა
იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის
ცნობასა და. შეპყრობაში, რისთვისაც 30 ვერცხლი მოსთხოვა, ეს მოხდა მას
შემდეგ რაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძრიდან განდევნა მოვაჭრენი, მეკერმენი
“წერილ არს სახლსა ჩემსა სახლ – სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს
იგი ქვაბ ავაზაკთა, მაშინ პასექის დღესასწაული იყო და მოძულე
მღვდელთმთავრებმა ვერაფერი გაუბედეს, მორწმუნეთა წასვლის შემდეგ კი
იუდას შემწეობით შეიპყრეს და ჯვარს აცვეს იუდამ კი ის 30 ვერცხლი
მღვდელთმთავრებს მიაყარა და თავი ჩამოიხრჩო, ამ ამბის აღსანიშნავად
დაწესდა დიდი ოთხშაბათი, დიდი შაბათი, დღე როცა პილატესთან მისულმა
მღვდელთმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს
რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა პილატეს ნებართვით კლდეში
დაასვენა და ლოდი მიაგორა, მათ პილატეს უთხრეს იმ მატყუარა იესომ
იწინასწარმეტყველა 3 დღის შემდეგ აღვსდგებიო და მართლა არ აღსდგესო,
შაბათს ქრისტე ცად ამაღლდა, სინამდვილეში ვითომ მცველები მოისყიდეს და

57
გვამი მოიპარეს, ეკლესია ამ დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს, დიდი ხუთშაბათი,
ქრისტეს უკანასკნელი სერობის, სამხრობის, ვახშმობის დღე როცა სუფრა გააწყო
თორმეტივე მოციქული დაჯდა, მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი,
შემდეგ თქვა ერთი თქვენგანი გამცემსო, ყველა. შეძრწუნდა და თვით იუდამ
იკითხა”ნუთუ მე ვარო” სწორედ შენ უთხრა ქრისტემ და ჩასჩურჩულა “რომელ
ვეგულვების საქმეს ჰყავ ადრე” იუდა ადგა და მღვდელთმთავრებთან გაეშურა,
ქრისტემ პური გატეხა მოციქულებს მიაწოდა და უთხრა “ესე არს ხორცი ჩემი
თქვენთვის გატეხილი”, სიმბოლიკაში ათეისტი ხედავს კაციჭამიობის
გადმონაშთს, შემდეგ ღვინო დაუსხა “ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და
მრავალთათვის დანთხეული” ასე აღსრულდა I ზიარება, სერობის სახსოვარია
დიდი ხუთშაბათი.

დიოფიზიტები – ბერძნ. დის – ორგზის, ფიზის – ბუნება, მორწმუნეები რომლებიც


ქრისტეში ორ ბუნებას ხედავენ, ღმერთსა და ადამიანს, ეს ორი საწყისი ერთიანი
და განუყოფელია, ქრისტე ადამიანია ოღონდ უცოდველი, ღვთაებრივი,
გამომსყიდველი და მიმტევებელი შეცოდებისა, ეს მიმდინარეობა რასაც
გარკვეული აღიარება ხვდა ნიკეისა და კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებებზე
დაკანონდა ქალკედონის საეკლესიო კრებაზე 491 წ რის გამოც დიოფიზიტებს
ქალკედონელებიც ეწოდათ ხოლო ევტიქელებს ქრისტეს ერთბუნებიანობის
მქადაგებლებს მონოფიზიტები უწოდეს, მათ შორის ცხარე დავა და მტრობა
გაჩაღდა, საქართველოში დვინის საეკლესიო კრებაზე 506 წ სომეხთა
საეპისკოპოსო ცენტრში სადაც 24 ქართველი ეპისკოპოსი ჩავიდა გამოიცა
ერთობის შემარიგებელი აქტი მაგრამ VII საუკუნიდან ქართული ეკლესია
უდავოდ ასურელ მამათა ზეგავლენითაც დიოფიზიტური ხდება.

დისიდენტები – ლათ დისიდენტის ვინც არ ეთანხმება, 1 ის მორწმუნენი რომელიც არ


ეთანხმებიან გაბატონებული ეკლესიის ავტორიტეტს, მის ზოგ წესსა და
პოლიტიკას, პირველად ასე უწოდებდნენ უფრო კვაკერებს,
კონგრეგაციონისტებს, მეთოდისტებს, ოფიციალური ეკლესიიდან
განდგომილებს, უფრო რეფორმაციის ეპოქაში, ბრესტის უნიის შემდეგ კი 1596 წ
პროტესტანტებს, დევნიდა სამეფო და საეკლესიო ძალაუფლება უფრო
კათოლიკური, 2 არსებული წყობილების მოწინააღმდეგეები.

დოგმატები – ბერძნ. დოგმატოს რელიგიური მოძღვრებით ძირითადი დებულებანი


სარწმუნოებისა, რომლებიც უდავოდ და სამუდამჟამოდ უნდა იწამოს
მოცემული რელიგიის ყველა წარმომადგენელმა, რადგან ზეგარდმო
58
ნაკარნახევადაა მიჩნეული, ყოველი ეჭვი მათ ჭეშმარიტებაში ერესად
ითვლებოდა და სასტიკ სასჯელს იმსახურებდა, წამება, ჯვარცმა, კოცონი,
საპყრობილე, დოგმატებია უბიწოდ ჩასახვის, იესოს აღდგომისა და ცად
ამაღლების, ამას გარდა რწმენის სიმბოლოში შედის სულის უკვდავება
ნათლისღება, მღვდლობა, ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების
შესახებ, მისი 2 ნებისა და 2 მოქმედებისა, ხატთა თაყვანისცემის აუცილებლობა,
სალხინებლისა, ღვთისმშობლის ხორციელი ცად ამაღლების, პაპის
უცოდველობის დოგმა, პროტესტანტიზმმა უარყო ამ წინასაეკლესიო
ყრილობების მიერ დამტკიცებული დოგმატები მღვდლობის, ზეთისკურთხევისა
და სხვა, .შემოიღო ახლები და დროის შესაბამისად იცვლებოდა რელიგიური
დოგმატებიც.

დოგმატური თეოლოგია – ქრისტიანული ღვთისმეტყველების მთავარი შემადგენელი


ნაწილთაგანი, სარწმუნოება დოგმების ჭეშმარიტების შესახებ, რაც მუდამ
სადაოა, კათოლიკური ეკლესია ამტკიცებს დოგმების ღვთაებრიობას,
ჭეშმარიტებას, მარადიულობას, მაგრამ იმავე დროს მართლმადიდებლური
ეკლესია არ სცნობს მისი დოგმატიკის განვითარებას, ე. ი. ცნობს მხოლოდ
საეკლესიო ყრილობების მიერ დამტკიცებული დოგმების ჭეშმარიტებას,
შეიძლება განსხვავება იყოს მხოლოდ მათი განმარტება, დოგმატიკის
განვითარება გულისხმობს რომ შეიძლება ახალი დოგმების დამატებაც,
მაგალითად პაპის უცოდველობის, რაც ხელს აძლევს კათოლიკობას, აგრეთვე
სულიწმინდის მოფენას არა მარტო მამა – ღმერთის არამედ ძე ღმერთისგანაც და
ა. შ., უფრო კი იცვლება კანონი და არა დოგმა.

დომინიკანელები – მოგლახაკეთა ორდენი რომელიც დააარსა ტულუზაში 1215 წ


კათოლიკე ბერმა დომინიკე გუსმანმა 1170 – 1221 წ 1 წლის შემდეგ ორდენი
დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს III – მ, დაარსდა ინოკენტი III – ს დროს მაგრამ
ოფიციალური დამტკიცება მოხდა მისი გარდაცვალების წელს 1216 წ,
იმთავითვე იქცა ინკვიზიციის ბურჯად განსაკუთრებით იეზუიტების ორდენის
დაარსების შემდეგ, დომინიკანელები სათავეში ჩაუდგნენ ინკვიზიციას,
უმოწყალოდ აწამებდნენ ადამიანებს, ლოცავდნენ მისიონერებსა და
კონკისტადორებს, რომელთაც სისხლში ჩააღრჩვეს ახლადაღმოჩენილი ამერიკის
ხალხები ინკები, აცტეკები მთელი იმპერიები, ებრძოდნენ ერესს,
განსაკუთრებით კატარებს, კათოლიკური ეკლესიის და პაპთა
მოწინააღმდეგეებს, მიცემული ჰქონდათ სიღარიბის, ხორცზე უარის თქმის,

59
თავშეკავებული ცხოვრების ფიცი, მაგრამ თუ საქმე ერეტიკოსებს ეხებოდა თავს
არავითარი უკაცურობისაგან არ იკავებდნენ, მათი წევრი იყო კათოლიკური
ფილოსოფიის ბურჯი თომიზმის დამფუძნებელი თომა აქვინელი 1232 წ გრიგოლ
IX – მ ინკვიზიცია ჩააბარა, მთელი ევროპა დაისერა მათი საშინელი ქსელით,
პროგრესისა და თავისუფალი აზრის მტრებს დღესაც 100 000 წევრი ჰყავთ 600
მონასტერი აქვთ მოქმედებენ 50 ქვეყანაში, თავიანთი მოძღვრების
გასავრცელებლად სასწავლებლებსაც ხსნიდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანია
ორდენის გენერლის თხოვნით ჰავანაში, ესპანიოლაში კუბაში 1728 წ
უნივერსიტეტის გახსნა სან – ხუან ლეტრანის მონასტერში.

დუალიზმი რელიგიური – ლათ დუალის ორმაგი გაორებული, ღვთისმეტყველური


გაგება, რომელიც ერთდროულად აღიარებს სამყაროს მატერიალურ და სულიერ
არსებობას, სულსა და მატერიას, ამასთან ხილულ და უხილავ სამყაროს, ე. ი.
მიწიერსა და ზებუნებრივს, დუალიზმის მთავარი წარმომადგენლები არიან
დეკარტი და კანტი, რელიგიაში ხილული სამყაროა მკვდარი მატერია, ბუნება
რომელშიაც ცხოვრობენ ადამიანები და ცხოველები, უხილავი სამყაროს
ბინადარნი კი არიან წმინდა სულნი, ღმერთი, ანგელოზები, ქერუბიმები,
სერაფიმები, ადამიანიც თავის მხრივ ორმაგია. შეიცავს მოკვდავ სულს და ორმაგ
სხეულს, აქედან სული უკვდავი და მარადიულია, სხეული წარმავალი,
დროებითი და განკითხვის დღეს დასაღუპავად განწირული, ამ გაორების
შედეგების ცდები გამოიხატა ერთღმერთიანობით, მონოთეიზმით, ისლამი,
ქრისტიანობა, მაგრამ დუალიზმზე მეტყველებს ღმერთის მოპირდაპირე ძალის
ეშმაკის, სატანის რწმენა, კეთილისა და ბოროტის არსებობას აღიარებენ ისლამი,
მანიქეველობა და სხვა.

დუხობორები – სულისთვის მებრძოლნი, სულიერი ქრისტიანები, ძველი რუსული


სექტანტური მიმდინარეობა, მიმართული ფეოდალური ბატონყმობის
ძალაუფლების წინააღმდეგ, შეიქმნა XVIII ს ვორონეჟის გუბერნიაში გლეხ
კოლესნიკოვის და ვაჭარ პობიროხინის თაოსნობით, სექტა არ ცნობს ბიბლიას,
მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას, ტაძრებს, ხატ – ჯვარს,
სამოთხეს, მარხვას, ბერობას, შვიდ საიდუმლოს, ნათლობას, ზიარებას,
მღვდლობას, მონანიებას, მირონცხებას, ქორწინებას, ზეთის კურთხევას, ე. ი.
ქრისტიანული დოგმების უდიდეს ნაწილს, ცნობს მხოლოდ როგორც ქრისტეს
არა როგორც ღმერთს არამედ როგორც უბრალო ადამიანს, რომელშიაც ყველაზე
ძლიერ გამოვლინდა ღვთაებრივი სული და გონი, ადამიანი დუხობორების

60
გაგებით ცოცხალი ეკლესიაა, შექმნეს საკუთარი კომუნები, მეურნეობა, მათი
ცხოველი წიგნი შეიცავს ზეპირ გადმოცემებს, შელოცვებს, კითხვა – პასუხებს,
ფსალმუნებს, რომელთა ბოლო მუხლს სიმღერით აიტაცებენ, ნაწერი მკვდარია,
მათთვის ღმერთია მარადიული სიყვარული, სიბრძნე და სიკეთე, ამასთან
აღმერთებენ თავიანთ ბელადებს რადგან მათში ქრისტეს სული ცოცხლობს, აქვთ
გამარტივებული წესები, სწამთ სულის უკვდავება და ზიარებას იღებენ
სულიერად, სიტყვის სახით, საღმრთო საუბრებს ღია ცის ქვეშ ეწევიან, ხანაც
სამყოფელებში, ლექსებს იტყვიან, ასრულებენ საქორწინო და სამგლოვიარო
წესებს, მეფის დროს დევნიდნენ რადგან უარს ამბობდნენ სამხედრო
სამსახურზე, არ ემორჩილებოდნენ საერო ძალაუფლებას, ამიტომ ნაწილი გაიქცა
კუნძულ კვიპროსზე, იქიდან კანადაში 1898 წ, ისინი ჩვენში დღესაც არიან,
საქართველო, აზერბაიჯანი, როსტოვი.

დღე ერთიანობისა – ერთობლივი დღესასწაული ევანგელისტ, ქრისტიან ბაპტისტებისა,


სექტებს შორის არსებულ განსხვავებათა მოსპობის მიზნით, ეკლესიების
გაერთიანების სულისკვეთებით.

დღესასწაულები რელიგიური – ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების


თაოსნობით მოწყობილი დღეობები ღირსშესანიშნავ ამბებთან დაკავშირებით,
ეკლესიის ისტორიიდან, მითოლოგიიდან, საკულტო პრაქტიკიდან, ტარდება
უძველესი დროიდან ყველა ხალხში, ყველა რელიგიის სახელით, ტოტემიზმი,
ანიმიზმი, მაგია, ახალი რელიგიები, უკავშირებდნენ მაგიურ მოვლენებს,
მოსავლის მოწევას, ომს, ტომის ბედს, სულთა დღეობებს, მსხვერპლის შეწირვა,
ვედრება და მისთანა ხდებოდა უზენაეს ძალთა მონადირების მიზნით, ამით
ლამობდნენ თვით სიკვდილის, ბოროტების ღმერთთა გულის მოლბობას,
დახვეწილი რელიგიები ამ ფორმას ფართოდ იყენებენ მასებზე ზემოქმედების
საშუალებად, ამდენად ითვლება მავნე გადმონაშთად და იცვლება ახალი
დღესასწაულებით, ან ეწყობა პარალელურად რეალისტური ნიშნით ახალი
დღეობები.

დჰარმა ან თარმა – ტარება, ქონება, ინდური რელიგიების უმრავლესობის მიხედვით


კანონი, წესი, მოვალეობა, სიქველე, რწმენა, ქონება, ჭეშმარიტება და სხვა
მრავალი, 1 რელიგიურ – ფილოსოფიური მოძღვრება რომელიც აერთიანებს
ცხოვრების წესებს, სამოქალაქო და საკულტო მოთხოვნებს რომლებიც
სხვადასხვა კასტას თითქოს სხვადასხვაგვარად ებოძებათ, კასტა წოდება. შემდეგ
განვითარდა ცნებიდან ვარნა, რომელიც აღნიშნავდა ოთხ მთავარ წოდებას
61
ბრაჰმანების, ქშატრიების, ვაიშიების, შუდრების, ვინც დჰარმას დაიცავს
კეთილია და ვინც არა ცოდვილი, ბუდისტები თავიანთ სარწმუნოებას სულად
დჰარმას უწოდებენ რადგან ეს თითქმის სიქველის, სათნოების სინონიმია, ისაა
წყარო გარესამყაროს ტანჯვათა ილუზიისა, სულთა გადასახლების, ცვალების,
სანსარას მოვლენისა, მისი დაცვა იწვევს აბსოლუტურ სიმშვიდეს ნირვანას, რაც
ძალზე რთული, ხანგრძლივი პროცესია, 2 უწვრილესი სულიერი ნაწილაკები
საიდანაც იქმნება ინდივიდუალური შეგნება ბუდიზმის თეოლოგია.

ეგზარქოსი ბერძნ. თავი, უფროსი, 1 ძველ ბერძენთა ქურუმთუფროსი, 2 ბიზანტიაში


ბარბაროსთაგან წართმეული ოლქის მმართველი, 3 იქვე ეკლესიის ეპისკოპოსი
VII საუკუნემდე, 4 დღეს მართლმადიდებელთა ეგზარქატის თავი, ეგზარქატი
სასულიერო და საერო ძალაუფლური მპყრობელი ბიზანტიაში,
მართლმადიდებლური ეკლესიის ოლქი, რამდენიმე ეპარქიის გამაერთიანებელი
რომლის უფროსი ეგზარქოსი ემორჩილება პატრიარქს ციმბირი, ამერიკა,
უკრაინა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეგზარქატებია, პატრიარქის
ან მიტროპოლიტის მოადგილე.

ეგზეგეტიკა – ბერძნ. ექსეგეუმაი – განუმარტავ, ღვთისმეტყველების დარგი, რომლის


მიზანია საღვთო წერილის ბიბლიის, დაბადების ახსნა – განმარტება, მისი
ღვთაებრიობის დამტკიცება, რელიგიური ზნეობის განსამტკიცებლად.

ეგუტერი, ეკვდერი – ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო პრიდეელუ.

ედემი – ებრაულად ედემ, მითიური ადგილი სადაც ძველებრაული ტრადიციით


ბიბლიის მიხედვით არსებობდა მიწიერი სამოთხე, წალკოტი, ცხოვრობდნენ
ადამი და ევა ვიდრე გველი, სატანა აცდუნებდათ და განრისხებული ღმერთი
განდევნიდა, ტიგრისა და ევფრატის ხსენებით ირკვევა რომ ედემი
შუამდინარეთში მდებარეობდა, ჩაუვლიდა 4 მდინარე.

ევა – ებრაულად ჰავა, სიცოცხლის წყარო, ძველი შუმერული მითიდან მომდინარე


ცნობილი სახე, ბიბლიური სამოთხის მკვიდრი, პირველი ქალი, დედამთავარი
დედამიწაზე, შეაცდინა გველმა, აჭამა აკრძალული ხილი ხე ცნობადისა აჭამა
ადამსაც რომლის ნეკნიდანაც შექმნა ღმერთმა და დაიტეხა საშინელი ცოდვა
მთელი დედათა მოდგმისათვის სამძიმო,

მტკივნეული მშობიარობა, სამოთხიდან განდევნა, ოფლით პურის მოპოვება, გახდა


უთვალავი ლიტერატურული, ფერწერული და სკულპტურული ქმნილებების

62
შთამაგონებელი, უხატავთ მიქელანჯელოს, რაფაელს, დიურერს, კრანახს,
რუბენსს.

ევანგელისტები – ბერძნ. ევანგელიონ – ხარება, კეთილი ცნობა, აქედან სახარება,


სახარების ავტორები მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე მეცნიერული გამოკვლევით
ოთხივე სახარება და არაკანონიკური წიგნები შეიქმნა ახ წ I – II ს.

ევანგელისტური ეკლესია – ლუთერანული ეკლესიის ძველი სახელი, ასევე ეძახიან სხვა


პროტესტანტულ ეკლესიებსაც, რომელთა საყრდენია არა კათოლიკური არამედ
ლუთერანული სარწმუნოება.

ევანგელისტი – სახარებისეული ქრისტიანები, პროტესტანტული სექტის ბაპტისტების


მონათესავე მიმდინარეობის მომხრეები, რომლებიც მხოლოდ სახარებას
ეყრდნობიან და ბაპტისტებისაგან განსხვავდებიან მხოლოდ სახარების
ცალკეული ადგილებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომით, მაგ განგების
საკითხში შეხედულებით, რომ მიტევება ყველას ეკუთვნის ვინც ქრისტეს
მორწმუნეა, კეთილი საქმეები კი მხოლოდ ამ რწმენის შედეგებია და სხვა,
რუსეთში XIX ს 70 – ანი წლებიდან გამოჩნდნენ და 1944 წ შეუერთდნენ
ბაპტისტებს.

ევანგელისტი სახარებისეული ქრისტიან – ბაპტისტები , ეკლესია. შექმნილი


ბაპტისტების, ევანგელისტ – ქრისტიანთა და 50 – ანელთა. შეკავშირებით 1944 წ,
1966 წ მათ შეუერთდნენ ძმები მენონიტები, ეს მოხდა ურთიერთდათმობით.

ევდემონიზმი – ბერძნ. ევდემონია – ნეტარება, ანტიკური სამყაროდან მომდინარე


ეთნიკური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანის მიზანია მისწრაფება
ბედნიერების, სიამისაკენ, სოკრატეს და არისტოტელეს იდეები განავითარა
სპინოზამ, მერე იზიარებდნენ დიდრო და ჰელვეციუსი, ბოლოს თავისებურად
განიმარტა მილის და ბენტამის შრომებში, ქრისტიანულ მორალს
ეწინააღმდეგება ამქვეყნიური სიამოვნების ქადაგებით, მაგრამ აკლია
სრულყოფა, ცალმხრივია.

ევქარისტია – ზიარება.

ეკლესია – ბერძნ. კრება – საკრებულო, ძველ საბერძნ. ეთში ათენში ყოველი დიდი
სახალხო კრება, სამსჯავრო სადაც გამოდიოდნენ სტრატეგები, სარდლები
კიმონი, მილტიადე, ალკიბიადე და სხვა, საქრისტიანოში უფლის სახლი,
საყდარი, ტაძარი, სარწმუნოება, რელიგია ქრისტიანულად კათოლიკური და
63
მართლმადიდებლური, ეკლესია დიდასდ ანგარიშგასაწევ როლს თამაშობს
სიკეთისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში, საეკლესიო მოღვაწეები
მონაწილეობენ ეროვნულ და მსოფლიო ორგანიზაციებში, აწყობენ შეხვედრებს,
კრებებს, შეაქვთ საქველმოქმედო თანხები, დიდ მუშაობას ეწევა მსოფლიო
საეკლესიო საბჭო, რომელიც აერთიანებს ასზე მეტი სახელმწიფოს რელიგიურ
საძმოს, მართავს სამშვიდობო, კონფერენციებს, პროცესიებს, ამ სამშვიდობო
საქმიანობაში უერთდებიან სხვა რელიგიებიც, ქართული ეკლესია მუდამ იდგა
ერისა და სარწმუნოების სადარაჯოზე, იცავდა რწმენას, რაც იქცა ეროვნულ
დროშად თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ჩვენი ავტოკეფალური ეკლესია
როგორც ყოველთვის სჯულშემწყნარებელია და დიდ საგანმანათლებლო
მუშაობას ეწეოდა მუდამ, ეს პროცესი საგრძნობლად შეაფერხა
დამოუკიდებლობის დაკარგვამ რუსეთის ეგზარქოსთა მეუფების ჟამს 1811 – 1917
წ, როცა მრავალი ანტიეროვნული ღონისძიება გატარდა, განიცარცვა ეროვნული
განძი, შემდეგ ის აღსდგა თავის უფლებებში და სამამულო ომშიც კალისტრატე
ცინცაძემ დიდი მუშაობა გასწია გამარჯვებისათვის ბრძოლაში, შეიტანა თანხები
დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად, შემდეგაც გახდა მრავალი
სამშვიდობო ინიციატივის მესვეური რელიგიური ძმობის შეკვრაში, რაც
არსებითად საფუძვლად დაედო ეკუმენურ მოძრაობას, იგივე ტრადიცია
განაგრძო და საყოველთაო ავტორიტეტი აუმაღლა ქართულ ეკლესიას
უწმინდესმა ილია II – მ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარების
დიდი ფაქტი იყო საქართველოს ეკლესიის არჩევა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს
წევრად 1962 წ, თვით ილია II 5 წელს ასრულებდა ერთერთი პრეზიდენტის
საპატიო მოვალეობას, ამავე საპატიო სამშვიდობო მისიას ანხორციელებს
დღესაც ქართული ავტოკეფალური ეკლესია და მისი მრევლი – ეკლესიასტე –
ძველი აღთქმის მცირე წიგნი, მიეწერება სოლომონ ბრძენს, რომელმაც სიბერის
წინ იგრძნო ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო, საწყისი სიტყვაა მზის ქვეშე,
შეადგენს ბრძენთა გამონათქვამობის კრებულს ცხოვრების წარმავლობაზე, მზის
ქვეშ მყოფთა გოდება, ტანჯვა და ურვა ურწმუნოთა უსიხარულო ცხოვრება
აყვანილია მაღალპოეტურ რეგისტრში, ვინც მხოლოდ საკუთარ
კეთილდღეობაზე ფიქრობს წყალობის იმედი არ უნდა ჰქონდეს, სოლომონი
აღსასრულის წინ ამბობს “ვიყავი მეფე ისრაელისა”, ეკლესიასტე ეწოდა თვით
სოლომონს ბერძნ. ეკკლესია, ლათ კონსილიუმ, ებრაულად კაჰალიდან.

ეკლესიის მამები – ლათ პატროს – მამები, აქედან პატრისტიკა მათი რელიგიური,


ფილოსოფიური, პოლიტიკურ – სოციოლოგიური დოქტრინების ერთობლიობა,
64
I გამოჩენილი ღვთისმეტყველნი, მოაზროვნეები რომლებთა ნაშრომების მიზანი
იყო ქრისტიანული ეკლესიის დაცვა ებრაელთა და წარმართთა
თავდასხმებისაგან, მისი უპირატესობის მტკიცება ყველა სხვა რელიგიის წინაშე
ქრისტეს ჰუმანურობის თეორიული დასაბუთება და ა. შ., მოკლედ
ქრისტიანობის აპოლოგია, ამიტომაც ეწოდება ამ მწერალთა. შრომებს
აპოლოგეტური, ცხოვრობდნენ II – VIII ს ებრძოდნენ აგრეთვე ერესს,
გნოსტიკოსებს, მოუწოდებდნენ რომის იმპერატორებს რომ ქრისტიანობა
სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინათ, უმტკიცებდნენ მის ლოიალობას
ტახტის წინაშე და უპირატესობას ძველ პოლითეიზმთან შედარებით, იუსტინი,
ათინაგორე გარდ 177 წმ ტერტულიანე გარდ 220 წ, ამტკიცებდნენ რომ
ქრისტიანობა ყველაზე სრულყოფილიაო, დიდად აფასებდნენ კლიმენტ
ალექსანდრიელის გარდ 215 წ აპოლოგეტიკას, სიტყვა ღმერთის გამოსხივებაა,
რელიგია და ცოდნა ერთიანია, ქრისტიანობა და ანტიკური ფილოსოფია
თანხმობაშიაო და ა. შ., მან და ორიგენემ გარდ 294 წ ალექსანდრიელი
ფილოსოფოსი, საწყისების ავტორი, პირველად სცადეს ქრისტიანული
რელიგიის როგორც სისტემის ჩამოყალიბება, თეოლოგიური დასაბუთების
სრულყოფა, ცოდნისა და რელიგიის თანხმობის მიღწევა, ამის მიუხედავად
ეკლესიამ დაგმო ორიგენეს ზოგი დებულება სამყაროთა უსასრულობაზე რაც
ბრუნომ პოეტურად იქადაგა 1300 წ შემდეგ, უმაღლეს დონეს მიაღწია ეკლესიურ
მამათა მოღვაწეობაში კაბადოკიელთა თვით წარმომადგენელთა ბასილ დიდის
ეპისკოპოს გრიგოლ ნაზიანზელის თეოლოგის 330 – 390 წ, გრიგოლ ნისელის
შრომებში და ნეტარ ავგუსტინეს ნაწერებში, ამ ეტაპზე IV – V ს ქრისტიანობას
მიეცა ფილოსოფიური დასაბუთება, დამყარდა კავშირი ნეოპლატონიკურ და
სტოიკურ ფილოსოფიასთან, ეს შრომები გამოცხადდა წმინდა გადმოცემების
ნაწილად და უცოდველობის ავტორიტეტით სარგებლობდნენ საუკუნეების
განმავლობაში, იოანე დამასკელმა 675 – 753 წ მოახდინა ქრისტიანობის როგორც
მოძღვრების სისტემატიზაცია, წყარო ცოდნისა, შექმნა სქოლასტიკა, ეკლესიურ
მამათა ცხოვრებანი დღესაც შეუვალ ავტორიტეტად ითვლება კათოლიკურ და
მართლმადიდებლურ ეკლესიაში და როგორც ფილოსოფიური აზროვნების
ნიმუშები შეიცავენ მრავალ მსჯელობას, რომელთა გვერდის ავლა.
შეუძლებელია რელიგიურ და ფილოსოფიურ ისტორიაში, კაბადოკიელ
მოაზროვნეთა და მწერალთა. შრომები ქართულად უთარგმნიათ ათონელებს,
ეფრემ მცირეს და სხვა.

65
ეკლესიოლოგია – ბერძნ. ეკლესიათმცოდნეობა ღვთისმეტყველური მოძღვრება
ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს სხეულზე, მისტიკურ გაერთიანებაზე რომელიც
თითქოს დედამიწაზე ღმერთის ყოფნის რეალური გამოვლინებაა, კათოლიკე და
მართლმადიდებელი განსაკუთრებით პირველი ამაზე აგებს ჭეშმარიტი
ეკლესიის პრინციპულ მონაცემებს, იერარქიის აუცილებლობას, მიწიერი
მეომარი და ციური მოზეიმე ეკლესიის დოგმებს, ეკლესიის უეჭველობას
საერთოდ.

ეკუმენური, ოიკუმენური მოძრაობა – ბერძნ. ოიკუმენ მსოფლიო, ეკლესიის


საყოველთაო კრიზისის დაძლევის ცდა ეკლესიათა გაერთიანების საშუალებით,
საყოველთაო თანხმობით, აქვს რამდენიმე საფეხური ვერსია, გაერთიანებული
მსოფლიო საეკლესიო კრების დონეზე, პროტესტანტულ, ლუთერანულ,
ბაპტისტურ და სხვა სამყაროში, ცალკეული ქვეყნის მაგ ინგლისი, ა. შ შ,
მასშტაბით, ცალკეული ქვეყნების გაერთიანებათა აფრიკისა და სხვა და ბოლოს
დარგობრივი რეგიონის ფარგლებში სტუდენტთა და სხვა, საფუძველი ჩაეყარა
მისიონერთა კონფერენციაზე 1910 წ ედინბურგში, 1948 წ შედგა ეკლესიათა
მსოფლიო ყრილობა, ვატიკანის II ყრილობამ მიიღო დეკრეტი ეკუმენიზმზე 1962
– 65 წ, ეკუმენურ მოძრაობას ხელმძღვანელობას უწევს ეკლესიების მსოფლიო
საბჭოს პრეზიდიუმი დამტკიცდა 1938 წ უტრეხტში, რომელსაც ირჩევს
გენერალური ასამბლეა, აგრეთვე გენერალური კომიტეტი, გენერალური
სამდივნო ჟენევაშია, გაერთიანებას ესწრაფვის რუსული ეკლესია, ბოლო დროს
კი წარმომადგენელს გზავნის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ლამობს ყველა
ეკლესია ვატიკანს დაუქვემდებაროს, ეკუმენურ მოძრაობას ბევრი საზრუნავი
აქვს, მასების ეკლესიიდან განდგომის შეჩერება, რასაც გარეგნულად თუნდაც
მასების უბრალო ცნობისმოყვარეობის სახით გარკვეული წარმატება აქვს,
აქტიურობით აღინიშნება, ახალგაზრდობაში რელიგიის გავრცელება,
მისიონერობის განვითარება, საერთო ქრისტიანულ – სოციალური პროგრამის
გამომუშავება, რაც გამოსადეგი იქნება ყოველნაირი წყობის სახელმწიფოში,
გაერთიანება გამოხატავს ჩაგრულ ხალხთა სულისკვეთებას, განთავისუფლების
თეოლოგია, მცირე ერების ჩაგვრის წინააღმდეგ ლაშქრობა, რეოლუციის
თეოლოგია და სხვა, ეს მოძრაობა ასრულებს დადებით როლს დაძაბულობის
შენელების, ომის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ქადაგებს
მშვიდობას, ეს მოძრაობაა ახალი საშვალება ათეიზმის და მატერიალიზმის
წინააღმდეგ ბრძოლისა, კერპთაყვანისცემის დასაძლევად, ადიდებენ თალმუდს,
ცდილობენ შეარიგონ ებრაელები და ქრისტიანები, 1965 წ ვატიკანის II
66
ყრილობაზე თანამედროვე ებრაელები გაათავისუფლეს ქრისტეს ჯვარცმის
შეცოდებისაგან, , საბოლოოდ ეს მოძრაობა არის ეკლესიების გაერთიანების ცდა
მოძალებული ათეიზმისა და მატერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
პროტესტანტების 4 პრინციპი განცხადებიდან, ჯერ არსად წარმატება არ
მოჰყოლია წინააღმდეგობა დიდია, ეს მოძრაობა დროის მოთხოვნაა და.
შეიძლება გარკვეული წარმატება მოჰყვეს.

ელიობა – ილიას დღე, სვანურად ამინდისა და ავდრის დღე, ილია წინასწარმეტყველის


პატივსაცემი დღესასწაული მართლმადიდებლური ეკლესიისა, ტარდება 20
ივნისს 2 აგვისტოს, ზაფხულის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული
დაკავშირებულია ძველი ქანაანის წყალთა და მიწათმოქმედების ღმერთის ილიას
სახელთან, რომელიც ბიბლიაში იქცა მრისხანე წინასწარმეტყველად, მრავალი
ბიბლიური თქმულების გმირად, ბაალის სამსახურში გადასული აქაბის დასჯის
მიზნით ილიამ 3 წლით შეწყვიტა წვიმა, თვითონ ნაკადთან ცხოვრობდა, საკვები
ორ ყვავს მოჰქონდა, ტოტემიზმის ნიშანი, წყალი დაშრა, ილია გადავიდა ერთ
ქვრივთან, გაამრავლა მისი სანოვაგე, ასევე მოგვითხრობენ ზევსი, დიონისე,
ქრისტე, გააჩერა იორდანე, გააპო და მშრალად გადავიდა ელისესთან ერთად,
ბოლოს ანაზდად გამოჩნდა ცეცხლის ეტლი და ილია აიტაცა ზეცაში სადაც ის
ცეცხლოვან ეტლს დააქროლებს, წვიმას უშვებს, მეხსა ტყორცნის მავნეთ,
მორწმუნენი ამ დროს პირჯვარს იწერენ, წმინდა არსო გაიძახიან, კარ –
ფანჯარას ხურავენ ეშმაკის შიშით, ელიობას მორწმუნენი ხელის განძრევასაც
უკრძალავენ თანასოფლელებს რომ მათ ილია არ გაანაწყენონ, რაც დიდ ზიანს
აყენებს სოფლის მეურნეობას, თიბვა, მკა და სხვა, ქრისტიანი წმინდანის
თვისებები მიაწერეს რუსეთში ჭექა – ქუხილის ღმერთს პერუნს, გერმანიაში მისი
ორეულია თორი, დონარი, ცეცხლის ეტლზე ცად ამაღლებით ილია
მოგვაგონებს სპარსულ ღმერთ მითრას, ჰელიოსის მზის ეტლს, ღრუბელთა,
მეხის წვიმის გამგებელ ილიას სახე კლასიკურადაა დამუშავებული დაბადების
წიგნებში.

ენკენია – ბერძნ. განახლების ყოველწლიური დღესასწაული.

ენკრატისი – ბერძნ. მოწესე დედა, მონაზონი.

ენქერი – სამღვდელთმთავრო შესამოსელი, მარჯვენა გვერდზე დასაკიდი, ოთხკუთხი


ეპისკოპოსთა, არქიელთა.

67
ენციკლიკა – ბერძნ. ენკიკლიოს, ლათ ენციკლიკა – საერთო, საყოველთაო, პაპის
განსაკუთრებული მიმართვა სასულიერო სამყაროსა და მორწმუნეებისადმი,
სადღეისო საჭირბოროტო საკითხებზე, კათოლიკური ეკლესიის სოციალურ
მოძღვრებაზე, ახალ ვითარებასთან შეფარდებულ პოზიციებზე და ა. შ., სახელი
ჩვეულებრივ ეძლევა ტექსტის პირველი სიტყვების მიხედვით, მაგ ლეო XIII, I
სოციალური ენციკლიკა ცნობილია სახელწოდებით რერუმ ნოვარუმ ახალი
საგნები, პაპი ილაშქრებდა კომუნიზმის წინააღმდეგ, ითხოვდა მუშათა
კათოლიკური ორგანიზაციების შექმნას, კლასობრივ ზავს, იცავდა მიწიერი
ცხოვრების წარმავლობის ადამიანთა ტანჯვისა და კაპიტალიზმის მარადიულ
იდეებს, 1931 წ 15 მაისს ამ ანტიკომუნისტური მანიფესტის 40 წლის თავზე პიუს
XI – მ გამოუშვა ენციკლიკა კვადრაგესიმო ანო მეორმოცე წლისთავის რომლითაც
დაწყევლა კომუნიზმი და. შეაქო ფაშიზმის კორპორაციული წყობა როგორც იდეა,
1961 წ იოანე XXIII – მ ენციკლიკით მატერ ენ მაგისტრა დედა და დამრიგებელი
რომელშიც გათვალისწინებულია ბევრი სიახლე მეცნიერებასა და სოციალურ
წყობაში, გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესება ოღონდ კაპიტალისტურ
ფარგლებში, აღარაა თავდასხმა სოციალიზმზე თუმცა დაგმობილია უღმერთო
საზის შენება, შეტანილია მოთხოვნა ბირთვული იარაღის მოსპობაზე, ეს
სამშვიდობო მისწრაფება განსაკუთრებით გამოვლინდა იმავე იოანე XXIII – X
ენციკლიკაში პაცერ ინ ტერრი მშვიდობა დედამიწაზე 1963 წ, რომელშიც პაპი
ხალხებს მოუწოდებს მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და იარაღის სრული
აკრძალვისაკენ, 1967 წ პავლე VI – მ გამოუშვა ენციკლიკა ხალხთა პროგრესი,
მიმართული სუსტად განვითარებული ქვეყნებისადმი, პაპ აღიარებდა
მშრომელთა მძიმე მდგომარეობას, თუმცა ყველა ენციკლიკა მაინც შეიცავს
მტრულ პოზიციას სოციალიზმისადმი მაგრამ ახალი სოციალური ვითარების
შესაბამისი დათმობები არის და ეს გამოიხატა იოანე – პავლე VI – ს ენციკლიკაში
ადამიანის შრომაზე, პაპი აღიარებს მშრომელთა გასაჭირს, ინფლაციას,
უმუშევრობას, ეხება გლობალურ საკითხებს, ითხოვს გარემოს დაცვას.

ეპარქია – ბერძნ. ეპი ზე ზემო, არქო – განვაგებ, არქიელის საბრძანებელი,


სამღვდელთმთავრო, ბიზანტიაში ქალაქის თავი ეპარქოსი, განაგებს
ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, არქიელი, შედგება რამდენიმე
ბლაღოჩინის, წინამძღვრის უბნისაგან რაც მრევლებად იყოფა.

68
ეპისკოპოსი – ბერძნ. ზედამხედველი, ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობის
უმაღლესი იერარქი, არქიელთა საერთო სახელი, მიტროპოლიტი,
არქიეპისკოპოსი.

ეპისკოპალური ეკლესია – ანგლიკანური ეკლესია ა. შ შ – ს ეპისკოპალური ეკლესია 1789


წლიდან არსებობს, უმრავლესობა ბურჟუაზიული ინტელიგენციაა, დიდი
როლი ენიჭებათ საეკლესიო საქმეებში ერისკაცებს, ქადაგებს ქრისტიანულ
სოციალიზმს.

ეპიტაფია – ბერძნ. ტო ეპიტაფიონ, ეპი ზე ტაფოს კუბო, 1 საფლავის ქვაზე მინაწერი


ლექსი ან პროზა, 2 ლექსი – გალობა დაკრძალვაზე.

ეპიტიმია – ბერძნ. ე იონ სასჯელი, მორალურ – გამასწორებელი სასჯელი რასაც


სულიერი მამა დაადებს მორწმუნე საეროებს ხანგრძლივი მარხვა, ლოცვა,
მიწამდე თავის დაკვრით ხატის თაყვანისცემა, ჯარიმა.

ეპიფანია – ბერძნ. გამოცხადება ღვთაებისა, ქრისტეს გამოცხადება, ნათლობა იორდანეს


წყალში.

ერესები – ბერძნ. ერეო ვირჩევ, ვარწმუნებ, ჰაირესის ერესის ამორჩევა, მოგვიანებით


სექტა, სკოლა, ოძღვრება, განდგომა ეკლესიის ოფიციალური დოქტრინის,
დოგმების წინააღმდეგ მიმართული მოძღვრებანი რომლებიც ჩვეულებრივ არ
სცილდებიან რელიგიის ფარგლებს, დოგმატიკა, კულტი, ორგანიზაცია,
გამოხატავენ უფრო ჩაგრულთა ინტერესებს, ფეოდალიზმის და გაბატონებული
ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულს ძირითადად სამების, ქრისტოლოგიის,
განგების საკითხებში, ადრეული ქრისტიანის მანიქეველთა და სხვა ერესების
შემდეგ ამ მოძღვრებათა საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს დუალიზმი,
ალბიგოელები, ვალდენსელები, მისტიური პანთეიზმი და სხვა, ამ საბრძოლო
და კრიტიკული მიდგომის შედეგად უარყოფდნენ სამებას, ქრისტეს მოვლინებას
პურისა და ღვინის სახით, სინანულს, ხსნას, შეცოდებას, კულტს, შვიდ
საიდუმლოს, ბერობას, ეკლესიის სიწმინდეს, სასულიეროებს და დედამიწა
ცხადდებოდა ბოროტების, სატანის ანტიქრისტეს სამეუფოდ, სახელმწიფო და
ეკლესია ერეტიკოსებს სასტიკად დევნიდა, სჯიდა, წვავდა, აწამებდა, იცემოდა
ენციკლიკები და ბულები, ჰკიცხავდნენ საეკლესიო კრებები, ამ მიზნით შეიქმნა
წმინდა სამსჯავროები, ორდენები, ინკვიზიცია, რუსეთშიც ერესები
გამოხატავდნენ ჩაგრულთა ინტერესებს, ძალადობის სიძულვილს.

69
ესქატოლოგია – ბერძნ. ესქატოს – უკანასკნელი, ლოგოს მოძღვრება, რელიგიური
მოძღვრება ქვეყნის აღსასრულზე, რაც გამოიხატება წარღვნის, მეორედ
მოსვლის, განკითხვის დღის, ამ ცნებების ისტორიულ – რელიგიური კავშირი
უდავოა, აგრეთვე რაგნაროკის მსოფლიო ხანძრის ეკოლოგიური კატასტროფის
რწმენით, ეს რწმენა. შორეულ წარსულში პოულობს ნიადაგს, ზოროასტრის,
ძველი ეგვიპტის, მეტადრე იუდაიზმის მოძღვრებებში, ახასიათებს ისლამსაც
სხვა ძველ და ახალ რელიგიებს, ბიბლიის ვარაუდი მესიაზე ხორცს ისხავს
ქრისტიანულ ესქატოლოგიაში, ანტიქრისტეს და მეორედ მოსვლის რწმენებში,
მეორედ მოსვლას კატასტროფის განმეორებას წარმართობის ჟამსაც ელოდნენ და
ძველი აღთქმის პატრიარქების ჟამსაც, ქრისტემ ეს წარმართული ტერმინი
საბოლოოდ დაამკვიდრა როგორც განკითხვის დღის სინონიმი, მაგრამ ხალხის
წარმოდგენაში დარჩა ძველი გაგება, რაც ენამ შემოგვინახა.

ეტლი – ზოდიაქოს ცთომილთა ნიშანი, პლანეტა, ცთომილი, ვარსკვლავი, ბედი,


ბედისწერა, ეტლი წუთისოფლისა, რა ეტლზე დაბადებულა, რაც ეტლზე
გიწერია, ეტლთა რბენა, ჩარხი ცხოვრებისა, ძველ ხალხთა ასტროლოგიურ და
პოეტურ მეტყველებაში ის დიდ როლს თამაშობს, აგებულია ერთ ფატალურ
სცენაზე, რომლის მიხედვითაც ადამიანის ბედი ბურთის ან ბორბლის
მოყვანილობისაა, ბრუნავს, მიფრინავს, აამაღლებს ან გადაჩეხავს პატრონს.

ექსტაზი – ბერძნ. ექსტასის – აღტკინება, სიშმაგე, უკიდურესი აღგზნება, უკიდურესი


ნერვული დაძაბულობა, აღტაცება, როცა ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ
მოქმედებაზე, ვეღარ არჩევს რეალურსა და არნახულს, ხშირად გამხდარა და
ხდება რელიგიური კულტის შემადგენელი ნაწილი, ექსტაზს განიცდის
ჩამორჩენილ ტომთა ჯადოქარი, როცა გაშმაგებით ცეკვავს ცეცხლის გარშემო,
წარმოთქვამს გაურკვეველ ბგერებს, ვინმე განწირულს მიადგება და მისი
წამებით მოკვლას ითხოვს, ექსტაზს იწვევს ხანგრძლივი, მომქანცველი ლოცვა,
როკვა, უძილობა, თვითგვემა, ნარკოტიკები, აგზნებული ვეღარ გრძნობს
ტკივილს, დროსა და ადგილს ვერ არჩევს, აქვს ჰალუცინაციები რაც ხშირად
დანაშაულით მთავრდება, აშკარა გამოვლინებაა შამანობა, გლოსოლალია,
ხლისტების სიგიჟე, ისლამის შაჰსეი – ვაჰსეი.

ეშმაკი – სპარსულად თაჯ, ბერძნ. დიაბოლოს, მატყუარა, ცილისმწამებელი,


ქალდეველთა, ძველებრაულად სატანა, მსოფლიოს ხალხთა
უმრავლესობისათვის ცნობილი ავი არსება, ბოროტი საწყისი, ღმერთის მთავარი
მოქიშპე, ყველა ცოდვისა და უბედურების მიზეზი, იგივე ბელზებელი
70
წყვდიადის მთავარი, ცბიერი, უნდო, მაცდური დემონი, რომელიც
ერთნაირადაა მითოლოგიისა და რელიგიის განსჯის საგანი, თომა აქვინელის
მტკიცებით შეუძლია კავშირი დაიჭიროს ქალთან და გააჩინოს გომბეშოსნაირი,
გველისკუდიანი, მგლისთავიანი არსება, ამ არარსებულმა არსებამ რომელსაც
ტრადიციით თხის რქები და ჯორის ფლოქვები აქვს უთვალავი ადამიანი
შეიწირა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ეშმაკთან კავშირი სასიკვდილო
შეცოდებად ეთვლებოდა ქალსა თუ კაცს, იეზუიტმა ელგუცმა ტრირში 1607 წ 200
ეშმაკეული დაწვა, ციუცბურგის ეპისკოპოსმა 209 კუდიანი დაფერფლა ქრისტეს
სახელით, ტორკვემადამ 11 272 კაცი დაწვა, დესამ 1664, სისნეროსმა 4624,
კიროგამ 2816 და მთელს ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში ეშმაკი თავის როლს
ასრულებდა, მუსულმანთა იბრისი, შაითანი ქრისტიანულ ლიტერატურაში
უფრო ღრმადაა დამუშავებული, სატანა ღმერთის უძლიერესი მოწინააღმდეგე
იყო, საბაოთმა ის დაამარცხა როგორც ზევსმა ტიფონი და ტიფონივით
ქვესკნელში ჩააგდო იუდეველთა დიდ ნაწილთან ერთად, რელიგია ოსტატურად
იყენებს ეშმაკს როგორც ყველა ტანჯვის მიზეზს რომელსაც უნდა ვებრძოლოთ
ამით მასების ყურადღებას აშორებს მჩაგვრელებს, რომელთა ნაკლებობა არცერთ
ეპოქაში არ ყოფილა, პოლ ჰოლბახმა მატერიალისტმა ფრანგმა თქვა
“სამღვდელოებას ეშმაკი ღმერთზე ნაკლებად როდი ესაჭიროებაო” ვისაც ღმერთი
სწამს ეშმაკისაც სჯერა, ძველთაგან იყო რწმენა რომ კაცში ისადგურებენ ეშმაკები
და გარკვეული ღონისძიებებით შეიძლება მათი განდევნა, განსხმა, უფალო
სახელითა. შენითა ეშმაკნი განვასხენით, ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუე და
სიბილწეო შოთა რუსთაველი.

ვალდენსები – ვალდენსელები ან ლათ ვალდენსეს, ლიონელი ვაჭრის პიერ ვალდოს


სახელიდან, რომელმაც 1176 წ სრულყოფილთა თემი შეადგინა, შუა
საუკუნეების გლეხთა და ხელოსანთა ერეტიკული სექტა სამხ საფრანგეთში,
გავრცელდა გერმანიაში, ჩეხეთში, ჩრდ იტალიაში, ესპანეთში, გამოხატავდნენ
პროტესტს ფეოდალური ჩაგვრისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ,
უარყოფდნენ შვიდ საიდუმლოს, პაპის უფლებებს, იწოდებოდნენ მოციქულის
მოადგილედ და მიითვისეს გადასახადების მეათედი, სასტიკად დევნიდნენ
როგორც მონათესავე ალბიგოელთა და კატართა სექტებს, მაგრამ გაძლეს VI
საუკუნემდე, ითხოვდნენ თანასწორობას, პაპს სატანის მოციქულს
უწოდებდნენ.

71
ვალპურგის ღამე – იღუმენ ვალპურგიას სახელიდან, რომლის ხსოვნასაც კათოლიკეები
პირველ მაისს აღნიშნავენ, თავდაპირველად წარმართ გერმანელთა გაზაფხულის
დღესასწაული, ტარდებოდა 1 მაისს, ცარცის უმაღლეს მთაზე ბროკენზე,
ბლოსბერგზე, სადაც თითქოს იმ ღამეს თავს იყრიდნენ კუდიანები, ჯადოქრები,
ავსულები და სატანის წინამძღოლობით აწყობდნენ შაბაშს ცეკვა – თამაშს,
ჯადოქრობანი, ქრისტიანობამ ჯერ მტრულად შეხედა ამ ორგიას როგორც
უწმინდურ, კერპთაყვანისმცემლურ ქაჯობას, მონაწილეებს ანათემას
უცხადებდნენ, მავნესთან კავშირს სწამებდნენ, შემდეგ ეტყობა ავსულთა. შაბაშს
შეურიგდნენ და დღესასწაულს მათ წინააღმდეგ გამოსვლის ხასიათი მიეცა,
თუმცა გარკვეული არაა იმაში ინგლისელი მისიონერის დედათა მონასტრის
წინამძღვრის ვალტურგას, ვალბურგას როლი გარდ 777 წ ჰაიდენჰაიმში, თემა
დაამუშავა გოეთემ ფაუსტში ვალპურგის ღამეს ესწრებიან ფაუსტი და
მეფისტოფელი.

ვატიკანი, ვატიკანო – 1. რომის ერთერთი შვიდ გორაკთაგანი, რომელზედაც


აშენებულია პაპთა რეზიდენცია. 2. მთელი ხუროთმოძღვრული ანსამბლი წმ
პეტრეს ტაძარი, სამოციქულო სასახლე რომელიც სიმბოლურად კლდეზეა
აგებული, აქ ირჩევენ პაპებს, სიქსტინის კაპელა და სხვა, 3. პაპთა ოფიციალური
რეზიდენცია 1870 წლიდან როცა გარიბალდის ბრძოლებისა და მერე ნაპოლეონ
III – ს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ იტალიელმა პატრიოტებმა რომი აიღეს, პაპის
საერო ძალაუფლება დაემხო და პიუს IX – მ თავი ვატიკანის პატიმრად
გამოაცხადა, 4 რომის ნაწილი, პაპის სახელმწიფო, რომლის ფართობია 44
ჰექტარი, მოსახლეობა 1000 კაცი აქვს თავისი სტამბები, გაზეთი ოსერვატორე
რომანუ 1861 წლიდან, ფული, აპარატი, ბანკი, ვატიკანი ერთერთი უმდიდრესი
სახელმწიფოა მსოფლიოში, ოფიციალურად შეიქმნა 1929 წ მუსოლინის და პიუს
XI – ს მიერ შეკრული ხელშეკრულების საფუძველზე, პაპის ძალაუფლება
განუსაზღვრელია, ფინანსებს, მშენებლობებს განაგებენ კარდინალთა საბჭო და
გუბერნატორი, პოლიტიკურ საქმეებს კურია, რომლის მეთაურია კარდინალ
სტატს – მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სინოდის შემადგენლობაში
შედიან აღმოსავლეთ ეკლესიის პატრიარქები, მიტროპოლიტები, მონასტრების
წარმომადგენლები და პაპის დანიშნული პირები, ურთიერთობა აქვს ასზე მეტ
სახელმწიფოსთან რომელთა წარმომადგენლები ქმნიან დიპლომატიურ კორპუსს,
აქვს უნივერსიტეტები, აკადემიები, კოლეჯები, სემინარიები, რადიო,
ტელეცენტრი, პროპაგანდის მთელი სისტემა, დროშა, ჰიმნი, მარკები,
ავტოპარკი, მუზეუმი, უმდიდრესი ბიბლიოთეკები, რკინიგზის სადგური,
72
ჰყავს ჟანდარმერია ე წ შვეიცარიელების გვარდია, ტრიბუნალი, აგენტების
ქსელი, ვატიკანში მუშაობს 3000 მოსამსახურე, ძირითადად იტალიელი
მღვდლები, ვაჭრობს უბაჟოდ ბანკებში აქვს მილიარდები, ესაა სახელმწიფო
სახელმწიფოში, მთელი საქრისტიანოს მბრძანებლის პრეტენზიით.

ვატიკანის საეკლესიო კრება – დიდმარხვის ბოლო კვირა 7 დღე, აღდგომის წინა


სადღესასწაულო დღეები, რომელთაც ეკლესია მარხვით აღნიშნავს, ქრისტეს
ვნების, ტანჯვის მოსაგონებლად, იმ ცოდვების გამოსასყიდად რომლებიც
თითქოს ადამიანს აქვს უფლის წინაშე, ეს მარხვა ქმნის ნაღვლიან
განწყობილებას და წუხილს იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების
გამოსასყიდად გადაიტანა, ეკლესია დაბეჯითებით ამტკიცებს იმ დღეებში
მარხვის აუცილებლობას, დიდი ორშაბათი, როცა იესომ დაწყევლა უნაყოფო
ლეღვი, დიდი სამშაბათი როცა ტაძარში ახალი მოძღვრება იქადაგა, დიდი
ოთხშაბათი როცა მოწაფეებმა სერობა მოუწყვეს, დიდი ხუთშაბათი როცა
თვითონ გაუმართა მოციქულებს სერობა, ამხილა იუდა და დაადგინა ზიარების
საიდუმლო, დიდი პარასკევი როცა აწამეს, დიდი შაბათი როცა დაკრძალეს.

ზადიკი – საგალობელთა წიგნი ერგასის მომდევნო 50 დღისა პასექიდან


სულთმოფენობამდე თითოეული დღის განგებები ზატიკი.

ზარი – გერმანულად გლოკე, მომდინარეობს ძველი ბრიტანულიდან კლოპკა, კიმბრთა


გერმანული ტომის ენიდან კლოკ, ახ ლათ კლოკა, იტალიურად კამპანა –
ფოლადის და ბრინჯაოს იშვიათად კერამიკული ჩამოსხმული მაჩიტას ყვავილის
მოყვანილობის უძრავი ან ჰაერში მოქანავე კორპუსი რომელიც ზარის ენის
დარტყმით გამოსცემს ჰარმონიულ ხმას, კათოლიკურ და მართლმადიდებლურ
ეკლესიებში ჩვეულებრივ სალოცავად მომწოდებელს, ომის ან სხვა საგანგაშო
შემთხვევების დროს მხმობელს, რომ ხალხი შეიყაროს და გაუმკლავდეს
გასაჭირს, შეიკრიბოს სამსჯავროზე, შეეგებოს მტერს, მიეშველოს გასაჭირში
ჩავარდნილს, ზარი აფრთხობდა ავსულებს, მისი ჩამოსხმის ხელოვნება დიდად
განვითარდა აღმ აზიაში ძ. წ. I ს, ევროპაში VI ს, თუმცა ბერძენი და რომაელი
მწერლები ტიბულუსი, სტრაბონი, პოლიბიოსი ძ. წ. II – I ს უკვე აღწერენ
ზარებს, ძველ საქართველოში ახ წ V ს მისი ჩამოსხმის ხელოვნება მაღალ
დონეზე იდგა, ხოლო XII ს ხანთძის მონასტერში და სხვაგან უკვე ყოფილა
სამრეკლო, დედო ზარის ჰარმონიული იდუმალი ხმობა მშვიდობის ნიშანიც
იყო და გლოვისაც, შექმნილია საქართველოში ცნობილი ჰიმნი რეკა მწუხრის
ზარისა, რეკავდა დახელოვნებული მრეკავი, საქართველოში ცნობილია
73
გუდარეხის 1278 წ იჯარეთის, საფარის, ველათის, იშხნის, შუამთის, ხობის,
ბოლნისის, ანანურის, არმაზის, ნინოწმინდის სამრეკლოები, ლეგენდით ზარის
გამოყენება ნოლანელ ეპისკოპოს პავლეს აზრად მოუვიდა მაჩიტას ყვავილის
ხილვისას ნიავზე რომ ჰარმონიულად წკრიალებდა, სოფიის ტაძარში კიევი
ეკიდა 250 ფუთიანი ზარი ანუ ოთხტონიანი, იყო მეფე ზარიც რომლის წონა 3351
ფუთი იყო ანუ 53 ტონა და 616 კგ, ყველაზე დიდი კი იყო იგივე ზარი
განახლებული 4000 ფუთი ანუ 64 ტონიანი, უძველესი ზარი გერმანიაში
ჩამოასხეს 1144 წ.

ზატიკი – ვნება ტანჯვა იესოსი, აქედან გალობანი.

ზებუნებრივი მოვლენა – არსება რომელიც არ ექვემდებარება ამქვეყნიურს, რეალურს,


ბუნებრივს, ღმერთი ეშმაკი დემონი, სასწაული, წინასწარმეტყველება.

ზეთის კურთხევა და ცხება – მძიმედ სნეულის განსაკურნავსად ერთობლივად ილოცება


7 მღვდელი, ცხებენ ზეთს შუბლზე, სახეზე, პირზე, ხელებზე,
მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის რომ ამით მთელდება სნეული
სულიერად და ხორციელად, თავისუფლდება ცოდვებისაგან, რომელთა
მონანიებაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო, ესაა წმინდა საიდუმლო რომლითაც
მოუხმობენ მომაკვდავზე ღმერთის კურთხევას, კათოლიკური ეკლესია არ ცნობს
ზეთის კურთხევის სამკურნალო დანიშნულებას, მხოლოდ დამამშვიდებელ
საშუალებად თვლის.

ზესკნელი – ცის ზემოთ სავარაუდებელი სამყარო, უპირისპირდება ქვესკნელს,


გარესკნელს, შიდასკნელს, მაგიის გადმონაშთია.

ზიარება – ევქარისტია, ბერძნ. ევ – კარგი, ხარის – წყალობა, ქრისტიანული


სარწმუნოების ერთერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, მორწმუნის მიერ პურის და
ღვინის მიღება როგორც ქრისტეს ხორცისა და სისხლისა ასე აუხსნა მოციქულებს
საიდუმლო სერობაზე, ამით თითქოს ხდება ცოდვების გამოსყიდვა რადგან
პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, ამბობენ რომ ესაა ძველი
ტოტემიზმის გადმონაშთი, როცა პირველი ტომები უმ ხორცსა და სისხლს
იღებდნენ, ვითომ ღვთაებას ეზიარებოდნენ, ადრეული ქრისტიანები ზიარებას
არ იღებდნენ, ქრისტემ უკვე გამოისყიდაო ყველას ცოდვა, მართლმადიდებელნი
და პროტესტანტები მუდამ ეზიარებოდნენ, კათოლიკებმა კი საეროებმა პურთან
ერთად ღვინის მიღება მხოლოდ ვატიკანის II მსოფლიო ყრილობაზე მიიღეს,
თანამედროვე ღვთისმეტყველნი ამ რიტუალში მხოლოდ განწმენდისა და გულის
74
მოოხების საშუალებას ხედავენ, მათეს სახარებით ესე არს სისხლი ჩემი ახლისა
აღთქმისა მრავალთა თვისთა თხეული მისატევებლად ცოდვათა, ზოგს
გულუბრყვილოდ კაციჭამიობის გადმონაშთად მიაჩნია, სინამდვილეში ეს
მოტივი ცნობილია ძველი ხეთების, ეგვიპტელთა და სხვა ხალხთა ისტორიიდან
მას სიმბოლური გაგება აქვს და სიმბოლური მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.

ზოომორფიზმი – ბერძნ. ზოო – ცხოველი, მორფე – ფორმა, რეალური ან წარმოსახვითი


არსებებისათვის ცხოველთა ფორმის მიცემა, გადმოცემებში, საკულტო წესებში,
მითოლოგიურ და რელიგიურ წარმოდგენებში გადმონაშთია ტოტემიზმისა როცა
პირველ მონადირეებს ნადირები მეტადრე ისეთები რომელიც მათ საარსებო
წყაროს წარმოადგენდნენ ნათესავად ტომის ტოტემად მიაჩნდათ, ახლაც
ჩრდილოეთის ხალხებში დათვის კულტია, ინდოეთში ძროხის და მაიმუნის,
პოლინეზიაში თევზის, ძველ ეგვიპტეში ღმერთებს ჩვეულებრივ ცხოველთა ან
თავს ან ტანსაც აძლევდნენ ხარი აპისი განასახიერებდა ოზირისს, ვერძის სახე
იყო ხნუმი, იბისის თოთი, ქორს ქვიტასი ჰოროსი, ნიანგის სებაკი, აფთრის სახე
ჰქონდა ანუბისს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში ასეთი გადმონაშთია მტრედი
სულიწმინდის განსახიერება, იმავე შინაარსისაა ანიმალიზმი, ლათ ანიმა სული,
ზოოლატრია, ლატრია მსახურება.

ზორვა – ზორ სვანურად ზორაკ – მსხვერპლ, ზვარაკი, მსხვერპლშეწირვა,


ღვთისმსახურება, მსხვერპლის მიტანა, ვეზორვები, ვეწირები, სვანურად შენი
ზორაკი ვიყო, შესწირეს ზორვილნი მათნი, აქ ზორვილი მსხვერპლია, უზორეს
ღმერთთა, კერპთა უზორვენ, ზორვასა მას ბილწებისასა აღასრულებდეს,
დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათსა, რომელ იგი
უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკვლით მოისრა ქვეყანა სისხლით.

ზოროასტრიზმი – პარსიზმი სიტყვიდან სპარსეთი, მაზდეიანური რელიგია, რომლის


რეფორმაც ძ. წ. VII – VI ს მოახდინა წინასწარმეტყველმა ზოროასტრმა, ბერძნ.
ზარათუშტრა, ისტორიულმა პიროვნებამ ბერძენმა რომელსაც მიეწერება
უძველესი გათები, ავესტა, ძველსპარსული რელიგიის მთავარი წმინდა წიგნი,
მთავარი იდეა მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, პირველია
სიკეთის, შუქის, ჭეშმარიტების განსახიერება, აქედან მაზდეიზმი, მეორე კი
ანხრა, მაინი ბერძნ. ორმუზდი და არიმანი როგორც ღმერთი და სატანა,
არიმანი, ჰარიმანი განასახიერებს სიბნელეს, სიკვდილს, ძალზე პოპულარული
რელიგიაა, მისი დუალიზმი განაპირობა მომთაბარე ტომთა გასაჭირმა, უდაბნოს
ყაჩაღების თავდასხმებმა რასაც არიმანის მოქმედებად თვლიდნენ,
75
ზოროასტრიზმი ქადაგებს ცეცხლთაყვანისცემას, მეორედ მოსვლას,
ცეცხლოვანი კატასტროფის ჰარიმანის განწმენდას და დიდი ხნით სიკეთის
გამარჯვებას ბოროტებაზე, სწამთ დღესაც ზოგ მხარეში, აჰურამაზდას
მეგობრად ითვლება მითრა, რომელიც შრომას ქადაგებს, ის განწმენდს სამყაროს
ცეცხლში არიმანსაც და ყოველ მოკვდავსაც, ხსნას ჯაფაში ხედავს.

თავისუფლება სინდისისა – მოქალაქეთა უფლება რომ იწამონ ესა თუ ის რელიგია, არ


იწამონ, იყონ მორწმუნე თუ ათეისტი, აწარმოონ ანტირელიგიური პროპაგანდა
თუ შეასრულონ კულტი.

თალმუდი – ძველებრაულად ლამეიდ, შესწავლა, ებრაელთა მრავალტომიანი წიგნი,


სასულიერო, დოგმატიკური, ფილოსოფიური, უფლებრივი, საკულტო,
იდეოლოგიური, ყოფითი ტრაქტატების კრებული, იქმნებოდა მრავალი
საუკუნის განმავლობაში ძ. წ. IV ახ წ V ს, ძველი აღთქმის კომენტარებს უჭირავს
6 განყოფილება, სულ 63 ტრაქტატია, პალესტინური და ბაბილონური
ნაწილებით, გადაეცემოდა ზეპირად ამიტომ უწოდებენ ზეპირს, წერილობითი
ბიბლიისაგან გამოსარჩევად, დღემდე ითვლება იუდაიზმის კანონთკრებულად,
ნორმად, ებრაელი ერის კარჩაკეტილობის ქადაგებითა და ანტიმეცნიერული
შინაარსით, ფილოსოფიის უარყოფით და ჩაგვრის გამართლებით, მორჩილების
იდეითა და მდაბიოთა დამამცირებელი ტენდენციით რაბინების ხელში მძლავრი
რეაქციული იარაღია, თუმცა. შეიცავს ზოგ ისტორიულ ცნობასაც,
მწიგნობრებზე, სადუკეველებზე, ფარისევლებზე, მოცემულია მრავალი მითი,
ზღაპარი, ლექსი, სამედიცინო ცნობა, იგავები და ა. შ., ძალზე მძიმე წიგნია,
შეიცავს 365 აკრძალვას, 248 ბრძანებას, რაც კლავს ადამიანის აქტიურობას.

თამარაშვილი მიხეილ, მიქელ თამარათი – 1858 – 1911 წ გამოჩენილი ქართველი


საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, ისტორიკოსი, რომელმაც სიცოცხლის
მიზნად გაიხადა უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში მრავალწლიანი
ჯაფით მოძიებული მასალებით საქართველოს ისტორიის ბინდით მოცული
ფურცლების შევსება და კიდეც შექმნა მეორე ქართლის ცხოვრება,
განსაკუთრებით კი გააშუქა კათოლიკობის ისტორია, “ისტორია კათოლიკობისა
ქართველთა. შორის” და პასუხად სომხის მწერლებს რომელნიც უარყოფდნენ
ქართველთა კათოლიკობას 1904 წ, ჩამომავლობით მესხი, დაიბადა და
სწავლობდა ახალციხეში, მერე კონსტანტინეპოლის ქართულ
სასულიეროსასწავლებელში, ესპანეთის სასულიერო სასწავლებელში,

76
პარიზის წმ ლაზარეს სახელობის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1888 წ
დაამთავრა, საქართველოში დაბრუნებულმა ღრმად განსწავლულმა, ენების
მცოდნე პატრიოტმა მიზნად დაისახა სასულიერო საქმე მეცნიერულ ნიადაგზე
გადაეტანა, მაგრამ 1890 წ მეფის ლაქიებმა სამშობლოში ცხოვრება აუკრძალეს
უცხო იდეებისათვის, თამარაშვილი რომში ჩავიდა, დაამთავრა სასულიერო
აკადემია, მიიღო დოქტორის წოდება და განაგრძო მუშაობა ევროპის არქივებსა
და მუზეუმებში, ვატიკანის საცავში და პარიზის მუზეუმში, 1910 წ რომში
გამოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია, აღმოაჩინა კასტელის ალბომი
რომელიც ბეჟან გიორგაძემ გამოსცა, 1911 წ რომსა და ჩივიტა ვეკიას გზაზე
საკურორტო სოფელ სანტა – მარინელაში მან მოახდინა თავისი მეორე ისეთივე
გმირობა როგორიც იყო მთელი მისი ცხოვრება, ქრისტიანული სათნოების
განსახიერებამ გადაარჩინა უცნობი, რომელიც ზღვაში იღრჩობოდა, თვითონ კი
დაიღუპა, ეს იყო საქართველოს ორგული ვერაგი ადამიანების ხაფანგი,
მიხეილი პატივით დაკრძალეს სანტა – მარინელას პატარა ეკლესიაში,
დაკრძალვას ესწრებოდა კარდინალი მერი დელა ვალე, შემდეგ მეშტი ჩივიტა
ვეკიაში გადაასვენეს, ხოლო 1978 წ რ თაბუკაშვილმა ის საქართველოში
ჩამოასვენა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მასზე შ ლომსაძემ დაწერა
ნაშრომი მ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი 1984 წ.

თარინგზელის, თარგლეზერის წირვა – სანახევროდ წარმართული ხასიათის


ქრისტიანული დღესასწაული სვანეთში, აღბურვის, აღაბის ხუთშაბათს,
ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიასთან, ლენჯერი, რომლის აშენებას
თამარს მიაწერენ, თითქოს ამირანის და ბაყბაყდევის ბრძოლა თამარს ამ
ეკლესიის მშენებლობისას გაუგია და მხატვრისთვის უბრძანებია გარეკედელზე
ამ სცენის დახატვა, აქ იმართება, ლოცვა, რიტუალი, პურობა, წინა დღეს
დამზადებულ თოვლის კოშკს ანგრევენ, მურყვამზე ჯვარია, ვინც მას ხელთ
იგდებს მისთვის ეს წელი ბედნიერი იქნებაო, იმართება ხელჩართული ბრძოლა
ჯვრისთვის, მერე ღამეს ათევენ.

თეიზმი – ბერძნ. თეოს ღმერთი, მოძღვრება განპიროვნებულ ღმერთზე, რომელმაც


შექმნა სამყარო, ადამიანი, განაგებს ყოველივეს თავისი უზენაესი
ტრანსცენდენტალური ბუნებით, ნებისყოფით, რომელსაც ყოველი არსი
ემორჩილება, უპირისპირდება დეიზმს რომლის მოძღვრებითაც ღმერთი არ
ერევა სამყაროს საქმეებში, თეიზმი ყველაფერს ღმერთის გაგებას მიაწერს, უფრო

77
მკვეთრია წინააღმდეგობა თეიზმისა და ათეიზმისა, თეიზმი საფუძვლად უდევს
ყველა თანამედროვე რელიგიას, ქრისტიანობას, იუდაიზმს, ისლამს.

თელეთობა – დღეობა თბილისის სამხ – აღმოსავლეთში, თელეთის მთაზე, თელეთში


ამაღლების დღეს წმ გიორგის ეკლესიაში ძვ. სტილით 23 აპრილს ამ ქრისტიანულ
დღესასწაულზე თავს იყრიდნენ კახელი და მახლობელი სოფლების მორწმუნენი
და გართობის მოყვარულნი, გლახაკნი, მკითხავი და ა. შ., იმართებოდა ლოცვა,
ნადიმი, რასაც ხშირად აყალმაყალი მოსდევდა, ქართულ ენაში უწესო ღრეობის
გაგებაც მიიღო, იმართებოდა სპორტული დღესასწაულიც, ცნობილია გ
გაბაშვილის ტილო თელეთობა.

თემი რელიგიური – საერთო რწმენით შეკრული რელიგიური გაერთიანება, რომლის


მიზანია კულტის ჩატარება, სარწმუნოებრივი ატმოსფეროს შექმნა, უძველესი
ფორმაა რელიგიურ გაერთიანებათა, გარკვეულ კონტროლს
დაქვემდებარებული.

თეოდიკეა – დიცეა ბერძნ. თეოს ღმერთი, დიკე – სამართლიანობა, რელიგიურ –


ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ქვეყნად ბოროტების
არსებობა არ უარყოფს ღმერთის როგორც აბსოლუტური სიკეთის სუბსტანციას,
პირველად ცნება იხმარა გერმანელმა ფილოსოფიის იდეალისტმა ლაიბნიცმა,
რომელმაც შექმნა დიფერენციალური აღრიცხვა, რომელიც სამყაროს უნაკლო
სრულყოფილებად აცხადებდა, მისი თვალსაზრისით ბოროტებაც საყოველთაო
სიკეთის განუყოფელი და სასარგებლო ნაწილია ვითარცა გამოცდა ადამიანთა,
მუდამ სიფხიზლისაკენ მომწოდებელი, რწმენის გამოსაცდელად ღმერთის
მოვლინებული, უფლის გამართლების ეს პრინციპი რასაც რუსეთში იზიარებდა
სოლოვიოვი, არსებითად ამკვიდრებს ბოროტებას, ჩაგვრას, სიცრუეს, ტირანთა
ნიღაბს ყოველ დროსა და მხარეში.

თეოკრატია – უფლის მეუფება, ბერძნ. თეოს – ღმერთი, კრატოს – ძალა, უფლება ისეთი
სახელმწიფო წყობილება სადაც პირველობა სასულიეროთა ეკლესიის ხელშია,
პაპის ოლქში ვატიკანში, ზოგჯერ შუა საუკუნეებში პაპთა ძლიერების ჟამს, მისი
მომხრეები არიან იეღოვისტები, სულიერი მონობა.

თეოლოგია – ღვთისმეტყველება.

თეოლოგია იმედისა – მოდერნისტული ქრისტიანული სოციალიზმის პრინციპები,


ქრისტიანობა ცხადდება კაცობრიობის უდიდეს იმედად, კაცთმოყვარეობის

78
ბურჯად, ხსნად, განათლების ერთადერთ გზად, ლამობს სოციალისტური და
ქრისტიანული საწყისების შერიგებას, როცა რწმენის სიწმინდე უზრუნველყოფს
უფლის სასუფევლის დამკვიდრებას, უტოპიური და განუხორციელებელია.

თეოლოგია მკვდარი ღმერთისა – თანამედროვე მიმდინარეობა რომლის მტკიცებითაც


ძველი ღმერთი როგორც ასეთი მოკვდა, ადამიანთა უმეტესობა უმისოდ
ცხოვრობს, მსოფლიო გახდა სრულწლოვანი, საჭიროა რაღაც ახალი მეთოდი,
ქრისტეს მაგალითით სულ სიკეთის თესვა.

თეოსოფია – თეოს – ღმერთი, სოფია – სიბრძნე ბერძნ. , , უფლის ცოდნა, ღმერთის


უშუალოდ წვდომა ინტუიციითა და გამოცხადებით, რაც რჩეულთა ხვედრია,
მათი მისტიკური ცდა ბევრად არ განირჩევა მისტიციზმისაგან, მოძღვრების
თეორიული დასაბუთებაა ღმერთი, როგორც სამყაროს ყოვლისმომცველი
არსება, უნივერსუმი, პრაქტიკულად კი ვლინდება

მისტიურ ზეშთაგონებითა და მაგიით, კავშირი სპირიტიზმთან მოგვაგონებს ზოგ


ბიბლიურ ჩვენებას, დაახლოებით ასეთივე მოტივები აქვს ბრაჰმანიზმს,
ბუდიზმს, ისლამს, მსგავსი სულისკვეთება ჰქონდათ ნეოპლატონიკოსებს,
გნოსტიკოსებს, ალქიმიკოსებს, დიდ მეცნიერს პარაცელს, სოლოვიოვს, ცნობენ
ყოველგვარ რიტუალს, რომელშიაც თითქოს ვლინდება ერთიანი ღვთაებრივი
არსება, ცნობენ ადამიანის ზეგრძნობიერებას და ხშირად ეს უტოპიური ქადაგება
თაღლითურ მისტიფიკაციაში გადადის.

თვითგვემა – ფანატიკოსთა თვითშთაგონებით ნაკარნახევი ჩვევა, რომ ტანჯონ


საკუთარი სხეული და ამით ეზიარონ ციურ წყალობას, ჯაჭვით, ბორკილით,
შოლტით, ლურსმნებით, ხშირად ეს ზნეობრივი და სარწმუნოებრივი გმირობა
სახიჩრობამდე და სიგიჟემდე მიდიოდა, ამ სიგიჟეში წარმოთქვამდნენ
დაუნაწევრებელ ბგერებს, რასაც წინასწარმეტყველებად თვლიდნენ ან თავს
ისაჭურისებდნენ, საჭურისების სექტა ხლისტების სექტაში, ძველი ისრაელების
მოქმედება იმავე სექტაში.

თვითმგვემელნი – ფანატიკოსი მორწმუნენი, რომელნიც საკუთარი თავის გაწამებით,


გაშოლტვით, მტკივნეული მანჭვა – გრეხით და სხვა პათოლოგიური
თვითგვემით ლამობენ ღმერთის მომადლიერებას, ხლისტები და სხვა.

თომიზმი – შუა საუკუნეების კათოლიკე ღვთისმეტყველის დომინიკანელი ბერის


ალბერტ დიდის მოწაფის თომა აქვინელის 1225 – 74 წ მოძღვრება, ეს იყო დიდი

79
საეკლესიო ავტორიტეტი, არისტოტელეს შემდეგ ყველაზე უფრო გავლენიანი
პირი რომელმაც არისტოტელეს მოძღვრება ეკლესიას მიუსადაგა და ჩამოაცილა
მას მატერიალისტური შინაარსის შემცველი დებულებები, იქადაგა რწმენისა და
გონების ჰარმონია, ღმერთის არსებობის დამტკიცება გონებით, ზეგონიერ
ჭეშმარიტებათა წვდომის უარყოფა, აშკარაა ნეოპლატონიზმის ზეგავლენა,
მაგრამ როგორც მოაზროვნე იდეალისტი თომა სოფ აქვინოდან ნეაპოლთან
დიდი მოაზროვნეა, 1323 წ წმინდანად შერაცხეს, 1879 წ კი ლეო XIII – მ მის
ფილოსოფიას ენციკლიკაში ერთადერთი ჭეშმარიტი ფილოსოფია უწოდა
კათოლიციზმისა.

თორა – ებრაულად სეფერ თორა, კანონის, მოძღვრების წიგნი, ძველი აღთქმის


დაბადების პირველი 5 წიგნი, ხუთწიგნეული, რომლის ავტორობა მოსეს
მიეწერება, შექმნათა, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვვთა, მეორე სჯულისა,
მოთხრობილია მითები და ისტორიული მოვლენების ბიბლიური ვერსიები,
სამყაროს შექმნის, წარღვნის, სოდომ – გომორის დაქცევის, იაჰვეს
გამოცხადებისა და მოსესათვის სჯულის წიგნის გადაცემის ამბავი და ა. შ., I
წიგნის წყაროები ძ. წ. X – IX ს პოულობს დასაბამს, დანარჩენები VIII – V ს
იღებენ ჩამოყალიბებულ სახეს.

თორმეტი წმინდა მოციქული – იხ მოციქულები.

იაშმაკი – მუსლიმის აბრეშუმის თეთრი რიდე ან ჩადრის კიდე, რომლითაც


კეთილსახიერი მუსულმანი ქალები იფარავენ სახის ქვედა ნაპირს, ცხვირ – პირი,
ნიკაპი და ასე იცავენ ადამიანებს თავიანთი ამონასუნთქის უწმინდურობისაგან,
ჩვენში წარსულს ჩაბარდა ჩადრის ქვეშ.

იახსარი – ძველი წარმართული ქართული ღვთაება, ღვთის შვილი, კოპალას და


ბაადურის მოძმე, სამოცდასამ ღვთისშვილში გამორჩეული, რიცხვი
სამოცდასამი ზოგს შემთხვევითი ჰგონია, ეს რიცხვი ცნობილია 363 წმ გიორგის
სახითაც, იახსარის ძლიერი ხატი თუშეთში ჯიხვის რქებითაა. შემკული,
დართლოში, ძლიერებით დგას, მარიამ წმინდას, სამების, წმ გიორგის
გვერდით, დღეობაზე მასთან ხდება დამწყალობება “ღმერთო იახსარო მთის
წმინდანებო უშველეთ ჩვენს სჯულ საქრისტიანოს”.

იაჰვე, იახვე, იეღოვა – ებრაულად იეჰოულა ალბათ ძველად იაია, იავა, ყოფნა,
არსებობა, მოქმედება, ისრაელთა და იუდეველთა უზენაესი ბიბლიური
ღმერთი, რომელსაც შუა საუკუნეებში უმართებულოდ მიუსადაგეს ფორმა
80
იეღოვა, ადონაი უფლის მოფერებითი სახელი, წარმოშობა მაინც გაურკვეველია,
პირველად იუდას ტომის მფარველი, ლოკალური, მერე მიწათმოქმედების
ღვთაება, დაბადებაში ძველ აღთქმაში გვხვდება. შვიდიათასჯერ, არა მარტო ამ
სახით, უშუალო ხსენება იკრძალებოდა, აღნიშნავდნენ ილოჰიმის სახითაც, ძ. წ.
XI ს უკვე ძველად ისრაელთა უზენაესი მფარველია, ერთადერთი ვისი სახელის
ხსენებაც იკრძალებოდა, ამიტომ დაივიწყეს კიდეც, წარმოითქმოდა ადონაი,
აიშენ, ილოჰიმ, შემდეგ შემოიღეს იავე, იაჰვე, პირველად უფლის სახით
მოევლინა მოსეს, როგორც კანონმდებელი “რქუა უფალმან მოსეს მე ვარ უფალი
რომელნი ვეჩვენე აბრაჰამს, ისააკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და
სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყო მათ”, იაჰვეს და იელოჰიმს შორის მაინც
განსხვავებაა, პირველია ხალხის უფალი განგება, მეორე კოსმოსური,
ყოვლისმომცველი, სოლომონმა დიდებული ტაძარი აუშენა, დიდი საყოველთაო
ღმერთი მაინც უფრო მოგვიანებით გახდა, როგორც ეჰოშუა მაგიური
მნიშვნელობით, მის შემოკლებულ ფორმას იჰვჰ გამოთქვამდნენ, როგორც
ადონაის, უფალი ჩემი, ებრაელთა და ქრისტიანთა მტკიცებით თავიდანვე იყო
ერთადერთი ღმერთი, მონოთეიზმი, სინამდვილეში ასეთი სახე მიიღო გვიან,
მეფობის ეპოქაში, საერთოდ კი მაინც იუდაიზმის ღმერთი იყო და
უნივერსალურ, ერთადერთ ყველა სხვის გამომრიცხავ ღმერთად
ქრისტიანობაში იქცა.

იბაკო – ცისკრის ლოცვის ნაწილი XIX კანონის ნეტარ არიან შემდეგ საკითხავი.

იდეალიზმი – ბერძნ. იდეა – ცნება, სახე, ფილოსოფიური მიმდინარეობა რომლის


მიხედვითაც პირველადია სული, გრძნობა, შეგნება, ღმერთი, მსოფლიო
გონება, ხოლო მეორადი მატერია, იდეალისტური მსოფლგაგება დიამეტრულად
უპირისპირდება მატერიალიზმს, აქედან რელიგიასაც, რომლის მოძღვრებითაც
მატერია და არსი ყოველი შექმნა სულიერმა, ზებუნებრივმა არსებამ ღმერთმა,
მიუხედავად მეცნიერული პრეტენზიისა იდეალიზმი მუდამ იყო რელიგიის
გამარჯვება, არსებობს 2 მთავარი სახის სუბიექტური და ობიექტური, პირველის
მიხედვით პიროვნული განცდა წარმოსახვა ქმნის სამყაროს, განცდათა
კომბინაციას, მეორის თანახმად არსებობს რაღაც გარესაწყისი, სული, ჩვენგან
დამოუკიდებლად რომ ქმნის სამყაროს, ბუნებას, ყველაზე დიდი
წარმომადგენელი სუბიექტური იდეალიზმისა იყო პლატონი 428 – 348 წ
სოკრატეს მოწაფე და მეგობარი, ქრისტიანულ მოძღვრებას რომ ამუშავებდნენ
ეკლესიურმა მამებმა მისი იდეალიზმი გამოიყენეს და საფუძვლად დაუდეს

81
ღვთისმეტყველებას, გვიანდელი იდეალისტებისგან ცნობილი არიან იუმი,
კანტი, ფიხტე, განსაკუთრებით სრულყოფილი სახე მიიღო იდეალიზმმა ახალი
დროის პლატონის ჰეგელის ფილოსოფიაში პლატონის იდეების სამყარო,
ჰეგელის აბსოლუტური იდეა, იდეალიზმის ნაირნაირი ფორმები აშკარად
უკავშირდებიან ანტიკომუნიზმს.

იდეოლოგია რელიგიური – ჩამოყალიბებული სისტემატიზირებული სახე დონე


რელიგიისა, შეხედულება გარემომცველ ბუნებაზე და საზზე, ჩამოყალიბდა
კლასიკური საზის ბურჟუაზიულ ფორმასთან ერთად, საერთოდ მეცნიერულ და
კომუნისტურ თვალსაზრისთა საპირისპიროა, დღეს ხდება მისი მოდერნიზება
ახალ ვითარებასთან შეგუების ტენდენციით, დაკარგა უწინდელი ნიადაგი,
ბრძოლა მაინც გრძელდება.

იეზუიტები – ლათ სოციეტას იესუ, იესოს საზი, კათოლიკე ბერთა მკაცრი ორდენი,
დაარსებული ესპანელი ბერის ფანატიკოს იგნატი ლოიოლას 1491 – 1556 წ მიერ
1534 წ, დამტკიცებული პავლე III – ს მიერ 1540 წ საგანგებო ბულით, I გენერალი
იყო ლოიოლა, თავიდანვე იქცა კონტრრეფორმაციის ბასრ იარაღად,
მონაწილეობდა ინკვიზიციის მუშაობაში, თვით ლოიოლა რკინის ნებისყოფისა
იყო, ორივე ფეხი ფრანგებთან ბრძოლაში დაუსახიჩრდა, ოპერაციის შემდეგ
ძვალი გადაამტვრევინა, მაინც დაკოჭლდა, ჩამომავლობით ბასკი ყველაფერში
პირველობდა და ქვეშევრდომებისაგან რკინის ნებისყოფას ითხოვდა, იეზუიტები
იბრძოდნენ მეცნიერთა წინააღმდეგ, XVII ს პარაგვაიში დააფუძნეს
მონათმფლობელური სახელმწიფო, ერეოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და
აღშფოთებულმა მონარქებმაც კი ვერ მოუთმინეს, განდევნეს ესპანეთიდან და
საფრანგეთიდან, 1773 წ კლიმენტ XIV – მ ორდენი დაშალა, რესტავრაციის დროს
პიუს VII – < აღადგინა, 1965 წ კი პავლე VI – მ დაავალა ათეიზმთან ბრძოლა
იქცნენ ფაშისტების მოკავშირეები სოციალიზმთან ბრძოლაში, ადრევე გახსნეს
უამრავი სკოლა, დღესაც კათოლიკური სარწმუნოების კადრებს ამზადებენ,
ყავთ გენერალი შავი პაპი, რომელსაც უსაზღვრო ძალაუფლება ენიჭება
აღსასრულამდე, არაა სავალდებულო ბერის სამოსის ტარება, ბევრი იეზუიტი
ფარავს თავის წევრობას, კადრულობს ჯაშუშობას, დასმენას და ა. შ., სიტყვა
სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.

იერარქი – ბერძნ. ჰიეროს – წმინდა, არქე – ძალაუფლება, ქრისტიანული


სამღვდელოების უმაღლესი რანგი, პატრიარქი, მიტროპოლიტი,
არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი, არქიელი.
82
იერარქია საეკლესიო – ბერძნ. – სასულიერო ძალაუფლება, ეკლესიის მსახურთა
ხარისხობრივი კიბე, ქვემოდან მაღლა. შექმნილი ფეოდალური საერო იერარქიის
მსგავსად, პროტესტანტებთან საგრძნობლად გამარტივებულია, ქართული
საეკლესიო იერარქიაც რთულია როგორც ყოველი ეკლესიისა, უწინარეს
ყოვლისა არჩევენ თეთრ და. შავ სამღვდელოებას, თეთრად ითვლება
სასულიერო რომელსაც აქვს ოჯახი ან ჰქონია, მაგრამ ან დაეღუპა ან გაეყარა,
მარტოხელაა რაც აძლევს უფლებას გახდეს შავი, შავს ეძახიან ბერს, მისი
იერარქიული კიბე იწყება ბერობიდან, ორივეს საწყისი საფეხურია დიაკვნობა,
შემდეგია მღვდლობა თეთრისთვის და მღვდელ – მონაზვნობა. შავისთვის,
შემდეგ მოდის დეკანოზი და იღუმენი, შემდეგ პროტოპრესვიტერი და
იღუმენთა. შორის უმაღლესი წოდება არქიმანდიტრობა, თეთრი
პროტოპრესვიტერი უფრო მაღლა დგას ვიდრე შავი არქიმანდიტრი,
პროტოპრესვიტერი დიდი საპატიო წოდებაა, იგივე პროტოიერეი ბერძნ. I
მღვდელი, ესაა საკრებულო ეკლესიის, დედა – ეკლესიის წინამძღვარი,
არსებობს სხვა წოდებანიც, მედავითნე, მნათე, მგალობელი,
მღვდელთმსახური, პროტოდიაკონი ატრიბუტებია უბრალო ვერცხლისფერი და
ოქროს ჯვარი, მოვარაყებული ჯვარი, ენქერი, რუმბის მოყვანილობის
ჩამოსაკიდი ემბლემა მიტრა, ქართული ეკლესიის სათავეში დგას კათოლიკოს –
პატრიარქი რომელსაც წმინდა სინოდი ირჩევს, მღვდელთმთავართა კრებული,
რომლებიც განაგებენ ეპარქიებს, ბათუმ – შემოქმედის მანგლისთან ერთად,
ცხუმ – აფხაზეთის, ალავერდის, ბოდბის, ქუთაის – გაენათის, აგარაკ – წალკის,
ნიკორწმინდის, ახალციხის და სამცხე – ჯავახეთის, მარგვეთის, წილკნის,
ჭყონდიდის ეპარქიები, რომელთაც განაგებენ ეპისკოპოსები და
მიტროპოლიტები, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება, რასაც
განსაკუთრებულ შემთხვევებში იწვევენ, პატრიარქის მოადგილე
ქორეპისკოპოსი განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და
სხვა.

იეროდიაკონი – უფროსი დიაკონი.

იერუსალიმის ეკლესია – ქ იერუსალიმში ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია,


პატრიარქის მეთაურობით, ჰყავს 70 000 მორწმუნე, ბერძნ. ები, არაბები და სხვა.

იერუსალიმის ქართული მონასტერი – მას დიდი ისტორია აქვს, მასზე დაწერა წიგნი
ფრანგმა ჟანემმა მოგვითხრობს ევაგრეს შესახებ, აგრეთვე პეტრე იბერიელზე და
სხვა.
83
იერუსალიმს შესვლა უფლისა – ბზობა.

იეღოვისტები – იეღოვა, იაღვეს მოწმეები, უაღრესად რეაქციული რელიგიური


მიმდინარეობა, სექტა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ა. შ შ – ში, შტაბი ნიუ – –
იორკის გარეუბანშია, ბრუკლინში, 1872 წ როცა ეს სექტა ვაჭარმა ჩარლზ
რასელმა გამოყო მეორედ მოსვლის მქადაგებელ ადვენტისტების სექტისაგან,
1931 წ ეწოდათ იეღოვას მოწმეთა სექტა, მისი პრეზიდენტი ითვლება იეღოვას
მოადგილედ დედამიწაზე, აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, 95 ფილიალი,
ფლობს თითქმის უფასო პრესას, რადიოს, ორგანოებს, საგუშაგო კოშკი,
ინფორმატორი, ამყარებს მკაცრ წესრიგს, ჰგავს ადვენტისტებს განირჩევა ზოგი
რამით, სწამთ სამების ნაცვლად მხოლოდ იეღოვა, რომლის ნების
აღმსრულებელიც არის ქრისტე, ის არაა ღმერთი, სამყაროში ერთმანეთს ებრძვის
2 საწყისი იეღოვა და სატანა, საბოლოო ბრძოლაში დაიღუპება ლუციფერი და
მისი არმია, არ სწამთ სულის უკვდავება, არც სამოთხე, 144 000 იეღოვისტი
ნეტართა რანგში ავა, სხვას დაღუპვა ელის, ამჟამად 2 მილიონი წევრი ჰყავთ,
პირველად იეღოვისტები იყვნენ

მოსეს ხუთწიგნეულის მკვლევარნი, შემდეგ იქცა მკაცრ სექტად, რომლის რწმენითაც


1914 წ უკვე მოევლინა ქვეყანას სატანა, მოვიდა ქრისტეც ასე რომ მეორედ
მოსვლა უკვე იყო და უნდა ველოდეთ საყოველთაო დაღუპვას, ცეცხლს,
წარღვნას.

ივანობა – ივანეს სახელობის დღე, რუსული რელიგიური დღესასწაული ივან კუპალას


სახელთან დაკავშირებით, კუპალო ქალადაც და ვაჟადაც ჰყავდათ
წარმოდგენილი, არსებითად ესაა ნათლისმცემლობა, იოანე ნათლისმცემლის
წინამორბედის დღეობა, რაც 24 ივნისს იოანეს დაბადების დღით აღინიშნება, ამ
პოპულარული წმინდანის დღესასწაულს რაც დაკავშირებულია ჯადოსნური
ღონისძიებებით მოსავლის სიუხვისა და საქონლის დაცვის გამოწვევასთან
ფართოდ რუსეთში აღნიშნავდნენ, სამზადისი წინა დღეს იწყებოდა, ტყეში
სიარული, კოცონის ადგილის შერჩევა, ბალახების მოგროვება და სამკურნალოდ
მომზადება – დახარისხება, დღესასწაულზე იმართებოდა ლოცვა, ცეკვა –
სიმღერა, საერთო ბანაობა, გამვლელების წყალში გადაგდება, მასხრული
თამაშობანი, თაყვანს სცემდნენ იოანეს მოკვეთილ თავს.

იკოსი – კონდაკთან ერთად საკითხავი გრძელი მუხლი , 6 ლოცვა, დაუჯდომლის,


ზეზეულად საკითხავ გრძელ მუხლებსაც იკოსს უწოდებენ.

84
ილია II – ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური – შიოლაშვილი სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი 1977 წლიდან, დაიბ ორჯონიკიძეში 1933 წ, იყო
ზაგორსკის მონასტრის იეროდიაკონი, მერე იღუმენი, ეპისკოპოსი,
ქორეპისკოპოსი, 1967 წლიდან ცხუმ – აფხაზეთის ეპისკოპოსი, მერე
მიტროპოლიტი, მცხეთის სემინარიის რექტორი, დისერტაცია დაიცვა თემაზე
ათონის ივერთა მონასტერი, 1979 წ აირჩიეს მსოფლიო საეკლესიო საბჭოს
ერთერთ პრეზიდენტად, თვალსაჩინო მუშაობას ეწევა მშვიდობის, სიკეთის,
ხალხთა. შორის ძმობის, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ბრძოლის საქმეში,
ქადაგებს ზნეობრივ სისპეტაკეს, ერის მატებას, გამრავლებას, თავმდაბლობას,
მოიპოვა დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, პატივით მიიღო პაპმა იოანე –
პავლე II – მ დააკისრა კათოლიკური ეკლესიის აღმოსავლეთის ინსტიტუტის
რექტორობა, ამყარებს კავშირს ძველ ქართულ სავანეებთან, იღწვის
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებისათვის, ქართული ხელნაწერების
აღმოჩენისათვის, მისი მოწოდებაა გადავარჩინოთ სიცოცხლის ნობათი.

იმიასლავცები – რუს სახელისმადიდებლები, რუსული მართლმადიდებლური


ეკლესიის მოღვაწეების ათონელებისა სექტა, ძმობა გაიყო 1910 – 12 წ დავა იყო
იმაზე მარტო სახელს ვადიდებთ თუ თვითონ უფალსაცო, სექტის წევრთა
მტკიცებით ცოდვილ ადამიანს არა აქვს ნება ადიდოს უფალი, ახსენებს მხოლოდ
მის სახელს, გამოცხადდა ერესად, სექტის წევრები რუსეთში ჩამოასახლეს და
დაბინავდნენ ჩრდილო კავკასიაში, სადაც გამართეს ბრძოლა უმადლო
პატრიარქობასა და საბჭოთა ხელისუფლებასთან, დაიშალა.

ინგლისური ეკლესია – იხ ანგლიკანური ეკლესია.

ინდუიზმი – ბრაჰმანიზმის გადამუშავებული სახე, ამჟამად ინდოეთში ყველაზე


ძლიერი გავრცელებული რელიგია ჩაისახა ძ. წ. VI – IV ს, ბუდიზმთან და
ჯაინიზმთან ბრძოლაში მაგრამ გაფორმდა კასტებად დაყოფასთან ერთად,
მონათმფლობელური წყობილების ნაცვლად ფეოდალურის შექმნის ხანაში, არაა
ერთგვაროვანი, არა აქვს ეკლესია, არც ვინმე დამაარსებელს ასახელებენ,
შეინარჩუნა ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ელემენტები, გარდა ბევრი რამ
პირველყოფილურიც ცხოველთა თაყვანისცემა, წინაპართა კულტი, ბუნების
მოვლენების გაღმერთება, შეიცავს რელიგიისა და ფილოსოფიის რთულ
კომპლექსს, საერთოდ ინდური რელიგია თვით თანამედროვე ინდური
ფილოსოფია რომლის მთავარი პრობლემაა უნივერსალური ანუ სულის
რელიგია, რომელსაც სულიერი ცხოვრება მიაჩნია არა პრობლემად არამედ
85
რეალობად, რომელიც უნდა განხორციელდეს რადჰა კრიშნანი, ლიტმანი,
პრინციპია ტრიმურტის სამებისა, სამყარო ბრაჰმამ შექმნა, თუმცა მისი როლი
ჰქრება, ინდუსები ვინც ისლამი არ მიიღო თაყვანს სცემენ ორ დანარჩენს ვიშნუს
და. შივას, შივაიზმში ძლიერია სექტა ვინდაიატებისა, რომელნიც თაყვანს
სცემენ და უფლის რანგში აჰყავთ ლინგა, ფალოსი და ფალოსის სახით სცემენ
თაყვანს სამების ერთ მთავარ წევრს შივას, ასევეა. შაქტი, ღმერთების
ნაყოფიერების ძალა, ქალის სახით, ფალოსი საქართველოშიც ერთერთი
უძველესი კულტის საგანია, თითქმის ყველა ზველ რელიგიაში არის ასეთი
მოტივები რამეთუ ნაყოფიერებაა პირველი არსთა არსებობისა და სიცოცხლის
გაგრძელებისა დედამიწაზე, ამ მხრივ ინდუიზმიც მნიშვნელოვანი კლასიკური
რელიგიაა, ვიშნუიზმის მთავარი პრინციპი კი არის მესიანიზმი, ვიშნუს
გამოცხადება სხვადასხვა სახით ლომის, გმირის, თევზის და სხვა, რასაც
ავატარა ეწოდება, ავატარაა ვიშნუც ბუდაც, ინდუიზმი ცნობს სამყაროს
ციკლურ განვითარებას, ნგრევა და კვლავ განახლება, ამასთან სულის
მოგზაურობა სხვადასხვა არსებებში, სანსარა, საზი იყოფა კასტებად, ადამიანს 4
მიზანი აქვს თხარმა – საზოგადოებრივი და ოჯახური მოვალეობანი, ატხა – საქმე
ნივთების შეძენა და სარგებლობა, კამა – გრძნობებით, კერძოდ სიყვარულის
გრძნობით დაკმაყოფილება, მოქშა – გარდასახვებისაგან განთავისუფლება.
შორეული მიზანი, ამჟამად ინდოეთში ხალხის 83% ინდუიზმი სწამს.

ინდულგენციები – ლათ – წყალობა, პაპის სიგელი, ცოდვების მისატევებელი ქაღალდი,


რასაც სასულიერონი ყიდდნენ მთელს კათოლიკურ სამყაროში და ყოვლად
უსინდისო ვაჭრობის გამდიდრების წყაროდ იქცა XII – XIII ს, პაპის საგანგებო
წიგნებში აღნიშნული იყო თუ რომელი ცოდვა რამდენი ჯდებოდა, აგრეთვე
ჯერ ჩაუდენელი ცოდვებისთვისაც რა ფასად შეეძინათ ეს სიგელები, გამოიწვია
პროტესტები, ერთი მთავარი მიზეზი გახდა რეფორმაციისა, აისახა მხატვრობასა
და ლიტერატურაში.

ინვესტიტურა – ლლათ ინვესტიო ვმოსავ, ვესტის – სამოსი, შუა საუკუნეებში კათოლიკე


მღვდელთმთავართა და აბატთა. შემოსვა და კურთხევის ცერემონიალი,
აძლევდნენ კვერთხს – სკიპტრას, ნიშნად საეროებზე მეუფებისა, XI – XII ს
მეფეები და პაპები შემოსვის უფლებისთვის იბრძოდნენ.

ინიციაციები – ლათ ინიციარე დაწყება, განდობა, საკულტო საიდუმლოებისადმი


ზიარება, სრულასაკოვანი ქალ – ვაჟის განდობის, ხელდასხმის, გვარის ან თემის
სრულუფლებიანად გამოცხადების ცერემონიალი პირველყოფილ ადამიანთა
86
ცხოვრებაში, ამით ხდებოდა თაობის გამგრძელებელთა სათანადო უფლებით
აღჭურვა, რაც დიდ მორალურ და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას ითხოვდა,
ვარჯიში რაიმეს ტყორცნაში, ჭიდაობა, სირბილი, ტატუირება, წინადაცვეთა,
მაშინ ჯერ არ იყო რელიგია ან ძალზე მცირე როლს თამაშობდა, შემდეგ კი ამან
რელიგიურ – მისტიკური შინაარსიც მიიღო, მისი გადმონაშთია წინადაცვეთა
ებრაელებსა და მაჰმადიანებში, ნათლობა ქრისტიანობაში.

ინკვიზიცია – ლათ ინკვიზიციო – ძიება, კათოლიკური ეკლესიის სასტიკი ტრიბუნალი,


საგამომძიებლო – სამოსამართლო დაწესებულება, სამსჯავრო დაწესებული XIII
ს ერესთან საბრძოლველად, კერძოდ ალბიგოელთა, კატართა მოძრაობის
დასათრგუნველად, საშინელი ძალით მოქმედებდა ყველა კათოლიკურ
ქვეყანაში, შეიწირა უამრავი ადამიანი, ინკვიზიციის ნიშნებია, საიდუმლო
გამოძიება, ჯაშუშური დასმენების მიხედვით მოქმედება, დაკითხვა, წამება,
დაწვა, ქონების კონსიფიკაცია, დამნაშავეთ ცნობილთა პასუხისმგებლობა მესამე
თაობამდე, მსჯავრდებულს მოსავდნენ დამამცირებელი სამოსით სანვენიტო,
ახურავდნენ ჭრელ ჩაჩს, უნდა გაევლო აუტო დაფეს მტანჯველი პროცედურა,
დამნაშავეს უნდა უარეყო თავისი აზრი, ეცნო თავი დამნაშავედ, გადაეხადა
ჯარიმა, და დილეგში ყოფილიყო თუ არ შემოაკვდებოდათ წამებისას ან არ
დაწვავდნენ საჯაროდ, მის მოღვაწეობას ყოფენ რამდენიმე პერიოდად ჯერ 1184
წ პაპ ლუციუს III – ს ინიციატივით და ფრიდრიხ I – ს მხარდაჭერით
ეპისკოპოსებმა მიიღეს უფლება ეწარმოებინათ კომისიები ერეტიკოსთა
დასაჭერად და საწამებლად, ხალხს ფატრავდნენ, ჭრიდნენ, ხარშავდნენ,
ჭამდნენ, ყრიდნენ უფსკრულში, წვავდნენ სულ ქრისტეს სახელით, უბადლო
ჯალათი იყო უბალდო ლუციუს III, რეფორმაციის შემოტევამ, ჰუმანიზმის
წარმატებამ აიძულა პავლე III რომ 1542 წ შეექმნა რომისა და მსოფლიო
ინკვიზიციის წმინდა კონგრეგაცია, წმინდა სამსჯავრო რომელმაც ბევრი
უწმინდური საქმე მოახდინა, პაპის I ინკვიზიტორები იყვნენ 1198 წ ინოკენტი III
– ს მიერ დანიშნული სამოციქულო ლეგატები, ლათერანის IV ყრილობამ
სამსჯავრო საქმე დააკისრა ეპისკოპოსებს 1215 წ, , მოწმეებს არ ცნობდნენ,
დამცველი არ იყო, წამებით საჭირო პასუხს გამოგლეჯდნენ მსჯავრდებულს,
მერე ან დილეგში კლავდნენ ან ცოცხლად წვავდნენ, მის ქონებას კი
ისაკუთრებდნენ, ესპანელმა ინკვიზიტორმა დომინიკანელმა თომა ტორკვემადამ
1480 წ შექმნა ე წ ახალი ინკვიზიცია აწამა და დაწვა 10000 ადამიანი, დევნიდნენ
მონათლულ ებრაელებს, მარანებს, გაქრისტიანებულ მუსულმანებს მორისკებს,
ბრალს სდებდნენ ფარულ ღალატში, დაწვეს ჯ ბრუნო, ექიმი სერვეტი,
87
მეცნიერი ლუჩილიო ვანინი, აწამეს ტომაზო კამპანელა, დაწვეს მამხილებელი
ბერი სავონაროლა, საფრანგეთის რეოლუციის მოღვაწეები წინ აღუდგნენ და
1789 წ ინკვიზიცია გაუქმდა, ამერიკაში მოისპო 1810 – 26 წ, პაპის ოლქში კი 1870
წ შერბილდა, წმ კონგრეგაციის სახელწოდებით განაგრძობდა არსებობას.

ინტერდიქტი – ლათ ქტუმ – აკრძალვა, კათოლიკურ ეკლესიაში X ს პაპის მიერ


შემოღებული სასჯელი რაც გამოიხატებოდა ცალკეული პირის ან მთელი
მრევლის გარკვეული დროით რელიგიური ღვთისმსახურების აკრძალვაში,
განკვეთის გარეშე, იყო დაშინების მეთოდი.

ინტრონიზაცია – მღვდელთმთავრის საზეიმო აყვანა ტახტზე, პაპი, პატრიარქი.

იოანე ზედაზნელი – ათცამეტ მამათაგანი, დიდი საეკლესიო მოღვაწე, მშენებელი და


მოამაგე, ზედაზნის მ ონასტრის ამშენებელი, ჩამოსულა საქართველოში VI ს,
ანტიოქიიდან, ადრინდელი ცხოვრება დაკარგულია, X ს კათალიკოს არსენ II – ს
დაუწერია ახალი შრომა მის შესახებ.

იოანე ნათლისმცემელი – დიდი ქრისტიანული წმინდანი, წინამორბედად წოდებული,


იწინასწარმეტყველა ქრისტეს მოვლინება, შემდეგ სხვა მრავალ ებრაელთან
ერთად მონათლა ის იორდანეს წყალში, ეწეოდა უმწიკვლო მეუდაბნოეს
ცხოვრებას, ქადაგებდა სისპეტაკეს, სამართლიანობას, ჰეროდე I პირველ
ხანებში ერიდებოდა მის განაწყენებას, მაგრამ სიბილწისათვის მხილებული
საყვარლის ჰეროდიადეს ზეგავლენით საპყრობილეში ჩააგდო და. შემდეგ თავი
მოჰკვეთა, ვერაგმა ქალმა ცეკვის საღამო გამართა, თავისი ასულის ჰეროდეას
ცეკვით მოხიბლულმა ჰეროდემ ქალიშვილს აუსრულა სურვილი საჩუქრად
იოანეს მოკვეთილი თავი მინდაო ასე დაარიგა ჰეროდიადემ და წმინდანის თავი
სინით მიართვეს, იოანე ამხელდა ჰეროდეს ძმის ცოლი საყვარლად დაგისვამსო,
შენი სასახლე გარყვნილების ბუდეაო და ა. შ.

იოანე ნათლისმცემლის ხსოვნის დღე – იხ ივანობა.

იოანე – პავლე II პაპი არჩევამდე კარლ ვოიტილა 1920 – 2006 წ, I პოლონელი პაპი, აქვს
შრომები მორალზე, ეპისტოლეები, ტიარას ატარებდა 1979 წლიდან.

იოანე ოქროპირი – დიდი საეკლესიო მოღვაწე, ორატორი, მქადაგებელი, 398 წლიდან


კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ამხელდა უსამართლობას, უზნეობას, რაც
იმპერატორთა კარზე სუფევდა რისთვისაც სამეფო კარმა და მღვდელთმთავრებმა

88
მოახერხეს მისი გადაყენება 404 წ და გადასახლება, ბიჭვინთის გზაზე
გარდაიცვალა, დარჩა ნაშრომები.

იოანიტები – რეაქციული მონარქიული მიმდინარეობა რუსულ მართლმადიდებლურ


რელიგიაში, ჩამოყალიბდა XIX ს 90 – ან წლებში, დააარსა იოანე
კრონდშტატელმა, სერგეევმა რომელსაც ფანატიკოსები თავიანთ ღმერთად
რაცხდენ 1829 – 1909 წ უარყვეს ეკლესია, სამღვდელოება, შინ შექმნეს საკუთარი
ეკლესიები, ავრცელებდნენ რომანოვების პორტრეტებს, ებრძოდნენ საბჭოთა
ხელისუფლებას, სექტა დაიშალა.

იონ – კიპური – აკრძალვის დღე, იუდეველთა დღესასწაული, ახალი წლის მეათე დღეს,
რაბინთა მოძღვრებით ამ 10 დღის განმავლობაში მორწმუნემ უნდა დაიცვას
მარხვა, ლოცვა, ყველა წესი რადგან იაჰვე ამ დღეებში განსჯის ადამიანის ბედს
ცოდვა – მადლის სასწორზე ადებს ყველაფერს, თავისი მნიშვნელობისა და
მკაცრი რეჟიმის გამო საშინელ დღეებს ეძახიან.

იორდანი – მდ იორდანიის სახელიდან სადაც მოინათლა ქრისტე, წყალკურთხევის


ნათლისღების დროს ყინულში გაკეთებული ხვრელი, ნარღვევი, წყალში ჯვრის
სამგზის ჩაყოფით ნათლობის ზეიმზე.

ისლამი – არაბულად მორჩილება, უფლის მონობა, მაჰმადიანობა მსოფლიოში ერთერთი


უდიდესი რელიგიაა, ქრისტიანები არიან მილიარდნახევარი, 800 000000
ისლამის მიმდევარი და 700000000 ინდუიზმის მიმდევარი, 300 მილიონი
ბუდისტი ხოლო 15 მილიონი იუდაისტია, ჩაისახა VII ს დას არაბეთში, როცა
პატრიარქალური წყობა. შეიცვალა კლასიკური სახელმწიფოს შექმნით,
სარწმუნოება თითქოს გაანდო ალაჰის ნებით ანგელოზმა ჯაბრაილმა,
გაბრიელმა წინასწარმეტყველ მაჰმადს, შეადგინა იაჰვეს მიერ მთაზე მოსესათვის
სჯულის წიგნის განდობა რაც ბიბლიაში აისახა, ისლამის მთელი მოძღვრება
გადმოცემულია ყურანში და. შეიცავს შვიდ დოგმას, რწმენა ერთიანი ღმერთისა
და ანგელოზებისა, ყველა საღვთო წიგნისა ალაჰის ყველა წარმოგზავნილისა,
ქვეყნის აღსასრულისა, განგებისა და მკვდრეთით აღდგომისა, ყველაფერი რაც
მოხდა და მოხდება ალაჰის ნებაა მეორედ მოსვლამდე, მთელი ისლამი
ეყრდნობა ხუთ მცნებას , წარმოთქვას ფორმულა “არა არს ღმერთი ალაჰის
კიდეგან, ხოლო მაჰმადი წინასწარმეტყველია მისი”, ყოველდღე ხუთგზის
ლოცვა ულაზაა, რამაზანის თვეს მარხვის დაცვა, აუცილებელი ქველმოქმედება
ზაქიათი, მექაში მოლოცვა ჰაჯი, ისლამის დღესასწაულებია ყურბან ბაირამი,

89
ურაზა ბაირამი, მამლუდი და სხვა, რელიგიის განვითარება აღნიშნულია
სუნაში, ამ ცვლილების შედეგად ისლამი დაიყო ორ მიმდინარეობად სუნიზმი
და. შიიზმი, , მისი მიმდევრები არიან შუა აზიაში, ამიერკავკასიაში, აზიისა და
აფრიკის ქვეყნებში, ისლამი გამოირჩეოდა ფანატიზმით.

ისმაილიტები – შიიტების VI იმამის ჯაფარ სადიყის უფროსი შვილის ისმაილის


სახელიდან, იყო მეშვიდე იმამი, მუსულმანური შიიტური სექტის მიმდევრები,
რომელნიც VIII ს არაბთა სახალიფოში ქმნიან ძლიერ ოპოზიციას ისლამის
შიგნით, სწამთ სულთა გადასახლება, მათი რწმენით ადამიანი უძლურია
მისწვდეს ალაჰის ნებას, ამიტომ უნდა ილოცონ მსოფლიო გონების წინაშე,
სული შეიძლება გადასახლდეს მრავალთა სხეულში, ოღონდ ღვთაებრივ
ჭეშმარიტებას ის ეზიარება მხოლოდ მრავალი სხეულის მოვლის შედეგად, მაშინ
ის როგორც მსოფლიო სულის ნაწილი ეზიარება სიბრძნეს და გახდება იმამი
რომელსაც ყველა მორწმუნე ბრმად უნდა ემორჩილებოდეს, უხდიდეს
გადასახადს, მიართმევდეს საჩუქარს რადგან იმამის სხეულში იქნება მუჰამედის
და მისი საყვარელი სიძის ალის სული, ამრიგად ის სრული მორჩილების
იარაღია, არიან ტაჯიკეთში, პამირზე და სხვა.

იუბილე – საიუბილეო წლები ლათ იუბილელმ ებრაულიდან იობელ ვერძის რქის


ფორმის ბუკი რომელსაც დღე ზეიმზე უკრავდნენ, კათოლიკური ეკლესიის
ზეიმი, შემოსავლის წყარო, საქრისტიანოს უდიდესი ზეიმი, რაც პაპებმა
მოიგონეს ეკლესიის ავტორიტეტის ასამაღლებლად და ხაზინის შესავსებად,
რომს ამ წლებში ურიცხვი მომლოცველი აწყდებოდა, პირველად საიუბილეო
წლად ბონიფაციოს VIII – მ 1300 წ გამოაცხადა, დააკანონა მისი გამეორება ყოველ
ას წელში, შემდეგ შეამცირეს, კლიმენტი IV – მ საიუბილეოდ გამოაცხადა 1350 წ,
1389 წ კი ურბან VI აწესებს ყოველ ოცდაცამეტ წელიწადში ამდენი იცოცხლა
ქრისტემ, 1470 წ პავლე II აწესებს იუბილეს ყოველ 25 წელში, 1974 წ იოანე –
პავლე VI – მ წმინდა წლად გამოაცხადა.

იუდაიზმი – იუდას ტომის რელიგია, ებრაელთა რელიგია რომლის მთავარი


პრინციპებია ერთიანი ღმერთის იაჰვეს, იეღოვას რწმენა, მესიის ციური
მხსნელის მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა
წიგნებად, წარმოიქმნა ძ. წ. II ათასწლეულში, პოლითეისტური კულტებიდან,
არაბეთში მომთაბარე ტომებს შორის, მრავალღმერთიანობის კვალი ბიბლიაშიც
დარჩა, ძ. წ. XIII ს დაპყრობილ პალესტინაში შეიკრა იაჰვეს კულტი რამაც
საერთო სახელმწიფო რელიგიის სახე მიიღო ძ. წ. X ს, ძ. წ. 621 წ მოხდა რეფორმა,
90
იუდაიზმის უფრო სრულყოფილად ჩამოყალიბება, ბაალები, რვალის გველი,
ოქროს ხბო, ზეთისხილის ჭალის და სხვა წარმართული რწმენები იდევნება,
დოგმები სულის უკვდავებაზე საიქიო ცხოვრებაზე, მკვდრეთით აღდგომისა,
ანგელოსებისა და დემონოლოგიის რწმენა დაკანონდა და თალმუდის სახით
შემორჩა, 618 საწესო დარიგება და სხვა, მას შემდეგ რაც იუდეა მაკედონელმა
დაიპყრო ძ. წ. IV ს, მერე რომმა ძ. წ. I ს, იუდაიზმი შეეგუა ახალ ვითარებას
მაგრამ მტკიცე რწმენა და წესები უცვლელად დარჩა, ებრაული სინაგოგა
ამტკიცებს ებრაელი ხალხის რჩეულ მისიას, კრძალავს შერეულ ქორწინებას.

იღუმენი – მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი, ბერთა წოდება.

კაბალა – ძველებრაულად გადმოცემა კაბ, იუდეველთა. შორის გავრცელებული ზეპირი


გადმოცემები, თავმოყრილი წიგნში ზოგარი ელვარება XIII ს, მათი არსია ენსოფი
სამყაროს საწყისი, აქტიური ძალა, რომლის გამოსხივებაცაა ყველა საგანი, ამავე
დროს ესაა უსასრულო ღვთაება, აღიარებულია სულთა გადასახლება,
კაბალისტური მისტიკა XVI ს იქცა ჯადოქრობის, მაგიის იარაღად.

კათოლიკური მოქმედება – საერო კათოლიკური ორგანიზაციების პროფკავშირი ანდა


სპორტული ორგანიზაციების გაერთიანება, მიზანი კათოლიციზმის ზეგავლენის
გაძლიერება მასებში მუშათა მოძრაობის ჩახშობა, კომუნიზმთან ბრძოლა.

კათაკმეველი – ბერძნ. ულად მოუნათლავი, ქრისტიანული წესით მოსანათლავად


გამზადებული, კლასიკურ ბერძნ. ულში კათაირო განწმენდის მნიშვნელობით
იხმარებოდა, აქედან კათარზისი განწმენდა, გარკვეულ დროს იტყოდნენ
კათაკმეველნო განვედით ეკლესიიდან, რამაც ზოგადი მნიშვნელობა მიიღო, ,
კათაკმევლობაში დარჩენილი, მოუნათლავად დარჩენილი.

კათალიკოსი – ბერძნ. საყოველთაო, სრულიად, პატრიარქი უმაღლესი


მღვდელთმთავარი საქართველოში, მიმართვა უწმინდესი და უნეტარესი.

კათალიკოსობა – ზედამდგომობა ყოველთაი, მრავალთაი.

კათარები – ბერძნ. წმინდანი, ერეტიკოსთა სექტა XI – XIV ს ალბიგოელები.

კათოლიკური ფილოსოფია, სხვადასხვა სკოლების გამაერთიანებელი რელიგიურ –


ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის მიზანია კათოლიკური სარწმუნოების
განმტკიცება, ათეიზმთან ბრძოლა, მატერიალიზმის უარყოფა, შუა საუკუნეებში
ავგუსტინისეული პლატონიზმიდან გადავიდა ქრისტიანულ არისტოტელიზმზე

91
არისტოტელეს უნივერსალური ავტორიტეტის მოშველიებით შეეცადა. შეექმნა
სრულყოფილი ქრისტიანული იდეოლოგია, ალბერტ დიდი , თომა აქვინელი და
სხვა თომიზმი, აღორძინების ეპოქაში შიგნით შეიქმნა მიმდინარეობანი
ნეოთომიზმი ავგუსტინიზმი სპირიტუალიზმი და სხვა.

კათოლიციზმი – ბერძნ. კათოლიკოს მსოფლიო, საყოველთაო ლათ სიზმუს,


ქრისტიანული ეკლესიის ერთერთი მთავარი მიმდინარეობა, შტო რომელიც
საგრძნობი განსხვავებით უპირისპირდება მართლმადიდებლურ და
პროტესტანტულ ეკლესიებს, თავიდანვე აცხადებს თავს მსოფლიო მასშტაბით
საქრისტიანოს მეთაურად, რამდენადაც ქრისტეს სამოციქულო ტახტი მის
ცენტრში რომშია და სხვა, ჯერ კიდევ IV ს დაიწყო დიდი გათიშვა დას
კათოლიკურ და აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და
ბოლოს მოხდა სრული გაყოფა 1054 წ, მათი წესების, დოგმების შეხედულებათა
განსხვავება განსაზღვრა დასავლეთის და აღმოსავლეთის იმპერიებს შორის
არსებულმა სოციალურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განსხვავებებმა,
პირველობისაკენ მისწრაფებამ, კათოლიკურმა ეკლესიამ ღვთაებრიობის
შარავანდედით შემოსა ფეოდალური წყობილება, ფუფუნებით, იერარქიით,
მბრძანებლური სიმკაცრით ისევე აიგო როგორც ფეოდალური სისტემა, მისი
საყრდენია ბიბლიის ლათინური თარგმანი და წმინდა გადმოცემა რელიგიური
ტრადიცია რაც დიდი ლავირების საშუალებას აძლევს ახალ ვითარებასთან
შეგუებაში, მთავარი განსხვავება პირჯვრის გამოსახვა და სხვა ზოგი
ფორმალური განსხვავებისა ისაა რომ კათოლიციზმის გაგებით სამების დოგმაში
სულიწმინდის მოფენა გამოსვლა ხდება მამა – ღმერთისა და ძე ღმერთისაგან,
მართლმადიდებელნი ამტკიცებენ რომ ის მხოლოდ მამისაგან მოდის,
კათოლიციზმი დიდად ზრუნავს საეკლესიო დისციპლინისათვის, ქადაგებს
ხსნას მხოლოდ ღვთისმსახურთა. შემწეობით, ამაზეა აგებული საიუბილეო
წლების დაწესება, ინდულგენციებით ვაჭრობა, ინკვიზიციის სისასტიკე, პიუს
IX – მ ვატიკანის ყრილობაზე დაამტკიცა პაპის უცოდველობის ახალი დოგმა 1870
წ რაც ძველთაგანვე მოდიოდა, აქვს ცენტრალიზებული იერარქიული
ორგანიზაცია, დისციპლინა, დიდი ზეგავლენა, დიდი თანხები, უზენაესი
ორგანოები ბერთა ორდენების მტკიცე კავშირი, ქადაგებს მშვიდობას,
გამანადგურებელი იარაღის აკრძალვას, ლოიალურია, კათოლიკური ეკლესიის
წიაღში შეიქმნა ქრისტიანული ეკლესიის მესამე ძირითადი მიმართულება
პროტესტანტიზმი ყველა განშტოებით, კათოლიკენი არიან ბალტიისპირეთში,
დას უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში და სხვა.
92
კალენდრები რელიგიური – დროის რელიგიური დღესასწაულების მაჩვენებელი
კალენდრები, სათანადო დღის, კულტის, წესების, წმინდანთა ცხოვრების
აღწერილობით, ჰქონდათ ძველ ბერძნ. ებსა და რომაელებს, 448 წ შედგა
წარმართულიდან ქრისტიანობისაკენ გარდამავალი კალენდრები რელიგიურები,
მივტიროლოგები, სვინაქსარები და ა. შ., დაწვრილებითი ცნობებით,
ლოცვებით, ღვთისმეტყველური ტექსტებით.

კალვინიზმი – პროტესტანტიზმის ერთი მთავარი მიმდინარეობა, ერთი სამთაგანი


ლუთერანობა, ანგლიკანობა, რომლის დამაარსებელია ჟენევის პაპი ჟან კალვინი,
კოლვენი 1509 – 64 წ ჩამომავლობით ფრანგი, სასტიკი და უკომპრომისო
პროტესტანტი, შვეიცარიაში გაშალა სამოქმედო ასპარეზი და ყველაზე უფრო
თანმიმდევრულად გამოხატა ახალგაზრდა ბურჟუაზიის ინტერესები, საქმეებში
წარმატება, ენერგიულობა ჩათვალა ხსნის წინამძღვრად, კალვინისტები
უარყოფდნენ ეპისკოპოსებს, ჯვარს, ხატს, საკურთხეველს, სამღვდელოების
სამოსელს, ყველა ცერემონიალი იცვლებოდა ფსალმუნთა საერთო გალობით,
ადამიანთა ბედი განსაზღვრულია განგებით და ვერავითარი კეთილი საქმე ვერ
იხსნის, უნდა დამყარდეს უფლის ძალაუფლება დედამიწაზე, საჭიროა
მომჭირნეობა, ჯაფა, საერო ასკეტიზმი, 7 საიდუმლოდან შენარჩუნებულია
მხოლოდ 2 სიმბოლური წესი ნათლობა და ზიარება, წესები გამარტივებულია,
პასტორებს მორწმუნენი ირჩევენ, წესრიგი უკომპრომისოა, თავისუფალი აზრი
იდევნება, კოცონზე წვავენ დიდ ექიმს სერვეტს, რომელიც უარყოფდა
ქრისტიანულ დოგმებს, XVI ს იწყება მისი გავრცელება საფრანგეთში –
ჰუგენოტები, ინგლისში – პურიტანები, გერმანიაში, პოლონეთში, ამჟამად
რეფორმატულ ეკლესიაში პრესვიტერიანებში და კონგრეგაციონისტებს შორის,
ჰყავს სინოდი.

კანკელი – ტაძრის ნაწილი.

კანონი – ბერძნ. ჯოხი, მითითება, წესი, 1 წესი, დოგმატი, რელიგიური ორგანიზაციის,


2 რელიგიური წიგნები ღვთაებრივი შთაგონებით, ზეგარდმო კარნახით
დაწერილები, როგორც ასწავლის ეკლესიურ მორწმუნეებს, დაბადება, სახარება,
3 ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საზეიმო გალობის ჟანრი, ნაწილი, 9
გალობის ერთობლიობა ყოველი შეიცავს ხუთ მუხლს, ეძღვნება ამა თუ იმ
წმინდანს ან დღესასწაულს, დასს, მთავარ ანგელოზს, მოციქულებს, ნინოს.

93
კანონი საღვთო – საღმრთო სჯული, 1 ფართო გაგებით ყოველგვარი რელიგიური
მოძღვრება, რომელიც მორწმუნეებს აცნობს რელიგიურ დოგმებს,
კანონიზირებულ წიგნებს, მორალის ნორმებს და ა. შ., 2 მეფის რუსეთში
სასწავლო საგანი სკოლებში და იყო სავალდებულო დისციპლინა, შეიცავდა
ღვთისმეტყველების ელემენტარულ ნორმებს, დოგმატიკას, მცნებებს,
ღვთისმსახურების წესებს, მართლმადიდებლობის თეორიას და პრაქტიკას,
ისტორიას, ლოცვებს, კატეხიზმოს, მასწავლებლებად დაიშვებოდნენ მხოლოდ
სასულიერო პირები და სასულიერო სემინარიადამთავრებულნი, სკოლებში
რეოლუციის შემდეგ გაუქმდა.კანონიზაცია – ბერძნ. კანონიზო ვაკანონებ,
სარწმუნოებისათვის თავდადებულთა მოწამეთა ეკლესიის მოღვაწეთა
წმინდანად შერაცხვა, პრაქტიკაში შევიდა X საუკუნიდან, თუმცა წმინდანთა
კულტი I საუკუნეშიც არსებობდა. კათოლიკურ რომში მას მტკიცე იურიდიული
ხასიათი ჰქონდა.

კანონმდებლობა რელიგიურ კულტებზე – საკანონმდებლო აქტების კრებული, რომელიც


არკვევს რელიგიისა და ეკლესიის ურთიერთობას, , საბჭოთა დეკრეტები
რელიგიის შესახებ.

კაპელანი – შუა, ზემო ლათ, კაპელლა ეკვდერის საჟამოს, პირადი სამლოცველოს და


საგანძურის მსახური მღვდელი ან მისი მოწვეული თანაშემწე.

კაპუცინები – ლათ კაპერ, კაპუშონ ბერის სამოსი, წვეტიანი თავსარქმელი, მოგლახაკე


ბერთა კათოლიკურისა ორდენის წევრი, გამოეყო ფრანცისკანელებს XVI ს
ებრძოდა რეფორმაციას და იცავდა კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტს, არ
ერიდებოდა არავითარ ღონისძიებას, დღემდე ეღობებიან პაპის საწინააღმდეგო
იდეებს, ებრძვიან ერესს, ჰყავთ 13 000 წევრი, ეწევიან პროპაგანდულ
საქმიანობას, დაარსდა 1525 წ, დაამტკიცა კლიმენტი VII – მ 1529 წ,
დამოუკიდებელი ორდენია 1619 წლიდან თავსაცმელია კაპიშონი, კაპუცინები
ერთგვარ მაიმუნსაც ეწოდება.

კარიბჭე – სტოვა, პორტიკი, ეკლესიის შენობის მინაშენი, სადგომი.

კარმა – საქმე, ვალი, მოქმედება, ინდური რელიგიების უმრავლესობის მთავარი ცნება,


რაღაც მისტიკური ძალა, ნაცვალგების კანონი სამაგიერო ყოველი
მოქმედებებისათვის სულთა გადასახლების დროს, როცა სული გარდაისახება,
ერთი არსებიდან მეორეში გადავა, თვით ეს გარდასახვის პროცესი კარმის არსშია,
ჩვენი მოქმედება თავისთავად განაპირობებს ჩვენს ბედს მომავალ გარდაქმნაში,
94
ბრაჰმანიზმში, ინდუიზმში, ბუდიზმში დაახლოებით ერთნაირადაა ხსნის გზა
განსაზღვრული, კასტის, ვარნის მითითებათა. შესრულება თუ
შეუსრულებლობაა კარმა როგორც ფუნქცია მორალური მოვალეობაა არ გაეწიოს
წინააღმდეგობა ბოროტებას ძალადობით.

კატავაზია, კატაბასია – ბერძნ. კატაბასიონ, მისვლა, კანონით დასამთავრებელი ბოლო


მუხლი, ლექსი რომელიც თავშიც იმღერება და ბოლოშიც, დასაფარებელი, მისი
აღსრულების დროს მართლმადიდებელ ეკლესიაში ორივე მგალობელი გუნდი
ერთიმეორეს უახლოვდება და დგება ამბიონთან, გამოყენებულია სძლისპირები
იმავე ან სხვა კანონისა.

კატეხიზისი – ბერძნ. ზეპირი განცხადება, დარიგება, ღვთისმეტყელების საწყისი ,


სასწავლოდ გამზადებული წიგნი ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემა კითხვა
– პასუხის სახით, კათოლიკური, მართლმადიდებლური, პროტესტანტული.

კეთილი და ბოროტი – სიკეთე და ბოროტება, მავნე და კეთილი.

კერპი – ბერძნ. იდოლონ, პატარა გამოსახულება ღმერთის ან ღვთაებრივი ძალის დიდი


ან მცირე პლასტიკური გამოსახულება რომელსაც წარმართნიდ ა
პოლითეისტური რელიგიის მსახურნი თაყვანს სცემენ როგორც ღმერთს ან
სულს, ხის, ქვის, თიხის და სხვა, გადატანითი მნიშვნელობით ვინმეს
სსალოცავი, სათაყვანო, ბრმა მოწიწების საგანი.

კერპთაყვანისმცემლობა – თეოლოგიური ტერმინი, კერპთა თაყვანისცემა


მრავალღმერთიან რელიგიებში, ადარებენ ხატის თაყვანისცემას.

კვაკერები – ინგლისურად კანკალი, რხევა, ხელოსან ხარაზ ჯონ ფოქსის მიერ 41650 წ
დაარსებული პროტესტანტული სექტა ინგლისში, მათი მტკიცებით ჭეშმარიტება
დგინდება არა საეკლესიო მოძღვრებით, არამედ ყოველი მორწმუნის შინაგანი
შუქით, სულიწმინდის მოფენით მის შინაგან არსებაში და ესაა ქრისტეს არსებობა
ყოველ ჩვენგანში, ამ პირადი შუქმოსილებით, გამოსხივების აქტით იცვლება
გარეგნული ღვთისმსახურება, არც მღვდელია საჭირო და არც რამე მორთულობა
სამლოცველოში, მათი მორალისტური ქადაგება, ზნეობრივი სიწმინდისა,
მოვალეობისა და ცოლ – ქმრული ერთგულების მოთხოვნაასკეტიზმამდე მიდის,
ითხოვენ თანასწორობას, კონფლიქტებს მშვიდობიან გადაწყვეტას,
სარწმუნოების ერთადერთ წყაროდ საღმრთო წიგნი მიაჩნიათ და მარადიულ
ჭეშმარიტებათა წიგნად სახარება, ჰყავთ 200 000 წევრი, ინგლისი, კანადა, აღმ

95
აფრიკა, ამერიკა, თვითონ თავიანთ თავს უწოდებენ მეგობართა საზს, შუქის
მქადაგებელს, უფლის ხალხს, სახელი მიიღეს იქიდან რომ რწმენას გამოხატავენ
სულიწმინდის გამოვლენით, განცდით, ცახცახით.

კვართი – პერანგი უფლისა – იხ სვეტიცხოველი, სვეტიცხოვლობა, კვართი საერთოდ


პერანგია უფრო ქრისტესი ღვთისმშობლის ხელით მოქსოვილი, ჯვარცმის
შემდეგ ზოგი ვერსიით ის განიყვეს, ჩამოიტანეს მცხეთაში და აქედან მოეფინა
ნათელი მთელს საქართველოს.

კვერექსი – მოკლე ლოცვების წყება, კითხულობს დიაკონი, გუნდი კი პასუხობს


მოგვმადლე უფალო, შეგვიწყალე, სახეები მცირე, დიდი თხოვნითი, ვჩოვლი,
მიცვალებულის მოსახსენებელი.

კვირაცხოვლობა – ახალკვირა, თონის კვირა, ნათელი კვირის ბოლო დღე, აღდგომა.

კვირიაკე – კვირადღე კვირიკობის თვე ივლისი.

კვირიკობა – კვირიკეს და ივლიტეს დღე საქრისტიანოს წმინდანებისა 15 ივლისს ძვ.


სტილით, ყრმა კვირიკე და დედამისი IX – X

ს პატივით იხსენიებიან, ხატავენ, ფრესკებზე, სვანეთში, კალაში ხატებზე,


დღესასწაული ეწყობა სვანეთში სოფ კალაში, სადაც კვირიკეს ეკლესიასთან
დღეობა იმართება, რაჭაში ზემო კრიხი, ლეჩხუმში ლაცორია, დუშეთთან,
თიანეთში, გურიაში კვირიკეთი, ქობულეთში, ვანში, განსაკუთრებით ძლიერ
ისინი სვანეთში უწამებიათ, ადგილის სახელიც აქედანაა ლაგვირკა, საკვირიკე
როგორც ლა ჯგურაგ, კეთილმორწმუნე ივლიტა და მისი 3 წლის ყრმა კვირიკე
ურჯუკი დიოკლეტიანეს დროს ცხოვრობდნენ 284 – 305 წ იგი ქრისტიანებს
დევნიდა, ივლიტა იკონიაში ცხოვრობდა კაბადოკიის ახლოს, 303 წ ქალი
გაქცეულა თუმც კილიკიის მბრძანებელს შეუპყრია და ორივეს გადაბირება
მოუწადინებია, ძალადობისას ყრმა იმეორებდა დედის სიტყვებს ქრისტიანი ვარ
მე, მერე მოძალადე მთავარს უკბინა, ჯალათმა ყრმა ქვაზე დაანარცხა დედამისს
კი თავი მოჰკვეთა, ესაა ასახული ლაგვირკას ფრესკაზე მათი ცხოვრება აუწერია
X ს იკონიის ეპისკოპოს თეოდორეს.

კლერიკალიზმი – ლათ კლერიკალის საეკლესიო, საზოგადოებრივ – პოლიტიკური


მიმდინარეობა რომლის მიზანია ეკლესიის როლის გავლენის გაძლიერება
სახელმწიფოს ცხოვრებაში, კლერიკალი სასულიერო პირია რომელსაც სურს
ასეთი ვითარების შექმნა ან ეკლესიის გავლენიანი წარმომადგენელი საერთოდ,
96
კლერიკალთა გაერთიანებანი ფლობენ დიდ თანხებს, ზეგავლენის სფეროებს,
პარტიებს, ქალთა ორგანიზაციებს, აქვთ გავლენა გერმანიაში, იტალიაში,
ესპანეთში, პორტუგალიაში, აქვთ ცენტრები იატაკქვეშეთის ევანგელიზაცია,
მსოფლიოს ისლამური ლიგა, სლავთა მისია.

კლერმონის საეკლესიო ყრილობა – იხ საეკლესიო ყრილობები.

კლირი – ბერძნ. კლეროს წილი, ქრისტიანულ სამღვდელოებას წილისყრით კენჭით


ირჩევდნენ, მღვდელთმსახურთა, მრევლის საერთო სახელი, პირველთა
წოდების უპირატესობაა მღვდლობის მადლი, რაც თითქოს ქრისტემ დააწესა და
სამოციქულო მემკვიდრეობის ძალით გადადის თაობებში ხელდასხმით,
მღვდელთმსახურთ აქვთ შინაგანი იერარქია დიაკონატი, პრესვიტერიატი,
მღვდლები, ეპისკოპატი კათოლიკურ ეკლესიას დამატებით ტრიმატი, პაპის
წოდება პონტიფიკი, ამ დაყოფას აქვს შინაგანი საფეხურები დიაკონატში შედის
მართლმადიდებლური ეკლესია, დიაკონი, პროტოდიაკონი, არქიდიაკონი,
იეროდიაკონი, პრესვიტერატი შედგება პრესვიტერის, პროტოპრესვიტერისაგან,
ეპისკოპატი ეპისკოპოსის, არქიეპისკოპოსის, მიტროპოლიტის, პატრიარქის
წოდებებისაგან, მღვდელთმსახურთა ფუნქციებია საიდუმლოებათა და
ღვთისმსახურებათა აღსრულება, სარწმუნოების ქადაგება, მოძღვრება, საეროთა
რელიგიური ცხოვრების ხელმძღვანელობა, ეკლესიის მსახურნი სასულიერო
წოდებებს არ იღებენ, ესენია მეფსალმუნეები, მნეები, მოსამსახურეები
რომლებიც ეხმარებიან მღვდელთმსახურს რიტუალის შესრულების დროს.

კონგრეგაცია – ლათ კონგრეგაციო კავშირი, გაერთიანება, 1 კარდინალთა მუდმივი


კომისია ვატიკანის მმართველთა გაერთიანება განაგებს კათოლიკურ სამყაროს
მნიშვნელოვან საქმეებს სათავეში დგას პაპი ან მისი დანიშნული პრეფექტი, ესაა
პაპის კურია, რომელიც პავლე VI – ს რეფორმის შემდეგ 1967 წ ასეთ
კონგრეგაციებად ნაწილდება, რწმენის დოქტრინისა, ეპისკოპოსთა – კურია,
აღმოსავლეთ ეკლესიისა, დისციპლინისა, სამღვდელოების, ბერთა ორდენების
და საერთო ინსტიტუტებისა, ხალხთა ევანგელიზაციისა, ღვთაებრივ საღვთო
კულტების და წმინდანთა კურია, 2 რელიგიური გაერთიანებანი რომელთა
წევრები სასულიერონი და საერონი იძლევიან უბრალო აღთქმას, ცნობილია XVI
ს, XIX ს უფრო ცნობილია იეზუიტების დაარსებული მარიამისტების
კონგრეგაცია ქალწულ მარიამის უბიწობის პროპაგანდისა, 3 კათოლიკურ
მონასტერთა გაერთიანებანი რომელთაც საერთო მმართველობა აქვთ,
გენერალური კონგრეგაციები ეწოდებათ იეზუიტთა კონგრეგაციებს.
97
კონგრეგაციონალისტები – ლათ კონგრეგაცია გაერთიანება, თემობა, კალვინიზმის
განშტოება, ჩაისახა ინგლისში XVI ს, დამაარსებელია ბრაუნი, ამტკიცებდა რომ
ადგილობრივი ეკლესია უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი საეკლესიო
ორგანიზაციებისა და სახელმწიფოსაგან 1581 წმ განიცადა დევნა, მიმდევრები
გადასახლდენ ჰოლანდიაში, ჩრდილო ამერიკაში, ლეიდენში, ამსტერდამში,
სადაც საფუძველი ჩაუყარეს ბაპტიზმს, შეადგენდნენ კრომველის არმიის
ბირთვს, 1689 წ მიიღეს დამოუკიდებლად ლეგალური არსებობის უფლება,
გავრცელდა უელსში, შოტლანდიაში, ირლანდიაში, კანადაში, ავსტრალიაში,
არიან რამდენიმე მილიონი უარყოფენ საეკლესიო იერარქიას და ქრისტეს თვლის
უშუალოდ მოთავედ, ებრძვიან ბაპტისტებს და სხვებს კვაკერებს, თავს ეძახიან
თავისუფალთ, მხარს უჭერენ ეკუმენისტურ მოძრაობას.

კონდაკი – ბერძნ. იბაკო წირვის სააღაპო წიგნი, მოსახსენებელი წიგნი, ჰიმნები


ტროპართან ერთად ძირითადი ლოცვა წმინდანის მოსაგონებელი ან
სადღესასწაულო იკითხება ჟამნის შემდეგ ან ჩაერთვის მასში კანუნში.

კონკლავი – ლათ კლიტის ქვეშ, კარდინალთა საიდუმლო კრება პაპის არჩევაში


იკრიბებიან დაკეტილში, წყვეტენ კავშირს გარესამყაროსთან, სიქსტინის
კაპელაში სიქსტიანაში, ასე დაადგინეს შუა საუკუნეებში რათა დაეჩქარებინათ
არჩევა, კონკლავი ჰქვია ოთახსაც და კრებასაც, მონაწილეთა ასაკი არ უნდა
აღემატებოდეს 80 წელს, რიცხვი 120 კარდინალს, შეკრება იწყება პაპის
გარდაცვალებიდან 18 დღის შემდეგ, შემოიღო გრიგოლ X – მ 1271 – 76 წ,
საკმარისია ხმათა ორი მესამედი.

კონკორდატი – ლათ კონკორდატუმ შეთანხმება, უმაღლეს დონეზე შეკრული


შეთანხმება პაპის წმინდა ტახტსა და რომელიმე სახელმწიფოს შორის ამ
სახელმწიფოში პაპის უფლებების თაობაზე დიპლომატიური კავშირი
ვატიკანთან, ეპისკოპოსთა

დანიშვნა, გადასახადებისაგან განთავისუფლება, ოჯახისა და ქორწინების საკითხები,


გამოხატავდა ხელმწიფეთა მისწრაფებას პაპის უფლებათა. შეზღუდვისაკენ, I
კონკორდატი შეიკრა 1122 წ პაპ კალიქსტ II – ს და გერმანელ იმპერატორ ჰაინრიხ
IV – ს შორის ვორმსის კონკორდატი, საქმე ეხებოდა ეპისკოპოსის დანიშვნას,
1800 წ შეიკრა ნაპოლეონსა და პიუს VII – ს შორის, 1929 წ მუსოლინის და პაპს
შორის, 1933 წ ჰიტლერსა და პიუს IX – ნ 1953 წ ფრანკოსთან, ბოლო დროის
კონკორდატები დარღვეულია.

98
კონსტანცის საეკლესიო კრება – იხ საეკლესიო ყრილობები.

კონტრრეფორმაცია – რეაქციური მოძრაობა რეფორმაციის წინააღმდეგ, მფარველობდა


პაპი XVI – XVII ს, მიზანი რეფორმაციის მონაპოვართა დათრგუნვა, პაპის და
კათოლიციზმის ძალაუფლების გაძლიერება, ფეოდალიზმის ხსნა, საამისოდ
შემოიღეს საგანგებო ზომები, მოხდა იეზუიტთა ორდენის გაძლიერება,
ინკვიზიციის გამკაცრება, ბერთა ორდენებისა და რომის კურიის ჩაყენება
კონტრრეფორმაციის სამსახურში, ტრიდენტის საეკლესიო ყრილობის მოწვევა
1545 – 63 წ სადაც შემოიღეს მკაცრი საეკლესიო ცენზურა, გამოსცეს აკრძალულ
წიგნთა ინდექსი, მიიღეს რწმენის საკითხებში პაპის შეუვალი ავტორიტეტის
დოგმა, ამას უძღოდა იეზუიტთა ორდენის დაარსება გადახვევები ერესად
ითვლებოდა, ბრძოლა გამოეცხადა პროტესტანტიზმს, იხ ბართლომეს ღამე,
ბრესტის უნიამ 1596 წ გააძლიერა კათოლიციზმის გავრცელება დას უკრაინაში,
გაძლიერდა კათოლიკური ეკლესია.

კონფირმაცია – ლათ კონფირმაციო, გაძლიერება, გამაგრება, 1. კათოლიკურ ეკლესიაში


ეპისკოპოსის მიერ 7 – 12 წლის ყმაწვილთა მირონცხების საიდუმლოს ჩატარება,
2. .პროტესტანტები არ ცნობენ მირონცხების საიდუმლოს, მათთვის ესაა
სიმბოლური მიჯნა სრულწლოვანებისა და ქრისტეს სარწმუნოების ზიარებისა ამ
ასაკში, 14 – 16 წლისას იღებენ რელიგიურ თემობაში, რათა ჭაბუკმა.
შეგნებულად გაიაზროს ცერემონიალის მნიშვნელობა წმინდა საიდუმლო.

კონფუციანობა – ძვ. ჩინეთის ბრძენის კონფუცის ფილოსოფიურ – ეთიკური მოძღვრება


551 – 479 წ, მთავარი იდეური მიმდინარეობა ძველ ჩინეთში, ეს მოძღვრება
ჩამოაყალიბეს მისმა მიმდევრებმა წიგნში ლუ ილუიმ საუბრები და განსჯანი,
არსებული გაბატონებული კლასის ერთგვარ ფილოსოფიურ კრედოში,
ადამიანის ბედს წინასწარ განსაზღვრავს ცა ჟენ, ციური ნება, ის უნდა იყოს
მორჩილი არსებული წესებისა და არ ეცადოს შეარყიოს მეუფება ამა ქვეყნის
ძლიერთა, რომელთაც უპირისპირდება მდაბიოთა წოდება, კაცმა უნდა.
შეასრულოს საზოგადოებრივი ქცევის ნორმები ლი, წესები, პატივი სცეს
წინაპრებს, დაემორჩილოს უფროსებს, ხელმწიფე იყოს ხელმწიფე, ქვეშევრდომი
ქვეშევრდომი, მამა მამა, შვილი შვილი არაფერი არ უნდა. შეიცვალოს ამ წესში,
წყობა მარადიულია, ემორჩილება ციურ ნებას, ეს დოქტრინები იღებენ
ფილოსოფიურ დასაბუთებასXI – XII ს ნეოკონფუციანობაში, საგნებში 2 საწყისია
ლი გონიერი სასარგებლო, შემოქმედებითი და ცი პასიური მატერია, რაც
მაცდურია, კონფუცი გააღმერთეს, ითვლებოდა პპირველ ბრძენკაცად.
99
კოსმოგონია – ბერძნ. კოსმოს – სამყარო, გონია – დაბადება, სამყაროში განლაგებულ
ციურ სხეულთა და სისტემების წარმოშობისა და განვითარების შემსწავლელი
მეცნიერება, მისი თემაა პლანეტები, მზე, ვარსკვლავეთი, გალაქტიკები,
ნისლეული, კომეტები, პირველი მეცნიერული ვარაუდები გამოთქვეს ანტიკის
მოაზროვნეებმა ანაქსაგორემ, ლევკიპემ, ჰიპარქემ, დემოკრიტემ,
ლუკრეციუსმა, შუა საუკუნეებში რელიგიური თვალსაზრისი ბატონობდა
სამყაროს ღვთაებრივი წარმოშობისა, თუმცა ბრუნომ, გალილეიმ და სხვებმა
ბევრი რამ მეცნიერულად ახსნეს, დეკარტემ უარყო სამყაროს წარმოშობა
ღმერთის მიერ, ნიუტონმა ყურადღება. შეაჩერა მნათობთა კანონზომიერ
მოძრაობაზე, კანტმა კი გამოთქვა მოსაზრება კოსმიურ სხეულთა მექანიკური
მიზიდულობითა და განზიდვით შექმნაზე 1755 წ, კანტ – ლაპლასის თეორიას
მოჰყვა სხვა თვალსაზრისები.

კოსმოლოგია – ბერძნ. კოსმოს – სამყარო, მსოფლიო, ლოგოს – მოძღვრება, მეცნიერება


სამყაროზე როგორც ერთიან, მთლიან სისტემაზე, სათავეს იღებს ბრუნოს და
კოპერნიკის აღმოჩენიდან, რომ სამყარო უსაზღვრო და განუზომელია,
ნიუტონმა მექანიკის კანონების აღმოჩენით დაადგინა რომ სამყაროებში
განფენილ უსასრულო მატერიის მასებს მიზიდულობის კანონი აკავშირებს,
მისმა კლასიკურმა კოსმოლოგიამ უარყო რელიგიური მითები სამყაროს
წარმოშობასა და მოძრაობაზე, შემდეგ ამ საქმეში მთელი ეპოქა. შექმნა
ფარდობითობის თეორიის გამოყენებამ აინშტაინის მოდელები, ფრიდმანის
სქემა, სამყაროს განვითარების ყოველ ეტაპს თავისი კანონზომიერება აქვს,
სამყარო ერთიანია თავისი მატერიალური არსით, შედგენილობით, კანონებით,
კოსმოლოგიას უწოდებენ აგრეთვე ძველ ხალხთა წარმოდგენას სამყაროზე,
ეგვიპტელთა, ბერძენთა, ინდოელთა კოსმოლოგია.

კრეაციონიზმი – ლათ კრეაციო ქმნილება, შექმნათა, ბიბლიური წარმოდგენა სამყაროს


შექმნაზე, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების შექმნაზე, რაც მოთხრობილია
ძველი აღთქმის წიგნში შესაქმე, ეს გაგება მიიღო ქრისტიანობამაც, ავგუსტინემ
ყურადღება გაამახვილა არარაობისაგან სამყაროს შექმნის იდეაზე და ამით
დაასაბუთა ადამიანის წარმავლობა რაც ამუხრუჭებდა მეცნიერული აზრის
განვითარებას, ლინეიმ, კიუვიემ, დორვინიმ მიიღეს სახეთა უცვლელობის
დოგმა, მხოლოდ დარვინმა მეცნიერული მონაცემებით დაამტკიცა ევოლუციის
თეორია რასაც ფიდეიზმი დღესაც უარყოფს.

100
კრებული – მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა ჯგუფი, მღვდელი, დ დიაკონი,
მეფსალმუნე, მედავითნე.

კუ კლუქს კლანი – ბერძნ. კუ კლუქს – წრე, ინგლ კლანი – გვარი, რასისტთა საიდუმლო
ტერორისტული ორგანიზაცია ა. შ შ – ში, შექმნა მონათმფლობელური
სამხრეთის დამარცხების შემდეგ სამხრეთელ ოფიცერთა ჯგუფმა 1866 წ ტენესის
შტატში, 1869 წ ფორმალურად გაუქმდა, 1915 წ ჯორჯიის შტატში აღადგინეს
მათი მიზანი იყო თეთრების ბატონობის შენარჩუნება ზანგებზე და მათ
მფარველებთან ფარული თუ აშკარა ბრძოლა, სათავეში უდგას საიმპერიო მოგვი,
რომელიც განაგებს უჩინარ იმპერიას, ყავს 100 000 წევრი დაყოფილი არიან
კლანებად უჯრედებად, რომელთაც წინამძღოლობენ უზენაესი კიკლოპები და
პროვინციებად დიდი დრაკონების მეთაურობით, გავრცელდა მთელსა. შ შ – ში
და ზანგების გარდა მთელს დემოკრატიულ ბანაკს ებრძვიან, იყენებენ
ელექტრონიკას ანთებული ჯვარი, ფარული აფეთქებები, მეთოდები სასტიკია 5
წელში 1000 დაბნაშაულია აღრიცხული.

კულტი რელიგიური – ლათ კულტის – მოვლა, პატივისცემა, ღვთისმსახურება,


რელიგიური მოქმედება, რომლის მიზანია უზენაესთან დაკავშირება, აგებულია
წარმოდგენებზე ღცვთაებრივისა და ადამიანის ურთიერთობაზე, ილუზიურ –
პრაქტიკული დანიშნულებისა იყო დასაბამიდან, ორგვარი ხასიათისა მაგიური
და საშემწყალებლო, პირველი უფრო ზებუნებრივი ძალების გამოწვევის, მასზე
ზემოქმედების სიმბოლური სახეა, ჯადოქრობა, შამანობა, მისნობა, მეორე კი
გულისხმობს სულის ან ღმერთის წყალობის, სიბრალულის, მადლის მოპოვების
ჯგუფურ ან პიროვნულ ცდას და ხდება მარტივი ან რთული სახით, მარტივია
პირჯვრის წერა, მუხლის მოყრა, თავის დაკვრა, სანთლის ანთება, ხელების
გულზედაწყობა, რთულია მსხვერპლის შეწირვის ცერემონიალი, ქადაგება,
წესების სისტემა, წირვა, ღვთისმსახურება, ლიტანია, წრმართული საკულტო
ცერემონიები, ძველ საბერძნ. ეთში, რომში და სხვა.

კულტი წმინდანთა – იხ წმინდანთა კულტი.

კულტურკამპფი – გერმანულად კულტურისათვის ბრძოლა, ბისმარკის მიერ 1872 – 80


ჯწ კათოლიციზმის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, კათოლიკური
ცენტრი ხელს უშლიდა გერმანიის გაერთიანებას, ეხმარებოდა სამთავროებს,
ეკლესიის საწინააღმდეგო მოძრაობას, ბისმარკმა გადაჭრით გაილაშქრა,
განდევნა ქვეყნიდან იეზუიტები, აკრძალა პოლიტიკური აგიტაცია

101
სამღვდელოებისა, მათი ზედამხედველობა სკოლებზე, უფლებები ჩამოართვა
და საეროებს გადასცა, შესუსტდა ვატიკანის ზეგავლენა, შემოიღო სამოქალაქო
ქორწინება, სამღვდელოებამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, რეპრესიებმა.
შედეგი ვერ გამოიღო და მოხდა. შერიგება, ბისმარკმა არ შეცვალა მხოლოდ
კანონები იეზუიტთა წინააღმდეგ და სამოქალაქო ქორწინება, ყველაფერი
ტარდებოდა კულტურული ბრძოლის ნიშნით როგორც უმართებულოდ
განსაზღვრა ვირხოვვმა, ბისმარკის პრუსიულ გეზს წინ აღუდგა ანტიპრუსიული
დაჯგუფებაც და რეაქციულ კათოლიკურ ძალებთან ბრძოლაც უშედეგოდ
დასრულდა, კლერიკალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ამ თავისებურ ომში
ბისმარკმა 1872 წ პიუს IX – ს მისამართით თქვა “ჩვენ კანოსაში არ წავალთ”,
გაიხსენა თავს დატეხილი წყევლის მოხსნის მიზნით იმპერატორ ჰაინრიხ IV – ს
დამამცირებელი ჩასვლა კანოსაში გრიგოლ VII – ს წყალობის სათხოვნელად.

კუმრანის ხელნაწერები – პირობითი სახელწოდება ბიბლიური ხელნაწერებისა


რომლებიც აღმოაჩინეს მკვდარი ზღვის სანაპიროზე ვადი – კუმრანის და სხვა
მღვიმეებში 1947 წლიდან, სულ აღმოჩენილია 40 000 მცირე და დიდი ხელნაწერი
ძველებრაულ და არამეულ ენებზე, 600 წიგნიდან შემორჩა 11 ნაწილობრივ
გამოცემული ეს ტექსტები იძლევიან ძვირფას მასალებს ბიბლიის წიგნთა
ვერსიების, იუდაიზმისა და ქრისტიანობის ურთიერთობის, ძალადობასთან
ხალხის ბრძოლასა და ვინმე მართლმორწმუნე მასწავლებლის წინააღმდეგ
უღირსი ქურუმის ბრძოლის შესახებ, რაც მესიის მოვლინების წინარე ვერსიას
ქმნის და ა. შ., გარჩეული აქვს კოსიდოვსკის ბიბლიურ თქმულებებში.

კურთხევა – ხელდასხმა, ბერძნ. ქიროტონია, ხელის ძალით მოქმედება, მღვდლის,


ეპისკოპოსის დიაკვნის ამაღლება სამღვდელო ხარისხში ხელის დასხმით
დადებით, ცერემონიალის დროს არქიელი ხელს დაადებს თავზე მას ვინც უნდა
აკურთხოს, ამით გადასცემს უფლის მადლს, სახარებისმიერი ბაპტისტები
აკურთხებენ პრესვიტერად ხელდასხმის დროს.

კურთხევანი – ღვთისმსახურების წიგნები.

კეთილი და მავნე – იხ მავნე და კეთილი.

ლავრა – ბერძნ. ბერთა დიდი მონასტერი, მართლმადიდებლებს რუსეთში ჰქონდათ


მამათა 4 დიდი ლავრა, კიევ – პეჩორის 1688 წ, ტროიც – სერგიევის 1744 წ, ალ
ნეველის 1797 წ, ტოჩაევ – უსპენსკის 1833 წ, ტროიც – სერგიევის ლავრაშია

102
რუსეთის პატრიარქის რეზიდენცია, მოსკოვის სასულიერო აკადემია,
საქართველოში იყო დავით გარეჯის ლავრა დაარსებული VI ს.

ლალჩა – სვანურად მარხვა, ლილჩე მარხულობა.

ლამა – ტიბეტურად უზენაესი, ციური, მონღოლთა, ტიბეტელთა, ბურიატების, ტუვის


ბუდისტი ბერი, ბუდას წარმომადგენელი დედამიწაზე, განუზომელი უფლებით
აღჭურვილი, გაბატონებული კლასის დამცველი, ახლა ლამების რიცხვი მცირეა.

ლამაიზმი – ტიბეტურიდან, ბუდიზმის ერთერთი ძირითადი მიმართულება, არსებობს


VII – VIII საუკუნეებიდან, შამანობისა და ტანტრიზმის ნაერთი, იყოფა
სექტებად, ჰყავს მიმდევრები მონღოლეთში, ბურიატებში, იღებს ბუდიზმის
ყველა დოგმას, ემატება მხოლოდ მოძღვრება ლამაზე, ურომლისოდაც ხსნას
ნირვანას მორწმუნე ვერ ეღირსება, მათი მოძღვრების წიგნი 108 ტომს შეადგენს,
ლამას უდრტვინველად უნდა დაემორჩილოს ყველა, ასევე საერო მბრძანებელს,
რუსეთის მეფესაც ბურიატები თვლიდნენ ქალღმერთის ავატარად,
განსახიერებად, ათ შავ ცოდვად თვლიან მკვლელობას, ქურდობას, უკუღმართ
კავშირს, სიცრუეს, ცილისწამებას, ავყიაობას, ლაყბობას, სიხარბეს,
ღვარძლიანობას, ცრუ წარმოდგენას, მაგრამ მეფეს მკვლელობა ცოდვად არ
ეთვლება და ა. შ., ამჟამად ბურიატებშიც არის ლამაიზმის ცენტრი, ასრულებს
რეაქციულ როლს.

ლამპრობა – სვანურად რელიგიური ცერემონიალი ზამთარში, მთელი სოფელი გამოდის


მოგიზგიზე ჟინჟღილებით, გარკვეულ ადგილას მაღლობზე თოვლში დაასობენ
და იმართება ლოცვა, მცირე პურობა, ჭიდაობა, ხუმრობა, შეძახილი “ამ
ლამპრებივით დაიწვას სოფლის ქურდი, ავის მქმნელი, კარგი კაცი მაღლა
იყოს”, ამას მოსდევს ღამისთევა, პურობა მორიგე ოჯახში, უდიდესია ჯგირაგის
ლამპარი, უფროსი კაცი მახვში სამჯერ შემოუვლის ამ ლამპრით ჯგირაგის წმ
გიორგის ტაძარს, მერე ცეცხლში ისვრიან და წყევლიან მავნეს, ცერემონიას აქვს
წარმართული ელემენტები, ლამპრობას სვანურად ლილუმპარი ჰქონდა სხვა
დანიშნულებაც, ეს იყო თავისებური სიგნალი როცა სვანეთის სოფლები
დროებით ქაშგებმა დაიმორჩილეს, ლაბსყალდში რელიგიური დღესასწაულის
საბაბით აანთეს კანაფის ლამპრები, ამით უხმეს მეზობელ სოფლებს და
მოძალადეები განდევნეს, ლაბსყალდის, ლაბასყანის ლამპრების შუქი ჩანს
ბეჩოს, თარის, ეცრის, ლახამულის, თავრალის ეკლესიებიდან, ქაშგის ჯარის

103
წყვეტა დაიწყო ლაპსყალდის მთავარანგელოზის ეკლესიასთან, მტერი გაიქცა,
ლიჩედურალ – გაქცევა.

ლატერანი – ამ ადგილის ძველი მფლობელის გვარიდან, რომის პაპების ძველი


რეზიდენცია XIV საუკუნემდე, აშენდა ნერონის დროს მერე კონსტანტინე
დიდის მეუღლე ფაუსტამ აჩუქა პაპს, იმ დროისა მხოლოდ ბაპტისტერიუმი
შემორჩა და 1308 წლამდე პაპის სასახლე იყო, მისი ბაზილიკა სან ჯიოვანო ინ
ლატერანო იოანეს ტაძარი მთელს საქრისტიანოში უმაღლესი რანგის
სამლოცველოდ ითვლებოდა.

ლატერანის მოლაპარაკებანი – შეთანხმება პაპსა და მუსოლინის შორის, ვატიკანი გახდა


სუვერენული სახელმწიფო.

ლატერანის ყრილობები – იხ საეკლესიო ყრილობები.

ლეგატი – ლათ ლეგატუწს – ელჩი, პაპის ელჩი, დესპანი რომელიმე ქვეყანაში საგანგებო
დავალებით, ვატიკანის წარმომადგენელი.

ლევიტი – ძველ იუდეველთა ტაძრის მსახური, დაბალი რანგისა, ლევის გვარის


შთამომავალი, ძველ აღთქმაში მთელი განყოფილებაა ლევიტელთა.

ლითოდური – ხსნილის აღება, სვანური სახელი რელიგიური დღესასწაულისა,


ლიხდუში.

ლიტურგია – ბერრძნ ღვთისმსახურება, რელიგიური კულტის შემადგენელი ნაწილი,


ქრისტიანული რელიგიის მთავარი საკულტო ცერემონიალი, რომლის მიზანია
მორწმუნეებში უფლისადმი უშუალო სიახლოვის განცდის აღძვრა, ზებუნებრივ
ძალასთან კავშირის ილუზიის შექმნა, რწმენის გაღვივება, ლოცვა, გალობა,
ქუდის მოხდა, ნაკურთხი წყლის მოსხურება, სანთლის მიძღვნა, წმინდა
საგნების კოცნა, საზეიმო მსვლელობა ტაძრის ან საკურთხევლის გარშემო,
წმინდა წერილის კითხვა, ამ წესების შესრულების დროს ემოციური
ზემოქმედების გზით წარმოჩინდება რელიგიის ესა თუ ის ასპექტი, ხდება
ზიარების მიღება, ქადაგება, გადმოცემით I ლიტურგია თვით იესომ შეასრულა
საიდუმლო სერობაზე, მერე მისმა მოციქულებმა იაკობმა და მარკოზმა დააწესეს,
ტაძრებში ლიტურგია თითქოს მასებს აახლოებს ღმერთთან, უკავშირდება
ეროვნულ ხასიათს, რითაც უფრო მტკიცდება რელიგიური და ეროვნული
იგივეობა, ჟამის წირვა.

104
ლიტურგია – ბერძნ. საერთო მსახურება, პურის ტეხვა, ევქარისტია, ზიარების წმინდა
საიდუმლო, რომელიც შეიწირება მთელი ერისათვის ცოცხალთა და
მიცვალებულთა სახელებზე, სამნაწილიანია კვეთა, მასალის მზადება,
კათაკმეველთა და მართალთა, საქმე მოციქულთა “ნათესავისა. შენისა მიმართ
იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყნისანი.

ლიტურგიკა – ბერძნ. ლეიტოს, საზოგადოებრივი, ერგონ – საქმე, სულ სხვაა


ლითურგია ქვების დამუშავება, ღვთისმეტყველების დარგი, ისწავლება
სასულიერო სასწავლებლებში, როგორც ღვთისმსახურების პრაქტიკული
დისციპლინა, შეისწავლის ღვთისმსახურებას ზოგადად და მისი ჩატარების
წესებს, მის აუცილებლობას, როგორც ღმერთთან ადამიანის ურთიერთობის
მთავარ საშუალებას კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებში,
აგრეთვე მის თეორიას, ჩასახვა – განვითარებას, 7 საიდუმლო, გალობა, ლოცვა
– კურთხევა.

ლიფანალი – სვანურად მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული წესი, მისტიკური


ცერემონიები განსაკუთრებით ძველი ფორმით, დაცულია სვანეთში
ნაწილობრივ წარმართული ხასიათისა, იწყება ჩვეულებრივ ხუთ იანვარს,
ადგომ დგამენ ტაბაკს, ახვავებენ საჭმელს რაც გააჩნიათ, ანთებენ სანთლებს,
დგებიან ან დაიჩოქებენ, მეტ – ნაკლები ხნით დუმილია, მერე იწყებენ ლოცვას,
წაქცევას, სიუხვისა და სიმრავლის, კეთილი ფეხის დატოვების თხოვნას და ა. შ.,
ეს გრძელდებოდა დღეობით ჩვეულებრივ ღამით, დარჩენილია მატერიალური
ძეგლები ამ ცერემონიისა, რაც შორეული წარსულის გადმონაშთია
გამოსახულებების სახით, შესაწირავი ხარის გამოსახულება და სხვა.

ლიხდუში – სვანურად აღაბის მომდევნო კვირა სვანეთში, დღისით შესასრულებელი


რელიგიური წვეულება, ცეკვა – თამაში, სიმღერა, ლოცვა, ლეღვიშ – აღაბ,
ხორცის აღაპი, ხსნილი, ასეთი თანმიმდევრობით უღვლაშობა, ლალჩა – აღაბი,
უკანა აღაბი ღეშგმე – აღაბ გესმანდობი, სპირიტული რიტუალი ხორცით
ლიფაღებ, ერთი კბილით ყველის ჭამა. შეიძლება, შემდეგ იწყება ორმოცდღიანი
მარხვა, მომდევნო ცერემონიალები აღსარება, ლოცვა, ზიარება, ხსნილის
მიღება – მითოდური, ნახევრად წარმართული წესები ხსნით.

ლოგოსი – ბერძნ. – სიტყვა, აზრი, გონება, კანონი, სამყაროს საწყისი, საყოველთაო


კანონი, დასსაბამი, ანტიკური ფილოსოფიის ტერმინი, განსჯის და დავის
საგანი შუა საუკუნეებში, ჰერაკლიტე ეფესოელს მიაჩნდა სამყაროს გონიერ

105
საწყისად, შეადარე ფაუსტი პირველად იყო სიტყვა, საქმე, გონება,
არისტოტელეს აზრით ცნება. შინაგანი და გამოთქმული აზრი, სტოიკოსების
აზრით ლოგოსი ყველა საგანშია და ხელს უწყობს მათ განვითარებას,
ფილოსოფოს გნოსტიკოსთა განმარტებით ესაა უფლის სიბრძნე, ძე ღმერთი,
უფლის ხმა და სიბრძნე, მოვლენილი ხილულ ქვეყანაზე, რათა აუხსნას
ადამიანებს სამყაროს წყობა და ასწავლოს ცხოვრება, ყველაზე ნათლად ეს
ასახულია იოანეს სახარებაში, ეკლესიის მამათა. შრომებში ეს გაგებაა
გავრცობილი, სქოლასტიკოსებმა კი სცადეს მათი პატრისტიკული შრომებისა და
არისტოტლელეს გაგების შეთანხმება, ქრისტიანობამ მაინც უფრო მიიღო ფილონ
ალექსანდრიელის გაგება, რომ სიტყვა ლოგოსი ესაა. შემოქმედი ციური ძალა, ,
ღმერთისა და ადამიანის შუამავალი, გაგება იდეალისტურია.

ლოიოლა იგნატი – 1491 – 1556 წ ბასკი ესპანელი დიდებული, მეცამეტე შვილი, პრინცის
სისხლისა, შეუპოვარი ფანატიკოსი, იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი,
ორივე ფეხი ბრძოლაში მოიტეხა, დაკოჭლდა, ფარხმალი ღვთისმშობლის
სურათის ქვეშ დაკიდა, იერუსალიმი მოიარა, პაპის ერთგულმა. შეკრა
იეზუიტთა მრისხანე ორდენი, ყურმოჭრილ ყმათა არმია, დღეს 40 000 არის,
წმინდანად შერაცხეს 1622 წ.

ლოლარდები – ჰოლანდიურად ლოლერ – ტიტინი, ინგლ ლოლარდ მოდუდუნე,


ღატაკი მღვდლები, ანტიკათოლიკურ ერეტიკოსთა სექტა ინგლისში XIV – XV ს
უიკლიფის მეთაურობით, ებრძოდნენ კათოლიკურ ეკლესიას, მემამულეებს,
სიმდიდრეს, როცა ადამი ხნავდა ევა კი რთავდა მაშინ ვინღა იყო ბატონი, ასე
აღვივებდნენ გლეხთა მოძრაობის ნაპერწკალს, უოლტ ტაილერის
თანამებრძოლი ლოლარდი ჯონ ბოლი სიკვდილით დასაჯეს.

ლოცვა – უბნობა კაცისა ღმერთთან, მორწმუნეთა ვედრება უფლისადმი, ან


მღვდელთმსახურისა ზებუნებრივი ძალისადმი, რომ მოიღოს მოწყალება,
აარიდოს ბოროტი და ა. შ., ესაა იგივე ჯადოქრობა, მაგია სიტყვისა რომელსაც
თითქოს მისტიური ძალა ჰქონდეს და რაც შორეულ წინაპრებს სწამდათ
შინაარსი, სადიდებელი, სავედრებელი, სამადლობელი, პირადი და საზოგადო,
პირადი დილის, საღამოს, მწუხრის, საქმის დაწყების, გზად გასვლის წინ
ყოველი რელიგიის განუყოფელი ნაწილია.

ლოცვა – სიშმაგე – სექტანტებისა, ზოგი სექტის ხლისტების და სხვა, ისეთი ლოცვა –


ვედრება როცა მორწმუნე დარბის, იგრიხება, ბრუნავს, სულიერი როკვით

106
სიგიჟემდე იდის, ხდება ნერვული სისტემის მოშლა და თავის ტვინის ზოგი
სისტემის გადაქანცვა, რის გამოც მლოცველი კარგავს წონასწორობას,
სინამდვილის გრძნობას, იწყებს უცხოდ მეტყველებას, რასაც მორწმუნენი
უფალთან მეტყველებად თვლიან, დამღუპველია ფსიქიკისათვის, ამ ფანატიკურ
მოქმედებას რუსულად რადენიეს უწოდებენ.

ლუთერანობა – პროტესტანტიზმის ერთი მთავარი მიმდინარეობა, ჩასახული და


გავრცელებული გერმანიაში რეფორმაციის ჟამს გავრცელდა სკანდინავიაში,
ჩრდილო ამერიკაში, ბალტიისპირეთში, მამამთავარია ვიტენბერგელი
მღვდელი, განსწავლული ღვთისმეტყველი, მწერალი, ბიბლიის მთარგმნელი
და რეფორმატორი მარტინ ლუთერი 1483 – 1546 წ, 1517 წ მან გამოაქვეყნა 95
თეზისი კათოლიკური ეკლესიისა, ინდულგენციებით ვაჭრობისა, პაპის
წინააღმდეგ, პაპის ბულა განკვეთისა საჯაროდ ისროლა ცეცხლში და ბრძოლა
გამოუცხადა რომის ბატონობას საქრისტიანოში, მხარს უჭერდნენ გერმანელი
მთავრები მფარველობდნენ, თავშესაფარს აძლევდნენ პაპის მომხრეთაგან
დევნის დროს, მან წამოაყენა თეზისი რწმენით გამართლებისა ეკლესიის გარეშე
პირადი სიწმინდითა და არა კეთილი საქმეებით, ჭეშმარიტების წყაროდ
თვლიდა მხოლოდ საღმრთო წერილს ბიბლიას, აგრეთვე აუგსბურგის
სარწმუნოებას და აპოლოგიას თანხმობის წიგნს, რომელიც დაწერა მისმა
თანამებრძოლმა მელანგ თონმა, დიდ და მცირე კატეხიზის, უარყო
კათოლიკური ეკლესიის ფუფუნება, ღვთისმსახურება გაამარტივა, 7
საიდუმლოდან დატოვა მხოლოდ ნათლობა და ზიარება, ოღონდ პური და
ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად კი არ ჩათვალა, ზიარების დროს ქრისტეს
სისხლი და ხორცი იდუმლად ჩნდებაო საზიარებელ სითხეში, ქორწინება
საიდუმლოდ აღარ ითვლება, ამიტომ შეიძლება განქორწინება და მეორე ქალის
შერთვა, პასტორს თემობა ნიშნავს მაგრამ ვერ მოხსნის, თემობა ემორჩილება
ეპისკოპოსს და სასულიერო საბჭოს რომელსაც ირჩევენ სასულიერონი და
საერონი, სარწმუნოების წყაროდ ითვლება მხოლოდ ბიბლია, სახარება,
ლუთერანული სახარებისეული სარწმუნოება, ადამიანი ცოდვილია და მხოლოდ
ღმერთზეა დამოკიდებული მისი არსება, მაგრამ განიწმინდება პირადი
მოქმედებით და არა ციური მადლით.

ლურდი – პატარა ქალაქი საფრანგეთში, კათოლიკეთა მიმლოცველობის დიდი ცენტრი,


შემოსავლის წყარო, მტკიცე ტრადიციით აქ 1858 წ 14 წლის ბერნარდინას
გამოეცხადა ღვთისმშობელი, ამიტომ ითვლება წმინდა ადგილად და.

107
შეთხზულია მრავალი ლეგენდა, მათ შორის პრაქტიკული თვალსაზრისით
შედეგიანი გამოდგა თქმულება ღვთისმშობლის მადლით ერთერთ კლდეში
სამკურნალო წყაროს გამოჩენის შესახებ, მოდიან სნეულნი და დიდ შემოსავალს
ემატება დიდი პროპაგანდა რელიგიური ხასიათისა.

ლურჯი ჯვარი – პროტესტანტული საზი შეიქმნა ბაპტისტურის მსგავსად შვეიცარიაში


1977 წ გავრცელდა გერმანიასა და რუსეთში სადაც დიდი სამამულო ომის შემდეგ
შეუერთდა სახარებისეულ ქრისტიან ბაპტისტებს, ქადაგებენ ნამდვილ
ქრისტიანობას, ალკოჰოლთან ბრძოლას, ცეკვა – სიმღერას და სხვა.

ლუციფერი – ლათ ლუციფერ, ლუცის, ლუქს შუქი, ფერე – ტარება, სხივოსანი, სატანა,
ეშმაკი, ბაბილონის მეფე, შედარებულია ცისკრის ვარსკვლავთან ლუციფერთან
რაც თარგმანია ბერძნ. ული სიტყვისა ფოსფოროს.

მაა – ტანტრიზმის სათაყვანო 5 რამ ინდუისტურ რელიგიაში, ღვინო – მადია, ხორცი –


მანცა, თევზი – მატსა, ხორბალი – მუდრა, სქესობრივი კავშირი – მაიტჰუნა.

მაგები, მოგვები – ძველსპარსულად მაგუს, ძველი ირანის ზოროასტრიზმის ქურუმები


ძ. წ. VI – IV მთელი ტომი რომელნიც ქალდეველთა მსგავსად ეწეოდნენ
წინასწარმეტყველებას, ვარსკვლავთმრიცხველობას, ამიტომ შემდეგ სიტყვა
განზოგადდა, ყველა ბრძენსა და ასტროლოგს მოგვი ეწოდა.

მაგია – ჯადოქრობა, მიღმა ქვეყნიურ არსებებთან კავშირის დაჭერა ზემოქმედების,


გამოყენების მიზნით ან ძალის გამოყენება ცხოველთა თუ ადამიანთა მიმართ,
პრაქტიკულ ცხოვრებაში ასეთ სახეებად ყოფენ, სამკურნალო მაგია – ხალხური
მედიცინა, მავნე – საქონლის ან მოსავლის წახდენა, სამონადირო ნადირთა
მოჯადოება – მონადირება, სქესობრივი – ქალის დამორჩილების მაგიური
საშუალება და სხვა.

მაგები, მოგვები – ეს ჩვეულებრივი მკითხავ – ექიმბაშები წვიმისდ მომყვანნი,


კუდიანები და სხვა სპეციალისტები უფრო დახვეწილ საზში ითვლებოდნენ
ქურუმებად, რომელნიც მაგიურ ცერემონიებს, წესებს ასრულებდნენ, ყველა
სახეობა დაკავშირებულია ცრუმორწმუნეობასთან.

მადლი – ბერძნ. ხარისმა, ლათ გრაცია, რუს ბლაგოდაც, რაღაც ზებუნებრივი წყალობა,
კეთილი ძალა, რასაც თითქოს ღმერთი უგზავნის ადამიანს, რათა მისი
ცოდვილი ბუნება განწმინდოს და ხსნის გზა უჩვენოს, უბოძოს სიკეთე, რითაც
ადამიანი ასიამოვნებს და იხსნის მოყვასს, მადლი ქენი და მარილიც მოაყარეო,
108
დას ეკლესია მადლს თვლის სულის ხსნის ერთადერთ გზად,
მართლმადიდებლური ეკლესია კი დიდ მნიშვნელობას აძლევს ნნებისყოფის
თავისუფლებასაც, პროტესტანტები შესაძლებლად თვლიან მადლის უშუალოდ
მიღებას, ცნება დაამუშავა V საუკუნეში ნეტარმა ავგუსტინემ და ეკლესიამ ის
მიიღო ადამიანის ნებისყოფის გარკვეული როლის აღიარებით, კლავს
ინიციატივას, ქრისტიანული გაგებით მადლი ღვთისა აღარ ტოვებს ადამიანს, ის
იმისათვის ეძლევა მას რომ მთელს სიცოცხლეში ეწეოდეს სიკეთის გზაზე
მაშინაც კი როცა სცოდავს, მადლი სულიწმინდისა მასში შეფარვით აგრძელებს
არსებობას, თუ შესცოდა მაშინაც არსებობს სინანული, მეორედ დაბადება კაცისა
სინანულის ცრემლით, ამიტომ უწოდებენ სინანულს წმინდა მამანი მეორე
ნათლისღებას, მადლი ხშირად პირადული სარგებლობის სურვილითაა
ნაკარნახევი, ერთი ქალი მტრედებს პურს უფშვნიდა, როცა ჰკითხეს რისთვის
აკეთებდა ამას დაუფიქრებლად უპასუხა იქნებ მადლი მოისხას, ბედი
გამიხსნასო.

მავნე სული და კეთილი ძალა – ეთიკური ცნებები რომლებიც გამოხატავენ ცალკე პირის
ან ჯგუფის, საზოგადოების დადებით ან უარყოფით მოქმედებას, მოვლენების
შეფასების ჩვენეულ კრიტერიუმს, ყოველი რელიგია სიკეთის განსახიერებად
რაცხს კეთილ, მოწყალე ღმერთს, ბოროტისას ეშმაკს, სატანას, მორალური
საქციელის კეთილსა თუ ბოროტ გაგებას სხვადასხვა

ეპოქაში თუ საზში სხვადასხვა სარჩული და ახსნა აქვს, პირველყოფილ საზში კეთილი


იყო ის რაც ტომს ხელს უწყობდა საკვების მოპოვებაში, ბოროტი რაც ეღობებოდა,
ორივე ცნება ზოგადია, შეიძლება ერთისთვის კეთილი მეორესთვის ბოროტი
იყოს მაგ ჩვენთვის სიკეთეა საზისთვის სასარგებლო მოქმედება. შრომა,
სამართლიანი საზისთვის ბრძოლა, ხალხისთვის ზრუნვა, ბოროტებაა ომი,
ძალადობა, ეროვნული ჩაგვრა, ტაცება, მომხვეჭელობა, მექრთამეობა,
ქურდობა, მკვლელობა, რელიგია ცდილობს ახსნას ბოროტების სათავე, ცოდვის
მემკვიდრეობით გადაცემის საკითხი, რაც საბოლოოდ გარკვეულ პასუხს ვერ
პოულობს, ადამი იყო კეთილი უფლის ქმნილება, მაგრამ მის დაცემას მოჰყვა
ცოდვილ ადამიანთა მოსვლა, სისხლისღვრა, ბოროტება, სიკეთისა და სიავის
ჭიდილი, ბოროტებაზე, მის წარმოშობაზე არსებულ რელიგიურ წარმოდგენას
საერთო არაფერი აქვსდ მეცნიერებასთან, ჩვენი თვალსაზრისით ბოროტება
მდგომარეობს არა ნებისყოფის სრულ თავისუფლებაში და მის დამახინჯებულ
გამოვლინებაში არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების სახეობაში, კლასთა და

109
ჯგუფთა მოქმედებაში, ჩაგვრის რეჟიმში, რაც შობს ბოროტებას, ცხადია ესაა
ზოგადი სოციალური ხასიათის დავა, პოლიტიკური სარჩულის ძიება,
ჩვეულებრივ მეტყველებაში და ლიტერატურაში ძირითადად საქმე გვაქვს
ბოროტებისა და სიკეთის ცალკეულ გამოვლინებებთან, მოქმედების
ფენომენთან, რაც მუდამ კონკრეტულია და არა აბსტრაქტული, სიკეთისა და
ბოროტების მარადიული პრინციპი ყოველ დროში თავისებურია და მაინც აქვს
საერთო ქველმოქმედება, სხვისთვის თავდადება, სამშობლოს დაცვა, დედის
სიყვარული, თავისუფლებისათვის ბრძოლა სიკეთეა ყოველ დროში, ცხადია არა
დამპყრობელთა და მოძალადეთა თავისუფლებისათვის ბრძოლა, ხოლო
ძალადობა, ღალატი, უმადურობა, ბოროტება, პოლიტიკური ვითარების გარეშე
სიკეთეა ადამიანურობა, ბოროტება არაკაცობა, მარადიულია
რუსთაველისეული გაგება “ბოროტსა სძლია კეთილმა არსება მისი გრძელია”.

მავნე სული – ეშმაკი, იგივე ავსული, კუდიანი, ჯადოქარი, უწმინდური.

მათეობა – ზამთრის რელიგიური დღესასწაული თუშეთში იანვარს, გვარებად მიდიან


ნათესავთან, ამწყალობებენ, ლხინობენ, აწყობენ გამოხდომას, მტერთან
ბრძოლის, სროლის, ტყვეობის ინსცენირებას.

მათე – ერთერთი სახარების ავტორი, გადმოცემით მოციქულ პავლეს მოწაფე.

მაიმუნის პროცესი – ა. შ შ – ში სკოლის მასწავლებლის სკოპსის წინააღმდეგ აღძრული


სასამართლო დევნის, დაჯარიმების ფაქტი, რაც შემდეგაც განმეორდა, სკოპსი
ასწავლიდა დარვინიზმს, რაც ზოგ შტატში იკრძალება მაიმუნისაგან ადამიანის
გაჩენის იდეისათვის, პროცესზე დასვეს მაიმუნიც და ამან გამოიწვია
სენსაციური გამოხმაურება.

მალაკნები – რუსულად მოლოკანენ, სულიერ ქრისტიანთა სექტა, მეორეა დუხობორების


სექტა, შეიქმნა XVIII ს სემიონ უკლეინის მეთაურობით და ერთ დროს
მილიონამდე წევრს ითვლიდა, ეს იყო პროტესტი მეფის რეჟიმის წინააღმდეგ,
აქედან კულტის გამარტივება, სასულიერო სიმღერების გალობა უბრალო
სამლოცველოებში, მართლმადიდებლობის წესების სამღვდელოების, ხატ –
ჯვრის, წმინდა ნაწილთა, ღმერთის ანთროპომორფული სახის
წყლითკურთხევის უარყოფა, ქრისტეს აღდგომის გაგება სიმბოლურად,
როგორც მისი მოძღვრების აღდგომა და სხვა, ძირითადად ეს იყო ღარიბი
გლეხობა და წვრილი მოვაჭრეები, სექტის სახელზე აზრთა ერთიანობა არაა,
უკავშირებენ მდ მოლოჩნაიას, სადაც მათი უმეტესობა სახლობდა, მარხვის
110
დროს რძის სმის წესს, სიმცირეს, სექტის მოძღვრებას სულიერ რძეს, ნათლობას
თვლიან მოძღვრების აღქმად, ზიარებას უფლის სიტყვის შთაგონებად,
მორწმუნეთა მიზნად სულიერ აღორძინებას, მორწმუნეთა სულს უფლის
სავანედ, მორწმუნეს შეუძლია უშუალოდ მიმართოს ღმერთს, ამიტომ მღვდელი
და ბერი ზედმეტია, თემს წინამძღოლობს არჩეული მოხუცი პრესვიტერი,
მორწმუნეს შეუძლია განავითაროს კეთილი ძალა რაც ადამიანში არის ამიტომ
უარყოფენ გარყვნილებას, თამბაქოს წევას, ლოთობას, ბილწსიტყვაობას,
კეთილი საქმის ეთიკა ხელს უწყობდა ხელოსანთა აქტიურობას,

საქმიანობას, ღმერთი ამას ისედაც ხედავს ამიტომ ზედმეტია. შუამავალი მღვდელი ბერ
– მონაზონი, ასევე ქადაგებენ დუხობორები, რწმენის ერთადერთი წყაროა
ბიბლია, ბევრი რამით გვანან პროტესტანტებს, მეფის რეჟიმი დევნიდა ამიტომ
დასახლდნენ ყირიმში, კავკასიაში, ციმბირში.

მამონა – არამეულად საუნჯე, ძველსირიელთა სიმდიდრის ღმერთი, ერთ დროს


ებრაელებიც სცემდნენ თაყვანს, შემდეგ ეს მავნე ერესად ჩაითვალა,
ქრისტიანობამაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა როგორც მაცდურს, სიმდიდრისა
და მომხვეჭელობის მფარველს, სახარებაში ანგარების სინონიმია.

მანიქეველობა – ლეგენდარული დამფუძნებლის მანის 216 – 276 წ მანექის სახელიდან,


ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის ერთიანობის ნიადაგზე შექმნილი რელიგია
III ს, რომელიც ფართოდ გავრცელდა სპარსეთიდან ჩინეთამდე, მანი
მქადაგებელი ზეცის მოვლენილად ითვლებოდა, მანვე გადმოიღო
ქრისტიანული მესიანიზმის იდეა, საფუძველი კი გახდა ზოროასტრიზმის
დუალიზმი, სამყაროს 2 საწყისი აქვს სიკეთე და ბოროტება, სინათლე და
წყვდიადი, პირველის მეუფეა ღმერთი, მეორის სატანა, ეშმაკი, მათი ბრძოლა
დასრულდება კატასტროფით, ბოროტება მატერია დაიღუპება, სიკეთე სული
განთავისუფლდება, ეს იქადაგა მანექმა. შაბურ I – ს გამეფებისას, ზოროასტრის
ქურუმები მტრულად შეხვდნენ, ხოლო ახალმა. შაჰმა ბაჰრამ I – მ მანი დილეგში
ჩააგდო, 276 – 277 წ ის სიკვდილით დასაჯა, წყვდიადის ძალად ცხადდებოდა
მჩაგვრელთა კლასი, ამდენად ეს იყო მებრძოლი თუმცა მქადაგებლური პასიური
სარწმუნოება, რაც ქრისტიანობამ ერესად გამოაცხადა, ბრძოლა გაგრძელდა V ს
შუახანებამდე, შემდეგ დარჩა დევნილი ერესების სახით, ადამიანი ემსახურება
კეთილს, თუმცა გაორებულია.

მანონიტები – არაა სწორი, მენონიტები.

111
მართლმადიდებელთა დღესასწაულები – საერთო ქრისტიანული და განსაკუთრებული
საზეიმო, საკულტო ხასიათით გამოყოფილი დღესასწაულები, მათგან მთავარია
ათორმეტი დღესასწაული, დაკავშირებულია ძირითადად წინაქრისტიანულ
წარმართულ ან იუდეველთა დღესასწაულებთან, რომელთაც სიმბოლური
მნიშვნელობა ჰქონდათ, ნათლობა, წყლით გაბანვის მაგიური წესიდან, ბზობა,
ძველი ებრაული წესიდან, ზოგ სამლოცველოში მოჰქონდათ ნაყოფიერების
სიმბოლო პალმის რტოები, რაც ჩრდილოეთში ბზამ შეცვალა და სხვა, შობა,
სამება, ნათლობა, მირქმა, ხარება, ბზობა, ამაღლება, ფერისცვალება, მიძინება,
შობა ღვთისმშობლისა, ტაძრად მიყვანება, გიორგობა, ილიაობა, პეტრე –
პავლობა, იოანე ნათლისმცემლის თავის წარკვეთა და სხვა.

მართლმადიდებელთა სექტები – ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა სექტა და


მართლმადიდებელთა ეკლესია არსებითად ერთნაირი და მსგავსი საერთო
პრინციპით, რომ ყველაფერი რაც ჩვენ დიდ ქვეყანაში 1917 წ შემდეგ ხდება
სატანის საქმეა და ბოროტებას წარმოადგენს, ამიტომ არავინ არ უნდა ემსახუროს
ამ საქმეს, არ იმუშაონ კოლექტივში, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არ
იმსახურონ არმიაში, არ ისწავლონ საბჭოურ სკოლებში, არ იქორწინონ რამეთუ
ამ დროში შობილი ბავშვი ეშმაკეულია, ესაა პატრიარქ ტიხონის 1865 – 1925 წ
ანტისაბჭოთა კურსის ტიხონოვშჩინას პრინციპების გაგრძელება, ბევრი
სექტანტი სამამულო ომის დროს მტრის მხარეზე გადავიდა, შემდეგ სექტა
დასუსტდა, შეთხელდა, მცირე ჯგუფებად დაქუცმაცდა, ბევრი მათგანი ეწევა
გარყვნილ ცხოვრებას, ასკეტურ თვითგვემას, პურსა და წყალზე გადადიან.

მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები – ბიზანტიურ პრინციპზე აგებული


დამოუკიდებელი ეკლესიები, თავდაპირველად იყო 4, კონსტანტინეპოლის,
ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა, 1889 წლიდან კი მოსკოვის
საპატრიარქოც ავტოკეფალური გახდა, ამას დაემატა კვიპროსის, საქართველოს,
სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის ეკლესიები, განაგებენ პატრიარქები,
ქართულს კათოლიკოს – პატრიარქი, 1850 წლიდან ელადის ეკლესიაც
შეუერტთდა, 1922 წლიდან ალბანეთის, 1948 წლიდან პოლონეთის,
ჩეხოსლოვაკიისა 1951 წლიდან, ამერიკისა 1970 წლიდან მათ სათავეში უდგათ
არქიეპისკოპოსები და მიტროპოლიტები, სულ 15 ავტოკეფალური ეკლესიაა,
განირჩევიან მხოლოდ პოლიტიკური ორიენტაციით, იცავენ შვიდ I მსოფლიო
საეკლესიო კრების პრინციპებს, ძირითადად საერთოა სიმბოლო სარწმუნოებისა,
ღვთისმსახურება ტარდება ეროვნულ ენებზე, ალბანეთის გარდა ყველა წევრია

112
მსოფლიო საეკლესიო საბჭოსი, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია საბოლოოდ
1990 წ მარტში დამტკიცდა.

მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიები – მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი 3


შედარებით დამოუკიდებელი ეკლესია, სინაის, ჩინეთის და იაპონიისა, სამივე
ამა თუ იმ ავტოკეფალური ეკლესიის მეურვეობაშია და. შესაბამის
იურისდიქციას ექვემდებარება, სინაის ეკლესია რომელსაც არქიეპისკოპოსი
განაგებს იერუსალიმის პატრიარქის ხელდასხმით ირჩევა, აქვს 1 მონასტერი
სინას მთაზე და 14 მრევლი, კვიპროსზე, საბერძნ. ეთში და სხვა, ჩინეთის
ეკლესიამ ავტონომია მიიღო 1921 წ, ექვემდებარება კონსტანტინეპოლის
პატრიარქს, აქვს 2 ეპარქია, 32 ტაძარი, 54 სამლოცველო, იაპონიის ეკლესიას
დამოუკიდებლობა მისცა მოსკოვის პატრიარქმა 1970 წ, აქვს 3 ეპარქია,
სასულიერო აკადემია, სკოლები.

მართლმადიდებლობა – ქრისტიანული რელიგიის ერთერთი მთავარი მიმდინარეობა,


აღმოსავლეთის განშტოება, ორი დანარჩენი კათოლიკური და პროტესტანტული
რელიგიები, გამოყოფა დაიწყო 395 წლიდან მაგრამ საბოლოოდ გამოეთიშა
კათოლიკობას 1054 წლიდან და აცხადებს კათოლიკურივით ერთადერთი
ჭეშმარიტი რელიგიის პრეტენზიას, თუმცა თანამედროვე ვითარებასთან
შეგუების მიზნით შექმნილი ეკუმენური მოძრაობის ზეგავლენით ცდილობს
კათოლიციზმთან შერიგებას და წინააღმდეგობათა დაძლევას განსაკუთრებით
სამების საკითხში, კათოლიციზმი ამტკიცებს რომ მამა ღმერთი და ძე ღმერთი
ერთნაირი უფლებებით მოფენენ სულიწმინდას, მართლმადიდებელთა რწმენით
კი სულიწმინდის მოფენა მხოლოდ მამა ღმერთს შეუძლია, მათი მოძღვრების
საფუძველია ბიბლია და წმინდა გადმოცემა, ეკლესიის მამათა თხზულებანი,
ყრილობის დადგენილებანი, სიმბოლო სარწმუნოებისა სამება, მამა ღმერთი, ძე
ღმერთი და სულიწმინდა, რომელიც მამა ღმერთისაგან გამოდის, ცნობს
მარადიულ სასუფეველს, ცოდვის გამოსყიდვას, რისთვისაც ქრისტე ეწამა,
მართლმადიდებელთა ღმერთი მიუწვდომელია ადამიანთა გონებისათვის,
მორწმუნეთა

ვალია რწმენის გავრცელება, ტაძართა გაფორმება, ლოცვა – კურთხევა, ეკლესიაში


სიარული, პატარა ჯვრის ტარება, 7 საიდუმლოს შესრულება როგორც
კათოლიციზმშია, მართლმადიდებლობას აქვს 15 დამოუკიდებელი
ავტოკეფალური ეკლესია ალბანეთის არქიეპისკოპოსი, ალექსანდრიის
პატრიარქი პაპი, ანტიოქიის ეპარქიები, ბულგარეთის, კონსტანტინეპოლის,
113
რუმინეთის, სერბეთის პატრიარქები, ქართული კათალიკოს – პატრიარქი,
კვიპროსის არქიეპისკოპოსი, პოლონეთის მიტროპოლიტი, რუსეთის პატრიარქი
სინოდი, ჩეხოსლოვაკიის მიტროპოლიტი, ელადის არქიეპისკოპოსი,
ეკლესიები ამერიკის მიტროპოლიტი 1970 წ.

მარიამობა – მარიამ ღვთისმშობლის დიდი დღესასწაული, რომელსაც საქართველოში


განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეროვნული სახე მიეცა, რადგან ესაა
ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა, ესაა მოდე მოძმეთა საკრალური
დღესასწაული, რასაც მკვლევართა აზრით საფუძვლად უდევს დედობის,
შვილიერების მფარველი ქალღმერთის უძველესი სახე, მაგრამ ქრისტიანობამ
მიანიჭა უფრო სრულყოფილი და ამაღლებული ფორმა, განსაკუთრებით
გულმოდგინედ სრულდებოდა დას საქართველოში სამეურნეო წლის
დასასრულს ფერისცვალებასთან დაკავშირებით, უფრო სოფლად, ზეიმობდნენ
15 – 26 აგვისტოს, ხილის კრეფის ჟამს შინ თუ მინდვრად სადაც ღამისთევები და
ცეკვა – სიმღერა იმართებოდა, ტრადიციულად შემორჩა უფრო ილორში, სადაც
ხალხის რწმენით წმ გიორგის ეკლესიაში მობრძანებული დედა ღვთისა ამ ძველ
ქართულ ტაძარს პატრონობდა, აგრეთვე მესხეთში, ვარძიასა და საფარაში,
აწყურში და ეს გასაგებიცაა გადმოცემით ქართლის ცხოვრებაში აისახა, მარიამმა
პირი დაიბანა, მოითხოვა წმინდა ფიცარი, დაადო სახე და. შეიქმნა ხატი
ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ბრწყინავდა ვითარცა მზე დიდებითა და
პატივითა, ამ ხატს აუგეს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი, აქ იმართებოდა
ორდღიანი ზეიმი, რასაც დიდი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სახედ
თვისად გამოგზავნილი ხატი და მისი რწმენა იცავდა მამულს ათას საფრთხეში,
ვარძიობა და საფარობა ჩვენს დროში კვლავ დიდ კულტურულ ზეიმად იქცა,
საბერძნ. ეთში ანალოგიური იყო არტემიდე – დიანას საკულტო ზეიმი.

მარხვა – რელიგიური აკრძალვა ან შეზღუდვა საჭმელ – სასმელის მიღებისა, ძლიერი


საშუალება რელიგიური რეგლამენტაციისა, მორწმუნეებზე ემოციური და
სარწმუნოებრივი ზემოქმედებისა, სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა
საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა, შემდეგ მიეცა
რელიგიური სანქცია როგორც ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების
საუკეთესო საშუალება, კათოლიკური სარწმუნოება მრავალდღიან მარხვას არ
ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს,
მიძინებისა და. შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს, პროტესტანტებს
არა აქვთ მარხვის დღეები ანგლიკანურის გარდა, განსაკუთრებით ძლიერია

114
მარხვის წესები მართლმადიდებელთა. შორის, სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა,
დიდმარხვა 7 კვირა, წმ პეტრეს მარხვა 1 – 5 კვირა, ღვთისმშობლის მიძინების 2
კვირა, საშობაო 6 კვირა, გარდა ამისა ჯვართამაღლების დღის მარხვა
ოთხშაბათისა და პარასკევისა თითო დღიანი დანიშნულების მიხედვით
სანათლისღებო, საწყალკურთხევო, ნათლისღების წინა დღის, მშობლების
გარდაცვალების აღსანიშნავი, დათქმული და სხვა სულ დაახლოებით 200 დღე
წელიწადში, მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში
მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა, კათოლიციზმს
ასეთი მკაცრი წესები არა აქვს, ნებადართულია რძის მიღება, აგრეთვე
შემსუბუქება მორწმუნეთათვის, რომელთაც შიმშილობა ექიმისაგან ეკრძალებათ,
იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა სამსჯავროს დღეები,
ღირსსახსოვარი დღეები მიღებულია მშობელთა მოსახსენებელი მარხვა და სხვა,
ხოლო ისლამის მკაცრი მარხვა ურაზა რამადანის თვეში მორწმუნეს უკრძალავს
ლუკმის აღებას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, ეს მომქანცველი წესი იწვევს
სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, ხორციელად ორგანიზმის
გამოფიტვას, სარწმუნოებრივასდ რწმენის ერთგულებას, პირველ და ბოლო
კვირას ჩვეულებრივ მარხვას უშრაბას უცხიმოდ ჭამას ემატებოდა დღის უმეტესი
ნაწილის სრული აკრძალვა ყოველგვარი საკვებისა სვანურად უჭმელობა
საპირისპირო სიტყვისა ლილჩე უბრალო მარხვა, ესაა სულის გამარჯვება
ხორცზე.

მარხვანნი – დიდმარხვის დღეებში საკითხავი ლოცვების კრებული, ბერძნ. ული ტექსტი


კონსტანტინეპოლისა, მიეწერება თეოდორე სტუდიტეს XI ს, ქართულად
თარგმნეს მთაწმინდელებმა, XVIII ს შესწორდა, ემატებოდა იოანე დამასკელის,
კოზმა მგალობლის და სხვათა საგალობლები.

მასონობა, ფრანკ მასონობა – ფრანგულად ფრანგ მასონ – თავისუფალი ქვისმთლელი,


რელიგიურ – ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის არსი და მიზანი დიდხანს
ვერავინ გაიგო, შეიქმნა ბურჟუაზიული და არისტოკრატიული წრეებისაგან
ინგლისში XVIII ს დასაწყისში საიდუმლო საზების მასონთა ლოჟების სახით,
ძმური სიყვარულის საწყისებზე შუა საუკუნეების ქვისმთლელთა მაგალითზე,
გადმოიღეს მათი წესები, შეკრეს თავისუფლად მოაზროვნე ლოჟები, საზები,
გამოხატავდნენ ოპოზიციას ოფიციალური ეკლესიისადმი, შემდეგ კი იძალა
მისტიციზმმა და აშკარად იწყეს ბრძოლა მატერიალიზმის და ათეიზმის
წინააღმდეგ, ეკლესიამ კონკურენტად ჩათვალა და ბრძოლა გამოუცხადა, მხარს

115
უჭერდნენ ფრიდრიხ II და ნაპოლეონ I, ნაპოლეონ III, 1762 წ მოსკოვშიც
გავრცელდა, 1822 წ აკრძალეს, მაგრამ რეოლუციამდე არსებობდა, ევროპასა და
ამერიკაში დღესაც თავგამოდებით იბრძვიან ბურჟუაზიული წყობის
შენარჩუნებისათვის, ასრულებს რეაქციულ როლს.

მატერ ეტ მაგისტრა – ლათ დედა და დამრიგებელი, იოანე XXIII – ს ენციკლიკა, საწყისი


სიტყვები რომელიც 1861 წ გამოვიდა ლეო XIII – ს ენციკლიკის ბერუმ ნოვარუმ
70 წლისთავზე, კომუნიზმის და პროგრესის წინააღმდეგ რომ იყო მიმართული,
ამ ახალ დოკუმენტში პაპი ვარაუდობს ახალ ვითარებასთან შეგუებას და
მაგალითად ასახელებს საფრანგეთის რეოლუციას რომლის შეგუებას ეკლესიამ
100 წელი მოანდომა.

მატერიალიზმი – ლათ მატერიალის – საგნობრივი, ნივთიერი, ფილოსოფიის ერთერთი


მთავარი მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველადია მატერია,
რეალური სამყარო, მეორადი კი გონი, შემეცნება, ყოფიერებისა და ცნობიერების
ურთიერთობაში დიამეტრულად საწინააღმდეგო აზრისაა იდეალიზმი რომელიც
სულის, შემეცნების, გონების პირველადობას ქადაგებს, მატერიალიზმი
ამტკიცებს, რომ სამყარო არავის არ შეუქმნია, არსებობდა მარად და ყველგან
დროსა და სივრცეში, ამით მატერიალიზმი უპირისპირდება რელიგიას,
მატერიალიზმმა გაიარა განვითარების საფეხურები ჰერაკლიტე, თალესი,
ანაქსიმენე, ანაქსაგორე, დემოკრიტე, ეპიკურე, ლუკრეციუსი, ანტიკურ
ფილოსოფიაში ფრიდრიხ ბეკონი, ჰობსი, ტოლანდი, სპინოზა, დიდრო,
ჰოლბახი, ჰელვეციუსი, ფოიერბახი გვიანდელი და ახალი დრო.

მეათედი – მორწმუნეთა სავალდებულო შესატანი ეკლესიის სასარგებლოდ, მოსავლის


მეათედი, ძირითადად გლეხობისა, დამყარებულია ბიბლიურ ცნობაზე რომ
ძველ იუდეაში მეათედი ტაძროსნებისა იყო, მუდამ იყო ეკლესიის შემოსავლის
მთავარი წყარო, ჩვენში მხოლოდ ადვენტისტების პრაქტიკაშია, სხვაგან
მორწმუნეებს შეძლებისდაგვარად შეაქვთ შესაწირი.

მეათორმეტე მეთორმეტე დღესასწაული – ათორმეტთაგანი.

მედრესე – მუსულმანთა სასულიერო სასწავლებელი, ამზადებს კულტის მსახურებს.

მეთოდისტები – ინგლისელი პროტესტანტების ერთი მიმდინარეობის მიმდევრები,


ანგლიკანური სექტა, დაარსებულია ძმათა უელსელების მიერ ოქსფორდის
უნივერსიტეტში 1729 წ, მიზანი ბიბლიის შესწავლა მეთოდურად, წესების

116
დაუფლება, შენდეგ ჯონ უელსი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების,
რწმენის გაწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით, ეკლესიამ მხარი არ
დაუჭირა მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ
ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში
ბალტიმორში საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ 1787 წლიდან , 87 ქვეყანაში 26
მილიონი მიმდევარი ჰყავთ, მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55
ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ.

მენონიტები – დამაარსებლის ჰოლანდიელი მღვდლის მენო სიმოსის სახელიდან 1492 –


1559 წ, მომნათვლელნი ანაბაპტისტების მშვიდობიანი სექტა, გამოეყო ამ
პროტესტანტულ მიმდინარეობას გლეხთა ომის შემდეგ 1524 – 25 წ, დეკლარაცია
გამოაქვეყნეს 1652 წ, უარყოფენ ბავშვობის ასაკში ნათლობას, თემობას, რასაც
ცვლის მმართველობა და საეკლესიო იერარქიას, საერთაშორისო ორგანო
კონფერენცია. შეერთებულ შტატებში, აქვთ ორგანიზაციები ამსტერდამში და
სხვა, რუსეთის იმპერიაში XVIII ს გამოჩნდნენ ტავრის გუბერნია,
უკავშირდებიან ანაბაპტისტებს, მათი ნაწილი ექსტრემისტებია, უარყოფენ
მოქალაქეთა მოვალეობის შესრულებას, მტრულად შეხვდნენ რეოლუციას, 1827
– 28 წ წავიდნენ, მერე ნაწილი დაბრუნდა უკან, იყვნენ საქართველოშიც, სექტა
დაიყო, თემში თანასწორობა აქვთ, იციან ქრისტესავით მდაბიურთა ფეხის
განბანვის რიტუალი, სწამთ მეორედ მოსვლა და იესოს ათწასწლოვანი მეუფება,
ბოროტებაზე ძალით პასუხის გაცემას უარყოფენ, სიკეთესა და მორალურ
სრულყოფას ქადაგებენ.

მეორედ მოსვლა, 1. მითიური პიროვნების ღმერთის ან კატასტროფული მოვლენის


მეორედ მოსვლა რამაც ქვეყნიერება უნდა. შეძრას, დაღუპოს, განაახლოს და ა. შ.,
ამ აზრით წარმართული შინაარსი აქვს რამაც ქრისტიანულ რელიგიაში მტკიცედ
ჩამოყალიბებული ცნების ქრისტეს მეორედ გამოცხადების გაგება მიიღო,
სიმბოლო სარწმუნოებისა, 2. ქრისტეს მეორედ მოსვლა, განკითხვის დღე,
საშინელი სამსჯავრო, ძველი ცნება დაუკავშირეს სახარების განმარტებას,
სახარებაში ნათქვამია რომ “ეს მოხდება 1 თაობის მოსწრებაში”, სინამდვილეში
კი გადის 2000 წელი და განკითხვის დღე არ გათენებულა, ღვთისმეტყველნი
დარწმუნდნენ რომ უშედეგოა ბიბლიის სათანადო ადგილების სიმბოლიკაზე
რაიმეს აგება, აგრეთვე ადვენტისტების ცდა სადმე ბიბლიაში ნახონ მეორედ
მოსვლის ვადები, ამიტომ აცხადებენ რომ დრო არავინ იცის, ქრისტე სულაც არაა
პირველი პიროვნება რომლის მეორედ მოსვლასაც ხალხები ელოდნენ,

117
ებრაელთა წინასწარმეტყველნი უხსოვარ წარსულში ქადაგებდნენ მესიის,
მხსნელის ემანუელის (ჩვენთან არს ღმერთი) მეორედ მოსვლას, გამოჩენას, ეს
ფიქსირებულია ძ. წ. 700 წელსაც, ებრაელთა რწმენით ესაია წინასწარმეტყველის
არაკანონიკური წიგნით მსგავსად ორმუზდის – აჰურამაზდას, აგრეთვე ვიშნუს
კვლავ გამოცხადების სახით, ესაა მოლოდინი მხსნელისა რომელიც ქვეყნიერებას
შეძრავს, განიკითხავს, მოაწესრიგებს, ქრისტეს მესიანობა მხოლოდ ახალი
ტიპია იმავე მოვლენისა რაც საყოველთაო კატასტროფასთან, წარღვნასთან, ცისა
და ქვეყნის დაქცევასთან ან ხანძართან რაგნაროკი ჩრდილოეთ მითოლოგიაში
იყო დაკავშირებული, მსგავსი რწმენა ცნობილია ძველ ეტრუსკებში,
რომაელებში, სტოიკოსებთან, შუა საუკუნეებში, ასტროლოგებში, ე. ი.
ქრისტესთან და მის შემდეგაც ოღონდ ტერმინი ქრისტიანული გაგებით უფრო
დამკვიდრდა მაგრამ დარჩა ხალხში, ენაში როგორც საყოველთაო კატასტროფის
ან წარღვნის, ქვეყნის დაქცევის სინონიმი, აქ მთავარ როლს თამაშობს
ბიბლიური თავსხმა, წყალდიდობა, რაც ერთხელ უკვე მოხდა პატრიარქების
ჟამს, კაცობრიობის დაღუპვა წარღვნის ან ცეცხლისაგან, ქრისტიანობამ ბევრი
რამ გადმოიღო ძველი აღთქმიდან, შეუძლებელია ანგარიში არ გაეწიოს ერთი
მხრივ ამას, მეორე მხრივ ხალხის სამეტუყველო ენას, რაც კლასიკურ
მწერლობაშიც ასახულა “ამ დღესა. შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და
საქანელნი ცისანი განიხვნეს”, ეს ხსოვნა დარჩა ხალხს და დაუკავშირა ყოველ
კატასტროფას, აღმოსავლურ ხალხთა მეტყველებაში ხშირად გვხვდება ეს ფრაზა
“მეორედ მოსვლისას ცა ჩამოიქცევა და დედამიწა გადატრიალდება”, მოლა
ნასრედინი და სხვა, წარწყმედა ერთის მხრივ მეორედ მოსვლის წარღვნის
სინონიმია, მეორეს მხრივ დაღუპვის, მოსპობისა, ლოკალური რელიგიური
ტერმინი იძენს ფართო შინაარსს, წარღვნას და წარწყმედას უკავშირებს ი
ჭავჭავაძე განდეგილში საშინელ თავსხმას, იმავე გაგებით კლასიკური ნიმუშია
ვაჟას პოეზია “უეცრად შუაღამისას ცას ჯანღი დაეფინა” შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღრინება, ჩვენ მოსვენებით მძინარეთ საჭმელად დაგვეპირება,
მოსქდება ქარი და ღვარი მთელი მთა – ბარი იქცევა, მეორ მოსვლაა სწორედაც,
მოჰკაწრავს ღვარი ტყე – ღრეებს, ბუნება მბრძანებელია, ღამე მთაში, მთელი
აღწერილობა წყალდიდობა, გველეშაპი და სხვა ტიპიური წარღვნის სურათია,
თანაც მბრძანებელია ბუნება და არა ციური ძალა, ასევეა მეორე ლექსში
„ადამიანი“:

“ზღვა ბობოქრობდა, ტალღები

118
ვით მთები მთებზე სხდებოდა,

ფაფარსა სცემდა ცის სივრცეს,

ძირს დედამიწა სქდებოდა,

იტყოდი მეორედ მოსვლაა

ტალღა რომ ტალღას ხვდებოდა”,

აქაც და საერთოდ ქართულ ენაშიც, საქართველოს ნებისმიერ კუთხეშიც როგორც


ერთი მკვლევარი წერდა წარღვნა მეორედ მოსვლის სინონიმია, ქრისტეს მეორედ
მოსვლა აპოკალიპსის მიხედვითაც დაკავშირებულია კოსმიურ
კატასტროფასთან, ფანტასტიკურ ჩვენებებთან, შვიდთავიანი წითელი
დრაკონის გამოჩენასთან, სატანასთან, რომელიც კუდით ვარსკვლავებს
წყვეტავს, მთელი ეს ბიბლიური ჩვენება ხალხმა დაუკავშირა ქრისტეს მეორედ
მოსვლის მოვლენათა ციკლს, ამგვარად მხოლოდ უვიცობით შეიძლება აიხსნას
მკაცრად რელიგიური დოგმატიკის ჩარჩოებში ჩაკეტვით წარღვნისა და მეორედ
მოსვლის ცნებათა ნათესაობის უარყოფა, შესაძლოა რელიგიური
გადატრიალებაც ეგვიპტეში ძ. წ. XV ს გამოწვეული იყო კატასტროფით
სარტორიანის ამოფრქვევა, მეორედ მოსვლა ყოველთვის იყო და არის
მორწმუნეთა რელიგიური რწმენის გაძლიერების, დაშინების მძლავრი იარაღი,
მრავალგზის აისახა დიდ ხელოვნებაში, მიქელანჯელოს განკითხვის დღე,
ვატიკანი.

მერსანაბლ – სვანურად უღვლაშობის მომდევნო შაბათი როცა. შეიძლებოდა


სამსხვერპლო ტახის ხორცის ჭამა, დილით მამაკაცი აღმოსავლეთ სარკმელთან
ღმერთს ღვიძლს, სამ სეფისკვერს და ღვინის ზედაშეს უძღვნიდა,
დაილოცებოდა, წაუქცევდა და ვიდრე ამ ცერემონიალს შეასრულებდა უკან
მოხედვა ეკრძალებოდა, მომდევნო დღეს იყო აღაბი, დღესასწაულში არის
წარმართული კვალი.

მესა – ფრანგ მესე, იტალიურად მესა გაშვება, კათოლიკური ღვთისმსახურება,


ლიტურგია, წირვა ეკლესიაში, ორღანოს ხმაზე ხდებოდა საგალობელთა გალობა
და ლოცვა – კურთხევა, ბოლოს ზიარება, 1962 – 65 წ ვატიკანის II მსოფლიო
ყრილობაზე შეიტანეს ცვლილებანი წირვაზე, ნებადართულია ლოცვები
ეროვნულ ენებზე, საეროთა ზიარება პაპის ნებართვით, ეროვნული მუსიკის
დაკვრა, დიდ როლს ასრულებდა. შუა საუკუნეებში.
119
მესიანიზმი – ძველებრაულად მაშიახ კურთხეული, ცხებული, რელიგიური მოძღვრება
უფლის რწმუნებულზე კაცობრიობის მხსნელზე მესიაზე, რომელიც ქვეყნად
წესრიგს დაამყარებს, იხსნის ცოდვის ტეხვისაგან, ადამის და ევას პირველი
ცოდვაა ნავარაუდევი, პირველად იუდეველნი მესიას ეძახდნენ მეფეს, რომელიც
ზეთის ცხების შემდეგ კურთხეულად, მიწიერ მბრძანებლად იქცეოდა, შემდეგ
რაკი ერის ტანჯვას არაფერი ეშველა თანდათან შეიქმნა მითი ციურ მხსნელზე,
რომელიც თავის რჩეულ ხალხთან დადებულ უფლის იაჰვეს შეთანხმებას
აღასრულებდა, მოგვიანებით უკეთეს დროზე მეოცნებე ხალხმა უფრო ფართო
მასშტაბით გაიაზრა, შექმნა მითი უფლის სამეფოს შემქმნელ საყოველთაო
მხსნელ მესიაზე და ეს მისია დაეკისრა ძე ღმერთს იესო ქრისტეს, რომელმაც
პირველი მოსვლის დროს მკვდრეთით აღდგომის დროს მხოლოდ ნაწილობრივ
შეასრულა მოვალეობა, მეორედ მოსვლა რაც ძირითადად ქრისტეზე იქნა
რელიგიის ენაზე გადატანილი, საბოლოო სახით რომის მპერიაში ჩამოყალიბდა,
მის მთავარ უარყოფით მხარედ ითვლება ადამიანთა აქტივობის მოდუნება,
პაიური ლოდინი ციური მხსნელისა და მისი სამართლიანობის ცდა.

მეტაფსიქოზი, სწორად მეტემფსიქოზი – ბერძნ. მეტემფსიხოზის, სულთა გადასახლება,


რელიგიურ – მისტიკური შეხედულება სულის გადასახლებაზე მიცვალებულის
სხეულიდან ახლადშობილის ან მეორე არსების სხეულში, სულის რეინკარნაცია,
რწმენა უძველესი დროისაა, დადასტურებულია აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის
ინდიელებში და სხვა, მთელი სისრულით დამუშავდა ინდოეთში, წინაპრის
სული მეტამფსიქოზის კანონის ძალით შესახლდება მემკვიდრეში, თანაც ეს
წინაპარი ხშირად ტოტემური, ცხოველისეულია, ადამიანი მოვალეა იყოს
მართლმორწმუნე, ესწრაფოს სრულყოფას, რის შედეგადაც მისი სული
შესახლდება უფრო მაღალ, სრულყოფილ სხეულში, ან თუ მიაღწია კარმას
მოქმედების სრულყოფას, თავისი მომავლისათვის ზრუნვას, მაშინ შეიძლება
სულაც შეწყდეს სანსარა, გარდაქმნა და სულის გადასახლება, შეწყდება ნირვანა
და ადამიანი ქრება, როგორც ჭრაქი, ის თავისუფლდება ყოველგვარი
გარდაქმნისა და მიწიერი ვნებისაგან, ბუდისტები სულის უკვდავებას და
გადასახლებას უარყოფენ, მაგრამ ადამიანის სულიერი, ფსიქიკური და
ფიზიკური ძალების კომპლექსი გარდაცვალების შემდეგ კვლავ შეიყრებიან და
ახალი პიროვნება წარმოიქმნება, თუ ადამიანი ცოდვილია და უღირსი
ინდუიზმის მიხედვით მისი სული გადასახლდება უფრო დაბალ არსებაში ან
ცხოველში და მწერში, ასპიტშიც კი, ამისი შიში მრავალ მორწმუნეს აიძულებს
თავის ნირვანას შეეწიროს.
120
მეტანია – ბერძნ. მეტანოია – სინანული, თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომა,
ორგვარი წესი საეკლესიო ტიბიკონში, მცირე პირჯვრის გამოსახვა, დიდი
მუხლის მოყრა, მკერდით, შუბლით მიწის შეხება.

მეუდაბნოე – უდაბნოში ქვაბში, სენაკში, უდაბურ მხარეში დაყუდებული ბერი,


მლოცველი, განდეგილი, უწინ ხალხმრავალ მონასტერსაც უდაბნოს ეძახდნენ,
სოფლის სიამეთა საპირისპიროდ, მრავალი მეუდაბნოე დავით გარეჯელი, შიო
მღვიმელი და სხვა დიდი მოღვაწეც იყო.

მეჩეთი – მიზგითი, არაბულად მაშჯით, ლოცვით მუხლის მოყრის ადგილი, საჯადა


ლოცვა, მუსულმანთა საკულტო სახლი, სალოცავი და საქადაგებელი, სასოფლო
– საუბნო, ტაძრული , გუმბათიანი ან თაღებიანი სვეტებზე ნაგები, გარედან
კუთხეში კოშკებია, მინარეთები ან ზედ სახურავზე, საიდანაც მუეძინი
ჩხავილით უქადაგებს ფანატიკოსებს, მოუწოდებს ალაჰის სამსახურში, ნიში
უჩვენებს მექის გზას, იქვე ინახება ყურანი ყორანი და სხვა ტექსტები,
მიჰრაბისაკენ უნდა იყოს მლოცველის სახე მიმართული ე. ი. მექისაკენ,
მარჯვნივ კათედრაა საიდანაც ყურანს კითხულობენ, კედლებზე ორნამენტია ან
ადგილები ყურანიდან, იქვეა განსაწმენდელი, გაბინძურებული წყალი,
ფანატიზმის საკულტო სავანეა ისლამისა.

მეცნიერება და რელიგია – ერთიმეორის გამომრიცხველი, შეუთავსებელი ცნებებია,


კულტურის მთელი ისტორია არსებითად მათი ბრძოლის ისტორიაა, ცხადია არც
ის უნდა დავივიწყოთ, რომ ძველ ეგვიპტეში, შუმერში, ქალდეაში და სხვა
ცივილიზაციების აკვანში კულტის მსახური ქურუმები არხების ოსტატები და
სხვა ქვეყნის პრაქტიკულ საჭიროებებთან ზღვაოსნობა, მიწათმოქმედება, რწყვა,
სალაშქრო საქმეები დაკავშირებით მეცნიერულ მუშაობასაც ეწეოდნენ, ცის
თაღის, მნათობთა მოძრაობის კანონების შესწავლა, გაზომვები და სხვა, მაგრამ
პრინციპულ საკითხებში, კერძოდ ღმერთის არსებობის სადაო საქმეში რელიგია
და გაბატონებული წრეები ხშირად უშლიდნენ, ებრძოდნენ აფერხებდნენ
მეცნიერული აზრის განვითარებას, ანაქსაგორე უარყოფდა ღმერთებს და
სასჯელს გაქცევით დააღწია თავი, მისი შრომები ათენში ცეცხლს მისცეს,
უღმერთობა დასწამეს სოკრატეს და. შხამით სიკვდილი მიუსაჯეს, აწამეს და
დაწვეს ბრუნო, ვანინი, სერვეტი, დევნიდნენ გალილეის, კეპლერს, სპინოზას,
თეოლოგები ამტკიცებენ რომ მეცნიერება არ გამორიცხავს რელიგიას, აქვთ
თანხმობა და ა. შ., საამისოდ ასახელებენ მეცნიერებს რომელთაც ღმერთი
სწამდათ, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა საკმარისი არგუმენტი, მერე და იშვიათად თუ
121
ჰქონია ადგილი ასეთ ფაქტს, აინშტაინი ირონიულად უყურებდა ღმერთსა და
ეშმაკს, ერთი პლიუსია მეორე მინუსიო ხუმრობდა, მისი ფარდობითობის
თეორია კი გამორიცხავს ღვთიურ ძალთა რწმენას, არც დარვინის ღვთისნიერობა
მტკიცდება, მაგრამ დარწმუნდა რომ ბიბლიური ვერსია მცდარია და ადამიანი
მაიმუნისაგანაა გაჩენილი, მორწმუნე მეცნიერთაგან ასახელებენ კეპლერს,
ნიუტონს, ლომონოსოვს, ლინეის, პლანგს, ჰეგელს, მეცნიერების მონაპოვარი
უარყოფს რელიგიას, ტერტულიანე წერდა მწამს რადგან აბსურდია, ამ
საკითხებზე უწერიათ ფრანკს რელიგია და მეცნიერება, მუშალექს და სხვა.

მეცნიერებათა აკადემია პაპისა – არსებობს 1603 წლიდან, ახლანდელი სახით კი 1936


წლიდან, განიცადა არაერთი რეორგანიზაცია, ყავს 70 ნამდვილი წევრი, ამას
გარდა პაპის მიერ კრების თხოვნის, წარდგენის საფუძველზე დანიშნული
საპატიო წევრი ნებისმიერი ქვეყნიდან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური
მეცნიერების ღვაწლმოსილი ავტორიტეტები.

ზებუდობა – ქართული წარმართული დღესასწაული თუშეთში, 9 დეკემბერს ზამთრის


მზის მობრუნების დღეს, როცა მზის ანგელოზს მაჭკატს უცხობენ, ხავიწით
არყით და ერბოთი ხონჩაზე აწყობენ, ოჯახის უფროსი სანთელს აანთებს, ერბოს
ცეცხლს უკიდებს და დაილოცება“

“მზეო მზის მყოლო ანგელოზო,

ნუ მოგვცემთ ზიან რიალსა”.

მზის დგომა – ზამთრის მზის დგომის მომენტი 25 დეკემბერი დღე, როცა ხანგრძლივი
კლების და სიცივის შემდეგ მზე დედამიწის ბრუნვის შედეგად ისევ იწყებს
მატებას, ეს დღე ძველმა ხალხებმაც შენიშნეს და მას დაუკავშირეს მხსნელი
მესიის ქრისტეს დაბადება, რაც სხვა წყაროთი გაურკვეველია, მესაქონლეთა და
მიწათმოქმედთა უდიდესი დღე იყო დღის მატების საწყისი, მესიის დაბადებაც
მას დაუკავშირდა, ისაა მზე სიმართლისა, მზის შარავანდედი ადგას, მზე ხომ
წარმართთა ღვთაებაც იყო, დღესასწაული სამეურნეო სამუშაოებთანაა კავშირში.

მთავარანგელოზი – ბერძნ. არქანგელოზ, უფროსი ანგელოზი ქრისტიანული ციური


იერარქიით, ტრადიცია სამ მთავარანგელოზს ასახელებს მიხეილს ან მიქელს
ციური სარდალი, გაბრიელს ციურ დესპანს რომელმაც უფლის ნებით მარიამს
ძის ჩასახვა ახარა და რაფაელს მკურნალ ანგელოზს, აქედან მიქელი ქრისტიანთა
მფარველი ანგელოზია, გაბრიელი უფლის კაცი, თუ ბიბლიაში ანგელოზი

122
მრავალგვარი მნიშვნელობითაა დასახელებული იესოს წინასწარმეტყველთა
მღვდელთა, ეპისკოპოსთა, უსულო საგანთა, ღვთის რისხვის მაუწყებელი
მოვლენების მიმართ მათ ბევრი რამე აქვთ საერთო და ზოგადი, უხორცონი,
სულიერნი არიან, სწრაფნი მაგრამ არა ყველგანა მყოფნი, სრულყოფილნი და
თავისუფალნი, მაგრამ არა ყოვლის შემძლენი და. შეიძლება ბოროტ სულებადაც
იქცნენ, სრულყოფილების და ძლიერების მიხედვით თეოლოგია არჩევს
ბიბლიურ ანგელოზთა სამ იერარქიას სამ სამი სახით, უმაღლესნი სერაფიმები,
ქერუბიმები, ტახტისანი, საშუალონი, მეუფების, ძალის, ძალაუფლებისანი,
დაბალი იერარქისანი საწყისის, არქანგელოზები, ანგელოზები, ეს იერარქია
დაადგინა დიონისე არეოპაგელმა ციურ იერარქიაში, ბიბლიით ცნობილია
მიხაილი როგორც ღმერთი, გაბრიელი უფლის კაცი, რაფაელი უფლის დამხმარე
მკურნალი, ურიელი ცეცხლი და. შუქი ღმერთისა, სალათიილი ლოცვა
უფლისადმი, იერემიელ ღვთის სიმაღლე, შვიდეულის შესავსებად ასახელებენ
იეჰუდიელს უფლის დიდება ვარახიილს უფლის კურთხევა, სამეტყველო ენაში
კეთილი ძალა, ცნობილია 7 მადლის მომფენი 7 მთავარანგელოზი.

მთის ქადაგება – ქადაგება მთასა ზედა, ეპიზოდი ქრისტეს ცხოვრებიდან, როცა მთაში
ხალხს ახალი მოძღვრება უქადაგა, ნათლად ჩამოაყალიბა მორწმუნეთა
სამოქმედო მრწამსი ამა ქვეყნად და აღთქმა სასუფევლისა “და ვითარცა იხილა
იესომ ერი იგი აღვიდა მთასა და დასჯდა იგი მუნ და აღაღო პირი თვისი,
სასწავიდა მათ და ეტყოდა, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა რამეთუ მათი არს
სასუფეველი ცათა, ნეტარ არიან მოწყალენი რამეთუ იგინი შეიწყალნენ, თქვენ
ხართ ნათელნი სოფლისანი, ნუჰგონებთ ვითარმედ მოვედი დახსნად სჯულისა,
არა მოვედ დახსნად არამედ აღსრულებად, არა კაც კლა, ხოლო რომელმან
მოჰკლას თანამდევ არს სასჯელისა, უკეთუ თვალი შენი მარჯვენე
გაცდუნებდეს შენ აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, უკეთუ მარჯვენა ხელი შენი
გაცდუნებდეს შენ მოიკვეთე იგი, მე გეტყვით თქვენ არა წინა აღდგომას
ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა. შენსა მარჯვენასა მიურტყავ
შენ ერთს კერძოსა, თქმულ არს შეიყვარე მოყვასი და მოიძულე მტერი შენი,
ხოლო მე გეტყვით თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და კეთილთა უყოფდით
მოძულეთა თქვენთა და რაჟამცა ილოცვიდე ნუ მრავალსა იტყვით”, ამრიგად
ძველი აღთქმის მოსესეული სასტიკი პრინციპი კბილი კბილისა წილ, თვალი
თვალისა წილ შეცვლილია ჰუმანური უფრო მოწინავე პრინციპით, მარჯვენა
ლოყაზე რომ დაგარტყან მარცხენაც მიუშვირე, ძალადობას ძალადობით ნუ
უპასუხებო და ა. შ., რაც ცხადია ჰუმანური ხასიათისაა და პასიურობით
123
აკანონებს ჩაგვრას, რამეთუ ამ ქადაგების იდეით ყოველ ძალადობას მოსდევს
ახალი ძალადობა, მთის ქადაგების უკიდურესი მცნებანი, ნუ იზრუნებთ
ხვალისათვის, ხვალემ იზრუნოს თავისა თავისათვისათვისო, ნუ ზრუნავთ რა
ვჭამოთ და რა ვსვათ ამაზე წარმართნი ზრუნავენო, ხოლო თქვენ ეძიებდით
პირველად სასუფეველთა ღვთისათა, მიწიერ ზრუნვას, გარჯას, ბრძოლას
თავისუფლებისათვის თვლის ზრუნვა სულისათვის, საიქიოსათვის, რაც
პრაქტიკულად მიუღებელია.

მიზერერე – ლათ. მიზერერი შეწყალება, მიზერერე შემიწყალე, 1. შემიწყალენ,


ფსალმუნთა წიგნიდან მიზერერე მეი დომინე – შემიწყალე მე ღმერთო დიდითა
წყალობითა. შენითა, არხოცე უშენოებაი ჩემი, 2. ჰაინეს ლექსის სათაური.

მითოლოგემა – მითის ძირითადი იდეა, უძველესი წარმოდგენა მეფე – ჯადოქარზე,


რომელიც მოკვდინებულია და კვლავ გაცოცხლებული, მოსავლიანობისა და
ტომის კეთილდღეობის მფარველი, ინგლისელი ეთნოგრაფის ჯონ ფრეზერერის
თორმეტტომიან შრომაში ოქროს რტო უამრავ ძვირფას ფაქტთან და
აღმოჩენასთან ერთად მიგნებულია ჯადოქარი მეფის სიკვდილისა და აღდგომის
ფაქტიც, რელიგიათმცოდნეობის ტერმინია, ხშირად ვხვდებით ეთნოგრაფიულ
გამოკვლევებში, ლიტერატურაში.

მითოლოგია – მითების შემსწავლელი დარგი, ბერძნ. მითოს სიტყვა, ამბავი,


გადმოცემა, 1. მთელი მდიდარი არსენალი მითებისა ე. ი. ხალხთა უძველესი
თქმულება – გადმოცემებისა ღმერთებსა და გმირებზე, ბუნების მოვლენებზე,
სამყაროს და ციურ სხეულთა წარმოშობაზე, კოსმოგონია, ცოცხალი ბუნების
შექმნაზე, ადამიანის წარმოშობაზე – ანთროპოგენეზი, წარღვნაზე, მეორედ
მოსვლაზე, ზესკნელ – ქვესკნელისა და გარესკნელის ზღაპრულ არსებებზე,

მითი უძველესი, მიამიტი და მაინც მოაზროვნე ადამიანის პრიმიტიული და


ფანტაზიით მდიდარი შემოქმედებითი გენიის ნაყოფია, სახეებში აზროვნების
ნიმუში, რომელიც ასახავს ბუნების მოვლენების წინაშე უძლურებას, მათი
ახსნის ცდას, ეთნოგრაფ ფრეზერის აზრით ადამიანის გონების განვითარებას
აქვს ლოგიკური, თანმიმდევრული სტადიები, სულ 3 ძირითადი სტადია
განვლო მაგია, რელიგია და მეცნიერება, პირველ სტადიაზე მას სწამდა არა
სულები და ღმერთები ანიმალისტურ ხნამდე არამედ საკუთარი მაგია, იწვევდა
წვიმას, იზიდავდა ნადირს, შორით აზიანებდა მტერს ისრის გაყრით
გამოსახულებაზე და სხვა, შემდეგ საკუთარი ძალის რწმენა დაკარგა და

124
ზებუნებრივი ძალები მიაწერა ღმერთებს, სულებს, ფერიებს, , ბოლოს
მეცნიერებამ დაარღვია მთელი მითიურ – ზღაპრულ – რელიგიური გოდოლი და
გონებით ახსნა მოვლენები, პირველ და მესამე სტადიას ფრეზერი ამსგავსებს,
მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, აქვთ შეხვედრები, ორივეს
დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა, გონების მიღწევა ყოველ
მითსა და ცრურწმენას საფუძველს აცლის, ყოველი მითოლოგია ძლევს,
იმორჩილებს და გარდაქმნის ბუნების ძალებს თავის წარმოსახვაში და
წარმოსახვის ძალით, მაშასადამე ის ქრება ბუნების ამ ძალებზე ნამდვილი
ბატონობის დადგომასთან ერთად, 2. მეცნიერება მითებზე, მათ წარმოშობაზე,
ხასიათზე, კლასიფიკაციაზე, ახსნა – განმარტებაზე, მთელს მრავალფეროვან
ფენომენზე, რამაც საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოა ლიტერატურა,
ხელოვნება, ფილოსოფია, ენობრივი ქსოვილი, ასაზრდოებს დღესაც.

მითოლოგიური აზროვნება – შინაარსით პრიმიტიული, მაგრამ სახეებით უხვი და


მდიდარი აზროვნება, არქაული სტადია იდეოლოგიისა როცა სამყაროს
შემეცნება ჩანასახოვან ფორმაში იყო, დიდად არ განირჩეოდა ადამიანი და
გარემომცველი ბუნება, სუბიექტი და ობიექტი, მატერიალური და იდეალური,
დრო და სივრცე, გრძნობიერი მხარე სჭარბობდა. შემეცნებითს, არსებობდა და
თავისებურად არსებობს ახლაც მეცნიერულ აზროვნებასთან ერთად,
უპირისპირდება მის ლოგიკას თავისი ემოციური ხასიათით, დიდი როლი
შეასრულა ფილოსოფიურ – რელიგიურ ლიტერატურაში, ფოლკლორის შექმნაში
და ინარჩუნებს ზემოქმედების ძალას არა მარტო შედარებით ჩამორჩენილ
ხალხებში არამედ განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომ ხალხთა. შორისაც.

მითოლოგიური სკოლა – იდეალისტური ხასიათის მიმართულება, ადრეულ


ქრისტიანობაზე მთავარი მტკიცებით რომ ქრისტე მითია, ისე რომ არ ეხებიან
რელიგიის წარმოშობის სოციალ – ეკონომიურ და პოლიტიკურ მიზეზებს,
პირველ პერიოდში დიუპიუიუმ, ვოლნეიმ ფრანგმა მეცნიერებმა. შექმნეს
თეორია, რომლის მიხედვითაც მითი საერთოდ ცოცხალი და არაცოცხალი
ბუნების ასახვაა, ქრისტე კი არის ასტრალური ღვთაება, მზის განსახიერება, II
პერიოდში გერმანელმა ჰეგელიანელმა, ბაუერმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა
პისონი, ბოლანდი და სხვა სახარებაში წინააღმდეგობათა ძიებით სცადეს მისი
ფიქტიურობის დამტკიცება, III პერიოდში რობერტსონმა, , დრევსმა XX ს და სხვა
წამოაყენეს ვერსია ზველი წარმართული იესოს, იეშუას კულტის აღდგენისა და
რელიგიის გამომდინარეობისა გნოსტიციზმისაგან, ეს იყო თავისებური კრიტიკა,

125
რომელსაც დიდი კვალი არ დაუტოვებია, იდეურ საფუძვლად გამოიყენეს
შერინგის, კროიცერის, კუნის, შვარცის შეხედულებანი, ამ გაგებით
მითოლოგიური სკოლის ლიტერატურულ ისტორიაში ცნობილია როგორც
რომანტიკოსთა იდეალისტური თეორია რომლის მიხედვითაც ფოლკლორის
წყაროა მითი, რელიგიური წარმოდგენები, ახსნას ეძებდნენ ენაში,
ინდოევროპულ პრარელიგიაში, ახასიათებდათ მისტიციზმი, უდავოა მათი
ღვაწლი, ძმები გრიმების ზღაპრები, ბუსლაევის ანდაზები, აფანასიევის
ზღაპრები.

მინეის კრებული – ბერძნ. მენაია ყოველთვიური, საეკლესიო წიგნი რომელშიც


აღწერილია წმინდანთა ცხოვრება დღესასწაულთა, ხსოვნის დღეთა მიხედვით,
თან ერთვის ლოცვანი, კანონები, სიმღერები წელიწდეულის სახით საეკლესიო
სლავურ ენაზე, საუკეთესოდ ითვლება როსტოვსკისა 1700 წ და მიტროპოლიტ
მაკარის კრებული XVI ს.

მირონცხება – ბერძნ. – ქრიზმატო მირონ, ლათ ფირმაციო, ქრისტიანული


საიდუმლოების ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, მიმდევრობით მეორე
ნათლობის შემდეგ, თითქმის მისი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ეკლესია
ამტკიცებს, რომ ეს ცალკე საიდუმლოებაა უფლის მადლის გადმოსვლის ნიშანი
მოსანათლავზე, რომელიც ამით ეკლესიის წიაღში გადადის და სულიერი
ცხოვრება ქრისტიანი კაცისა იწყება რიტუალი სრულდებოდა ეპისკოპოსის მიერ
ხელის დადებით, მერე მორწმუნეთა გამრავლების გამო გამარტივდა მირონის
სურნელოვანი ნახარში ზეთის წაცხებით შუბლზე, ყურებზე, ნესტოებზე,
თვალებზე ხელ – ფეხზე, ხელის დადება კი მღვდლობის წესად დაკანონდა,
აქედან ხელდასხმაც.

მირქმა, მიგებება – გულზე მიკონება იესო ქრისტესი საქრისტიანოს დღესასწაული 2 – 15


თებერვალს, ბიბლიის თანახმად დაბადებიდან მეორმოცე დღეს ღვთისმშობელმა
და იოსებმა ყრმა იესო არსებული წესისამებრ მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში
წარდგინებად წინაშე უფლისა, თან შესწირეს უფალს 2 მტრედი, იქ დახვდათ
ღრმად მოხუცი სიმონი სვიმეონი სულიწმინდა იყო მის ზედა და 84 წლის ანა
წინასწარმეტყველი, სიმონს არ სწამდა ქალწულისაგან მესიის შობა ამიტომ
ზეცით ეუწყა, რომ არ მოკვდებოდა ვიდრე მესიას არ იხილავდა, ნახა ყრმა.
შეიცნო და თქვა “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა
მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი”, ტრადიცია ამ
სვიმონს თვლის ბიბლიის ბერძნ. ულად მთარგმნელთა ჯგუფის წევრად, ანამ
126
ქრისტეს მობრძანება გამოაცხადა, ეს დღესასწაული ერთერთი ათორმეტთაგანი
ძლივს დაინერგა რომის იმპერიაში გაბატონებული განწმენდის ადგილზე უფრო
VI საუკუნიდან, ხალხი ხალისით ხვდებოდა როგორც გაზაფხულის დადგომას
და ზამთრის დასასრულს.

მისიონერობა – ლათ. მისიო დავალება, გაგზავნა, საეკლესიო ორგანიზაციის


მოღვაწეობა ქრისტიანობის გავრცელების მიზნით, თავის ან უცხო ქვეყნებში,
საშინაო და საგარეო მისია, დამახასიათებელია ყველა რელიგიისათვის,
განსაკუთრებით ფართო ხასიათი მისცა ქრისტიანობამ, კათოლიკური
კონგრეგაციები აგზავნიან მეტწილად ბერთა ორდენებიდან,
მართლმადიდებელნი მისიონერთა მსოფლიო საბჭოს დავალებით დაარსდა 1910
წ, კათოლიკე მისიონერებს ხელმძღვანელობდა სარწმუნოებრივი პროპაგანდის
კონგრეგაცია, დაარსდა 1622 წ, ფართოდ გაიშალა მუშაობა დიდი აღმოჩენების
ეპოქაში კოლონიურ ქვეყნებში ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, იგზავნებოდა
მისიები რელიგიის გავრცელების და კოლონიური ძალაუფლების
განმტკიცებისათვის, იეზუიტები, დომინიკანელები, ფრანცისკანელები,
ბენედიქტიანელები ეჯიბრებოდნენ ხალხთა მოქცევის, წამების, დაწვის საქმეში,
1868 წ ხსენებული კონგრეგაცია გადააკეთეს ხალხთა ევანგელიზაციის
კონგრეგაციად, აქვთ უამრავი მისია, რეზიდენციები, ეკლესიები, საერთო
საცხოვრებლები, სკოლები, ზოგი მისიონერი მეცნიერულ მოღვაწეობასაც
ეწეოდა.

მისიონერული საზოგადოებები – პროტესტანტების, ანაბაპტისტების, ადვენტისტების


ორგანიზაციები სადაც ეწევიან შესაბამისი სარწმუნოების პროპაგანდას, ყოველი
მორწმუნისაგან ითხოვენ მისიონერულ მოღვაწეობას, 1795 წ ლონდონში შეიქმნა
ერთერთი პირველი მისიონერული საზები, მალე მოყვა ანგლიკანური და
ნიდერლანდური ეკლესიების მისიონერული საზები, 1910 წ ედინბურგში
მოწვეულმა პროტესტანტულმა მისიონერთა საერთაშორისო კონგრესმა მიიღო
კოორდინაციის და საერთოდ მისიონერთა საბჭოს სტატუსი, 1815 წ შეიქმნა
ბაზელის მისიონერული საზი რომელიც მოქმედებდა ინდოეთში, ჩინეთში,
ირანში, 1824 წ შეემატა ბერლინისა.

მისნები, მოგვები – მისნობა, გრძნეულება.

მისტიციზმი, მისტიკა – ბერძნ. მიეინ, პირის მოკუმვა, თვალების დახუჭვა, მისტიკოს –


იდუმალი, 1. იდუმალი, ზებუნებრივი, ამოუხსნელი, ზეგონიერი და

127
ზეგრძნობიერი კავშირის რწმენა ადამიანისა ღმერთთან, ამ უშუალო კავშირის
დროს ზებუნებრივ ძალებთან თითქოს ხდება. შეცნობა ღმერთისა მისი ზალის
გამოყენება რაიმე განსაკუთრებული საჭიროებისათვის, ღრმა განცდის,
იდუმალი გარემოთი გონების დაბურვისა თუ ექსტაზით ხდება განდობილთა ეს
წარმოსახვითი აქტი მოკვდავისა უკვდავთან, კაბალა იუდეველთა
სარწმუნოებაში, სუფიზმი ისლამში, ჰაქტის მისტიკა ინდუიზმში, ასევე
დაოიზმში, ბუდიზმში და ბევრ სხვა რელიგიაში, ამ რელიგიურ იდეალისტურ
მოძღვრებას საფუძველი ჩაეყარა ძველი აღმოსავლეთისა და განსაკუთრებით
ბერძნ. ულ წარმართულ რელიგიებში, ბერძნ. ები მაგიური მისტერიებით
ლამობდნენ ზებუნებრივ ძალებთან დაახლოებას, განდობილთა ეს მისტერიული
ცერემონიები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მათი დაცინვა ან გაცემა
სიკვდილს იმსახურებდა, ნეოპლატონიზმი მისტიკური მოძღვრება განავითარა
ავგუსტინემ და საფუძვლად დაედო ქრისტიანულ რელიგიას, საეკლესიო
ორთოდოქსალური რწმენა ზეგარდმო შუქის მოფენისა, საეკლესიო მისტიციზმი
ესაა ადამიანის პასიურობის, ღმერთისადმი სრული მორჩილების ან უმწეობის
გამოხატულება, საეკლესიო მისტიციზმს ქადაგებდნენ ბერნარდ კლერმონელი,
პაპთა იდეოლოგი და თავისუფალი აზრის რისხვა გარდ 1153 წ, ბონავენტურა
გამოჩენილი იტალიელი თეოლოგი, ფრანცისკანელი გენერალი, რომელიც
სქოლასტიკისა და მუსიკის შერიგებას ქადაგებდა, ალბანოს ეპისკოპოსი იო და
სიქსტუს V – მ ეკლესიის მასწავლებელთა ხუთეულში შერაცხა გარდ 1274 წ,
მისტიკურ აღგზნებას ის თვლიდა. შემეცნების უმაღლეს საშუალებად,
არსებობდა პროგრესული მისტიციზმი ავეროიციზმი, ერეტიკული მისტიციზმი,
მისტიციზმის წინააღმდეგ იბრძოდა არაბი მეცნიერი იბნ როშდი ლათ ავეროესი
გარდ 1198 წ რომელიც არ ცნობდა ღმერთს სამყაროს შემოქმედად, არც
მკვდრეთით აღდგომას, აღიარებდა მეცნიერული აზრის ძალას, ლუYთერზე და
მიუნცერზე დემოკრატიულმა მისტიციზმმა გავლენა მოახდინა, იგნატი
ლოიოლა და სხვა იეზუიტები კონტრრეფორმაციის ჟამს მისტიციზმის
რეაქციულ მხარეს აძლიერებდნენ, 2. რელიგიურ – ფილოსოფიური
იდეალისტური მიმდინარეობანი, თეოსოფია – უფლისმცოდნეობა,
ანთროპოსოფია ადამიანთმცოდნეობა და სხვა, 3. რწმენა საიდუმლო ძალებისა
რომელთა წყალობასაც მიეწერება ცალკეული აღმოჩენები ბუნებისმეტყველებაში,
4. აღმოსავლური რელიგიები და კულტები ბუდიზმი ბრაჰმანიზმი ინდურად,
სუფიზმი ირანი კაბალა, ჰასიდიზმი, იუდაიზმიძენი იაპონია და სხვა, 5.
პირველყოფილი რწმენა სულებისა, ჯადოქრული მკურნალობისა და მისთანა, 6
მაგიის ყოველნაირი ფორმა ცხოვრებაში და საერთოდ ყოველი რელიგია
128
მისტიკურია, ანტიმეცნიერული თავისი არსით, ყოველდღიურ მეტყველებაშიც
მიღმა ქვეყნიურზე, ფუჭ ფანტაზიაზე იტყვიან რა მისტიკას ქადაგებო, მისტიკის
ზეგავლენა მუდამ დიდი იყო და დღესაც თავსატეხად რჩება.

მიტევება ცოდვისა – აღსარება.

მიტრა – ბერძნ. – თავსაკრავი, მღვდელთმთავართა თავსარქმელი ღვთისმსახურების


ჟამს კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებში.

მიტრა, მითრა, ავესტას მითრა – პირობა, ხელშეკრულება, ინდოევროპული ღვთაება,


უწინარეს ყოვლისა მზის ღმერთი, კეთილი ძალა, ხარის მკვლელი მითრა,
ჩირაღდნოსანი, ლომისთავიანი და სხვა, კულტი ადრევე არსებობდა, მაგრამ
უზენაესი კეთილი ღმერთის რანგში ავიდა და რომის იმპერიაში გავრცელდა
მითრაიზმის სახით ახ წ ახლო ხანებში, ბევრი რამით ჰგავს ქრისტიანობას, არა
მარტო სესხების თვალსაზრისით, არამედ სოც – ეკონომიკური ვითარებით და
ადამიანთა აზროვნების მსგავსებითაც, მასთან მეტოქეობაში დიდი ბრძოლის
გადატანა მოუხდა ქრისტიანობას.

მიტროპოლიტი – ბერძნ. მეტროპოლიტეს – კაცი დედაქალაქიდან, მეტროპოლიის


სამღვდელთმთავრო მრევლის გამგებელი მართლმადიდებლური ეკლესია,
რომის პაპი, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი.

მიურიდიზმი – თათრულად ისლამის რელიგიურ – მისტიკური მიმდინარეობა,


რომლის მიზანი გიაურთა ე. ი. ურწმუნოთა, არამაჰმადიანთა გაწყვეტა იყო, ეს
რეაქციურ – ყაჩაღური მიმდინარეობა. შეიქმნა რელიგიურ – ფანატიკოსთაგან
XIX ს ჩრდილო კავკასიაში დაღესტანი, უფრო ფართო მასშტაბით მიურიდიზმი
ებრძოდა მეფის რუსეთის დამპყრობელ ჯარებს შამილის მეთაურობით, მისი
მიზანი იყო თეოკრატიული იმამატის მუსულმანური სახელმწიფოს შექმნა,
ქადაგებდა ჰაზავათს – საღვთო ომს, სუფიზმს, შარიათის დაცვას, ფანატიკოსთა
დიდი ლაშქრით ააოხრა ალ ჭავჭავაძის მამული, წაასხა ტყვეები, ითხოვდა
გამოსასყიდს.

მიცვალებულის გაპატიოსნება – ხალხთა წესი უძველესი დროიდან, ეს ხდება


დაკრძალვით რომლის მიზეზიც მრავალია, გვამის მხეცებისაგან დაცვა, მზეზე
გაჩერებით აყროლება, მშობელი მიწისათვის მიბარება რომ სული არ
დატანჯულიყო, ცოცხლები არ დაეზიანებინა და ა. შ., სამარეში ჩააყოლებდნენ
ძვირფას ნივთებს, სანოვაგეს, ფარ – ხმალს, ზოგჯერ მეუღლესაც მასთან

129
კლავდნენ, ან თვითონ იკლავდა თავს და ა. შ., დაკრძალვა ქრისტიანული წესით
არცერთ დღეს არაა აკრძალული, მაგრამ ეკლესიამ ანგარიში გაუწია ზოგ
გარემოებას, წარმართულ წესს, გადმოცემებს, ამიტომ დაწესდა დაკრძალვა
სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

მიძინება ღვთისმშობლისა ყოვლადწმინდა მარიამისა – იესო ქრისტეს მშობლის, ხალხის


მფარველ – მეოხის მარიამის მიწიერი ცხოვრების დასასრული,
მართლმადიდებლური ეკლესიის ათორმეტ დიდ დღესასწაულთაგანი,
აღინიშნება 15 – 28 აგვისტოს, ამის მიხედვით ძველ ქართულ კალენდრებში
აგვისტოს მარიამობის თვე ეწოდება და საერთოდ საქართველო ღვთისმშობლის
წილხვდომილად ითვლება, მრავალი ტაძარიც აუგიათ მის სახელზე, მარიამის
გარდაცვალების ამბავი IV საუკუნემდე ბინდით იყო მოცული, ეპიფანე
კვიპროსელი წერდა, მარიამის სიკვდილზე ცნობები არ არის, გარდაიცვალა თუ
არა, დაკრძალეს თუ არა, ტრადიცია გვეუბნება, რომ იესოს ჯვარცმის შემდეგ
დედა – ღვთისა იოანე მოციქულის სახლში ცხოვრობდა, შვილის ჯვარცმიდან
მეჩვიდმეტე წელს უდრტვინველად აღესრულა, თან სხვა მორწმუნეთაგან
განსხვავებით შვილისაკენ ისწრაფვოდა, თაყვანსა სცემდა და გადმოცემით ძეც
სულის წასაყვანად ჩამოვიდა, რის გამოც სამყოფელი გაცისკროვნებული იყო,
ასე ხატავენ დიდოსტატებიც, დაკრძალეს დავითის საგვარეულო სამარხში, 3
დღე ისმოდა გალობა, მესამე დღეს შორიდან დაბრუნებული თომა მისულა და
საფლავი ცარიელი დახვედრია, ამას თვლიან იოანეს გამოცხადების სიტყვებით
“და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა. შინა, დედოფალი რომელსა ემოსა მზე
მიძინებისა და ცად ამაღლების სახსოვრად დადგენილია დღესასწაული,
გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო გალობით, ზოგან მისი
დაკრძალვა, ამ სახარებისეულ მოვლენებს მკვლევარები უკავშირებენ
მიწათმოქმედების, ნაყოფიერების, მოსავლის წარმართულ ღვთაებებს, მაგ
იშტარს, რომელსაც ბაბილონელთა დედოფალს ეძახდნენ, მის მოგზაურობას
ქვესკნელში, დატირებას მის კუბოსთან და ა. შ., ქრისტიანულ დღედ
ჩამოყალიბდა VI ს მიჯნაზე როცა მარიამის კულტი ამაღლდა, სხვა ვერსიით
მარიამი მიიჩნიეს ქალღმერთ კიბელას ორეულად დედობისა და ხალხის
მფარველობის მსგავსების ნიადაგზე, თუმცა ასეთი ანალოგიები უსასრულოდ
შეიძლება სხვა რელიგიების ქალ – ღვთაებებთანაც, რეასთან გაიგივებული
კიბელა ღმერთების დედაა, მაგრამ მრისხანე, ლომზე ამხედრებული, ბევრი
საერთო არაფერი აქვს სათნო მარიამთან და არც კვდება მასავით, როგორც
უმართებულოდ წერენ ზოგან, მიძინებას ამ სახით მაინც არ მოეძებნება
130
ანალოგია და საერთოდ ამ სახეს პოეტურმა ფანტაზიამ ხალხის რწმენასთან
გადაჯაჭვულმა ბევრი ორიგინალური შტრიხი მისცა, რუსეთში მისი
დღესასწაული დაკავშირებული იყო მოსავლის აღებასთან, ხსნილობასთან,
ეკლესია ამ დღესასწაულს იყენებს რელიგიური მოწიწების გასაძლიერებლად.

მოგვი – ძველსპარსულად მაგუს, ბერნ მაგოს, მაგოი, ლათ – – მაგუს მაგი, 1 მაგი
ვარსკვლავთმრიცხველი, მისანი, მჩხიბავი, სიზმრის ამხსნელი ან ცრუ ბრძენი,
ქართული სახელი მოდის ძველსპარსულიდან მოგვ – ქურუმი, ბრძენკაცი,
მაგები იყვნენ ერთერთი 6 მთავარტომთაგანი, მიდიელები, ქურუმები
რომელთაც დიდი გავლენა მოიპოვეს აქემენიდების სამეფო კარზე ძ. წ. VI – IV ს,
522 წ მოგვმა გაუმატამ თავი მოკლულ მეფისწულად გამოაცხადა ბარდიად,
ტომი აჯანყდა მაგრამ თითქმის მთლიანად გაწყვიტეს, აქედან მაგოფონია –
მოგვთა გაწყვეტა, ქსერქსეს დროს ისევ აღზევდნენ ხოლო ბაბილონელთა ანუ
ქალდეველთა სამეფოში საერთოდ ვარსკვლავთმრიცხველთა ქურუმთა, ზოგად
საერთო სახელად იქცა, ესაა იგივე რუსული ვოლხვ, ფინური ველხო,
ბულგარულად ლხვა, ქრისტიანულ სამყაროში 3 აღმოსავლელი მოგვი
ხელმწიფე ოქროს ვარსკვლავს მოჰყვა და ბეთლემის ქვაბში ინახულა ყრმა იესო,
ამას მოგვითხრობს მხოლოდ მათე, იროდი მეფე მათი დახმარებით
იმედოვნებდა ყრმის პოვნას და მოკვდინებას, მაგრამ მათ თაყვანი სცეს
ახალშობილს, საჩუქრები დაუტოვეს და სხვა გზით გაბრუნდნენ, სახარებაში
არც მათი სახელებია, არც რიცხვი და არც სადაურობა, აშკარაა. შორეული
აღმოსავლეთიდან ჩამოსულან, II – III ს ორიგენმა მართებულად იმსჯელა “რაკი
საჩუქარი სამია ოქრო, გუნდრუკი და მური 3 მეფე ყოფილაომ სანევუს
სიმბოლოც ესაა და კაცთა მოდგმის სამ ნაწილად დაყოფის ნიშანიც, სამშობლოდ
ასახელებენ სპარსეთ – მესოპოტამიის მხარეს სადაც მოგვი დასაბამიდან ქურუმს
ნიშნავდა, მაგრამ უფრო სარწმუნოდაა მიჩნეული ბედნიერი არაბეთი იემენი
საიდანაც საჩუქრებით სოლომონსაც ეახლა საბაის დედოფალი, 3 მეფე 3
მოდგმის სიმბოლოა ე. ი. ყრმას თაყვანი სცა აღმოსავლური წესით მთელმა
წარმართულმა მსოფლიომ ევროპა, აზია, აფრიკა, ერთს ზანგად ხატავენ,
სახელების სხვადასხვა ვერსიები არსებობს უფრო მიღებულია კასპარი,
ბალთაზარი, მელქიორი, შეიქმნა მითები თითქოს თომამ მოაქცია, მერე აწამეს,
წმინდა ნაწილებს თაყვანსა სცემდნენ კელნის ტაძარში, საჩუქრებიც
სიმბოლურია, გუნდრუკს ღმერთს უკმევენ, ოქროთი გადასახადს იხდიან,
მურით კი ჯვარცმულ ქრისტეს სცემენ პატივს, ხელოვნებაში მრავალგზის
ასახულა, ჯოტო, ბაუსტი, დიურერი, ჰოლბაინი, კორეჯო, ატდოფერი, 2.
131
ზოგადად წინასწარმეტყველნი, რომელთაც თითქოს შეუძლიათ უშუალო
კავშირი დაიჭირონ სულებთან, ღმერთებთან, ვარსკვლავებზე ამოიკითხონ
სახელმწიფოთა, ქალაქთა, პირთა სვე – ბედი, მოახდინონ გრძნეულება,
დაატეხონ ხალხს ჭირი, დაამზადონ თილისმები და ა. შ., ეკლესია ებრძოდა
მოგვობას, ეშმაკეულთან კავშირს სწამებდნენ, ზოგიც შვიდ საიდუმლოს
უპირისპირებდა, თუმცა მასაც საფუძვლად ცრუ რწმენა უდევს, ძველ
აღმოსავლეთში დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ და თვით ქრისტიანობამაც მიიღო
3 აღმოსავლელი მოგვის თქმულება, რუსეთში ჯადოქრის, კუდიანის სინონიმად
იქცა და ბერძნებიც ცრუ მისანს მოგვს ეძახდნენ, რაც შეეხება მოგვობას, მაგიას,
ბერძნ. მაგეია მაგია ესაა ცრუ რწმენა მაგიური მოქმედებით გარემოზე
ზეგავლენის მოხდენისა, ყველა რელიგიის შემადგენელი ნაწილია და
გადმონაშთის სახით ხედავენ ზიარების, ლოცვის, მირონცხების
საიდუმლოებებში, სირთულის მიხედვით არჩევენ ასეთ დარგობრივ მაგიებს
ინდივიდუალური, ჯგუფური წესი, კოლექტიური მაგიური მოქმედებანი, შავი
მაგია ზიანის მომტანი გზნებანი ბავშვის წახდენა და სხვა, სამხედრო მაგია
იარაღის მოჯადოება, სასიყვარულო შეყვარება ან შეძულება, სამკურნალო
შელოცვები, ექიმბაშური წამლები, სარეწაო მონადირეთა მახეების მოჯადოება,
თოფის შეკვრა და სხვა მეტეოროლოგიური წვიმის მოყვანა, სიტყვის მაგია
მოჩხიბვა, შელოცვა ხალხის ცნობიერებიდან ძნელად ამოსაძირკვავი მოვლენაა,
რასაც ცოდნა და. შეგნება უნდა დაუპირისპირდეს.

მოდერნიზმი რელიგიური – რელიგიური დოგმების, წარმოდგენების , რიტუალების,


იდეოლოგიის შეგუება თანამედროვე ვითარებასთან, დროის მოთხოვნასთან,
სოც – ეკონომიკურ პირობებთან, მორწმუნეთა ფსიქოლოგიასთან, არსი მაინც
რჩება.

მოლა – არაბულად მაულა, ბატონი, მეუფე, ისლამის კულტის მსახური, უწინ


დაწყებით სკოლაში ასწავლიდა, კულტს ასრულებდა, მოსამართლის, ყადის,
ნოტარიუსის ვალსაც იხდიდა, დღეს ჩვენში მხოლოდ კულტის მსახურია,
აღმოსავლეთში მას მიაწერენ ხალხურ ნაკვესებს რითაც ძლიერ პოპულარულია.

მონანიება – იხ აღსარება.

მონოთეიზმი – ბერძნ. მონოს ერთი, თეოს ღმერთი, ერთღმერთიანობა ამა თუ იმ


რელიგიაში ერთადერთი ღმერთის არსებობა, უპირისპირდება პოლითეიზმს,
მრავალღმერთიანობას, ფორმალურად მონოთეისტურად ითვლება იუდაიზმი –

132
იაჰვე, ქრისტიანობა – მამა ღმერთი, ისლამი – ალაჰი, მაგრამ სინამდვილეში ეს
არცერთ რელიგიაში არ ხორციელდება, თვით იუდაიზმი ძველად
მრავალღმერთიანი ყოფილა, უძველესი ბიბლიური ღმერთი ელოჰიმ ღმერთები
ტექსტში შემორჩა, ქრისტიანული სამებაც სამსახოვანია, ისლამშიც მუჰამედი და
სხვა, იუდეველთა და ისლამის სარწმუნოებას შემორჩათ ტომთა ღმერთების
რწმენაც.

მონოფიზიტები – ბერძნ. მონოს ერთი, ფიზის ბუნება, დოგმატიკური თვალსაზრისი


რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია
მეორე ადამიანური რასაც აღიარებენ დიოფიზიტები, ამ ღვთისმეტყველური
თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინეპოლის არქიმანდრიტი ევტიქი,
ევტიქელები V ს ბიზანტიაში ჩასახული მონოფიზიტობა რაც ორთოდოქსიას
უპირისპირდება ქალკედონის საეკლესიო ყრილობაზე 451 წ დაგმეს, მის
მიმდევრებს დევნა დაუწყეს როგორც ერეტიკოსებს, დავა დასრულდა სირიის,
პალესტინის, იერუსალიმის, ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით
457 – 468 წ.

მორალი რელიგიური – ამა თუ იმ რელიგიის მორალი, პრინციპი, ნორმა, აღთქმა,


რომელიც ზებუნებრივის რწმენას ეყრდნობა და ყოველ რელიგიაში სიწმინდის,
სიკეთის, კაცთმოყვარეობის, თანასწორობის მიმზიდველ ცნებებს ემყარება,
მაგრამ ყოველი

მოძალადე რა სახის და ფერისაც არ უნდა იყოს იოლად ახერხებს სათნოების ნიღბის ქვეშ
იმოქმედოს, როგორც მგელმა ცხვრის ქურქში, რელიგიურ მორალში შედის
ისეთი ჩვევები რომელთაც სამოქალაქო სამართალი ამ სახით არ იცნობს, ცოდვა,
მადლი, ანათემა, სიკეთეს, ბოროტებას, ბედსა და უბედობას ყველაფერს აქ
რელიგიური შინაარსი ეძლევა, უმაღლეს მორალისტურ ღირებულებას ფლობს
ზებუნებრივი ძალა ღმერთი, ანგელოზები, მოკვდავი მათზე დაბლა დგას და
მისი როლი კნინდება უზენაესის წინაშე, უმაღლესი სანქციაც უზენაესს ენიჭება,
ადამიანი უწინარეს ყოვლისა მოვალეა მის წინაშე, მერე ხალხის წინაშე
მორალური გაორება, სათნოების საზომია ღმერთის რწმენა, მისი შიში, საიქიოს
რწმენა, იმედი სასუფევლისა, რაც ამცირებს ამქვეყნიურისათვის ზრუნვის
აქტივობის ფენომენს, თუ I პრიმიტიული ადამიანი აკრძალვას ტაბუს სახით
ახდენდა დღეს რელიგიური მორალი კლასობრივი ხასიათისაა, თუმცა
ზოგადკაცობრიულის დევიზით გამოდის, მორალი მისი იარაღია ვინც
ბატონობს, თუ გამართლებულია რელიგიური ომები ბართლომეს ღამე, ერესთან
133
ბრძოლა, ბრუნოს დაწვა, შვილისაგან მამის ღალატი და მისთანა ეს უკვე
გაბატონებული მოძალადეთა მორალია და არ შეიძლება ერთგვაროვანი,
საყოველთაოდ მისაღები იყოს, ის ატარებს ფარისევლობის იერს, , მორალი ვერ
სპობს მექრთამეობას, ღალატს, გამოძალვას მომხვეჭელობას, გახრწნილობას და
სხვა მარადიულ ნეგატიურ მოვლენებს თუმცა ასეთი პრეტენზია აქვს რაც
ფსევდოჰუმანურია, ყალბია და სიცრუეზეა აგებული ის წარმავალია რა
მაღალფარდოვანი სიტყვებითაც არ უნდა. შეინიღბოს და არ დაგმოს
მოპირდაპირე რელიგიები, იდეები, მოვლენები, დღეს რელიგიური მორალის
მოდერნიზაცია ხდება, მაგრამ მისი არსი უცვლელია, მორალთან
შეუთავსებელი, ეს უკანასკნელი კი ყალბია.

მორმონები – ბიბლიურად მორმონიდან ინგლისურად მორმონ – უკანასკნელი დღის


წმინდანები, იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, უკანასკნელი დღის წმინდანებად
ცნობილი მორწმუნეები, რომელთა სექტაც დააარსა ჯონ სმიტმა 1805 – 44
წლებში 1830 წ ამერიკაში, ჯონ ჯოზეფ სმიტი იყო გაუნათლებელი, თაღლითი,
განძთა აღმომჩენი, გაკოტრებული ბანკირი და ამერიკის პრეზიდენტობის
კანდიდატიც კი, მან მიითვისა ვინმე სოლომონ პოლდინგის გამოუქვეყნებელი
რომანი აღმოჩენილი ხელნაწერი, მოახდინა მისი სპეკულაცია ვითომ ნიუ –
იორკის შტატის ერთ კლდეში მიეგნოს უძველეს ებრაელთა ნაქონი
ბიბლიისათვის, რომლის ავტორია უკანასკნელი წინასწარმეტყველი მორმონი,
აქედან სექტის სახელი, სმიტმა ეს ოქროს წიგნი ჩამწერს უკარნახა, შემდეგ ის
თითქოს გაქრა, ანგელოზებმა მოიპარეს, პლაგიატი საქვეყნოდ გახმაურდა,
თუმცა რომანის ხელნაწერი გარდაცვლილი ავტორის ნათესავებს მოპარეს,
მაგრამ ამან მორმონები ვერ შეაშინა, ფანატიკოსთა ბრბო ადიდებდა სმიტს ახალ
წინასწარმეტყველსს რომელსაც ამერიკაში უნდა. შეექმნა ახალი ისრაელი
ათასწლოვანი სამეფო, მან განაცხადა რომ ეჩვენა იოანე ნათლისმცემელი,
უბრძანა შეექმნა აარონის ბირთვი, რომელსაც შემდეგ დაევალა მეათედის,
მორმონთა მთავარი შემოსავლის შეკრება, სმიტმა ძველ პატრიარქთა მიბაძვით
შემოიღო მრავალცოლიანობა, რომელსაც კონგრესი უშედეგოდ ებრძოდა,
ორჯერ აიკრძალა 1890 წ კანონით, ამ ნიადაგზე მოხდა. შეტაკება მილიციასთან,
სმიტი და მისი ძმა პატრიარქი ჰირენი შეიპყრეს, ხალხმა ორივე დახვრიტა,
სექტამ ქ ნუვუში ააგო სიონი, თუმცა გაცლა ებრძანათ, სექტას სათავეში ჩაუდგა
იონგი რომელიც 33 წელი განაგებდა მას, გარდ 1877 წ, გამოეყო ჯოზეფიტების
სექტა მოკლულ ჯოზეფ სმიტის შვილის მეთაურობით, დასავლეთში
განდევნილმა მორმონებმა სამოსახლო შექმნეს მლაშე ტბის მხარეში სოლტ ლეიქ
134
სიტი იუტის შტატში, რომელიც კონგრესმა მათ მიაკუთვნა და სექტის
პრეზიდენტი იმავე დროს გახდა. შტატის გუბერნატორი, ჩინებულად
დაამუშავეს მიწა, ააშენეს ახალი იერუსალიმი, დაამკვიდრეს
მრავალცოლიანობა, დააწესეს საკუთარი მმართველობა და ღერბი სპილენძის
ფუტკარი, ათი ათასობით ინგლისელი მიაწყდა იუტას სადაც შექმნეს
ავტონომიური თეოკრატიული მთავრობა განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს
პრეზიდენტს, ახალ წარმართთა წინასწარმეტყველსა და იმავე დროს
ნათელმჭვრეტელს, რომელსაც ჰყავს 2 თანაშემწე, 70 მოწაფე, მათი მოძღვრებით
არსებობს მრავალი ღმერთი, უზენაესია ანდროგენი, რომელიც ცხოვრობს
ცთომილ კოლუბზე, თვითონ თაყვანს სცემენ დედამიწის ღმერთს, რომელსაც
ვენერასთან შეუღლებით ეყოლა ბოროტი სული ლუციფერი, ქრისტეს რომ შეება
და მიქელანგელოზმა კაცთა ტომის მამამთავარმა დაამარცხა, სამებას ცნობენ
ოღონდ მამასა და ძეს, ხოლო სულიწმინდა მათი ენერგიის გამოვლინებაა,
ქრისტიანები სულიწმინდის თაყვანისმცემლები ათეისტები
კერპთაყვანისმცემლები არიან, მეორე მხრივ არსებობს მხოლოდ მატერია, სხვა
ყოველივე ატომთა გროვაა, ცოდვაა არა უფლის წინაშე ურჩობა არამედ სექტის
პრეზიდენტის წინაშე ურჩობა, დანაშაული კი ეჭვი, ქალს ნება ეძლევა კავშირი
იქონიოს ქმართან და სულთან ე. ი. პრეზიდენტთან და მის თანაშემწეებთან,
ამით მრავალცოლიანობას დაემატა მრავალქმრიანობა, სწამთ ეშმაკის განდევნა,
მკურნალობა ხელდასხმით, აქვთ წარმართული და ქრისტიანული წესები,
ბრალი ედებათ ადამიანის მსხვერპლად შეწირვაში, ცნობილი არიან
ბარბაროსული სისასტიკით, 1857 წ იონგის ბრძანებით მაიორმა ლიმ უწყალოდ
დახვრიტა დასავლეთში მიმავალი უიარაღო ხალხი, 200 ქალი და კაცი, ხოლო
როცა 2 წლის შემდეგ გენერალმა კავტონმა მათი ჩონჩხების სამარხზე ძეგლი ააგო
სათანადო წარწერით იონგმა ის დაანგრია და დაუსჯელი დარჩა, ხალხი იუტის
შტატში ცახცახებს ფარული მკვლელობის შიშით, შურისმგებელი ანგელოზები
მსხვერპლს დაეძებენ, მორმონები თავს თვლიან რჩეულ ხალხად, ადამიანთა
გაბედნიერების მისიას ითვისებენ და ხოცავენ ყველას ვინც ამ პროგრესის გზაზე
გადაუდგებათ, 7 საიდუმლოდან ცნობენ ნათლობას და სინანულს, ყავთ
პროკურორი, ეპისკოპოსი, საბჭო, მისიონერები, მარტო ა. შ შ – ში ყავთ 3
მილიონი წევრი, გავრცელებულია კანადაში, მექსიკაში, გერმანიაში,
სკანდინავიაში, ინგლისში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, ახ ზელანდიაში, სექტა
რომლის ბიბლია ყალბი და ნასხვაურია კიდევ 1 მაგალითია იმისა, რომ ყოველ
განდგომილ ავანტიურისტს მეოცნებეს შეუძლია. შექმნას ახალი სექტა.

135
მოსავლის დღესასწაული – ცნობილია ყველა მიწათმოქმედი ხალხის კულტურულ
ისტორიაში, მითოლოგიაში, დაკავშირებულია მიწათმოქმედების მთავარ
ღვთაებათა სახელებთან, იმართებოდა სხვადასხვა დროს, ოსირისის, კიბელეს,
დემეტრეს და პერსეფონეს დღესასწაულები, ელევსინიები, თორი, პერუნი,
მარიამი, ახალ დროში ასე უწოდებენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან
დღესასწაულს ზოგ მიმდინარეობაში, ბაპტიზმი, ევანგელისტები,
ადვენტისტები, აღინიშნება უფრო სექტებში, როგორც მოსავლიანობის
დღესასწაული უხსოვარი დროიდანვე ცნობილია, მაგრამ რელიგია მუდამ თავის
დღეობებს უკავშირებდა და მეტი მოსავლის მიღების, გამდიდრების წყაროდ
იყენებდა, როგორც ყოველი გაბატონებული კასტა ყოველ დროში აქაც ასეა
მოსავლის აღებაში უფლის მოსავალი იგულისხმება როგორც სამწყსოში მრევლი,
აქაც ასეა მოსავლის აღებაში უფლის მოსავალიც იგულისხმება, კერძოდ
მისიონერების საქმიანობა, მთავარია მადლობა უფლისადმი მიღმაქვეყნიური
ცხონებისათვის რასაც ამქვეყნიური ცხოვრება და სიმშვიდე ეწირება, მოსავალს
ღმერთი იძლევა ადამიანის სიბეჯითით, მორწმუნეთა მოზიდვაც მოსავლად
ითვლება.

მოღვაწე – ასკეტი.

მოყვასის სიყვარული – გიყვარდეს მოყვასი შენი, ქრისტიანული აღთქმა ერთერთი


ძირითადი რელიგიურ – მორალური მცნება, ფიქსირებულია ძველ და ახალ
აღთქმაშიც, “ხოლო იესომ რქვა მას, შეიყვაროსდ უფალი ღმერთი შენი” ესე არს
დიდი და I მცნება და II მსგავსი ამისი “შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი
თვისი”, მისი არსი ისაა რომ სახარება ამას ქადაგებს არა უშუალო
კაცთმოყვარეობის არამედ უფლისადმი ერთგულების და საკუთარი ხსნის
რწმენის მოსაზრებით, ღმერთი საკუთარ თავზე მეტად უნდა გიყვარდესო,
ხოლო ამ სიყვარულის კლასიკური მაგალითია აბრაამის მიერ ღმერთისათვის
ღვიძლი შვილის შეწირვის თანხმობა, შვილისაგან მამის ხოლო მამისაგან
შვილის გაწირვა კი რა იდეისა და მორალისთვისაც არ უნდა იყოს რეაქციულად
ჟღერს, “გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხებდით მწყევართა თქვენთა”,
ეს აქრობს მტერთან ჩაგრულთა ბრძოლის სულისკვეთებას, მარამ ყველაზე
უფრო მძიმე ბრალდება ისაა რომ თვით კლირი არ ასრულებდა ამ მცნებას,
თესავდა სიძულვილს ერეტიკოსთა, მთელი ხალხების წინააღმდეგაც კი,
კათოლიკური ეკლესიის სახელით ეწყობოდა რელიგიური ომები, ჯვაროსნული
ლაშქრობანი, ათასობით ადამიანის წამება, ეს ქრისტიანული სიყვარული არაა.

136
მოციქულები – ბერძნ. აპოსტოლოს დესპანი, ელჩი, შუამავალი – ქრისტეს რჩეული
მოწაფეები, უახლოესი თანამგზავრები, მისი კოლეგიის 12 წევრი, I
ქრისტიანული თემობის ბირთვი, პირველად სიმონ რომელსაც ეწოდა პეტრე და
ანდრია ძმა მისი, იაკობ ზებედესი და იოანე ძმა მისი, ფილიპე და ბართლომე,
თომა და მათეოს მეზვერე, იაკობ ალფეზი და ლიბეოზ, რომელსა ეწოდა
თადეოზ, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა გასცა იგი, ეს
ათორმეტნი წარავლინა იესომ, რიცხვი 12 საკრალურია იაკობის 12 შვილისა
რომელთაც დასაბამი მისცეს უფლის რჩეული ხალხის 12 ტომს რუბენი, სიმონი,
ლევი, იუდა, ისახარი, ზაბულონი, დანი, ნეფთალინი, გადი – გაადი, ასერი –
ასირი, იოსები, ბენიამინი, ლიას, რაქელის და მათი მსხვერპლებისაგან,
ქრისტეს მოციქულები ახალი რჩეულნი არიან და ევალებათ სნეულთა
მკურნალობა, ეშმაკთა განსხვა, კეთროვანთა განწმენდა, მკვდართა აღდგინება,
შემდეგ ქრისტემ აარჩია კიდევ 70 სხვა მოწაფე, ეს რიცხვიც სიმბოლურია,
დაკავშირებულია კაცთა მოდგმის ბიბლიურ სისრულესთან, ეკლესიასთან
როგორც ესქატოლოგიურ მეორედ მოსვლის ციურ იერუსალიმთან, 12
მრავალგზის გაანგარიშებული ოდენობაა, იერუსალიმის 12 ჭიშკარი, 12
კედელი, 12 საძირკველი, თითო საძირკველზე დაფუძნებულია 12 სამოციქულო
ტაძარი, იოანეს გამოცხადების 12 ძვირფასი ქვა, 12 ნიშანი ზოდიაქოსი,
წარმართულ – ბარბაროსული გაანგარიშებანი 12 ღმერთი საბერძნ. ეთისა და
რომისა, 12 ზოდიაქო, 12 მცირე წინასწარმეტყველი, 12 რაინდი ართურის
მრგვალი მაგიდისა, 12 თვე, 12 – 12 საათი დღეღამისა და ა. შ., ატრიბუტებად
მოციქულებს აქვთ ძირითადად იარაღები, რომლებითაც აწამეს, პეტრეს,
ფილიპეს, სიმონს, თადეოზს ჯვრები – ჯვარცმა, პავლეს, იაკობ მცირეს, მათეს
მახვილები, იაკობ უფროსს კომბალი, თომას შუბი, იოანე ღვთისმეტყველს
ფიალა საიდანაც ამოდის გველი, ლოცვით გააუვნებლა. შხამი, ან წიგნი პატმოსე
და სხვა, ასევე დიურერის დიპტიკზე, პავლეს იქსის ფორმის ჯვარი, იუდას
ქისა, ასეა ძირითად კათოლიკურ იკონოგრაფიაში, პირადი გამოსარჩევი
ნიშნებიდან წვერი თადეოზს, სიმონს, ანდრიას, ბართლომეს, იაკობს, მათეს,
ხელოვნებაში მოციქულები მრავალგზის ასახულან, ფრესკა, ხატი, ჯვარი,
ტილო, მოზაიკა, კარტონი, ცნობილია სოფიის ტაძრის მოზაიკა კიევში 1108 წ,
ბიზანტიელ ოსტატთა ხატი XIV ს მოსკოვი, დიურერის მოციქულება მიუნხენი
ძველი პინაკოთეკა 1526 წ, რაფაელის კარტონები თევზის ჭერა, ლეონარდოს
საიდუმლო სერობა, IV ს უკვე ასახულია ყოველნაირად სარკოფაგებზე 400 წ, ,
ნიშნებიდან პეტრე წვეროსანი, ჯანიანი, ზოგჯერ პაპის სამოსით, 1 ან 2
გასაღები, კვერთხი ან ჯვრიანი არგანი, პავლე მელოტი, გრძელი მუქი წვერით,
137
უჭირავს წიგნი, ნიშანი მისი განსწავლულობისა და XIII საუკუნიდან მახვილი
რითაც მოკლეს, ანდრია მოციქულთა მეფის პეტრეს ძმა მოხუცი გრძელი
წვერით, ანდრიას ჯვარცმით, იაკობ უფროსი მავრებისაგან ესპანელთა
მფარველი დაკრძალული სანტ იაგო დე კომპოსტელაში ყარიბი კვერთხით,
მოგზაურის ქუდით, მახვილით რომლითაც თავი მოჰკვეთეს, იოანე ქრისტეს
საყვარელი მოწაფე ახალგაზრდა უწვერულვაშო, ვერ იმოქმედა. შხამმა, ვერც
მდუღარე ზეთმა რომელშიაც ხარშავდა დომიციანე, წიგნი, ფიალა, ფილიპე –
ჯვარცმით, თომა. შუბით ან კუთხის საზომით რადგან ინდოეთში სასახლეს
აშენებდა, ხუროთმოძღვართა მფარველი, მათე მახარობელი მახვილით ან შუბ –
ნაჯახით, რითაც ეთიოპიაში აწამეს, იაკობ უმცროსი კომბლით სცემეს, ჩაქოლეს,
სიმონ კანანელი ანუ ზელოტი ხერხი, გადახერხეს, თადეოზი – იშვიათად
ხატავენ, კომბალი უჭირავს, მათეასი იშვიათად ნაჩვენები გვიანმოწოდებული
ნაჯახით, იუდა ქისით, ეს მქადაგებლები სოფლიდან სოფელში რომ დადიოდნენ
ავრცელებდნენ ახალ მოძღვრებას, მიმართავდნენ ეპისტოლეებით ქალაქებსა და
პიროვნებებს ახალი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე, ასე გაჩნდა. შემდეგ
ეპისტოლეები პეტრესი, პავლესი და სხვათა, რომაელთა, კოლაელთა,
ეფესოელთა მიმართ და სხვა, შემდეგ მქადაგებელთა რიცხვი შემცირდა,
დადგინდა 12 მოციქული ქრისტეს მიერ არჩეული მოწაფეებისა, “თქვენ
მეგობარნი ჩემნი ხართ ყოველი, რამდენი მესმა მამისა ჩემისაგან გაუწყეთ
თქვენ”, ჯერ ცხოვრების შუაგულში ატარებდა, უხსნიდა, მერე დაიწყო
საქადაგებლად გაგზავნა, სახლში რომ შევიდოდნენ უნდა ეთქვათ “მშვიდობა
სახლსა ამას”, ეკლესიამ 12 , მოციქულს შეუფარდა 12 ზოდიაქო, ვერძი პეტრეს,
კურო ლუკას, ტყუპი თომა მარჩბივს, კირჩხიბი სიმონს, ლომი მარკოზს,
ქალწული იოანეს, სასწორი მათეს, ღრიანკალი იაკობს, მშვილდოსანი
ბართლომეს, თხის რქა პავლეს, თევზი ანდრიას, მოციქულებს ხატავდნენ
ჯოტო, ლეონარდო, ტინტორეტო და სხვა კორიფეები, ბევრი მათგანი რეალური
პიროვნება მოხეტიალე მქადაგებელი იყო და მათი მითიზაცია იწყება იქ სადაც
წმინდა სასწაულებზე გადადიან.

მოხსენება – აღაპი.

მრევლი – უდაბლესი საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს


კრებული მღვდელი, დიაკონი, მეფსალმუნე, მნე, აგრეთვე მორწმუნეთა
თემობა, რომლის ხარჯზეც ის ცხოვრობს, ცენტრია ეკლესია, სათავეში დგას

138
საბჭო, საზღვრებს ადგენენ ტერიტორიების მიხედვით , სამრევლო სკოლა –
დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი.

მრწამსი – ქრისტიანული რწმენის არსის გამომხატველი ლოცვა, საწყისი სიტყვებით


მწამს ერთი ღმერთი და ერთი უფალი იესო, და ჯვარს ეცვა ჩვენთვის და აღსდგა
მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცად.

მსგეფსი – ძველი ქართული შვიდეული დღეთა, სწორით სწორი, საბა, დღეისწორს


დროის მონაკვეთი სწორით სწორამდე, კვირა, წელი, წელიწადსა ერთსა
მსგეფსსა აქავ ქვაბსა მომნახვიდე შოთა, შურის კვირა, ხსნილის კვირა როცა
მარხვა აღარაა.

მსოფლიო საეკლესიო საბჭო – ეკუმენისტური მოძრაობის უმაღლესი ორგანო, შეიქმნა


1948 წ ამსტერდამში I ასამბლეაზე, მისი მამოძრავებელი ძალები იყო 3
პროტესტანტული მიმდინარეობა რწმენა და წესრიგი, ცხოვრება და მოღვაწეობა,
მისიონერობა, იდეა ამაღლებულია ყოველი ქრისტიანული მიმდინარეობის
შესწავლისა და. შეძლებისამებრ შეთანხმების შედეგად შეიქმნა პრაქტიკულად
ერთიანი მსოფლიო სულისკვეთება ერთი რწმენა და მმართველობის საერთო
ორგანო, 1975 წ ასამბლეის IV სხდომაზე უფსალაში წამოჭრილი იდეა ეკლესიის
განახლებისა გამოძახილს პოულობს V ასამბლეაზე ნაირობი, მერე მასაჩუსეტში
რწმენა, მეცნიერება და მომავალი, კონფერენცია. შეეხო ისეთ გლობალურ
პროგრამებს როგორიცაა განიარაღება, ეკოლოგია, სამეცნიერო პროგრესი, ეს
ახალი ძლიერი ორგანო აერთიანებს 360 მილიონ მორწმუნეს ასი ქვეყნიდან 300
რელიგიურ გაერთიანებას, მასში შედის საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიაც, მთავარი პრინციპია ეკუმენისტური მოძრაობა ამაღლდეს.

მსხვერპლშეწირვა – ყველა რელიგიისათვის ანიმიზმის ჟამიდან განვითარებული და


დამახასიათებელი წესი რაიმე მსხვერპლის შეწირვისა ღმერთების, სულების
მოსამადლიერებლად, მიცვალებულთა მოსახსენებლად, ცხოვრების სხვადასხვა
შემთხვევებთან დაკავშირებით პირუტყვის დაკვლა, საკმევლის კმევა, ზედაშეს
წაქცევა, სანთლების დანთება, ფულის ან ოქრო ვერცხლის შეწირვა, ეს იყო
ადამიანის უმწეობის გამოხატულება ბუნების ძალთა, სენთა, სიკვდილის
წინაშე, უძველესი დროიდან იყო სისხლიანი ან უსისხლო ვარდის შეწირვაც კი,
ზოგჯერ ღმერთს ატყუებდნენ რომაელები აღუთქვამდნენ სამ სულს შეგწირავთო
და სამ ვარდს შესწირავდნენ, საშინელი წესი არსებობდა ზოგ ძველ ხალხში
ასირია, ეგვიპტე , აცტეკები ადამიანის შეწირვა ტყვეთა, ამორჩეულთა, ზოგჯერ

139
მეფისწულთაც კი, მისნის რჩევით, ადამიანი ეწირებოდა ბაალს, ბელონას,
ლიკეის ზევსს, ლევკასის აპოლონს, იუპიტერს, ლარების დედას, მოლოქს,
ინკების სულებს, რომში ხდებოდა დიდი მსხვერპლშეწირვა ჰეკატომბა 100 ხარის
დაკვლა, იერუსალიმის ტაძრის კურთხევაზე დაიკლა 22 000 ხარი და 120 000
ცხვარი, ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში შემოღებულია მსხვერპლშეწირვა
ცეცხლით, კელაპტრები, საკმეველი, მსხვერპლს სწირავენ ალავერდში,
ილორში, ლომისაში, ლაგვირკაში თელეთობაზე, შამანობამ სამისნოებმა,
ტაძრების სისტემამ უფრო გაართულა და გაამრავალფეროვნა მსხვერპლშეწირვა,
შამანები და ქურუმები მსხვერპლის რჩეულ ნაწილს ითვისებდნენ საკლავს თუ
ფულს, დიდი იყო ფანტაზიის როლი ციურ ღმერთებს თეთრ ქვესკნელისას კი
შავ საქონელს სწირავდნენ.

მტკიცებანი – საბუთები უფლის ყოფიერებისა, იდეალისტურ – ღვთისმეტყველური


საბუთები რომელთა მიზანია ღმერთის არსებობის დამტკიცება თეორიულ –
ფილოსოფიური საბუთებია ძირითადად ასეთი, 1 ონტოლოგიური საბუთი –
ბერძნ. ონტო არსებობა, ლეგო ვამბობ, ღმერთის როგორც აბსოლუტური
არსების მტკიცება, წამოაყენეს ავგუსტინემ და ანსელმმა, განავითარეს რ
დეკარტემ და ლაიბნიცმა, ღმერთი განსახიერებაა ყოველი სრულყოფილებისა,
არსებობაც სრულყოფილებაა, მაშ ღმერთი არსებობს, 2 კოსმოლოგიური საბუთი
– ყოველგვარ მოძრაობას აქვს რაღაც მიზეზი, აღმძრავი, მხტუნავი წერტილი და
რაკი საგნებში მისი პოვნა. შეუძლებელია მაშ არსებობს ღმერთი და განაპირობებს
ყველა მოძრაობას, მაგრამ მოძრაობა. შედეგია მთლიანისა და მოპირდაპირეთა
წინააღმდეგობისა რისთვისაც ღმერთი არაა აუცილებელი ამბობს
მატერიალიზმი, 3 სტელეოლოგიური ბერძნ. სტელეოს – ბოლო ლოგოს სიტყვა,
მოძღვრება საბოლოო მიზანზე, ყველაფერი ბუნებაში ლოგიკური,
კანონზომიერია და მიზანშეწონილი, რაც შეიძლება მხოლოდ ღმერთის
არსებობით აიხსნას, დარვინმა ახსნა რომ სახეები არსებობისათვის ბრძოლაში
ვითარდებიან, მცენარეთა სამყაროც მუდმივ ეოლუციას განიცდის და მათ
ღმერთი არ აწესრიგებს, 4 მორალური საბუთი რაც კანტმა აბსტრაქტულ –
იდეალისტური პოზიციიდან წამოაყენა, მორალური წესრიგის შემოქმედი და
მოთავეა ღმერთი, სხვა ძალა გამორიცხულიაო, მაგრამ მორალი ხომ დროის
პროდუქტია მიწიერი და არა ციური ფენომენი, 5 ვოლუნტარისტული – ლათ
ვოლუნტარიუს ნებისყოფისმიერი, შეხედულება რომლის მიხედვითაც
ყოველივე არსებულის განვითარების საფუძველია არა გონება არამედ ნებისყოფა,
რელიგიაში ამ აზრით განავითარეს, ადამიანი შეიცნობს ბუნებას, მაგრამ
140
ყოვლისშემძლე არაა, მაშასადამე არსებობს რაღაც ყოვლისშემძლე ღმერთი
რომელიც ნებისყოფით სრულყოფს ყოველ არსს, ამაზე მატერიალისტები
პასუხობენ თუ ადამიანი ყოვლისშემძლე არაა კაცობრიობას უსასრულოდ ბევრი
შეუძლია და არა აქვს საზღვარი მის განვითარებას, 6 ემოციურ – ფსიქოლოგიური
საბუთი, მორწმუნეს აქვს განცდა ღმერთისა, მაშ ის არსებობს, დიახ მორწმუნე
განიცდის, მისი განცდა არსებობს, მაგრამ არა ობიექტი ესაა განცდა
გადმოცემითი, შთაგონებითი, 7 და ბოლოს რაკი ამ მტკიცებებს პასუხი
მოეძებნებათ რელიგია ქადაგებს უნივერსალურ არგუმენტს, ღმერთი ეცხადება
ადამიანს მაშასადამე არსებობს, ეს გამოცხადებაა მისი შეცნობის წყარო, იოანეს
გამოცხადება ბიბლიური.

მუზეუმი – ბერძნ. მუსეიონ – მუზების სახლი, ლათ მუზეუმ ისტორიული ნივთების,


ძეგლების, მასალების საცავი, საჩვენებელი, ისტორიული, ეთნოგრაფიული,
ხელოვნებისა, მაგ ვატიკანის მუზეუმმი პრადო, ერმიტაჟი, რელიგიის და
ათეიზმის ისტორიის მუზეუმი დაარსდა 1932 წ ლენინგრადში, ყოფილი ყაზანის
ტაძრის შენობაში, სადაც თავს იყრის უამრავი მასალა და გამოდის სამეცნიერო
შრომები, არის ლვოვშიც.

მუფთი – არაბულად მუფტი უმაღლესი სასულიერო პირი მუსულმანურ რელიგიაში,


ყურანის განმმარტებელი, იურიდიული უფლებებით აღჭურვილი გავლენიანი
პირი.

მუჩტახიდი – არაბულად ჯახადა სწავლა, ისლამის განსწავლული ღვთისმეტყველი.

მუჰამედი 570 – 630 წ, მაჰმადი, მოჰამედი მუსულმანთა უდიდესი წინასწარმეტყველი


და ნათელმჭვრეტელი, ალაჰის გამოგზავნილი დედამიწაზე ახალი დიდი
რელიგიის საქადაგებლად, ყველასათვის ესაა ისლამის დამფუძნებელი და
ყურანის ავტორიც, თუმცა ამ წმინდა წიგნში როგორც მაჰმადიანები ეძახიან
კვალიც არა ჩანს მისი სარწმუნო ბიოგრაფიისა, იყო ნახევრად მითოლოგიური
პიროვნება, უწინ წარმართული სარწმუნოების მიმდევარი, ღარიბი, ხაშიმის
ტომისა, ადრე დაობლებული, მწყემსი, ქარავნის გამყოლი, აქლემთა გამრეკავი,
მერე მდიდარი ქვრივი შეირთო და გახდა ვაჭარი, თან უარყო ჰანიფიმიზმი და
610 წ დაიწყო ახალი რელიგიის ქადაგება, მექაში დაბადებულმა იქ რელიგიური
განხეთქილების გამო ვერ გაიმარჯვა და გადავიდა მედინაში, სადაც მრავალი
მიმდევარი შეიძინა, ჰიჯრამ გადასახლებამ მექადან მედინაში უჩვეულო
წარმატება მოუტანა, ის გახდა იბრაჰიმის ჭეშმარიტი სარწმუნოების

141
დამამკვიდრებელი, მაუწყებელი ალაჰის ნებისა, რაც თითქოს ზეცით უკარნახა
უზენაესმა ღმერთმა ალაჰმა როგორც ბიბლია იაჰვემ, მუსულმანები ჰიჯრას
უყურებენ როგორც გაქცევას, როგორც დავითის და მოსეს გაქცევას ისრაელები,
მოჰამედი გახდა ახალი სახელმწიფო წყობილების დამაარსებელი და სარდალი
რომელმაც დაამარცხა მოწინააღმდეგეები და ზეიმით შევიდა მექაში, იბრაჰიმის
აშენებულ ქააბას აღმადგენელია წარმართებს რომ ცრუ წარმართი ღმერთების
სადიდებლად ექციათ, როგორც მეკერმეებს იერუსალიმი სავაჭრო სახლად, ეს
მოხდა 630 წ ჰიჯრადან 8 წლის შემდეგ, მითიური ელემენტები შეიცავენ მეტ
სასწაულს, სინამდვილე გაზღაპრებულია, მუჰამედის ბიოგრაფიაში რაც
ხალიფის ბრძანებით დაწერა ერთმა მედინელმა იბნ იცჰაკმა VIII ს, არსებობს
ლეგენდა მუჰამედის იერუსალიმს შესვლაზე და სხვა, გარდაიცვალა მედინაში,
მუსულმანები ზეიმობენ მის აღდგომას, თვით ყურანი მას სასწაულთმოქმედად
არ თვლის, სასწაულია თვით ყურანი.

მღვდელი – ქრისტიანული სარწმუნოების კულტის მსახურის წოდება, ოფიციალური


პრესვიტერი ბერძნ. ულად, იერეი, ბერძნ.

ჰიეროს – წმინდა, მრევლის თავი, უფლებამოსილი რომ ჩაატაროს ყველა საიდუმლო


წესი მღვდლობის გარდა.

მღვდლობა – ქრისტიანული საიდუმლოს შვიდ მთავარ საიდუმლოთაგანი, რომლის


საშუალებითაც ადამიანს ენიჭება საპატიო წოდება მღვდლისა, პრესვიტერისა,
ეპისკოპოსისა, საიდუმლო ცერემონიალის აზრი ისაა, რომ ვისაც
მღვდელთმთავარი ხელს დაადებს სათანადო კურთხევით იმის თავზე გადმოდის
უზენაესის მადლი ციური და ხდება. შუამავლად ღმერთსა და კაცთა. შორის, აქვს
3 საფეხური დიაკვნის, პრესვიტერისა და ეპისკოპოსისა, პირველს მადლი
გადაეცემა ნაკლები ძალისა, მეორეს მეტი და უმაღლესი ეპისკოპოსს,
მღვდლობის საიდუმლოდ ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ ეპისკოპოსს, ხოლო
ეპისკოპოსის მიმართ ეპისკოპოსთა კრებას, მღვდლად კურთხეულს აქვს
უფლება ექვსივე საიდუმლოს მოხდენისა და მრევლის ცხოვრების მორალურ –
რელიგიური გაძღოლისა, მღვდლობის ნაცვლად და იმავე მნიშვნელობით
ზოგჯერ ხმარობენ ქურუმობას რადგან ქურუმი იერერი ბერძნ. ჰიეროს
საერთოდ მღვდლის სინონიმია როგორც მართლმადიდებელთა ასევე რომის
კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც პაპს უზენაეს ქურუმსაც უწოდებენ, , , , , , ,
ქურუმი უფრო ძველი, პოეტური სიტყვაა.

142
მცნებანი – იხ 10 მცნება.

მცხეთობა – ახალი ტრადიციული დღესასწაული ქ მცხეთაში, იმართება ყოველ 13


ოქტომბერს 1979 წლიდან, თავს იყრის დიდძალი ხალხი, იმართება დღეობა,
ღირსშესანიშნავი ზეიმები პირადი ცხოვრებისა, თეატრონი, სანახაობანი, ცეკვა
– თამაში, სპორტული ასპარეზობა, კინოფილმების ჩვენება, მცხეთის საპატიო
მოქალაქეთა არჩევა.

მწამს რადგან აბსურდია – ლათ კრედო ქვია აბსურდუმ, ცნობილი ხატოვანი თქმა დიდი
საეკლესიო მწერლის ტერტულიანისა 160 – 220 წ, ძირითადი აზრია, ადამიანი
უძლურია ჩასწვდეს საეკლესიო სიბრძნეს, უნდა იწამოს უკრიტიკოდ და
უპირობოდ, შეიცავს ირონიას.

მწვალებელი – ძველქართულად განწვალება, ერესი, განდგომა, ერეტიკოსი, ვინც


არსებულ სარწმუნოებას არ ცნობს, აყენებს მწვალებლურ თვალსაზრისს.

მწვანე დღესასწაულები – ძველ სლავთა წარმართული დღესასწაულები, გაზაფხულის


სიმწვანე შეუფარდეს სამების შაბათს, აღდგომის შემდგომი მეშვიდე კვირის
ხუთშაბათს, იმართებოდა სმა და ღრეობა, იყო შემოსავლის წყარო, რასაც
ყოველი დროის გაბატონებული კასტა უკავშირებს მშრომელთა გამოძალვასა და
ამა ქვეყნის ძლიერთა გამდიდრებას, რაღაც ამქვეყნიური თუ მიღმაქვეყნიური
ბედნიერების ამაო აღთქმით.

მწუხრი, მწუხრის ლოცვა – დიდი და მცირე შებინდებისას, კვირა დღეების წინა საღამოს
სადაგ დღეებში მცირე, დიდ დღესასწაულზე კი დიდი.

მხეცობა რელიგიური – ურჯუკობა.

ნათელი კვირა – 7 დღე, აღდგომის დღეები კვირაცხოვლობამდე, .

ნათლისღება – ნათლიღება, ნათლობა უფლისა, 1 ქრისტეს ნათლობა წმინდა მდ


იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან, წინამორბედის, როცა თავზე წყლის
დასხმით იოანემ ძე უფლისა აკურთხა, 30 წლის იესო წყლიდან გამოვიდა,
სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა თავზე და ციდან გაისმა ხმა “ესე არს ძე
ჩემი რომელ სათნო ვიყავ”, ქრისტეს ღვთაებრიობის ამ დასტურით და მტრედის
მოვლინებით პირველად მოხდა სამების, სამერთარსების გამოცხადება, 2 ამ დიდ
ქრისტიანულ მოვლენასთან დაკავშირებული დღესასწაული, სამგვარად უფლის
გამოცხადება, სვანურად განცხდა, წყალკურთხევა, ქრისტიანულად ერთი

143
უდიდესი საიდუმლოება, შვიდთაგანი, ტარდება 6 – 18 იანვარს, გამოცხადება
ეწოდა ზეცით უფლის ხმის და მტრედის მოვლინების გამო, აქედან
სანათლისღებო, საწყალკურთხევო, სანათლისღებო მარხვა, ამ დღეს როცა იოანე
წინამორბედმა ნათელი სცა იესოს იორდანესა. შინა და იქვე დაგმო სადუკეველნი
და ფარისეველნი ნაშობნი იქედნესანი, ამ საიდუმლოს თეოლოგიური აზრი ისაა,
რომ ადამიანი სულიერად იბადება და. შეწყნარებული იქნება წმ ეკლესიის
წიაღში, საღმრთო საიდუმლოს მირონცხების სახით ადამიანს ამ დღეს ენიჭება
საღმრთო მადლი და განმტკიცდება მისი შემდგომი ცხოვრება, ეკლესიებში
ხდება იორდანეს წყლის კურთხევა, მოსხურება, იორდანობაც აქედანაა,
ეკლესია ამ დღესასწაულს რელიგიური რწმენის განსამტკიცებლად იყენებს, ამ
მოვლენებთან კავშირშია ნათელმირონობა სინაობა ბავშვის მშობელსა და
ნათლიას შორის დამყარებული ნათესაური კავშირი, რასაც ეკლესია დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს.

ნათლისცემა – ნათლისმცემლობა რუს ივან კუპალა, ცერემონიალის დროს გამვლელ –


გამომვლელთა წყლით დასველების ან წყალში გადაგდების განბანვის
საფუძველზე, იოანე ნათლისმცემლის წინამორბედის დღე, განსაკუთრებით
საპატიო დღესასწაული, დაკავშირებულია ქრისტეს მომნათვლელის სახელთან,
თავისი ძირებით კი უაღრესად ძველი მაგიური ზეიმი მოსავლისა, პურის
სიმწიფესთან დაკავშირებით, რაც ყველა ევროპელ ხალხს თავისებურად ჰქონდა
უხსოვარი დროიდან, 23 – 24 ივნისს ღამით ცრურწმენის თანახმად თავს
იყრიდნენ კუდიანები, ბოროტი სულები, ყვავილობდა გვიმრა, რომლის
თესლიც აღჭურვილია უნარით განკურნოს სმნეული და აპოვნინოს მფლობელს
მიწაში ჩამარხული განძი, ალბათ ზოგ შემთხვევასთან დაკავშირებით როცა
მდიდრის ან მტრიან მთავართა მიერ მიწაში ჩამარხული და. შემთხვევით ნაპოვნი
დაკარგული განძი უპოვნიათ, სინამდვილეში გვიმრა საერთოდ არ ყვავილობს,
შესაძლოა ფუტუროს ან ციცინათელას ფოსფორულ შუქს თვლიდნენ გვიმრის
ყვავილად, ნათლისცემის დროს უამრავ ბალახს აგროვებდნენ, ახმობდნენ,
ქუჩაში გამვლელს წყალს მიაღვრიდნენ ან ვინმე ქალს მდინარეში, ტლაპოში
გადააგდებდნენ და ამაზე იცინოდნენ, წვიმის გამოწვევის მიზნით, ან ცეცხლის
სამკურნალო გამწმენდელ ძალაში დარწმუნებულნი კოცონებს აჩაღებდნენ და
ზედ ხტებოდნენ თითქოს ამით მელოტ მთაზე თავმოყრილ კუდიანებს
აფრთხობდნენ, ზაფხულის უმოკლეს ღამეს მზის დგომის დღეს გამართულ ამ
ცერემონიებს მერე დაუკავშირეს იოანეს დღესასწაული, მაგრამ ეკლესიამ
წარმართული წესების მოსპობა მაინც ვერ შეძლო, ნათლისმცემლის ნეშტი
144
იულიანე განდგომილის ბრძანებით საქონლის ძვლებს შეურიეს და დაწვეს,
მაგრამ ხალხმა იწამა მისი რელიქვიები, მრავალ ეკლესიაში რომ ჰქონიათ
საჩვენებლად ფერფლი, ექვსიოდე თავის, 23 თითის სახით და ა. შ., მისი
დღესასწაული დიდ პატივშია როგორც მთავარი წმინდანის საქმეებთან
დაკავშირებით, გადმოცემით იყო მღვდელ ზაქარიას შვილი, ქრისტეს
წინამორბედი, ადრევე უდაბნოში გავიდა, იქცა დიდ მქადაგებლად, ილია
წინასწარმეტყველის მსგავს წმინდანად, კალიებით და გარეული ფუტკრის
თაფლით იკვებებოდა, ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველა, თვითონვე
გამოიგონა წყლით ნათლისცემა, მალე იუდეის ტირანმა ჰეროდემ შეიპყრო,
დილეგში ჩააგდო და ბოლოს მზაკვარ ჰეროდიადეს ინტრიგის მსხვერპლი გახდა,
თავი მოჰკვეთეს, ქრისტემ თითქოს ასე იქადაგა “არა აღდგომილ არს ნაშბთაგანი
დედათა უფროს იოანე ნათლისმცემლისა”, ნათლისმცემლობა რუსეთში
წარმართულ კუპალას დაუკავშირეს, ჩვენში ის დამოუკიდებელი
დღესასწაულია, სვანეთში დღესასწაულობენ ძირითადად განსხდაფს,
ნათლისღებას 6 იანვარს.

ნათლობა – ნათლისღება, ქრისტიანული საიდუმლო, რითაც მორწმუნე პირველად


ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველი ცოდვისაგან, განერიდება
ეშმაკი და ავი სული, რიტუალს ასრულებს მღვდელი და ეხმარება დიაკონი,
მოძღვარი სამჯერ შეუბერავს სახეში მოსანათლავს, დალოცავს და სამჯერ ჩაყავს
წყალში, შეაჭრის თმის კულულს, წააცხებს მირონს სახეზე, ხელ – ფეხზე,
მირონცხების საიდუმლო, უწოდებს სახელს და დაჰკიდებს ჯვარს, ეკლესიის
ტრადიციით იოანე ნათლისმცემელმა. შემოიღო, მაგრამ წყალში ჩაყოფის
რიტუალი უძველესია, ეგვიპტეში, რომში, ჩინეთში, ისრაელში, ბიბლიური
ეზეკიელის წიგნში, ქრისტიანობამ გააღრმავა და ახალი შინაარსით შემოსა IV ს,
სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა იწყება ნათლობით, ესაა წყლით განბანვა და
ხელახლა დაბადება, პირველი აღთქმა რასაც წმინდა ემბაზის წინ წარმოსთქვამენ
არის ბოროტისაგან ადამიანის განშორება “განვეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა
საქმეთა მისთაგან და ყოველთა მსახურთაგან მისთაგან”, საეკლესიო
მოძღვრებით ნათლობა ხდება სულიწმინდის მადლით, რომლის მიფენაც
მხოლოდ მამა ღმერთს შეუძლია და მისი ძალით ხდება განახლება ცოდვილი
ადამიანისა, რომელიც წმინდა ემბაზიდან გამოდის პირველჩენილი
შეცოდებისაგან სუფთად განწმენდილ – გამართლებული, საფუძვლად უდევს
მაცხოვრის სიტყვები “უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა ვერ
ხელეწიფების შესვლა სასუფეველთა ღვთისასა”.
145
ნამაზი – სპარსულად ლოცვა, მუსულმანთა ხუთგზისი ლოცვის წესი, ღმერთთან
ყოველდღიური ურთიერთობის სიმბოლური ნიშანი, რაც ფანატიკური
გულმოდგინებით სრულდება, მიწაზე განრთხმა, თავის დაკვრა, ხელების
აღმართვა, ყურანის გარკვეული ადგილების კითხვა, ალაჰის დიდება.

ნანტის ედიქტი – ისტორიული აქტი, რომელიც 1598 წ დაამტკიცა ანრი IV – მ, ამით


დასრულდა რელიგიური ომები საფრანგეთში 1562 – 94 წ, მთავარ სარწმუნოებად
კათოლიკობა ცხადდებოდა, მაგრამ შევიწროებულ ჰუგენოტებსაც მიეცათ
თავისუფალი ღვთისმსახურების უფლება ყველგან პარიზის გარდა,
დაუბრუნდათ პოლიტიკური უფლებები, ქალაქთა მართვის, დაუტოვეს ზოგი
სიმაგრე, ლუი XIII ხშირად არღვევდა, ლუი XIV – მ სულაც გააუქმა 1685 წ.

ნართექსი – ბერძნ. მალამოს კოლოფი, ჭურჭელი.

ნსტოა – ტაძრის ღია ან დახურული შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, სადგომი იმ


მლოცველთათვის, რომელთაც მთავარ ნაწილში ყოფნის უფლება არა აქვთ.

ნეკრომანტია – ბერძნ. ნეკროს – მკვდარი, მანტია მკითხაობა, მკითხაობა რომლის


მიზანია მიცვალებულთა სულების გამოწვევა, რჩევის კითხვა და სხვა.

ნეოთომიზმი, ახლებურად თომიზმი – კათოლიციზმის ფილოსოფიური დოქტრინა


თომა აქვინელის მოძღვრების შეგუების ცდა ახალ ვითარებასთან, მეცნიერების
დაქვემდებარება თეოლოგიისათვის, რასაც თომიზმი ქადაგებდა XVII – XVIII ს
მეცნიერული აღმოჩენების შემდეგ შეუძლებელი გახდა, ამიტომ ვატიკანმა
განახორციელა მისი განახლების საგანგებო ცდები, 1879 წ ლეო XIII – ს
ენციკლიკით^ აღდგა თომიზმი, თეოლოგიის მსახურად გამოცხადებულ
მარადიულ ფილოსოფიად 1914 წ ახალი დასაბუთება მისცა პიუს X – მ რომელმაც
ბელგიაში დააარსა ფილოსოფიის უმაღლესი ინსტიტუტი, მსგავსი ვატიკანის
პაპის მეცნიერების აკადემიისა, 1916 წ ბენედიქტე XV – მ დაადასტურა მისი 24
თეზისი, ახალი თომიზმი ანტიკომუნისტური რელიგიურ – ფილოსოფიურ
არსთა პირველ მიზეზად ისევ ღმერთს აცხადებს, მთელი მატერიალური სამყარო
მეორადია და მეცნიერებაც მხოლოდ მის მეორად,

გარეგნულ მიზეზებს ხსნის, ესაა იდეალიზმის იდეალური ფორმა, წმინდა ყოფიერების


მქადაგებელი.

ნეოკესარიის საეკლესიო ყრილობა – ადგილობრივი ყრილობა მოწვეული 315 წ


ნეოკესარიაში, ნიკსაში, მიიღო 15 წესი, ძირითადად სასულიეროთა ზნეობაზე.
146
ნეტარება – ცხონება.

ნეტართა კუნძულები – ბერძნ. მაკარონ ნესოი, ლათ ფორტუნატე ინსულეს, გმირთა


სულების სამყოფელი, სადაც არ იყო ტანჯვა და წუხილი, შემდეგ ასე ეწოდა
კანარის კუნძულებს, კანის – ძაღლი, ძაღლების სიმრავლის გამო.

ნიკეის საეკლესიო კრება – იხ საეკლესიო ყრილობები.

ნინოობა – 27 იანვარს ახ სტილით სამშაბათობით და სხვა, მოციქულთა სწორის,


ქართველთა განმანათლებლის წმ ნინოს დღეობა, ეს ქალი კაბადოკიიდან იყო
როგორც წმ გიორგი, ივლიტა და კვირიკე, იქ ქართველებიც სახლობდნენ,
ქართული სულისკვეთება სუფევდა და. შესაძლოა ნინოც ქართველი ყოფილიყო
რაც მისი საქართველოში ლტოლვითაც მართლდებოდა, ნათესავი მთავარმოწამე
გიორგი გზას უნათებდა, მისი აღზრდა იერუსალიმის პატრიარქმა
კეთილმსახურ სარა ბეთლემელს მიანდო, ისწავლა საღვთო სჯული, კვართის
ამბავი, მის კვალს დაადგა, მცხეთისაკენ გამოეშურა, გზად მისი მხლებელი
რიფსიმე სომეხთა მეფემ აწამა, ნინო კი სასწაულებრივ გადაურჩა განსაცდელს,
მცხეთას ჩამოვიდა, კერპები დაამსხვრია, ქრისტიანობა გაავრცელა, მოაქცია
მეფე – დედოფალი, ნინოს ცხოვრებაში მოქცევაი ქართლისაი გარკვევითაა
ნათქვამი “არიან ქართველთა მეფის ძე ფარნავაზი მოვიდა მცხეთას, მოიყვანა 18
კომლი, ქართველთა წინაპრები, მოიტანა კერპები გაცი და გაიმი, დაჯდა მეფედ
და იყო I მეფე ქართველთა, მოკვდა და დაჯდა ფარნაოზი, ეს აზო ნინოს
ცხოვრებისეული უპირისპირდება ლეონტი მროველის აზოს, მაკედონელის
სარდალს, რომელმაც ქართლი ააოხრა, ზოგ ავტორს ეს 2 ცნობა ერთიმეორეში
ერევა, აზოს მეფობას გაუგებრობად თვლის, მაგრამ შატბერდის კრებული ამას
ადასტურებს, ოღონდ ფარნაოზი აზოს ძე კი არ იყო არამედ მისი მემკვიდრე
ტახტზე, ნინოს ცხოვრების მიხედვით, რაც მროველმა ალბათ არ მიიღო, ნინო
დარჩა ქართლის განმანათლებლად, როგორც ღვთისაგან მოვლინებული, ვაზის
ჯვარის მიმღებელი, ვინც შეკრიბა ვითარცა მწყემსმან კეთილმან ქართველნი და
მიჰგვარა ღმერთსა მართალსა.

ნირვანა – ქრობა, დამშვიდება, სრული მოსვენება, ყოველგვარი მიწიერი ვნების,


სურვილის გაქრობა, სანსარას ბორკილებისაგან სრული განთავისუფლება, როცა
დაძლეულია მიწიერი ვნებათაღელვა და სული ეძლევა სრულ სიმშვიდეს,
ბუდიზმისა და ჯაიანიზმის მთავარი ცნებაა, ორივე რელიგიის მიზანი, რაც
ბრაჰმანიზმისა და ინდუიზმის გაგებით არის შეერთება ბრაჰმასთან,

147
ვალმოხდილი ადამიანის შერწყმა ღვთაებასთან, ტერმინის მნიშვნელობაზე და
რაობაზე მაინც გრძელდება დავა ბუდიზმის მკვლევართა. შორის, ძალზე
ბუნდოვანი და ძნელად მისაწვდომია, ადრეულ ბუდიზმში ეს იყო სრულიად
საპირისპირო რამ სანსარისა, ტანჯვათა გრძნობიერ სამყაროისა სადაც კარმას
კანონის თანახმად ყოველი სიკვდილი ახალი აღორძინების დასაწყისია, ძნელი
მისაწვდომია ნირვანა, მაგრამ ვინც მას მისწვდება ემსგავსება ბაზმას, რომელშიც
ზეთი ილევა და. შუქი ქრება, ეს პიროვნება თავისუფლდება ყოველი მიწიერი
ზრუნვისაგან, მისი დხარმა მიწიერი ვნება – სურვილი ჰქრება, იწყება ნირვანა,
უზენაესი ნეტარება, სრული სიმშვიდე, ბედნიერება, რასაც ყოველი ბუდისტის
უმაღლეს მიზნად თვლიან, თუმცა სამოთხის ცნებამ ბოლო დროს შეავიწროვა,
არსებითად ესაა ციური სასუფეველი.

ნიცშეანობა – ცნობილი გერმანელი მოაზროვნის ფრიდრიხ ნიცშეს 1844 – 1900 წ


ფილოსოფიის ზეგავლენით XIX – XX საუკუნეების შუალედში განვითარებული
მიმდინარეობა, რომლის არსი მდგომარეობს რეაქციული პოლიტიკის
განდგომაში კლასიკური ფილოსოფიიდან უკიდურეს ინდივიდუალიზმში
ზეკაცის იდეის ქადაგებაში და არიული რასის მსოფლიო ბატონობის
გარდუვალობაში, თუმცა ქრისტიანობას უდიდეს მანკიერებად თვლის და
საიქიოს უარყოფს მაგრამ ეს არაა ათეიზმი, ძლიერი პიროვნების დაყენება
კულტის დონეზე ქმნიდა ნიადაგს მასებთან ბრძოლისათვის.

ნუგეშინი – რელიგიის ერთერთი ფუნქცია ამქვეყნიური ტანჯვის, სიღარიბის,


უსამართლობით მოთმინებით გადატანის ქადაგება მიღმაქვეყნიური ნეტარების
აღთქმით, გადატანილ ჭირთათვის კომპენსაციის იმედით, რაც მორწმუნეს
მოთმინების, პასიურობისაკენ მოუწოდებს და განაწყობს ისე რომ ამ
წუთისოფლის კეთილდღეობა დათმოს მარადიული მიღმაქვეყნიური
ცხონებისათვის, ნუგეშისცემა იხსნება ადამიანის ცოდვილი ბუნებით,
ცოდვებით რომელთა ტანჯვით გამოსყიდვა დამსახურებაა უფლის წინაშე და
რაც მიწაზე დააკლდა ცაში მიიღებს, ეს მორჩილების ქადაგებაა, აქ ბრძოლას,
უღლის ჩამოგდებას ცვლის უდრტვინველი მოთმინება “მოთმინებითა. შენითა
მოიპოვე სული შენიო, ამდენად ის მავნეა მაგრამ ათეიზმი ყოველგვარ
ნუგეშისცემას კი არ უარყოფს, ნუგეშისცემა უნდა მეგობარს, რომელსაც
მახლობელი ადამიანი დაეკარგა, ოღონდ ეს უნდა იყოს აქტიური ნუგეშისცემა,
რომ ის ვაჟკაცურად შეხვდეს მძიმე განსაცდელს, წინ იყურებოდეს, სიმტკიცით

148
სცეს პატივი განსვენებულს და ა. შ., ამაში გამოიხატება მორალური მცნება კაცი
კაცითა, კაცი კაცისათვის, ძმა და მეგობარია.

ობროვლენცები – რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის განმაახლებლები,


რომელთა მიზანი იყო ოქტომბრის რეოლუციის შემდეგ შექმნილ ვითარებასთან
დაკავშირებით ეკლესიის შეგუება, საბჭოთა ხელისუფლების ცნობა, მასთან
ლოიალობა, ლიტურგიული წესების რეფორმა, რასაც ვერ მიაღწიეს და სხვა,
1922 წ შეიქმნა ცოცხალი ეკლესია, მერე რამდენიმე სხვა მიმდინარეობა,
საეკლესიო აღორძინება და სხვა, 1923 წ მათ დაამხეს პატრიარქი ტიხონი,
საბჭოთა ხელისუფლების შეურიგებელი მტერი, რომელმაც შემდეგაც განაგრძო
მუშაობა, ეკლესიის მოდერნიზაცია, მართლმადიდებლების ეოლუცია
გრძელდება.

ოდიკი – ბერძნ. ანტიმინს, ტრაპეზის გარდამოხსნა, სელის ან აბრეშუმის ოთკუთხა


ქსოვილი წმინდა ნაწილების და ზიარების საიდუმლოს გამოსახულებით, იესოს
საფლავში ჩასვენების დეტალებით, კურთხევის შემდეგ ტრაპეზზე დებენ და
იწყება ზიარების საიდუმლო.

ოკულტიზმი – ლათ ოკულტუს – საიდუმლო, ანტიმეცნიერული მოძღვრება რომელიც


მოითხოვს მისტიკის, მაგიის, ზებუნებრივი მოვლენებისა და ძალების
შესწავლას, თითქოს მათი დახმარებით შევიცნობთ სხვა გზით მიუწვდომელ
სინამდვილეს, ეს მისტიკური მოძღვრება ასაბუთებს ცრუმორწმუნეობას და
თავის ძირებით მიდის პირველყოფილ შეხედულებამდე, როცა სწამდათ, რომ
არსებობს გაუპიროვნებელი ზებუნებრივი ძაკლა, შუა საუკუნეებში ძლიერ
განვითარდა, ძლიერი ნიადაგი აქვს დღესაც ბურჟუაზიულ ინტელიგენციაში
ამერიკა, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ბრაზილია,
არგენტინა, ყავთ მრავალმილიონიანი კლიენტურა, რომელსაც სჯერა მაგების,
მჩხიბავთა, ფანტასმაგორების, ნათელმხილველთა, მაგიისა და ფალსიფიკაციის
ნარევი საღდება მეცნიერებად, აქვთ თავიანთი ორგანოები, საზები.

ომი რელიგიური – შეიარაღებული შეტაკება, ლაშქრობა, ომი, რომელიც შინაარსით,


არსით და მიზეზით რელიგიური ხასიათისაა, ძველი რწმენის დაცვა, ახალ
ჭეშმარიტებათა დანერგვა წარმართთა და განდგომილთა მოქცევა, რელიგიური
ინსტიტუტების დაცვა ან დაქცევა, სარწმუნოების სიწმინდის დაცვა და ა. შ.,
ასეთი სისხლიანი შეტაკებები ხდებოდა სახელმწიფოებს, ტომებსა და ერებს
შორის, ყოველი ომი იღებდა რელიგიურ სანქციას, ცხადდებოდა წმინდა ომად,

149
ჯვაროსნულ ლაშქრობად და ა. შ., რელიგია აქ მხოლოდ საბაბი იყო, ომების
ნამდვილი მიზეზი ხდებოდა პოლიტიკური ძვრები, ეკონომიური შემოსავლის
საკითხი, მოგების ანგარიში, ჰქონდა მძარცველური ხასიათი, ძირითადად
მონათმფლობელურ ეპოქაში და. შუა საუკუნეებში.

ორდენები ბერთა – კათოლიკურ ბერთა გაერთიანებანი, ლათ ორდო წოდება, რაზმი,


რიგი, ჯგუფი, აქვთ საკუთარი მკაცრი განაწესი, მთავარი მიზანია ერესებთან
ბრძოლა, პაპის ავტორიტეტის დაცვა, ეკლესიური ძლიერების შენარჩუნება,
ყავთ გენერალი, მაგისტრი, რომელსაც ემორჩილება პროვინციული პრიორი
მაგისტრები, ამას კიდევ აბატები, დაქვემდებარებული რიორები, მრევლის
მსახურნი, ყველას კონტროლს უწევს გენერალური კაპიტული, მოთავე, კრება
რომელსაც იწვევენ რამდენიმე წელში ერთხელ , უძველესად ითვლება
ბენედიქტინელთა ორდენი, რომელიც ბენედიქტე ნურსელმა 480 – 529 წ დააარსა
იტალიაში და გაძლიერდა X – XI ს, დღესაც ევროპასა და ამერიკაში აქვთ
სკოლები, უნივერსიტეტები, გამოცემები, პრესა, 1098 წ საფრანგეთში შეიქმნა