Вы находитесь на странице: 1из 778

სამედიცინო ტერმინოლოგიის

ქართულ-ინგლისურ-რუსულ-
ლათინური
განმარტებითი ლექსიკონი

წიგნი წარმოგიდგინათ clouds.ge -მ.


მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
სამედიცინო ლექსიკონი

სარჩევი
***
წინასიტყვაობა
ჰიპოკრატეს ფიცი
შემოკლებები
ქართული ანბანი

































სამედიცინო ლექსიკონი

***
წინამდებარე ლექსიკონის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ
მასში ასახულია როგორც სამედიცინო აზროვნების
ტერმინოლოგიური ლექსიკა, ასევე თანამედროვე მეცნიერული
თუ პრაქტიკული თემატიკის მრავალფეროვნება.
ამგვარი შრომის შექმნის მიზანი მდგომარეობს სპეციალური
ტერმინოლოგიის სრულყოფაში. გარდა სამედიცინო
ტერმინოლოგიისა, ლექსიკონ ში შეტანილია ის სიტყვები,
სიტყვათა კომბინაციები და ტერმინები, რომლებიც
განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სამედიცინო-ბიოლოგიური
ორიენტაციის სამეცნიერო ლიტერატურაში.
ლექსიკონში სამედიცინო საკითხებთან ერთად აღწერილია
მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ეკოლოგიის, სამედიცინო
პარაზიტოლოგიის ტერმინები და განმარტებები, ბაქტერიული,
ვირუსული და სხვა ეტიმოლოგიის ძირითადი დაავადებები. მასში
განმარტებულია სამედიცინო პროფილეს 5400-მდე
გავრცელებული ცნება, სიტყვათა კომბინაცია და ტერმინი, მათი
ეტიმოლოგია, ზოგ შემთხვევაში კი სინონიმი. გარდა ამისა,
ლექსიკონში სათანადო ყურადღება ეთმობა ზოგიერთი
ინფექციური პროფილის დაავადების გამომწვევი აგენტების
ბიოლოგიურ თავისებურებებს.
წიგნი სასარგებლო იქნება სტუდენტებისათვის და შესაბამისი
პროფილეს სპეციალისტებისათვის
წინასიტყვაობა
როგორც ცნობილია, ქართულ ენაზე არსებობს სამედიცინო
ტერმინთა და ცნებათა ტერმინოლოგიური (ზ. მაისურაძე, 1947) და
განმარტებითი (ს. აბაშიძე, ლ. აბაშიძე, 1973; რ. დგებუაძე, აბესაძე,
1988) ლექსიკონები. ამ ლექსიკონებმა თავის დროზე დიდი როლი
ითამაშეს სამედიცინო აზროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ
ამჟამად ამ ლექსიკონებში მოცემული ტერმინების ერთი ნაწილი
მოძველდა, სხვები კი საჭიროებენ ახლებურ ინტერპრეტაციას.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო ხანებში მედიცინაში
დამკვიდრდა ახალი ტერმინები და ცნებები. მხედველობაში უნდა
იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ასეთი ყაიდის ბოლო
ნაშრომი (რ. დგებუაძე, აბესაძე) გამოიცა 21 წლის წინათ.
ყველაფერმა ამან გაგვაბედინა შევჭიდებოდით ურთულეს
პრობლემას, რასაც ჰქვია სამედიცინო ტერმინოლოგიის
განმარტებითი ლექსიკონის შექმნა. საქმე შედარებით
გაგვიადვილა იმ გარემოებამაც, რომ ჩვენ გვქონდა დაახლოებით
ასეთი ტიპის ლექსიკონების შექმნის გარკვეული გამოცდილება (1.
ბიოლოგიურ და სამედიცინო ტერმინთა და ცნებათა მოკლე
განმარტებითი ლექსიკონი. 2000. 2. ბიოლოგიურ და სამედიცინო
ტერმინთა და ცნებათა განმარტებითი ლექსიკონი. 2005. 3.
სამედიცინო მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის
ქართულინგლისურრუსული განმარტებითი ლექსიკონი. 2008).
ამრიგად, წინამდებარე ლექსიკონის შექმნის ძირითადი მიზანი
მდგომარეობს სამედიცინო ტერმინებისა და ცნებების
სრულყოფასა და სტანდარტიზებაში. ლექსიკონში შეტანილი
გვაქვს ის სიტყვები, სიტყვათა კომბინაციები და ტერმინები,
რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სამედიცინო და
სამედიცინო-ბიოლოგიური ორიენტაციის ლიტერატურაში. გარდა
სპეციფიკური სამედიცინო ტერმინებისა და ცნებებისა,
ლექსიკონში წარმოდგენილია მომიჯნავე დისციპლინების
(ეპიდემიოლოგია, ინფექტოლოგია, ციტოგენეტიკა, ციტოლოგია,
ბიოქიმია, პარაზიტოლოგია და ა.შ.) ზოგიერთი ტერმინი, ცნება
თუ სიტყვათა კომბინაცია, რომლებიც უკვე დაინერგა ან ინერგება
მედიცინაში და რომელთა ცოდნა სასურველია (ზოგჯერ
აუცილებელიც კი) თანამედროვე ექიმისათვის. გარდა ზოგიერთი
ინფექციური დაავადების ეტიოლოგიური აგენტების
ბიოლოგიური თავისებურებების აღწერისა, ლექსიკონში
მოცემულია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების კლინიკის
მოკლე ანალიზიც.
წინამდებარე ნაშრომში ტერმინები შესულია მედიცინაში მათი
პრაქტიკული მნიშვნელობის მიხედვით. მასში ჩართულია
მედიცინის ყველა დარგის ჩვენი შეხედულებით
უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ტერმინები და ცნებები,
დაავადებათა, გამომწვევ აგენტთა სახელწოდებები და მოკლე
დახასიათება, აგრეთვე გადამტანების (სისხლისმწოველი
ფეხსახსრიანები), რეზერვუარული მასპინძლების, ზოგიერთი
ფე ე ე ე ვუ ულ ლე გ ე
სამკურნალო მცენარის ჩამონათვალი და ძირითადი
მახასიათებლები.
წინამდებარე ლექსიკონი ოთხენოვანია (ქართულ-ინგლისურ-
რუსულ-ლათინური), შეიცავს სამედიცინო სამყაროში 5394
ყველაზე უფრო გავრცელებულ ცნებას, სიტყვათა კომბინაციას და
ტერმინს. ფრჩხილებში მოყვანილია მათი ეტიმონი, შემდეგ მოკლე
განმარტება. ლათინურ ტერმინთა ახსნისას ზოგჯერ არ გვაქვს
მითითებული მათი წარმომავლობა. ლექსიკონში შევიდა მხოლოდ
ყველაზე უფრო გავრცელებული სინონიმები.
ლექსიკონის სპეციფიკურობის გამო, ტერმინები და ცნებები
ზოგჯერ დალაგებული გვაქვს ინვერსიით, შებრუნებითი წყობით
(ბუდობრივად). ასეთი ტერმინები და ცნებებია: აბსცესი,
ავადმყოფობა, ანთება, ანემია, არითმია, ვირუსი, იმპლანტაცია,
იმუნიტეტი, ინფექცია, კარცინომა, კიბო, ლეიკემია, მას პინძელი,
მედიცინა, რეაქცია, სიმპტომი, ფაქტორი, ცხელება და სხვ. (მაგ.,
აბსცესი ქრონიკული).
წლების მანძილზე ზოგიერთი ტერმინი და ცნება სწრაფად
იცვლება, ძველდება, იძენს ახალ შინაარსს და მოითხოვს შევსებას
და არსებით გადამუშავებას მეცნიერების უახლესი მონაცემების
შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გააზრებული გვაქვს
დასახული მიზნის შესრულების მთელი სირთულე. ნებისმიერ
შენიშვნას, წინადადებას და ა.შ. მადლიერების გრძნობით
მივიღებთ.
ლექსიკონი გათვალისწინებულია მედიცინის დარგში მომუშავე
სპეციალისტებისათვის, სამედიცინო უნივერსიტეტის
სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.“
პროფესორი: გ. გოგიჩაძე
სამედიცინო ლექსიკონი

ჰიპოკრატეს ფიცი
„ვფიცავ აპოლონ-მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაკეას
და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ
კეთილსინდისიერად, ჩემი ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის
შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი
ვალდებულება: ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი
მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი
მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში, მისი
შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო, და ხელოვნება, თუკი ისინი
მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და
ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევა-დარიგებანი, ზეპირი
გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა, ვამცნო ჩემსა
ძეთ, ძეთ ჩემი მასწავლებლისა, და მოწაფეებსაც, რომელნიც
შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო
კანონისდა კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას.
ვფიცავ ჩემი ძალ-ღონისა და მიხვედრილობის შესაბამისად
მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დავუდგინო
ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარი ვნების მიყენებას და
უსამართლობას; არ მივცე არც ერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი
საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა;
ასევე არ მივცე არც ერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი;
სპეტაკად და უმწიკვლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი
ხელოვნება; რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის
სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა
წინაგანზრახვა, უმართებულობა და ავი სურვილი, მითუმეტეს
ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ, არცა აზატთა და არცა
მონათა მიმართ; ოდეს მკურნალობის ჟამს, ან თუ სხვა დროს, ყური
მოვკრა ანდა ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა
იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არვის
გავუმხილო იგი.
და მე, განუხრელად შემსრულებელსა ფიცისა, ბედნიერება
მხვდეს ცხოვრებაში და ჩემს ხელოვნებაშიც, და მადიდონ კაცთა
უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ
აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე!
სამედიცინო ლექსიკონი

შემოკლებები
არაბ. - არაბული
ბერძნ. - ბერძნული
გერმ. - გერმანული
დაახლ. - დაახლოებით
ესპ. - ესპანური
იაპ. - იაპონური
ინგლ. - ინგლისური
ინდ. - ინდური
იტალ. - იტალიური
იხ. - იხილეთ
ლათ. - ლათინური
მაგ. - მაგალითად
მალ. - მალაიზიური
მლნ - მილიონი
პერ. - პერუული
პორტ. - პორტუგალიური
სინ. - სინონიმი
სპარს. - სპარსული
უარყ. თავს. - უარყოფითი შინაარსის გამომხატველი თავსართი
ფრანგ. - ფრანგული
შდრ. - შეადარეთ
ჩეხ. - ჩეხური
ცნს - ცენტრალური ნერვული სისტემა
ჯანმო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ქართული ანბანი
ა ან, ბ ბან, გ გან, დ დონ, ე ენ, ვ ვინ, ზ ზენ, თ თან, ი ინ, კ კან, ლ
ლას, მ მან, ნ ნარ, ო ონ, პ პარ, ჟ ჟან, რ რაე, ს სან, ტ ტარ, უ უნ, ფ
ფარ, ქ ქან, ღ ღან, ყ ყარ, შ შინ, ჩ ჩინ, ც ცან, ძ ძილ, წ წილ, ჭ ჭარ, ხ
ხან, ჯ ჯან, ჰ ჰაე
სამედიცინო ლექსიკონი


აბაზანა bath ванна balneum - სამკურნალო ან ჰიგიენური
პროცედურები. განასხვავებენ ვიბრაციულ, ჰიდრო გალვანურ,
ჰიდროელექტრულ, ცხელ, ტალახის, ჟანგბადის, კონტრასტულ,
ლამის, სილის, გოგირდის, მზის, მარილის, ყინულის, მინერალურ,
რადიოაქტიურ და სხვა სახის აბაზანებს.
აბაზია abasia абазия abasia (ბერძნ. а უარყ. თავს., basis ნაბიჯი) -
სიარულის, ფეხზე დგომის უნარის დაკარგვა. რაიმე
დაავადებასთან არ არის დაკავშირებული. სინ.: ასტაზია.
აბდომინალური abdominal абдоминальный abdominalis (ლათ.
abdomen მუცელი) - მუცლისმხრივი.
აბდომინოპლასტიკა abdominoplasty абдоминопластика
abdominoplastiche (ლათ. abdomen მუცელი, ბერძნ. plastike ვძერწავ,
ვაქანდაკებ) - მუცლის ფარზე (კედელზე) ესთეტიკური
მაჩვენებლებით ჩატარებული ოპერაცია.
აბდუქცია abduction абдукция abductio (ლათ. abuco განზე
გამყავს) - კიდურის ან მისი ნაწილის (მაგ., თითის) განზიდვა
სხეულის შუა სიბრტყიდან.
აბერაცია aberration аберация aberratio (ლათ. aberro გადახრა) - 1.
ქრომოსომების სტრუქტურული დარღვევები, გარდაქმნები.
ზოგჯერ აბერაციას უწოდებენ ქრომოსომების რაოდენობრივ
ცვლილებებსაც. 2. ოფთალმოლოგიაში: ბადურაზე გამოსახულების
ცთომილება თვალის ოპტიკური სისტემის არასრულფასოვნების
გამო.
აბზიმები abzimes абзимы abzimus - ფერმენტი-ანტისხეულებია,
ხელოვნური გზით მიღებული იმუნოგლობულინები, რომელთაც
გააჩნიათ ანტისხეულების სპეციფიკურობა ანტიგენის თვისებების
მქონე ბიოლოგიური რეაქციის რომელიმე შუალედური
პროდუქტის მიმართ.
აბზინდა wormwood полынь Artemisia vulgaris - იგივე ავშანი.
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გამოიყენება მადის
აღმძვრელ საშუალებად. გააჩნია სიცხის დამწევი, ანტისეპტიკური
და ტონუსის მომცემი თვისებები. მოქმედებს როგორც
დამამშვიდებელი, სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია
ანტიჰელმინთური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
აბიოზი abiosis абиоз abiosis (ბერძნ. а უარყ. თავს., bios
სიცოცხლე) - ორგანიზმის რომელიმე სისტემის ან ორგანოს
სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება.
აბიოტროფია abiotrophy абиотрофия abiotrophia (ბერძნ. a უარყ.
თავს., bios სიცოცხლე, trophe კვება) - უჯრედებისა და ქსოვილების
სიცოცხლისუნარიანობის, ადაპტაციური შესაძლებლობების
ნაადრევი, მკვეთრი დაქვეითება ან დეგენერაცია, რაც ვლინდება
ფუნქციის ნაადრევი შესუსტებით.
აბიოტური ფაქტორები afrabiotic factors абиотические факторы
factori abiotica (ბერძნ. а უარყ. თავს., bios სიცოცხლე, ლათ. factor
მწარმოებელი, მკეთებელი) - არაორგანული ბუნების ფაქტორების
(ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და სხვ.) ერთობლიობა, რაც
გარკვეულ როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობაში.
აბლასტიკა ablastic абластика ablastic (ბერძნ. а უარყ. თავს., blastos
აღმონაცენი, ჩანასახი) - ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული
ამოკვეთა, რეციდივის ან სიმსივნის მეტასტაზირების თავიდან
ასაცილებლად. ოპერაციული ჩარევა ითვალის წინებს რეგიონული
ლიმფური კვანძებისა და სისხლძარღვების ამოკვეთას. სინ.:
ბლასტექტომია.
აბლეფარია ablephary аблефария ablepharia (ბერძნ. а უარყ. თავს.,
blepharon ქუთუთო) - განვითარების ანომალია: ქუთუთოების და
თვალის ნაპრალის უქონლობა. როგორც წესი, თან ახლავს თვალის
კაკლის განუვითარებლობა.
აბლეფსია ablepsia аблепсия ablepsia (ბერძნ. а უარყ. თავს., blepsis
მხედველობა) - უსინათლობა, სიბრმავე. მხედველობის დაკარგვა
ცალ ან ორივე თვალში.
აბორტი abortion аборт abortus (ლათ. abortus მუცლის მოშლა,
მუცლის მოწყვეტა) - ორსულობის ნაადრევი (ხელოვნურად ან
სპონტანურად) შეწყვეტა ჩასახვიდან 22 კვირამდე. 22 კვირის
შემდეგ სიცოცხლისუნარიანი ნაყოფის დაბადებას ნაადრევი
მშობიარობა ეწოდება. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური და
ხელოვნური, არასრული, დასრულებული, კრიმინალური,
სამედიცინო, სეფსისური და სხვ.
აბორტული ინფექცია abortive infection абортивная инфекция
infectio abortivum (ლათ. აბორტივუმ დღენაკლული) - ინფექციური
დაავადებების ნაკლებგამოხატული მიმდინარეობა წაშლილი
კლინიკური სურათით. გამომწვევი აგენტი იჭრება ორგანიზმში,
მაგრამ არ (ვერ) მრავლდება ორგანიზმის მაღალი ბუნებრივი
რეზისტენტობის ანდა შეძენილი სპეციფიკური იმუნიტეტის გამო.
აბორტული ტრანსდუქცია abortive transduction абортивная
трансдукция abortivum transductio (ლათ. abortivums დღენაკლული,
transductio გადატანა) - ტრანსდუქციის (იხ.) ერთ-ერთი სახე,
როდესაც სხვა ბაქტერიულ უჯრედში მოხვედრილი ბაქტერიის
ქრომოსომის ფრაგმენტი არ ორმაგდება მისი შემდგომი გაყოფისას,
არამედ გადაეცემა მხოლოდ ერთ შვილეულ უჯრედს.
აბორტუსი abortus абортус abortus (ლათ. abortivus
დღენაკლული) - აბორტის შედეგი: 500 გრამზე ნაკლები წონის
ნაყოფი, რომელიც საშვილოსნოდან ამოყვანილ იქნა მკვდარ ანდა
არასიცოცხლისუნარიან მდგომარეობაში.
აბრაზია abration абразия abrasio (ლათ. abrado გამოფხეკა,
მოფხეკა) - მეთოდი, რომელიც გამოიყენება გინეკოლოგიაში. მაგ.,
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა სამკურნალო ან
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ან მისი ნარჩენების
მოცილების მიზნით.
აბსანსი absence абсанс absentia (ლათ. absum არყოფნა) -
ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა ეპილეფსიის, ისტერიული
შეტევის, ძლიერი დაღლილობის, ნარკოტიკების მიღების და სხვ.
შემთხვევებში.
აბსენტიზმი absenthism абсентизм absinthismus (ფრანგ. absinthe
აბსენტი, აბზინდის არაყი) - ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფორმა,
რაც განპირობებულია აბსენტის (აბზინდის არყის) ჭარბი
გამოყენებით.
აბსორბცია absorption абсорбция absorptio (ლათ. absorbeo
ვშთანთქავ, შევიწოვ) - 1. ნივთიერების ან აირის შთანთქმა სითხის
ან მყარი სხეულის მიერ. მაგ., ანტისხეულების ან ანტიგენების
გამოყოფა ნარევისაგან. 2. ლიმფასა და სისხლში სხვადასხვა
ნივთიერებების გადასვლის პროცესი.
აბსტინენცია abstinention абстиненция abstinentia (ლათ. abstineo
თავს ვიჭერ) - სპირტიანი სასმელების მიღების სრული აღკვეთის,
ვ ვ ჭე ტ ელე ღე ულ ღკვე
სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავების, ნარკოტიკების
მიღების ერთბაშად და სრული აღკვეთის შემთხვევაში
განვითარებული მდგომარეობა.
აბსტრაქცია abstraction абстракцшя abstractio (ლათ. abstraho
განყენება) - განყენებული აზროვნების მეშვეობით მიღებული
დასკვნა. აბსტრაქცია ფსიქიკური პროცესია, რაც გამოიხატება არც
თუ მნიშვნელოვანი თვისებების და მოვლენების აზროვნულ
განყენებაში და საშუალებას იძლევა მათგან გამოიყოს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებები. მაგ.,
აბსტრაქტული აზროვნება.
აბსცესექტომია abscessectomy абсцессэктоьмия abscessectomia
(ლათ. abscedo ჩირქგროვა, ბერძნ. ektome ვკვეთავ, ვჭრი) -
ინკაფსულირებული აბსცესის ამოკვეთა მისი გახსნის გარეშე.
აბსცესი abscess абсцесс abscessus (ლათ. abscessus ჩირქგროვა) -
ქართულად: ჩირქგროვა. ქსოვილის ან ორგანოს კაფსულით
შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთების კერა. ჩირქოვანი ღრუ,
რომელიც საღი ქსოვილებისაგან არის გამოყოფილი. აბსცესის
მაგალითია ფურუნკულოზი. განასხვავებენ განგრენულ,
ჰემორაგიულ, ინკაფსულირებულ, მეტასტაზურ,
რეტროფარინგულ და სხვა ტიპის აბსცესებს.
აბსცესი ასეფტიკური aseptical abscess асептический абсцесс
abscessus asepticus (ლათ. abscedo ჩირქგროვა, ბერძნ. а უარყ. თავს.,
sepsis ლპობა) - ვითარდება ქსოვილში ისეთი ნივთიერების
მოხვედრის შედეგად, რომელნიც დაჩირქებას იწვევენ ჩირქოვანი
ინფექციის გამომწვევი რომელიმე აგენტის მონაწილეობის გარეშე.
აბსცესი ბროდის Brodie's abscess абсцесс Броди abscessus Brodi
(ლათ. abscedo ჩირქგროვა) - ლულოვანი ძვლის აბსცესი:
ქრონიკული ბაქტერიული ოსტეომიელიტის სახესხვაობაა,
რომლის უშუალო მიზეზი არც ტუბერკულოზია და არც
სიფილისი. მკურნალობა მოითხოვს დაზიანებული უბნის
დრენირებას და ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარებას.
აბსცესი მწვავე acute abscess острый абсцесс abscessus acutus (ლათ.
abscedo ჩირქგროვა) - ძველად ცხელ აბსცესსაც უწოდებდნენ.
ახასიათებს სწრაფი მიმდინარეობა, თან ახლავს მკვეთრად
გამოხატული ადგილობრივი ანთებითი ხასიათის ცვლილებები.
აბსცესი პერინეფრული perinephrical abscess перинефральный
абсцесс abscessus perinephrales (ლათ. abscedo ჩირქგროვა, ბერძნ.
პერი ირგვლივ, nephros თირკმელი) - ჩირქის დაგროვება
თირკმლის გარშემო, რაც ჩვეულებრივ მეორადია პიონეფროზთან
მიმართებაში.
აბსცესი რეტროფარინგული retropharingeal abscess
ретрофарингаельный абсцесс abscessus retropharingeus (ლათ.
abscedo ჩირქგროვა, retro უკან, ბერძნ. pharynx ხახა) -
ლოკალიზებულია ხახის (ყელის) უკანა სივრცეში.
აბსცესი სუბდიაფრაგმული subphrenical abscess
поддяфрагмальный абсцесс abscessus subdiaphragmaticus (ლათ.
abscedo ჩირქგროვა, sub ქვეშ, ქვევით, ბერძნ. diaphragma ძგიდე,
ტიხარი) - ჩირქის დაგროვება დიაფრაგმის (იხილე) ქვედა
სივრცეში, უფრო ხშირად მარჯვენა მხარეს - ღვიძლსა და
დიაფრაგმას შორის. მიზეზი შეიძლება იყოს ოპერაციის შემდგომი
ინფექცია ანდა რომელიმე ორგანოს პერფორაცია. უფრო ხშირად
საჭირო ხდება აბსცესის ქირურგიული დრენირება.
აბსცესი ქრონიკული chronical abscess хронический абсцесс
abscessus chronicales (ლათ. abscedo ჩირქგროვა, სქესობრივი
ცხოვრებისაგან თავის შეკავების, ნარკოტიკების მიღების
ერთბაშად და სრული აღკვეთის შემთხვევაში განვითარებული
მდგომარეობა. ბერძნ. chronos დრო, chronikos დროსთან
დაკავშირებული) - გამოირჩევა ნელი მიმდინარეობით, ჩირქოვანი
ანთების ნაკლებად გამოხატული საერთო და ადგილობრივი
სიმპტომებით. ვითარდება ზოგიერთი ინფექციური დაავადების
(ტუბერკულოზის, აქტინომიკოზის და სხვ.), აგრეთვე ჩირქოვანი
ინფექციის დაბალვირულენტური გამომწვევი აგენტების
ორგანიზმში შეჭრის შემთხვევებში.
აბსცესი ღვიძლის hepatical abscess абсцесс печени abscessus
hepatica (ლათ. abscedo ჩირქგროვა) - ვითარდება ღვიძლის
ქსოვილში, როგორც ამ ორგანოს ჩირქოვანი ანთების მიზეზი.
უფრო ხშირად ქოლანგიტის შედეგია.
აბსცესი ცერებრული ce rebral abscess абсцесс церебральный
abscessus ცერებრის (ლათ. abscedo ჩირქგროვა, cerebrum თავის
ტვინი) - თავის ტვინს და მის გარსებს დაბალი რეზისტენტობა
ახასიათებთ ჩირქმბადი მიკრობების მიმართ, ამიტომ ამ ორგანოში
ე ქ დ კ ე ტ გ
აბსცესი საკმაოდ ხშირად ვითარდება. პროგნოზი უაღრესად
არაკეთილსაიმედოა.
აბსცესი ჰემორაგიული hemorragical abscess геморрагический
абсцесс abscessus haemorrhagicus (ლათ. abscedo ჩირქგროვა, ბერძნ.
haima სისხლი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - აბსცესი,
რომელიც შეიცავს სისხლის მინარევს. ვითარდება ჰემატომის
ინფიცირებისას და დაჩირქებისას.
აბსცესოტომია abscessotomy абсцессотомия abscessotomia (ლათ.
abscessus ჩირქგროვა, ბერძნ. tome მოკვეთა) - აბსცესის გახსნა მისი
დრენირების მიზნით.
აბუზუსი abuse абузус abusus (ლათ. abusus ბოროტად გამოყენება)
- ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების დიდი
რაოდენობის ხანმოკლე (ერთი ან რამდენიმე დღით) გამოყენება,
რასაც თან ახლავს მკვეთრად გამოხატული ინტოქსიკაცია.
აბულია abulia абулия abulia (ბერძნ. a უარყ. თავს., bule
ნებისყოფა) - უნებისყოფობა. დამოუკიდებელი მოქმედების ან
გადაწყვეტილების მიღების დარღვევა ან სრული დაკარგვა.
ადამიანს მკვეთრად აქვს დაქვეითებული ინიციატივა და ენერგია.
აღნიშნული სიმპტომი ხშირად გვხვდება შიზოფრენიის
შემთხვევაში.
აგალაქტია agalactia агалактия agalactia (ბერძნ. a უარყ. თავს.,
galaktos რძე) - მშობიარობის შემდეგ რძის სეკრეციის შეწყვეტა.
აგამაგლობულინემია agamma globulinaemia агаммаглобулинемия
agammaglobulinaemia (ბერძნ. a უარყ. თავს., gamma ბერძნული
ანბანის მესამე ასო, ლათ. globulus ბურთულა, haima სისხლი) -
სისხლის შრატში გამაგლობულინების კონცენტრაციის მკვეთრი
დაქვეითება ან სრული ელიმინაცია.
აგარი agar агар agar (მალ. agahr, aigahr ლაბა) - იგივე აგარაგარი.
ზოგიერთი (ძოწეული, წაბლა) წყალმცენარისაგან მოპოვებული
ლაბოვანი ნივთიერება. გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა
სფეროში, მიკრობიოლოგიაში კი საკვები ნიადაგების
დასამზადებლად.
აგაროიდი agaroid агароид agaroid (მალ. agahr, aigahr ლაბა, eidos
მსგავსი) - აგარისმაგვარი ნივთიერება, რომელსაც იღებენ შავი
ზღვის წყალმცენარე Phyllophora-sagan. იყენებენ აგარის (იხ.)
მაგივრად.
გ ვ დ
აგევზია ageusia агевзия ageusia (ბერძნ. a უარყ. თავს., geusis გემო)
- გემოვნების შეგრძნების დაკარგვა, მოშლა.
აგენეზია agenesis агенезия agenesia (ბერძნ. a უარყ. თავს., genesis
წარმოშობა) - რომელიმე ორგანოს მემკვიდრული უქონლობა.
ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ჩანასახის
განუვითარებლობასთან.
აგირია agyria агирия agyria (ბერძნ. a უარყ. თავს., gyri cerebri
დიდი ტვინის ხვეულები) - განვითარების ანომალია: თავის
ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში ხვეულების უქონლობა.
სინ.: ლისენცეფალია.
აგლუტინაცია agglutination агглютинация agglutinatio (ლათ.
agglutinare შეწებება) - სისხლში შეწონილი ერითროციტების,
ბაქტერიების გუნდებად შეწებება და დალექვა. ამ ტიპის რეაქციას
იყენებენ სისხლის ჯგუფების დასადგენად, სხვადასხვა
ინფექციური დაავადებების სადიაგნოზოდ და სხვ.
აგნატია agnathia агнация agnathia (ბერძნ. a უარყ. თავს., gnathos
ყბა) - განვითარების ანომალია: ზედა ან ქვედა ყბის უქონლობა.
აგნაცია agnatio агнация agnatio (ბერძნ.agnathio მატება) -
ნათესაობა მამის ხაზით.
აგნოზია agnosia агнозия agnosia (ბერძნ. a უარყ. თავს., gnosis
შემეცნება) - საგანთა, პირთა და მოვლენათა შეცნობის უნარის
ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა თავის ტვინის ქერქის
დაზიანების გამო.
აგონადიზმი agonadism агонадизм agonadismus (ბერძნ. a უარყ.
თავს., gone ჩასახვა, ლათ. aden ჯირკვალი) - სასქესო ჯირკვლების
უქონლობა.
აგონია agony агония agonia (ბერძნ. agonia ბრძოლა) - სიცოცხლის
ბოლო, სიკვდილისწინა მდგომარეობა. შეიძლება გაგრძელდეს
რამოდენიმე წუთს ან საათს. ზოგ შემთხვევაში შექცევადი
პროცესია.
აგორაფობია agoraphobia агорафобия agoraphobia (ბერძნ. agora
მოედანი, სივრცე, phobos შიში) - გაშლილი სივრცის, მოედნის,
ხალხმრავალი ადგილების შიში. ფსიქონევროზის ერთ-ერთი
სახეა.
აგრავაცია aggravation аггравация aggravatio (ლათ. aggravere
გამწვავება, გაზვიადება) - ამა თუ იმ დაავადების სუბიექტური
გ წვ ვე გ ვ დე უ დ ვ დე უ ექტუ
შეგრძნებების შეგნებული გაზვიადება.
აგრამატიზმი agrammatism аграматизм agrammatismus (ბერძნ. a
უარყ. თავს., gramma წერილი) - მოტორული აფაზია, წინადადების
სწორად გამართვის უნარის დაკარგვა. უფრო ხშირად გვხვდება
აგრაფიასთან (იხ.) ერთად.
აგრანულოციტები agranulocytes агранулоциты agranulocyti
(ბერძნ. a უარყ. თავს., ლათ. granulum პატარა მარცვალი, ბერძნ.
kytos უჯრედი) - ლეიკოციტების ერთ-ერთი ჯგუფია, რომელთა
წარმომადგენლებს ციტოპლაზმაში თითქმის არ გააჩნიათ
გრანულები. აგრანულოციტებია: ლიმფოციტები, მონოციტები,
პლაზმოციტები.
აგრანულოციტოზი agranulocytose агранулоцитоз agranulocytosis
(ბერძნ. a უარყ. თავს., ლათ. granulum პატარა მარცვალი, ბერძნ.
kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - პერიფერიულ სისხლში
გრანულოციტების (იხ.) დაქვეითებული რაოდენობა. ძირითადი
სიმპტომებია: ცხელება და პირის ღრუს და ყელის დაწყლულება.
აგრაფია agraphia аграфия agraphia (ბერძნ. a უარყ. თავს., grapho
ვწერ) - წერის უნარის ნაწილობრივი მოშლა ან სრული დაკარგვა
(იხ. აფაზია).
აგრესია aggression агрессия aggresio (ლათ. aggressio შეტევა,
თავდასხმა) - 1. სხვადასხვა ანტისხეულების და
იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტიური ზემოქმედება
სამიზნე-უჯრედებზე. 2. სიმსივნური უჯრედების აქტიური
ზემოქმედება ჯანმრთელ ქსოვილზე.
აგრესინები aggressins агрессины aggressina (ლათ. aggressio
შეტევა, თავდასხმა) - ბაქტერიული წარმოშობის ნივთიერებანი
(ცილები, პოლისაქარიდები). უკავშირდებიან სპეციფიკურ
ანტისხეულებს, აფერხებენ ბაქტერიების ფაგოციტოზს,
ააქტიურებენ ბაქტერიების მავნე მოქმედებას და ასუსტებენ
ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
აგრიპნია agrypnia агрипния agrypnia (ლათ. agrypnia უძილობა) -
უძილობა. განსაკუთრებით ხშირია ფსიქოზის და ნევროზის
შემთხვევებში. სინ.: ინსომნია (იხ.).
აგრომანია agromania агромания agromania (ბერძნ. agros
მინდორი, mania სიგიჟე) - მარტო ცხოვრების დაუოკებელი
სურვილი ბუნების წიაღში.
უ ვ ლ უ ე წ ღ
ადამიანი human человек homo (Homo sapiens გონიერი ადამიანი)
- მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასის, პრიმატების რიგის,
ჰომინიდების ოჯახს. საზოგადოებრივი გონიერი არსებაა,
ამზადებს შრომის იარაღებს, აქვს ცნობიერება და დანაწევრებული
მეტყველება. ადამიანს განსაზღვრავდნენ მრავალგვარად:
ეთიკური არსება (სოკრატე, პლატონი), საზოგადოებრივი
ცხოველი (არისტოტელე), მანქანა (ლამეტრი) და სხვ.
ადაპტაცია adaptation адаптация adaptatio (ლათ. adapto შეგუება,
მორგება) - ორგანიზმის ადეკვატური შეგუებითი მორფო-
ფუნქციური რეაქცია; ორგანიზმების და მათი ორგანოების (მაგ.,
მხედველობის) გარემო პირობებთან შეგუების პროცესი.
ადაპტაციური ავადმყოფობები -იხ. ავადმყოფობები
ადაპტაციური.
ადაპტოგენები adaptogenes адаптогены adaptogenum (ლათ. adapto
შეგუება, მორგება) - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ
იმუნური სისტემის სტიმულაციას და ორგანიზმის
რეზისტენტობის გაზრდას. ადაპტოგენებს მიეკუთვნება
მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ქიმიური
ნივთიერებები, აგრეთვე ხელოვნურად სინთეზირებული ან
კონსტრუირებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.
ადაქტილია adactilia адактилия adactilia (ბერძნ. a უარყ. თავს.,
daktylos თითი) - თანდაყოლილი ანომალია: თითების უქონლობა.
ადენექტომია adenectomy аденектомия adenectomia (ბერძნ. aden
ჯირკვალი, ektome ამოკვეთა) - ჯირკვლის ამოკვეთა.
ადენოვირუსები adenoviruses аденовируси adenovirus (ბერძნ.
aden ჯირკვალი, ლათ. virus შხამი) - დნმ-ს შემცველი ვირუსებია.
მათი ზომები 70-90ნმ-ს აღწევს. ბინადრობენ ადამიანის ნუშისებრ
ჯირკვლებში. იწვევენ სასუნთქი გზების კატარს, კონიუნქტივიტს
და სხვ. ექსპერიმენტულ ცხოველებში, კერძოდ, ზაზუნებში,
იწვევენ ავთვისებიანი სიმსივნეების (სარკომების) განვითარებას.
ადენოზინდიფოსფატი adenosine diphosphate аденозина
дифосфат adenosinum diphosphatum - ადენინის, რიბოზის და
ფოსფორის მჟავას ორი ნარჩენისაგან შემდგარი ნუკლეოტიდი,
რომელიც წარმოქმნილია ატფ-ს კოდური ფოსფატური ჯგუფის
გადატანის, მოწყვეტის შედეგად. მონაწილეობს უჯრედებში
ენერგიის გადატანის რეაქციაში.
ე ე გ გ დ ტ ე ქც
ადენოზინტრიფოსფატი adenosine triphosphate аденозина
трифосфат adenosinum triphosphatum - იგივე ატფ. ადენინის,
რიბოზის და 3 ფოსფატის ჯგუფის შემცველი ორგანული
ნივთიერება. მათი გახლეჩისას და ენერგიის დიდი რაოდენობის
გამოთავისუფლებისას, ატფ გარდაიქმნება
ადენოზინდიფოსფატად. ატფ ლოკალიზებულია
მიტოქონდრიებში და სხვა უჯრედულ სტრუქტურებში.
გამოიყენება უჯრედის სუნთქვისას, კუნთების შეკუმშვისას და
მიტოზის პროცესში. იგი განაპირობებს ქრომოსომების
გადაადგილებას და სხვა უჯრედშიდა პროცესებს. ენერგიის უნი
ვერსალური წყაროა.
ადენოიდები adenoids аденоиди adenoidi (ბერძნ. aden ჯირკვალი,
eidos სახე) - ცხვირ-ხახის ლიმფური ჯირკვლებია.
პათოლოგიურად ჰიპერლაზირებული ნუშისებრი ჯირკვალი
იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, სმენის დაქვეითებას და
სხვა სახის დარღვევებს.
ადენოიდექტომია adenoidectomy аденоидэктомия adenoidectomia
(ბერძნ. aden ჯირკვალი, eidos სახე, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) -
ექსუდაციური ოტიტით დაავადებულებში (ანდა იმ პირებში,
ვისაც უჭირს ცხვირით სუნთქვა) ადენოიდების ქირურგიული
ამოკვეთა.
ადენოკარცინომა adenocarcinoma аденокарцинома
adenocarcinoma (ბერძნ. aden ჯირკვალი, karkinos კიბო) -
ჯირკვლოვანი ეპითელიუმიდან განვითარებული ავთვისებიანი
სიმსივნე. შეიძლება განვითარდეს ყველა ჯირკვლოვან ორგანოში.
ადენოლიმფომა adenolymphoma аденолимфома adenolymphoma
(ბერძნ. aden ჯირკვალი, ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. oma
სიმსივნე) - სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნე, რომლის
სუბსტრატია ეპითელური და ლიმფოიდური ქსოვილი.
ადენოლიპომა adenolipoma аденолипома adenolipoma (ბერძნ.
aden ჯირკვალი, lipos ცხიმი, oma სიმსივნე) - ლიპომა, რომელიც
შეიცავს ჯირკვლოვან ელემენტებს.
ადენოლოგია adenology аденология adenologia (ბერძნ. aden
ჯირკვალი, logos მოძღვრება) - მეცნიერება. რომელიც სწავლობს
ჯირკვლებს და მათ პათოლოგიურ ცვლილებებს.
ადენომატოზი adenomatosis аденоматоз adenomatosis (ბერძნ. aden
ჯირკვალი, oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) - მრავლობითი
ადენომების არსებობა ორგანიზმში.
ადენოპათია adenopathy аденолатия adenopathia (ბერძნ. aden
ჯირკვალი, pathos ტანჯვა) - ჯირკვლების, ლიმფური კვანძების
დაავადება.
ადენოსარკომა adenosarcoma аденосаркома adenosarcoma (ბერძნ.
aden ჯირკვალი, sarx ხორცი, oma სიმსივნე) -
შემაერთებელქსოვილოვანი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც
იზრდება სწრაფად და იძლევა მეტასტაზებს ფილტვებსა და
ღვიძლში.
ადენოტომია adenotomy аденотомия adenotomia (ბერძნ. aden
ჯირკვალი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ადენოიდების (ნუშისებრი
ჯირკვლების) გაკვეთის ქირურგიული ოპერაცია.
ადენოტრიქია adenotrichia аденотрихия adenotrichia (ბერძნ. aden
ჯირკვალი, thrix თმა) - იხ. ფოლიკულიტი.
ადენტია adentia адентия adentia (ბერძნ. a უარყ. თავს., ლათ. dens
კბილი) - რამდენიმე კბილის, ან საერთოდ, კბილების არარსებობა.
განასხვავებენ შეძენილ, თანდაყოლილ და მემკვიდრულ
ადენტიებს.
ადვენტიცია adventition адвентиция adventitio (ლათ. adventicius
მოსული, გარეგანი) - სისხლძარღვთა კედლის გარეთა გარსი,
რომელიც შედგება შემაერთებელი და კუნთოვანი
ქსოვილებისაგან.
ადინამია adynamia адинамия adynamia (ბერძნ. a უარყ. თავს.,
dynamis ძალა) - ძალის დაკარგვა, ძლიერი სისუსტე.
ადიპოზი adipose адипоз adiposis (ლათ. adeps ცხიმიანი, ქონიანი)
- ქართულად: გაცხიმოვნება. ადამიანის ორგანიზმში ცხიმის ჭარბი
დაგროვება. მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში ჰორმონული
რეგულაციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, რეთვე
გადაჭარბებული კვება.
ადიპოზური ქსოვილი adipose tissue адипозная ткань textura
adiposis (ლათ. adeps ცხიმიანი, ქონიანი) - ცხიმოვანი ქსოვილი.
ადიპოციტები adipocytes адипоциты adipocyti (ლათ. adeps
ცხიმიანი, ქონიანი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ცხიმოვანი ქსოვილის
უჯრედები.
უჯ ედე
ადისონის დაავადება - იხ. ავადმყოფობა ადისონის.
ადიტიური additive аддитивный additius (ლათ. additius
დამატებითი) - ის, რაც ერთმანეთს ემატება. ქიმიური
ნივთიერებების ან ფიზიკური ფაქტორების ისეთი თვისებები,
რომლებიც ჯამდება, ერთმანეთს ემატება.
ადიუვანტი adjuvant адъиувант adjuvantus (ლათ. adjuvant
დამხმარე, სასარგებლო) - სამკურნალო ნივთიერება, რომელიც
შეყავთ ორგანიზმში თანდათანობით. იხ. ფრეინდის ადიუვანტი.
ადიფსია adipsia адипсия adipsia (ბერძნ. a უარყ. თავს., dipse
წყურვილი) - წყურვილის გრძნობის უქონლობა
ადნექსიტი adnexitis аднексит adnexitis (ლათ. adnexa დანამატები,
ბერძნ. itis ანთება) - საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეების და
კვერცხსავლის) ანთება.
ადოლესკარია adolescaria адолескария adolescaria (ლათ. adolesco
გაზრდა) - ზოგიერთი ტრემატოდის (მწოველების) სასიცოცხლო
ციკლის შუალედური (ლარვის) სტადია, რომელიც საბოლოო
(დეფინიტური) მასპინძლის ორგანიზმში გარდაიქმნება ზრდა
სრულ ჰელმინთად.
ადოლესცენტი adolescent адолесцент adolesnens (ლათ.
adolescentis ნორჩი) - პუბერტულ (იხ.) ანუ ნორჩ ასაკში მყოფი
ინდივიდი. ტერმინი უმთავრესად გამოიყენება ფსიქიატრიაში.
ადოპტაცია adoptation адоптация adoptatio (ლათ. adopto შვილად
აყვანა) - იმუნური სტატუსის (იმუნოკომპეტენტური უჯრედების
ან ანტისხეულების) გადატანა ერთი ინდივიდიდან მეორეში. ამ
მოვლენას ადოპტაციური იმუნიტეტი ეწოდება.
ადრენალექტომია adrenalectomy адреналэктомия adrenalectomia
(ლათ. ad თან, renalis თირკმლისა, ektome ამოვკვეთავ, ამოვჭრი) -
თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია.
სინ.: ადრენექტომია, თირკმელზედა ჯირკვლის რეზექცია,
სუპრარენექტომია, ეპინეფროქტომია.
ადრენალინი adrenalin адреналин adrenalinum (ლათ. ad თან,
renalis თირკმლისა) - თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი
ნივთიერების ჰორმონია. იღებენ მსხვილი რქოსანი საქონლის
თირკმელზედა ჯირკვლიდან, აგრეთვე გენური ინჟინერიის
მეშვეობით. გამოიყენება სამკურნალო მიზნით (გააჩნია
კარდიოტონური, პრესორული, ჰიპერგლიკემიური მოქმედება და
ა.შ.).
ადრენოლეიკოდისტროფია adrenoleukodystrophy
адренолейкодистрофия adrenoleucodystrophia (ლათ. ad თან, renalis
თირკმლისა, ბერძნ. leukos თეთრი, dys დარღვევა, მოშლა, trophe
კვება) - მემკვიდრული დაავადება, რომელსაც თან ახლავს
სხვადასხვა ნევროლოგიური გამოვლინებები როგორც ბავშვებში,
ასევე ზრდასრულებში. ვლინდება კიდურების სპაზმებით და
მათში მგრძნობელობის დაკარგვით, თირკმელზედა ჯირკვლების
ფუნქციური უკმარისობით და სასქესო ჯირკვლების მცირე
ზომებით. ამჟამად შესაძლებელია ამ ავადმყოფობის
პრენატალური დიაგნოსტიკა.
ადსორბცია adsorbtion адсорбция adsorbtio (ლათ. ad თან, sorbeo
ვშთანთქავ) - სითხის ან მყარი სხეულის ზედაპირული შრის მიერ
აირიდან ან ხსნარიდან რაიმე ნივთიერების შთანთქმა.
ადუქცია adduction аддукция adductio (ლათ. adducere მიზიდვა) -
კიდურის ან მისი ნაწილის (მაგ., თითის) მიზიდვა შუა
სიბრტყისკენ.
ადჰეზია adhesion адгезия adhaesio (ლათ. adhaesio შეზრდა,
შეწებება) - 1. მიკროორგანიზმების სამიზნე-უჯრედებთან
შეწებება, კონტაქტი. 2. უჯრედების ერთმანეთთან და სხვადასხვა
სხეულებთან შეწებება.
აერაცია aeration аэрация aeratio (ბერძნ. aer ჰაერი) - 1.
მიკრობიოლოგიაში: საკვები ნიადაგის გამდიდრება სტერილური
ჰაერით ან ჟანგბადით, რაც ხელს უწყობს ბიომასის გამოსავალის
გაზრდას აერობული მიკროორგანიზმების კულტივირებისას
თხევად საკვებ ნიადაგში. 2. დაწესებულებების ბუნებრივი
ვენტილაცია.
აერობები aerobes аэробы aerobi (ბერძნ. aer ჰაერი, bios
სიცოცხლე) - მიკროორგანიზმები, რომელთა ზრდისა და
გამრავლებისათვის აუცილებელია თავისუფალი ჟანგბადის
არსებობა.
აერობიოზი aerobios аэробиоз aerobiosis (ბერძნ. aer ჰაერი, bios
სიცოცხლე) - სიცოცხლე გარემოში თავისუფალი ჟანგბადის
არსებობის შემთხვევაში.
აეროდონტალგია aerodontalgia аэродонталгия aerodontalgia
(ბერძნ. aer ჰაერი, odus კბილი, algos ტკივილი) - თვითმფრინავში
ან მაღალ მთაზე ასვლისას, ატმოსფერული წნევის ცვლილების
გამო განვითარებული კბილის ტკივილი.
აეროზოლი aeroso аэрозол aerosolum (ბერძნ. aer ჰაერი, sole
კოლოიდური ხსნარი) - ჰაერში შეწონილი უმცირესი ნაწილაკები.
მედიცინაში იყენებენ ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატების
შესაყვანად ინჰალაციის საშუალებით, აგრეთვე სადეზინფექციოდ.
აეროთერაპია aerotherapia аэротерапия aerotherapia (ბერძნ. aer
ჰაერი, therapeia მკურნალობა) - ჰაერით მკურნალობა (იხ.
კლიმატოთერაპია), რომლის მიზანია ორგანიზმის გაკაჟება და
ჟანგბადით უზრუნველყოფა.
აეროოტიტი aerootitis аэроотит aerootitis (ბერძნ. aer ჰაერი, otos
ყური, itis ანთება) - ატმოსფერული წნევის მკვეთრად დაწევის
შედეგად განვითარებული შუა ყურის ანთება. უფრო ხშირად
ემართებათ მფრინავებს.
აეროფაგია aerophagia аерофагия aerophagia (ბერძნ. aer ჰაერი,
phagos ვჭამ) - ჰაერის ზედმეტი რაოდენობით ჩაყლაპვა, რაც იწვევს
აირების დაგროვებას კუჭში.
აეროფობია aerophobia аэрофобия aerophobia (ბერძნ. aer ჰაერი,
phobos შიში) - ცოფის (ჰიდროფობიის) ერთერთი ყველაზე
დამახასიათებელი სიმპტომი - ჰიპერმგრძნობიარობა ჰაერის მცირე
მოძრაობაზეც კი.
ავადმყოფობა illness (disease) болезнь morbus - ორგანიზმის
ცხოველქმედების, მისი ჰომეოსტაზის დარღვევა გარეგანი ან
შინაგანი გამღიზიანებლების, ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური
და სხვა ფაქტორების გავლენით.
ავადმყოფობა ადისონის Addison's disease Аддисонова болезнь
morbus Addisoni - ინგლისელი მეცნიერის თ. ადისონის გვარის
მიხედვით, რომელმაც პირველად აღწერა ეს დაავადება 1855 წელს.
ენდოკრინული ავადმყოფობაა. გამოიხატება თირკმელზედა
ჯირკვლის ქერქოვანი შრის ქრონიკულ უკმარისობაში, რის გამოც
საკმარისად არ გამომუშავდება კორტიკოსტეროიდები.
ხასიათდება კანის და ლორწოვანი გარსების ჰიპერპიგმენტაციით,
სიგამხდრით, არტერიული ჰიპოტენზიით, წყალ-მარილოვანი
ცვლის დარღვევებით. მკურნალობენ კორტიზონით. სინ.:
ცვლ დ ღვევე კუ ლ ე კ ტ
ბრინჯაოს ავადმყოფობა, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის
ქრონიკული უკმარისობა და სხვ.
ავადმყოფობა alchaimeris Altzheimer's disease болезнь Алцгеймера
morbus Altsheimeri - ცენტრალური ნერვული სისტემის
პროგრესირებადი დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომია
ამნეზია. ამ დაავადების ეტიოლოგია აქამდე უცნობია. პირველად
აღწერა გერმანელმა ა. ალცჰაიმერმა (1864-1915).
ავადმყოფობა ბაზედოვის - იხ. ბაზედოვის დაავადება.
ავადმყოფობა ბაზენის Bazin's disease болезнь Базена morbus
Bazini - ახალგაზრდა ქალების იშვიათი დაავადება, როდესაც
კანქვეშ, წვივების კუნთების მიდამოში, უჩნდებათ მტკივნეული
კვანძები. ეს კვანძები შეიძლება დაიშალოს და დაწყლულდეს,
ანდა სულაც გაქრეს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. სინ.:
ინდურაციული ერითემა (erythema induratum).
ავადმყოფობა ბატენის Batten's disease болезнь Баттена morbus
Batteni - იშვიათი მემკვიდრული დაავადება. ცხიმოვანი
ნივთიერებები გროვდება ნერვული სისტემის უჯრედებში, რაც
ადამიანში იწვევს პროგრესირებადი ჭკუასუსტობის, ეპილეფსიის,
მხედველობის სხვადასხვა დარღვევების და სხვ. განვითარებას.
ავადმყოფობა ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში.
ავადმყოფობა ბოუენის Bowen's disease болезнь Боуена morbus
Boweni (ი. ბოუენი - ამერიკელი დერმატოლოგი) - კანის
დაავადებაა, ობლიგატური პრეკანცერი. ხასიათდება ეპიდერმისში
დისკერატოზული ცვლილებებით, რაც ხშირად
ტრანსფორმირდება კიბოდ.
ავადმყოფობა ბრილ-სიმერსის Brill-Symmers disease болезнь
Брил-Симерса Symmers morbus - პირველად აღწერეს ბრილმა (1925)
და სიმერსმა (1927). კლინიკურ სურათში წამყვანია
პოლილიმფადენოპათია. შესაძლებელია ამ დაავადების
ტრანსფორმაცია ჰოჯკინის დაავადებაში
(ლიმფოგრანულომატოზში) ან რომელიმე სახის ლიმფომაში. სინ.:
გიგანტურუჯრედოვანი სარკომა, მაკროფოლიკულური
ლიმფობლასტომა, ბრილსიმერსის ლიმფადენოპათია.
ავადმყოფობა ბრილ-ცინსერის Brill-Zinsser disease болезнь
Бриль-Цинссера Brill-Zinsser morbus - პარტახტიანი ტიფის
რეციდივი.
ეც დ ვ
ავადმყოფობა გოშეს Gaucher's disease болезнь Гоше morbus
Gauche - გენეტიკური (აუტოსომურ-რეცესიული) დაავადება,
რომელიც წარმოიქმნება გლუკოცერებროზიდების (იხ.
ცერებროზიდი) დაგროვების გამო თავის ტვინში და სხვა
ქსოვილებში (განსაკუთრებით, ძვლებში). ამას შედეგად მოყვება
ადამიანის გონებრივი ჩამორჩენილობა, სირთულეები ყლაპვისას
და სხვ.
ავადმყოფობა დაუნის Dawn's disease болезнь Дауна morbus
Dawni - იგივე დაუნის სინდრომი. აღნიშნული მემკვიდრული
დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯ. დაუნმა 1866
წელს. ავადმყოფებს 46 ქრომოსომის ნაცვლად აქვთ 47. ზედმეტი
ქრომოსომა 21-22 ჯგუფებიდანაა. ავადმყოფებს ახასიათებთ
გონებრივი სისუსტე, ზრდაში ჩამორჩენა, „მონღოლიზმი“
(ეპიკანტუსი) და სხვ. ამ დაავადებით შეპყრობილ ბავშვთა შორის
ლეიკემიით დაავადების შესაძლებლობა 18-20-ჯერ მეტია, ვიდრე
ჯანმრთელ პოპულაციაში.
ავადმყოფობა დენდი-უოკერის Dandy-Walker disease болезнь
Денди-Уокера morbus Dandy-Walkeri - ცერებრული დამბლის
სახესხვაობა, როდესაც ჩვეულებრივ ზიანდება თავის ტვინის
პარკუჭი. ირღვევა წონასწორობა, სიარულის მანერა, შეიძლება
განვითარდეს ჰიდროცეფალია.
ავადმყოფობა დი გულიელმოს Di gulielhmo disease болезнь Ди
Гульельмо morbus Di Gulielhmo - პირველად, 1917 წელს აღწერეს
იტალიაში (di gulielmo). ძალზე იშვიათი დაავადებაა. ეკუთვნის
მიელოპროლი ფერაციულ პროცესს. ახასიათებს ზომიერი
ჰეპატოსპლენომეგალია. სინ.: დი გულიელმოს სინდრომი,
ავთვისებიანი ერითრომიელოზი, მწვავე ერითრემია,
ერითროლეიკემია და სხვ.
ავადმყოფობა ვაკეზის Vaquez disease болезнь Вакеза morbus
Vaqiezis - პირველად აღწერა ვაკეზმა (Vaquez) 1892 წელს. კლინიკა:
სახის კანისა და ლორწოვანი გარსების მუქი წითელი ფერი,
ჰეპატოსპლენომეგალია, მაღალი არტერიული წნევა. სიცოცხლის
ხანგრძლივობა 8-15 წლით განისაზღვრება. ზოგჯერ დაავადება
შეიძლება ბლასტური კრიზით დამთავრდეს. სინ.: ჭეშმარიტი
პოლიციტემია, ოსლერის დაავადება, ერითრემია და სხვ.
ავადმყოფობა ვალდენსტრემის Wa ldenstrom disease болезнь
Вальденстрема Woldenstrom aegritudo - პირველად აღწერეს 1944
წელს. გვხვდება ხანშიშესულ ასაკში და უფრო ხშირია მამაკაცებში.
ჰემატოლოგიური სტატუსიდან აღსანიშნავია ნორმოქრომული
ანემია. ერითროციტების და ლექვის სიჩქარე (eds) ყოველთვის
აჩქარებულია. დაავადების განვითარებას პარალელურად სდევს
თრომბოციტოპენია. ნორმალური იმუნოგლობულინების
დათრგუნვის გამო ავადმყოფები სხვადასხვა ინფექციებისადმი
მგრძნობიარენი არიან. სინონიმები: მაკროგლობულინემიური
პურპურა, ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია.
ავადმყოფობა ვაქცინური vaccine disease вакцинальная болезнь
morbus vaccinales (ლათ. vacca ძროხა, vaccinus ძროხისა) - კანში
ვაქცინის ინოკულაციის შემდეგ განვითარებული მსუბუქი
დაავადება.
ავადმყოფობა ვერდნიგ-ჰოფმანის Werdnig-Hoffmann disease
болезнь Верднига-Хоффмана morbus Werdnig- Hoffmanni -
ბავშვობის ასაკის, სპინალური კუნთოვანი ატროფია.
მემკვიდრული დაავადებაა. ხასიათდება ზურგის ტვინის წინა
რქების ნეირონების დეგენერაციული ცვლილებებით, რაც იწვევს
კუნთების სიმეტრიულ დასუსტებას, ხშირად ზიანდება სასუნთქი
და სახის კუნთები.
ავადმყოფობა ვერლჰოფის Wehrlhof disease болезнь Верльгофа
morbus Wehrlhofi - პირველად აღწერილია 1735 წელს გერმანელი პ.
გ. ვერლჰოფის (1699-1767) მიერ. ეტიოლოგია უცნობია.
მიმდინარეობს მწვავედ და ქრონიკულად. ხშირია სისხლდენები,
ჰემორაგიები (იხ.). პერიფერიული სისხლი, გარდა
თრომბოციტებისა, რომელთა რაოდენობა კრიტიკულ ციფრზე
უფრო დაბალია, სპეციფიკური ცვლილებების გარეშეა. სინ.:
თრომბოცოტოპენიური პურპურა.
ავადმყოფობა ზღვის sea sickness морская болезнь morbus marinus
- პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ემართება ზოგიერთ
ადამიანს საფრენი აპარატებით ფრენისას ან ზღვაზე ცურვისას.
ასეთ მდგომარეობას იწვევს ვესტიბულური აპარატის ხანგრძლივი
გაღიზიანება. გამოი ხატება სისუსტით, თავბრუთი, ნერწყვის
გაძლიერებული გამოყოფით, ოფლიანობით, პირღებინებით.
ავადმყოფობა კარიონის Karrion's disease болезнь Карриона
morbus Karrioni - გამოყოფენ 2 ფორმას: 1) მწვავეს, მაღალი
ტემპერატურით, მკვეთრად გამოხატული ანემიით და მაღალი
ლეტალობით; 2) კანის ფორმას (პერუს მეჭეჭი), რომელიც ვი-
თარდება მწვავე ფორმის განვითარებიდან 1-2 თვის შემდეგ. ამ
ორი ფორმის იდენტურობა თვითდასენიანების გზით დაამტკიცა
ქ. ლიმას სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა, დ. კარიონმა,
რომლის სახელიც დაარქვეს ავადმყოფობას. მკურნალობას
ატარებენ ანტიბიოტიკებით.
ავადმყოფობა კატის ნაფხაჭნის cat scratch disease болезнь от
кошачьих царапин- კატის კბენის ან ნაფხაჭნის შემდეგ
განვითარებული ქლამიდიოზი. ახასიათებს დაზიანებების ნელი
შეხორცება, რეგიონული ლიმფადენიტი, ცხელება. სინ.:
კეთილთვისებიანი ინოკულაციური ლიმფორეტიკულოზი,
ვირუსული კეთილთვისებიანი ლიმფადენიტი, კეთილთვისებიანი
ლიმფორეტიკულოზი და ა.შ.,
ავადმყოფობა კესონური caisson disease кесонная болезнь morbus
decompresionis (ფრანგ. caisson ყუთი, კამერა წყალქვეშა
სამუშაოებისათვის) - დაავადება, რომელიც ემართებათ წყალქვეშა
სამუშაობებისათვის განკუთვნილ აპარატში - კესონში მომუ-
შავეებს. დაავადება უკავშირდება ატმოსფერული წნევის მკვეთრი
ცვლილების გამო განვითარებულ სწრაფ დეკომპრესიას (იხ.).
ავადმყოფობა კიასანურის ტყის Kyassanur forest disease болезнь
киясанурского леса morbus Kyassanur silva - მწვავე ინფექციური
ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა ჰემორაგიული ცხელებების
ჯგუფიდან. გამომწვევია Flaviviridae-ს ოჯახის Flavivirus-ის გვარის
არბოვირუსი. გადაეცემა Haemophysalis-ის გვარის ტკიპებით.
ხასიათდება ცხელებით, საერთო ინტოქსიკაციით, ზომიერი
ჰემორაგიული სინდრომით. გვხვდება სამხრეთ ინდოეთში.
ავადმყოფობა კლაინფელტერის Kle infelter disease болезнь
Клайнфельтера morbus Kleinfelteri - იგივე კლაინფელტერის
სინდრომი. მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც უვითარდებათ
მამაკაცებს. მისი ციტოგენეტიკური ფორმულაა: 44 + XXY = 47.
ასეთი მამაკაცები ძალზე მაღლები არიან, გრძელი კიდურებით.
ახასიათებთ პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების
განუვითარებლობა, ჰიპოგონადიზმი, ოლიგო- და ასპერმია,
ევნუქოიდიზმი, უნაყოფობა, მკვეთრი გონებრივი ჩამორჩენილობა.
ავადმყოფობა კონტაგიოზური contagious disease контагиозное
заболевание morbus contagiosus (ლათ. ცონტაგიო გადადება) -
გადამდები დაავადება, რომელიც გადაეცემა ეტიოლოგიურ
აგენტთან უშუალო შეხებით. სინ.: კონტაგიური დაავადება
ავადმყოფობა კრისტმასის Christmas disease болезнь Кристмаса
morbus Christmasi - დაავადება, რომელიც თავისი სიმპტომებით
წააგავს ჰემოფილიას, მაგრამ მისი განვითარების მიზეზია
სისხლის სხვა შემადედებელი ფაქტორის (კრისტმასის ანუ IX
ფაქტორის) დეფიციტი.
ავადმყოფობა კრონის Crohn's disease болезнь Крона morbus
Crohni - დაავადება, როდესაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
ცალკეულ უბნებში აღნიშნება ანთებითი პროცესები, რის გამოც
ისინი სქელდებიან და წყლულდებიან. მკურნალობისათვის
იყენებენ კორტიკოსტეროიდებს, იმუნოდეპრესანტებს,
ანტიბიოტიკებს და დიეტას. ზოგჯერ აუცილებელი ხდება
დაზიანებული უბნის ქირურგიული ამოკვეთა.
ავადმყოფობა ლაიმის lyme disease болезнь лаймская болезнь
morbus Lymi - აშშ-ის შტატ კონექტიკუტის ერთ-ერთი ქალაქის
სახელის მიხედვით. დაავადების გამომწვევია Borrelia burgdorferi.
ვექტორებია ტკიპები - Ixodes dammini და I. pacificus.
მიკროორგანიზმის მთავარი რეზერვუარია თაგვები. ტკიპის კბენის
ადგილიდან სპიროქეტა სხვადასხვა ორგანოებს (გულს,
ცენტრალურ ნერვულ სისტემას, სახსრებს) გადაეცემა სისხლის
საშუალებით. I სტადიაზე ჩნდება გამონაყარი, ცხელება, თავის
ტკივილები და სხვ. II სტადიაზე წინა პლანზე გამოდის
კარდიალური და ნევროლოგიური მოვლენები, აგრეთვე მწვავე
(არასეპტიკური) მენინგიტი და კრანიალური ნეიროპათიები.
სამკურნალოდ იყენებენ დოქსიციკლინს ან ამოქსიცილინს,
აგრეთვე პენიცილინს და ცეფტრიაქსონს. პრევენციული
ღონისძიებები ითვალისწინებს დამცველი ტანსაცმლის ტარებას
და ტკიპების საწინააღმდეგო რეპელენტების გამოყენებას.
ავადმყოფობა მარკიაფავა-მიკელის Marchiafawa-Mikeli's disease
болезнь Маркиафава-Микели morbus Marchiafawa- Mikeli -
დაავადება ვითარდება ღეროვან უჯრედებში მიმდინარე
დ ვ დე ვ დე ღე ვ უჯ ედე დ ე
სომატური მუტაციის გამო, რის შედეგადაც წარმოიქმნება
ერითროციტების ანომალური პოპულაცია. ხასიათდება
პლაზმური მემბრანის გაზრდილი მგრძნობელობით
კომპლემენტისადმი. კლინიკურად ავადმყოფობა ვლინდება
სისხლძარღვებში მიმდინარე მუდმივი ჰემოლიზით, რაც ზოგჯერ
(განსაკუთრებით, ღამით) ძლიერდება ჰემოგლობულინურიის წარ
მოქმნამდე. სინ.: პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია.
ავადმყოფობა მარმარილოს marble bones мраморная болезнь
morbus marmoreus - მემკვიდრული, ოჯახური ავადმყოფობაა.
ხასიათდება თითქმის მთელი ჩონჩხის დიფუზური
ოსტეოსკლეროზით ან ოსტეოპეტროზით. რენტგენოგრამაზე
ძვლის ქსოვილის ტრაბეკულური სტრუქტურა გამქრალია. სინ.
ალბერს-შონბერგის ავადმყოფობა.
ავადმყოფობა მენიერის Meniere's disease Меньера болезнь morbus
Menieri - შუა ყურის დაზიანება, რაც გამოიხატება ყურთასმენის
სენსორულ-ნერვულ დაქვეითებაში. დამახასიათებელი ნიშნებია:
თავბრუ, ყურებში ხმაური, ფლუქტუაციის შეგრძნება და სხვ.
სახელი ეწოდა ფრანგი ოტოლარინგოლოგის პ. მენიერის (1799-
1862) საპატივცემულოდ.
ავადმყოფობა მთის mountain illness горная болезнь morbus
montanus - პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება
მაღალმთიანეთის პირობებში დაქვეითებულ ატმოფერულ
წნევასთან (უფრო ხშირად, ჟანგბადის პარციალურ წნევასთან)
დაკავშირებით. ხასიათდება სისხლ-ძარღვოვანი, სასუნთქი და
ნერვულფსიქიკური დარღვევებით.
ავადმყოფობა მიელომური myeloma миеломная болезнь
myelomatosis (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, oma სიმსივნე) - ძვლის
ტვინის სიმსივნური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს
მიელომური (პლაზმური) უჯრედების პროლიფერაცია და ჩონჩხის
ძვლების დაზიანება. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. სინ.:
კალერის ავადმყოფობა, რუსტიცკი-კალერის ავადმყოფობა,
მიელომა, მიელომატოზი, პლაზმოციტომა და სხვ.
ავადმყოფობა მიკულიჩის Mikulicz's disease болезнь Микулича
morbus Mikuliczi - საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლების
დაზიანება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს რომელიმე
აუტოიმუნური დაავადება ანდა ავთვისებიანი სიმსივნის
განვითარება.
ავადმყოფობა მინამატას Minamata disease болезнь Минаматы
morbus Minamata - ვერცხლისწყლით მოწამვლის სახესხვაობაა,
რასაც ადგილი აქვს ადამიანის ორგანიზმში მეთილის
ვერცხლისწყლის მოხვედრის შემთხვევაში. 1953-56 წლებში ასეთი
ტიპის მოწამვლამ იაპონიის ქალაქ მინამატაში 43 იაპონელი
იმსხვერპლა. დაავადების სიმპტომებია: კიდურების დაბუჟება და
მათ ფუნქციონირებაზე კონტროლის დაკარგვა, აგრეთვე
მეტყველების და სმენის დარღვევები.
ავადმყოფობა მწვანე მაიმუნების - იხ. ცხელება მარბურგის.
ავადმყოფობა პარკინსონის - იხ. პარკინსონიზმი.
ავადმყოფობა პერიოდული periodical illness периодическая
болезнь morbus periodici (ბერძნ. periodos ირგვლივ სიარული) -
დაუდგენელი ეტიოლოგიის დაავადება, რომლის კლინიკური
გამოხატულებაა მუცლის მწვავე პერიოდული ტკივილები
(მეტწილად გაზაფხულსა და შემოდგომაზე). ახასიათებთ
ებრაელებს, არაბებსა და სომხებს.
ავადმყოფობა პეჯეტის Paget's disease болезнь Педжета morbus
Pageti - 1. ძვლების (თავის ქალას, ხერხემლის, მენჯის და გრძელი
ლულოვანი ძვლების) ქრონიკული დაავადება. 2. ძუძუს კერტის,
დვრილის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც გარეგნულად
ეგზემას წააგავს.
ავადმყოფობა პოტის Pott disease болезнь Потта morbus Potti (პ.
პოტი - ინგლისელი ექიმი) - ხერხემლის ტუბერკულოზური
დაზიანება. შდრ. პოტის კიბოს.
ავადმყოფობა პროფესიული - იხ. პროფესიული დაავადებები.
ავადმყოფობა რეინოს Raynaud's disease болезнь Рейно morbus
Raynaud - მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ხელების თითების
უაღრესად აქტიური რეაქციით სიცივეზე. სისხლის მიმოქცევის
დარღვევის გამო ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს განგრენა
ანდა თითების ბოლოების დაწყლულება.
ავადმყოფობა სეზარის Cezary disease болезнь Сезари morbus
Cezary - ამ სინდრომის შესახებ პირველად აზრი გამოთქვა ფრანგმა
დერმატოლოგმა ა. სეზარიმ (1880-1956). ძალზე იშვიათი
დაავადებაა. ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა
დ ვ დე ლ ფუ კვ ე ღვ ლ დ ელე
ჰიპერპლაზიას განიცდიან. პერიფერიული სისხლისათვის და
კანისათვის დამახასიათებელია ატიპური ლიმფოციტები. ამ
უჯრედებს გააჩნია უჩვეულო კონფიგურაციების (ღრმა
ინვაგინაციებით) მქონე კარიოლემა. ეკუთვნიან T-პოპულაციას.
სიცოცხლის ხანგრძლივობა პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 5
წლით განისაზღვრება. სინ.: სეზარის სინდრომი, ერითროდერმია.
ავადმყოფობა სიმაღლის high-altitude sickness высотная болезнь
morbus altitudinis - პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც
ვითარდება შესუნთქულ ჰაერში აირების პარციალური წნევის
მნიშვნელოვანი და სწრაფი დაქვეითების შემთხვევაში. ახასიათებს
გულისცემის გახშირება, ქოშინი, შრომისუნარიანობის
დაქვეითება, მხედველობის დარღვევები და ა.შ.
ავადმყოფობა სიმონდსის Simmond's disease болезнь Симмондса
morbus Simmondi - სასქესო ფუნქციის დარღვევა, წონის
მნიშვნელოვანი დაკლება და სხვა სიმპტომები, რომლებიც
დამახასიათებელია ჰიპოფიზის ფუნქციის უკმარისობისათვის.
მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა ანდა სიმსივნე. შეიძლება
განივითარდეთ ქალებს, ძლიერი სისხლდენით გართულებული
მშობიარობის შემდეგ.
ავადმყოფობა სტილის Still's disease болезнь Сстила morbus Stilli -
ქრონიკული ართრიტი, რომელიც უვითარდებათ 16 წლამდე
ასაკის ბავშვებს.
ავადმყოფობა სხივური radiation sickness лучевая болезнь morbus
radiatio - ორგანიზმზე მაიონებელი გამოსხივების მაღალი
დოზების ზემოქმედებით გამოწვეული ავადმყოფობა.
განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
გამოსხივების ძალზე მაღალი დოზების შემთხვევაში, ადამიანი
იღუპება რამდენიმე საათში ცენტრალური ნერვული სისტემის
დაზიანების გამო. უფრო დაბალი დოზების შემთხვევაში, იწყება
გულისრევა, პირღებინება და ფაღარათი, აგრეთვე სისხლდენა, რაც
ძვლის ტვინის დაზიანების ნიშანია. ადამიანს ცვივა თმები და
ეწყება სისხლიანი ფაღარათი.
ავადმყოფობა ტაკაიასუს Takayasu's disease болезнь Такаясу
morbus Takayasu - აორტიდან გამომავალი არტერიების
პროგრესული ოკლუზია, რასაც მოყვება პულსის დაკარგვა
ხელებზე და კისერზე. ამ დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
ელე ე დ კ ე ე დ ვ დე დ ტ ე
გრძნობის დაკარგვა (სინკოპე), სახის კუნთების დამბლა და
მხედველობის დროებითი დაკარგვა, რაც გამოწვეულია სისხლის
არასაკმარისი მომარაგებით.
ავადმყოფობა ტერნერის Terner's syndrome синдром Тернера
Terner syndromus - იგივე ტერნერის სინდრომი. აღნიშნული
მემკვიდრული დაავადება უვითარდებათ ქალებს.
ციტოგენეტიკური ფორმულაა: 44+XO=45. ავადმყოფებს
ახასიათებთ დაბალი სიმაღლე, მოკლე კისერი, შენელებული
სქესობრივი განვითარება, ამენორეა და უნაყოფობა.
ავადმყოფობა უიპლის Whipple's disease болезнь Уипла morbus
Whipple - იშვიათი, მხოლოდ მამაკაცებისათვის დამახასიათებელი
დაავადება: ხასიათდება ნეიტრალური ცხიმების შეწოვის და
სინთეზის დარღვევებით და რევმატული სიმპტომებით.
მალაბსორბციას (იხ.) თან ახლავს კანის დამახასიათებელი
პიგმენტაცია და ართრიტი. მკურნალობისათვის გამოიყენება
ანტიბიოტიკები.
ავადმყოფობა ფაბრის Fabri's disease болезнь Фабри morbus Fabri
(გერმანელი დერმატოლოგის, ფაბრის გვარის მიხედვით) -
გლიკოლიპიდების ცვლის დარღვევით განპირობებული
მემკვიდრული დაავადება: ვლინდება კანზე მრავლობითი
კეთილთვისებიანი ანგიომების წარმოქმნით. დაავადებას თან
ახლავს კიდურების ტკივილები, თვალების, ნაწლავების,
თირკმლების და სხვ. დაზიანებები. სინ.: ჰემორაგიული
კვანძოვანი პურპურა, ფაბრის სინდრომი.
ავადმყოფობა ფანკონის Fankoni's disease болезнь Фанкони
morbus-Fankoni (შვეიცარიელი პედიატრის, გ. ფანკონის გვარის
მიხედვით) - მემკვიდრული დაავადება, რომელიც მდგომარეობს
ნეფრონის მარყუჟის და დისტალური მილაკების დაზიანებაში.
ვლინდება ჰიპოტონიური პოლიურიით, აზოტემიით და ა.შ.
აღნიშნული დაავადების დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-
რეცესიული ტიპით. სინ.: ფანკონის ნეფრონოფთიზი.
ავადმყოფობა ფონ ვილებრანდის von Willebrand's disease болезнь
фон Виллебранда morbus von Villebrandi - მემკვიდრული
ფსევდოჰემოფილია. სისხლის მემკვიდრული დაავადება,
რომელიც ხასიათდება ეპიზოდური სპონტანური
სისხლჩაქცევებით. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია თან ახლდეს
ლ ქცევე გ ე ვევ ე ლე ელ ლდე
VIII ფაქტორის დეფიციტი. დაავადების დამემკვიდრება ხდება
აუტოსომური დომინირებით.
ავადმყოფობა შაგასის Shagasi disease болезнь Шагаси morbus
Shagasi (ბრაზილიელი ექიმის, ც. შაგასის გვარის მიხედვით) -
ნერვული განგლიების დესტრუქციით გამოწვეული ღრუ
ორგანოების პათოლოგიური გაგანიერება. შორეული შედეგია
ამერიკული ტრიპანოსომოზის მწვავე ფორმისა, რომლის
გამომწვევია შოლტიანების კლასის უმარტივესი თრყპანოსომა
ცრუზი. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. დაავადების
გადამტანია ბაღლინჯო (Triatoma megistus). სინ.: ტრიპანოსომოზი
აფრიკული (იხ.).
ავადმყოფობა შარდ-კენჭოვანი urolithiasis мочекаменная болезнь
urolithiasis - ხასიათდება თირკმლებსა და საშარდე გზებში შარდის
შემადგენელი კომპონენტებისაგან წარმოქმნილი კონკრემენტების
დაგროვებით.
ავადმყოფობა შრატის serum disease сывороточная болезнь morbus
seri - ორგანიზმში შრატის პარენტერულად შეყვანის შემდეგ
განვითარებული დაავადება. ახასიათებს შემცივნება, მაღალი
ტემპერატურა, ქავილი და ტანზე უხვი გამონაყარი.
ავადმყოფობა ცერებროვასკულური cerebrovascular disease
болезнь цереброваскулярная morbus cerebrovascularis (ლათ.
cerebrum თავის ტვინი, vasculum მცირე სისხლძარღვი) - თავის
ტვინის სისხლძარღვების და მისი მფარავი გარსების დაავადება.
უმეტეს შემთხვევებში ვითარდება ათერომის ან ჰიპერტენზიის
გამო, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაკავშირებული იყოს
ცერებრულ თრომბოზთან ან ემბოლიასთან.
ავადმყოფობა ციტოსტატიკური cytostatical disease
цитостатическое заболевание morbus cytostatica (ბერძნ. kytos
უჯრედი, status მდგომარეობა) - ციტოსტატიკურ პრეპარატებს (იხ.
ციტოსტატიკები) აღმოაჩნდათ გარკვეული უარყოფითი
თვისებებიც. ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ ჰემოპოეზზე,
დამღუპველად მოქმედებენ არა მარტო პათოლოგიურ, არამედ
ნორმალურ უჯრედებზედაც. პერიფერიულ სისხლში აღინიშნება
არა მარტო ლეიკოპენია, არამედ ანემია და თრომბოციტოპენია.
ჰემოპოეზის ძლიერი დეპრესია წარმოადგენს სხვადასხვა
ინფექციების (მაგ., პნევმონიის და სეფსისის) განვითარების
მიზეზს.
ავადმყოფობა ძილის - იხ. თრიპანოსომოზი
ავადმყოფობა ჰანტინგტონის Huntington's disease болезнь
Хантингтона morbus Huntingtoni - მემკვიდრული დაავადება,
რომელიც წარმოიქმნება დომინანტური გენის დეფექტის გამო.
დაავადების სიმპტომები (ქორეა, პროგრესირებადი დემენცია და
სხვ.). ვლინდება საშუალო ასაკში. ამჟამად იდენტიფიცირებულია
ამ დაავადების გამომწვევი, მე-4 ქრომოსომაში ლოკალიზებული
გენი. ამან დიდი წვლილი შეიტანა გენეტიკურ სკრინინგში, რითაც
ვლინდებიან ის პირები, რომელთა შვილებს შეიძლება განუვი-
თარდეთ აღნიშნული დაავადება. სინ.: ჰანტინგტონის ქორეა.
ავადმყოფობა ჰარტნაპის Hurtnup disease болезнь Хартнапа
morbus Hurtnapi - იშვიათი მემკვიდრული დე ფექტი, რაც
დაკავშირებულია ამინმჟავა ტრიპტოფანის შეწოვის
დარღვევასთან. ასეთ ადამიანში აღინიშნება გონებრივი
განვითარების დაბრკოლება, კანის გასქელება და აქერცვლა,
აგრეთვე კოორდინაციის დარღვევა. კარგ შედეგებს იძლევა
მკურნალობა ნიკოტინამიდით.
ავადმყოფობა ჰაშიმოტოს Hashimoto's disease болезнь Хашимото
morbus Hashimoto - ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთება,
რასაც იწვევს ამ ორგანოს ნორმალური ქსოვილის დამაზიანებელი
ანტისხეულების (აუტოანტისხეულების) პროდუქცია. დაავადება
უფრო ხშირია ქალებში, არც თუ იშვიათად ვითარდება ერთი
ოჯახის რამდენიმე წევრში.
ავადმყოფობა ჰემოლიზური ახალშობილების hemolytical illness
of newborns болезнь гемолитическая новорожденных (ბერძნ. haima
სისხლი, lysis დაშლა, გახსნა) - მემკვიდრული ავადმყოფობა:
განპირობებულია დედის და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობით
რეზუს-ფაქტორის, სისხლის ჯგუფის ან სისხლის სხვა
ფაქტორების მიხედვით. დაბადების მომენტისათვის და
სიცოცხლის პირველ დღეებში შეინიშნება ჰემოლიზური ანემიის
ნიშნები. სინ.: ახალშობილე ბის ჰემოლიზური ანემია,
ახალშობილების ერითრობლასტოზი, ნაყოფის
ერითრობლასტოზი.
ავადმყოფობა ჰემორაგიული ახალშობილების hemorrhagical
illness of newborns болезнь геморагическая новорожденных morbus
haemorrhagicus neonatorum (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. rrhagia
ძლიერი გამოყოფა) - განპირობებულია სიცოცხლის პირველ
დღეებში სისხლის შედედების ზოგიერთი ფაქტორის (II,VII და
სხვ.) ტრანზიტორული უკმარისობით. ხასიათდება
სისხლჩაქცევებით კანში, კანქვეშა შრეებში და კუნთებში, აგრეთვე
სისხლდენებით ჭიპიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ორგანოებიდან.
ავადმყოფობა ჰირშპრუნგის Hirschsprung's disease болезнь
Гиршпрунга morbus Hirschsprungi - ნეონატალურ პერიოდში,
სწორი ნაწლავის, ზოგჯერ კი კოლინჯის დისტალური
განყოფილების მემკვიდრული მანკი, რისი მიზეზიცაა ნაწლავის
კედლის და სისხლძარღვების ყველა ელემენტის დენერვაცია.
ამასთან, ირღვევა ნაწლავის შემცველობის გავლა დაზიანებულ
უბნებში, რასაც თან მოსდევს მისი დაგროვება კოლინჯში და ამ
უკანასკნელის თანდათანობითი გაწელვა. ავადმყოფობის
სიმპტომებია: მუცლის ტკივილები, შებერილობები და ძლიერი ან
სრული ყაბზობა. მკურნალობა მდგომარეობს დაზიანებული
უბნის ქირურგიულ ამოკვეთაში და ანასტომოზის დადებაში.
ავადმყოფობა ჰოჯკინის - იხ. ლიმფოგრანულომატოზი.
ავადმყოფობები ადაპტაციური adaptation diseases болезни
адаптации morbi adaptatio - ჰ. სელიეს მიერ შემოთავაზებული
ტერმინია. აღნიშნავს ორგანიზმზე არასპეციფიკური პათოგენური
ფაქტორების (სტრესორების) ზემოქმედებით განვითარებულ
პათოლოგიურ მდგომარეობებს, რომლებიც წარმოიქმნებიან
ორგანიზმის შეგუებითი რეაქციების ეფექტურობის დაქვეითების
ფონზე.
ავადმყოფობები ალიმენტური alimentary diseases алиментарные
болезни morbi alimentarii (ლათ. alimentum საკვები, საზრდო) -
გარკვეული საკვები პროდუქტების დეფიციტზე ან სიჭარბეზე
დამოკიდებული დაავადებები.
ავადმყოფობები აუტოიმუნური autoimmune diseases
аутоиммунные заболевания morbi (aegritudo) autoimmunis (ბერძნ.
autos თვით, ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) -
აღნიშნული იმუნოპათოლოგიის საფუძველშია: აუტოიმუნური
ღ ულ უ ლ გ ფუ ველ უტ უ უ
რეაქციები ჯვარედინად მორეაგირე ანტიგენებთან; საკუთარ
ნორმალურ ქსოვილებთან მორეაგირე იმუნოკომპეტენტური
უჯრედების ანომალური კლონების წარმოქმნა; კონკრეტული
ანტიგენის მიმართ გენეტიკურად და პროგრამებული სუსტი
იმუნური პასუხი და სხვ. აუტოიმუნური დაავადებებია:
სისტემური წითელი მგლურა, ქრონიკული
გლომერულონეფრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ჰაშიმოტოს
თირეოიდიტი, პირველადი მიქსედემა, თირეოტოქსიკოზი,
პერნიციოზული ანემია და მრავალი სხვ.
ავადმყოფობები ბავშვთა children's diseases детские болезни morbi
infantilis - ბავშვთა სნეულებანი. ბავშვთა ასაკის დაავადებები:
ქუნთრუშა, წითელა, ჩუტყვავილა და მრავალი სხვ.
ავადმყოფობები დაგროვების accumulation diseases болезни
накопления morbi accumulatio - ნივთიერებათა ცვლის
დარღვევებით გამოწვეული მემკვიდრული ავადმყოფობები,
რომლებიც ვლინდებიან გარკვეული ტიპის ნივთიერებების
პროგრესული დაგროვებით სხვადასხვა ქსოვილების უჯრედებში
(გლიკოგენოზები, მეტაქრომაზული ლეიკოდისტროფია,
ფუკოზიდოზი და სხვ.). სინ.: დეპონირების ავადმყოფობები.
ავადმყოფობები ეგზოტიკური exotical diseases экзотические
заболевания morbi exotici (ბერძნ. exotikos უცხო) - ინფექციური
ავადმყოფობები, რომლებიც არ გვხვდება ამა თუ იმ კონკრეტულ
ქვეყანაში ინფექციური წყაროების, გადამტანი ფეხსახსრიანების ან
გავრცელების სხვა აუცილებელი პირობების არარსებობის გამო,
მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს გარედან შემოტანის გზითაც
(ტრანზიტული ავადმყოფობა).
ავადმყოფობები ენდემური endemic diseases ендемические
заболевания morbi endemici (ბერძნ. endemos ადგილობრივი) - ამა
თუ იმ კონკრეტული არეალისათვის (გარკვეული ადგილისათვის)
დამახასიათებელი დაავადებები.
ავადმყოფობები ენდოკრინული endocrinic diseases ендокринные
заболевания morbi endocrinici (ბერძნ. endon შიგნით, krino
გამოვყოფ) - დაავადებები, რომელთა პათოგენეზი განისაზღვრება
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევით.
ავადმყოფობები ეპიდემიური epidemic diseases эпидемические
заболевания morbi epidemici (ბერძნ. epidemos ხალხში
ე ლ
გავრცელებული) - ადამიანის ინფექციური დაავადებები,
რომლებისთვისაც გარკვეულ პირობებში დამახასიათებელია
მასიური გავრცელება.
ავადმყოფობები ვენერული venereal diseases венерические
болезни morbi venereus (ვენერა - სიყვარულისა და სილამაზის
ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში) - ინფექციურ დაავადებათა
ჯგუფი, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდება.
ასეთი დაავადებებია: სიფილისი, გონორეა, რბილი შანკრი,
დონოვანოზი და სხვ.
ავადმყოფობები იატროგენული iatrogenic diseases ятрогенные
болезни morbi iatrogenia (ბერძნ. iatros ექიმი, genes წარმოშობილი) -
1. სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატით ან რადიოთერაპიით
გამოწვეული პათოლოგიური რეაქციები. 2. ექიმის ან სამედიცინო
პერსონალის დაუკვირვებელი საუბრის შედეგად ავადმყოფში
განვითარებული ფსიქოგენური რეაქცია.
ავადმყოფობები ინვაზიური invasive diseases инвазионные
волезни morbi invasici (ლათ. invasio შესევა, თავდასხმა) -
უმარტივესებით (ლეიშმანიები, პლაზმოდიუმი და სხვ.),
ფეხსახსრიანებით და ჭიებით (ჰელმინთები) გამოწვეული
დაავადებები.
ავადმყოფობები ინტერკურენტული intercurrent diseases
интеркурретные заболевания morbi intercurrenti (ლათ. intercurro
ჩავერევი) - თანდართული, დამატებითი. სხვა დაავადებაზე
თანდართული დაავადება (მაგ., შეძენილ იმუნოდეფიციტს თან
ახლავს თანმხლები ანუ ინტერკურენტული დაავადებები:
პნევმონია, კაპოშის სარკომა, ლიმფომები და სხვ. იგივე
ოპორტუნისტული დაავადებები.
ავადმყოფობები ინფექციური infectious diseases инфекционные
заболевания morbi infectiosi - სხვადასხვა სახის
მიკროორგანიზმების (ვირუსების, ბაქტერიების, სოკოების,
უმარტივესების) მიერ გამოწვეული დაავადებები.
ავადმყოფობები მემკვიდრული hereditary diseases
наследственные (врожденные) заболевания morbi hereditas -
დაავადებები, რომლებიც წარმოიქმნებიან გენეტიკური
ინფორმაციის შენახვის, გადაცემის და რეალიზაციის პროცესების
დარღვევის გამო. ამ ტიპის დაავადებების წარმო- შობას
განაპირობებენ გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები.
ავადმყოფობები მიკოპლაზმური mycoplasmic diseases
микоплазматические заболевания morbi mycoplasmaci - Mycoplasma-
ს გვარის მიკროორგანიზმებით განპირობებული ინფექციური
დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ პნევმონიის,
ურეთრიტის, მენინგიტის, კონიუნქტივიტის და სხვ. ფორმით.
ავადმყოფობები მოლეკულური molecular diseases молекулярные
заболевания morbi moleculare (ლათ. მოლეს მასა, ცულა კნინობითი
სუფიქსი) - ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრული დარღვევებით
გამოწვეული დაავადებები. იგივე ცილების, ჩვეულებრივ,
ფერმენტების სტრუქტურული დარღვევებით განპირობებული
მემკვიდრული დაავადებები. ტერმინი მოწოდებულია ამერიკელი
ბიოქიმიკოსის ლ. პოლინგის მიერ. ამჟამად დადგენილია, რომ
ცილების (ჩვეულებრივ, ფერმენტების) სტრუქტურული
დარღვევები ვითარდება ამ ცილების პირველადი სტრუქტურის
მაკოდირებელი გენების მუტაციის შე დეგად.
ავადმყოფობები ნერვული neural diseases нервные заболевания
morbi nervosi - ცენტრალური და პერიფერიული ნერვული
სისტემის დაავადებები.
ავადმყოფობები ოპორტუნისტული opportunistic diseases
оппортунистические заболевания morbi opportunistica (ლათ.
opportunus ხელსაყრელი) - ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესის
თანმხლები დაავადებები. მაგ., შიდსის დროს ადგილი აქვს
პნევმონიების, კაპოშის სარკომის, ლიმფომების, აგრეთვე
სხვადასხვა პირობითპათოგენური მიკროორგანიზმებით
გამოწვეული დაავადებების განვითარებას იხ. ავადმყოფობა
ინტერკურენტული.
ავადმყოფობები პოლიეტიოლოგიური polyetiological diseases
полиэтиологические заболевания morbi polyetiologici (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, aitia მიზეზი) - თავისი ბუნებით განსხვავებული
ფაქტორების ზემოქმედების შედეგად განვითარებული
დაავადებები.
ავადმყოფობები რესპირატორული respiratory diseases
респираторные болезни morbi respiratorius (ლათ. respiro ვსუნთქავ)
- სასუთქი გზების დაავადებები, რომელთა გამომწვევებია
უ ქ გ ე დ ვ დე ე ელ გ წვევე
უმეტესწილად რნმ-გენომიანი ვირუსები (ორთომიქსოვირუსები,
პარამიქსოვირუსები, კორონავირუსები, რინოვირუსები და სხვ.).
ავადმყოფობები სისტემური systemic diseases системные болезни
morbi systematica (ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება) -
ორგანიზმის ორგანოთა სისტემების (ნერვული, საშარდე, სისხლის,
სასქესო და სხვ.) დაავადებები.
ავადმყოფობები სომატური somatic diseases соматические болезни
morbi somaticus (ბერძნ. soma სხეული) - ავადმყოფობები,
რომლებიც არ არიან დაკავშირებული ფსიქიკურ პროცესებთან.
ავადმყოფობები ტრანსმისიული transmissive diseases
трансмиссивные болезни morbi transmissio (ლათ. transmissio
გადაცემა) - ანთროპოზოონოზების ჯგუფი, რომელთა გამომწვევი
აგენტი ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება სისხლისმწოველი
ფეხსახსრიანის (კოღო, მოსკიტი, ბუზი, ტკიპა და სხვ.) მეშვეობით.
ავადმყოფობები ტროპიკული tropical diseases тропические
заболевания morbi tropici (ბერძნ. tropikos მოსაბრუნებელი) -
დაავადებები, რომლებიც უმეტესწილად გვხვდება ეკვატორულ,
სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყელებში. ეს ეხება ვირუსულ,
ბაქტერიულ, პარაზიტულ, რიკეტსიულ, სოკოვან დაავადებებს და
სხვ. ტროპიკულია აგრეთვე სხვადასხვა დერმატიტები,
ავიტამინოზები (ბერიბერი, სპრუ), სისხლის გენეტიკური
ანომალიები (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია), შხამიანი
გველებით, ობობებით და თევზებით გამოწვეული
ინტოქსიკაციები. სინ.: ცხელი ქვეყნების დაავადებები.
ავადმყოფობები ფსიქიკური psychical diseases фсихические
заболевания morbi psychici (ბერძნ. psyche სული) - თავის ტვინის
პათოლოგიით განპირობებული დაავადებები, რაც ვლინდება
ფსიქიკური მოქმედების დარღვევით. ასეთი ტიპის
ავადმყოფობებს მიეკუთვნება ფსიქოზები, ნევროზები,
ფსიქოპათიები, აგრეთვე ე.წ. აფექტური პათოლოგიის ზოგიერთი
ტიპი.
ავადმყოფობები ქრომოსომული chromosomal diseases
хромосомные заболевания morbi chromosomi (ბერძნ. chroma ფერი,
soma სხეული) - მემკვიდრული დაავადებების ერთი ნაწილი.
დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ქრომოსომების
სტრუქტურული ან რაოდენობრივი ცვლილებებით.
ტ უქტუ ულ დე ვ ცვლ ლე ე
ქრომოსომული დაავადებების სიხშირე ახალშობილებში
დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ყველაზე უფრო ცნობილი
ქრომოსომული დაავადებებია: X-ტრისომია, კლაინფელტერის
სინდრომი, ტერნერის სინდრომი, დაუნის დაავადება და სხვ.
ზოგიერთი მემკვიდრული დაავადებების შემთხვევაში
ქრომოსომების აბერაციები არ ვლინდება (მაგ., ჰემოფილია).
ავადობა sickness rate заболеваемость morbiditas (ლათ. morbidus
ავადმყოფური) - სტატისტიკური მონაცემები მთლიანად
მოსახლეობის ან მისი ცალკეული ჯგუფების (ასაკის, პროფესიების
და ა.შ. მიხედვით) დაავადების (რაოდენობა და ნოზოლოგიის
ტიპი) შესახებ.
ავასკულური avascular аваскулярный avascular (ბერძნ. а უარყ.
თავს., ლათ. vasculum მცირე სისხლძარღვი) - ამა თუ იმ ორგანოში
სისხლძარღვების სრული უქონლობა ანდა მისი არასაკმარისი
სისხლმომარაგება. ტერმინი ჩვეულებრივ გამოიყენება ხრტილთან
მიმართებაში.
ავიადენოვირუსები aviadenoviruses авиаденовирусы aviadenovirus
(ლათ. avis ფრინველი, ბერძნ. aden ჯირკვალი, ლათ. virus შხამი) -
ადენოვირუსების ოჯახის ერთ-ერთი გვარია, რომელსაც ეკუთვნის
ფრინველების ადენოვირუსები. მათი პათოგენობა ადამიანისათვის
დადგენილი არ არის.
ავიდურობა avidity авидность avidus (ლათ. avidus ხარბი) -
ანტისხეულების ჰეტეროგენური ნარევის უნარი შეუკავშირდეს
შესაბამის მაკრომოლეკულურ (პოლიდეტერმინანტურ) ანტიგენს.
ავიდურობა იმუნური შრატების, მაგ., ანტიტოქსიკური
ანტისხეულების, ძირითადი მახასიათებელია.
ავიპოქსვირუსები avipoxviruses авипоксвирусы avipoxvirus (ლათ.
avis ფრინველი, pox პუსტულა, virus შხამი) - პოქსვირუსების
ოჯახის ერთ-ერთი გვარია. ტიპური წარმომადგენელია
ფრინველების ყვავილის ვირუსი. ადამიანისათვის მისი
პათოგენობა დადგენილი არ არის.
ავირულენტური non-virulent авирулетный avirulentus (ბერძნ. а
უარყ. თავს., virulentus შხამიანი) - არაშხამიანი, ინდიფერენტული.
აღნიშნულ ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ მიკროორგანიზმების
შემთხვევაში.
ავიტამინოზი avitaminosis авитаминоз avitaminosis (ბერძნ. а უარყ.
თავს., ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი) - პათოლოგიური
მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ამა თუ იმ
ვიტამინის უკმარისობით ან არარსებობით. მაგ., A ავიტამინოზი, C
ავიტამინოზი და ა.შ.
ავსტრალიური ანტიგენი australian antigen австралийский
антиген antigenum australis (ბერძნ. anti წინააღმდეგ, genos გვარი) -
B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის ერთ-ერთი ანტიგენია (HBS).
პირველად, 1965 წელს აღმოაჩინა ბ. ბლუმბერგმა ლეიკემიით
დაავადებულთა შრატში, შემდეგ კი ავსტრალიელ აბორიგენებში.
ავტოანალიზატორი autoanalyzer автоанализатор avtoanalyzator
(ბერძნ. autos თვით, analysis დაშლა, დანაწევრება) - მედიცინასა და
ბიოლოგიაში გამოყენებული ხელსაწყო (ხელსაწყოთა სისტემა),
რომელიც გამოიყენება ბიოქიმიური და მორფოლოგიური
კვლევების ავტომატიზაციისათვის (ფერმენტების აქტივობა,
მიკრონაწილაკების ზომები და ფორმები, კატალიზური
პროცესების სიჩქარე და ა.შ.).
ავტოანტიგენები autoantigens аутоантигены autoantigenum
(ბერძნ. autos თვით, anti წინააღმდეგ, genos გვარი, წარმოშობა) -
ორგანიზმის საკუთარი ანტიგენები, რომლებიც თავიანთ
ანტიგენურ თვისებებს ნორმაში არ ავლენენ, გარკვეულ პირობებში
კი აუტოანტისხეულების წარმოქმნას იწვევენ.
ავტოდიგესტია autodigestion аутодигестия autiodigestio (ბერძნ.
autos თვით, ლათ. digestio მონელება) - კუჭის ქსოვილების
თვითმონელება კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად
(უმთავრესად სიკვდილის შემდეგ).
ავტოინვაზია autoinvasion аутоинвазия autoinvasio (ბერძნ. autos
თვით, ლათ. invasio შეჭრა) - თვითდასენიანება ინვაზიური
დაავადებების გამომწვევებით, მაგალითად, ჰელმინთებით იხ.
ავადმყოფობები ინვაზიური.
ავტოინფექცია autoinfection аутоинфекция autoinfectio (ბერძნ.
autos თვით, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - იგივე
აუტოინფექცია. ენდოგენური ინფექციის სახესხვაობაა, რომელიც
წარმოიქმნება თვითდასენიანების შედეგად, გამომწვევი აგენტის
გადატანის გზით ერთი ბიოტოპიდან მეორეში (მაგ., პირის
ღრუდან ან ცხვირიდან ჭრილობის ზედაპირზე).
ღ უდ ც ვ დ ჭ ლ ედ ე
ავტოკლავი autoclave автоклав autoclavus (ბერძნ. autos თვით,
ლათ. clavis გასაღები) - ჰერმეტულად დახურული ლითონის
ჭურჭელი, ცილინდრი, რომელშიც წყლის ორთქლს აცხელებენ
მაღალი წნევის პირობებში. იყენებენ ქირურგიული
ხელსაწყოებისა და შესახვევი მასალის გასასტერილებ ლად.
ავტოლიზი autolysis аутолиз autolysis (ბერძნ. autos თვით, lysis
დაშლა) - ქსოვილების, უჯრედების და მათი კომპონენტების
თვითმონელება საკუთარი ფერმენტების მიერ
ავტომატიზმი automatism аутоматизм automatismus (ბერძნ.
automatos თვითმოქმედი) - 1. ფსიქოლოგიაში: მოქმედების
შესრულება შეგრძნების კონტროლის გარეშე. 2. ორგანოს ან
უჯრედის რითმული პერიოდული მოქმედების უნარი (მაგ.,
გულის მუშაობა და სხვ.).
ავტოპლასტიკა autoplastic аутопластика autoplastica (ბერძნ. autos
თვით, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - პლასტიკური ოპერაცია
გადასანერგი ქსოვილის (transplantatis) თვით ავადმყოფისაგან
აღებით.
ავტოსეროთერაპია autoserotherapy автосеротерапия
autoserotherapia (ბერძნ. autos თვით, ლათ. serum შრატი, ბერძნ.
therapeia მკურნალობა) - ავადმყოფის მკურნალობა საკუთარი
სისხლის შრატით.
ავტოსუგესტია autosuggestion аутосуггестия autosuggestio (ბერძნ.
autos თვით, ლათ. suggestio შთაგონება) - ქართულად:
თვითშთაგონება. უმთავრესად იყენებენ აუტოგენური ვარჯისისას
(autogenic training). იგივე აუტოსუგესტია.
ავტოტრანსპლანტაცია autotransplantation автотранслпатация
autotransplantatio (ბერძნ. autos თვით, ლათ. trans იქით, იქითა,
plantatio ნერგი) - თავისივე ქსოვილის, მაგ., კანის, ხრტილის
გადანერგვა.
ავტოტრანსფუზია autotransfusion автотрансфузия autotransfusio
(ბერძნ. autos თვით, ლათ. transfusio გადასხმა) - ავადმყოფისათვის
მისი საკუთარი სისხლის გადასხმა. იხ. ავტოჰემოთერაპია.
ავტოფსია autopsis автопсия autopsia (ბერძნ. autos თვით, opsis
ხედვა) - გვამის გაკვეთა სიკვდილის მიზეზის დასადგენად. იგივე
აუტოფსია.
ავტოქთონები autochthons автохтоны autochthonas (ბერძნ. autos
თვით, chthon სამშობლო) - ქართულად: აბორიგენები.
ადგილობრივი წარმოშობის ადამიანები, ცხოველები და
მცენარეები.
ავტოჰემოდილუცია autohemodilution автогемодилюция
autohaemodilutio (ბერძნ. autos თვით, haima სისხლი, ლათ. diluceo
ნათელი ვარ) - ორგანიზმის თვითრეგულაციის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. მდგომარეობს საკუთარი
ქსოვილთშორისი სითხის მობილიზაციაში და მის შეყვანაში
სისხლძარღვოვან ქსელში. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს
დეკომპენსაციას (იხ.), აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით.
ავტოჰემოთერაპია autohemotherapy автогемотерапия
autohaemotherapia (ბერძნ. autos თვით, haima სისხლი, therapeia
მკურნალობა) - მკურნალობა საკუთარი სისხლის გადასხმის
მეშვეობით.
აზბესტოზი asbestosis асбестоз asbestosis (ბერძნ. asbestos
ჩაუქრობელი, osis მდგომარეობა) - აზბესტის მტვრის ხანგრძლივი
შესუნთქვით გამოწვეული პნევმოკონიოზი (იხ.). პროფესიული
დაავადებაა.
აზოტემია azotemy азотемия azotemia (ფრანგ. azote აზოტი, haima
სისხლი) - სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების
რაოდენობის მომატება. ურემიის (იხ.) ძველი სახელწოდებაა.
აზოტობაქტერი azotobacter азотобактер azotobacter (ფრანგ. azote
აზოტი, ბერძნ. bakterion ჩხირი) - აერობული,
აზოტმაფიქსირებელი ბაქტერია. ფორმა ოვალურია, სპორებს არ
წარმოქმნის, გრამ-უარყოფითია. გამოიმუშავებს ვიტამინებს, ე.წ.
ზრდის ნივთიერებებს, ასევე ზოგიერთ ანტიბიოტიკს.
აზოტურია azoturia азотурия azoturia (ფრანგ. azote აზოტი, ბერძნ.
uron შარდი) - შარდში აზოტშემცველი ნივთიერებების,
განსაკუთრებით შარდოვანას ანომალურად მაღალი კონცენტრაცია
აზროვნება thinking (mentality) мышление ideatio - ადამიანის
შემეცნების უმაღლესი გამოვლინება. ახასიათებს რეალობის
განზოგადებული და განყენებული აღქმა (ასახვა).
აზუროფილია azurophily азурофилия azurophilia (აზური -
საღებავის დასახელებაა, ბერძნ. philia სიყვარული) - ზოგიერთი
ციტოპლაზმური ჩანართის თვისება, აზურით მეტაქრომატულად
შეიღებოს მეწამულფრად.
აზუროფილური გრანულები azurophil granules азурофильные
гранулы azurophil granulum (აზური - საღებავის დასახელებაა,
philia სიყვარული, granulum მარცვალი) - გრანულოციტების
პირველადი გრანულებია, რომლებიც იღებებიან აზურის
საღებავით. მათში შედის სხვადასხვა ფერმენტი და ნივთიერება:
პეროქსიდაზა, მჟავე ჰიდროლაზები, მჟავე მუკოსუბსტანცია,
ფაგოციტინი, ლიზოციმი და კათიონური ცილები.
ათერომა atheroma атерома atheroma (ბერძნ. athere ფაფა, oma
სიმსივნე) - კანსა და კანქვეშა ქსოვილში განვითარებული
კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი. შეიცავს ცხიმოვან
ნივთიერებებს და ეპითელურ უჯრედებს.
ათეროსკლეროზი atherosklerosis атеросклероз atherosclerosis
(ბერძნ. athere ფაფა, sklerosis შესქელება, გამკვრივება) -
ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების
(აორტის, საშუალო და მსხვილი კალიბრის არტერიების) შიდა
გარსის ლიპიდური ინფილტრაცია. სისხლ-ძარღვის კედელზე
წარმოიქმნება ბალთები („ფოლაქები“), რაც ამცირებს მათი
სანათურის დიამეტრს და აბრკოლებს სისხლის ნორმალურ
განვლადობას.
ათეტოზი athetosis атетоз athetosis (ბერძნ. athetos გარკვეულ
მდგომარეობას მოკლებული, არამყარი, osis მდგომარეობა) -
ჰიპერკინეზიის (იხ.) ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ახასიათებს
თითების და ტანის უნებლიე ჭიისებრი მოძრაობები (კრუნჩხვები).
ვითარდება თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვების (უფრო ხშირად
ზოლიანი სხეულის) დაზიანების შედეგად.
ათიმია athymia атимия athymia (ბერძნ. а უარყ. თავს., thymos
გუნება) - 1. Timusis უქონლობა (ანატომიური, ფუნქციური ან
ხელოვნური) 2. სევდიანობა, ნაღვლიანობა, მჭმუნვარება.
ათირეოზისი athyreosis атиреоз athyreosis (ბერძნ. а უარყ. თავს.,
thyra ფარი, osis მდგომარეობა) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის
მკვეთრი შესუსტება ან სრული გაქრობა.
ათლეტი athlete атлет athleticus (ბერძნ. athletes მოჭიდავე) -
სხეულის აგებულების, კონსტიტუციის თავისებური ტიპი.
ხასიათდება ძლიერ განვითარებული კუნთებით და ფიზიკური
ძალით.
ათრეფსია athrepsis атрепсия athrepsia (ბერძნ. а უარყ. თავს.,
threpsis კვება, საჭმელი) - ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა კვების
მოშლის მძიმე ფორმა.
აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (იხ. ვირუსი აივ).
აირი მაღაროების fire-dump ufp газ рудничный gasium puteus -
ასეთი აირების შემადგენლობაში ჩვეულებრივ მაღალი
კონცენტრაციებით შედის მეთანი.
აირი ნერვული nerve gas газ нервный gas nervum - აირი,
რომელიც აზიანებს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული
კუნთების ნორმალურ ფუნქციას. არსებობს ნერვული აირების 2
ჯგუფი: G-ნივთიერებები და V-ნივთიერებები. უკანასკნელთა
ტოქსიკური პოტენცია იპრიტზე 300-ჯერ მეტია. მისმა ერთმა
შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების
დამბლის გამო.
აირი „სი-ესი“ CS gas газ CS gas CS - ძლიერმოქმედი
მომწამვლელი აირი, რომელსაც იყენებენ სამხედრო მოქმედებისას
და დემონსტრაციების დაშლისას (მაგ., თბილისი. 1989 წლის 9
აპრილი). ამ აირის გამოყენებამ დახშულ სივრცეებში შეიძლება
გამოიწვიოს ადამიანების სიკვდილი.
აირი ცრემლმდენი tear gas газ слезоточивый gasium facete flere -
აირი, რომელსაც იყენებენ სამხედრო მოქმედებებისას და
დემონსტრაციების დაშლისას. ასეთი აირი იწვევს თვალების
მწვავე ტკივილს და უხვ ცრემლდენას.
აიროვანი განგრენა gas gangrene газовая гангрена gangraena
emphisematosa (ბერძნ. gangraina განგრენა) - აღწერილ იქნა 1562
წელს ა. პარეს მიერ. დაავადება ვითარდება ბაქტერიის (Clostridium
perfringens) მოხვედრისას ჭრილობის ზედაპირზე, სადაც
ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან ჟანგბადის დაქვეითებული
შემცველობის პირობებში. ბაქტერიის ალფა-ტოქსინი აზიანებს
უჯრედების (მათ შორის ერითროციტების) მემბრანებს, რაც იწვევს
ლიზისს. დამახასიათებელია ქსოვილების ნეკროზი და ლპობის
სუნის მქონე აირის წარმოქმნა.
აიქმოფობია aichmophobia аихмофобия aichmophobia (ბერძნ.
aichme შუბი, შუბის წვერი, phobos შიში) - მჭრელი საგნების (მაგ.,
უ უ წვე ჭ ელ გ ე გ
დანის) პათოლოგიური შიში.
აკალკულია acalculia акалькулия acalculia (ბერძნ. а უარყ. თავს.,
ლათ. calculare დათვლა) - ციფრების ამოცნობის და მათზე
მათემატიკური ოპერაციების წარმოების უნარის დარღვევა.
ვითარდება თავის ტვინის დომინანტური ნახევარსფეროს ქერქის
ცალკეული უბნების დაზიანების შედეგად (ტრავმა, სიმსივნე,
სისხლის ჩაქცევა).
აკანთამებიაზი acanthamebiasis акантамебиаз acanthamebiasis -
Acanthamoeba-ს გვარის უმარტივესებით გამოწვეული ინფექცია,
რაც ვლინდება კანის და შინაგანი ორგანოების ნეკროზული
დაზიანებებით. შესაძლ;ებელია სწრაფად მიმდინარე
მენინგოენცეფალიტის განვითარება, ხშირად ლეტალური
შედეგით.
აკანთოციტი acanthocyte акантоциты acanthocytus (ბერძნ. akantha
ეკალი, kytos უჯრედი) - ერითროციტი მრავალი ციტოპლაზმური
გამონაზარდით.
აკანთოციტოზი acanthocytosis акантоцитоз acanthocytosis (ბერძნ.
akantha ეკალი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - იშვიათი
მდგომარეობა, როდესაც ერითროციტების უმრავლესობას
აკანთოციტები (იხ.) წარმოადგენენ.
აკარიაზი acariasis акариаз acariasis (ბერძნ. akari ტკიპა, osis
მდგომარეობა) - ტკიპებით გამოწვეული დერმატოზოონოზების
ზოგადი სახელწოდება.
აკარიციდები akaricides акарициды akaricidi (ბერძნ. akari ტკიპა,
caedo ვკლავ) - ტკიპების მოსასპობად გამოყენებული ქიმიური
ნივთიერებები
აკაროდერმატიტი acarodermatitis акародерматит acarodermatitis
(ბერძნ. akari ტკიპა, derma კანი, itis ანთება) - ტკიპებით
გამოწვეული კანის ანთებითი რეაქცია.
აკაროფობია acarophobia акарофобия acarophobia (ბერძნ. akari
ტკიპა, phobos შიში) - ავადმყოფური შიში მცირე ზომის
პარაზიტებისადმი.
აკატალაზია acatalasia акатализия acatalasia (ბერძნ. а უარყ. თავს.
katalasis დაშლა) - სისხლში კატალაზას ძალზე დაბალი
შემცველობა, რაც ხშირად იწვევს განმეორებით ინფექციებს და
ღრძილების დაწყ ლუ ლებას (იხ. გინგივიტი). უფრო ხშირია
იაპონელებში (ტახაკარას ავადმყოფობა).
აკინეზია akinesia акинезия acinesia (ბერძნ. а უარყ. თავს., kinesis
მოძრაობა) - მოტორული ფუნქციის (მოძრაობის უნარის) დაკარგვა
ან შესუსტება. დაკავშირებულია თავის ტვინის ფუძის
დაზიანებასთან.
აკლაზია aclasis акалазия aclasis (ბერძნ. а უარყ. თავს., klasis
ნატეხი, ტეხვა) - ნორმალური და პათოლოგიურად შეცვლილი
ქსოვილების კონგლომერატი.
აკლიმატიზაცია acclimation акклиматизация acclimatisatio (ლათ.
ad თან, ბერძნ. klima ჰავა, კლიმატი) - ცოცხალი ორგანიზმის
შეგუება ახალ კლიმატურ (ეკოლოგიურ) პირობებთან (მაგ.,
სპორტსმენის შეგუება ახალ კლიმატურ პირობებთან).
აკმე acme акме acme (ბერძნ. akme მწვერვალი) - ავადმყოფობის
განვითარების კულმინაციური, უმაღლესი წერტილი. იგივე
კრიზისი.
აკნე acne акне acne (ბერძნ. achne ბურღული) - ქართულად:
ფერისმჭამელა. ქონის ჯირკვლების ანთებითი ხასიათის
დაზიანება, რაც გამოიხატება სხვადასხვა შეფერილობის
(ვარდისფერი, შავი - კომედონი და სხვ.) გამონაყარის -
ფოლიკულების, პაპულების და პუსტულების წარმოქმნით.
ჩვეულებრივ, ვითარდება სახის, ზურგის და მკერდის კანზე.
აკომოდაცია accomodation аккомодация accomodatio (ლათ.
accomodatio შეგუება) - 1. თვალის შეგუება სხვადასხვა
მანძილისადმი, განათებისადმი. 2. ორგანოს, ქსოვილის, უჯრედის
შეგუება ახალ პირობებთან.
აკროანესთეზია acroanesthesia акроанезтезия acroanesthesia
(ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, anaisthesia
უგრძნობლობა) - მგრძნობელობის უქონლობა ერთ ან რამდენიმე
კიდურში.
აკროასფიქსია acroasphyxia акроасфиксия acroasphixia (ბერძნ.
akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, а უარყ. თავს., sphyxis
პულსი) - კიდურებში სისხლის მიმოქცევის და კვების (ტროფიკის)
დარღვევა.
აკროდერმატიტი acrodermatitis акродерматит acrodermatitis
(ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, derma კანი, itis
ე უკ დუ ე ედ წვე ვ ლ კ
ანთება) - კიდურების კანის ანთება.
აკრომეგალია acromegaly акромегалия acromegalia (ბერძნ. akron
უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, მეგას დიდი) - ზრდასრულ ასაკში
ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) ჭარბი
გამოყოფის შემთხვევაში განვითარებული დაავადება, რაც
გამოიხატება სხეულის სხვადასხვა ნაწილების (ენის, ხელის
მტევნის, კიდურების და სხვ.) არაპროპორციულ ზრდაში.
აკროპარესთეზია acroparaesthesia акропарестезия acroparesthesia
(ბერძნ. akron უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, par მცდარი, aisthesis
შეგრძნება) - ტერფებში და ხელის მტევნებში დაბუჟების,
ჩხვლეტის შეგრძნება. ანგიოტროფონევროზის (იხ.) ერთ-ერთი
სახეა.
აკროსომა acrosoma акросома acrosoma (ბერძნ. akron უკიდურესი,
ზედა, მწვერვალი, soma სხეული) - სპერმატოზოიდების
აპიკალური სხეულაკი, ორგანოიდი, რომელიც ლოკალიზებულია
გამეტის თავის წვეროში. ყალიბდება გოლჯის კომპლექსის
ელემენტებისაგან. განაყოფიერების დროს მისი ფერმენტი
(ჰიალურონიდაზა) არღვევს კვერცხუჯრედის გარსის
მთლიანობას. სინ.: პერფორატორიუმი.
აკროტიზმი acrotism акротизм acrotismus (ბერძნ. а უარყ. თავს.,
krotos დარტყმა) - მაჯისცემის, პულსაციის დაკარგვა, შეწყვეტა.
აკროფობია acrophobia акрофобия acrophobia (ბერძნ. აკრონ
უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, phobos შიში) - სიმაღლის
პათოლოგიური, ავადმყოფური შიში. რეკომენდებულია
ფსიქოლოგიური ხასიათის მკურნალობა.
აკროცეფალია acrocephaly акроцефалия acrocephalia (ბერძნ. akron
უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, kephale თავი) - თავის ქალას
თავისებური დეფორმაცია, რაც გამოიხატება მის წაწვეტებულ
ფორმაში.
აკროციანოზი acrocyanosis акроцианоз acrocyanosis (ბერძნ. akron
უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, kyaneos მუქი ლურჯი) -
კიდურებისა და სხეულის წარზიდული ნაწილების (ცხვირის,
ყურების და სხვ.) მოლურჯო-მოწითალო შეფერილობა, რაც
გამოწვეულია სისხლის მიმოქცევის და სისხლძარღვთა ტონუსის
დარღვევით.
აკროჰიდროზი acrohidrosis акрогидроз acrohydrosis (ბერძნ. akron
უკიდურესი, ზედა, მწვერვალი, hidros ოფლი, osis მდგომარეობა) -
ხელისგულების და/ან ფეხისგულების გაზრდილი ოფლიანობა
აკუპრესურა acupressure акупрессура acupressura (ლათ. acus
ნემსი, pressus წნევა, ზემოქმედება) - თითის დაჭერა სხეულის
გარკვეულ წერტილებზე სხვადასხვა დაავადების სიმპტომების
წინააღმდეგ (მაგ., კბილის ტკივილი, სურდო და ა.შ.).
აკუპუნქტურა acupuncture акупунктура acupunctura (ლათ. acus
ნემსი, punctum წერტილი) - ჩინური ხალხური მედიცინის
მეთოდი, რაც მდგომარეობს სხეულის გარკვეულ წერტილებში
ნემსის ჩხვლეტაში.
ალაკრიმია alacrima алакримия alacrimia (ბერძნ. а უარყ. თავს.,
ლათ. lacrima ცრემლი) - ცრემლის გამოყოფის თანდაყოლილი
უქონლობა. ცრემლდენის დეფიციტი ან სრული შეწყვეტა. თან
ახლავს თვალის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნებები, რაც
მთავრდება ქსეროფთალმიის (იხ.) განვითარებით და რქოვანას
შემღვრევით.
ალალია alaly лалия alalia (ბერძნ. а უარყ. თავს., lalia მეტყველება)
- მეტყველების უნარის მკვეთრი შეზღუდვა ან განუვითარებლობა
ბავშვებში. ვითარდება მუცლად ყოფნის პერიოდში ან 1 წლის
ასაკამდე ბავშვებში თავის ტვინის მეტყველების ზონის
განვითარების დარღვევების შედეგად.
ალანტოისი allantois аллантоис allantois (ბერძნ. allantos ძეხვი,
eidos მსგავსი) - ერთ-ერთი ჩანასახოვანი გარსი. ემსახურება
საკვები ნივთიერებების შეწოვას. მისი სისხლძარღვები
მიემართებიან ჩანასახიდან პლაცენტისაკენ, დაახლოებით 40-60სმ
სიგრძის წარმონაქმნის, ჭიპლარის საშუალებით.
ალასტრიმი alastrim аластрим alastrim (პორტ. alastrar დაფარვა) -
ნატურალური, შავი ყვავილის სახესხვაობა, რომელიც გამოირჩევა
შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით და დაბალი
კონტაგიოზურობით (ლეტალობა არ აღემატება 1%-ს). გამომწვევია
სუსტი რეაქტიულობის ვირუსი. სინ.: ამაასი, ვარიოლა მინორ,
სამოა, სანაგა და სხვ.
ალბინიზმი albinism альбинизм albinismus (ლათ. albus თეთრი) -
ამა თუ იმ სახეობის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტაციის,
შეფერილობის თანდაყოლილი უქონლობა. აღნიშნული მოვლენა
ეფე ლ დ ყ ლ ლ უქ ლ ღ ულ ვლე
რეცესიული ნიშან-თვისებაა და გამოწვეულია ამინ მჟავური
ცვლის დარღვევით. ალბინიზმით დაავადებულთა სიცოცხლის
ხანგრძლივობა ნორმალურია.
ალბუმინურია albuminuria альбуминурия albuminuria (ლათ.
albumen, ბერძნ. uron შარდი) - ცილის გამოყოფა შარდთან ერთად.
აღინიშნება ნეფრიტის, ნეფროზის, პიელონეფრიტის, გულის და
ინფექციური დაავადებების შემთხვევაში და სხვ.
ალგია algia алгия algia (ბერძნ. algos ტკივილი) - ტკივილი (მაგ.,
მიალგია).
ალგიდური algid альгидный algidus (ლათ. algidus ცივი) -
ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ მალარიისათვის
დამახასიათებელი ცივი კანის შემთხვევაში.
ალგოლაგნია algolagnia алголагиа algolagnia (ბერძნ. algos
ტკივილი, lagneia ავხორცობა, განცხრომა) - ქართულად.:
ავხორცობა. ზოგჯერ ეს ტერმინი აერთიანებს სადიზმსა და
მაზოხიზმს.
ალგორითმი algorythm алгоритм algorythmus (IX საუკუნის არაბი
მათემატიკოსის, ალ ხორეზმის სახელის მიხედვით) - წესების
სისტემა, რაც განსაზღვრავს გარკვეული კლასის ამოცანების
გადაწყვეტის უზრუნველმყოფი ოპერაციების შინაარსსა და
თანმიმდევრობას. მედიცინაში კვლევის მასალების
დამუშავებისას, დიაგნოზის დადგენისას და ა.შ., შემუშავებულია
სტანდარტიზებული მოქმედების ალგორითმები.
ალდოსტერონი aldosterone альдостерон aldosteronum -
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქში სინთეზირებული
სტეროიდული ჰორმონი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს
თირკმლებზე, აწონასწორებს რა წყალ-მარილოვან ბალანსს
(კალიუმის და ნატრიუმის შემცველობას) ადამიანის ორგანიზმში.
ალეიკია aleukia алейкиа aleucia (ბერძნ. а უარყ. თავს., leukos
თეთრი, kytos უჯრედი) - სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის
მკვეთრი შემცირება. სინ.: აგრანულოციტოზი, ალეიკოციტოზი.
ალერგენი allergen алерген allergenum (ბერძნ. allos შეცვლილი,
სხვა, ergon მოქმედება, genesis წარმოშობა) - ნივთიერება (უცხო
ცილა, მიკრობი, ყვავილის მტვერი, საკვები პროდუქტი,
სამკურნალო პრეპარატი და სხვ.), რომელიც იწვევს ალერგიულ
რეაქციას.
ე ქც
ალერგია allergy аллергия allergia (ბერძნ. allos შეცვლილი, სხვა,
ergon მოქმედება) - იმუნური რეაქცია, რაც გამოიხატება
ორგანიზმის ჰიპერრეაქტიულობაში ამა თუ იმ ნივთიერების
(ალერგენის) მოქმედების მიმართ.
ალექსია alexy алексия alexia (ბერძნ. а უარყ. თავს., lexis სიტყვა) -
კითხვის უნარის დაკარგვა. სინ: ვერბალური სიბრმავე.
ალვეოლა alveolus альвеола alveolus (ლათ. alveolus ღრმული,
ბუშტუკი) - 1. ფილტვის ბრონქიოლების დამაბოლოებელი
ბუშტუკი, სადაც მიმდინარეობს აირცვლა. ალვეოლის კედელს
ქმნის კაპილარებით დაქსელილი, ერთშრიანი, თხელი
ეპითელიუმი, 2. ბუშტუკოვანი (ალვეოლური) ჯირკვლების
დაბოლოება, სეკრეტის გამომყოფი ნაწილი. 3. კბილის ბუდე.
ალვეოლიტი alveolitis альвеолит alveolitis (ლათ. alveolus
ღრმული, ბუშტუკი, itis ანთება) - ერთი ან რამდენიმე ალვეოლის
ანთება. შესაძლებელია ნელი პროგრესირება და ფიბროზში (იხ.)
გადასვლა. ეფექტურია მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით.
ალვეოლოტომია alveolotomy альвеолотомия alveolotomia (ლათ.
alveolus ღრმული, ბუშტუკი, ბერძნ. tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - კბილის
ბუდის გაკვეთა ჩირქის გამოღების მიზნით.
ალვეოლურ-კაპილარული ბარიერი alveolo-capillary barier
альвеоло капиллярный барьер alveolo-capillare (ლათ. alveolus
ღრმული, ბუშტუკი, capillaris ბეწვისებრი მილი, ფრანგ. barriere) -
ჰისტო-ჰემატოლოგიური ბარიერი, რომლის საშუალებით
ხორციელდება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დიფუზური ცვლა
(აირცვლა) კაპილარებისა და ალვეოლების თხელ კედლებს შორის.
ალთეა marsh mallow алтей лекарственный althaea (Althaea offi
cinalis) - ქართულად: ტუხტი. მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ფესვებში გააჩნია გალაქტოზა, გლუკოზა, სახამებელი,
ვიტამინები და ა.შ., გვირგვინის ფურცლებში და ფოთლებში -
ეთერზეთები, კაროტინი, ასკორბინის მჟავა და სხვ. გააჩნია
ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და სხვა თვისებები.
ამზადებენ ნახარშს, ნაყენს, ფხვნილებს და ა.შ.
ალიმენტური alimentary алиментарный alimentarum (ლათ.
alimentum საკვები, საზრდო) - კვებაზე დამოკიდებული, კვებისგან
წარმოქმნილი.
ალიმენტურ-ტოქსიკური ალეიკია alimentary-toxic aleukia
алиментарно-токсическая алейкия aleucia alimentaria toxica (ლათ.
alimentum საკვები, საზრდო, ბერძნ. toxikon შხამი, aleukia) -
დაავადება, რომელიც ვითარდება სოკო Fusarium sporotrichioides-ის
ტოქსინებით კონტამინირებული მარცვლეულის საკვებად
გამოყენებისას. და მახასიათებელია ლეიკოციტების რა ოდენობის
მკვეთრი დაქვეითება სისხლში.
ალიმფოციტოზი alymphocytosis алимфоцитоз alymphocytosis
(ბერძნ. а უარყ. თავს., ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos
უჯრედი, osis მდგომარეობა) - მემკვიდრული დაავადება,
ხასიათდება უჯრედული იმუნიტეტის არარსებობით, რისი
მიზეზიცაა სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის მკვეთრი
დაქვეითება და თვისობრივი არასრულფასოვნება. ამავე დროს
ადგილი აქვს პლაზმაში იმუნოგლობულინების ნორმალურ
შემცველობას. დამემკვიდრება ხდება აუტოსომურრეცესიული
ტიპით. სინ.: ლიმფოციტური აპლაზია, ლიმფოციტური
დისგენეზია, იმუნოპარეზის ფრანგული ტიპი და სხვ.
ალკალემია alkalaemia алкалемия alkalaemia (არაბ. alkali ტუტე,
ფუძე, ბერძნ. haima სისხლი) - ტუტეების ანომალურად მაღალი
შემცველობა სისხლში.
ალკალოზი alcalosis алкалоз alcalosis (არაბ. alkali ტუტე, ფუძე,
ბერძნ. osis მდგომარეობა) - ორგანიზმში მჟავეტუტოვანი
წონასწორობის დარღვევა, რაც გამოიხატება მაღალ ტუტიანობაში.
ალკალოიდები alcaloids алкалоиды alcaloidus (არაბ. alkali ტუტე,
ფუძე, ბერძნ. eidos მსგავსი) - ტუტე (ფუძე) თვისების
აზოტშემცველი, უმთავრესად მცენარეული წარმოშობის
ნივთიერებანი. მცირე დოზებით იყენებენ მედიცინაში (მორფინი,
კოფეინი, კოკაინი, ეფედრინი, ატროპინი და სხვ.).
ალკაპტონურია alcaptonuria алкаптонурия alcaptonuria (ლათ.
alcapton ჰომოგენიზებული მჟავა, ბერძნ. uron შარდი) -
მემკვიდრული ავადმყოფობა, რომელიც განპირობებულია
თიროზინის ცვლის დარღვევით, რისი მიზეზიცაა ფერმენტ
ჰომოგენტიზინაზას დაქვეითებული აქტივობა და ქსოვილებში
ჰომოგენტიზინაზას მჟავის დაგროვება. დაავადებას ახასიათებს
სხვადასხვა ქსოვილების პიგმენტაცია, ართროზები და ა.შ.
ალკოჰოლიზმი alcoholism алкоголизм alcoholismus (ლათ. alcohol
ალკოჰოლი) - ალკოჰოლისადმი (სპირტის შემცველი
სასმელებისადმი) ავადმყოფური მიდრეკილება.
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია alcohol intoxication алкогольная
шнтоксикация intoxicatio alcoholica (ლათ. alcohol ალკოჰოლი, in ში,
ბერძნ. toxikon შხამი) - ალკოჰოლი (ეთანოლი) ცენტრალური
ნერვული სისტემის დეპრესანტია, განსაკუთრებით აქევეითებს
თავის ტვინის აქტივობას. პირდაპირ აბსორბირდება სისხლში,
მეტაბოლიზდება უმთავრესად ღვიძლში. ალკოჰოლის დონე
სისხლში პირველ ყოვლისა დამოკიდებულია რაოდენობაზე
(კონცენტრაციაზე). სისხლში ალკოჰოლის 0,02%-ის
შემცველობისას, ადამიანი ბევრს საუბრობს და კონტაქტაბელურია;
ალკოჰოლის 0,08%-ის შემცველობისას, ადამიანის მანქანის
საჭესთან ჯდომა არ არის რეკომენდებული; დაახლოებით 0,20%-
ის შემცველობისას, ადამიანი კარგავს კონტროლს საუბარზე და
სიარულზე, დეზორიენტირებულია, მხედველობა გაორმაგებული
აქვს და ა.შ.
ალოგიზმი allogism алогизм allogismus (ბერძნ. а უარყ. თავს., logos
გონება) - ფსიქიატრიაში: აზროვნების დარღვევა, როდესაც
პაციენტის მსჯელობა წინააღმდეგობაშია ლოგიკის კანონებთან.
ალოდიპლოიდი allodiploid аллодиплоид allodiploidum (ბერძნ.
allos სხვა, diploos ორმაგი, eoides სახეობა) - ინდივიდი, რომელსაც
ქრომოსომების ერთი ან რამდენიმე წყვილი ჩანაცვლებული აქვს
სხვა სახეობის ქრომოსომების შესაბამისი რაოდენობით.
ალოე aloe алоэ aloe (Aloe arborescens) - იგივე საბრი.
მარადმწვანე, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მის
ფოთლებში შედის ფისები, ეთერზეთები, ვიტამინები,
ფერმენტები. გააჩნია ბაქტერიციდული და საფაღარათო
თვისებები. გამოიყენება ქრონიკული გასტრიტების, კუჭის
წყლულის, ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობების და სხვ.
შემთხვევებში.
ალოესთეზია alloesthesy алоестезия alloesthesia (ბერძნ. allos სხვა,
aisthesis გრძნობა, შეგრძნება) - მგრძნობელობის დარღვევა,
როდესაც სხეულის ამა თუ იმ ნაწილში მიყენებული გაღიზიანება
შეიგრძნობა სხეულის სხვა ნაწილში.
ალომეტრია allometry алометрия allometria (ბერძნ. allos სხვა,
metros ზომა) - სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდა
ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში.
ალოპეცია alopecia алопеция alopecia (ბერძნ. alopex მელიის
მსგავსად) - თავის არეში თმის კეროვანი ან საერთო ცვენა. სინ.:
ატრიქია, ატრიქოზი, პელადა და სხვ.
ალოპლასტიკა alloplasty алопластика alloplastika (ბერძნ. allos
სხვა, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - დეფექტის გამოსწორება
ალოტრანსპლანტაციის საშუალებით.
ალორითმია allorhythmia аллоритмия allorhythmia (ბერძნ. allos
სხვა, rhythmos რითმი) - პულსის რითმის დარღვევა: ნორმალურ
პულსაციას რეგულარულად ენაცვლება ანომალური ტალღები
(მაგ., ორ-, სამ- და ოთხტალღოვანი პულსი).
ალოსომა allosome аллосома allosomus (ბერძნ. allos სხვა, soma
სხეული) - სასქესო (X- და Y-) ქრომოსომების საერთო
სახელწოდება. ალოსომები გარეგნულად და სხვა
მახასიათებლებით განსხვავდებიან აუტოსომე ბისაგან (იხ.
აუტოსომა).
ალოტრანსპლანტატი allotransplantate аллотрансплантат
allotransplantatum (ბერძნ. allos სხვა, ლათ. trans იქით, იქითა,
plantatio ნერგი) - იმავე ბიოლოგიური სახეობის
რეციპიენტისათვის გადასანერგი ორგანო ან ქსოვილი.
ალოტრანსპლანტაცია allotransplantation (allografting)
аллотрансплантат allotrnsplantatio (ბერძნ. allos სხვა, ლათ. trans
იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ქსოვილების და ორგანოების
გადანერგვა ერთი სახეობის ორგანიზმების ფარგლებში. ძველი
ტერმინოლოგიით - ჰომოტრანსპლანტაცია.
ალოტრიოფაგია allotriophagia аллотриофагия allotriophagia
(ბერძნ. allotrios უცხო, არაშესაბამისი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) -
ფსიქიკური აშლილობა, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება.
საკვებად უვარგის ნივთიერებათა ჭამისადმი პათოლოგიური
მიდრეკილება.
ალტერაცია alteration альтерация alteratio (ლათ. altero ვცვლი,
ვაუარესებ) - ორგანოების, ქსოვილების და უჯრედთა
სტრუქტურის ცვლილებები მექანიკური, ქიმიური, ელექტრული
და სხვა ფაქტორების ზეგავლენით, რასაც თან სდევს მათი
ცხოველქმედების დარღვევა.
ალფაფეტოპროტეინი alfafetoproteinальфафетопротеин
alfafetoproteinum (alfa - ბერძნული ალფაბეტის პირველი ასო, ლათ.
fetus ჩანასახი, ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი) - ცილაა,
რომელსაც გამოყოფს ნაყოფი და ახალ შობილი ბავშვი. შემდეგ
მისი სეკრეცია წყდება. ჰეპატომის განვითარების შემთხვევაში
კვლავ იწყება მისი სინთეზი. გააჩნია სადიაგნოზო მნიშვნელობა.
ალფაჰერპესვირუსები alphaherpesviruses альфагерпесвирусы
alphaherpesvirus - ჰერპესვირუსების ამ ოჯახს მიეკუთვნება
მარტივი ჰერპესვირუსის 2 სეროტიპი, აგრეთვე ჩუტყვავილას და
სარტყლისებრი ლიქენის, იგივე ჰერპეს-ზოსტერის ვირუსი.
ალცჰაიმერის დაავადება - იხ. ავადმყოფობა ალცჰაიმერის.
ამავროზი amaurosis амавроз amaurosis (ბერძნ. amauros ბნელი,
ბრმა, osis მდგომარეობა) - ცენტრალური წარმოშობის სრული
სიბრმავე, თვალის კაკლის მხრივ ობიექტური ცვლილებების
გარეშე.
ამანიტოტოქსინი amanitotoxin аманитотоксин amanitotoxinum
(ლათ. Amanita სოკოების გვარი, ბერძნ. toxikon შხამი) - ტოქსინი,
რომელსაც შეიცავს თეთრი შხამა-სოკო და ზოგიერთი სხვა
შხამიანი სოკო.
ამბიდექსტრია ambidextry амбидекстрия ambidextria (ლათ. ambos
ორივე, dexter მარჯვენა) - მარჯვენა და მარცხენა კიდურების
ერთნაირი სიმარჯვით გამოყენება.
ამბივალენტურობა ambivalention амбивалентность ambivalentio
(ლათ. ambos ორივე, valens, valentias მძლავრი) - ფსიქიკურ
მოქმედებაში ანტაგონისტური ტენდენციების განვითარება, რაც
განაპირობებს აზროვნების არათანმიმდევრობას და ქცევის
არაადეკვატურობას.
ამბლიოპია amblyopia амблиопия amblyopia (ბერძნ. amblys
ბლაგვი, ops თვალი) - მხედველობის შესუსტება თვალში
ობიექტური ცვლილებების გარეშე. ამბლიოპიის ყველაზე უფრო
ხშირი მიზეზია სტრაბიზმი (იხ.).
ამბროზია ambrosia амброзия ambrosia (ბერძნ. ambrosia) -
რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, კულტურული
ნათესების სარეველა. მისი ყვავილის მტვერი იწვევს ე.წ.
ე ე ეველ ყვ ვ ლ ტვე წვევ ეწ
თივისმიერ ცხელებას. ზოგიერთი მონაცემით, აღნიშნულ მცენარეს
გააჩნია კანცეროგენური თვისებები.
ამბულატორია dispensary амбулатория ambulatorium (ლათ.
ambulo ვსეირნობ) - სამკურნალო-პროფილაქტიკური
დაწესებულება, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევს როგორც
მომსვლელ, ასევე სახლში მყოფ ავადმყოფებს.
ამებები ameba амебы amoebae (ბერძნ. amoibe ცვლილება) -
უმარტივესების ტიპის, ფესვფეხიანთა (სარკოდინების) კლასის
ერთუჯრედიანი, მარტივად აგებული ორგანიზმებია, რომელთა
სხეულის ფორმა მკვეთრად ცვალებადობს. ზოგიერთი სახეობა
იწვევს ადამიანისა და ცხო ველების დაავადებებს. ძირითადად
პარაზიტობენ ნაწლავებში. იხ. სარკო დინები.
ამებიაზი amoebiasis амебиаз amoebiasis (ბერძნ. amoibe
ცვლილება, iasis მდგომარეობა) - ხანგრძლივად მიმდინარე
ინვაზიური დაავადება, რომლის გამომწვევია დიზენტერიული
ენტამება (Entamoeba histolytica). აზიანებს მსხვილ ნაწლავს, იწვევს
ღვიძლის, ფილტვების და სხვა შინაგანი ორგანოების აბსცესებს.
ამებომა amoeboma амебома amoeboma (ბერძნ. amoibe ცვლილება,
oma სიმსივნე) - დიზენტერიული ამების პარაზიტირებისას, სწორ
ნაწლავში ან კოლინჯში განვითარებული სიმსივნე. შესაძლებელია
სიმსივნის დაწყლულება და ინფიცირება პიოგენური
ბაქტერიებით, რომლებიც იწვევენ ნაწლავების კედლის მწვავე
ანთებას. სიმსივნე ჩვეულებრივ მკვრივდება და დროთა
განმავლობაში შეიძლება დაახშოს კიდეც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.
ამებოციდები amebocides амебоциды amoebocidi (ბერძნ. amoibe
ცვლილება, ლათ. caedo მოკვლა) - ამებიაზის სამკურნალოდ
გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები (მეტრონიდაზოლი,
ემეტინი, იატრენი და სხვ.), რომელთაც გააჩნიათ Entamoeba
histolitica-ს სხვადასხვა ფორმების განადგურების უნარი.
ამელია amelia амелия amelia (ბერძნ. а უარყ. თავს. melos ასო) -
ზედა ან ქვედა კიდურების თანდაყოლილი უქონლობა ან
დაკარგვა (მაგ., ტრავმის შედეგად).
ამელობლასტი ameloblast амелобласт ameloblastus (ფრანგ. email
მინანქარი, ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი) - კბილის მინანქრის
წარმომქმნელი უჯრედი. ქრება უშუალოდ კბილების
ამოსვლასთან ერთად.
ვლ ე დ
ამელობლასტომა ameloblastoma амелобластома ameloblastoma
(ფრანგ. email მინანქარი, ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, oma
სიმსივნე) - ყბის ლოკალური ავთვისებიანი სიმსივნე.
მიელობლასტომა ვითარდება ამელობლასტებისაგან, თუმცა
სიმსივნური უჯრედები არ შეიცავენ მინანქარს.
ამელოგენეზი amelogenesis амелогенез amelogenesis (ფრანგ. email
მინანქარი, გენესის წარმოქმნა) - ამელობლასტების მიერ მინანქრის
წარმოქმნის პროცესი. ამელოგენეზი სრულდება კბილების
ამოსვლისთანავე.
ამენომანია amoenomania аменомания amoenomania (ლათ.
amoenus სასიამოვნო, ბერძნ. mania სიგიჟე) - მანიაკურ-
დეპრესიული სინდრომის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ავადმყოფს
ახასიათებს ე.წ. მანია გრანდიოზა, ტკბობა თავისი სოციალური
მდგომარეობით, ჩაცმულობით და სხვ.
ამენორეა amenorrhea аменорея amenorrhoea (ბერძნ. а უარყ.
თავს., men თვე, rheo მოვედინები) - სქესობრივი სიმწიფის
პერიოდში მენსტრუაციის (თვიურის) უქონლობა.
ამენცია amentia аменция amentia (ბერძნ. а უარყ. თავს., ლათ.
mens გონება) - გონებრივი ჩამორჩენილობა: ახასიათებს
აგზნებულობა, აზროვნების ბუნდოვანება, დეზორიენტაცია და
სხვ.
ამეტროპია ametropy аметропия ametropia (ბერძნ. ametros
არათანაბარი, ops თვალი) - რეფრაქციის (იხ.) ანომალია:
ახლომხედველობა (იხ. მიოპია), შორსმხედველობა (იხ.
ჰიპერმეტროპია).
ამიგდალიტი amygdalitis амигдалит amygdalitis (ბერძნ. amygdale
ნუში, itis ანთება) - ნუშისებრი ჯირკვლების ანთება.
ამილაზა - იხ. დიასტაზა.
ამილოიდი amyloid амилоид amyloidus (ბერძნ. amylon
სახამებელი, idos სახე) - სახამებლის მსგავსი გლიკოპროტეინი,
რომელიც ილექება შინაგან ორგანოებში ამილოიდოზის
შემთხვევაში. ამილოიდური პროტეინი აღმოჩენილია
ალცჰაიმერის დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა თავის ტვინში,
თუმცა მისი როლი ამ დაავადების განვითარებაში აქამდე
უცნობია.
ამილოიდოზი amyloidosis амилоидоз amyloidosis (ბერძნ. amylon
სახამებელი, idos სახე, osis მდგომარეობა) - ცილოვანი ცვლის
დარღვევა, რაც თავდაპირველად ნახშირწყლოვანი ცვლის
დარღვევად იყო მიჩნეული. უჯრედგარეთა დისპროტეინოზია,
რაც ხასიათდება ქსოვილებში ამილოიდის (პარამილოიდის)
დაგროვებით, რასაც თან ახლავს ორგანოების პარენქიმის
ატროფია, სკლეროზი და ფუნქციური უკმარისობა. განასხვავებენ
გენერალიზებულ, გენეტიკურ, ადგილობრივ, კეროვან, შეძენილ,
სისტემურ და სხვ. ამილოიდოზებს. სინ.: ამილოიდური
დისტროფია.
ამიმია amimia амимия amimia (ბერძნ. а უარყ. თავს., mimeomai
ბაძვა) - სახის გამომეტყველების მოშლა მიმიკური კუნთების
ატროფიის გამო.
ამინმჟავები amino acids аминокислоты aminoacidi - ორგანული
ნივთიერებები, რომლებიც აერთიანებენ მჟავებისა და ამინების
თვისებებს, ე.ი. მათ გააჩნიათ კარბოქსილის (COOH) და ამინის
(NH2) ჯგუფები. ცილის მოლეკულების ძირითადი
სტრუქტურული ერთეულებია.
ამინმჟავები ძირითადი essential amino acids основные
аминокислоты basis aminoacidi - იგივე შეუცვლელი ამინმჟავები.
ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის
აუცილებელი ამინმჟავები, რომელთაც იგი არ ასინთეზებს.
ჩვეულებრივ, ორგანიზმი ძირითად ამინმჟავებს იღებს ცილებით
მდიდარი საკვებით (ღვიძლი, კვერცხი, რძის პროდუქტები). სულ
არსებობს 8 ძირითადი ამინმჟავა: ტრიპტოფანი, ლიზინი,
ფენილალანინი, ტრეონინი, ვალინი, მეთიონინი, ლეიცინი,
იზოლეიცინი (გარდა ამისა, სერგინინი და ჰისტიდინი
შეუცვლელი ამინმჟავებია ბავშვებისათვის). სინ.: ესენციური
ამინმჟავები.
ამინოგლიკოზიდები aminoglycosides аминогликозиды
aminoglycosidi - Streptomyces-ის და Micromonosporumis გვარების
მიკროორგანიზმებით პროდუცირებული ანტიბიოტიკები.
აზიანებენ ტრანსლაციის პროცესს და ამით აბრკოლებენ ცილების
სინთეზს ბაქტერიულ რიბოსომებზე. ეფექტურებია Staphylococcus
aureus-ის, აერობული, გრამ-უარყოფითი ჩხირების და
Mycobacterium tuberculosis-ის მიმართ. განსაკუთრებით ხშირად
იყენებენ სტრეპტომიცინს, ნეომიცინს და გენტამიცინს.
ამიოტროფია amyotrophy fvbjnhjabz amyotrophia (ბერძნ. а უარყ.
თავს., mys, myos კუნთი, trophe კვება) - კუნთების ტროფიკის
(კვების) დარღვევა, რასაც თან ახლავს კუნთოვანი მასის
პროგრესირებადი განლევა და შესაბამისი კუნთის დასუსტება.
ამიტოზი amitosis амитоз amitosis (ბერძნ. а უარყ. თავს., mitos
ძაფი) - უჯრედის გაყოფის ერთ-ერთი ხერხი, რაც მდგომარეობს
ბირთვის და შემდეგ ციტოპლაზმის პირდაპირ გაყოფაში ორად.
ამიტოზით იყოფა ბაქტერიების აბსოლუტური უმრავლესობა.
ამიქსორეა amyxorrhea амиксорея amyxorrhoea (ბერძნ. а უარყ.
თავს., myxa ლორწო, rheo მოვედინები) - კუჭნაწლავის
ჯირკვლების მიერ ლორწოს გამოყოფის შეწყვეტა.
ამნეზია amnesia амнезия amnesia (ბერძნ. а უარყ. თავს., mneme
მეხსიერება) - მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.
ამნიონი amniom амнион amnionum (ბერძნ. amnion ჩანასახოვანი
ბუშტი) - ჩანასახოვანი გარსი, რომელიც შეიცავს ამნიონურ
(სანაყოფო) სითხეს (liquor amnii).
ამნიონური სითხე amniotic амниотическая жидкость liquor amnii
(ბერძნ. amnion ჩანასახოვანი ბუშტი) - ღია ფერის სითხე, რომელიც
დაზიანებისაგან, ტრავმისაგან იცავს ნაყოფს საშვილოსნოში.
სითხის გარკვეული რაოდენობა აუცილებელია ნაყოფის
ნორმალური განვითარებისათვის. ამნიონური სითხის ჭარბ
რაოდენობას პოლიჰიდრამნიონი ეწოდება, ხოლო მის
ანომალურად მცირე რაოდენობას - ოლიგოჰიდრამნიონი. იხ.
ჰიდრამნიონი.
ამნიოცენტეზი amniocentesis амниоцентез amniocentesis (ბერძნ.
amnion ჩანასახოვანი ბუშტი, kentesis გახვრეტა, ჩხვლეტა) -
მემკვიდრული დაავადებების პრენატალური დიაგნოსტირების
მეთოდი. ორსულობის მე-14-16 კვირიდან მე-20-22 კვირამდე
იღებენ ამნიონურ სითხეს და ახდენენ მასში მყოფი უჯრედების
ქრომოსომული და გენომური მუტაციების გამოვლენას
ციტოგენეტიკური მეთოდით.
ამოკი amok амок amoq (მალ. amoq სიშმაგე) - ფსიქიკური
დაავადება. მკვლელობის დაუოკებელი სურვილი.
ამპელოთერაპია ampelotherapy ампелотерапия ampelotherapia
(ბერძნ. ampelos ვაზი, therapeia მკურნალობა) - დიეტოთერაპიის
ერთ-ერთი მეთოდი, რაც გამოიხატება საკვებთან ერთად დიდი
რაოდენობით ტკბილი ყურძნის მიღებაში.
ამპლიფიკაცია amplification амплификация amplifi catio (ლათ.
amplifi catio გაფართოება) - ქრომოსომაში ლოკალიზებული ამა თუ
იმ გენის ორი, სამი ან მეტი ასლის შექმნა.
ამპულა ampule амплуа ampulla (ლათ. ampulla შუშა, ბუშტუკი) -
საინექციო საშუალებათა ჰერმეტულად დახურული მინის პატარა
ჭურჭელი.
ამპუტაცია amputation ампутация amputatio (ლათ. amputatio
მოჭრა, მოკვეთა) - ქირურგიული ოპერაცია, რაც მდგომარეობს
რომელიმე ორგანოს ან კიდურის სრულ ან ნაწილობრივ
მოკვეთაში.
ამფიართროზი amphiarthrosis амфиартроз amphiarthoris (ბერძნ.
amphi ირგვლივ, ახლოს, arthron სახსარი, osis მდგომარეობა) -
სახსარი, მოძრაობის შეზღუდული უნარით.
ამფიბოლური amphibolar амфиболический amphibolicus (ბერძნ.
amphibolos ორმხრივი) - ბუნდოვანი, ორაზროვანი (მაგ., რომელიმე
ავადმყოფობა, რომელიც არ ექვემდებარება დიაგნოსტიკას ან
მკურნალობას).
ამფიკარიონი amphikaryon амфикарион amphicaryon (ბერძნ.
amphi ირგვლივ, ახლოს, karyon ბირთვი) - zigotis ბირთვი,
რომელიც წარმოიქმნება სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის
ბირთვების შერწყმისას (კარიოგამია) განაყოფიერების პროცესში
და რომელიც შეიცავს ქრომოსომების დიპლოიდურ კომპლექტს.
ამფიტრიქები amphitriches амфитрихи amphitrichi (ბერძნ. (ბერძნ.
amphi ირგვლივ, ახლოს, thrix თმა, ბეწვი) - ბაქტერიები,
რომელთაც ორივე პოლუსზე გააჩნიათ შოლტების კონა.
ამფოტერიცინი B amphotericin B амфотерицин B amphotericinum
B - წარმოადგენს ამჟამად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სოკოს
საწინააღმდეგო წამალს. იგი კლასიფიცირებულია როგორც
პოლიენის კომპონენტი (ბერძნ. poly ბევრი, ene ორმაგი ხიდაკების
მაჩვენებელი სუფიქსი). ახასიათებს მნიშვნელოვანი რენალური
ტოქსიკურობა.
ამფოტონია amphotonia амфотония amphotonia (ბერძნ. ampho
ორივე, tonos დაძაბვა) - სიმპათიკური და პარასიმპათიკური
ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა.
ანაბოლიზმი anabolism анаболизм anabolismus (ბერძნ. anabole
ამაღლება) - მეტაბოლიზმის შემადგენელი ნაწილია და
მიმართულია უჯრედის მიერ საკვები ნივთიერებების
ათვისებისაკენ, შედარებით მარტივი მოლეკულებიდან რთული
მოლეკულების სინთეზისაკენ.
ანადრენალიზმი anadrenalism анадренализм anadrenalismus
(ბერძნ. an უარყ. თავს., ლათ. ad თან, renalis თირკმლისა) -
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის სრული უქონლობა.
ანაერობები anaerobes анаэробы anaerobi (ბერძნ. an უარყ. თავს.,
aer ჰაერი, bios სიცოცხლე) - მიკროორგანიზმები, რომლებიც
ცოცხლობენ მხოლოდ უჰაერო პირობებში, უჟანგბადოდ.
განასხვავებენ ობლიგატურ ანაერობებს (რომლებიც მუდმივად
ცხოვრობენ უჟანგბადო არეში) და ფაკულტატურ ანაერობებს
(რომელთაც შეუძლიათ ცხოვრება როგორც უჟანგბადო არეში,
ასევე თავისუფალი ჟანგბადის არსებობის პირობებში).
ანაერობებია: ზოგიერთი ბაქტერია, ინფუზორია, ჭია
(თასმისებრნი, ასკარიდები) და მოლუსკი.
ანაეროსტატი anaerostat анаэростат anaerostatus (ბერძნ. an უარყ.
თავს., aer ჰაერი, statos დამდგარი) - სტაბილური ანაერობული
პირობების შესაქმნელად გამიზნული ხელსაწყო. იყენებენ
ანაერობების კულტივირებისათვის.
ანავაქცინა anavaccine анавакцина anavaccinum (ბერძნ. ana უკან,
უკუ, ლათ. vaccinus ძროხისა) - დახოცილი ვაქცინა, რომელიც
დამზადებულია მიკრობების სუსპენზიაზე ფორმალინის
ხანგრძლივი ზემოქმედებით.
ანალგეზია analgesia аналгезия analgesia (ბერძნ. analgesia
უგრძნობლობა) - ტკივილის შეგრძნების დაკარგვა.
ანალგეტიკები analgesics аналгетики analgesicum (ბერძნ. an უარყ.
თავს., algos ტკივილი) - ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებები.
ანალიზი analysis анализ analysis (ბერძნ. analysis დაშლა) - 1.
სამეცნიერო კვლევის მეთოდი, რაც მდგომარეობს მთლიანის
დაშლაში, დანაწევრებაში შემადგენელ ელემენტებად. 2. რაიმე
ნივთიერების შემადგენლობის და თვისებების განსაზღვრა (მაგ.,
მათი გამოკვლევა სისხლში).
ანალოგი analogue аналог analogicum (ბერძნ. analogia
შესაბამისობა) - სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც
მოლეკულური შემადგენლობით უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება
სხვა, მონათესავე შენაერთისაგან.
ანალური anal анальный analis (ლათ. anus რგოლი, ბეჭედი) - ის,
რაც შეეხება უკანა გასასვლელ ხვრელს, ყითას.
ანამნეზი anamnesis анамнез anamnesis (ბერძნ. anamnesis
მოგონება) - ექიმის მიერ ავადმყოფის an მისი ახლობლების
გამოკითხვის შედეგად შეკრებილი ცნობები ავადმყოფობის
შესახებ.
ანანასი pineapples ананас Ananas sativus - მიეკუთვნება
ბრომელიისებრთა ოჯახს. ტროპიკული ბალახოვანი მცენარეა.
მასში აღმოჩენილია ფერმენტი ბრომელაინი, რომელიც
„ასუფთავებს“ სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნალექისაგან.
ანაპლაზია anaplasy анаплазия anaplasia (ბერძნ. anaplazo
გარდავქმნი) - უჯრედის მორფოლოგიური და ფუნქციური
თვისებების შეცვლა, მაგ., ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების
პროცესში.
ანართრია anarthria анартрия anarthria (ბერძნ. an უარყ. თავს.,
arthron სახსარი) - არტიკულაციის, დანაწევრებული მეტყველების
უნარის მოშლა.
ანასარკა anasarca анасарка anasarca (ბერძნ. ana ირგვლივ, sarx
ხორცი) - კანისა და კანქვეშა ქსოვილის შეშუპება.
ანასტომოზი anastomosis анастомоз anastomosis (ბერძნ.
anastomosis შესართავი) - 1. მილისებრი ან ღრუ ორგანოების
ურთიერთდაკავშირება ხელოვნურად. აღნიშნული მეთოდი
პირველად შეიმუშავა ფრანგმა ა.კარელმა. 2. სისხლძარღვების ან
ნერვების დამაკავშირებელი ტოტები.
ანატომია anatomy анатомия anatomia (ბერძნ. anatome გაკვეთა) -
საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს
ცოცხალი ორგანიზმების (მათ შორის ადამიანის), ორგანოთა
სისტემების და ორგანოთა ფორმასა და აღნაგობას.
ანატომიური თეატრი anatomic theatre анатомический театр
theatrum anatomicum (ბერძნ. anatome გაკვეთა) - შენობა, ოთახი,
ე გ კვე ე
სადაც გამოფენილია ანატომირებული პრეპარატები
თვალსაჩინოებისა და სასწავლო მიზნებისათვის. ევროპაში
პირველად შეიქმნა XVI-XVII საუკუნეებში.
ანატოქსინი anatoxin анатоксин anatoxinum (ბერძნ. ana უკან,
უკუ, toxikon შხამი) - ტოქსინი, რომელსაც მაღალი ტემპერატურისა
და ფორმალდეჰიდის ზემოქმედებით დაკარგული აქვს
პათოგენური მოქმედების უნარი და შენარჩუნებული აქვს
იმუნოგენური თვისებები. ტოქსინს, რომელიც ატენუირებულია
მხოლოდ ფორმალდეჰიდით, ტოქსოიდი (იხ.) ეწოდება.
ანაფილაქსია anaphilaxis анафилаксия anaphilaxia (ბერძნ. ana
უკან, უკუ, phylaxis დაცვა) - გაძლიერებული მგრძნობელობა,
რომელიც უვითარდება ადამიანს მის ორგანიზმში (კანში, კანქვეშ,
კუნთებში, სისხლში) უცხო ცილის, ანტიგენის (ანაფილაქტოგენის)
განმეორებითი (6-12 დღის შემდეგ) შეყვანისას. ამის ტიპური
გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. ანაფილაქსიის
საწინააღმდეგოდ იყენებენ ადრენალინს, ეფედრინს,
ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ჰორმონულ პრეპარატებს და სხვ.
ანაფილაქტოგენი anaphylactogen анафилактоген
anaphylactogenum (ბერძნ. ana უკან, უკუ, phylaxis დაცვა, genesis
წარმოშობა) - ანაფილაქსიის (იხ.) გამომწვევი ალერგენი.
ანაციდიტასი anaciditas анацидитас anaciditas (ბერძნ. an უარყ.
თავს., ლათ. acidus მჟავე) - კუჭის წვენში მარილმჟავას
კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითება ან სრული გაქრობა.
ანგიექტაზია angiectasy ангиэктазия angiectasia (ბერძნ. angeion
სისხლძარღვი, ektasis გაფართოება, გაჭიმვა) - სისხლძარღვის ან
ლიმფური სადინრის გაფართოება, გაგანიერება მათი კედლების
პათოლოგიური ცვლილებების ან სისხლის (ლიმფის)
ცირკულაციის დარღვევის გამო.
ანგიექტოპია angiectopy ангиэктопия angiectopia (ბერძნ. angeion
სისხლძარღვი, ეკტოპოს ატიპური მდებარეობა) - სისხლძარღვის
ანომალური მდებარეობა.
ანგინა angina ангина angina (ლათ. angere ვუჭერ, ვახრჩობ) - 1.
მწვავე ინფექციურ- ალერგიული დაავადებაა, რაც გამოიხატება
სასის, ნაქის, მეზოფარინგსისა და ნუშისებრი ჯირკვლების
ანთებაში. სინ.: ტონზილიტი (იხ.). 2. გულის ანგინა: გულის
დაავადება, რომელსაც ახასიათებს მწვავე ტკივილები გულის
არეში, ხუთვა და ა.შ. სინ. სტენოკარდია (იხ.)..
ანგიობლასტომა angioblastoma ангиобластома angioblasoma
(ბერძნ. angeion სისხლძარღვი, blastos ღივი, oma სიმსივნე) -
სისხლძარღვების და ლიმფური სადინრების კედლების
უჯრედული ელემენტებიდან განვითარებული სიმსივნე.
ანგიოგრაფია angiography ангиография angiographia (ბერძნ.
angeion სისხლძარღვი, grapho ვწერ) - X-სხივების გამოყენება
სისხლძარღვების - არტერიების (არტერიოგრამა) და ვენების
(ვენოგრამა) ვიზუალური შესწავლისათვის, მათში კონტრასტული
ნივთიერების ინექციის შემდეგ. ინვაზიური პროცედურაა.
იყენებენ სისხლძარღვებში სხვადასხვა ანომალიების აღმოსაჩენად
ანდა სხვადასხვა ორგანოების სისხლით მომარაგების დონის
დასადგენად.
ანგიოდისპლაზია angiodysplasia ангиодисплазия angiodysplasia
(ბერძნ. angeion სისხლძარღვი, dys მოშლა, plasis შექმნა) -
სისხლძარღვების დეგენერაციული ცვლილებები.
ანგიოედემა angioedema ангиоэдема angiooedema (ბერძნ. angeion
სისხლძარღვი, oedema შეშუპება) - კანის და კანქვეშა ქსოვილების
ალერგიული რეაქცია. ხასიათდება წითელი ფერის გამონაყრით.
გამომწვევი მიზეზია ჰისტამინის და იმუნურ სისტემასთან
დაკავშირებული ნივთიერებების გამოთავისუფლება სისხლში.
მკურნალობისათვის იყენებენ ადრენალინს, ანტიჰისტამინებს,
ზოგჯერ კი ორალურ კორტიკოსტეროიდებს.
ანგიოკარდიოგრამა angiocardiogramm агниокардиограмма
angiocardiogramma (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, კარდია გული,
gramma ჩაწერა) - გულის და მაგისტრალური სისხლძარღვების
რენტგენოგრამა, რომელიც მიიღება სისხლის ნაკადში
კონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდეგ.
ანგიოლეიომიოსარკომა angioleiomyosarcoma
ангиолейомиосаркома angioleiomyosarcoma (ბერძნ. angeion
სისხლძარღვი, leios გლუვი, mys, myos კუნთი, sarx ხორცი, oma
სიმსივნე) - სისხლძარღვის კედლის გლუვკუნთოვანი
ელემენტებისაგან წარმოქმნილი სარკომა. სინ.:
ანგიოლეიომიობლასტომა, ავთვისებიანი ანგიოლეიომიომა.
ანგიოლიპომა angiolipoma ангиолипома angiolipoma (ბერძნ.
angeion სისხლძარღვი, lipos ცხიმი, oma სიმსივნე) - ლიპომა,
რომელსაც ახასიათებს კარგად გამოხატული სისხლძარღვოვანი
კომპონენტი.
ანგიომა angioma ангиома angioma (ბერძნ. angeion სისხლძარღვი,
oma სიმსივნე) - სისხლძარღვების (ჰემანგიომა) და ლიმფური
სადინრების (ლიმფანგიომა) კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ანგიომალაცია angiomalacia ангиомаляция angiomalacia (ბერძნ.
angeion სისხლძარღვი, malakos რბილი) - სისხლძარღვების
კედლების მოდუნება და სანათურის გაფართოება.
ანგიომატოზი angiomatosis ангиоматоз angiomatosis (ბერძნ.
angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) -
მრავლობითი ანგიომები.
ანგიოპარეზი angioparesis ангиопарез angioparesis (ბერძნ. angeion
სისხლძარღვი, paresis მოდუნება, დასუსტება) - არტერიული
სისხლძარღვის ტონუსის დაქვეითება, რასაც თან ახლავს შეშუპება
და ქსოვილის ვასკულიზებული უბნების სიწითლე.
ანგიოსკლეროზი angiosclerosis ангиосклероз angiosclerosis (ბერძნ.
angeion სისხლძარღვი, skleros მაგარი, მკვრივი) - პათოლოგიური
პროცესი, რომელიც მდგომარეობს სისხლძარღვის კედლის
გამკვრივებასა და გასქელებაში შემაერთებელი ქსოვილის
ჩანაცვლების გამო.
ანგიოტროფონევროზი angiotrophoneurosis ангиотрофоневроз
angiotrophoneurosis (ბერძნ. angeion სისხლძარღვი, trophe კვება,
neuron ნერვი, osis მდგომარეობა) - ორგანოებისა და ქსოვილების
დინამიკური დარღვევების შედეგად განვითარებული
ავადმყოფობების საერთო სახელწოდება. ტროფიკული
მოშლილობის ფონზე განვითარებული სისხლძარღვთა ნევროზი.
სინ.: ვაზომოტორულ-ტროფიკული ნევროზი,
სისხლძარღვოვანტროფიკული ნევროპათია.
ანდრობლასტომა androblastoma андробластома androblastoma
(ბერძნ. aner, andros მამაკაცი, blastos ყლორტი, ღივი, oma სიმსივნე)
- მამრობითი გონადების სიმსივნე, რომელიც მიკროსკოპულად
ფეტალური სათესლე ჯირკვლის მსგავსია. შედგება ე.წ. სერტოლის
უჯრედებისაგან (იხ.). კლინიკურად ვლინდება ფემინიზაციით.
ანდროგენები androgenes андрогены androgena (ბერძნ. aner,
andros მამაკაცი, genes წარმოშობა) - მამაკაცის სასქესო ჯირკვლების
და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონები
(ტესტოსტერონი, ანდროსტერონი და სხვ.), რომლებიც
არეგულირებენ მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების
განვითარებას.
ანდროგენეზი androgenesis андрогенез androgenesis (ბერძნ. aner,
andros მამაკაცი, genesis წარმოშობა) - კვერცხუჯრედის
განვითარება მხოლოდ მამრობითი წარმოშობის ბირთვით, იმ
შემთხვევაში, თუ მდედრობითი ბირთვი რატომღაც დაიღუპა.
კვერცხუჯრედი ვითარდება მხოლოდ ორი სპერმატოზოიდის
ბირთვებიდან, რადგანაც ერთ სპერმატოზოიდს ქრომოსომების
ჰაპლოიდური კომპლექტით არ შეუძლია სიცოცხლისუნარიანი
ჩანასახის წარმოქმნა.
ანდროგენიზაცია - იხ. ვირილიზაცია.
ანდროგინია androgynia андрогиния androgynia (ბერძნ.
androgynos ორსქესიანი) - მდედრებში მამრის მეორადი სასქესო
ნიშნების არსებობა და პირიქით. იხ. ჰერმაფროდიტიზმი.
ანდროფობია androphoby андрофобия androphobia (ბერძნ. aner,
andros მამაკაცი, phobia შიში) - სიძულვილი (შიში)
მამაკაცებისადმი.
ანევრიზმა aneurysm аневризма aneurysma (ბერძნ. aneurysma
გაფართოება) - არტერიების, ვენების და გულის კედლის
ზოგიერთი უბნის გაგანიერება და გამობერვა. განსაკუთრებით
ხშირია აორტის ანევრიზმა.
ანემია anemia анемия anaemia (ბერძნ. an უარყ. თავს., haima
სისხლი) - დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს
ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების
რაოდენობის შემცირება. ანემიას იწვევს სისხლის დაკარგვა,
სისხლწარმოქმნის დარღვევა და ერითროციტების გაძლიერებული
დაშლა (აუტოიმუნური ანტისხეულებით, ჰემოლიზური შხამებით
და სხვ.). ანემია შეიძლება იყოს: აპლასტიკური,
პოსტჰემორაგიული, ჰემოლიზური, რკინადეფიციტური,
ნამგლისებრუჯრედოვანი (იხ.) და მრავალი სხვ.
ანემია აპლასტიკური aplastic anemia апластическая анемия
anaemia aplastica (ბერძნ. an უარყ. თავს., haima სისხლი, ან უარყ.
ე უ ყ ვ ლ უ ყ
თავს., plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ძვლის ტვინის დაზიანების
შედეგად განვითარებული ანემია. დამახასიათებელია
ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება, აგრეთვე პანციტოპენია.
ახასიათებს ჰემორაგიული დიათეზი, ღრძილების ნეკროზი,
სხეულის მაღალი ტემპერატურა და სხვ.
ანემია ნამგლისებრუჯრედოვანი sickle-cell anemia
серповидноклеточная анемия sickle-cellula anaemia (ბერძნ. an უარყ.
თავს., haima სისხლი) - განპირობებულია ჰიპოქსიის პირობებში
შეცვლილი სტრუქტურის მქონე ჰემოგლობინის არსებობით.
ჰემოგლობინის სტრუქტურის ყველაზე უფრო ხშირი ანომალიაა
გლუტამინის მჟავის ჩანაცვლება ვალინით. მიკროსკოპირებისას
ვლინდება 1,5მკმ-ს ზომის კრისტალები, რომლებიც მოგვაგონებენ
ნამგლის ფორმის ერითროციტებს. ეს სტრუქტურები ქრება
ჟანგბადის მიერთებისას.
ანემია პოსტჰემორაგიული posthemorragic anemia
постгеморрагическая анемия anaemia posthaemorrhagica (ბერძნ. an
უარყ. თავს., haima სისხლი, ლათ. post შემდეგ, ბერძნ. haima
სისხლი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ვითარდება სხვადასხვა
ორგანოებიდან სისხლის დენის შემდეგ. ახასიათებს
თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სიფერმკრთალე. აუცილებელია
სისხლის დენის მიზეზის დადგენა და ჰემოტრანსფუზიის
ჩატარება.
ანემია ფანკონის anemia Fanconi анемия фанкони Fanconi anaemia
(ბერძნ. an უარყ. თავს., haima სისხლი, გ. ფანკონი - შვეიცარიელი
პედიატრი) - მემკვიდრული ავადმყოფობა: ხასიათდება ძვლის
ტვინის ჰიპოპლაზიით, პანციტოპენიით, აგრეთვე კანის, ძვალ-
კუნთოვანი სისტემის და შინაგანი ორგანოების ანომალიებით.
დამემკვიდრება ხდება აუტოსომურრეცესიული ტიპით. სინ.:
სინდრომი ფანკონის.
ანემია ჰემოლიზური hemolytic anemia гемолитическая анемия
anaemia haemolyticus (ბერძნ. haima სისხლი, lysis დაშლა, გახსნა, an
უარყ. თავს., haima) - 1. ახალშობილთა ჰემოლიზური ანემია,
რომელიც დაკავშირებულია რეზუს-ფაქტორის მიხედვით დედისა
და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობასთან. 2. აუტოიმუნური
ჰემოლიზური ანემია, რომლის დროსაც ანტისხეულები
გამომუშავდება თავისი ორგანიზმის ანტიგენების მიმართ.
გ უ ვდე ვ გ ტ გე ე
3.ეგზოგენური ფაქტორებით განპირობებული ჰემოლიზური
ანემია. ჰემოლიზურ პროცესებს ადგილი აქვს ორგანული და
არაორგანული წარმოშობის ჰემოლიზური შხამების, მძიმე
დამწვრობების ანდა სეფტიკური, სტრე პტოკოკური ანაერობული
ინფექციების, მალარიის შემთხვევებში.
ანერგია anergy анергия anergia (ბერძნ. an უარყ. თავს., ergon
საქმე, მუშაობა) - ორგანიზმის მდგრადობის სრული დაკარგვა
დაავადების გამომწვევი მიკრობების მიმართ. მაგ.,
დამახასიათებელია შიდსით დაავადებულთათვის.
ანერითროპლაზია anerythroplasia анэритроплазия anerythroplasia
(ბერძნ. an უარყ. თავს., erythros წითელი, plastike ვძერწავ,
ვაქანდაკებ) - ერითროპოეზის პარეზი, არარსებობა.
ანესთეზია anesthesia анестезия anaesthesinum (ბერძნ. anaisthesia
უგრძნობლობა) - ტკივილის გრძნობის დათრგუნვა, გაუტკივარება
სხვადასხვა ნივთიერებების (ნოვოკაინის, კოკაინის, დიკაინის და
სხვ.), აკუპუნქტურის ან ჰიპნოზის მოქმედებით. განასხვავებენ
ენდოტრაქეულ ნარკოზს (ზოგად ანესთეზიას), ადგილობრივ,
სპინალურ, ეპიდურალურ და სხვა ტიპის ანესთეზიებს. პირველად
ანესთეზია (ეთერი) გამოიყენეს სტომატოლოგებმა უ. მორტონმა
და ჩ.ტ. ჯეკსონმა 1846 წელს.
ანესთეზიოლოგია anesthesiology анестезиология anesthesiologia
(ბერძნ. anaisthesia უგრძნობლობა, logos მოძღვრება) - მეცნიერება
გაუტკივარების შესახებ.
ანეუპლოიდია aneuploidy анеуплоидия aneuploidia (ბერძნ. an
უარყ. თავს., eu კარგი, ploos ჯერადი) - ერთი ან მეტი ქრომოსომის
დაკარგვა ან დამატება ქრომოსომების კომპლექტზე. შეიძლება
გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორებით.
აღნიშნული ცვლილებები განაპირობებენ მთელი რიგი
გენეტიკური (ქრომოსომული) დაავადებების (დაუნის, ტერნერის,
კლაინფელტერის და სხვ.) განვითარებას.
ანთება inflammation воспаление ammatio - ორგანიზმის
დამცველობითი რეაქცია სხვადასხვა პათოგენური
გამღიზიანებლების მიმართ. ქსოვილის ან ორგანოს დაზიანების
ადგილას ვლინდება სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც თან
ახლავს ქსოვილების დისტროფია. ანთება მოიცავს 3 ძირითად
კომპონენტს: ალტერაციას, ექსუდაციას და პროლიფერაციას.
კ ე ტ ლტე ც ექ უდ ც დ ლ ფე ც
ანთების ბიოლოგიური მნიშვნელობა მდგომარეობს დაავადების
გამომწვევი აგენტების მოსპობაში ან ორგანიზმში მათი
გავრცელების შეზღუდვაში.
ანთრაკოზი anthracosis антракоз anthracosis (ბერძნ. anthrax
ნახშირი, osis მდგომარეობა) - დაავადება, რომელიც გამოწვეულია
ფილტვებში ნახშირის მტვრის მარცვლების დაგროვების,
დალექვის გამო.
ანთრაქსი anthrax антракос anthrax (ბერძნ. anthrax ნახშირი) -
ქართულად: ჯილეხი, ხუზარა. მწვავე ინფექციური დაავადებაა,
ანთროპოზოონოზი. გამომწვევია Bacillus anthracis, რომელიც
წარმოქმნის სპორებს, რისთვისაც აუცილებელია ჟანგბადი და
გარკვეული ტემპერატურა. სპორები ხასიათდება მაღალი
მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ წლობით და
ათეულ წლობითაც კი. Bacillus anthracis აღმოჩენილ იქნა 1849 წელს
გერმანელი ა. პოლენდერის მიერ, ხოლო 1876 წელს რ. კოხმა
მიიღო მისი სუფთა კულტურა და საბოლოოდ დაადგინა ჯილეხის
ეტიოლოგიური აგენტი. აერობული, გრამ-დადებითი ბაქტერიაა.
დასენიანების წყაროა ავადმყოფი ცხოველები. განასხვავებენ
ანთრაქსის კანის, ნაწლავისა და ფილტვის ფორმებს.
ანთროპოგენური anthropogenic антропогенный anthropogenalis
(ბერძნ. anthropos ადამიანი, ლათ. genaos წარმოქმნა) - ადამიანის
მიერ შექმნილი ქიმიური და ფიზიკური ბუნების ფაქტორები,
რომელთაგან ზოგიერთებს კანცეროგენური თვისებები
აღმოაჩნდათ.
ანთროპოზოონოზები anthropozoonoses антропозоонозы
anthropozoonosus (ბერძნ. anthropos ადამიანი, zoon ცხოველი, nosos
ავადმყოფობა) - ადამიანის ინფექციური და ინვაზიური
ავადმყოფობები, რომლებიც მას ცხოველებისაგან გადაეცემა
(ცოფი, ტრიქინელოზი, ჯილეხი და სხვ.).
ანთროპოლოგია anthropology антропология anthropologia (ბერძნ.
anthropos ადამიანი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც
სწავლობს Homo sapiens-ის, როგორც ბიოლოგიური სახეობის
განვითარებას.
ანთროპომეტრია anthropometry антропометрия anthropometria
(ბერძნ. anthropos ადამიანი, metreo ვზომავ) - ანთროპოლოგიური
კვლევის მეთოდი, რაც მდგომარეობს ადამიანის სხეულის
სხვადასხვა ნაწილების გაზომვაში.
ანთროპომორფიზმი anthropomorphism антропоморфизм
anthropomorphismus (ბერძნ. anthropos ადამიანი, morphe ფორმა,
სახე) - 1. ევოლუციური კონცეფცია, რომელიც აღიარებს ცოცხალის
შეგნებულ, შინაგან ლტოლვას სრულყოფისაკენ. 2. ცხოველების,
მცენარეების, არაცოცხალი ბუნების საგნებისა და
მოვლენებისათვის ადამიანური თვისებების (გონების,
აზროვნების) მინიჭება. 3.ღმერთებისა- თვის ადამიანური
თვისებების მინიჭება.
ანთროპონოზები anthroponoses антропонозы anthroponosus
(ბერძნ. anthropos ადამიანი, nosos ავადმყოფობა) - ინფექციური და
ინვაზიური დაავადებები, რომლებითაც მარტო ადამიანი
ავადდება (მუცლის ტიფი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.).
ანთროპოფაგია anthropophagy антропофагия anthropophagia
(ბერძნ. anthropos ადამიანი, phagein შთანთქმა, ჭამა) - ადამიანის
მიერ ადამიანის საკვებად გამოყენება. იგივეა, რაც კანიბალიზმი
(იხ.).
ანიზორეფლექსია anisoreflexia анизорефлексия anisoreflexia
(ბერძნ. anisos არათანაბარი, ლათ. reflexus ასახვა, ანარეკლი) -
რეფლექსების ნაირგვარობა სხეულის მარჯვენა და მარცხენა
მხარეს.
ანიზოქრომია anisochromy анизокромия anisochromia (ბერძნ.
anisos არათანაბარი, chroma ფერი) - ერითროციტების
შეფერილობის ნაირგვარობა, რაც დამოკიდებულია
ჰემოგლობინით მათი გაჯერების ხარისხზე.
ანიზოციტოზი anisocytosis анизоцитоз anisocytosis (ბერძნ. anisos
არათანაბარი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) -
ერითროციტების ზომების შეცვლა მაკრო- და მიკროციტებად
სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების შემთხვევაში.
ანილინი aniline анилин anilinum - ნიტრობენზოლის
გადამუშავების პროდუქტია. უფერო, ზეთოვანი შხამიანი სითხეა.
იყენებენ ე.წ. ანილინის საღებავების დასამზადებლად, აგრეთვე
პოლიურეტანის დასამზადებელი ნახევარპროდუქტების
წარმოებაში. მისგან იღებენ ანტიოქსიდანტებს და ვულკანიზაციის
დამაჩქარებლებს. ანილინისაგან იღებენ სხვადასხვა ფარმაცევტულ
დ ქ ე ლე ლ გ ღე ე ვ დ ვ ფ ცევტულ
საშუალებებს და ჰერბიციდებს. კანცეროგენურია
ვირთაგვებისათვის. ანილინის წარმოებაში დასაქმებულ მუშებს
ზოგ შემთხვევაში უვითარდებათ შარდის ბუშტის კიბო.
ანირიდია aniridy аниридия aniridia (ბერძნ. an უარყ. თავს., iris
ფერადი გარსი) - თვალის ფერადი გარსის თანდაყოლილი
უქონლობა.
ანკილოზი ankylosis анкилоз ancylosis (ბერძნ. ankysos მრუდე, osis
მდგომარეობა) - ძვლების შეზრდა სახსარში, ან მისი ჩანაცვლება
ძვლის ქსოვილით (bony ankylosis), ან შემაერთებელი ფიბროზული
ქსოვილით (fibrous ankylosis). იგივე სახსრის სრული ჩაკეტვა. შდრ.
კონტრაქტურას.
ანკილოსტომოზი ankylostomiasis анкилостомоз ancylostomiasis
(ბერძნ. ankylos მრუდე, stoma პირი, osis მდგომარეობა) -
Ancylostoma duodenale-ს მიერ გამოწვეული ჰელმინთოზი.
ხასიათდება ეოზინოფილიით, ანემიით, დისპეპსიით,
გამოფიტვით. სინ.: ურცინარიოზი.
ანოვარია anovaria ановария anovaria (ბერძნ. an უარყ. თავს., ლათ.
ovum კვერცხი) - მემკვიდრული ანომალია: საკვერცხეების
უქონლობა.
ანოვულატური anovulatory ановуляторный anovulatorium (ბერძნ.
an უარყ. თავს., ლათ. ovum კვერცხი) - მდგომარეობა, რომელსაც
თან არ ახლავს კვერცხუჯრედის განვითარება და
გამოთავისუფლება საკვერცხიდან (მაგ., ანოვულატური
მენსტრუაციის შემთხვევაში).
ანოვულაცია anovulation ановуляция anovulatio (ბერძნ. an უარყ.
თავს., ლათ. ovum კვერცხი) - მენსტრუალური ციკლის ცვლილება,
რაც ხასიათდება საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლის
შეწყვეტით.
ანოზოგნოზია anosognosy анозогнозия anosognosia (ლათ.
anosognosia) - საკუთარი ავადმყოფობის შეუცნობლობა.
ანომალია anomaly аномалия anomalia (ბერძნ. an უარყ. თავს.,
homalos თანაბარი) - საერთო ნორმისაგან ატიპური გადახრა (მაგ.,
განვითარების ანომალია).
ანორექსია anorexia анорексия anorexia (ბერძნ. an უარყ. თავს.,
orexis მადა) - მადის დაკარგვა.
ანორქია anorchy анорхия anorchia (ბერძნ. an უარყ. თავს., orchis
კვერცხი) - მამაკაცებში სათესლეების თანდაყოლილი უქონლობა.
ანოსმია anosmy аносмия anosmia (ბერძნ. an უარყ. თავს., osme
სუნი) - სხვადასხვა ყნოსვითი შეგრძნებების აღქმის ან ამოცნობის
უნარის დაკარგვა.
ანოფელესი anopheles анофелес anopheles (ბერძნ. anopheles
უსარგებლო, მავნე) - მალარიის პლაზმოდიუმის გადამტანი
სისხლისმწოველი კოღო. მიეკუთვნება Culicidae-ს ოჯახის
Anophelinae-ს ქვეოჯახს.
ანოქსემია anoxemia аноксемия anoxaemia (ბერძნ. an უარყ. თავს.,
ლათ. oxygenium ჟანგბადი, ბერძნ. haima სისხლი) - სისხლში
ჟანგბადის არარსებობა, რაც სიკვდილს იწვევს.
ანოქსია anoxia аноксия anoxia (ბერძნ. an უარყ. თავს., ლათ.
oxygenium ჟანგბადი) - ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა ან
არარსებობა.
ანტაბუს-ალკოჰოლური რეაქცია antabuse-alcohol reaction
антабусо-алкогольная реакция antabus-alcohol reactio -
ვეგეტატიურ-სომატური (კანის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ქოშინი,
არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება), ფსიქიკური (ეიფორია),
ხოლო რიგ შემთხვევებში ნევროლოგიური (ატაქსია,
თავბრუსხვევა, ნისტაგმი) ხასიათის დარღვევები, რომლებიც
ვითარდება ალკოჰოლის მიღებისას იმ პირებში, რომელთაც უკვე
მიღებული აქვს ანტაბუსი (დისულფირამი, ტეტურამი). იხ.
ანტაბუსოთერაპია.
ანტაბუსი (antabuse) - იხ. დისულფირამი.
ანტაბუსოთერაპია antabuse-therapy антабусотерапия
antabusotherapia - ქრონიკული ალკოჰოლიზმის
მასენსიბილიზებელი თერაპიის მეთოდი. ემყარება ანტაბუსის
(დისულფირამის, ტეტურამის) უნარს, შეაკავოს ორგანიზმში
მოხვედრილი ალკოჰოლის დაჟანგვა აცეტალდეჰიდის სტადიაზე,
რაც იწვევს მძიმე ვეგეტატიურ-სომატურ, ფსიქიკურ, ხოლო ზოგ
შემთხვევაში - ნევროლოგიურ დარღვევებს.
ანტაგონიზმი antagonism антагонизм antagonismus (ბერძნ.
antagonisma ბრძოლა, მეტოქეობა) - საპირისპირო, საწინააღმდეგო
მოქმედება. მიკრობიოლოგიაში ვლინდება ერთი სახეობის
დათრგუნვაში მეორე სახეობის მიერ (მაგ., ერთ-ერთი სახეობა
დ გუ ვ ე ე ე ე გ ე ე ე
გამოყოფს მეორე სახეობის საწინააღმდეგო ტოქსინს, ანტიბიოტიკს
და ა.შ.).
ანტენატალური antenatal антенатальный antenatalis (ლათ. ante
წინ, მდე, natus დაბადება) - ორგანიზმის განვითარების პერიოდი
ზიგოტის წარმოქმნიდან მშობიარობის დაწყებამდე.
ანტიანდროგენები antiandrogens антиандрогены antiandrogena
(ბერძნ. anti წინააღმდეგ, andros მამაკაცი, genes წარმოშობა) -
ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ მამაკაცის სასქესო
ჰორმონების ბიოსინთეზის, სეკრეციის და ტრანსპორტის
დათრგუნვა ან მათი მოქმედების შესუსტება.
ანტიბიოტიკები antibiotics антибиотики antibiotica (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, bios სიცოცხლე) - მიკროორგანიზმების (უმდაბლესი
სოკოები, აქტინომიცეტები) მიერ გამოყოფილი ნივთიერებები
(პენიცილინი, სტრეპტომიცინი და მრავალი სხვ.), რომლებსაც
უმცირეს კონცენტრაციებშიც კი შეუძლიათ ბაქტერიებისა და სხვა
მიკროორგანიზმების მოსპობა. ბუნებრივ ანტიბიოტიკებს
გააჩნიათ სინთეზური ანალოგები. პირველი ანტიბიოტიკი -
პენიცილინი 1929 წელს აღმოაჩინა შოტლანდიელმა ა. ფლემინგმა.
ანტიბიოტიკოგრამა antibioticogram антибиотикограмма
antibioticogramma (ბერძნ. anti წინააღმდეგ, bios სიცოცხლე, gramma
ჩანაწერი) - იგივე ანტიბიოგრამა. პათოგენური მიკრობების ამა თუ
იმ ანტიბიოტიკისადმი მგრძნობელობის ხარისხის დასადგენი
ლაბორატორიული მეთოდი (დისკოების ან განზავების
მეთოდით).
ანტიბიოტიკოთერაპია antibioticotherapy антибиотикотерапия
antibioticotherapia (ბერძნ. anti წინააღმდეგ, bios სიცოცხლე,
therapeia მკურნალობა) - ანტიბიოტიკებით ჩატარებული
მკურნალობა.
ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა antibioticoprophylaxis
антибиотикопрфилактика antibioticoprophylaxis (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, bios სიცოცხლე, prophylaktikos ვიცილებ,
ვუფრთხილდები) - ანტიბიოტიკების დანიშვნა ჯანმრთელი
ადამიანებისათვის (რომლებიც იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ
ეპიდემიურ ან ენდემურ კერაში), ინფექციური დაავადებების
თავიდან ასაცილებლად.
ანტიბიოტიკორეზისტენტობა antibioticoresistancy
антибиотикорезистентност antibioticoresistencia (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, bios სიცოცხლე, ლათ. resisto წინააღმდეგობის გაწევა)
- მიკროორგანიზმების ადაპტაცია გარემო პირობების
ცვლილებებისადმი. ზოგიერთი ბაქტერია შეიცავს ფერმენტებს -
ბეტა-ლაქტამაზებს (პენიცილინაზებს, ცეფალოსპორინაზებს),
რომლებიც იწვევენ ანტიბიოტიკების ბეტალაქტამაზური რგოლის
ჰიდროლიზს, რის შემდეგაც ისინი ვეღარ ავლენენ თავის
ანტიმიკრობულ პოტენციას.
ანტიბლასტიკა antiblastics антибластика (ბერძნ. anti წინააღმდეგ,
blastos ყლორტი, ღივი) - სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ჭრილობაში
დარჩენილი სიმსივნის უჯრედების გასანადგურებლად
შემუშავებული ღონისძიებების ერთობლიობა. ასეთი ტიპის
ღონისძიებები მოიცავენ: ელექტროკოაგულაციას, ქიმიური
პრეპარატების გამოყენებას და ა.შ.
ანტიგენ-დიაგნოსტიკუმი antigen-diagnosticum антиген-
диагностикум antigen-diagnosticum (ბერძნ. anti წინააღმდეგ, genos
გვარი, diagnosis ამოცნობა, განსაზღვრა) - ზუსტად დადგენილი
სპეციფიკურობის მქონე მიკრობული წარმოშობის ანტიგენი.
იყენებენ ინფექციური დაავადებების სეროლოგიური
დიაგნოსტიკისათვის.
ანტიგენემია antigenemy антигенемия antigenemia (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, genos გვარი, haima სისხლი) - უცხო ანტიგენების და
აუტიოანტიგენების ცირკულაცია სისხლში.
ანტიგენი antigen антиген antigenum (ბერძნ. anti წინააღმდეგ,
genos გვარი) - ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერება, ჩვეულებრივ,
ცილა ან ცილის კომპლექსი პოლისაქარიდთან, რომელიც
ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სპეციფიკური ანტისხეულების
წარმოქმნას.
ანტიგენ-წარმდგენი უჯრედები antigen- presenting cells антиген
презентирующие клетки antigen-present cellulae -
იმუნოკომპეტენტური უჯრედები, რომლებიც უცხო ანტიგენს ჯერ
ჩაუტარებენ პროცესინგს (იხ.), შემდეგ კი წარუდგენენ მას სხვა
უჯრედებს. ანტიგენ-წარმდგენი უჯრედებია: დენდრიტული
უჯრედები, მაკროფაგები, Т-უჯრედები.
ანტიდეპრესანტები antidepressants антидепрессанты
antidepressiva (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. depressum შეფერხება)
- სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება
დეპრესიით მიმდინარე ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ.
ანტიდიურეზი antidiuresis антидиурез antidiuresis (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, dia მეტი, uresis მოშარდვა) - შარდის გამოყოფის
შემცირება ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის გამო.
ანტიდოტები antidotes антидоты antidota (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, dotos მიცემული) - შხამის საწინააღმდეგო
საშუალებები, რომელთაც შხამით მოწამვლის შემთხვევაში
იყენებენ (მაგ., ანტიგიურზინი). ანტიდოტები მითრიდატე VI
პონტოელიდან იღებს სათავეს.
ანტიდრომი antidrome антидром antidromos (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, dromos რბენა) - ნერვულ ბოჭკოებში აგზნების
ანომალური, ორმხრივი გატარება.
ანტიესტროგენები antiestrogenes антиэстрогены antiestrogena
(ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. oestrus მძუვნობა, genos წარმოშობა)
- ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) ბიოსინთეზის,
სეკრეციის და ტრანსპორტის მაინჰიბირებელი და მათი
მოქმედების შემასუსტებელი ნივთიერებები.
ანტივენინი antivenin антивенин antiveninus (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, ლათ. veneno შხამი) - იმუნური შრატი, რომლის
შემადგენლობაში შედის გველების, ობობების და მორიელების
შხამების საწინააღმდეგო ანტისხეულები.
ანტიკოაგულანტი anticoagulant антикоагулянт anticoagulantum
(ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. coagulatio შედედება) - სისხლის
შედედების შემაფერხებელი და თრომბის წარმოქმნის
საწინააღმდეგო ნივთიერება (მაგ., ჰეპარინი). ხშირად იყენებენ
გულის შეტევების, იშემიური დაავადების, არტერიული ემბოლიის
და სხვ. შემთხვევებში.
ანტილიმფოციტური შრატი antilymphocytic антилимфоцитарная
сыворотка antilymphocytic serum (ბერძნ. ანტი წინააღმდეგ, ლათ.
lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ლიმფოციტების
საწინააღმდეგო შრატი, რომელსაც იყენებენ
ალოტრანსპლანტაციების დროს რეციპიენტის იმუნური სტატუსის
დასათრგუნავად.
დ გუ ვ დ
ანტიმიკრობული საშუალებები antimicrobial means
антимикробные средства antimicrobica (ბერძნ. anti წინააღმდეგ,
mikros პატარა, მცირე) - მიკროორგანიზმების ცხოველქმედების
დამთრგუნველი ფაქტორებია. მათ მიეკუთვნებიან
დეზინფექტანტები, ანტისეპტიკები, სტერილიზანტები, აგრეთვე
ქიმიოთერაპიული საშუალებები (ანტიბიოტიკები,
სულფანილამიდები და სხვ.).
ანტიმიკრობული სპექტრი antimicrobic spectrum антимикробный
спектр spectrum antibiotica (ბერძნ. anti წინააღმდეგ, mikros პატარა,
მცირე, ლათ. spectrum დანახვა, მოჩვენება) - ანტიმიკრობული
საშუალებების მიკრობიოსტატიკური ან მიკრობოციდური
მოქმედების დიაპაზონი. ანტიბიოტიკორეზისტენტობის
განვითარებას- თან ერთად, ანტიმიკრობული სპექტრი შეიძლება
შეიცვალოს.
ანტიმიტოზური ნივთიერებები antimitotic substances
антимитотические вещества antimitotica (ბერძნ. anti წინააღმდეგ,
mitos ძაფი) - ნივთიერებები, რომელთაც გააჩნიათ უჯრედის
არაპირდაპირი გაყოფის პროცესის (მიტოზის) დამთრგუნველი
უნარი, რაც განაპირობებს ამ ნივთიერებების სიმსივნის
საწინააღმდეგო მოქმედებას.
ანტიმუტაგენი antimutagen антимутаген antimutagenum (ბერძნ.
anti წინააღმდეგ, ლათ. mutatio ცვლილება, genos წარმოშობა,
დაბადება) - მუტაგენის (იხ.) მოქმედების დამთრგუნველი,
უჯრედში არსებული ან მასში შეყვანილი ბიოლოგიურად
აქტიური ნივთიერება.
ანტიოქსიდანტები antioxidants антиоксиданты antioxidativa
(ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. oxygenium ჟანგბადი) - 1.
ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ (აფერხებენ ან ანელებენ)
დაჟანგვის პროცესებს. ადამიანის და ცხოველების ორგანიზმში
ყველა ქსოვილისა და უჯრედის აუცილებელი კომპონენტებია,
რომლებიც იცავენ ბიოლოგიურ სუბსტრატებს დაჟანგვისაგან. 2.
ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ (აფერხებენ ან ანელებენ)
კანცეროგენების მეტაბოლიზმს და ამუხრუჭებენ სიმსივნეების
ინდუქციას. მეორე მხრივ, იგივე შენაერთები ზოგ შემთხვევაში
ამჟღავნებენ როგორც პრომოტორულ, ასევე კანცეროგენურ
თვისებებსაც.
ვ ე ე ც
ანტიპერისტალტიკა antiperistaltics антиперистальтика
antiperistaltica (ბერძნ. anti წინააღმდეგ, peristaltikos მომჭერი,
გარსშემოვლებული) - ქართულად: შებრუნებული,
უკუპერისტალტიკა. კუჭისა და ნაწლავების კედლების შეკუმშვა
ჩვეულებრივის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ანტიპირეტიკები antipyretics антипиретики antipyretica (ბერძნ.
anti წინააღმდეგ, pyretos ცხელება) - სიცხისდამწევი საშუალებების
საერთო სახელწოდება.
ანტირაბიული აცრები antirabic inoculations антирабические
прививки antirabicus inoculatio (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. rabies
ცოფი) - იგივე პასტერის აცრები. ცოფის საწინააღმდეგო
საშუალებები ვაქცინებისა და შრატების მეშვეობით.
ანტირაბიული ვაქცინა antirabic vaccine антирабическая вакцина
vaccinus antirabicus (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. rabies ცოფი,
vaccinus ძროხისა) - ლ. პასტერის მიერ შემუშავებული ცოფის
საწინააღმდეგო ვაქცინა. წარმოადგენს ცოფის ატენუირებულ
ვირუსს („ფიქსირებული ვირუსი“).
ანტირაბიული შრატი antirabic serum антирабическая сыворотка
serum antirabicus (ბერძნ. anti წინააღმდეგ, ლათ. rabies ცოფი) -
ცოფის საწინააღმდეგო პასიური იმუნიზაცია, აცრა შრატის
ანტისხეულების მეშვეობით.
ანტისეფტიკა antisepsis антисефтика antisepsis (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, sepsis ლპობა) - ქირურგების, ოპერირებულების,
დაჭრილების და ა.შ. კანსა და ლორწოვან გარსებზე პათოგენური
და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების სწრაფი
დათრგუნვის ღონისძიებების სისტემა. პრინციპში, ანტისეპტიკა
იგივე დამზოგავი დეზინფექციაა (იხ.) ადამიანთან მიმართებაში.
ანტისეფტიკები antiseptics антисептики antiseptici (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, sepsis ლპობა) - ნივთიერებები, რომლებიც სპობენ
მიკროორგანიზმებს ჭრილობაში, სხვა რომელიმე პათოლოგიურ
კერაში ან საერთოდ, ორგანიზმში.
ანტისხეული antibody антитело anticorporum (ბერძნ. anti
წინააღმდეგ) - იმუნოგლობულინური ბუნების ცილა, რომელიც
წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის საპასუხოდ.
ანტისხეულების სინთეზს აწარმოებენ B-ლიმფოციტები, ხოლო
სეკრეციას - პლაზმური უჯრედები.
ეკ ეც ლ უ უჯ ედე
ანტიტოქსინი antitoxin антитоксин antitoxinum (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, toxikon შხამი) - ანტისხეული, რომელიც
წარმოიქმნება ორგანიზმში ბაქტერიული თუ სხვა წარმოშობის
ტოქსინის შეჭრის საპასუხოდ.
ანტიციპაცია anticipation антиципация anticipatio (ლათ.
anticipatio წინასწარგანჭვრეტა) - დაავადების კლინიკური
მიმდინარეობის სიმძიმის პროგრესული ზრდა თაობებში, რისი
წინასწარგანჭვრეტა შესაძლებელია.
ანტიჰემოფილური გლობულინი antihemophilic globulin
антигемофильный глобулин antihemophilic globulinum (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, haima სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება,
ლათ. globulus ბურთულა) - იგივე კრიოპრეციპიტატი, VIII
ფაქტორი, რომელიც აკლიათ ჰემოფილიით დაავადებულებს.
ანტიჰომოტოქსიკური მედიცინა antihomotoxical medicine
антигомотоксическая медицина medicina antihomotoxica (ბერძნ. anti
წინააღმდეგ, homeo ერთიანი, toxikon შხამი) - თერაპიის
განსაკუთრებული მიმართულებაა. მისი პრეპარატები
წარმოადგენენ ჰომეოპათიური (იხ.) პრინციპების და მიდგომის
შერწყმას ფიტო-, ორთომოლეკულური და ორგანული მედიცინის
ელემენტებთან. ანტიჰომოტოქსიკურ მედიცინაში გამოყენებული
კომპლექსური პრეპარატები და ბიოკატალიზატორები არა მარტო
ზრდიან თერაპიის ეფექტურობას, არამედ აფართოებენ მისი
ზემოქმედების სპექტრს.
ანურია anuria анурия anuria (ბერძნ. an უარყ. თავს., uron შარდი)
- თირკმლების მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა. სინ.:
ანურეზი.
ანუსი anus анус anus (ლათ. anus რგოლი, ბეჭედი) - ქართულად:
ყითა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლოში არსებული
ხვრელი, რომლის საშუალებითაც ხდება განავლის გამოყოფა. მის
მოქმედებას აკონტროლებს ორი სფინქტერი: გარეთა და შიგნითა.
დეფეკაციის აქტის გარდა, ანუსი ყოველთვის დახურულია.
ანჰიდრემია anhydremia ангидремия anhydraemia (ბერძნ. an
უარყ. თავს., hydor წყალი, haima სისხლი) - სისხლში წყლის
რაოდენობის და აქედან გამომდინარე, პლაზმის შემცირება, რაც
გამოიხატება სისხლის გასქელებით.
ანჰიდროზი anhydrosis ангидроз anhidrosis (ბერძნ. an უარყ.
თავს., hidros ოფლი, ოსის მდგომარეობა) - პათოლოგიური
მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ოფლის გამოყოფის სრული
შეწყვეტით.
აორტა aorta аорта aorta (ბერძნ. aorte ვწევ) - სისხლის მიმოქცევის
დიდი წრის მთავარი, კენტი არტერია, რომელიც გამოდის გულის
მარცხენა პარკუჭიდან. მის გარდა, ადამიანს გააჩნია აგრეთვე
მუცლის აორტა.
აორტის კოარქტაცია aortal coarctation коарктация аорти coarctatio
aortis (ბერძნ. aorte ვწევ, ლათ. coarctare) - აორტის ყელის
შევიწროება.
აპათია apathy апатия apathia (ბერძნ. apatheia უგრძნობლობა,
უნებისყოფობა) - ყველაფრისადმი ყოველგვარი ინტერესის
დაკარგვა (იხ. დეპრესია).
აპენდექტომია appendectomy аппендэктомия appendectomia
(ლათ. appendix დანამატი, ektome ამოკვეთა) - დაავადებული
ჭიანაწლავის (ბრმა ნაწლავის დანამატის) ამოკვეთა.
აპენდიქსი appendix аппендикс appendix (ლათ. appendix
დანამატი) - ბრმა ნაწლავის ბოლოში განლაგებული 7-10 სმ-ის
სიგრძის დანამატი (ჭიანაწლავი). იმუნური სისტემის ერთერთი
ორგანოა.
აპენდიციტი appendicitis аппендицит appendicitis (ლათ. appendix
დანამატი, itis ანთება) - აპენდიქსის ანუ ჭიანაწლავის ქრონიკული
ან მწვავე ანთება.
აპითერაპია apitherapy апитерапия apitherapia (ლათ. apis
ფუტკარი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - მკურნალობა ფუტკრის
პროდუქტებით და მათში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებებით.
აპიკალური apical апикальный apicalis (ლათ. apex წვერი) - ზედა
მხარე, ზევით მიმართული.
აპიროგენული წყალი apirogenic апирогенная вода apirogenica
(ბერძნ. а უარყ. თავს., pyr ცეცხლი, სიცხე, genes წარმომშობი) -
წყალი, რომელშიც არ არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში
შეყვანისას სხეულის ტემპერატურის მომატებას და სხვა
არასასურველ რაქციებს გამოიწვევს. ინექციური ხსნარების
მოსამზადებლად გამოყენებული ხსნარი აპიროგენული უნდა
იყოს.
აპლაზია aplasy аплазия aplasia (ბერძნ. а უარყ. თავს., პლასის
შექმნა, წარმოქმნა) - ამა თუ იმ ორგანოს an ქსოვილის
თანდაყოლილი ან შეძენილი არასაკმარისი განვითარება (მაგ.,
ძვლის ტვინის აპლაზია, რომელიც ვითარდება ქიმიოთერაპიის ან
დასხივების შედეგად); სხეულის ნაწილის ან ამა თუ იმ ორგანოს
სრული განუვითარებლობა.
აპლიკაცია application апликация applicatio (ლათ. applicatio
დადება, მიდება) - სხეულის დაავადებულ ნაწილზე რაიმე
სამკურნალო ნივთიერების (მაგ., მალამოს, პარაფინის, ტალახის და
ა.შ.) დადება.
აპნოე apnoea апное apnoea (ბერძნ. а უარყ. თავს., pnoe ნიავი) -
ასფიქსია, სუნთქვის დროებითი შეჩერება. ხშირად გვხვდება
ახალდაბადებულებში.
აპოკრინული ჯირკვლები apocrinal glandulas апокринные железа
glanduli (ბერძნ. apo დან, krino გამოვყოფ) - ჯირკვლები, რომელთა
სეკრეტის გამოყოფას თან ახლავს მათი შემადგენელი უჯრედების
აპიკალური (იხ.) ნაწილის ჩამოფცქვნა (მაგ., დიდი ზომის საოფლე
ჯირკვლები).
აპონევროზი aponeurosis апоневроз aponeurosis (ბერძნ. apo დან,
neuron ნერვი) - მკვრივი მყესოვანი ფირფიტა, ქსოვილოვანი
წარმონაქმნი.
აპოპლექსია apoplexy апоплексия apoplexia (ბერძნ. apoplexia
დარეტიანება, დარტყმა) - დამბლის დაცემა, რაც გამოწვეულია
თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით.
აპოპტოზი apoptosis апоптоз apoptosis (ბერძნ. apo დან, ptosis
დაწევა, დაცემა) - უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი.
ნეკრობიოზის (იხ.) განსაკუთრებული ფორმა, რომელიც
მიმდინარეობს გენეტიკურად დეტერმინირებული პროგრამით.
აპოსტერიორი aposteriori апостериори аposteriori (ლათ.
aposteriori შემდგომიდან) - ცდაზე დამყარებული მსჯელობა.
აპრიორის (იხ.) საწინააღმდეგო ტერმინია.
აპოფიზი apophysis апофиз aphophysis (ბერძნ. apo დან, apophysis
ყლორტი) - ძვლის წანაზარდი, მორჩი.
აპრაქსია apraxia апраксия apraxia (ბერძნ. а უარყ. თავს., praxis
მუშაობა) - მიზანდასახული მოქმედების შესრულების უნარის
დაკარგვა. ამავე დროს შენარჩუნებულია მოტორული ფუნქცია,
კოორდინაცია და მგრძნობელობა. აპრაქსია ვითარდება თავის
ტვინის დაზიანების გამო, რასაც ადგილი აქვს ალცჰაიმერის
ავადმყოფობის, დამბლის, თავის ტვინის სიმსივნის ან გულის
უკმარისობის შემთხვევებში.
აპრიორი apriori априори apriori (ლათ. apriori თავიდან,
დასაბამიდან) - მსჯელობა, რომელიც არ ეყრდნობა ცდას,
ექსპერიმენტს.
აპუდომა apudoma апудома apudoma - სიმსივნე, რომლის
შემადგენლობაში შედის APUD-უჯრედები (იხ.). მისი
გამოვლინების სიმპტომები დაკავშირებულია ამ უჯრედებით
პროდუცირებული ჰორმონების და სხვა პეპტიდების ჭარბ
გამომუშავებასთან.
არაქნიდიზმი arachnidism арахнидизм arachnidismus (ბერძნ.
arachne ობობა, ობობას ქსელი) - მოწამვლა, რომელიც ადამიანს
უვითარდება ობობას კბენისას. ნაკლებად შხამიანი ობობების კბენა
იწვევს მხოლოდ ტკივილს, შეწითლებას და შესიებას. უფრო
შხამიანი ობობების (მაგ., კარაკურტი - Lactrodectus
tredecimputtatus) ტოქსინმა ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს
კუნთების ტკივილები, კრუნჩხვები და დამბლა.
არაქნოდაქტილია arachnodactily арахнодактилия arachnodactilia
(ბერძნ. arachne ობობა, ობობას ქსელი, daktylos თითი) -
ანომალურად გრძელი და მოქნილი თითები.
არაქნოენტომოლოგია arachnoentomology арахноэнтомология
arachnoentomologia (ბერძნ. არაცჰნე ობობა, ობობას ქსელი, ენტომა
მწერები, ლოგოს მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის
ობობასნაირებსა და მწერებს.
არაქნოიდიტი arachnoiditis арахноидит arachnoiditis (ბერძნ.
arachne ობობა, eidos მსგავსი, itis ანთება) - ზურგის ტვინის
ქსლისებრი გარსის ანთებითი პროცესი. დაავადება ჩვეულებრივ
დაკავშირებულია გარსების ინფექციასთან, ქრონიკულ
ინტოქსიკაციასთან და ა.შ.
არაქნონოზები arachnonosis арахнонозы arachnonosis (ბერძნ.
arachne ობობა, nosos ავადმყოფობა) - ადამიანისა და ცხოველების
ვ დ ყ ფ დ დ ც ველე
დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ობობასნაირებით -
ტკიპებით და შხამიანი ობობებით (კარაკურტი და სხვ.).
არბოვირუსები arboviruses арбовирусы arbovirus (ინგლისური
სიტყვების Arthropod borne viruses-ის შემოკლებული ვარიანტი,
რაც ნიშნავს ფეხსახსრიანებით გადატანილ ვირუსს) -
ადამიანებისა და ხერხემლიანების რნმ-ის შემცველი ვირუსები,
რომელთა გადამტანებია ფეხსახსრიანები (ტკიპები, კოღოები,
მოსკიტები და სხვ.). იწვევენ ენცეფალიტებს და სხვა დაავადებებს.
ვირუსების თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით,
არბოვირუსები გადანაწილებული არიან ვირუსების სხვადასხვა
ოჯახებში: ტოგავირუსებში (ალფავირუსის გვარი),
ბუნიავირუსებში (ბუნიავირუსის, ფლებოვირუსის, ნაიროვირუსის
გვარები), ფლავი-, რეო- და რაბდოვირუსებში (ვეზიკულური
სტომატიტის ვირუსი).
არგინინი arginine арганин argininum - ამინმჟავა, რომელიც
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლში შარდოვანას
წარმოქმნაში. არგინინის ცვლის გენეტიკურად განპირობებული
დარღვევები ზოგიერთი მემკვიდრული დაავადების მიზეზია.
არგირია argyria аргирия argyria (ბერძნ. argyros ვერცხლი) - კანის
მოვერცხლისფრო პიგმენტაცია, რაც წარმოიქმნება ან ვერცხლის
მარილების საწარმოო ზემოქმედებით, ან მათი მოხვედრისას
ადამიანის ორგანიზმში. განსაკუთრებით გამოხატულია კანის იმ
უბნებში, რომლებიც მუდმივად იმყოფება სინათლეზე.
არგირიზმი argyrism аргиризм argyrismus (ბერძნ. argyros
ვერცხლი) - ვერცხლით ქრონიკული მოწამვლის შედეგად
განვითარებული სიმპტომოკომპლექსი.
არენავირუსები arenaviruses аренавирусы arenavirus (ლათ. arena
სილა, virus შხამი) - რნმ-გენომიანი ვირუსებია. აღნიშნულ ოჯახში
შედის 12 სახეობა, რომელთაც მიეკუთვნებიან ქორიომენინგიტის,
ლასას ვირუსები და სხვ.
არენია arenia арения arenia (ბერძნ. а უარყ. თავს., ლათ. ren
თირკმელი) - უთირკმლობა. ორივე თირკმლის თანდაყოლილი
უქონლობა.
ართრალგია arthralgia артралагия arthralgia (ბერძნ. arthron
სახსარი, algos ტკივილი) - სახსრის ტკივილი შესივების ანდა
ართრიტის სიმპტომების გარეშე.
ტ ტ ე გ ე ე
ართრიტი arthritis артрит arthritis (ბერძნ. arthron სახსარი, itis
ანთება) - სახსრების დაავადება, ანთება. ერთი სახსრის დაავადებას
მონოართრიტი ეწოდება, რამდენიმესას კი პოლიართრიტი (იხ.).
ართროზი arthrosis артроз arthrosis (ბერძნ. აrthron სახსარი, ოსის
მდგომარეობა) - სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული
ხასიათის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასახსრე
ხრტილის დაზიანება.
არითმია arrhythmia аритмия arrhythmia (ბერძნ. а უარყ. თავს.,
rhythmos რითმი) - გულის მოქმედების ნორმალური რითმის
დარღვევა. არითმია შეიძლება განვითარდეს გულის დაავადებების
შემთხვევაში, ანდა ერ თი შეხედვით, სრულიად უმიზეზოდ.
არითმიის ძირითადი გამოვლინებაა გახშირებული გულის ცემა,
ქოშინი და ტკივილები გულის მიდამოში. უფრო მძიმე
შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მორგანი-ადამს-სტოქსის
სინდრომი (იხ.) ანდა ადგილი ექნეს გულის გაჩერებას.
არითმია მოციმციმე arrhythmia perpetual мерцательная аритмия
arhythmia perpetua (ბერძნ. а უარყ. თავს., rhythmos რითმი) -
წინაგულების ციმციმი. წინაგულის ერთიანი შეკუმშვის ნაცვლად
მისი კუნთის ცალკეული ბოჭკოების ფიბრილაციის მოვლენა.
ხშირია მიტრალური სტენოზის, გულის კუნთის დაავადებების,
თირეოტოქსიკოზის, ინტოქსიკაციების შემთხვევებში.
არითმია სინუსური sinus arrhythmia синусовая аритмия
arrhythmia sinusoidis (ბერძნ. а უარყ. თავს., rhythmos რითმი, sinus
წიაღი, უბე) - გულის შეკუმშვების სისწრაფის ნორმალური
ცვლილება, რომელიც რამდენადმე იზრდება ჩასუნთქვისას და
მცირდება ამოსუნთქვის პროცესში. სინუსური არითმია ხშირია
ჯანმრთელ ადამიანებში.
არითმომანია arrhythmomania аритмомания arhythmomania
(ბერძნ. arithmos რიცხვი, მანია სიგიჟე) - სხვადასხვა საგნების (მაგ.,
ცხოველების, მანქანების და სხვ.) დათვლის აკვიატებული
სურვილი.
არტერიები arteria артерии arteriae (ბერძნ. aer ჰაერი, tereo
ვიფარავ, ვიცავ) - გულიდან გამომავალი სისხლ-ძარღვები,
რომლებიც სისხლს აწვდიან ყველა ორგანოსა და ქსოვილს. მათში
შეიძლება მოძრაობდეს ვენური სისხლიც (მაგ., ფილტვის
არტერია). განასხვავებენ ელასტიკური და კუნთოვანი ტიპის
არტერიებს.
არტერიოლა arteriole артериола arteriola (ბერძნ. aer ჰაერი, tereo
ვიფარავ, ვიცავ) - 300 მკმ-ზე ნაკლები დიამეტრის უმცირესი
არტერია, რომლიდანაც გამოდის უამრავი უწვრილესი კაპილარი.
არტერიოლები ითვლებიან არტერიული წნევის და სისხლის
ნაკადის მთავარ რეგულატორებად.
არტერიოსკლეროზი arterioisclerosis артериосклероз
arteriosclerosis (ბერძნ. aer ჰაერი, tereo ვიფარავ, ვიცავ, skleros
მაგარი, მკვრივი) - არტერიების დაზიანების ამსახველი საერთო
ტერმინი. ხშირად იყენებენ როგორც ათეროსკლეროზის სინონიმს.
სისხლძარღვის კედელი კარგავს ელასტიკურობას, მისი სანათური
ვიწროვდება ან ფართოვდება, რასაც თან ახლავს შესამაბისი
ქსოვილის სისხლით მომარაგების მოშლა.
არტეფაქტი artefact артефакт artefactum (ლათ. artefactum
ხელოვნური) - ამა თუ იმ გამოსაკვლევი ობიექტისათვის
არადამახასიათებელი სტრუქტურა, მოვლენა, რაც ამახინჯებს
კვლევის შედეგებს.
არტიკულაცია articulation артикулация articulatio (ლათ.
articulatio დანაწევრებით გამოთქმა) - 1. სახსარი, ჩონჩხის ძვლების
შესახსრება. 2. მეტყველების ორგანოთა (ტუჩების, ენის, რბილი
სასის, ხმოვანი იოგების) ერთობლივი მოქმედება, რაც
აუცილებელია რაიმე განსაზღვრული ბგერის წარმოქმნისათვის.
არქებაქტერიები archebacteria архебактерии archebacteria (ბერძნ.
arche საწყისი, bakterion ჩხირი) - ბინადრობენ ექსტრემალური
პირობების მქონე ბიოტოპებში. არქებაქტერიებს მიეკუთვნებიან
მეთანის წარმომქმნელი ბაქტერიები, ჰალოფილური ბაქტერიები
(იზრდებიან 12-30%-იან NaClis გარემოში) და
თერმოაციდოფილური ბაქტერიები (იზრდებიან 75- 900C-ზე,
დაბალი PH-ით). რეზისტენტულნი არიან მრავალი ანტიბიოტიკის
მიმართ.
ასენიზაცია sanitation ассенизация assenisatio (ფრანგ. assainissment
გამოჯანსაღება) - 1. რომელიმე ადგილის ჰიგიენური პირობების
გაუმჯობესება. 2. ნაგვის და სხვა სიბინძურეების გატანა და
გაუსნებოვნება.
ასეფტიკა asepsis асептика asepticus (ბერძნ. а უარყ. თავს., sepsis
ლპობა) - ამ მეთოდის ფუძემდებელია ჯ. ლისტერი (1876). მოიცავს
მიკროორგანიზმზე ზემოქმედების პირდაპირი (სტერილიზაცია,
დეზინფექცია, ანტისეფტიკა) და არაპირდაპირი მეთოდების
ერთობლიობას, მიმართულს ინფექციის გამომწვევის მოხვედრის
წინააღმდეგ ჭრილობაში და ავადმყოფის ორგანოებში
ოპერაციების, სამკურნალო და სადიაგნოზო პროცედურების
ჩატარებისას და ა.შ. ასეფტიკას ექვემდებარება გადასახვევი
მასალა, საოპერაციო თეთრეული, ხელთათმანები და საერთოდ,
ყველაფერი, რასაც კი შეხება აქვს ჭრილობასთან.
ასთენია astheny астения asthenia (ბერძნ. а უარყ. თავს., stheneia
უძალობა, სისუსტე) - ორგანიზმის საერთო სისუსტე,
დაუძლურება. ახასიათებს მეხსიერების, ფსიქოლოგიური
აქტივობის დაქვეითება და სხვ. ვითარდება ინტოქსიკაციის,
ინფექციური, სიმსივნური დაავადებების გადატანის შედეგად,
აგრეთვე ემოციური, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის,
ხანგრძლივი შიმშილის და სხვ. შემთხვევებში. სინ.: ასთენიური
სინდრომი.
ასთენიკი asthenic астеник asthenicus (ბერძნ. astheneia უძალობა,
სისუსტე) - სხეულის აგებულების, კონსტიტუციის თავისებური
ტიპი: ხასიათდება სიმაღლით, ვიწრო, გრძელი მკერდით და
სუსტად განვითარებული კუნთოვანი სისტემით.
ასთენოპია astenopy астенопия asthenopia (ბერძნ. astheneia
უძალობა, სისუსტე, opia მხედველობა) - თვალების სწრაფი დაღლა
მხედველობითი სამუშაოს შესრულების პროცესში.
ასთენოსპერმია asthenospermy астеноспермия asthenospermia
(ბერძნ. astheneia უძალობა, სისუსტე) - სპერმატოზოიდების
მოძრაობის უნარის დაქვეითება (შენელება).
ასთმა asthma астма asthma (ბერძნ. asthma ქოშინი) - სულის
ხუთვა, ქოშინი. სხვადასხვა წარმოშობის, მწვავედ მიმდინარე
ხუთვის შეტევების საერთო სახელწოდება. განასხვავებენ
ბრონქულ (იხ.), მიტრალურ, გულის და სხვა ტიპის ასთმებს.
ასთმის საწინააღმდეგო სამკურნალწამლო საშუალებებია:
ადრენალინი, იზადრინი, ეფედრინი და სხვ.
ასთმა ბრონქული bronchial asthma бронхиальная астма bronchiale
(ბერძნ. asthma ქოშინი, bronchialis ბრონქული) - ბრონქების
ე ქ ქულ ქე
სპაზმით გამოწეული სულის ხუთვა და ქოშინი. ძირითადი
მიზეზია ალერგენების მიმართ ორგანიზმის უჩვეულოდ მაღალი
მგრძნობელობა.
ასთმური მდგომარეობა asthmatic state астматическое состояние
status asthmaticus (ბერძნ. asthma ქოშინი) - ბრონქული ასთმის
ხანგრძლივი შეტევა, რომლის კუპირება ჩვეულებრივი ასთმის
საწინააღმდეგო პრეპარატებით ვერ ხერხდება.
ასიმილაცია assimilation асимиляция assimilatio (ლათ. assimilatio
ათვისება) - 1. გარემოდან მიღებული მარ ტივი ელემენტებისაგან
ორგანიზმის შემადგენელ რთულ ნივთიერებათა შექმნა.
ასიმილაცია და დისიმილაცია (იხ.) ორგანიზმსა და გარემოს
შორის ნივთიერებათა ცვლის ერთიანი პროცესია. 2. ტერმინს
ხშირად იყენებენ ადამიანის სხვადასხვა რასების, ეთნოსის
აღრევის აღსანიშნავად.
ასისტოლა asystole асистола asystolum (ბერძნ. а უარყ. თავს.,
systole შეკუმშვა) - მდგომარეობა, როდესაც გული წყვეტს
მუშაობას. თან ახლავს ბიოელექტრული აქტივობის სრული
გაქრობა.
ასკარიდა ascaris аскарида Ascaris lumbricoides - მრგვალი ჭიების
ტიპის წარმომადგენელია. აავადებს ადამიანს, ფრინველებს,
ღორებს. ბინადრობს წვრილ ნაწლავებში. დაინვაზირების მთავარი
წყაროა ასკარიდის კვერცხებით დაბინძურებული ნიადაგი,
მიეკუთვნება გეოჰელმინთებს. ასკარიდებისათვის
დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი.
ასკარიდოზი ascaridosis аскаридоз ascaridosis (ბერძნ. ascaris ჭია,
osis მდგომარეობა) - მრგვალი ჭიით, ასკარიდით გამოწვეული
დაავადება.
ასკომიცეტები ascomycetes аскомицеты ascomycetales (ჩანთიანი
სოკოები) - საფუარების ერთ-ერთი კლასია. გააჩნიათ
ერთუჯრედიანი მიცელიუმი (ერთუჯრედიანი საფუარების
გამოკლებით).
ასპერგილოზი aspergilosis аспергиллез aspergilosis (ლათ.
Aspergillus ობის სოკო, ოსის მდგომარეობა) - ადამიანის დაავადება,
რომელსაც იწვევს ზოგიერთი Aspergillus-ის გვარის ობის სოკო.
კერძოდ, Aspergillus flavus გამოყოფს ძალზე მძლავრ
ჰეპატოტროპულ ტოქსინს - აფლატოქსინს.
ე ტ ტ ულ ტ ქ ფლ ტ ქ
ასპერმია aspermy аспермия aspermia (ბერძნ. а უარყ. თავს., sperma
თესლი) - სათესლე სითხეში სპერმატოზოიდებისა და სათესლე
მილაკების უჯრედოვანი ელემენტების უქონლობა. სინ.:
ასპერმატიზმი, აზოოსპერმია.
ასპირაცია aspiration аспирация aspiratio (ლათ. aspiratio
ჩასუნთქვა) - 1.სხეულის ღრუდან ან ორგანოდან ექსუდატის,
ჩირქის, ჰაერის ამოქაჩვა. 2. ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში
სითხის, საჭმლის ნაწილაკის მოხვედრა.
ასპლენიზმი asplenism аспленизм asplenismus (ბერძნ. а უარყ.
თავს., splen ელენთა) - ელენთის ამოკვეთის შემდგომ
განვითარებული მდგომარეობა, რაც განპირობებულია ამ ორგანოს
დამთრგუნველი გავლენით ძვლის ტვინზე. როგორც წესი,
აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება ერითროციტოზით, რასაც
ხშირად თან ერთვის ლეიკოციტოზი და თრომბოციტოზი.
ასტერნული ნეკნი asternal ребро ложрое costa spuriae (ბერძნ. а
უარყ. თავს., sternon მკერდის ძვალი) - ქართულად: ცრუ ნეკნი. არ
უერთდება გულმკერდის ყაფაზს.
ასტიგმატიზმი astigmatism астигматизм astigmatismus (ბერძნ. а
უარყ. თავს., stigme წერტილი) - თვალის შუქმტეხი აპარატის
დეფექტი, რაც გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად,
ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. საგნებიდან
არეკლილი სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, რის გამოც
თვალის ბადურაზე არ მიიღება ფოკუსური გამოსახულება და
ავადმყოფი საგნებს ბუნდოვნად ხედავს.
ასტრობლასტი astroblast астробласт astroblastus (ბერძნ. aster
ვარსკვლავი, blastos ყლორტი, ღივი) - სუსტად დიფერენცირებული
ნეიროგლიური უჯრედი, რომელიც გარდაიქმნება
დიფერენცირებულ ასტროციტად.
ასტროვირუსები astroviruses астровирусы astrovirus (ბერძნ. aster
ვარსკვლავი, ლათ. virus შხამი) - Astroviridae-ს ოჯახის
წარმომადგენლები, 1975 წელს გამოყვეს დიარეული სინდრომით
შეპყრობილი ბავშვების განავლიდან. ცნობილია ვირუსის 5
სეროტიპი. ვირუსული ნაწილაკები მრგვალი ფორმისაა
(დიამეტრი 28-30 ნმ). შეიცავენ რნმ-ს ერთჯაჭვიან მოლეკულას.
გენომი აკონტროლებს 4-მდე სტრუქტურული ცილის სინთეზს.
დადგენილია ასტროვირუსების უნარი გამოიწვიოს ჰოსპიტალური
დ დგე ლ ტ ვ უ ე უ გ წვ ტ ლუ
ინფექციები. უფრო ხშირად ავადდებიან მოზარდები და ჭაბუკები.
საინკუბაციო პერიოდი მოიცავს 24-36 საათს. დამახასიათებელია
დიარეა და პირღებინება. 4 დღის შემდეგ ადგილი აქვს სპონტანურ
გამოჯანმრთელებას. მცირე ასაკის ბავშვებში ასტროვირუსებით
გამოწვეული გასტროენტერიტი სიხშირით მეორე ადგილზეა
როტავირუსების (იხ.) შემდეგ.
ასტროციტი astrocyte астроцит astrocytum (ბერძნ. aster
ვარსკვლავი, kytos უჯრედი) - ვარსკვლავის ფორმის
დიფერენცირებული გლიური უჯრედი მრავალრიცხოვანი
წანაზარდებით. ნერვულ ქსოვილში ასრულებს საყრდენ და
დამცველ ფუნქციებს. სინ.: ასტროგლიოციტი, ასტროგლიური
უჯრედი.
ასფიქსია asphyxia асфиксия asphyxia (ბერძნ. а უარყ. თავს.,
sphyxis პულსი) - სუნთქვის შეჩერება, სულის შეხუთვა.
ასციტი ascites асцит ascitis (ბერძნ. askos ტომარა, წყლის გუდა) -
მუცლის წყალმანკი, სითხის დაგროვება მუცლის ღრუში.
ატავიზმი atavism атавизм atavismus (ლათ. atavus შორეული
წინაპარი) - ორგანიზმში შორეულ წინაპართათვის
დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა (მაგ., ადამიანისათვის
კუდისებრი დანამატი, მრავალდვრილიანობა ანუ პოლიმასტია და
სხვ.).
ატაქსია ataxia атаксия ataxia (ბერძნ. ataxia უწესრიგობა) -
მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ვლინდება როგორც
მოძრაობის, ასევე ფეხზე დგომის დროს.
ატელექტაზი atelectasis ателектаз atelectasis (ბერძნ. ატელეს
დაუმთავრებელი, არასრული, ეკტასის გაწევა, გაშლა) - ფილტვის
ერთი ნაწილის ვერგაშლა (ვერგახსნა), დაჩუტულ მდგომარეობაში
ყოფნა. ვითარდება ნახველით ან უცხო სხეულებით ბრონქების
დახშობის, ბრონქების კიბოს, ანდა ლიმფური კვანძების
გადიდების შემთხვევაში (მაგ., ტუბერკულოზით, ანდა ფილტვის
კიბოთი დაავადებულებში). ავადმყოფის მდგომარეობა
ჩვეულებრივ უმჯობესდება ფიზიოთერაპიის ანდა ბრონქების
გათავისუფლების (გასუფთავების) შემდეგ, თუმცა ხანგრძლივი
ატელექტაზის შემთხვევაში, ადამიანს უვითარდება შეუქცევადი
პროცესები, რაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს.
ატენუაცია attenuation аттенюация attenuatio (ლათ. attenuo
ვასუსტებ) - მიკროორგანიზმების პათოგენურობისა და
ვირულენტობის ხელოვნური შესუსტება. ატენუირებულ ცოცხალ
ვაქცინებს დაკარგული აქვთ ვირულენტობა, სამაგიეროდ
შენარჩუნებული აქვთ ანტისხეულების წარმოქმნის უნარი.
ატიპიზმი atypism атипизм atypismus (ბერძნ. а უარყ. თავს.,
typikos ანაბეჭდი) - არატიპური (მაგ., მიტოზი, ზრდა, ქსოვილის
აგებულება). ატიპური უჯრედი (დიდი ზომის, მაღალი ბირთვულ-
ციტოპლაზმური შეფარდებით, მრავალბირთვიანი)
ავთვისებიანობის მაჩვენებელია.
ატლანტი atlas атлант atlas (მითიური გმირის, ატლანტის
სახელის მიხედვით) - კისრის პირველი მალა, რომელიც
უერთდება თავის ქალას კეფის ძვალს.
ატოკია atoky атокия atokia (ბერძნ. atokos უნაყოფობა) - ქალების
უნაყოფობა, ბერწობა.
ატოპიური atopy атопичный atopia (ბერძნ. а უარყ. თავს., topos
ადგილი, ადგილმდებარეობა) - უჩვეულო ადგილზე განვითარება.
მაგ., ატოპიური ტრანსპლანტატი - როდესაც რომელიმე ორგანო
გადანერგილია მისთვის უჩვეულო ადგილზე.
ატოპიური დერმატიტი atopic dermatitis атопический дерматит
atopic dermatitis (ბერძნ. а უარყ. თავს., topos ადგილი,
ადგილმდებარეობა, derma კანი, itis ანთება) - იხ. დიათეზი.
ატრაქტანტები attractants аттрактаны attractanti (ლათ. attrahere
მიზიდვა, ყურადღების მიპყრობა) - ბუნებრივი და სინთეზური
ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც სუნით იზიდავენ
ცხოველებს ანდა იწვევენ დადებით ქემოტაქსისს ერთუჯრედიან
ორგანიზმებში. განასხვავებენ სქესობრივ ატრაქტანტებს
(ფერომონების ჯგუფის ნივთიერებებს), რომლებიც ხელს უწყობენ
მდედრის და მამრის შეხვედრას და ნივთიერებებს, რომლებსაც
იყენებენ ცოცხალი ორგანიზმების (მაგ., მწერების)
მიზიდვისათვის დაკვირვების, დაჭერის ან განადგურების
მიზნით.
ატრაქცია attraction аттракция attractio (ბერძნ. attraxere მიზიდვა,
ყურადღების მიპყრობა) - შეკვრა, შებოჭვა (მაგ., მაკროფაგების
მიერ უცხო ანტიგენის (ბაქტერიის, ვირუსის, უჯრედის და სხვ.)
მიერთება, რასაც შემდგომში თან ახლავს შთანთქმა და მონელება.
ე ე ც ე დგ ლ ვ ქ დ ელე
ატრეზია atresy атрезия atresia (ბერძნ. а უარყ. თავს., tresis
ნახვრეტი) - ორგანიზმის რომელიმე ბუნებრივი ხვრელის (ანუსის,
საშოს) თანდაყოლილი უქონლობა ან შეზრდა.
ატრიოვენტრიკულური atrioventricular атриовентрикулярный
atrioventriculare (laT. atrium წინაგული, ვენტრიცულუს პარკუჭი) -
წინაგულ-პარკუჭოვანი (მაგ., ხვრელი).
ატრიქოზი atrichosis атрихоз atrichosis (ბერძნ. а უარყ. თავს.,
trichos თმა) - თანდაყოლილი ან შეძენილი თმის უქონლობა.
ტერმინს იყენებენ ახალგაზრდებთან მიმართებაში.
ატროფია atrophy атрофия atrophia (ბერძნ. а უარყ. თავს., trophe
კვება) - კვების დარღვევის შედეგად რომელიმე ქსოვილის ან
ორგანოს განლევა (მათი ზომისა და მოცულობის შემცირება),
რასაც თან ახლავს მათი ფუნქციის დარღვევა ან შეწყვეტაც კი.
აუდიოგრამა audiogramm аудиограмма audiogramma (ლათ. audio
ვისმენ, ბერძნ. gramma ჩანაწერი) - სმენის სიმახვილის გრაფიკული
ჩანაწერი.
აუდიოლოგია audiology аудиология audiologia (ლათ. audio
ვისმენ, ბერძნ. logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც
შეისწავლის სმენას და მისი დარღვევების მიზეზებს, აგრეთვე
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს.
აუდიომეტრია audiometry аудиометрия audiometria (ლათ. audio
ვისმენ, ბერძნ. metreo ვზომავ) - სმენის სიმახვილის გაზომვა:
საფუძვლად უდევს იმ უმცირესი ძალის ბგერის განსაზღვრა,
რომელსაც აღიქვამს ადამიანი.
აურა aura аура aura (ბერძნ. aure ნიავი) - 1. ცნობიერების
მოულოდნელი წუთიერი დაბინდვა შემდგომი ამნეზიით (იხ.).
ახასიათებს თავბრუ, გულისრევა, სწრაფი უნებლიე მოძრაობები,
ჰალუცინაციები. 2. ცოცხალი ორგანიზმების გარშემო არსებული
ბიოველი.
აუსკულტაცია auscultation аускультация auscultatio (ლათ.
auscultare მოსმენა) - ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევის ერთ-
ერთი მეთოდი, რომელიც ეყრდნობა შინაგანი ორგანოების
მოქმედების ხმების (ბგერების) მოსმენას. განასხვავებენ პირდაპირ
(გამოსაკვლევ ადამიანზე ყურის დადებით) და არაპირდაპირ
(სპეციალური ხელსაწყოებით - სტეთოსკოპით, ფონენდოსკოპით,
სტეთოფონენდოსკოპით) აუსკულტაციას.
ტე ფ ე დ კ უ კულტ ც
აუტიზმი autism аутизм autismus (ბერძნ. autos თვით) -
ავადმყოფური კონცენტრაცია თავის თავზე. ავადმყოფი ცხოვრობს
მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში.
აუტოაგრესია autoagression аутоагрессия autoaggressio (ბერძნ.
autos თვით, ლათ. aggressio შეტევა, თავდასხმა) - ორგანიზმის
შეცვლილი რეაქტიულობის მდგომარეობა, რომლის ძირითადი
გამოხატულებაა გაზრდილი მგრძნობელობა საკუთარი
ქსოვილების ზოგიერთი კომპონენტისადმი. სინ. აუტოალერგია,
ენდოალერგია.
აუტოეროტიზმი autoerotism аутоэротизм autoerotismus (ბერძნ.
autos თვით, eros სიყვარული) - ადამიანი, რომელიც შეყვარებულია
თავის თავზე, აღფრთოვანებულია თავისი სილამაზით. იხ.
ნარცისიზმი.
აუტოვაქცინა autovaccine аутовакцина autovaccinum (ბერძნ. autos
თვით, ლათ. vaccinus ძროხისა) - ვაქცინა, რომელიც
დამზადებულია იმ პიროვნებისაგან გამოყოფილი
მიკროორგანიზმებისაგან, რომლის სამკურნალოდ ან
სადიაგნოზოდ იყო იგი განკუთვნილი.
აუტოიმუნიზაცია autoimunization аутоиммунизация
autoimmunnisatio (ბერძნ. autos თვით, ლათ. immunis რაიმესაგან
განთავისუფლებული) - ორგანიზმის სენშეუვალობა მასში
არსებული და შემდგომ მისგანვე გამოყოფილი ნივთიერებების
გავლენით.
აუტოიმუნური დაავადებები - იხ. ავადმყოფობები
აუტოიმუნური.
აუტოიმუნური რეაქციები autoimmune reactions аутоиммунные
реакции reactio autoimmunitas (ბერძნ. autos თვით, ლათ. immunis
რაიმესაგან გათავისუფლებული) - ორგანიზმის იმუნური ძალების
რეაგირება თავისივე ქსოვილებისადმი.
აუტოინფექცია autoinfection аутоинфекция autoinfectio (ბერძნ.
autos თვით, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ენდოგენური
ინფექციის სახესხვაობაა, რომელიც წარმოიქმნება
თვითდასენიანების შედეგად, გამომწვევი აგენტის გადატანის
გზით ერთი ბიოტოპიდან მეორეში (მაგ., პირის ღრუდან ან
ცხვირიდან ჭრილობის ზედაპირზე).
აუტოკრინული autocrine аутокринный autocrinus (ბერძნ. autos
თვით, krino გამოვყოფ) - ტერმინი გამოიყენება უჯრედის მიერ
განსაზღვრული ნივთიერებების (მაგ., ჰორმონების ან ზრდის
ფაქტორების) გამომუშავების პროცესის აღსაწერად. ამ
ნივთიერებებმა შესაძლებელია უშუალო გავლენა მოახდინონ იმ
უჯრედების ზრდა- განვითარებაზე, რომლებშიც ისინი
გამომუშავდნენ.
აუტოლიზი autolysis аутолиз autolysis (ბერძნ. autos თვით, lysis
გახსნა, დაშლა) - ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების
დაშლა მათში მყოფი ჰიდროლიზური ფერმენტების გავლენით.
აუტოსომა autosome аутосома autosoma (ბერძნ. autos გარეთ, soma
სხეული) - ქრომოსომა, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესის
განსაზღვრასთან; ნებისმიერი არასასქესო წყვილი ქრომოსომა.
იგივე ავტოსომა.
აუტოსომურ-დომინანტური დამემკვიდრება autosome-dominant
inheritation аутосомно-доминантное inheritatae autosome-dominanta
(ბერძნ. autos თვით, ლათ. dominans გაბატონებული) -
დამემკვიდრების ტიპი, როდესაც აუტოსომაში ლოკალიზებული
ერთი მუტანტური ალელიც კი საკმარისია დაავადების (ან ნიშან-
თვისების) გამოსავლენად.
აუტოსომურ-რეცესიული დამემკვიდრება autosome-recessive
inheritance аутосомно-рецессивное наследование inheritatae
autosome-recessiva (ბერძნ. autos თვით, ლათ. recessus დაშორება,
უკან დახევა) - დაავადების ან ნიშან-თვისების ტიპი, როდესაც
აუტოსომაში ლოკალიზებული მუტანტური ალელი
მემკვიდრულად არის გადაცემული ორივე მშობლისაგან.
აუტოსუგესტია autosuggestion аутосугестия autosuggestio (ბერძნ.
autos თვით, ლათ. suggestio შთაგონება) - თვითშთაგონება, რასაც
იყენებენ ადამიანის ფსიქოლოგიური ან ფიზიოლოგიური
მდგომარეობის შეცვლის მიზნით, რაც მიიღწევა პერიოდულად
განმეორებადი ცნებების გამოყენებით. აუტოსუგესტიას იყენებენ
უმთავრესად აუტოგენური ვარჯიშისას (autogenic training).
აუტოტრანსპლანტატი autograft аутотрансплантат
autotransplantum (ბერძნ. autos თვით, ლათ. trans იქით, იქითა,
plantatio ნერგი) - სხეულის ერთ-ერთი ადგილიდან აღებული
ქსოვილოვანი ტრანსპლანტატი, რომელსაც გადანერგავენ იმავე
ქ ვ ლ ვ ტ ლ ტ ტ ელ ც გ დ ე გ ვე ვე
ადამიანის სხეულის სხვა ნაწილში. ალოტრანსპლანტაციისაგან
განსხვავებით, აუტოტრანსპლანტატის გადანერგვისას არ ხდება
მისი მოცილება ორგანიზმის იმუნური რეაქციის გამო.
აუტოტრანსპლანტაცია autotransplantation аутотрансплантация
autotransplantatio (ბერძნ. autos თვით, ლათ. trans იქით, იქითა,
plantatio ნერგი) - ორგანოების და ქსოვილების გადანერგვა ერთი
და იგივე ორგანიზმის საზღვრებში.
აუტოტროფები autrophes аутотрофы autotrophi (ბერძნ. autos
თვით, trophe კვება) - ორგანიზმები (მაგ., ბაქტერიები, მცენარეები),
რომლებიც თავისი უჯრედების შენებისათვის იყენებენ
არაორგანულ ნახშირბადს CO2-დან).
აუტოქთონური მიკროორგანიზმები autochthonic microorganisms
аутохтонные микроорганизмы autochthon microorganismus (ბერძნ.
autos თვით, chthon სამშობლო, მიწა-წყალი) - მიკრობები,
რომლებიც დამახასიათებელია ამა თუ იმ კონკრეტული
რეგიონისათვის.
აუტოჰემოთერაპია autohemotherapy аутогемотерапия
autohaemotherapia (ბერძნ. autos თვით, haima სისხლი, therapia
მკურნალობა) - მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს
ავადმყოფისათვის მისივე სისხლის შეყვანაში კუნთებში, უფრო
იშვიათად, კანქვეშ ანდა ჰემოლიზირებული სახით -
ინტრავენურად.
აუტოჰემოტრანსფუზიოლოგია - იხ. აუტოჰემოთერაპია.
აფაგია aphagia афагия aphagia (ბერძნ. а უარყ. თავს., phago ვჭამ,
ვშთანთქავ) - კვების შეწყვეტა, ყლაპვის უნარის მოშლა.
აფაზია aphasy афазия aphasia (ბერძნ. а უარყ. თავს., phasis
მეტყველება) - მეტყველების დარღვევა ან დაკარგვა, რაც
გამოწვეულია თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქის ან მათი
გამტარი გზების დაზიანებით (სისხლის ჩაქცევა, სისხლძარღვთა
თრომბოზი, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვ.). აფაზიას ხშირად თან
ახლავს აგრაფია (იხ.), ალექსია (იხ.) და აკალკულია (იხ.).
აფაკია aphakia афакия aphakia (ბერძნ. а უარყ. თავს., phakos
ბროლი) - ბროლის თანდაყოლილი უქონლობა.
აფებრილური afebrile афебрильный afebrilis (ბერძნ. а უარყ.
თავს., febris ცხელება) - ავადმყოფობა, ავადმყოფი, რომლებიც არ
ავლენენ ცხელების არავითარ ნიშნებს.
ვლე ე ც ელე ვ ე
აფერენტული afferent афферентный afferens (ლათ. afferens
მომტანი) - ცენტრისკენული, პერიფერიიდან ცენტრისკენ
მიმართული.
აფექტაცია affectation аффектация affectatio (ლათ. affectus
სულიერი მღელვარება) - ზედმეტად აგზნებული საუბარი,
არაბუნებრივობა, ხელოვნურობა ქცევაში.
აფექტი affect аффект affectus (ლათ. affectus სულიერი
მღელვარება) - ძლიერი სულიერი მღელვარება, რომელიც
სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება მისთვის უჩვეულო
საქციელი ჩაადენინოს. უეცრად წარმოქმნილი, სწრაფწარმავალი
ემოცია.
აფექცია affection аффекция affectio (ლათ. affectus სულიერი
მღელვარება) - ავადმყოფური მდგომარეობა, ავად გახდომა.
აფთები aphthae афты aphthae (ბერძნ. aphthai წყლულები) - მცირე
ზომის ლოკალური, მტკივნეული, მოყვითალო-მონაცრისფრო
ფერის წყლულები პირის ღრუს, უფრო იშვიათად კი საშოს
ლორწოვან გარსზე. წარმოიქმნებიან მწვავე და ქრონიკური
ჰერპესული სტომატიტის, ჰერპესული ანგინის, თურქულის და
სხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.
აფიბრინოგენემია afibrinogenemia афиброгеномия
afibrinogaenemia (ბერძნ. а უარყ. თავს., ლათ. fibra ბოჭკო, gennao
წარმოვქმნი, ბერძნ. haima სისხლი) - სისხლის შედედებაზე
პასუხისმგებელი ფაქტორის - ფიბრინოგენის სრული უქონლობა
სისხლში.
აფინურობა affinity афинность (сродство) nitus (ლათ. affinis
მეზობელი, მონათესავე) - ქართულად: თვისობა. ანტისხეულის
მოლეკულის აქტიური ცენტრების შეკავშირების სიმტკიცე
ანტიგენის დეტერმინანტურ ჯგუფებთან.
აფიციდები afficides аффициды afficidi (ლათ. affis ბუგრი, caedo
ვკლავ) - ბუგრების მოსასპობად გამოყენებული ქიმიური
ნივთიერებები.
აფლატოქსინი aflatoxin афлатоксин atoxinum - უმდაბლესი სოკოს
Aspergillus flavus-ის მიერ გამოყოფილი ტოქსინი, რომელიც
ფრინველებში და სხვა ცხოველებში იწვევს უმძიმეს მოწამვლას და
ღვიძლის სიმსივნეებს. შესაძლებელია კანცეროგენური იყოს
ადამიანისთვისაც.
დ ვ ც
აფონია aphony афония aphonia (ბერძნ. а უარყ. თავს., phone
ბგერა, ხმა) - ხმოვანი ბგერების გამოთქმის უნარის დაკარგვა,
ჩურჩულის უნარის შენარჩუნებით. აფონია შეიძლება იყოს
ჭეშმარიტი (ორგანული), ფუნქციური (ისტერიული) და
პარალიზური.
აფრენია aphrenia fahtybz aphrenia (ბერძნ. а უარყ. თავს., phren
ჭკუა) - გონებრივი ჩამორჩენილობა.
აფროდიზია aphrodisia афродизия aphrodisia (ბერძნული
მითოლოგიით: აფროდიტე - სიყვარულის ქალღმერთი) -
სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიური გამძაფრება.
აქალაზია achalasia ахалазия achalasia (ბერძნ. а უარყ. თავს.,
chalasis მოდუნება) - იშვიათი პათოლოგია, როდესაც სფინქტერის
კუნთი საყლაპავი მილის ბოლოში კარგავს შეკუმშვის უნარს და
მოდუნებულია. აქალაზია იწვევს ყლაპვის გაძნელებას.
სიმპტომებია: რეგურგიტაცია (იხ.), ტკივილები გულმკერდის
არეში, სუნთქვის გაძნელება, ცუდი გემო პირში.
აქილია achily акилия achilia (ბერძნ. а უარყ. თავს., chylos წვენი) -
კუჭის წვენში მარილმჟავასა და ფერმენტ პეპსინის უქონლობა.
აღინიშნება უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ფაღარათი, ანემია
და სხვ. ცნობილია პანკრეასის აქილიაც, რის დროსაც ამ ორგანოს
წვენი არ შეიცავს ფერმენტებს.
აქონდროპლაზია achondroplasy ахондроплазия achondroplasia
(ბერძნ. а უარყ. თავს., chondros ხრტილი, plasis წარმოქმნა) -
მემკვიდრული დაავადება, ჩვეულებრივ, ვლინდება დაბადებამდე.
ბავშვებს აქვთ მოკლე ხელები და ფეხები, მოკლე თითები, დიდი
თავი. 10000 ახალშობილიდან უვითარდება ერთ ბავშვს.
განპირობებულია მე-4 წყვილ ქრომოსომაში ლოკალიზებული
ანომალური გენით.
აქსელერაცია acceleration акселерация acceleratio (ლათ. acceleratio
დაჩქარება) - სქესობრივი მომწიფების მკვეთრი დაჩქარება,
აგრეთვე სიმაღლისა და მასის მნიშვნელოვანი მომატება წინა
თაობებთან შედარებით.
აქსონი axon асон axon (ბერძნ. axon ღერძი) - ნეირონის
ციტოპლაზმური გამონაზარდი, რომელიც ატარებს ნერვულ
იმპულსს. ნეირონს ერთი აქსონი გააჩნია, რომელიც იტოტება.
აქსონის სიგრძემ შეიძლება 1 მეტრს მიაღწიოს.
ქ გ ე ე ლე ეტ ღწ
აქსოპლაზმა axoplasm аксоплазма axoplasma (ბერძნ. axon ღერძი,
plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - აქსონის ციტოპლაზმა.
აქტინი actin актин actinum (ბერძნ. aktis, aktinos სხივი) -
კუნთებში არსებული ცილა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს
კუნთების შეკუმშვის პროცესში. იხ. აქტომიოზინი.
აქტინობაცილა actinobacillus актинобацилла actinobacillus (ბერძნ.
aktis, aktinos სხივი, ლათ. bacillus ჩხირი) - გრამ-უარყოფითი,
უმოძრაო, აერობული, სფერული ან ჩხირისმაგვარი ფორმის
ბაქტერიების გვარი. ჩვეულებრივ, აზიანებენ ცხოველებს,
რომლებიდანაც ინფექცია შეიძლება გადაეცეს ადამიანს.
აქტინოთერაპია actinotherapy актинотерапия actinotherapia
(ბერძნ. aktis, aktinos სხივი, ტჰერაპეია მკურნალობა) - მკურნალობა
სხივური ენერგიით. იგულისხმება მზის, რენტგენის, რადიუმის,
ულტრაიისფერი და სხვ. სხივები.
აქტინომიკოზი actinomycosis актиномикоз actinomycosis (ბერძნ.
aktinos სხივი, mykes სოკო) - ადამიანისა და ცხოველების
ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია
აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით -
აქტინომიცეტებით, რომლებიც ამჟამად ბაქტერიების სამეფოს
მიეკუთვნებიან. ხასიათდება ქსოვილებისა და ორგანოების
გრანულომატოზური დაზიანებით, რასაც თან ახლავს
ინფილტრაციები, აბსცესები, ფისტულები და სხვ.
აქტინომიკომა actinomycoma актиномикома actinomycoma (ბერძნ.
aktinos სხივი, mykes სოკო, oma სიმსივნე) - აქტინომიცეტებით
გამოწვეული გრანულომა.
აქტინომიცეტები actinomycetes актиномицеты actinomycetes
(ბერძნ. aktinos სხივი, mykes სოკო) - ძაფისებრი ფორმის,
დატოტვილი, გრამ-დადებითი მიკროორგანიზმების დიდი
ჯგუფია, რომელიც გაერთიანებულია ბაქტერიებში. ცალკეული
სახეობები განაპირობებენ აქტინომიკოზის განვითარებას, სხვები
კი აწარმოებენ ანტიბიოტიკებს.
აქტინომიცინები actinomycines актиномицины actinomycinum -
Streptomyces (Actinomyces) - ის გვარის მიკროორგანიზმებით
პროდუცირებული ანტიბიოტიკების ჯგუფის საერთო
სახელწოდება. გააჩნიათ მაღალი აქტივობა გრამ-დადებითი
ბაქტერიების, მიკობაქტერიების და სოკოების მიმართ.
ქტე ე კ ქტე ე დ კ ე
აქტიური ტრანსპორტი active transport активный транспорт
transportus activus - კვების ამ მექანიზმის საშუალებით, გახსნილი
საკვები ნივთიერებები უჯრედში შედის კონცენტრაციის
გრადიენტის საპირისპიროდ, ამიტომ იგი ითხოვს ენერგიის
ხარჯვას. აქტიურ ტრანსპორტში მონაწილეობენ პერიპლაზმურ
სივრცეში ლოკალიზებული განსაკუთრებული შემბოჭავი,
შემაკავშირებელი ცილები, რომლებიც არ არიან პერმეაზების (იხ.
შემსუბუქებული დი ფუზია) იდენტურები. ისინი არ შედიან
უჯრედული მემბრანების სტრუქტურებში. აღნიშნულ
შემაკავშირებელ ცილებს არ გააჩნია კატალიზური აქტიურობა,
სამაგიეროდ ახასიათებს ძალზე მაღალი ტროპიზმი გარკვეული
საკვები ნივთიერებების მიმართ.
აქტომიოზინი actomyosin актомиозин actomyosinum (ბერძნ. aktis,
aktinos სხივი, mys კუნთი) - მიოზინისა და აქტინისაგან შემდგარი
ცილოვანი კომპლექსი. ვლინდება კუნთოვანი ქსოვილის
შეკუმშვის პროცესში.
აქცესორული accessory акцессорный accessorum (ლათ. accessorius
არაძირითადი, შემთხვევითი) - დამატებითი. ის, რაც უერთდება
რაიმეს.
აქციდენტური accidental акцидентный accidentis (ლათ. accidentis
შემთხვევითი) - არარსებითი, მეორეხარისხოვანი (მაგ., რომელიმე
დაავადების მეორადი სიმპტომები).
აცეტონემია acetonemia ацетонемия acetonemia (ლათ. acetum
ძმარი, ბერძნ. haima სისხლი) - სისხლში აცეტონისა და კეტონური
სხეულების დიდი რაოდენობა.
აცეტონი acetone ацетон acetonum (ლათ. acetum ძმარი) -
გამხსნელის თვისებების მქონე შენა ერთი CH3COCH3 მისი
გაზრდილი რაოდენობა გვხვდება დიაბეტით დაავადებულთა
შარდსა და სისხლში.
აცეტონურია acetonury ацетонурия acetonuria (ლათ. acetum
ძმარი, uron შარდი) - შარდში აცეტონის დაგროვება და გამოყოფა.
აციდოზი acidosis асидоз acidosis (ლათ. acidus მჟავე) - მჟავე-
ტუტოვანი ბალანსის დარღვევის ფორმა, რომელსაც ახასიათებს
ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონების
მატებისაკენ. სისხლის РH ანომალურად დაბალია. აციდოზი
ვითარდება დიაბეტის, თირკმლების დაზიანების და ფილტვების
ზოგიერთი დაავადების დროს.
აცინეტობაქტერი acinetobacter ацинетобактер acinetobacter
(ბერძნ. а უარყ. თავს., კინესის მოძრაობა, bakter ბაქტერია) - მცირე
ზომის, კაფსულიანი, უმოძრაო ჩხირებია შოლტები არა აქვთ,
ახასიათებთ ნახტომისებრი, ბიძგისებრი მოძრაობა. გამოყოფენ
წყლიდან, ნიადაგიდან, პასტერიზებული რძიდან, გაყინული
პროდუქტებიდან და სხვ. აცინეტობაქტერიები ფსევდომონასების
შემდეგ ყველაზე უფრო ხშირად გამოიყოფა კლინიკური
სინჯებიდან. პათოგენეზი პირ დაპირ კავშირშია პაციენტის
იმუნური სტატუსის დარღვევებთან.
აცრა inoculation прививка inoculatio - ხელოვნური იმუნიზაცია
ინფექციური დაავადებების აღკვეთის ან მათი კლინიკური
მიმდინარეობის შესუსტების მიზნით, ორგანიზმში შრატის ან
ვაქცინის შეყვანის საშუალებით.
APUD-უჯრედები APUD cells APUDклетки APUD cellulae -
უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტაბოლიზმის
პროცესში პროამინების მოხმარებაზე და რომლებიც
მონაწილეობენ დეკარბოქსილირების პროცესში. ასეთი ტიპის
უჯრედები განსაკუთრებით ბევრია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ლორწოვან გარსში და პანკრეასში, სადაც მათ შეუძლიათ
წარმოქმნან ჰორმონული მოქმედების მქონე ნეიროამინების და
ოლიგოპეპტიდების დიდი რაოდენობა. ხშირად APUD-უჯრედებს
გაფანტულ ენდოკრინულ სისტემას (diffuse endocrine system)
უწოდებენ.
სამედიცინო ლექსიკონი


ბაბეშ-ერნსტის მარცვლები Babes-Ernst granules гранулы Бабеша-
Эрнста Babesh-Ernst granula - იგივე ვოლუტინის მარცვლები.
აღმოაჩინეს ვ. ბაბეშმა და პ. ერნსტმა. დიფთერიის ჩხირის -
Corynebacterium diphtheriae-ს დამახასიათებელი შემსხვილებებია
ერთ ან ორივე პოლუსზე, რაც ბაქტერიას კვერთხის ფორმას
აძლევს.
ბაბეშიოზი babesiosis бебесиоз, babesiosis (რუმინელი მეცნიერის,
ვ. ბაბეშის სახელის მიხედვით, ბერძნ. osis მდგომარეობა) -
ადამიანის (განსაკუთრებით, სპლენექტომირებულების) იშვიათი,
მალარიისმაგვარი ავადმყოფობა, რომლის გამომწვევია Babesia
bovis. გადამტანებია იქსოდისებრი და გამაზოიდური ტკიპები.
ბაბეშ-ნეგრის სხეულაკები rods of Babesh-Negri тельца Бебеша-
Негри Babesh-Negri rodus - აღნიშნული ციტოპლაზმური
სტრუქტურები ნეირონებსა და განგლიოზურ უჯრედებში აღწერეს
რუმინელმა ვ. ბაბეშმა (1892) და იტალიელმა ა. ნეგრიმ (1903). ამ
სხეულაკების აღმოჩენა ცოფით დაავადების უტყუარი
დადასტურებაა. მათი გამოვლენა შესაძლებელია როგორც
დაღუპულ ცხოველებში, ასევე ადამიანშიც. აღნიშნული
სხეულაკების დიამეტრი 4-10 მკმ-ს აღ წევს.
ბაგასოზი bagassosis, багасооз bagassosis (ფრანგ. bagasse
გაწურული, შაქრის ლერწამი, ბერძნ. osis მდგომარეობა) -
ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტი (იხ.), რასაც იწვევს შაქრის
ლერწმის მიკროფილამენტების ინჰალაცია.
ბადინგი budding отпочковывание (ინგლ. budding გამოკვირტვა) -
ვირუსის მორფოგენეზის ერთ-ერთი სტადია. ვირუსის
ნაწილაკების გამოსვლის, გამოკვირტვის პროცესი უჯრედის
პლაზმური მემბრანიდან. ახასიათებთ ე.წ. რთულ ვირუსებს, მაგ.,
რეტროვირუსებს (აივ-ს, თაგვების ლეიკემიების ვირუსებს, T-
ლეიკემიის ვირუსს და ა.შ.).
ბადურა retina сетчатка retina - თვალის შუქმგრძნობიარე
რეცეპტორებისაგან (კოლბებისა და ჩხირებისაგან) შემდგარი
ბადისებრი გარსი. სინათლის გამღიზიანებელს ნერვულ
გამღიზიანებლად გარდაქმნის და აწარმოებს სიგნალის პირველად
დამუშავებას. წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის
პერიფერიულ ნაწილს.
ბაზალიომა basalioma (rodent ulcer) базалиома basalioma (ბერძნ.
basis საფუძველი, oma სიმსივნე) - ბაზალურუჯრედოვანი კიბო:
წარმოქმნილია ეპიდერმისის ბაზალური შრისაგან. ვითარდება
სახეზე და კიდურებზე, იზრდება ძალზე ნელა. მკურნალობენ
მოწვის, კრიოთერაპიის, რადიოთე რაპიის ან ქირურგიული
ჩარევის გზით.
ბაზალური მემბრანა basal membrane базальная мембрана
membrana basalis (ბერძნ. basis საფუძველი, ლათ. membrana თხელი
აპკი, გარსი) - 1.გარსი, რომელიც ეპითელიუმს გამოყოფს
შემაერთებელი ქსოვილისგან. 2.სმენის ორგანოს, ლოკოკინას
არხის ძირითადი კედელი, რომელზეც ლოკალიზებულია კორტის
ორგანოს (იხ.) ელემენტები.
ბაზედოვის დაავადება - გერმანელი ექიმის კ. ბაზედოვის (1799-
1850) სახელის მიხედვით. იხ. თირეოტოქსიკოზი.
ბაზიდიოსპორები basidiosporesбазиодиоспоры basidiosporae
(ბერძნ. basidia ფუძე, mykes სოკო, spora დათესვა, თესლი) -
სოკოების სპორები, რომლებიც წარმოიქმნებიან მიცელიუმის
ბოლო უჯრედიდან - ბაზიდიუმიდან.
ბაზოფილი basophil базофил basophilum (ბერძნ. basis ფუძე, philia
სიყვარული) - ლეიკოციტების ერთ-ერთი ფორმა, გააჩნია
შედარებით დიდი ზომის გრანულები, რომლებიც ძირითადი
საღებავებით იღებება მუქ ლურჯად.
ბაზოფილია basophilia базофилия basophilia (ბერძნ. basis ფუძე,
philia სიყვარული) - 1.ბაზოფილების რაოდენობის მომატება
სისხლში. 2.უჯრედების უნარი, შეიღებოს ძირითადი საღებავებით
(ჰემატოქსილინით, აზურით და სხვ.).
ბათოფობია bathophobia батофобия bathophobia (ბერძნ. bathos
სიღრმე, phobos შიში) - სიმაღლიდან გადმოხედვის შიში.
ბაკულოვირუსები baculoviruses бакуловирусы baculovirus (ლათ.
baculus ჩხირი, ჯოხი, virus შხამი) - გააჩნიათ ორჯაჭვიანი
რგოლოვანი დნმ. ვირუსსპეციფიკურ ცილებს ასინთეზებენ
ინფექციის გვიან სტადიაზე. მასპინძლების წრე შემოსაზღვრულია
ფეხსახსრიანებით.
ბალანოპოსთიტი balanoposthitis баланопостит balanoposthitis
(ბერძნ. balanos ასოს თავი, posthe ჩუჩა, itis ანთება) - ასოს თავისა
და ჩუჩის ანთება. ჩვეულებრივ ვლინდება ფიმოზის (იხ.)
შემთხვევაში. შარდის გამოყოფა გაძნელებულია და მტკივნეული.
მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით. რეციდივების თავიდან
ასაცილებლად ატარებენ ცირკუმციზიას (იხ.).
ბალანორაგია balanorrhagia баналоррагия balanorrhagia (ბერძნ.
balanos ასოს თავი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლდენა
დაზიანებული ასოს თავიდან.
ბალანორეა balanorrhea баланорея balanorrhea (ბერძნ. balanos
ასოს თავი, rheo მოვედინები) - ტეისონის ჯირკვლებიდან სმეგმის
(იხ.) ინტენსიური გამოყოფა.
ბალანტიდიაზი balantidiasis балантидиаз balantidiasis (Balantidium
coli, ბერძნ. iasis მდგომარეობა) - მსხვილი ნაწლავის კედელში
მოპარაზიტე ინფუზორიის, ბალანტიდიუმის (იხ.) მიერ
გამოწვეული დაავადება, რაც გამოიხატება დიდი ზომის
წყლულების გაჩენაში. ლეტალობა 30%-ს აღწევს.
ბალანტიდიუმი balantidium балантидий Balantidium coli -
პარაზიტული ინფუზორიების წარმომადგენელია, რომელიც
ბინადრობს და პარაზიტობს ადამიანის მსხვილ ნაწლავში. იწვევს
დაავადება ბალანტიდიაზს ადამიანსა და ღორებში. მსხვილ
ნაწლავში წარმოქმნის დიდი ზომის წყლულებს.
ბალზამები balsams бальзамы balsami (ბერძნ. balsamon
არომატული ფისი) - მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები,
რომელთა შემადგენლობაში შედის ეთერზეთები და მათში
გახსნილი ფისები, არომატული და სხვა შენაერთები. გამოიყენება
მედიცინაში, ოპტიკაში, მიკროსკოპულ ტექნიკაში (მაგ., კანადური
ბალზამი, რომელიც მიიღება ჩრდილო-ამერიკული ბალზამური
სოჭიდან).
ბალზამირება embalm бальзамирование balsamatio (ბერძნ.
balsamon არომატული ფისი. ძველად გვამების
ბალზამირებისათვის იყენებდნენ ფისებს და არომატულ
ნივთიერებებს) - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც
მიმართულია გვამის გახრწნის თავიდან ასაცილებლად. ამისათვის
იყენებენ ანტისეპტიკურ ნივთიერებებს (მაგ., ფორმალინს).
ბალიზმი ballismus баллизм ballismus (ბერძნ. ballos გადაგდება) -
ზედა კიდურების უნებლიე რითმული მოძრაობები, რაც ქორეას
(იხ.) მოგვაგონებს.
ბალნეოლოგია balneology бальнеология balneologia (ლათ.
balneum აბაზანა, აუზი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მედიცინის
დარგი, რომელიც სწავლობს მინერალური წყლების, ზღვების
წყლებისა და ტალახების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს და
სამკურნალო- პროფილაქტიკური მიზნით მათი გამოყენების
მეთოდებს.
ბანდაჟი bandage бандаж bandage (ინგლ. bandage შესახვევი
მასალა) - შინაგანი ორგანოების ნორმალური მდებარეობის
შესანარჩუნებელი არტახი, ელასტიკური შემოსაკრავი.
ბარამბო lemon mint лимонная мята Melissa officinalis L. -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს,
ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ზოგიერთ ორგანულ
მჟავას და სხვ. იყენებენ ხალხურ მედიცინაში გულის
დაავადებების, შაკიკის და უძილობის შემთხვევაში. აუმჯობესებს
საჭმლის მონელებას.
ბარბიტურიზმი barbiturism барбитуризм barbiturismus -
ბარბიტურატების ჯგუფის სამკურნალო ნივთიერებებისადმი
ავადმყოფური მიდრეკილება. ინტოქსიკაციის ძირითადი
სიმპტომებია: გონების დაბინდვა, უაზრო საუბარი, მთქნარება,
ძილი, მეხსიერების და წონასწორობის გრძნობის დარღვევა,
აგრეთვე კუნთების რეფლექსების დაქვეითება. სინ.:
ბარბიტურატიზმი, ბარბიტურომანია.
ბართოლინიტი bartholinitis бартолинит bartholonitis (დანიელი
ანატომის, კ. ბართოლინის სახელის მიხედვით, itis ანთება) -
ვულვო-ვაგინური (ბართოლინის) ჯირკვლების ან გამომტანი
სადინრების ანთება. გამომწვევია სხვადასხვა მიკრობი, უფრო
ხშირად გონოკოკი. ქრონიკული ბარტოლინიტის დროს, ანთებითი
შეშუპების შედეგად, ჯირკვლის სადინარი იხშობა, რის გამოც
შესაძლებელია კისტების წარმოქმნა. მწვავე ბარტოლინიტის დროს
ვითარდება ჯირკვლის აბსცესი.
ბარიაკუზია baryacusia бариякузия baryacusia (ბერძნ. barys მძიმე,
akuo მესმის) - სმენაჩლუნგობა, სმენის დაქვეითება.
ბარიდინია barydinia баридиния barydinia (ბერძნ. barys მძიმე,
odyne ტკივილი) - მწვავე ტკივილი.
ბარითიმია barythymia баритимия barythymia (ბერძნ. barys მძიმე,
thymos გუნება) - ცუდი გუნება-განწყობილება.
ბარის სხეულაკი Barr's body тельца Барра Barr corpusculum -
მცირე ზომის ქრომატინის სხეულაკი, რომელიც აღმოჩენილია
ქალის სომატური უჯრედების ინტერფაზური ბირთვების 70-75%-
ში. წარმოადგენს კონდენსირებულ X-ქრომოსომას. იყენებენ
სასამართლო მედიცინაში. სახელი ეწოდა აღმომჩენის, კანადელი
ჰისტოლოგის, მ. ბარის საპატივცემულოდ.
ბაროთერაპია barotherapy баротерапия barotherapia (ბერძნ. baros
მძიმე, therapeia მკურნალობა) - მაღალი ან დაქვეითებული
ატმოსფერული წნევის გამოყენება სამკურნალო მიზნით.
ბაროკამერა barocamera барокамера barocamera (ბერძნ. baros
მძიმე, ლათ. camera თაღი, ოთახი) - ჰერმეტულად დახურული
ოთახი, რომელშიც შეიძლება შეიქმნეს ჰაერის (აირის) მაღალი
(კომპრესიული ბაროკამერა) ან დაქვეითებული (ვაკუუმური
ბაროკამერა) წნევა. მედიცინაში ძირითადად გამოიყენება
ბაროთერაპიისათვის.
ბარორეცეპტორები baroreceptores барорецептор baroreceptori
(ბერძნ. baros მძიმე, ლათ. receptor მიმღები) - ღრუ ორგანოების
(ნაწლავების, სისხლძარღვების) მგრძნობიარე ნერვების
დაბოლოებები, რომლებიც აღიქვამენ ამ ორგანოების კედლების
მექანიკურ ცვლილებებს.
ბაროტოლერანტული ბაქტერიები barotolerant bacteria
баротолерантные бактерии barotolerant bacteria (ბერძნ. baros მძიმე,
ლათ. tolerantia მოთმინება) - ბაქტერიები, რომელთაც ძალუძთ
ზრდა და გამრავლება როგორც ნორმალური ატმოსფერული
წნევის, ასევე მაღალი წნევის პირობებშიც.
ბარტონელოზი bartonellosis бартонеллез bartonellosis - საკმაოდ
იშვიათი ინფექციაა, რომლის გამომწვევია Bartonella bacilliformis.
გვარი აერთიანებს უჯრედშიდა, გრამ-უარყოფით, ფაკულტატურ-
აერობულ ბაქტერიებს (Bartonella bacilliformis, B. henselae, B.
quintana), რომელნიც თავისი ზრდისათვის საჭიროებენ
ერითროციტების დაშლის პროდუქტებს. ბარტონელების
ძირითადი სამიზნეუჯრედებია ერითროციტები და ენდოთელური
დ ეუჯ ედე ე ც ტე დ ე დ ელუ
უჯრედები. ენდემურია სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი
ქვეყნისათვის (პერუ, ჩილე, ეკვადორი, ბოლივია, კოლუმბია).
ინფექციის რეზერვუარია ავადმყოფი ადამიანი, სავარაუდოდ,
ზოგიერთი ძუძუმწოვარი. გადამტანია ენდემური მოსკიტი
Phlebotomus verrucarum. ბარტონელოზებიდან ყველაზე უფრო
მძიმე კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს ოროიას ცხელებას
(იხ.) და კარიონის ავადმყოფობას (იხ. ავადმყოფობა კარიონის).
ბაქტერიამტარებლობა bacteria-carrier бактерионасительство
bacterium vector (ბერძნ. bakterion ჩხირი) - უსიმპტომოდ
მიმდინარე ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექცია. ლატენტური
ინფექციის ანდა გადატანილი დაავადების შემდეგ, ადამიანის
ორგანიზმი სრულად ვერ თავისუფლდება გამომწვევი
აგენტისაგან. ბაქტერიამტარებლები წარმოადგენენ დასნებოვნების
წყაროს, ამდენად დიდ როლს ასრულებენ მრავალი დაავადების
(მუცლის ტიფი, დიფთერია და სხვ.) ეპიდემიოლოგიაში.
ბაქტერიები bacteria бактерии bacteria (ბერძნ. bakterion ჩხირი) -
ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმი, პროკარიოტი, რომელსაც
მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი არ გააჩნია. ყველა მათგანს
(გარდა მიკოპლაზმებისა) აქვს უჯრედის კედელი (იხ.). ზოგიერთი
მათგანი იწვევს მძიმე ინფექციურ დაავადებებს (შავი ჭირი,
ქოლერა, კეთრი, ტუბერკულოზი და სხვ.). საპროფიტული
ბაქტერიები მონაწილეობენ ნიადაგისა და წყლის
თვითგაწმენდაში, ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციაში.
ზოგიერთი ბაქტერია გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებების მისაღებად, ხოლო ზოგიერთი - კვების
პროდუქტების დასამზადებლად.
ბაქტერიების ანტიგენები bacterial antigens бактериальные
антигены antigenum bacteriales (ბერძნ. bakterion ჩხირი, anti
წინააღმდეგ, genos გვარი, წარმოშობა) - ბაქტერიის უჯრედის
სტრუქტურაში განასხვავებენ შოლტის, სომატურ, კაფსულის და
სხვა ანტიგენებს. შოლტის ანუ H-ანტიგენები ლოკალიზებულნი
არიან ბაქტერიის ლოკომოტორულ აპარატში - შოლტებში.
სომატური ანუ O-ანტიგენი დაკავშირებულია ბაქტერიის
უჯრედის კედელთან, კაფსულის ანუ K - ანტიგენი
ლოკალიზებულია კაფსულის წამომქმნელი ბაქტერიების
უჯრედის კედლის ზედაპირზე. გარდა ზემოაღნიშნულებისა,
ცნობილია აგრეთვე Vi (ვირულენტური) ანტიგენი და სხვ.
ბაქტერიების ინვოლუციური ფორმები involution forms of
bacteria инволюционные формы бактерии formas involutio bacteriales
(ბერძნ. bakterion ჩხირი, ლათ. in ში, volvo ვაბრუნებ, ვატრიალებ) -
ამა თუ იმ სახეობის ბაქტერიისათვის უჩვეულო უჯრედული
ფორმები, რომლებიც წარმოიქმნება არახელსაყრელი პირობების
გავლენით. ამ უკანასკნელთა ზემოქმედების შეწყვეტისას,
ბაქტერიები კვლავ უბრუნდებიან ნორმალურ, საწყის
მორფოლოგიურ მდგომარეობას. იხ. L-ტრანსფორმაცია.
ბაქტერიემია bacteremia бактериемия bacteraemia (ბერძნ.
bakterion ჩხირი, haima სისხლი) - ბაქტერიების არსებობა სისხლში.
ამ შემთხვევაში ბაქტერიები სისხლში ვერ მრავლდებიან.
ბაქტერიოლიზი bacteriolysis бактериолиз bacteriolysis (ბერძნ.
bakterion ჩხირი, lysis დაშლა) - ბაქტერიების დაშლა, მაგ.,
ბაქტერიოფაგებით, ლიზოციმით, სხვადასხვა ქიმიოპრეპა
რატებით და ა.შ.
ბაქტერიოლიზინები bacteriolysins бактериолизины bacteriolysina
(ბერძნ. bakterion ჩხირი, lysis დაშლა) - ანტისხეულები, რომლებიც
კომპლემენტის მონაწილეობით შლიან ბაქტერიების უჯრედის
კედელს და იწვევენ ბაქტერიოლიზს.
ბაქტერიოლოგია bacteriology бактериология bacterologia (ბერძნ.
bakterion ჩხირი, logos მოძღვრება) - მეცნიერება ბაქტერიების
შესახებ. მიკრობიოლოგიის ერთ-ერთი დარგია.
ბაქტერიოლოგიური იარაღი bacteriological weapon
бактериологическое оружие arma bacteriologica (ბერძნ. bakterion
ჩხირი, logos მოძღვრება) - ადამიანების მასობრივი განადგურების
იარაღი, რომლის მოქმედებაც ემყარება მაღალპათოგენური
ბაქტერიების და მათი ტოქსინების გამოყენებას. ამ სიაში
ჩართულია შავი ჭირის, ჯილეხის, ქოთაოს, ქოლერის,
ბრუცელოზის, ტულარემიის და სხვ. ნოზოლოგიების გამომწვევი
აგენტები, აგრეთვე ბოტულიზმის და ტეტანუსის გამომწვევ
აგენტთა ტოქსინები.
ბაქტერიოსტაზი bacteriostasis бактериостазис bacteriostasis (ბერძნ.
bakterion ჩხირი, stasis დგომა, შეგუბება) - ბაქტერიების ზრდა-
გამრავლების შეჩერება ფიზიკური ან ქიმიური ფაქტორების
საშუალებით.
ბაქტერიოსტატიკური მოქმედება bacteriostatic action
бактериостатическое действие actio bacteriostatica (ბერძნ. bakterion
ჩხირი, statis დგომა, შეგუბება) - ბაქტერიების ზრდისა და
გამრავლების სრული ან ნაწილობრივი დათრგუნვა, რაც
საბოლოოდ მათი დაღუპვით მთავრდება.
ბაქტერიოფაგები bacteriophages бактериофаги bacteriophagi
(ბერძნ. bakterion ჩხირი, phagos მშთანთქმელი) - ბაქტერიების
ვირუსები, რომლებიც მრავლდებიან ბაქტერიებში და იწვევენ მათ
ლიზისს. გამოიყენება სამკურნალო მიზნებისათვის (მაგ.,
ანტისტაფილოკოკური ფაგი). ბაქტერიოფაგის აღმომჩენებად
ითვლებიან ინგლისელი ფ. ტუორტი (1877-1950), ფრანგი ფ.
დ'ერელი (1873-1949) და ქართველი გ. ელიავა (1892-1937). იხ.
ფაგები.
ბაქტერიოცინები bacteriocines бактериоцины bacteriocini (ბერძნ.
bakterion ჩხირი, ლათ. caedere მოკვლა) - ბაქტერიოცინოგენური
პლაზმიდების შემცველი ზოგიერთი ბაქტერიის მიერ
წარმოებული ცილები. აღნიშნული ცილები ახდენენ
ბაქტერიციდულ ეფექტს ანალოგიურ ან გენეტიკურად ახლო
მდგომ სახეობების მიკროორგანიზმებზე.
ბაქტერიოცინოგენოვარი bacteriocinogenovar
бактериоциногеновар bacteriocinogenovarum (ბერძნ. bakterion
ჩხირი, ლათ. caedere მოკვლა, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა,
ლათ. varians ცვალებადი) - ბაქტერიოცინების მაპროდუცირებელი
ბაქტერიის შტამი.
ბაქტერიოცინოვარი bacteriocinovar бактериоциновар
bacteriocinovarum (ბერძნ. bakterion ჩხირი, ლათ. caedere მოკვლა,
varians ცვალებადი) - ბაქტერიოცინების მოქმედებისადმი
მგრძნობიარე ბაქტერიის შტამი.
ბაქტერიურია bacteriuria бактериурия bacteriuria (ბერძნ. bakterion
ჩხირი, uros შარდი) - ბაქტერიების არსებობა შარდში.
ბაქტერიციდები bactericides бактерициды bactericidi (ბერძნ.
bakterion ჩხირი, caedo ვკლავ) - ნივთიერებები, რომელთაც
გააჩნიათ ბაქტერიების განადგურების უნარი (მაგ.,
ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ფიტონციდები და სხვ.).
ტ ტ კე ულფ ლ დე ფ ტ ც დე დ ვ
ბაქტერიციდული მოქმედება bactericidal action бактерицидное
деиствие actio bactericida (ბერძნ. bakterion ჩხირი, caedo ვკლავ) -
სხვადასხვა პრეპარატების მიერ ბაქტერიების დაღუპვა.
ბაქტეროიდები bacteroides бактероиды bacteroidum (ბერძნ.
bakterion ჩხირი) - ამ გვარის წარმომადგენლები წარმოადგენენ
მძიმე ანაერობული ინფექციების (სეფსისების, პერიტონიტების და
აბსცესების) ყველაზე უფრო გავრცელებულ გამომწვევებს.
ანაერობული, გრამ-უარყოფითი ჩხირებია, სპორებს არ
წარმოქმნიან. ყველაზე უფრო ცნობილი პათოგენია Bacteroides
fragilis. Prevotella melaninogenica აგრეთვე წარმოადგენს
მნიშვნელოვან პათოგენს. ნორმალური ფლორის
წარმომადგენლებია. სამკურნალოდ ძირითადად იყენებენ
მეტრონიდაზოლს.
ბაღლინჯოები bugs клопы cimexus - უმთავრესად მცენარეთა
მავნებელია, თუმცა ზოგიერთი სახეობა ადამიანისა და
ცხოველების პარაზიტებია (მაგ., საწოლის ბაღლინჯო).
ბაცილა bacillus бацилла bacillum (ლათ. bacillus ჩხირი) -
ჩხირისებრი ფორმის ბაქტერიები, რომლებიც ივითარებენ სპორას.
გაერთიანებულნი არიან აერობული და ფაკულტატური
ანაერობული, სპორის წარმომქნელ Bacillaceae-ს ოჯახში.
წარმომადგენლებია: ჯილეხის ჩხირი, კალმეტ-გერენის ბაცილა და
სხვ.
ბეზოარი bezoar безоар bezoar (ფრანგ. bezoard) - უცხო სხეული,
რომელიც კუჭში წარმოქმნილია საკვების მოუნელებელი
ნარჩენებისაგან (მაგ., ხურმის კურკები), აგრეთვე თმისაგან,
ფრჩხილებისაგან. შეიძლება მოახდინოს კუჭის კიბოს
სიმულირება.
ბეზრედკას მეთოდი Bezredka's method метод Безредки methodus
Bezredka - გამოიყენება ორგანიზმში ანაფილაქსიური რეაქციის
თავიდან ასაცილებლად. წინასწარ კანქვეშ შეყავთ 0,1-0,5 მლ
შრატი, ძირითადი რაოდენობა კი - 1-2 საათის შემდეგ.
ბელადონა belladonna белладонна Atropa belladona L. -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ალკალოიდებს
(მაგ., ატროპინს). ფოთლებიდან და ფესვებიდან ამზადებენ
ექსტრაქტს და ნაყენს. იყენებენ როგორც პლაზმოლიზურ და
ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭის წყლულის, ბუასილის,
ბრონქული ასთმის და სხვა დაავადებებისას.
ბენზპირენი benzpyrene бензпирен benzpyrenum - მაღალი
ონკოგენური პოტენციის არომატული ნახშირწყალბადი, რომელიც
წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურების ზემოქმედებით ზოგიერთ
ორგანულ ნივთიერებაზე. მისი შემცველობა მაღალია
გამონაბოლქვ აირებში, შებოლილ საკვებ პროდუქტებში, თამბაქოს
კვამლში. განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციებია
დაფიქსირებული დიდ, სამრეწველო ქალაქებში.
ბენიგნიტეტი beningnitetis бенигнитет benignitas (ლათ. benignitas
სიკეთე, წყალობა) - სიმსივნის ან სხვა რომელიმე პათოლოგიის
კეთილთვისებიანობა.
ბენს-ჯონსის ცილა Bence-Jones albumen белок Бенс-джонса Jones
albuminum - მიელომური დაავადებით შეპყრობილთა შარდში
აღმოჩენილი ცილა. წარმოადგენს იმუნოგლობულინების მსუბუქ
ჯაჭვებს. სახელი ეწოდა ინგლისელი ექიმის ჰ. ბენ-ჯონსის (1813-
1873) საპატივცემულოდ. სინ.: ბენ-ჯონსის ალბუმინი.
ბერი-ბერი beriberi бери-бери beriberi (მალ. bery სისუსტე, beri-
beri უკიდურესი სისუსტე) - B-ჯგუფის ვიტამინების (ძირითადად
B1-ის) ნაკლებობით გამოწვეული დაავადება (ალიმენტური
პოლინევრიტი), რომლის დროსაც ხდება ნერვული ღეროს
დაზიანება, რასაც თან ახლავს კრუნჩხვები და კუნთების დამბლა
მათი გადაგვარებით. ქართველები ამ სნეულებით იშვიათად
ავადდებიან, რადგანაც მათი კვების რაციონში შედის აღნიშნული
ვიტამინის შემცველი პროდუქტები (მაგ., ბურღული, შავი პური და
სხვ.).
ბერილიოზი berylliosis бериллиоз berylliosis (Beryllium, ბერძნ.
osis მდგომარეობა) - პროფესიული, ქრონიკულად მიმდინარე
დაავადება, რომელიც გამოწვეულია ბერილიუმის და მისი
შენაერთების მასენსიბილიზებელი და ტოქსიკური მოქმედებით.
დამახასიათებელია ფილტვებში გრანულომატოზური პროცესის
და დიფუზური პნევმოსკლეროზის განვითარება. ბერი ლიოზის
სამკურნალოდ ხშირად იყენებენ კორტიკოსტეროიდებს.
ბერკიტის ლიმფომა Burkitt's lymphoma лимфома Беркита
lymphoma Burkitti - ინგლისელი დ. ბერკიტის მიერ 1957 წელს
აღმოჩენილი და შესწავლილი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად
ღ ე ლ დ ე წ ვლ ლ ვ ე ელ ც უფ დ
გვხვდება აფრიკელ ბავშვებში. სიმსივნე ჩვეულებრივ აზიანებს
ყბებს და ხშირად უზარმაზარ ზომებს აღწევს. ადამიანის პირველი
სიმსივნეა, რომლის ვირუსული ეტიოლოგია საბოლოოდაა
დადგენილი. გამომწვევი აგენტია ჰერპესვირუსისმაგვარი დნმ-ს
შემცველი ეპშტეინ-ბარის ვირუსი. მოგვიანებით ასეთივე
ჰისტოგენეზის სიმსივნე (ვისცერული ფორმა) იქნა აღწერილი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ზოგჯერ ინკურნება
მეტოტრექსატის ინექციებით.
ბეტა-ლაქტამაზები beta-lactamases бета-лактамазы beta-lactamasi -
ბაქტერიების პერიპლაზმურ სივრცეში არსებული ფერმენტები,
რომლებიც ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებში იწვევენ ბეტა-
ლაქტამური რგოლის ინაქტივაციას (ჰიდროლიზს).
ბეტა-ლაქტამები beta-lactam drugs бета-лактамы bera-lactami -
ანტიბიოტიკები, რომელთაც თავის სტრუქტურაში გააჩნიათ
აქტიური საწყისი - ბეტა-ლაქტამური რგოლი, რომლის დაშლისას
პრეპარატები კარგავენ თავის აქტიურობას. ბეტა-ლაქტამების
მოქმედების ტიპი ბაქტერიციდულია. ბეტა-ლაქტამებია
პენიცილინები, ციკლოსპორინები, კარბაპენემები და
მონობაქტამები.
ბეტაჰერპესვირუსები betaherpesviruses бетпгерпесвирусы
beraherpesvirus - ჰერპესვირუსების ოჯახის ერთ-ერთი ქვეოჯახია.
ჰერპესვირუსების აღნიშნული ქვეოჯახის წარმომადგენელია
ციტომეგალოვირუსი (იხ.).
ბეჯელი bejel беджель bejel - ენდემური სპიროქეტოზია,
რომელიც უმთავრესად გვხვდება აფრიკაში, სირიაში, ინდოეთსა
და პაკისტანში. კლინიკური სურათი მეორადი სიფილისის
მსგავსია, ამიტომაც მას აკუთვნებენ სიფილისის არავენერულ
ფორმას. გამომწვევია Treponema pallidum-ის endemicum-ის
ქვესახეობა.
ბიკლონური სიმსივნეები biclonal tumors биклональные опухоли
neoplasma biclonalis (ლათ. bis ორჯერ, ბერძნ. klon ამონაყარი,
ყლორტი) - ასეთი სიმსივნეების შემადგენელ უჯრედებს ზოგ
შემთხვევაში გააჩნიათ ორი სხვადასხვა ტიპის უჯრედებისათვის
დამახასიათებელი ანტიგენები და მორფოლოგია.
ბილატერალური bilateral билатеральный bilateralis (ლათ. bis
ორჯერ, lateralis გვერდითი) - ორმხრივი.
ჯე გვე დ ვ
ბილიარული biliar билиарный biliaris (ლათ. bilis ნაღველი) -
ნაღვლის.
ბილივერდინი ბილივერდინ ,ბკბდტჰლბყ ბილივერდინუმ
(ლათ. ბილის ნაღველი, ვირიდის მწვანე) - ნაღვლის მწვანე
პიგმენტი, ბილირუბინის დაჟანგვის პროდუქტი.
ბილირუბინი bilirubinбилирубин bilirubinum (ლათ. bilis
ნაღველი, ruber წითელი) - ნაღვლის წითელი პიგმენტი, რომელიც
ნაღველს დამახასიათებელ ფერს აძლევს. ჰემოგლობინის ცვლის
საბოლოო პროდუქტია.
ბიმანუალური bimanualбимануальный bimanualis (ლათ. bis
ორჯერ, manualis ხელით) - ორივე ხელით გაკეთებული (მაგ.,
გინეკოლოგიური გამო კვლევა).
ბინარული binary бинарный binarius (ლათ. binarius) - ორმაგი.
ორი ნაწილისაგან, კომპონენტისაგან შემდგარი. 1.კ.ლინეს მიერ
დამკვიდრებული ცხოველებისა და მცენარეების ორმაგი
ლათინური დასახელება (ბინარული ნომენკლატურა). სინ.:
ბინომენი. 2.ბაქტერიების, უმარტივესების ორად გაყოფა
(ამიტოზის საშუალებით).
ბინაურული binaural бинауральный binauralis (ლათ. bini ორი,
auris ყური) - ის, რაც ეხება ორივე ყურს.
ბინოკულარული binocularбинокулярный binocular (ლათ. bini
ორი, oculus თვალი) - ბინოკულარული მიკროსკოპი: ორი
ოკულარით აღჭურვილი მიკროსკოპი, რომელთა საშუალებითაც
შესაძლებელია საკვლევი ობიექტის განხილვა ორივე თვალით
ერთდროულად.
ბინუკლეარი binuclear (binucleate) бинуклеар binuclear (ლათ. bini
ორი, nucleus ბირთვი) - უჯრედი, რომელიც ორ ბირთვს შეიცავს.
იხ. დიკარიონი.
ბიოგენური ელემენტები biogenic elementsбиогенные элементы
elementi biogenica (ბერძნ. bios სიცოცხლე, genesis წარმოშობა) -
იგივე ბიოგენები. ქიმიური ელემენტები, რომლებიც მუდ მივად
შედიან ორგანიზმების და ყველა ორგანული ნივთიერების
შემადგენლობაში და აუცილებელნი არი ან მათი
ცხოველქმედებისათვის. ასეთი ელემენტებია: ჟანგბადი, ნახ-
შირბადი, წყალბადი და აზოტი. ამ ელემენტებს
მაკროელემენტებსაც (იხ.) უწოდებენ.
კ ელე ე ტე ც უწ დე ე
ბიოდოზა biodoseбиодоза biodosis (ბერძნ. bios სიცოცხლე, dosis
ულუფა, ჯერი) - ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა, რომელიც
24 საათის განმავლობაში იწვევს კანის მინიმალურ ერითემას.
ბიოეთიკა bioethicsбиоэтика bioethica (ბერძნ. bios სიცოცხლე,
ethike ზნე-ჩვეულება, ხასიათი) - ამ მეცნიერების შესწავლის
ობიექტი პაციენტის და ექიმის ურთიერთობის მორა ლური მხარეა.
ბიოეთიკის პრობლემები ხშირად იურისპრუდენციასთანაა
დაკავშირებული. განიხილავს სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემებს,
ადამიანის რეპროდუქციის ეთიკურ პრობლემებს, ადამიანის
გენეტიკის, ხელოვნური აბორტის, კლინიკური
ტრანსპლანტოლოგიის ეთიკურ პრობლემებს და ა.შ. ბიოეთიკა
უფრო ფარ- თო ცნებაა, ვიდრე ბიოსამედიცინო ეთიკა.
ბიოლინები biolinsбиолины biolini (ბერძნ. bios სიცოცხლე, ლათ.
linea ძაფი) - ცოცხალი ორგანიზმის ცხოველქმედების სხვადასხვა
კონსისტენციის პროდუქტები (ფიზიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებები), რომელ თა მეშვეობითაც ისინი გავლენას ახდენენ
თავის მსგავს ინდივიდებზე, სხვა სახეობებზე და საერთოდ,
თანასაზოგადოების საარსებო გარემოზე. ბიოლინებში შედიან
ანტიბიოტიკები, ფიტონციდები და სხვ. განასხვავებენ
ფიტოლინებს (გამოყოფენ მცენარეები) და ტელერგონებს
(გამოყოფენ ცხო ველები).
ბიოლოგია biologyбиология biologia (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos
მოძღვრება) - აერთიანებს მეცნიერებებს ცოცხალი ბუნების, მისი
აგებულებისა და ფუნქციების, წარმოშობის, განვითარების და
ურთიერთთანაცხოვრების შესახებ. ბიოლოგია მჭიდროდაა
დაკავშირებული ისეთ მეცნიერებებთან, როგორებიცაა მედიცინა,
ქიმია ფიზიკა, მათემატიკა, ტექნიკური მეცნიერებები, რის
შედეგადაც წარმოიქმნენ მისი ახალი დარგები: ბიოქიმია,
ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია და ა.შ.
ბიოლოგია განვითარების developmental biologyбиология
развития biologia evolutionaris (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos
მოძღვრება) - ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც ყოველმხრივ
შეისწავლის ორგანიზმების ინდივიდუალური განვითარების
კანონ ზომიერებებს. კვლევა მიმდინარეობს კომპლექსურად,
ორგანიზაციის ყველა (მოლეკულურ, უჯრედულ, ქსო ვილოვან და
ორგანიზმულ) დონეზე. სინ.: ონტოგენეტიკა.
გ ულ დ ე ე ტ გე ეტ კ
ბიოლოგია კოსმოსური space biology космическая биология
cosmos biologia (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება, kosmos
კოსმოსი, სამყარო) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალი
ორგანიზმების ცხოველქმედების თავისებურებებს კოსმოსური
სივრცის პირობებში, აგრეთვე კოსმოსური ხომალდების
ეკიპაჟების სიცოცხლის უზრუნველყოფის ბიოლოგიურ პრინციპს
და სხვ.
ბიოლოგია მოლეკულური molecular biology молекулярная
биология biologia molecularis (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos
მოძღვრება, ლათ. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი) -
მეცნიერება, რომლის მიზანია ბუნების, ცხოველქმედების
მოვლენების შეცნობა ბიოლოგიური ობიექტების მოლეკულურ
დონეზე კვლევების გზით. მისი საბოლოო მიზანია
მემკვიდრეობის, ცილის და სხვა ორგანული ნივთიერებების
ბიოსინთეზის, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის გზების
შესწავლა.
ბიოლოგია პოპულაციური population biology популяционная
биология biologia populativa (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos
მოძღვრება, ფრანგ. populus მოსახლეობა) - ბიოლოგიური
მეცნიერება, რომელიც სწავლობს პოპულაციების (იხ.)
განვითარების კანონზომიერებებს.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები biologically active
substancies биологически активные вещества substantia activitas
biologica (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ცოცხალი
ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ნივთიერებები (მაგ.,
ჰორმონები), რომლებიც ასტიმულირებენ მის განვითარებას ან
ფუნქციებს.
ბიოლოგიური იარაღი biological weaponбиологическое аружие
arma biologica (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - სამხედრო
მიზნებისათვის ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების
დაავადებების გამოწვევა და გავრცელება ბიოლოგიური გზით
(ბაქტერიებით, ვირუსებით და სხვ).
ბიოლოგიური მეთოდი biological methodбиологический метод
methodus biologica (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება,
methodos კვლევა) - იგივე ბიომეთოდი. 1.მავნე ორგანიზმების
რაოდენობის შემცირება სხვა ცხოველების, კერძოდ, მტაცებლების,
დე ე ც ე ვ ც ველე კე დ ტ ცე ლე
პარაზიტების (ე.წ. ზეპარაზიტების), სხვადასხვა
მიკროორგანიზმების და ტოქსინების მეშვეობით. ზოგჯერ
ატარებენ მავნე სახეობის მამრების სტერილიზაციას, რითაც
საგრძნობლად აქვეითებენ ამავე სახეობის ფერტილური
ინდივიდების გამრავლების უნარს და ნაყოფიერებას. 2.აღნიშნულ
მეთოდს იყენებენ მიკრობიოლოგიაში სხვადასხვა ნოზოლოგიების
სადიფერენციაციოდ. იხ. ზღვის გოჭი.
ბიოლოგიური სიკვდილი biological deathбиологическая смерть
mors biologica (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) -
ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სრული შეწყვეტა, რასაც თან
ახლავს ქსოვილებისა და ორგანოების შეუქცევადი ცვლილებები.
ბიოლოგიური სინჯი biological testбиологический тест testus
biologica (ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - იგივე
ბიოსინჯი. 1. ვაქცინებისა და შრატების კონტროლის მე- თოდი,
რითაც განისაზღვრება მათი ტოქსიკურობა, პათოგენურობა და
იმუნოლოგიური აქტიურობა. 2. ინფექციური დაავადებების
დიაგნოსტირების მეთოდი, რაც გამოიხატება ლაბორატორიული
ცხოველების დასენიანებით, გამომწვევი აგენტების და მათი
ტოქსინების აღმოჩენის მიზნით.
ბიოლუმინესცენცია bioluminescenceбиолюминесценция
bioluminescencio (ბერძნ. bios სიცოცხლე, ლათ. lumen სინათლე,
შუქი, escent სუსტი მოქმედების აღმნიშვნელი სუფიქსი) -
ცოცხალი ორგანიზმების ხილული ნათება, რაც დაკავშირებულია
მათ ცხოველქმედებასთან და განპირობებულია განსაკუთრებული
ნივთიერებების - ლუციფერინების ფერმენტული დაჟანგვით.
ბიოლუმინესცენცია შემჩნეულია რიგ ცოცხალ არსებებში,
ბაქტერიებში, უმარტივესებში, ზოგიერთ სოკოში,
ნაწლავღრუიანებში, ჭიებში, კიბოსნაირებში, მოლუსკებში,
აგრეთვე ზოგიერთ ხერხემლიანში, კერძოდ, თევზებში.
ბიომასა biomass биомасса biomassa (ბერძნ. bios სიცოცხლე, ლათ.
massa ნაჭერი, გროვა) - 1.ენერგიის ან მასის ერთეულებში
გამოხატული ამა თუ იმ ორგანიზმის რაოდენობა ფართობის ან
მოცულობის ერთეულზე. 2.მიკრობული პოპულაციის საერთო
რაოდენობა (რიცხვი) დროის კონკრეტულ მომენტში; მიკრობთა
ერთობლიობა სითხის გარკვეულ მოცულობაში.
ბიომედიცინა biomedicineбиомедицина biomedicina (ბერძნ. bios
სიცოცხლე, ლათ. medicina) - ბიოლოგიურ საფუძვლებზე
დაყრდნობილი კლინიკური მედიცინა. 1.მიეკუთვნება
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, რომლებიც შეადგენენ
მედიცინის საფუძველს (ძირითადად, ბიოლოგიას და
ფიზიოლოგიას). 2.რასაც აქვს შეხება როგორც ბიოლოგიურ
დისციპ ლინებთან, ასევე მკურნალობის ხელოვნებასთან.
ბიომეტრია biometryбиометрия biometria (ბერძნ. bios სიცოცხლე,
metreo ვზომავ) - ბიოლოგიური მონაცემების სტატისტიკური
ანალიზი.
ბიომფალარია biomphalaryбиомфалярия biomphalaria -
მუცელფეხიანების კლასის, Planorbidae-ს ოჯახის წყლის
მოლუსკების ერთ-ერთი გვარია. გავრცელებულია სამხრეთ
ამერიკაში, აფრიკასა და აზიის სამხრეთ-დასავლეთში.
ბიომფალარიების წარმომადგენლები ადამიანში ნაწლავური
შისტოსომოზის გამომწვევი ჰელმინთის - Schistosoma mansoni-ს
შუალედური მასპინძლებია.
ბიონეკროზი - იხ. ნეკრობიოზი.
ბიოპოლიმერები biopolymers биополимеры biopolymeri (ბერძნ.
bios სიცოცხლე, poly მრავალი, meros ნაწილი) -
მაღალმოლეკულური ბიოლოგიური შენაერთები, რომლებიც
შეადგენენ ცოცხალი ორგანიზმების სტრუქტურულ კომპონენტებს
(ცილები, ნუკლეინის მჟავები, პოლისაქარიდები და სხვ.).
ბიოპრეპარატები biopreparatationsбиопрепараты biopraeparatus
(ბერძნ. bios სიცოცხლე, ლათ. praeparatus გამზადებული) -
ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ
ცოცხალ ორგანიზმებზე და გარკვეულ დოზებში გამოიყენებიან
დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (მაგ.,
კობროტოქსინი, აპიტოქსინი და სხვ.).
ბიოპტატი bioptateбиоптат bioptatum (ბერძნ. bios სიცოცხლე,
ლათ. punctio ჩხვლეტა) - სადიაგნოზო მიზნებისათვის პუნქციით
(ჩხვლეტით) აღებული ბიოფსიური მასალა, მაგ., სხვადასხვა
თხევადი კონსისტენციის მასალა (ძვლის ტვინი, სისხლი,
ექსუდატი და ა.შ.).
ბიორეოლოგია - იხ. რეოლოგია.
ბიორითმი biorhythmбиоритм biorhythmus (ბერძნ. bios
სიცოცხლე, rhythmos რითმი) - იგივე ბიოლოგიური რითმი.
ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი
პარამეტრის (ძილი, ცირკადული რითმები, პერიოდული
ავადმყოფობები) ციკლური ცვლილებები.
ბიოსინთეზი biosynthesisбиосинтез biosynthesis (ბერძნ. bios
სიცოცხლე, synthesis სინთეზი) - უჯრედში ნუკლეინის მჟავების,
ცილების და სხვ. ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა
ბიოკატალიზატორების (ფერმენტების) მეშვეობით.
ბიოსფერო biosphereбиосфера biospherum (ბერძნ. bios სიცოცხლე,
sphaire სფერო) - დედამიწის გარსი, რომლის შედგენილობა,
სტრუქტურა და ენერგეტიკა განისაზღვრება ცოცხალი
ორგანიზმების ერთობლივი ცხოვ ელქმედებით. ბიოსფეროს
მიეკუთვნება ლითოსფეროს ზედა ნაწილი, ატმოსფერო და
ჰიდროსფერო.
ბიოტერორიზმი bioterrorismбиотерроризм bioterrorismus (ბერძნ.
bios სიცოცხლე, ინგლ. terrorism ტერორიზმი) - მოსახლეობის
განადგურების მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა
ინფექციური აგენტების ან ბიოტოქსინების შეტანა სხვადასხვა
საშუალებებით.
ბიოტექნოლოგია biotechnologyбиотехнология biotechnologia
(ბერძნ. bios სიცოცხლე, techne უნარი, ხელოვნება, logos
მოძღვრება) - იმ მეთოდების ერ- თობლიობა, რომელთა
საშუალებით იღებენ ადამიანისათვის სასარგებლო, საჭირო
პროდუქტებს (სხვადასხვა წამლებს, ანტიბიოტიკებს,
მონოკლონურ ანტისხეულებს და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად
იყენებენ გენეტიკური (უჯრედული და გენური) ინჟინერიის
მიღწევებს.
ბიოტოქსინები biotoxinsбио-токсины biotoxini (ბერძნ. bios
სიცოცხლე, toxikon შხამი) - ცოცხალი ორგანიზმების (ცხოველების,
მცენარეების, ბაქტერიების, სოკოების და სხვ.) მიერ გამოყოფილი
შხამიანი ნივთიერებები (ტოქსინები).
ბიოფიზიკა biophysicsбиофизика biophysica (ბერძნ. bios
სიცოცხლე, physis ბუნება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის
ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ
პროცესებს, აგრეთვე ბიოლოგიური სისტემების
ცე ე გ ე ვე ლ გ უ ტე ე
ულტრასტრუქტურას ცოცხალი მატერიის ორგანიზაციის ყველა
დონეზე.
ბიოფილტრი biofi lterбиофильтр biofi ltrum (ფრანგ. fi ltre ბოჭკო)
- ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობა.
მიკრობიოლოგიური ფილტრი ჩვეულებრივ წარმოადგენს
რეზერვუარს ორმაგი ფსკერით, რომელიც სავსეა
მსხვილგრანულოვანი გამფილტრავი მასალით (ხრეშით, წიდით,
კერამზიტით და სხვ.). სინ.: ბიოლოგიური ფილტრი.
ბიოფსია biopsyбиопсия biopsia (ბერძნ. bios სიცოცხლე, opsis
მხედველობა) - ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილის ამოკვეთა და
მიკროსკოპული შესწავლა პათოლოგიური პროცესის ხასიათის
დასადგენად. ბიოფსიას კლინიკაში იყენებენ ამა თუ
ავადმყოფობის დიაგნოზის დასადგენად და დასაზუსტებლად.
ბიოქიმია biochemistryбиохимия biochemia (ბერძნ. bios
სიცოცხლე, chemeia ქიმია) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის
ცოცხალ ორგანიზმებში შემავალი ნივთიერებების ქიმიურ
სტრუქტურას, თვისებებსა და ლოკალიზაციას, აგრეთვე
ორგანიზმების ცხოველქმედების პროცესში მიმდინარე ქიმიურ
რეაქციებს.
ბიოქიმიური ანაპლაზია biochemical anaplasyбиохимическая
анаплазия anaplasia biochemica (ბერძნ. bios სიცოცხლე, chemeia
ქიმია, anaplazo გარდავქმნი) - სიმსივნური უჯრედებიდან ყველა
სპეციფიკური ფერმენტის ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილის
გაქრობა. ამასთან ერთად, ზოგიერთ სიმსივნეში იწყება
ემბრიონული სტადიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური
ცილების სინთეზი.
ბიოცენოზი biocenosisбиоценоз biocoenosis (ბერძნ. bios
სიცოცხლე, koinos საერთო) - მიკროორგანიზმების, სოკოების,
მცენარეებისა და ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც
არსებობენ ხმელეთის ან წყალსატევის მეტად თუ ნაკლებად
ერთგვაროვან არეალში (ბიოტოპში).
ბიოციდი biocidsбиоцид biocidum (ბერძნ. bios სიცოცხლე, caedo
ვკლავ) - ნივთიერება, რომელიც სპობს ყოველივე ცოცხალს.
ბიოჰელმინთები biohelminthesбиогельминты biohelminthi
(ბერძნ. bios სიცოცხლე, helminthes ჭია) - იმ ჰელმინთების ზოგადი
სახელწოდება, რომელთა სასიცოცხლო ციკლის
ელწ დე ელ ც ც ლ ც კლ
დასრულებისათვის აუცილებელია მასპინძლის ცვლა.
ბიოჰელმინთები შეიძლება განვითარდნენ ორი ან სამი
მასპინძლის მონაცვლეობითაც კი. აღნიშნული მასპინძლები
ზოგჯერ ცხოველების სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან.
ბირთვაკი nucleolus ядрышко nucleolus - ეუკარიოტების
უჯრედების ბირთვებში არსებული მკვრივი სხეულაკი. შედგება
რიბონუკლეოპროტეიდებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ
რიბოსომების წინამორბედებს. ბირთვაკი რიბოსომების
წარმომქმნელი ადგილია.
ბირთვი nucleus ядро nucleus - ეუკარიოტების ცენტრალური
ინფორმაციულ-გენეტიკური აპარატი, რომელიც შეიცავს
ნუკლეინის მჟავებს, ცილებს, მინერალურ მარილებს და ა.შ. ზოგ
უჯრედს (მაგ., ძუძუმწოვრების ერითროციტებს) ბირთვი არ
გააჩნია, ზოგს კი (მეგაკარიოციტებს, ოსტეოკლასტებს, აგრეთვე
ზოგიერთ სიმსივნურ უჯრედს) იგი რამდენიმე ათეულიც კი
შეიძლება ჰქონდეს. ბირთვის ძირითადი სტრუქტურული
ელემენტები ქრომოსომებია.
ბისექსუალი bisexualбисексуал bisexualis (ლათ. bis ორჯერ, sexus
სქესი) - პირი, რომელსაც გააჩნია სქესობრივი ლტოლვა ორივე
სქესის წარმომადგენლებისადმი. ბისექსუალიზმის შემთხვევაში
ადამიანს აქვს უნარი დაამყაროს სქესობრივი კავშირი როგორც
საწინააღმდეგო, ასევე თავისივე სქესის წარმომადგენელთან.
ბისინოზი bissinosisбиссиноз bissinosis (ბერძნ. byssos უწმინდესი
ტილო, osis მდგომარეობა) - ბამბეულის ქსოვილის მიერ
გამოყოფილი მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით გამოწვეული
პნევმოკონიოზი (იხ.).
ბისმუთოზი bismuthosis висмутоз bismuthosis (Bismuthum, ბერძნ.
osis მდგომარეობა) - ქრონიკული მოწამვლა ბისმუთით.
ბიფენოტიპური სიმსივნეები - იხ. ბიკლონური სიმსივნეები.
ბიფიდობაქტერიები bifi dobacteriaбифидобактерии Bifi dobacteria
(ლათ. bifi dus გაორმაგებული, გახლე- ჩილი, ბერძნ. bakterion
ჩხირი) - მიეკუთვნებიან აქტინომიცეტების გვარს. გრამ-
დადებითები, უსპორო, უძრავი ჩხირებია, რომლებიც ხშირად
იტოტებიან და ბოლოებში ივითარებენ ქინძისთავისმაგვარ
შემსხვილებებს. ანაერობებია, თუმცა ამჟღავნებენ ტოლერანტობას
ჟანგბადისადმი. შეადგენენ ბავშვების ნაწლავების ნორმალური
ჟ გ დ დ ე დგე ე ვ ვე წლ ვე ლუ
ფლორის 80-90%-ს. თრგუნავენ სხვადასხვა ლპობის და
პათოგენური მიკრობების განვითარებას. წარმოქმნიან K და B
ჯგუფის ვიტამინებს და ხელს უწყობენ ნახშირწყლების
მონელებას. პათოგენური თვისებები არ გააჩნიათ.
ბიფიდოფაქტორი bifi dofactorбифидофактор bifi dofactorum
(ლათ. bifidus გაორმაგებული, გახლეჩილი, factor მწარმოებელი) -
ბიფიდობაქტერიების მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერება, რომელიც თრგუნავს სხვა მიკროორგანიზმების
ზრდა-განვითარებას.
ბიფიდოფლორა bifidofloraбифидофлора bifidoflora (ლათ. bifidus
გაორმაგებული, გახლეჩილი, Flora - რომაული მითოლოგიიდან:
ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთი) - მსხვილი ნაწლავის
მიკროფლორა, რომელიც უმეტესწილად წარმოდგენილია
ბიფიდობაქტერიებით.
ბიფურკაცია bifurcationбифуркация bifurcatio (ლათ. bis ორჯერ,
furca ორთითი, ჩანგალი) - სისხლძარღვის, ტრაქეის ორად გაყოფა,
განშტოება, გაორკაპება.
ბიჰევიორიზმი behavio(u)rismбихевиоризм behaviourismus (ინგლ.
behaviour ქცევა) - ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს
ადამიანისა და ცხოველების ქცევის საფუძველში არსებულ
კანონებსა და პრინციპებს.
ბლასტემია blastemyбластемия blastemia (ბერძნ. blastos ყლორტი,
ღივი, haima სისხლი) - ბლასტური უჯრედების გამოჩენა
პერიფერიულ სის ხლში. აღინიშნება ლეიკემიების,
ლეიკემოიდური რეაქციების და სხვ. შემთხვევებში.
ბლასტომიკოზები blastomycosesбластомикозы blastomycosis
(ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, mykes სოკო, osis მდგომარეობა) -
კანისა და შინაგან ორგანოთა სოკოვანი დაავადებები, რომლებსაც
იწვევენ საფუარები ან საფუარისებრი სოკოები.
ბლასტომოგენური მოქმედება blastomogenic
actionбластомогенное действие actio blastomogenica (ბერძნ. blastos
ყლორტი, ღივი, genos დაბადება, წარმოშობა) - სხვადასხვა ბუნების
დასხივების, ქიმიური ნივთიერებების და ბიოლოგიური
აგენტების მოქმედება უჯრედებზე, რაც იწვევს სხვადასხვა
ქსოვილების და ორგანოების სიმსივნეების წარმოქმნას.
ბლასტოცისტა blastocystisбластоциста blastocysta (ბერძნ. blastos
ყლორტი, ღივი, ლათ. cystis ბუშტი) - ადამიანის და სხვა
ძუძუმწოვრების ჩანასახის განვითარების სტადია, რომელიც
წარმოიქმნება განაყოფიერებული კვერცხის დანაწევრების
შედეგად. მორულის (იხ.) შემდგომი სტადიაა. ბლასტოცისტის
სტადიაზე ჩანასახი იმპლანტირდება (იხ. იმპლანტაცია)
საშვილოსნოში.
ბლასტ-ტრანსფორმაცია blast-transformationбласт-транформация
blast-transformatio (ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, transformo
გარდავქმნი) -T- და B-ლიმფოციტების გარდაქმნა
(ტრანსფორმაცია) ამავე რიგის ნაკლებდიფერენცირებულ
უჯრედებად, რასაც ადგილი აქვს სპეციფიკური და
არასპეციფიკური ფაქტორების ზეგავლენით. T-უჯრედები
აქტივირდება ფიტოჰემაგლუტინინით და კონკანავალინ A-თი,
ხოლო B-უჯრედები - ჭიაფერათი (Phytolecca americana) და
ლიპოპოლისაქარიდით. ბლასტ-ტრანსფორმაცია პირველად
აღწერა კანადელმა მ.ბაინმა 1964 წელს.
ბლასტულა blastulaбластула blastula (ბერძნ. blastos ყლორტი,
ღივი) - მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ჩანასახის განვითარების
ერთ-ერთი სტადია. ამ სტადიაზე ჩანასახი შედგება უჯრედების
ერთი შრისაგან და ბუშტის ფორმა აქვს.
ბლასტური კრიზი blast crisis бластный криз blast crisis (ბერძნ.
blastos ყლორტი, ღივი, krisis გარდატეხა) - ქრონიკული
მიელოლეიკემიით დაავადებულთა პერიფერიულ სისხლსა და
ძვლის ტვინში ბლასტური უჯრედების რაოდენობის საგრძნობი
მომატება, რასაც თან ერთვის კლინიკური მდგომარეობის
გაუარესება. ბლასტური კრიზი შეიძლება იყოს მიელო-, ლიმფო-
და მონობლასტური გენეზის.
ბლასტური უჯრედები blast cellsбластные клетки blast cellulae
(ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი) - არადიფერენცირებული,
უმწიფარი უჯრედები. მათი გამოჩენა პერიფერიულ სისხლში
რაიმე პათოლოგიის, ზოგჯერ კი ლეიკემიის (იხ.) ნიშანი შეიძლება
იყოს.
ბლენორაგია blennorrhagiaбленоррагия blennorrhagia (ბერძნ.
blennos ლორწო, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ჩირქოვანი,
ლორწოვანი გამონადენი, უფრო ხშირად შარდის გამომყოფი
ლ წ ვ გ დე უფ დ დ გ ყ ფ
არხიდან. ხშირად აქვს ადგილი ურეთრიტის ან მწვავე
პროსტატიტის შემთხვევაში. მკურნალობისათვის იყენებენ
ანტიბიოტიკოთერაპიას.
ბლენორეა blennorrheaбленнореа blennorrhea (ბერძნ. blennos
ლორწო, rheo მოვედინები) - თვალის ლორწოვანი გარსის
ჩირქოვანი ანთება, რომლის გამომწვევია გონოკოკი.
ბლეფარიზმი blepharismблефаризм blepharismus (ბერძნ.
blepharon ქუთუთო) - თვალის ქუთუთოს სწრაფი, სპაზმური
ხამხამი (მოძრაობა).
ბლეფარიტი blepharitisблефарит blepharitis (ბერძნ. blepharon
ქუთუთო, itis ანთება) - ქუთუთოს კიდეების ან- თება.
მიმდინარეობს ხანგრძლივად.
ბლეფაროპტოზი blepharoptosisблефароптоз blepharoptosis (ბერძნ.
blepharon ქუთუთო, ptosis ჩამოწევა, ჩამოვარდნა) - ზედა
ქუთუთოს დაშვება, დაწევა.
ბლოკადა block блокада blockade (ინგლ. blockade გზის დაკეტვა,
დაბრკოლება) - რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის
ფუნქციის ხელოვნური ან სპონტანური გამოთიშვა.
ბოდვა delirium (ravings) бред delirium - ნერვული მოქმედების
დარღვევასთან დაკავშირებული ავადმყოფური წარმოსახვები და
ჰალუცინაციები.
ბონიფიკაცია bonifi cation бонификация bonifi catio (ფრანგ. bonifi
cation გაუმჯობესება) - ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა
მალარიის კოღოების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს კო- ღოების
გავრცელებისა და გამრავლების ადგილების გაჯანსაღებას.
ბორდეტელები - იხ. ყივანახველას ბორდეტელები.
ბორელიები borrelia боррелии borrelia - სპიროქეტების ოჯახის
(იხ. სპიროქეტები) ერთ-ერთი გვარია. აღნიშნულმა ბაქტერიებმა
სახელწოდება მიიღეს ფრანგი ბაქტერიო ლოგის, ა.ბორელის
გვარის მიხედვით. იხ. შებრუნებითი ტიფის ბორელია.
ბორელიოზი borreliosis боррелиоз borreliosis (ფრანგი
ბაქტერიოლოგის, ა.ბორელის გვარი, ლათ. osis მდგომარეობა) -
Borrelia-ს გვარის სპიროქეტების მიერ გამოწვეული დაავადება.
ბოტულიზმი botulism ботулизм botulismus (ლათ. botulus ძეხვი) -
მწვავე ინფექციური დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის
დაზიანებით. სიკვდილს იწვევს გულის უკმარისობა ან სასუნთქი
გზების დამბლა.
ბოტულიზმის კლოსტრიდია botulism's clostridium клостридия
ботулизма clostridium botulini (ლათ. botulus ძეხვი) - ბოტულიზმის
გამომწვევი ანაერობული ბაქტერია (Clostridium botulinum).
ბაქტერია და მისი ტოქსინები აზიანებენ უმთავრესად ცენტრალურ
ნერვულ სისტემას. განსაკუთრებით კარგად მრავლდება უჰაერო
გარემოში - ხორცის, თევზის, ხილის, ბოსტნეულის, სოკოს და სხვა
არასაკმარისად სტერილიზებულ კონსერვებში.
ბოქსი box бокс box (ინგლ. box ყუთი, კოლოფი) - 1.ტიხრებით
გამოყოფილი ადგილი ავადმყოფის ცალ კე მოსათავსებლად.
2.სპეციალურად გამოყოფილი ოთახი სახიფათო ნივთიერებებთან
სამუშაოდ. 3. იზოლირებული, ჰერმეტული, სტერილური კამერა
ქსოვილოვან კულტურაზე სამუშაოდ.
ბრადიკარდია bradycardiaбрадикардия bradicardia (ბერძნ. bradys
ნელი, kardia გული) - გულისცემის შენელება (წუთში 60-ზე
ნაკლები).
ბრადიკინეზია bradykinesiaбрадикинезия bradikynesia (ბერძნ.
bradys ნელი, kinesis მოძრაობა) - მოძრაობის შენელება, რაც თავის
ტვინის დაზიანების მნიშვნელოვანი სიმპტომია.
ბრადილალია bradylaliaбрадилалия bradylalia (ბერძნ. bradys
ნელი, lalia ლაპარაკი) - შენელებული მეტყველება.
ბრადიპეპსია bradypepsia брадипепсия bradypepsia (ბერძნ. bradys
ნელი, pepsis საჭმლის მონელება) - საჭმლის შენელებული
მონელება.
ბრადიპნოე bradypnoea брадипноэ bradypnoea (ბერძნ. bradys
ნელი, pnoe ნიავი) - ნორმასთან შედარებით, შენელებული,
გაიშვიათებული სუნთქვა.
ბრადიფრაზია bradyphrasiaбрадифразия bradyphrasia (ბერძნ.
bradys ნელი, phrasis გამოთქმა) - საუბრის შენელებული მანერა;
გაუმართავი მეტყველება.
ბრადიფსიქია bradypsychiaбрадипсихия bradypsychia (ბერძნ.
bradys ნელი, psyche სული) - დაყოვნებული აზროვნება. უმეტესად
დაკავშირებულია ინტელექტის სისუსტესთან.
ბრანჰამელები branchaemellaбранхамеллы branchamella -
ბრანჰამელას ქვეგვარის ბაქტერიები ძუძუმწოვრების ლორწოვანი
ელ ქვეგვ ქტე ე უ უ წ ვ ე ლ წ ვ
გარსების პარაზიტებია, სახელი ეწოდათ ამერიკელი
ბაქტერიოლოგის, ს.ბრენემის (S.Branham) საპატივცემულოდ.
კაფსულით გარშემორტყმული დიპ ლოკოკებია. ადამიანში იწვევენ
ოტიტებს, ჰაიმორიტებს და რესპირატორულ ინფექციებს. იხ.
მორაქსელები.
ბრაქიდაქტილია brachydactilyбрахидактилия brachydactilia
(ბერძნ. brachys მოკლე, daktylos თითი) - თითების
განუვითარებლობა: მოკლე თითები.
ბრაქიმორფული brachymorphalбрахимоморфный brachymorphus
(ბერძნ. brachys მოკლე, morphe ფორმა) - ადამიანის
ანთროპოლოგიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს განიერი ტანი და
მოკლე კიდურები.
ბრაქისპონდილია brachyspondilyбрахиспондилия brachyspondilia
(ბერძნ. brachys მოკლე, spondylos მალა) - მოკლე მალა
ბრაქიცეფალია brachycephaliaбрахицефалия brachycephalia
(ბერძნ. brachys მოკლე, kephae თავი) - თავის ქალას განივი ზომის
გადიდება, გასწვრივი ზომის შემცირებასთან ერთად.
ბრმა ნაწლავი caecum слепая лишка caecum - წვრილი და
მსხვილი ნაწლავების შეერთების ადგილას მდებარე დახშული
ჯიბისმაგვარი ორგანო. ბრმა ნაწლავის ქვედა კედლიდან გამოდის
ჭიანაწლავი - აპენდიქსი. როგორც ბრმა, ასევე ჭიანაწლავი
წარმოადგენენ ლიმფო-ეპითელურ ორგანოს, რომელიც გარკვეულ
როლს ასრულებს იმუნოლოგიური რეაქციების ჩამოყალიბებაში.
ბრმა ნაწლავის ამოკვეთა - იხ. ცეკექტომია.
ბროლი lens хрусталик lens - თვალის შუქმტეხი აპარატის
ნაწილი. აქვს ორმხრივ ამოზნექილი ლინზის ფორმა. არც თუ
იშვიათად ახასიათებს შემღვრევა (იხ. კატარაქტა).
ბრომელაინი bromelainбромелаин bromelainum - ანანასიდან
გამოყოფილი ფერმენტი პეპტიდური ჰიდროლაზების კლასიდან.
იღებენ პერორალურად პოსტტრავმული ანთებების და
შეშუპებების სამკურნალოდ, აგრეთვე სისხლძარღვებიდან
ქოლესტერინის ფოლაქების მოსაშორებლად
ბრომიდროზი bromidrosisбромидроз bromidrosis (ბერძნ. bromos
მყრალი, hidros ოფლი, osis მდგომარეობა) - ოფლიანობა მყრალი
სუნით.
ბრომიზმი bromismбромизм bromismus (ბერძნ. bromos მყრალი) -
ქრონიკული მოწამვლა ბრომით, რასაც თან ახლავს თავის
ტკივილები, მოდუნება, კუნთური სისუსტე, ბოდვა, გულის
უკმარისობა და ა.შ.
ბრონქი bronchusбронх bronchus (ბერძნ. bronchos ბრონქი) -
სასულის, ანუ ტრაქეის ტოტები. ტრაქეა იყოფა მარჯვენა და
მარცხენა მთავარ ბრონქად. თითოეული მათგანი შედის შესაბამის
ფილტვში და იყოფა წვრილ ბრონქებად.
ბრონქიოლა bronchioleбронхиола bronchiolus (ბერძნ. bronchos
ბრონქი) - ბრონქების განშტოება (0,5-1 მმ დიამეტრის), რომლის
კედლებს ხრტილი არ გააჩნია.
ბრონქიოლიტი bronchiolitisбронхиолит bronchiolitis (ბერძნ.
bronchos ბრონქი, itis ანთება) - ბრონქიოლების ანთება ძუძუთა
ასაკის ბავშვებში, რაც გამოწვეულია ვირუსული (უფრო ხშირად,
რესპირატორულ-სინციტიური) ინფექციით. ვითარდება
ბრონქიოლების შეშუპება, ჰაერი ვერ აღწევს ალვეოლებამდე და
ბავშვს აწუხებს ჟანგბადის უკმარისობა (ჰიპოქსია). ბრონქიოლიტს
მკურნალობენ ჟანგბადის, აგრეთვე რიბავირინის დახმარებით.
ბრონქიტი bronchitisбронхит bronchitis (ბერძნ. bronchos ბრონქი,
itis ანთება) - ბრონქების ანთება. მწვავე ბრონქიტს (acute bronchitis)
იწვევს ზოგიერთი ვირუსი ან ბაქტერია. მწვავე ბრონქიტის
ძირითადი სიმპტომებია: ხველება, ნახველის გამოყოფა და
ბრონქების შევიწროება მათი სპაზმური შეკუმშვის გამო.
ქრონიკული ბრონქიტის (chronic bronchitis) შემთხვევაში
ავადმყოფს ამოაქვს ბრონქების გადიდებული ლორწოვანი
ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ლორწოვანი ნახველის დიდი
რაოდენობა. ბრონქიტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება
თამბაქოს მწევლებში, ემფიზემით დაავადებულებში, აგრეთვე
დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან.
ბრონქობლენორეა bronchoblennorrheбронхобленнореа
bronchoblennorrhoea (ბერძნ. bronchos ბრონქი, blennos ლორწო, rheo
მოვედინები) - ბრონქებიდან ჩირქოვანი ნახველის დიდი
რაოდენობით ამოხველება ან ამოღება ბრონქოსკოპიის მეშვეობით.
ბრონქოგრაფია bronchographyбронхография bronchographia
(ბერძნ. bronchos ბრონქი, grapho ვწერ) - ბრონქების
რენტგენოლოგიური გა დაღება კონტრასტული ნივთიერების
შეყვანის შემდგომ.
ბრონქოექტაზია bronchoectas yбронхоэктаз bronchoectasia (ბერძნ.
bronchos ბრონქი, ektasis გაფართოება) - ბრონქების პათოლოგიური
გაფართოება. განასხვავებენ ვარიკოზულ, მემკვიდრულ,
ჰიპერტროფულ, დისპლაზიურ, რეტენციურ და სხვ. ტიპის
ბრონქოექტაზიებს.
ბრონქომიკოზი bronchomycosis бронхомикоз bronchomycosis
(ბერძნ. bronchos ბრონქი, mykes სოკო) - სოკოებით გამოწვეული
ბრონქიტი.
ბრონქოსკოპია bronchoscopy бронхоскопия bronchoscopia (ბერძნ.
Bronchos ბრონქი, skopeo ვუყურებ) - სასუნთქი გზების ღრმად
მდებარე ნაწილების სპეციალური ხელსაწყოს - ბრონქოსკოპით
დათვალიერება. ამ მეთოდს იყენებენ სადიაგნოზოდ,
სამკურნალოდ, აგრეთვე ტრაქეიდან და ბრონქებიდან უცხო
სხეულების ან ჩირქის ამისაღებად.
ბრონქოსპაზმი bronchospasm бронхоспазм bronchospasmus (ბერძნ.
bronchos ბრონქი, spasmos კრუნჩხვა) - ბრონქის კუნთების
სპაზმური შევიწროება (შეკუმშვა) ასთმის ან ბრონქიტის
შემთხვევაში.
ბრონქოსტენოზი bronchostenosis бронхостеноз bronchostenosis
(ბერძნ. bronchos ბრონქი, stenos ვიწრო) - ბრონქის სანათურის
შევიწროება.
ბრტყელტერფიანობა flat-foot плоскостопие pes planus (ლათ. pes
ფეხი, planus ბრტყელი) - ტერფის თაღის შემცირება ან სრული
უქონლობა. შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ანდა შეიძლება
განვითარდეს ხანგრძლივად ფეხზე დგომისას ან სხეულის ჭარბი
მასის შემთხვევაში.
ბრუქსიზმი bruxism бруксизм bruxismus (ბერძნ. bryche კბილების
კრაჭუნი) - კბილების კრაჭუნი ძილში.
ბრუცელინი brucellin бруцеллин brucellinum - ბრუცელების
კულტურის ნუკლეოპროტეინული ექსტ რაქტი ლიპიდების
გარეშე. იყენებენ კანის სინჯების დასადგმელად ბრუცელოზის
სადიაგნოზოდ.
ბრუცელოზი brucellosis бруцеллез brucellosis - ადამიანისა და
ცხო ველების ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია
ც ველე ფექც უ დ ვ დე ელ ც გ წვეულ
Brucella-ს ჯგუფის ბაქტერიებით. ნაკლებმოძრავი, მკაცრი
აერობებია (ან მიკროაეროფილები), მცირე ზომის, ჩხირის-,
კოკისმაგვარი ან სფერული ფორმის უჯრედები. გრამ-
უარყოფითებია. საკვებ ნიადაგში ნელა იზრდებიან. ეგზოტოქსინს
არ წარმოქმნიან. გააჩნიათ მძლავრი ალერგიული თვისებები.
დაავადებული ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა ალიმენტური ან
კონტაქტური გზით. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მსხვილი
რქოსანი საქონელი, თხა და ღორი. ავადმყოფობას სახელი დაერქვა
ინგლისელი ექიმის, დ.ბრუსის საპატივცემულოდ.
ბუასილი - იხ. ჰემოროი.
ბუბონი bubon бубон bubo (ბერძნ. bubon საზარდული) -
საზარდულის არეში (ზოგჯერ იღლიაში, კისერზე და სხვაგან)
განვითარებული ლიმფადენიტის ზოგადი სახელწოდება.
ბუზები flies мухи Muscidae - მწერების კლასი, ორფრთიანების
რიგი. ცნობილია დაახლოებით 5000 სახეობა. ზოგიერთი მათგანი
სისხლისმწოველია, ზოგი კი მტაცებელი. ზოგიერთი მათგანი
(მაგ., ოთახის ბუზი) ადამიანისა და ცხოველების ინფექციური
დაავადებების (დიზენტერია, ქოლერა, მუცლის ტიფი და სხვ.)
მექანიკური გადამტანია. ზოგიერთი ბუზი (მაგ., ბუზი ცეცე) მძიმე
დაავადების (ტრიპანოსომოზის) სპეციფიკური გადამტანია.
ზოგჯერ ბუზების მატლებს შეუძლიათ მიაზების (იხ.) გამოწვევა.
ბუზი ცეცე tsetse fly ьуха цеце tsetse fly - ტრიპანოსომების (იხ.)
სპეციფიკური გადამტანი ბუზი (Glossiana palpalis). ბინადრობს
აფრიკის ტროპიკულ რეგიონებში. ტრიპანოსომები იწვევენ ძილის
(საღათას ძილის) დაავადებას.
ბულბური bulbar бульбарный bulbaris (bulbus rhachiticus -
მოგრძო ტვინის ძველი სახელწოდება) - ის, რაც მოგრძო ტვინთანაა
დაკავშირებული ან მასზე ზემოქმედებას ახდენს.
ბულიმია bulimia булимия bulimia (ბერძნ. bus ხარი, limos
შიმშილი) - პათოლოგიური მადა, ჭამისადმი ძლიერი
მიდრეკილება, ღორმუცელობა.
ბულოზური bullosus буллезный bullosus (ლათ. bulla წყლის
ბუშტი) - ბულებით (წყლულოვანი ბუშტუკებით) დაფარული.
ბუნებრივი კილერები natural killers естественные киллеры raptori
naturalis - ბუნებრივ ანუ ნატურალურ კილერებს (NK -
ნატურალური კილერები) გააჩნიათ ე.წ. მცირე ლიმფოციტების
ტუ ლუ კ ლე ე გ ე წ ც ე ლ ფ ც ტე
მორფოლოგია. წარმოიქმნებიან საერთო ლიმფოიდური ღეროვანი
უჯრედისაგან. ამ უჯრედების სამიზნეს წარმოადგენს უჯრედშიდა
პარაზიტებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, უმარტივესებით)
დაინფიცირებული უჯრედები და ტრანსპლანტატის ალოგენური
უჯრედები. ციტოტოქსიკურ ფუნქციასთან ერთად, NK-ები
გამოიმუშავებენ ციტოკინებსაც, რომლებიც აძლიერებენ ამ
უჯრედების ეფექტორულ ფუნქციას.
ბუნიავირუსები bunyaviruses буньявирусы buniavirus - რნმ-ს
შემცველი ვირუსებია. ვირუსების ამ ოჯახს სახელი ეწოდა
უგანდის ერთ-ერთი რაიონის, ბუნიამვერას მიხედვით. ოჯახში
შედის 260-ზე მეტი არბოვირუსი. ბუნიავირუსების შეჭრა სამიზნე-
უჯრედში ხორციელდება რეცეპტორული ენდოციტოზის
საშუალებით. ვირუსული ნაწილაკები უჯრედიდან გამოდის
გოლჯის აპარატის სიახლოვეს ლოკალიზებული ვეზიკულების
კედლებიდან გამოკვირტვის საშუალებით. ვირუსის გამოსვლა
დაინფიცირებული უჯრედიდან ეგზოციტოზის და უჯრედების
ლიზისის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ვირუსები
კალიფორნიის და მოსკიტური ცხელებების, კონგოყირიმის
ჰემორაგიული ცხელების და სხვა მძიმე დაავადებათა ძირითადი
გამომწვევებია. მათი მასპინძლებია: მღრღნელები, ფრინველები და
შინაური ცხოველები.
ბუჟი bougie буж bougie (ფრანგ. bougie სანთელი) - გამომყოფ
ორგანოთა გამომტანი სადინრების (მილების) სანათურის
გამაფართოებელი ინსტრუმენტი.
ბურკჰოლდერიები burkholderia буркхольдерии burkholderia -
ეწოდება Pseudomonadaceae-ს ოჯახის ერთ ერთ გვარს. მათგან 2
სახეობა პათოგენურია ადამიანისათვის: Burkholderia
(Pseudomonas) mallei - ქოთაოს გამომწვევი და Burkholderia
(Pseudomonas) pseudomallei - მელიოიდოზის გამომწვევი.
აღნიშნული ბაქტერიები გრამუარყოფითებია, ტიპური
უჯრედგარეთა პარაზიტები. წარმოქმნიან მრგვალ, მონაცრისფრო-
მოთეთრო ფე რის ლორწოვანი კონსისტენციის კოლონიებს.
ბურსა bursa бурса bursa (ლათ. bursa ჩანთა) - ბლანტი სითხით
ამოვსებული ლორწოვანი ჩანთა, დახშული ნაპრალისმაგვარი
სივრცე კუნთების მიმაგრების ახლოს, მყესსა და ძვალს შორის.
ამცირებს ხახუნს, აადვილებს კუნთების მოძრაობას და ა.შ.
ც ე უ დვ ლე კუ ე დ
ბურსიტი bursitis бурсит bursitis (ლათ. bursa ჩანთა, ბერძნ. itis
ანთება) - სახსრის სინოვიალური ჩანთის ანთება. გამომწვევია
ინფექცია, ტრავმა, დიათეზი და სხვ.
ბუფერები buffers буферы substantia moderans (ინგლ. buffer
მაყუჩი, ჩამხშობი) - ხსნარი, რომელიც შეიცავს რომელიმე სუსტი
მჟავისა და მისი ხსნადი მარილის ნარევს. ბუფერული ხსნარი
აწონასწორებს იმ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას
ხსნარის განზავების შედეგად ანდა მასში მარილის ან მჟავის
დამატებისას.
ბუშტოვანი ნამქერი hydatidiform mole (hydatid mole, vesicular
mole) пузырный занос mola hydatidosa - იგივე ბუშტნამქერი.
ორსული ქალის დაავადება, რაც გამოიხატება ქორიონის
წამწამების გარდაქმნით გამჭვირვალე სითხის შემცველ
ბუშტუკებად, რის შედეგადაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა
დედასა და ნაყოფს შორის. ჩვეულებრივ, მთავრდება ნაყოფის
დაღუპვით, თვით ორსულს კი ეწყება სისხლდენები
საშვილოსნოდან. შემდგომში შესაძლებელია ავთვისებიანი
სიმსივნის განვითარება (იხ. ქორიონეპითელიომა). სინ.:
ქორიონადენომა.
ბუხრის მწმენდავთა კიბო - იხ. კიბო პოტის.
ბცჟ - იხ. კალმეტის და გერენის ბაცილა.
სამედიცინო ლექსიკონი


გააქტივებული ნახშირი active charcoal активированный уголь
carbo activatus - მაღალ ტემპერატურაზე წყლის ორთქლით
დამუშავებული ხის ნახშირი, რომელსაც გააჩნია უნარი, თავის
ზედაპირზე მოახდინოს აირების ან გახსნილი ნივთიერებების
ადსორბირება. გამოიყენება სხვადასხვა ფილტრებში, აგრეთვე
როგორც სამკურნალო საშუალება ჭარბი აირების დაგროვებისას
კუჭ-ნაწლავში.
გადამტანები vectors переносчики vector - სისხლისმწოველი
ფეხსახსრიანებია (ბუზები, ტკიპები, კოღოები და სხვ.), რომელთაც
გადააქვთ ინფექციური და ინვაზიური დაავადებები. განასხვავებენ
სპეციფიკურ და მექანიკურ გადამტანებს. სპეციფიკური
გადამტანია კოღო ანოფელესი. მექანიკური გადამტანია ოთახის
ბუზი.
გადამტანები მექანიკური mechanical carriers механические
переносчики vectori mechanici (ბერძნ. mechanike მანქანა, იარაღი) -
ფეხსახსრიანი, რომლის სხეულში გამომწვევი აგენტი (მაგ.,
პარაზიტული უმარტივესი) არ განიცდის რაიმე სახის
მორფოფიზიოლოგიურ ცვლილებას. ასეთი ტიპის გადამტანებია
ფეხსახსრიანები, მაგ., ოთახის ბუზი, რომელსაც შეუძლია
გადაიტანოს სხვადასხვა მიკროორგანიზმი, ასკარიდის კვერცხები
და ა.შ.
გადამტანები სპეციფიკური specific carriers специфические
переносчики vectori specifica (ლათ. specificum თავისებურება) -
ფეხსახსრიანები, რომელთა კუჭ-ნაწლავში პარაზიტები
(უმარტივესები) გადიან თავისი განვითარების ციკლის რაიმე
ნაწილს (მაგ., კოღო ანოფელესი).
გალაქტოზემია galactosemia галактоземия galactosaemia (ბერძნ.
gala რძე, haima სისხლი) - ადამიანის მემკვიდრული დაავადება,
რაც გამოიხატება გალაქტოზის გლუკოზაში გადამყვანი
ფერმენტების დეფიციტში. დაავადების მიმდინარეობის დროს
ქსოვილებში გროვდება გალაქტოზის დაშლის პროდუქტები (მაგ.,
გალაქტოფოსფატი), რომლებიც ტოქსიკურად მოქმედებენ
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ღვიძლზე, თირკმლებზე,
მხედველობის ორგანოზე, ასევე განაპირობებენ ჰიპოგლიკემიის
განვითარებას.
გალაქტოცელე galactocele галактоцелия galactocele (ბერძნ. gala
რძე, kele სიმსივნე) - 1.სარძევე ჯირკვლის კისტა. 2.სითხის
დაგროვება სათესლე პარკში. სინ.: ჰიდროცელე.
გალენის პრეპარატები galenicals Галеновы препараты galenica -
სახელი დაერქვათ ძველი რომაელი ექიმის კ. გალენის
პატივსაცემად, რომელიც იღებდა და სწავლობდა სამკურნალო
პრეპარატებს მცენარეული და ცხოველური ნედლეულის
სპეციალური დამუშავების საშუალებით. გალენის პრეპარატებს
მიეკუთვნება: ნაყენები, ექსტრაქტები, ზეთები, სიროფები,
სპირტები, საპნები და სხვ.
გალვანიზაცია galvanisation гальванизация galvanisatio
(იტალიელი ფიზიკოსის ლ. გალვანის სახელის აღსანიშნავად) -
დაბალი ძაბვის მუდმივი ელექტრული დენის გამოყენება
სადიაგნოზოდ და სამკურნალო მიზნით.
გალვანოთერაპია galvanotherapyu гальванотерапия
galvanotherapia (იტალიელი ფიზიკოსის ლ. გალვანის სახელის
აღსანიშნავად, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - მკურნალობის
მეთოდი მუდმივი გალვანური დენით.
გალვანოპუნქტურა galvanopuncture гальванопунктура
galvanopunctura (იტალიელი ფიზიკოსის ლ. გალვანის სახელის
აღსანიშნავად, ლათ. pungo ვჩხვლეტ) - გალვანური დენით
გახურებული ნემსით ჩხვლეტა. შდრ. აკუპუნქტურას.
გამა-გამოსხივება gamma-ray гамма-луи gamma-radius (ბერძნ.
gamma) - გამა-სხივები, რადიოაქტიურ ნივთიერებათა მიერ
გამოსხივებული უხილავი სხივების ერთ-ერთი სახე. რენტგენის
სხივების ანალოგიურია. გააჩნია მკვრივ ობიექტებში შეღწევის
უნარი
გამაგლობულინი gammaglobulin гаммаглобулин
gammaglobulinum (ბერძნ. gamma, ლათ. globulus ბურთულა) -
სისხლის პლაზმის გლობულინების ფრაქცია, რომელიც
ანტისხეულების უმეტესობას შეიცავს. გამაგლობულინებს
გამოყოფენ შესაბამისი ანტიგენებით იმუნიზირებული ადამიანისა
და ცხოველებიხ შრატიდან. იყენებენ დაავადებების
პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ფ ლ ქტ კ დ კუ ლ ვ
გამამდიდრებელი საკვები ნიადაგი enrichment media среда
обогащения contituens media nutritio - (მაგ., მიულერის, კიტ-
ტაროცის ნიადაგები, სელენიტის ბულიონი, თიოგლიკოდატის
ნიადაგი). ასეთი ტიპის საკვებ ნიადაგებს იყენებენ ბაქტერიების
გარკვეული ჯგუფის დაგროვებისათვის, რისი მიღწევაც
შესაძლებელია ცალკეული სახეობებისათვის ოპტიმალური, ხოლო
სხვა სახეობებისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნით. უფრო
ხშირად, ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ სხვადასხვა საღებავებს
და ქიმიურ ნივთიერებებს, კერძოდ, ნაღვლის მჟავების მარილებს,
ანტიბიოტიკებს, ფუქსინს, გენციანის იისფერს, ბრილიანტის
მწვანეს და სხვ.
გამაჰერპესვირუსები gamaherpesviruses гамагерпесвирусы
gamaherpesvirus - ჰერპესვირუსების ოჯახის გამაჰერპესვირუსების
ქვეოჯახის წარმომადგენელია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომლის
სხვადასხვა ვარიანტები იწვევენ ინფექციურ მონონუკლეოზს და
ბერკიტის ლიმფომას.
გამბრინიზმი gambrinism гамбринизм gambrinismus (Gambrinus -
ფლამანდიელი მეფე, რომელმაც გამოიგონა ლუდი) -
ალკოჰოლიზმის ნაირსახეობა, რომელიც ვითარდება ლუდის
გადაჭარბებული მოხმარების შედეგად.
გამბუზია gambusia гамбузия gambusia - ცოცხალმშობიარე თევზი
(Gambusia affinis holbrookii), რომელიც იკვებება კოღოების
მატლებითა და ჭუპრებით. განსაკუთრებით აქტიურად
ანადგურებს მალარიის გადამტანი კოღოს, ანოფელესის მატლებს.
საქართველოში შემოყვანილია 1925 წელს კუბიდან ექიმ ნ. რუხაძის
მიერ, სპეციალურად მალარიასთან საბრძოლველად.
გამეტები gametes гаметы gametae (ბერძნ. gamete ცოლი, gametes
ქმარი) - მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედები,
კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი, რომლებიც ერთმანეთთან
შერწყმის საშუალებით წარმოქმნიან ზიგოტას. გამეტებს გააჩნიათ
ქრომოსომათა ჰაპლოიდური რიცხვი.
გამეტოგენეზი gametogenesis гаметогенез gametogenesis (ბერძნ.
gamete ცოლი, gametes ქმარი, genesis წარმოშობა) - სასქესო
უჯრედების წარმოქმნის პროცესი (სპერმატოგენეზი, ოვოგენეზი),
რასაც ადგილი აქვს გონადებში (იხ.).
გამეტოციტები gametocytes гаметоциты gametocytae (ბერძნ.
gamete ცოლი, gametes ქმარი, kytos უჯრედი) -
არადიფერენცირებული უჯრედები - ოვოციტები და
სპერმატოციტები, რომელთა გაყოფის შედეგადაც წარმოიქმნებიან
გამეტები.
გამოკვირტვა - იხ. ბადინგი.
გამონები gamones гамоны gamonae (ბერძნ. gamos ქორწინება) -
სასქესო უჯრედებიდან გამოყოფილი ნივთიერებები (გინო- და
ანდროგამონები), რომლებიც ხელს უწყობენ სპერმატოზოიდისა
და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესს. სპეციფიკურ
ზემოქმედებას ახდენენ როგორც თავისი, ასევე საწინააღმდეგო
სქესის გამეტებზე.
განაყოფიერება fertilisation оплодотворние fertilisatio -
სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესი.
კვერცხუჯრედი გარშემორტყმულია ე.წ. სხივური გვირგვინით
(corona radiata), რომლის ცალკეული უჯრედები ერთმანეთთან
დაკავშირებულია ჰიალურონის მჟავით. რადგანაც ყოველ
სპერმატოზოიდს ამ მჟავის დამშლელი ფერმენტის -
ჰიალურონიდაზას მხოლოდ მცირე რაოდენობა გააჩნია, მხოლოდ
რამდენიმე ასეული ათასი სპერმატოზოიდის ერთობლივი
მოქმედება თუ დაშლის მას. ამით ერთადერთ სპერმატოზოიდს
საშუალება ეძლევა შეაღწიოს კვერცხუჯრედში. კვერცხუჯრედის
მემბრანის სწრაფი რეპარაცია არ აძლევს სხვა სპერმატოზოიდებს
მასში შეჭრის საშუალებას. სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის
ბირთვების შერწყმისთანავე (კარიოგამია), იწყება ზიგოტის
დანაწევრება.
განაყოფიერება საშვილოსნოსშიგა - intrauterine insemination
оплодотворение внутриматочное inseminatio intrauterina -
ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი მამაკაცის უნაყოფობის
შემთხვევაში. მიზეზი ამისა მდგომარეობს მამაკაცის
სპერმატოზოიდების უუნარობაში, გადალახოს საშვილოსნოს
ყელში არსებული ლორწო ან კვერცხუჯრედის გარშემო არსებული
დამცველი ბარიერი (corona radiata). სპერმატოზოიდებს
სპეციალურად ამუშავებენ სინჯარაში, მათი მოძრაობის უნარის და
აკროსომული რეაქციის გასაძლიერებლად, რის შემდეგაც ისინი
შეყავთ საშვილოსნოში.
ეყ ვ ვ ლ
განაყოფიერება ხელოვნური artificial insemination
оплодотворение шскусственное inseminatio artificialis - ქალის
საშოში სპერმის ხელოვნური შეყვანა ბავშვის ჩასახვის მიზნით.
ხელოვნური განაყოფიერების ჩატარების დღე უნდა ემთხვეოდეს
ქალში ოვულაციის (იხ.) დაწყებას. სპერმა ხელოვნური
განაყოფიერებისათვის შეიძლება აღებულ იქნეს მეუღლიდან (მაგ.,
მისი იმპოტენციის შემთხვევაში) ანდა ანონიმური დონორისაგან.
განაყოფიერება in vitro in vitro fertilization оплодотворение in
vitro fertilisatio in vitro - კვერცხუჯრედის განაყოფიერება ქალის
ორგანიზმის გარეთ. ხორციელდება ზიგოტის მიყვანით
ბლასტოცისტის სტადიამდე სინჯარაში და მისი შემდგომი
იმპლანტაციით საშვილოსნოში. პირველად განაყოფიერების
აღნიშნული მეთოდი გამოყენებულ იქნა დიდ ბრიტანეთში და
1978 წელს დაიბადა პირველი „სინჯარის ბავშვი“ (test-tube baby).
ასეთი ტიპის განაყოფიერება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი
ქალს აღმოაჩნდება ფალოპის მილების გაუვალობა (დახშობა).
ქალის კვერცხუჯრედის კონტაქტი მისი მეუღლის (ან ანონიმური
დონორის) სპერმატოზოიდთან ხდება სინჯარაში, რის შემდეგაც
წარმოიქმნება ბლასტოცისტა (იხ.). ქალს, რომელსაც სურს დედობა
ასეთი მეთოდის გამოყენებით, უტარდება ჰორმონოთერაპიის
კურსი, რის შემდეგაც მის საშვილოსნოში ერთდროულად
იმპლანტირდება რამდენიმე ბლასტოცისტა. სინ.:
ექსტრაკორპორული განაყოფიერება.
განგლიები ganglia ганглии ganglia (ბერძნ. ganglion კვანძი) -
ნეირონების სხეულების და გამონაზარდების გროვებისაგან
წარმოქმნილი ნერვული კვანძები, რომელნიც გარემოცულნი არიან
შემაერთებელი ქსოვილით. ახორციელებენ ნერვული იმპულსების
გადამუშავების და ინტეგრაციის პროცესებს.
განგრენა gangrene гангрена gangraena (ბერძნ. gangraina განგრენა)
- ნეკროზის ერთ-ერთი სახე, როდესაც სისხლის მომარაგების
სრული მოშლის შედეგად ზიანდება როგორც ზედაპირული, ასევე
ღრმად მდებარე ქსოვილები, ძვლები და სახსრები. ზოგჯერ თან
სდევს ჩირქოვანი ინფექცია. განასხვავებენ განგრენის 2 ფორმას:
მშრალსა და სველს.
განგრენა აიროვანი gas gangrene газовая гангрена gangraena gasea
(ბერძნ. gangraina განგრენა) - აღწერილ იქნა 1562 წელს ა. პარეს
ე g g გ გ ე ღწე ლ ქ წელ ე
მიერ. დაავადება ვითარდება ბაქტერიის (Clostridium perfringens)
მოხვედრისას ჭრილობის ზედაპირზე, სადაც ბაქტერიები
აქტიურად მრავლდებიან ჟანგბადის დაქვეითებული
შემცველობის პირობებში. დამახასიათებელია ჰემოლიზი,
ქსოვილების ნეკროზი და ლპობის სუნის მქონე აირის წარმოქმნა.
განგრენა ჰოსპიტალური hospital gangrene госпитальная гангрена
gangraena nosocomialis (ბერძნ. gangraina განგრენა) - სამკურნალო
დაწესებულებაში (ჰოსპიტალში, საავადმყოფოში) განვითარებული
განგრენა (იხ.).
განვითარების მანკები defects of development дкфекты резвития
defectus evolutio - ორგანიზმის ნორმალური აგებულებიდან
გადახრა, რასაც ადგილი აქვს ემბრიონულ პერიოდში, ხოლო
უფრო იშვიათად - დაბადების შემდგომ. შეიძლება
განპირობებული იყოს სხვადასხვა შინაგანი (მემკვიდრული,
ჰორმონული, სასქესო უჯრედების ბიოლოგიური
არასრულფასოვნება და სხვ.) და გარეგანი (ვირუსული ინფექცია,
მაიონებელი დასხივება და სხვ.) ფაქტორებით. სინ.: განვითარების
ანომალიები, სიმახინჯეები, ტერატოგენეზი.
განიერი სოლიტერი fish tapeworm шырокий лентец
Diphylobotrium latum - მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპს.
სიგრძე მერყეობს 2-დან 10 მეტრამდე (იშვიათად მეტ სიგრძესაც
აღწევს). მისი პროგლოტიდები მოკლეა, მაგრამ განიერი, მათი
რიცხვი ზოგჯერ 4000-ს აღწევს. განიერი სოლიტერის პირველი
შუალედური მასპინძელია ნიჩაბფეხიანი კიბოსნაირი ციკლოპი,
მეორე კი მტკნარი წყლის თევზი, რომელშიც სოლიტერის ფინა
პარაზიტობს. დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ ადამიანი,
ძაღლი, ღორი, კატა და ზოგიერთი გარეული ცხოველი. იხ.
დიფილობოთრიოზი.
განსაკუთრებით საშიში ინფექციები particularly dangerous
infections особо опасные инфекции specificus danger infectio - ამ
ჯგუფის ინფექციებში გარდა კონვენციური (საკარანტინო)
ინფექციებისა (შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება)
შეყვანილია სხვა, განსაკუთრებით მძიმე, სწრაფად გავრცელებადი
და მაღალი ლეტალობის ინფექციები (პარტახტიანი და
შებრუნებითი ტიფები, ჰემორაგიული ცხელებები, ჯილეხი,
პოლიომიელიტი, მალარია და სხვ.). ამ ჯგუფის ინფექციებს
ლ ელ ტ ლ დ ვ ჯგუფ ფექც ე
ახასიათებთ: 1.სწრაფი გავრცელება მოსახლეობაში და 2.მძიმე
კლინიკური მიმდინარეობა
გარგოილიზმი gargoylism горгилизм gargoylismus (ფრანგ. gargoile
მახინჯი სახის მქონე ადამიანი ან ცხოველი) - მემკვიდრული
დაავადება: ახასიათებს ქონდრისკაცობა, არაპროპორციულად
დიდი თავი, მახინჯი სახე და სხვ., აგრეთვე
ჰეპატოსპლენომეგალია, რქოვანას შემღვრევა და ოლიგოფრენია.
გარდნერელები gardnerella гарднереллы gardnerella - სახელი
ეწოდათ ამერიკელი ბაქტერიოლოგის, ჰ. გარდნერის
საპატივცემულოდ. გვარში შედის ერთადერთი სახეობა -
Gardnerella vaginalis. მცირე ზომის, უმოძრაო კოკობაცილებია. მყარ
საკვებ ნიადაგებში წარმოქმნის ალფადა ბეტა-ჰემოლიზის ზონებს.
იწვევს ჰემორაგიულ ცისტიტს, პიელონეფრიტს და ვაგინიტებს. ამ
უკანასკნელი პათოლოგიის ძირითადი სიმპტომია გამონაყოფი
უსიამოვნო („თევზის“) სუნით, რაც განპირობებულია ანომალური
ამინების წარმოქმნით.
გარქოვანება - იხ. კერატოზი.
გასტრასთენია gastrasthenia гастрастения gastrasthenia (ბერძნ.
gaster კუჭი, astheneia სისუსტე) - კუჭის ფუნქციური სისუსტე.
გასტრექტაზია gasrtectasy гастэктазия gastrectasia (ბერძნ. gaster
კუჭი, ektasis გაფართოება) - კუჭის გაგანიერება. იხ. კუჭი
ბავარიული.
გასტრიტი gastritis гастрит gastritis (ბერძნ. gaster კუჭი, itis ანთება)
- კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. განასხვავებენ ალიმენტურ,
ალკოჰოლურ, ალერგიულ, ანაციდურ, ანტრალურ, კატარალურ,
კოროზიულ, მწვავე, ზედაპირულ, პოლიპოზურ, ქრო ნიკულ,
ეროზიულ, წყლულოვან და სხვა ტიპის გასტრიტებს.
გასტროდუოდენოსტომია gastroduodenostomy
гастродуоденостомия gastroduodenostomia (ბერძნ. gaster კუჭი,
duodenum თორმეტგოჯა ნაწლავი, stoma პირი, ხვრელი) -
ქირურგიული ოპერაცია, რაც მდგომარეობს კუჭსა და
თორმეტგოჯა ნაწლავს (ჩვეულებრივ, მის ჰორიზონტალურ ან
აღმავალ ნაწილებს) შორის ანასტომოზის (იხ.) შექმნაში.
გასტროენტერიტი gastroenteritis гастроэнтерит gastroenteritis
(ბერძნ. gaster კუჭი, enteron ნაწლავი, itis ანთება) - კუჭისა და
წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული
ანთება.
გასტროენტეროკოლიტი ganstroenterocolitis гастроэнтероколит
gastroenterocolitis (ბერძნ. gaster კუჭი, enteron ნაწლავი, kolon
კოლინჯი, itis ანთება) - კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების
ერთდროული ანთებითი დაავადება. უმთავრესად ვითარდება
მწვავე ინფექციებისა და ენტეროინტოქსიკაციის შემთხვევებში.
გასტროენტეროლოგია gastroenterology гастроэнтерология
gastroenterologia (ბერძნ. gaster კუჭი, enteron ნაწლავი, logos
მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის
მომნელებელი სისტემის ორგანოთა აგებულებას, ფუნქციებს,
დაავადებებს, შეიმუშავებს ამ დაავადებათა სადიაგნოზო,
სამკურნალო და პროფილაქტიკულ მეთოდებს.
გასტრომიქსორეა gastromyxorrhoea гастромиксорея
gastromyxorrhoea (ბერძნ. gaster კუჭი, myxa ლორწო, rheo
მოვედინები) - კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ ლორწოს დიდი
რაოდენობით გამოყოფა.
გასტროპექსია gastropexy гастропексия gastropexia (ბერძნ. gaster
კუჭი, pexis გამაგრება) - ქირურგიული ოპერაცია, რაც
მდგომარეობს მუცლის კედელზე კუჭის მიმაგრებაში.
ახორციელებენ გასტროპტოზის შემთხვევაში.
გასტროპტოზი gastroptosis гастроптоз gastroptosis (ბერძნ. gaster
კუჭი, ptosis დაწევა, დაცემა) - კუჭის დაწევა საპროექციო
ადგილიდან. უფრო ხშირად აღენიშნებათ ასთენიური
კონსტიტუციის მქონე პირებს. გასტროპტოზის ხელის შემწყობია
ძლიერი გახდომა, მუცლის კუნთების (პრესის) მოდუნება,
ორსულობა და სხვ. სინ.: ვენტროპტოზი.
გასტრორაგია gastrorrhagia гастрорагия gastrorrhagia (ბერძნ. gaster
კუჭი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლდენა კუჭიდან.
გასტროსკოპია gastroscopy гастроскопия gastroscopia (ბერძნ. gaster
კუჭი, scopeo ვუყურებ) - კუჭის დათვალიერება სპეციალური
ხელსაწყო გასტროსკოპით. იყენებენ ზოგიერთი დაავადების
სადიაგნოზოდ, კუჭის ლორწოვანი გარსის დეტალური
შესწავლისათვის და სხვ.
გასტროსტომია gastrostomy гастростомия gastrostomia (ბერძნ.
gaster კუჭი, stoma პირი) - საყლაპავი მილის გაუვალობისას
g კუჭ ყლ ვ ლ გ უვ ლ
ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია: ხელოვნური გზის შექმნა
საკვების და სითხის შესაყვანად პირდაპირ კუჭში, საყლაპავი
მილის გვერდის ავლით. ამჟამად გასტროსტომიას ატარებენ
ენდოსკოპის მეშვეობით.
გასტროტროპიზმი gastrotropism гастротропизм gastrotropismus
(ბერძნ. gaster კუჭი, tropismus მობრუნება, მიმართულება) - ამა თუ
იმ ნივთიერების, ფიზიკური ან ბიოლოგიური აგენტების
ზემოქმედება კუჭზე (მაგ., ნივთიერებები, რომლებიც
ექსპერიმენტში იწვევენ მხოლოდ კუჭის სიმსივნეებს).
გასტროცელე gastrocele гастроцеле gastrocele (ბერძნ. gaster კუჭი,
cele თიაქარი) - კუჭის თიაქარი.
გასტრულა gastrula гаструла gastrula (ბერძნ. gaster კუჭი) -
მრავალუჯრედიანი ცხოველების (მათ შორის ადამიანის)
ემბრიონული განვითარების ერთ-ერთი სტადია. გასტრულაში
ჩანასახი დიფერენცირებულია ექტოდერმად, ენტოდერმად და
მეზოდერმად.
გასტრულაცია gastrulation гаструлация gastrulatio (ბერძნ.gaster
კუჭი) - გასტრულის (იხ.) წარმოქმნის პროცესი. განასხვავებენ ამ
პროცესის 4 ტიპს: იმიგრაციას, ინვაგინაციას, დელამინაციას და
ეპიბოლიას. ცხოველების უმრავლესობას ახასიათებს ამ ტიპების
სხვადასხვა კომბინაციები.
გაფანტული სკლეროზი multiple sclerosis рассеяный склероз
sclerosis disseminata (ბერძნ. sklerosis გამკვრივება, შემკვრივება) -
ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც მდგომარეობს
ნერვული უჯრედების მიელინის გარსის ლიზისში
(დემიელინიზაცია). აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო
ეფექტური სამკურნალო საშუალება არ არის შემუშავებული. სინ.:
მრავლობითი სკლეროზი, შარკო-ვულპიანის ავადმყოფობა.
გაძვალება - იხ. ოსიფიკაცია.
გემელოლოგია - იხ. ტყუპები.
გემოვნება taste вкус gustus (supor) - სუბიექტური შეგრძნება,
რასაც ადგილი აქვს ქიმიური ნივთიერების (ან ნივთიერებათა
ჯგუფის) ზემოქმედების შემთხვევაში გემოვნების ორგანოს
რეცეპტორებზე. გემოვნება - როგორც გემოვნებითი, ასევე
ყნოსვითი და სხვა ტიპის რეცეპტორების გაღიზიანებაა.
გენეალოგია genealogy генеалогия genealogia (ბერძნ. genealogia
საგვარეულო ნუსხა) - ისტორიული დისციპლინა, რომელიც
სწავლობს ადამიანისა და ცხოველების გვარტომობას, მათ
ისტორიას. გამოყენება აქვს მედიცინასა და ბიოლოგიაში
მემკვიდრული დაავადებების პროგნოზირებისათვის, აგრეთვე
სასელექციო მიზნებისათვის.
გენების დრეიფი - იხ. დრეიფი.
გენების კონვერსია gene's conversion генная конверсия conversio
genica (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. conversio
ცვლილება) - გენის დუპლიკაციისას ასლის შექმნის პროცესის
დარღვევა, რის გამოც მისი ერთ-ერთი მონაკვეთი გაორმაგებულია,
მეორეს ასლი კი არ არის წარმოქმნილი.
გენეზი genesis генез genesis (ბერძნ. genesis წარმოშობა) - რაიმეს
წარმოქმნის პროცესი. 1.რომელიმე ორგანოს წარმოქმნა
(ორგანოგენეზი) ემბრიონული განვითარების პროცესში. 2.
ავადმყოფობის წარმოქმნა და განვითარება.
გენერალიზაცია generalization генерализация generalizatio (ლათ.
generalis საერთო, ზოგადი) - ავადმყოფობის ან მისი გამომწვევი
აგენტის ერთი რომელიმე კერიდან მთელ ორგანიზმსა ან
ორგანოში გავრცელება. ავადმყოფობის გართულება.
გენერაცია progeny генерация (патомство) generatio (ლათ.
generatio დაბადება, გამრავლება) - ქართულად: შთამომავლობა.
წინა თაობების ინდივიდების ყველა უშუალო შთამომავალი. ერთი
პოპულაციის ან ჯგუფის შთამომავლობა. ზოგიერთი ორგანიზმი
(უმარტივესები, ზოგიერთი ობობასნაირი) წელიწადში იძლევა
მრავალ, სხვები (თაგვები, ბოცვერები) - ერთ გენერაციას, ხოლო
ზოგი კი (ვეშაპები, სპილოები) მხოლოდ ერთ გენერაციას
რამოდენიმე წელიწადში.
გენერაციული ორგანოები generative organs органы размножения
organum generatio (ლათ. generatio დაბადება, გამრავლება) - იგივე
გამრავლების ორგანოები.
გენეტიკა genetics генетика genetica (ბერძნ. genetikos წარმოშობა)
- მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების
მემკვიდრულობისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს.
გენეტიკური ზონდი - იხ. ზონდი გენეტიკური.
გენეტიკური ინჟინერია genetic engineering генетическая
инжинерия ingeniarius genetica (ბერძნ. genesis წარმოშობა, ინგლ.
enginery მექანიკური მოწყობილობა, მანქანები) - მოლეკულური
ბიოლოგიის დარგია, რომელიც სწავლობს უჯრედების ან
ორგანიზმების ბიოლოგიური ინფორმაციის ცვლილებებს
დაპროგრამებული ფენოტიპური ნიშან-თვისებების მქონე
ცოცხალი არსებების მისაღებად. არსებობს გენეტიკური
ინჟინერიის სხვადასხვა დონეები: უჯრედული, გენური და
ორგანიზმული.
გენეტიკური კოდი genetic code генетический код codus geneticalis
(ბერძნ. genesis წარმოშობა, ფრანგ. code პირობითი შემოკლება,
შიფრი) - გენეტიკური ინფორმაციის ჩაწერისა და შენახვის
ბუნებრივი სისტემა ნუკლეინის მჟავების მოლეკულებში,
ნუკლეოტიდების ხაზოვანი თანმიმდევრობის სახით.
შესაბამისობა დნმ-ს და რნმ-ს ტრიპლეტებსა და ცილების
ამინმჟავებს შორის. გენეტიკური კოდი უნივერსალურია.
გენეტიკური რუკა genetic map генетическая карта chartae genetica
(ბერძნ. genesis წარმოშობა) - ქრომოსომაში სტრუქტურული
გენების და რეგულატორული ელემენტების ლოკალიზაციის სქემა.
გენი gene ген gene (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) -
მემკვიდრული ინფორმაციის სტრუქტურული და ფუნქციური
ელემენტარული ერთეული, რომელიც წარმოადგენს ბირთვის
დნმ-ს (ზოგიერთი ვირუსის რნმ-ს) მოლეკულის მონაკვეთს,
ლოკუსს. გენი აკონტროლებს რაიმე ნიშან-თვისების წარმოქმნას
გარემოს განსაზღვრულ პირობებში.
გენი-რეგულატორი gene-regulator ген-регулятор gene-regulatore
(ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. regulare წესრიგში
მოყვანა) - გენი, რომელიც ცილის მოლეკულაში ამინმჟავების
განლაგების კოდირების საშუალებით აკონტროლებს ფერმენტების
სინთეზს.
გენოთერაპია genotherapy генотерапия genotherapia (ბერძნ. genos
დაბადება, წარმოშობა, therapeia მკურნალობა) - „ავადმყოფი
გენების“ მკურნალობა. მაგ., ორგანიზმში შესაბამისი (ჯანმრთელი)
გენების შეყვანა (საკუთარის დეფექტურობის შემთხვევაში)
კორექციას უწევს მემკვიდრულად განპირობებულ ნივთიერებათა
ცვლის დარღვევებს.
ცვლ დ ღვევე
გენომი genome геном genomus (ბერძნ. genos დაბადება,
წარმოშობა) - გენთა ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია
ამა თუ იმ სახეობის ორგანიზმის ქრომოსომთა ჰაპლოიდური
კომპლექტისათვის.
გენომური მუტაციები genomic mutations геномные мутации
mutatio genomica (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. mutatio
ცვლილება) - კარიოტიპში ქრომოსომების რაოდენობის დარღვევა,
რაც რამოდენიმე სახის შეიძლება იყოს: პოლიპლოიდია,
ჰაპლოიდია, ჰეტეროპლოიდია, ანეუპლოიდია, ტრისომია და სხვ.
ასეთი დარღვევების შედეგად ვითარდება სხვადასხვა
მემკვიდრული ავადმყოფობები (დაუნის, კლაინფელტერის,
ტერნერის და სხვ). გენომური მუტაციები ხშირია სიმსივნურ
უჯრედებში.
გენოტიპი genotype генотип genotypus (ბერძნ. genos დაბადება,
typos ანაბეჭდი, ნიმუში) - ამა თუ იმ ინდივიდისათვის
დამახასიათებელი ალელური გენების ერთობლიობა. უფრო
ფართო გაგებით, გენოტიპი წარმოადგენს ყველა მემკვიდრული
ფაქტორის ერთობლიობას.
გენოტოქსიკური კანცეროგენები genotoxical carcinogenes
генотоксические концерогены carcinogena genotoxica (ბერძნ. genos
დაბადება, წარმოშობა, toxikon შხამი) - ქიმიური ნივთიერებები ან
სხვა ფაქტორები, რომლებიც ტოქსიკურ გავლენას ახდენენ
უჯრედის გენომზე (იხ.).
გენოციდი genocide геноцид genocidum (ბერძნ. genos დაბადება,
წარმოშობა, ლათ. caedo ვკლავ) - მოსახლეობის ამოწყვეტა ან
აუტანელი პირობების შექმნა მისი ცალკეული ჯგუფებისათვის
რასობრივი, ეროვნული, რელიგიური და სხვ. მოტივებით.
გენუინური genuine генуинный genuinus (ლათ. genuinus
თანდაყოლილი) - ბუნებრივი, ჭეშმარიტი, პირველადი (მაგ.,
თანდაყოლილი ანომალიები).
გენური ინჟინერია gene engineering генная инжинерия genus
ingeniarius (ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ინგლ. enginery
მექანიკური მოწყობილობა, მანქანები) - გულისხმობს ცალკეული
გენების მიღებას და მათ შეყვანას სხვა უჯრედების, ორგანიზმების
გენომებში, ამ უკანასკნელთა ფენოტიპის შეცვლის მიზნით.
გეოპათოგენური ზონა geopathogenic zone геопатогенная зона
geopathogenum zonum (ბერძნ. ge მიწა, დედამიწა, pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა, genos წარმოქმნა) - ლოკალიზებულია
მიწისქვეშა წყლების გადაკვეთის რაიონებში ან დედამიწის ქერქის
ზედა ფენების ჭრილების მახლობლად. წარმოადგენს მიწის წიაღის
გამოსხივებას, ენერგიის კონცენტრირებულ ნაკადს, რომელიც
ცოცხალ სამყაროზე უარყოფითად მოქმედებს. ადამიანს ასეთ
ზონაში აწუხებს თავის ტკივილი, დეპრესია, სხვადასხვა
დაავადებები.
გეოფაგია geophagia геопагия geophagia (ბერძნ. ge მიწა, phago
ვჭამ) - ავადმყოფური ლტოლვა მიწის ჭამისადმი.
გეოჰელმინთები geohelminths геогельминты geohelminthus
(ბერძნ.ge მიწა, helmins ჭია) - პარაზიტული ჭიები, რომელთა
განვითარების ერთ-ერთი ფაზა ნიადაგში მიმდინარეობს.
გერიატრია geriatrics гериатрия geriatria (ბერძნ. geron მოხუცი,
iatreia მკურნალობა) - გერონტოლოგიის (იხ.) დარგი, რომელიც
შეისწავლის მოხუცებულობის დაავადებებს, მათ გამომწვევ
მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს.
გერმინომა germinoma герминома germinoma (ლათ. germen,
germinis ჩანასახი, ღივი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ჩანასახოვანი
ქსოვილის სიმსივნე.
გერომორფიზმი geromorphism героморфизм geromorphismus
(ბერძნ. geron მოხუცი, morphe ფორმა) - ახალგაზრდებში სახის
ნაადრევი დანაოჭება. იხ. სენილიზმი.
გერონტოლოგია gerontology геронтология gerontologia (ბერძნ.
geron მოხუცი, logos მოძღვრება) - ბიოლოგიისა და მედიცინის
დარგი, რომელიც შეისწავლის დაბერების პროცესებს და
სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს.
გერონტოფილია gerontophily геронтофилия gerontophilia (ბერძნ.
geron მოხუცი, philia სიყვარული) - სქესობრივი ლტოლვა
მოხუცებულებისადმი.
გერონტოფობია gerontophoby геронтофобия gerontophobia
(ბერძნ. გერონ მოხუცი, პჰობოს შიში) - სიბერის მოახლოვების
აკვიატებული შიში.
გესტაციური gestative гестационный gestatio (ლათ. gestatio
ტარება, ორსულობა) - 1.ემბრიონის ჩასახვის ზუსტი ვადის
ტ ე ულ ე ვ უ ტ ვ დ
დადგენა (გესტაციური ვადა). 2.ის, რაც მიეკუთვნება ორსულობას
ან რასაც ორსულობა განაპირობებს.
გესტოზი gestosis гестоз gestosis (ლათ. gestare ტარება,
ორსულობა, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ორსულობის გართულება,
რაც ვლინდენა პროტეინურიით, ჰიპერტენზიით და შეშუპებით.
გველის სურო periwinkle барвинокVinca minor L. - იგივე
მიწაფართხა, მიწის სურო. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
საქართველოში გავრცელებულია Vinca herbacea. შეიცავს 40-ზე
მეტ ალკალოიდს. მათგან ორი - ვინკალეიკობლასტინი და
ვინკრისტინი (ონკოვინი) ოფიციალურად დამტკიცებულნი არიან
ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისათვის. გამოიყენება
კბილის ტკივილის, სისხლდენის, ხველების დროს და სხვ.
გველის შხამი snake venom змеиный яд venenum serpentes -
შხამიანი გველების სანერწყვე ჯირკვლების ტოქსიკური
გამონაყოფი. უფერო, მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხეა,
შეიცავს ალბუმინებს, გლობულინებს, ფერმენტებს, მარილებს და
სხვ. მშრალ მდგომარეობაში მისი შენახვა შესაძლებელია
დაახლოებით 23 წლის განმავლობაში. გველის შხამი ფართოდ
გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ, ეპილეფსიის, სტენოკარდიის
შემთხვევებში, აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი
საშუალება სიმსივნეების დროს. შხამიანი გველის კბენისას
ყველაზე უფრო ეფექტური საშუალებაა ორგანიზმში სპეციფიკური
შრატის (ანტიდოტის) შეყვანა.
გიბუსი gibbus гиббус gibbus (ლათ. gibbus კუზი) - გულ-მკერდის
და ზურგის დეფორმაცია (ამობურცვა).
გიგანტიზმი gigantism гигантизм gigantismus (ბერძნ. gigantos
გიგანტი, გოლიათი) - ჰიპოფიზის სომატოტროპული ჰორმონის
სიჭარბით გამოწვეული სინდრომი, რომელიც ვლინდება სხეულის
ნაწილების (მაგ., კიდურების) პროპორციულ, ნორმაზე მეტად
გაზრდაში. ჰიპოფიზური გიგანტიზმის შემთხვევაში მამაკაცის
სიმაღლე 200სმ-ს აღემატება, ხოლო ქალისა - 190სმ-ს. ცნობილია
გიგანტიზმის პარციალური, არაპროპორციული ზრდის ფორმაც.
ამ შემთხვევისთვის დამახასიათებელია სხეულის ცალკეული
ნაწილის, ზოგჯერ კი სხეულის ერთი ნახევრის
არაპროპორციული, ნორმაზე მეტად გაზრდა. იხ. აკრომეგალია.
გიგანტური უჯრედები giant cells гигантские клетки cellulae
gigantea - 3, 4 და მეტი ბირთვისაგან შემდგარი დიდი ზომის
უჯრედები. ზოგიერთ (უფრო ხშირად, ინფექციურ) დაავადებას
ახასიათებს პათოგნომური გიგანტური უჯრედები: შტერნბერგ-
რიდის, ლანგჰანსის, ფინკელდეი-უორტინის და ა.შ. ზოგიერთი
ტიპის გიგანტურ უჯრედს აქვს მხოლოდ ერთი ბირთვი,
სამაგიეროდ - დიდი მოცულობის ციტოპლაზმა. იხ.
პოლიკარიოციტები.
გილიოტინა guillotine гильотина guillotinum - 1.თავის მოკვეთით
სიკვდილის დასჯის მოწყობილობა, რომელიც გამოიგონა ფრანგმა
ექიმმა გილიოტენმა (Guillotin). საფრანგეთში იყენებდნენ
საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში (XVIII საუკუნე). 2.ამჟამად,
ანალოგიურ მოწყობილობას იყენებენ ნუშისებრი ჯირკვლების
ოპერაციული ამოკვეთისას (tonsillotomium).
გინანდრია gynandry ганандрия gynandria (ბერძნ. gyne ქალი, aner
მამაკაცი) - ქალებში მეორეული მამრობითი სასქესო ნიშნების
განვითარება. იგივე მასკულინიზაცია (იხ.).
გინატრეზია gynatresia генатрезия gynatresia (ბერძნ. gyne ქალი, a
უარყ. თავს., tresis ნახვრეტი) - ქალის სასქესო აპარატის რომელიმე
ნაწილის დახშობა, რაც იწვევს მთელი ორგანოს განვლადობის
დარღვევას.
გინგივიტი gingivitis гигивит gingivitis (ლათ. gingiva ღრძილი,
ბერძნ. itis ანთება) - ღრძილების ლორწოვანი გარსის ანთება.
შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბიოლოგიური (ვირუსები,
ბაქტერიები), ასევე მექანიკური (ხშირი ტრავმა) ფაქტორებით. რიგ
შემთხვევებში გინგივიტი ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის
მაჩვენებელია.
გინეკოლოგია gynecology гинекология gynecologia (ბერძნ. gyne
ქალი, logos მოძღვრება) - კლინიკური მედიცინის ნაწილი,
რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის
ანატომიურფიზიოლოგიურ თავისებურებებს, სასქესო
ორგანოების პათოლოგიებს და მათ დიაგნოსტიკას,
პროფილაქტიკას და მკურნალობას.
გინეკომასტია gynecomastia гинекомастия gynecomastia (ბერძნ.
gyne ქალი, mastos ძუძუ) - მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების
გადიდება, რაც გამოწვეულია ან ჰორმონული შემადგენლობის
გ დ დე ც გ წვეულ ულ ე დგე ლ
დარღვევით (ესტროგენების სიჭარბის გამო) ანდა ჰორმონული
თერაპიის გამოყენებით. განასხვავებენ ჭეშმარიტ, ცრუ და
პუბერტულ გინეკომასტიებს.
გინეკოფობია gynecophoby гинекофобия gynecophobia (ბერძნ.
gyne ქალი, phobos შიში) - აკვიატებული შიში ქალისადმი.
ქალთმოძულეობა.
გინოგენეზი gynogenesis гиногенез gynogenesis (ბერძნ. gyne ქალი,
genesis წარმოქმნა) - გამრავლების ან განვითარების
განსაკუთრებული ფორმა, რასაც თან არ ახლავს სასქესო
პროცესისათვის დმახასიათებელი ნიშანი - სასქესო უჯრედების
ბირთვების შერწყმა. ამიტომ გინოგენეზი განიხილება როგორც
ქალწულებრივი გამრავლების ანუ პართენოგენეზის (იხ.)
განსაკუთრებული ფორმა. გინოგენეზის შემთხვევაში
სპერმატოზოიდი მხოლოდ უბიძგებს კვერცხ უჯრედს
განვითარებისაკენ.
გლაუკომა glaucoma глаукома glaucoma (ბერძნ. glaukos
მოცისფრო-მომწვანო) - მხედველობის დაბინდვა. თვალის
დაავადება, რომლის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია
მხედველობის ნერვის გადაგვარება, რაც შეიძლება გამოიწვიოს
თვალისშიდა წნევის მომატებამ. განასხვავებენ პირველად,
მეორად, ელვისებურ, აბსოლუტურ, ჰემორაგიულ, ავთვისებიან,
მწვავე, რეტენციულ, ქრონიკულ, იუვენილურ და სხვა ტიპის
გლაუკომებს.
გლია glia галия glia (ბერძნ. glia წებო) - ნერვული სისტემის
უჯრედები, ნეირონების გარდა. შეიცავს სხვადასხვა უჯრედებს
(მაკროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, ასტროციტებს, ეპენდიმურ
უჯრედებს (ეპენდიმოციტებს) და მიკროგლიას), რომლებიც
ასრულებენ საყრდენ, ტროფიკულ, დამცველობით, სეკრეტორულ
და სხვ. ფუნქციებს. გლიის უჯრედების რაოდენობა დაახლოებით
5-ჯერ აღემატება ნეირონების რაოდენობას. სინ.: ნეიროგლია.
გლიკოგენეზი glycogenesis гликогенез glycogenesis (ბერძნ. glykys
ტკბილი, gennao წარმოვშობ) - უმთავრესად ღვიძლსა და კუნთებში
მიმდინარე ბიოქიმიური რეაქცია, რომლის საშუალებითაც
გლუკოზა გარდაიქმნება გლიკოგენად.
გლიკოგენი glycogen гликоген glycogenum (ბერძნ. glykys
ტკბილი, gennao წარმოვშობ) - პოლისაქარიდი, ცხოველური
ტკ ლ g წ ვ ლ ქ დ ც ველუ
სახამებელი, სამარაგო ნახშირწყალი. ორგანიზმში წარმოიქმნება
მონოსაქარიდ გლუკოზისაგან და მარაგდება ღვიძლსა და
კუნთებში. გლიკოგენი წარმოადგენს ენერგეტიკული ცვლის
ძირითად კომპონენტს.
გლიკოგენოლიზი glycogenolysis гликогенолиз glycogenolysis
(ბერძნ. glykys ტკბილი, gennao წარმოვშობ, lysis დაშლა) -
უმთავრესად ღვიძლსა და კუნთებში მიმდინარე ბიოქიმიური
რეაქცია, რომლის საშუალებითაც გლიკოგენი იხლიჩება (იშლება)
გლუკოზამდე.
გლიკოზურია glycosuria гликозурия glycosuria (ბერძნ. glykys
ტკბილი, uron შარდი) - ორგანიზმიდან ყურძნის შაქრის
(გლუკოზის) გამოყოფა შარდთან ერთად. ძირითადად შაქრიანი
დიაბეტის ნიშანია და ვლინდება იმ შემთხვევაში, როდესაც
პანკრეასი აღარ გამოყოფს ინსულინის საკმარის რაოდენობას. ამის
შედეგად მკვეთრად იზრდება სისხლში შაქრის დონე, რასაც თან
ახლავს გლუკოზის ელიმინაცია შარდთან ერთად.
გლიკოლიზი glycolysis гликолиз glycolysis (ბერძნ. glykys
ტკბილი, lysis დაშლა) - ნახშირწყლების (უმთავრესად, გლუკოზის)
დაშლის პროცესი ანაერობული ფერმენტაციის გზით.
გლიკოლიზის საბოლოო პროდუქტია რძის მჟავა. გლიკოლიზის
პროცესის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია გამოიყენება
უჯრედების ცხოველქმედებისათვის. გლიკოლიზი მჭიდროდაა
დაკავშირებული სუნთქვასთან და დუღილთან.
გლიკოპროტეინი glycoprotein гликопротеин glycoproteinum
(ბერძნ. glykys ტკბილი, protos პირველი) - რთული შენაერთი,
რომლის შემადგენლობაში შედის ცილა და ნახშირწყალი (მაგ.,
გალაქტოზა და მანოზა). გლიკოპროტეინებია ზოგიერთი
ფერმენტი, ჰორმონი და ანტიგენი.
გლიოზი gliosis глиоз gliosis (ბერძნ. glia წებო, osis მდგომარეობა) -
ასტროციტური ნეიროგლიის პროლიფერაცია გლიური ბოჭკოების
ჰიპერპროდუქციით. ჩანაცვლებითი ჰიპერპლაზიაა ნერვული
ქსოვილის და- ღუპვის საპასუხოდ.
გლიომა glioma глиома glioma (ბერძნ. glia წებო, oma სიმსივნე) -
გლიისაგან (იხ.) წარმოქმნილი სიმსივნე. ტერმინს ზოგჯერ
იყენებენ ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების
აღსანიშნავადაც.
ღ ვ დ ც
გლიცერინი glycerin глицерин glycerinum - უმარტივესი
სამატომიანი სპირტი, რომელიც წარმოადგენს ცხიმების და სხვა
ლიპიდების სტრუქტურულ კომპონენტს. ორგანიზმში
წარმოიქმნება როგორც ცხიმების და გლიცეროფოსფოლიპიდების,
ასევე გლუკოზის ანაერობული დაშლისას. წარმოადგენს
ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის შემაკავშირებელ რგოლს.
იყენებენ როგორც კრიოპროტექტორს ცოცხალი სისტემების
ინტაქტური სახით შენახვისათვის დაბალ ტემპერატურებზე.
გლომერულონეფრიტი glomerulonephritis гломерунонефрит
glomerulonephritis (ლათ. glomus გორგალი, ბერძნ. nephros
თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის გლომერულების
(გორგლების) ანთება. ახასიათებს მძიმე კლინიკური
მიმდინარეობა.
გლომუსი glomus гломус glomus (ლათ. glomus ბურთი, გორგალი)
- 1. ნეიროსეკრეტორული უჯრედების გროვა, რომელთაც საერთო
წარმოშობა აქვთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის განგლიებთან.
2.არტერიოლურ-ვენური ანასტომოზი, სისხლძარ ღვოვანი
გორგალი.
გლოსიტი glossitis глоссит glossitis (ბერძნ. glossa ენა, itis ანთება) -
ენის ანთება. ძირითადი მიზეზებია: ანემია, კანდიდოზი,
ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში, ტრავმა და სხვ.
გლოსოლალია glossolalia глоссолалия glossolalia (ბერძნ. glossa ენა,
lalia სიტყვა) - მოვლენა, როდესაც ავადმყოფი წარმოთქვამს უაზრო
სიტყვებს და მათ კომბინაციებს. გვხვდება ზოგიერთი ფსიქიკური
დაავადების შემთხვევაში.
გლუკაგონი glucagon глюкагон glucagonum (ბერძნ. glykys
ტკბილი, ago მიმყავს) - იგივე გლუკაგენი. ინსულინის
ანტაგონისტია. მას გამოყოფს კუჭქვეშა ჯირკვლის ალფა-
უჯრედები. სწრაფად ააქტივებს ფოსფორილაზას, რითაც ხელს
უწყობს გლიკოგენის ინტენსიურ დაშლას და სისხლში შაქრის
კონცენტრაციის ზრდას. ძალზე ეფექტურია დიაბეტური
ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის დროს.
გლუკაგონომა glucagonoma глюкагонома glucagonoma (ბერძნ.
glykys ტკბილი, oma სიმსივნე) - გლუკაგონის მასეკრეტირებული
ინსულოციტებისაგან განვითარებული სიმსივნე, რის შედეგადაც
ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ჰიპოგლიკემია.
დ ე ლე გ უვ დე გლ კე
გლუკოზა glucose глюкоза glucosa (ბერძნ. glykys ტკბილი, osis
მდგომარეობა) - ყურძნის შაქარი (C6H12O6). ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული მონოსაქარიდია ჰექსოზების ჯგუფიდან.
ცოცხალი უჯრედის ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა. შედის
მრავალი ოლიგოსაქარიდის (ლაქტოზა, მალტოზა, საქაროზა),
პოლისაქარიდის (ცელულოზა) და ზოგიერთი გლიკოპროტეიდის
შემადგენლობაში. გლუკოზის კონცენტრაციის რეგულაცია
სისხლში ძირითადად ჰორმონ ინსულინისა და მისი
ანტაგონისტის - გლუკაგონის საშუალებით ხორციელდება.
გნოტობიოლოგია gnotobiology гнотобиология gnotobiologia
(ბერძ. gnotos, ბიოს სიცოცხლე, logos მოძღვრება) -
ექსპერიმენტული ბიოლოგიის, მედიცინის, ვეტერინარიის დარგი,
რომელიც შეისწავლის სტერილური ცხოველების მიღებისა და
გაზრდის საკითხებს. ასეთი ცხოველები საშუალებას იძლევიან
განსაზღვრულ იქნეს მიკრობებისა და მაკროორგანიზმების
ურთიერთობის ფორმები და მექანიზმები.
გონადები gonades гонады gonada (ბერძნ. gone ჩასახვა, aden
ჯირკვალი) - ორგანოები, რომლებშიც წარმოიქმნება სასქესო
უჯრედები (კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები) და სასქესო
ჰორმონები. მამაკაცის გონადებია სათესლეები, ქალისა -
საკვერცხეები.
გონადექტომია gonadectomy гонадэктомия gonadectomia (ბერძნ.
gone ჩასახვა, aden ჯირკვალი, ektome ამოკვეთა) - ქირურგიული
ოპერაცია: გონადების (საკვერცხეების და სათესლეების) ამოკვეთა.
გონადოტროპინი gonadotropin гонадотропин gonadotropinum
(ბერძნ. gone ჩასახვა, aden ჯირკვალი, tropos მობრუნება,
მიმართულება) - ჰიპოფიზის მიერ სინთეზებული და
სეკრეტირებული ერთ-ერთი ჰორმონია. გავლენას ახდენს სათესლე
ჯირკვლებსა და საკვერცხეებზე, რითაც ხელს უწყობს სასქესო
ჰორმონების და შესაბამისად, სპერმატოზოიდების ან
კვერცხუჯრედების წარმოქმნას.
გონის კერა Ghon's focus очаг Гона Ghon focus - Mycobacterium
tuberculosis-ით ფილტვების პირველადი ინფიცირება. ხასიათდება
პირველადი კომპლექსის წარმოქმნით, რომელიც შედგება მცირე
ზომის კერისაგან და პარატრაქეული და ფილტვის ფესვში
არსებული ლიმფური კვანძებისაგან. შემდგომში ადგილი აქვს
ე ულ ლ ფუ კვ ე გ ე დგ დგ ლ ქვ
აღნიშნული კერის კალცინაციას და მის დაფარვას
შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. პირველად აღმოაჩინა
ჩეხმა მეცნიერმა ა. გონმა.
გონიტი gonitis гонит gonitis (ბერძნ. gony მუხლი, itis ანთება) -
მუხლის სახსრის ანთება. ვითარდება ტრავმის ან სახსარში
ინფექციის შეჭრის შედეგად.
გონოკოკები gonococci гоноккоки gonococci (ბერძნ. gonos თესლი,
kokkos მარცვალი) - ყავის მარცვლის ფორმის, წყვილებად
განლაგებული, გრამუარყოფითი, უსპორო, აერობული
ბაქტერიები, რომლებიც ადამიანში იწვევენ ჩირქოვან ანთებებს -
გონორეას და ბლენორეას. აღმოაჩინა გერმანელმა მეცნიერმა ა.
ნეისერმა 1879 წელს.
გონორეა gonorrhea гонорея gonorrhoea (ბერძნ. gonos თესლი, rheo
მოვედინები) - ქართულად: სუსუნატი. gonokok Neisseria
gonorrhoeae-თი გამოვეული ვენერული დაავადება, რომლის
დროსაც ძირითადად ზიანდება შარდ-სასქესო სისტემის
ლორწოვანი გარსი. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში,
დაავადებამ შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს და
გამოიწვიოს უნაყოფობა.
გონოცისტიტი gonocystitis геноцистит gonocystitis (ბერძნ. gonos
თესლი, kystis ბუშტი, itis ანთება) - სათესლე ბუშტუკების ანთება.
გრააფის ბუშტუკი Graafian follicle Граафов пузырек folliculus
Graafi (ჰოლანდიელი ანატომის რ. გრააფის სახელის მიხედვით) -
ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების საკვერცხეებში არსებული
ბუშტისებრი წარმონაქმნები, რომლებშიც მომწიფებული
კვერცხუჯრედებია მოთავსებული. იგივე საკვერცხის ფოლიკული.
გრავიდიტასი pregnancy беременость graviditas (ლათ. gravida
ორსული) - ქართულად: ორსულობა. ძუძუმწოვრებს ახასიათებთ
ორსულობის სხვადასხვა ხანგრძლივობა. ადამიანში ორსულობა
გრძელდება 280- 285 დღე.
გრავიდიტას ექსტრაუტერინა - იხ. საშვილოსნოსგარე
ორსულობა.
გრამის მეთოდი - იხ. მეთოდი გრამის.
გრანულაცია granulation грануляция granulatio (ლათ. granula
პატარა მარცვალი) - ახალგაზრდა, უმწიფარი შემაერთებელი
ქსოვილი, რომელიც ვითარდება ჭრილობების, წყლულების და
სხვ. შემთხვევებში.
გრანულომა granuloma гранулема granuloma (ლათ. granulum
მარცვალი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ანთების კერა, რომელიც
განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის ინტენსიური
პროლიფერაციით. აღინიშნება მაკროფაგების, ზოგჯერ კი
ლიმფოციტების და პლაზმური უჯრედების დაგროვება.
დამახასიათებელია პოლიკარიოციტების წარმოქმნაც. უფრო
ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებების (ტუბერკულოზის,
ათაშანგის, კეთრის, ბრუცელოზის, ტულარემიის,
აქტინომიკოზის), კოლაგენური დაავადებების (მაგ., რევმატიზმის)
დროს და ორგანიზმში უცხო სხეულის მოხვედრის ადგილას. აქვს
მკვრივი კვანძის კონსისტენცია.
გრანულომა პიოგენური pyogenic granuloma гранулема пиогенная
granuloma pyogenis (ლათ. granulum მარცვალი, ბერძნ. oma
სიმსივნე, pyon ჩირქი, gennao წარმოვქმნი) - კანზე
ლოკალიზებული, სწრაფად მზარდი კვანძი. შედგება წვრილი
სისხლძარღვების დიდი რაოდენობისაგან, რის გამოც ხშირია
სისხლდენები. სიმსივნური ტრანსფორმაციის პოტენცია არ
გააჩნია.
გრანულომა საზარდულის granuloma inguinale гранулема паховая
granuloma inguinale pyogenis (ლათ. granulum მარცვალი, ბერძნ. oma
სიმსივნე) - ვენერული დაავადებაა. გამომწვევია ბაქტერია
Calymmatobacterium granulomatis. სასქესო ორგანოებზე და მათ
ირგვლივ წარმოიქმნება დამახასიათებელი მუწუკოვანი
წარმონაქმნები, რომლებიც შემდგომში გარდაიქმნებიან
გრანულომატოზურ დაწყლულებებად. მკურნალობისათვის
იყენებენ ტეტრაციკლინს და სტრეპტომიცინს.
გრანულომატოზი granulomatosis гранулематоз granulomatosis
(ლათ. granulum მარცვალი, ბერძნ. osis მდგომარეობა) -
გრანულომების განვითარება სხვადასხვა ორგანოებში.
გრანულოციტები granulocytes гранулоциты granulocyti (ლათ.
granulum მარცვალი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ლეიკოციტები,
რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს აზუროფილურ და სპეციფიკურ
გრანულებს. გრანულების ზომების და შეფერილობის მიხედვით
გრანულოციტებს ყოფენ ნეიტროფილებად, ეოზინოფილებად და
გ ულ ც ტე ყ ფე ე ტ ფ ლე დ ე ფ ლე დ დ
ბაზოფილებად. გრანულოციტები იცავენ ორგანიზმს
ბაქტერიებისა და ტოქსინებისაგან, მონაწილეობენ იმუნურ
რეაქციებში.
გრაფომანია graphomania графомания graphomania (ბერძნ. grapho
ვწერ, mania სიგიჟე) - წერის ავადმყოფური, დაუოკებელი
სურვილი.
გრაფორეა graphorrhea графорея graphorrhea (ბერძნ. grapho ვწერ,
rheo მოვედინები) - უაზრო, ერთიმეორესთან დაუკავშირებელ
სიტყვათა წერის დაუოკებელი სურვილი. ხშირად გვხვდება
ფსიქიატრიაში.
გრიზეოფულვინი griseofulvine гризеофульвин griseofulvinum -
ობის სოკო Penicillium griseofulvum-ის მიერ პროდუცირებული
ანტიბიოტიკია, რომელიც ფუნგიოსტატიკურად მოქმედებს
Trichophyton-ის, Microsporum-ის და Epidermophyton-ის გვარების
სოკოების მიმართ. არაეფექტურია საფუარისმაგვარი სოკოებისა და
ბაქტერიებისადმი. სოკოს საწინააღმდეგო აქტიურობის მექანიზმი
მდგომარეობს მიკრომილაკების ორგანიზაციის დარღვევაში.
გრიპი grippe грипп influenza (ფრანგ. gripper დაჭერა) - ძლიერ
გადამდები ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა. ხშირად თან
ერთვის გართულებები (ფილტვების ანთება, მენინგოენცეფალიტი
და სხვ.). დაავადება ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა
ჰაერწვეთოვანი გზით. გრიპის ვირუსი მიეკუთვნება
Orthomyxoviridae-ს ოჯახს. რნმ-ს შემცველი ვირუსია, რომლის
სამიზნეა ლორწოვანი გარსები და ეპითელური უჯრედები. გრიპის
ვირუსი ხშირად იცვლის ანტიგენურ თვისებებს (იხ. დრეიფი და
შიფტი), რის გამოც სპეციფიკური იმუნიზაციის გამოყენება
გართულებულია.
გრიპი ფრინველების birds flu птичий грип aves influenza (ფრანგ.
gripper დაჭერა) - წყლის ფრინველები წარმოადგენენ რნმ-ს ახალი
გენების წყაროს. აქედან წარმოიქმნება ადამიანის გრიპის ვირუსის
ახალი შტამები. იმ შემთხვევაში, თუკი ფრინველის და ადამიანის
A გრიპის ვირუსები ერთდროულად დააინფიცირებენ
რესპირატორული ტრაქტის ერთი და იგივე უჯრედს, ადგილი
შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ რეკომბინაციას, ანუ
რეკომბინანტური გრიპის ვირუსის წარმოქმნას. ამ ვირუსის
შუალედური მასპინძელია ღორი, რომლის უჯრედები შეიცავს
უ ლედუ ელ ღ ლ უჯ ედე ე ც ვ
როგორც ადამიანის, ასევე ფრინველების გრიპის ვირუსის
რეცეპტორებს (იხ. ვირუსი ღორების გრიპის). 1997 წელს გრიპის
ვირუსის ახალმა შტამმა (H5N1), რომელიც ადრე გავრცელებული
იყო ქათმებში, გადალახა სახეობრივი ბარიერი და გამოიწვია
ადამიანის დაავადება. ჯანმო-ს 2007 წლის მონაცემებით, აზიის
ქვეყნებში დაფიქსირებულ იქნა H5N1- ის 112 სეროლოგიურად
დამტკიცებული შემთხვევა, რომელთაგან 57 ადამიანის დაიღუპა.
გრიპი ღორების piggs flu свиной грипп influenza suis (ფრანგ.
gripper დაჭერა) - პირველად დარეგისტრირდა 2009 წელს
მექსიკაში, შემდეგში კი მიიღო პანდემიის ხასიათი. ლეტალობა
უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი, სეზონური გრიპის დროს.
ვირუსი (H1N1) რეკომბინანტურია: შედგება ფრინველების გრიპის
და ადამიანის გრიპის ვირუსების გენომებისაგან.
გრძნობათა ორგანოები sense organs органы чувств organa sensuum
- სპეციალიზებული სტრუქტურები, რომლებიც ორგანიზმის მიერ
სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმას უზრუნველყოფენ.
გრძნობათა ორგანოებია: მხედველობა, სმენა-წონასწორობა,
ყნოსვა, გემოვნება და შეხება. იხ. სენსორული ორგანოები.
გუგა pupil зрачок pupilus - ადამიანის თვალის ფერადი გარსის
ცენტრში არსებული მრგვალი ფორმის ნახვრეტი, საიდანაც
სინათლე ხვდება თვალის ბროლზე.
გული heart сердце cor (ბერძნ. kardia გული) - ადამიანისა და
ცხოველების სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანო.
უზრუნველყოფს სისხლის გადატუმბვას არტერიებში და მის
მოძრაობას სისხლძარღვებში. გული შედგება მარცხენა და
მარჯვენა წინაგულებისა და პარკუჭებისაგან. მარჯვენა
პარკუჭიდან სისხლი ფილტვის არტერიის მეშვეობით გადადის
ფილტვში (სისხლის მიმოქცევის მცირე წრე). ჟანგბადით
გამდიდრებული სისხლი შემდეგში ფილტვის ვენებით ბრუნდება
მარცხენა წინაგულში, იქიდან კი მარცხენა პარკუჭში. აქედან
სისხლი გადადის აორტაში, შემდეგ კი მთელ ორგანიზმში
(სისხლის მიმოქცევის დიდი წრე). გული მიჩნეულია აგრეთვე
როგორც ინტელექტის და ემოციების მტარებელი ორგანო.
გულის ინდექსი heart index индекс сердца cor index (ლათ. index
მაჩვენებელი) - გულის წონისა და მოცულობის შეფარდება
სხეულის წონასა და მოცულობასთან.
ეულ წ დ ცულ
გულის ციკლი heart cycle сердечный цикл wbrk core cycle (ბერძნ.
kiklos წრე) - გულის შეკუმშვისა და მოდუნების პერიოდი. შედგება
სისტოლისაგან (წინაგულებისა და პარკუჭების თანმიმდევრული
შეკუმშვა), დიასტოლისაგან (მათი თანმიმდევრული მოდუნება)
და პაუზისაგან (წინაგულებისა და პარკუჭების ერთდროული
მოდუნება). გულის ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 0,8 წამს
შეადგენს.
გულმკერდი - იხ. თორაქსი.
გულყვითელა calendula ноготки Calendula offi cinalis L. - იგივე
კალენდულა. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის
ზეთს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, კაროტინს,
მთრიმლავ ნივთიერებებს და ა.შ. იყენებენ როგორც ანთების
საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელ საშუალებას,
გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე,
აქვეითებს არტერიულ წნევას და სხვ.
გუმა gumma гумма gumma (ბერძნ. kommi) - იგივე სიფილომა.
ინფექციური გრანულომა, რომელიც გვხვდება სხვადასხვა
ქსოვილებსა და ორგანოებში სიფილისით დაავადების მესამე
პერიოდში. შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთეული სახით ან
დიფუზურად.
სამედიცინო ლექსიკონი


დაკრიოადენიტი dacryoadenit дакриоаденит dacryoadenitis
(ბერძნ. dakryon ცრემლი, aden ჯირკვალი, itis ანთება) - საცრემლე
ჯირკვლის ანთება.
დაკრიოლითიაზი dacryolithiasis дакриолитиаз dacryolithiasis
(ბერძნ. dakryon ცრემლი, lithos ქვა, კენჭი) - საცრემლე აპარატის
კონკრემენტები.
დაკრიომა dacryoma дакриома dacryoma (ბერძნ. dakryon ცრემლი,
oma სიმსივნე) - 1. საცრემლე აპარატის სიმსივნე. 2. საცრემლე
გზების დახშობის შედეგად წარმოქმნილი კისტა.
დაკრიოპსი dacryops дакрионс dacryopsus (ბერძნ. dakryon
ცრემლი, ops თვალი) - 1. ცრემლის დიდი რაოდენობით წარმოქმნა.
2. საცრემლე ჯირკვლის გამომყოფი სადინრის კისტა.
დაკრიორეა dacryorrhea дакриорея dacryorrhea (ბერძნ. dakryon
ცრემლი, rheo მოვედინები) - გაძლიერებული ცრემლდენა.
დაკრიოსტენოზი dacryostenosis дакриостеноз dacryostenosis
(ბერძნ.dakryon ცრემლი, stenosis შევიწროება) - საცრემლე
სადინრის შევიწროება.
დაკრიოცისტექტომია dacryocystectomy дакриоцистектомиа
dacryocystectomia (ბერძნ. dakryon ცრემლი, kystis ბუშტი, ektomia
ამოკვეთა) - საცრემლე პარკის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია.
დაკრიოცისტიტი dacryocystitis дакриоцистит dacryocystitis
(ბერძნ. dakryon ცრემლი, ლათ. cystis ბუშტი, ბერძნ. იტის ანთება) -
საცრემლე პარკის ჩირქოვანი ანთება. ჩვეულებრივ, ვითარდება
ცხვირ-ცრემლის სადინრის (ductus nasolacrimalis) დახშობის გამო.
ლორწოვანი საცობი უნდა მოშორდეს ე.წ. ზონდირების გზით,
ადგილობრივი გაუტკივარებით.
დაკრიოცისტოგრაფია dacryocystography дакриоцитография
dacryocystographia (ბერძნ. dakryon ცრემლი, kystis ბუშტი, grapho
წერა, გამოსახვა) - ცრემლგამომყოფი გზების რენტგენოგრაფია
კონტრასტული ნივთიერების საშუალებით.
დალტონიზმი daltonism дальтонизм daltonismus - მხედველობის
დეფექტი: ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისაგან ზოგიერთ ფერს,
მეტწილად მწვანესა და წითელს. სახელი ეწოდა ინგლისელი
ფიზიკოსის დალტონის (1776-1844) გვარის მიხედვით. მან
პირველმა აღწერა მხედველობის ეს დეფექტი. დალტონიზმი
სქესთან შეჭიდული დაავადებაა.
დამაკონსერვებელი საკვები ნიადაგი conserved nutritious media
консервирующая питательная среда media nutritio conserva -
თრგუნავს საპროფიტების ზრდა-განვითარებას და ხელს უწყობს
პათოგენების ცხოველქმედებას. ამ მიზნით ხშირად იყენებენ
გლიცერინის კონსერვანტს LiGl2-თან, ნატრიუმის ციტრატის და
ნატრიუმის დეზოქსიქოლატის ხსნარს (ბენგსანგელიოტის
ნიადაგი).
დამბლა paralysis раралич paralysis (ბერძნ. paralysis დასუსტება) -
კუნთური ძალის დაკარგვით გამოწვეული ნებითი მოძრაობების
უუნარობა ნერვული სისტემის დაზიანების გამო. დამბლა
დამოკიდებულია დაავადების მიზეზზე და მის კავშირზე თავის
და ზურგის ტვინის სხვადასხვა განყოფილებებთან, პერიფერიულ
ნერვებთან ან კუნთებთან. განსხვავდება პარეზისაგან (იხ.).
დამწვრობა burn ожог combustio -იხ. კომბუსტია.
დარიშხანი arsenic мышьяк arsenicum - შხამიანი ქიმიური
ელემენტია, რუხი ფერის მეტალი (As). დარიშხანით მოწამვლა
ადამიანში იწვევს გულისრევის შეგრძნებას, პირღებინებას,
ფაღარათს, კუნთების სპაზმებს, კრუნჩხვებს და განსაკუთრებით
მძიმე შემთხვევაში, კომას (იხ.). დარიშხანის ანტიდოტია
დიმერკაპროლი. პ.ერლიხი (ჰუმორული იმუნიტეტის
ფუძემდებელი) დარიშხანს იყენებდა სიფილისის და პარაზიტული
დაავადებების სამკურნალოდ (სალვარსანი 606-ის და
ნეოსალვარსანი 914-ის შემადგენლობაში).
დარსონვალიზაცია darsonvalisation дарсонвализация
darsonvalisatio (ფრანგი ფიზიოლოგის, დ'არსონვალის სახელის
მიხედვით) - სამკურნალო მიზნით მაღალი ძაბვის და მაღალი
სიხშირის იმპულსური დენის გამო ყენება.
დაუმთავრებელი ფაგოციტოზი imperfect phagocytosis
незавершенный фагоцитоз phagocytosis nonperfecti - ფაგოციტსა და
შთანთქმულ მიკროორგანიზმს შორის პარიტეტული
ურთიერთობა. მდგომარეობა, როდესაც ფაგოციტი ვერ ინელებს
მიკროორგანიზმს და ეს უკანასკნელი ინარჩუნებს
სიცოცხლისუნარიანობას.
ც ც ლ უ
დაქტილოსკოპია dactiloscopy дактилоскопия dactiloscopia (ბერძნ.
daktylos თითი, skopeo ვუყურებ) - მეთოდი, რომელიც შეისწავლის
ხელის თითების ბალიშების კანის ნახაზის მორფოლოგიურ
თავისებურებებს. ყოველი ადამიანის კანის ნახაზი
განუმეორებელია, რის გამოც აღნიშნული მეთოდი გამოიყენება
კრიმინალისტიკაში პიროვნების იდენტიფიკაციისათვის (იხ.
დერმატოგლიფიკა).
დაღლილობა fatigue усталость (утомляемость) fatigatio -
ფიზიკური ან გონებრივი მდგომარეობა, რაც ვითარდება
ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შედეგად. კუნთური
დაღლილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს კუნთებში
მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვებასთან, რომლებიც
მიმოცვლითი რეაქციების პროცესში წარმოქმნისას, ვერ ასწრებენ
ორგანიზმიდან გამოსვლას ვენურ სისხლთან ერთად. არასწორმა
და არასაკმარისმა კვებამ ანდა ამა თუ იმ ავადმყოფობამ შეიძლება
დაღლილობის პროვოცირება გამოიწვიოს.
დებილი debil дебил debilis (ლათ. debilis სუსტი) - პიროვნება,
რომელსაც ახასიათებს თანდაყოლილი ფსიქიკური, გონებრივი
განუვითარებლობა. დებილიზმი ოლიგოფრენიის (იხ.) შედარებით
მსუბუქი ფორმაა.
დეგაზაცია degasation дегазация de gasatio (ლათ. de გამოყოფა,
გამოცალკევება, ფრანგ. gaz გაზი, აირი) - 1. მომწამლავ
ნივთიერებათა მოცილება ტანსაცმლის, სურსათის, იარაღისა და
საბრძოლო ტექნიკისაგან, აგრეთვე მოწამლული ადგილის
გაწმენდაგაუსნებოვნება. 2. წყლიდან აირების გამოყოფის პროცესი.
დეგენერატი degenerate дегенерат degeneratus (ლათ.degeneratus
გადაგვარება) - ადამიანი, რომელსაც ფიზიკური ან გონებრივი
გადაგვარების, დეგენერაციის ნიშნები აქვს.
დეგენერაცია degeneration дегенерация degeneratio (ლათ.
degenero გადავგვარდები) - ქსოვილის ან ორგანოს (მაგ., საყრდენ-
მამოძრავებელი სისტემის) სტრუქტურული ან ქიმიური
შედგენილობის ცვლილება, რომლის დროსაც ქვეითდება მათი
სიცოცხლისუნარიანობა ან უარესდება მათი ფუნქციონირება.
დეგრადაცია degradation деградация degradatio (ლათ. de
გამოყოფა, გამოცალკევება, gradus საფეხური) - რაიმე თვისების
თანდათანობითი გაუარესება (მაგ., ფსიქიკური დეგრადაცია).
დ გ უ ე ე გ ფ ქ კუ დეგ დ ც
დევასტაცია devastation девастация devastatio (ლათ. devasto
ვანადგურებ) - პარაზიტული და ინფექციური დაავადებების და
მათი გამომწვევების სრული ლიკვიდაციისათვის გამიზნული
ღონისძიებათა კომპლექსი.
დეზაგრეგაცია desagregation дезагрегация desagregatio (ფრანგ. des
მოსპობა, მოშორება, aggrego შეერთება, მიერთება) -
მრავალუჯრედიანი სტრუქტურის, აგრეგატის დაშლა შემადგენელ
ნაწილებად.
დეზაქტივაცია desactivation дезалтивация desactivatio (ფრანგ.des
მოსპობა, მოშორება, ლათ. activus მოქმედი) - სხვადასხვა ობიექტის
ზედაპირიდან რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორების
პროცესი.
დეზინსექცია desinsection дезинсекция desinsectio (ფრანგ. des
მოსპობა, მოშორება, ლათ. insecta მწერი) - ფეხსახსრიანებთან
ბრძოლის მეთოდი და ღონისძიება. განასხვავებენ სამედიცინო,
ვეტერინარულ და სასოფლოსამეურნეო დეზინსექციას.
დეზინტეგრაცია desintegration дезинтеграция desintegratio
(ფრანგ. des მოსპობა, მოშორება, ლათ. integratio აღდგენა,
შეერთება) - რაიმე ნივთიერების, ბაქტერიის ან ვირუსის დაშლა
შემადგენელ ნაწილებად (მაგ., ვირუსის დაშლა უჯრედში
შეჭრისას ნუკლეინის მჟავად და ცილად).
დეზინტოქსიკაცია desintoxication дезинтоксикация desintoxicatio
(ფრანგ. des მოსპობა, მოშორება, in ში, ბერძნ. toxikon შხამი) -
ორგანიზმში შხამიან ნივთიერებათა გაუვნებლობის პროცესი.
დეზინფექტანტები desinfectants дезинфектанты desinfectanti
(ფრანგ. des მოსპობა, მოშორება, ლათ. infectio დასენიანება) -
პათოგენური მიკროორგანიზმების გასანადგურებლად
განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებები.
დეზინფექცია desinfection дезинфекция desinfectio (ფრანგ. des
მოსპობა, მოშორება, ლათ. infectio დასენიანება) - გარემოში
პათოგენური მიკროორგანიზმების მოსასპობად მიმართული
ღონისძიებათა კომპლექსი.
დეზოდორაცია desodoration дезодорация desodoratio (ფრანგ. с
უარყოფა, მოსპობა, ლათ. odoratio სუნი) - მიკროორგანიზმების
მოქმედებით გამოწვეული ორგანული ნივთიერებების
(ექსკრემენტების, საკვები პროდუქტების, გვამის და სხვ.) ლპობის
ექ კ ე ე ტე კვე დუქტე გვ დ ვ ლ
შედეგად წარმოქმნილი მყრალი აირების ხელოვნური მოსპობა.
დეზოდორაცია განსხვავდება მყრალი სუნის სხვადასხვა
საშუალებებით შენიღბვისაგან.
დეზორიენტაცია desorientation дезориентасия desorientatio
(ფრანგ. des მოსპობა, მოშორება, ფრანგ. orientation ორიენტაცია) -
ორიენტაციის (გარემოში გარკვევის უნარის) დაკარგვა სივრცეში,
დროში ან საკუთარ პიროვნებაში. ასეთი მდგომარეობა შეიძლება
ჩამოყალიბდეს ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების მიღებისას,
ძლიერი მღელვარების შედეგად ანდა რომელიმე ორგანული
დაავადების მიზეზით.
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) deoxyribonucleic acid
(DNA) дезолсирибонуклеиновая кислота (ДНК)
desoxyribonucleinicum acidum (DNA) - ნუკლეინის მჟავების ერთ-
ერთი ტიპი, რომელსაც უნივერსალური გავრცელება აქვს ცოცხალ
სამყაროში. შედგება ნუკლეოტიდებისაგან, რომელთა
შემადგენლობაში შედის აზოტოვანი ფუძეები: ადენინი, გუანინი,
ციტოზინი და ურაცილი, ნახშირწყალი დეზოქსირიბოზა, აგრეთვე
ფოსფორის მჟავას ნაშთი. დნმ თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს
გენეტიკური ინფორმაციის შენახვასა და რეალიზაციაში. დნმ-ს
სტრუქტურა, მისი შენების სპეციფიკა პირველად, 1953 წელს
დაადგინეს ფ.კრიკმა და ჯ.უოტსონმა.
დეიტერანოპია deuteranopia дейтеранопия deuteranopia (ბერძნ.
deuteros მეორე, შემდგომი, ops თვალი) - თანდაყოლილი სიბრმავე
მწვანე ფერისადმი (დალტონიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა).
დეიტერომიცეტები deiteromycetes дейтеромицеты deiteromycetus
(ბერძნ. deuteros მეორე, შემდგომი, mykes სოკო) - ქართულად:
უსრული სოკოები, ანამორფული სოკოები და ა.შ. საფუარების
ერთ-ერთი კლასი მრავლდებიან მხოლოდ უსქესო გზით,
სახელდობრ, უსქესო სპორების, კონიდიების ფორმირების
შედეგად. დეიტერომიცეტებს ეკუთვნის უსრული საფუარები
(საფუარისმაგვარი სოკოები) - მაგ., Candida-ს გვარის ზოგიერთი
სოკო, რომლებიც აზიანებენ კანს, ლორწოვან გარსებს და შინაგან
ორგანოებს (კანდიდოზი). იყოფიან დაკვირტვით, წარმოქმნიან
ძეწკვისნაირ ფსევდოჰიფებს (ფსევდომიცელიუმს).
დეკალცინაცია decalcination декальцинация decalcinatio (ლათ.de
გამოყოფა, გამოცალკევება, calx კირი) - პათოლოგიური პროცესის
გ ყ ფ გ ც ლკევე კ ლ გ უ ცე
შედეგად კალციუმის მარილების გამოდევნა ორგანიზმიდან (მაგ.,
ძვლებიდან).
დეკანულაცია decanulation деканюляция decanulatio (ლათ. de
გამოყოფა, გამოცალკევება, canula მილი) - კანულის (იხ.), მილის
ამოღება, მოცილება. ამა თუ იმ კანულისაგან ავადმყოფის
გათავისუფლება.
დეკაფსულაცია decapsulation декапсуляция decapsulatio (ლათ.de
გამოყოფა, გამოცალკევება, capsula კაფსულა) - რომელიმე ორგანოს
(მაგ., თირკმლის) კაფსულის ოპერაციული ამოკვეთა, მოცილება.
დეკომპენსაცია decompensation декомпенсация decompensatio
(ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, compensatio გამოსწორება) -
პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ერთი ან
ერთდროულად რამოდენიმე ორგანოს ნორმალური
ფუნქციონირების დარღვევის შედეგად (მაგ., გულის
დეკომპენსაცია).
დეკომპრესია decompression декомпрессия decompressio (ლათ. de
გამოყოფა, გამოცალკევება, compressio შეკუმშვა) - ავადმყოფური
მდგომარეობა, რომლის დროსაც ქსოვილებში, ლიმფასა და
სისხლში წარმოიქმნება თავისუფალი აიროვანი ბუშტუკები, რაც
გამოწვეულია ჰაერის წნევის მკვეთრი დაქვეითებით. უფრო
ხშირად ემართებათ კესონური (იხ. ავადმყოფობა კესონური)
სამუშაოების შესრულების დროს და ა.შ.
დეკონტამინაცია decontamination дконтаминасия decontaminatio
(ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, contaminatio ჩირქის მოცხება)
- ნიადაგის, ტანსაცმლის ან სხვა ობიექტების გაუსნებოვნება
ანტისეპტიკური და ასეპტიკური მეთოდების საშუალებით.
დეკორტიკაცია decortication декортикация decorticatio (ლათ. de
უარყ. თავს., cortex ქერქი) - 1.კაფსულაში მოთავსებული ორგანოს
ქერქის ან გარეთა შრის (მაგ., თავის ტვინის ქერქის) ოპერაციული
მოცილება. 2. სისხლჩაქცევის ან ნაწიბურის მოცილება
ოპერაციული ჩარევის გზით.
დელეცია deletion делеция deletio (ლათ. deletio უკმარისობა) -
ქრომოსომების სტრუქტურული აბერაციის ერთ-ერთი ფორმა,
როდესაც ქრომოსომას აკლია ერთ-ერთი შუა სეგმენტი.
ქრომოსომის ბოლო სეგმენტის დაკარგვას დეფიშენსი ეწოდება.
დელირიუმი delirium делирий delirium (ლათ. delirium სიგიჟე) -
ფსიქიკის მწვავე მოშლა, რაც ვითარდება თავის ტვინის ორგანული
დაავადების გამო. თან სდევს ილუზიები, დეზორიენტაცია,
ჰალუცინაციები ან ზედმეტი აგზნებადობა. არც თუ იშვიათად ამ
მდგომარეობის უშუალო მიზეზია ნივ- თიერებათა ცვლის
დარღვევები, ინტოქსიკაციები, ინფექციური დაავადებები (მაგ.,
შიდსი) და სხვ.
დელირიუმ ტრემენსი delirium tremens делириум треьенс (белая
горячка) delirium tremens (ლათ. delirium სიგიჟე, tremo ვკანკალებ) -
ალკოჰოლური ფსიქოზის სახე, „თეთრი ცხელება”, რომელიც
უვითარდებათ ქრონიკულ ალკოჰოლიკებს. ახასიათებს
მხედველობითი ხასიათის ჰალუცინაციები, სხეულის კანკალი და
სხვ.
დემარკაცია demarcation демаркация demarcatio (ფრანგ.
demarcation გამიჯვნა) - ქსოვილის ნეკროზული ნაწილის
განცალკევება ჯანსაღისაგან.
დემენცია demention деменция dementio (ლათ. de გამოყოფა,
გამოცალკევება, mens ჭკუა, გონება) - თავის ტვინის დაავადების
შედეგად განვითარებული პათოლოგია, რომელიც ხასიათდება
ჭკუასუსტობით და მეხსიერების დაკარგვით. ცნობილია
მოკრივეების დემენცია, რაც ხასიათდება პროგრესირებადი
დემენციით, მაჯების ტრემორით და ეპილეფსიით.
დემიელინიზაცია demyelination демиелинизация demyelinatio
(ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, ბერძნ. myelos ძვლის ტვინი) -
დაავადება, რომელიც გამოწვეულია ცენტრა ლური ან
პერიფერიული ნერვული სისტემის ნერვულ ბოჭკოებზე
ლოკალიზებული მიელინის დაშლის გამო. დემიელინიზაცია
შეიძლება იყოს პირველადი (მაგ., გაფანტული სკლეროზისას) ანდა
განვითარდეს თავის ქალას ტრავმის შემდგომ.
დემონომანია demonomania демономания demonomania (ბერძნ.
daimon ავი სული, mania სიგიჟე) - შეშლილობა
გაუკუღმართებული რელიგიური წარმოდგენებით.
დემპინგ-სინდრომი dumping-syndome демринг - синдром
dumping-syndomum (ინგლ. dumping გადმოვარდნა, გადმოყრა
sindrome თავმოყრა) - კლინიკური, რენტგენოლოგიური და
ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობა, რაც ვლინდება
ლ ტ ულ ცე ე ე ლ ც ვლ დე
კუჭის რეზექციის შემდეგ. აღნიშნული სინდრომის განვითარებას
ადგილი აქვს კუჭის ტაკვიდან წვრილ ნაწლავში კუჭის
შემცველობის სწრაფი გადაადგილების გამო.
დენატურაცია denaturation денатурация denaturatio (ლათ. de
გამოყოფა, გამოცალკევება, nature ბუნება) - ცილების, ნუკლეინის
მჟავების და სხვა ბიოპოლიმერების ბუნებრივი სტრუქტურის,
კონფიგურაციის რღვევა ქიმიური ზემოქმედების, მაღალი
ტემპერატურების და სხვ. შემთხვევებში. ამ დროს აღინიშნება
ბიოპოლიმერების არაკოვალენტური, სუსტი ბმების გაწყვეტა, რის
შედეგადაც ადგილი აქვს ნივთიერებების ბიოლოგიური
აქტივობის დაქვეითებას ან დაკარგვას. დენგეს ცხელება - იხ.
ცხელება დენგეს.
დენდრიტი dendrite дендрит dendritum (ბერძნ. dendron ხე) -
ნერვული უჯრედის (ნეირონის) მოკლე ციტოპლაზმური,
დატოტვილი მორჩი, რომელიც აგზნებას ატარებს ნეირონისაკენ.
დენდრიტული უჯრედები dendritic cells дендритические клетки
cellulae dendritis (ბერძნ. dendron ხე) - ძვლის ტვინის მორჩებიანი
უჯრედები, რომლებიც ლოკალიზებულნი არიან ლიმფოიდურ
ორგანოებსა და ბარიერულ ქსოვილებშიც. ზედაპირზე აქვთ II
კლასის მთავარი ჰისტოშეთავსების კომპლექსი და
თანამასტიმულირებელი ფაქტორები. ენდოციტოზის საშუალებით
შეუძლიათ შთანთქან, გადაამუშაონ (პროცესინგი) და წარუდგინონ
ანტიგენი T-ჰელპერებს (პრეზენტაცია). ყველაზე უფრო აქტიური
ანტიგენ-პრეზენტირებადი უჯრედებია.
დენტინი dentine дентин dentinum (ლათ. dens კბილი) - კბილის
უმეტესი ნაწილის შემადგენელი მკვრივი ქსოვილი. კბილის
გვირგვინის დენტინი დაფარულია მინანქრით, ხოლო ფესვთან -
კბილის ცემენტით. ღია დენტინი უაღრესად მგრძნობიარეა
შეხებისადმი, სითბოსა და სიცივის ზემოქმედებისადმი.
დენტოლითიაზი dentolithiasis денто-литиаз dentolithiasis
(ლათ.dens კბილი, ბერძნ. lithos ქვა, კენჭი) - ქართულად: კბილის
ქვა. კიროვანი ნალექი კბილებზე.
დეონტოლოგია deontology деонтология deontologia (ბერძნ. deon
აუცილებელი, logos მოძღვრება) - ექიმის პროფესიული ქცევისა და
ეთიკის ნორმების ერთობლიობა. დეონტოლოგია მოიცავს საექიმო
საიდუმლოების დაცვის პრობლემას და სხვა მნიშვნელოვან
დუ ლ ე დ ცვ ლე დ ვ ვ ელ ვ
საკითხებს. დეონტოლოგიის თანახმად, მედიკოსმა ავადმყოფის
მიმართ უნდა გამოავლინოს ყურადღების მაქსიმუმი.
დეპერსონალიზაცია depersonalization деперсонализация
depersonalisatio (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, persona
პიროვნება) - ფსიქიკური მოქმედების დარღვევა, რომლის დროსაც
პიროვნება კარგავს საკუთარი „მე”-ს აღქმის უნარს. როგორც
სხეული, ასევე განცდები აღიქმება უცხოდ, სხვისად.
დეპერსონალიზაციას ხშირად თან ერთვის დეპრესიული
მდგომარეობა.
დეპილაცია depilation депилация depilatio (ლათ. depilo თმას
მოვაცილებ) - თმის მოცილება, მოგლეჯა სამკურნალო ან
კოსმეტიკური მიზნით.
დეპო depot депо depotum (ფრანგ. depot საწყობი) - ორგანოები
(ელენთა, ღვიძლი, კანი), რომლებშიც შესაძლებელია სამარაგოდ
იქნეს გადანახული საერთო ცირკულაციიდან გამოსული სისხლის
მნიშვნელოვანი რაოდენობა. დეპოებიდან სისხლი მიმოქცევაში
ბრუნდება ინტენსიური ფიზიკური მუშაობისას, ჟანგბადის
უკმარისობისას და ა.შ.
დეპრესანტი depressant депрессант depressantum (ლათ. depressio
დათრგუნვა, დაჩაგვრა) - ნივთიერება, რომელიც აქვეითებს
სხეულის ნებისმიერი სისტემის ნორმალურ აქტივობას ან
მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირებას. ასეთ სამკურნალო
ნივთიერებებს მიეკუთვნებიან ანესთეტიკები, ბარბიტურატები,
ალკოჰოლი და ოპიატები, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალური
ნერვული და სასუთქი სისტემის ფუნქციებს.
დეპრესია depression депрессия depressio (ლათ. depressio
დათრგუნვა, დაჩაგვრა) - აფექტური სინდრომია, რომელიც
ხასიათდება სამი ძირითადი სიმპტომით (ე.წ. დეპრესიული
ტრიადით): უგუნებობით, აზროვნების და მოძრაობის შენელებით.
დეპრესია ვითარდება თითქმის ყველა ფსიქიკური დაავადების
დროს. შდრ. მელანქოლიას.
დერატიზაცია deratisation дератизация deratisatio (ლათ. de
გამოყოფა, გამოცალკევება, rattus ვირთაგვა) - ღონისძიებათა
კომპლექსი, რომლის დროსაც ხორციელდება მავნე მღრღნელების
განადგურება სპეციალური საშუალებებით (ხაფანგებით, შხამებით
და სხვ.).
დ ვ
დერმა derma дерма derma (ბერძნ. derma კანი) - ადამიანისა და
ხერხემლიანი ცხოველების კანის შემაერთებელქსოვილოვანი
ნაწილი, რომელიც განლაგებულია ეპიდერმისის (იხ.) ქვეშ.
დერმალგია dermalgia дермальгия dermalgia (ბერძნ. derma კანი,
algos ტკივილი) - კანის ტკივილი.
დერმატიტი dermatitis дерматит dermatitis (ბერძნ. derma კანი, itis
ანთება) - კანის ანთებითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია
სხვადასხვა აგენტების უშუალო ზემოქმედებით.
დერმატოგლიფიკა dermatoglyphics дерматоглифика
dermatoglyphica (ბერძნ. derma კანი, glypho ამოვჭრი, ამოვღარავ) -
დარგი, რომელიც შეისწავლის თითის ბალიშებზე, ასევე ხელისა
და ფეხის გულებზე განვითარებულ ეპიდერმისის წანაზარდებს -
პაპილარულ ხაზებს. აღნიშნული სპეციფიკური ხაზები
დეტერმინირებულია და ინდივიდუალურ ნიშანს წარმოადგენს.
1892 წელს ფ.გალტონმა (ევგენიკის ფუძემდებელმა) მოახდინა ამ
მოხაზულობის შესწავლა და გამოიყენა იგი პიროვნების
იდენტიფიკაციისათვის.
დერმატოზები dermatoses дерматозы dermatosis (ბერძნ. derma
კანი, osis მდგომარეობა) - ქართულად: კანის დაავადებები. კანისა
და მისი დანამატების (თმის, ფრჩხილების და სხვ.) საერთო
სახელწოდება. განასხვავებენ ალერგიულ, ისტერიულ,
ჰემორაგიულ-პიგმენტურ, პარაზიტულ, პროფესიულ, სენილურ,
ტროპიკულ და სხვ. ტიპის დერმატოზებს.
დერმატომიკოზები dermatomycoses дерматомикозы
dermatomycosis (ბერძნ. derma კანი, myces სოკო, ოსის
მდგომარეობა) - კანის სოკოვანი დაავადებების საერთო
სახელწოდება.
დერმატომიკოზი საზარდულის tinea cruris дерматомикоз
поховый tinea cruris (ბერძნ. derma კანი, myces სოკო, osis
მდგომარეობა) - კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვი- თარდება
ძირითადად საზარდულის მიდამოში (ზოგჯერ შეიძლება
გავრცელდეს ბარძაყის და დუნდულა კუნთის კანზეც). უმთავრესი
გამომწვევებია: Trichophyton rubrum, T.interdigitale da
Epidermophyton fl occosum.
დერმოიდი dermoid дермоид dermoidum (ბერძნ. derma კანი, eides
მსგავსი) - კისტური წარმონაქმნი, რომელიც შეიცავს ცხიმისებრ
გ ვ კ ტუ წ ქ ელ ც ე ც ვ ც ე
ნივთიერებებს და თმას.
დესენსიბილიზაცია desensibilisation десенсибилизация
desensibilisatio (ლათ. de გამოყოფა, გამოცალკევება, sensibilis
მგრძნობიარე) - ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის,
სენსიბილიზაციის (იხ.) დაქვეითება ან გაქრობა მისთვის უცხო,
უმეტესად ცილოვანი ბუნების ნივთიერების განმეორებითი
შეყვანისას. დესენსიბილიზაციის უნარი აქვს გოგირდის
პრეპარატებს, ალოეს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს და სხვ.
დესკვამაცია desquamation десквамасия desquamatio (ფრანგ. des
მოსპობა, მოშორება, ლათ. squama ქერცლი) - კანის აქერცვლა.
უჯრედების აქერცვლა კანის ზედაპირიდან და ლორწოვანი
გარსიდან. ამ ტერმინს იყენებენ ქსოვილოვან კულტურაში
უჯრედების მინიდან ჩამოფცქვნის აღსანიშნავადაც.
დესმოიდი desmoid десмоид desmoidum (ბერძნ. desmos კავშირი) -
მკვრივი კონსისტენციის ფიბრომა (იხ.).
დესმოსომები desmosomes десмосомы desmosomatis (ბერძნ.
desmos კავშირი, soma სხეული) - უჯრედებს შორის სპეციალური
საკონტაქტო უბნები. დესმოსომები უფრო ხშირადაა
გავრცელებული ეპითელურ ქსოვილში. კონტაქტირებადი
უჯრედების პლაზმურ მემბრანებს შორის წარმოქმნილია მკვრივი
ფირფიტა, რომელიც კარგად ჩანს ელექტრონულ მიკროსკოპში.
დესმურგია desmurgy десмургия desmurgia (ბერძნ. desmos
კავშირი, ergon მუშაობა, საქმე) - სწავლება ნახვევების დადების
წესების შესახებ სხვადასხვა დაზიანებებისა და დაავადებების
შემთხვევაში. პრაქტიკული ქირურგიის ნაწილია.
დესტრუქცია destruction деструция destructio (ლათ. destructio
დარღვევა, დანგრევა) - ქსოვილის ნორმალური ანატომიური
სტრუქტურის დარღვევა, დაშლა. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ
უჯრედების დეგენერაციული ცვლილებების აღსანიშნავადაც.
დეტერგენტი detergent детергент detergentum (ლათ. detergeo
ვშლი, ვასუფთავებ) - სინთეზური, ზედაპირულად აქტიური
ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში როგორც
სარეცხი საშუალება და ემულგატორი. წყალსატევების ერთ-ერთი
ძირითადი დამაბინძურებელია, მიკროორგანიზმები მას ძალზე
ძნელად შლიან. ზოგიერთ დეტერგენტს გააჩნია პათოგენური
მოქმედების უნარი ორგანიზმზე.
ქ ედე უ გ ე
დეტერმინანტი determiner детерминант determinantis (ლათ.
determinatio განსაზღვრა, შემოფარგვლა) - რაიმეს განმსაზღვრელი,
გადამწყვეტი ფაქტორი.
დეტოქსიკაცია detoxication детоксикасия detoxicatio (ფრანგ. des
მოსპობა, მოშორება, ბერძნ. toxikon შხამი) - ფერმენტული
პროცესები, რომლებიც აქვეითებენ სხვადასხვა ნივთიერების
ტოქსიკურ თვისებებს.
დეტრიტი detritus детрит detritum (ლათ. detritus გასრესილი,
დაფხვნილი) - 1. ნატურალური ყვავილის ასაცრელი პრეპარატი. 2.
ქსოვილთა და უჯრედთა დაშლის პროდუქტი.
დეფეკაცია defecation дефекасия defaecatio (ლათ. de უარყ. თავს.,
faeces განავალი) - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლა
საკვების მოუნელებელი ნარჩენებისაგან (ექსკრემენტებისაგან).
დეფექტოლოგია defectology дефектология defectologia (ლათ.
defectus ნაკლი, ბერძნ. logos მოძღვრება) - ფიზიკური და
ფსიქიკური ნაკლის მქონე ბავშვთა განვითარების, მათი
სწავლებისა და აღზრდის შემსწავლელი მეცნიერება.
დეფექტური ვირუსი - იხ. ვირუსები დეფექტური.
დეფიბრილატორი defibrillator дефибриллятор defibrillatorum
(ლათ. de უარყ. თავს., fibra ბოჭკო) - წინაგულის ფიბრილაციის
შემაჩერებელი და გულის ცემის ნორმალური რითმის აღმდგენი
ხელსაწყო.
დეფიბრილაცია defibrilation дефибрилляция defibrilatio (ლათ.de
უარყ. თავს., fibra ბოჭკო) - გულის კუნთის (წინაგულის ან
პარკუჭის) ფიბრილაციის (იხ.) შეწყვეტა და ნორმალური რითმის
აღდგენა.
დეფიბრინირება defibrination дефибринирование defibrinatio
(ლათ. de უარყ. თავს., fibra ბოჭკო) - სისხლიდან სისხლის პლაზმის
ერთ-ერთი ცილის - ფიბრინის (სისხლის შემადედებელი ცილის)
მოცილება ხელოვნური გზით.
დეფლორაცია defloration дефлорация defloratio (ლათ. defloro
ყვავილს ვკრეფ) - საქალწულე აპკის დაზიანება.
დეფორმაცია deformation деформасия deformatio (ლათ.
deformatio ფორმის შეცვლა) - სხეულის ნორმალური ნაწილის
ფორმისა და სტრუქ ტურის შეცვლა, დამახინჯება.
დექსტრანი dextran декстран dextranum - გლუკოზის ნარჩენების
განშტოებული ჯაჭვების შემცველი ნახშირწყალი. დექსტრანის
ხსნარები გამოიყენება ტრანსფუზიებისას, აგრეთვე სისხლის
პლაზმის მოცულობის გასაზრდელად.
დექსტროკარდია dextrocardia декстрокардиа dextrocardia (ლათ.
dexter მარჯვენა, ბერძნ. kardia გული) - გულის მდებარეობა
სხეულის მარჯვება მხარეს.
დეჰელმინთიზაცია dehelminthisation дегельминитизасия
dehelminthisatio (ლათ. de უარყ. თავს., helmins ჭია) -
ჰელმინთებისაგან მოსახლეობისა და ცხოველების განკურნების
სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსი (იხ.
დევასტაცია).
დეჰიდრატაცია dehydration дегитратасия dehydratatio (ლათ. de
უარყ. თავს., hydor წყალი) - ორგანოებიდან და ქსოვილებიდან
სითხის სისხლში გადასვლა და დიურეზული (იხ. დიურეზი)
ეფექტის ჩამოყალიბება.
დვს-სინდრომი - იხ. დიკ-სინდრომი.
დიაბეტი diabetes диабет diabetes (ბერძნ. diabaino გავლა.
იგულისხმება სითხის დიდი რაოდენობით გავლა თირკმლებში) -
ქართულად: წყურტი. იმ დაავადებათა სახელწოდება, რომელთა
დამახასიათებელი საერთო ნიშანია შარდის ჭარბად გამოყოფა და
წყურვილი. განასხვავებენ შაქრიან და უშაქრო დიაბეტებს.
დიაბეტი უშაქრო diabetes insipidus диавет несахарный dibetes
insipidus - იგივე ინსიპიდუსი. .ენდოკრინული დაავადება,
რომელიც დაკავშირებულია სისხლში ჰორმონ ვაზოპრესინის
შემცირებასთან. ახასიათებს ძლიერი წყურვილი და უშაქრო
შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა. გამომწვევია
ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის უკანა ნაწილის დაზიანება. შდრ.
შაქრიან დიაბეტს.
დიაბეტი შაქრიანი diabetes mellitus диабет сахарный diabetes
mellitus - იგივე მელიტუსი. მემკვიდრული ხასიათის
ნეიროენდოკრინული ქრონიკული დაავადება, რომელსაც
ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა (განსაკუთრებით,
ნახშირწყლების) ცვლის მოშლა. იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის
ჰორმონის - ინსულინის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობა.
დიაგნოზი diagnosis диагноз diagnosis (ბერძნ. diagnosis ამოცნობა,
განსაზღვრა) - ავადმყოფის მრავალმხრივ გამოკვლევაზე
დაფუძნებული საექიმო დასკვნა, რაც ეხება პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობას, არსებულ ავადმყოფობას
(ტრავმას) ან სიკვდილის მიზეზს. განასხვავებენ ანატომიურ,
ჰიპოთეზურ ჰისტოლოგიურ, კლინიკურ, მორფოლოგიურ,
პათოგენეზურ, საბოლოო, ფუნქციურ, ეტიოლოგიურ,
დიფერენციულ და სხვა სახის დიაგნოზებს.
დიაგნოზი დიფერენციული differential diagnosis
дифференсиальный диагноз diagnosis differentiale (ბერძნ. diagnosis
ამოცნობა, განსაზღვრა, ლათ. differentia განსხვავება) - რომელიმე
პათოლოგიის (სიმსივნეების, ინფექციური დაავადებების და სხვ.)
კონკრეტული ფორმის განსაზღვრა, დადგენა. მაგ., სიმსივნეების
შემთხვევაში კონკრეტული ჰისტოგენეზური ფორმის დადგენა და
ა.შ.
დიაგნოზი პრენატალური prenatal diagnosis пренатадьная
диагностика diagnosis prenatalis (ბერძნ. diagnosis ამოცნობა,
განსაზღვრა, ლათ. prae წინ, natus დაბადება) - 1. ორსულ ქალზე
ჩატარებული სადიაგნოზო პროცედურები, ნაყოფში გენეტიკური
ან სხვა ტიპის ანომალიების აღმოჩენის მიზნით. პრენატალური
დიაგნოსტიკის საფუძველია ულტრაბგე რითი სკანირება. 2.
ალფაფეტოპროტეინის დონის განსაზღვრა დედის სისხლის
შრატში და ამნიონურ სითხეში. 3. დნმზონდის საშუალებით ჩატა
რებული გამოკვლევა. სინ.: დიაგნოზი ანტენატალური.
დიაგნოსტიკა diagnostics диагностика diagnostica (ბერძნ. diagnosis
ამოცნობა, განსაზღვრა) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს
დაავადებების სიმპტომებს, აგრეთვე იმ მეთოდებსა და
პრინციპებს, რომლებზე დაყრდნობითაც ისმება დიაგნოზი.
დიაგნოსტიკუმი diagnosticum диагностикум diagnosticum (ბერძნ.
diagnosis ამოცნობა, განსაზღვრა) - სტანდარტული პრეპარატი,
რომელიც სეროლოგიური კვლევისას გამოიყენება ანტიგენის
სახით.
დიათეზი diathesis диатез diathesis (ლათ. diathesis მიდრეკილება)
- კანის დაავადებაა. ავადმყოფებს ახასიათებთ მიდრეკილება
ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას წარმოქმნისადმი. არსებობს
შარდმჟავა, ექსუდაციური, ჰემორაგიული დიათეზი და სხვ.
დ ჟ ვ ექ უდ ც უ ე გ ულ დ ე დ ვ
სტატისტიკის თანახმად, დიათეზით 14 წლამდე ასაკის 40%-ზე
მეტი ბავშვია დაავადებული. სინ.: ატოპიური დერმატიტი.
დიათერმია diathermy диатермия diathermia (ლათ. diathermiano
გათბობა) - მკურნალობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს
მაღალი სიხშირის დაბალი ძაბვის დენის გამოყენებას და ღრმად
მდებარე ქსოვილების ტემპერატურის გაზრდას. სინ.:
თერმოპენეტრაცია, ენდოთერმია და სხვ.
დიალიზი - იხ. ჰემოდიალიზი.
დიაპაუზა diapause диапауза diapausa (ბერძნ. dia ში, ზე, pausa
შეწყვეტა, შეჩერება) - ორგანიზმის განვითარების დროებითი
შეჩერება არახელსაყრელი პირობების გამო. აღნიშნული მოვლენა
განსაკუთრებით კარგად არის აღწერილი ძუძუმწოვრებსა და
მწერებში.
დიაპედეზი diapedesis диаредез diapedesis (ბერძნ. dia ში, ზე, pedao
ვხტი) - სისხლის უჯრედების გამოსვლა დაუზიანებელი
სისხლძარღვების კედლებიდან. მაგ., ნეიტროფილების გამოსვლა
სისხლძარღვებიდან, როდესაც ისინი მიემართებიან ანთების
კერისაკენ.
დიარეა diarrhea диарея diarrhoea (ბერძნ. diarrheo ვიცლები,
ვიღვრები) - ქართულად: ფაღარათი. ძლიერ ხშირი, მეტნაკლებად
თხიერი განავლის გამოყოფა გაძლიერებული პერისტალტიკის
შედეგად.
დიასტაზა diastase диастаза diastasa - ფერმენტი, რომელიც
ახორციელებს სახამებლის ჰიდროლიზს. იყენებენ სახამებლის
ათვისების გასაადვილებლად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში.
დიასტოლა diastole диастода diastole (ბერძნ. diastole გაგანიერება)
- გულის პარკუჭების და წინაგულების მოდუნება, რაც მოსდევს
მათ შეკუმშვას - სისტოლას (იხ.).
დიატომური ანალიზი diatomic analysis диатомовый анализ
diatomica (Diatomeae - კაჟოვანი წყალმცენარეები, ბერძნ. analysis
დაშლა, დანაწევრება) - სასამართლო მედიცინის მეთოდი წყალში
დახრჩობის ფაქტის დასადასტურებლად, რაც მდგომარეობს გვამის
შინაგან ორგანოებში (ფილტვებში, თირკმლებში, ღვიძლში, ძვლის
ტვინში და სისხლში) დიატომური პლანქტონის აღმოჩენაში. სინ.:
პლანქტონის მეთოდი.
ლ ქტ ე დ
დიაფიზი diaphysis диафиз diaphysis (ბერძნ. diaphyomai ფესვს
მოვიკიდებ) - ლულოვანი ძვლის შუა, ძირითადი ნაწილი.
დიაფრაგმა diaphragm диафрагма diaphragma (ბერძნ. diaphragma
ძგიდე, ტიხარი) - მყეს-კუნთოვანი ძგიდე, რომელიც გულმკერდის
ღრუს გამოყოფს მუცლის ღრუსაგან. მნიშვნელოვან როლს
ასრულებს სუნთქვის პროცესში. იგივე შუასაძგიდი.
დიგესტია digestion дигестия digestio - საჭმლის მონელება.
დიგიტალიზაცია digitalization дигитализасия digitalisatio (ლათ.
digitus თითები) - ფუტკარას (Digitalis) ან მისი გასუფთავებული
წარმოებულების შემცველი სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გულის უკმარისობით დაავადებულებში, რათა გულის ქსოვილები
გაჯერებულ იქნეს ამ ნივთიერებებით. ამით გულის უკმარისობა
შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, ამასთან, გვერდითი
ეფექტები მინიმუმამდეა დაყვანილი.
დი გულიელმოს დაავადება - იხ. ავადმყოფობა დი გულიელმოს.
დიდაქტილია didactily дидактилия didactilia (ბერძნ. dis ორი,
ორჯერ, daktylos (თითი) - განვითარების მანკი: ხასიათდება ხელზე
ან ფეხზე მხოლოდ ორი თითის (I და V) არსებობით.
დიეტა diet диета diaeta (ბერძნ. diaita კვების რეჟიმი, ცხოვრების
წესი) - საგანგებოდ შემუშავებული კვების რეჟიმი, რომელიც
ითვალისწინებს საკვების განსაზღვრულ რაოდენობას, ქიმიურ
შემადგენლობას, ფიზიკურ თვისებებს, კულინარული
დამუშავების წესსა და კვების დადგენილ საათებს.
დიეტოთერაპია dietotherapy диетотерапия diethotherapia (ბერძნ.
diaita კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი, therapeia მკურნალობა) -
კვების გამოყენება სამკურნალო მიზნით.
დიეტოლოგია dietology диетология dietologia (ბერძნ. diaita
კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი, logos მოძღვრება) -
ნუტრიციოლოგიის იხ. ნაწილია: კვების მეცნიერულად
დასაბუთებული პრინციპები გამოყენება საკვები პროდუქტების
არჩევაში და მათი საკვებად გამოყენებაში.
დივაქცინა divaccine диваксина divaccinum (ბერძნ. dis ორი,
ორჯერ, ლათ. vaccinus ძროხისა) - მიკროორგანიზმების ორი
ბიოლოგიური სახეობის ანტიგენების შემცველი პრეპარატი,
რომელიც განკუთვნილია ორი სხვადასხვა ინფექციური
დაავადების ერთდროული იმუნიზაციისათვის.
დ ვ დე ე დ ულ უ ც ვ
დივერგენცია divergence дивергенсия divergentia (ლათ.
divergentia დაშორება, გადახრა) - 1. მხედველობის ღერძების
დაშორება, როდესაც ისინი იკვეთებიან ბადურას უკან (სიელმე). 2.
ევოლუციური განვითარების პროცესში ორგანიზმების ნიშან-
თვისებების თანდათანობითი დაშორება, რაც იწვევს ახალი
სისტემატიკური ერთეულების წარმოქმნას.
დივერტიკული diverticulum дивертикул diverticulum (ლათ.
diverticulum გვერდითი ბილიკი) - საყლაპავი მილის, კუჭის,
ნაწლავის, შარდის ბუშტისა და სხვ. მილოვანი და ღრუ
ორგანოების ჯიბისებრი დახშული დანამატი.
დიზენტერია dysentery дизентерия disenteria (ბერძნ. dys მოშლა,
გადახრა, enteron ნაწლავი) - მწვავე ინფექციური (ბაქტერიული ან
ამებოიდური) დაავადება: ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ანთება,
ხანმოკლე ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია. ინფექციის წყაროა
დაავადებული ადამიანი ან რეკონვალესცენტი. იხ. შიგელოზი.
დიზენტერიული ენტამება dysenteric entamoeba дизенерийная
ентамеба Entamoeba histolytica - უმარტივესების ტიპის
ფესვფეხიანთა კლასის წარმომადგენელია, რომელიც პარაზიტობს
მსხვილ ნაწლავში და იწვევს წყლულების გაჩენას და ქსოვილის
ლიზისს. ახასიათებს ექსტრანაწლავური პათოლოგიური კერების
გაჩენა (ღვიძლში, ფილტვებში და სხვ.). ადამიანის დაავადება
ხდება ცისტების (იხ.) საშუალებით, რომლებიც თავის
სიცოცხლისუნარიანობას ორგანიზმის გარეთაც ინარჩუნებენ.
დიზონტოგენია dysontogenesis диазонтогения dysontogenia
(ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, on არსება, genesis წარმოქმნა,
წარმოშობა) - ონტოგენეზის (ანუ ნორმალური ინდივიდუალური
განვითარების) დარღვევა ეგზო და ენდოგენური ფაქტორების
ზეგავლენით.
დიზუნქცია disunction дизъюнксия disjunctio (ლათ. disjunctio
განცალკევება) - სხვადასხვა ნივთიერებების (ნუკლეინის მჟავების,
ცილების და სხვ.), აგრეთვე ვირუსების სინთეზი უჯრედის
სხვადასხვა სტრუქტურებზე.
დიზურია dysuria дизурия dysuria (ბერძნ. dys მოშლა, uron
შარდი) - შარდის გამოყოფის დარღვევა.
დიკარიონი dikaryon дикарион dicaryon (ბერძნ. dys ორი, karyon
ბირთვი) - ორბირთვიანი უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება
ვ ვ უჯ ედ ელ ც წ ქ ე
უჯრედების შერწყმის (ფუზოგენიის) ან ენდომიტოზის (იხ.)
შედეგად. გააჩნია სიმსივნური უჯრედის წარმოქმნის პოტენცია.
დიკროტია dicrotism дикротия dicrotismus (ბერძნ. dys ორი, krotos
შუილი) - პულსის ტალღის დარტყმის გაორება (ორტალღიანობა).
უფრო ხშირად ადგილი აქვს მუცლის ტიფის შემთხვევაში.
დიკ-სინდრომი DIC-syndrome ДВС-синдром DIC-syndromum
(აბრევიატურა: დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) -
გამომწვევი მიზეზია სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი
მექანიზმების (ფაქტორების) ჭარბი სტიმულაცია ტრავმის ან
რომელიმე ავადმყოფობის (მაგ., ინფექციური დაავადების,
ასფიქსიის, ჰიპოთერმიის, პლაცენტის ჩამოფცქვნის ან ნაყოფის
საშვილოსშიდა სიკვდილის და სხვ.) შემთხვევაში. ამ მექანიზმების
აქტიური სტიმულაციის შედეგად ადგილი აქვს სისხლის საერთო
შედედებას და შემადედებელი ფაქტორების ჭარბ უტილიზაციას.
ამ ფაქტორების დეფიციტმა ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს
სისხლდენები. ასეთ შემთხვევებში არც თუ იშვიათად
აუცილებელია სისხლის პლაზმის გადასხმა, რათა მოხდეს
დახარჯული შემადედებელი ფაქტორების კომპენსაცია.
დილატაცია dilatation дилатасия dilatatio (ლათ. dilato
ვაფართოვებ) - სისხლძარღვების, გულის, გუგის, კუჭის და სხვ.
ღრუ ორგანოების გაგანიერება.
დინამიკა dynamics динамика dynamica (ბერძნ. dymanikos
ძლიერი, მძლავრი) - ავადმყოფის მდგომარეობის თანდათანობითი
შესწავლა, ანალიზი დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
დინდგელი - იხ. პროპოლისი.
დიოვულატორული diovulatory диовулаторный diovulatoriales
(ბერძნ. dis ორი, ლათ. ovum კვერცხი) - ერთი ოვარიული ციკლის
განმალობაში 2 მომწიფებული კვერცხუჯრედის წარმოქმნა. იხ.
ოვულაცია.
დიოქსინი dioxine диоксин dioxinum - სინთეზური ტოქსინი,
რომელიც ზოგ შემთხვევაში იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის
განვითარებას.
დიპლაკუზისი dyplacusis диплакузис dyplacusis (ბერძნ. diploos
ორმაგი, ინგლ. acusis ნორმალური სმენა) - მოვლენა, როდესაც
სუფთა ტონის სიგნალები (ბგერები) სხვადასხვანაირად აღიქმება
მარჯვენა და მარცხენა ყურებში.
ჯვე დ ც ე ყუ ე
დიპლეგია diplegia диплегия diplegia (ბერძნ. dis ორი, plege
დარტყმა) - სხეულის ორივე ნახევრის დამბლა. ცერებრული
დიპლეგია (cerebral diplegia) ცერებრული დამბლის სახესხვაობაა.
დიპლობაქტერიები diplobacteria диплобактерии diplobacteria
(ბერძნ. diploos ორმაგი, bakterion ჩხირი) - ჩხირების წყვილებად
განლაგების ფორმა. შდრ. დიპლოკოკებს.
დიპლოიდური diploid диплоидный diploid (ბერძნ. diploos
ორმაგი, eoides სახეობა) - უჯრედში ქრომოსომების ორმაგი
ნაკრები (კომპლექტი). სომატურ უჯრედებს ქრომოსომების ასეთი
ტიპი ახასიათებს.
დიპლოკოკები diplococcus диплококки diplococci (ბერძნ. diploos
ორმაგი, kokkos მარცვალი) - სფერული, წყვილ-წყვილად
განლაგებული კოკები (მაგ., გონოკოკები, მენინგოკოკები).
იყოფიან ერთ სიბრტყეში და წარმოქმნიან წყვილ უჯრედებს. აქვთ
ყავის მარცვლის (Neisseria gonorrhoeae) და ლანცეტისმაგვარი
(Streptococcus pneumoniae) ფორმა.
დისბალანსი disbalance дисбаланс disbalance (ბერძნ. dys მოშლა,
ფრანგ. balance სასწორი) - ჰომეოსტაზის, იმუნიტეტის და ა.შ.
დარღვევა, მოშლა. მაგ., შიდს-ის დროს განვითარებული იმუნური
დისბალანსი.
დისბაქტერიოზი dysbacteriosis дисбактериоз dysbacteriosis (ბერძნ.
dys მოშლა, გადახრა, bakterion ჩხირი, osis მდგომარეობა) -
ადამიანის ორგანიზმში ნორმალური ბაქტერიული მიკროფლორის
შეცვლა ან დეფიციტი. ხშირად სხვა დაავადებების (კოლიტი,
გასტრიტი, პანკრეატიტი) გართულებაა.
დისბიოზი dysbiosis дисбиоз dysbiosis (ბერძნ. dys მოშლა,
გადახრა, bios სიცოცხლე) - ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიებთან
ერთად ყველა სხვა ცოცხალი მიკროორგანიზმის გაქრობა.
დისბიოზი უფრო ფართო ცნებაა დისბაქტერიოზთან შედარებით.
დისგენეზია dysgenesis дисгенезия dysgenesis (ბერძნ. dys
დარღვევა, მოშლა, genesis წარმოშობა) - არასრული განვითარება
(მაგ., სასქესო ჯირკვლების დისგენეზია წარმოადგენს სათესლე
ჯირკვლების და საკვერც ხეების განუვითარებლობას).
დისგერმინომა dysgerminoma дисгерминома dysgerminoma
(ბერძნ. dys დარღვევა, მოშლა, ლათ. germen ღივი, ბერძნ. oma
სიმსივნე) - საკვერცხეების იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე
ვ ე კვე ც ეე ვ ვ ვ ე ვ ე
(სათესლე ჯირკვლის სემინომის ანალოგი), რომლის უჯრედული
სუბსტრატი შედგება არადიფერენცირებული სასქესო
უჯრედებისაგან.
დისემინაცია dissemination диссеминация disseminatio (ლათ.
dissemino ვფანტავ, ვავრცელებ) - ინფექციური აგენტების ან
სიმსივნური უჯრედების გავრცელება ორგანოსა ან მთელ
ორგანიზმში სისხლისა და ლიმფის საშუალებით. დისემინაციას
ჩვეულებრივ თან ერთვის პათოლოგიური პროცესის
გენერალიზაცია.
დისთირეოზი dysthyreosis дистиреоз dysthyreosis (ბერძნ. dys
დარღვევა, მოშლა, thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი) - ფარისებრი
ჯირკვლის სეკრეციული ფუნქციის მოშლა.
დისიმილაცია dissimilation диссимиляция dissimilatio (ლათ.
dissimilis არამსგავსი) - ნივთიერებათა ცვლის პროცესში რთული
ორგანული ნაერთების დაშლა მარტივ ნივთიერებებად. სინ.:
კატაბოლიზმი (იხ.).
დისიმულაცია дисимуляция disimulation disimulatio (ლათ.
dissimulo ვფარავ, ვმალავ) - დაავადების ან მისი რომელიმე
სიმპტომის დაფარვა, დამალვა ავადმყოფის მიერ.
დისკინეზია diskinesia дискинезия diskinesia (ბერძნ. dys მოშლა,
გადახრა, kinesis მოძრაობა) - ნებისმიერი სახის მოძრაობის უნარის
დარღვევა, მოშლა.
დისკოზი diskose дискоз discosis (ლათ. discus intervertebralis
მალათშორისი დისკო) - მალათშორის დისკოში მიმდინარე
დისტროფიული პროცესი ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.
დისკომპლექსაცია discompexation дискомплексация
discompexatio (ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, ლათ. complexatio
შეერთება, შეკავშირება) - უჯრედთა, ქსოვილთა, ორგანოთა და
სხვ. ურთიერთკავშირის დარღვევა.
დისკოორდინაცია incoordination дискоординасия dyscoordinatio
(ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, ლათ. coordinatio წესრიგში მოყვანა,
მოწესრიგება) - მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ზუსტი
მოძრაობების შესრულების უუნარობა. ხშირად ასეთი
მდგომარეობის მიზეზია მთელი ნერვული სისტემის
ფუნქციონირების დარ ღვევა ანდა მისი ცალკეული ნაწილის
დაავადება.
დ ვ დე
დისკრეტული discretal дискретный discretus (ლათ. discretio
განცალკევება, გამოყოფა) - წყვეტილი, ცალკეული ნაწილებისაგან
შემდგარი (მაგ., ვირუსის ნაწილაკი).
დისმენორეა dysmenorrhoea дисменорея dysmenorrhoea (ბერძნ.
dys მოშლა, გადახრა, men თვე, rheo მოვედინები) - მტკივნეული,
არარეგულარული მენსტრუაცია.
დისმნეზია dysmnesy дисмензия dysmnesia (ბერძნ. dys მოშლა,
გადახრა, mnesis მეხსიერება) - მახსოვრობის შესუსტება.
დისმორფოფობია dysmorphophobia дисморфофобия
dysmorphophobia (ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, morphe ფორმა,
phobos შიში) - პაციენტის ღრმა რწმენა იმის შესახებ, რომ მისი
სხეული დროთა განმავლობაში მახინჯდება, დეფორმირდება და
მიუღებელი ხდება გარშემომყოფთათვის თავისი გარეგნული
შესახედაობით.
დისპანსერიზაცია dispanserisation диспансеризация dispanserisatio
(ფრანგ. dispensaire განაწილება) - მოსახლეობის სამკურნალო-
პროფილაქტიკური მომსახურების ფორმა: მდგომარეობს
მოსახლეობის განსაზღვრული კონტინგენტის აუცილებელ
აღრიცხვაში და აქტიურ დაკვირვებაში, რათა დროულად
გამოვლინდეს დაავადების ადრეული სტა დიები.
დისპეპსია dyspepsia (indigestion) дисрерсия dyspepsia (ბერძნ. dys
მოშლა, გადახრა, pepsis საჭმლის მონელება) - საჭმლის მონელების
დარღვევა, კუჭნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა.
დისპლაზია dysplasia дисрлазия displasia (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, plasis შექმნა) - უჯრედის, ქსოვილის, ორგანოს,
ორგანიზმის არასწორი, ანომალური ზრდა-განვითარება
ემბრიოგენეზის და პოსტნატალურ პერიოდში (ფართოდ
გამოიყენება ორთოპედიულ ტერმინოლოგიაში).
დისპნოე dyspnoe дисрноэ dyspnoe (ბერძნ. dys მოშლა, დარღვევა,
pnoe სუნთქვა) - სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს ჰაერის
უკმარისობის შეგრძნება.
დისტალური distal дистадьный distalis (ლათ. distare დაშორება) -
შედარებით დაშორებული, პერიფერიული.
დისტითია distithia дистития distithia (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, titheia ძუძუს მიცემა) - ძუძუს ტკივილი და ამის გამო
ძუძუს წოვების გაძნელება და შეუძლებლობაც კი.
უ უ წ ვე გ ელე დ ეუ ლე ლ ცკ
დისტიქიაზი distichiasis дистихиаз distichiasis (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, stichos რიგი, iasis მდგომარეობა) - განვითარების
ანომალია: წამწამების ორმაგი რიგი.
დისტონია dystony дистония dystonia (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, tonos დაძაბვა) - თავს იჩენს ბავშვობის ასაკში.
სისხლძარღვებისა და კუნთების ტონუსის მოშლა.
სისხლძარღვოვანი დისტონიის სიმპტომები შეიძლება იყოს
მუდმივი და შეტევითი ხასიათის. მუდმივი სიმპტომების დროს
პაციენტი ვერ იტანს ამინდის ცვალებადობას, ემოციური
განცდების დროს ფითრდება ან წითლდება, უხშირდება პულსი.
შეტევითი დისტონიის შემთხვევაში ეწყება ტკივილი გულის არეში
და თავბრუსხვევა. უხშირდება პულსაცია, სხეულის ტემპერატურა
მატულობს და წნევა მაღლა იწევს. ჩატარებულ უნდა იქნეს
ფსიქოთერაპია, ფიზიომკურნალობა, მასაჟი, ფიტოთერაპია და სხვ.
დისტოპია dystopy дистория dystopia (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, topos ადგილი) - უჯრედთა კომპლექსის, ქსოვილის ან
ორგანოს არასწორი მდებარეობა, გადაადგილება.
დისტორსია distorsy дисторсия distorsio (ლათ. distorqueo
ვამრუდებ, ვაბრუნებ) - ქართულად: ღრძობა. სახსრის იოგების
გაჭიმვა უხერხული მოძრაობის შედეგად.
დისტრესი distress дистресс distressus (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, ინგლ. stress დაძაბვა, დაჭიმულობა) - ცხოვრებისეული
სირთულეების წინააღმდეგ ბრძოლის უნარის დაქვეითება.
ორგანიზმის უარყოფითი ფიზიოლოგიური დამცველობითი
რეაქცია ნებისმიერ გამღიზიანებელზე. იგივე უარყოფითი, „ცუდი”
სტრესი. ცნობილია რესპირატორული დისტრესსინდრომი.
დისტროფია dystrophy дистрофия dystrophia (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, trophe კვება) - უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების
ან მთელი ორგანიზმის მეტაბოლიზმის, ნივთიერებათა ცვლის,
კვების დარღვევის მორფოლოგიური გამოვლინება. არასაკმარისი
განვითარება, გადაგვარება, განლევა.
დისულფირამი disulfiram дисульфирам disulfiramus -
სამკურნალო ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ქრონიკული
ალკოჰოლიზმის საკურნალოდ. ალკოჰოლთან ერთად მიღებისას,
იწვევს ალკოჰოლური სასმელებისადმი ზიზღს, სხეულის
ჰიპერემიას, სუნთქვის გაძნელებას, თავის ტკივილს, გულისცემის
გახშირებას, გულისრევას და პირღებინებას. იგივე ანტაბუსი.
დისფაგია dysphagy дисфагия dysphagia (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, phagein ჭამა, ყლაპვა) - ყლაპვის აქტის მოშლა.
დისფონია dysphonia дисфония dysphonia (ბერძნ. dys მოშლა,
დარღვევა, phone ხმა, ბგერა) - ხმის წარმოქმნის დარღვევა.
შეიძლება განვითარდეს ხორხის, ყელის, ენის ან პირის ღრუს
დაავადებებისას, აგრეთვე ფსიქოგენური დარღვევების გამო.
დისფორია dysphory дисфория dysphoria (ბერძნ. dysphoreo
მძიმედ გადატანა) - ხასიათის მოშლა, რაც გამოიხატება დაძაბული
აფექტით, მკვეთრი აგზნებადობით და აგრესიულობით. ვლინდება
ეპილეფსიის, შიზოფრენიის, აგრეთვე ზოგიერთი ფსიქოპათიური
მდგომარეობის შემთხვევაში.
დისფუნქცია dysfunction дисфункция dysfunctio (ბერძნ. dys
მოშლა, დარღვევა, ლათ. functio შესრულება, მოქმედება) - ამა თუ
იმ ფუნქციის მოშლა, დარღვევა.
დიურეზი diuresis диурез diuresis (ლათ. diuresis შარდის
გამოყოფა) - შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის პროცესი.
გამოყოფილი შარდის რაოდენობა.
დიფერენციაცია differentiation дифференциация differentiatio
(ლათ. differentia განსხვავება) - უჯრედების სპეციალიზაცია. ამ
პროცესის დროს უჯრედები იძენენ ქსოვილოვანი
სპეციფიკურობის ნიშნებს.
დიფთერია diphtheria дифтерия diphtheria (ბერძნ. diphthera
თხელი გარსი, აპკი) - ქართულად: ხუნაგი. მწვავე ინფექციური
დაავადება ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაციით. ახასიათებს
ფიბროზული ნადებები სასაზე, ხორხზე და ტრაქეაზე. გამომწვევია
Corynebacterium diphtheriae: გრამ-დადებითი ჩხირი,
დამახასიათებელი ქინძისთავისმაგვარი შემსხვილებებით ბოლოში
(ვოლუტინის მარცვლები. იხ.). ბაქტერიები განლაგებულნი არიან
ერთმანეთისადმი კუთხით, რომაული V-ს მსგავსად. ჩხირი
გარემოცულია კაფსულით და აქვს პილები, რაც ხელს უწყობს
ადჰეზიის პროცესს.
დიფთეროიდი diphtheroid дифтероид diphtheroidum -
ქართულად: ფსევდოდიფთერია. 1. დიფთერიის მსგავსი
ლოკალური ინფექცია, რომლის გამომწვევია Corynebacterium
ლ კ ლუ ფექც ლ გ წვევ y
diphtheriae-საგან განსხვავებული მიკროორგანიზმი. 2.
Corynebacterium diphtheriae-ს მსგავსი მიკროორგანიზმი.
დიფილობოთრიოზი diphyllobothriasis дифиллоботриоз
diphyllobothriasis - კუჭ-ნაწლავის ინვაზია განიერი სოლიტერით
(Diphyllobothrium latum), რის შედეგად ავადმყოფს შეიძლება
განუვითარდეს გულისრევა, დიარეა, საკვების ათვისების
დარღვევა, ანემია. დაინვაზირების მიზეზი ხდება საკვებად
განიერი სოლიტერის მატლებით დაბინძურებული უმი თევზის
გამოყენება. განიერი სოლიტერის გამოდევნა ადამიანის
ორგანიზმიდან შესაძლებელია ანტიჰელმინთური სამკურნალო
პრეპარატის - მეპაკრინის საშუალებით.
დიფსომანია dipsomany дирсомания dipsomania (ბერძნ. dipso
წყურვილი, mania ვნება, სიგიჟე) - პერიოდული, იმპულსური
ლტოლვა ლოთობისადმი (დაახლოებით ერთკვირიანი
ხანგრძლივობით).
დიფუზია diffusion диффузия diffusio (ლათ. diffundo ვავრცელებ)
- შემხებ ნივთიერებათა ურთიერთშეღწევა, რაც ნაწილაკების
სითბური მოძრაობითაა განპირობებული. უზრუნველყოფს
ნივთიერებათა გადაადგილებას უჯრედებსა და ქსოვილებში (იხ.
პასიური დიფუზია, შემსუბუქებული დიფუზია).
დიფუზია პასიური passive diffusion пассивная диффузия diffusio
passivus (ლათ. diffundo ვავრცელებ) - ხორციელდება გარემოსა და
ბაქტერიულ უჯრედში საკვები ნივთიერებების სხვადასხვა
შემცველობის ხარჯზე, რის გამოც ადგილი აქვს მათ
გადაადგილებას მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისაკენ
(კონცენტრაციის გრადიენტი). როდესაც ამა თუ იმ ნივთიერების
კონცენტრაცია ბაქტერიული უჯრედის მემბრანის ორივე მხარეს
გათანაბრდება, დიფუზიის პროცესი წყდება. პასიური
დიფუზიისათვის არ არის დამახასიათებელი სუბსტრატული
სპეციფიკურობა და იგი არ მოითხოვს ენერგიის ხარჯვას.
დიფუზია შემსუბუქებული lighten diffusion облегченная
диффузия diffusio condimentum (ლათ. diffundo ვავრცელებ) -
მიმდინარეობს პერმეაზების მონაწილეობით, რომელთაც
შეუძლიათ ამოიცნონ და შებოჭონ სუბსტრატის მოლეკულა და
გადაიტანონ იგი უჯრედში. ხორციელდება მხოლოდ
კონცენტაციის გრადიენტის მიხედვით, ამდენად არ საჭიროებს
ენერგიის ხარჯვას.
დნმ-ს ანალიზი - იხ. მინისატელიტური დნმ-ს პოლიმორფული
მარკერები.
დოზა dose доза dosis (ბერძნ. dosis ულუფა, ჯერი) - 1.ერთ ჯერზე
ან დღე-ღამეში მისაღები წამლის განსაზღვრული რაოდენობა.
2.რაიმე ნივთიერების ან დასხივების განსაზღვრული რაოდენობა
(მაგ., სხივური მკურნალობის შემთხვევაში). განასხვავებენ
სამკურნალო დოზას (dosis therapeutica) და ტოქსიკურ დოზას (dosis
toxica).
დოლიქომორფული dolichomorphos долихоморфный
dolichomorphus (ბერძნ. dolichos გრძელი, morphe ფორმა) -
ადამიანის ანთროპოლოგიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს
ვიწრო სხეული და გრძელი კიდურები.
დოლორი pain (ache) боль dolor (ლათ. dolor ტკივილი) -
ქართულად: ტკივილი. უსიამოვნო, დამთრგუნველი შეგრძნება,
რაც განპირობებულია ორგანიზმზე სხვადასხვა გარეგანი ან
შინაგანი ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებით და
ორგანიზმის დაცვისათვის მრავალგვარი ფუნქციური სისტემების
მობილიზაციით. ტკივილი იწვევს ორგანიზმის დამცველობითი
მოქმედების გააქტივებას და ამასთან წარმოადგენს მთელი რიგი
დაავადებების განვითარების ადრეულ სიმპტომს. განასხვავებენ
კბილის, თავის, ყრუ, ფანტომურ და სხვა ტიპის ტკივილებს.
დომინანტური გენები dominant genes доминантные гены genus
dominantus (ლათ. dominans გაბატონებული) - გენები, რომლებიც
თრგუნავენ თავის საპირისპირო რეცესიული გენების (იხ.)
მოქმედებას.
დონორი donor донор donor (ლათ. donare ჩუქება, შეწირვა) -
პიროვნება, რომელიც ნებაყოფლობით აძლევს ავადმყოფს
საკუთარ ორგანოს, ქსოვილს გადასანერგად. დონორს უწოდებენ
იმ დაღუპულ პირსაც, რომლის ორგანოებს იყენებენ ავადმყოფის
განსაკურნავად.
დოპინგი doping допинг dopingus (ინგლ. doping ნარკოტიკის
მიღება) - ფარმაკოლოგიური საშუალებები, რომლებიც დროებით
ასტიმულირებენ ორგანიზმის ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალებს.
დოპლეროგრაფია doplerography доплерография doplerographia
(ქრ. dopleris, ავსტრიელი ფიზიკოსის და ასტრონომის სახელის
მიხედვით, grapho ვწერ) - სისხლძარღვების მდგომარეობის
შესწავლის მეთოდი. წარმოადგენს ექოსკოპიის ერთ-ერთ რეჟიმს.
დორსალგია dorsalgia (back-ache) дорсалгия dorsalgia (ლათ.
dorsum ზურგი, ბერძნ. algos ტკივილი) - ტკივილი ზურგის ზედა
მიდამოში.
დორსალური dorsal дорсальный dorsalis (ლათ. dorsum ზურგი) -
ზურგისმხრივი, ზურგზე განლაგებული (ვენტრალურის
საპირისპირო).
დორსოვენტრალური dorsoventral дорсовентральный
dorsoventralis (ლათ. dorsum ზურგი, venter მუცელი) - ზურგიდან
მუცლისაკენ მიმავალი.
დრაკუნკულოზი dracunculose дракункулез dracunculosis -
ნემატოდოზების ჯგუფის ჰელმინთოზია, რომლისთვისაც
დამახასიათებელია ალერგიული მოვლენები და ადგილობრივი
ანთებითი პროცესები. გამომწვევია რიშტა (Dracunculus medinensis).
ადამიანის დასნებოვნება ხდება სასმელ წყალთან ერთად
ჰელმინთის მატლების შემცველი კიბოსნაირების (ciklopis)
გადაყლაპვისას. დაავადება კლინიკურად გამოიხატება კანის
დაწყლულებაში. მკურნალობა ქირურგიულია. ავადმყოფობა
გავრცელებულია აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ
ქვეყანაში. სინ.: დრაკონტიაზი, რიშტა.
დრეიფი drift дрейф dreif (ინგლ. drift ნელი, პასიური) - გრიპის
ვირუსში dreifs ადგილი აქვს მუდმივად და განპირობებულია
წერტილოვანი მუტაციებით გენომის იმ საიტებში, რომლებიც
პასუხისმგებელნი არიან ჰემაგლუტინინისა და ნეირამინიდაზას
ანტიგენური დეტერმინანტების სინთეზზე და აგებულებაზე. ამის
შედეგად, ვირუსების პოპულაციაში მუდმივად წარმოიქმნება
ახალი სეროვარები, რომლებიც უმნიშვნელოდ განსხვავდებიან
საწყისი შტამისაგან. ახალი ვარიანტები განაპირობებენ გრიპის
პერიოდული ეპიდემიების განვითარებას.
დრენაჟი drain дренаж drainage (ფრანგ. drainage საწრეტი,
ჩასადენი) - 1. სხეულის რომელიმე სიღრუიდან ზედაპირზე
სითხის გამომტანი მოწყობილობა (ჩვეულებრივ, ნახვრეტებიანი
რეზინის ან მინის მილი). 2.სხეულის ღრუდან ან ჭრილობიდან
ე ლ ეულ ღ უდ ჭ ლ დ
სითხის, ჩირქის დაწრეტა (ამოცლა, ამოღება) სპეციალური მილის
ან დოლბანდის გრძელი ნაჭრის საშუალებით.
დრომომანია - იხ. ნომადიზმი.
დრუზები druses (sulfur granules) друзы drusus (ჩეხ. druze
კრისტალების გროვა) - დიდი ზომის სტრუქტურებია, რომლებიც
წარმოადგენენ 0,3-2 მმ ზომის გოგირდოვან გრანულებს ანუ
ბოლინგერის სხეულაკებს. აქტინომიცეტების დრუზებს აქვს
მკვრივი კონსისტენცია, შედგება მიცელიუმის აგრეგატებისაგან.
დრუზების აღმოჩენა ექსუდატში ან ჩირქოვან გამონაყოფში
აქტინომიკოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ყველაზე
უფრო გავრცელებული მეთოდია.
დუოდენიტი duonenitis дуоденит duodenitis (ლათ. duodenum
თორმეტგოჯა ნაწლავი, ბერძნ. itis ანთება) - თორმეტგოჯა
ნაწლავის ანთება. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ
კი შეინიშნება დისკომფორტი, გულისრევა, პირღებინება და სხვ.
დუოდენიტს ზოგჯერ თან ახლავს გასტრიტი. დიაგნოსტირება
შესაძლებელია ენდოსკოპის საშუალებით.
დუპლიკაცია duplication дурликасия duplicatio (ლათ. duplicatio
გაორმაგება) - 1. ქრომოსომული აბერაციის ერთ-ერთი ფორმა,
როდესაც ქრომოსომის რომელიმე უბანი გაორმაგებულია. 2. დნმ-ს
გაორმაგება.
დურალური dural дуральный duralis (ლათ. duralis მკვრივი) - ის,
რაც მიეკუთვნება ტვინის მკვრივ გარსს ან რაც ზემოქმედებს მასზე.
დუღილი fermentation брожение fermentatio - ორგანული
ნივთიერების, უმთავრესად ნახშირწყლების ანაერობული დაშლის
პროცესი, რითაც მრავალი ორგანიზმი იღებს მათი ცხო
ველქმედებისათვის აუცილებელ ენერგიას. ეს პროცესი
მიმდინარეობს მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული
ფერმენტების დახმარებით.
სამედიცინო ლექსიკონი


ეაკულაცია ejaculation эякуляция ejaculatio (ლათ. ejaculatio
ამოვტყორცნი) - თესლის გადმონთხევა მამრი ინდივიდის მიერ.
ეგზალტაცია exaltation экзальтация exaltatio (ლათ. exaltatio
აღფრთოვანება) - ამაღლებული განწყობილება, რომელიც
ხასიათდება არაბუნებრივი აღფრთოვანებით.
ეგზანთემა exanthema экзантема exanthema (ბერძნ. exantheo
ვყვავილობ) - წინწკლოვანი გამონაყარი კან ზე.
ეგზაცერბაცია exacerbation экзацербация exacerbatio (ლათ.
exacerbare გაღიზიანება, გაუარესება) - ავადმყოფობის
მიმდინარეობის მკვეთრი გაუარესება.
ეგზემა eczema экзема eczema (ბერ-ძნ. ekzeo ვდუღდები) - კანის
ნერვულალერგიული ანთებითი არაგადამდები დაავადება, რასაც
იწვევს სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორი.
ეგზენტერაცია exenteration экзентерация exenteratio (ლათ.
exentero გამოვშიგნავ) - 1.შინაგანი ორგანოების „გამოტანა“
დასათვალიერებლად. 2. ოფთალმოლოგიაში: ქირურგიული
ოპერაცია, რაც მდგომარეობს თვალის ბუდის სრულ ამოკვეთაში
(exenteratio orbitae). ჩვეულებრივ, სრულდება ავთვისებიანი
სიმსივნის შემთხვევაში.
ეგზენტერაცია თვალის eye's exenteration экзентерация глаза
exenteratio oculi (ლათ. exentero გამოვშიგნავ) - ქირურგიული
ოპერაცია: თვალის კაკლის ამოკვეთა სკლერის (იხ.) გამოკლებით.
იხ. ენუკლეაცია.
ეგზოგენური exogenic экзогенный exogenes (ბერძნ. exo გარე,
გარედან, genos გვარი, წარმოშობა) - გარეშე მიზეზებით
გამოწვეული.
ეგზოსტოზი exostosis экзостоз exostosis (ბერძნ. exo გარე,
გარედან, osteon ძვალი) - ძვლის ზედაპირზე ერთეული ან
მრავლობითი ძვალ-ხრტილოვანი წანაზარდი, რაც ზოგ
შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს საყრდენმამოძრავებელი
აპარატის დეფორმაციას.
ეგზოტოქსინი exotoxin экзотоксин exotoxinum (ბერძნ. exo გარე,
გარედან, toxikon შხამი) - ზოგიერთი ბაქტერიის მიერ გარემოში
გამოყოფილი ტოქსინი. ძალზე ძლიერი შხამებია: დიფთერიული
ტოქსინის 0,002მლ, ტეტანუსის ტოქსინის 0,0005 მლ და
ბოტულიზმის ტოქსინის მხოლოდ 0,0001მლ-ია საკმარისი ზღვის
გოჭის მოსაკლავად.
ეგზოფთალმი exophthalmos экзофтальм exophthalmos (ბერძნ. exo
გარე, გარედან, ophthalmos თვალი) - თვალების გადმოკარკვლა.
გვხვდება თირეოტოქსიკოზის (ბაზედოვის დაავადების)
შემთხვევაში.
ეგზოციტოზი exocytosis экзоцитоз exocytosis (ბერძნ. exo გარე,
გარედან, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - უჯრედებიდან
ნივთიერების გამოსვლა სეკრეტორული გრანულების ან
ვაკუოლების (ეგზოსომების) სახით.
ეგზულცერაცია exulceration экзульцерация exulceratio (ლათ.
exulcero დავაწყლულებ) - წყლულების წარმოქმნა, დაწყლულება.
ეგოიზმი selffi shness эгоизм egoisme (ლათ. ego მე) - პირადი
ინტერესების დაყენება საზოგადოებრივ ინტერესებსა და სხვა
ადამიანთა ინტერესებზე მაღლა.
ეგოცენტრიზმი egocentrism эгоцентризм egocentrismus (ლათ. ego
მე, centrum ცენტრი) - ეგოიზმის უკიდურესად გამოხატული
ფორმა, რომლის დროსაც პიროვნება საკუთარ თავს ყველაზე
მაღლა, სამყაროს ცენტრში აყენებს.
ედემა edema эдема oedema (ბერძნ oedema შეშუპება) - წყლის
ცვლის დარღვევის შედეგად ქსოვილებსა და სეროზულ
სიღრუეებში ცილებისა და ელექტროლიტების ადგილობრივი ან
ზოგადი დაგროვება. ხშირად სისხლის მიმოქცევის დარღვევის
შედეგია.
ევაკუაცია evacuation эвакуация evacuatio (ლათ. evacuo
ვაცარიელებ, ვცლი) - 1.შარდის ბუშტის ან ნაწლავების დაცლა
შიგთავსიდან. 2.პუნქციის ან გაკვეთის საშუალებით
ჩირქგროვიდან ან კისტიდან თხევადი შიგთავსის ამოღება.
ევგენიკა eugenics эвгеника eugenica (ბერძნ. eugenus ჯიშიანი) -
მოძღვრება ადამიანის მემკვიდრული ნიშან-თვისებების
გაუმჯობესებაზე. ევგენიკის მიზანს წარმოადგენს გარკვეული
ინდივიდების შერჩევითი შეჯვარების შედეგად ადამიანის
მოდგმის სრულყოფა. ტერმინი შემოთავაზებულია ინგლისელი
ფ.გალტონის მიერ 1865-1869 წლებში. მანვე ჩამოაყალიბა ევგენიკის
პრინციპები.
ევენტრაცია eventration эвентрация eventratio (ლათ. e (x)
გამოყოფა, მოცილება, venter მუცელი) - შინაგანი ორგანოების
გამოვარდნა მუცლის ღრუდან მუცლის კედლის დეფექტის გამო.
ევენტრაცია შეიძლება იყოს დიაფრაგმული, ინტრაპლევრული, კან
ქვეშა, ემბრიონული და სხვ.
ევთანაზია euthanasis эйтаназия euthanasia (ბერძნ. eu კარგი,
thanatos სიკვდილი) - განუკურნებელი სენით დაავადებულთა
სიკვდილის შემსუბუქება ნარკოტიკული საშუალებებით.
ნებაყოფლობითი ევთანაზიისას (voluntary euthanasia) ავადმყოფი
თავად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას.
ევისცერაცია - იხ. ეგზენტერაცია.
ევკალიპტი eucalyptus эвкалипт Eucalyptus - მარადმწვანე ხეა.
მისი სამ- შობლოა ავსტრალია და ტასმანია. გავრცელებულია
აგრეთვე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. შეიცავს
ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და ა.შ.
გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური,
ანტიპარაზიტული თვისებები. იყენებენ კუჭ-ნაწლავის მწვავე
პათოლოგიების, ლარინგიტის, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის,
პლევრიტების შემთხვევებში.
ევმენორეა eumenorrhoea эвменорея eumenorrhoea (ბერძნ. eu
კარგი, menos თვე, rheo მოვედინები) - ნორმალურად მიმდინარე
თვიური.
ევნუქოიდიზმი eunuchoidismus евнухоидизм eunuchoidismus
(ბერძნ. eunuchos საჭურისი, eidos მსგავსი) - სასქესო ჯირკვლების
ფუნქციის უკმარისობის შედეგად განვითარებული სინდრომი.
მამაკაცებისათვის დამახასიათებელია თხელი, უთმო კანი,
ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება სარძევე ჯირკვლებთან და
მენჯის არეში, მაღალი, ქალური ხმა. ქალებისათვის
დამახასიათებელია სარძევე ჯირკვლების განუვითარებლობა და
ამენორეა (იხ.).
ევსტაქიიტი eustachiitis евстахиит eustachiitis (XVI საუკუნის
იტალიელი ანატომი ბ.ეუსტაქიო, ბერძნ. itis ანთება) - ევსტაქის
მილის ანთება. შესაძლებელია თან სდევდეს სმენის დაქვეითება
და ყურში შუილები.
დ ყუ უ ლე
ევსტრესი eustress эвстресс eustressus (ბერძნ. eu კარგი, ინგლ.
stress დაძაბვა, დაჭიმულობა) - დადებითი, არასპეციფიკური
რეაქცია ნებისმიერ ზემოქმედებაზე (ე.წ. „კარგი“, დადებითი
სტრესი). შდრ. დისტრესს.
ევტროფია eutrophy эвтрофия eutrophia (ბერძნ. eu კარგი, trophe
კვება) - მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ასიმილაციისა და
დისიმილაციის პროცესები ოპტიმალურ
ურთიერთდამოკიდებულებაშია. ხასიათდება ორ განოების
სტრუქტურისა და ფუნქციის ნორმალური მდგომარეობით.
ეზოფაგიტი oesophagitis эзофагит oesophagitis (ბერძნ. oisophagos
საყლაპავი მილი, itis ანთება) - საყლაპავი მილის ანთება. კუჭის
მჟავე წვენის ხშირმა რეგურგიტაციამ შეიძლება გამოიწვიოს
ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი სახესხვაობა - რეფლუქს-ეზოფაგიტი
(refl ux oesophagitis), რასაც შეიძლება თან ახლდეს დიაფრაგმაში
არსებული საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი. ინფექციური
ეზოფაგიტი (infective oesophagitis) ჩვეულებრივ გამოწვეულია
Candida-ს გვარის სოკოებით, იშვიათად კი ჰერპესვირუსებით (მაგ.,
ციტომეგალოვირუსით). ეზოფაგიტის ძირითადი სიმპტომებია:
პიროზისი, რეგურგიტაცია, ზოგიერთ შემთხვევაში - ყლაპვის
აქტის გაძნელება. ახასიათებს სისხლდენა, საყლაპავი მილის
სტრიქტურა, დაწყლულება და სხვ.
ეზოფაგოდინია oesophagodynia эзофагодиния oesophagodynia
(ბერძნ. oisophagos საყლაპავი მილი, odyne ტკივილი) - საყლაპავი
მილის ტკივილი.
ეზოფაგოსპაზმი oesophagospasm эзофагоспазм oesophagospasmus
(ბერძნ. oisophagos საყლაპავი მილი, spasmos კრუნჩხვა) - საყლაპავი
მილის ძლიერი, უნებლიე შეკუმშვა (სპაზმი).
ეზოფაგოსტენოზი oesophagistenosis эзофагостеноз
oesophagostenosis (ბერძნ. oisophagos საყლაპავი მილი, stenos ვიწრო,
osis მდგომარეობა) - საყლაპავი მილის შევიწროვება, სტენოზი
(იხ.).
ეთილის სპირტი ethanol этиловый спирт ethanol - ქართულად:
ღვინის სპირტი. გამოიყენება ლაბორატორიული
სამუშაოებისათვის, სამკურნალო პრეპარატების, ალკოჰოლური
სასმელების დასამზადებლად. სინ.: ეთანოლი.
ეიკენელები Eikenella Эйкенеллы Eikenella - ადამიანის
ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლებია. გარკვეული
პირობების არსებობისას, შეუძლიათ გამოიწვიონ სხვადასხვა
ლოკალიზაციის ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (აბსცესები). ამ
გვარის ტიპური სახეობაა E.corrodens. მცირე ზომის გრამ-
უარყოფითი ჩხირებია, ფაკულტატური ანაერობები. ბინადრობენ
ადამიანის პირის ღრუში და კუჭ-ნაწლავში. შეუძლიათ
გამოიწვიონ ოპორტუნისტული ინფექციები.
ეიფორია euphoria эйфориа euphoria (ბერძნ. eu კარგი, phero
ვიტან) - სიხარულის და ენთუზიაზმის მდგომარეობა. ეიფორიის
ძლიერი გამოვლენა მანიის სიმპტომი შეიძლება იყოს. არსებობს
აგრეთვე მედიკამენტოზური ეიფორია.
ეკლამპსია eclampsia эклампсия eclampsia (ბერძნ. eklampsis
აფეთქება, უეცრად ანთება) - ორსულობის ტოქსიკოზების
განსაკუთრებით მძიმე ფორმა. ხასიათდება ფსიქიკური
მოვლენებით. აღინიშნება სისხლძარღვოვანი კოაგულაცია
ჰემორაგიებით, მასიური ნეკროზები და სისხლჩაქცევები
ღვიძლში, აგრეთვე გლომერულონეფრიტი ნეკრონეფროზით და
ჰემორაგიებით.
ეკლიფსი eclipse эклампс eclips (ინგლ. eclipse დაბნელება) -
უჯრედში ვირუსის განვითარების ფარული ფაზა, როდესაც იგი
არც ელექტრონული მიკროსკოპიის და არც იმუნოლოგიური
მეთოდების საშუალებით არ ვლინდება.
ეკმნეზია ecmnesy экмнезия ekmnesia (ლათ. ek გარეთ, საზღვრებს
იქით, mneme მეხსიერება) - 1.ფსიქიკურად დაავადებულის მიერ
წარსული ცხოვრების მოვლენების გადმოტანა სინამდვილეში.
2.ფსიქიკური დაავადებულის მიერ ამჟამინდელი მოვლენების
გადატანა წარსულში, რასაც თან ახლავს თავისი რეალური ასაკის
შესაბამისი დაკლება. ასეთი მდგომარეობა წარმოიქმნება
პროგრესული ამნეზიის ფონზე.
ეკოესტროგენები ecoestrogenes экоэстрогены oecoestrogeni
(ბერძნ. oikos ადგილსამყოფელი, ლათ. oestrus მძუვნობა, ბერძნ.
genos დაბადება, წარმოშობა) - იგივე ქსენოესტროგენები.
ესტროგენური აქტივობის მქონე ქიმიური ნივთიერებანი
(პესტიციდები, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი,
ნავთობპროდუქტები და სხვ.), რომლებიც ავლენენ
ვ დუქტე დ ვ ლე ც ვლე ე
ემბრიოტოქსიკურ და კანცეროგენურ მოქმედებას და გავლენას
ახდენენ ნაყოფიერებაზე. მაგ., დდტ და მისი მეტაბოლიტები,
აგრეთვე მისი თანამედროვე შემცვლელები, გარდა ტოქსიკური და
კანცეროგენური ეფექტებისა, ახდენენ ესტრადიოლის (იხ.)
მოქმედების იმიტაციას, უკავშირდებიან რა სამიზნე-უჯრედების
შესაბამის რეცეპტორებს.
ეკონომოს ენცეფალიტი Economo's encephalitis энцефалит
Экономо Economo encephalitis (K.Economo (1876- 1931), ავსტრიელი
ნევროპათოლოგი, ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, itis ანთება) -
ინფექციური დაავადებაა, რომელიც მწვავე სტადიაში ხასიათდება
ცხელებით, კატარალური მოვლენებით, ძილქუშით და ა.შ., ხოლო
ქრონიკულ სტადიაში - ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული
სისტემის სხვადასხვა განყოფილებების დაზიანებით, რასაც თან
ახლავს პარკინსონიზმის განვითარება და პიროვნული თვისებების
საგრძნობი ცვლილებები. ავადმყოფობის გამომწვევი აგენტი
აქამდე დადგენილი არ არის, თუმცა გამორიცხული არ არის მისი
ვირუსული ეტიოლოგია. სინ.: ლეთარგიული ენცეფალიტი,
ეპიდემიური ენცეფალიტი და სხვ.
ეკოციდი ecocide экоцид ecocidus (ბერძნ. oikos
ადგილსამყოფელი, ლათ. caedo ვკლავ) - 1. სამხედრო მიზნებით
ადამიანის საცხოვრებელი ადგილების განადგურება დიდ
ტერიტორიებზე. ეკოციდი მჭიდროდაა დაკავშირებული
გენოციდთან და ხორციელდება მისი (ეკოციდის) მეშვეობით.
ეკქიმოზი ecchymosis экхимоз ecchymosis (ლათ. ek გარეთ,
საზღვრებს იქით, hymos წვენი) - კანქვეშა სისხლჩაქცევა. კანზე
მოლურჯო-მოშავო ფერის ლაქა, რომელიც წარმოიქმნება
სისხლჩაქცევის შედეგად.
ეკქონდრომა ecchondroma экхондрома ecchondroma (ლათ ek.
გარეთ, საზღვრებს იქით, ბერძნ. chondros ხრტილი, oma სიმსივნე) -
კეთილ- თვისებიანი ხრტილოვანი სიმსივნე.
ელემენტარული სხეულაკები elementary bodies элементарные
тельца corpusculi elementaris - მიკოპლაზმების და ქლამიდიების
განვითარების ციკლის ერთ-ერთი სტადია. მცირე ზომის (75-300
ნმ) ულტრასტრუქტურებია.
ელენთა spleen селезенка lien - მუცლის ღრუში ლოკალიზებული
პარენქიმული ორგანოა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ე ქ ულ გ ელ ც ვ ელ ვ ლ ულე
სისხლის წარმოქმნასა და იმუნურ რეაქციებში. შედგება თეთრი
პულპისაგან (ლიმფოციტების გროვა რეტიკულურ ქსოვილში) და
წითელი პულპისაგან (სისხლით სავსე ლაკუნები). ღვიძლის
მსგავსად ელენთაც „ერითროციტების სასაფლაოა“ ანუ ასრულებს
სისხლის დეპოს როლს. ნაყოფში სისხლის დამატებითი
რეზერვუარის შემქმნელია.
ელეფანტიაზი elephantiasis элефантиаз elephantiasis (ბერძნ.
elephas სპილო, iasis მდგომარეობა - ლიმფის ქრონიკული
შეგუბების გამო კანისა და კანქვეშა ქსოვილის გასქელება. ზოგ
შემთხვევაში ამ მდგომარეობას ჰელმინთებით (ფილარიებით)
დაინვაზირება იწვევს. იგივე გასპილოვნება ანუ „სპილოს
ავადმყოფობა“.
ელექტიური საკვები ნიადაგი elective nutritious media элективная
питательная среда media nutritio electivus - იგივე სელექციური
ნიადაგი. იგულისხმება ის ნიადაგი, რომელზეც უკეთ იზრდება ესა
თუ ის მიკროორგანიზმი. იყენებენ მასალის პირველადი
დათესვისათვის ანდა სუფთა კულტურის მიღების მიზნით,
დასაკონსერვებელი და გამამდიდრებელი ნიადაგებიდან
გადათესვისათვის. განასხვავებენ სისხლიან და შრატიან
ელექტიურ ნიადაგებს (მაგ., კლაუბერგ II, ლეფლერის, ბორდე-
ჟანგუს ნიადაგები), აგრეთვე კვერცხიან ნიადაგებს (მაგ.,
ლევენშტაინ-იენსენის, პეტრანიანის, მაკოი-ჩეპინის ნიადაგები) და
ა.შ.
ელექტროენცეფალოგრაფია electroencephalography
электронцефалография electroencephalographia (ბერძნ. elektron
ფისი, ქარვა, enkephalos თავის ტვინი, grapho ვწერ) - თავის ტვინის
ელექტრული აქტივობის (ბიოპოტენციალების) რეგისტრაციის მე-
თოდი.
ელექტროკოაგულაცია electrocoagulation электрокоагуляция
electrocoagulatio (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, ლათ. coagulatio
შედედება) - პათოლოგიური ქსოვილის ელიმინაცია მაღალი
სიხშირის ელექტროდენის მეშვეობით. ე.წ. დიათერმული დანით
(იხ. ელექტროქირურგია) ჩატარებული ელექტროკოაგულაცია
საშუალებას იძლევა განხორციელდეს ქსოვილების უსისხლო
გაკვეთა, აბრკოლებს სიმსივნური უჯრედების დისემინაციას
გარემომცველ ქსოვილებში და ა.შ.
გ ე ცველ ქ ვ ლე დ
ელექტრონოგრამა electronogram электроннограмма
electronogramma (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, gramma ჩაწერა) -
ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით მიღებული
ულტრასტრუქტურების ნეგატივი ან ფოტოგრაფიული სურათი.
ელექტრონული მიკროსკოპია electron microscopy электронная
микроскопия electron microscopia (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა,
mikros პატარა, მცირე, scopeo დათვალიერება) -
ულტრასტრუქტურების (უჯრედული ორგანოიდები, ვირუსები
და სხვ.) შესასწავლად გამოყენებული მიკროსკოპი, რომლის
სინათლის წყარო ელექტრონებია. ასეთი ტიპის მიკროსკოპებს
ძალზე მაღალი გადიდება აქვთ. განასხვავებენ ტრანსმისიულ და
მასკანირებელ ელექტრონულ მიკროსკოპებს.
ელექტროტრავმა electric trauma электротравма (ბერძნ. elektron
ფისი, ქარვა, trauma ჭრილობა) - ელექტროდენის მოქმედებით
გამოწვეული დაზიანება ან პათოლოგიური ცვლილება
ორგანიზმში.
ელექტროფორეზი electrophoresis электрофорез electrophoresis
(ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, phoreo ვატარებ) - მუდმივი
ელექტროდენის მოქმედების შედეგად კოლოიდური ან
დისპერსიული მყარი ნაწილაკების (მათ შორის, უჯრედების)
გადაადგილება თხევად ან აირისმაგვარ გარემოში მუხტის
მიხედვით.
ელექტროქირურგია electrosurgery электрохирургия
electrochirurgia (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, cheir ხელი, ergon
საქმე) - ქსოვილების გაკვეთისათვის გამოყენებული მაღალი
სიხშირის ცვალებადი დენი, რომელსაც ატარებენ წვრილი
მავთულის ელექტროდში (ე.წ. დიათერმული დანა). აღნიშნული
მეთოდი აბრკოლებს სხვადასხვა პათოლოგიური უჯრედების (მაგ.,
კიბოს უჯრედების) დისემინაციას სხვა ქსოვილებსა და
ორგანოებში.
ელიმინაცია elimination элиминация eliminatio (ლათ. elimino
გარეთ გამომაქვს) - მიკროორგანიზმების, უჯრედების,
ქრომოსომების, დროებითი ორგანოების, მიკროორგანიზმების და
სხვ. გაქრობა.
ემაციაცია emaciation эмациация emaciatio (ლათ. emaciatio
ძლიერი სიგამხდრე) - მაღალი ტემპერატურით მიმდინარე, ძლიერ
ლ ე გ დ ე ღ ლ ტე ე ტუ დ ე ლ ე
გამოხატული, პროგრესირებადი სიგამხდრე. ახასიათებს მუცლის
ტიფს, ტუბერკულოზს და სხვ. დაავადებებს.
ემბოლექტომია embolectomy эмболэктомия embolectomia (ბერძნ.
embolon, embolos სოლი, ektome ამოკვეთა, ამოღება) -
ქირურგიული ოპერაცია: სისხლძარღვიდან ემბოლის (იხ.)
ამოკვეთა, ამოღება.
ემბოლი embolus эмбол embolus (ბერძნ. embolon, ემბოლოს
სოლი) - სისხლში მოცირკულირე სუბსტრატი, მაგ., თრომბი, იგივე
სისხლის ლეკერტი (შენადედი, კოლტი) ანდა ცხიმი, ჰაერი ან
უცხო სხეული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის
ნაწილობრივი ან სრული დახშობა.
ემბოლია embolism эмболия embolia (ბერძნ. embolon, embolos
სოლი) - სისხლძარღვების სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით
მოტანილი ნაწილაკებით (თრომბით, ცხიმის წვეთებით, ჰაერით,
სიმსივნური უჯრედებით ან ბაქტერიებით). ფილტვის არტერიის,
თავის ტვინის არტერიებისა და კორონარული (გვირგვინოვანი)
არტერიების დახშობამ შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.
ემბრიოგენეზი embriogenesis эмбриогенез embriogenesis (ბერძნ.
embryon ჩანასახი, genesis წარმოქმნა) - ონტოგენეზის საწყისი
ეტაპი: განაყოფიერების მომენტიდან დაბადებამდე.
ემბრიოლოგია embryology эмбриология embrylogia (ბერძნ.
embryon ჩანასახი, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის ნაწილი,
რომელიც სწავლობს ჩანასახის განვითარებას. ფართო გაგებით -
მოძღვრება ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების შესახებ
(ონტოგენეზის ნაწილი).
ემბრიომა embryoma эмбриома embryoma (ბერძნ. embryon
ჩანასახი, oma სიმსივნე) - სიმსივნე, რომელიც შედგება
ექტოდერმის, მეზოდერმის და ენტოდერმის სხვადასხვა
დერივატებისაგან.
ემბრიონი embryon эмбрион embryon (ბერძნ. embryon ჩანასახი) -
ადამიანის და ცხოველების ჩანასახი. ჩანასახი ეწოდება მისი
მუცლად ყოფნის ადრეულ პერიოდს, მანამ, სანამ იგი არ მიიღებს
ადამიანისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ამ დროიდან
დაბადებამდე ჩანასახს ნაყოფი ეწოდება (იხ.).
ემბრიოპათია embryopathia эмбриопатия embryopathia (ბერძნ.
embryon ჩანასახი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ემბრიონული
y ვ დ ყ ფ ტ ჯვ ე ულ
განვითარების პერიოდში წარმოქმნილი ანომალიების საერთო
სახელწოდება. განასხვავებენ ვირუსულ. დიაბეტურ, სხივურ და
სხვა სახის ემბრიოპათიებს.
ემეტროპია emmetropia эмметропия emmetropia (ბერძნ. emmetros
მოზომილი, ops, opos თვალი) - ნორმალური მხედველობა. ამასთან
ადამიანი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ხედავს მისგან
დაშორებულ საგნებს.
ემისია emission эмиссия emissio (ლათ. emissio გამოსვლა,
ამოშვება) - თესლის გადმონთხევა ერეგირებული ასოდან, რასაც
ადგილი აქვს ძილში (ღამის პოლუცია - nocturnal emission).
ემოცია emotion эмоция emotio (ლათ. emoveo ვამოძრავებ) -
ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც აქვს
მკაფიოდ გამოხატული სუბიექტური ხასიათი და რომელიც
მოიცავს ადამიანის ყველა გრძნობასა და განცდას. ემოცია
შეიძლება იყოს სუბიექტური, ფიზიოლოგიური და ქცევითი. მაგ.,
შიშმა შეიძლება ადამიანს მოუტანოს უსიამოვნო სუბიექტური
შეგრძნებები და შეცვალოს მასში ზოგიერთი ფიზიოლოგიური
მახასიათებელი (მაგ., გულისცემის გახშირება, ოფლის გამოყოფის
გაძლიერება და სხვ.), რაც მას აიძულებს თავი აარიდოს შიშის
მაპროვოცირებელ სიტუაციებს.
ემპათია empathy эмпатия empathia (ბერძნ. empathia თანაგანცდა)
- ადამიანის უნარი, ჩაწვდეს სხვა ადამიანების აზრებსა და
გრძნობებს.
ემპერიპოლეზი emperipolesis эмпериполезис emperipolesis (ბერძნ.
em (en) შიგ მყოფი, peri ირგვლივ, poileomai ხეტიალი) - უჯრედის
შეჭრა მეორე უჯრედის ციტოპლაზმაში (მაგ., ლიმფოციტის შეჭრა
მაკროფაგში). სინ.: ლეიკოციტების უჯრედშიდა მიგრაცია.
ემპიემა empyema эмпиема empyema (ბერძნ. empyema ჩირქგროვა)
- ჩირქის დაგროვება ორგანიზმის სიღრუეებში და ღრუ
ორგანოებში.
ემპირიული empirical эмпирический empiricus (ბერძნ. empeiria
გამოცდილება) - ადამიანის გამოცდილებაზე დამყარებული.
ემფიზემა emphysema эмфизема emphysema (ბერძნ. emphysema
გაბერვა) - 1.ჰაერის დაგროვება ქსოვილებში. ფილტვების
ემფიზემის (pulmonary emphysema) დროს ამ ორგანოს ალვეოლები
ფართოვდებიან, რის გამოც მცირდება იმ ზედაპირის ფართობი,
ფ ვდე გ ც ც დე ედ ფ
სადაც ხდება აირცვლა ჟანგბადსა და ნახშირორჟანგს შორის.
2.ფილტვის მოცულობის პათოლოგიური გადიდება. ხასიათდება
მასში ჰაერის მაღალი შემცველობით.
ენა tongue язык lingua - კუნთოვანი ორგანო, რომელიც
ასრულებს საგემოვნო ანალიზისა და საკვების ტრანსპორტირების
ფუნქციებს. ადამიანის ენას ევოლუციის პროცესში დაემატა
მეტყველების ფუნქციაც.
ენდარტერიიტი endarteritis эндартериит endarteriitis (ბერძნ.
endon შიგნით, aer ჰაერი, tereo ვიფარავ, ვიცავ, itis ანთება) -
არტერიის შიგნითა გარსის ანთება.
ენდემია endemy эндемия endemia (ბერძნ. endemos
ადგილობრივი) - გადამდები დაავადების გამომწვევი აგენტის ან
გადამტანის (ფეხსახსრიანის) მუდმივი არსებობა რომელიმე
ადგილას.
ენდემური დაავადებები - იხ. ავადმყოფობები ენდემური.
ენდოგამია endogamy эндогамия endogamia (ბერძნ. endon
შიგნით, gamos ქორწინება) - ტრადიცია, რომლის მიხედვითაც
ქორწინება დასაშვებია მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი
ჯგუფის (ტომის, გვარის) წარმომადგენლებს შორის.
ენდოგენური endogenous эндогеный endogenes (ბერძნ. endon
შიგნით, genos წარმოშობა) - შინაგანი მიზეზებით განპირობებული.
მედიცინაში ასახავს იმ პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც
გამოწვეულია შინაგანი (მაგ., მემკვიდრული) ფაქტორების
მოქმედებით.
ენდოდონტია endodontics эндодонтия endotontia (ბერძნ. endon
შიგნით, ლათ. dens კბილი) - სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც
სწავლობს კბილის ფესვების, პულპის მკურნალობის და
პროფილაქტიკის მეთოდებს.
ენდოთელიუმი endothelium эндотелий endothelium (ბერძნ.
endon შიგნით, thele დვრილი, ძუძუს თავი) - უჯრედების ფენა,
რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს,
არტერიების, ვენებისა და გულის კედლის შიგნითა შრეს.
ენდოინტოქსიკაცია endointoxication эндоинтоксикация
endointoxicatio (ბერძნ. endon შიგნით, toxikon შხამი) - მოწამვლა
ენდოგენური ტოქსინით. იხ. ენდოტოქსინი.
ენდოკარდიტი endocarditis эндокадит endocarditis (ბერძნ. endon
შიგნით, kardia გული, itis ანთება) - გულის შიგნითა გარსის ანთება,
რასაც ხშირად თან ახლავს სარქველების დაზიანება.
ენდოკარდიუმი endokardium эндокард endocardium (ბერძნ.
endon შიგნით, kardia გული) - გულის შიგნითა გარსი, რომლითაც
ამოფენილია პარკუჭებისა და წინაგულების ღრუები.
ენდოკრინოლოგია endocrinology эндокринология endocrinologia
(ბერძნ. ენდონ შიგნით, ცრინო გამოვყოფ, ლოგოს მოძღვრება) -
მოძღვრება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებასა და
ფუნქციაზე. შეისწავლის ჰორმონების თვისებებსა და მოქმედებას,
აგრეთვე ამ ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეულ
დაავადებებს.
ენდომეტრიტი endometritis эндометрит ენდომეტრიტის (ბერძნ.
endon შიგნით, metra საშვილოსნო, itis ანთება) - საშვილოსნოს
ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) ანთება მწვავე ან
ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში. განასხვავებენ დაავადების
მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
ენდომეტრიუმი endometrium эндометрий endometritis (ბერძნ.
endon შიგნით, metra საშვილოსნო) - საშვილოსნოს ლორწოვანი
გარსი, რომელშიც მენსტრუალური ციკლის ბოლო ფაზაში დიდი
რაოდენობითაა წარმოდგენილი ჯირკვლები და სისხლით უფრო
ინტენსიურად მარაგდება. ამ ფაზაში ენდომეტრიუმი მზადაა
ემბრიონის იმპლანტაციისათვის.
ენდომიტოზი endomitosis эндомитоз endomitosis (ბერძნ. endon
შიგნით, mitos ძაფი) - ანომალური მიტოზი, როდესაც ბირთვში
ადგილი აქვს ქრომოსომების რაოდენობის ჯერად ზრდას. ამ
პროცესის დროს არ ხდება ციტოტომია ანუ ციტოპლაზმის
გატიხვრა და ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნა. ამაში
მდგომარეობს მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედების
წარმოქმნის ერთ-ერთი მექანიზმი.
ენდოპარაზიტები endoparasites эндопаразиты endoparasiti (ბერძნ.
endon შიგნით, parasitos ვინც სხვის ხარჯზე იკვებება) - ე.წ.
მასპინძლებში და მათი უჯრედების შიგნით არსებული
პარაზიტული ორგანიზმები (მიეკუთვნებიან ენდოტროფულ
ორგანიზმებს). მრავალი ენდოპარაზიტისათვის
დამახასიათებელია განვითარების რთული ციკლი, რასაც თან
ახლავს მასპინძლის ცვლა.
ენდოპერიკარდიტი endopericarditis эндоперикардит
endopericarditis (ბერძნ. endon შიგნით, peri ირგვლივ, kardia გული,
itis ანთება) - ენდოკარდიუმის და პერიკარდიუმის ერთდროული
ანთება.
ენდოტოქსინი ენდოტოხინ эндотоксин ენდოტოხინუმ (ბერძნ.
ენდონ შიგნით, ტოხიკონ შხამი) - ბაქტერიული ტოქსინი,
რომელიც გარემოში გამოიყოფა ბაქტერიის დაღუპვის შემდეგ.
ასეთი ტიპის ტოქსინი აქვთ მხოლოდ გრამუარყოფით ბაქტერიებს.
ენდოფთალმიტი endophthalmitis эндофтальмит endophthalmitis
(ბერძნ. endon შიგნით, ophthalmos თვალი, itis ანთება) - თვალის
ანთება, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციის შედეგად.
ენდოფლებიტი endophlebitis эндофлебит ენდოპჰლებიტის
(ბერძნ. endon შიგნით, phlebs ვენა) - ვენის შიგნითა გარსის ანთება.
ენდოცერვიციტი ენდოცერვიციტის эндоцервицити
ენდოცერვიციტის (ბერძნ. endon შიგნით, ლათ. cervix ყელი, itis
ანთება) - რომელიმე ინფექციით გამოწვეული საშვილოსნოს
ყელის ლორწოვანი გარსის ანთება. დაავადებას თან ახლავს
ბლანტი კონსისტენციის ლორწოვანი მასების გამოყოფა
საშვილოსნოს ყელიდან.
ენდოციტოზი endocytosis эндоцитоз endocytosis (ბერძნ. endon
შიგნით, kytos უჯრედი) - ნივთიერებების შეღწევა უჯრედში
პინოციტოზის, როფეოციტოზის და ფაგოციტოზის გზით, რასაც
თან ახლავს ციტოპლაზმაში პინოსომების და ფაგოსომების
წარმოქმნა.
ენზიმები - იხ. ფერმენტები.
ენზოოტია enzootic disease энзоотия enzootia (ბერძნ. enSi, შიგნით,
zoon ცხოველი) - ცხოველების ინფექციური დაავადება, რომელიც
დაკავშირებულია განსაზღვრულ, ლოკალურ
ადგილსამყოფელთან.
ენოფთალმი enophthalmos энофтальм enophthalmus (ბერძნ. en
შიგნით, ophthalmos თვალი) - ნორმასთან შედარებით, თვალის
კაკლის უფრო ღრმა მდებარეობა ორბიტაში.
ენტერალგია enteralgia энтералгия enteralgia (ბერძნ. enteron
ნაწლავი, algos ტკივილი) - ნაწლავების ტკივილი.
წლ ვ g ტკ ვ ლ წლ ვე ტკ ვ ლ
ენტერიტი enteritis энтерит enteritis (ბერძნ. enteron ნაწლავი, itis
ანთება) - წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ენტერიტს.
ენტერობაქტერიები enterobacteria энтеробактерии enterobacteria
(ბერძნ. enteron ნაწლავი, bakterion ჩხირი) - არასპოროგენური
გრამ-უარყოფითი ჩხირებია, აერობები და ფაკულტატური
ანაერობები. გარემო ფაქტორებისადმი ამჟღავნებენ მდგრადობას.
საბინადრო გარემოა ადამიანისა და ცხოველების ნაწლავები,
აგრეთვე ფეკალიებით დაბინძურებული წყალი და ნიადაგი.
ენტერობაქტერიებს მიეკუთვნებიან: ეშერიხიები, კლებსიელები,
სალმონელები, შიგელები, იერსინიები და სხვ.
ენტერობიოზი enterobiasis энтеробиоз enterobiasis (ბერძნ. enteron
ნაწლავი, bios სიცოცხლე) - ნაწლავების დაავადება, რასაც იწვევს
მრგვალი ჭია - ბავშვთა ენტერობიუსი ანუ მახვილა (Enterobius
vermicularis). დაავადება უმთავრესად ბავშვებშია გავრცელებული.
დაავადების წყარო მხოლოდ დაინვაზირებული ადამიანია.
ენტეროვირუსები enteroviruses энтеровирусы enterovirus (ბერძნ.
enteron ნაწლავი, ლათ. virus შხამი) - მცირე ზომის, რნმ-ს
შემცველი, მჟავე გარემოსადმი მდგრადი ვირუსების გვარი.
აღნიშნული ვირუსები მიეკუთვნებიან პიკორნავირუსების ოჯახს.
მათი არსებობის ძირითადი ადგილია ადამიანისა და ცხოველების
ნაწლავები, საიდანაც ისინი შეიძლება გავრცელდნენ სხვა
ორგანოებში.
ენტეროვირუსული დაავადებები enteroviral diseases
энтеровирусные заболевания morbi enterovirus (ბერძნ. enteron
ნაწლავი, ლათ. virus შხამი) - ენტეროვირუსებით გამოწვეული
ინფექციური დაავადებები, რომლებიც უმთავრესად ხასიათდებიან
გადაცემის ფეკალურ-ორალური მექანიზმით. ენტეროვირუსებს
მიეკუთვნება პოლიომიელიტის ვირუსი.
ენტეროკოლიტი enterocolitis энтероколит enterokolitis (ბერძნ.
enteron ნაწლავი, kolon კოლინჯი, itis ანთება) - წვრილი და
მსხვილი ნაწლავების ლორწოვანი გარსების ერთდროული ანთება.
ენტეროკოლოსტომია enterocolostomy энтероколостомия
enterocolostomia (ბერძნ. enteron ნაწლავი, kolon კოლინჯი, stoma
პირი) - წვრილ ნაწლავსა და კოლინჯს შორის ანასტომოზის შექმნა.
ენტეროლითიაზი enterolithiasis энтеролитиаз enterolithiasis
(ბერძნ. enteron ნაწლავი, lithos ქვა, კენჭი) - კონკრემენტების
(კენჭების) არსებობა ნაწლავში.
ენტერომიკოზი enteromycosis энтеромикоз enteromycosis (ბერძნ.
enteron ნაწლავი, mykes სოკო, osis მდგომარეობა) - კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის მიკოზური (სოკოვანი) დაზიანება.
ენტეროპათია enteropathy энтеропатия enteropathia (ბერძნ.
enteron ნაწლავი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - კუჭ-ნაწლავის
დაავადებათა საერთო სახელწოდება.
ენტეროპარეზი enteroparesis энтеропарез enteroparesis (ბერძნ.
enteron ნაწლავი, ლათ. paresis მოდუნება, დასუსტება) - ნაწლავის
დამბლა. მდგომარეობა, რასაც თან ახლავს წვრილი ნაწლავის
პერისტალტიკის შესუსტება ან სრული დათრგუნვა, ამ ორგანოს
კედლის კუნთური ტონუსის დაქვეითების გამო.
ენტეროპექსია enteropexy энтеропексия enteropexia (ბერძნ.
enteron ნაწლავი, pexis დამაგრება) - ქირურგიული ოპერაცია,
რომლის დროსაც წვრილი ნაწლავის ერთ ნაწილს აკერებენ
მუცლის კედელს.
ენტეროპტოზი enteroptosis энтероптоз enteroptosis (ბერძნ.
enteron ნაწლავი, ptosis დაწევა) - მდგომარეობა, როდესაც
ნაწლავების (განსაკუთრებით, განივი კოლინჯის) მარყუჟები
ლოკალიზებულნი არიან თავისი ნორმალური ანატომიური
მდგომარეობის ქვევით. ამჟამად დადგენილია, რომ ენტეროპტოზი
თავისთავად არავითარ დაავადებას არ იწვევს.
ენტერორაგია enterorrhagia энтероррагия enterorrhagia (ბერძნ.
enteron ნაწლავი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ნაწლავური
სისხლდენა.
ენტეროსპაზმი enterospasm энтероспазм enterospasmus (ბერძნ.
enteron ნაწლავი, spasmos კრუნჩხვა) - ნაწლავების კუნთების
ძლიერი, უეცარი, უნებლიე შეკუმშვა, რაც დაკავშირებულია
კუნთის ტონუსის მომატებასთან.
ენტეროტომია enterotomy энтеротомия enterotomia (ბერძნ.
enteron ნაწლავი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - წვრილი ნაწლავის
სანათურის გაკვეთა, გადაჭრა.
ენტეროტოქსინები enterotoxins энтеротоксины enterotoxini
(ბერძნ. enteron ნაწლავი, toxikon შხამი) - ეგზოტოქსინების ჯგუფი.
ე წლ ვ ეგ ტ ქ ე ჯგუფ
ზოგიერთი ბაქტერიის (სტაფილოკოკების, კლოსტრიდიების,
ეშერიხიების, შიგელების) მიერ წარმოებული, კუჭ-ნაწლავის
დამზიანებელი ეგზოტოქსინების საერ თო სახელწოდება.
ენტეროტროპიზმი enterotropism энтеротропизм enterotropismus
(ბერძნ. enteron ნაწლავი, tropos მიმართულება) - სხვადასხვა
ქიმიური ნივთიერებების, ფიზიკური თუ ბიოლოგიური აგენტების
თვისება გამოიწვიონ რომელიმე ტიპის პათოლოგიური პროცესი
ნაწლავებში.
ენტომოლოგია entomology энтомология entomologia (ბერძნ.
entoma მწერები, logos მოძღვრება) - მეცნიერება მწერების შესახებ.
თანამედროვე ენტომოლოგია კომპლექსური მეცნიერებაა,
რომელიც სწავლობს მწერების აგებულებას, ცხოველქმედებას,
ისტორიულ განვითარებას, ფორმების მრავალგვარობას და ა.შ.
ენტომონოზები entomonoses энтомонозы entomonosis (ბერძნ.
entoma მწერები, nosos ავადმყოფობა) - დაავადებები, რომლებიც
გამოწვეულნი არიან მწერების ზრდასრული ფორმებით ან მათი
მატლებით. ასნებოვნებენ ყველა სახეობის ცხოველს. მრავალი
მათგანი ადამიანის ინვაზიური და ინფექციური დაავადებების
გადამტანია.
ენუკლეაცია enucleation энуклеация enucleatio (ლათ. enucleatio
ბირთვის ამოღება) - 1.ქირურგიული ოპერაცია: მდგომარეობს
კაფსულის მქონე ანატომიური ან პათოლოგიური წარმონაქმნების
სრულ ამოკვეთაში (მაგ., თვალის ენუკლეაცია). 2.ბირთვის
დაკარგვა ნორმალური უჯრედული განვითარების პროცესში (მაგ.,
ერითროციტებში) ანდა ექსპერიმენტულ პი რობებში.
ენურეზი enuresis энурез enuresis (ბერძნ. en ში, შიგნით, ureo
ვშარდავ) - შარდის შეუკავებლობა ნევროპათიით შეპყრობილ
ბავშვებში, უფრო ხშირად ღამით (ნოცტურნალ ენურესის). ღამის
ენურეზი შეიძლება გამოწვეული იყოს შარდგამომყოფი გზების
რაიმე დაავადებით, მაგრამ უფრო ხშირად ფუნქციური ბუნება
გააჩნია. ჩვეულებრივ, ადგილი აქვს თვითგანკურნებას, თუმცა
ზოგჯერ აუცილებელია ფსიქო-თერაპიის ან სამკურნალწამლო
თერაპიის გამოყენება.
ენცეფალიტი encephalitis энцефалит encephalitis (ბერძნ.
enkephalos თავის ტვინი, itis ანთება) - თავის ტვინის ანთება,
რომელიც ვითარდება ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ ან
ალერგიულ საფუძვლებზე.
ენცეფალოგრაფია encephalography энцефалография
encephalographia (ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, grapho ვწერ) -
თავის ტვინის ელექტრული ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის
მეთოდი.
ენცეფალომიელიტი encephalomyelitis энцефаломиелит
encephalomyelitis (ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, myelos ზურგის
ტვინი, itis ანთება) - თავისა და ზურგის ტვინის მწვავე ანთება.
უფრო ხშირად გამომწვევია ჰერპესვირუსი (Herpes zoster).
ეოზინოპენია eosinopenia эозинопения eosinopenia (ლათ. eosinum
ეოზინი, ბერძნ. penia ნაკლებობა, სიმცირე) - პერიფერიულ
სისხლში ეოზინოფილების მცირე რაოდენობა.
ეოზინოფილი eosinophil эозинофил eosinophilum (ლათ. eosinum
ეოზინი, ბერძნ. philia სიყვარული) - ლეიკოციტების, კერძოდ,
გრანულოციტების ერთ-ერთი წარმომადგენელია. მისი
ციტოპლაზმის გრანულები იღებება მჟავე საღებავით, ეოზინით.
ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ეოზინოფილები ლეიკოციტების
საერთო რაოდენობის 2-4%-ს შეადგენს.
ეოზინოფილია eosinophilia эозинофилия eosinophilia (ლათ.
eosinum ეოზინი, ბერძნ. philia სიყვარული) - ეოზინოფილების
რაოდენობის მომატება სისხლში (5-6%^-ზე მეტი). გვხვდება
ალერგიული დაავადებების, ჰელმინთოზების, ავთვისებიანი
სიმსივნეების შემთხვევებში. აღინიშნება აგრეთვე
ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს.
ეონიზმი eonism эонизм eonismus (ფრანგი დიპლომატის, Ch.G.L.
D'Eon ის გვარის მიხედვით) - სქესობრივი პათოლოგია,
საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმის ძლიერი სურვილი,
კერძოდ, ვაჟის გამოწყობა ქალის ტანსაცმელში და ქალური ქცევა.
ეპენდიმა ependyma эпендима ependyma (ბერძნ. ependyma ზედა
სამოსელი) - გლიური უჯრედების (ეპენდიმოციტების) ერთშრიანი
ფენა, რომლითაც ამოფენილია თავის ტვინის პარკუჭები და
ზურგის ტვინის არხი.
ეპიგლოტისი ეპიგლოტტის надгортанник ეპიგლოტტის (ბერძნ.
epi ზედ, glottis ყია) - ქართულად: ყია, ხორხსარქველი. ხორხის
შემადგენელი ერთ-ერთი ხრტი ლოვანი წარმონაქმნია, რომელიც
ხურავს ხორხის შესავალს ყლაპვის დროს.
ეპიგლოტიტი epiglottitis эпиглотит epiglottitis (ბერძნ. epi ზედ,
glottis ყია, itis ანთება) - ხორხსარქველის და ამ ორგანოს ზევით
მდებარე ხახის სხვა განყოფილებების შეშუპება და ანთება, რაც
აძნელებს ჰაერის შეჭრას ფილტვებში. ეპიგლოტიტი ჩვეულებრივ
ვითარდება Haemophilus infl uenza-ს სახეობის ბაქტერიებით
ინფიცირებისას. მკურნალობისათვის ნიშნავენ ანტიბიოტიკებს,
რთულ შემთხვევებში აუცილებელი ხდება ინტუბაციის ან
ტრაქეოსტომიის ჩატარება.
ეპიდემია epidemic эпидемия epidemia (ბერძნ. epidemos ხალხში
გავრცელებული) - რომელიმე ინფექციური დაავადების სწრაფი და
ფართო გავრცელება რომელიმე რეგიონსა და ქვეყანაში.
ეპიდემიოლოგია epidemiology эпидемиология epidemiologia
(ბერძნ. epidemos ხალხში გავრცელებული, logos მოძღვრება) -
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ეპიდემიათა წარმოშობას,
განვითარებას და მათთან ბრძოლის საშუალებებს.
ეპიდერმისი epidermis эпидермис epidermis (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, derma კანი) - ადამიანისა და ცხოველების კანის
ზედაპირული შრე. შედგება მრავალშრიანი ბრტყელი
ეპითელიუმისაგან.
ეპიდერმოიდი epidermoidis эпидермоид epidermoidis (ბერძნ. epi
ზედ, ზევიდან, derma კანი, eidos მსგავსი) - ეპიდერმისში კისტის
მსგავსი წარმონაქმნი. შეიცავს შედედებულ და დარბილებულ
მასას - კერატინს, თმას და ეპიდერმისის სხვა კომპონენტებს.
ეპიდიდიმისი epididymis эпидидимис epididymis (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, didymos სათესლე) - სათესლე ჯირკვლის დაკლაკნილ-
მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა.
ეპიდიდიმიტი epididymitis эпидидимит epididymitis (ბერძნ. epi
ზედ, ზევიდან, didymos სათესლე, itis ანთება) - სათესლე
ჯირკვლის დანამატის ანთება, რისი მიზეზი ჩვეულებრივ,
ინფექციაა. ანთება შეიძლება გავრცელდეს სათესლე ჯირკვალზეც.
იხ. ორქიეპიდიდიმიტი.
ეპიზოოტია epizooty эпизоотия epizootia (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, zoon ცხოველი) - რომელიმე ინფექციური დაავადების
ფართოდ გავრცელება ცხოველებში.
ფ დ გ ვ ცელე ც ველე
ეპითელიომა epithelioma эпителиома epithelioma (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, thele დვრილი, ძუძუს თავი, oma სიმსივნე) - კანის
ავთვისებიან სიმსივნეთა საერთო დასახელება. იგივე კანის კიბო.
ეპითელური ქსოვილი epithelium эпителиальная ткань epithelium
(ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, thele დვრილი, ძუძუს თავი) -
ადამიანისა და ცხო ველების ერთ-ერთი ძირითადი ქსოვილი,
რომელიც უმთავრესად დაცვის, შეწოვის და სეკრეტორულ
ფუნქციებს ასრულებს. ეპითელიუმით არის დაფარული სხეულის
ზედაპირი, ამოფენილია ყველა შინაგანი ღრუ. ახასიათებს
ინტენსიური რეგენერაცია.
ეპიკანტუსი epicantus эпикантус epicantus (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, kantos თვალის შიდა კუთხე) - ქართულად:
მონღოლოიდური ნაოჭი. დამახასიათებელია მონღოლოიდური
რასის წარმომადგენლებისათვის და დაუნის სინდრომით
დაავადებულებისათვის. წარმოქმნილია ზედა ქუთუთოს კანით.
ეპიკარდიუმი epicardium эпикард epicardium (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, kardia გული) - სეროზული პერიკარდიუმის ვისცერული
ფირფიტა (ფურცელი), რომელიც ფარავს გულს და განლაგებულია
მიოკარდის ზევით.
ეპიკრიზი epicrisis эпикриз epicrisis (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან,
krisis დადგენა, გადაწყვეტილება) - ექიმის დასკვნა, ამომწურავი
წერილობითი განმარტება დაავადების წარმოშობის,
განვითარების, მიმდინარეობის, მკურნალობის ხასიათისა და
შედეგის შესახებ.
ეპილაცია epilation эпиляция epilatio (ლათ. e უარყ. თავს., philus
თმა) - სამკურნალო ან კოსმეტიკური მიზნით თმის ფესვიანად
ამოღება პინცეტის, ქიმიური ნივთიერებების, ელექ ტროლიზის ან
რენტგენის სხივების გამოყენებით.
ეპილეფსია epilepsy эпилепсия epilepsia (ბერძნ. epilepsia დაჭერა,
შეტევა) - თავის ტვინის პოლიეტიოლოგიური დაავადება,
რომელსაც ცნობიერების დაკარგვის ფონზე ახასიათებს
განმეორებითი კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი პაროქსიზმები
(იხ.), შემდგომი ამნეზიით და დამახასიათებელი ცვლილებებით
ელექტროენცეფალოგრამაზე.
ეპისპადია epispadias эписпадия epispadiasis (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, spadon ხვრელი) - თანდაყოლილი ანომალია, რომლის
ევ დ ვ ელ დ ყ ლ ლ ლ ლ
დროსაც შარდსადენის (ურეთრის) გარეთა ხვრელი
ლოკალიზებულია ასოს დორსალურ (ზედა) ზედაპირზე. ამ
დეფექტის ქირურგიული კორექცია ტარდება ჯერ კიდევ
ნეონატალურ პერიოდში.
ეპისტაზი epistasis эпистазис epistasis (ბერძნ. epistasis გაჩერება,
დაბრკოლება) - ორი არაალელური გენის ურთიერთმოქმედება,
როდესაც გენისუპრესორი თრგუნავს მეორე გენის მოქმედებას.
ეპისტაქსისი epistaxis эпистаксис epistaxis (ბერძნ. epi ზედ,
ზევიდან, stazo ჩამოვედინები) - ცხვირიდან სისხლის დენა.
ეპიტოპი epitope эпитоп epitopus (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან, topos
ადგილი) - ანტიგენის განსაზღვრული უბანი. ერთ ანტიგენზე
შეიძლება მრავალი ეპიტოპი იყოს ლოკალიზებული.
ეპიფიზი epiphysis эпифиз epiphysis (ბერძნ. epiphysis მიხორცება
რამეზე) - 1.გრძელი ლულოვანი ძვლების ზედა და ქვედა სასახსრე
ბოლოები. 2.Epiphysis (Pineal gland - ჯალღუზისებრი ჯირკვალი.
ლოკალიზებულია თავის ტვინში (იხ.).
ეპიფორა epiphora эпифора epiphora (ბერძნ. epi ზედ, ზევიდან,
phero ვატარებ) - უმიზეზო, ემოციური მიზეზებისაგან
დამოუკიდებელი მუდმივი ცრემლიანობა, რაც განპირობებულია
ცრემლის გამოყოფის გაძლიერებით ან დაბრკოლებით ცხვირ-
ცრემლის არხში.
ეპონიმი eponim эпоним eponimum (ბერძნ. eponymos სახელი) -
დაავადებისათვის, სინდრომისათვის, ოპერაციისათვის,
უჯრედებისათვის და ა.შ. აღმომჩენის ან აღმწერის სახელის
მინიჭება.
ეპულისი epulis эпулис epulis (ბერ-ძნ. epi ზედ, ზევიდან, ulon
ღრძილი) - ღრძილის შესიება მასში მიმდინარე ანთებითი
პროცესის გამო. ეპულისების უმრავლესობა წარმოიქმნება ღრ-
ძილის ფიბროზული ჰიპერპლაზიის შედეგად.
ერადიკაცია eradication эрадикация eradicatio (ინგლ. eradication
აღმოფხვრა, განადგურება) - რაიმეს (ბაქტერიის, ვირუსის,
სიმსივნური უჯრედის და სხვ.) სრული განადგურება.
ერგასტოპლაზმა ergastoplasm эргастоплазма ergastoplasma (ბერძნ.
ergaston მუშა, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - იგივე
გრანულარული (ხორკლიანი) ბადე. ენდოპლაზმური
რეტიკულუმის სახესხვაობა, რომლის მემბრანებზე რიბოსომებია
განლაგებული.
ერგოტიზმი ergotism эрготизм ergotismus (ფრანგ. ergot ჭვავის
რქა) - მოწამვლა ჭვავის რქით (ჩლავიცეპს პურპურეა).
მიმდინარეობს მუსკულატურის კონვულსიებით, განგრენით, რაც
არც თუ იშვიათად სიკვდილით მთავრდება.
ერევთოფობია ereuthophobia эрейтофобия ereuthophobia (ბერძნ.
ereutho ვაწითლებ, phobos შიში) - გაწითლების აკვიატებული შიში.
ერექცია erection эрекция erectio (ლათ. erectio გასწორება) -
სქესობრივი აგზნების დროს: მამაკაცის სასქესო ორგანოს (ასოს)
გამაგრება სისხლის გაძლიერებული მიწოდების შედეგად.
ერიზიპელასი erysipelas рожа erysipelas (ბერძნ. erythros წითელი,
pella კანი) - ქართულად: წითელი ქარი. მწვავე ინფექციური
დავადებაა, რომლის გამომწვევია Streptococcus pyogenes.
ახასიათებს კანის ანთება. პროგ ნოზი კეთილსაიმედოა.
ერიზიპელოიდი erysipeloid эризипелоид erysipeloidum (ბერძნ.
erythros წითელი, eidos სახე) - კანის და მის ქვეშ მდებარე
ქსოვილების ინფექციური დაავადება. გამომწვევია ბაქტერია
Erysipelothrix insidiosa. ჩვეულებრივ, უვითარდებათ იმათ, ვინც
ხელით ამუშავებს თევზეულს, შინაური ფრინველის ხორცს.
ინფექცია ორგანიზმში იჭრება ნაკაწრებიდან. შეჭრის ადგილზე
წარმოიქმნება ერითემა (იხ.). სინ.: მცოცავი ერითემა, ღორების
წითელი ქარი.
ერითემა erythema эритема erythema (ბერძნ. erythros წითელი) -
სისხლძარღვთა გაფართოების გამო განვი- თარებული კანის
სიწითლე.
ერითრემია erythraemia эритремия erythraemia (ბერძნ. erythros
წითელი, haima სისხლი) - ქრონიკული ლეიკემიის ერთ-ერთი
ფორმა, რაც გამოიხატება უმთავრესად ჰემოგლობინისა და
ერითროციტების რაოდენობის მომატებაში. სინ.: წითელი,
ჭეშმარიტი პოლიციტემია, ვაკეზის დაავადება, ოსლერის
დაავადება.
ერითრობლასტოზი erythroblastosis эритробластоз erythroblastosis
(ბერძნ. erythros წითელი, blastos ყლორტი, ღივი, osis მდგომარეობა)
- ერითრობლასტების გაზრდილი რაოდენობა ძვლის წითელ
ტვინსა და პერიფერიულ სისხლში.
ტვ დ ე ფე ულ ლ
ერითრომელალგია erythromelalgia эритромелалгия
erythromelalgia (ბერძნ. erythros წითელი, melos სხეულის ნაწილი,
algos ტკივილი) - კანის სისხლძარღვების (არტერიოლების)
პაროქსიზმული გაფართოება. უფრო ხშირადაა გამოხატული
კიდურებზე და ტერფებზე. ახასიათებს მწვავე ტკივილები. სინ.:
მიტჩელის ავადმყოფობა.
ერითრომელია erythromelia эритромелия erythromelia (ბერძნ.
erythros წითელი, melos სხეულის ნაწილი) - კიდურების კანის
უმტკივნეულო, პროგრესირებადი გაწითლება, რასაც თან ახლავს
ვენების გაფართოება.
ერითრომიცინი erythromycin эритромицин erythromycinum -
ანტიბიოტიკია, მაკროლიდი, რომელიც შეიცავს მაკროციკლურ
ლაქტონურ რგოლს. პროდუცენტია Streptomyces erythreus.
აქტიურია გრამ-დადებითი ბაქტერიების, ზოგიერთი გრამ-
უარყოფითი ბაქტერიის (ბრუცელები, ქოლერის ვიბრიონი და
სხვ.), აგრეთვე უჯრედშიდა პარაზიტების (ქლამიდიების,
რიკეტსიების) მიმართ.
ერითრონი erythron эритрон erythronum (ბერძნ. erythros
წითელი) - ერი- თროციტების ჰისტოგენეზური რიგი -
კომიტირებული ერითროიდული უჯრე დიდან ერითროციტამდე.
ერითროპოეზი erythropoiesis эритропоэз erythropoiesis (ბერძნ.
erythros წითელი, poiesis წარმოქმნა, გამომუშავება) -
ერითროციტების წარმოქმნის პროცესი ძვლის ტვინში.
ერითროპოეზის ყველაზე ახალგაზრდა, მორფოლოგიურად
იდენტიფიცირებადი წინამორბედია ერითრობლასტი.
ერითროპოეტინი erythropoietin эритропоэтин erythropoietinum
(ბერძნ. erythros წითელი, poieo წარმოვქმნი) - ერითროპოეზის
სტიმულატორი, მისი გამაძლიერებელი ნივთიერება, მაგ., სიალის
მჟავის შემცველი ცილა, რომელსაც უმთავრესად ასეკრეტირებს
თირკმელი. აღმოჩენილია სისხლში და ორგანიზმის სხვა თხევად
ქსოვილებში.
ერითრორექსისი erythrorrhexis эритрорексис erythrorrhexis
(ბერძნ. erythros წითელი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) -
ერითროციტების დესტრუქციის პროცესი, როდესაც ისინი
იშლებიან ცალკეულ ფრაგმენტებად.
ერითროფაგოციტოზი erythrophagocytosis эритрофагоцитоз
erythrophagocytosis (ბერძნ. erythros წითელი, phago ვჭამ, kytos
უჯრედი, osis მდგომარეობა) - მაკროფაგების მიერ
ერითროციტების შთანთქმის და დაშლის პროცესი, რასაც თან
ახლავს ჰემოსიდერინის (იხ.) მარცვლების წარმოქმნა.
ერითროფობია erythrophobia эритрофобия erythrophobia (ბერძნ.
erythros წითელი, phobos შიში) - გაწითლებისადმი ავადმყოფური
შიში, მორცხვობა.
ერითროციტი erythrocyte эритроцит erythrocytum (ბერძნ.
erythros წითელი, kytos უჯრედი) - სისხლის წითელი უჯრედი,
რომელიც შეიცავს ჰემოგლობინს. სასუნთქი ორგანოებიდან
ქსოვილებში გადააქვს ჟანგბადი, იქიდან კი გამოაქვს
ნახშირორჟანგი. ძუძუმწოვრების ერითროციტებს ბირთვი არ
გააჩნიათ.
ერითროციტოზი erythrocytosis эритроцитоз erythrocytosis (ბერძნ.
erythros წითელი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - სისხლში
ერითროციტების რაოდენობის მომატება. სინ.: პოლიციტემია (იხ.).
ერითროციტოპენია erythrocytopenia эритроцитопения
erythrocytopenia (ბერძნ. erythros წითელი, kytos უჯრედი, penia
ნაკლებობა, სიღარიბე) - სისხლში ერითროციტების რაოდენობის
შემცირება.
ერითროციტოპოეზი - იხ. ერითროპოეზი.
ერლიხიოზი ehrlichiosis эрлихиоз ehrlichiosis - ცხოველების, მათ
შორის ადამიანის ლეიკოციტური რიკეტსიოზი. გამომწვევია
Ehrlichia-ს გვარის რიკეტსიები (E.sennetsu). რიკეტსიების ამ გვარს
სახელი ეწოდა პ. ერლიხის საპატივცემულოდ.
ეროგენული ზონა erogenic zone эрогенная зона zonus erogenica
(ბერძნ. eros სიყვარული, ვნება, genes გამომწვევი) - კანის ან
ლორწოვანი გარსის მონაკვეთი (სასქესო ორგანოებთან, ძუძუსთან,
ტუჩებთან, პირის ღრუსთან და სხვ.), რომლის გაღიზიანება იწვევს
სქესობრივ აგზნებას, ორგაზმსაც კი.
ეროზია erosion эрозия erosio (ლათ. erozio ამოვჭამ) - კანისა და
ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ზედაპირული დაწყლულება
(მაგ., საშვილოსნოს ყელის ეროზია). ეროზია შეიძლება იყოს
ანთებითი, ჰემორაგიული, ჭეშმარიტი და სხვ.
ეროტიზმი eroticism эротизм erotismus (ბერძნ. eros სიყვარული) -
მომატებული, მოჭარბებული სქესობრივი აგზნებულობა,
ვნებიანობა.
ეროტოფობია erotophobia эротофобия erotophobia (ბერძნ. eros
სიყვარული, phobos შიში) - ხორციელი სიყვარულის ავადმყოფური
ზიზღი. პათოლოგიური შიში სქესობრივი აქტის ჩატარების
მიმართ.
ერუპცია eruption эрупция eruptio (ლათ. eruptio გამოჩენა,
გამოსვლა) - უეცარი გამონაყარი.
ესენცია essence эссенция essentia (ლათ. esse ყოფნა, რაღაცის
არსი) - მცენარეებიდან გამოყოფილი აქროლადი ეთერზეთები.
იყენებენ კვების და ფარმაცევტულ წარმოებაში, აგრეთ ვე
პარფიუმერიაში.
ესენციური essential эссенциальный essentialis (ლათ. esse ყოფნა,
რაღაცის არსი) - იგივე იდიოპათიკური (იხ.).
ესპუნდია espundia эспундия espundia - ამერიკული
ლეიშმანიოზის სახესხვაობაა. გამომწვევია უმარტივესი
ორგანიზმი - Leishmania brazilliensis. ახასიათებს ლორწოვანი
გარსების, განსაკუთრებით კი პირის და ცხვი რის ღრუს
დაზიანება, რასაც თან ახლავს უხეში დესტრუქციული
ცვლილებები. სინ.: ბრედას დაავადება.
ესტრადიოლი estradiol эстрадиол oestradiolum (ლათ. oestrus
მძუვნობა) - ქალის ძირითადი სასქესო ჰორმონი, რომელსაც
გამოიმუშავებენ საკვერცხეების ფოლიკულების ამომფენი
უჯრედები. სქესობრივი მომწიფების პერიოდში განაპირობებს
ფიზიკურ ცვლილებებს - მენჯის გაფართოებას, სარძევე
ჯირკვლების, საშვილოსნოს და საშოს განვითარებას.
ესტროგენები estrogenes эстрогены oestrogena (ლათ. oestrus
მძუვნობა) - სტეროიდული ბუნების ჰორმონები (ესტრადიოლი,
ესტრონი, ესტრიოლი და სხვ.). გამოყოფენ ქალის შინაგანი
სეკრეციის ჯირკვლები. ესტროგენები ხელს უწყობენ
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზრდას, ოვოციტოგენეზს და
ყვითელი სხეულის შენარჩუნებას. მიღებულია სინთეზური
ესტროგენებიც.
ეტალონური პრეპარატები etalon preparations эталонные
препараты preparatio etalonum (ფრანგ. etalon, ლათ. preparatus
ფ გ ლ
მომზადებული) - სტაბილური თვისებების მქონე ბიოლოგიური
ნივთიერებები (ანტისხეულები, ანტიგენები, ვაქცინები,
ალერგენები და სხვ). იყენებენ ეტალონად კვლევის პროცესში.
ეტიოლოგია etiology этиология etiologia (ბერძნ. aitia მიზეზი,
logos მოძღვრება) - პათოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ამა
თუ იმ დაავადების გამომწვევ კონკრეტულ მი ზეზს.
ეტიოპათოგენეზი etiopathogenesis этиопатогенез etiopathogenesis
(ბერძნ. aitia მიზეზი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, genesis
წარმოშობა) - ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზების
(ეტიოლოგიური ფაქტორების) და წარმოშობის და განვითარების
მექანიზმის (პათოგენეზის) ერთიანობა.
ეტიოტროპული etiotropic этиотропный etiotropic (ბერძნ. aitia
მიზეზი, tropos მობრუნება) - ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ
მიზეზზე (ბაქტერია, ვირუსი და ა.შ.) მოქმედი ფაქტორი
(ქიმიოპრეპარატი, დასხივება და სხვ.).
ეუკარიოტები eukaryots эукариоты eucaryota (ბერძნ. eu კარგი,
karyon ბირთვი) - ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი
მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, რომელთა უჯრედები,
პროკარიოტებისაგან განსხვავებით, დიფერენცირებულნი არიან
ციტოპლაზმად და კარიოლემით შემოსაზღვრულ ბირთვად.
ეუტროფობია eutrotrophia эутротрофия eutrotrophia (ბერძნ. eu
კარგი, trophe კვება) - ნორმალური მდგომარეობა ორგანიზმის
ზრდისა და კვებისათვის.
ეფებოფილია ephebophilia эфебофилия ephebophilia (ბერძნ.
ephebos ჭაბუკი, philia სიყვარული, ლტოლვა) -
ჰომოსექსუალიზმის სახესხვაობა, როდესაც სქესობრივი
ლტოლვის ობიექტები მოზარდები და ჭაბუკებია.
ეფელიდები ephelides эфелиды ephelides (ბერძნ. ephelis) -
ქართულად: ჭორფლი. კანზე მცირე ზომის, მრგვალი,
მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები, რომლებიც მზის
გავლენით მუქდება.
ეფემერული ephemeral эфемерный ephemeras (ბერძნ. ephemeros
ერთდღიანი) - ხანმოკლე, მოკლევადიანი, სწრაფწარმავალი (მაგ.,
ცხელება).
ეფემინაცია - იხ. ფემინიზაცია.
ეფერენტული efferent эфферентный efferens (ლათ. efferens
გამომტანი) - თავის ან ზურგის ტვინიდან პერიფერიაზე -
კუნთებთან, ჯირკვლებთან და სხვა ეფექტორებთან იმპულსის
გადამცემი ნერვი (ეფერენტული ნერვი).
ეფექტი effect эффект effectus (ლათ. effectus შესრულება,
მოქმედება) - რაიმე მიზეზის ან მოქმედების შედეგი (მაგ.,
მკურნალობის ეფექტი). ძლიერი შთაბეჭდილება.
ეფექტორული უჯრედი effector cell эффекторная клетка effector
cellula (ლათ. effector მოქმედების შემს-რულებელი) -
წარმოადგენენ იმუნური თავდაცვის უშუალო შემსრულებლებს.
ობიექტზე მოქმედებენ უშუალოდ ანდა სპეციფიკური ეფექტის
მქონე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ანტისხეულების,
ტოქსიკური სუბსტანციების, მედიატორების და ა.შ.) საშუალებით.
ეფექტორული უჯრედებია T-კილერები.
ეფუზია effusion эффузия effusio (ლათ. effundo ვღვრი) -
სისხლძარღვიდან ან ლიმფური სადინრიდან სითხის გაჟონვა და
ახლომდებარე ქსოვილში ან ღრუში დაგროვება.
ექთიმა ecthyma эктима ecthyma (ბერძნ. ekthyma ჩირქგროვა,
პუსტულა) - კანის ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია
Staphylococcus aureus. იმპეტიგოსაგან (იხ.) გასხვავებით, ზიანდება
ეპიდერმისის მთელი შრე. ექთიმის მკურნალობა ხანგრძლივია,
რის შემდეგაც სხეულზე შეიძლება დარჩეს ნაწიბურები.
ექინოკოკი echinococcus эхинококк echinococcus (ბერძნ. echinos
ზღარბი, kokkos მარცვალი) - Echinococcus granulosus მიეკუთვნება
ბრტყელი ჭიების ტიპს და თასმისებური ჭიების კლასს.
ზრდასრული ექინიკოკი ბინადრობს დეფინიტური მასპინძლის
(ძაღლის, მგლის და ა.შ.) წვრილ ნაწლავში. მასპინძლის
განავალთან ერთად გამოიყოფა ექინოკოკის კვერცხები, რომლებიც
შესაძლებელია მოხვდეს ადამიანის საჭმლის მომნელებელ
ტრაქტში. კვერცხიდან გამოსული ლარვა იჭრება ნაწლავის
სისხლძარღვებში, მიყვება სისხლის ნაკადს და იბუდებს
სხვადასხვა ორგანოებში, სადაც წარმოქმნის მრავალრიცხოვან
რთულ ბუშტუკებს. ადამიანში იწვევს სერიოზულ დარღვევებს,
არც თუ იშვიათად, ლეტალურ შედეგსაც.
ექოპრაქსია echopraxia эхопраксия echopraxia (ბერძნ. echo
გამოძახილი, praxis მიბაძვა) - სხვა ადამიანის მოქმედების
გ ლ ვ ვ დ ქ ედე
პათოლოგიური მიბაძვა. შეიძლება იყოს კატატონიის (იხ.) ან
ლატის (იხ.) ერთ-ერთი სიმპტომი. სინ.: ექოკინეზი.
ექოსკოპია echoscopy эхоскопия echoscopia (ბერძნ. echo
გამოძახილი, skopeo ვხედავ) - დიაგნოსტიკის მეთოდი
სპეციალური აპარატის, ექოსკოპის საშუალებით, რომლის
ენერგიის წყაროა ულტრაბგერები, ხოლო მისი მუშაობის პრინციპი
ეფუძნება ორგანოდან არეკლილი ულტრაბგერითი ტალღების
აღრიცხვას. იგივე ულტრასონოგრაფია.
ექსენტერაცია exenteration экзентерация exenteratio - რომელიმე
ორგანოს (მაგ., თვალის) მთლიანად ამოღება (ამოკვეთა).
ექსიკოზი exicosis эксикоз exicosis (ლათ. ex დან, siccus მშრალი) -
იგივე ექსიდაცია. წყლისა და მარილების საგრძნობი რაოდენობით
დაკარგვის შედეგად განვითარებული პათოლოგიური
მდგომარეობა.
ექსიტუს ლეტალის - იხ. სიკვდილი.
ექსკავატუსი excavatus экскаватус excavatus (ლათ. excavatio
ჩაღრმავება, ღრმული) - ქართულად: რაშის ტერფი. ძალზე მაღალი
ტერფის თაღი. უმეტესწილად ახასიათებთ პოლიომიელიტით
დაავადებულებს.
ექსკორიაცია excoriation экскориация excoriatio ლათ. excorio კანს
ვიგლეჯ) - კანის ზედაპირული შრის ან რომელიმე ორგანოს
გარსის დაშლა და მოცილება გამოფხეკის გზით, ქიმიური
ნივთიერებების გამოყენებით ან სხვა რაიმე საშუალებით.
ექსკრემენტი excrement экскремент excrementum (ლათ.
excrementum გამონაყოფი) - საჭმლის მონელების პროცესის
საბოლოო პროდუქტი (განავალი).
ექსკრეტი excret экскрет excretum (ლათ. excretum გამოყოფილი) -
ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც
განიდევნება ორგანიზმიდან.
ექსკრეცია excretion экскреция excretio (ლათ. excretio გამოყოფა) -
უჯრედების მიერ სხვადასხვა ნივთიერებების (ჰორმონების,
ფერმენტების, ანტისხეულების) გამოყოფა.
ექსპანსიური expansive экспансивный expansivus (ლათ. expansivus
გავრცელება, გაფართოება) - თავშეუკავებელი ადამიანი, რომელიც
ზედმეტად ემოციურად რეაგირებს მოვლენებზე.
ექსპერიმენტი experiment эксперимент experimentum (ლათ.
experimentum ცდა) - მეცნიერულად ჩატარებული ცდა, დაკვირვება
რაიმე ობიექტსა და მოვლენაზე ზუსტად აღნუსხულ პირობებში.
რაიმეს განხორციელება პრაქტიკაში ცდის საშუალებით.
ექსპერტიზა consultant's investigation экспертиза expertisa (ლათ.
expertus გამოცდილი) - სპეციალისტების მიერ გამოკვლევის,
ანალიზის ჩატარება იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა
საჭიროებს სპეციალურ ცოდნას (მაგ., სამედიცინო, სასამართლო
ექსპერტიზა).
ექსპექტორაცია expectoration экспекторация expectoratio (ლათ. ex
დან, pectus გულმკერდი) - სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულების,
ნახველის და სხვ. ამოღება.
ექსპლორაცია exploration эксплорация exploratio (ლათ. exploro
ვიკვლევ) - ამა თუ იმ დაავადების სიმპტომების შესწავლა
დიაგნოზის დასადგენად.
ექსპონენციური ფაზა exponential phase экспоненциальная база
phasa exponentialis (ლათ. exponere საჩვენებლად გამოფენა) -
რაოდენობის ე.წ. „ზვავისმაგვარი“ ზრდა. ექსპონენციური ზრდა
დამახასიათებელია გამრავლების პროცესისათვის,
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ არის
შეზღუდული არავითარი საზღვრებით (მაგ., ეკოლოგიური
შემზღუდველი ფაქტორებით). ექსპონენციური ზრდა ჩვეულებრივ
ხასიათდება გაორმაგების პერიოდით.
ექსპრეს-დიაგნოსტიკა express-diagnostic экспрес диагностика
expressdiagnostica (ლათ. expressus გაძლიერება, ბერძნ. diagnosis
ამოცნობა, განსაზღვრა) - დიაგნოზის დადგენის დაჩქარებული
მეთოდი.
ექსპრესია expression экспрессия expressio (ლათ. expressio
გამოვლინება) - გენების ფენოტიპური გამოვლინება, მათი
გააქტიურება.
ექსპრესიულობა expressiveness экспрессивность expressio (ლათ.
expressio გამოვლინება) - 1.ადამიანის ფსიქიკური ან ფიზიკური
მდგომარეობის გარეგანი გამოვლინება ვეგეტატიური და
მამოძრავებელი რეაქციების მეშვეობით. 2.გენების ფენოტიპური
გამოვლინება, მათი გააქტიურება. 3. ერთნაირი გენოტიპის
ინდივიდებში გენის გამოვლენის ნაირგვარი დონე.
დ ვ დე გე გ ვლე გვ დ ე
ექსპრეს-მეთოდი express-method экспресс-метод express-
methodum (ლათ. expressus გაძლიერება, ბერძნ. methodos კვლევა) -
მეთოდი, რომელიც სწრაფად სცემს პასუხს ამა თუ იმ საკითხს.
ექსსანგვინოტრანსფუზია exsanguinotransfusion
экссангвинотрансфузия exsanguinotransfusio (ლათ. ex დან, sanguis
სისხლი, transfusio გადაღვრა) - დაავადებული სისხლის სრული
გამოცვლა, რისთვისაც მიმართავენ სისხლის გადასხმას (მაგ.,
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების დროს).
ექსტაზი ecstasy экстаз ecstasis (ბერძნ. extasis აღტაცება) -
უკიდურესი, ავადმყოფური აღტაცება, თავდავიწყებამდე მისული
აღფრთოვანება, აღტკინება.
ექსტენსივობა extension экстенсивность extensivus (ლათ.
extensivus გამაფართოებელი) - დაკავშირებულია რაოდენობრივ
ცვლილებასთან, გაფართოებასთან, გაზრდასთან.
ექსტირპაცია extirpation экстирпация extirpatio (ლათ. extirpatio
ფესვიანად ვგლეჯ) - რაიმე ორგანოს ან მისი დაავადებული
ნაწილის მთლიანად ამოკვათა ქირურგიული საშუალებით.
როგორც წესი, გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
ექსტრავაზატი extravasat экстравазат extravasatum (ლათ. extra
გარეთ, vas სისხლძარღვი) - სისხლძარღვებიდან ქსოვილებში
გადასული სისხლი ან სხვა სითხე. ექსტრა ვაზაციის მიზეზი
შეიძლება იყოს ტრავმა, დამწვრობა, ანთება ან ალერგია.
ექსტრაკორპორული extracorporal экстракорпоральный
extracorporalis (ლათ. extra გარეთ, corpore სხეული) - სხეულის
გარეთ მომხდარი რეაქცია, აქტი, პროცესი (მაგ.,
ექსტრაკორპორული განაყოფიერება, დასხივება და სხვ.).
ექსტრაკორპორულ განაყოფიერებაში იგულისხმება სინჯარაში, ინ
ვიტრო განხორციელებული სპერმატოზოიდისა და
კვერცხუჯრედის შერწყმა, რის შემდეგაც მიღებული ზიგოტის
იმპლანტაცია (იხ.) ხდება საშვილოსნოში.
ექსტრაორდინარული extraordinary экстраординарный
extraordinarius (ლათ. extra გარეთ, ordinarius ჩვეულებრივი) -
არაჩვეულებრივი, იშვიათი, უკიდურესი.
ექსტრაპოლაცია extrapolation экстраполяция extrapolatio (ლათ.
extra გარეთ, polio ვასწორებ, ვცვლი) - ექსპერიმენტულ
ცხოველებზე მიღებული მონაცემების გადატანა ადამიანზე. იგივე
ინტერპოლაცია.
ექსტრასისტოლა extrasystole экстрасистола extrasystole (ლათ.
extra გარეთ, ბერძნ. systole შეკუმშვა) - გულის ნორმალური რითმის
დარღვევა. გულის ნაადრევი, რიგგარეშე შეკუმშვა, რასაც მოყვება
გახანგრძლივებული პაუზა.
ექსტრაქტი extract экстракт extractus (ლათ. extraho გამოვიღებ) -
ქართულად: გამონაწური. სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც
იღებენ გარკვეული ნივთიერების გამოწურვით მცენარეული ან
ცხოველური წარმოშობის ქსოვილებიდან და ორგანოებიდან რაიმე
გამხსნელის (წყლის, სპირტის და სხვ.) საშუალებით.
ექსტრაქცია extraction экстракция extractio (ლათ. extraho
გამოვიღებ) - 1.ამოღება, ამოგლეჯა (მაგ., კბილის, თვალის ბროლის
ამოღება კატარაქტის დროს და სხვ.); გინეკოლოგიური მაშებით
ნაყოფის გამოყვანა საშვილოსნოდან. 2.შესაბამისი გამხსნელის
მეშვეობით ექსტრაქტის (იხ.) ანუ რაიმე ნივთიერების
კონცენტრირებული ნა წუ რის მიღება.
ექსტრაცელულური extracellular экстрацеллюлярный
extracellularis (ლათ. extra გარეთ, cellula უჯრედი) - უჯრედის
გარეთ. მაგ., ვირუსის ექსტრაცელულური (უჯრედგარეთა)
ლოკალიზაცია.
ექსტრაჰირება extraction экстрагирование extrahere (ლათ.
extrahere ამოღება, ამოცლა) - ნივთიერებათა ნარევიდან
გარკვეული ნივთიერების გამოყოფის, გამოცალკევების პროცესი
გამხსნელის (სპირტის, ბენზოლის და სხვ.) საშუალებით.
ექსტრემალური extremal экстремальный extremus (ლათ. extremus
უკიდურესი) - ამა თუ იმ ცოცხალი ორგანიზმის (მაგ., ბაქტერიის,
ცხოველის) უკიდურეს (ცუდ) პირობებში არსებობა.
ექსუდატი exudate экссудат exsudatum (ლათ. exsudo ოფლი მდის)
- სითხე, რომელიც ანთების დროს გროვდება ორგანიზმის
ქსოვილებსა და სიღრუეებში. შედგენილობის მიხედვით
ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ფიბრინული, ჩირქოვანი
და ჰემორაგიული.
ექსფოლიატინი exfoliatin эксфолиатин exfoliatinum (ლათ. ex
იდან, folium ფურცელი) - Staphylococcus aureus- ის ტოქსინი,
რომელიც ავლენს სუპერტოქსინის თვისებებს. იწვევს ე.წ.
ელ ც ვლე უ ე ტ ქ ვ ე ე წვევ ეწ
„დამდუღრული“ კანის სინდრომის განვითარებას პატარა
ბავშვებში. იგი ეპიდერმოლიზურია, იწვევს ეპიდერმისის
მარცვლოვანი შრის დესმოსომების დაზიანებას და რქოვანი შრის
გამოცალკევებას.
ექსცერებრაცია excerebration эксцеребрация excerebratio (ლათ. ex
იდან, cerebrum თავის ტვინი) - კრანიოტომიის (იხ.) შემდეგ
ნაყოფის თავის ტვინის ამოღება.
ექსციზია excition эксцизия excisio (ლათ. excido ამოვკვეთ) -
რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის ამოკვეთა.
ექსციზიური რეპარაცია excisive reparation эксцизионная
репарация excisive reparatio (ლათ. excido ამოვკვეთ, reparo
აღვადგენ) - რომელიმე ქსოვილის ან ორგანოს პირვანდელი
მოცულობის აღდგენა ამავე ქსოვილის ან ორგანოს ნაწილის
ამოკვეთის შემდეგ.
ექსჰიბიციონიზმი exhibitionism эксгибиционизм exhibitionismus
(ლათ. exhibeo ვაჩვენებ, ვამჟღავნებ) - სქესობრივი
მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასქესო ორგანოების
გაშიშვლებით და საწინააღმდეგო სქესის მქონე პირისათვის
ჩვენებით.
ექსჰუმაცია exhumation эксгумация exhumatio (ლათ. ex იდან,
humus მიწა) - საფლავიდან გვამის ამოღება და გამოკვლევა
სასამართლო მედიცინის მიზნებისათვის.
ექტოდერმა ectoderm эктодерма ectoderma (ბერძნ. ektos გარეთა,
derma კანი) - მრავალუჯრედიანი ცხოველის გარეთა ჩანასახოვანი
ფურცელი, რომლისგანაც შემდგომში წარმოიქმნება კანის
ეპითელიუმი, ნერვული სისტემა, გრძნობათა ორგანოები და სხვ.
ექტომია ectomy эктомия ectomia (ბერძნ. ektome ამოკვეთა,
ამოღება) - რომელიმე ქსოვილის ან ორგანოს ამოკვეთა, მოცილება.
ექტოპარაზიტები ectoparasites эктопаразиты ectoparasiti (ბერძნ.
ektos გარეთა, parasitos ვინც სხვის ხარჯზე იკვებება) - პარაზიტები,
რომლებიც მასპინძლის კანზე, თმის საფარველზე პარაზიტობენ
(მაგ., ტილი).
ექტოპია ectopia эктопия ectopia (ბერძნ. ektos გარეთა, topos
ადგილი) - ორგანოების გადაადგილება მათთვის უჩვეულო
ადგილას. განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა.
ექტოპია ბროლის crystalline lens ectopia эктопия хрусталика
ectopia lensis (ბერძნ. ektos გარეთა, topos ადგილი) - თვალის
მინისებრ სხეულში (Corpus vitreum) ბროლის ლოკალიზაციის
შეცვლა.
ექტროდაქტილია ectrodactyly эктродактилия ectrodactylia (ბერძნ.
ektroma ადრეული დაბადება, daktylos თითი) - ერთი ან რომელიმე
თითის ან თითების რომელიმე ნაწილის მემკვიდრულად
თანდაყოლილი უქონლობა.
ექტრომელია ectromely эктромелия ectromelia (ბერძნ. ektroma
ადრეული დაბადება, melos სხეულის ნაწილი, კიდური) -
განვითარების ანომალია: მთელი ქვედა კიდურის (ბარძაყის,
წვივის და ტერფის) მკვეთრი განუვითარებლობა.
ეშერიხიები Escherichia Эшерихии Escherichia - Escherichia-ს
გვარის ძირითადი წარმომადგენელი Escherichia coli (ნაწლავის
ჩხირი) პირველად, 1885 წელს აღმოაჩინა ავსტრიელმა თ. ეშერიხმა.
ბაქტერია გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტებში,
როგორც წყლის ფეკალური დაბინძურების ხარისხის
ინდიკატორი. ნაწლავის ჩხირი პირობით-პათოგენური ფლორის
წარმომადგენელია, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს
ჩირქოვან- ანთებითი პროცესები, სეფტიცემია. ძალზე დიდ როლს
თამაშობს დიარეის განვითარებაში.
ECHO-ვირუსული დაავადებები ECHO-virus diseases ECHO-
вирусные заболевания morbi ECHO-virus - ECHO-ვირუსებით
გამოწვეული ინფექციური დაავადებების ჯგუფი.
დამახასიათებელია ასეფტიკური მენინგიტის, კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის დარღვევების ან კანზე გამონაყარით მიმდინარე
ცხელების განვითარება.
სამედიცინო ლექსიკონი


ვაგინა vagina вагина vagina (ლათ. vagina ქარქაში, საშო) - ქალის
გარეთა სასქესო ორგანო, რომელიც ასრულებს სქესობრივი აქტის
ჩატარების, აგრეთვე ნაყოფის გარეთ გამოტანის ფუნქციას.
ვაგინიზმი vaginism вагинизм vaginismus (ლათ. vagina ქარქაში,
საშო) - ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული
მგრძნობელობა, რაც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური
გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მუსკულატურის ტონურ
შეკუმშვას, რაც ხშირად იმდენად ძლიერია, რომ შეუძლებელი
ხდება სქესობრივი აქტის ჩატარება.
ვაგინიტი vaginitis вагинит vaginitis (ლათ. vagina ქარქაში, საშო,
ბერძნ. itis ანთება) - საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. ახასიათებს
სიწითლე, ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი
და სხვ.
ვაგინოპლასტიკა - იხ. კოლპო პლასტიკა.
ვაგინოსკოპია vaginoscopy вагиноскопия vaginoscipia (ლათ. vagina
ქარქაში, საშო, ბერძნ. skopeo ვუყურებ) - საშოს დათვალიერება,
ჩვეულებრივ, ინსტრუმენტების (მაგ., კოლპოსკოპიის)
დახმარებით.
ვაგონევროზი vagoneurosis вагоневроз vagoneurosis (ლათ. vagus
ცთომილი, ნეუროსის ნევროზი) - ცთომილი ნერვის (იხ.)
ფუნქციური ხასიათის დაავადება.
ვაგოტომია vagotomy ваготомия vagotomia (ლათ. vagus
ცთომილი, ბერძნ. tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ცთომილი ნერვის
გადაჭრა, კუჭის მიერ მჟავე პროდუქტების გამოყოფის შემცირების
მიზნით. ცთომილი ნერვის ერთ-ერთი ფუნქციაა კუჭის მიერ მჟავე
წვენის გამოყოფის კონტროლი.
ვაზელინი vaseline вазелин vaselinum (გერმ. wasser წყალი, ბერძნ.
elaion ზეითუნის ზეთი) - ნავთობის გადამუშავების ერთ-ერთი
პროდუქტია. წარმოადგენს ერთგვაროვან მალამოსმაგვარ მასას.
განასხვავებენ სამედიცინო, ტექნიკურ და სხვ. სახის ვაზელინებს.
ვაზექტომია vasectomy вазэктомия vasectomia (ლათ. vas
ჭურჭელი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - თელსგამომტანი სადინრის
მთლიანი ამოკვეთა. უფრო ხშირად იყენებენ როგორც ადამიანის
სტერილიზაციის (იხ. სტერილიზაცია. 2.) საშუალებას.
ვაზი vine лоза vitis (Vitis vinifera) - ვაზის ნაყოფის სამკურნალო
თვისებები ოდითგანვე იყო ცნობილი. მწიფე ნაყოფს აქვს მსუბუქი
საფაღარათო მოქმედება, მდიდარია რკინით ამიტომ ძალზე
სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს, ყოველდღე
საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ქიშმიშის მირთმევა
სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ენერგიის უკმარისობის,
ღვიძლის გადიდების, ყაბზობის დროს. ყურძენში ბევრია შაქარი
და ორგანული მჟავები, აგრეთვე ბუნებრივი ანტიოქსიდანტები.
იხ. ამპელოთერაპია.
ვაზოდილატატორები vasodilatators вазодилятаторы
vasodilatatores (ლათ. vas ჭურჭელი, dilato ვაფართოებ) -
სამკურნალწამლო ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ
სისხლძარღვების გაფართოებას და მათში სისხლის ნაკადის
გაძლიერებას. გამოიყენება გაზრდილი არტერიული წნევის
დასაქვეითებლად ჰიპერტენზიის შემთხვევაში.
ვაზოდილატაცია vasodilatation вазодилятация vasodilatatio (ლათ.
vas ჭურჭელი, dilato ვაფართოებ) - სისხლძარღვების გაფართოება.
ვაზოდილატინი vasodilatin вазотилатин vasodilatinum (ლათ. vas
ჭურჭელი, dilato ვაფართოებ) - წვრილი ნაწლავის ლორწოვანი
გარსიდან გამოყოფილი ბიოგენური ამინების ჯგუფის
ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას.
წარმოადგენს ჰისტამინის კომპლექსურ შენაერთს.
ვაზოლიგატურა vasoligation вазолигатура vasoligatura (ლათ. vas
ჭურჭელი, ligo, ligatum შეკვრა) - 1.სისხლძარღვის, ლიმფური
სადინრის ან სხვა მილოვანი ორგანოს გადასკვნა ძაფით.
2.თესლგამომტანი არხის გადასკვნა (მაგ., პროსტატექტომიის
შემთხვევაში).
ვაზომოტორიკა vasomotion вазомоторика vasomotio (ლათ. vas
ჭურჭელი, motus მოძრაობა) - სისხლძარღვების სანათურის
განივკვეთის ცვლილება.
ვაზონეიროპათია vasoneuropathy вазонейропатия vasoneuropathia
(ლათ. vas ჭურჭელი, ბერძნ. neuron ნერვი, pathos ავადმყოფობა,
ტანჯვა) - ნებისმიერი ავადმყოფობა, რომელიც მოიცავს ნერვებს
და სისხლ ძარღვებს.
დ ლ ღვე
ვაზოპათია vasopathy вазопатия vasopathia (ლათ. vas ჭურჭელი,
pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - სისხლძარღვთა ტონუსის
დარღვევა, რაც განპირობებულია ნერვული რეგულაციის
დაზიანებით. ვლინდება დისტონიით, სპაზმებით და
სისხლძარღვების პარეზებით. სინ.: ანგიოპათია
ვაზოპრესინი vasopressin вазопрессин vasopressinum (ლათ. vas
ჭურჭელი, presso ვაწვები) - ჰორმონი, რომელიც აძლიერებს
თირკმლების მიერ წყლის რეაბსორბციას, რითაც აბრკოლებს
ორგანიზმის გაუწყლოვანებას; იწვევს სისხლძარღვების
შევიწროებას და არტერიული წნევის მომატებას. აღნიშნული
ჰორმონი გროვდება ჰიპოფიზის უკანა წილში, ხოლო
სეკრეტირდება ჰიპოთალამუსის მიერ. ვაზოპრესინის ნაკლებობა
იწვევს უშაქრო დიაბეტს (იხ. დიაბეტი უშაქრო). სინ.:
ანტიდიურეზული ჰორმონი.
ვაზოპუნქტურა vasopuncture вазопунктура vasopunctura (ლათ.vas
ჭურჭელი, pungo ვჩხვლეტავ) - სათესლე სადინრის გაჩხვლეტა
სათესლე ბუშტუკების გამორეცხვის მიზნით.
ვაზორაფია vasorrhaphy вазорафия vasorrhaphia (ლათ.vas
ჭურჭელი, ბერძნ. rhaphe ნაკერი) - სათესლე სადინრის გაკერვა.
ვაკუოლი vacuole вакуоль vacuola cellularis (ლათ. vacuus
ცარიელი) - უჯრედის ციტოპლაზმაში არსებული სხვადასხვა
ფორმისა და ზომის, მემბრანებით შემოსაზღვრული
ბუშტისმაგვარი ჩანართები, რომლებიც, როგორც წესი, შეიცავენ
სითხეს.
ვაკუოლისმაგვარი სტრუქტურები vacuole-like structures
вакуолеподобные структуры cnhernehs vacuoloid structura (ლათ.
vacuus ცარიელი) - ლიმფოსარკომატოზული უჯრედებისათვის
დამახასიათებელი (პათოგნომური) სფერული ფორმის,
პოლიმორფული ულტრასტრუქტურები, რომელთა საშუალებით
შესაძლებელია ლიმფოსარკომების და ლიმფოლეიკემიების
დიფერენცირება.
ვაკუუმ-კამერა vacuum-camera вакуум-камера vacuum-camera
(ლათ. vacuum სიცარიელე, camera თარი, ოთახი) - სადეზინფექციო
კამერა, რომელშიც გამოიყენება დაბალი წნევის წყლის ორთქლი.
ვაკუუმ-სტიმულატორი vacuumstimulator вакуум-стимулятор
vacuum- stimulatorum (ლათ. vacuum სიცარიელე, stimulus ნესტარი,
ლ ც ელე ე ტ
დეზი) - აპარატი სამშობიარო პროცესის სტიმულაციისათვის.
ვალგუსი valgus вальгус valgus (ლათ. valgus ფეხმრუდობა) -
სხეულის შუა ხაზიდან ქვედა კიდურის გარეთკენ გამრუდება.
ვალდეიერის ლიმფური რგოლი - იხ. ვალდეიერის რგოლი.
ვალდეიერის რგოლი Waldeyer's ring вальдейера кольцо Waldeier
annulus - (ჰ.ვ.გ. ვალდეიერი (1836-1921), გერმანელი ანატომი) - იმ
ნუშისებრი ჯირკვლების ერთიანობა, რომლებიც განლაგებულნი
არიან ხახის შესასვლელთან - პირისა და ცხვირის სიღრუეებთან.
ვალიდურობა validity валиднос validitus (ინგლ. validity
დასაბუთებული) - სარწმუნო (მაგ., ამა თუ იმ თერაპიული თუ
სადიაგნოზო მეთოდის სარწმუნოობა).
ვამპირები vampires вампир vampires (ფრანგ. vampire
სისხლისმსმელი, ბოროტი) - მიეკუთვნებიან ძუძუმწოვრების
კლასის, ხელფრთიანების რიგს (Chiroptera). პატარა ზომის
მფრინავი ცხოველებია. ზოგიერთი მათგანი ცოფის ვირუსის
რეზერვუარია. ვამპირი-ხელფრთიანები საქართველოში არ
ბინადრობენ. ჩვენში ბინადარი ღამურებისაგან განსხვავებით,
ვამპირები სისხლისმწოველი ცხოველებია. ამდენად, ცოფის
გავრცელების მხრივ ძალზე საშიშნი არიან.
ვარიკოზი - იხ. ვარიკოზული ვენები.
ვარიკოზული ვენები varicose veins варикозные вены vena
varicosus (ლათ. varix ვენის გაგანიერება) - მუდმივად
გაფართოებული, დაკლაკნილი ვენები. უფრო ხშირად ზიანდება
ქვედა კიდურების, აგრეთვე სათესლე ბაგირაკის და სწორი
ნაწლავის ვენები. არსებობს მემკვიდრული მიდრეკილება ვენების
ვარიკოზული გაგანიერებისადმი. ასეთი მდგომარეობა შეიძლება
გართულდეს დაზიანებული ვენების თრომბოზით ან ფლებიტით,
აგრეთვე სისხლდენით. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი
ხდება ავულსიის (ვენის დაზიანებული უბნის ამოკვეთა) ან
ფლებექტომიის (ვენის სეგმენტის ამოკვეთა) ჩატარება.
ვარიოლაცია variolation вариоляция variolatio (ლათ. variola
ყვავილი) - ერთი ადამიანიდან მეორეზე ნატურალური (შავი)
ყვავილის აცრა, რაც ხშირად ახალ ეპიდემიოლოგიურ კერებს
აჩენდა. გამოიყენებოდა ე. ჯენერის მეთოდის შემუშავებამდე.
ვარიოლოიდი varioloid вариолоид varioloid (ლათ. variola
ყვავილი) - ნატურალური ყვავილის მსუბუქი ფორმა, რომელიც
ყვ ვ ლ ტუ ლუ ყვ ვ ლ უ უქ ფ ელ ც
გვხვდება იმ პირებში, რომელთაც ვირუსისადმი შედარებითი
რეზისტენტობა გააჩნიათ.
ვარიცელა - იხ. ჩუტყვავილა
ვარუსი varus варус varus (ლათ. varus ფეხმრუდობა) - სხეულის
შუა ხაზიდან ქვედა კიდურის შიგნითა მიმართულებით
გამრუდება.
ვასერმანის რეაქცია - იხ. რეაქცია ვასერმანის.
ვასკულარიზაცია vascularisation васкуляризация vascularisatio
(ლათ. vasculum მცირე სისხლძარღვი) - ცალკეული ორგანოს
სისხლძარღვებით მომარაგება. ორგანოს ან ქსოვილის ირგვლივ
განვითარებული სისხლძარღვთა სისტემა.
ვასკულიტი vasculitis васкулит vasculitis (ლათ. vasculum მცირე
სისხლძარღვი, ბერძნ. itis ანთება) - წვრილი სისხლძარღვების
ანთება. დაავადების ძირითადი სიმპტომებია: გამონაყარი კანზე,
ართრიტი, პურპურა (იხ.) და თირკმლის უკმარისობა.
ვაქცინა vaccine вакцина vaccinum (ლათ. vacca ძროხა, vaccinus
ძროხისა) - ცოცხალი ან დახოცილი მიკროორგანიზმებისაგან
დამზადებული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ადამიანისა და
ცხოველების აქტიური იმუ ნიზაციისათვის.
ვაქცინოთერაპია vaccinotherapy вакцинотерапия vaccinotherapia
(ლათ. vacca ძროხა, vaccinus ძროხისა, ბერძნ. therapeia
მკურნალობა) - ამა თუ იმ დააავადების მკურნალობის მეთოდი
ატენუირებული მიკრობებით (ვაქცინა) და ტოქსინებით
(ანატოქსინი).
ვეგეტარიანობა vegetarianism вегетарианство vegetarianismus
(ლათ. vegetarius მცენარეული) - კვება მხოლოდ მცენარეული
საკვებით ან მცენარეული საკვებითა და კვერცხით, რძითა და რძის
ნაწარმით. ვეგეტარიანელები უარს ამბობენ ხორცზე.
ვეგეტატიური ნერვული სისტემა autonomous neural system
вегетативная нервная система systema nervorum vegetativum -
ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვული სისტემის
ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების
მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აქედან
გამომდინარე, ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას.
შედგება სიმპათიკური (იხ.) და პარასიმპათიკური (იხ.)
ნაწილებისაგან. სინ.: ავტონომიური ნერვული სისტემა და
ვისცერული ნერვული სისტემა.
ვეზიკულა vesicle везикула vesicula (ლათ. vesicula ბუშტუკი) -
1.ციტოპლაზმაში მცირე ზომის ვაკუოლისმაგვარი
ულტრასტრუქტურა. 2.კანის გამონაყარი.
ვეზიკულიტი vesiculitis везикулит vesiculitis (ლათ. vesicula
ბუშტუკი, ბერძნ. itis ანთება) - სათესლე ბუშტუკების ანთება.
ვეზიკულოექტომია vesiculoectomy везикулоэктоктомия
vesiculoectomia (ლათ. vesicula ბუშტუკი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) -
ქირურგიული ოპერაცია, რაც მდგომარეობს სათესლე ბუშტუკის
ამოკვეთაში.
ვეზიკულური სტომატიტი vesicular stomatitis везикулярный
стоматит stomatitis vesicularis (ლათ. vesicula ბუშტუკი, ბერძნ. stoma
პირი, itis ანთება) - დაავადების გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება
Rhabdovirus-ის ოჯახს. აზიანებს პირის ღრუს, ღრძილებს და ხახის
ლორწოვან გარსს, რასაც თან ახლავს დამახასიათებელი
ვეზიკულური გამონაყარი. ინფექცია გადაეცემა კოღოებით.
მკურნალობა სიმპტომურია.
ვეზიკულური სუნთქვა vesicular breathing везикулярное дыхание
respiratio vesicularis (ლათ. vesicula ბუშტუკი) - სუნთქვითი შუილის
ერთ-ერთი ტიპი, ისმის ფილტვის აუსკულტაციის (იხ.) დროს.
დამახასიათებელია ნაზი, თანაბარი შუილი შესუნთქვისას და
მოკლე შუილი ამოსუნთქვის საწყის სტადიაზე.
ვეილონელები veillonella вейлоннеллы veillonella - ანაერობული,
გრამუარყოფითი ბაქტერიებია, უმოძრაო, კოკისმაგვარი
უჯრედები. გვარის ტიპური სახეობაა V.parvula, რომელიც
V.atypica-სთან და V.dispar-თან ერთად პარაზიტობს ადამიანის
პირის ღრუში, კუჭ-ნაწლავში და სასუნთქ გზებში.
მონოინფექციებს არ იწვევენ. ჩირქოვან-ანთებითი
ოპორტუნისტული ინფექციების შემთხვევაში, ხშირად
გამოიყოფიან ასოციატების შემადგენლობაში.
ვენა vein вена vena (ლათ. venae სისხლძარღვები) -
სისხლძარღვი, რომლის საშუალებითაც სისხლი ორგანოებიდან
მიედინება გულისაკენ. ვენური სისტემა იწყება კაპილარებიდან,
სადაც ყალიბდება ვენულები, რომელთა შეერთება ქმნის ვენებს.
არტერიებთან შედარებით მათი კედლები უფრო თხელი და
ტე ე ედ ე კედლე უფ ელ დ
პლასტიკურია. ვენების კედლებში განლაგებული ნამგლისებრი
სარქველები სისხლს მხოლოდ გულისაკენ ატარებს.
ვენეპუნქცია venepunction венепункция venaepunctio (ლათ. vena
სისხლძარღვი, punctio ჩხვლეტა) - ნემსის ჩხვლეტით ვენიდან
სისხლის გამოშვება ან მასში სხვადასხვა ნივთიერებების შეყვანა
სამკურნალო ან სადიაგნოზო მიზნით.
ვენერული დაავადებები - იხ. ავადმყოფობები ვენერული.
ვენერული სიმსივნე venereal tumor венерическая лпухоль tumor
venera - 1877 წელს მ. ნოვინსკიმ პირველად დაამტკიცა ერთი
ცხოველიდან (ძაღლიდან) მეორეზე (ძაღლში) სიმსივნის
გადატანის შესაძლებლობა კოიტუსის პროცესში. სიმსივნე
გადადიოდა მხოლოდ ცოცხალი უჯრედებით. ამ ფაქტმა დასაბამი
მისცა ექსპერიმენტული ონკოლოგიის განვითარებას.
ვენესექცია venesection венесекция venesectio (ლათ. vena
სისხლძარღვი, sectio გაკვეთა) - ვენის გაკვეთა სისხლის
გამოსაშვებად ანდა მასში კათეტერის ჩასადგმელად.
ვენექტომია venectomy венэктомия venectomia (ლათ. venae
სისხლძარღვები, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - ქირურგიული
ოპერაცია: ვენების ამოკვეთა.
ვენტერ პროპენდენს venter propendens вентер пропенденс venter
propendens (ლათ. venter მუცელი, propendens ჩამოკიდებული) -
ჩამოკიდებული მუცელი (ღიპი, ფაშვი).
ვენტრალური ventral вентральный ventralis (ლათ. venter
მუცელი) - მუცელზე ან მუცლის მხარეს. საპირისპირო ტერმინია
დორსალური.
ვენულა venule венула venula (ლათ. vena სისხლძარღვი) -
უმცირესი ვენა, რომელიც წარმოადგენს კაპილარების
გაგრძელებას.
ვერდენიზაცია verdenization верденизация verdenisatio - წყლის
ქლორირების მეთოდი, რაც მდგომარეობს მასში ქლორის მცირე
დოზების (0,1-0,2 მგ/ლ) შეყვანაში და ინტენსიურ შერევაში.
პირველად, 1916 წელს გამოიყენეს ფრანგულ არმიაში ქ.ვერდენთან
ბრძოლების პერიოდში.
ვერიფიკაცია verifi cation верификация veriicatio (ლათ. verus
ჭეშმარიტი, facere კეთება) - ჭეშმარიტების დადგენა. ნამდვილი,
ჭეშმარიტი დიაგნოზის ან ამა თუ იმ უჯრედის არსის (რაობის)
დადგენა.
ვერლჰოფის დაავადება - იხ. ავადმყოფობა ვერლჰოფის.
ვერტიგო vertigo вертиго vertigo (ლათ. verto ვაბრუნებ,
ვატრიალებ) - თავბრუსხვევა, რეტის დასხმა. შიგნითა ყურის
ლაბირინთის რომელიმე დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.
ვერტიკალური ტრანსმისია vertical transmission вертикальная
трансмиссия transmissio verticalis (ლათ. verticalis მწვერვალისა,
ტრანსმისსიო გადაცემა, გადაგზავნა) - ინფექციის ან სხვა
დაავადების გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე (მაგ.,
ვირუსის გადაცემა ტრანსოვარიულად, ანდა ვირუსის გადაცემა
დედიდან ნაყოფზე ემბრიონულ პერიოდში და ა.შ.).
ვერტჰაიმის ოპერაცია Wertheim's operation операция Вергейма
operatio Wertheimi (ავსტრიელი გინეკოლოგის ე. ვერტჰაიმის
(1864-1920) გვარის მიხედვით) - საშვილოსნოს ყელის კიბოს
შემთხვევაში: საშვილოსნოს და მისი დანამატების, საშოს ზემო
მესამედის, რეგიონული ლიმფური კვანძების და საკვერცხეების
ამოკვეთის რადიკალური ოპერაცია.
ვერცხლისწყალი mercury ртуть mercurius - მოვერცხლისფრო
მეტალია (Hg), რომელიც ოთახის ტემპერატურაზე იღებს თხევად
კონსისტენციას. მისი ტოქსიკურობა მნიშვნელოვნად ზღუდავს მის
გამოყენებას მედიცინაში, თუმცა ადრე ვერცხლისწყლის შემცველ
მალამოებს იყენებდნენ სიფილისის სამკურნალოდ (პარაცელსი).
ამჟამად ვერცხლისწყლის მარილები გამოიყენება ანტისეპტიკურ,
ანტიპარაზიტულ ნივთიერებებში და ფუნგიციდებში. ფართოდ
გამოიყენება სტომატოლოგიაში, როგორც ამალგამის ბჟენების
ერთ-ერთი კომპონენტი.
ვესტერნ-ბლოტინგი western blot analysis вестерн-блоттинг
western blot analysis - ზოგიერთი ცილის გამოვლენის მეთოდი.
ელექტროფორეზით მათი გამოყოფის შემდეგ, ცილები
ერთიანდებიან რადიოაქტიური ნივთიერებით მონიშნულ
ანტისხეულებთან და ხდება მათი იდენტიფიკაცია
რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით.
ვესტიბულური აპარატი vestibular apparatus вестибулярный
аппарат apparatus vestibularis (ლათ. vestibulum კარიბჭე) - შიგნითა
ყურში არსებული ორგანო, რომელიც სხეულის მოძრაობის აღქმას,
ყუ ე ულ გ ელ ც ეულ ღქ
აგრეთვე მდებარეობის და წონასწორობის შენარჩუნებას
ემსახურება. იგივე ლაბირინთი (იხ.).
ვექტორი vector вектор vector (ლათ. vector მტარებელი,
გადამტანი) - თვითრეპლიცირებადი აგენტი (პლაზმიდა,
ბაქტერიოფაგი), რომელსაც იყენებენ გენების, აგრეთვე სხვადასხვა
სამკურნალო პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ანტისხეულების
მისატანად სამიზნე-უჯრედებთან ან ქსოვილებთან.
ვიაგრა viagra виагра viagra - გამოიყენება ერექციის დისფუნქციის
სამკურნალოდ. პრეპარატის მიღება დაუშვებელია ნიტრატების
შემცველი პრეპარატების (განსაკუთრებით, ნიტროგლიცერინის)
პარალელურად. აუმჯობესებს ლიბიდოს (იხ.), აჩქარებს ხელმეორე
ერექციას და აუმჯობესებს ნერვულ-სექსუალურ ფუნქციას. სინ.:
სინდენაფილის ციტრატი.
ვიბრიონი vibrio вибрион vibrio (ლათ. vibrio ვიბრიონი) -
გაღუნული ჩხირის (მძიმის) ფორმის, მეტად მოძრავი გრამ-
უარყოფითი ბაქტერია (მაგ., ქოლერის ვიბრიონი).
ვიბრიოცინები vibriocins вибриоцины vibriocina (ლათ. vibrio
ვიბრიონი, caedere მოკვლა) - ქოლერის ვიბრიონის ზოგიერთი
შტამის მიერ პროდუცირებული ცილოვანი ბუნების
ანტიბაქტერიული ნივთიერებები, რომლებიც აბრკოლებენ ამავე
სახეობის ბაქტერიის სხვა შტამების და ენტერობაქტერიების
ზოგიერთი შტამის ზრდა-განვითარებას.
ვიგილამბულიზმი vigilambulism вигиламбулизм, vigilambulismus
(ლათ. vigil ღამის მთეველი, ფხიზელი, ambulo ვსეირნობ) -
ხეტიალის ავადმყოფური სურვილი. აღინიშნება ზოგიერთი
ფსიქოპათიური მდგომარეობის შემთხვევაში.
ვიგილურობა vigilance вигильность vigilitas (ლათ. vigilantia
სიფხიზლე) - უძილობა. შესაძლებელია დაკავშირებული იყოს
დისტრესთან (იხ.) ან თავის ტვინის დაზიანებასთან.
ვივარიუმი vivarium виварий vivarium (ლათ. vivus ცოცხალი) -
ლაბორატორიულ ცხოველთა შესანახი და გასამრავლებელი
სათავსი.
ვივისექცია vivisection вивисекция vivisectio (ლათ. vivus
ცოცხალი, sectio გაკვეთა) - ქირურგიული ოპერაცია: ტარდება
ცოცხალ ცხოველზე სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის შესწავლის
მიზნით.
ვივიფიკაცია vivification вивификация vivificatio (ლათ. vivus
ცოცხალი, facio ვაკეთებ) - 1.ჭრილობის კიდეების შემოჭრა
შეხორცების დასაჩქარებლად. 2.გამოცოცხლება, მოსულიერება.
ვიზიონიზმი - იხ. ვუაიერიზმი.
ვიზუალიზაცია visualization визуализация visualisatio (ლათ.
visualis მხედველობითი) - ამა თუ იმ მიკროორგანიზმის,
სტრუქტურის, ობიექტის შესწავლა სინათლის, ელექტრონული და
სხვა ტიპის მიკროსკოპების საშუალებით.
ვიკარული vicarious викарный vicarius (ლათ. vicarius
შემცვლელი) - ურთიერთგამომრიცხავი,
ურთიერთჩამნაცვლებელი. 1. ტერმინი გამოყენებულია ზოგიერთი
მიკროორგანიზმის აღსანიშნავად: მაგ., ყვითელი ცხელების და
დენგეს ცხელების ვირუსები ვიკარული ანუ
ურთიერთგამომრიცხავი მიკროორგანიზმებია, რაც
განპირობებული უნდა იყოს გადამტანის (კოღოს) უჯრედული
რეცეპტორებისადმი კონკურენციით. 2. ტერმინი გამოყენებულია
ურთიერთჩამნაცვლებელი ორგანოების აღსანიშნავად.
ვილმსის სიმსივნე Wilms' tumor опухоль Вильмса Wilms tumor -
ბავშვებში თირკმლების ავთვისებიანი სიმსივნე. შეიძლება
ლოკალიზებული იყოს ნაყოფში, თუმცა უფრო ხშირია
დაახლოებით 3 წლის ასაკის ბავშვებში. პირველი სიმპტომია
დიდი ზომის სიმსივნე კუჭში და მუცლის შებერვა. ზოგჯერ
ავადმყოფს აწუხებს მუცლის ტკივილები, ცხელება, სისხლიანი
შარდი და ა.შ. მკურნალობისათვის იყენებენ ქირურგიულ
ოპერაციას (სიმსივნის ამოსაკვეთად), აგრეთვე ქიმიოთერაპიას და
სხივურ თერაპიას. სინ.: ადენომიოსარკომა,
ადენომიოცისტოსარკომა, თირკმლის ადენოსარკომა,
ნეფრობლასტომა, ნეფრომა, ემბრიონული ნეფრომა და სხვ.
ვირემია viremia виремия viremia (ლათ. virus შხამი, ბერძნ. haima
სისხლი) - ვირუსების გადასვლა სისხლში. იხ. ვირუსემია.
ვირთაგვა rat крыса ratus - იგივე ვირთხა. მღრღნელების რიგის,
თაგვისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარია. ადამიანისა და
ცხოველების მრავალი ინფექციის (შავი ჭირი, ტულარემია,
ბოტულიზმი, ტოქსოპლაზმოზი, ტრიქინელოზი და სხვ.)
გამომწვევი აგენტის მტარებელია (რეზერვუარული მასპინძელი).
ვირილიზმი virilism вирилизм virilismus (ლათ. virilis მამაკაცის,
მამაკაცისათვის დამახასიათებელი) - ქალებში მამაკაცის
მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება (იხ. მასკულინიზაცია).
სინ.: ანდროგენიზაცია.
ვირიონი virion вирион virion (ლათ. virus შხამი) -
უჯრედშორისებში ლოკალიზებული, მოსვენებით მდგომარეობაში
მყოფი დიფერენცირებული (მწიფე) ვირუსული ნაწილაკი.
ვიროგენია virogeny вирогения virogenia (ლათ. virus შხამი, ბერძნ.
geneia შექმნა, წარმოქმნა) - ვირუსისა და უჯრედის თანაცხოვრების
ფორმა, როდესაც ვირუსის გენომი ჩაერთვება უჯრედის
ქრომოსომაში.
ვიროიდები viroides вироиды viroides (ლათ. virus შხამი, ბერძნ.
eidos მსგავსი) - მიეკუთვნებიან ვირუსების სამეფოს. რგოლოვანი,
ერთჯაჭვიანი სუპერსპირალიზებული რნმ-ს მცირე ზომის
მოლეკულებია, რომლებიც არ შეიცავენ ცილას, რის გამოც არ
ახასიათებთ იმუნოგენური თვისებები და მათი იდენტიფიკაცია
სეროლოგიური მეთოდებით შეუძლებელია.
ვიროლიზი virolysis виролизис virolysis (ლათ. virus შხამი, ბერძნ.
lysis დაშლა, გახსნა) - რთული მორფოლოგიური სტრუქტურის
მქონე ვირუსების სტრუქტურის კომპლემენტ-დამოკიდებული
დაშლა ანტისხეულების საშუალებით.
ვიროპექსისი viropexis виропексис viropexis (ლათ. virus შხამი,
ბერძნ pexis დამაგრება) - უჯრედში ვირუსის შეჭრის ერთ-ერთი
საწყისი სტადია. ზოგჯერ ამ პროცესს როფეოციტოზს ან
პინოციტოზს უწოდებენ.
ვირულენტობა virulence вирулентность virulentus (ლათ.
virulentus შხამიანი) - რომელიმე მიკროორგანიზმის პათოგენობის
ანუ დაავადების გამოწვევის უნარი. დამოკიდებულია როგორც
ინფექციური აგენტის თვისებებზე, ასევე ორგანიზმის იმუნური
სტატუსის მდგომარეობაზე.
ვირულიციდები virulicides вирулициды virulicidi (ლათ. virus
შხამი, caedo ვკლავ) - ვირუსების ინაქტივაციის გამომწვევი
ნივთიერებები.
ვირურია viruria вирурия viruria (ლათ. virus შხამი, ბერძნ. uron
შარდი) - ვირუსების არსებობა შარდში.
ვირუსები viruses вирусы virus (ლათ. virus შხამი) -
მიკროორგანიზმების ერთ-ერთი ჯგუფი (სამეფო), რომელიც
მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში მრავლდება ანუ ობლიგატური
პარაზიტია. ცოცხალ უჯრედებში არსებული ნივთიერებების და
ენერგიის გამოყენებით ასინთეზებენ სპეციფიკურ კომპონენტებს
(ნუკლეინის მჟავებს და ცილებს). განასხვავებენ დნმ-ს შემცველ და
რნმ-ს შემცველ ვირუსებს. იწვევენ უმძიმეს დაავადებებს: ცოფს,
პოლიომიელიტს, ნატურალურ ყვავილს, შიდსს და ა. შ.
ვირუსები ატენუირებული attenuated viruses аттенуированные
вирусы virus attenuativa (ლათ. virus შხამი, attenuo ვასუსტებ) -
ძირითადი მასპინძლისათვის პათოგენობადაკარგული ვირუსები,
რომელთაც ამავე დროს შენარჩუნებული აქვთ ანტიგენური
თვისებები.
ვირუსები დამხმარე helper viruses вирусы-помощники helper
virus (ლათ. virus შხამი) - ვირუსები, რომელთა გენომი შეიცავს
დეფექტური (სატელიტი) ვირუსების რეპროდუქციისათვის
აუცილებელ ინფორმაციას.
ვირუსები დეფექტური defective viruses дефектные вирусы
defectus virus (ლათ. virus შხამი, defectus ნაკლი) - იგივე ვირუსი-
სატელიტები. ვირუსები, რომელთაც არა აქვთ სრული
გენეტიკური ინფორმაცია თვითწარმოქმნისათვის. ვირუსი ან
ფაგი, რომელსაც ე.წ. დამხმარე ვირუსის გარეშე არ ძალუძს
რეპროდუქციის პროცესის დამოუკიდებლად განხორციელება.
მათი გამრავლება ხდება ე.წ. დამხმარე ვირუსების მეშვეობით.
ვირუსები თაგვების ექსპერიმენტული ლეიკემიების mice
experimental leukemia viruses вирусы эксперимнетальной лейкемии
мышей vsitq virus mice leukemia experimentus - სხვადასხვა
ინბრედული ხაზების თაგვების ლეიკემიების გამომწვევი
ვირუსებია C ტიპის რეტროვირუსები: გროსის, გრაფის, ფრენდის,
მაზურენკოს, მოლონის, რაუშერის და სხვ.
ვირუსები იზომეტრული isometric viruses изометрические
вирусы virus isometrica (ლათ. virus შხამი, ბერძნ. isos თანაბარი,
ტოლი, metron საზომი) - ვირუსები, რომელთა კაფსიდი აგებულია
სიმეტრიის კუბური ტიპით. უფრო ხშირად გააჩნიათ
იკოსაედრული ფორმა.
ვირუსები ინფექციური infectious viruses инфекционные вирусы
virus infectio (ლათ. virus შხამი, infectio ვწამლავ, ვასენიანებ) -
ვირუსები, რომლებიც იწვევენ მხოლოდ ინფექციურ პროცესებს.
ვირუსები მაინტერფერირებელი interference viruses
интерферирующие вирусы virus interferencia (ლათ.virus შხამი, inter
შორის, ferio ვაზიანებ) - ვირუსები, რომლებიც აბრკოლებენ სხვა
ვირუსების რეპროდუქციას იმავე უჯრედში.
ვირუსები მოსკიტური ცხელების viruses of mosquito fever вирусы
москитной лихорадки mosquito febris virus - მოსკიტური ცხელების
ვირუსული ეტიოლოგია ვოლონტიორებზე ცდებით დაადგინეს რ.
დერმა და სხვებმა 1909 წელს. ვირუსების რეზერვუარები და
გადამტანებია მოსკიტების - Phlebotomus papataci-ს მდედრები,
რომლებშიც დადგენილია ვირუსის ტრანსოვარიული გადაცემა.
დასენიანების მექანიზმი ტრანსმისიულია, თუმცა შესაძლებელია
პარენტერული დაინფიცირებაც. სინ.: ფლებოტომური ცხელება,
პაპატაჩის ცხელება, 3-დღიანი ცხელება, ზაფხულის გრიპი.
ვირუსები ნეიროტროპული neurotropic viruses неиротропные
вирусы virus neurotropica (ლათ.virus შხამი, ბერძნ. neuron ნერვი,
tropos მიმართულება) - იმ ვირუსების საერთო სახელწოდება,
რომლებიც უმთავრესად აინფიცირებენ ცენტრალურ ნერვულ
სისტემას.
ვირუსები ონკოგენური oncogenic viruses онкогенные вирусы
virus oncogenica (ლათ.virus შხამი, ბერძნ. onkos სიმსივნე) - იგივე
ონკოვირუსები. ბუნებრივ თუ ექსპერიმენტულ პირობებში
წარმოქმნიან სიმსივნეებს ადამიანსა და ცხოველებში.
ვირუსები პარაგრიპის paragrippe viruses вирусы парагриппа virus
parainfl uenza (ლათ.virus შხამი, ბერძნ. para ახლოს, ფრანგ. gripper
დაჭერა) - ცნობილია პარაგრიპის 4 ვირუსი. ზოგ შემთხვევაში მათ
შეუძლიათ გამოიწვიონ ხორხის ანთება, რაც ბავშვებში ამ ორგანოს
შეშუპებით ან კრუპით ვლინდება.
ვირუსები რესპირატორული respiratory viruses респираторные
вирусы virus respiratoria (ლათ.virus შხამი, respiratio სუნთქვა) -
სასუნთქი გზების დაავადებების გამომწვევი ვირუსების საერთო
სახელწოდება. რესპირატორულ ვირუსებს მიეკუთვნებიან: ორთო
და პარამიქსოვირუსები, ჰერპესვირუსები, რინოვირუსები,
კორონავირუსები, რეოვირუსები და ადენოვირუსები.
კ ვ უ ე ე ვ უ ე დ დე ვ უ ე
ვირუსები სიმპლასტწარმომქმნელი symplast-forming viruses
симпластообразующие вирусы virus symplastformica (ბერძნ. syn თან,
ერთად, plastos გამოძერწილი, წარმოქმნილი) - იმ ვირუსების
საერთო სახელწოდება, რომლებიც in vivo ან in vitro იწვევენ
სიმპლასტების (იხ.) წარმოქმნას. ასეთ ვირუსებს მიეკუთვნებიან:
ზოგიერთი პარამიქსოვირუსი, რეტროვირუსები, რაბდოვირუსები,
პაპოვავირუსები, ჰერპესის და ნატურალური ყვავილის ჯგუფის
ვირუსები.
ვირუსები ჰეპატიტების hepatitis viruses вирусы гепатитов virus
hepatitis (ლათ. ვირუს შხამი, ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) -
ადამიანში ჰეპატიტების გამომწვევ ვირუსებს მიეკუთვნება დნმ-ს
და რნმ-ს შემცველი ვირუსები. ესენია დნმ-გენომიანი B ჰეპატიტის
ვირუსი და რნმ-ს შემცველი ვირუსების ჯგუფი: A,C,D,E და G
ჰეპატიტების ვირუსები (იხ.), რომლებიც მიეკუთვნებიან
ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს.
ვირუსები ჰიბრიდული hybrid viruses гибридные вирусы virus
hybrida (ლათ. hybrida ორმაგი წარმოშობისა, virus შხამი) -
შერეული გენომის მქონე ვირუსები, რომლებიც წარმოიქმნენ
მოლეკულური ჰიბრიდიზაციის შედეგად.
ვირუსები ECHO-ჯგუფის ECHO viruses вирусы группы ECHO
virus ECHO - Picornaviridae-ს ოჯახის Enterovirus-ის გვარის რნმ-
გენომიანი ვირუსებია. იწვევენ მწვავე რესპირატორულ
ინფექციებს, არასპეციფიკურ მენინგიტს, პოლიომიელიტისმაგვარ
დაავადებებს.
ვირუსების ანტიგენები viral antigenes вирусные антигены virus
antigeni (ლათ.virus შხამი, ბერძნ. anti წინააღმდეგ, genos გვარი,
წარმოშობა) - ვირუსული ნაწილაკების სტრუქტურაში
განასხვავებენ ანტიგენების (იხ.) რამდენიმე ჯგუფს: ბირთვულს,
კაფსიდურს და სუპერკაფსიდურს. ზოგიერთი ვირუსული
ნაწილაკის ზედაპირზე გვხვდება განსაკუთრებული V-ანტიგენები
- ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა. ინფორმაცია ვირუსული
ანტიგენების შესახებ კარტირებულია ვირუსის ნუკლეინის
მჟავაში. ვირუსების სხვა ანტიგენები სამიზნეუჯრედის
კომპონენტებია, რომლებიც ვირუსის გარეთა მემბრანაზე არიან
ლოკალიზებული.
ვირუსების გენეტიკა virus genetics генетика вирусов virus genetica
(ლათ.virus შხამი, ბერძნ. genesis წარმოშობა) - ვირუსების
გენეტიკური აპარატი წარმოდგენილია ერთ ან ორჯაჭვიანი რნმ-
თი და ერთ ან ორჯაჭვიანი დნმ-თი. ვირუსების უმეტესობას
გააჩნია ხაზოვანი ან რგოლოვანი (დახშული) ფორმის ერთი
მთლიანი ან ფრაგმენტირებული გენომი. რეტროვირუსებს აქვთ
ორი, შემადგენლობით იდენტური გენომი. ერთჯაჭვიან გენომებს
გააჩნიათ ორი პოლარობა: პოზიტიური, როდესაც ნუკლეინის
მჟავა წარმოადგენს მატრიცას ახალი გენომების და საინფორმაციო
რნმ-ს სინთეზისათვის და ნეგატიური, როდესაც ნუკლეინის მჟავა
ასრულებს მხოლოდ მატრიცის ფუნქციას.
ვირუსების რეკონსტრუქცია reconstruction of реконструкция
вирусов virus reconstructio (ლათ. virus შხამი, re კვლავ, constructio
აგება, აშენება) - ვირიონების ფორმირება in vitro, ვირიონების
ნუკლეინის მჟავისა და კაფსიდის სუბერთეულებისაგან. იყენებენ
ვირიონის ცალკეული კომპონენტების როლის გამოკვლევისათვის.
ვირუსემია virusemy вирусемия virusemia (ლათ.virus შხამი,
ბერძნ. haima სისხლი) - ვირუსის ცირკულაცია სისხლში.
ვირუსი ადენოასოცირებული adenoassociated viruses
аденоассоциированные вирусы virus adenoassociatis (ლათ.virus
შხამი, ბერძნ. aden ჯირკვალი, ლათ. associatio კავშირი) -
დეფექტური, სატელიტური პარვოვირუსებია (იხ.), რომელთა
რეპლიკაცია კონტროლირდება ადენოვირუსების გენომით. გენომი
წარმოდგენილია დნმ-ს ერთი, ერთჯაჭვიანი მოლეკულით. გარეთა
მემბრანა არა აქვთ. სინ.: ადენოსატელიტები.
ვირუსი ავსტრალიური ენცეფალიტის virus of australian
encephalitis вирусы австрплииского энцефалита virus australian
encephalitis (ლათ.virus შხამი, ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, itis
ანთება) - ფლავივირუსების ოჯახის წარმომადგენელია.
მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. სინ.: მურეის
დაბლობის ენცეფალიტი, ავსტრალიური X-დაავადების ვირუსი.
ვირუსი აივ HIV DBX HIV (აბრევიატურა: ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსი) - რნმ-ს შემცველი, ცილინდრული
ფორმის ნუკლეოიდის მქონე ვირუსი, რომელსაც გააჩნია
ფერმენტი რევერტაზა. ახასიათებს გამოკვირტვა (ბადინგი)
უჯრედის პლაზმური მემბრანიდან. აზიანებს იმუნოკომპეტენტურ
უჯრედებს. იწვევს შიდსს (იხ.).
ვირუსი ალასტრიმის alastrim virus вирусы аластрима Variola
minor virus - პოქსვირუსების ოჯახის ორთოპოქსვირუსების გვარის
წარმომადგენელია. იწვევს ნატურალური ყვავილის მსუბუქ
ფორმას (ლეტალობა არ აღემატება 1%-ს).
ვირუსი აპეუ apeu virus вирусы апеу apeu virus - ბუნიავირუსების
ოჯახის ბუნიავირუსების გვარის წარმომადგენელია. მიეკუთვნება
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. იწვევს ე.წ. აპეუს ცხელებას.
ვირუსის გადამტანია კოღო.
ვირუსი ბვამბა Bvamba virus вирус Бвамба Bvamba virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ე.წ. ბვამბას ცხელებას. გადამტანია კოღო.
ვირუსი ბიტნერის Bittner's virus вирус Биттнера Bittner virus - ჯ.
ბიტნერის მიერ 1936 წელს აღმოჩენილი თაგვების სარძევე
ჯირკვლის კიბოს ვირუსი. იგივე „რძის ფაქტორი“.
ვირუსი ბუნიამვერა virus buniamvera вирус буньямвера
buniamvera virus - ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების
გვარის წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების
ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანში იწვევს ბუნიამვერას ცხელებას.
ვირუსი გრაფის Graffi virus вирус Граффи Graffi virus -
გერმანელი ა. გრაფის მიერ 1955 წელს გამოყოფილი რნმ-ს
შემცველი ვირუსი, რომელიც ახალდაბადებულ თაგვებში იწვევს
მიელოიდური ლეიკემიის განვითარებას.
ვირუსი გრიპის - იხ. გრიპი.
ვირუსი გროსის Gross virus вирус Гросса Gross virus - გერმანელი
ლ. გროსის მიერ 1951 წელს ახალდაბადებული თაგვებიდან
დასხივების მეშვეობით გამოყოფილი რნმ-ს შემცველი ვირუსი,
რომელიც იწვევს ლიმფოიდური ტიპის ლეიკემიის განვითარებას.
ვირუსი გუამა Guama virus вирус Гуамма Guama virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ე.წ. გუამას ცხელებას. ვირუსის გადამტანია კოღო.
ვირუსი გუანარიტოს Guanarito virus вирус Гуанарито Guanarito
virus - არენავირუსების ოჯახის წარმომადგენელია. იწვევს ე.წ.
ე ვ უ ე ჯ წ დგე ელ წვევ ე წ
ვენესუელურ ჰემორაგიულ ცხელებას.
ვირუსი გუაროა Guaroa virus вирус Гуароа Guaroa virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ე.წ. გუაროას ცხელებას. ინფექციის გადამტანია
კოღო.
ვირუსი გუმბო-ლიმბო Gumbo-Lymbo virus вирус Гумбо-Лимбо
Gumbo- Lymbo virus - ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების
გვარის წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების
ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანში იწვევს ნაკლებად შესწავლილ
ცხელებას.
ვირუსი დასავლეთ ნილოსის ცხელების West Nile fever virus
вирус лихорадки Западного Нила West Nile febris virus -
ფლავივირუსების ოჯახის ფლავივირუსის გვარის
წარმომადგენელია. რნმ-გენომიანი ვირუსია. მისი რეზერვუარია
გარეული და შინაური ფრინველები, მღრღნელები, ღამურები,
კოღოები და ტკიპები. ვირუსის გადაცემის მექანიზმი
ტრანსმისიულია, ხოლო გადამტანია ჩულეხის გვარის კოღოები,
აგრეთვე არგასისებრი და იქსოდისებრი ტკიპები.
ვირუსი დენგეს ცხელების Dengue fever virus вирус лихорадки
денге Dengue febris virus - დაავადების გამომწვევი ვირუსი
გამოყოფილ იქნა 1944 წელს ა. სებინის მიერ. ვირუსის და
დაავადების სახელწოდება წარმოდგება ინგლისური სიტყვა dandy-
ს (ფრანტი, კოხტაობის მოყვარული) დამახინჯებული
ვარიანტიდან. რნმ-ს შემცველი ვირუსია, ვაზოტროპული,
რეპროდუცირდება ღვიძლში, ძვლის ტვინში, შემაერთებელ
ქსოვილებში, კუნთებში და ცენტრალური ნერვული სისტემის
უჯრედებში. ვირუსი ადამიანს გადაეცემა Aedes-ის გვარის
კოღოებით, კერძოდ, Aedes niveus-ით. იხ. ცხელება დენგეს.
ვირუსი ებოლას Ebola virus вирус Эмбола Ebola virus -
მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახის Ebolavirusis გვარს. 1976
წელს გამოყვეს ზაირში, ებოლას რაიონის სოფელ იამბუხუში
ავადმყოფის სისხლისაგან. ადამიანში იწვევს მძიმე
ინტოქსიკაციით, გამონაყრით, კანქვეშა და შინაგანი
სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებას. ლეტალობა 50-88%-ს
აღწევს. რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ
მღრღნელები და ღამურები. იხ. ცხელება ებოლას.
ვირუსი ენცეფალომიოკარდიტის encephalomiocarditis virus вирус
энцефаломиокардита encephalomiocarditis virus -
პიკორნავირუსების ოჯახის ენტეროვირუსების გვარის
წარმომადგენელია. ადამიანში იწვევს ცხელებას ცენტრალური
ნერვული სისტემის დაზიანებით. სინ.: მღრღნელების
პოლიოენცეფალიტის ვირუსი, პარაპოლიომიელიტის ვირუსი.
ვირუსი ეპშტეინ-ბარის Epstein-Barr virus вирус Эпштеина-Барр
Epstein-Barr virus (EBV) - ჰერპესვირუსების ოჯახის,
გამაჰერპესვირუსების ქვეოჯახის წარმომადგენელია.
აღმოჩენილია მ. ეპშტეინის და ი. ბარის მიერ. სტრუქტურულად
და მორფოლოგიურად სხვა ჰერპესვირუსების მსგავსია, თუმცა
ანტიგენურად განსხვავდება მათგან. შეუძლია გამოიწვიოს
ინფექციური მონონუკლეოზი, ე.წ. ბერკიტის ლიმფომა (იხ.),
აგრეთვე ნაზოფარინგეალური კარცინომა.
ვირუსი ვაქცინის vaccine virus вирус вакцины vaccinus virus
(ლათ. virus შხამი, vacca ძროხა, vaccinus ძროხისა) - ძროხის
ყვავილის გამომწვევი ვირუსის მონათესავე ვირუსი, რომლისგანაც
ე. ჯენერის შემდეგ მზადდებოდა ნატურალური ყვავილის
საწინააღმდეგო ვაქცინები. მოლეკულურ დონეზე ჩატარებულმა
კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ ძროხის ყვავილისა და ვაქცინის
ვირუსები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
ვირუსი ვეზიკულური სტომატიტის vesicular stomatitis virus
вирус везикулярного стоматита vesicle stomatitis virus (ლათ. vesicula
ბუშტუკი, ბერძნ. stoma პირი, itis ანთება, ლათ. virus შხამი) - რნმ-ს
შემცველი ვირუსია, მიეკუთვნება Rhabdovirus-ის ოჯახის,
vesiculovirus-ის გვარს. აზიანებს ადამიანის პირის ღრუს,
ღრძილების და ხახის ლორწოვან გარსს, რასაც თან ახლავს
დამახასიათებელი ვეზიკულური გამონაყარი. ვირუსის გადაცემა
ხდება კოღოებით.
ვირუსი ვესელსბრონი Wesselsbron virus вирус васселсбрана
Wesselsbron virus - ფილოვირუსების ოჯახის წარმომადგენელია.
მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. იწვევს ე.წ.
ვესელსბრონის ცხელებას, რომლის გადამტანია კოღო.
ვირუსი ვისნა visna virus вирус висны visna virus -
რეტროვირუსების ოჯახის წარმომადგენელია. შედის ნელი
ინფექციების გამომწვევი ვირუსების შემადგენლობაში. ცხვრებში
იწვევს ნერვული ბოჭკოების დემიელინიზაციას.
ვირუსი ზიკა virus Zika вирус Зика Zika virus - ფლავივირუსების
ოჯახის წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების
ეკოლოგიურ ჯგუფს. უგანდაში იწვევს მაიმუნების ცხელებას,
რომელიც ზოგჯერ გადაეცემა ადამიანს.
ვირუსი თირკმლის სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიული
ცხელების virus of hemorrhage fever with renal syndrome вирус
гоморпгической лихорадки с печечным синдромом - შედის
ბუნიავირუსების ოჯახის Hantavirus-ის გვარის შემადგენლობაში.
აღნიშნული დაავადების გამომწვევია ვირუსის ამჟამად ცნობილი
23 სეროტიპიდან 4: ჰანტაანი, პუუმალა, სეული და დობროვა/
ბელგრადი. ინფექციის რეზერვუარია ტყის კომპლექსის
თაგვისებური მღრღნელები. ადამიანის დაინფიცირების
ძირითადი მექანიზმია აეროგენური. პათოგენეზის საფუძველს
წარმოადგენს ვირუსის ვაზოტროპული მოქმედებით
განპირობებული წვრილი სისხლძარღვების კედლის სისტემური
დესტრუქციული დაზიანება.
ვირუსი თურქულის foot-and-mouth disease virus вирус ящура
foot-and mouth morbus virus - პიკორნავირუსების ოჯახის,
რინოვირუსების გვარის წარმომადგენელია. ცხოველებსა და
ადამიანში იწვევს ანთროპოზოონოზურ დაავადება თურქულს.
სინ.: აფთური ცხელების ვირუსი.
ვირუსი იაბას Iaba virus вирус Яба Iaba virus - მაიმუნების
ვირუსია Poxviridae-ს ოჯახიდან. პრიმატებში იწვევს კანის
კეთილთვისებიან სიმსივნეებს - ჰისტიოციტომებს. შეიძლება
გამოიწვიოს სიმსივნის განვითარება ადამიანშიც.
ვირუსი იაპონური ენცეფალიტის japan encephalitis virus dвирус
японского энцефалита japan encephalitis virus (ბერძნ. enkephalos
თავის ტვინი, ლათ. virus შხამი) - ფლავივირუსების ოჯახის
წარმომადგენელია, რნმ-ს შემცველი ვირუსი. ვირუსის
რეპროდუქციის ადგილი ცენტრალური ნერვული სისტემის
უჯრედებშია. იგი იწვევს მათ დეგრადაციას და სიკვდილს. გარდა
ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედებისა, ვირუსი
ცე ტ ლუ ე ვულ ტე უჯ ედე ვ უ
რეპროდუცირდება ლიმფოციტებში და პარენქიმული ორგანოების
უჯრედებში. დაავადება გავრცელებულია სამხრეთ-აზიის
ქვეყნებში და რუსეთის აღმოსავლეთ რაიონებში. ვირუსის
რეზერვუარს წარმოადგენენ გარეული ფრინველები, მღრღნელები,
მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხენები, ღორები. ვირუსის
გადამტანია კოღოები.
ვირუსი ილეუსი ileus virus вирус ильеус ileus virus -
ფლავივირუსების ოჯახის წარმომადგენელია. მიეკუთვნება
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. ე.წ. ილეუსის ცხელების
გამომწვევია. ინფექციის გადამტანია კოღო.
ვირუსი ილეშის ilesh virus вирус Илеша ilesh virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ადამიანის ილეშის ცხელებას.
ვირუსი იტაკის Itaca virus вирус Итаки Itaca virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ადამიანის იტაკის ცხელებას. ინფექციის
გადამტანია კოღო.
ვირუსი კალიფორნიის ენცეფალიტის California encephalitis virus
вирус Калифорнииского Энцефалита California encephalitis virus
(ბერძნ. enkephalos თავის ტვინი, ლათ. virus შხამი) - მიეკუთვნება
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსის გვარს. ვირუსი
გამოყოფილია 1943 წელს კალიფორნიაში Culex tarsalis-ის სახეობის
კოღოებიდან. ვირუსის რეზერვუარია კოღოები და მღრღნელები.
ავადმყოფობისათვის დამახასიათებელია ცხელებები და
ენცეფალიტები.
ვირუსი კანდირუ Candiru virus вирус Кандиру Candiru virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. ადამიანის მოსკიტური (ფლებოტომური) ცხელების ერთ-
ერთი გამომწვევია.
ვირუსი კარაპარუ Caraparu virus вирус карапару Caraparu virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ე.წ. კარაპარუს ცხელებას. ინფექციის გადამტანია
კოღო.
ვირუსი კატუ Catu virus вирус Кату Catu virus - ბუნიავირუსების
ოჯახის ბუნიავირუსების გვარის წარმომადგენელია. მიეკუთვნება
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. იწვევს ე.წ. კატუს ცხელებას.
ინფექციის გადამტანია კოღო.
ვირუსი კემეროვოს ცხელების Kemerovo fever virus вирус
лихорадки камерово Kemerovo febris virus - Reoviridae-ს ოჯახის,
Orbivirus-ის გვარის არბოვირუსია. გადამტანებია იქსოდისებრი
ტკიპები. საინკუბაციო პერიოდი 4-5 დღეს შეადგენს. აღინიშნება
კონიუნქტივიტი და კანის საფარის ჰიპერემია. მძიმე შემთხვევებში
შესაძლებელია მიოკარდიტის და მენინგოენცეფალიტის
განვითარება.
ვირუსი კიასანურის ტყის დაავადების Kyassanur forest disease
virus вирус болезни леса Киассанур Kyassanur silva morbus virus -
ვირუსი მიეკუთვნება ფლავივირუსების ოჯახის ფლავივირუსების
გვარს. გამოყოფილ იქნა 1957 წელს ინდოეთში მდებარე
კიასანურის ტყის რაიონში მცხოვრები ადამიანებისა და
მაიმუნებისაგან. დაავადების რეზერვუარია იქსოდისებრი ტკიპები
და ძუძუმწოვრები. დაინფიცირების მექანიზმი ტრანსმისიულია.
ავადმყოფობის დასაწყისი მწვავეა. მძიმე შემთხვევებში ვითარდება
კუჭ-ნაწლავური სისხლდენები, სისხლის ღებინება,
მენინგოენცეფალიტის სიმპტომები. ლეტალობა 10%-ს აღწევს.
გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი.
ვირუსი კოლორადოს ცხელების Colorado fever virus вирус
контагиозного моллюска Colorado febris virus - მიეკუთვნება
Rheoviridae-ს ოჯახის კოლტივირუსების გვარს, აგრეთვე
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. აშშ-ში განვითარებული,
ტკიპებით გადაცემული ერთადერთი ვირუსული ინფექციაა.
გადამტანია ტკიპა Dermacentor andersonii (ვირუსი შეიძლება
გადაეცეს ტრანსოვარიულად). ინფექციის მიმდინარეობა მწვავეა.
დამახასიათელია ცხელება, თავის და კუნთების ტკივილები.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. ორსულობის ადრეულ ვადებში
ვირუსი ამჟღავნებს ტერატოგენურ მოქმედებას.
ვირუსი კონგო-ყირიმის ცხელების Kongo-Crimean fever virus
вирус лихорадки Крым-Конго Kongo-Crimean febris virus - ვირუსი
у g ვ უ
მიეკუთვნება ბუნიავირუსების ოჯახის Nairovirus-ის გვარს.
ვაზოტროპული არბოვირუსია. დაავადება პირველად გამოვლინდა
ყირიმში 1944 წელს, ხოლო 1956 წელს აფრიკაში გამოყვეს ამ
ვირუსის იდენტური ე.წ. კონგოს ვირუსი. ბუნებაში ვირუსის
ძირითადი რეზერვუარია ტკიპების მრავალი სახეობა, აგრეთვე
თაგვი, ზღარბი, კურდღელი, ძროხა, ცხვარი და თხა. ვირუსი
იწვევს გენერალიზებულ კაპილაროტოქსიკოზს. ლეტალობა 40%-ს
აღწევს.
ვირუსი კონტაგიოზური მოლუსკის molluscum contagiosum virus
вирус контагиозного молюска molluscum contagiosum virus -
მხოლოდ ადამიანისათვის პათოგენური, დნმ-ს შემცველი,
არაკლასიფიცირებული პოქსვირუსია. იწვევს წითელი ფერის
კვანძების გაჩენას გენიტალიების მიდამოში, კერძოდ, კანზე, რის
შემდეგაც აღნიშნული კვანძები გარდაიქნება ჩირქოვან
პაპულებად. ვირუსის გადაცემა ხდება პირდაპირი და
არაპირდაპირი კონტაქტებით, კანისა და ლორწოვანი გარსების
მიკროტრავმების შემთხვევაში, სქესობრივი კონტაქტებისას.
ვირუსი კოქსაკის Coxsackievirus вирус коксаки Coxsackie virus -
Picornaviridae-ს ოჯახის Enterovirus-ის გვარის რნმ-გენომიანი
ვირუსია. იყოფა A და B ჯგუფებად. A კოქსაკის ვირუსები
ადამიანში იწვევენ ჰერპანგინას, პოლიმიელიტისმაგვარ
დაავადებას, დიარეას ბავშვებში და ა.შ. B კოქსაკის ვირუსები
იწვევენ პოლიომიელიტისმაგვარ დაავადებას, ენცეფალიტს,
მიოკარდიტს, პლევრო დინიას. ვირუსი გამოყოფილ იქნა 1948
წელს ქ. კოქსაკის (აშშ) ჰოსპიტალში პოლიომიელიტისმაგვარი
დაავადებით შეპყრობილი ბავშვების კუჭ-ნაწლავიდან.
ვირუსი ლა-კროსის ცხელების La- Cross fever virus вирус
лихорадки Ла-Кросс La-Cross febris virus - ბუნიავირუსების ოჯახის
ბუნიავირუსის გვარის წარმომადგენელია. გამოყოფილია
კოღოების მრავალი სახეობიდან, აგრეთვე მაწუხელადან, თუმცა
მისი ძირითადი გადამტანია ხეების ფუღუროებში მცხოვრები
კოღო - A.triseriatus. ვირუსი გამოყოფილია ბოცვერებიდან,
ციყვებიდან და სხვ. დასენიანების მექანიზმი ტრანსმისიულია.
კლინიკური სურათი ვარირებს ცხელებიდან ენცეფალიტამდე.
ვირუსი ლანგატის Langat virus вирус Лангат Langat virus -
ფლავივირუსების ოჯახის წარმომადგენელია. მიეკუთვნება
ფლ ვ ვ უ ე ჯ წ დგე ელ ეკუ ვ ე
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანში იწვევს ე.წ.
ლანგატის ცხელებას.
ვირუსი ლასას ცხელების Lassa fever virus вирус лихорадки Ласса
Lassa febris virus - მიეკუთვნება არენავირუსების ოჯახს.
აღნიშნული რნმ-ს შემცველი ვირუსი გამოყოფილ იქნა 1969 წელს
ნიგერიაში, ქ. ლასას მისიონერთა ჰოსპიტალში. ცენტრალური
ნერვული სისტემის დარღვევებით მიმდინარე ჰემორაგიული
ცხელების გამომწვევია. დაავადება ენდემურია აფრიკისათვის.
ძირითადი რეზერვუარია ე.წ. მრავალდვრილიანი ვირთაგვები,
რომლებიც გამომწვევ აგენტს გამოყოფენ შარდთან და ნერწყვთან
ერთად. ადამიანი ინფიცირდება ალიმენტური, კონტაქტური და
ჰაერ-წვეთოვანი გზებით. მძიმე ფორმების დროს ლეტალობა 70%-
ს აღწევს.
ვირუსი ლიმფოციტური ქორიომენინგიტის lymphocytic
choriomeningitis virus вирус лимфоцитарного хориоменингита
lymphocytus choriomeningitis virus (ლათ. lympha ანკარა წყალი,
ბერძნ. kytos უჯრედი, chorion გარსი, კანი, ლათ. virus შხამი) -
მიეკუთვნება არენავირუსების ოჯახს. გამოყოფილ იქნა 1934 წელს.
გარშემორტყმულია გლიკოპროტეიდის შემცველი
კბილანისმაგვარი გამონაზარდებიანი გარეთა გარსით. ვირუსის
რეპროდუცირდება უჯრედის ციტოპლაზმაში. ვირიონების
უჯრედიდან გამოსვლა ხდება პლაზმური მემბრანის
მოდიფიცირებული უბნებიდან გამოკვირტვის საშუალებით.
ინფექციის კარიბჭეა სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი
ტრაქტი. ავადმყოფობა მიეკუთვნება ტიპურ ანთროპოზოონოზს.
ძირითადი მასპინძელია სახლის თაგვი. ინფექცია გადაეცემა
აეროგენური და ალიმენტური გზებით.
ვირუსი ლიუკეს Lucke's virus вирус Люке Lucke virus - ბ. ლიუკემ
1934 წელს აღმოაჩინა ონკოვირუსი (ჰერპესვირუსების ოჯახიდან),
რომელიც ბუნებრივ პირობებში ახდენს ე.წ. ლეოპარდის ბაყაყების
(Rana pipiens) თირკმლების ადენოკარცინომების ინდუცირებას.
მაღალ ტემპერატურაზე ადგილი აქვს მეტასტაზების
განვითარებას, 4-90C-ზე კი სიმსივნეების რეგრესიას.
ვირუსი მაზურენკოს Mazurenko virus вирус Мазуренко
Mazurenko virus - 1956 წელს გამოყო ნ. მაზურენკომ CC57Br-ის
ხაზის თაგვებიდან, რომელთაც ვაქცინის ვირუსის (იხ.) შეყვანის
გვე დ ელ ც ვ ქც ვ უ ეყვ
შემდეგ განუვითარდათ ლეიკემიები. მკვლევარის აზრით, ამ
შემთხვევაში ინფექციურმა ვირუსმა გაააქტიურა ლატენტური
ონკოვირუსი.
ვირუსი მაიარო virus Maiaro вирус Майаро Maiaro virus -
ტოგავირუსების ოჯახის, ალფავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ე.წ. მაიაროს ცხელებას, რომლის გადამტანია კოღო.
ვირუსი მაიმუნების ყვავილის simian poxvirus вирус оспы обузян
poxvirus simianici - მორფოლოგიითა და ანტიგენური
სტრუქტურით ადამიანის ნატურალური ყვავილის ვირუსის
მონათესავეა. ვირუსის ძირითადი მასპინძელია მაიმუნი. ვირუსი
ადამიანისთვისაც პათოგენურია. ადამიანის დასენიანება
შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული
ადამიანებისგანაც.
ვირუსი მარბურგის Marburg virus вирус Марбурга Marburg virus -
მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახის Margburgvirus-ის გვარს.
1967 წელს გამოყვეს მარბურგში (გერმანია) აფრიკულ მწვანე
მაიმუნებზე მომუშავე ლაბორატორიის თანამშრომლებისაგან და
ბელგრადში - ავადმყოფების სისხლისა და სექციური მასალისაგან.
ადამიანში იწვევს მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყრით, კანქვეშა და
შინაგანი სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებას. საინკუბაციო
პერიოდი 3-9 დღეს შეადგენს. ლეტალობა 50-88%-ს აღწევს.
რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ მღრღნელები და
ღამურები. იხ. ცხელება მარბურგის.
ვირუსი მარეკის ლიმფომის Marek's lymphoma virus вирус
лимфомы Марека Marek lymphoma virus - ქათმების ამ დაავადების
გამომწვევია ჰერპესვირუსი. დაავადების ვირუსული ბუნება
პირველად დაადგინა ლ. მარეკმა. ინფექცია გადაეცემა
ჰორიზონტალურად. ამჟამად შემუშავებულია ამ ვირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეთოდი.
ვირუსი მარიტუბა Marituba virus вирус маритуба Marituba virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. ადამიანში იწვევს ე.წ. მარიტუბას ცხელებას. ინფექციის
გადამტანია კოღო.
ვირუსი მაჩუპოს Machupo virus вирус Мачупо Machupo virus -
არენავირუსების ოჯახის წარმომადგენელია. ადამიანებში იწვევს
ძალზე სახიფათო ბოლივიურ ჰემორაგიულ ცხელებას.
ვირუსი მენგო Mengo virus вирус Менго Mengo virus -
პიკორნავირუსების ოჯახის ენტეროვირუსების გვარის
წარმომადგენელია. ზოგიერთ შინაური და გარეულ სახეობებში,
განსაკუთრებით კი მღრღნელებში იწვევს ენცეფალომიოკარდიტს,
ადამიანში კი ე.წ. მენგოს მენინგიტს.
ვირუსი მოლონის Moloney virus вирус Молони Moloney virus -
1960 წელს ჯ. მოლონიმ გამოყო ახალშობილი თაგვებიდან. ეს
ვირუსი თაგვებში იწვევს ლიმფოიდური ტიპის ლეიკემიის
განვითარებას.
ვირუსი მუკამბო Mucambo virus вирус Мукамбо Mucambo virus -
ტოგავირუსების ოჯახის ალფავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. ადამიანში იწვევს თავის ტკივილებით და გამონაყარით
მიმდინარე ცხელებას.
ვირუსი მურუტუკუ Murutucu virus вирус мурутуку Murutucu
virus - ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. იწვევს ე.წ. მურუტუკუს ცხელებას. ინფექციის გადამტანია
კოღო.
ვირუსი ნეაპოლური მოსკიტური cxelebis Neapol flebothomus
fever virus dbhec вирус неаполитанской москитной лихорадки
Neapol flebothomus febris virus - ბუნიავირუსების ოჯახის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. მოსკიტური (ფლებოტომური) ცხელების ერთ-ერთი
გამომწვევია.
ვირუსი ნეგიში Negishi virus вирус Негиши Negishi virus -
ფლავივირუსების ოჯახის წარმომადგენელია. მიეკუთვნება
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანის ვირუსული
ენცეფალიტის გამომწვევია.
ვირუსი ნიუკასლის ავადმყოფობის Newcastle disease virus вирус
Ньюкаслской болезни Newcastle morbus virus - მიეკუთვნება
პარამიქსოვირუსების ოჯახს. ფრინველებისათვის პათოგენურია
(იწვევს ქათმის ჭირს). ადამიანში იწვევს ვირუსული
კონიუნქტივიტის განვითარებას.
ვირუსი ნორვოლკის Norwalk virus вирус Норволка Norwalk virus
(Narwalk, აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქი, სადაც ვირუსი პირველად
იქნა გამოყოფილი) - რნმ-გენომიანი ვირუსია, კალიცივირუსების
ოჯახიდან. მწვავე გასტროენტერიტების გამომწვევია.
ვირუსი ომსკის ჰემორაგიული ცხელების Omsk hemorrhagic fever
virus вирус Омской гемиррагической лихорадки Omsk hemorrhagic
febris virus - მიეკუთვნება ფლავივირუსების ოჯახს და
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანში იწვევს ე.წ.
ომსკის ჰემორაგიულ ცხელებას.
ვირუსი ო'ნიონგ-ნიონგის ცხელების O'Nyong-Nyong fever вирус
лихорадки О'Ньонг-O'Nyong- Nyong febris virus - მიეკუთვნება
ტოგავირუსების ოჯახის ალფავირუსის გვარს. გადამტანებია
ანოფელესის გვარის კოღოები (A.funestus). ამ ვირუსისათვის
რეზერვუარი და წყაროა ადამიანი და პრიმატები. ვირუსი იწვევს
დენგესმაგვარი დაავადების ეპიდემიებს სამხრეთ-დასავლეთ,
ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში (იხ. დენგეს
ცხელების ვირუსი).
ვირუსი ორიბოკა Oriboca virus вирус Орибока Oriboca virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. ადამიანში იწვევს ე.წ. ორიბოკას ცხელებას. ინფექციის
გადამტანია კოღო.
ვირუსი პაპატაჩის ცხელების Pappataci fever virus вирус
лихорадки Паппатачи Pappataci febris virus - პაპატაჩის, იგივე
მოსკიტური ცხელების გამომწვევი არბოვირუსი. ადამიანზე
გადადის მოსკიტის კბენით.
ვირუსი პაროტიტის parotitis virus вирус свинки parotiti virus -
Paramyxovirus-ის ოჯახის წარმომადგენელია. იწვევს პაროტიტს
(ყბაყურას). დაავადება გადაეცემა სანერწყვე ჯირკვლების
ინფიცირებული სეკრეტით.
ვირუსი პოვასანი Povassan virus вирус Повассан Povassan virus -
მიეკუთვნება ფლავივირუსების ოჯახს და არბოვირუსების
ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანში იწვევს ე.წ. პოვასანის ტკიპისმიერ
ენცეფალიტს.
ე ცეფ ლ ტ
ვირუსი პოლიომის polyoma virus вирус полиомы polyoma virus
(ლათ. virus შხამი, ბერძნ. poly ბევრი, მრავალი) - დნმ-ს შემცველი
ვირუსი Papovaviridae-ს ოჯახიდან. ექსპერიმენტულ ცხოველებში
იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნეების წარმოქმნას.
ვირუსი რაუსის სარკომის Rous sarcoma virus вирус саркомы
Роуса Rous sarcoma virus - ამერიკელი მეცნიერის, პ. რაუსის მიერ
1911 წელს გამოყოფილი რნმ-ს შეცველი ონკოგენური ვირუსი,
რომელიც ქათმებში იწვევს სარკომებს. ადვილად ძლევს
სახეობრივ ბარიერებს, იწვევს რა სხვადასხვა ლოკალიზაციისა და
ჰისტოგენეზის სიმსივნეებს რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებში.
ვირუსი რაუშერის Rausher virus вирус Раушера Rausher virus -
გამოყოფილია ფ. რაუშერის მიერ 1962 წელს BALB/c ხაზის
თაგვებიდან, რომლებშიც ეს ვირუსი იწვევს ლეიკემიის ერთ-ერთ
ფორმას.
ვირუსი რესპირატორულ-სინციტიური respiratory-syncitial virus
респираторно-синцитиальный вирус virus respiratio-syncitialis (ლათ.
respiratio სუნთქვა, ბერძნ. syn ერთად, kytos უჯრედი, virus შხამი) -
მიეკუთვნება პარამიქსოვირუსების ოჯახს. შეიცავს რნმ-ს გენომს.
იწვევს მძიმე ანთებით პროცესებს სასუნთქი გზების ქვედა
განყოფილებებში. შერწყმის შედეგად ფორმირებული გიგანტური
მრავალბითვიანი უჯრედები (სინციტიუმები, პოლიკარიოციტები)
არასიცოცხლისუნარიანნი არიან, იღუპებიან და ლორწოვან
გარსებზე ტოვებენ დაწყლულებულ უბნებს, რაც მძიმე
ბრონქიტების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ვირუსი რესტანი Restan virus вирус Рестан Restan virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. ადამიანში იწვევს ნაკლებად შესწავლილ ცხელებას.
ვირუსი რიფტ-ვალის ცხელების Rift-Valley fever virus вирус
лихорадки рифт-валли Rift -Valley febris virus - ვირუსს სახელი
ეწოდა კენიაში არსებული ველის, რიფტის მიხედვით, სადაც
ვირუსი გამოყოფილ იქნა 1930 წელს. მიეკუთვნება
ბუნიავირუსების ოჯახის Phlebovirus-ის გვარს. ბუნებაში ვირუსის
რეზერვუარია სისხლისმწოველი მწერები, პირველ ყოვლისა Culex-
ის და Aedes-ის გვარის კოღოები, აგრეთვე რქოსანი საქონელი,
აქლემები, ცხენები და სხვ. დასენიანების ძირითადი მექანიზმი
ტრანსმისიულია.
ვირუსი საბიას Sabia virus вирус Сабия Sabia virus -
არენავირუსების ოჯახის წარმომადგენელია. იწვევს ბრაზილიურ
ჰემორაგიულ ცხელებას.
ვირუსი-სატელიტები - იხ. ვირუსები დეფექტური.
ვირუსი სემლიკის ტყის ცხელების Semliki forest fever вирус
лихорадки леса Семлики Semliki silva febris virus - ვირუსი
მიეკუთვნება ტოგავირუსების ოჯახის ალფავირუსის გვარს.
სახელწოდება მიიღო უგანდის ბვამბის ოლქში მდებარე სემლიკის
ტყიდან, სადაც 1942 წელს გამოყოფილ იქნა კოღოებიდან (Aedes
abnormalis). ბუნებაში აღნიშნული ვირუსის რეზერვუარს
წარმოადგენენ კოღოები და ფრინველები. გადაცემის მექანიზმი
ტრანსმისიულია.
ვირუსი სენდაის virus Sendai вирус Сендай virus Sendai (სახელი
დაერქვა იაპონიის ქალაქ სენდაის მიხედვით) -
პარამიქსოვირუსების ოჯახის ერთერთი წარმომადგენელია. რნმ-ს
შემცველი ვირუსია, რომელსაც ახასიათებს ძალზე მაღალი
ფუზოგენური (იხ. ფუზოგენია) თვისებები. ადამიანში იწვევს
მსუბუქ რესპირატორულ დაავადებებს.
ვირუსი სენტ-ლუისის ენცეფალიტის Saint Louis encephalitis virus
вирус энцефалита Сант-Луис Saint Louis encephalitis virus -
მიეკუთვნება ფლავივირუსების ოჯახს და არბოვირუსების
ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანში იწვევს ე.წ. სენტ-ლუისის
ენცეფალიტს.
ვირუსი სიცილიური მოსკიტური ცხელების sicilian phlebotomus
fever virus вирус сицилииской москитной лихорадки sicilian
phlebotomus fever virus - მიეკუთვნება ბუნიავირუსების ოჯახს და
არბოვირუსების ეკოლოგიურ ჯგუფს. ადამიანის მოსკიტური
(ფლებოტომური) ცხელების ერთ-ერთი გამომწვევია.
ვირუსი ტაიგის ენცეფალიტის tickborne encephalitis virus вирус
клещевого энцнфалита tick-borne encephalitis virus (ბერძნ.
enkephalos თავის ტვინი, itis ანთება) - იგივე ტკიპისმიერი ან
შორეულ-აღმოსავლეთის ენცეფალიტის ვირუსი. მიეკუთვნება
ფლავივირუსების ოჯახს. ამ დაავადების ვირუსული ბუნება
დადგენილ იქნა 1937 წელს. ვირუსს ახასიათებს მკვეთრად
დ დგე ლ ქ წელ ვ უ ე კვე დ
გამოხატული ნეიროტროპულობა. ვირუსის ძირითადი წყაროა
მღრღნელები, ციყვები, ფრინველები, აგრეთვე თხები და ძროხები.
ვირუსი ფრენდის Friend virusL вирус Френд Friend virusL - 1957
წელს შ.ფრენდის მიერ აღმოჩენილი თაგვების ლეიკემიის ვირუსი,
რომელიც იწვევს ლეიკემიის ერთ-ერთ ფორმას, რეტიკულოზ-
ერითრობლასტოზს.
ვირუსი ფრინველების გრიპის avian grippe virus вирус гриппа
птиц avian influenza virus - ორთომიქსოვირუსების ოჯახის გრიპის
A ვირუსი (H5N1). შესაძლებელია განიცადოს ადაპტაცია
ადამიანის ორგანიზმში და წარმოქმნას ახალი, კომბინირებული
ვირუსი. იხ. გრიპი ფრინველების.
ვირუსი ღორების გრიპის pig's grippe virus вирус гриппа свиней
pig influenza virus - გრიპის A ჯგუფის ვირუსი (H1N1).
ვარაუდობენ, რომ იგი 1918-1920 წლის გრიპის პანდემიის
გამომწვევი ვირუსის იდენტურია. შესაძლებელია მისი ადაპტაცია
ადამიანის ორგანიზმში და ახალი ანტიგენური თვისებების მქონე
ვირუსის წარმოქმნა. იხ. გრიპი ღორების.
ვირუსი ყვითელი ცხელების yellow fever virus вирус жолтой
лихорадки flava febris virus - აღმოჩენილია 1901 წელს უ. რიდის
მიერ. ახასიათებს ვაზოტროპიზმი. აზიანებს შინაგანი ორგანოების
სისხლძარღვებს. ლაბილურია გარემოს ფაქტორების
ზემოქმედებისადმი. ვირუსი უმეტესწილად რეპროდუცირდება
ღვიძლის უჯრედებში, რაც მათი ფუნქციის დარღვევას იწვევს.
ვირუსს გააჩნია ერთჯაჭვიანი რნმ. იხ. ცხელება ყვითელი.
ვირუსი შოუპის Shope's virus вирус Шоупа Shope virus -
ამერიკელმა რ. ე. შოუპმა 1932-1933 წლებში ბოცვერებში აღმოაჩინა
ვირუსული წარმოშობის ფიბრომები და პაპილომები. უუჯრედო
ფილტრატები ასეთსავე სიმსივნეებს იწვევდნენ როგორც გარეულ,
ასევე შინაურ ბოცვერებში. ვირუსი სიმსივნურ ტრანსფორმაციას
იწვევს მხოლოდ კანის ეპითელურ უჯრედებში. ვირუსი დნმ-
გენომიანია, მიეკუთვნება პოქსვირუსების ოჯახს.
ვირუსი ჩაგრესი Chagres virus вирус Чагрес Chagres virus -
ბუნიავირუსების ოჯახის ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. ადამიანში მოსკიტური (ფლებოტომური) ცხელების ერთ-
ერთი გამომწვევია.
ე გ წვევ
ვირუსი ჩიკუნგუნიას cxelebis Chikungunia fever вирус лихорадки
Чикунгунья Chikungunia febris virus - მიეკუთვნება ტოგავირუსების
ოჯახის ალფავირუსების გვარს. გადამტანებია Aedes-ის გვარის
კოღოები (A.aegypti, A.africanus). ვირუსისათვის რეზერვუარი და
წყაროა ფრინველები, ღამურები, მაიმუნები, აგრეთვე ადამიანი.
ვირუსი ცოფის hydrophobia virus вирус бешенства hydrophobia
virus - მიეკუთვნება Rhabdoviridae-ს ოჯახის ლისავირუსების
გვარს. რნმ-გენომიანი ვირუსია. ახასიათებს ტროპიზმი
ცენტრალური ნერვული სისტემისადმი.
ვირუსი ცოფის (ფიქსირებული) fixed virus Фиксированный вирус
virus fixum (ლათ. fixum ვამაგრებ, virus შხამი) - ე.წ. ცოფის ქუჩის
ვირუსის მაღალვირულენტური ვარიანტი, რომელსაც იყენებდა ლ.
პასტერი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის და შრატის მისაღებად.
ე.წ. ქუჩის ვირუსისაგან განსხვავებით, ფიქსირებული ვირუსი
სამიზნე-ქსოვილებს (ნერვულ უჯრედებს) აღწევს სულ რაღაც 5-6
დღეში და იწვევს სპეციფიკური ანტი სხეულების წარმოქმნას. იხ.
ჰიდროფობია.
ვირუსი ცოფის (ქუჩის) street virus уличный вирус platea (strata)
virus - ცოფის გამომწვევი ვირუსი რაბდოვირუსების ოჯახიდან. ამ
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების საინკუბაციო
პერიოდი მერყეობს 2 კვირიდან 3 კვირამდე (თუმცა არსებობს
გამონაკლისებიც).
ვირუსი ცხენების აღმოსავლეთის ენცეფალომიელიტის Eastern
equine encephalitis virus вирус восточного энцефаломиулита
лошадей Eastern equine encephalitis virus (ბერძნ. enkephalis თავის
ტვინი, myelos ზურგის ტვინი, itis ანთება, ლათ. virus შხამი) -
მიეკუთვნება ტოგავირუსების ალფავირუსის გვარს. პირველად
გამოყოფილ იქნა 1933 წელს აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებში.
ბუნებაში ვირუსის ძირითადი რეზერვუარი და წყაროა გარეული
ფრინველები. დადგენილია ღამურების მგრძნობელობა ამ
ვირუსისადმი. იხ. ცხენების აღმოსავლეთის ენცეფალომიელიტი.
ვირუსი ცხენების გრიპის equine grippe virus вирус гриппа
лошадей equineinfl uenza virus - ორთომიქსოვირუსების ოჯახის A
გრიპის ვირუსი. ადამიანისათვის სუსტად პათოგენურია. სინ.:
ლარინგოტრაქეიტის ვირუსი.
ვირუსი ცხენების დასავლეთის ენცეფალომიელიტის Western
equine encephalitis virus вирус западного энцефаломиулита лошадей
Western equine encephalitis virus (ბერძნ. enkephalis თავის ტვინი,
myelos ზურგის ტვინი, itis ანთება, ლათ. virus შხამი) - მიეკუთვნება
ტოგავირუსების ალფავირუსის გვარს. პირველად გამოყოფილ იქნა
1930 წელს. ვირუსის ძირითადი ბუნებრივი რეზერვუარია
გარეული ფრინველები, რომლებშიც ხშირად ვითარდება
ქრონიკული ინფექცია. იხ. ცხენების დასავლეთის
ენცეფალომიელიტი.
ვირუსი ცხენების (ვენესუელის) ენცეფალომიელიტის
Venezuelan equine encephalitis virus вирус венесуельского
энцефаломиулита лошадей Venezuelan equine encephalitis virus
(ბერძნ. enkephalis თავის ტვინი, myelos ზურგის ტვინი, itis ანთება,
ლათ. virus შხამი) - მიეკუთვნება ტოგავირუსების ალფავირუსის
გვარს. პირველად გამოყოფილ იქნა 1938 წელს. ადამიანებისათვის
განსაკუთრებით სახიფათოა ამ ვირუსის IAB ქვეტიპი. ბუნებაში
ვირუსის რეზერვუარია ფრინველები, მღრღნელები, ჯორები,
ვირები, ძროხები და ცხვრები, აგრეთვე ადამიანი. იხ. ცხენების
(ვენესუელის) ენცეფალომიელიტი.
ვირუსი ძროხის ყვავილის cowpox virus вирус коровьей оспы
cowpox virus - აღნიშნულმა ვირუსმა იშვიათ შემთხვევებში
შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ინფექციური დაავადება, რასაც თან
ახლავს ცხელება, ინტოქსიკაცია და გამონაყარი. უფრო ხშირად
დაავადებას მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. ადამიანი
ინფიცირდება ძროხებისაგან კონტაქტური გზით.
ვირუსი ხუნინის Kunjun virus вирус хунина Junin virus -
არენავირუსების ოჯახის წარმომადგენელია. იწვევს არგენტინულ
ჰემორაგიულ ცხელებას.
ვირუსი ჯერმისტონის Jermiston virus вирус джермистон
Jermiston virus - ბუნიავირუსების ოჯახის, ბუნიავირუსების გვარის
წარმომადგენელია. მიეკუთვნება არბოვირუსების ეკოლოგიურ
ჯგუფს. ადამიანში იწვევს ე.წ. ჯერმისტონის ცხელებას.
გადამტანია კოღო.
ვირუსი ჰანტავირუსული პნევმონიის hantavirus pneumonia virus
вирус чантавирусной пневмонии hantavirus pneumonia virus (ბერძნ.
pneumon ფილტვი, ლათ. virus შხამი) - ვირუსი შედის Hantavirus-ის
ფ ლტვ ლ ვ უ ედ
გვარის შემადგენლობაში. ბუნებაში ფართოდ არიან
გავრცელებული. ჰანტავირუსული სინდრომის რეზერვუარია
ველის კომპლექსის თაგვისებური მღრღნელები. ადამიანის
დაინფიცირების ძირითადი მექანიზმია აეროგენური.
დაინფიცირებული ადამიანი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ
წარმოადგენს. ყველაზე უფრო კარგად გამოხატული ცვლილებები
აღინიშნება ფილტვებში. ლეტალობა 50-60%-ს აღწევს.
ვირუსი ჰერპეს-ზოსტერის herpeszoster virus вирус герпес-зостера
herpes-zoster virus (ბერძნ. herpo ვხოხავ, zoster ქამარი) - ერთი და
იგივე ვირუსი - Varicella-Zoster Virus (VZV) იწვევს კლინიკით და
ეპიდემიოლოგიით განსხვავებულ დაავადებებს: ჩუტყვავილას
(Varicella) და სარტყლისებურ ლიქენს (Zoster). ვარიცელა
პირველადი დაავადებაა, ხოლო ზოსტერი - მეორადი ფორმა.
თავისი სტრუქტურითა და მორფოლოგიით ვირუსი ძალზე
ახლოსაა ანდა იდენტურიც კი Herpesviridae-ს ოჯახის სხვა
წარმომადგენლებთან, ანტიგენურად კი განსხვავებულია.
ვირუსი A ჰეპატიტის A hepatitis virus вирус А гепатита A hepatitis
virus - ვირუსი (HAV - Hepatitis A virus) მიეკუთვნება
პიკორნავირუსების ოჯახის ენტეროვირუსების გვარს. ვირუსი
პირველად, 1979 წელს აღმოჩენილ იქნა ს. ფეინსტოუნის მიერ. აქვს
ერთჯაჭვიანი რნმ. ისევე, როგორც სხვა ენტეროვირუსები,
საკვებთან ერთად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის შემდეგაც
იჭრება სისხლში. A ჰეპატიტის ვირუსის ძირითადი სამიზნეა
ღვიძლის უჯრედები, რომელთა დაზიანებასთან ახლავს
სიყვითლის განვითარება. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი,
აგრეთვე ინფექციის უსიმპტომო ფორმებით შეპყრობილი პირები.
გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია (საკვებით,
წყლით, საყოფაცხოვრებო საგნებით, სათამაშოებით). ინფექციის
გადატანის შემდეგ ყალიბდება ჰუმორული იმუნიტეტი მთელი
სიცოცხლის მანძილზე. სინ.: ინფექციური ჰეპატიტი, ეპიდემიური
ჰეპატიტი, ბოტკინის დაავადება და ა.შ..
ვირუსი B ჰეპატიტის B hepatitis virus вирус В гепатита B hepatitis
virus - ვირუსი (HBV) აღმოჩენილ იქნა 1970 წელს დეინას მიერ.
მიეკუთვნება Hepadnaviridae-ს ოჯახს. გენომი შედგება
რგოლოვანი, ორჯაჭვიანი დნმ-ს მოლეკულისაგან, რომელსაც სხვა
დნმგენომიანი ვირუსებისაგან განსხვავებით, აქვს ერთჯაჭვიანი
დ გე ვ უ ე გ გ ვ ვე ქვ ე ჯ ჭვ
მონაკვეთი. ახასიათებს უჩვეულო მდგრადობა მაღალი
ტემპერატურებისადმი. ვირუსის შემადგენლობაში აღმოჩენილია 4
ანტიგენი: HBs, HBc, HBc da HBx. HBs ანტიგენი 1963 წელს
აღმოაჩინა ბ. ბლუმბერგმა ავსტრალიელი აბორიგენების სისხლში.
B ჰეპატიტის შემთხვევაში ინფექციის კარიბჭეს სისხლძარღვები
წარმოადგენს. ვირუსი ფიქსირდება პირველ ყოვლისა,
ჰეპატოციტებში, რომელთა დაზიანება იმუნურადაა
განპირობებული. B ჰეპატიტის შემდგომ საკმაოდ ხშირია
ციროზების და ჰეპატიტების განვითარება. ვირუსით დასენიანებას
ხშირად ადგილი აქვს სამედიცინო მანიპულაციებისას,
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ინფექციური სისხლის
თუნდაც კვალის პარენტერულად მოხვედრისას. დადგენილია
ვირუსის გადაცემის შესაძლებლობა სქესობრივი კონტაქტების
შემთხვევაშიც. გარდა ამისა, არსებობს ნაყოფის
ტრანსპლაცენტური დაინფიცირების, აგრეთგვე ახალშობილების
დასენიანების შესაძლებლობა.
ვირუსი B19 virus B19 вирус B19 virus B19 - ადამიანისათვის
პათოგენური, დნმ-ს შემცველი პარვოვირუსი (იხ.). იწვევს
ართრიტებს და ართრალგიებს, აგრეთვე ინფექციურ ერითემებს და
აპლაზიურ კრიზებს ჰემოლიზური ანემიების შემთხვევაში.
დაინფიცირება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ვირუსი აზიანებს
ერითრობლასტებს და განსაკუთრებით, რეტიკულოციტებს. სხვა
პარვოვირუსების მსგავსად, B19 ავლენს ემბრიოპათოგენურ
მოქმედებას და აქედან გამომდინარე, სპონტანური აბორტების
უშუალო მიზეზი შეიძლება გახდეს.
ვირუსი C ჰეპატიტის C hepatitis virus вирус С гепатита C hepatitis
virus - ვირუსი (HCV) მიეკუთვნება Flaviviridae-ს ოჯახს. შეიცავს
ერთჯაჭვიან რნმ-ს. გააჩნია სუპერკაფსიდი. C ჰეპატიტს
ახასიათებს სუბკლინიკური მიმდინარეობა, თუმცა საკმაოდ
ხშირია ღვიძლის ციროზები და ჰეპატომები. ისევე როგორც B
ტიპის ვირუსი, HCV-ც გადაეცემა პარენტერულად და სქესობრივი
გზით.
ვირუსი D ჰეპატიტის D hepatitis virus вирус D гепатита D hepatitis
virus - პირველად გამოყოფილ იქნა 1977 წელს B ჰეპატიტის
ფორმით დაავადებული ავადმყოფის ჰეპატოციტების ბირთვიდან.
ვირუსი აქამდე არ არის კლასიფიცირებული. შედგება რნმ-სა და
ვ უ ქ დე კლ ფ ც ე ულ ედგე დ
შინაგანი ცილის - D ანტიგენისაგან. ვირუსის გარეთა გარსი
შეიცავს HBs-ანტიგენს. გენომი წარმოდგენილია რნმ-ს
ერთჯაჭვიანი მოლეკულით. ვირუსი დეფექტურია: მისი
რეპლიკაციისათვის აუცილებელია ე.წ. დამხმარე ვირუსის
თანამონაწილეობა, რომლის როლსაც ასრულებს B ჰეპატიტის
ვირუსი. B ვირუსისაგან განსხვავებით, დელტა-ვირუსი
ჰეპატოციტებზე ციტოტოქსიკურად მოქმედებს. ორივე ვირუსის
ერთობლივი მოქმედება იწვევს პათოლოგიური პროცესის უფრო
მძიმე კლინიკური ფორმების განვითარებას. ვირუსი გადაეცემა
პარენტერულად და სქესობრივი გზით.
ვირუსი E ჰეპატიტის E hepatitis virus вирус E гепатита E hepatitis
virus - აღნიშნული ვირუსი (HEV) პირობითად მიეკუთვნება
კალიცივირუსების ოჯახს. გენომი წარმოდგენილია ერთჯაჭვიანი
რნმ-ით. არ გააჩნია სუპერკაფსიდი, ამავე დროს აქვს იკოსაედრის
ფორმის კაფსიდი. B და C ჰეპატიტებისაგან განსხვავებით,
დაავადება უფრო მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით
ხასიათდება. ინფექცია გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით.
ვირუსი G ჰეპატიტის G hepatitis virus вирус G гепатита G hepatitis
virus - ამ ვირუსის (HGV) ტაქსონომიური მდგომარეობა აქამდე
გარკვეული არ არის. პირობითად მას აკუთვნებენ Flaviviridae-ს
ოჯახს. შეიცავს ერთჯაჭვიან რნმ-ს. ზოგიერთი ვარაუდით, G
ჰეპატიტის გამომწვევი წარმოადგენს დეფექტურ ვირუსს და მისი
რეპროდუქციისათვის აუცილებელია C ჰეპატიტის ვირუსის
არსებობა. რისკის განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ
ნარკომანები. ვირუსი გადაეცემა სქესობრივად. უმრავლეს
შემთხვევებში, G ჰეპატიტი მიმდინარეობს ე.წ. მიქსტ-ინფექციის
სახით ვირუსული ეტიოლოგიის C ჰეპატიტთან.
ვირუსი SARS SARS-virus SARS вирус SARS-virus (Severe Acute
Respiratory Syndrome associated coronavirus) - კორონავირუსებთან
ასოცირებული მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის
გამომწვევი ვირუსი.
ვირუსი SV40 (simian virus-ის აბრევიატურა; ოთხივე ენაზე -
SV40). მაიმუნების ვაკუოლების წარმომქმნელი ვირუსი.
ცხოველების, კერძოდ, მაიმუნების პოლიომავირუსია. გააჩნია რნმ-
გენომი, არა აქვს სუპერკაფსიდი. გვხვდება მაკაკა-რეზუსის
თირკმლის უჯრედების ბირთვებში. სირიულ ზაზუნებში იწვევს
სარკომების განვითარებას.
ვირუსის ელუცია elution of virus элюция вируса virus elutio (ლათ.
virus შხამი, eluo, elutum გამორეცხვა, მოშორება) - სამიზნე-
უჯრედის ზედაპირზე ან რომელიმე ნაწილაკზე მიმაგრებული
ვირუსის გამოთავისუფლება, რისი განხორციელებაც
შესაძლებელია, მაგ., ტემპერატურის შეცვლით ანდა ხსნარის
მოლარობის გაზრდით.
ვირუსულ-გენეტიკური თეორია virus-genetic theory вирусо-
генетическая теория theoria virus-genetica - კანცეროგენეზის ამ
თეორიის თანახმად, ავთვისებიანი სიმსივნეების ეტიოლოგიური
ფაქტორია ვირუსი, რომლის ნუკლეინის მჟავა (დნმ ან რნმ)
ინკორპორირდება უჯრედის გენომში და იწყებს ვირუსისათვის
სპეციფიკური ცილებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზს.
თეორია ჩამოაყალიბა ლ. ზილბერმა (1944-1945).
ვირუსული კანცეროგენეზი viral carcinogenesis вирусный
канцерогенез virus carcinogenesis (ლათ. virus შხამი, cancer კიბო,
ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) - ვირუსების (რაუსის სარკომის
ვირუსი, თაგვების ლეიკემიების ვირუსები, ბიტნერის ვირუსი,
ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ადამიანის T-ლეიკემიის ვირუსი და სხვ.)
მიერ ინდუცირებული სიმსივნური პროცესი. აღნიშნული
თეორიის არსი პირველად (1903) ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად გა მოთქვეს ბორელმა და ბოსკმა. ამ თეორიის
თანახმად, ვირუსი უჯრედის გენომთან ინკორპორაციის გარეშე
იწვევს ნორმალური უჯრედის სიმსივნურ ტრანსფორმაციას.
ვირუსული ტრანსფორმაცია viral transformation вирусная
трансформация virus transformatio (ლათ. virus შხამი, transform
გარდავქმნი) - ონკოგენური პოტენციის მქონე ვირუსების მიერ
უჯრედულ კულტურებში (in vitro) გამოწვეული სპეციფიკური
(ციტოპათოგენური) ცვლილებები (კარიოპიკნოზი, კარიორექსისი,
ციტოპლაზმის ვაკუოლიზაცია, ჩანართების წარმოქმნა,
დიკარიონების და პოლიკარიოციტების ფორმირება და სხვ.).
ვირუსული ჰეპატიტები virus hepatitis вирусные гепатиты
hepatitis virus (ლათ. virus შხამი, ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) -
იხ. ვირუსები ჰეპატიტების.
ვირუსურია virusuria вирусурия virusuria (ლათ. virus შხამი,
ბერძნ. uron შარდი) - ვირუსების არსებობა შარდში. ადგილი აქვს
სხვადასხვა ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებების შემთხვევაში.
ვისცერული visceral висцеральный viscera (ლათ. viscera
შიგნეულობა) - შინაგანი ორგანოსი. ის, რაც მიეკუთვნება შინაგან
ორგანოებს.
ვიტალური vital витальный vitalis (ლათ. vita სიცოცხლე) -
სასიცოცხლო. სიცოცხლის მოვლენებთან დაკავშირებული.
ვიტამინები vitamines витамины vitaminae (ლათ. vita სიცოცხლე,
aminum ამინი) - სხვადასხვა ქიმიური ბუნების ორგანულ ნაერთთა
ჯგუფი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ორგანიზმში მიმდინარე
ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში. ზოგიერთი
გამონაკლისის გარდა, ადამიანი და ცხოველები ვიტამინებს ვერ
ასინთეზებენ და მათ საკვებთან ერთად იღებენ. ვიტამინების
ძირითადი წყარო მცენარეებია, რომლებიც რიგ შემთხვევებში
შეიცავენ პროვიტამინებს (მაგ., კაროტინს), რომლებიც ცხოველურ
ორგანიზმში ვიტამინებად გარდაიქმნებიან. განასხვავებენ 2 სახის
ვიტამინებს: ცხიმებში ხსნად (A, D, E, F და K) და წყალში ხსნად
ვიტამინებს (C, P და B ვიტამინების ჯგუფს). ცნობილია
დაახლოებით 40 ვიტამინი. ვიტამინები პირველმა აღმოაჩინა
პოლონელმა მეცნიერმა კ.ფუნკმა 1911 წელს.
ვიტამინი A vitamin A витамин A vitaminum A (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - საკვებში ამ ვიტამინის უკმარისობა
ვლინდება მხედველობის ორგანოთა ფუნქციების დარღვევაში,
კერძოდ, „ქათმის სიბრმავეში“ (qserofTalmia). ადგილი აქვს
ინფექციური დაავადებებისადმი ორგანიზმის მდგრადობის
დაქვეითებას და ზოგიერთი ორგანოსა და კანის ლორწოვანას
გარქოვანებას. A ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია
ვირთევზასა და საქონლის ღვიძლი, ქათმის კვერცხის ყვითრი,
კარაქი, თევზის ქონი. დღე-ღამის განმავლობაში ზრდასრულმა
ადამიანმა უნდა მიიღოს 1,5-2,5 მგ A ვიტამინი. სინ.: რეტინოლი.
ვიტამინი B1 vitamin B1 витамин B1 vitaminum B1 (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - განსაკუთრებით ბევრია საფუარში,
პურის ღერღილში, პარკოსან ბოსტნეულში, ცხოველების
თირკმლებში, ღვიძლსა და ტვინში, ძროხისა და ცხვრის ხორცში
და კვერცხის ყვითრში. საკვებ რაციონში ამ ვიტამინის სიმცირე
დ კვე ც ყვ კვე ც ვ ტ ც ე
პირველ ყოვლისა ვლინდება კუნთებისა და ნერვული სისტემის
ფუნქციების ამა თუ იმ დარღვევებში. თუ ვიტამინის დეფიციტი
უფრო გაღრმავდა, თავს იჩენს სპეციფიკური დაავადება ბერი-
ბერის (იხ.) სახელწოდებით. ამ დროს ადგილი აქვს კუნთების
ატროფიას დ დამბლას. საქართველოში ეს დაავადება იშვიათია,
რადგანაც ჩვენში მიღებულ კვების რაციონში შედის ვიტამინ B1-ის
შემცველი შავი პური, ლობიო და ა.შ. დღე-ღამის განმავლობაში
ჯანმრთელი ადამიანისათვის აუცილებელია ამ ვიტამინის 1,5-2,0
მგ. სინ.: თიამინი.
ვიტამინი B2 vitamin B2 витамин B2 vitamunum B2 (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - ყველაზე მეტია ხორცში, რძეში,
ყველში, ხაჭოსა და ქათმის კვერცხში. ჰიპოვიტამინოზის შედეგად
ვითარდება თავის ტკივილები, მადის დაკარგვა, დაღლილობა.
უფრო მძიმე შემთხვევებში იგი მჟღავნდება თვალის
კონიუნქტივიტით, კანისა და ნერვული სისტემის დაზიანებით.
ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის სადღეღამისო
მოთხოვნილება ამ ვიტამინში 2,0-2,5 მგ-ს შეადგენს. სინ.:
რიბოფლავინი.
ვიტამინი B3 vitamin B3 витамин B3 vitamunum B3 (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას
არტერიების დილატაციის მეშვეობით. მნიშვნელოვანია
ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის, ნერვული
სისტემისათვის, კანისა და სასქესო ჰორმონებისათვის.
ვიტამინი B6 vitamin B6 витамин B6 vitaminum B6 (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - ამ ნივთიერების ჰიპოვიტამინოზი და
მითუმეტეს, ავიტამინოზი, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ეს ხდება
მაშინ, როდესაც საკვებ რაციონში დიდი ხნის მანძილზე არ შედის
რძე და რძის პროდუქტები. ჰიპოვიტამინოზის დროს ადგილი აქვს
პირღებინებას, მადის დაკარგვას, აგზნებადობის საგრძნობ
მომატებას. ვითარდება სებორეული დერმატიტი. ვიტამინის
ძირითადი წყაროა: რძე, ხაჭო, ყველი, ხორცი, ქათმის კვერცხი,
თევზი და სხვ. ზრდასრულმა, ჯანმრთელმა ადამიანმა დღე-ღამის
მანძილზე უნდა მიიღოს 2,0-3,0 მგ ვიტამინი. სინ.: პირიდოქსინი.
ვიტამინი B12 vitamin B12 витамин B12 vitaminum B12 (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - მონაწილეობას იღებს მიმოცვლით
რეაქციებში. მისი უკმარისობისას შეიძლება განვითარდეს
ე ქც ე უკ ე ლე გ ვ დე
სისხლნაკლებობის მძიმე ფორმა - პერნიციოზული ანემია.
ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება B12
ვიტამინზე შეადგენს 0,002 მგ-ს, ორსული ქალისა კი - 0,003მგ-ს,
რაც სრულიად კომპენსირდება რაციონში რძის, ხაჭოს, ყველის,
საქონლის ხორცის, ღვიძლისა და ზოგიერთი სახეობის თევზის
შეტანისას. სინ.: ციანოკობალამინი.
ვიტამინი C vitamin C витамин C vitaminum C (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - ადამიანის ორგანიზმში არ
სინთეზდება და ამიტომ სისტემატურად უნდა იქნეს მიღებული
საკვები პროდუქტების მეშვეობით. მისი დეფიციტის შემთხვევაში
პირველ ყოვლისა ზიანდება სისხლძარღვების კედლები,
ვითარდება მძიმე დაავადება სკორბუტი (იხ.). ასკორბინის მჟავას
შეიცავს მრავალი ახალი ბოსტნეული და ხილი, მაგრამ ამ
ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ოხრახუში, კამა, ასკილი,
ახალი თეთრთავიანი კომბოსტო, მოცხარი, პომიდორი,
ციტრუსები და კარტოფილი. სინ.: ასკორბინის მჟავა.
ვიტამინი D vitamin D витамин D vitaminum D (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - შეიძლება წარმოიქმნეს ადამიანის
კანში, მაგრამ მხოლოდ მზის სხივების ან ულტრაიისფერი
(კვარცული) დამასხივებლის მეშვეობით. D ვიტამინს დიდი
რაოდენობით შეიცავს კვერცხის ყვითრი, საქონლის ღვიძლი და
კარაქი. ამ ვიტამინის სინთეზის დარღვევისას პირველ ყოვლისა
ზიანდება ძვლის ქსოვილი. ბავშვებში ამ მდგომარეობას რაქიტი
(იხ.) ეწოდება. ბავშვებში სადღეღამისო მოთხოვნილება ამ
ვიტამინზე 0,0025- 0,01 მგ-ს შეადგენს.
ვიტამინი E vitamin E витамин E vitaminum E (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - ქიმიურად მონათესავე შენაერთების
(ტოკოფეროლების და ტოკოტრიენოლების) ჯგუფის
წარმომადგენელია. აქტიური ანტიოქსიდანტია. ზრდის უჯრედის
პლაზმური მემბრანის მდგრადობას დაჟანგვისადმი. დიდი
რაოდენობით შედის მცენარეულ ზეთებში და კარაქში,
კვერცხებში, აგრეთვე მარცვლეულში. A, C და E ვიტამინები
აქვეითებენ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს,
აბრკოლებენ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების (პირველ
ყოვლისა, ათეროსკლეროზის) განვითარებას. სინ.:
ტოკოფეროლები.
ტ კ ფე ლე
ვიტამინი K vitamin K витамин K vitaminum K (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - სისხლის შედედების პროცესის
აუცილებელი მონაწილეა. საკვებში მისი შემცირების შემთხვევაში
ქვეითდება სისხლის შედედების უნარი. ამ ვიტამინით მდიდარია
თეთრთავიანი და ყვავილოვანი კომბოსტო, ღორის ღვიძლი, გოგრა
და სხვ. ბალანსირებული კვება ანაზღაურებს ადამიანის
მოთხოვნილებას ამ ვიტამინზე, რაც დღე-ღამეში 1,8-2,2მგ-ს
შეადგენს.
ვიტამინი P vitamin P витамин P vitaminum P (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - ასკორბინის მჟავასთან ერთად
მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანეს
ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. P ჰიპოვიტამინოზი
სისხლძარღვების განვლადობის ძალზე არასასურველი გაზრდის
მიზეზია. ამ ვიტამინში ბუნებრივი მოთხოვნილება (25 მგ)
კომპენსირდება საკვებ რაციონში ჩაის, ციტრუსების, გამშრალი
ასკილის ნახარშის შეტანით. ბევრია იგი აგრეთვე კაკალში, შავ
მოცხარში და სხვ. სინ.: რუტინი, ციტრინი.
ვიტამინი PP vitamin PP витамин PP vitaminum PP (ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი) - საკვებში ამ სახის ვიტამინის სიმცირე
ხდება კანის, კუჭნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის
დაავადების მიზეზი (იხ. პელაგრა). PP ვიტამინი ანუ როგორც მას
ზოგჯერ ნიკოტინის მჟავას უწოდებენ, მონაწილეობს
ერითროციტების ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ვიტამინის
ყველაზე უფრო მისაწვდომი წყაროა ღერღილიდან დამზადებული
პური, ბურღული, ღვიძლი, გული, თირკმლები, პარკოსანი
ბოტნეული, თევზი. განსაკუთრებით ბევრია იგი ლუდისა და
პურის საცხობ საფუარებში. ჩვეულებრივ, ზრდასრული,
ჯანმრთელი ადამიანის სადღეღამისო რაციონი 15-25მგ PP
ვიტამინს უნდა შეიცავდეს. სინ.: ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა.
ვიტამინიზაცია vitaminization витаминизация vitaminizatio (ლათ.
vita სიცოცხლე, aminum ამინი) - 1.ღონისძიებების სისტემა,
რომელიც მიმართულია ვიტამინების მოხმარების გაზრდისაკენ
მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში (მაგ., ბავშვებში). 2 .საკვები
პროდუქტების და/ან მომზადებული საკვების გამდიდრება
ვიტამინებით.
ვიტამინოთერაპია vitaminotherapy витаминотерапия
vitaminotherapia (ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი, ბერძნ.
therapia მკურნალობა) - ამა თუ იმ დაავადების მკურნალობა
ვიტამინებით. გამოიყენება როგორც მკურნალობის
დამოუკიდებელი მეთოდი, ასევე სხვა მეთოდებთან ერთად.
ვიტილიგო vitiligo витилиго vitiligo (ლათ. vitium მანკი) - კანის
დისქრომიის ერთ-ერთი ფორმაა. ახასიათებს კანის მოთეთრო-
რძისფერი ლაქები, რაც დაკავშირებულია კანში პიგმენტის
შემცირებასა და სრულ გაქრობასთან (მაგ., სიფილისის, ფსორიაზის
შემთხვევებში). არავითარი უსიამოვნო შეგრძნება, მაგ., ქავილი ან
ტკივილი, ადამიანს არ აწუხებს. სინ.: ლეიკოდერმა.
ვიტრექტომია vitrectomy витрэктомия vitrectomia (ლათ. vitrum
მინა, ბერძნ. ektome ამოჭრა, ამოკვეთა) - თვალის მინისებრი
სხეულის ან მისი რომელიმე ნაწილის (სადაც მოხდა
სისხლჩაქცევა) ამოკვეთა და მისი ჩანაცვლება ფიზიოლოგიური
ხსნარით. ასეთი ტიპის ოპერაცია ტარდება მინისებრ სხეულში
სისხლის გაჟონვის და ბადურის ჩამოფცქვნის შემთხვევაში.
ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.
ვოლვულუსი volvulus вольвулюс (заворот кишок) volvulus (ლათ.
volvo ვაბრუნებ, ვატრიალებ) - ქართულად: ნაწლავების
გადახლართვა. ნაწლავების მწვავე გაუვალობა.
ვოლონტიორი volunteer волонтер volunter (ფრანგ. volontaire) -
ქართულად: მოხალისე. იგულისხმება ომში წასული მოხალისეები,
აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებში
ნებაყოფლობით მონაწილე პირები.
ვოლუტინის მარცვლები volutin granules зерна волютина granuli
volutinum - წარმოადგენენ პოლიფოსფატებს, ახასიათებთ
მეტაქრომაზიის (იხ.) თვისება. დიფთერიის გამომწვევი
კორინებაქტერიების შემადგენელი სტრუქტურებია, გააჩნიათ
სადიაგნოზო მნიშვნელობა. ვოლუტინის სახელწოდება მოდის
Spirilla volutans-იდან, რომელსაც გააჩნია ასეთი მარცვლოვანობა.
სინ.: ბაბეშ-ერნსტის მარცვლები (იხ.).
ვოლფარტის ბუზი Wolfart's fly Вольюфартова муха Wohlfarthia
magnifica - ღია რუხი ფერის ბუზი, რომელიც თავის მატლებს დებს
ადამიანის ცხვირში, ყურებში, თვალებში ანდა ჭრილობებში.
მატლები აზიანებენ სისხლძარღვებს. ვითარდება განგრენული და
ნეკროზული პროცესები.
ვომიტუსი vomitus вомитус (рвота) vomitatum (ლათ. vomo გული
მერევა) - ქართულად: პირღებინება. ამონაღები მასები.
ვუაიერიზმი voyeurism вуайремизм voyeurismus (ფრანგ. voyer
დამკვირვებელი, მეთვალყურე) - სექსუალური პერვერსიის (იხ.)
ფორმა, რაც გამოიხატება სხვა პირთა მიერ შესრულებული
სქესობრივი აქტის თვალთვალისადმი მიდრეკილებაში. სინ.:
ვიზიონიზმი.
ვულვა vulva вульва vulva (ლათ. vulva ქალის სასქესო ორგანოები)
- ქალის გარეთა სასქესო ორგანოები, რომელთა შემადგენლობაში
შედის ბოქვენი, დიდი სასქესო (სასირცხო) ბაგეები (labia majora),
მცირე (სასირცხო) სასქესო ბაგეები (labia minora), საშოს წიაღი და
კლიტორი.
ვულვიტი vulvitis вульвит vulvitis (ლათ. vulva ქალის სასქესო
ორგანოები, ბერძნ. itis ანთება) - ვულვის (იხ.) ანთება.
ვულვოვაგინიტი vulvovaginitis вульвовагинит vulvovaginitis
(ლათ. vulva ქალის სასქესო ორგანოები, vagina ქარქაში, საშო,
ბერძნ. itis ანთება) - ვულვის და საშოს ანდა ვულვოვაგინალური
ჯირკვლების ანთება.
ვულნუსი wound рана vulnus (ლათ. vulnus) - ქართულად:
ჭრილობა. ქსოვილის ნორმალური ანატომიური მთლიანობის
დარღვევა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მექანიკური
ზემოქმედებით (მჭრელი იარაღი, ტყვია და სხვ.).
ვუჰერერიოზი - იხ. ფილარიოზი.
სამედიცინო ლექსიკონი


ზაზუნები hamsters хамяки Cricetinae - მიეკუთვნებიან
მღრღნელების რიგს. სხეულის სიგრძე 5-36 სმ-ია. დიდი ზიანი
მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. მთელი რიგი ინფექციური
დაავადებების რეზერვუარული მასპინძლებია. გამოიყენებიან
როგორც ლაბორატორიული ცხოველები (მაგ., სირიული,
ოქროსფერი, ჩინური, ჯუნგარის და სხვა ზაზუნები).
ზეპარაზიტი superparasite суперпаразит superparasitum (ბერძნ.
parasitos მუქთახორა) - ე.წ. პარაზიტის პარაზიტი. მაგ.,
ლეპტომონასის გვარის უმარტივესები ძუძუმწოვრების და
ფრინველების ზოგიერთი პარაზიტის პარზიტია. აღნიშნული
მოვლენა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მავნებლებთან
საბრძოლველად (ბიომეთოდი). სინ.: სუპერპარაზიტი.
ზიგომიკოზები zygomycoses зигомикозы zygomycosus -
Zygomycetes-ის კლასის სოკოების სხვადასხვა გვარების (Absidia,
Mortierella, Mucor, Rhizopus) წარმომადგენლებით გამოწვეული
მიკოზები. ზოგჯერ ინფექციური აგენტები შეიძლება იყვნენ
Entomophthora-ს, Conidiobolus-ის და Basidiobolus-ის გვარების
წარმომადგენლები.
ზიგოტა zygote зигота zygota (ბერძნ. zygotos შერწყმული,
შეერთებული) - ორი სასქესო უჯრედის (გამეტების),
სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის ბირთვების შერწყმით
მიღებული უჯრედი. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.
ზომბირება zombie зомбирование soumb (ინგლ. zombie
მოსაწყენი, უტვინო ადამიანი) - ადამიანის ფსიქიკაზე
ზემოქმედება (მაგ., ფსიქოტროპული იარაღით. იხ.), რითაც იგი
წინასწარ დაპროგრამებულ მოქმედებებს ასრულებს.
ზონდი probe зонд zond (ფრანგ. sonder გამოკვლევა) - 1. მილის ან
სხვა მსგავსი ფორმის სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც
შეყავთ სხეულის არხებსა და სიღრუეებში სადიაგნოზო ან
სამკურნალო მიზნით. 2. ინსტრუმენტი, რომელიც შეყავთ
ორგანიზმში ნაყოფის მემკვიდრული დაავადებების
გამოსავლენად.
ზონდი გენეტიკური genetical probe генетический зонд zondis
genetica (ფრანგ. sonder გამოკვლევა) - რომელიმე რადიოაქტიური
ან ფლუორესცენტული შენაერთით მონიშნული ცნობილი
სტრუქტურის ან ფუნქციის დნმ-ს ან რნმ-ს მოკლე სეგმენტი.
ზონდი მოლეკულური molecular probe молекулярный зонд zondis
molecularis (ლათ. moles მასა, cula კნინობითი სუფიქსი, ფრანგ.
sonder გამოკვლევა) - იგივე გენური ზონდი. რომელიმე
რადიოაქტიური ნივთიერებით მონიშნული დნმ-ს მონაკვეთი,
რომელიც გამოიყენება ნუკლეინის მჟავაში იდენტური უბნების
გამოსავლენად. ეს ხდება დნმ-ს დამატებითი ფუძეების
კომპლემენტური გაერთიანების გზით წყვილებად.
ზონდირება probing зондирование zondage (ფრანგ. sonder
გამოკვლევა) - 1.ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევა
ზონდის მეშვეობით. 2. რაღაცის წინასწარ გამოკვლევა, ნიადაგის
მოსინჯვა, დაზვერვა.
ზოოგეოგრაფია zoogeography зоогеография zoogeographia (ბერძნ.
zoon ცხოველი, ge დედამიწა, grapho ვწერ) - ზოოლოგიის დარგი,
რომელიც სწავლობს როგორც თანამედროვე, ასევე წარსული
ეპოქების ცხოველების ეკოლოგიური დაჯგუფებების გავრცელებას
დედამიწაზე. ბიოლოგიაში, მედიცინასა და ვეტერინარიაში
ზოოგეოგრაფიის მონაცემები გამოიყენება ადამიანისა და
ცხოველების პარაზიტული ეტიოლოგიის დაავადებების
გამომწვევების შესწავლისათვის.
ზოოლოგია zoology зоология zoologia (ბერძნ. zoon ცხოველი,
logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველთა
სამყაროს.
ზოონოზები zoonoses зоонозы zoonosis (ბერძნ. zoon ცხოველი,
nosos დაავადება) - დაავადებები, რომლებიც დამახასიათებელია
მხოლოდ ცხოველებისათვის (მაგ., მსხვილფეხა რქოსანი
საქონლისა და ღორის ჭირი, თუთის აბრეშუმხვევიას პებრინა და
სხვ.).
ზოოპათოლოგია zoopathology зоопатология zoopathologia (ბერძნ.
zoon ცხოველი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) -
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცხოველთა დაავადებებს.
ზოოპარაზიტი zooparasite зоопаразит zooparasitum (ბერძნ. zoon
ცხოველი, parasitos) - ცხოველური წარმოშობის პარაზიტი. იმ
ც ველ ც ველუ წ ტ
ცხოველების საერთო სახელწოდება, რომელთა არსებობის ფორმა
პარაზიტიზმია.
ზოოპსია zoopsia зоопсия zoopsia (ბერძნ. zoon ცხოველი, opsis
მხედველობა) - მხედველობითი ჰალუცინაციები:
დაკავშირებულია ცხოველების გამოსახულებების ჩვენებებთან.
ძალზე დამახასიათებელია ე.წ. თეთრი ცხელებით (იხ. დელირიუმ
ტრემენსი) შეპყრობილებისათვის.
ზოოტოქსინი zootoxin зоотоксин zootoxinum (ბერძნ. zoon
ცხოველი, toxikon შხამი) - ცხოველური ორგანიზმების
ცხოველქმედების პროდუქტი, რომელიც ტოქსიკურია ადამიანისა
და სხვა სახეობის ცხოველებისათვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება
სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებაში. განასხვავებენ
აპიტოქსინს (ფუტკრის შხამს), კობროტოქსინს (გველების შხამს)
და ა.შ.
ზოოფილია zoophilism зоофилия zoophilism (ბერძნ. zoon
ცხოველი, philia სიყვარული) - ადამიანის სქესობრივი ლტოლვა
ცხოველებისადმი. იგივე სოდომია (იხ.).
ზოოციდები zoocides зооциды zoocaedum (ბერძნ. zoon ცხოველი,
ლათ. caedo ვკლავ) - მავნე ხერხემლიანი ცხოველების წინააღმდეგ
გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები. მღრღნელების
წინააღმდეგ გამოიყენება როდენტიციდები, ფრინველების
წინააღმდეგ - ავიციდები და ა.შ.
ზრდის ფაქტორი - იხ. ფაქტორი ზრდის.
ზრდის ჰორმონი growth hormone гормон роста hormonum
incrementum - ასინთეზებს ჰიპოფიზის წინა წილი. ასტიმულირებს
კიდურების გრძელი (ლულოვანი) ძვლების ზრდას, აგრეთვე
აძლიერებს ცილის წარმოქმნას. მისი სინთეზი და სეკრეცია
კონტროლირდება ჰიპოთალამუსში გამომუშავებული რილიზინგ-
ფაქტორით, აგრეთვე სომატოსტატინით. ზრდის ჰორმონის ჭარბი
გამომუშავება სქესობრივ მომწიფებამდე, განაპირობებს ადამიანის
გიგანტიზმს, ხოლო ზრდასრულ ასაკში - აკრომეგალიის
განვითარებას. ამ ჰორმონის დეფიციტი ბავშვებში იწვევს
ქონდრისკაცობას. სინ.: სომატოტროპინი (იხ.).
ზურგის ტვინი spinal cord спинной мозг medulla spinalis -
ცენტრალური ნერვული სისტემის უძველესი ნაწილია და
ჩამოყალიბებულია თავის ტვინზე ადრე. მდებარეობს ხერხემლის
ყ ლ ე ულ ვ ტვ ე დ ე დე ე ე ე ლ
არხში. შეიმჩნევა თითისტარის ფორმის - კისრისა და წელ-გავის
შემსხვილებები, რაც განპირობებულია ზედა და ქვედა
კიდურებთან დაკავშირებული ნერვული უჯრედებისა და მათი
მორჩების სიმრავლით. ზურგის ტვინი 31 სეგმენტისაგან შედგება,
სადაც დასაბამს იღებს ნერვული ღეროები. ზურგის ტვინის
ფუნქციებს მიეკუთვნება ზურგის ტვინის უპირობო რეფლექსების
განხორციელება და ცენტრიდანული და ცენტრისკენული
ნერვული იმპულსების გატარება.
ზღვის გოჭი guinea-pig морская свинка Cavia porcellus -
მღრღნელების რიგის წარმომადგენელია. იყენებენ როგორც
ლაბორატორიულ ცხოველს ბიოლოგიასა და მედიცინაში. 1.ზღვის
გოჭები ავადდებიან ენდემური (ტკიპისმიერი) შებრუნებითი
ტიფით, მაშინ როდესაც თეთრი თაგვები და ვირთაგვები -
B.recurrentis-ით. 2.Rickettsia prowazcekii-თ გამოწვეული რი-
კეტსიოზისაგან ენდემური რიკეტსიოზის სადიფერენციაციოდ,
მამალ ზღვის გოჭებს უყვანენ ავადმყოფი ადამიანის სისხლს.
ენდემური რიკეტსიოზის შემთხვევაში, ცხოველებს უვითარდებათ
პერიორქიტი (დადებითი სკროტალური ფენომენი).
ზღურბლოვანი დოზა critical dose пороговая доза dosus criticus -
დოზა, რომლის ზევით ან ქვევით ადგილი აქვს რაიმე ეფექტის
(მაგ., ტერატოგენურ, მუტაგენურ, კანცეროგენურ და სხვ.)
გამოვლენას.
სამედიცინო ლექსიკონი


თაბაშირი gyps гипс gypsum - მინერალური ნივთიერება -
გოგირდმჟავა კალციუმი (CaSO22H2O), რომელიც მკვრივდება
წყლის დამატებისას. ფართო გამოყენება აქვს სამედიცინო
პრაქტიკაში (განსაკუთრებით სტომატოლოგიასა და
ორთოპედიაში).
თავის ტვინი brain головной мозг encephalon - იხ. ტვინი თავის.
თავის ქალა scull череп cranium - ხერხემლიანების თავის ჩონჩხი,
რომელიც წარმოქმნილია ხრტილით ან ძვლით. ადამიანის თავის
ქალა შედგება 29 ძვლისაგან, სასმენი ძვლების ჩათვლით. მისი
მოცულობა დაახლოებით 1500 სმ3-ია. არჩევენ ტვინის და სახის
ქალას. თავის ქალა უკავშირდება ზურგის ტვინის არხს. სახის
ძვლების ერთობლიობა განსაზღვრავს სახის ფორმას. თავის ქალას
აგებულების თავისებურებებს იყენებენ ანთროპოლოგიური და
ეთნოგრაფიული კვლევების დროს. სახის ქალა მოიცავს
ზოგიერთი გრძნობათა ორგანოს პერიფერიულ ანალიზატორს
(ყნოსვის, გემოვნების, მხედველობის), საჭმლის მომნელებელ და
სასუნთქი სისტემების საწყის ნაწილებს.
თალამუსი thalamus таламус thalamus (ბერძნ. thalamos ოთახი,
საძინებელი) - მხედველობის ბორცვები. შუამდებარე ტვინის
ყველაზე უფრო ახალგაზრდა ცენტრალური ნაწილი, რომლის
განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ნახევარსფეროების
ქერქის ფორმირებასთან. თალამუსი უზრუნველყოფს
რეფლექსების განხორციელებას, აგრეთვე წარმოადგენს ქერქისაკენ
მიმავალ სენსორული ინფორმაციის გადამცემ მიდამოს.
თალასემია thalassemia талассемия thalassaemia (ბერძნ. thalassa
ზღვა, haima სისხლი) - თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია,
რომელსაც საფუძვლად უდევს ერთ-ერთი გლობინის
(ჰემოგლობინის შემადგენელი ცილის) სინთეზის დარღვევა.
აღინიშნება ე.წ. ფეტალური ჰემოგლობინის სიჭარბე. განასხვავებენ
დიდ (t.maior) - იგივე კულის ანემიას (იხ.), მცირე (t.minor) და
მინიმალურ (t.minima) თალასემიებს. ფართოდაა გავრცელებული
ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში.
თალასოთერაპია thalassotherapy талассотерапия thalassotherapia
(ბერძნ. thalassa ზღვა, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა ზღვის
კლიმატით და ზღვის აბაზანებით.
თალასოფობია thalassophoby талассофобия thalassophobia (ბერძნ.
thalassa ზღვა, phobos შიში) - ავადმყოფური შიში ზღვისადმი.
თამბაქო tobacco табак nicotiana - Nicotiana tabacum-ის გამშრალი
ფოთლები, რომელსაც იყენებენ მოწევისათვის. თამბაქოს
შემადგენლობაში შედის ორგანიზმის აქტივობის
მასტიმულირებელი, ამასთან, შხამიანი ალკალოიდი - ნიკოტინი
(იხ.). მწევლებში, არამწევლებთან შედარებით, ფილტვის კიბოსგან
გამოწვეული სიკვდი ლიანობა 10-ჯერ მეტია. თამბაქოს ბოლში
დაახლ. 3900 ქიმიური ნივთიერებაა, მათგან 30-მდე კანცეროგენია.
ბოლი შეიცავს აგრეთვე პრომოტორების და კოკანცეროგენების გარ
კვეულ რაოდენობას.
თანატოლოგია thanatology танатология thanatologia (ბერძნ.
Thanatos სიკვდილი, logos მოძღვრება) - სწავლება სიკვდილზე,
ტერმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე,
კლინიკურ და ბიოლოგიურ სიკვდილზე, სიკვდილის უშუალო
მიზე ზებზე და სხვ.
თანკბილვა - იხ. ოკლუზია.
თანმხლები ავადმყოფობები - იხ. ოპორტუნისტული
დაავადებები.
თასმისებური ჭიები tapeworms лентовидные черви Cestoda - იხ.
ცესტოდები.
თევზები fishs рыбы pisces - წყლის ხერეხემლიანებია. ზოგის
ჩონჩხი ხრტილოვანია, სხვებისა კი ძვლოვანი ან ძვალ-
ხრტილოვანი. თევზის ქონში დიდი რაოდენობითაა
წარმოდგენილი A და D ვიტამინები. ზოგიერთი თევზი
ადამიანისათვის პათოგენური ჰელმინთების შუალედური
მასპინძლებია. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის
დაინფიცირებაში ბაქტერიებით. შეიძლება იყვნენ
ტოქსიკოინფექციების წყარო. ცალკეულ შემთხვევებში მათში
შეიძლება დაგროვდეს წყალში არსებული, მათთვის
ინდიფერენტული, მაგრამ ადამიანისათვის საშიში, მავნე
ნივთიერებები. არსებობენ შხამიანი თევზებიც.
თეთრი ნივთიერება white matter белое вещество substantia alba -
ცენტრალური ნერვული სისტემის ნივთიერება, რომელიც რუხ
ნივთიერებასთან შედარებით, ნაკლებ ინტენსიურადაა შეფერილი.
თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისაგან (რომელთა
უმეტესობა მიელინიზებულია) და გლიის უჯრედებისაგან. თავის
ტვინში თეთრი ნივთიერება რუხი ნივთიერების შიგნითაა
ლოკალიზებული. ზურგის ტვინში იგი განლაგებულია
პერიფერიაზე.
თეთრი ცხელება - იხ. დელირიუმ ტრემენსი.
თელიტი thelit телит thelitis (ბერძნ. thele დვრილი, ძუძუს თავი,
itis ანთება) - ძუძუს თავის ანთება.
თეორია theory теория theoria (ბერძნ. theoria დაკვირვება,
კვლევა) - იდეების ერთობლიობა ცოდნის ამა თუ იმ სფეროში.
ჰიპოთეზისაგან განსხვავებით, თეორია განმტკიცებული უნდა
იყოს ექსპერიმენტული მონაცემებით.
თერაპია therapy терапия therapia (ბერძნ. therapeia მკურნალობა)
- შინაგან სნეულებათა მკურნალობა არაქირურგიული
მეთოდებით (წამლებით, სხვადასხვა პროცედურებით და ა.შ.).
თერმალგეზია thermalgesia термалгезия thermalgesia (ბერძნ.
therme სითბო, სიცხე, algos ტკივილი) - გადაჭარბებული
მგრძნობელობა სითბოსადმი. ტკივილი, რასაც იწვევს
ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებაც კი.
თერმოგრაფია thermography термография thermographia (ბერძნ.
therme სითბო, სიცხე, grapho ვწერ) - ადამიანის სხეულის
სხვადასხვა ნაწილებისაგან გამომავალი სითბოს რეგისტრაციის
პროცესი, ინფრაწითელი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე
ფოტოფირის მეშვეობით. მიღებულ გამოსახულებას თერმოგრამა
ეწოდება. სხეულის სხვადასხვა ნაწილებისაგან გამომავალი სითბო
იცვლება სისხლძარღვებში გამავალი სისხლის ინტენსივობის
შესაბამისად. დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე უბნები
გამოყოფენ სითბოს ნაკლებ რაოდენობას. აქვს რა გაძლიერებული
სისხლის მიმოქცევა, სიმსივნე თერმოგრამაზე გამოიყურება
როგორც „ცხელი“ კვანძი. აღნიშნულ მეთოდს იყენებენ სარძევე
ჯირკვლების სიმსივნეების სადიაგნოზოდ (მამოთერმოგრაფია).
თერმოთერაპია thermotherapy термотерапия thermotherapia
(ბერძნ. therme სითბო, სიცხე, therapeia მკურნალობა) - გამთბარი
ე ც ე კუ ლ გ
ჰაერის, წყლის, ორთქლის, სამკურნალო ტალახის და სხვა
ფაქტორების სამკურნალოდ გამოყენება.
თერმორეგულაცია thermoregulation терморегуляция
thermoregulatio (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, ლათ. regulo
ვაწესრიგებ) - ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც გარემოს
ტემპერატურის ცვლილებების პირობებში უზრუნველყოფს ამა თუ
იმ კონკრეტული სახეობისათვის დამახასიათებელი ოპტიმალური
ტემპერატურის შენარჩუნებას. თერმორეგულაცია ორგანიზმის
ჰომეოსტაზის (იხ.) უმნიშვნელოვანესი მექანიზმია.
კონტროლირდება თერმორეგულაციის ცენტრით, რომელიც
წარმოადგენს ჰიპოთალამუსის ნაწილს. ეს უკანასკნელი კი
ინტეგრაციას უწევს ადაპტაციური ქცევის ვეგეტატიურ, ემოციურ
და მოტორულ კომპონენტებს.
თერმორეცეპტორები thermoreceptores терморецепторы
thermoreceptores (ბერძნ. therme სითბო, სიცხე, receptor მიმღები) -
გარემოს ტემპერატურის ცვალებადობისადმი სპეციფიკურად
მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებანი. განასხვავებენ სითბოს და
სიცივის რეცეპტორებს.
თერმოსტატი thermostat термостат thermostatum (ბერძნ. therme
სითბო, სიცხე, statos უძრავი) - აპარატი, რომელშიც
ავტომატურადაა შენარჩუნებული განსაზღვრული ტემპერატურა.
თეძოს ნაწლავი ileum подвздошная кишка intestinum ileum -
წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწილი. იწყება მლივი
ნაწლავიდან და მთავრდება ილეოცეკალურ (თეძო-ბრმა ნაწლავის)
სარქველთან (valvula ileocoecalis).
თვალი eye глаз oculus - მხედველობის ორგანო: ახორციელებს
სინათლის, ფერის, ფორმის აღქმას და რეაგირებს ამ
გამღიზიანებლებზე. თვალში იმყოფება შუქმიმღები უჯრედები
(ჩხირები და კოლბები), უამრავი ბიპოლარული და განგლიური
უჯრედი და დამხმარე სტრუქტურების მთელი რიგი, ისეთები,
როგორიცაა ბროლი და ფერადი გარსი. თვალი შედგება 3
კონცენტრირებული შრისაგან: 1. სკლერისაგან (ცილოვანი გარსი)
და რქოვანისაგან; 2. სისხლძარღვოვანი გარსისაგან, წამწამოვანი
სხეულისაგან, ბროლისა და ფერადი გარსისაგან და 3.
ბადურისაგან. თვალის შიგთავსს განეკუთვნება შუქმტეხი სითხე,
ბროლი და მინისებრი სხეული. თვალის ფორმის შენარჩუნება
ხდება მინისებრი სხეულის ჰიდროსტატიკური წნევის მეშვეობით.
თიაქარი hernia грыжа herniae - იხ. ჰერნია.
თივისმიერი ცხელება hay fever сенная лихорадка catarrhus (febris)
aestivus - ადამიანის ალერგიული დაავადებაა, რომელიც
განპირობებულია ზოგიერთი სახეობის მცენარის მტვრის
მარცვლისადმი გაზრდილი მგრძნობელობით. მიეკუთვნება
პალინოზებს (იხ.). ჩვეულებრივ ვითარდება ბალახების, ხეების
ყვავილობის პერიოდში. კლინიკური სიმპტომებია: თვალების,
ცხვირის ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, გამონაყარი და სხვ.
თივის ჩხირი hay rod сенная палочка Bacillus subtilis - ბინადრობს
ნიადაგში და ორგანულ ნარჩენებზე. ზოგიერთი შტამი წარმოქმნის
ანტიბიოტიკებს - სუბტილინს, სუბტენოლინს და ბაცილომიქსინს.
Bacillus-ის გვარის ტიპური წარმომადგენელია.
თიმოზინი thymosine тимозин thymosinum (ბერძნ. thymos
თიმუსი) - თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) ჰორმონია. როგორც
ეტყობა, იწვევს ღეროვანი უჯრედების მომწიფებას
თლიმფოციტებად.
თიმომა thymoma тимома thymoma (ბერძნ. thymos თიმუსი, oma
სიმსივნე) - თიმუსის სიმსივნე, რომელიც შედგება ლიმფოიდური
და ეპითელური უჯრედებისაგან.
თიმუსი thymus тимус (зобная железа) thymus (ბერძნ. thymos) -
ქართულად: მკერდუკანა, ჩანგლისებრი ჯირკვალი. იმუნური
სისტემის ცენტრალური ლიმფურ-ეპითელური ორგანო, რომელიც
Т-ლიმფოციტების განვითარებას აკონტროლებს.
თიოპნევმოკონიოზი thiopneumoconiosis тиопневмоконизм
thiopneumoconiosis (ბერძნ. theion გოგირდი, pneumon ფილტვი,
konia მტვერი) - პროფესიული დაავადება, რომლის გამომწვევია
ჩასუნთქული გოგირდის მტვერი. ხშირად ემართებათ
მაღაროელებს.
თირეოიდექტომია thyroidectomy тиреоидэктомия thyroidectomia
(ბერძნ. thyreos ფარი, ektome ამოკვეთა, ამოჭრა) - ფარისებრი
ჯირკვლის ამოკვეთის ოპერაცია. ნაწილობრივი
თირეოიდექტომიის (partial thyroidectomy) შემთხვევაში
ამოკვეთავენ ჯირკვლის მხოლოდ ნაწილს, სუბტოტალური
თირეოიდექტომიის (subtotal thyroidectomy) შემთხვევაში კი
ჯირკვლის დაახლოებით 90%-ს.
თირეოიდინი thyreoidin тиреоидин thyreoidinum (ბერძნ. thyreos
ფარი, eidos მსგავსი) - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული
პრეპარატი.
თირეოიდიტი thyreoiditis тиреоидит threoiditis (ბერძნ. thyreos
ფარი, eidos მსგავსი, itis ანთება) - ფარისებრ ჯირკვალში
მიმდინარე ანთებითი პროცესი.
თირეოიდული ჰორმონები thyreoidal hormones тиреоидные
гормоны hormoni thyreoidis (ლათ. thyreoidea ფარისებური
ჯირკვალი, ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - ფარისებრ
ჯირკვალში გამომუშავებული ჰორმონები.
თირეოტოქსიკოზი thyreotoxicosis тиреотоксикоз thyreotoxicosis
(ბერძნ. thyreos ფარი, toxikon შხამი) - პათოლოგიური
მდგომარეობა, რაც განპირობებულია ორგანიზმში ფარისებრი
ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციის სიჭარბით.
ჰიპერთირეოტოქსიკოზის შედეგად ვითარდება ბაზედოვის
დაავადება (იხ.). სინ.: ბაზედოვის დაავადება, გრეივსის დაავადება,
პარის დაავადება და სხვ.
თირკმელზედა ჯირკვლები adrenal glands надпочечник glandula
suprarenalis - თირკმლების ზედა პოლუსზე განლაგებული წყვილი
ენდოკრინული ჯირკვალი. შედგებიან ქერქოვანი და ტვინოვანი
შრეებისაგან. ქერქოვანი შრე გამოიმუშავებს კორტიკოსტეროიდებს
და მცირე რაოდენობით ანდრო- და ესტროგენებს. ტვინოვანი შრე
გამოიმუშავებს ადრენალინსა და ნორადრენალინს.
თირკმელი kidney почка ren - შარდის და აზოტშემცველი
წიდების (განსაკუთრებით, შარდოვანას) გამომყოფი წყვილი
ორგანოა. მასში მკვეთრადაა გამოყოფილი ქერქოვანი და
ტვინოვანი ნივთიერება. მისი სისხლის მომარაგება ხდება
თირკმლის არტერიის საშუალებით. თირკმლის ძირითადი
სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეფრონი. მონაწილეობენ
ორგანიზმის თვითრეგულაციაში, ცილების ცვლაში,
ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, აგრეთვე
არტერიული წნევის დონის მოწესრიგებაში.
თირკმელი ხელოვნური artificial kidney искусственная почка ren
artificialis - იგივე დიალიზის აპარატი, ჰემოდიალიზატორი.
გ ვე დ ლ ტ ე დ ლ ტ
აპარატი, რომელიც ასუფთავებს სისხლს, იქიდან წიდების და
სითხის გამოტანის საშუალებით. იყენებენ იმ შემთხვევაში,
როდესაც თირკმლებს არ შეუძლიათ სისხლის ტოქსიკური
პროდუქტებიდან გათავისუფლება. ასეთი ტიპის პირველი
აპარატი შექმნა ჰოლანდიელმა რ. კოფმა XX საუკუნის 30-იან
წლებში. იხ. ჰემოდიალიზი.
თიროქსინი thyroxine тироксин thyroxinum (ბერძნ. thyreos ფარი)
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი.
თორაკოდინია thoracodynia торакодин thoracodynia (ბერძნ.
thorax გულმკერდი, odyne ტკივილი) - ტკივილი გულმკერდის
არეში.
თორაკოტომია thoracotomy торакотомия thoracotomia (ბერძნ.
thorax გულმკერდი, tomeo ვკვეთავ, ვჭრი) - ქირურგიული
ოპერაცია: მდგომარეობს გულმკერდის ყაფაზის გახსნაში, გულზე,
ფილტვებზე ან იქ ლოკალიზებულ სხვა ორგანოებზე ოპერაციის
ჩასატარებლად.
თორაკოცენტეზი thoracocentesis теракоцентез thoracocentesis
(ბერძნ. thorax გულმკერდი, kentesis გაჩხვლეტა) - პლევრის ღრუს
პუნქცია იქიდან სითხის, სისხლის, ჩირქის ან ჰაერის ამოსაღებად.
სინ.: პლევროცენტეზი.
თორაქსი thorax (chest) грудная клетка thorax (ბერძნ. thorax
გულმკერდი) - ქართულად: გულმკერდი, გულმ-კერდის ყაფაზი.
სხეულის ზედა ნაწილი, რომელიც მდებარეობს კისერსა და
დიაფრაგმას შორის. გულმკერდის ჩონჩხს შეადგენს მკერდის
ძვალი, ნეკნები და ხერხემლის მკერდის განყოფილება.
გულმკერდის ყაფაზი იცავს ფილტვებს, გულს, საყლაპავ მილს და
მათთან დაკავშირებულ ანატომიურ სტრუქტურებს.
თორმეტგოჯა ნაწლავი duodenum двенадцатиперстная кишка
duodenum - პირველი, იმ სამი ნაწლავიდან, რომლებიდანაც
შედგება წვრილი ნაწლავი. თორმეტგოჯა ნაწლავში იხს ნება
პანკრეასის და ღვიძლის სადინრები. პანკრეასიდან მასში
ჩაედინება ამ ჯირკვლის წვენი, ხოლო ღვიძლიდან (ნაღვლის
ბუშტიდან) - ნაღველი. თორმეტგოჯა ნაწლავის კედელში ბევრია
ჯირკვლები, მათ შორის ბრუნერის ჯირკვლები (Brunner's glands),
რომლებიც გამოყოფენ ლორწოთი მდიდარ ტუტე სეკრეტს, რითაც
იცავენ ამ ორგანოს მასში კუჭიდან მოხვედრილი მჟავე ქიმუსის
(იხ.) ზემოქმედებისაგან.
თრომბასთენია thrombasthenia тромбастения thrombasthenia
(ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი, asthenia სისუსტე) -
სისხლის მემკვიდრული დაავადება, რომელიც ვლინდება
თრომბოციტების ფუნქციის დარღვევით, მაშინ როდესაც მათი
რაოდენობა სისხლში უცვლელია. დაავადების სიმპტომები
თრომბოციტოპენიური პურპურის (იხ. ავადმყოფობა ვერლჰოფის)
ანალოგიურია.
თრომბექტომია thrombectomy тромбоэктомия thrombectomia
(ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი, ektome ამოკვეთა,
ამოჭრა) - ქირურგიული ოპერაცია, რაც მდგომარეობს
არტერიიდან ან ვენიდან თრომბის ამოკვეთაში.
თრომბი thrombus тромб thrombus (ბერძნ. thrombos შენადედი,
ლეკერტი, კოლტი) - სისხლის შენადედი სისხლძარღვის
სანათურში, რაც მთლიანად ან ნაწილობრივ ახშობს მას. შდრ.
ემბოლს.
თრომბინი thrombin тромбин thrombinum (ბერძნ. thrombos
შენადედი, ლეკერტი, კოლტი) - პროტეოლიზური ფერმენტი,
რომლის ზემოქმედებით ფიბრინოგენი გარდაიქმნება ფიბრინად.
მისი არააქტიური ფორმაა პროთრომბინი.
თრომბოემბოლია thromboembolism тромбоэмболия
thromboembolia (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი,
embolon სოლი) - მდგომარეობა, როდესაც სისხლძარღვში
წარმოქმნილი თრომბი ცილდება სისხლძარღვის კედელს,
გადაიტანება სისხლის ნაკადით და ახშობს სხვა, უფრო მცირე
დიამეტრის სისხლძარღვს.
თრომბოვასკულიტი thrombovasculitis тромбоваскулит
thrombovasculitis (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი,
ლათ. vasculum მცირე სისხლძარღვი, ბერძნ. itis ანთება) - წვრილი
სისხლძარღვების ანთება, რასაც თან ახლავს თრომბოზი (იხ.).
თრომბოზი thrombosis тромбоз thrombosis (ბერძნ. thrombos
შენადედი, ლეკერტი, კოლტი, osis მდგომარეობა) -
სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რამაც
შეიძლება სრულიად დაახშოს ან ნაწილობრივ შეავიწროვოს
სანათური.

თრომბოპათია thrombopathia тромбопатия thrombopathia (ბერძნ.
thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი, pathos ავადმყოფობა,
ტანჯვა) - სისხლის შედედების უნარის დარღვევა.
თრომბოფლებიტი thrombophlebitis тромбофлебит
thrombophlebitis (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი,
phleps ვენა, itis ანთება) - ვენების კედლის ანთება, რასაც თან სდევს
თრომბების წარმოქმნა.
თრომბოციტი thrombocyte (platellete) тромбоцит thrombocytum
(ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი, kytos უჯრედი) -
მცირე ზომის უბირთვო უჯრედია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს
სისხლის შედედებაში. კლაზმატოზის (იხ.) გზით წარმოიქმნება
მეგაკარიოციტის (იხ.) ციტოპლაზმიდან. სინ.: ბიცოცეროს
ფირფიტა.
თრომბოციტოზი thrombocytosis тромбоцитоз thrombocytosis
(ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი, kytos უჯრედი, osis
მდგომარეობა) - პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების
რაოდენობის მომატება. სინ.: თრომბოციტემია.
თრომბოციტოპათია thrombocytopathy тромбоцитопатия
thrombocytopathia (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი,
kytos უჯრედი, pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) - ჰემორაგიული
დიათეზების საერთო სახელწოდება, რომელიც განპირობებულია
თრომბოციტების ფუნქციური არასრულფასოვნებით.
თრომბოციტოპენია thrombocytopenia тромбоцитопения
thrombocytopenia (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი,
kytos უჯრედი, penia ნაკლებობა) - პერიფერიულ სისხლში
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. იგივეა, რაც
თრომბოპენია.
თრომბოციტოპენიური პურპურა - იხ. ავადმყოფობა
ვერლჰოფის.
თრომბოციტოპოეზი thrombocytopoiesis тромбоцитопоэз
thrombocytopoiesis (ბერძნ. thrombos შენადედი, ლეკერტი, კოლტი,
kytos უჯრედი, poieo წარმოვქმნი) - თრომბოციტების წარმოქმნის
პროცესი მეგაკარიო ციტებიდან კლაზმატოზის (იხ.) საშუალებით.
თურქული foot-and-mouth disease ящур Aphthae epizooticae -
მწვავე ვირუსული ეტიოლოგიის ანთროპოზოონოზური
დაავადებაა. ადამიანს გადაეცემა დაავადებულ ცხოველებთან
დ ვ დე დ გ დ ეცე დ ვ დე ულ ც ველე
(მსხვილი და წვრილფეხა რქოსანი საქონელი) კონტაქტის გზით.
დამახასიათებელია ცხელება და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის
(ეპიზოოტიური სტომატიტი) და კიდურების წყლულოვანი
(აფთოზური) დაზიანებები. დაავადების თავიდან ასაცილებლად
აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.
სამედიცინო ლექსიკონი


იატროგენია iatrogeny ятрогения iatrogenia (ბერძნ. iatros ექიმი,
genes წარმოშობილი) - 1. სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატით ან
რადიო-თერაპიით გამოწვეული პათოლოგიური რეაქციები. 2.
ექიმის ან სამედიიმცინო პერსონალის მიერ დაუკვირვებლად
გამოთქმული აზრის შედეგად ავადმყოფში განვითარებული
ფსიქოგენური რეაქცია.
იატროქიმია iatrochemistry ятрохимия iatrochemia (ბერძნ. iatros
ექიმი, chemeia ქიმია) - ამ მიმართულების წარმომადგენლები
ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს განიხილავდნენ როგორც
ქიმიურ მოვლენებს, ხოლო ავადმყოფობებს - როგორც ქიმიური
წონასწორობის დარღვევის შედეგს. იატროქიმიის ფუძემდებელია
გერმანელი პარაცელსი.
იდენტიფიკაცია identification идентификасия identificatio (ლათ.
identifi - co ვაიგივებ) - 1. უჯრედის, ქსოვილის, მიკროორგანიზმის,
ტოქსინის და სხვ. ჭეშმარიტი არსის დადგენა (მიკროსკოპით).
დიაგნოზის დადგენა. 2. სასამართლო მედიცინაში: პიროვნების ან
გვამის იგივეობის დადგენადამტკიცება, ამოცნობა. ტარდება
ანთროპომეტრიული, ანატომიური, რენტგენო-ანატომიური და
ჰისტოლოგიური მეთოდების საშუალებით.
იდიოვენტრიკულური idioventricular идиовентрикулярный
idioventricularis (ბერძნ. idios საკუთარი, ლათ. ventriculus პარკუჭი) -
რაც ეხება ან დაკავშირებულია გულის პარკუჭებთან. ტერმინი
უფრო ხშირად გამოიყენება გულის პარკუჭების უაღრესად ნელი
შეკუმშვების აღსაწერად.
იდიოპათიკური idiopathic идиопатический idiopathicus (ბერძნ.
idios საკუთარი, pathos ტანჯვა) - ის, რაც არ არის დაკავშირებული
გარკვეულ მიზეზთან. დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზი
(ეტიოლოგია) ცნობილი არ არის.
იდიოსინკრაზია idiosyncrasy идиосинкразия idiosyncrasia (ბერძნ.
idios საკუთარი, synkrasis შერევა) - ორგანიზმის ავადმყოფური
მგრძნობიარობა ზოგიერთი საკვები პროდუქტისადმი ან
სამკურნალო ნივთიერებისადმი. იდიოსინკრაზია შეიძლება იყოს
თანდაყოლილი ან შეძენილი.
იერსინიები - იხ. შავი ჭირის იერსინიები.
იზოანტიგენები isoantigenes изоантигены isoantigena (ბერძნ. isos
თანაბარი, ტოლი, anti წინააღმდეგ, გენოს გვარი, წარმოშობა) -
ანტიგენები, რომლებითაც ბაქტერიების ცალკეული უჯრედები ან
ერთი სახეობის ინდივიდების ჯგუფები ერთმანეთისაგან
განსხვავდებიან. სისხლის ფორმიან ელემენტებში და პლაზმაში
ათეულობით იზოანტიგენია აღმოჩენილი. გენეტიკურად
ერთმანეთთან დაკავშირებული იზოანტიგენები გაერთიანებულნი
არიან ჯგუფებად, რომელთაც ABO სისტემა, რეზუსი და სხვ.
ეწოდება.
იზოგამია isogamy изогамия isogamia (ბერძნ. isos თანაბარი,
ტოლი, gamos ქორწინება) - სქესობრივი პროცესის ტიპია, როდესაც
გამეტებს, რომელნიც მორფოლოგიურად ერთმანეთისაგან არ
განირჩევიან, გააჩნიათ სხვადასხვა ბიოქიმიური და
ფიზიოლოგიური თვისებები. გამრავლების ასეთი ტიპი
დამახასიათებელია უმდაბლესი სოკოების, მრავალი
უმარტივესისათვის და ერთუჯრედიანი წყალმცენარეებისათვის.
იზოლაცია isolation изоляция isolatio (ფრანგ. isolation
განცალკევება, ცალკე მოთავსება) - გადამდები სნეულებით
დაავადებულის ან დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირის
გამოცალკევება ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
იზოლეიცინი isoleicin изолейцин isoleicinum - შეუცვლელი
ამინმჟავა, რომელიც შედის თითქმის ყველა ცილის
შემადგენლობაში.
იზოტონიული ხსნარი isotonic solution изотоничеслий раствор
solutio isotonica (ბერძნ. isos თანაბარი, ტოლი, tonos დაძაბვა) -
ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა სისხლის პლაზმის ოსმოსური
წნევის ტოლია (სუფრის მარილის 0,9%-იანი წყალხნარი). იგივე
ფიზიოლოგიური ხსნარი (იხ.).
იზოტრანსპლანტაცია isotransplantation изотрансплантация
isotransplantatio (ბერძნ. isos თანაბარი, ტოლი, ლათ. trans იქით,
იქითა, plantatio ნერგი) - ტრანსპლანტაცია (იხ.) იდენტურ
ტყუპებში ან ინბრედულ (იხ.) ცხოველებში ანუ გენეტიკურად
იდენტურ ორგანიზმებში.
იზოფერმენტები isoenzymes изоферменты isofermenti (ბერძნ. isos
თანაბარი, ტოლი, fermentum საფუარი) - ფერმენტები, რომელთაც
ტ ლ ფუ ფე ე ტე ელ ც
სხვადასხვა სტრუქტურა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
გააჩნიათ, მაგრამ აკატალიზებენ ერთსა და იმავე რეაქციას.
ილეუსი ileus илеус ileus (ბერძნ. eleus ვტრიალებ, ვბრუნავ) -
ნაწლავთა გაუვალობა, დამბლა. მძიმე დაავადებაა, რომლის
განკურნებაში გადამწყვეტი როლი დროულ დიაგნოზსა და
ქირურგიულ ჩარევას ენიჭება.
იმაგიციდები imagicides имагициды imagicidi (ლათ. imago ხატი,
მსგავსი, caedo მოვკლავ) - ზრდასრული მწერების
განადგურებისათვის გამოყენებული ინსექტიციდები.
იმაგო imago имаго imago (ლათ. imago ხატი, მსგავსი) -
ზრდასრული ფორმა მწერების, ტკიპების და ჰელმინთების
განვითარების ციკლში.
იმერსია immersion иммерсия immersio (ლათ. immergo ჩავძირავ) -
მიკროსკოპის ობიექტივსა და საფარ მინას შორის სითხის
(ჩვეულებრივ, კანადური კედრის ზეთის) წვეთის მოთავსება
გამოსახულების სიმკვეთრის გაძლიერების მიზნით.
იმობილიზაცია immobilisation иммобилизация immobilisatio
(ლათ. immobilis უძრავი) - სხეულის დაშავებული ან
დაავადებული ნაწილის თაბაშირით ან არტახებით შეკვრა, მისი
უძრავი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
იმორტალიზაცია immortalisation иммортализация immortalisatio
(ინგლ. immortal უკვდავი) - სომატური უჯრედის გადასვლა
პრეკანცეროზულ ანუ „იმორტალიზებულ” (უკვდავ)
მდგომარეობაში, რის შედეგადაც უჯრედი იძენს პროლიფერაციის
განუსაზღვრელ უნარს.
იმპეტიგო impetigo импетиго impetigo (ლათ. impetus თავდასხმა,
იერიში) - კანის ზედაპირული შრის ინფექციური (ბაქტერიული)
დაავადება ბუშტუკოვანი გამონაყარით. არაბულოზური (იხ.
ბულოზური) იმპეტიგო გამოწვეულია სტაფილოკოკებით და
სტრეპტოკოკებით, ბულოზური იმპეტიგო კი ოქროსფერი
სტაფილოკოკით და ხასიათდება სხე ულზე ბუშტუკების
გამოყრით.
იმპლანტატი implant имрлантат implantatum (ლათ. in (im) ში,
planto ვრგავ) - პროთეზი (მაგ., სარძევე ჯირკვლის ან შიგნითა
ყურის ლოკოკინას იმპლანტატები), სამკურნალო ნივთიერება
(მაგ., კანქვეშა ჰორმონული იმპლანტატი) ან რადიოაქტიური
გ კ ქვე ულ ლ ტ ტ დ ქტ უ
ნივთიერების წყარო (მაგ., რადიოაქტიური ნემსი), რომლებიც
შეყავთ ადამიანის სხეულში.
იმპლანტატი ლოკოკინის cochlear implant имплантат улитковый
implantum cochlearis (ლათ. in (im) ში, planto ვრგავ) - სმენის
გასაუმჯობესებელი აპარატი. მის შემადგენლობაში შედის შიგნითა
ყურში იმპლანტირებული ელექტროდი; გარედან აპარატს გააჩნია
მიკროფონი და ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც
მიღებულ ინფორმაციას გარკვეული სიხშირის ტალღების სახით
აგზავნის ელექტროდის მიმართულებით.
იმპლანტატი სარძევე ჯირკვლის breast implant имплантат груди
implantum mamma (ლათ. in (im) ში, planto ვრგავ) - სარძევე
ჯირკვლის ქსოვილის შემცვლელი პროთეზი. ხანგრძლივი
გამოყენების იმპლანტატი წარმოადგენს სილიკონის გელით სავსე
ტომსიკას. ასეთი ტომსიკის დაფარვა პოლიურეთანით, წარმოქმნის
სტრუქტურირებულ ზედაპირს, რის გამოც ქვეითდება
იმპლანტატის გარშემო ფიბროზის განვითარების და ამ ორგანოს
შემდგომი დაზიანების ალბათობა.
იმპლანტატი სტომატოლოგიური dental implant имплантат
стоматологический implantum stomatologica (ლათ. in (im) ში, planto
ვრგავ) - წარმოადგენს მკვრივ სტრუქტურას, რომელიც კბილის
პროთეზის უკეთესი ფიქსაციისათვის ემაგრება ყბის ძვალს. ახალი
კონსტრუქციის ძვლის იმპლანტატები (osseo-integrated implants)
შეიცავენ რამდენიმე, სპეციალური მეტალის (ჩვეულებრივ,
ტიტანის) ჩასადგმელს, რომლებიც ემაგრებიან ყბის ძვალს, მათზე
ზევიდან კი შტიფტზე მაგრდება ხელოვნური კბილი.
იმპლანტატი ფეტალური fetal implant (fetal graft) имплантат
фетальный implantum fetalis (ლათ. in (იმ) ში, planto ვრგავ) -
სინჯარაში (in vitro) განაყოფიერებული და ბლასტოცისტის
სტადიამდე მიყვანილი კვერცხუჯრედის შეყვანა
პოსტმენოპაუზური ქალის საშვილოსნოში, მისი დაორსულების
მიზნით. ამ პროცედურის შესრულებამდე ქალის საშვილოსნო
სათანადოდ უნდა იქნეს მომზადებული ჰორმონული თერაპიის
დახმარებით, რათა იმპლანტაცია და ემბრიონის შემდგომი
განვითარება ნორმალურად წარიმართოს. ჰორმონული თერაპია
გრძელდება ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
იმპლანტაცია implantation имрлантация implantatio (ლათ. in (im)
ში, planto ვრგავ) - 1. განაყოფიერებული კვერცხის ჩანერგვა
საშვილოსნოს ლორწოვან გარსში (ადამიანში - განვითარებიდან
მე-7 დღეს). ზოგჯერ ამ ტერმინს იყენებენ „ტრანსპლანტაციის”
აღსანიშნავად. 2. რაიმე ნივთიერების ან საგნის (მაგ., ხელოვნური
ბროლის) შეყვანა ქსოვილში. 3. დაავადებული ქსოვილის
ქირურგიული ჩანაცვლება ჯანმრთელით.
იმპოტენცია impotence имротенция impotentia (ლათ. impotentia
სისუსტე, უძლურება) - ქართულად: ცვედნობა. სქესობრივი
უძლურება.
იმპრეგნაცია impregnation импрегнация impregnatio (ლათ.
impregnare ავსება) - ჰისტოლოგიაში: ქსოვილის დამუშავება,
გაჟღენთვა მძიმე მეტალებით.
იმპულსი impulse импульс impulsus (ლათ. in (im) ში, pulsus
დარტყმა) - ნეირონში აგზნების გავრცელების ხანმოკლე პროცესი.
იმუნიზაცია immunization иммунизация immunisatio (ლათ.
immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) - ხელოვნური ან
ბუნებრივი იმუნიტეტის შექმნა ინფექციური დაავადებების
პროფილაქტიკის მიზნით.
იმუნიტეტი immunity иммунитет immunitas (ლათ. immunitas
რაიმესაგან გათავისუფლება) - ორგანიზმის სენ-შეუვალობა
ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების, აგრეთვე ნებისმიერი
უცხო ანტიგენის მიმართ. ცნობილია უჯრედული და ჰუმორული,
აქტიური და პასიური, ხელოვნური და ბუნებრივი,
ტრანსპლანტაციური და სხვ. სახის იმუნიტეტები.
იმუნიტეტი აქტიური active immunity активный иммунитет
activus immunitas (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) -
ორგანიზმში სენ-შეუვალობის გამომუშავება ხელოვნურად, მასში
ცოცხალი ვაქცინის, ატენუირებული მიკროორგანიზმების
ინოკულაციით. ორგანიზმი თვით ანუ აქტიურად გამოიმუშავებს
ანტისხეულებს უცხო ანტიგენის წინააღმდეგ. აქტიური
იმუნიზაციის ხელოვნურად გამომუშავების მეთოდი
მდგომარეობს ორგანიზმის აცრაში ვაქცინის (იხ.) საშუალებით.
იმუნიტეტი ბუნებრივი natural immunity естественный
иммунитет immunitas naturalis (ლათ. immunitas რაიმესაგან
გათავისუფლება) - იგივე მემკვიდრული, გენეტიკური
გ ვ უფლე გ ვე ე კვ დ ულ გე ეტ კუ
კონსტიტუციური იმუნიტეტი. ფილოგენეზის პროცესში
გამომუშავებული, გენეტიკურად დამემკვიდრებული,
მემკვიდრეობით გადაცემული მდგრადობა რომელიმე
ანტიგენისადმი.
იმუნიტეტი პასიური passive immunity пассивный иммунитет
passivus immunitas (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) -
ზოგ შემთხვევაში ორგანიზმს არ ძალუძს საკმაოდ სწრაფად
გამოიმუშავოს ანტისხეულები ამა თუ იმ მიკრობის ანტიგენებთან
საბრძოლველად. ასეთ შემთხვევაში ახდენენ რომელიმე
იმუნიზებული ცხოველის (უფრო ხშირად ცხენის ან ბოცვერის)
ანტისხეულების ინექციას ადამიანში, რათა იმ დრომდე, ვიდრე ამ
უკანასკნელის ორგანიზმი თვით არ გამოიმუშავებს საკუთარ
ანტისხეულებს, მას გააჩნდეს მზა ანტისხეულები ინფექციასთან
საბრძოლველად. მზა ანტისხეულების ინექცია ერთადერთი
მეთოდია პასიური იმუნიტეტის მისაღებად. ასეთი სახის
იმუნიტეტი მყისიერი მოქმედებისაა, სამაგიეროდ ქრება
რამოდენიმე კვირის შემდეგ, უცხო ცილების (ანუ ანტისხეულების)
იმუნური ძალებით ელიმინირების (იხ.) გამო.
იმუნიტეტი პლაცენტური placentary immunity плацентарный
иммунитет placenta immunitas (ლათ. placenta კვერი, immunitas
რაიმესაგან გათავისუფლება) - იმუნიტეტი, რომელიც ვითარდება
პლაცენტიდან ნაყოფში ანტისხეულების გადაცემის საშუალებით.
იმუნიტეტი პოსტვაქცინური postvaccine immunity
поствакцинный иммунитет immunitas postvaccinalis (ლათ. post
შემდეგ, vaccinus ძროხისა, immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) -
ორგანიზმში ვაქცინის შეყვანის შედეგად განვითარებული
იმუნიტეტი.
იმუნიტეტი პოსტინფექციური postinfectious immunity
постинфекционный иммунитет immunitas postinfectionalis (ლათ.
post შემდეგ, infectio ვწამლავ, ვასენიანებ, იმმუნიტას რაიმესაგან
გათავისუფლება) - ამა თუ იმ ინფექციური დაავადების გადატანის
შემდეგ შეძენილი იმუნიტეტი.
იმუნიტეტი ტრანსპლანტაციური transplantative immunity
трансплантационный иммунитет immunitas transplantativa (ლათ.
immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, trans იქით, იქითა, plantatio
ნერგი) - ადგილი აქვს რეციპიენტში სხვადასხვა ქსოვილებისა და
ე გ დგ ლ ქვ ეც ე ტ ვ დ ვ ქ ვ ლე დ
ორგანოების გადანერგვის ანუ ალოტრანსპლანტაციების
შემთხვევაში. ამ ტიპის იმუნიტეტის ფორმირებაში დიდი
მნიშვნელობა ენიჭებათ სპეციფიკურ ანტისხეულებს და
თკილერებს, რომლებიც ციტოტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ
ტრანსპლანტატზე.
იმუნიტეტი უჯრედული cellular immunity клеточный иммунитет
immunitas cellularis (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) -
ამ თეორიის ფუძემდებელია ი.მეჩნიკოვი. მისი აზრით,
ორგანიზმის სენშეუვალობა განპირობებულია სხვადასხვა
იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივობით.
იმუნიტეტი ჰუმორული humor immunity гуморальный
иммунитет immunitas humoralis (ლათ. immunitas რაიმესაგან
გათავისუფლება, ლათ. humor სითხე) - ამ თეორიის
ფუძემდებელია პ.ერლიხი. მისი აზრით, ორგანიზმის
სენშეუვალობა განპირობებულია ორგანიზმის სითხეებში
არსებული, სხვადასხვა მიკროორგანიზმების გამანეიტრალებელი
სუბსტანციებით (ანტისხეულებით).
იმუნიტეტის დაძაბულობა strain of immunity наприаженность
иммунитета tensor immunitas (ლათ. immunitas რაიმესაგან
გათავისუფლება) - ორგანიზმის სპეციფიკური მდგრადობის დონე
ამა თუ იმ ინფექციის გამომწვევი აგენტის მიმართ. ამ
მდგომარეობის დადგენა შესაძლებელია იმუნოლოგიური
რეაქციებით, მაგ., სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების
შემცველობის (კონცენტრაციის) დადგენით.
იმუნოგენეტიკა immunogenetic иммуногенетика immunogenetica
(ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, ბერძნ. genesis
წარმოშობა) - იმუნოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს
იმუნიტეტის ფაქტორების გენეტიკურ საფუძვლებს.
იმუნოგენურობა immunogenicity иммуногенность immunogenitas
(ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, ბერძნ. genesis
წარმოშობა) - ამა თუ იმ ნივთიერების (ვაქცინის, ანატოქსინის)
უნარი, გამოიწვიოს სპეციფიკური ანტისხეულების სინთეზი.
იმუნოგლობულინები immunoglobulins иммуноглобулины
immunoglobulini (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
globulus ბურთულა) - ანტისხეულების ფუნქციის მტარებელი
ცილები (გამაგლობულინები). მძიმე და მსუბუქი ჯაჭვების
ც ლე გ გლ ულ ე ე დ უ უქ ჯ ჭვე
სტრუქტურის, თვისებების და ანტიგენური თავისებურებების
მიხედვით, კლასებად არის დაყოფილი. სხვადასხვა კლასების
იმუნოგლობულინების მო ლე კულები ერთი და იგივე
მონომერებისაგანაა აგებული, რომლებსაც 2 მძიმე და 2 მსუბუქი
ჯაჭვი გააჩნიათ. ცნობილია IgG, IgM, IgA, IgD და IgE კლასების
იმუნოგლობულინები. მონომერები ერ თ მანეთთან ჯაჭვით არიან
შეერთებული.
იმუნოდეპრესანტები immunodepressants иммунодепрессантый
immunodepressanti (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
ლათ. depressio დათრგუნვა) - ქიმიური ნივთიერებები, ფიზიკური
ფაქტორები და ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც იწვევენ
ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითებას.
იმუნოდეფიციტები immunodeficites иммунодефициты
immunodefectus (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
deficit არასაკმარისი) - მდგომარეობს ნორმალური იმუნური
პასუხის დარღვევაში. განასხვავებენ პირველად ანუ მემკვიდრულ
(გენეტიკურ) და მეორად (შეძენილ) იმუნოდეფიციტებს. მრავალი
დაავადების და პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების
მიზეზია, ამიტომაც საჭიროებენ პროფილაქტიკასა და
მკურნალობას იმუნოტროპული პრეპარატების მეშვეობით.
იმუნოთერაპია immunotherapy иммунотерапия immunotherapia
(ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, ბერძნ. therapeia
მკურნალობა) - ამა თუ იმ ავადმყოფობის მკურნალობა
იმუნოლოგიური მეთოდებით: ვაქცინებით, იმუნური შრატებით
და გამაგლობულინებით.
იმუნოკომპეტენტური უჯრედები immunocopmetent cells
иммунокомпетентные клетки cellulae immunocompetentis (ლათ.
immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, ცომპენსატიო
ანაზღაურება, გამოსწორება) - უჯრედები, რომლებიც
მონაწილეობენ იმუნურ პროცესებში. იგულისხმება ფაგოციტები,
ლიმფოციტები, პლაზმური უჯრედები.
იმუნოკორექცია immunocorrection иммунокоррекция
immunocorrectio (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
correctio გასწორება) - იმუნური სისტემის ფუნქციური
სრულფასოვნების აღსადგენი მეთოდი. იყენებენ
იმუნოგლობულინების პრეპარატების ინოკულაციას,
უ გლ ულ ე ე ტე კულ ც
ემბრიონული თიმუსის და ძვლის ტვინის გადანერგვებს და სხვა
მეთოდებს და პრეპარატებს. ამ უკანასკნელთ
იმუნომოდულატორები (იხ.) ეწოდებათ.
იმუნოლოგია immunology иммунология immunologia (ლათ.
immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, ბერძნ. logos მოძღვრება) -
მეცნიერება ორგანიზმის დაცვით (უმთავრესად სპეციფიკურ)
რეაქციათა შესახებ.
იმუნოლოგიური ზედამხედველობის თეორია theory of
immunological surveillance теориа иммуногического надзора theoria
exactio immunologica (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება)
- ამ თეორიის თანახმად, ორგანიზმში სიმსივნური უჯრედები
წარმოიქმნება მთელი სიცოცხლის მანძილზე პერმანენტულად,
მაგრამ ისინი ნადგურდებიან იმუნოკომპეტენტური უჯრედების
მიერ. თეორია ჩამოაყალიბა ავსტრალიელმა ფ.ბერნეტმა. იხ.
კლონურ-სელექციური თეორია.
იმუნოლოგიური მეხსიერება immunological memory
иммунологическая память memoriales immunologica (ლათ.
immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) - იმუნური სისტემის
უნარი, ანტიგენთან პირველი ურთიერთმოქმედების შემდეგ
სპეციფიკური, უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს მასთან
განმეორებითი კონტაქტის შემთხვევაში.
იმუნოლოგიური ტოლერანტობა immunological tolerance
иммунологическая толерантность tolerantia immunologia (ლათ.
immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, tolerantia მოთმინება) -
იმუნოლოგიური რეაქტივობის განსაკუთრებული ფორმა,
როდესაც ორგანიზმი სრულად ან ნაწილობრივ კარგავს
ანტიგენურ გაღიზიანებაზე ანტისხეულების გამომუშავების
უნარს. ასეთ რეაქციას ადგილი აქვს ემბრიონულ პერიოდში
რომელიმე ანტიგენით იმუნიზაციის პროცესის ჩატარებისას.
აღნიშნული რეაქცია აღმოაჩინეს მ.ჰაშეკმა და პ. მედავარმა 1953
წელს.
იმუნომოდულატორები immunomodulators иммуномодуляторы
immunomodulatori (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
modificatio ცვლილება) - ნივთიერებები, რომლებიც გავლენას
ახდენენ იმუნოლოგიური სისტემის ფუნქციაზე. მიღებულია მათი
დაყოფა ეგზოგენურებად და ენდოგენურებად. ნებისმიერი
დ ყ ფ ეგ გე უ ე დ დ ე დ გე უ ე დ ე ე
იმუნომოდულატორი იმუნურ სისტემაზე შეიძლება ახდენდეს
გამააქტიურებელ ან სუპრესორულ მოქმედებას.
იმუნომოდულატორული მოქმედების მქონე პრეპარატებია:
პარენტერული და გარეგანი გამოყენების ინტერფერონის
პრეპარატები, ლეიკოფერონი, რეკომბინანტური რეაფერონი და
სხვ.
იმუნოპათოლოგია immunopathology иммунопатология
immunopathologia (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) -
იმუნოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის იმ
დაავადებებს, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად
განპირობებულნი არიან იმუნური სისტემის დარღვევებით.
ასეთებია: ალერგიული, აუტოიმუნური, იმუნოდეფიციტური,
ლიმფოპროლიფერაციული და სხვ. დაავადებები.
იმუნოპროფილაქტიკა immunoprophylaxis иммунопрофилактика
immunoprophilactica (ლათ. იმმუნიტას რაიმესაგან
გათავისუფლება, პროპჰყლაკტიკოს ვიცილებ, ვუფრთხილდები) -
რაიმე დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული იმუნოლოგიური
მეთოდების გამოყენება (მაგ., ცოფის საწინააღმდეგო
ანტირაბიული შრატი ან ვაქცინა).
იმუნოსუპრესია immunosupression иммуносупрессия
immunosupressio (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
supressio დათრგუნვა) - იმუნური ძალების მეშვეობით რაიმე
რეაქციის ან ანტიგენის დათრგუნვა. მაგ., თ-სუპრესორებით
ანტისხეულების სინთეზის დათრგუნვა.
იმუნოტრანსფუზია immunotransfusion иммунотрансфузия
immunotransfusio (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
transfusio გადასხმა) - სისხლის გადასხმა: დონორი იმუნიზირდება
რეციპიენტიდან გამოყოფილი მიკროორგანიზმებიდან
დამზადებული ანტიგენით, რის შემდეგაც დონორის სისხლი
(ანტისხეულების სათანადო ტიტრის შემთხვევაში) შეყავთ
რეციპიენტში. ასეთ შემთხვევაში პაციენტი პასიურად იმუნი
ზირდება დონორის მიერ გამომუშავებული ანტისხეულებით.
იმუნოციტები immunocytes иммуноситы immunocyti (ლათ.
immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, ბერძნ. kytos უჯრედი) -
უჯრედები (იხ. იმუნოკომპეტენტური უჯრედები), რომლებიც
უჯ ედე უ კ ეტე ტუ უჯ ედე ლე ც
უზრუნველყოფენ ორგანიზმის შეუვალობას სხვადასხვა აგენტების
მიმართ. იმუნოციტების მაპროდუ ცირებელი ორგანოები (ძვლის
წითელი ტვინი, თიმუსი, ლიმფური კვანძები და სხვ.), აგრეთვე
თვით იმუნოციტები წარმოადგენენ ორგანიზმის იმუნურ
სისტემას.
იმუნოჰემატოლოგია immunohematology иммуногематология
immunohaematologia (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
ბერძნ. haima სისხლი, logos მოძღვრება) - იმუნოლოგიის და
ჰემატოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს სისხლის
კომპონენტების ანტიგენებს და ანტისხეულებს, მათ როლს
ორგანიზმში, აგრეთვე იმუნოლოგიურ რეაქციებთან
დაკავშირებული სისხლის დაავადებების პროფილაქტიკისა და
მკურნალობის მეთოდებს. იმუნოჰემატოლოგიის ფუძემდებელია
კ.ლანდშ ტეინერი.
იმუნური დეფიციტი immune defi cit иммунный дефицит defectus
immunitas (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება, deficit
ნაკლებობა) - იგივე იმუნოდეფიციტი. მდგომარეობა, როდესაც
აღინიშნება იმუნური სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი
დეფექტი.
იმუნური დისბალანსი immune disbalance иммунный дисбаланс
disbalans imunis (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება,
ბერძნ. dys მოშლა, გადახრა, ფრანგ. balanse სასწორი) - ორგანიზმის
იმუნური ძალების დაქვეითება, მოშლა, ანარქია.
იმუნური შრატი immune serum иммунная сыворотка serum
immunis (ლათ. immunitas რაიმესაგან გათავისუფლება) - ადამიანის
ან ცხოველის რაიმე ანტიგენით იმუნიზებული სისხლის შრატი,
რომელიც შეიცავს ანტისხეულებს ამ ანტიგენისადმი. გამოიყენება
როგორც სამკურნალო და სადიაგნოზო საშუალება.
ინანიცია inanition инаниция inanitio (ლათ. inanis ცარიელი) -
დაუძლურება, გამოფიტვა. ენერგიის და სასიცოცხლო პროცესების
მკვეთრი დაქვეითება, რაც არასაკმარისი კვების ან მიღებული
საკვების არასაკმარისი შეთვისების შედეგია.
ინაქტივაცია inactivation инактивация inactivatio (ლათ. in უარყ.
თავს., activus მოქმედი) - რაიმე ნივთიერების აქტიურობის
დაკარგვა, მისი ინაქტივაცია.
ინბრედული ცხოველები inbred animals инбредние (линеийные)
животные inbred animalis (ინგლ. inbred სისხლისმიერ ნათესაობაში
მყოფი მშობლებისაგან დაბადებული) - ხაზოვანი,
ჰომოზიგოტური ცხოველები, რომლებსაც იღებენ ახლონათესაური
ინდივიდების შეჯვარებით 20 და მეტი თაობის მანძილზე. ასეთი
ცხოველები გენეტიკურად ერთგვაროვანნი არიან, რადგანაც
ვლინდება 100%-იანი ჰომოზიგოტურობა. განსაკუთრებით ფართო
გამოყენება აქვთ ონკოლოგიაში.
ინბრიდინგი inbreeding инбридинг (ინგლ. inbred სისხლისმიერ
ნათესაობაში მყოფი მშობლებისაგან დაბადებული) -
ახლონათესაურ კავშირში მყოფი ინდივიდების შეჯვარება. ასეთ
ცხოველებს იყენებენ სხვადასხვა ექსპრიმენტული ხასიათის
კვლევებისათვის. მათ ინბრედულ ცხოველებს უწოდებენ.
ადამიანის შემთხვევაში ამ პროცესს ინცესტი (იხ.) ეწოდება.
ინგრედიენტი ingredient ингредиент ingrediens (ლათ. ingrediens
შემავალი) - რაიმე ნაერთის ან რომელიმე ორგანიზმის
შემადგენელი ნაწილი.
ინდიგესტია indigestion индигестия indigestio (ლათ. in უარყ.
თავს., digestio მონელება) - ორგანიზმის მომნელებელი ფუნქციის
დაქვეითება.
ინდიკატორი indicator индикатор indicator (ლათ. indicator
მაჩვენებელი, განმსაზღვრელი) - ნივთიერება, რომელიც შეყავთ
ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსავლენად (მაგ.,
ლაკმუსი, რომელიც ფერს იცვლის მჟავასთან და ტუტესთან
შეერთებით).
ინდოლენტური indolent индолентный indolens (ლათ. in უარყ.
თავს., dolens მტკივნეული) - უმტკივნეულო (მაგ., გადიდებული
ლიმფური კვანძები სიფილისის დროს).
ინდურაცია induration индурация induratio (ლათ. in ში, duro
ვამაგრებ) - ქსოვილის ან ორგანოს გამკვრივება, გამაგრება მასში
შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად.
ინდუქცია induction индукция inductio (ლათ. inductio აგზნება,
გამოწვევა) - რაიმე პროცესის გამოწვევა (მაგ., სიმსივნის ინდუქცია
ამა თუ იმ კანცეროგენური აგენტით).
ინდუცირებული მუტაციები induced mutations индуцированные
мутации mutatio inductales (ლათ. inductio აგზნება, გამოწვევა,
у ლ გ ე გ წვევ
mutatio ცვლილება) - სხვადასხვა გარეშე და შინაგანი ფაქტორების
ხელოვნური ზემოქმედებით განპირობებული ცვლილებები.
ინერვაცია innervation иннервация innervatio (ლათ. in ში, nervus
ნერვი) - ნერვული ბოჭკოების კავშირი რომელიმე ორგანოსა ან
ქსოვილთან. ამ ბოჭკოების საშუალებით ორგანოს ან ქსოვილს
გადაეცემა სამოძრაო იმპულსები, ხოლო თავის ტვინს -
სენსორული იმპულსები.
ინექცია injection инъекция injectio (ლათ. injectio შეშხაპუნება) -
სამკურნალო ხსნარის (ან რაიმე სხვა ნივთიერების) შეყვანა,
შეშხაპუნება სხეულის სიღრუეებსა და ქსოვილებში შპრიცის
საშუალებით.
ინვაგინაცია invagination инвагинация invginatio (ლათ. in ში,
vagina საშო) - 1. ქირურგიაში: ნაწლავის სანათურში ჩანერგვა,
ჩაბრუნება, ჩაჭედვა. ნაწლავის ერთი ნაწილის ჩაჭედვა მეორეში
(ინტუსსუსცეპტიონ), რა საც შეიძლება მოყვეს ნაწლავების
გაუვალობა. 2. ამ პროცესს ადგილი აქვს ემბრიონული
განვითარების ზოგიერთ ეტაპზე. 3. პლაზმური მემბრანის ან
კარიოლემის შეღუნვა, შეზნექვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება
ფაგოსომა, ვაკუოლი, ე.წ. ბირთვის ჯიბე და ა.შ.
ინვაზია invasion инвазия invasio (ლათ. invasio შესევა,
თავდასხმა) - 1. ინფექციური აგენტის (მაგ., ბაქტერიის)
ორგანიზმში შეჭრის ერთ-ერთი სტადია (ადჰეზიის და
კოლონიზაციის შემდეგ). 2. ორგანიზმის დასნებოვნება
პარაზიტული უმარტივესებით, ჭიებით და ა.შ. 3. სიმსივნური
უჯრედების შეჭრა ჯანმრთელ ქსოვილში.
ინვალიდი handicuped (disabled) инвалид invalidus (ლათ. in უარყ.
თავს., validus ჯანსაღი, ძლიერი) - ადამიანი, რომელსაც
მეტნაკლებად დაკარგული აქვს შრომის უნარი (ტრავმის,
ავადმყოფობის ან მოხუცებულობის გამო).
ინვერსია inversion инверсия inversio (ლათ. inverto
გადავაბრუნებ, გადავატრიალებ) - 1. ქრომოსომების აბერაციის
ერთ-ერთი ფორმა, რაც გამოიხატება ქრომოსომის ერთ-ერთი
მხარის 1800-ით შემოტრიალებაში. 2. ადამიანში სექსუალური
ორიენტაციის ძირეული შეცვლა, გაუკუღმართება. მაგ.,
ჰეტეროსექსუალური ორიენ ტაციის შეცვლა ჰომოსექსუალურით.
იხ. პერვერსია.
ე ვე
ინვოლუცია involution инволюция involutio (ლათ. in ში, volvo
ვაბრუნებ, ვატრიალებ) - ორგანოს ან ქსოვილის უკუგანვითარება
(მაგ., თიმუსის ინვოლუცია ანუ განლევა).
ინიციალური initial инициальный initialis (ლათ. initium
დასაწყისი) - რაიმე პროცესის, მოვლენის დასაწყისი (მაგ.,
ინიციალური პროცესი).
ინიციაცია initiation инициция initiatio (ლათ. initium დასაწყისი)
- ამა თუ იმ დაავადების საწყისი, ინიციალური სიმპტომი. მაგ.,
კანცეროგენეზის პირველი, საწყისი სტადია პრომოციამდე.
ინკარცერაცია incarceration инкарцерация incarceratio (ლათ. in
ში, carcer საპატიმრო) - ჩაჭედვა (მაგ., თიაქრის).
ინკაფსულაცია encapsulation инкапсуляция encapsulatio (ლათ. in
ში, capsula კაფსულა) - ორგანიზმში რაიმე წარმონაქმნის (მაგ.,
უცხო სხეულის) გარშემო შექმნილი შემაერთებელ ქსოვილოვანი
გარსი.
ინკონტინენცია incontinence инконтиненция incontinentia (ლათ.
incontinentia შეუკავებლობა) - შარდისა ან განავლის უნებლიე
გამოყოფა.
ინკორპორაცია incorporation инкорпорация incorporatio (ლათ. in
ში, corporatio შემოერთება, თავის შემადგენლობაში შეყვანა) -
ვირუსის ნუკლეინის მჟავის ჩართვა ანუ ინკორპორირება სამიზნე-
უჯრედის გენომში.
ინკრეტი incret инкрет incretum (ლათ. incretus გაცრილი,
გაცხრილული) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პროდუქტი
(ჰორმონი).
ინოკულაცია inoculation инокуляция inoculatio (ლათ. inoculo
გადავრგავ) - მიკროორგანიზმების ან ქიმიური ნივთიერებების
შეყვანა საკვებ ნიადაგში ან ცხოველის ორგანიზმში.
ინოპერაბელური inoperable иноперабельный inoperabilis (ლათ. in
უარყ. თავს., operari მუშაობა) - ისეთი შემთხვევა, როდესაც
ოპერაციულ ჩარევას აზრი არა აქვს. მაგ., ავთვისებიანი სიმსივნე
მეტასტაზებით.
ინსემინაცია insemination инсеминация inseminatio (ლათ.
inseminio დათესვა) - 1. სათესლე სითხის შეყვანა საშოში
ბუნებრივად ან ხელოვნურად, უნაყოფობის თავიდან აცილების
მიზნით. 2. მიკროორგანიზმების გავრცელება მაკროორგანიზმში.
კ გ ე გ ვ ცელე კ გ
ინსექტარიუმი insectarium инсектарий insectarium (ლათ. insectum
მწერი) - შენობა, სადაც სამეცნიერო მიზნებისათვის ინახავენ და
ამრავლებენ მწერებს.
ინსექტიციდები insecticides инсектициды insecticida (ლათ.
insectum მწერი, caedere მოკვლა) - მავნე მწერების
გასანადგურებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები.
ინსექტოფუნგიციდები insectofungicides инсектофуигийциды
insectofungicida (ლათ. insectum მწერი, fungus სოკო, caedo ვკლავ) -
ფეხსახსრიანების და სოკოების გასანადგურებლად გამოყენებული
ნივთიერებები. ზოგიერთი ინსექტოფუნგიციდი ადამიანისა და
ცხოველებისათვის ტოქსიკურია.
ინსომნია insomny инсомния insomnia (ლათ. in უარყ. თავს.,
somnus ძილი) - უძილობა. ძილის დარღვევა: დამახასიათებელია
წყვეტილი, ზედაპირული ძილი ანდა ადრე გამოღვიძება. სინ.:
ასომნია, აგრიპნია (იხ.).
ინსპირაცია inspiration инспирация inspiratio (ლათ. inspiro
ვუბერავ) - ჰაერის ნაკადის შესვლა ფილტვებში.
ინსტილაცია instillation инстилляция instillatio (ლათ. instillo
ვეწვეთები) - წამლის, სითხის ჩაწვეთება. წამლის წვეთ-წვეთად
შეყვანა.
ინსულინაზა insulinase инсулиназа insulinasa (ლათ. insula
კუნძული) - ღვიძლსა და თირკმლებში არსებული ფერმენტი,
რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის დაშლაზე.
ინსულინი insulin инсулин insulinum (ლათ. insula კუნძული) -
კუჭქვეშა ჯირკვლის ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა-
უჯრედების მიერ გამოყოფილი ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში
აწესრიგებს ნახშირწყლების ცვლას, კერძოდ, ჭარბი გლუკოზა
გადაჰყავს გლიკოგენად.
ინსულინომა insulinoma инсулинома insulinoma (ლათ. insula
კუნძული, ბერძნ. oma სიმსივნე) - კუჭქვეშა ჯირკვლის
ლანგერჰანსის კუნძულების ბაზოფილური ინსულოციტებისაგან
განვითარებული სიმსივნე. განასხვავებენ აციდოფილურ,
ბაზოფილურ და სხვ. ინსულინომებს. სინ.: ინსულომა,
კუნძულოვანი ქსოვილის ადენომა, ნეზიდიობლასტომა.
ინსულოკარცინომა insulocarcinoma инсулокарцинома
insulocarcinoma (ლათ. insula კუნძული, ბერძნ. karkinos კიბო, oma
ლ კუ ულ ე კ
სიმსივნე) - ინსულომის ნაირსახეობაა, რომელიც ხასიათდება
მაინფილტრირებელი ზრდით და მეტასტაზირების უნარით.
ინსულომა - იხ. ინსულინომა.
ინსულტი stroke инсульт insultus (ლათ. insulto ვხტი) - ტვინში
სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს
ლეტალური შედეგი. განასხვავებენ ჰემორაგიულ, აპოპლექსიურ,
თრომბოზურ, ემბოლიურ, იშემიურ და ტრავმულ ინსულტს.
ინსუფიციენცია insuffi ciency bycea исуффициенция insuffi cientia
(ლათ. in უარყ. თავს., sufficiens საკმარისი) - ზოგიერთი ფუნქციის
უკმარისობა (მაგ., გულის სარქვვლის, რომელიმე სფინქტერის
არასრული დახურვა).
ინსუფლაცია insuffl ation исуффляция insuffl atio (ლათ. in ში,
sufflo ვბერავ) - სხეულის რომელიმე ღრუში (ყურში, ტრაქეასა და
ბრონქებში, პლევრაში) აირის ან ფხვნილის ჩაბერვის პროცესი
სამკურნალო მიზნით; კუჭის ან მსხვილი ნაწლავის ავსება ჰაერით
სადიაგნოზო მიზნით.
ინტაქტური intact интактный intactus (ლათ. intactus
ხელუხლებელი) - მიკროორგანიზმი ან რომელიმე უჯრედი
ყოველგვარი დამუშავების ან ზემოქმედების გარეშე.
ინტეგრაცია integration интеграция integratio (ლათ. integratio
მთლიანი) - რაიმე ნაწილების ან ელემენტების გაერთიანება (მაგ.,
ვირუსის კომპონენტების გაერთიანება, „აწყობა” პლაზმურ
მემბრანაზე).
ინტელექტი intellect интеллект intellectus (ლათ. intellectus
გონება, ჭკუა) - ადამიანის აზროვნების უნარი, მისი განვითარების
დონე.
ინტენსივობა intensity интенсивность intensis (ლათ. intensio
დაძაბულობა, გაძლიერება) - სწრაფად მიმდინარე ბიოლოგიური
პროცესები (მაგალითად, ამა თუ იმ ცილის გაძლიერებული
სინთეზი).
ინტერლეიკინი interleukin интерлейкин interleucinum (ლათ.
inter შორის, ბერძნ. leukos თეთრი) - ნებისმიერი ცილა, რომელიც
აკონტროლებს ჰემოპოეზს და იმუნურ რეაქციებს. დადგენილია,
რომ ამჟამად არსებობს 12 ინტერლეიკინი. ინტერლეიკინი- 2
ასტიმულირებს T-უჯრედების წარმოქმნას, ამიტომ
პერსპექტიულია მისი გამოყენება კიბოს სამკურნალოდ.
ე ექტ ულ გ ყე ე კ კუ ლ დ
ინტერმიტოზი intermitosis интермитоз intermitosis (ლათ. inter
შორის, ბერძნ. mitos ძაფი) - პერიოდი ორ მიტოზს შორის, როდესაც
უჯრედი ასრულებს მისთვის დამახასიათებელ ფუნქციას და
ემზადება ახალი მიტოზისათვის.
ინტერნალინი internalin интерналин internalinum - მემბრანული
ცილაა, რომელიც განაპირობებს ბაქტერიის შეჭრას მაკროფაგებსა
და ენდოთელიოციტებში. პათოგენურობის ერთ-ერთი ფაქტორია
(მაგ., Lysteria monocytogenes-ისათვის).
ინტერპოლაცია interpolation интерполяция interpolatio (ლათ.
interpolatio ცვლილება, განახლება) - ერთ ობიექტზე მიღებული
შედეგების გადატანა სხვა ობიექტზე. მაგ., ექსპერიმენტულ
ცხოველებზე მიღებული შედეგების გადატანა ადამიანზე.
ინტერპრეტაცია interpretation интерпретация interpretatio (ლათ.
interpretatio განმარტება) - რაიმე მოვლენის, ფაქტის, აზრის
განმარტება, განსჯა, გააზრება.
ინტერრენალიზმი interrenalism интерренализм interrenalismus
(ლათ. interrenale თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილი) -
თირკმელზედა ჯირკვლების გაძლიერებული მოქმედების
შედეგად მეორადი სასქესო ნიშნების ნაადრევი განვითარება.
ინტერსექსი intersex интерсекс intersexus (ლათ. inter შორის, sexus
სქესი) - ინდივიდი, რომელსაც ორივე სქესისათვის
დამახასიათებელი ანატომიური ნიშან-თვისებები გააჩნია;
ინდივიდი, რომელიც მოკლებულია ერთი რომელიმე სქესის
გამოკვეთილ ნიშნებს.
ინტერსტიციული ქსოვილი interstitial tissue интерстициальная
ткань textura interstitialis (ლათ. interstitium შუალედი) - ამა თუ იმ
ორგანოს შუალედებში მდებარე, პარენქიმულ ელემენტთა
შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც მათ საყრდენს წარმოადგენს.
ინტერტრანსვერსიული intertransversive интертрансверсивный
intertransversarius (ლათ. inter შორის, transversus გარდიგარდმო) -
ხერხემლის მალების განივ მორჩებს შორის მდებარე.
ინტერფაზა interphase интерфаза interphasis (ლათ. inter შორის,
ბერძნ. phasis გამოჩენა) - უჯრედის მდგომარეობა ორ მიტოზურ
გაყოფას შორის. ინტერფაზის დროს ადგილი აქვს უჯრედის
მემკვიდრული ინფორმაციის რეალიზაციას, რაც გამოიხატება
სპეციფიკური ცილების სინთეზში და უჯრედის ფუნქციური
სპეციალიზაციის შესაბამისი სტრუქტურების წარ მოქმნაში.
ინტერფერენცია interference интерференция interferentia (ლათ.
inter შორის, ferio ვაზიანებ) - ერთი სახის ვირუსის გამრავლებისა
და განვითარების დათრგუნვა მეორე ვირუსით, შერეული
ინფექციის შემთხვევაში.
ინტერფერონი interferon интерферон interferonum (ლათ. inter
შორის, fero ტარება) - დაბალი მოლეკულური მასის მქონე ცილა,
რომელიც ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო არასპეციფიკური
დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. წარმოიქმნება ლეიკოციტებში,
ფიბრობლასტებში და ა.შ. 1957 წელს გამოყვეს ა. აიზექსმა და ჯ.
ლინდემანმა.
ინტერცელულური intercellular интерцеллюряный intercellularis
(ლათ. inter შორის, cellula უჯრედი) - უჯრედშორისი (სივრცე,
ვირუსი და სხვ.).
ინტიმა intima интима intima (ლათ. intimus შიგნითა, ყველაზე
ღრმა) - სისხლძარღვის კედლის ყველაზე ღრმა, შიგნითა გარსი.
ინტოქსიკაცია intoxication интоксикация intoxicatio (ლათ. in ში,
ბერძნ. toxikon შხამი) - ორგანიზმის მოწამვლა შხამიანი
ნივთიერებებით (ტოქსინებით).
ინტრადერმული intradermal интрадермальный intradermalis
(ლათ. intra შიგ, შორის, ბერძნ. derma კანი) - კანის შიგნით
არსებული. მაგ., ინტრადერმული ინექციისას (intradermal injection)
სამკურნალო ნივთიერება შეყავთ უშუალოდ ავადმყოფის კანში.
ინტრამედულური intramedullary интрамедуллярный
intramedullaris (ლათ. intra შიგ, შორის, medulla ტვინი) - ზურგის
ტვინის, ძვლის და მოგრძო ტვინის ნივთიერებაში
ლოკალიზებული.
ინტრაპერიტონული intraperitoneal интраперитонеальный
intraperitonealis (ლათ. intra შიგ, შორის, ბერძნ. peritoneum მუცლის
სეროზული გარსი) - სამკურნალო პრეპარატის, სითხის და სხვ.
შეყვანა პერიტონეუმის ღრუში.
ინტუბაცია intubation интубация intubatio (ლათ. in ში, tuba
მილი) - მართვით სუნთქვაზე გადაყვანის დროს ან ე.წ.
ინტუბაციური ნარკოზისას, ხორხში სპეციალური მილის შეყვანა
ამ ორგანოს ძლიერი შევიწროების ან ტრაქეაში წამლის შეყვანის
შემთხვევაში.
ინტუიცია intuition интуиция intuitio (ლათ. intueri ყურადღებით,
დაკვირვებით ყურება) - შორსმჭვრეტელობა, ალღო, რაც
დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზე და თეორიულ
სამეცნიერო ცოდნაზე.
ინტუმესცენცია intumescence интумесценция intumescentia (ლათ.
intumesco ვსივდები, ვიბერები) - ორგანიზმის დიფუზური
შეშუპება მასში სითხის დაგროვების გამო.
ინფანტილიზმი infantilism инфантилизм infantilismus (ლათ.
infantilis ბავშვური) - ორგანიზმის განვითარების მეტნაკლები
ჩამორჩენა. ზრდასრულ ადამიანში ფიზიკური ან ფსიქიკური
განვითარების შეჩერება ბავშვურ დონეზე.
ინფარქტი infarct(ion) инфаркт infarctus (ლათ. infarctus
ავსებული, გატენილი) - სისხლის მომარაგების შეწყვეტის
შედეგად ორგანოსა ან ქსოვილში ნეკროზული (იხ. ნეკროზი)
კერის წარმოქმნა. ინფარქტის უშუალო მიზეზებია თრომბოზი,
ემბოლია ან მკვებავი არტერიის სპაზმი. განასხვავებენ თეთრ ანუ
იშემიურ (სისხლისგან დაცლილ) და წითელ ანუ ჰემორაგიულ
(სისხლით გაჟღენთილ) ინფარქტს.
ინფექტოლოგია infectology инфектология infectologia (ლათ.
infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება
ინფექციების შესახებ. შეისწავლის სხვადასხვა
მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს, მათი შეჭრის
გზებს ორგანიზმში, ინფექციური დაავადებების მკურნალობის,
პროფილაქტიკის მეთოდებს და ა.შ.
ინფექცია infection инфекция infectio (ლათ. infectio ვწამლავ,
ვასენიანებ) - დაავადებული ორგანიზმიდან პათოგენური
მიკროორგანიზმების შეჭრა ჯანმრთელ ორგანიზმში და მისი
დასნებოვნება.
ინფექცია აბორტული abortive infection абортивная инфекция
infectio abortivus (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, abortivum
დღენაკლული) - ინფექციური დაავადებების ნაკლებგამოხატული
მიმდინარეობა წაშლილი კლინიკური სურათით. გამომწვევი
აგენტი იჭრება ორგანიზმში, მაგრამ არ (ვერ) მრავლდება
ორგანიზმის მაღალი ბუნებრივი რეზისტენტობის ანდა შეძენილი
სპეციფიკური იმუნიტეტის გამო.
ინფექცია ატიპური atypical infection атипичная инфекция infectio
atipici (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. a უარყ. თავს.,
typos ნიმუში, ანაბეჭდი) - მდგომარეობა, როდესაც ამა თუ იმ
ინფექციის კლინიკური სიმპტომები ატარებს არაგამოხატულ,
ატიპურ ხასიათს. დაკავშირებულია გამომწვევის სუსტ პათოგენურ
თვისებებთან, ორგანიზმის მაღალ ბუნებრივ რეზისტენტობასთან,
ეფექტურ ანტიმიკრობულ მკურნალობასთან ანდა სამივე
ფაქტორის ერთობლივ მოქმედებასთან.
ინფექცია ბაქტერიული bacterial infection, бактериальная
инфекция infectio bacteriales (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ,
ბერძნ. bakterion ჩხირი) - ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური
დაავადებები.
ინფექცია ბუნებრივ-კეროვანი naturalfocal infection природно-
очаговая инфекция infectio natura-focalis (ლათ. infectio ვწამლავ,
ვასენიანებ) - ინფექციური დაავადება, რომელიც გვხვდება
მხოლოდ განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონებში. სინ.:
ავადმყოფობა ბუნებრივ-კეროვანი.
ინფექცია ეგზოგენური exogenous infection екзогенная инфекция
infectio exogenici (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. exo
გარე, გარედან, genos გვარი, წარმოშობა) - ასეთი ტიპის ინფექცია
ვითარდება წყალში, ჰაერში, ნიადაგში, ავადმყოფის,
რეკონვალესცენტის და მიკრობმტარებლის გამონაყოფებში
არსებული პათოგენური მიკროორგანიზმებით ადამიანის
დაინფიცირების შედეგად.
ინფექცია ენდოგენური endogenous ендогенная инфекция infectio
endogenici (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. endon
შიგნით, გენოს გვარი, წარმოშობა) - წარმოიქმნება ნორმალური
მიკროფლორის წარმომადგენლებით - თვით მაკროორგანიზმის
პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით. ასეთი ტიპის
ინფექციას ხშირად აქვს ადგილი ორგანიზმის იმუნოდეფიციტური
მდგომარეობის შემთხვევაში.
ინფექცია ვირუსული viral infection вирусная инфекция infectio
virales (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ლათ. virus შხამი) -
ვირუსებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები.
ვ უ ე გ წვეულ ფექც უ დ ვ დე ე
ინფექცია ინაპარანტული inapparent infection инаппарантная
инфекция infectio innaparenti (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, in
უარყ. თავს., ინგლ. apparent ხილული) - ფარულად, უსიმპტომოდ
მიმდინარე ინფექცია.
ინფექცია ინტეგრაციული integrative infection интегративная
инфекция infectio integratiales (ლათ. integratio მთლიანი, infectio
ვწამლავ, ვასენიანებ) - ინფექცია, რომლის ერთერთი სტადიაა
ვირუსის ნუკლეინის მჟავის შეჭრა სამიზნე-უჯრედის გენომში.
ინფექცია ინტერკურენტული intercurrent infection
интеркуррентная инфекция infectio intercurrentis (ლათ. infectio
ვწამლავ, ვასენიანებ, intercurro ჩავერევი) - შემთხვევით
თანდართული, დამატებითი. სხვა რომელიმე ძირითად
დაავადებაზე თანდართული ინფექციური დაავადება (მაგ., შიდს-ს
თან ახლავს თანმხლები ანუ ინტერკურენტული ინფექციები:
პნევმონია, ჰერპეს-ინფექციები და სხვ.). იგივე ოპორტუნისტული
დაავადებები.
ინფექცია კეროვანი center of infection очаговая инфекция focalis -
ინფექცია, რომელიც ლოკალიზებულია რომელიმე ბიოტოპში:
ქსოვილსა ან ორგანოში. აქედან შეიძლება მოხდეს მისი
დისემინაცია სხვა ორგანოებში. სინ. ინფექცია ფოკალური (იხ.).
ინფექცია კონვენციური conventional inefections конвенционные
инфекция infectio conventiva (ლათ. ლათ. infectio ვწამლავ,
ვასენიანებ, conventio შეთანხმება) - შავი ჭირი, ქოლერა და
ყვითელი ცხელება კონვენციური, განსაკუთრებით საშიში
ინფექციებია, ამიტომაც მიღწეულია მათ წინააღმდეგ ერთობლივი
ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმება (კონვენცია). სინ.:
საკარანტინო ინფექცია.
ინფექცია ლატენტური latent infection латентная инфекция
infectio latens (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, latens ფარული,
მალული) - უსიმპტომო ინფექცია, რომელიც კლინიკურად არ
მჟღავნდება. მიკრობმტარებლობისაგან განსხვავებით, თან ახლავს
იმუნოლოგიური და პათოფიზიოლოგიური ცვლილებებები და
მისი (გამომწვევის) გამოყოფა გარემოში ყოველთვის არაა
შესაძლებელი. ლატენტური ინფექციის 2 გამოსავალი არსებობს:
გამომწვევის ელიმინაცია (გამოჯანმრთელება) და გადასვლა
კლინიკურ ფორმაში (ავადმყოფობა). უკანასკნელს ადგილი აქვს
კლ კუ ფ ვ დ ყ ფ უკ კ ელ დგ ლ ქვ
ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითების
შემთხვევაში. არც თუ იშვიათად, ლატენტური ფორმით
მიმდინარეობს პოლიომიელიტი, ბრუცელოზი, ზოგიერთი
ვირუსული ჰეპატიტი და სხვ. სინ.: ინაპარანტული ინფექცია.
ინფექცია მანიფესტური manifestal infection манифестарная
инфекция manifestal infectio (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ,
manifestus აშკარა) - როდესაც ამა თუ იმ ინფექციის
სიმპტომოკომპლექსი კარგადაა გამოხატული. ასეთი ინფექციის
მიმდინარეობა შეიძლება იყოს ტიპური, ატიპური, ქრონიკული და
ა.შ.
ინფექცია მენინგოკოკური meningococcal infection
менингококковая инфекция infectio meningococcaceae (ლათ. infectio
ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. meninx ტვინის გარსი, kokkos
მარცვალი) - მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს
მენინგოკოკი - Neisseria meningitidis. ბაქტერიის ენდოტოქსინს,
გარდა ტოქსიკურობისა, გააჩნია პიროგენური, ნეკროზული და
ლეტალური მოქმედებაც. ინფექცია გადეცემა ჰაერ-წვეთოვანი
გზით. ბაქტერია იწვევს ნაზოფარინგიტს, მენინგოკოკცემიას,
ხოლო ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში -
ეპიდემიურ ცერებროსპინალურ მენინგიტს (ზურგის და თავის
ტვინის რბილი გარსების ჩირქოვანი ანთება). გადატანილი
დაავადების შემდეგ ფორმირდება მყარი, ხანგრძლივი
ანტიმიკრობული იმუნიტეტი. მკურნალობისათვის იყენებენ
სულფანილამიდურ პრეპარატებს და ანტიბიოტიკებს.
ინფექცია მეორადი secondary infection втаричная инфекция
secondarius (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - შერეული
ინფექციების ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც პირველად, ძირითად,
უკვე განვითარებულ დაავადებას თან ერთვის მეორე, ახალი
გამომწვევი აგენტით განპირობებული დაავადება. მაგ., მუცლის
ტიფით დაავადებისას, შეიძლება განვითარდეს სხვა ბაქტერიებით
ან ვირუსებით გამოწვეული პნევმონია.
ინფექცია მთვლემარე dormant infection дремлющая инфекция
infectio cryptogena (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - გამომწვევი
აგენტის უსიმპტომო არსებობა ორგანიზმში. შესაძლებელია
შენარჩუნებულ იქნეს ლატენტური ინფიცირებიდან ანდა
გადატანილი ინფექციის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე. ამრიგად,
გ დ ტ ლ ფექც ე დეგ დ დ ლ ე გ დ
პათოგენური მიკრობები შესაძლებელია ორგანიზმში არსებობდნენ
თითქოსდა „მთვლემარე” მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში,
როდესაც „მთვლემარე” მიკრობები თავმოყრილნი არიან
გარკვეულ კერაში, საიდანაც მათ შეუძლიათ გავრცელდნენ და
გამოიწვიონ დაავადება, იყენებენ „ფოკალური” ინფექციის
ტერმინს.
ინფექცია მშობიარობისშემდგომი - იხ. ინფექცია პუერპერული.
ინფექცია მწვავე acute infection острая инфекция infectio acutus
(ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ქრონიკულისაგან
განსხვავებით, მიმდინარეობს შედარებით მოკლე დროის
განმავლობაში, ხოლო გამომწვევი აგენტი პაციენტის
გამოჯანმრთელებისთანავე სწრაფად ელიმინირდება. რიგ
შემთხვევებში ასეთი ტიპის ინფექციები გადადის ქრონიკულში.
ინფექცია ნაწლავური intestinal infection кишечная инфекция
infectio intestinum (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) -
ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევი აგენტი
ლოკალიზებულია უმთავრესად ნაწლავებში, ხოლო დასენიანება
ხდება ფეკალურ - ორალური მექანიზმის საშუალებით.
ნაწლავური ინფექციებია: დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა,
პოლიომიელიტი და სხვ.
ინფექცია ნელი (დუნე) slow infection медленная инфекция
infectio lentus (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - გამომწვევი
აგენტი შესაძლებელია დიდი ხნის მანძილზე (თვეობით, წლობით)
არსებობდეს ორგანიზმში უჯრედშიდა მდგომარეობაში,
ლატენტურად. გამომწვევი აგენტის ზოგიერთი ბიოლოგიური
თავისებურების გამო, ორგანიზმი მისგან ვერ თავისუფლდება,
ხოლო გამომწვევი, მისთვის ხელსაყრელ პირობებში იწყებს
შეუფერხებელ გამრავლებას. ნელი ინფექციები ხასიათდება
ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდით, დაავადების
თანდათანობითი პროგრესიით, მაკროორგანიზმის სუსტი
იმუნური პასუხით და მძიმე (ფატალური) საბოლოო შედეგით.
ასეთი ტიპის ინფექციებს იწვევენ პრიონები და ზოგიერთი
ვირუსი. ნელი ინფექციის ტიპური მაგალითია შეძენილი
იმუნოდეფიციტის სინდრომი.
ინფექცია ნოზოკომიური nosocomial infection нозокомильная
инфекция infectio nosocomialis (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ,
ლ ვწ ლ ვ ვ ე ე
nosocomialis საავადმყოფო) - 1. სტაციონარში მყოფი ავადმყოფის
ძირითადი დაავადების თანმხლები ინფექციური დაავადება ან
დაავადებები. 2. სამედიცინო პერსონალის ინფექციური
დაავადებები, რომლებიც მათ განუვითარდთ ინფექციური
ავადმყოფების მკურნალობის ან მოვლის პროცესში. სინ.:
ჰოსპიტალური, საავადმყოფოსშიდა ინფექცია.
ინფექცია პროდუქციული productive infection продуктивная
инфекция infectio productiva (ლათ. producens შემქმნელი,
მწარმოებელი, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ეხება
ვირუსული ინფექციის ერთ-ერთ ტიპს. ასეთი ინფექციის დროს
ადგილი აქვს ვირუსის გამრავლებას, რეპროდუქციას, რაც მოიცავს
რამდენიმე სტადიას: ადსორბციას, შეჭრას სამიზნეუჯრედში,
ნუკლეინის მჟავის გამოთავისუფლებას ვირუსის ცილოვანი
გარსებიდან („ვირუსის დეპროტეინიზაცია”), ეკლიფს-ფაზას,
ვირუსის კომპონენტების აწყობას პლაზმურ მემბრანაზეა და
უჯრედიდან გამოსვლას ან გამოკვირტვით, ან უჯრედის
დესტრუქციის შემდეგ.
ინფექცია პუერპერული puerperal infection пуерперальная
инфекция infectio puerperalis (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ,
puerpera მშობიარე) - შტრ. pyogenes-ით, ანაერობული
სტრეპტოკოკებით, კლოსტრიდიებით განპირობებული
მშობიარობის შემდგომი სეფსისი. კლინიკური მიმდინარეობა
მძიმეა.
ინფექცია საავადმყოფოსში და - იხ. ინფექცია ნოზოკომიური.
ინფექცია ტიპური typical infection типичная инфекция infectio
tipici (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, typos ნიმუში, ანაბეჭდი) -
გამომწვევი აგენტი იჭრება ორგანიზმში, მრავლდება იქ, იწვევს რა
ამ დაავადებისათვის დამახასიათებელ (ტიპურ) კლინიკურ
გამოვლინებებს.
ინფექცია უბიკვიტური ubiquitous infectione, убиквитарная
инфекция infectio ubique (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ubique
ყველგან მყოფი) - ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება
საყოველთაო გავრცე ლებით ადამიანებში და/ან ცხოველებში.
ინფექცია უსიმპტომო asymptomic infection, бессимптомная
инфекция infectio asymptomatis (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ,
asymptomica უსიმპტომო) - ინფექციური დაავადება, რომელიც
y უ ტ ფექც უ დ ვ დე ელ ც
უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთი ტიპის ინფექციებს
მიეკუთვნება მიკრობმტარებლობა (ბაქ ტერიამტარებლობა,
ვირუსმტარებლობა და სხვ.), ლატენტური, აბორტული,
მთვლემარე და სხვა ტიპის ინფექციები.
ინფექცია ფოკალური focal infection инфекция очаговая infectio
focalis (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, focus კერა) - ინფექციური
პროცესი ლოკალიზებულია ორგანიზმის რომელიმე კონკრეტულ
ორგანოში ან ქსოვილში. იხ. ინფექცია კეროვანი.
ინფექცია ქრონიკული chronic infection хроническая инфекция
infectio chronica (ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ.
chronikos დროსთან დაკავშირებული) - ხასიათდება ორგანიზმში
პათოგენური მიკროორგანიზმების ხანგრძლივი არსებობით
(პერსისტენციით) და ხანგრძლივი კლი ნიკური მიმდინარეობით.
ინფექცია ჰოსპიტალური - იხ. ინფექცია ნოზოკომიური.
ინფექციის კარიბჭე infectious gate инфекционные варота hilus
infectiales (ლათ. ინფეცტიო ვწამლავ, ვასენიანებ) - ადგილი,
საიდანაც ინფექციური აგენტი იჭრება მაკროორგანიზმში (მაგ.,
ზემო სასუნთქი გზები, წვრილი ნაწლავი და სხვ.).
ინფექციური ვირუსები - იხ. ვირუსები ინფექციური.
ინფექციური მონონუკლეოზი infectious mononucleosis
инфекционный мононуклеоз mononucleosis infectiosa (ლათ. infectio
ვწამლავ, ვასენიანებ, ბერძნ. monos ერთი, ლათ. nucleus ბირთვი,
ბერძნ. osis მდგომარეობა) - მწვავე ინფექციური დაავადებაა.
გამომწვევია ეპშტეინ-ბარის ვირუსი (იხ.). დაავადება
მიმდინარეობს ანგინით და ლიმფური კვანძების გადიდებით.
სისხლის სურათი ხშირად წააგავს ლეიკემიას. პროგნოზი
კეთილსაიმედოა. სინ.: პფეიფერის ავადმყოფობა.
ინფილტრატი infiltrate инфильтрат infiltratum (ლათ. in ში,
filtratio გაწურვა) - ორგანიზმის რომელიმე ქსოვილის გაზრდილი
მოცულობა და გამკვრივება ანთებითი პროდუქტებით,
სიმსივნური უჯრედებით და ა.შ. გაჟღენთვის შედეგად.
ინფილტრაცია infiltration инфильтрация infiltratio (ლათ. in ში,
filtratio გაწურვა) - ქსოვილის ადგილობრივი გამკვრივება და
მოცულობის მომატება ანთებითი პროდუქტებით,
იმუნოკომპეტენტური უჯრედებით, სიმსივნური უჯრედებით ან
ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთვის გამო.
ქ უ ვ ე ე ე გ ჟღე ვ გ
ინფოჰოლიზმი infoholism инфоголизм infoholismus (ლათ. in folio
ფურცელი) - ინფორმაციის მიღების ზედმეტი, მოჭარბებული
სურვილი, რაც ხშირ შემთხვევაში მანიაში გადადის. ნევრასთენიის
ერთ-ერთი სახეა. ხშირად ემართებათ კომპიუტერზე მომუშავეებს.
ინფუზორიები infusoria инфузории nfusoria - უმარტივესების
ტიპის ერთ-ერთი კლასია. გააჩნიათ წამწამები, პოლიპლოიდური
მაკრონუკლეუსი და დიპლოიდური მიკრონუკლეუსი.
მრავლდებიან კონიუგაციის საშუალებით. ინფუზორიების
ზოგიერთი წარმომადგენელი პარაზიტია. მაგ., ბალანტიდიუმი
(იხ.) ადამიანში იწვევს ნაწლავების ვრცელი უბნების ღრმა
დაწყლულებას.
ინცესტი incest инцест incestus (ლათ. incestus ბილწი) -
ახლონათესაური სქესობრივი კავშირი (ადამიანებში).
ინციზია incision инцизия incisio (ლათ. incisio გაკვეთა, ჩაჭრა) -
ქსოვილების ხელოვნურად განცალკევება ბასრი იარაღით.
ქირურგიული ოპერაციის დაწყებითი ეტაპია.
ინცისტირება incisted инцистированние incistales (ლათ. in ში,
cystis ბუშტი) - უმარტივესების ვეგეტაციური ფორმების გარდაქმნა
ცისტებად, რაც უზრუნველყოფს ინდივიდის გადარჩენას გარემოს
არახელსაყრელ პირობებში. ცისტების წარმოქმნის უნარი გააჩნიათ
ამებებს, ბალანტიდიუმებს, ლამბლიებს და ა.შ.
ინჰალაცია inhalation ингаляция inhalatio (ლათ. inhalo
შევისუნთქავ) - ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა სამკურნალო
ნივთიერებათა ორთქლის შესუნთქვით.
ინჰიბირება inhibition ингибиция inhibitio (ლათ. inhibito
შემაჩერებელი, დამთრგუნველი) - ქიმიური რეაქციის ან
ფიზიოლოგიური მოქმედების შეჩერება რაიმე ნივთიერების
საშუალებით.
ინჰუმაცია inhumation ингумация inhumatio (ლათ. inhumatio) -
დაკრძალვა, დამარხვა.
იოდიზმი iodism йодизм jodismus (ბერძნ. ioeides იისფერი) -
ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია იოდის
ხანგრძლივი მიღებით. გამოიხატება გაძლიერებული ნერწყვის
დენით, სურდოთი, გამონაყარით და სხვ.
იონიზაცია ionisation ионизация ionisatio (ბერძნ. ion იონი) -
სამკურნალო ნივთიერების შეყვანა სხეულში იონების
კუ ლ ვ ე ე ეყვ ეულ ე
საშუალებით, რომლებიც ამ ნივთიერებაში წარმოიქმნენ
ელექტროდენის გავლის შედეგად.
იონოთერაპია ionotherapy ионотерапия ionotherapia (ბერძნ. ion
იონი, therapeia მკურნალობა) - ორგანიზმში სამკურნალო
ნივთიერებათა შეყვანა გალვანური დენის საშუალებით.
იოჰიმბინი yohimbine иохимбин yohimbinum - ალკალოიდი,
რომელიც ორგანიზმზე ახდენს სიმპათოლიზურ მოქმედებას:
იწვევს თირკმლების, კუჭ-ნაწლავის, სასქესო ორგანოების
სისხლძარღვების დილატაციას, ხელს უწყობს არტერიული წნევის
დაქვეითებას, აგრეთვე ამცირებს აგზნებას და დისკომფორტის
გრძნობას. გამოიყენება ზოგიერთი ფიზიკური და ფსიქოგენური
დარღვევების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული პრეპარატი
ასტიმულირებს მამაკაცურ პოტენციას და გამოიყენება
იმპოტენციის სამკურნალოდ.
იპოქონდრია - იხ. ჰიპოქონდრია.
ირადიაცია irradiation иррадиация irradiatio (ლათ. irradio შუქს
გამოვცემ, გამოვასხივებ) - 1. ტკივილის შეგრძნების გავრცელება
დაზიანებული უბნიდან მისგან დაშორებულ ნაწილში. 2. აგზნების
და შეკავების პროცესის გავრცელება ცენტრალურ ნერვულ
სისტემაში. 3. სხივური ენერგიისა და რადიოაქტიურ
ნივთიერებათა ზემოქმედება ორგანიზმზე.
ირიგაცია irrigation ирригация irrigatio (ლათ. irrigatio) -
ჭრილობის, ანთებითი ადგილის და ა.შ. დამუშავება რაიმე
სითხით.
ირიდექტომია iridectomy иридоэктомия iridectomia (ბერძნ. iris
ფერადი გარსი, ektome ამოკვეთა, ამოჭრა) - ქირურგიული
ოპერაცია თვალზე, რაც მდგომარეობს ფერადი გარსის ნაწილის
ამოკვეთაში.
ირიდოდონეზისი iridodonesis иридодонез iridodonesis (ბერძნ. iris
ფერადი გარსი, doneo კანკალებ) - თვალის გუგის რითმული
შევიწროება და გაფართოება.
ირიდოპლეგია iridoplegy иридоплегия iridoplegia (ბერძნ. iris
ფერადი გარსი, plege დარტყმა) - ფერადი გარსის კუნთის დამბლა.
გუგის უმოძრაობა.
ირიდოქორიოიდიტი iridochorioiditis иридохориондит
iridochorioiditis (ბერძნ. iris ფერადი გარსი, chorioidea თვალის
ე ფე დ გ ვ ლ
სისხლძარღვოვანი გარსი, itis ანთება) - თვალის ფერადი გარსის და
სისხლძარღვოვანი გარსის ანთება.
ირიდოციკლიტი iridocyclitis иридоциклит iridocyclitis (ბერძნ. iris
ფერადი გარსი, kyklos რკალი, itis ანთება) - ფერადი გარსის და
წამწამოვანი (ცილიარული) სხეულის ანთება.
ირისი iris ирис iris (ლათ. iris) - თვალის ფერადი გარსი.
ირიტაცია irritation ирритация irritatio (ლათ. irritatio
გაღიზიანება) - ბიოლოგიური სისტემების გაღიზიანება ან მათზე
ყოველგვარი ზემოქმედება, რაც ცვლის მათ საწყის მდგომარეობას.
ირიტაციული თეორია irritation theory ирритационная irritatio
theoria (ლათ. irritatio გაღიზიანება) - რ.ვირხოვი სიმსივნის
გენეზში ხაზს უსვამდა განმეორებადი, ხანგრძლივი მექანიკური
და ქიმიური ბუნების დაზიანებების მნიშვნელობას.
ირიტი iritis ирит iritis (ბერძნ. iris ფერადი გარსი, itis ანთება) -
თვალის ფერადი გარსის ანთება.
იუვენილური juvenile .ювенилный juvenilis (ლათ. juvenilis
ახალგაზრდული, ჭაბუკური) - რაც ეხება ახალგაზრდულ ასაკს.
პიროვნება, რომელსაც ჯერ არ მიუღწევია სქესობრივი
სიმწიფისათვის.
იქთიოზი ichthyosis ихтиоз ichthyosis (ბერძნ. ichtys თევზი, osis
მდგომარეობა) - თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც კანი
დაფარულია ხორკლიანი ქერცლით.
იქორი ichor ихор ichorus (ბერძნ. ichor ჩირქი) - ჭრილობებიდან
და წყლულებიდან გამოყოფილი ჩირქოვანი სითხე.
იქტერუსი icterus иктерус icterus (ბერძნ. ikteros სიყვითლე) -
კანის და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვა სისხლის
პლაზმაში ნაღვლის პიგმენტის - ბილირუბინის სიჭარბის გამო.
იშემია ischemia ишемия ischaemia (ბერძნ. isho შევაკავებ, haima
სისხლი) - სხეულის გარკვეული უბნის, ორგანოს ან ქსოვილის
ლოკალური (ადგილობრივი) სისხლნაკლებობა არტერიული
სისხლის მიწოდების შემცირების ან შეწყვეტის გამო. იშემიის
მიზეზი შეიძლება იყოს თრომბოზი, ემბოლია, ენდარტერიიტი და
სხვ.
იშიალგია sciatica ишиалгия ischialgia (ბერძნ. ishias საჯდომი,
ბარძაყი, algos ტკივილი) - წელის ტკივილი, რო მელიც ვრცელდება
ბარძაყის უკანა მხარეს, წვივსა და ტერფზე. ჩვეულებრივ,
ყ უკ ე წვ ვ დ ტე ფ ე ვეულე ვ
იშიალგიის მიზეზია მალთა- შორისი დისკოს დეგენერაციული
ცვლილებები.
იშიასი ischiasis ишиас ischiasis (ბერძნ. ishias საჯდომი, ბარძაყი) -
საჯდომი ნერვის ნევრალგია (იხ.) ან ნევრიტი (იხ.). ახასიათებს
შეტევითი, ხან კი მუდმივი ხასიათის ტკივილი საჯდომი ნერვის
გასწვრივ.
იშურია ischuria ишурия ischuria (ბერძნ. isho შეკავება, uron
შარდი) - შარდის შეკავება.
სამედიცინო ლექსიკონი


კადავერული სისხლი cadaveral blood кадаверальная кровь haema
(sanguis) cadaverosus (ლათ. cado, cadere კვდომა, დაცემა) -
გარდაცვლილი ადამიანის სისხლი, რომელსაც ზოგჯერ
იყენებდნენ (და იყენებენ) ტრანსფუზიოლოგიაში. იხ. სისხლი
კადავერული.
კადმიუმი cadmium кадмий cadmium - ვერცხლისფერი მეტალი.
შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების სერიოზული დაზიანება, იმ
შემთხვევაში, თუკი ადამიანი შეისუნთქავს გამდნარი მეტალის
ორთქლს. მისი ხანგრძლივი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
იწვევს თირკმლების დაზიანებას. დადგენილია კადმიუმის
კანცეროგენური მოქმედება ექსპერიმენტში, ამ დენად სახიფათოა
ადამიანისთვისაც.
კავერნა cavern каверна caverna (ლათ. caverna მღვიმე) - ღრუ,
რომელიც წარმოიქმნება რომელიმე ორგანოში ქსოვილების
დაშლის შედეგად (მაგ., ფილტვის კავერნა ტუბერკულოზის
შემთხვევაში).
კავერნიტი cavernitis кавернит cavernitis (ლათ. caverna მღვიმე,
ბერძნ. itis ანთება) - პენისის ან კლიტორის კავერნოზული
(მღვიმოვანი) სხეულების ანთება.
კავერნოტომია cavernotomy кавернотомия cavernotomia (ლათ.
caverna მღვიმე, ბერძნ. tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - კავერნაზე
წარმოებული ქირურგიული ოპერაცია.
კავიტაცია cavitation кавитация cavitatio (ინგლ. cavity ღრუ) -
ღრუს წარმოქმნა (მაგ., ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევაში).
კაზეოზი caseation казеоз caseatio (ინგლ. caseous ხაჭოსებრი) -
დაზიანებული ქსოვილის ნეკროზი (მაგ., ტუბერკულოზის
შემთხვევაში), როდესაც იგი ემსგავსება ხაჭოს (ყველის)
გამომშრალ მასას. ასეთი მასა (კაზეოზური) ლოკალიზებულია
სპეციფიკური გრანულომის ცენტრში და გარშემორტყმულია ე.წ.
ლანგჰანსის უჯრედებით, რაც დიდ როლს ასრულებს დაავადების
დიაგნოსტიკაში.
კაზუისტიკა casuistic казуистика casuistica (ლათ. casus შემთხვევა)
- დაავადების, რაიმე მოვლენის განსაკუთრებული, უნიკალური
შემთხვევა.
კაზუსი casus казус casus (ლათ. casus) - უჩვეულო შემთხვევა,
ცალკეული ფაქტი.
კათეტერიზაცია catheterization катетеризация catheterisatio
(ბერძნ. katheter ზონდი) - სამედიცინო ღონისძიება, რომლითაც
სპეციალური სამედიცინო ინსტრუმენტით ატარებენ სხვადასხვა
სამკურნალო მანიპულაციებს (გამორეცხვა, სითხის გამოშვება და
სხვ.).
კაკოსმია cacosmy какосмия cacosmia (ბერძნ. kakos ცუდი, osme
სუნი) - ყნოსვის გაუკუღმართება.
კალა-აზარი kala-azar кала-азар cala-azar (ინდ. kala-azar „შავი
ავადმყოფობა“) - იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი Leishmania
დონოვანი. დაავადება ენდემურია ტროპიკული ქვეყნებისათვის.
ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებით, რასაც თან
ახლავს კანის გამუქება. სინ.: ვისცერული ლეიშმანიოზი.
კალენდულა (Calendula offi cinalis) - იხ. გულყვითელა.
კალიუმის პერმანგანატი potassium permanganate перманганат
калия potassium permanganatum - კალიუმის მარილი, რომელიც
გამოიყენება ჭრილობების დეზინფექციისა და
გასუფთავებისათვის, აგრეთვე როგორც კანის ანტისეფტიკი.
აღიზიანებს ლორწოვან გარსებს, შხამიანია ორგანიზმში
მოხვედრისას.
კალიფორნიის ენცეფალიტი California encephalitis
калифорнийкий энцефалит encephalitis California (ბერძნ. enkephalos
თავის ტვინი, itis ანთება) - დამახასიათებელია ცხელებები და
ენცეფალიტები. გამომწვევი მიეკუთვნება ბუნიავირუსების
ოჯახის, ბუნიავირუსის გვარს. გამოყოფილია კალიფორნიაში 1943
წელს ჩ. ტარსალის-ის სახეობის კოღოებიდან. ვირუსის
რეზერვუარია კოღოები და მღრღნელები.
კალიცივირუსები caliciviruses калицивирусы calicivirus (ლათ.
calix ფიალა, virus შხამი) - კალიცივირუსების ოჯახის
წარმომადგენლებს არა აქვთ გარეთა მემბრანა, გააჩნიათ
იკოსაედრული კაფსიდი, მის ზედაპირზე კი 32 ფიალისმაგვარი
ჩაღრმავება. ადამიანისათვის პათოგენურია ნორფოლკის ვირუსი,
რომელიც გამოყოფილ იქნა მწვავე გასტროენტერიტით
დაავადებული ბავშვების ფეკალიებიდან. აღნიშნული ოჯახის
შემადგენლობაში შედის E ჰეპატიტის ვირუსი.
კალკარიურია calcarouria калькариурия calcariuria (ლათ. calcaria
კირი, ბერძნ. uron შარდი) - შარდში კალციუმის მარილების დიდი
რაოდენობით არსებობა.
კალკულოზი calculosis калькулез calculosis (ლათ. calculus კენჭი) -
კენჭების წარმოქმნა ორგანიზმში. სინ.: ლითიაზი.
კალმეტის და გერენის ბაცილა Calmett-Geren's bacillus (BCG)
бацилла Кальмета и Герена bacille bilie Calmette-Gueren (BCG) -
იგივე BСG (ფრანგული სახელწოდების პირველი ასოები: B -
bacille, С - ა. კალმეტი, G - კ. გერენი) - პრეპარატს სახელი დაერქვა
აღნიშნული ფრანგი ექიმების საპატივცემულოდ. ბცჟ ქმნის
იმუნიტეტს ტუბერკულოზის ინფექციის მიმართ.
კალციკოზი calcicosis кальцикоз calcicosis (ლათ. calx კირი, ბერძნ.
osis მდგომარეობა) - პნევმოკონიოზის სახესხვაობა. ხშირად
ემართებათ მარმარილოზე მომუშავეებს.
კალცინოზი calcinosis кальциноз calcinosis (ლათ. calx კირი,
ბერძნ. osis მდგომარეობა) - კალციუმის მარილების ანომალური
დაგროვება ქსოვილებში (უფრო ხშირად, კანქვეშა ცხიმოვან
შრეში).
კალციფიკაცია calcification кальцификация calcificatio (ლათ.
calcium კალციუმი, facio ვაკეთებ, ვქმნი) - ქსოვილებში კალციუმის
მარილების დაგროვება. ძვლების წარმოქმნის (ოსტეოგენეზის,
ოსიფიკაციის) ნორმალური პროცესის ნაწილია.
კამა dill укроп Anethum gaveolens L. - ერთწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს,
ფლავონოიდებს, კემპფეროლს, იზორამნეტინს. აქვეითებს
არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს
გულის მუშაობას, მადას, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.
იყენებენ ქრონიკული კორონარული უკმარისობის,
ჰიპერტონიული პათოლოგიის შემთხვევებში, როგორც შარდმდენ
საშუალებას და სხვ.
კამპილობაქტერიოზი campylobacteriosis кампилобактериоз
campilobacteriosis (ბერძნ. campylos მოღუნული, bakterion ჩხირი,
ლათ. osis მდგომარეობა) - ინფექციური დაავადებაა, რომელიც
ხასიათდება მწვავე დასასით, ცხელებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
დე წვ ვე დ ც ელე კუჭ წლ ვ ტ ქტ
დაზიანებით. ძირითადად მიმდინარეობს ენტერიტის და
ენტეროკოლიტების სახით. ჩვეულებრივად, ადგილი აქვს
ზომიერად გამოხატულ ინტოქსიკაციას და დიარეას, ტკივილებს
მუცლის ქვედა ნაწილში. დაავადების გამომწვევია გრამ-
უარყოფითი ბაქტერიები: Campylobacter jejuni, C.coli, C.lari. მათი
ტოქსიკურობა დაკავშირებულია ენტეროტოქსინების
სეკრეციასთან. ე.წ. „მოგზაურთა დიარეის“ ერთ-ერთი ძირითადი
ეტიოლოგიური ფაქტორია.
კანაფი hemp конопля Cannabis sativa - ერთწლიანი მცენარეა,
რომლისგანაც მზადდება მსუბუქი ნარკოტიკები (ჰაშიში და
მარიხუანა). „იადიგარ დაუდიში“ კანაფის შესახებ ვკითხულობთ:
„...კაცსა გაამხიარულებს, ბევრს აცინებს“.
კანგრის კიბო cangry cancer рак кангри cangry cancer -
ჰიმალაებში გასათბობად გამოყენებული ცხელი ნახშირით სავსე
ქოთნით (კანგრით) ინდუცირებული მუცლის კანის დამწვრობა.
ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლავს კანის კიბოს განვითარება.
კანდიდამიკოზი candidiasis кандидамикоз candidiasis (ლათ.
candidus თეთრი, ბერძნ. მყკეს სოკო, ოსის მდგომარეობა) -
დაავადება, რომელსაც იწვევს საფუარის მსგავსი სოკო ჩანდიდა
ალბიცანს. დამახასიათებელია კანის, ფრჩხილების, ლორწოვანი
გარსების, შინაგანი ორგანოების დაზიანება და მოთეთრო-
რძისფერი ნადების წარმოქმნა. იგივე კანდიდოზი.
კანი skin кожа cutis - სხეულის გარეთა საფარველია. ადამიანის
კანი შედგება გარეთა მრავალშრიანი ეპითელიუმის
(ეპიდერმისის), დერმისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრისაგან. გააჩნია
დამცველობითი, გამომყოფი, სეკრეტორული, მგრძნობელობითი
და თერმორეგულატორული ფუნქციები. შესაძლებელია გააჩნდეს
იმუნოლოგიური თვისებებიც.
კანიბალიზმი cannibalism каннибализм cannibalismus (ესპ. canibal)
- ქართულად: კაციჭამიობა. ისტორიულად დაკავშირებული იყო
ხორცის უკმარისობასთან. სინ.: ანთროპოფაგია.
კანკროიდი cancroid канкроид cancroidum (ლათ. cancer კიბო,
ბერძნ. eidos სახე) - კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო. სიმსივნის
ქსოვილი შედგება ჯირკვლოვანი ქსოვილებისა და მრავალშრიანი,
ბრტყელი ეპითელიუმისაგან. ახასიათებს ნელი ზრდა და
ინვაზიურობა (იხ. ინვაზია. 3.).
ვ უ ვ
კანულა cannula канюля cannula - მინის, კაუჩუკის ან
ლითონისაგან დამზადებული სხვადასხვა ფორმის მილი. იყენებენ
ღრუ ორგანოებში სამკურნალო ნივთიერებების შესაყვანად,
სისხლძარღვებიდან სისხლის გამოსაშვებად და ჯირკვლებიდან
სეკრეტის მისაღებად.
კანცეროგენეზი carcinogenesis канцерогенез carcinogenesis (ლათ.
cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა) - სიმსივნის განვითარების
პროცესი, რომელიც 3 სტადიას მოიცავს: ინიციაციას (წარმოიქმნება
პრეკანცეროზული, იმორტალიზებული უჯრედი), პრომოციას
(წარმოიქმნება ჭეშმარიტი სიმსივნური უჯრედი) და პროგრესიას
(სიმსივნური პროცესი განვითარებას, ინტენსიფიკაციას
განიცდის).
კანცეროგენეზის ვირუსულ-გენეტიკური თეორია (ლათ. cancer
კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა) - იხ. ვირუსულგენეტიკური
თეორია.
კანცეროგენეზის ვირუსული თეორია viral theory of
carcinogenesis вирусная теория канцерогенеза virus theoria
carcinogenetica (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა) -
ვირუსული კანცეროგენეზი (იხ.). ზოგიერთი დნმ- და რნმ-
გენომიანი ვირუსის მიერ გამოწვეული სიმსივნური პროცესი.
კანცეროგენეზის იმუნოლოგიური თეორია - იხ.
იმუნოლოგიური ზედამხედველობის თეორია.
კანცეროგენეზის ირიტაციული თეორია - იხ. ირიტაციული
თეორია.
კანცეროგენეზის კარიოგამული თეორია - იხ. კარიოგამული
თეორია.
კანცეროგენეზის მუტაციური თეორია mutation theory of
carcinogenesis мутационная теория канцерогенеза theoria mutatio
carcinogenetica (ლათ. cancer კიბო, mutatio ცვლილება, ბერძნ.
genesis წარმოშობა) - თ. ბოვერის აზრით, სიმსივნური მუტაცია
წარმოადგენს ქრომატინის ანომალურ მდგომარეობას, რაც
განპირობებულია, მაგ., მიტოზის ატიპური მიმდინარეობით. ამ
თეორიის თანახმად, ყველა მუტაგენს უნდა ახასიათებდეს
კანცეროგენური თვისებები, რაც სინამდვილეში არ დადასტურდა.
კანცეროგენეზის პოლიეტიოლოგიური თეორია polyetiological
theory of carcinogenesis полиэтиологическая теория канцерогенеза
y g
theoria polyetiologia carcinogenetica - ამ თეორიის თანახმად
სიმსივნურ პროცესს იწვევენ სხვადასხვა ბუნების აგენტები და
ფაქტორები (დასხივებები, ქიმიური ნივთიერებები, მიკრობები,
ტოქსინები და სხვ.). თეორია განიხილავს კანცეროგენეზის
მხოლოდ ეტიოლოგიის საკითხებს, ამავე დროს არ ეხება
სიმსივნური უჯრედის პათოგენეზს, მის არსს.
კანცეროგენეზის რისკ-ფაქტორები risk-factors of carcinogenesis
риск-факторы канцерогенеза risk-factori carcinogenetica (ლათ.
cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა) - ფაქტორები, რომლებიც
სიმსივნის განვითარებისათვის საშიშროებას წარმოადგენენ (მაგ.,
თამბაქო, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა, ნახშირწყალი და სხვ.).
კანცეროგენეზი დე ნოვო carcinogenesis de novo канцерогенез де
ново carcinogenesis de novo (ლათ. cancer კიბო, ბერძნ. genesis
წარმოშობა, ლათ. de novo ახალი) - კიბოს ახალი (ახლად
დაფიქსირებული) შემთხვევები.
კანცეროფობია carcinophobia канцерофобия carcinophobia (ლათ.
cancer კიბო, ბერძნ. genesis წარმოშობა, phobos შიში) - კიბოთი
დაავადების პათოლოგიური, ავადმყოფური შიში.
კაპილარექტაზია capillarectasia капилляарэктазия capillarectasia
(ლათ. capillaris ბეწვისებრი მილი, ბერძნ. ektasis გაფართოება) -
კაპილარების გაფართოება.
კაპილარი capillary капилляр vasa capillaria (ლათ. capillaris
ბეწვისებრი მილი) - უწვრილესი (5-20 მკმ დიამეტრის)
სისხლძარღვები, რომლებიც ქმნიან სისხლძარღვოვან ბადეს
ქსოვილების უმეტესობაში. სისხლი კაპილარებში მოედინება
არტერიოლებიდან და ჩაედინება ვენულებში. კაპილარების
კედელი შედგება ენდოთელური უჯრედების მხოლოდ ერთი
შრისაგან, რაც აადვილებს ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, წყლის,
მარილების და სხვა ნივთიერებების მიმოცვლას სისხლსა და
ქსოვილებს შორის.
კაპილაროტოქსიკოზი capillarotoxicosis капилляротоксикоз
capillarotoxicosis (ლათ. capillaris ბეწვისებრი მილი, ბერძნ. toxikon
შხამი, osis მდგომარეობა) - კაპილარების დაზიანება ტოქსინებით,
რაც რიგ შემთხვევებში იწვევს მათი განვლადობის გაზრდას და
ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას.
კაპიტალური capital капитальный capitalis (ლათ. capitalis თავი) -
1. თავის ან თავთან მდებარე სხეულის რომელიმე ნაწილი. 2.
საფუძვლიანი, ძირითადი, მთავარი.
კაპოშის სარკომა Kaposhi's sarcoma саркома Капоши Kaposhi
sarcoma - პირველად აღწერა უნგრელმა მეცნიერმა,
დერმატოლოგმა მ. კონმა ქალაქ კაპოშვარიდან. მ. კონი ცნობილია
როგორც მ. კაპოში. ეს სარკომა ყველა სიმსივნის მხოლოდ 0,02%-ს
შეადგენს, შიდს-თან დაკავშირებით კი მისმა სიხშირემ
საგრძნობლად (4%- მდე) მოიმატა. ამ სიმსივნის დროს ზიანდება
კანი და კანქვეშა შრეები, აგრეთვე პრაქტიკულად ყველა შინაგანი
ორგანო. სიმსივნის უჯრედულ სუბსტრატს წარმოადგენს
თითისტარისებრი უჯრედები, რომლებიც ხშირად ამჟღავნებენ
ფაგოციტურ თვისებებს.
კარანტინი quarantine карантин quarantaine (იტალ. quarantena
(quaranta giorni) ორმოცი დღე) - 1. ინფექციურ ავადმყოფთა და
მათთან კონტაქტში მყოფ პირთა დროებითი იზოლაცია. 2.
სანიტარული პუნქტი, სადაც სინჯავენ ეპიდემიის კერიდან
ჩამოსულ პირებს, საქონელს და სხვ.
კარბუნკული carbuncle карбункул carbunculus (ლათ. carbo
ნახშირი) - ქართულად: ძირდიდა. რამდენიმე ფურუნკულის
შეერთების შედეგი. ინფექცია ჩვეულებრივ ვითარდება
ორგანიზმში Staphylococcus aureus-ის მოხვედრის შემთხვევაში.
ავადმყოფს უნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ზოგჯერ აუცილებელი
ხდება ქირურგიული ჩარევა.
კარდია cardia кардия cardium (ბერძნ. kardia გული) - 1. გული. 2.
კუჭის კარდიალურ ნაწილში არსებული ხვრელი, რომელიც
უერთდება საყლაპავ მილს.
კარდინალური cardinal кардинальный cardinalis (ლათ. cardinalis
მთავარი გარემოება) - ძირითადი, მთავარი, არსებითი.
კარდიოგრამა cardiogram кардиограмма cardiogramma (ბერძნ.
kardia გული, gramma ჩაწერა) - მრუდი, რომელიც ასახავს გულის
ფუნქციის რომელიმე მაჩვენებელს.
კარდიოგრაფია cardiography кардиография cardiographia (ბერძნ.
kardia გული, grapho წერა, გამოსახვა) - გულის შეკუმშვების ჩაწერა.
გულის კუმშვადი ფუნქციის რეგისტრაციის მეთოდია.
კარდიოლოგია cardiology кардиология cardiologia (ბერძნ. kardia
გული, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც
შეისწავლის გულისა და გულსისხლძარღვთა სისტემის
დაავადებებს.
კარდიომეგალია cardiomegaly кардиомегалия cardiomegalia
(ბერძნ. kardia გული, megas დიდი) - გულის მოცულობის
გადიდება.
კარდიომიოპათია cardiomyopathy кардиомиопатия
cardiomyopathia (ბერძნ. kardia გული, mys კუნთი, pathos ტანჯვა) -
გულის კუნთის არაანთებითი, უცნობი ეტიოლოგიის დაავადება,
რასაც თან ახლავს გულის ზომების გადიდება.
კარდიომიოციტები cardiomyocytes кардиомиоциты
cardiomyocellulae (ბერძნ. kardia გული, myos კუნთი, kytos უჯრედი)
- გულის კუნთის უჯრედები.
კარდიომონიტორი cardiomonitor кардиомонитор
cardiomonitorum (ბერძნ. kardia გული, ლათ. monitor
დამკვირვებელი, გამაფრთხილებელი) - ხელსაწყოების და
აპარატურის კომპლექსი, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ,
უწყვეტ დაკვირვებას ავადმყოფის გულის მოქმედებაზე,
სიგნალიზაციას გულის რითმის დარღვევებზე, აგრეთვე გულის
ელექტრონული სტიმულაციის შესაძლებლობას.
კარდიოპათია cardiopathy кардиопатия cardiopathia (ბერძნ. kardia
გული, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - გულის დაავადებების
საერთო სახელწოდება.
კარდიოპლეგია cardioplegia кардиоплегия cardioplegia (ბერძნ.
kardia გული, plege დარტყმა, დაზიანება) - ხელოვნურად
გამოწვეული გულის მუშაობის გაჩერება ანდა გულის შეკუმშვების
სიხშირის მკვეთრი შემცირება. იყენებენ გულზე ოპერაციის
ჩატარებისას.
კარდიორექსისი cardiorrhexis кардиорексис cardiorrhexis (ბერძნ.
kardia გული, rhexis გაგლეჯა) - გულის გაგლეჯა, გახეთქვა (ruptura
cordis).
კარდიოსკლეროზი cardiosclerosis кардиосклероз cardiosclerosis
(ბერძნ. kardia გული, skleros მაგარი, osis მდგომარეობა) - გულის
კუნთში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად
განვითარებული სკლეროზი (იხ.).
გ ვ ე ულ კლე
კარდიოცენტეზი cardiocentesis кардиоцентез cardiocentesis
(ბერძნ. kardia გული, kentesis ჩხვლეტა) - გულის გაჩხვლეტა,
პუნქცია.
კარიესი caries кариес caries (ლათ. caries ლპობა) - ქართულად:
ძვლისმჭამელა. ძვლის ან კბილის მკვრივ ქსოვილში მიმდინარე
ანთებითი პროცესი, რასაც თან სდევს ღრუს წარმოქმნა და ლპობა.
კარიესის განვითარების ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზია 3
ფაქტორის ერთობლიობა: კარიესოგენური საკვები
(ნახშირწყლების მაღალი შემცველობით), ორგანიზმის
მიდრეკილება და პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმები
(შტრეპტოცოცცუს მუტანს და შტრ. სანგუის). კარიესული ღრუს
გაფართოებასთან ერთად, პროცესში თანდათანობით ერთვება
პირის ღრუს მიკროფლორის თითქმის ყველა წარმომადგენელი
(მკაცრი ანაერობები, ენტეროკოკები, ლაქტობაქტერიები).
კარიოგამია karyogamy кариогамия caryogamia (ბერძნ. karyon
ბირთვი, gamos ქორწინება) - გამეტების ან სომატური უჯრედების
ბირთვების შერწყმა, რაც ხდება მექანიკურად ან სინქრონული
მიტოზის მეშვეობით.
კარიოგამული თეორია karyogamic theory кариогамная теория
theoria caryogamia (ბერძნ. karyon ბირთვი, gamos ქორწინება) -
ფრანგი მეცნიერის ლ. ჰალიონის (1907) მიერ სიმსივნური
უჯრედის წარმოქმნის იდეა, რაც მდგომარეობს ორი სომატური
უჯრედის შერწყმის შედეგად სიმსივნური სინკარიონის
ფორმირებაში.
კარიოკინეზი karyokinesis кариокинез caryokinesis (ბერძნ. karyon
ბირთვი, kinesis მოძრაობა) - უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა.
სინონიმი: მიტოზი.
კარიოლემა karyolemma кариолемма caryolemma (ბერძნ. karyon
ბირთვი, lemma გარსი) - გარსი, რომელიც უჯრედის ბირთვს
გამოყოფს მისი გარემომცველი ციტოპლაზმისაგან. კარიოლემაში
ლოკალიზებულია ფორები, რომლებიც უზრუნველყოფენ
ნუკლეინის მჟავების, ცილოვანი მოლეკულებისა და რიბოსომების
ტრანსპორტს. სინ.: კარიოთეკა.
კარიოლიზი karyolysis кариолиз caryolysis (ბერძნ. karyon
ბირთვი, lysis დაშლა) - ბირთვის დეგენერაციული ცვლილებები,
რაც გამოიხატება მის დაშლაში.
ცგ ტე დ ლ
კარიოლოგია karyology кариология caryologia (ბერძნ. karyon
ბირთვი, logos მოძღვრება) - სწავლება უჯრედის ბირთვის შესახებ.
კარიომეგალია karyomegaly кариомегалия caryomegalia (ბერძნ.
karyon ბირთვი, megas დიდი) - სხვადასხვა პათოლოგიების
შემთხვევაში დიდი ზომის ბირთვების განვითარება.
კარიონის დაავადება - 1. ბარტონელოზი. 2. ავადმყოფობა
კარიონის (იხ.).
კარიოპიკნოზი karyopyknosis кариопикноз caryopycnosis (ბერძნ.
karyon ბირთვი, piknosis გამკვრივება) - უჯრედული დეგენერაციის
ერთ-ერთი ფორმა. იგი გამოიხატება ბირთვის ზომების
შემცირებით, მისი გამკვრივებით, შეჭმუხნით, ქრომატინის მცირე
ფრაგმენტებად დაშლით, რომლებიც შემდგომში განიწოვება.
კარიოპლაზმა karyoplasm кариоплазма caryoplasma (ბერძნ. karyon
ბირთვი, plasma წარმოქმნილი) - იგივე ნუკლეოპლაზმა. უჯრედის
ბირთვში არსებული სითხე, წვენი.
კარიორექსისი karyorrhexis кариорексис caryorrhexis (ბერძნ.
karyon ბირთვი, rhexix გაგლეჯა) - უჯრედის ბირთვის
ფრაგმენტაციის, დაშლის პროცესი. ქრომატინი იყოფა
ინტენსიურად შეღებილ ნაწილებად, რომლებიც ციტოპლაზმაში
მოხვედრისას განიწოვება.
კარიოტიპი karyotype кариотип caryotypos (ბერძნ. karyon
ბირთვი, typos ანაბეჭდი) - უჯრედების ქრომოსომებისათვის
დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ერთობლიობა, მათი
დიპლოიდური ნაკრები (კომპლექტი). კარიოტიპი ყოველი
ორგანიზმისათვის სტაბილურია.
კარტირება mapping картирование chartae (ლათ. charta ქაღალდი)
- ქრომოსომებში გენების ლოკალიზაციის თანმიმდევრობის,
აგრეთვე მათ შორის მანძილის განსაზღვრა შეჭიდულობის
ჯგუფის მორგანიდებში.
კარცინოიდი carcinoid карциноид tumor carcinoides (ბერძნ.
karkinos კიბო, eidos სახე) - სიმსივნე, რომელიც თავისი
აგებულებით ემსგავსება კიბოს, მაგრამ მისგან განსხვავდება
უჯრედების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებებით, კლინიკური
გამოვლინებითა და განვითარებით. ხშირია აპენდიქსში, უფრო
იშვიათად კი ვლინდება კუჭში, წვრილ ნაწლავში ან ბრონქებში.
სინ.: არგენტაფინომა, ენტეროქრომაფინომა.
გე ტ ფ ე ტე ქ ფ
კარცინომა carcinoma карцинома carcinoma (ბერძნ. karkinos კიბო,
oma სიმსივნე) - ეპითელური ქსოვილისაგან განვითარებული
ავთვისებიანი სიმსივნე.
კარცინომა ბაზალურუჯრედოვანი - იხ. ბაზალიომა.
კარცინომა ბრონქული bronchial carcinoma бронхяльная
карцинома carcinoma bronchialis (ბერძნ. karkinos კიბო, oma
სიმსივნე, bronchos ბრონქი) - ბრონქების კიბო, თამბაქოს
მწევლების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.
კარცინომა ბრტყელუჯრედოვანი squamous cell carcinoma
карцинома плоскоклеточная carcinoma planocellulare (ბერძნ.
karkinos კიბო, oma სიმსივნე) - კანის ერთ-ერთი ყველაზე უფრო
გავრცელებული კიბოა. მამაკაცებში 3-ჯერ უფრო ხშირია.
ახასიათებს მეტასტაზირება. მკურნალობისათვის იყენებენ
ქირურგიას და სხივურ თერაპიას.
კარცინომა უოლკერის Wolker's carcinoma карцинома Уолкера
carcinoma Uolkeri (ბერძნ. karkinos კიბო, oma სიმსივნე) - ღვიძლის
ექსპერიმენტული კიბო. როგორც ეტყობა, ზოგიერთ
ლაბორატორიულ ცხოველს ღვიძლში გააჩნია პრეკანცეროზული
უჯრედები. ღვიძლზე პინცეტის მსუბუქი მოჭერაც კი იწვევს ამ
უჯრედების ინტენსიურ პროლიფერაციას და ღვიძლის
სიმსივნეების ფორმირებას. სახელი ეწოდა პირველაღმომჩენის
საპატივცემულოდ.
კარცინომა წვრილუჯრედოვანი small cell carcinoma
мелкоклеточная карцинома carcinoma cellula parvus (ბერძნ. karkinos
კიბო, oma სიმსივნე) - ფილტვის კიბოს ერთ-ერთი
ჰისტოლოგიური ფორმა. სიმსივნის სუბსტრატი შედგება მცირე
ზომის, მრგვალი ფორმის უჯრედებისაგან. ფილტვის კიბოს
ყველაზე აგრესიული ფორმაა. ჩვეულებრივი სიმპტომებია:
ქრონიკული ხველა, სისხლი ნახველში, ქოშინი, განმეორებითი
პნევმონიები, ცხელება, სისუსტე, წონაში დაკლება, ტკივილები
გულმკერდის არეში და სხვ.
კარცინომა in situ carcinoma in situ карцинома in situ carcinoma in
situ (ბერძნ. karkinos კიბო, oma სიმსივნე, ლათ. in situ
ადგილობრივად) - შედგება ატიპური უჯრედებისაგან. სხვა
ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან განსხვავებით, ასეთ სიმსივნეს
გარკვეულ დრომდე არ გააჩნია ინვაზიური ზრდის უნარი.
გ კვეულ დ დე გ ვ უ დ უ
კარცინოსარკომა carcinosarcoma карциносаркома carcinosarcoma
(ბერძნ. karkinos კიბო, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი
სიმსივნე, რომელიც შედგება ეპითელური და
შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტებისაგან.
კარცინოფობია carcinophobia карцинофобия carcinophobia (ბერძნ.
karkinos კიბო, phobos შიში) - ავთვისებიანი სიმსივნეებით
დაავადების პათოლოგიური შიში.
კასტრაცია castration кастрация castratio (ლათ. castratio
დასაჭურისება, დაკოდვა) - სასქესო ჯირკვლების ამოკვეთა ან ამ
ჯირკვლების ფუნქციის „გამოთიშვა“ სხვა მეთოდის საშუალებით.
კასტრაცია არის ნაწილობრივი (hemicastratio) და სრული (სასქესო
ჯირკვლებთან ერთად ამოკვეთას ექვემდებარება ასოც).
კატაბალახა valerian валерьяна valeriana (Valeriana officinalis) -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს,
იზოვალერიანის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინს,
ორგანულ მჟავებს, სახამებელს და სხვ. ნერვულ სისტემაზე ახდენს
დამამშვიდებელ გავლენას, აფართოებს კორონარულ
სისხლძარღვებს და ა.შ. იყენებენ უძილობისას, ნევროზებისას,
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას და სხვ.
კატაბოლიზმი katabolism катаболизм catabolismus (ბერძნ. katabole
ჩამოყრა, დაშლა) - რთული ნაერთების დაშლა მარტივად.
მეტაბოლიზმის შემადგენელი ნაწილია. სინ.: დისიმილაცია (იხ.).
კატალაზა catalase каталаза catalasa (ბერძნ. katalasis შეწყვეტა,
დაშლა) - ფერმენტი, რომელიც იწვევს წყალბადის ზეჟანგის
დაშლას წყლად და მოლეკულურ ჟანგბადად. შედის თითქმის
ყველა ორგანიზმის შემადგენლობაში, იცავს რა მათ წყალბადის
ზეჟანგის მავნე ზემოქმედებისაგან. ეს უკანასკნელი ორგანიზმში
წარმოიქმნება ბიოლოგიური დაჟანგვის პროცესში (მაგ.,
სუნთქვისას).
კატალეფსია catalepsy каталепсия catalepsia (ბერძნ. katalepsis
მოვლითი ხასიათის შეტევა) - მთელი სხეულის ან კიდურების
გაშეშება ზოგიერთი დაავადების და მდგომარეობის (ჰიპნოზის,
ისტერიის და სხვ.) შემთხვევაში.
კატალიზატორი catalyzer катализатор catalysatore (ბერძნ. katalasis
შეწყვეტა, დაშლა) - ნივთიერება, რომელიც აჩქარებს ქიმიურ
რეაქციებს და თვითონ არ იხარჯება. ბიოლოგიური
ე ქც ე დ ვ ჯე ლ გ უ
კატალიზატორებია ფერმენტები. კატა ლიზატორი ინჰიბიტორის
საწინააღმდეგო ცნებაა.
კატამნეზი catamnesis катамзен catamnesis (ბერძნ. katamnesis
მოგონება, გახსენება) - ცნობების შეგროვება ავადმყოფის
მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.
კატაპლექსია cataplexy катаплексия cataplexia (ბერძნ. kataplexis
გაკვირვება, გაოცება) - აფექტთან ან ძლიერ გაღიზიანებასთან
დაკავშირებული ხანმოკლე (2-3 წთ.), უეცარი გაშეშება (კუნთების
ატონია). ამ დროს ცნობიერება არ არის გამოთიშული, თუმცა
ავადმყოფი ვერ ლაპარაკობს. ჩვეულებრივ, ვითარდება
ნარკოლეფსიის (იხ.) დროს.
კატარაქტა cataract катаракта cataracta (ბერძნ. katarrhaktes
წყალვარდნილი) - თვალის ბროლის შემღვრევა, რასაც თან ახლავს
მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესება. განპირობებულია
ნივთიერებათა ცვლის დარღვევით (მაგ., დიაბეტით) ან
მოხუცებულობით. კატარაქტის მკურნალობა დაკავშირებულია
დაზიანებული ბროლის ამოღებასთან (ექსტრაქციასთან).
ოპერაციის შემდეგ პაციენტებს შეუძლიათ ატარონ კონტაქტური
ლინზები ან სათანადო სათვალე (ექსტრაგირებული ბროლის
ფუნქციის საკომპენსაციოდ). ბოლო ხანებში დაზიანებული
ბროლის სანაცვლოდ პაციენტს უდგამენ ხელოვნურ ბროლს (lens
implantation).
კატარი catarrh катар catarrhus (ბერძნ. katarrheo ჩამოვედინები) -
რაიმე ორგანოს (ცხვირის, ყელის, კუჭის და სხვ.) ლორწოვანი
გარსის ანთება ექსუდატის წარმოქმნით (მაგ., ზედა სასუნთქი
გზების კატარი).
კატატონია catatonia кататония catatonia (ბერძნ. kata წინააღმდეგ,
tonos დაძაბვა) - მოძრაობის ფსიქიკური მოშლილობა. ავადმყოფი
ხშირად უცნაურ და მოუხერხებელ პოზაში იმყოფება. კატატონია
შეიძლება იყოს დეპრესიის ან შიზოფრენიის ერთ-ერთი სიმპტომი.
კატატოქსიკური შენაერთები catatoxical substances
кататоксические соединения substantia catatoxica (ბერძნ. kata
წინააღმდეგ, toxikon შხამი) - აღნიშნული ნივთიერებები ქიმიურად
ასტიმულირებენ დამშლელი ფერმენტების გამომუშავებას. ეს
უკანასკნელნი აქტიურად უტევენ დაავადების გამომწვევს,
აჩქარებენ რა მის სიკვდილს ორგანიზმში.
ქ ე ე კვდ ლ გ
კატექოლამინები catecholamines катехоламины catecholamini -
ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, ბიოგენური ამინები,
რომლებიც მონაწილეობენ ადამიანისა და ცხოველების
ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ
პროცესებში. წარმოადგენენ რა თირკმელზედა ჯირკვლების
ტვინოვანი შრის ჰორმონებს და ნერვული სისტემის მედიატორებს,
მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნეირო-ჰუმორულ რეგულაციაში
და ნერვულ ტროფიკაში, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში,
რითაც უზრუნველყოფენ შინაგანი გარემოსა და ფიზიოლოგიური
ფუნქციების მუდმივობას.
კატის ნაფხაჭნის დაავადება - იხ. ავადმყოფობა კატის ნაფხაჭნის.
კაუდალური caudal каудальный caudalis (ლათ. caude კუდი) -
კუდთან (კუდუსუნთან) ახლოს მდებარე.
კაუზალური causal каузальный causalis - მიზეზობრივი.
კაფსიდი capsid капсид capsida (ლათ. capsa სათავსი) - ვირუსის
გარეთა ცილოვანი გარსი დახშული სფეროს სახით.
ლოკალიზებულია ნუკლეინის მჟავასა და შინაგანი ცილის
გარშემო. კაფსიდი ჩვეულებრივ შედგება ერთგვაროვანი
სტრუქტურული სუბერთეულებისაგან (კაფსომერებისაგან).
კაფსომერები capsomeres капсомеры capsomeri (ლათ. capsa
სათავსი, ბერძნ. meros ნაწილი) - ვირუსის გარეთა მემბრანის
(კაფსიდის) შემადგენელი სტრუქტურული სუბერ- თეულები.
სხვადასხვა ვირუსებს კაფსომერების განსხვავებული რაოდენობა
გააჩნიათ.
კაფსულა capsule капсула capsula (ლათ. capsule პატარა კოლოფი)
- 1. ზოგიერთი ბაქტერიის გარემომცველი
შემაერთებელქსოვილოვანი ან ლორწოვანი გარსი. ასრულებს
დამცველობით ფუნქციას. გააჩნია ანტიგენური თვისებები.
განასხვავებენ მაკრო- და მიკროკაფსულებს. 2. ცუდი გემოს ან
სუნის მქონე წამლების გადასაყლაპავად გამოყენებული
ჟელატინის ან სახამებლის სპეციალური გარსი (ბუდე). 3.
შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, აპკი, რომელიც გარს აკრავს
ზოგიერთ ვისცერულ ორგანოს (ღვიძლს, თირკმლებს), აგრეთვე
უცხო სხეულებს, პარაზიტებს და ა.შ.
კახექსია cachexia кахексия cachexia (ბერძნ. kachexia გამოფიტვა) -
ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება (მაგ., ცნობილია
გ გ ფ ტვ დ უ ლუ ე გ ც ლ
ინფექციური დაავადებების, მოხუცებულობის, სიმსივნეების
შემთხვევებში განვითარებული კახექსია).
კბილთა მწკრივი dentition зубной ряд dentitio - კბილების
განლაგება პირის ღრუში. სარძევე კბილების რიგი (deciduous
dentition) წარმოადგენს 20 კბილს - მჭრელებს, ეშვებს და დიდ
ძირითად კბილებს. ბავშვს პირველად (დაახლოებით 6 თვის
ასაკში) ამოდის ქვედა მედიალური მჭრელი. სარძევე კბილების
ამოჭრა ჩვეულებრივ სრულდება 2,5 წლისათვის. 12 წლამდე ბავშვს
გააჩნია როგორც სარძევე, ასევე ძირითადი კბილები. კბილების
ასეთ მწკრივს შერეულს (mixed dentition) უწოდებენ. კბილების
მუდმივი მწკრივი (permanent dentition) შედგება 32 კბილისაგან
(მჭრელები, ეშვები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები).
კბილი tooth зуб dens - პირის ღრუს მკვრივი სტრუქტურა,
რომლის დანიშნულებაა საკვების დაქუცმაცება. ყოველი კბილის
ფესვი ლოკალიზებულია ქვედა ან ზედა ყბის ალვეოლებში.
ადამიანს გააჩნია 32 კბილი. კბილი შედგება ფესვის, ყელისა და
გვირგვინისაგან. შეიცავს მკვრივ ნივთიერებას - დენტინს.
გვირგვინი და კბილის ყელის ზედა ნაწილი დაფარულია
მინანქრით, ხოლო ალვეოლაში მოთავსებული ფესვი -
სპეციალური კბილის ცემენტით. არსებობს კბილების 4 სხვადასხვა
ტიპი: ეშვები, მჭრელები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები.
კბილი სარძევე deciduous зуб молочный dens lactens - კბილები,
რომლებიც პირველად ამოიჭრება ბავშვის სიცოცხლის მე-6-7
თვეებში და იცვლება უშუალოდ მუდმივი კბილების ამოსვლისას.
კბილი სიბრძნის wisdom tooth зуб мудрости dens sapientiae -
ზედა და ქვედა ყბის მესამე დიდი ძირითადი კბილები, რომლებიც
ამოდის დაახლ. 20 წლის ასაკში.
კეთრი - იხ. ლეპრა.
კეილონები ceilones кейлоны ceiloni (ბერძნ. chalaino დასუსტება)
- ქსოვილში არსებული ნივთიერებები (ცილები ან
გლიკოპროტეიდები), რომლებიც სპეციფიკურად თრგუნავენ
უჯრედების გაყოფის პროცესს და დნმ-ს სინთეზს ამ ქსოვილში. არ
გააჩნიათ სახეობრივი სპეციფიკურობა.
კელოიდი keloid келоид keloidum (ბერძნ. kele სიმსივნე, eidos
სახე, მსგავსი) - კანის ნაწიბუროვანი სიმსივნური წარმონაქმნი,
რომელიც ვითარდება სპონტანურად ან ტრავმის, დამწვრობის
ელ ც ვ დე ტ უ დ ტ ვ დ წვ
ადგილზე ან ოპერაციის შემდეგ. მის წარმოქმნას უკავშირებენ
ინფექციებს, ენდოკრინულ დარღ ვევებს, აგრეთვე კანის
მემკვიდრულ თავისებურებებს.
კენჭოვანი დაავადება lithiasis каменная болезнь lithiasis (ბერძნ.
lithos ქვა, კენჭი) - კალციუმის მარილების ჩალაგება ამა თუ იმ
ორგანოში.
კერატალგია keratalgia кераталгия keratalgia (ბერძნ. keras რქა,
algos ტკივილი) - ტკივილი, რომელსაც პაციენტი გრძნობს თვალის
რქოვანაში.
კერატექტომია keratectomy кератэктомия keratectomia (ბერძნ.
keras რქა, ektome ამოკვეთა) - თვალის რქოვანი გარსის
ნაწილობრივი ამოკვეთა.
კერატინი keratin кератин keratinum (ბერძნ. keras რქა) - რქოვანი
ნივთიერება გარქოვანებული ეპიდერმოციტების ციტოპლაზმაში.
კერატინოციტები keratinocytes кератиноциты keratinociti (ბერძნ.
keras რქა, kytos უჯრედი) - არამიგრირებადი ეპითელური
უჯრედებია, რომლებიც კანში ასრულებენ მნიშვნელოვან
იმუნორეგულატორულ ფუნქციას. ასინთეზებენ ციტოკინების
ფართო სპექტრს, ჰისტოშეთავსების ანტიგენებს. შეუძლიათ
აწარმოონ ანტიგენის პრეზენტაცია Т-ჰელპერებისადმი და სხვ.
კერატიტი keratitis кератит keratitis (ბერძნ. keras რქა, itis ანთება) -
თვალის რქოვანი გარსის ანთება, რასაც თან ახლავს მისი
შემღვრევა და მხედველობის დაქვეითება. განასხვავებენ
ალერგიულ, ვირუსულ, ლეპროზულ, სხივურ და სხვა წარმოშობის
კერატიტებს.
კერატოზი keratosis кератоз keratosis (ბერძნ. keras რქა, osis
მდგომარეობა) - დერმატოზების საერთო დასახელება. ახასიათებს
ეპიდერმისის რქოვანი შრის გამკვრივება. შედგება კერატინის,
კერატოჰიალინის და ცხიმოვანი მჟავებისაგან.
კერატოლიზი keratolysis кератолиз keratolisis (ბერძნ. keras რქა,
lysis დაშლა) - გასქელებული კანის რქოვანა შრის მოცილება
ქიმიური ნივთიერებების საშუალებით.
კერატომა keratoma кератома keratoma (ბერძნ. keras რქა, oma
სიმსივნე) - კანის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი:
ხასიათდება ეპიდერმისის ჰიპერპლაზიით და გარქოვანებით.
განიხილება როგორც პრეკანცერი.
გ ლე გ ც ეკ ცე
კერატომალაცია keratomalacia кератомаляция keratomalacia
(ბერძნ. keras რქა, ლათ. malatio დარბილება) - თვალის
პროგრესირებადი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია კვების
დარღვევასთან და A ვიტამინის დეფიციტთან. ამასთან ერთად,
თვალის რქოვანა რბილდება. დაავადება თითქმის უცილობლად
მთავრდება სიბრმავით.
კერატოტომია keratotomy кератотомия keratotomia (ბერძნ. keras
რქა, anatome გაკვეთა, გაჭრა) - თვალის რქოვანი გარსის გაკვეთა.
კესონური დაავადება - იხ. ავადმყოფობა კესონური.
კეტგუტი catgut кетгут catgut (ინგლ. catgut) - წვრილფეხა
რქოსანი საქონლის ნაწლავებისაგან დამზადებული ძაფი,
რომელსაც იყენებენ ქირურგიული ოპერაციების დროს.
კეტოზი ketosis кетоз ketosis (keton - კარბოლის ჯგუფის (СO)
შემცველი ორგანული ნივთიერება, ბერძნ. osis მდგომარეობა) -
ორგანიზმის ქსოვილებში კეტონური სხეულების მაღალი
შემცველობა, რისი მიზეზიცაა ნახშირწყლების დეფიციტი ან მათი
არასაკმარისი მოხმარება. კეტონები ცხიმოვანი მჟავების
მეტაბოლიზმის პროდუქტია. კეტოზი შეიძლება განვითარდეს
შაქრიანი დიაბეტის, ძლიერი აციდოზის ან ხანგრძლივი
შიმშილობის შემთხვევაში.
კეტონურია ketonuria кетонурия ketonuria (keton კარბოლის
ჯგუფის СO-ს შემცველი ორგანული ნივთიერება, ბერძნ. uron
შარდი) - შარდში კეტონური (აცეტონური) სხეულების არსებობა.
კეტონურია აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს,
შიმშილობის დროს და ა.შ.
კვადრიპლეგია quadriplegia квадриплегия quadriplegia (ლათ.
quattuor ოთხი, ბერძნ. plege დარტყმა) - ოთხივე კიდურის დამბლა.
კვადრომა quadroma квадрома quadroma (ლათ. quadretus
ოთხკუთხედი) - ორი ჰიბრიდომის შერწყმის შედეგად
წარმოქმნილი ჰიბრიდული უჯრედი, რომელსაც ძალუძს
აწარმოოს აქამდე უცნობი ანტისხეულების სინთეზი. სინ.:
ჰიბრიდული ჰიბრიდომა.
კვაშიორკორი kwashiorkor квашиоркор cwashiorcer - გამომწვევი
მიზეზია საკვებში ცილების არასაკმარისი რაოდენობა და
დაბალკალორიული საკვები. უფრო ხშირად უვითარდებათ 1-დან
3 წლამდე ასაკის ბავშვებს. დამახასიათებელია სისუსტე, ადინამია,
წლ დე კ ვ ვე დ ე ელ უ ტე დ
ზრდაში ჩამორჩენა, წონაში დაკლება, შეშუპება, ფაღარათი,
მეტეორიზმი, ჰეპატოსპლენომეგალია, ხშირია ღვიძლის ციროზი
და ა.შ. გრანულოციტებს შორის გვხვდება გიგანტური
მეტამიელოციტები. სისხლში დაქვეითებულია რკინისა და
სპილენძის რაოდენობა. დაავადებული ბავშვებისათვის ძალზე
ეფექტურია მიწის თხილი (არაქისი), ვინაიდან მასში დიდი
რაოდენობითაა ცილები. სინ.: ბავშვთა პელაგრა, ჰიდროკახექსია,
კვების ავთვისებიანი მოშლილობა დ ა.შ.
კვდომის ფაზა death phase фаза отмирания letum phasis -
ბაქტერიოლოგიაში: იგივე დაღუპვის, ლიზისის ფაზა. იწყება
ცვლის მჟავე პროდუქტების დაგროვების ან საკუთარი
ფერმენტებით გამოწვეული ავტოლიზის გამო. ამ ფაზის
ხანგრძლივობა საგრძნობლად ცვალებადობს (მაგ.,
ენტერობაქტერიები ნელა, თანდათანობით იღუპებიან, ბაცილები
კი სწრაფად).
კვებითი ტოქსიკოინფექციები food poisoning пищевые
токсикоинфекции toxicoinfectio alimentum - კუჭ-ნაწლავის
ინფექციური ანთებით და საერთო ინტოქსიკაციით მიმდინარე
მწვავე ნაწლავური დაავადებები. წარმოიქმნება საკვებად
ზოგიერთი ბაქტერიით (სალმონელები, ნაწლავის ჩხირი,
პროტეუსი, კლებსიელები, სტა ფილოკოკები, სტრეპტოკოკები და
სხვ.) მასიურად დაბინძურებული პროდუქტების საკვებად
გამოყენების შემთხვევაში. დამახასიათებელია სწრაფი დასაწყისი,
ინტოქსიკაცია, წყალმარილოვანი ცვლის და გულ-სისხლძარღვთა
სისტემის დარღვევები.
კვერცხუჯრედი egg яйцеклетка ovum - ქალის სასქესო უჯრედი
(გამეტა), რომელიც სპერმატოზოიდით განაყოფიერების ანდა
პართენოგენეზის შედეგად იწყებს დანაწევრებას და საწყისს
აძლევს ჩანასახის განვითარებას. გააჩნია ქრომოსომების
ჰაპლოიდური ნაკრები. განასხვავებენ ოლიგოლეციტალურ,
ტელოლეციტალურ, ცენტროლეციტალურ და სხვა ტიპის
კვერცხუჯრედებს. სინ.: ოოტიდი.
კვინკეს შეშუპება Quincke's edema отек квинке oedema acutum
circumscriptum - კანისა და კანქვეშა ქსოვილის ანგიონევროზული
შემოფარგლული შეშუპება. სახელი ეწოდა გერმანელი ექიმის ჰ.
კვინკეს (1842-1922) საპატივცემულოდ. სინ.: ანგიონევროზული
შეშუპება, კვინკეს ავადმყოფობა.
კვლიავი caraway тмин Carum carvi L. - ორწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს,
ფლავონოიდებს, კემფოროლს, ფისებს და სხვ. აუმჯობესებს
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას, ამცირებს ლპობისა
და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, აძლიერებს
პერისტალტიკას. იყენებენ ატონიის, კუჭის წვენის მცირე
სეკრეციის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიების
შემთხვევებში. გააჩნია ანტისეფტიკური, ანესთეზიური და
სპაზმოლიზური თვისებები. კვლიავის ნაყოფს, ზირას
სახელწოდებით საქართველოში იყენებენ კულინარიაში.
კიბერნეტიკა cybernetics кибернетика cybernetica (ბერძნ.
kybernetike მართვის ხელოვნება. ტერმინი შემოიღო ფრანგმა
ფიზიკოსმა ამპერმა) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მართვის,
ინფორმაციის გადაცემის და ავტომატური კონტროლის
პროცესების კანონზომიერებებს ტექნიკურ სისტემებში, ცოცხალ
ორგანიზმებში და საზოგადოებაში.
კიბო cancer рак cancer (ბერძნ. karkinos კიბო) - ეპითელური
ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე. პირველად ეს სიტყვა გამოიყენა
კ. გალენმა სარძევე ჯირკვლის კიბოს აღსანიშნავად, რადგანაც
სიმსივნით დაზიანებული ქსოვილის კონფიგურაცია წააგავდა
მდინარის კიბოს. ამჟამად ამ სიტყვას (კიბოს) ხშირად იყენებენ
საერთოდ, ავთვისებიანი სიმსივნეების აღსანიშნავად.
კიბო კუჭის stomach cancer рак желудка cancer ventriculi - კუჭის
ლორწოსქვედა საფუძველის დიფუზური ინფილტრაცია
სიმსივნური ქსოვილით, რაც იწვევს კედლის რიგიდულობას და
კუჭის სანათურის შევიწროებას. დიაგნოზს ადგენენ
რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეშვეობით ადგენენ.
კიბო პოტის Pott's cancer рак Пота Pott cancer - 1775 წელს
ინგლისელმა ექიმმა პ. პოტმა აღწერა სათესლე პარკის
ლორწოვანის კიბო ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთაც
ბავშვობის ასაკში უხდებოდათ ბუხრების გამოწმენდა
ჭვარტლისაგან.
კიბო პროსტატის prostate cancer рак предстательной железы
carcinoma prostatea - წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა, რომელიც
წ დე ე ჯ კვლ კ ც ელ ც
ხშირია ხანშიშესულებში. ზოგჯერ იგი ნელა, რამდენიმე წლის
განმავლობაში პროგრესირებს, თანაც მისი სიმპტომები
პროსტატის კეთილთვისებიანი ადენომის მსგავსია. ადგილი აქვს
სიმსივნის ინვაზიას მეზობელ ქსოვილებში, ლიმფურ კვანძებში,
იძლევა მეტასტაზებს ძვლებში. მკურნალობა მოიცავს
ესტროგენურ თერაპიას, აგრეთვე ანტიანდროგენების დანიშვნას.
ტარდება რადიკალური პროსტატექტომია და/ან ორქიდექტომია.
კიბო საშვილოსნოს ყელის cervical cancer рак шейки матки
carcinoma cervicis uteri - სიმსივნე შეიძლება განვითარდეს
საშვილოსნოს ყელის ზედაპირული ეპითელიუმიდან ანდა
საშვილოსნოს ყელის ჯირკვლების ეპითელიუმიდან. სიმსივნე
ინვაზიურია, ვრცელდება მეზობელ ქსოვილებში, ლიმფურ
კვანძებში და ორგანოებში (მაგ., შარდის ბუშტში და სწორ
ნაწლავში). დამახასიათებელი სიმპტომებია: საშვილოსნოდან
ჩირქოვანი გამონადენი სისხლის მინარევით. მკურნალობა
ტარდება სხივური თერაპიით, ქირურგიული ჩარევით ანდა ამ
ორი მეთოდის ერთობლივი გამოყენებით.
კიბო საკვერცხის ovarian cancer рак яичника carcinoma ovarii -
დაავადების პიკი უკავშირდება მენოპაუზას. მკურნალობის
პროცესი მდგომარეობს საკვერცხის ქირურგიულ ამოკვეთაში
ქიმიოთერაპიასთან და/ან სხივურ თერაპიასთან ერთად. ამჟამად,
ვითარდება გამოკვლევის ულტრაბგერითი მეთოდები, რითაც
შესაძლებელი გახდება ამ ჰისტოგენეზის და ლოკალიზაციის
სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.
კიბო სკვამოზური squamous cancer сквамозный рак cancer
squamosus (ფრანგ. squama ქერცლი) - ამ ტერმინით აღინიშნება
ბრტყელუჯრედოვანი ეპითელური ქსოვილის კიბო, სადაც
ადგილი აქვს გარქოვანების პროცესებს.
კიბო სკიროზული scirrhous cancer скиррозный рак scirrhosum
(ლათ. scirrhus) - ძალზე მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეა. კიბოს
უჯრედები განლაგებულნი არიან სტრომაში ცალკეული
უჯრედების ან მათი გროვების სახით. ასეთი ტიპის სიმსივნე
შეიცავს სიმსივნური უჯრედებისაგან შემდგარ პარენქიმულ და
შემაერთებელ ქსოვილს. სინ.: სკირი (scirrhus).
კიბო სოლიდური solid cancer солидная опухоль cancer solidum
(ლათ. solidus მკვრივი) - სიმსივნური უჯრედები განლაგებულნი
ლ კვ ვ ვ უ უჯ ედე გ ლ გე ულ
არიან ფენის სახით და არ გააჩნიათ სტრუქტურული
ორგანიზაციის რაიმე ნიშანი. ამ ტიპის სიმსივნეებში
შემაერთებელი ქსოვილი პრაქტიკულად არ არსებობს.
კიბო უცხო სხეულის foreign-body carcinogenesis рак чужеродного
тела carcinoma corpus alienum - ორგანიზმში სხვადასხვა ბუნების
უცხო სხეულების მოხვედრის შედეგად წარმოქმნილი სიმსივნე.
აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ექსპერიმენტების
საშუალებითაც. უცხო სხეულს მედიკოსები corpus alienum-ს (იხ.
korpus alienum) უწოდებენ.
კიბო ფილტვის lung cancer рак легкого cancer pulmonum -
აზიანებს სასუნთქი გზების ეპითელიუმს (ბრონქების და ფილტვის
კიბო). ხშირად გვხვდება თამბაქოს მწევლებში და იმ პირებში,
რომლებიც სუნთქავენ საწარმოო ნარჩენებით (მაგ., აზბესტით)
დაბინძურებული ჰაერით. ადრეულ სტადიებზე ავადმყოფობა
უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მკურნალობის მიზნით
დაახლოებით 20%-ში იყენებენ ქირურგიულ მეთოდს, აგრეთვე
სხივურ და მედიკამენტურ თერაპიას.
კიბო ძუძუსი breast cancer рак молочной железы carcinoma
mammae - ავთვისებიანი სიმსივნეა (უფრო ხშირად კარცინომაა,
იშვიათად - სარკომა). მეტასტაზებს იძლევა ძვლებში, ფილტვებში
და ღვიძლში. ლოკალური სიმსივნის მკურნალობა ქირურგიულია,
ზოგჯერ რენტგენო-თერაპიასთან ერთად. ციტოტოქსიკურ
პრეპარატებს და ჰორმონულ თერაპიას იყენებენ როგორც
ადიუვანტური თერაპიის საშუალებებს, აგრეთვე მეტასტაზების
წარმოქმნისას.
კილერები killers киллеры raptori (ინგლ. killer მკვლელი) - Т-
ლიმფოციტების ერთ-ერთი პოპულაციაა. იწვევენ სამიზნე-
უჯრედების სიკვდილს ციტოტოქსიკური მოქმედებით
(ციტოლიზით).
კილინგ-ეფექტი killing-effect киллинг-эффект (ინგლ. killer
მკვლელი, ლათ. effectus შესრულება, მოქმედება) - ფაგოციტების
მიერ შთანთქმული უცხო ანტიგენების (ბაქტერიები, ვირუსები,
ტოქსინები და სხვ.) მოკვლა და მონელება.
კინგელები kingella кингеллы kingella - სწორი, უმოძრაო
ჩხირებია მომრგვალებული ბოლოებით. გვარს სახელი ეწოდა
ამერიკელი ბაქტერიოლოგის ე. კინგის საპატივცემულოდ.
ე კელ ქტე ლ გ ე კ გ ტ ვცე ულ დ
ადამიანის ცხვირ-ხახის კომენსალებია. ახდენენ გლუკოზის
ფერმენტაციას მჟავის წარმოქმნით. სამედიცინო თვალსაზრისით,
ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია Kingella kingae, რომელიც იწვევს
ენდოკარდიტებს, მენინგიტებს, სეფტიკურ ართრიტებს და კანის
დაზიანებებს ბავშვებში.
კინინები kinins кинины cinini (ბერძნ. kineo ვმოძრაობ) -
ფიზიოლოგიურად აქტიური პოლიპეპტიდები, რომლებიც
წარმოიქმნება სისხლის პლაზმაში და მოქმედებს
სისხლძარღვებზე, გლუვ კუნთებზე და ნერვულ დაბოლოებებზე.
აქტიური ვაზოდილატატორია. აქვეითებს სისხლის წნევას და
იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას. მონაწილეობს ანთებით
პროცესებში. სინ.: ციტოკინები.
კისტა cyst киста cysta (ბერძნ. kystis ბუშტი) -
შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით დაფარული
პათოლოგიური წარმონაქმნი (ბუშტი), რომელიც შეიცავს აირს,
სითხეს ან ნახევრადმკვრივ მასალას. შდრ. ცისტას.
კიფოზი kyphosis кифоз kyphosis (ბერძნ. kyphos წინ მოხრილი) -
იგივე კუზი. ხერხემლის დეფორმაცია, რაც ვლინდება მისი
გამრუდებით უკანა მიმართულებით.
კიფოსკოლიოზი kyphoscoliosis кифосколиоз kyphoscoliosis
(ბერძნ. kyphos წინ მოხრილი, skoliosis სიმრუდე) - კიფოზი
სკოლიოზთან ერთად.
კლავულანის მჟავა clavulanic acid клавулановая кислота acidum
clavulanum - აფართოებს ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების
ანტიბაქტერიულ სპექტრს. ამას ეს პრეპარატი აღწევს ბაქტერიულ
ბეტა-ლაქტამაზებთან შეუქცევადი შეკავშირებით და მათი
შემდგომი ინჰიბირებით. კლავულანის მჟავის და ამოქსიცილინის
კომბინაციას (აუგმენტინს) იყენებენ ბეტალაქტამაზების მქონე
შტამების (H. infl uenza, Moraxella catarrhalis, Staphylococcus aureus,
Escherichia coli) da Klebsiellas-ს და Enterobacter-ის სახეობების მიერ
გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
კლავუსი clavus клавус clavus (ლათ. clavus სქელი კანი) -
ქართულად: კორძი. მოტეხილი ძვლის შეხორცების ადგილზე
ახლად წარმოქმნილი ძვლის ქსოვილი (კორძი).
კლაინფელტერის სინდრომი - იხ. ავადმყოფობა
კლაინფელტერის.
კლ ფელტე
კლაუდიკაცია claudication клаудикация claudicatio (ლათ.
claudicatio კოჭლობა) - სიარულის მანერის შეცვლა, კიდურების
საყრდენი ფუნქციის დაზიანების გამო,
კლაუსტროფილია claustrophilia клаустрофилия claustrophilia
(ლათ. claudo ვკეტავ, ბერძნ. philia სიყვარული) - კარების,
ფანჯრების ჩაკეტვის ავადმყოფური (აკვიატებული) სურვილი.
კლაუსტროფობია claustrophobia клаустрофобия claustrophobia
(ლათ. claudo ვკეტავ, ბერძნ. phobos შიში) - დახშული, ჩაკეტილი
სივრცის პათოლოგიური შიში.
კლებსიელები klebsiellas клебсиеллы clebsiella -
ოპორტუნისტული პათოგენებია, რომლებიც უმთავრესად იწვევენ
პნევმონიებს და საშარდე ტრაქტის ინფექციებს. მიკრობი
პირველმა აღწერა ე. კლებსმა 1875 წელს. კლებსიელები ხშირად
ბინადრობენ მსხვილ ნაწლავში, თუმცა ნიადაგსა და წყალშიც
ვლინდებიან. გააჩნიათ ძალზე დიდი კაფსულა, რაც მათ
კოლონიებს ანიჭებს მკვეთრად გამოხატულ ლორწოვან
შესახედაობას.
კლეპტომანია kleptomania клептомания cleptomania (ბერძნ. klepto
ვიპარავ, mania სიგიჟე) - რაიმეს მოპარვის პათოლოგიური,
დაუძლეველი სურვილი, რასაც თან არ ახლავს მოპარული ნივთის
მიმართ ინტერესი. ზოგჯერ კლეპტომანია დაკავშირებულია
დეპრესიასთან.
კლიმატი climate климат clima (ბერძნ. klima დახრა დედამიწის
ზედაპირისადმი) - იგივე ჰავა. ამა თუ იმ ადგილის
მეტეოროლოგიურ პირობათა ერთობლიობა, ამინდის რეჟიმი.
კლიმატოთერაპია climatotherapy климатотерапия climatotherapia
(ბერძნ. klima დახრა დედამიწის ზედაპირისადმი, therapeia
მკურნალობა) - კლიმატური პირობების გამოყენება სამკურნალო
მიზნით.
კლიმაქსი climacteric климакс climacterium (ბერძნ. climax კიბე) -
1. ქალის ცხოვრების პერიოდი, როდესაც მისი საკვერცხეები
წყვეტენ კვერცხუჯრედების გამომუშავებას ყოველ 4 კვირაში
ერთხელ. ამის შედეგად წყდება მენსტრუციები და ქალი კარგავს
რეპროდუქციულ უნარს. მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში
ადგილი აქვს მნიშვნელოვან ცვლილებებს სასქესო ჰორმონების
შეფარდების მხრივ. 2. მამაკაცების კლიმაქსი (მალე climacteric):
ეფ დე ვ კ ცე კლ ქ ლე
ლიბიდოს (იხ.) და რეპროდუქციული უნარის შესუსტება. სინ.:
კლიმაქტერიუმი, მენოპაუზა.
კლინიკა clinic клиника clinica (ბერძნ. kline საწოლი) -
სამედიცინო დაწესებულება, სადაც ავადმყოფთა მკურნალობა
შეთავსებულია კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობასთან.
კლინიკური მანიფესტაცია clinical manifestation клиническая
манифестация manifestatio clinicales (ბერძნ. kline საწოლი,
მანიფესტატიო გამოვლინება) - ამა თუ იმ დაავადების
საინკუბაციო პერიოდისა და პროდრომული სიმპტომების შემდეგ,
დაავადებისათვის დამახასიათებელი ტიპური სიმპტომების
გამოვლენა.
კლინიკური სიკვდილი clinical death клиническая смерть letum
clinicales - ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც არ შეინიშნება
გულის მოქმედება, სუნთქვა და ა.შ. ამ დროს ქრება ცნს-ის
ფუნქციები, თუმცა შენარჩუნებულია მიმოცვლითი პროცესები
ქსოვილებში. კლინიკური სიკვდილი ადამიანში გრძელდება
რამდენიმე წუთის განმავლობაში და ბოლოს გადადის
ბიოლოგიურ სიკვდილში. ზოგ შემთხვევაში კლინიკური
სიკვდილი შექცევადი პროცესი შეიძლება იყოს.
კლირენსი clearance клиренс clearance (ინგლ. clearance გაწმენდა)
- იმ სიჩქარის რაოდენობრივი განსაზღვრა, რომლითაც
თირკმლებს ცხოველქმედების პროდუქტები გამოაქვთ
სისხლიდან. გამოიხატება პლაზმის მოცულობით, რომელიც
სრულად შეიძლება იქნეს გაწმენდილი რომელიმე
ნივთიერებისაგან დროის ერთეულში.
კლიტორი clitoris клитор clitoris (ბერძნ. kleitors სავნებო) -
ქართულად: სავნებო. ქალის გარეთა სასქესო ორგანოს ნაწილი,
რომელიც შედგება ორი მღვიმოვანი სხეულისაგან. კლიტორი არ
უერთება ურეთრას. სქესობრივი აგზნებისას, ადგილი აქვს მის
ერექციას (მამაკაცის პენისის ერექციის ანალოგიით).
კლიტორიზმი clitorism клиторизм clitorismus (ბერძნ. kleitors
სავნებო) - კლიტორის ხანგრძლივი და ჩვეულებრივ, მტკივნეული
ერექცია (პრიაპიზმის მსგავსად).
კლონი clone клон clonus (ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი) -
უჯრედების ჯგუფი, რომელიც წარმოიქმნა ერთი წინაპარი
უჯრედის გამრავლების შედეგად. კლონში შემავალი ყველა
უჯრედი გენეტიკურად იდენტურია.
კლონირება cloning клонирование clonales (ბერძნ. klon
ამონაყარი, ყლორტი) - დონორიდან იღებენ სომატურ უჯრედს,
რომლიდანაც ახდენენ ენუკლეაციას და გამოყოფილი ბირთვი
შეყავთ კვერცხუჯრედში, რომლიდანაც აგრეთვე მოშორებულია
თავისი ბირთვი. კვერცხუჯრედის ციტოპლაზმა სტიმულს აძლევს
სომატური უჯრედის ბირთვს, რათა მან დაიწყოს დანაწევრება.
მიღებული ემბრიონი, რომელსაც მამრის სრული გენოტიპი
გააჩნია, შეყავთ ნებისმიერი მდედრის საშვილოსნოში.
ედინბურგში 1996 წელს შექმნეს ორი აბსოლუტურად იდენტური
გენების მქონე ცხვარი - მეგანი და მორაგი. შესაძლებელია
ადამიანის კლონირებაც, აქედან გამომდინარე დადებითი და
უარყოფითი შედეგებით.
კლონური ევოლუცია clonal evolution клонарная эволюция
evolutio clonalis (ბერძნ. klon ამონაყარი, ყლორტი, ლათ. evolutio
განვითარება, გაშლა) - სიმსივნური პროცესის პროგრესირებისას,
ერთი უჯრედული პოპულაციის მეორით ჩანაცვლება.
კლონური კრუნჩხვები clonospasms клонические судодоги
clonospasmi (ბერძნ. klonos უწესრიგო მოძრაობა) - კუნთების
სერიული რითმული შეკუმშვები. პირამიდული გზების
დაზიანების შედეგია. სინ.: კლონუსი.
კლონურ-სელექციური თეორია clonal-selective theory клонально-
селекционная теория theoria clonus-selectio (ბერძნ. klon ამონაყარი,
ყლორტი, ლათ. selectio შერჩევა, გადარჩევა, ბერძნ. theoria
დაკვირვება, კვლევა) - ამ თეორიის თანახმად, ორგანიზმში
სხვადასხვა უცხო ანტიგენების გასანეიტრალებლად
პერმანენტულად წარ მოიქმნება იმუნოკომპეტენტური
უჯრედების კლონები. ანტიგენი შერჩევითად კონტაქტირებს
შესაბამის კლონთან და ასტიმულირებს მის მიერ შესაბამისი
ანტისხეულების გამომუშავების პროცესს. სინ.: ბერნეტის თეორია.
კლოსტრიდიები clostridia клостридии clostridium -
პერიტრიქებია, სპორისწარმომქმნელი, გრამ-დადებითი,
ანაერობული ბაქტერიების გვარია. სპორებს გააჩნიათ ოვალური ან
მრგვალი ფორმა, მათი დიამეტრი ბაქტერიებზე მეტია. ზოგი
სახეობა (Cl. tetani, Cl.botulini, Cl.perfringens და სხვ.) გამოყოფს
ე g დ ვ გ ყ ფ
ეგზოტოქსინებს. სპორის ლოკალიზაციით (ცენტრალური,
ტერმინალური, სუბტერმინალური) შეიძლება დადგინდეს ჩხირის
კუთვნილება ამა თუ იმ სახეობისადმი.
კოაგულაზა coagulase коагулаза coagulasa (ლათ. coagulo ვადედებ)
- ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმით (მაგ.,
სტაფილოკოკებით) წარმოქმნილი ფერმენტი, რომელიც იწვევს
სისხლის შედედებას. პროთრომბინი გადაჰყავს თრომბინში, რასაც
შედეგაც მოყვება ფიბრინოგენის წარმოქმნა. შემდგომ ამისა,
ყოველი ბაქტერიული უჯრედი იფარება ფიბრინის ცილოვანი
აპკით, რაც აბრკოლებს ფაგოციტოზის პროცესს. სინ.:
პლაზმოკოაგულაზა.
კოაგულანტები coagulants коагулянты coagulantia (ლათ. coagulo
ვადედებ) - სისხლის შედედების პროცესის ხელშემწყობი
ნივთიერებები (ფიბრინოგენი, ვიკასოლი და სხვ.).
კოაგულაცია coagulation коагуляция coagulatio (ლათ. coagulo
ვადედებ) - 1. სისხლის შედედება. 2. საოპერაციო უბნის მოწვა
(ელექტრო-, თერმო-, კრიოკოაგულაცია).
კოაგულოგრამა coagulogram коагулограмма coagulogramma (ლათ.
coagulo ვადედებ, ბერძნ. gramma ჩანაწერი) - სისხლის შედედების
და ამ პროცესის საწინააღმდეგო სისტემების მახასიათებლების
ერთობლიობა, რაც გამოისახება ცხრილით ან გრაფიკით.
კოარქტაცია coarctation коарктация coarctatio (ლათ. coarctatio
შევიწროება) - სისხლძარღვის ერთ-ერთი უბნის შევიწროება.
კოგნატები cognates когнаты cognati (ლათ. cognates) -
სისხლისმიერი ნათესავები დედის მხრიდან.
კოდეინი codeine кодеин codeinum (ბერძნ. codeia ყაყაჩოს თესლი)
- ოპიუმის ალკალოიდია, ანალგეტიკი. იყენებენ ტკივილის
გასაყუჩებლად და ხველების შესამცირებლად. დამახასიათებელი
გვერდითი ეფექტებია: ყაბზობა, ღებინება, თავბრუ და
მიდრეკილება ძილისადმი.
კოდი code код code (ფრანგ. code პირობითი შემოკლება, შიფრი) -
გენეტიკური ინფორმაციის ჩაწერისა და შენახვის ბუნებრივი
სისტემა ნუკლეინის მჟავების მოლეკულებში, ნუკლეოტიდების
ხაზოვანი თანმიმდევრობის სახით.
კოდონი codone кодон codon (ფრანგ. code პირობითი შემოკლება,
შიფრი) - გენეტიკური ინფორმაციის ერთეული, რომელიც ერთ
ფ გე ეტ კუ ფ ც ე ეულ ელ ც ე
ამინმჟავას აკოდირებს. სინ.: ტრიპლეტი.
კოვალენტური ბმები covalent bonds ковалентные связи junctura
covalentis - ატომებს შორის არსებული ქიმიური ბმები, რომლებიც
საერთო ელექტრონული წყვილების წარმოქმნის შედეგად
ყალიბდება.
კოიტუსი coitus коитус coitus (ლათ. coitus შეერთება, შეუღლება)
- სქესობრივი აქტი. ორი ინდივიდის გენიტალური კონტაქტი,
სიამოვნების მიღების, აგრეთვე გვარის გაგრძელების მიზნით.
განასხვავებენ ჰეტეროსექსუალურ, ჰომოსექსუალურ, შეწყვეტილ,
პროლონგირებულ და ვესტიბულურ კოიტუსს.
კოკაინიზმი cocainism кокаинизм cocainismus (ესპ. cocaina
კოკაინი) - ნარკომანიის ერთ-ერთი სახე - ავადმყოფური
მიდრეკილება კოკაინისადმი.
კოკაინის ბუჩქი coca кокаиновый кустарник coca Lam. -
ტროპიკული მცენარეა. ფოთლები შეიცავს ალკალოიდებს, მათ
შორის კოკაინს, რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი
თვისებები. ტოქსიკურია. გადაჭარბებული ხმარებისას იწვევს
კოკაინიზმს, ნარკომანიის ერთ-ერთ ფორმას.
კოკანცეროგენეზი cocancerogenesis коканцерогенез
cocancerogenesis (ლათ. con ურთიერთმოქმედება, cancer კიბო,
genaos წარმოქმნა) - ავთვისებიანი სიმსივნის სწრაფი განვითარება:
ონკოგენურ აგენტებთან ერთად რომელიმე არასპეციფიკური
ფაქტორის (ნივთიერების), იგივე კოკანცეროგენის ერთობლივი
მოქმედების შედეგად.
კოკანცეროგენი cocarcinogen коканцерогенез cocarcinigenum
(ლათ. con ურთიერთმოქმედება, cancer კიბო, genaos წარმოქმნა) -
აგენტი, რომელიც კანცეროგენებთან ერთად მოქმედებს სამიზნე-
უჯრედებზე და აძლიერებს კანცეროგენურ ეფექტს.
კოკები cocci кокки cocci (ბერძნ. kokkos მარცვალი) - მრგვალი
ფორმის გრამ-დადებითი (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები,
მენინგოკოკები) და გრამ-უარყოფითი (გონოკოკები) ბაქტერიები.
კოკობაქტერიები coccobacteria кокобактерии coccobacteria (ბერძ.
kokkos მარცვალი, bakterion ჩხირი) - იგივე კოკობაცილები. კოკებსა
და ჩხირებს შორის გარდამავალი ფორმები. ასეთი ბაქტერიების
მაგალითია Bacteroides- ის და Brucella-ს გვარები.
კოკულტივირება Lcocultivation кокультивация cocultivatio (ლათ.
con ერთად, თანა, cultura) - სხვადასხვა ტიპის უჯრედების
ერთობლივი კულტივირება.
კოლაგენი collagen коллаген collagenum (ბერძნ. kolla წებო, gennao
წარმოვქმნი) - ფიბრილარული ცილა, რომელიც წარმოადგენს
შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოების საფუძველს და
განაპირობებს მის გამძლეობას, სიმტკიცეს.
კოლაგენოზი collagen коллагеноз collagenosis (ბერძნ. kolla წებო,
gennao წარმოვქმნი, osis მდგომარეობა) - დაავადებათა ჯგუფი,
რომლის დამახასიათებელია შემაერთებელი ქსოვილის
ფიბროზული გადაგვარება, პირველადი დიფუზური და
ცალკეული ორგანოების მეორადი დაზიანებები. კოლაგენოზის
პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აუტოიმუნურ ძვრებს.
კოლატერალები collaterals коллатералы collaterali (ლათ. con
ერთად, lateralis გვერდითი) - მსხვილი სისხლძარღვების ტოტები,
რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის მიმოქცევას ძირითადი
სისხლძარღვოვანი გზის ავლით. კოლატერალები
უზრუნველყოფენ დაავადებული ორგანოების სისხლით
მომარაგებას (მაგ., თრომბოზის შემთხვევაში). კოლატერალები
ახასიათებს ნერვულ ქსოვილსაც.
კოლაფსი collapse коллапс collapsus (ლათ. collapsis
დასუსტებული, დაცემული) - გულსისხლძარღვთა სისტემის
მწვავე ნაკლოვანების შედეგად არტერიული წნევის სწრაფი
დაცემა. ამ მდგომარეობის ნიშნებია უეცარი სიფერმკრთალე,
სუსტი და აჩქარებული პულსი, ცივი ოფლი, დაბალი წნევა,
ზერელე, გაიშვიათებული სუნთქვა და სხვ. ვითარდება
ინტოქსიკაციის, მწვავე ინფექციური დაავადებების, უხვი
სისხლდენისა და სხვ. პათოლოგიების შემთხვევებში.
კოლექტომია colectomy колэктомия colectomia (ბერძნ. kolon
კოლინჯი, ektome ამოკვეთა) - მთელი კოლინჯის ან მისი ერთი
ნაწილის ამოკვეთა.
კოლიბაცილოზი colibacillosis колибациллез colibacillosis (ბერძნ.
kolon კოლინჯი, ლათ. bacillus ჩხირი, ბერძნ. osis მდგომარეობა) -
ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადება.
კოლი-ინდექსი coli-index rjkb-byltrc coli-indexus (ბერძნ. kolon
კოლინჯი, ლათ. index მაჩვენებელი) - გარემოს ობიექტების
კ ლ ჯ ლ ვე ე ელ გ ე ექტე
ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი, რაც გამოიხატება
ნაწლავის ჩხირის უჯრედების რაოდენობით 1 ლიტრ სითხეზე,
ხოლო მკვრივი სხეულებისათვის - 1 კგზე (საკვები
პროდუქტებისათვის და ნიადაგისათვის - 1 გრამზე). სინ.:
ნაწლავის ჩხირის ინდექსი.
კოლი-ინფექცია coli-infection коли-инфекция coli-infectio (ბერძნ.
kolon კოლინჯი, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ინფექციური
დაავადებების ჯგუფია, რომელთა გამომწვევებია ნაწლავის ჩხირის
პირობით-პათოგენური ან პათოგენური სეროტიპები. უმთავრესად
ავადდებიან ადრეული ასაკის ბავშვები. დამახასიათებელია
საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, უფრო ხშირად საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის, უფრო იშვიათად კი შარდის და ნაღვლის
გამომყოფი გზების და სხვა ორგანოების დაზიანება ანდა სეფსისის
განვითარება. სინ.: კოლიბაქტერიოზი, კოლი-ბაცილოზი და სხვ.
კოლინჯი colon ободочная кишка rbirf colonum (ბერძნ. kolon
კოლინჯი) - მსხვილი ნაწლავის ძირითადი მონაკვეთი, რომელიც
მდებარეობს სწორ და ბრმა ნაწლავებს შორის. შედგება ასწვრივი,
განივი, დასწვრივი და სიგმოიდური მონაკვეთებისაგან. კოლინჯი
საჭმლის მონელებაში არ მონაწილეობს, თუმცა მასში შეიწოვება
წყლის და ელექტროლიტების დიდი რაოდენობა. ინტენსიური
პერისტალტიკის მეშვეობით, განავლის მასები კოლინჯიდან
გადაადგილდება სწორი ნაწლავისაკენ.
კოლიტი colitis колит colitis (ბერძნ. kolon კოლინჯი, itis ანთება) -
მსხვილი ნაწლავის დაავადება, რომელიც ხასიათდება ანთებით-
დისტროფიული ცვლილებებით. განასხვავებენ მწვავე და
ქრონიკულ კოლიტს.
კოლიციგენურობა colicinogenicity колицигенность colicinogenitas
(ანტიბიოტიკი „კოლიცინი“, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) -
ზოგიერთი ენტერობაქტერიის შტამის უნარი, გამოიმუშაოს
მაღალსპეციფიკური ანტიბიოტიკები (კოლიცინები), რომლებიც
თრგუნავენ იმავე სახეობის სხვა შტამების ან მონათესავე სახე
ობების ცხოველქმედებას.
კოლიცინი colicin колицин colicinum - შესაბამისი პლაზმიდების
მქონე Escherichia coli-ს და სხვა ენტერობაქტერიების - Shigella-ს და
Salmonella- ს გვარების შტამების მიერ პროდუცირებული
ბაქტერიოცინი (ანტიბიოტიკი).
ქტე ც ტ ტ კ
კოლობომა coloboma колобома coloboma (ბერძნ. koloboma
დასახიჩრება, დაზიანება) - თვალის თანდაყოლილი ან შეძენილი
დეფექტი, რაც იწვევს ამ ორგანოს სხვადასხვა ანომალიებს.
კოლონია colony колония colonia (ლათ. colonia ახალშენი,
დასახლება) - ერთი ან რამოდენიმე სახეობის ერთად მცხოვრები
ინდივიდების ჯგუფი, მაგ., ერთი სახეობის მიკროორგანიზმების
დაგროვება საკვებ ნიადაგზე.
კოლონიზაცია colonization колонизация colonisatio (ლათ. colonia
ახალშენი, დასახლება) - ინფექციური პროცესის ადჰეზიის
შემდგომი სტადია, რაც მდგომარეობს მიკროორგანიზმების
გამრავლებაში.
კოლონიზაციური რეზისტენტობა colonization resistancy
колонизационная резистентость colonizatio (ლათ. ცოლონია
ახალშენი, დასახლება, რესისტო წინააღმდეგობის გაწევა) -
ორგანიზმის დამცველობითი ფაქტორების და კუჭ-ნაწლავის
ნორმალური მიკროფლორის (ძირითადად, ანაერობების)
კონკურენტული, ანტაგონისტური და სხვ. თვისებების
ერთობლიობა, რაც მიკროფლორას ანიჭებს სტაბილურობას და
ხელს უშლის ლორწოვანი გარსების პათოლოგიური
მიკროორგანიზმებით კოლონიზაციას. კოლონიზაციური
რეზისტენტობის დაქვეითებისას, იზრდება აერობული და
პირობით-პათოგენური მიკრობების რაოდენობა და სპექტრი.
კოლორექტული colorectal колоректальныи colorectalis (ბერძნ.
kolon კოლინჯი, ლათ. rectum სწორი ნაწლავი) - ნაწლავების
მონაკვეთი, რომელიც მიეკუთვნება სწორ და მსხვილ ნაწლავებს.
კოლოსტომია colostomy колостомия colostomia (ბერძნ. kolon
კოლინჯი, stoma ხვრელი, გასავალი) - ქირურგიული ოპერაცია:
კოლინჯის ნაწილი გამოაქვთ გარეთ და ხსნიან ნაწლავების
დრენირებისათვის. კოლოსტომია შეიძლება იყოს დროებითი ან
მუდმივი.
კოლოტომია colotomy колотомия colotomia (ბერძნ. kolon
კოლინჯი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - კოლინჯის გაკვეთა.
კოლპიტი colpitis кольпит colpitis (ბერძნ. kolpos საშო, itis ანთება)
- საშოს ანთება. იხ. ვაგინიტი.
კოლპოპლასტიკა colpoplasty кольпопластика colpoplastica (ბერძნ.
kolpos საშო, პლასტიკე ვძერწავ, ვაქანდაკებ) - პლასტიკური
ლ ტ კე ვ ე წ ვ ვ ქ დ კე ლ ტ კუ
ოპერაცია საშოზე. სინ.: ვაგინოპლასტიკა.
კოლპოპტოზი colpoptosis кольпоптоз colpoptosis (ბერძნ. kolpos
საშო, ptosis დაწევა) - საშოს დაწევა.
კოლპოსტენოზი colpostenosis кольпостеноз colpostenosis (ბერძნ.
kolpos საშო, stenos ვიწრო, osis მდგომარეობა) - საშოს შევიწროება.
კოლტივირუსები coltiviruses колтивирусы coltivurus -
რეოვირუსების ოჯახის ერთ-ერთი გვარია. იწვევს ე.წ.
კოლორადოს ცხელებას. ინფექციის გადამტანებია ტკიპები.
ადამიანი საბოლოო მასპინძელია. ზოგჯერ ვირუსს ახასიათებს
ტერატოგენური მოქმედება.
კოლხიცინი - იხ. უცუნა.
კომა coma кома coma (ბერძნ. koma ღრმა ძილი) - მძიმე,
სიცოცხლისათვის სახიფათო უგონო მდგომარეობა, რომლის
ნიშნებია გულის მუშაობის, სუნთქვის რითმის, მგრძნობელობისა
და რეფლექსების მოშლა. შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი
დიაბეტით, ეპილეფსიით და სხვ.
კომბოსტო cabbage капуста Brassica olearaceae - ერთ-, ორ- ან
მრავალწლიანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. შეიცავს
ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, ასკორბინის მჟავას, B
ჯგუფის ვიტამინებს და სხვ. გააჩნია დიეტური და სამკურნალო,
ხოლო ბოლო წლების მონაცემებით, ანტიკანცეროგენური
თვისებებიც კი.
კომბუსტია combustion комбустия combustio (ლათ. comburo
ვწვავ) - ქართულად: დამწვრობა. მაღალი ტემპერატურების,
ელექტროდენის, ქიმიურ ნივთიერებათა, რადიაციის და ა.შ.
ადგილობრივი მოქმედებით გამოწვეული ქსოვილთა დაზიანება.
კომისურა commissure комисура commissura (ლათ. comissura
შეერთება, შესართავი) - ნაწიბურები, შეხორცებები.
კომისუროტომია commissurotomia комиссуротомия
commissurotomia (ლათ. comissura შეერთება, შესართავი, ბერძნ.
tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - შეხორცებების, ნაწიბურების გაკვეთა.
კომიტირებული უჯრედი - იხ. უჯრედი კომიტირებული.
კომოცია commotion (concussion of the brain) коммоция commotio
(ლათ. commotio შერყევა) - უფრო ხშირად იყენებენ თავის ტვინის
შერყევის აღსანიშნავად. ტვინის ტრავმულ დაზიანებას ახასიათებს
ცნობიერების დარღვევა, გულისრევა, პირღებინება, თავის
ტკივილები და სხვ.
კომპარტმენტაცია compartmentation компартментация
compartmentatio (ინგლ. compartment განყოფილება, სექტორი) -
უჯრედის სტრუქტურული ორგანიზაციის მოწესრიგებული
დონის მიღწევა მისი მთელი მოცულობის ე.წ. „განყოფილებებად“
დაყოფის გზით. კომპარტმენტაციის განხორციელებაში
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოლოგიური მემბრანა, რომელიც
ხელს უწყობს უჯრედში მიმდინარე პროცესებისა და მასში
არსებული ნივთიერებების სივრცობრივ განცალკევებას.
კომპენსატორული მექანიზმი compensatory mechanism
компенсаторный механизм mechanismus compensatio (ლათ.
compensatio ანაზღაურება, გამოსწორება) - დარღვეული ფუნქციის
აღდგენა, ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის
შენარჩუნება. მაგ., სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ძვლის ტვინი
იწყებს გაძლიერებულ მუშაობას ანუ ირთვება კომპენსატორული
მექანიზმი.
კომპენსაცია compensation компенсация compensatio (ლათ.
compensatio ანაზღაურება, გამოსწორება) - ორგანიზმში მიმდინარე
ავადმყოფური დარღვევების გაწონასწორება, გამოსწორება,
აღდგენა შესაბამისი შეგუებითი მექანიზმების საშუალებით.
კომპეტენცია competency компетенция competentia (ლათ.
competentia შესაბამისობა, შეფარდება) - 1. უჯრედის ფუნქციური
მდგომარეობა, როდესაც იგი იძენს მისთვის დამახასიათებელი
სამუშაოს შესრულების უნარს (მაგ., T-უჯრედები იმუნურ
კომპეტენციას იძენენ მხოლოდ თიმუსში მოხვედრისას). 2.
საკითხები, რომლებშიც ამა თუ იმ პიროვნებას გააჩნია გარკვეული
ცოდნა და გამოცდილება. ასეთ პირს კომპეტენტურს უწოდებენ.
კომპილაცია compilation компиляция compilatio (ლათ. compilatio
ქურდობა, ძარცვა) - მეცნიერული ან ლიტერატურული ხასიათის
შრომა, რომელიც ემყარება სხვადასხვა ავტორების მიერ უკვე
გამოქვეყნებული ნაწარმოებების, შრომების გამოყენებას და არ
შეიცავს დამოუკიდებელი კვლევის მასალებს და დასკვნებს.
კომპლემენტი complement комлемент complementum (ლათ.
complementum დამატება) - ორგანიზმის არასპეციფიკური დაცვის
ჰუმორული ფაქტორი. უკავშირდება ანტისხეულებსა და
უჯრედებს. სინ.: ალექსინი.
კომპლემენტურობის პრინციპი principle of complementarity
принцип комплементарности principus complementaria (ლათ.
complementum დამატება) - ურთიერთშესაბამისობა მოლეკულების
ქიმიურ აგებულებაში, რაც უზრუნველყოფს მათ შორის
მეორეული კავშირების წარმოქმნას. მაგ., დნმ-ს მოლეკულაში
ადენინიანი ნუკლეოტიდი შეესაბამება თიმინიანს, ხოლო
გუანინიანი - ციტოზინიანს. ამ პრინციპს ამერიკელი
ბიოქიმიკოსის ე.ჩარგაფის სახელი ეწოდა.
კომპლექსური მკურნალობა complex therapy комплексная
терапия therapia complexus (ლათ. complexus მჭიდროდ
დაკავშირებული) - ამა თუ იმ დაავადების სხვადასხვა (ზოგჯერ
რამდენიმე) მეთოდით მკურნალობა (მაგ., ქიმიოთერაპია, სხივური
თერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია და სხვ.).
კომპლექცია build rjvgktrwbz complexio (ლათ. complexio
შეერთება) - ტანის აგებულება, მოყვანილობა. განასხვავებენ
სხეულის აგებულების ასთენიურ (დოლიქომორფულ),
ჰიპერსთენიურ (ბრაქიმორფულ) და ნორმასთენიურ
(მეზომორფულ) ტიპებს.
კომპლიკაცია complication компликация complicatio (ლათ.
complico ვართულებ, ვაბუნდოვნებ) - დაავადების გართულება
ახალი პათოლოგიის, ინფექციის ან არაეფექტური მკურნალობის
შედეგად.
კომპონენტური თერაპია componental therapy компонентная
терапия therapia componentales (ლათ. componens შემადგენელი) -
სისხლის შემადგენელი კომპონენტების (ლეიკოციტების,
ერითროციტების, თრომბოციტების, პლაზმის) ცალ-ცალკე
გადასხმით ჩატარებული მკურნალობა.
კომპრესი compress комресс compressus (ლათ. comprimo ვუჭერ,
ვაკავებ) - ცხელ, ცივ წყალში ან რაიმე წამალში დასველებული
ნახვევი, რომელსაც ადებენ სხეულის დაზიანებულ ადგილს
ტკივილის დასაამებლად ან ანთებითი პროცესის შესამცირებლად.
კონგელაცია congelation конгелация congelatio (ლათ. congelo
ვყინავ) - დაბალი ტემპერატურების მოქმედება ქსოვილებზე. იგივე
მოყინვა.
ყ ვ
კონგესტია congestion конгестия congestio (ლათ. congero
ვაგროვებ) - არტერიული სისხლის ნაკადის გაძლიერება: აქტიური
ჰიპერემია, ანთებითი ჰიპერემია და სხვ.
კონგლომერატი conglomerate конгломерат conglomeratus (ლათ.
conglomeratus შეგროვილი) - სხვადასხვა ტიპის ან ერთგვაროვანი
უჯრედების შეერთება ერთ სტრუქტურად.
კონგლუტინანტი conglutinant конглютинат conglutinantum
(ინგლ. conglutinate შეწებება, შეზრდა) - წებოვანი ნივთიერება,
რომელიც უზრუნველყოფს ჭრილობის კიდეების შეჭიდულობას,
შეწებებას.
კონდენსაცია condensation конденсация condensatio (ლათ.
condensatio ვასქელებ) - შედედება, შესქელება. აირის ან ორთქლის
გადასვლა თხევად მდგომარეობაში.
კონდილომა condyloma кондилома condyloma (ბერძნ. kondyloma)
- ეპითელიუმის ან მის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილის
ახალწარმონაქმნი.
კონვენციური ინფექციები - იხ. ინფექცია კონვენციური.
კონვერსია conversion конверсия conversio (ლათ. conversio
ცვლილება) - ბაქტერიების ნიშან-თვისებათა შეცვლა
ბაქტერიოფაგით დასენიანებისას. იგივე ფაგური კონვერსია.
განასხვავებენ გენების კონვერსიას. აღნიშნულ ტერმინს იყენებენ
აგრეთვე სიმსივნური ტრანსფორმაციის აღსანიშნავად.
კონვექსა ვიტრა convex glasses выпуклые стекла convexa vitra
(ლათ. convexus ამოზნექილი, vitrum მინა) - ამოზნექილი მინები
(მაგ., სინათლის მიკროსკოპის ლინზები).
კონვულსია convulsion конвульсия convulsio (ლათ. convello
მოვგლეჯ, შევარყევ) - მთელი სხულის ან კიდურის ძლიერი
კრუნჩხვა.
კონიუგაცია conjugation конъюгация conjugatio (ლათ. conjugatio
შეერთება) - 1. წარმოადგენს გენეტიკური მასალის მიმოცვლის
პროცესს, რომელიც ხორციელდება დონორი და რეციპიენტი
უჯრედების უშუალო კონტაქტის შემთხვევაში. ახასიათებს
ზოგიერთ ბაქტერიას და ინფუზორიას. კონიუგაციის პროცესი
ხორციელდება სასქესო პილების (კონიუგაციური აპარატის)
დახმარებით. 2. ქრომოსომების კონიუგაცია (სინაფსისი) - ორი
ჰომოლოგიური ქრომოსომის კონტაქტი, რის გამოც მათ შორის
ლ გ უ ქ კ ტ ქტ გ ც
შესაძლებელია ცალკეული უბნების ორმხრივი გაცვლა
(კროსინგოვერი).
კონიუნქტივა conjunctiva конъюнктива conjunctiva (ლათ.
conjungo ვაერთებ) - თვალის შემაერთებელქსოვილოვანი,
ლორწოვანი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოს შიგნითა
ზედაპირს და თვალის კაკლის წინა ზედაპირს.
კონიუნქტივიტი conjunctivitis конъюктивит conjunctivitis (ლათ.
conjungo ვაერთებ, ბერძნ. itis ანთება) - თვალის
შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთება. განასხვავებენ
გაზაფხულის (ალერგიულ), მწვავე ეპიდემიურ, ბლენორეულ და
სხვ. ტიპის კონიუნქტივიტებს.
კონკავა ვიტრა concave glasses вогнутые стекла concava vitra (ლათ.
concavus ჩაზნექილი, vitrum მინა) - ჩაზნექილი მინა.
კონკორდანტულობა concordance конкордантность concordantis
(ლათ. corcondans შეთანხმებული) - ტყუპების მსგავსება
მოცემული ნიშან-თვისების (თმების ფერი, ცხვირის, წარბების,
ყურის ნიჟარის ფორმა და სხვ.) მიხედვით. დამახასიათებელია
მონოზიგოტური (იდენტური) ტყუპებისათვის.
კონკრემენტი calculus конкремент concrementum (ლათ. concresco
შევეზრდები) - გაუხსნელი მარილები, რომლებიც ილექებიან
სხეულის ქსოვილებსა ან ამა თუ იმ ღრუში (მაგ., კენჭები ნაღვლისა
და შარდის ბუშტში).
კონსერვატული conservative консервативный conservativus (ლათ.
ცონსერვატივუს დამცველობითი) - მკურ-ნალობა
არაოპერაციული მეთოდების გამოყენებით.
კონსერვაცია conservation консервация conservatio (ლათ. conservo
ვინახავ) - რომელიმე ორგანოს, ქსოვილის (მაგ., სისხლის, ძვლის
ტვინის), მიკროორგანიზმის, პროდუქტის ან ნივთიერების დაცვა
დაშლისაგან, მათი შენახვა სპეციალურ პირობებში.
კონსილიუმი consultation консилиум consillium (ლათ. consillum
თათბირი) - ექიმების თათბირი მძიმე ან გაურკვეველი
ეტიოლოგიის დაავადების არსის დასადგენად და მკურნალობის
ტაქტიკის შესამუშავებლად.
კონსისტენცია consistence консистенция consistentia (ლათ.
consisto შევადგენ) - ნივთიერების სიმკვრივის, სიბლანტის ხარისხი
(მაგ., გლიცერინს სიროფისმაგვარი კონსისტენცია გააჩნია).
გ გლ ცე ფ გვ კ ტე ც გ
კონსოლიდაცია consolidation консолидация consolidatio (ლათ.
consolidatio გამაგრება, გამკვრივება) - ჭრილობის ან მოტეხილობის
შეხორცება, შეზრდა. ამასთან ადგილი აქვს ქსოვილის დაღუპული
ელემენტების გაწოვას და ახალი ქსოვილოვანი სტრუქტურების
წარმოქმნას.
კონსტატაცია statement констатация constatatia (ლათ. constant
ცნობილია) - რაიმე ფაქტის, რაიმეს არსებობის, უეჭველობის
დადგენა, დაფიქსირება.
კონსტიპაცია constipation констипация constipatio (ლათ. constipo
ვავიწროებ, ვაწვები) - ქართულად: ყაბზობა. მუცელში შეკრულობა.
კონსულტაცია consultation консультация consultatio (ლათ.
consultatio მოთათბირება) - 1. სპეციალისტის რჩევა რაიმე
საკითხის ირგვლივ. პედაგოგის მიერ სპეციალურად მოწყობილი
მეცადინეობა საგნის უკეთ ათვისების მიზნით. 2. დაწესებულება,
სადაც სპეციალისტები რჩევა-დარიგებას იძლევიან (მაგ., ქალთა
კონსულტაცია, იურიდიული კონსულტაცია).
კონტაგიოზური მოლუსკი molluscum contagiosis контагиозный
молюск molluscum contagiosum (ლათ. contagio გადადება) -
ბავშვობის ასაკის ვირუსული ეტიოლოგიის დერმატოზია.
ახასიათებს სპეციფიკური, უმტკივნეულო გამონაყარი
ჩაზნექილობებით, წითელი ფერის კვანძები გენიტალიების
მიდამოში, კერძოდ, კანზე. გარდაიქმნება ჩირქოვან პაპულებად.
კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსი - იხ. ვირუსი
კონტაგიოზური მოლუსკის.
კონტაგიუმი contagium инфекционный агент contagium (ლათ.
contagio გადადება) - ამა თუ იმ დაავადებას გამომწვევი
ინფექციური აგენტი (ბაქტერია, ვირუსი და სხვ.).
კონტამინაცია contamination контаминация contaminatio (ლათ.
contamino ვვსვრი, ჩირქს ვცხებ) - ინფექციური აგენტით ან მავნე
ნივთიერებით ჭრილობის ან ჰაერის და ბინძურება.
კონტაქტური ინჰიბიცია contact inhibition контактная ингибиция
inhibitio contactus (ლათ. contactus შეხება, inhibeo შევაკავებ,
შევაჩერებ) - ნორმალური უჯრედები ქსოვილთა კულტურაში
ერთმანეთთან კონტაქტისას წყვეტენ შემდგომ მოძრაობას.
სიმსივნურ უჯრედებს დაკარგული აქვთ კონტაქტური ინჰიბიციის
უნარი. ისინი ერთმანეთზე ლაგდებიან და ქმნიან მრავალშრიან
უ ე ე ე ლ გდე დ ქ ვ ლ
უჯრედოვან ფენებს. ეს მოვლენა 1963 წელს აღწერა ინგლისელმა
აბერქრომბიმ.
კონტაქტური ტრანსმისია contact transmission контактная
трансмисия transmissio contactus (ლათ. contactus შეხება, transmissio
გადაცემა) - ამა თუ იმ ინფექციური დაავადების შეხებით,
კონტაქტით გადაცემა დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე.
კონტინგენტი contingent контингет contingentum (ლათ.
contingens წილად რგება) - განსაზღვრული კატეგორიის პირების
შემადგენლობა (ამა თუ იმ ნოზოლოგიით შეპყრობილები,
გარკვეული პროფილის ინსტიტუტის სტუდენტები და სხვ.).
კონტრაინდიკაცია contraindication контраиндикация
contraindicatio (ლათ. contra წინააღმდეგ, indico ვუჩვენებ) -
უკუჩვენება (მაგ., სიარული და ფიზიკური ვარჯიში გულის
დეკომპენსაციის შემთხვევაში).
კონტრასტი contrast контраст contrastum (ფრანგ. contraste) -
მკვეთრად გამოხატული განსხვავება. რენტგენოდიაგნოსტიკაში:
რენტგენოგრამაზე ან მაფლუორესცირებელ ეკრანზე ანდა
ელექტრონოგრამაზე (ელექტრონულ მიკროსკოპში მიღებული
გამოსახულება) სხვადასხვა ქსოვილების ოპტიკური სიმკვრივის
მიხედვით მკვეთრად განსხვავებული მეზობელი უბნები, რაც
გამოსაკვლევი ობიექტების შესწავლის საშუალებას იძლევა.
კონტრასტი ნეგატიური negative contrast негативный контраст
contrastum negativum (ფრანგ. contraste, ლათ. negativus
უარყოფითი) - კონტრასტული ნივთიერება (მაგ.,
ფოსფოვოლფრამის მჟავა) გარს ერტყმის ბიოლოგიურ ობიექტს
(მაგ., ვირუსს). გააჩნია რა უფრო მაღალი ელექტრონული
(ოპტიკური) სიმკვრივე, იგი ქმნის მუქ ფონს, რომელზეც ვირუსები
მკვეთრად არიან გამოსახული.
კონტრასტი პოზიტიური positive contrast позитивный контраст
contrastum positivum (ფრანგ. contraste, ლათ. positivus დადებითი) -
ბიოლოგიური ობიექტების უფრო კონტრასტულად
წარმოჩენისათვის, გამოსაკვლევ პრეპარატს უმატებენ მძიმე
მეტალების მარილებს (მაგ., ურანილ-აცეტატს, ტყვიის ციტრატს),
რაც ზრდის შესასწავლი ობიექტების (მაგ., ვირუსების)
კონტრასტულობას.
კონტრასტული ნივთიერებები contrast subatances контрастные
вещества materia contrastis (ფრანგ. contraste) - იხ.
რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები.
კონტრაქტურა contracture контрактура contractura (ლათ. contraho
ვჭიმავ, ვკუმშავ) - ცალკეული კუნთის ხანგრძლივი, ტონური,
უნებლიე შეკუმშვა, რაც იწვევს სახსრის მოძრაობის მეტნაკლებად
(ნაწილობრივ) შეზღუდვას, უმთავრესად სახსარში ან მის
მახლობლად.
კონტრაქცია contraction контракция contractio (ლათ. contraho
ვჭიმავ, ვკუმშავ) - შეკუმშვა.
კონტრაცეფცია contraception контрацепция contraceptiva
(anticoncipientia) (ლათ. contra წინააღმდეგ, conceptio ჩასახვა) -
ჩასახვის (ორსულობის) თავიდან აცილება ხელოვნური
საშუალებებით: კონტრაცეფტივებით (პრეზერვატივით, ქიმიური
ნივთიერებებით, სპირალით და სხვ.). განასხვავებენ
საშვილოსნოსშიდა, საშოსშიდა, ჰორმონულ, კომბინირებულ,
მექანიკურ და ქიმიურ საშუალებებს.
კონტუზია contusion контузия contusio (ლათ. contusio დაშავება,
დაჟეჟვა) - შერყევა, რბილი ქსოვილების დახურული დაზიანება
ანატომიური მთლიანობის დაურღვევლად. მექანიკური
ზემოქმედებით გამოწვეული ორგანიზმის საერთო დაზიანება
(მაგ., ძლიერი აფეთქებისას, ჰაერის ტალღით გამოწვეული ტვინის
შერყევა).
კონფაბულაცია confabulation конфабулация confabulatio (ლათ.
confabulo ვლაქლაქებ, ვსაუბრობ) - არარსებული, შეთხზული
ამბების, თითქოსდა წარსულში განცდილის, თავს გადამხდარის
მოგონება. მეხსიერების თავისებური პათოლოგიაა. გვხვდება
ორგანული ფსიქოზის შემთხვევაში.
კონცეფტუსი conceptus концептус conceptus (ლათ. conceptio
აღქმა, ძირითადი) - განაყოფიერების პროდუქტები:
განვითარებადი ნაყოფი და მის გარშემო არსებული სანაყოფო
გარსები, რომლებიც საშვილოსნოში იმყოფებიან ორსულობის
ყველა სტადიაზე.
კონცეფცია conception концепция conceptio (ლათ. conceptio
აღქმა, ძირითადი) - რაიმე ობიექტის, მოვლენის, პროცესის
სისტემატური ანალიზის სახელმძღვანელო იდეა, ძირითადი
თვალსაზრისი.
კოპროლალია coprolalia копролалия coprolalia (ბერძნ. kopros
განავალი, lalia ლაპარაკი) - უწმაწური ლაპარაკი, გინების
აკვიატებული მოთხოვნილება.
კოპროლითი enterolith копролит coprolithus (ბერძნ. kopros
განავალი, lithos ქვა, კენჭი) - ნაწლავებში განავლისეული
კონკრემენტი. ჩვეულებრივ, წარმოიქმნება ნაღვლის კენჭის ან
გადაყლაპული ხეხილის კურკის გარშემო.
კოპროლოგიური გამოკვლევა coprologic analysis копрологическое
исследование analysis coprologica (ბერძნ. kopros განავალი) -
განავლის მიკროსკოპული ანალიზი უმარტივესების ცისტების ან
ჰელმინთების კვერცხების გამოვლენისა და იდენტიფიკაციის
მიზნით.
კოპროსტაზი coprostasis (faecal impaction) копростаз coprostasis
(ბერძნ. kopros განავალი, stasis დგომა) - ძლიერ გამოხატული
ყაბზობა, განავლის დაგროვება მსხვილ ნაწლავში, რაც იწვევს
ნაწლავთა გაუვალობის კლინიკურ სურათს.
კოპროფაგია coprophagia копрофагия coprophagia (ბერძნ. kopros
განავალი, phagos შთანთქმა) - საკუთარი ან სხვისი განავლის ჭამა.
კოპულაცია copulation копуляция copulatio (ლათ. copulatio
შერწყმა) - ბაქტერიების ან უმარტივესთა ორი ინდივიდის შერწყმა
სქესობრივი გამრავლების ან გენეტიკური რეკომბინაციის
შემთხვევაში.
კოჟრი corn мозоль clavus - დერმატოლოგიაში: ჰიპერკერატოზის
შემოსაზღვრული მტკივნეული უბანი, რომელიც ჩნდება
ხანგრძლივი მექანიკური გაღიზიანების შედეგად.
კორელაცია correlation корреляция correlatio (ლათ. correlatio
თანაფარდობა) - ქართულად: ურთიერთდამოკიდებულება.
korelacia შეიძლება იყოს პირდაპირი, შებრუნებითი ან
სტოქასტური (შემთხვევითი, ქაოსური).
კორექცია correction коррекция correctio (ლათ. correctio
გასწორება) - გასწორება (მაგ., მხედველობის კორექცია სათვალის
ან ოპერაციის საშუალებით).
კორიზა corysa кориза corysa (ბერძნ. koryza) - მწვავე რინიტი.
კორინებაქტერიები corynebacteria коринебактерии corynebacteria
(ბერძნ. korine კვერთხი, bakterion ჩხირი) - გრამ-დადებითი
ბაქტერიების ჯგუფი. ბინადრობენ ნიადაგსა და წყლებში.
საპროფიტული ფორმები შლიან პლასტმასს, ჰერბიციდებს,
ასინთეზებენ ვიტამინებს, ამინმჟავებს. პარაზიტული ფორმები
იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, მაგ., დიფთერიას.
კორნეული corneal корнеальный cornealis (ლათ. cornea რქოვანა)
- თვალის რქოვანა გარსთან დაკავშირებული.
კორონავირუსები coronaviruses коронавирусы coronavirus (ლათ.
corona გვირგვინი, virus შხამი) - მწვავე რესპირატორული და
ნაწლავური დაავადებების გამომწვევი რნმ-ს შემცველი ვირუსები,
რომლებსაც ელექტრონულ მიკროსკოპში აქვთ გრძელწამწამებიანი
გვირგვინით გარშემორტყმული ბურთის ან სფეროს სახე.
ვირიონის გამოთავისუფლება ხდება ენდოპლაზმური
რეტიკულუმის სტრუქტურებიდან. ადამიანიდან ადამიანზე
ვირუსი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით.
კორონარიტი coronaritis коронарит coronaritis (ლათ. coronarius
გვირგვინოვანი, ბერძნ. itis ანთება) - გვირგვინოვანი არტერიების
ანთება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებების
გართულებით ან არტერიების სისტემური დაავადებით.
კორონაროგრაფია coronarography коронарография
coronarographia (ლათ. coronarius გვირგვინოვანი, ბერძნ. grapho
ვწერ) - გულის გვირგვინოვანი არტერიების რენტგენოლოგიური
გამოკვლევა, მათში კონტრასტული ნივთიერების შეყვანის შემდეგ.
კორონაროდილატატორები coronarodilatators
коронародилятаторы coronarodilatatori (ლათ. coronarius
გვირგვინოვანი, dilatatum გაფართოება) - ანტიანგინური
საშუალებები (იხ. ანგინა. 2.), რომლებიც აუმჯობესებენ მიოკარდის
სისხლით მომარაგებას გვირგვინოვანი არტერიების გაფართოების
ხარჯზე (ეუფილინი, პაპავერინი და სხვ.).
კორონაროსკლეროზი coronarosclerosis коронаросклероз
coronarosclerosis (ლათ. coronarius გვირგვინოვანი, ბერძნ. skleros
მაგარი) - გულის გვირგვინოვანი არტერიების სკლეროზი, რისი
უშუალო მიზეზი ათეროსკლეროზია (იხ.).
კორონარული coronary коронарный coronarius (ლათ. coronarius
გვირგვინოვანი) - იგულისხმება გულის მკვებავი მარჯვენა და
გვ გვ ვ გულ ე გულ კვე ვ ჯვე დ
მარცხენა არტერიები. იგივე გვირგვინოვანი არტერიები.
კორონარული უკმარისობა coronary deficiency коронарная
недостаточность insuffi cientia coronaria (ლათ. coronarius
გვირგვინოვანი) - გულის გვირგვინოვან არტერიებში გამავალი
სისხლის ნაკადის შეუსაბამობა (სისხლის ნაკადის შემცირების
გამო) მიოკარდის მოთხოვნილებასთან ჟანგბადზე, რასაც შედეგად
მოყვება მიოკარდის დიფუზური ან ლოკალური იშემია (იხ.).
განასხვავებენ მწვავე, შეფარდებით და ქრონიკულ კორო ნარულ
უკმარისობას.
კორპუს ალიენუმ corpus alienum корпус алиенум (инородное
тело) corpus alienum (ლათ. corpus სხეული, alienus უცხო, გარეშე) -
ქართულად: უცხო სხეული (იხ.). ორგანიზმში შეჭრილი უცხო
სხეული, რომლის ინკაფსულაციის შემდგომ ხშირად ვითარდება
ავთვისებიანი სიმსივნეები.
კორპუსკულური corpuscular корпускулярный corpusculum (ლათ.
corpusculum სხულაკი) - ცოცხალი მატერიის უმცირესი,
გაფორმებული ნაწილაკი (ვირუსი, უჯრედის ორგანოიდი,
ბაქტერია და სხვ.).
კორტიზონი cortisone кортизон cortisonum (ლათ. cortex ქერქი) -
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერების ჰორმონი
(კორტიკოსტეროიდი), რომელიც გამოიყენება ანთების,
ალერგიების, შოკის საწინააღმდეგოდ. გააჩნია აგრეთვე
ანტიტოქსიკური თვისებები. შეიძლება გახდეს კუჭის წყლულის,
კუჭიდან სისხლდენის, ნერვული და ჰორმონული დარღვევების,
კუნთების, ძვლების და თვალების დაზიანების მიზეზი.
სამკურნალო ფორმას ჰიდროკორტიზონი ეწოდება.
კორტიკოსტეროიდები corticosteroids кортикостероиды
corticosteroida (ლათ. cortex ქერქი, ბერძნ. stereos მაგარი, eidos
მსგავსი) - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ
გამოყოფილი ჰორმონების ჯგუფი. ზოგი მათგანი არეგულირებს
ორგანულ ნივთიერებათა, ზოგი კი მინერალურ ცვლას.
კორტიკოტროპინი corticotrophin кортикотропин corticotropinum
(ლათ. cortex ქერქი, ბერძნ. tropos მობრუნება, მიმართულება) -
ჰიპოფი ზის წინა წილის მიერ სინთეზირებული ჰორმონი. დიდი
რაოდენობით გამომუშავდება ნებისმიერი სტრესული სიტუაციის
საპასუხოდ. სინ.: ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი,
ადრენოკორტიკოტროპინი.
კორტის ორგანო spiral organ Кортиев орган organum spirale -
ლოკოკინაში განთავსებულ ამ ორგანოში ხდება ბგერითი
ტალღების გარდაქმნა ელექტრულ იმპულსებად. შედგება
ბაზალური მემბრანის, მგრძნობიარე წამწამოვანი უჯრედების
(რეცეპტორების) და ტექტორიული მემბრანისაგან. სახელი
დაერქვა იტალიელი მეცნიერის, ა. კორტის საპატივცემულოდ,
რომელმაც 1851 წელს აღმოაჩინა ეს ორგანო.
კოსმოსური მედიცინა space medicine космическая медицина
medicina cosmosus (ბერძნ. kosmos კოსმოსი, სამყარო, ლათ.
მედიცინა) - მეცნიერების კომპლექსი, რომელიც მოიცავს
სამედიცინო ბიოლოგიას, ინჟინერულ და სხვა სფეროების
სამეცნიერო კვლევა-ძიებას და ღონისძიებებს, რომლებიც
მიმართულნი არიან უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ და
ადამიანის სიცოცხლის ოპტიმალური პირობების შექმნისაკენ
კოსმოსური ფრენის პირობებში.
კოფაქტორები cofactors кофакторы cofactori (ლათ. con ერთად,
factor მკეთებელი, მწარმოებელი) - არაცილოვანი ბუნების
ქიმიური შენაერთები, რომელნიც აუცილებელნი არიან მრავალი
ფერმენტის აქტიურობის მაქსიმალური გამოვლენისათვის.
კოფეინი caffeine кофеин coffeinum - ალკალოიდია, რომელსაც
შეიცავს ყავის ხე, ჩაის ფოთლები და სხვ. ასტიმულირებს
ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, აძლიერებს
სისხლის მიმოქცევას, აფართოებს სისხლძარღვების სანათურს.
გააჩნია შარდმდენი თვისებები. ხშირად შედის ანალგეტიკების
შემადგენლობაში.
კოფერმენტი coenzyme кофермент cofermentum (ლათ. con
ერთად, fermentum საფუარი) - თერმოსტაბილური,
დაბალმოლეკულური ორგანული შენაერთი, რომელიც
აუცილებელია ორგანიზმისათვის როგორც დამატებითი ფაქტორი
ფერმენტის აქტივაციისათვის. იგი ჩვეულებრივ შედის ფერმენტის
შემადგენლობაში და მის ცილოვან კომპონენტთან ქმნის ადვილად
ასოცირებულ კომპლექსს. კოფერმენტების უმეტესობა
ვიტამინების წარმოებულია.
koqsakis virusi - იხ. ვირუსი კოქსაკის.
ვ უ კ ქ კ
კოქსალგია coxalgy коксалгия coxalgia (ლათ. coxa ბარძაყი, ბერძნ.
algos ტკივილი) - მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილი.
კოქსართროზი coxarthrosis коксартрос coxarthrosis (ლათ. coxa
ბარძაყი, ბერძნ. arthron სახსარი, osis მდგომარეობა) - მენჯ-
ბარძაყის სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება. იხ.
ართროზი.
კოქსიტი coxitis коксит coxitis (ლათ. coxa ბარძაყი, ბერძნ. itis
ანთება) - მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება. ახასიათებს მოძრაობის
შეზღუდვა და ტკივილები.
კოქციგოდინია coccygodynia кокцигодиния coccygodynia (ბერძნ.
kokkyx კუდუსუნი, odyne ტკივილი) - კუდუსუნის და მასთან
ახლოს მდებარე მიდამოების ტკივილი. უფრო ხშირად ვლინდება
ქალებში.
კოქციდიოზი coccidiosis кокцидиоз coccidiosis - ადამიანისა და
ცხოველების ინვაზიური დაავადება, რომლის გამომწვევია
სპორიანთა კლასის პარაზიტული უმარტივესები - კოქციდიები.
ადამიანის დასნებოვნება ხდება ოოცისტებით დაბინძურებული
საკვებითა და წყლით. ნაწლავებში ოოცისტებიდან გამოდიან
სპოროზოიტები, რომლებიც იჭრებიან ეპითელიუმში, სადაც
იწვევენ ანთებას, ზოგჯერ კი წყლულებს. დაავადების თავიდან
ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა.
კოღოები gnats комары Culex - მიეკუთვნებიან მწერების კლასს,
ორფრთიანების რიგს. სისხლისმწოველი კოღოებიდან
აღსანიშნავია ჩვეულებრივი კოღო (Culex pipiens), მალარიის კოღო
(Anopheles macullipennis), ყვითელი ცხელების გადამტანი კოღო
(Aedes aegypti) და მრავალი სხვ. ანოფელესის გვარის კოღოების
მდედრებს აქვთ მჩხვლეტავ-მწუწნავი ტიპის პირის აპარატი,
მამრებს კი მწუწნავი. ამიტომ უკანასკნელნი იკვებებიან მხოლოდ
მცენარეების ყვავილის ნექტარით.
კოწახური barberry барбарис vulgaris - ფოთოლმცვენი ბუჩქია.
ფესვები შეიცავს 11 ალკალოიდს. მათ შორის აღსანიშნავია
ბერბერინი. ფოთლებში არის ბერბერინი, С და A ვიტამინები,
კაროტინი, ორგანული მჟავები და სხვ. გამოიყენება
ქოლეცისტიტის, ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევაში და სხვ.
კოხლეარული აპარატი (ბერძნ. cochlear ლოკოკინა) - იხ.
ლოკოკინა.
ლ კ კ
კოჰორტული ანალიზი cohort analysis когортный анализ analysis
cohorta (ლათ. cohors ძველ რომში ლეგიონის მეათედი ნაწილი,
ბერძნ. analysis დაშლა, დანაწევრება) - ეპიდემიოლოგიური
მეთოდი, როდესაც დაკვირვებას აწარმოებენ ადამიანების დიდ
ჯგუფზე.
კრაზანა St. John's wort зверобой Hypericum perforatum -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთს,
გლიცერინს, ფისოვან, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს,
ქოლინს, ასკორბინის, ნიკოტინის მჟავებს, ფლავონოიდებს და
ალკალოიდებს. უწოდებენ „90 ავადმყოფობის“ მკურნალს. გააჩნია
ბაქტერიციდული, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და
ჭრილობის შემხორცებელი თვისებები. ასტიმულირებს გულის
მუშაობას და ზრდის არტერიულ წნევას. კრაზანის ზეთი
კომპრესების სახით გამოიყენება წყლულების, ჭრილობების და
დამწვრობების შემთ ხვევებში.
კრანიოლოგია craniology краниология craniologia (ბერძნ. kranion
თავის ქალა, logos მოძღვრება) - ან- თროპოლოგიისა და
ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ადამიანისა და
ცხოველების თავის ქალას აგებულებას.
კრანიოპათია craniopathy краниопатия craniopathia (ბერძნ.
kranion თავის ქალა, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - თავის ქალას
ძვლების ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობა.
კრანიოსკლეროზი craniosclerosis краниосклероз craniosclerosis
(ბერძნ. kranion თავის ქალა, sklerosis მაგარი, მკვრივი) - თავის
ქალას გასქელება.
კრანიოსპინალური craniospinal краниоспинальный craniospinalis
(ბერძნ. kranion თავის ქალა, ლათ. spina ხერხემალი) - ის, რაც
მიეკუთვნება თავის ქალას და ხერხემალს.
კრანიოტომია craniotomy краниотомия craniotomia (ბერძნ.
kranion თავის ქალა, anatome გაკვეთა) - თავის ქალას გახსნა
ტრეპანაციის (იხ.) მეშვეობით. კრანიოტომიას იყენებენ
ანევრიზმების და დაზიანებული სისხლ- ძარღვების აღსადგენად,
თავის ტვინის სიმსივნეების ამოსაკვეთად და ა.შ. სინ.: თავის
ქალას ტრეპანაცია.
კრაშ-სინდრომი crush syndrome краш-синдром crush syndromum -
თირკმლების უკმარისობა, რაც ვითარდება კუნთოვანი ქსოვილის
კ ლე უკ ცვ დე კუ ვ ქ ვ ლ
ტრავმის, ნეკროზის, თირკმლების მილაკების მწვავე ნეკროზის
შედეგად. რასაც თან ახლავს სისხლში მიოგლობინის არსებობა.
სინ.: ტრავმული ტოქსიკოზი.
კრემატორიუმი crematorium крематорий crematorium (ლათ.
crematio დაწვა) - კრემაციის ჩასატარებელი შენობა.
კრემაცია cremation кремация crematio (ლათ. crematio დაწვა) -
გარდაცვლილის ნეშტის დაწვა განსაკუთრებულ, მაღალი
ტემპერატურის მქონე ღუმელში.
კრენოთერაპია crenotherapy кренотерапия crenotherapia (ბერძნ.
krene წყარო, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა მინერალური
წყაროების წყლის დალევით.
კრეპიტაცია crepitation крепитация crepitatio (ლათ. crepitatio
ხმაური, ტკაცუნი) - ხიხინის მაგვარი ხმაური, რომელიც ისმის
ფილტვებში ჩასუნთქვის პროცესში (კრუპოზული პნევმონია,
ფილტვის შეშუპება და სხვ.).
კრეტინი cretin кретин cretinus (ფრანგ. cretin ჭკუასუსტი) -
კრეტინიზმით დაავადებული. ჭკუასუსტი.
კრეტინიზმი cretinism кретинизм cretinismus (ფრანგ. cretin
ჭკუასუსტი) - მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა ფიზიკურ და
გონებრივ განვითარებაში.
კრეტინოიდი cretinoid кретиноид cretinoidus (ფრანგ. cretin
ჭკუასუსტი) - ინდივიდი, რომელსაც გააჩნია კრეტინიზმის
გარეგნული გამოხატულება, მაგრამ არ აღენიშნება ფსიქიკური
განუვითარებლობის ნიშნები.
კრიანესთეზია cryanesthesia крианестезия cryanesthesia (ბერძნ.
kryos ყინვა, სუსხი, an უარყ. თავს., aisthesis შეგრძნება) - სიცივის
შეუგრძნებლობა.
კრიასთეზია cryasthesy криастезия cryasthesia (ბერძნ. kryos ყინვა,
სუსხი, aisthesis შეგრძნება) - სიცივისადმი მომატებული
მგრძნობელობა.
კრიზი crisis криз crisis (ბერძნ. crisis გადამწყვეტი ხასიათის
ცვლილება) - ავადმყოფის ორგანიზმში უეცრად განვითარებული
უარყოფითი ხასიათის სხვადასხვა ცვლილებები. მაგ., ბლასტური
კრიზი ქრონიკული მიელოლეიკემიის შემთხვევაში გამოიხატება
ჰემატოლოგიური სურათის და კლინიკური მდგომარეობის
გაუარესებით.
გ უ ე ე
კრიზისი crisis кризис crisis (ბერძნ. crisis გადამწყვეტი ხასიათის
ცვლილება) - ავადმყოფობის მიმდინარეობაში გარდატეხის
მომენტი, რასაც თან მოსდევს ავადმყოფის მდგომარეობის
გაუმჯობესება ან გაუარესება. სინ.: აკმე.
კრიმინოლოგია criminology криминология criminologia (ლათ.
crimen დანაშაული, ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება
დანაშაულის, როგორც სოციალური მოვლენის შესახებ.
კრიობიოლოგია cryobiology криобиология cryobiologia (ბერძნ.
kryos სიცივე, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - ბიოლოგიის
დარგი, რომელიც შეისწავლის დაბალი და ზედაბალი
ტემპერატურების მოქმედებას ცოცხალ სისტემებზე.
კრიოზონდი cryoprobe криозонд cryoprobus (ბერძნ. kryos სიცივე,
ფრანგ. sonder გამოკვლევა) - ინსტრუმენტი, რომელიც
ლოკალურად წარმოქმნის ექსტრემალურად დაბალ
ტემპერატურას. გამოიყენება კრიოქირურგიაში.
კრიოთერაპია cryotherapy криотерапия cryotherapia (ბერძნ. kryos
სიცივე, therapeia მკურნალობა) - ქსოვილების, ორგანოების ან
მთელი ორგანიზმის გაციებისათვის დაბალი ტემპერატურების
გამოყენებაზე დაფუძნებული მეთოდების საერთო სახელწოდება.
კრიოთერაპიისათვის იყენებენ კრიოკაუტერით მოწვას, ყინულიან
ბუშტს, ცივი წყლის გადავლებას და ა.შ.
კრიოკოაგულაცია cryocoagulation криокоагуляция cryocoagulatio
(ბერძნ. kryos სიცივე, ლათ. coagulo ვადედებ) - ქსოვილების
დაშლის მეთოდი მათი გაყინვის გზით.
კრიოკონსერვაცია cryopreservation криоконсервация
cryopreservatio (ბერძნ. kryos სიცივე, ლათ. conservo ვინახავ) -
ქსოვილებისა და ორგანოების ცხოველქმედების შენარჩუნება ე.წ.
ღრმა გაციების საშუალებით.
კრიოპათია cryopathy крипатия cryopathia (ბერძნ. kryos სიცივე,
pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - სიცივის ზემოქმედებით
გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობა.
კრიოპრეციპიტატი cryoprecipitate криопреципитат
cryopraecipitatum (ბერძნ. kryos სიცივე, ლათ. praecipito ძირს
ვაგდებ) - იხ. ანტიჰემოფილური გლობულინი.
კრიოპროტექტორები cryoprotectors криопротектор
cryoprotectorus (ბერძნ. kryos სიცივე, ლათ. protectio დაცვა) -
y ე y ც ვე ლ დ ცვ
ნივთიერებები, რომლებიც გაყინვისას უნარჩუნებენ უჯრედებს
ინტაქტურ მდგომარეობას. კლასიკური კრიოპროტექტორებია:
გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენოქსიდი და
სხვ.
კრიოსტატი cryostate криостат cryostatus (ბერძნ. kryos სიცივე,
statos უძრავი) - აპარატი, რომლის საშუალებითაც დაბალ
ტემპერატურებზე, ფიქსაციისა და ჩაყალიბების პროცესების
გარეშე, ამზადებენ ჰისტოქიმიური კვლევისათვის გამოსადეგ
ანათლებს. კრიოსტატი საშუალებას იძლევა ობიექტის
მომზადებისას შენარჩუნებულ იქნეს მისი ინტაქტური ქიმიური
შემადგენლობა.
კრიოფობია cryophobia криофобия cryophobia (ბერძნ. kryos
სიცივე, phobos შიში) - დაბალი ტემპერატურის, სიცივის, ყინვის
პათოლოგიური შიში.
კრიოქირურგია cryosurgery криохирургия cryochirurgia (ბერძნ.
kryos სიცივე, cheir ხელი, ergon საქმე) - ქსოვილის ლოკალურ
გაყინვაზე დაფუძნებული ქირურგიული მეთოდების
ერთობლიობა.
კრიპტა crypt крипта crypta (ბერძნ. kryptos ფარული) - 1.
ნუშისებრი ჯირკვლების და წვრილი ნაწლავების ზედაპირზე
ეპითელიუმით დაფარული ჩაღრმავებანი. 2. მიტოქონდრიების
ტიხ რები.
კრიპტოგენური cryptogenous криптогенный cryptogenes (ბერძნ.
kryptos ფარული, genesis წარმოშობა) - გაურკვეველი წარმოშობის.
მაგ., როდესაც ორგანიზმში ინფექციის შეჭრის ადგილი
დადგენილი არ არის.
კრიპტოკოკოზი cryptococcosis криптококкоз cryptococcosis
(ბერძნ. kryptos ფარული, kokkos მარცვალი) - მწვავედ, ქვემწვავედ
ან ქრონიკულად მიმდინარე მიკოზი, რომლის გამომწვევია
Cryptococcus ნეოფორმანს. ხშირია გენერალიზებული, ფილტვის
და მენინგეალური გამოვლინებები.
კრიპტორქიზმი cryptorchism крипторхизм cryptorchismus (ბერძნ.
kryptos ფარული, orchis სათესლე) - სათესლეების (ერთის ან
ორივეს) არჩამოსვლა სათესლე პარკში, რის გამოც ვითარდება
სტერილურობა (იხ.).
კრიტერიუმი criterion критерий criterion (ბერძნ. kriterion) -
განმასხვავებელი ნიშანი, საზომი, რომლებზე დაყრდნობითაც
ფასდება რომელიმე მოვლენა, ქმედება, იდეა. ჭეშმარიტების
კრიტერიუმი - ჩვენი ცოდნის სარწმუნოობის, ობიექტურ
სინამდვილესთან მისი შესაბამისობის საზომი.
კროტონის ზეთი croton oil кротоновое масло olleum crotone -
მცენარეული წარმოშობის (Cr. tiglium, Cr. capitatus) ყველაზე უფრო
ცნობილი პრომოტორია (იხ.). გააჩნია სუსტი კანცეროგენური
თვისებებიც. ადრე გამოყენებული იყო მედიცინაში როგორც
მაექსტრაჰირებელი და საფაღარათო საშუალება.
კრუნჩხვები cramps судороги spasmi - კუნთების უეცარი,
უნებლიე, ძლიერი შეკუმშვა. განასხვავებენ კლონურ, ტონურ,
პაროქსიზმულ, რეფლექსურ და სხვა სახის კრუნჩხვებს.
კრუპი croup круп croup (ინგლ. croup ხრინწიანი ჩხავილი) -
ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც თან ახლავს შეშუპება,
სანათურის შევიწროება და სუნთქვის გაძნელება (დახრჩობამდეც
კი). არჩევენ ნამდვილ (დიფთერიულ ანუ ჭეშმარიტ) და ცრუ
(არადიფთერიულ), აგრეთვე გრიპოზულ, პარაგრიპოზულ,
წითელას, ქუნთრუშას კრუპებს და სხვ.
კრუპოზული pnevmonia croupous pneumonia крупозная
пневмония crouposa (ინგლ. croup ხრინწიანი ჩხავილი, ბერძნ.
pneumon ფილტვი) - ფილტვის ანთება, რომლის გამომწვევი
ყველაზე უფრო ხშირად პნევმოკოკია. დამახასიათებელია მაღალი
ტემპერატურები, ჭვალი გულმკერდის არეში, შემაწუხებელი
ხველა. ზოგ ჯერ ნახველში ვლინდება სისხლი. დაავადება
ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.
კულექსი culex кулекс culex - Culicidae-ს ოჯახის კოღოების ერთ-
ერთი გვარია, რომელიც შეიცავს 2000 სახეობაზე მეტს. ადამიანისა
და ცხოველების მთელი რიგი დაავადებების გადამტანებია.
კულის ანემია Culi anemia анемия Кули anaemia Culi - დაავადება
პირველად ამერიკაში აღწერეს კულიმ (Cooley) და ლიმ 1925 წელს.
ეკუთვნის ჰემოგლობინოპათიას ანუ გენეტიკურ დაავადებათა
ჯგუფს. პათოლოგიური გენი აუტოსომურ-დომინანტური ტიპით
გადადის. კულის ანემიის ქვეშ გულისხმობენ დიდ B-თალასემიას.
კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია ზრდაში
ჩამორჩენა, წვრილი კიდურები, სიყვითლე, ფაღარათი,
ე წვ ლ კ დუ ე ყვ ლე ფ ღ
შემთხვევათა 60%-ში ჰეპატოსპლენომეგალია. ჰემატოლოგიური
სტატუსიდან აღსანიშნავია ანემია (100%-ში), ლეიკოციტოზი და
სხვ. მკურნალობა პალიატიურია, პროგნოზი კი არასახარბიელო.
ჯანმო-ს მონაცემებით, კულის ანემიისაგან ყოველ წელს იღუპება
100000 ბავშვი. სინ.: დიდი თალასემია. იხ. თალასემია.
კულმინაცია culmination кульминация culminatio (ლათ. culmen
მწვერვალი) - რაიმე მოვლენის, მდგომარეობის (მაგ.,
ავადმყოფობის) განსაკუთრებულად დაძაბული, გადამწყვეტი
მომენტი.
კულტივირება cultivation культивирование cultivatio (ლათ.
cultura დამუშავება) - მიკროორგანიზმების, ცხოველების და
მცენარეების, უჯრედების, ქსოვილების და ორგანოების გაზრდა
ხელოვნურ პირობებში.
კულტურა culture культура cultura (ლათ. cultura დამუშავება) - 1.
მიკროორგანიზმების კულტურა - მათი გაზრდა საკვებ ნიადაგებში
შესწავლის მიზნით. 2. ქსოვილოვანი კულტურა - ცხოველური ან
მცენარეული ორგანიზმების ქსოვილთა ზრდის მეთოდი
ხელოვნურ საკვებ ნიადაგებში. იგივე უჯრედული კულტურა.
კულტურა აგარის agar culture агаровая культура cultura agaris
(ლათ. cultura დამუშავება, მალ. agahr, aigahr ლაბა) - აგარზე (იხ.
აგარი) გაზრდილი მიკროორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები).
კულტურა ბაქტერიული bacterial culture бактериальная культура
cultura bacterialis (ლათ. cultura დამუშავება, ბერძნ. bakterion ჩხირი)
- საკვებ ნიადაგში გაზრდილი სიცოცხლის უნარიანი ბაქტერიების
ერთობლიობა.
კულტურა ორგანული organic culture органная культура cultura
organis (ლათ. cultura დამუშავება, ბერძნ. organon ორგანო, იარაღი)
- ორგანიზმის გარეთ (in vitro) გაზრდილი მთელი ორგანო ან მისი
ფრაგმენტი (ნა წილი).
კულტურა უჯრედული - იხ. უჯრედული კულტურა.
კულტურა ქსოვილოვანი tissue culture тканевая культура textura
culturalis (ლათ. cultura დამუშავება) - ორგანიზმის გარეთ (in vitro),
ხელოვნურ პირობებში გაზრდილი ქსოვილი.
კულტურალური მეთოდი cultural method культуральный метод
methodum culturalis (ლათ. cultura დამუშავება, ბერძნ. methodos
კვლევა) - მდგომარეობს გამოსაკვლევი მასალის ხელოვნურ საკვებ
კვლევ დგ ე გ კვლევ ლ ელ ვ უ კვე
ნიადაგებში დათესვაში, ამა თუ იმ გამომწვევი აგენტის სუფთა
კულტურის გამოყოფის მიზნით. ბაქტერიოლოგიაში
კულტურალურმა მეთოდმა მიიღო ბაქტერიოლოგიურის,
მიკოლოგიაში - მიკოლოგიურის, ხოლო პროტოზოოლოგიაში -
პროტოზოოლოგიურის სახელწოდება.
კუმბსის რეაქცია - იხ. რეაქცია კუმბსის.
კუმულაცია cumulation кумуляция cumulatio (ლათ. cumulatio
დაგროვება) - ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო პრეპარატების,
ტოქსინების და დასხივების დოზების დაგროვება, შეჯამება.
კუნელი hawthorn боярышник Crataegus oxyacantha L. - ბუჩქნარი
ან მცირე ზომის ხე. შეიცავს ეთერზეთებს, აცეტილქოლინს, ფლავო
ნოიდებს, ოლეინის, ასკორბინის და სხვა ორგანულ მჟავებს,
ფრუქტოზას, მღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ.
კუნელის პრეპარატები ამცირებენ ცენტრალური ნერვული
სისტემის აგზნებადობას, გულისა და თავის ტვინის
სისხლძარღვებში აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას,
არეგულირებენ არტერიულ წნევას, აუმჯობესებენ ძილს და
საერთო მდგომარეობას, თავიდან გვაცილებენ ტაქიკარდიას და
არითმიას.
კუნთოვანი ქსოვილი muscle tissue мышечная ткань textura
muscularis - გამოყოფენ განივზოლიან და გლუვ კუნთოვან
ქსოვილს. განივზოლიან კუნთებს მიეკუთვნებიან ჩონჩხის და
გულის კუნთები, თუმცა ამ უკანასკნელს ცალკეც განიხილავენ.
განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი ძლიერ წაგრძელებული
უჯრედებისაგან (მიობლასტები, მიოციტები) შედგება, ყოველ
მათგანს კი დიდი რაოდენობით გააჩნია წვრილი, პარალელურად
განლაგებული კუმშვადი ბოჭკოები ანუ მიოფიბრილები. გლუვი
კუნთები ახასიათებს სისხლძარღვებს, საჭმლის მომნელებელ
ტრაქტს და ზოგიერთ სხვა შინაგან ორგანოს. მათი თავისებურებაა
ნელი შეკუმშვა და ამ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნა
ენერგიის მინიმალური ხარჯვით.
კუპფერის უჯრედი - იხ. უჯრედი კუპფერის.
კურაბელური curable курабильный curabilis (ლათ. curabilis
საზრუნავი) - მოსარჩენი, განსაკურნებელი. მაგ., განკურნებადი
ანუ კურაბელური დაავადება.
კურა მედიანა cura mediana кура медиана cura mediana -
მკურნალობა მედეასეულად. პირველად ეს ტერმინი გამოიყენა
გერმანელმა მეცნიერმა, მედიცინის ისტორიკოსმა, კ.ი.პ.
შპრენგელმა. მკურნალობა მედეასეულად მოიცავდა სამკურნალო
მცენარეების გამოყენებას, სისხლის გადასხმებს, გაცოცხლების
ცდებს და ა.შ.
კურარე curare кураре Strychnos L. (ამერიკელი ინდიელების
ენაზე) - შხამი, რომელსაც მოიპოვებენ ზოგიერთი სამხრეთ-
ამერიკული მცენარისაგან (Srtychnos toxifera, S. castelnaei, S.
crevauxii da Chondodendron tomentosum). ინდიელები მას
იყენებდნენ ისრების მოსაწამლავად. შეიცავს კურარინის ჯგუფის
ალკალოიდებს, რომელნიც იწვევენ კუნთების დამბლას. ამჟამად
გამოიყენება მედიცინასა და ექსპერიმენტულ ფიზიოლოგიაში.
კურატორი curator куратор curator (ლათ. curator მზრუნველი,
მეურვე) - პიროვნება, რომელსაც მინდობილი აქვს რაიმე სამუშაოს
მეთვალყურეობა. მაგ., პედაგოგი, რომელიც პასუხისმგებელია
სტუდენტთა ჯგუფის პრაქტიკულ საქმიანობაზე.
კურაცია treatment курация curatio (ლათ. curatio ზრუნვა, მოვლა)
- ავადმყოფის მოვლა და მკურნალობა.
კურორტოლოგია curortology курортология curortologia (გერმ.
Kurort სამკურნალო ადგილი, ბერძნ. logos მოძღვრება) -
მეცნიერება, რომელიც სწავლობს კურორტების სამკურნალო
თავისებურებებს. კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი დარგია.
მოიცავს ბალნეოლოგიას, ბალნეოთერაპიას, ბალნეოტექნიკას,
კურორტულ კლიმატოლოგიას. დაკავშირებულია
ფიზიოთერაპიასთან და სხვა კლინიკურ დისციპლინებთან.
კურსი course курс cursus (ლათ. cursus მიმდინარეობა) - 1.
სამკურნალო პროცესის ციკლი. 2. სწავლების ციკლი.
კურუ curu куру curu (პაპუასურად - kuru კანკალი) - პრიონებით
(იხ.) გამოწვეული ადამიანის ნელი ინფექციაა. ღრუბლოვანი
(სპონგიოფორმული) ენცეფალოპათიის პროგრესირებადი
ლეტალური ფორმა, რომელიც ენდემურია ზოგიერთი
მალაიზიური ტომებისა და ახალი გვინეის პაპუასებისათვის.
ინფექციური აგენტის (პრიონის) გადაცემა ხდებოდა რიტუალური
კანიბალიზმის დროს. ახასიათებს ტვინის პროგრესული ატაქსია
(იხ.), კანკალი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და ეიფორია.
კ კ ლ კ დ ც დ ღვევ დ ე ფ
კუჭი stomach желудок ventriculus - საჭმლის მომნელებელი
ორგანოა, რომელშიც მიმდინარეობს საკვების მექანიკური და
ქიმიური გადამუშავება და მისი უმნიშვნელო შეწოვა. ადამიანის
კუჭი ერთკამერიანია, ჯირკვლოვანი ტიპის, კარგად
განვითარებული კარდიალური ნაწილით, სხეულით, ფსკერით და
პილორული ნაწილით. ადამიანის კუჭი საშუალო ავსების
პირობებში სიგრძეში 14-30სმ-ია, ხოლო სიგანეში 10-16სმ.
საშუალო ტევადობა 1,5-2,5 ლიტრია.
კუჭი ბავარიული bavarian gaster баварский желудок gaster bavaria
- კუჭის ზომების და მოცულობის ანომალური გაზრდა, რასაც თან
ახლავს ამ ორგანოს ელასტიკურობის მკვეთრი დაქვეითება.
პირველ ყოვლისა, ახასიათებთ ლუდის დიდი რაოდენობით
მსმელებს. იხ. გამბრინიზმი.
კუჭქვეშა ჯირკვალი - იხ. პანკრეასი.
სამედიცინო ლექსიკონი


ლაბილური labile лабильный labilis (ლათ. labilis არამყარი) -
არამდგრადი, მერყევი. ამ ტერმინით ხშირად აღნიშნავენ
ორგანიზმის, უჯრედის ან რომელიმე ინფექციური აგენტის
არამდგრად მდგომარეობას გარემოს სხვადასხვა ფაქტორებისა და
ნივთიერებებისადმი.
ლაბირინთი labyrinth лабиринт labyrinthus (ბერძნ. labyrinthos) -
საფეთქლის ძვალში მდებარე შიგნითა ყური (აურის ინტერნა),
რომელიც შედგება არხებისა და ღრუების რთული სისტემისაგან.
ლაბირინთიტი - შიგნითა ყურის ანთება. იხ. ოტიტი.
ლაბორატორია laboratory лаборатория laboratoria (ლათ. laboro
ვმუშაობ) - განყოფილება, სადაც აკეთებენ ანალიზებს, ატარებენ
ცდებს და ექსპერიმენტული ხასიათის სამეცნიერო-კვლევით
სამუშაოებს.
ლაბორატორიული ცხოველები laboratory animals лабораторные
животные animal laboratoriales (ლათ. laboro ვმუშაობ) - ცხოველები,
რომლებიც გამოიყენებიან სამეცნიერო, ექსპერიმენტული ანუ
საცდელი მიზნებისათვის. კვლევის დროს გათვალისწინებული
უნდა იქნეს მათი მგრძნობიარობა ინფექციური აგენტებისადმი ან
ტოქსინებისადმი. გარდა ამისა, ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მცირე
ზომებით, სწრაფი გამრავლების უნარით, აგრეთვე ადვილად
მოსავლელნი უნდა იყვნენ. ამჟამად სულ უფრო ხშირად იყენებენ
წმინდა (სუფთა) ხაზების ცხოველებს (იხ. ინბრედული
ცხოველები). ლაბორატორიული ცხოველებია: დროზოფილები,
ბაყაყები, თაგვები, ვირთაგვები, ზაზუნები, ზღვის გოჭები,
ბოცვერები, კატები, ძაღლები, ზოგჯერ, მაიმუნები და სხვ.
ლაგოფთალმი lagophthalmos лагофтальм lagophthalmos (ინგლ. lag
ჩამორჩენა, დაბრკოლება, ბერძნ. ophthalmos თვალი) -
მდგომარეობა, რის დროსაც ადამიანს არ შეუძლია მთლიანად
დახუჭოს თვალი. ჭარბი განათების პირობებში, შეიძლება
დაზიანდეს თვალის რქოვანა.
ლაგ-ფაზა lag-phase лаг-фаза lagphasa (ინგლ. lag ჩამორჩენა,
დაბრკოლება) - შეესაბამება ფიზიოლოგიური ადაპტაციის
პერიოდს (ბაქტერიების დათესვიდან გამრავლების დაწყებამდე)
და მოიცავს ფერმენტების ინდუქციას და რიბოსომების სინთეზს.
ამ ფაზის ხანგრძლივობა განისაზღვრება კულტურის ასაკით,
აგრეთვე საკვები ნიადაგის რაოდენობით და ხარისხით. ამ ფაზას
შეიძლება ბაქტერიული პოპულაციის ადაპტაციის პერიოდი
ეწოდოს.
ლავაჟი lavage лаваж lavagus (ლათ. lavatio გამორეცხვა) -
გამონაყოფი, გამონარეცხი პირის ღრუდან, ყურებიდან,
ტრაქეიდან, ბრონქებიდან და ა.შ.
ლაზარეთი sick quarter лазарет valetudinarium (წმინდა ლაზარეს
სახელის მიხედვით, რომელიც ავადმყოფებზე ზრუნავდა) -
სამხედრო ნაწილთან არსებული პატარა საავადმყოფო, სადაც
ტარდება არასპეციალიზებული, ხანმოკლე, სტაციონარული
მკურნალობა.
ლაზერი laser лазер lazer (ინგლ. LASER აბრევიატურაა light
amplifi cation by stimulated emission of radiation) - სინათლის
გაძლიერება ინდუცირებული გამოსხივების მეშვეობით) -
ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც ენერგიის მაღალი
კონცენტრაციის მქონე სინათლის ძალზე წვრილი კონის მიღების
საშუალებას იძლევა. ქირურგიულ პრაქტიკაში გამოიყენება
ქსოვილების უმცირესი უბნების საოპერაციოდ, გარემომცველი
ქსოვილების მინიმალური დაზიანებით. გამოიყენება ძნელად
შესახორცებელი ჭრილობების და წყლულების შემთხვევაში,
კორონარული არტერიების დახშობის თავიდან ასაცილებლად,
კანიდან ხალების მოსაცილებლად. თვა ლის ქირურგიაში
(რქოვანაზე, ბროლის კაფსულაზე, ბადურაზე) გამოიყენება
ლაზერის სხვადასხვა ტიპები. სინ.: ოპტიკური ქვანტური
გენერატორი.
ლაზერკოაგულაცია lasercoagulation лазеркоагуляция
lasercoagulatio (ლათ. coagulo ვადედებ) - ქსოვილების კოაგულაცია
(იხ. კოაგულაცია 2.) ლაზერის დახმარებით. გამოიყენება მაგ.,
ბადურის ჩამოფცქვნის სამკურნალოდ.
ლაზერული გამოსხივება laser radiation лазерное излучение laser
radiatio (ინგლ. LASER აბრევიატურაა light amplifi cation by
stimulated emission of radiation) - სინათლის გაძლიერება
ინდუცირებული გამოსხივების მეშვეობით) - სხვადასხვა
ქსოვილები არაერთგვაროვნად შთანთქავენ და აირეკლავენ ამ
ქ ვ ლე ე გვ ვ დ ქ ვე დ ეკლ ვე
სხივებს. ეფექტის ხასიათი განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა
მისი ინტენსიურობით. მცირე სიმძლავრის ჰელიუმ-ნეონური
ლაზერების ცხოველებზე ზემოქმედებით დაადგინეს, რომ
ორგანიზმში ადგილი აქვს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს -
ჰემოპოეზის სტიმულაციას, შემაერთებელი ქსოვილის
რეგენერაციას, არტერიული წნევის ცვლილებას და სხვ.
ლაიმის დაავადება - იხ. ავადმყოფობა ლაიმის.
ლაკრიმალური lacrimalis лакримальный lacrimalis (ლათ. lacrima
ცრემლი) - რაც შეეხება ცრემლს, საცრემლე გზებს.
ლაკრიმატორები lacrimators лакриматоры lacrimatore (ლათ.
lacrima ცრემლი) - ცრემლმდენი მოქმედების გამომწვევი
ნივთიერებები (მაგ., ცრემლმდენი აირი).
ლაკრიმაცია lacrimation лакримация lacrimatio (ლათ. lacrima
ცრემლი) - ცრემლდენა, ცრემლის გამოყოფა.
ლაკრიმოციტი lacrimocyte лакримоцит lacrimocytum (ლათ.
lacrima ცრემლი, kytus უჯრედი) - ეპითელიუმის ჯირკვლოვანი
უჯრედი, რომლითაც ამოფენილია საცრემლე პარკის კედლები.
ლამბლიოზი lambliosis ламблиоз lambliosis - ლამბლიებით
(Lamblia intestinalis, იგივე Giardia lamblia) გამოწვეული წვრილი
ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დასენიანება, რომელიც
ძირითადად გვხვდება ბავშვებში. ლამბლია უმარტივესების ტიპის,
შოლტიანების კლასის წარმომადგენელია. მისი ფორმა
მსხლისებურია, ორმხრივსიმეტრიული სხეულის სიგრძე 8-30მკმ-
ია. პირველად აღწერა ექიმმა ვ.ლამბლემ 1859 წელს.
ლანგერჰანსის კუნძულები islets of Langerhans островки
Лангерганса insulae pancreatis - პანკრეასის ალფა-, ბეტა- და დელტა
უჯრედების გროვებია, რომლებიც შესაბამისად გამოიმუშავებენ
გლუკაგონს, ინსულინს და სომატოტროპინს (იხ.). სახელი დაერქვა
პირველაღმომჩენის, პ. ლანგერჰანსის (1847-1888)
საპატივცემულოდ.
ლანგერჰანსის უჯრედი - იხ. უჯრედი ლანგერჰანსის.
ლანგჰანსის უჯრედები - იხ. უჯრედი ლანგჰანსის.
ლანუგო lanugo лануго lanugo (ლათ. lanugo ღინღლი) -
1.ჩანასახისა და ნაყოფის სხეულის თმიანი საფარველი პირველი 6
თვის მანძილზე. 2.ნაზი ბეწვი ადამიანის სხეულზე.
ლაპაროსკოპი laparoscope лапароскоп laparoscopus (ბერძნ. lapara
საზარდული, მუცელი, skopeo ვუყურებ) - გამანათებელი
მოწყობილობით აღჭურვილი ქირურგიული ინსტრუმენტი. გარდა
დიაგნოსტიკური მიზნებისა, ლაპაროსკოპს იყენებენ
ბიოფსიისათვის მასალის ასაღებად, კისტების ასპირაციისათვის
და სხვ. ქირურგიულ პრაქტიკაში ლაპაროსკოპი გამოიყენება
ქოლეცისტექტომიის, კოლექტომიის, ჰემიკოლექტომიის
პროცესში, აგრეთვე ფალოპის მილების გაუვალობის აღსაკვეთად.
მისი საშუალებით იღებენ კვერცხუჯრედს ხელოვნური
განაყოფიერებისათვის in vitro, აგრეთვე ატარებენ სხვადასხვა
გინეკოლოგიური ოპერაციებს ლაზერის გამოყენებით (ლაზერული
ლაპაროსკოპია - laser laparoscopy).
ლაპაროსკოპია laparoscopy лапароскопия laparoscopia (ბერძნ.
lapara საზარდული, მუცელი, skopeo ვუყურებ) - მუცლის ღრუს
ორგანოების დათვალიერება ლაპაროსკოპით (იხ.).
ლაპაროტომია laparotomy лапаротомия laparotomia (ბერძნ. lapara
საზარდული, მუცელი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ქირურგიული
ოპერაცია: მდგომარეობს მუცლის ღრუს კედლის გაკვეთაში.
ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების დასათვალიერებლად: რაიმე
დაავადების დიაგნოზის საბოლოოდ დასადგენად, ანდა
ძირითადი ოპერაციისათვის მომზადების მიზნით.
ლარვა larva личинка larva (ლათ. larva მატლი, ნიღაბი) - ამა თუ
იმ პარაზიტის ახალგაზრდული ფორმა. ცხოველების
ინდივიდუალური განვითარების ერთ-ერთი სტადია. იგივე
მატლი.
ლარვა მიგრანსი larva migrans миграционный гельминт larva
migrans (ლათ. larva მატლი, ნიღაბი, migrans საბინადრე ადგილის
შეცვლა) - ადამიანისათვის არადამახასიათებელი ჰელმინთების
მატლებით გამოწვეული დაავადებების საერთო სახელწოდება. ეს
უკანასკნელნი ადამიანის ორგანიზმში სქესობრივად არ
მწიფდებიან. ლარვული მიგრაციული ჰელმინთოზის მაგალითია
ადამიანის დაინვაზირება ღორის ასკარიდით.
ლარვირებული larvare ларвированный larvatus (ლათ. larva
ნიღაბი) - ის ავადმყოფობები, როდესაც ავადმყოფობის ძირითადი,
სპეციფიკური ნიშნები ფარულია, ხოლო მეორეხარისხოვანი -
თვალსაჩინო.
ვ ლ
ლარვიციდები larvicides ларвициды larvicidi (ლათ. larva მატლი,
ნიღაბი caedo ვკლავ) - ფეხსახსრიანების მატლების (ლარვების)
გასანადგურებლად გამოყენებული ინსექტიციდები. მაგ., ბუზის
მატლების მოსასპობად იყენებენ კარბოფოსს, ტრიქლორმეტაფოსს,
ჰექსაქლორანს. ლარვიციდების გამოყენებისას აუცილებლად უნდა
იქნეს დაცული პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ზომები.
ლარინგექტომია laryngectomy ларингэктомия laringectomia
(ბერძნ. larynx ხორხი, ektome ამოკვეთა) - ხორხის ან მისი
რომელიმე ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის ოპერაცია ამ
ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის პროცესში.
ლარინგიტი laryngitis ларингит laryngitis (ბერძნ. larynx ხორხი,
itis ანთება) - ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება. ცნობილია
პედაგოგების ლარინ გიტი.
ლარინგორეა laryngorrhoea ларингореа laryngorrhoea (ბერძნ.
larynx ხორხი, rheo მოვედინები) - ხორხიდან ლორწოს გამოყოფა.
ლარინგოსპაზმი laryngospasm ларингоспазм laryngospasmus
(ბერძნ. larynx ხორხი, spasmos კრუნჩხვა) - ხორხის მუსკულატურის
უეცარი შეკუმშვა, რასაც თან ახლავს ხმაურიანი, გართულებული
სუნთქვა. ხშირად გვხვდება ხორხის გაღიზიანებისას
ანესთეტიკებით, მასში უცხო სხეულების მოხვედრისას, აგრეთვე
კრუპის შემთხვევაში.
ლარინგოსტენოზი laryngostenosis ларингостеноз laryngostenosis
(ბერძნ. larynx ხორხი, stenosis შევიწროება) - ხორხის შევიწროება.
ლარინგოსტომია laryngostomy ларингостомия laryngostomia
(ბერძნ. larynx ხორხი, stoma პირი) - ხორხის გაკვეთის
ქირურგიული ოპერაცია. ამ ორგანოს სტენოზის შემთხვევაში
მუდმივი ხვრელის შექმნა.
ლარინგოტომია laryngotomy ларинготомия laryngotomia (ბერძნ.
larynx ხორხი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ხორხის გაკვეთის
ქირურგიული ოპერაცია.
ლარინგოტრაქეიტი laryngotracheitis ларинготрахеит
laryngotracheitis (ბერძნ. larynx ხორხი trachea სასულე, itis ანთება) -
ხორხისა და სასულის ერთდროული ანთება.
ლატა latah лата latah - მწვავე ტრანზიტორული ფსიქოზი.
ზოგიერთი კულტურისათვის (მაგ., მალაიზიელებისათვის)
გ ე კულტუ ვ გ ლ ელე ვ
დამახასიათებელი ქცევის ტიპი. გადატანილი ფსიქოლოგიური
შოკის (მაგ., შიშის) შემდეგ, ადამიანი ძალზე ადვილად
ექვემდებარება სხვადასხვა შთაგონებებს, ავლენს უაღრეს
მორჩილებას და პათოლოგიურ მიმბაძველობას სხვა ადამიანების
მოქმედებებისადმი (ექოპრაქსია).
ლატენტური ინფექცია - იხ. ინფექცია ლატენტური.
ლატერალური ორგანოები lateral organs латеральные органы
organa lateralis (ლათ. lateralis გვერდითი) - სხეულის შუა,
ღერძული ხაზიდან მოშორებით განლაგებული ორგანოები.
ლატეროფობია laterophoby латерофобия laterophobia (ლათ. latus
გვერდი, ბერძნ. phobos შიში) - გვერდზე დაწოლის შიში
გულმკერდის ჭრილობის დროს, ანდა მარცხენა გვერდზე
დაწოლის შიში გულის დაავადების შემთხვევაში.
ლაფსუსი lapsus ошибка lapsus (ლათ. lapsus დაცემა, მცდარი
ნაბიჯი) - შეცდომა, ცდომილება. ლაფსუს ლინგვე - შეცდომა
სიტყვის თქმის დროს, უნებლიე წამონაცდენი.
ლაქტაცია lactation лактация lactatio (ლათ. lacto, lactatum რძით
კვება) - სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფა, ძუძუს წოვება.
ლაქტაცია იწყება მშობიარობის შემდეგ. რძე წარმოიქმნება სარძევე
ჯირკვლის ალვეოლების ეპითელურ უჯრედებში. ლაქტაციის
რეგულაციაში ძირითადი როლი ენიჭებათ ჰიპოთალამუსს და
ჰიპოფიზს.
ლაქტობაცილები lactobacilli лактобациллы lactobacillus (გვარი
Lactobacillus) - წარმოადგენენ ჩხირისებრი ფორმის, გრამ-
უარყოფით ბაქტერიებს. აღმოჩენილია რძის პროდუქტებში,
მარცვლეულსა და ხორცის პროდუქტებში, ჩამდინარე წყლებში,
ლუდში, ღვინოში და ა.შ. შეადგენენ ადამიანის პირის ღრუსა და
საშოს ნორმოფლორას. პათოლოგიური თვისებები პრაქტიკულად
არ გააჩნიათ. უშუალოდ მონაწილეობენ ლორწოვანი გარსის
ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში და აბრკოლებენ
პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციის
პროცესს. ლაქტობაცილებისაგან დამზადებულ პრეპარატებს
იყენებენ კუჭ-ნაწლავის და საშოს დისბაქტერიოზების
კორექციისათვის (ლაქტობაქტერინი, აციდოფილინი და სხვ.).
ლაქტოზა lactose лактоза lactosa (ლათ. lac რძე) - რძის შაქარი,
რომლის შემადგენლობაში შედის გლუკოზის და გალაქტოზის
ლ ე დგე ლ ედ გლუკ დ გ ლ ქტ
თითო მოლეკულა. ლაქტაზას ზემოქმედების შედეგად, ლაქტოზა
იშლება მის შემადგენელ შაქრებად.
ლაქტოზურია lactosuria лактозурия lactosuria (ლათ. lac რძე,
ბერძნ. uron შარდი) - შარდში ლაქტოზის არსებობა. ხშირად
აღინიშნება ორსულ და მეძუძურ ქალებში, აგრეთვე რძის
სეკრეციის დათრგუნვის შემთხვევაში.
ლაქტოთერაპია lactotherapy лактотерапия lactotherapia (ლათ. lac
რძე, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა რძით.
პროტეინოთერაპიის სახესხვაობაა, რაც მდგომარეობს
სტერილიზებული რძის კანქვეშ ან კუნთებში შეყვანაში.
ლეგიონელები legionella легионеллы legionella - გრამ-
უარყოფითი ბაქტერიებია. მოძრავნი არიან, შოლტები
პოლარულად, სუბპოლარულად და ლატერალურად აქვთ
განლაგებული. ფაკულტატური უჯრედშიდა პარაზიტებია.
ბაქტერიების დაღუპვისას გამოთავისუფლდება ინტოქსიკაციის
გამომწვევი ენდოტოქსინი. ტიპური წარმომადგენელია Legionella
pneumophila.
ლეგიონელოზი legionellosis легионеллоз legionellosis -
ლეგიონელებით გამოწვეული ინფექციური დაავადება, იგივე
ლეგიონერების დაავადება. სახელწოდება „ლეგიონელოზი“ მიიღო
„ამერიკული ლეგიონის“ ვეტერანების ორგანიზაციის ყრილობის
მონაწილეებში (ფილადელფია, 1976) უცნობი დაავადების
აფეთქებასთან დაკავშირებით. ინფექციის კარიბჭე სასუნთქი
გზებია. ბაქტერიები იწვევენ პნევმონიას ანუ ანთებით-ნეკროზულ
ანთებას, რასაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის და
თირკმლების დაზიანებები. ლეტალობა 20%-ს აღწევს.
არასპეციფიკური სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები
ძირითადად ითვალისწინებს კონდიციონერების, საშხაპოების
პერიოდულ გაწმენდას, გამომწვევი აგენტის წყლის რეზერვუარის
გამოვლენას და გაჯანსაღებას.
ლეთარგია lethargy летаргия lethargia (ბერძნ. lethe
გონმიხდილობა, argia უმოქმედობა) - ქართულად: საღათას ძილი.
ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წააგავს ღრმა ძილს.
ლეთარგიის მძიმე ფორმის დროს ძნელია მისი გამიჯვნა
სიკვდილის მდგომარეობისაგან. ლეთარგიის განვითარების
მიზეზები დღეისათვის უცნობია, თუმცა იგი ხშირად თან ახლავს
ე ე დღე ვ უც უ ც გ დ ლ ვ
ძლიერ აღელვებას, ისტერიას. როგორც წესი, ლეთარგიას
ლეტალობა არ ახასიათებს. ცნობილია ტრიპანოსომებით (იხ.)
გამოწვეული ლეთარგია, რომელიც ხშირად სიკვდილით
მთავრდება. იხ. ტრიპანოსომოზი.
ლეიკემია leukemia лейкоз leucaemia (ბერძნ. leukos თეთრი, haima
სისხლი) - ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა. ტერმინი
ლეიკემია პირველად შემოიღო რ.ვირხოვმა. რუსეთში ამ
დაავადებას ლეიკოზს უწოდებენ. განასხვავებენ მწვავე და
ქრონიკულ ლეიკემიებს. დღესდღეობით რაიმე ეფ ექტური
სამკურნალო საშუალება ამ დაავადების წინააღმდეგ
შემუშავებული არ არის.
ლეიკემიზაცია leukemisation лейкемизация leucemisatio (ბერძნ.
leukos თეთრი, haima სისხლი) - ლიმფომების (ლიმფოსარკომების)
დროს ავთვისებიანი პროცესის გავრცელება ლიმფური
კვანძებიდან ძვლის ტვინში. ასეთ შემთხვევაში ძვლის ტვინის და
პერიფერიული სისხლის ჰემატოლოგიური სურათები
ლიმფომებისა და ლეიკემიების შემთხვევებში თითქმის
იდენტურია. დიფერენციული დიაგნოზის დადგენა
შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდის
დახმარებით. იხ. ვაკუოლის მაგვარი სტრუქტურები.
ლეიკემოიდური რეაქცია leukemoid reaction лейкемоидная
реакция reactio leucemoidus (ბერძნ. leukos თეთრი, haima სისხლი,
oidos მსგავსი) - კლინიკურად და ჰემატოლოგიური სურათით
ლეიკემიის მსგავსი დაავადება. აღნიშნული რეაქცია
ლეიკემიისაგან იმით განსხვავდება, რომ ეტიოლოგიური
ფაქტორის ლიკვიდაციასთან ერთად უმჯობესდება ავადმყოფის
კლინიკური მდგომარეობა და სისხლის მორფოლოგიური სურათი.
ლეიკოგრამა leukogram лейкограмма leucogramma (ბერძნ. leukos
თეთრი, gramma ჩანაწერი) - ქართულად: ლეიკოციტური
ფორმულა. პერიფერიული სისხლის ნაცხში ლეიკოციტური რიგის
სხვადასხვა ტიპის უჯრედების პროცენტული შეფარდება. იგივე
ლე იკოციტური ფორმულა.
ლეიკოდერმა leukoderma лейкодерма leucoderma (ბერძნ. leukos
თეთრი, derma კანი) - სიფილისის, ფსორიაზის და სხვ. დროს
პიგმენტ მელანინის გაქრობით გამოწვეული კანის პიგმენტაციის
დარღვევა. იხ. ვიტილიგო.
დ ღვევ ვ ტ ლ გ
ლეიკოდისტროფია leukodystrophy лейкодистрофия
leucodystrophia (ბერძნ. leukos თეთრი, dys დარღვევა, მოშლა, trophe
კვება) - თავის და ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერების
დეგენერაცია, რაც ხასიათდება დემიელინიზაციით (იხ.).
კლინიკურად ვლინდება დემენციით, ატაქსიით, მხედველობის
ატროფიით და სხვ. როგორც ეტყობა, აღნიშნული პათოლოგია
დაკავშირებული უნდა იყოს ლიპიდური ცვლის დარღვევასთან.
ლეიკოენცეფალიტი leukoencephalitis лейкоэнцефалит
leucoencephalitis (ბერძნ. leukos თეთრი, enkephalos თავის ტვინი, itis
ანთება) - ენცეფალიტი, რომლის დროსაც ზიანდება მხოლოდ
თავის ტვინის თეთრი ნივთიერება.
ლეიკომა leukoma бельмо leucoma (ბერძნ. leukos თეთრი, oma
სიმსივნე) - ქართულად: ლიბრი. თვალის რქოვანა გარსის თეთრი
ფერის ნაწიბური. თეთრი გაუმჭვირვალე ლაქა რქოვანაზე.
ლეიკოპედეზი leukopedesis лейкопедез leucopedesis (ბერძნ. leukos
თეთრი, pedao ვხტი) - ლეიკოციტების მიგრაცია დაუზიანებელი
კაპილარებიდან ქსოვილებში.
ლეიკოპენია leucopenia лейкопения leucopenia (ბერძნ. leukos
თეთრი, penia ნაკლებობა) - ლეიკოციტების რაოდენობის
შემცირება სისხლში.
ლეიკოპლაკია leucoplakia лейкоплакия leuoplakia (ბერძნ. leukos
თეთრი, plax ფირფიტა) - პირის ღრუს ან ვულვის (იხ.) ლორწოვანი
გარსის ეპითელიუმის გარქოვანება (სქელი თეთრი ლაქების და
ბალთების წარმოქმნა). ლეიკოპლაკია არ არის სპეციფიკური
დაავადება და ჩნდება ხანდაზმულების მხოლოდ 1%-ში. იშვიათ
შემთხვევებში ლეიკოპლაკია შეიძლება გადაგვარდეს ავთვისებიან
სიმსივნედ. მიეკუთვნება პრეკანცეროზულ მდგომარეობას.
ლეიკოპოეზი leucopoiesis лейкопоэз leucopoiesis (ბერძნ. leukos
თეთრი, poieo წარმოვქმნი) - ლეიკოციტების წარმოქმნის პროცესი.
მაგ., ნეიტროფილური გრანულოციტებისათვის ეს პროცესი
მოიცავს: მიელობლასტს, პრომიელოციტს, მეტამიელოციტს,
ჩხირბირთვიან ნეიტროფილს და სეგმენტბირთვიან ნეიტროფილს.
ლეიკოსარკომა leucosarcoma лейкосаркома leucosarcoma (ბერძნ.
leukos თეთრი, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი
ლიმფომის (ლიმფოსარკომის) ვარიანტი, როდესაც ლიმფოციტური
რიგის არადიფერენცირებული სიმსივნური უჯრედები დიდი
გ დ ფე ე ც ე ულ ვ უ უჯ ედე დ დ
რაოდენობით ვლინდება პერიფერიულ სისხლში. იხ.
ლეიკემიზაცია.
ლეიკოტომია leucotomy лейкотомия leucotomia (ბერძნ. leukos
თეთრი, tomeo გაკვეთა) - ქირურგიული ოპერაცია: მდგომარეობს
თავის ტვინში არსებული ნერვული ბოჭკოების გაკვეთაში. ხშირად
იყენებენ ფსიქოქი რურგიაში.
ლეიკოტოქსინები leucotoxins лейкотоксины leucotoxini (ბერძნ.
leukos თეთრი, toxicon შხამი) - იგივე ლეიკოციტოტოქსინები.
მიკრორორგანიზმების მიერ გამომუშავებული ნივთიერებები,
რომლებიც ტოქსიკურ (დეგენერაციულ და ნეკროზულ)
მოქმედებას ახდენენ ლეიკოციტებზე.
ლეიკოციტები leukocytes лейкоциты leicocyti (ბერძნ. leukos
თეთრი, kytos უჯრედი) - სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა
მთავარი ფუნქციაა იმუნურ პროცესებში მონაწილეობა.
ანსხვავებენ გრანულოციტებს (ნეიტროფილები, ბაზოფილები,
ეოზინოფილები) და აგრანულოციტებს (ლიმფოციტები,
პლაზმოციტები და მონოციტები).
ლეიკოციტოზი leucocytosis лейкоцитоз leulocytosis (ბერძნ. leukos
თეთრი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - ლეიკოციტების
საერთო რაოდენობის მომატება სისხლში (8,8 X 109/ლზე მეტად).
ლეიომიომა leiomyoma лейомиома leiomyoma (ბერძნ. leios
გლუვი, mys კუნთი, oma სიმსივნე) - გლუვი კუნთების
კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ლეიომიოსარკომა leiomyosarcoma лейомиосаркома
leiomyosarcoma (ბერძნ. leios გლუვი, mys კუნთი, sarx ხორცი, oma
სიმსივნე) - გლუვი კუნთების ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც
უფრო ხშირად ვითარდება საშვილოსნოში, კუჭში, წვრილ
ნაწლავში და შარდის ბუშტის ფსკერზე.
ლეიშმანიები leishmania лейшмании leishmania - უმარტივესების
ტიპის შოლტიანების კლასის წარმომადგენელია, უჯრედშიდა
პარაზიტები. ცნობილია დონოვანის ლეიშმანია (L.donovani),
ტროპიკული ლეიშმანია (L.tropica) და სხვ. პირველი იწვევს
ვისცერულ ლეიშმანიოზს (კალააზარს), ხოლო მეორე - კანის
ლეიშმანიოზს ანუ აღმოსავლურ წყლულს. ტროპიკული ანუ კანის
ლეიშმანიოზის რეზერვუარს წარმოადგენენ მღრღნელები,
მტაცებლები, ძაღლი, კატა, აქლემი. ვისცერული ლეიშმანიოზის
ტ ცე ლე ღლ კ ტ ქლე ვ ცე ულ ლე
გადამტანებია ჩინური ფლებოტომუსი (Phlebotomus chinensis) და
კანდელაკის ფლებოტომუსი (Phl. kandelaki), ხოლო კანის
ლეიშმანიოზის გადამტანებია Phl.papatasii და Phl. sergentii.
ლეიშმანიოზი leishmaniasis лейшманиоз leishmaniosis -
ადამიანისა და ცხოველების პროტოზოული ბუნების ინფექციური
დაავადებაა, რომლის გამომწვევია ლეიშმანიები. არჩევენ
ვისცერულ (გამომწვევია Leishmania donovani), კანის (გამომწვევია
Leishmania tropica) და კან-ლორწოვან ლეიშმანიოზს (გამომწვევია
Leishmania brasiliensis). საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის
გადამტანია მოსკიტი Phlebotomus kandelaki. ვისცერული
ლეიშმანიოზის სამკურნალოდ იყენებენ სურმის პრეპარატებს
(სოლუსურმინს, ნეოსტიბოზანს და სხვ.) და არომატულ
დიამიდინებს (სტილბამიდინს, პენტამიდინს), კანის
ლეიშმანიოზის დროს კი აკრიხინს, ამფოტერიცინ B-ს და ა.შ.
დაავადებას სახელი ეწოდა ინგლისელი ექიმის ვ.ლეიშმანის (1865-
1926) საპატივცემულოდ.
ლემა thorn-apple дурман Datura stramonium L. - მიეკუთვნება
ძაღლყურძენასებრთა ოჯახს. შეიცავს შხამიან ალკალიოდებს. ამ
მცენარისაგან იღებენ ბრონქული ასთმისა და რევმატიზმის
სამკურნალო პრეპარატებს.
ლენსექტომია lensectomy ленсэктомия lensectomia (ლათ. lens
ბროლი, ospi, ბერძნ. ektomy გაკვეთა, ამოკვეთა) - თვალის ბროლის
ამოღება მისი შეცვლის მიზნით.
ლენტიგო lentigo лентиго lentigo (ლათ. lens ბროლი, ოსპი) -
ბრტყელი, მუქი ყავისფერი ლაქა, რომელიც უვი- თარდებათ
ხანშიშესულებს კანზე, განსაკუთრებით მზის სხივების ხშირი
ზემოქმედების შემთხვევაში. ავთვისებიანი ლენტიგო (lentigo
maligna) ხშირად უვითარდებათ ხანშიშესულებს ლოყაზე
(ავთვისებიანი მელანომის ერთ-ერთი სახესხვაობაა).
ლენტივირუსები lentiviruses subfamily подсемейство
лентивирусов lentivirus (იტალ. lento ნელი, ლათ. virus შხამი) -
რეტროვირუსების ოჯახის ერთ-ერთი ქვეოჯახია.
ლენტივირუსების ოჯახს მიეკუთვნება ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).
ლენცოფა henbane белена Hyascyamus niger L. -
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
ღლყუ ე ე ჯ წლ ლ ვ ცე ე
რომლის ყველა ორგანო შხამიანია. შეიცავს ალკალოიდებს
(ჰიოსციამინს, ატროპინს). სამედიცინო მიზნებისათვის (სპაზმების
საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სხვ.) იყენებენ
ფოთლებისაგან დამზადებულ ექსტრაქტს.
ლეპრა leprosy проказа lepra (ბერძნ. lepros ქერცლიანი) -
ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია
Mycobacterium leprae, ე.წ. ჰანსენის ბაცილა. ბაქტერიის
დამახასიათებელი თვისებაა გამძლეობა მჟავისა და სპირტისადმი.
კეთრი ხასიათდება კანის, პერიფერიული ნერვული სისტემის,
თვალების, შინაგანი ორგანოების დაზიანებით. ავადმყოფს
უვითარდება ე.წ. ლომის სახე (facies leoniana). მათ ათავსებენ
სპეციალურ საავადმყოფოებში, ლეპროზორიუ მებ ში.
ლეპროზორიუმი leprosery лепрозорий leprosorium (ბერძნ. lepra
კეთრი) - კეთროვანთა სამკურნალო დაწესებულება ან კოლონია.
ლეპტომენინგიტი leptomeningitis лептоменингит leptomeningitis
(ბერძნ. leptos ნაზი, რბილი, meninx ტვინის გარსი, itis ანთება) -
თავის და ზურგის ტვინის რბილი გარსის ანთება.
ლეპტოსპირა leptospira лепроспира leptospira (ბერძნ. leptos ნაზი,
წვრილი, სპეირა ხვეული) - ლეპტოსპიროზის გამომწვევი
სპიროქეტაა (Leptospira interrogans). მიეკუთვნება Treponemataceae-
ს ოჯახს, რომელიც შედის Spirochaetales-ის რიგში. ორგანიზმში
იჭრება დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
დასენიანება ხდება ვირთაგვის გამონაყოფით, დაბინძურებული
წყლითა და პროდუქტებით.
ლეპტოსპიროზი leptospirosis лептоспироз leptospirosis (ბერძნ.
leptos ნაზი, წვრილი, speira ხვეული, osis მდგომარეობა) -
დაავადების გამომწვევია Leptospira interrogans. ავადმყოფობა
ხასიათდება ღვიძლის, თირკმლებისა და კაპილარების
დაზიანებით. რეზერვუარული მასპინძლებია დაავადებული
ვირთაგვები. ლეპტოსპიროზისადმი მგრძნობიარენი არიან
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, თხები, ცხვრები, ღორები,
ცხენები, ქათმები, მღრღნელებიდან კი, ვირთაგვების გარდა,
თაგვები და თრიები.
ლეპტოტრიქიები leptotrichia лептотрихии leptotrichia (ბერძნ.
leptos ნაზი, წვრილი, thrix თმა) - სწორი ან რამდენადმე
მოღუნული ფორმის უმოძრაო, გრამ-უარყოფითი ჩხირებია,
ღუ ულ ფ უ გ უ ყ ფ ე
ანაერობები. ოპტიმალური ზრდისათვის აუცილებელია 5%-იანი
ნახშირორჟანგი. ბინადრობენ ადამიანის პირის ღრუში. იწვევენ
ტრიქოპათიას, რაც გამოიხატება თმების გათხელებაში.
მგრძნობიარენი არიან ანტისეფტიკებისა და დეზინფექტანტების
მიმართ.
ლესბოსური სიყვარული lesbian love лесбийская любовь amor
lesbicus (ლათ. lesbos კუნძული ეგეოსის ზღვაში) - ქალთა
ურთიერთსქესობრივი ლტოლვა. იხ. საფიზმი.
ლეტალური გენი lethal gene летальный ген genus letalis (ლათ.
letalis სასიკვდილო, ბერძნ. genos წარმოშობა) - გენი, რომელიც
ხელს უწყობს ჩანასახის სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას ან
მის დაღუპვას.
ლეტალურობა lethality летальность letalitas (ლათ. letalis
სასიკვდილო) - იგივე ლეტალობა, სასიკვდილო შედეგი.
ავადმყოფთა, დაჭრილთა ან უბედურ შემთხვევათა მსხვერპლთა
სიკვდილიანობის სიხშირე.
ლეციტინაზა lecithinase лецитиназа lecithinasa - წვრილი
ნაწლავის ფერმენტი, რომლის ზემოქმედებისას ლეციტინი იშლება
გლიცერინად, ცხიმოვან მჟავებად, ფოსფორის მჟავად და
ქოლინად.
ლიბიდო libido либидо libido (ლათ. libido სურვილი, ვნება,
ლტოლვა) - სქესობრივი ლტოლვა, სქესობრივი ინსტინქტი.
ლიბრი - იხ. ლეიკომა.
ლიგაზები lygases лигазы ligasa (ლათ. ligo ვკვანძავ, ვსკვნი) -
იგივე სინთეტაზები. ფერმენტების კლასი, რომლებიც
აკატალიზებენ დნმ-ს ორი სხვადასხვა მოლეკულის ერთმანეთთან
მიერთებას, ან რესტრიქტაზების მიერ ფრაგმენტირებული დნმ-ს
მოლეკულის კვლავ შეერთებას.
ლიგანდები ligands лиганды ligandi (ლათ. ligo ვკვანძავ, ვსკვნი) -
რაიმეს შემაერთებელი ჯგუფი ან მოლეკულა.
ლიგატურა ligature лигатура ligatura (ლათ. ligo ვკვანძავ, ვსკვნი) -
სისხლძარღვებზე დადებული კვანძი სისხლდენის შეწყვეტის
მიზნით.
ლიზინები lysins лизины lysina (ბერძნ. lysis დაშლა) -
ანტისხეულები, რომლებიც კომპლემენტთან შეერთებით იწვევენ
შესაბამისი ბაქტერიების ლიზისს.
ე ქტე ე ლ
ლიზინი lysin лизин lysinum (ბერძნ. lysis დაშლა) - შეუცვლელი
ამინმჟავა, რომელიც შედის თითქმის ყველა ცილის
შემადგენლობაში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა
ჰისტონებში. იხ. ჰისტონი.
ლიზისი lysis лизис lysis (ბერძნ. lysis დაშლა) - სპეციფიკური
ფერმენტების მოქმედების შედეგად უჯრედების, მათ შორის
მიკროორგანიზმების დაშლის, დაღუპვის პროცესი.
ლიზოგენია lysogeny лизогения lysogenia (ბერძნ. lysis დაშლა,
geneia წარმოქმნა) - ბაქტერიების გენეტიკურად განპირობებული
თვისება, განიცადოს ლიზისი და ამავე დროს გამოყოს
ბაქტერიოფაგების დიდი რაოდენობა. ლიზოგენია
დაკავშირებულია ბაქტერიაში, კერძოდ, მის გენეტიკურ აპარატში
ინფექციური სტრუქტურის, პროფაგის არსებობასთან.
ლიზოგენური კონვერსია lysogenic conversion лизогенная
конверсия conversio lysogenica (ბერძნ. lysis დაშლა, geneia
წარმოქმნა, conversio ცვლილება) - ბაქტერიული უჯრედების
თვისებების ცვლილება მისი ე.წ. ზომიერი ფაგით დასენიანების
შედეგად. ეს პროცესი დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედში
ახალი გენეტიკური ინფორმაციის დამატებასთან, რომელიც შედის
უჯრედში ფაგის გენომის სახით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს
აგრეთვე ტრანსდუქცია (იხ.), რაც შეიძლება გახდეს ფერმენტული
აქტივობის დათრგუნვის თუ გაძლიერების, პათოგენური
თვისებების, კოლონიების მორფოლოგიის და სხვა პარამეტრების
ცვლილების მიზეზი. სინ.: ფაგური კონვერსია.
ლიზოსომები lysosomes лизосомы lysosomi (ბერძნ. lysis დაშლა,
soma სხეული) - 0,2-0,8 მკმ-ის ზომის, მრგვალი ფორმის
ორგანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედის ფაგოციტურ
აქტივობას. გააჩნიათ ელექტრონულად მკვრივი ან მარცვლოვანი
შიგთავსი და თხელი მემბრანა. ლიზოსომების ერთ-ერთი ტიპია
გრანულოციტების პირველადი და მეორადი გრანულები.
ლიზოსომებში აღწერილია 30-მდე სხვადასხვა ფერმენტი,
რომელთა საშუალებითაც ხდება რთული ორგანული
ნივთიერებების დაშლა მარტივ ნივთიერებებად.
ლიზოციმი lysozyme лизоцим lysozymum (ბერძნ. lysis დაშლა,
zyme საფუარი) - ფერმენტია, რომელიც მიეკუთვნება
ჰიდროლაზების კლასს. იწვევს ბაქტერიული უჯრედის ლიზისს.
დ ლ ე კლ წვევ ქტე ულ უჯ ედ ლ
აღმოჩენილია ცრემლში, ნერწყვში, ელენთაში, ლეიკოციტებში,
ზოგიერთ ბაქტერიასა და ფაგში. ადამიანის ორგანიზმში
ასრულებს არა სპეციფიკური ანტიბაქტერიული ბარიერის როლს.
ლიზოციმს იყენებენ თვალის, ცხვირ-ხახის, ღრძილების და
ავადებების, დამწვრობების შემთხვევაში. აღმოჩენილია 1922 წელს
ა. ფლემინგის (პენიცილინის აღმომჩენის) მიერ.
ლითიაზი lithiasis литиаз lithiasis (ბერძნ. lithos ქვა, კენჭი) -
კენჭების (კონკრემენტების) წარმოქმნა ორგანიზმში. იგივე
კალკულოზი (იხ.).
ლითოპედიონი lithopaedion литопедион lithopaedion (ბერძნ.
lithos ქვა, კენჭი, paidion ჩვილი ბავშვი) - ჩაკირული ნაყოფი.
მუცელში ხანგრძლივად დარჩენილი და გაკირული ნაყოფი.
ლითოტომია lithotomy литотомия lithotomia (ბერძნ. lithos ქვა,
კენჭი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ქირურგიული ოპერაცია:
მდგომარეობს შარდგამომყოფი გზებიდან კენჭების
(კონკრემენტების) ამოღებაში.
ლითოტრიფსია lithotripsia литотрипсия lithotripsia (ბერძნ. lithos
ქვა, კენჭი, trypsis დამტვრევა, დაქუცმაცება) - კონკრემენტების
დაქუცმაცება (დამტვრევა) სპეციალური ტალღების (რენტგენის
სხივები ან ულტრაბგერა) საშუალებით (მაგ., შარდის ბუშტში).
ლიკვორეა liquorrhoea ликворея liquorrhoea (ლათ. liquor სითხე,
ბერძნ. rheo მოვედინები) - თავზურგტვინის სითხის (ლიკვორის)
დენა, რაც უფრო ხშირად განპირობებულია ტრავმით.
ლიკვორი liquor ликвор liquorum (ლათ. liquor სითხე) -
თავზურგტვინის სითხე. იხ. ცერებროსპინალური სითხე.
ლიმოთერაპია limotherapy лимотерапия limotherapia - 1. (ბერძნ.
limos შიმშილი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობის მეთოდი
საკვების ნაწილობრივი ან სრული აღკვეთით.
2. (ლათ. limus ტალახი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა
ტალახით (მაგ., ახტალის ტალახის აბაზანები).
ლიმონი lemon лимон Citrus limon Burm. - მარადმწვანე ხეა.
ნაყოფი შეიცავს ასკორბინის, ლიმონის მჟავებს, შაქრებს,
ბიოფლავონოიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, კუმარინის
წარმოებულებს, აგრეთვე ეთერის ზეთს. იყენებენ ჰიპო- და
ავიტამინოზების, ანთებითი პროცესების შემთხვევებში და სხვ.
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სურავანდის
სამკურნალოდ იყენებენ ლიმონის მოხარშულ ქერქს.
ლიმფა lymph лимфа lympha (ლათ. lympha ანკარა წყალი) -
ხერხემლიანთა ლიმფური ძარღვებისა და კაპილარების შიგთავსი,
რომელიც სათავეს ქსოვილური სითხიდან იღებს. მარილების
კონცენტრაციით თითქმის არ განსხვავდება პლაზმისაგან, ხოლო
ცილებს ნაკლები რაოდენობით შეიცავს. ლიმფა სისხლთან
შედარებით გვიან დედდება. მასში ლიმფოციტები დიდი
რაოდენობითაა წარმოდგენილი.
ლიმფადენიტი lymphadenitis лимфаденит lymphadenitis (ლათ.
lympha ანკარა წყალი, ბერძნ. aden ჯირკვალი) - ლიმფური
კვანძების ანთება. დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ
ფორმაში (ტუბერკულოზური ლიმფადენიტი), თუმცა უფრო
ხშირად მისი მიმდინარეობა მწვავეა.
ლიმფადენოპათია lymphadenopathy лимфаденопатия
lymphadenopathia (ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. aden
ჯირკვალი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ლიმფური კვანძების
ყოველგვარი დაავადება (კრებითი ცნებაა).
ლიმფანგიექტაზია lymphangiectasia лимфангиэктазия
lymphangiectasia (ლათ. lympha ანკარა წყალი, angeion
სისხლძარღვი, ბერძნ. ektasis გაგანიერება) - ლიმფური ძარღვების,
სადინრების გაგანიერება.
ლიმფანგიომა lymphangioma лимфангиома lymphangioma (ლათ.
lympha ანკარა წყალი, angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე) -
ლიმფური კვანძების კეთილთვისებიანი სიმსივნე. ანგიომის
ნაირსახეობაა.
ლიმფანგოიტი lymphangoitis лимфангоит lymphangoitis (ლათ.
lympha ანკარა წყალი, ბერძნ. angeion სისხლძარღვი, itis ანთება) -
ლიმფური ძარღვების, სადინრების ანთება. ჩვეულებრივ, იწვევს
Streptococcus-ის გვარის ბაქტერიები, რომლებიც ლიმფურ
სადინრებში ხვდებიან კანზე არსებული ჭრილობიდან.
სიმპტომები: ცხელება, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები.
ეფექტურია ანტიბიოტიკოთერაპია. სინ.: ლიმფანგიტი,
ლიმფანგიიტი.
ლიმფობლასტი lymphoblast лимфобласт lymphoblastus (ლათ.
lympha ანკარა წყალი, blastos ყლორტი, ღივი) - ლიმფოიდური
y კ წყ ლ ყლ ტ ღ ვ ლ ფ დუ
რიგის მონოპოტენტური დედა-უჯრედი.
ლიმფოგრანულომატოზი lymphogranulomatosis
лимфогранулематоз lymphogranulomatosis (ლათ. lympha ანკარა
წყალი, granulum მარცვალი, oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) -
ლიმფური სისტემის ავთვისებიანი გრანულომა. ავადმყოფის
ლიმფურ კვანძებში და შინაგან ორგანოებში წარმოიქმნება
გრანულომები. ამ დაავადებისათვის პათოგნომურ
შტერნბერგრიდის გიგანტურ უჯრედებს სადიაგნოზო
მნიშვნელობა გააჩნიათ. ლიმფოგრანულომატოზს ჰოჯკინის
ავადმყოფობასაც უწოდებენ, ინგლისელი ექიმის თ. ჰოჯკინის
(Hod-gkin) საპატივცემულოდ, რომელმაც 1832 წელს აღწერა ამ
დაავადების კლინიკური სურათი. სინ.: ჰოჯკინის ავადმყოფობა,
ავთვისებიანი გრანულომა.
ლიმფოგრაფია lymphography лимфография lymhographia (ლათ.
lympha ანკარა წყალი, grapho ვწერ) - ლიმფური ქსოვილის
რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ლიმფოეპითელიომა lymphoepithelioma лимфоэпителиома
lymphoepithelioma (ლათ. lympha ანკარა წყალი, epi ზედ, ზევიდან,
thele ძუძუს თავი, დვრილი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ლიმფოიდური
და ეპითელური ქსოვილისაგან განვითარებული ცხვირ-ხახის,
ნუშისებრი ჯირკვლების და ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე.
ლიმფოიდური ქსოვილი lymphoid tissue лимфоидная ткань
lymphoid textura (ლათ. lympha ანკარა წყალი) - ქსოვილი,
რომელშიც რაოდენობრივად დომინირებს ლიმფოიდური რიგის
უჯრედები. ლიმფოიდურ ქსოვილს შეადგენს: ლიმფა, ლიმფური
კვანძები, ელენთა, თიმუსი, ხორხის ჯირკვლები. ეს ქსოვილი
წარმოდგენილია აგრეთვე ძუძუმწოვრების ძვლის ტვინში, სადაც
წარმოიქმნება ლიმფოციტები.
ლიმფოკინები lymphokines лимфокины lymphokinum (ლათ.
lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kineo ვმოძრაობ) - იგივე
ლიმფოციტოკინები. ლიმფოციტების, კერძოდ, T-ჰელპერების
მიერ გამოყოფილი ქიმიური მედიატორები, რომელთა
მეშვეობითაც ისინი გავლენას ახდენენ სხვა იმუნოკომპეტენტური
უჯრედების აქტივობაზე. ლიმფოკინებია: ინტერლეიკინი-2,
ინტერფერონები, ზრდის ფაქტორი, B-ლიმფოციტების
დიფერენცირების ფაქტორი და სხვ.
დ ფე ე ც ე ფ ქტ დ ვ
ლიმფომა lymphoma лимфома lymphoma (ლათ. lympha ანკარა
წყალი, oma სიმსივნე) - ლიმფოიდური ქსოვილის ავთვისებიანი
სიმსივნე, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს, ელენთას,
ღვიძლს, ძვლის ტვინს და სხვა ვისცერულ ორგანოებს. იგივე
ლიმფოსარკომა.
ლიმფომა არაჰოჯკინური non- Hodgkin's lymphoma
неХоджкинская лимфома non-Hodgkin lymphoma (ლათ. lympha
ანკარა წყალი, oma სიმსივნე, hojkini - ინგლისელი ექიმი,
რომელმაც პირველმა აღწერა ლიმფოგრანულომატოზი) -
ლიმფური ქსოვილისაგან განვითარებული კიბო (მაგრამ არა
ჰოჯკინის ავადმყოფობა). ლიმფური კვანძების სიმსივნე
ვითარდება ვისცერულ ორგანოებში, კისერზე, საზარდულში,
იღლიისქვეშ. სიმპტომებიდან დამახასიათებელია ცხელება,
ოფლიანობა, წონაში დაკლება და სხვ. სადიაგნოზოდ იყენებენ
დაზიანებული ლიმფური კვანძის ბიოფსიურ მასალას.
ლიმფოპენია lymphopenia лимфопения lymphopenia (ლათ.
lympha ანკარა წყალი, penia ნაკლებობა, სიღარიბე) -
ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში
(ყველა ლეიკოციტის 18%-ზე ნაკლები).
ლიმფორეა lymphorrhoea лимфорея lymphorrhoea (ლათ. lympha
ანკარა წყალი, rheo დენა) - ლიმფური ძარღვებიდან ლიმფის დენა.
ლიმფოსარკომა - იხ. ლიმფომა.
ლიმფოსტაზი lymphostasis лимфостаз lymphostasis (ლათ. lympha
ანკარა წყალი, stasis შეგუბება) - ლიმფის შეგუბება, რაც შეშუპების,
ლიმფანგიექტაზიის და ელეფანტიაზის (იხ.) მიზეზი ხდება.
ლიმფოციტი lymhocyte лимфоцит lymphocytum (ლათ. lympha
ანკარა წყა ლი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ლიმფოიდური ქსოვილის
ძირითადი უჯრედები, რომელთაც აქვთ ანტიგენის შეცნობის
უნარი და მონაწილეობენ იმუნოლოგიური რეაქციების
განხორციელებაში. მათზეა დამოკიდებული უჯრედული და
ჰუმორული იმუნიტეტის განვითარება. ცნობილია B და T-
ლიმფოციტები.
ლიმფოციტი B B-lymphocyte B лимфоцит B-lymphocytum (ლათ.
lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი) - წარმოიქმნებიან
ძვლის ტვინში. უმთავრესად ეფექტორული იმუნოკომპეტენტური
უჯრედებია. მონაწილეობენ ჰუმორული იმუნიტეტის, B-
უჯ ედე წ ლე ე უ ულ უ ტეტ
უჯრედული იმუნური მეხსიერების და სხვ. ფორმირებაში. ქმნიან
პლაზმური უჯრედების კლონებს.
ლიმფოციტი T T-lymphocyte T лимфоцит T-lymhocytum (ლათ.
lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ამ ტიპის
უჯრედების მომწიფების ადგილია თიმუსი. მათ ყოფენ 2
სუბპოპულაციად: CD4+ ჰელპერებად და CD8+ ციტოტოქსიკურ
უჯრედებად. იმუნური პასუხის რეგულაციის ამოცანას
ასრულებენ ჰელპერები. სუპრესორები თრგუნავენ იმუნური
რეაქციის განვითარებას. ეფექტორულ ფუნქციას ახორციელებენ
ციტოტოქსიკური ლიმფოციტები: T-კილერები.
ლიმფოციტოზი lymphocytosis лимфоцитоз lymhocytosis (ლათ.
lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) -
ლიმფოციტების რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში
(ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი) სხვადასხვა
პათოლოგიების შემთხვევაში.
ლიმფოციტური ქორიომენინგიტი lymphocytic choriomeningitis
лимфоцитарный хориоменингит choriomeningitis lymphocytarias
(ლათ. lympha ანკარა წყალი, ბერძნ. kytos უჯრედი, chorion კანი,
გარსი) - მიეკუთვნება ტიპურ ანთროპოზოონოზს. ინფექცია
გადაეცემა აეროგენური და ალიმენტური გზებით. გამომწვევი
ვირუსი მიეკუთვნება არენავირუსების ოჯახს. ინფექციის კარიბჭეა
სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. ძირითადი
მასპინძელია სახლის თაგვი (Mus musculus). ვირუსის პირველადი
რეპროდუქცია მიმდინარეობს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, რის
შემდგომაც იწყება სისხლის კაპილარების დამაზიანებელი
ვირუსემია.
ლინკომიცინი lincomycin линкомицин lincomycin -
ანტიბიოტიკია, რომელსაც გამოიმუშავებს აქტინო მიცეტების
ზოგიერთი სახეობა. ბაქტერიოსტატიკური მოქმედებისაა. მის
მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პათოგენური
კოკები, აგრეთვე დიფთერიის, ჯილეხის გამომ წვევები და სხვ.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ არაეფექტურია.
ანტიბაქტერიული მექანიზმი დაკავშირებულია ცილების
სინთეზის დათრგუნვასთან.
ლიოფილიზაცია lyophilization лиофилизация lyophilisatio (ბერძნ.
lyo ვხსნი, phileo მიყვარს) - ქსოვილების და სხვა ბიოლოგიური
y ვ ყვ ქ ვ ლე დ ვ ლ გ უ
ობიექტების გამოშრობის მეთოდი გაყინულ მდგომარეობაში,
ვაკუუმის პირობებში. მეთოდი საშუალებას იძლევა მივიღოთ
მშრალი ქსოვილები, პრეპარატები და პროდუქტები, მათი
მთლიანობისა და ბიოლოგიური აქტიურობის დაუკარგავად.
იყენებენ დონორის სისხლის მშრალი პლაზმის, მშრალი
შრატებისა და ვაქცინების მისაღებად, ორგანოების და ქსოვილების
ტრასპლანტაციის შემთხვევაში, ფარმაცევტულ, კვების
მრეწველობაში და სხვ.
ლიპაზა lipase липаза lipasa (ბერძნ. lipos ცხიმი) - პანკრეასის და
წვრილი ნაწლავის მიერ სეკრეტირებული ფერმენტი, რომელიც
საჭმლის მონელების პროცესში შლის ცხიმს გლიცერინად და
ცხიმოვან მჟავებად.
ლიპემია lipemia липемия lipaemia (ბერძნ. lipos ცხიმი, haima
სისხლი) - სისხლში ცხიმის მაღალი შემცველობა, ნორმასთან
შედარებით.
ლიპიდები fats (lipids) липиды adeps (lipida) (ბერძნ. lipos ცხიმი) -
ცხიმისმაგვარი ნივთიერებების ჯგუფი, რომელიც შედის ყველა
ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაში და მონაწილეობს ყველა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში. ლიპიდები
წარმოადგენენ უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების, სპირტების ან
ალდეჰიდების წარმოებულებს. ყველა ლიპიდი იხსნება ორგანულ
გამხსნელებში და როგორც წესი, არ იხსნება წყალში. ლიპიდები
შედის ბიოლოგიური მემბრანების შემადგენლობაში, გავლენას
ახდენს უჯრედების განვლადობაზე, ფერმენტების აქტივობაზე,
იმუნოქიმიურ პროცესებზე და სხვ. ცხოველებსა და მცენარეებში
ლიპიდები მონაწილეობენ ენერგეტიკული რეზერვის და
თერმოიზოლაციური საფარველის შექმნაში, აგრეთვე სხვადასხვა
ორგანოების დაცვაში მექანიკური ზემოქმედებისაგან.
ლიპიდოზი lipidosis липидоз lipidosis (ბერძნ. lipos ცხიმი, osis
მდგომარეობა) - იმ დაავადებების საერთო სახელწოდება,
რომელთაც თან ახლავს ლიპიდური ცვლის დარღვევა. ასეთი
დაავადებები შეიძლება იყოს მემკვიდრული და შეძენილი
(ფარბერის, გოშეს და სხვ. ავადმყოფობები).
ლიპოიდები lipoids липоиды lipoida (ბერძნ. lipos ცხიმი, eidos
სახე) - ცხიმებთან ახლოს მდგომი, მაგრამ მათგან ქიმიური
სტრუქტურით განსხვავებული ორგანული ნივთიერებები.
ტ უქტუ გ ვ ვე ულ გ ულ ვ ე ე ე
ლიპოიდებს მიეკუთვნება: ფოსფატიდები (ლეციტინი), სტერინები
(ქოლესტერინი) და სხვ.
ლიპოიდოზი lipoidosis липоидоз lipoidosis (ბერძნ. lipos ცხიმი,
osis მდგომარეობა) - ლიპოიდური ცვლის დარღვევა, რასაც თან
ახლავს ცხიმის დიდი რაოდენობით დაგროვება ორგანოებში.
ლიპომა lipoma липома lipoma (ბერძნ. lipos ცხიმი, oma სიმსივნე)
- ცხიმოვანი ქსოვილისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი
სიმსივნე.
ლიპომატოზი lipomatosis липоматоз lipomatosis (ბერძნ. lipos
ცხიმი, osis მდგომარეობა) 1.ორგანიზმში მრავლობითი ლიპომების
წარმოქმნა. 2.ქსოვილებში ცხიმის გაზრდილი შემცველობა,
ნორმასთან შედარებით.
ლიპოსარკომა liposarcoma липосаркома liposarcoma (ბერძნ. lipos
ცხიმი, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ცხიმოვანი ქსოვილის
უჯრედული ელემენტების შემცველი სარკომა.
ლიპოსაქცია liposuction липосакция liposuctio (ბერძნ. lipos ცხიმი,
sectio გაკვეთა) - ცხიმის (ქონის) ამოცლა, ამოკვეთა, გახდომის ან
სხეულის ადრინდელი ფორმის აღდგენის მიზნით.
ლიპურია lipuria липурия lipuria (ბერძნ. lipos ცხიმი, uron შარდი)
- ცხიმების გამოყოფა შარდთან ერთად.
ლისტერიოზი listeriosis листериоз listeriosis - სახელი დაერქვა
ინგლისელი ექიმის, ჯ.ლისტერის (1827- 1912) საპატივცემულოდ.
Listeria monocytogenes იწვევს მენინგიტს და სეფსისს
ახალშობილებში და იმუნოსუპრესიულ მდგომარეობას
ზრდასრულებში. ორსულებში ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს
აბორტები და სეფსისები. რადგანაც ლისტერიები უმთავრესად
უჯრედის შიგნითაა ლოკალიზებული, უჯრედული იმუნიტეტი,
ჰუმორულთან შედარებით, უფრო მნიშვნელოვან როლს
ასრულებს. მკურნალობა ტარდება ამპიცილინით და
გენტამიცინით.
ლიქენი lichen лишайник (лишай) lichen (ბერძნ. leichen sirsveli) -
იგივე სირსველი. დერმატოზების საერთო სახელწოდებაა.
ქრონიკული ანთებითი დერმატიტი: ახასიათებს კანზე და/ან
ლორწოვან გარსებზე მცირე ზომის, მრავლობითი პაპულოზური
გამონაყარი.
ლოაოზი loaosis лоаоз loaosis - დასავლეთ და ცენტრალურ
აფრიკაში გავრცელებული ავადმყოფობა. გამომწვევია თვალის ჭია
- Loa loa, რომელიც ხშირად მიგრირებს თვალის კაკლის
მახლობლად და იწვევს ამ უბნის დამახასიათებელ გაღიზიანებას.
ლოაოზის მკურნალობისათვის იყენებენ დიეთილკარბამაზინს,
რომელიც ანადგურებს როგორც ზრდასრულ ჭიებს, ასევე მათ
მატლებს.
ლობექტომია lobectomy лобэктомия lobectomia (ლათ. lobus
წილი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - ქირურგიული ოპერაცია:
მდგომარეობს რომელიმე ორგანოს ან ჯირკვლის (მაგ., ფილტვის,
ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის ან თავის ტვინის) წილის
ამოკვეთაში. იხ. სეგმენტექტომია.
ლობოტომია - იხ. ლეიკოტომია.
ლოგოთერაპია logotherapy логотерапия logotherapia (ბერძნ. logos
სიტყვა, theraia მკურნალობა) - ავადმყოფის განკურნება სიტყვის
მეშვეობით.
ლოგოპათია logopathy логопатия logopathia (ბერძნ. logos სიტყვა,
pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - მეტყველების სხვადასხვა სახის
დარღვევები.
ლოგოპედია logopaedics логопедия logopedia (ბერძნ. logos სიტყვა,
paideia აღზრდა) - მეცნიერება მეტყველების სხვადასხვა ნაკლზე და
მათ კორექციაზე.
ლოგოპლეგია logoplegy логоплегия logoplegia (ბერძნ. logos
სიტყვა, plege დარტყმა) - დანაწევრებული მეტყველების უნარის
სრული დაკარგვა.
ლოგორეა logorrhoea логорея logorrhoea (ბერძნ. logos სიტყვა, rheo
მოვედინები) - შეუწყვეტელი, ხშირად უაზრო ლაპარაკი. არც თუ
იშვიათად ახასიათებთ მანიით დაავადებულებს.
ლოგ-ფაზა log-phase лог-фаза logphasa - ხასიათდება
ბაქტერიული უჯრედების გამრავლების მაქსიმალური სისწრაფით
და ბაქტერიული პოპულაციის რაოდენობის ზრდით, რასაც
გეომეტრიული ხასიათი გააჩნია. ბაქტერიული უჯრედების
რაოდენობის გაორმაგებას გენერაციის დრო ეწოდება. სინ.:
ლოგარითმული, ექსპონენციური ფაზა.
ლოკალიზაცია localization локализация localisatio (ლათ.
localisatio ადგილობრივი) - რომელიმე ორგანოს, ქსოვილის,
დგ ლ ვ ელ ე გ ქ ვ ლ
უჯრედის, ორგანოიდის, მიკროორგანიზმის გარკვეული
მდებარეობა, ადგილსამყოფელი. რაიმე ადგილის, კერის (მაგ.,
ანთებითი პროცესის) შემოფარგვლა, შემოსაზღვრა.
ლოკალური local локальный localis (ლათ. localisatio
ადგილობრივი) - ადგილობრივი, განსაკუთრებული
ადგილისათვის დამახასიათებელი.
ლოკოკინა cochlea улитка cochlea - შიგნითა ყურში არსებული
ძვლოვანი წარმონაქმნი, რომელშიც მგრძნობიარე რეცეპტორებია
განლაგებული. ლოკოკინა წარმოადგენს 35მმ-მდე სიგრძის
სპირალურ არხს. სმენითი რეცეპტორები ლოკალიზებულია
ლოკოკინაში, ხოლო წონასწორობის რეცეპტორები - ოვალური და
მრგვალი ფორმის ტომსიკებში და ნახევარრკალოვანი არხების
ამპულებში.
ლოკომოცია locomotion локомоция locomotio (ლათ. locus
ადგილი, motio მოძრაობა) - მოქმედებათა კომპლექსი, რომლის
საშუალებით ხდება ადამიანისა და ცხოველების გადაადგილება
სივრცეში.
ლოკუსი locus (site) локус locus (ლათ. locus ადგილი) -
ქრომოსომის უბანი, რომელშიც ლოკალიზებულია რომელიმე
კონკრეტული გენი.
ლორდოზი lordosis лордоз lordosis (ბერძნ. lordos გაღუნული,
წელში მოხრილი, osis მდგომარეობა) - ხერხემლის მკვეთრი
გაღუნვა საგიტალურ სიბრტყეში წინისაკენ. ვითარდება ბავშვობის
ასაკში ხერხემლის და ზურგის კუნთების დაავადების გამო.
ლორწო slime слизь cremor (mucus) - ნახევრადგამჭვირვალე,
წებოვანი, ბლანტი მასაა. მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტია
გლიკოპროტეიდი მუცინი. ლორწო ზრდასრული ადამიანის
ორგანიზმში გვხვდება მხოლოდ ლორწოვანი გარსების ეპითელურ
ქსოვილში, როგორც მისი სეკრეციის პროდუქტი. ლორწო
წარმოიშვება ეპითელური ქსოვილის ფიალისებურ უჯრედებში,
აგრეთვე შესაბამის ჯირკვლებში. იგი აბრკოლებს ლორწოვანი
გარსების დაზიანებას და აძლევს მათ გლუვ, პრიალა
შესახედაობას.
ლორწოვანი გარსი mucous membrane слизистая оболочка tunica
mucosa - ლორწოვანი სეკრეტის გამომყოფი გარსი, რომლითაც
ამოფენილია გარემოსთან დაკავშირებული ღრუ და მილოვანი
ფე ლ გ ე დ კ ვ ე ულ ღ უ დ ლ ვ
ორგანოების შინაგანი კედლები (საჭმლის მომნელებელი,
სასუნთქი, შარდსასქესო სისტემები). გააჩნია გლუვი და სრიალა
ზედაპირი. შედგება ეპითელიუმის ზედაპირული შრისაგან და მის
ქვევით განლაგებული ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან.
ამ ორ კომპონენტს შორის ლოკალიზებულია ბაზალური მემბრანა.
აღნიშნულ გარსს გააჩნია ლორწოვანი სეკრეტის გამომყოფი
ჯირკვლები, აგრეთვე სისხლ-ძარღვები.
ლოფოტრიქები lophotriches лофотрихи lophotrichi (ბერძნ. lophos
კონა, trichos თმა) - ბაქტერიები, რომელთაც ერთ ბოლოში
გააჩნიათ შოლტების კონა.
ლოქიები lochia лохии lochia (ბერძნ. lochios მშობიარობისეული)
- საშვილოსნოდან მშობიარობისშემდგომი გამონადენი. ჯერ
გამოიყოფა სისხლისაგან შემდგარი წითელი ლოქიები (lochia rubra,
lochia cruenta). შემდეგ ჩნდება სისხლისა და ლორწოსაგან
შემდგარი ყავისფერი, სეროზული ლოქიები (lochia serosa). და
ბოლოს, ჩნდება მიკროორგანიზმებისა და უჯრედული
ფრაგმენტებისაგან შემდგარი ყვითელი ან თეთრი ლოქიები (lochia
alba, lochia purulenta).
ლპობა rotting гниение tabes - იგივე ხრწნა. მიკროორგანიზმების
მოქმედებით აზოტის შემცველ ნივთიერებათა (ცილების,
ამინმჟავების) დაშლის პროცესი.
ლუესი - იხ. სიფილისი.
ლუმბაგო lumbago люмбаго lumbago (ლათ. lumbus წელი) -
ქართულად: წელკავი. ტკივილები წელის არეში. უეცრად
განვითარებული ლუმბაგოს მიზეზი შეიძლება იყოს
მალთაშორისი დისკოს ამოვარდნა, ანდა ზურგის კუნთების და
იოგების მკვეთრი დაძაბვა.
ლუმბალგია lumbalgy лумбалгия lumbalgia (ლათ. lumbus წელი,
ბერძნ. algoს ტკივილი) - ხანგრძლივი ტკივილი წელის მიდამოში.
ლუმბალური პუნქცია lumbal punction лумбальная пункция
punctio lumbalis (ლათ. lumbalis წელი, punctio ჩხვლეტა) - თავისა
და ზურგის ტვინის გამოსაკვლევად ან სამკურნალო მიზნით
ხერხემლის არხიდან ნემსით მასალის გამოტანა ან ნემსითვე მასში
სამკურნალო ნივთიერების შეყვანა.
ლუნატიზმი noctambulation лунатизм lunatismus (ლათ. luna
მთვარე) - ქართულად: მთვარეულობა. ავადმყოფური
ვ ე ქ ულ დ ვ ეულ ვ დ ყ ფუ
მდგომარეობა, როდესაც მძინარე ადამიანი სხვადასხვა მოქმედებას
ასრულებს მექანიკურად (მაგ., დადის). ამ დროს მისი ცნობიერება
დაბინდულია. წინათ ეგონათ, რომ ასეთ მდგომარეობას იწვევდა
მთვარის შუქი. სინ.: სომნამბულიზმი (იხ.).
ლუპუსი lupus люпус lupus vulgaris (ლათ. lupus მგელი) -
ქართულად: წითელი მგლურა. კანისა და ლორწოვანი გარსების
აუტოიმუნური, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება. ახასიათებს
წითელი ფერის ლაქები.
ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი bacillus blue-pus синегнойная
палочка Pseudomonas aeruginosa - ადამიანისათვის ძალზე
პათოგენური გრამუარყოფითი ბაქტერია Pseudomonas-ის
გვარიდან. ჰოსპიტალური ინფექციის ერთ-ერთი მთავარი
ინდუქტორია. იწვევს ჩირქოვან-ანთებითი პროცესების
განვითარებას.
L-ტრანსფორმაცია L-transformation L-трансформация L-
transformatio (ლათ. transformo გარდავქმნი) - გრამ-დადებითი
ბაქტერიების პეპტიდოგლიკანის (იხ.) დამშლელი ფერმენტებით
(მაგ., ლიზიციმით) დამუშავებისას, წარმოიქმნება
პროტოპლასტები ანუ სტრუქტურები, რომელთაც არა აქვთ
უჯრედის კედელი, მაგრამ გააჩნიათ ციტოპლაზმური მემბრანა და
უჯრედული შიგთავსი. გრამ-უარყოფითი ბაქტერიების
დამუშავება ლიზოციმით შლის მხოლოდ უჯრედის კედლის
პეპტიდოგლიკანის შრეს, მაგრამ გარეგანი მემბრანა (ანდა მისი
ნაწილი მაინც) შენარჩუნებულია. ასეთმა სტრუქტურებმა მიიღეს
სფეროპლასტების სახელწოდება. იმ შემთხვევაში, თუკი უჯრედის
კედლის სინთეზის გენეტიკური კონტროლი შენარჩუნებულია, L-
ფორმები ხელსაყრელ პირობებში შეიძლება და უბრუნდნენ საწყის
ბაქტერიულ ფორ მას. ბაქტერიების ცვალებადობის ეს ფორმა
პირველად აღწერილ იქნა ე.კლინებერგერის მიერ 1935 წელს
ჯ.ლისტერის სახელობის ინსტიტუტში. ამიტომ ბაქტერიების ასეთ
ცვალებადობას უწოდეს L-ტრანსფორმაცია.
სამედიცინო ლექსიკონი


მაგნეტიზმი magnetism магнетизм magnetismus (Magnetis lithos ქვა
მაგნესიიდან - უძველესი ქალაქია მცირე აზიაში) - 1. ძალა,
რომელიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. ჰიპნოტიზმის
მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2. ზოგიერთი რკინის ქვეჟანგის
თვისება, მიიზიდოს რკინის, ფოლადის, ნიკელისა და კობალტის
ნაწილაკები.
მაგნიტოთერაპია magnetotherapy магнитотерапия magnitotherapia
(Magnetis lithos ქვა მაგნესიიდან, ბერძნ. therapeia მკურნალობა) -
ფიზიოთერაპიული მეთოდი, რაც მდგომარეობს მაგნიტური
ველის ზემოქმედებაში ავადმყოფ ორგანიზმზე.
მადაროზი madaros мадароз madarosis (ბერძნ. madaros გლუვი,
უთმო, osis მდგომარეობა) -1. წამწამების ცვენა, ქრონიკული
ბლეფარიტის შემთხვევაში. 2. წამწამების და წარბების
მემკვიდრული განუვითარებლობა.
მაინფიცირებელი დოზა infectious dose инфицирующая доза dosus
infectiosus - კრიტიკული, პათოგენური დოზა. ამა თუ
მიკროორგანიზმის მინიმალური რაოდენობა, რომელიც იწვევს
პათოლოგიურ პროცესს. ამასთან, მაინფიცირებელი დოზა
დამოკიდებულია გამომწვევი აგენტის სახეობრივ კუთვნილებაზე,
მის ვირულენტობასა და არასპეციფიკური და იმუნური დაცვის
საერთო მდგომარეობაზე. მიკრობების ყოველ სახეობას ახასიათებს
თავისი მაინფიცირებელი დოზა.
მაკროგლოსია macroglossia макроглоссия macroglossia (ბერძნ.
makros დიდი, გრძელი, glossa ენა) - ანომალურად დიდი ენა.
შეიძლება იყოს თანდაყოლილი (მაგ., ფარისებური ჯირკვლის
უკმარისობისას), შეიძლება განვითარდეს ენის ინფილტრაციის
(ამილოიდით, სიმსივნური უჯრედებით) ანდა ლიმფური
ძარღვების განვლადობის დარღვევის შემთხვევაში.
მაკროელემენტები macroelements макроэлементы macroelementi
(ბერძნ. makros დიდი, გრძელი, ლათ. elementum სტიქია, საწყისი
ნივთიერება) - ქიმიური ელემენტები, რომელთა გარეშეც
შეუძლებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედება.
მაკროელემენტებიდან პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს
ორგანოგენები (O,C,H,N), რომლებიც ორგანიზმის მთელი მასის
დაახლოებით 96-99%-ს შეადგენენ, აგრეთვე P, K, Ca, S, Mg, Na, Cl,
Fe დa სხვ.
მაკროკეფალია - იხ. მაკროცეფალია.
მაკროლიდები macrolides макролиды macrolidi - ბუნებრივი და
სინთეზური ანტიბიოტიკების კლასი, რომელთა მოქმედების
მექანიზმი ბაქტერიოსტატიკურია. მათ მოლეკულაში
ლოკალიზებულია ლაქტამური რგოლი, რომელიც
დაკავშირებულია ნახშირწყალბადების ერთ ან რამდენიმე
ნარჩენთან. ბუნებრივ პრეპარატებს წარმოქმნიან
სტრეპტომიცეტები. მაკროლიდების წარმომადგენელია
ერითრომიცინი (იხ.). აქტიურებია გრამდადებითი კოკების,
კორინებაქტერიების, ბაცილების, ლისტერიების, გრამუარყოფითი
კოკების, ბორდეტელების, ქლამიდიების და სხვათა მიმართ.
პრეპარატების მაღალი კონცენტრაციები ზოგიერთ ბაქტერიაზე
ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებასაც.
მაკრომასტია macromastia макромастия macromastia (ბერძნ.
makros დიდი, გრძელი, mastos ძუძუ) - ანომალურად დიდი
ძუძუები.
მაკრომოლეკულა macromolecule малромолекула macromolecula
(ბერძნ. makros დიდი, გრძელი, ლათ. moles მასა, კნინობითი
სუფიქსით cula) - მოლეკულა, რომლის მასა 100 დალტონს
აღემატება. გააჩნია კოლოიდური თვისებები. მაკრომოლეკულებია
ცილები და ნუკლეინის მჟავები.
მაკროორგანიზმი macroorganism макроорганизм macroorganismus
(ბერძნ. makros დიდი, გრძელი, organismus ცოცხალი არსება) -
თვალით ხილული მრავალუჯრედიანი ცხოველი თუ მცენარე.
მაკროპსია macropsy макропсия macropsia (ბერძნ. makros დიდი,
გრძელი, opsis მხედველობა) - საგნების დანახვა, აღქმა
გადიდებული ზომებით.
მაკროსკოპული macroscopic макроскопический macroscopicus
(ბერძნ. makros დიდი, გრძელი, skopeo ვაკვირდები, ვსწავლობ) -
ობიექტის შესწავლა შეუიარაღებელი თვალით (ლუპის,
მიკროსკოპის გარეშე).
მაკროფაგები macrophages макрофаги macrophagi (ბერძნ. makros
დიდი, გრძელი, phago ვშთანთქავ) - დიდი ზომის უჯრედები,
დ დ გ ელ g ვ ქ ვ დ დ უჯ ედე
რომლებიც აქტიურად აწარმოებენ ფაგოციტოზის პროცესს.
განასხვავებენ თავისუფალ და ფიქსირებულ (რეზიდენტულ)
მაკროფაგებს. ყველა ქსოვილსა და ორგანოს თავისი მაკროფაგი
გააჩნია: მონოციტი, ჰისტიოციტი, ლანგერჰანსის უჯრედი,
ოსტეოკლასტი, კუპფერის უჯრედი და ა.შ. მაკროფაგების
წინაპარია სისხლის მაკროფაგი - მონოციტი (იხ.).
მაკროცეფალია macrocephaly макроцефалия macrocepalia (ბერძნ.
makros დიდი, გრძელი, kephale თავი) - იგივე მაკროკეფალია.
არანორმალურად დიდი თავი ადამიანის სხეულთან შეფარდებით.
სინ.: მეგალოცეფალია. შდრ. მიკროცეფალიას.
მაკროციტი macrocyte макроцит macrocytum (ბერძნ.makros
დიდი, გრძელი, kytos უჯრედი) - ზოგიერთი ტიპის ანემიის
შემთხვევაში, ერითროციტების ანომალურად დიდი ზომები.
ასეთი ერითროციტების დიამეტრი 10- 12 მკმ-ს აღწევს.
მაკროციტოზი macrocytosis макроцитоз macrocytosis (ბერძნ.
makros დიდი, გრძელი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) -
ანომალურად დიდი ზომების ერითროციტების (მაკროციტების)
არსებობა სისხლში. ანემიების ზოგიერთი ტიპის (მაგ., ფოლის
მჟავის ან B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულის) ერთ-ერთი
სიმპტომია. ასეთივე უჯრედები ვლინდება სისხლის
ერითროციტების სწრაფი წარმოქმნის შემთხვევაში.
მაკროჰემატურია macrohematury макрогематурия macrohematuria
(ბერძნ. makros დიდი, გრძელი, haima სისხლი, uron შარდი) -
სისხლის არსებობა შარდში, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
მაკულა macula макула macula (ლათ. macula ლაქა) - 1. კანსა ან
ლორწოვან გარსებზე სხვადასხვა ზომების, სიდიდის, ფორმისა და
ფერის ლაქების წარმოქმნა. 2. თვალის ყვითელი ხალი.
მაკულის დეგენერაცია macular degeneration дегенерация макулы
degeneratio macula (ლათ. macula ლაქა, degenero გადავგვარდები) -
თვალის პროგრესული დაავადება, როდესაც ზიანდება ბადურის
ცენტრალური უბანი (მაკულა, იგივე ყვითელი ხალი), რაც იწვევს
მხედველობის თანდათანობით გაუარესებას. შესაძლებელია ორივე
თვალის დაზიანება. ამავე დროს პერიფერიული მხედველობა
ინტაქტური რჩება. მაკულის ე.წ. მშრალი დეგენერაციის
სამკურნალოდ ეფექტური მკურნალობა არ არსებობს. მაკულის ე.წ.
სველი დეგენერაციის ზოგიერთი შემთხვევის სამკურნალოდ
ეფექტურია ლაზერი.
მალა vertebra позвонок vertebra (spondylus) - ხერხემლის
წარმომქმნელი 33 ძვლიდან ერთ-ერთი. ყოველი მალა შედგება
სხეულისაგან და რკალისაგან. სხეულსა და რკალს შორის
მდებარეობს მალას ხვრელი. ისინი ქმნიან ხერხემლის არხს,
რომელშიც მდებარეობს ზურგის ტვინი. მალები ერთმანეთს
უერთდებიან იოგებით, სახსრებით და მალთაშორისი დისკოებით.
მალაბსორბცია malabsorbtion малабсорбция malabsorbtio (იტალ.
mal ცუდი, ლათ. absorbeo ვშთანთქავ, შევიწოვ) - მდგომარეობა,
როდესაც ადამიანს ერღვევა ერთი ან რამდენიმე ნივთიერების
შეწოვა წვრილ ნაწლავში. უფრო ხშირად ირღვევა ცხიმების,
ზოგიერთი ვიტამინის (B12, ფოლის მჟავის, D და K ვიტამინების),
ელექტროლიტების (მაგ., კალციუმის და კალიუმის), რკინის და
ამინმჟავების შეწოვა. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი
ნივთიერების შეწოვაა დარღვეული, შეიძლება გამოიყოს
ძირითადი სიმპტომები: წონის დაკლება, ფაღარათი, ანემია,
შეშუპება და სხვადასხვა ვიტამინების დეფიციტი.
მალამო ointment мазь unguentum - იგივე სალბუნი. ცხიმოვანი
ნივთიერება, რომლის შემადგენლობაში შედის რომელიმე წამალი.
უსვამენ კანზე ან ლორწოვან გარზე.
მალარია malaria малярия malaria (იტალ. malaria ცუდი ჰაერი) -
ინვაზიური დაავადება, რომლის გამომწვევია უმარტივესების
ტიპის, სისხლის სპორიანების კლასის, პლაზმოდიუმის გვარის
წარმომადგენელი. ძირითადად გავრცელებულია მალარიის
პლაზმოდიუმის 3 სახეობა: Plasmodium vivax, P.malaria და
P.falciparum. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს
უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და
მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს
ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი -
ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო
მასპინძელი). დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში
ინფექციების რიცხვს.
მალაცია malation маляция malacia (ბერძნ. malakia სირბილე) -
ქსოვილების დარბილება ნეკროზის ან დისტროფიის შედეგად.
მალიგნიზაცია malignisation малигнизация malignisatio (ლათ.
malignus ავთვისებიანი) - ნორმალური ან პათოლოგიურად
შეცვლილი ქსოვილის უჯრედების მიერ სიმსივნური უჯრედების
თვისებების შეძენა. ნორმალური უჯრედის სიმსივნურად
გარდაქმნა.
მალიგნიტეტი malignitate малигнитет malignitas (ლათ. malignus
ავთვისებიანი) - ავთვისებიანობა (მაგ., კიბოს, სარკომის და სხვ.).
მამოგრაფია mammography маммография mammographia (ლათ.
mamma ძუძუ, ბერძნ. grapho ჩაწერა, გამოსახვა) - სარძევე
ჯირკვლების რენტგენოგრაფია კონტრასტული ნივ თიერებების
გამოყენების გარეშე.
მამოთერმოგრაფია mammothermography маммотермография
mammothermographia (ლათ. mamma ძუძუ, ბერძნ. therme, სითბო,
სიცხე, grapho ჩაწერა, გამოსახვა) - სარძევე ჯირკვლების
გამოკვლევის მეთოდი თერმოგრაფიის (იხ.) მეშვეობით, მათში
სიმსივნის ანდა სხვა წარმონაქმნების გამოვლენის მიზნით.
მამოლოგია mammology маммология mammologia (ლათ. mamma
ძუძუ, ბერძნ. logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც
სწავლობს სარძევე ჯირკვლის დაავადებებს და მათი
მკურნალობის მეთოდებს.
მამოპლასტიკა mammoplasty маммопластика mammoplastica
(ლათ. mamma ძუძუ, ბერძნ. plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ძუძუს
კონფიგურაციის ან ზომების შეცვლა პლასტიკური ოპერაციის
საშუალებით. მასტექტომიის ან ძუძუს მცირე ზომების
შემთხვევაში, კორექციის მიზნით კანქვეშ შეიძლება ჩატარდეს
სპეციალური პროთეზის (სილიკონის გელით გავსილი ტომსიკა)
იმპლანტაცია.
მანდრაგორი mandragora мандрагора Mandragora officinalis Mill. -
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. შეიცავს
ალკალოიდებს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
მანია mania мания mania (ბერძნ. mania ვნება, სიგიჟე) - ადამიანის
ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც მთელი მისი
გონება და გრძნობა რაიმე ერთი იდეისკენაა მიმართული (მაგ.,
განდიდების მანია).
მანია გრანდიოზა - იხ. მეგალომანია.
მანიაკი maniac маньияк maniacus (ბერძნ. mania ვნება, სიგიჟე) -
პიროვნება, რომელსაც რაიმესადმი, ან ვინმესადმი
არანორმალური, პათოლოგიური მისწრაფება გააჩნია.
მანიაკური ტრიადა maniacal triad маниакальная триада triadum
maniacales (ბერძნ. mania ვნება, სიგიჟე, trias სამმაგი) - მანიაკური ან
ჰიპომანიაკური სინდრომის 3 ნიშნის ერთობლიობა: 1.
ამაღლებული, მხიარული გუნებ-განწყობა. 2. დაჩქარებული ტემპი
და 3. ფსიქომოტორული აგზნება.
მანიპულაცია manipulation манипуляция manipulatio (ლათ.
manus ხელი, pello ვუბიძგებ) - ხელის გამოყენება სამკურნალო
ეფექტის მისაღწევად, ან გასასინჯად. ფიზიოთერაპევტები და
ორთოპედები ძნელად მოძრავი სახსრების ნორმალური
მდგომარეობის აღსადგენად იყენებენ სხვადასხვა სახის
მანიპულაციებს.
მანიფესტაცია manifestation манифестация manifestatio (ლათ.
manifestus აშკარა) - აშკარად, ცხადად გამოხატული მოვლენა.
მაგალითად, ავადმყოფობის სიმპტომების გამოვლინება ანუ
მანიფესტაცია.
მანკი defect порок defectus (vitium) - ნაკლი, დეფექტი (გულის,
გულის სარქველების, ხმის, მხედველობის და ა.შ.).
მანტუს სინჯი - იხ. რეაქცია მანტუს.
მანუალური თერაპია manual therapy мануальная терапия therapia
manualis (ლათ. manus ხელი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - ხელის
საშუალებით სამკურნალო პროცედურების ჩატარება.
მარაზმი marasmus маразм marasmus (ბერძნ. marasmos
დაუძლურება, გამოფიტვა) - ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური
ძალების სრული განლევა, მაგ., პროგრესული დამბლის ბოლო
სტადიის, ხანგრძლივი ქრონიკული დაავადების ან
მოხუცებულობის შედეგად. უილაჯობა, უუნარობა.
მარიტა marita марита maritus (ლათ. maritus მამალი, მეუღლე) -
საბოლოო მასპინძლის ორგანიზმში არსებული ზოგიერთი
ტრემატოდის სქესობრივად მომწიფებული სტადია. სქესობრივი
გამრავლების პროცესში გამოყოფს განაყოფიერებულ კვერცხებს.
მარკერი marker маркер marker (ფრანგ. marquer მონიშვნა) -
რაიმეს ნიშანი, ნიშან-თვისება, რაც მას გამოარჩევს სხვებისაგან
(მაგ., ქსოვილოვანი, უჯრედული, ანტიგენური მარკერები).
გ ქ ვ ლ ვ უჯ ედულ ტ გე უ კე ე
მარკერი სიმსივნური tumour marker маркер опухолевый marker
tumoralis (ფრანგ. marquer მონიშვნა) - სიმსივნური უჯრედების
მიერ გამომუშავებული ნივთიერება, რომლითაც შეიძლება
პირველადი დიაგნოზის დადგენა და მსჯელობა სიმსივნის
ზომებზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობაზე.
მარკერი ულტრაბგერითი ultrasound marker маркер
ультразвуковой marker ultrasoundus (ფრანგ. marquer მონიშვნა) -
ნაყოფის განვითარების ამა თუ იმ ანომალიის გამოვლენა მისი
განვითარების გარკვეულ სტადიაზე ორსული ქალის
ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით, ასეთი მარკერებია
სპეციფიკური ქრომოსომული ანომალიები ანდა ნაყოფის
განვითარების აშკარად გამოხატული დეფექტები.
მარტივი ჰერპესვირუსები simple herpesviruses простые
герпесвирусы herpes simplex virus (HSV) - მიეკუთვნებიან
ჰერპესვირუსების ოჯახის ალფაჰერპესვირუსების ქვეოჯახს. ამ
უკანასკნელში შედის: მჰვ-1 (იწ ვევს მარტივ ჰერპესს (cold sore),
რაც ვლინდება ტუჩებზე წვრილი გამონაყარის სახით, მწვავე
გინგივოსტომატიტს, ფარინგიტს, აფთოზურ სტომატიტს,
ჰერპესულ ეგზემას, მენინგოენცეფალიტს, ჰერპესულ კერატიტს,
გენიტალურ ჰერპესს და სხვ.), მჰვ-2 (გადაეცემა სქესობრივი გზით,
იწვევს გენიტალურ ჰერპესს და ახალშობილთა ჰერპესს. გარდა
ამისა, არც თუ იშვიათად ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის
კიბოსთან), აგრეთვე ჩუტყვავილას და ჰერპეს-ზოსტერის ვირუსი
(Herpes-zoster).
მარფანის სინდრომი - იხ. სინდრომი მარფანის.
მარწყვი wild strawberry земляника Fragaria vesca L. -
ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
შეიცავს შაქრებს, ლიმონის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს,
ალკალოიდებს, ასკორბინის მჟავას და ა.შ. გააჩნია
ანტიმიკრობული, ოფლმდენი, შარდმდენი, ფიტონციდური და
სხვ. თვისებები.
მასაჟი massage массаж massage (ფრანგ. massage) - სხეულის
სხვადასხვა ადგილების დაზელა სამკურნალო ან კოსმეტიკური
მიზნით. ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის
გაუმჯობესებას, აგრეთვე ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის
გაძლიერებას.
გ ლ ე ე
მასკულინიზაცია masculinisation маскулинизация masculinisatio
(ლათ. masculinus მამაკაცის) - ქალში მამაკაცის მეორადი სასქესო
ნიშნების (წვერულვაში, სხეულის მოყვანილობა, ქცევა და სხვ.)
გაჩენა.
მასპინძელი host хозяин hospes - ორგანიზმი, რომლის სხეულში
ან სხე ულის ზედაპირზე ცხოვრობს, იკვებება და მრავლდება
პარაზიტი. მასპინძელი შეიძლება იყოს დეფინიტური (საბოლოო),
შუალედური, და მატებითი (მეორადი შუალედური მასპინძელი)
და რეზერვუარული.
მასპინძელი დეფინიტური definitive host дефинитивный хозяин
hospes definitivus (ლათ. definitivus მასპინძელი) - იგივე საბოლოო
(ძირითადი) მასპინძელი. პარაზიტი მასში გვხვდება სქესობრივად
მომწიფებული ფორმით და მრავლდება სქესობრივი გზით.
მასპინძელი რეზერვუარული reservoir host резервуарный хозяин
hospes reservuaris (ლათ. reservare შენახვა) - მასპინძელი, რომელშიც
დაგროვილია სხვადასხვა ინფექციური და ინვაზიური აგენტები.
მასში პარაზიტი ინარჩუნებს ცხოველქმედებას, გროვდება
გარკვეული რაოდენობით, მაგრამ რაიმე მორფოლოგიურ
ცვლილებას ან განვითარებას არ განიცდის.
მასპინძელი შუალედური intermediate host промежуточный
хозяин hospes medialis - ცხოველი, რომლის ორგანიზმში არსებობენ
პარაზიტების სქესობრივად მოუმწიფებელი ფორმები. სქესობრივ
მომწიფებას აღნიშნული პარაზიტები აღწევენ ე.წ. საბოლოო
(დეფინიტური) მასპინძლის ორგანიზმში. მალარიის შემთხვევაში
ადამიანი შუალედური მასპინძელია, ხოლო ღორის სოლიტერის
შემთხვევაში - საბოლოო.
მასტადენოვირუსები mastadenoviruses мастаденовирусы
mastadenovirus (ბერძნ. mastos ძუძუ, aden ჯირკვალი, ლათ. virus
შხამი) - ძუძუმწოვრების ადენოვირუსების გვარია, რომელიც
აერთიანებს ძუძუმწოვრების, მათ რიცხვში ადამიანისათვის
პათოგენურ ადენოვირუსებს.
მასტექტომია mastecomy мастэктомия mastectomia (ბერძნ. mastos
ძუძუ, დვრილი, ektome ამოკვეთა) - ქირურგიული ოპერაცია:
ძუძუს მოკვეთა. სინ.: ძუძუს ამპუტაცია.
მასტოდინია mastodynia мастодиния mastodynia (ბერძნ. mastos
ძუძუ, დვრილი, odyne ტკივილი) - ძუძუს ტკივილი. აღენიშნებათ
უ უ დვ ლ y ტკ ვ ლ უ უ ტკ ვ ლ ღე ე
ახალგაზრდა ქალებს ნევროზების დროს, მენსტრუაციის წინა
პერიოდში, ხოლო გოგონებს - პუბერტატულ პერიოდში (იხ.
პუბერტული). სინ.: კუპერის დაავადება, მასტალგია.
მასტოპათია mastopathy мастопатия mastopathia (ბერძნ. mastos
ძუძუ, pathos ტანჯვა) - ძუძუს დაავადებების საერთო
სახელწოდება (მაგ., ძუძუს კისტა).
მასტოციტი mast cell клетка тучная mastocytum (cellula crassus) -
ქართულად: პოხიერი უჯრედი. შემაერთებელი ქსოვილისათვის
დამახასიათებელი დიდი ზომის უჯრედია. წარმოიქმნება ძვლის
ტვინში. გააჩნია მრავალი დიდი ზომის ციტოპლაზმური გრანულა,
რომლებიც შეიცავენ ჰეპარინს, ჰისტამინს, სეროტონინს და სხვ.
ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც
გამოთავისუფლდებიან ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი ან
ალერგიული რეაქციების შემთხვევაში. სინ.: ლაბროციტი,
ჰეპარინოციტი,
მასტოციტოზი mastocytosis мастоцитоз mastocytosis (ბერძნ.
mastos ძუძუ, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - ქრონიკული
დაავადება, რომელიც ხასიათდება მასტოციტების (იხ.),
პროლიფერაციით კანში, ლიმფურ კვანძებში, ძვლის ტვინში,
ელენთაში და ზოგიერთ სხვა ორგანოში. უფრო ხშირად გვხვდება
ბავშვებში.
მასტურბაცია masturbation мастурбация masturbatio (ლათ.
masturbatio ჩუკნობა) - იხ. ონანიზმი.
მატიტელა mountaineer горец Polygonum (Poligonum aviculare) -
ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერზეთებს, შაქარს, ძმრის,
ასკორბინის და სხვ. მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, რუტინს,
ლორწოვანას და სხვ. გააჩნია შარდმდენი, სასაქმებელი,
სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები. იყენებენ ბუასილის
შემთხვევაში ან საშვილოსნოდან სისხლის დენის დროს.
მატიტელებიდან ფართოდ არიან გავრცელებულნი და
გამოიყენებიან სამკურნალოდ Poligonum careum (დვალურა), P.
hydropiper (წალიკა). წიწიბურა აგრეთვე მიეკუთვნება მატიტელას
გვარს (P.fagopyrum).
მატრიქსი matrix матрикс matrix (ლათ. matrix დედა, საფუძველი)
- ციტოპლაზმის ძირითადი, ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც
ავსებს ორგანოიდებს შორის არსებულ სივრცეს. სინ.:
ჰიალოპლაზმა.
მატრიცა matrix матрица matrix (ლათ. matrix დედა, საფუძველი) -
ნუკლეინის მჟავებისაგან შემდგარი „ყალიბი“ ანაბეჭდების
მისაღებად. მატრიცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს დნმ, ზოგში
კი რნმ (მაგ., რნმ გენომიანი ვირუსების შემთხვევაში). იხ.
რევერტაზა.
მაყვალი blackberry ежевика Rubus (Rubus idaeus, caesius) -
ვარდისებრთა ოჯახის ბუჩქია. შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას,
საქაროზას, C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, არომატულ
და მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. იყენებენ გასტრიტების,
კუჭიდან სისხლდენების, დიარეის, ნევროზების და ქოშინის
შემთხვევებში. გააჩნია შარდმდენი თვისებები.
მაცერაცია maceration мацерация maceratio (ლათ. macero
ვარბილებ, ვალბობ) - ქსოვილთა უჯრედების ერთმანეთისაგან
განცალკევება უჯრედ შორისი ნივთიერების დაშლის შედეგად.
ცხოველური ქსოვილების მაცერაციას ადგილი აქვს მათი წყალთან
ხანგრძლივი შეხებისას. მაცერაციას იყენებენ ანატომიური და
ჰისტოლოგიური პრეპარატების დასამზადებლად.
მახვილა enterobius острица Enterobius vermicularis - მიეკუთვნება
მრგვალი ჭიების ტიპს. პარაზიტობს ადამიანის, უფრო ხშირად
ბავშვების წვრილსა და მსხვილ ნაწლავებში. მდედრის სიგრძე 9-12
მმ-ია, მამრისა კი 2-5 მმ. სხეული თითისტარისებრი ფორმისაა.
დაინვაზირება ხდება ორალურად. პროფილაქტიკა მდგომარეობს
პირადი ჰიგიენის დაცვაში. მახვილით გამოწვეულ დაავადებას
ენტერობიოზი (იხ.) ეწოდება.
მბგერავი იოგები - იხ. ხმოვანი იოგები.
მგლის ხახა wolf's mouth вольчая расть faux lupina (ლათ. faux
ხახა, lupus მგელი) - ზედა ტუჩის და მაგარი სასის თანდაყოლილი
დეფექტი.
მეანობა obstetrics акушерство ars obstetricia (ფრანგ. accoucheur
დაბადება, შობა) - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის
ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობისშემდგომი პერიოდის
(მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში) საკითხებს.
მეგაკარიოციტი megakaryocyte мегакариоцит megakaryocytum
(ბერძნ. megas დიდი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) - ძვლის
ე g დ დ y ვ y უჯ ედ ვლ
ტვინის გიგანტური უჯრედი, რომელსაც რამოდენიმე ბირთვი
გააჩნია. კლაზმატოზის (იხ.) საშუალებით მისი ციტოპლაზმიდან
ხდება თრომბოციტების გამოთავისუფლება.
მეგაკოლონი megacolon мегаколон megacolonum (ბერძნ. megas
დიდი, kolon კოლინჯი) - მსხვილი ნაწლავის რომელიმე
მონაკვეთის, უფრო ხშირად კოლინჯის მნიშვნელოვანი
გაფართოება, ზოგჯერ კი დაგრძელებაც. ამის მიზეზი შეიძლება
იყოს კოლინჯის განვლადობის დარღვევა, გირშპრუნგის
დაავადება (იხ. ავადმყოფობა girSprungis) ან ხანგრძლივად
მიმდინარე ყაბზობა. მეგაკოლონი შეიძლება განვითარდეს
აგრეთვე წყლულოვანი კოლიტის გართულების შედეგად.
მეგალგია megalgia мегалгия megalgia (ბერძნ. megas დიდი, algos
ტკივილი) - ძალზე ძლიერი, მკვეთრად გამოხატული ტკივილი.
მეგალობლასტი megaloblast мегалобласт megaloblastus (ბერძნ.
megas დიდი, blastos ღივი) - ერითროპოეზის ატიპური ბირთვიანი
დედა-უჯრედი. წარმოიქმნება ადისონ-ბირმერის დაავადების და
ერითრომიელოზის დროს.
მეგალომანია megalomania мегаломания megalomania (ბერძნ.
megas დიდი, mania ვნება, სიგიჟე) - იგივე მანია გრანდიოზა,
განდიდების მანია. ამ დროს ადამიანი თავის თავს წარმოიდგენს
ღმერთად, სამეფო ოჯახის წევრად და ა.შ. მეგალომანია შეიძლება
იყოს შიზოფრენიის, მანიაკური დაავადების ან ცერებრული
სიფილისის ერთ-ერთი გამოვლენა.
მეგალოცეფალია megalocephaly мегалоцефалия megalocephalia
(ბერძნ. megas დიდი, kephale თავი) - იხ. მაკროცეფალია.
მედია media (tunica media) медия medialis (ლათ. მედიალის შუა,
საშუალო) - 1. ვენის ან არტერიის კედლის შუამდებარე გარსი. სამი
გარსიდან ყველაზე უფრო სქელია. შედგება ელასტიკური
ბოჭკოებისაგან და გლუვი კუნთების შრეებისაგან. 2. ნებისმიერი
ორგანოს ან ადამიანის სხეულის ნაწილის შუამდებარე გარსი.
მედიალური medial медиальный medialis (ლათ. medialis შუა,
საშუალო) - სხეულის შუა სიბრტყესთან ახლომდებარე.
მედიასტინიტი mediastinitis медиастинит mediastinitis (ლათ.
mediastinum შუასაყარი, ბერძნ. itis ანთება) - შუასაყრის ქსოვილთა
ანთება. მასკლეროზებელი მედიასტინიტის (sclerosing mediastinitis)
შემდგომ ადამიანს ხშირად უვითარდება ფიბროზი, რამაც
ე დგ დ დ უვ დე ფ ც
შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა ორგანოებზე (ზედა ღრუ ვენა,
ბრონქული ხე ან საყლაპავი მილი) ზეწოლა.
მედიასტინოტომია mediastinotomy медиастинотомия
mediastinotomia (ლათ. mediastinum შუასაყარი, ბერძნ. tomeo ვჭრი,
ვკვეთავ) - შუასაყრის გაკვეთის ქირურგიული ოპერაცია.
მედიასტინუმი mediastinum средостение mediastinum (ლათ.
mediastinum შუასაყარი) - ქართულად: შუასაყარი. მარჯვენა და
მარცხენა პლევრულ ღრუებს შორის ლოკალიზებული ორგანოების
კომპლექსი. ჩვეულებრივ იყოფა წინა, შუა, უკანა, ქვედა და ზედა
განყოფილებებად. შუა განყოფილებაში განლაგებულია გული,
აორტა, ტრაქეა, საყლაპავი მილი და თიმუსი.
მედიატორები mediators медиаторы mediatori (ლათ. mediator
შუამავალი) - 1. ქიმიური ნივთიერებები, რომელთა საშუალებით
ლიმფოციტები გავლენას ახდენენ სხვა იმუნოკომპეტენტური
უჯრედების აქტივობაზე (მაგ., ლიმფოკინები). 2. ნერვული
დაბოლოებების მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებები. განაპირობებენ ნერვული იმპულსების გატარებას
სინაფსებში.
მედიკამენტები medicaments медикаменты medicamenti (ლათ.
medicamentum წამალი) - სამკურნალო ნივთიერებების, წამლების
ზოგადი სახელწოდება.
მედიცინა medicine медицина medicina (ლათ. medicina მედიცინა,
მეცნიერება მკურნალობის შესახებ) - მეცნიერება ადამიანის
დაავადებათა, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ.
ტერმინი „მედიცინა” დაკავშირებული უნდა იყოს კოლხეთის
მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან.
მედიცინა ალტერნაციული alternative medicine альтернативная
медицина medicina alternatio (ლათ. alterno შენაცვლებით ვაკეთებ,
მედიცინა მედიცინა, მეცნიერება მკურნალობის შესახებ) - იგივე
პარალელური მედიცინა. მკურნალობის მეთოდი, რომლის
ფიზიოლოგიური საფუძვლები ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ასეთებია: აკუპუნქტურა, აკუპრესურა, ჰომეოპათია და ა.შ.
მედიცინა კლინიკური clinical medicine клиническая медицина
medicina clinicalis (ლათ. medicina მედიცინა, მეცნიერება
მკურნალობის შესახებ, ბერძნ. kline საწოლი) - მედიცინის დარგი,
რომლის დანიშნულებაა დიაგნოზის დადგენა და ავადმყოფის
მკურნალობა.
მედიცინა პროფილაქტიკური preventive medicine
профилактическая медицина medicina preventivus (ლათ. medicina
მედიცინა, მეცნიერება მკურნალობის შესახებ, ბერძნ.
prophylaktikos ვიცილებ, ვუფრთხილდები) - მედიცინის დარგი,
რომლის დანიშნულებაა დაავადების განვითარების თავიდან
აცილება, აღკვეთა. ამ დარგს ეკუთვნის საექიმო მოღვაწეობის
სხვადასხვა ასპექტები: სხვადასხვა ინფექციური დაავადებების
(მაგ., დიფთერიის ან ყივანახველას) საწინააღმდეგო მასიური
იმუნიზაცია, დაავადების გადამტანების (მაგ., კოღოების,
ტკიპების, ტილების და სხვ.) განადგურების მეთოდების, ხერხების
შემუშავება და სხვ.
მედიცინა სასამართლო forensic medicine судебная медицина
medicina legalis (ლათ. medicina მედიცინა, მეცნიერება
მკურნალობის შესახებ) - მედიცინის დარგი, რომლის
დანიშნულებაა ტრავმის ან სიკვდილის მიზეზის დადგენა. ასეთი
სახის კვლევაძიება ტარდება პათოლოგოანატომების მიერ სხვა
ექსპერტებთან და პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად.
მედიცინა ტროპიკული tropical medicine тропическая медицина
medicina tropicalis (ლათ. medicina მედიცინა, მეცნიერება
მკურნალობის შესახებ, ბერძნ. tropikos მოსაბრუნებელი) -
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ტროპიკული კლიმატის
მქონე რეგიონებისათვის დამახასიათებელ ავადმყოფობებს. ასეთი
დაავადებებია: მალარია, ტრიპანოსომოზი, შისტოსომოზი,
ლეიშმანიოზი და მრავალი სხვ.
მედუზას თავი head of medusa голова медузы caput medusae (ლათ.
caput თავი, medusa ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,
ფრთოსანი ურჩხული. წარმოდგენილი ჰყავდათ თავზე
გველებდახვეული ქალის სახით) - პორტულ სისტემაში სისხლის
მიმოქცევის შეფერხების გამო ჭიპის ირგვლივ ვენების
კოლატერალების განვითარება (გველების ფორმის მსგავსად).
მედულობლასტომა meduloblastoma медуллобластома
medulloblastoma (ლათ. medulla ტვინი, ბერძნ. blasatos ყლორტი,
ღივი) - თავის ტვინის ნეიროექტოდერმული სიმსივნე. სინ.:
სარკომული გლიომა, გრანულობლასტომა, ემბრიონული
ნეიროგლიომა, ნეიროსპონგიობლასტომა და ა.შ..
მედულური medullary медулярная medullaris (ლათ. medulla
ტვინი) - ტვინისა, ტვინოვანი. უფრო ხშირად ტერმინი გამოიყენება
ძვლის ტვინის აღსანიშნავად (მაგ., მედულოგრამა - ძვლის ტვინის
უჯრედული შემადგენლობა).
მეზაორტიტი mesaortitis мезаортит mesaortitis (ბერძნ. mesos შუა,
aortitis აორტის ანთება) - აორტის კედლის შუა (მედიალური)
გარსის ანთება. ჩვეულებრივ, ვითარდება სიფილისის გვიან
სტადიაზე. აორტის დაზიანებულ უბანზე შეიძლება გამოიწვიოს
ანევრიზმები.
მეზარტერიიტი mesarteriitis мезартериит mesarteriitis (ბერძნ.
mesos შუა, aer ჰაერი, tereo ვიფარავ, itis ანთება) - არტერიების
კედლის შუა (მედიალური) გარსის ანთება, რასაც არც თუ
იშვიათად თან ახლავს არტერიის კედლის ყველა გარსის ანთება.
ხშირად ვითარდება სიფილისის, პოლიარტერიიტის და სხვ.
შემთხვევებში.
მეზენტერული mesenteric мезентериальный mesenterium (ბერძნ.
mesos შუა, enteron ნაწლავი) - ნაწლავის (მაგ., ნაწლავის ლიმფური
კვანძები).
მეზენქიმა mesenchyme мезенхима mesenchyma (ბერძნ. mesos შუა,
enchyma ავსებული) - ჩანასახოვანი შემაერთებელი ქსოვილი.
მეზოდერმა mesoderm мезодерма mesoderma (ბერძნ. mesos შუა,
derma კანი) - შუა ჩანასახოვანი ფურცელი, რომელიც ექტოდერმასა
და ენტოდერმას შორის მდებარეობს. მეზოდერმა დასაბამს აძლევს
შემაერთებელ ქსოვილს, სისხლსა და ლიმფას, ჩონჩხის ძვლებს,
სასქესო ჯირკვლებს, კუნთებს, თირკმლებს, დენტინს,
ეპითელიუმს.
მეზოთელიომა mesothelioma мезотелиома mesothelioma (ბერძნ.
mesos შუა, thele დვრილი, oma სიმსივნე) - მეზოთელიუმიდან
განვითარებული იშვიათი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად
ვითარდება პლევრაში, პერიკარდში და მუცლის აპკში. პლევრული
მეზოთელიომის განვითარება ძალზე ხშირად არის
დაკავშირებული აზბესტის მტვრის შესუნთქვასთან.
მეზოთელიუმი mesothelium мезотелиий mesothelium (ბერძნ.
mesos შუა, thele დვრილი) - მეზოდერმიდან წარმოქმნილი
უ დვ ლ ე დე დ წ ქ ლ
სეროზული (იხ.) გარსების ამომფენი ერთშრიანი ეპითელიუმი.
მეზომორფული mesomorphic мезоморфный mesomorphus (ბერძნ.
(ბერძნ. mesos შუა, morphe ფორმა) - ადამიანის ანთროპოლოგიური
ტიპი, რომელსაც ახასიათებს სხეულის ზომიერი სიგანე და
კიდურების სიგრძე.
მეთილის სპირტი methyl alchohol метиловый спирт spiritus
alchoholi - ქართულად: ხის სპირტი. ხის მშრალი გამოხდის ერთ-
ერთი შხამიანი პროდუქტი. ფართოდ გამოიყენება
ლაბორატორიებში ფარმაცევტული პრეპარატების
სინთეზისათვის, საღებავების დასამზადებლად და სხვ. სინ.:
მეთანოლი.
მეთოდი method метод methodus (ბერძნ. methodos კვლევა) -
ბუნების მოვლენების, სხვადასხვა პროცესების, ობიექტების
კვლევის, შეცნობის ხერხი.
მეთოდი გომორის Gomori's method метод гомори methodus
Gomori (ბერძნ. methodos კვლევა) - ჰისტოლოგიური პრეპარატების
შეღებვის მეთოდი, მათში ზოგიერთი ფერმენტის, განსაკუთრებით
ფოსფატაზების და ლიპაზების გამოვლენის მიზნით.
მეთოდი გრამის Gram's method метод грама methodus Grami -
ბაქტერიების შეღებვის მეთოდი, რომელიც მოწოდებულია
დანიელი ბაქტერიოლოგის, ჰ. გრამის (1853-1938) მიერ. ამ
მეთოდის საშუალებით ბაქტერიები იყოფიან გრამ-დადებითებად
და გრამუარყოფითებად. გრამ-დადებითებს მიეკუთვნება
ბაქტერიების 80 გვარზე მეტი, ხოლო გრამ-უარყოფითებს - 180-ზე
მეტი.
მეთოდი დოპლერის Doppler technique метод допплера methodus
Doppleri (ბერძნ. methodos კვლევა) - დიაგნოსტიკის მეთოდი,
რომელშიც ქსოვილების კონსისტენციის და სტრუქტურის
განსაზღვრა დაფუძნებულია სხვადასხვა სიმკვრივის
ქსოვილებიდან გამომავალი ულტრაბგერითი ტალღების სიხშირის
ცვლილებაზე. ფართოდ გამოიყენება სიმსივნეების და რბილ
ქსოვილებში სხვა დაზიანებების სადიაგნოზოდ, აგრეთვე გულის
ფუნქციის და პერიფერიულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის
გამოკვლევისათვის. სახელი დაერქვა ავსტრიელი ფიზიკოსის,
ქრ.დოპლერის გვარის მიხედვით.
მეთოდი რითმული rhythm method метод ритмический methodus
rhythmica (ბერძნ. methodos კვლევა) - კონტრაცეფციის მეთოდი:
სქესობრივი კონტაქტები ე.წ. უსაფრთხო პერიოდში (საფე პერიოდ)
- ანუ მენსტრუალური ციკლის დასაწყისსა და დასასრულს. ამ
მეთოდის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ
რამდენად რეგულარულად აქვს ქალს მენსტრუაციები. ამ
მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, 100 ქალზე ერთი წლის
განმავლობაში მოდის დაახლ. 25 ორსულობა.
მეთოდი ტყუპების method of twins, близнецовый метод methodus
gemini (ბერძნ. methodos კვლევა) - გამოიყენება
ანთროპოგენეტიკასა და სამედიცინო გენეტიკაში. ფენოტიპის
ჩამოყალიბებაში მემკვიდრეობის და გარემოს
ურთიერთშეფარდების როლის შეფასების მეთოდია, რომელიც
ეყრდნობა ერთ - და ორკვერცხოვანი ტყუპების ან ცალ-ცალკე
გაზრდილი ერთკვერცხოვანი ტყუპების შედარებას.
მეიოზი meiosis мейоз meiosis (ბერძნ. meiosis შემცირება,
რედუქცია) - განვითარებადი სასქესო უჯრედებისათვის
დამახასიათებელი გაყოფის ტიპი. ამ პროცესის დროს
ქრომოსომების რაოდენობა ორჯერ მცირდება და ქრომოსომების
კომპლექტი გარდაიქმნება ჰაპლოიდურად.
მეკონიუმი meconium меконий meconium (ბერძნ. mekon ყაყაჩოს
წვენი) - ახალშობილის პირველი განავალი.
მელალგია melalgia мелалгия melalgia (ბერძნ. melos კიდური, algos
ტკივილი) - კიდურების ძლიერ გამოხატული, ნევრალგიური
ტკივილი.
მელანინი melanin меланин melaninum (ბერძნ. melas შავი) -
აზოტის შემცველი შავი და მუქი ყავისფერი პიგმენტების საერთო
სახელწოდება. შედის კანის, თმის, თვალის ბადურის
შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, ცილებთან კომპლექსში.
მელანინის მაღალი შემცველობა შეინიშნება ნევუსებში (იხ.), კანის
ზოგიერთ სიმსივნეში და სხვ.
მელანოზი melanosis меланоз melanosis (ბერძნ. melas შავი, osis
მდგომარეობა) - იგივე მელანიზმი. 1. ქსოვილების და ორგანოების
(კანის, თვალების, თმების) უჩვეულო, მკვეთრად გამოხატული
პიგმენტაცია, მათი გაშავება მელანინის ჭარბი დაგროვების გამო. 2.
ადამიანის ორგანიზმში პიგმენტ მელანინის ნორმალური
დ გ გ ე ტ ელ ლუ
წარმოქმნის პროცესის დარღვევა. 3. კახექსია, რომელიც თან
ახლავს მელანომის (იხ.) გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.
მელანომა melanoma меланома melanoma (ბერძნ. melas შავი, oma
სიმსივნე) - მელანინის წარმომქმნელი უჯრედებისაგან
(მელანოციტებისაგან) განვითარებული სიმსივნე (კანის
მელანოსარკომა და მელანოკარცინომა). ახასიათებს ძალზე
ავთვისებიანი და სწრაფი კლინიკური მიმდინარეობა. უფრო
ხშირად ლოკალიზებულია კანზე.
მელანურია melanuria меланурия melanuria (ბერძნ. melas შავი,
uron შარდი) - მუქი პიგმენტის არსებობა შარდში. ეს პიგმენტი
შეიძლება იყოს მელანინი ან მისი წინამორბედები. მელანურიას
ადგილი აქვს მელანომის შემთხვევაში, ანდა ნივთიერებათა ცვლის
დარღვევისას (მაგ., პორფირიის დროს).
მელანქოლია melancholia меланхолия melancholia (ბერძნ. melas
შავი, chole ნაღველი) - დათრგუნული გუნებგანწყობილება, სევდა,
კაეშანი. ფსიქიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი
მოდუნებით და ნაღვლიანობით. დეპრესიის რამდენადმე
მოძველებული სახელწოდებაა.
მელანქოლიკი melancholic меланхолик melancholic (ბერძნ.melas
შავი, chole ნაღველი) - ადამიანი დათრგუნული გუნებ-
განწყობილებით, მოდუნებით, ნაღვლიანობით.
მელატონინი melatonin мелатонин melatoninum (ბერძნ. melas
შავი) - ჯალღუზისებრი ჯირკვლის (თავის ტვინის ეპიფიზის)
მიერ სიბნელეში სეკრეტირებული ჰორმონი. მელატონინი
სეროტონინის ერთ-ერთი წარმოებულია და მასთან ერთად
ახორციელებს ძილის და სიფხიზლის ციკლის რეგულაციას.
მელენა melaena мелена melaena (ბერძნ.melas შავი) - შავი ფერის,
შედედებული, სისხლიანი განავალი, რისი მიზეზია საჭმლის
მომნელებელ ტრაქტში სისხლჩაქცევა. იგივე „ჰიპოკრატეს შავი
ავადმყოფობა”.
მელიოიდოზი melioidosis мелиоидоз melioidosis - გამომწვევია
Burkholderia (Pseudomonas) pseudomallei. ანთროპოზოონოზური
ინფექციური დაავადებაა, რომლის კლინიკური მიმდინარეობა
სეფტიკოპიემიის მსგავსია. მცირე ზომის, მოძრავი, არას
პოროგენური, გრამ-უარყოფითი ჩხირია, აერობი. ინფექციის
წყაროა მღრღნელები, შინაური და გარეული ცხოველები.
წყ ღ ღ ელე უ დ გ ეულ ც ველე
გამომწვევი ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან.
მელიოიდოზი ენდემური დაავადებაა - გვხვდება სამხრეთ-
აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში. იწვევს მრავლობით
აბსცესებს. საინკუბაციო პერიოდი 2-3 დღეს შეადგენს. პროგნოზი
მძიმეა. სამკურნალოდ იყენებენ სულფანილამიდურ პრეპარატებს
და ანტიბიოტიკებს.
მელიტინი melitin мелитин melitinus - Brucella melitensis-ის 15-20
დღიანი კულტურის ექსტრაქტი. გამოიყენება კანის სინჯების
დასადგმელად ბრუცელოზის სადიაგნოზოდ.
მემბრანა - იხ. პლაზმური მემბრანა.
მემბრანული პოტენციალი membrane potential мембранный
ротенциал potentia membranis (ლათ. membrana თხელი კანი,
potentia შესაძლებლობა, ძალა) - ბიოლოგიური მემბრანის გარეთა
და შინაგან ზედაპირებს შორის ელექტრული პოტენციალების
სხვაობა, რაც განპირობებულია იონების, უმთავრესად ნატრიუმის,
კალიუმის და ქლორის იონების განსხვავებული
კონცენტრაციებით. სინ.: ტრანსმემბრანული პოტენციალი.
მემკვიდრეობა heredity наследственность hereditas - ცოცხალი
ორგანიზმის თვისება, გადასცეს შთამომავლობას მშობლების
ნიშან-თვისებები, რაც უზრუნველყოფს ცოცხალი არსების
მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური
ორგანიზაციის დამემკვიდრებას მთელ რიგ თაობებში.
მემკვიდრეობა განაპირობებს ონტოგენეზის სპეციფიკურ ხასიათს
გარემოს განსაზღვრულ პირობებში.
მემკვიდრული ჰიპოპლაზია hereditary hypoplasia наследственная
гипоплазия hypoplasia hereditica (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, plasis
შექმნა, წარმოქმნა) - ამა თუ იმ ორგანოს განუვითარებლობა, რაც
ვლინდება ამ ორგანოს მასისა და ზომის შემცირებით, განლევით.
მენარქე menarche менархе menarche (ბერძნ. men თვე, arche
დასაწყისი) - პირველი თვიური (ჩვეულებრივ, 10-დან 18 წლამდე
ასაკში), როდესაც ქალის ორგანიზმში ადგილი აქვს სქესობრივ
მომწიფებასთან დაკავშირებულ ღრმა ფიზიკურ და ფსიქიკურ
ცვლილებებს. მენარქეს თან ახლავს რეპროდუქციული
ორგანოების ფუნქციური აქტივობის გაძლიერება.
მენზურა measuring-glass мензура mensura (ლათ. mensura საზომი)
- ჭიქის მსგავსი დანაყოფებიანი ჭურჭელი სითხის რაოდენობის
ჭ ქ გ ვ დ ყ ფე ჭუ ჭელ დე
გასაზომად. იყენებენ ლაბორატორიებში და აფთიაქებში.
მენიერის სინდრომი - იხ. ავადმყოფობა მენიერის.
მენინგიომა meningioma меннгиома meningioma (ბერძნ. meninx
ტვინის გარსი, oma სიმსივნე) - თავის და ზურგის ტვინის გარსების
შემაერთებელი ქსოვილებიდან წარმოქმნილი სიმსივნე. თავის
ტვინში განვითარებული სიმსივნე შეიძლება გახდეს ფოკალური
ეპილეფსიის და ნელა პროგრესირებადი ნევროლოგიური დარ
ღვევების მიზეზი. ზურგის ტვინში ლოკალიზებული სიმსივნე
იწვევს პერიპლეგიის და ე.წ. ბრაუნ-სეკარის სინდრომის
განვითარებას.
მენინგიტი meningitis менингит meningitis (ბერძნ. meninx ტვინის
გარსი, itis ანთება) - თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება,
რომლის გამომწვევი შეიძლება იყოს ბაქტერიები, ვირუსები,
სოკოები და სხვ.
მენინგოენცეფალიტი meningoencephalitis менингоенцефалит
meningoencephalitis (ბერძნ. meninx ტვინის გარსი, enkephalos თავის
ტვინი, itis ანთება) - თავისა და ზურგის ტვინის გარსების, აგრეთვე
თვით თავის ტვინის ერთობლივი ანთება.
მენინგოკოკები meningococci менингококи meningococci (ბერძნ.
meninx ტვინის გარსი, kokkos მარცვალი) - ჩირქოვანი
ცერებროსპინალური მენინგიტის გამომწვევი (Neisseria
meningitidis) გრამ-უარყოფითი, ყავის მარცვლის ფორმის
უჯრედებია. ხშირად განლაგებულნი არიან წყვილებად,
ტეტრადებად ანდა უწესრიგოდ, არც თუ იშვიათად
ლეიკოციტების შიგნით. მკაცრი აერობებია. მათი ტოქსიკურობა
განპირობებულია უჯრედის კედლის ლიპოპოლისაქარიდის
(ენდოტოქსინის) არსებობით, რომელსაც გარდა ტოქსიკურობისა,
გააჩნია პიროგენური, ნეკროზული და ლეტალური მოქმედებაც.
ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია. ინფექცია გადაეცემა ჰაერ-
წვეთოვანი გზით. ინფექციის კარიბჭე ცხვირ-ხახაა, საიდანაც
მენინგოკოკები იჭრებიან ლიმფასა და სისხლში. იწვევენ
ნაზოფარინგიტს, მენინგოკოკცემიას, ხოლო ჰემატოენცეფალური
ბარიერის გადალახვისას - ეპიდემიურ ცერებროსპინალურ
მენინგიტს
მენინგოკოკცემია meningococcaemia менингококсемия
meningococcaemia (ბერძნ. meninx ტვინის გარსი, kokkos მარცვალი,
g ე ტვ გ ცვ ლ
haima სისხლი) - მენინგოკოკების (Neisseria meningitidis) არსებობა
ადამიანის სისხლში. მენინგოკოკური ინფექციის კლინიკური
ფორმაა. ხასიათდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობით,
ინტოქსიკაციით, მძიმე ჰემორაგიული სინდრომით,
სისხლდენებით და სისხლჩაქცევებით.
მენისკექტომია meniscectomy менискэтомия meniscectomia
(ბერძნ. meniskos ნახევარმთვარისებური, ektome ამოჭრა, ამოკვეთა)
- სახსრის მენისკის (უფრო ხშირად მუხლის სახსრის)
ქირურგიული ამოკვეთა. ამჟამად, აღნიშნული ოპერაცია
სრულდება ართროსკოპის დახმარებით.
მენისკი meniscus мениск meniscus (ბერძნ. meniskos
ნახევარმთვარისებური) - მუხლის სახსრის სახსარშიგა
ნახევარმთვარისებური წყვილი ხრტილოვანი ფირფიტა. მენისკები
მდებარეობს დიდი წვივის ორივე როკზე.
მენოპაუზა menopause менопауза menopausa (ბერძნ. men თვე,
pause შეჩერება) - მენსტრუაციის (თვიურის) ფიზიოლოგიური
შეწყვეტა 45-55 წლის ასაკში. მენოპაუზის დროს ქალის
ორგანიზმში ადგილი აქვს სასქესო ჰორმონების შეფარდების
მნიშვნელოვან ცვლილებებს, რასაც ხშირ შემთხვევებში თან
ახლავს სახის ჰიპერემია, გულის ცემის გახშირება, საშოს
ლორწოვანი გარსის სიმშრალე და სხვ. სინ.: კლიმაქსი.
მენორაგია menorrhagia менорагия menorrhagia (ბერძნ.men თვე,
ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ანომალურად ძლიერი
სისხლდენა მენსტრუაციის დროს. შეიძლება დაკავშირებული
იყოს ჰორმონული ბალანსის დარღვევასთან, ანთებით
პროცესებთან, ფიბრომის არსებობასთან. ჩვეულებრივ თან ახლავს
ანემიის განვითარება.
მენსტრუაცია menstruation менструация menstruatio (ლათ.
menstruus ყოველთვიური) - ქართულად: თვიური. სქესობრივი
ციკლი, რასაც თან ახლავს ყოველთვიური სისხლდენა.
მენსტრუალური ციკლი გამოიხატება საკვერცხეების და ქალის
სასქესო გზების პერიოდული ცვლილებებით, ფსიქოლოგიურ-
ქცევითი რეაქციებით და ა.შ. ქალის ყოველთვიური სისხლის დენა
საშვილოსნოდან იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
განასხვავებენ ნაადრევ, შეგვიანებულ და სხვ. მენსტრუაციებს.
მენსტრუაცია ვიკარული vicაrious menstruაtion викарная
менструация menstruაtio vicaria (ლათ. menstruus ყოველთვიური,
vicarius შემცვლელი) - ცხვირიდან, საოფლე ჯირკვლებიდან,
ძუძუებიდან ან თვალებიდან მენსტრუაციისთვის
დამახასიათებელი სისხლდენა.
მეორადი ინფექცია - იხ. ინფექცია მეორადი.
მეორადი სასქესო ნიშნები secondary sex signs вторичные половые
secundarius sex symptoma - ორი სქესის განმასხვავებელი
თავისებურებების ერთიანობა (პირველადი სასქესო ნიშნების
გამოკლებით). მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება სქესობრივი
მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით.
ადამიანში მეორადი სასქესო ნიშნებია - განსხვავება სხეულის
ზომებსა და პროპორციებში, თმოვანი საფარველი, კანქვეშა ცხიმის
დაგროვება, ხმის ტემბრი, ქალის სარძევე ჯირკვლები, ხორხის
ხრტილი მამაკაცებში („ადამის ვაშლი”) და სხვ.
მეორე სუნთქვა second respiration второе дыхание respiratio
secundaria - ძლიერი დაღლილობის შემდგომი მდგომარეობა, რაც
ვლინდება ინტენსიური კუნთური მუშაობის (მაგ., საშუალო და
გრძელ დისტანციებზე სირბილის დროს) საწყის პერიოდში და
ხასიათდება თვითშეგრძნების გაუმჯობესებით და არც თუ
იშვიათად - შრომისუნარიანობის გაზრდით.
მერკურიალიზმი mercurialism меркуриализм mercurialism (ლათ.
Mercurius ძველად აღნიშნავდა ვერცხლისწყალს) - მოწამვლა
ვერცხლისწყლით. ვერცხლისწყალს ინტენსიურად შთანთქავს კანი
და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლები, ხოლო მისი
ორთქლი ორგანიზმში იჭრება ფილტვების მეშვეობით. მოწამვლის
სიმპტომებია: პირღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილები,
სისხლიანი ფაღარათი და თირკმლების დაზიანება, რაც იწვევს
შარდის წარმოქმნის პროცესის დარღვევას. ქრონიკული
მოწამვლის შემთხვევაში ადამიანს უწყლულდება პირის ღრუს
ლორწოვანი გარსი, ცვივა კბილები, აღენიშება უმადობა,
ნაწლავების და თირკმლების დაავადებები, რასაც თან ახლავს
ანემია და ნერვული აგზნებადობა. სინ.: ჰიდრარგირია.
მეროზოიტი merozoite мерозоит merozoitus (ბერძნ. meros
ნაწილი, zoon ცხოველი) - მალარიის გამომწვევი ერთუჯრედიანი
პარაზიტის - პლაზმოდიუმის სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთი
ტ ლ დ უ ც ც ლ ც კლ ე ე
სტადია. წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში შიზონტის (იხ.)
უსქესო გამრავლების შედეგად. მეროზოიტები აზიანებენ
ახალგაზრდა ერითროციტებს და ღვიძლის უჯრედებს.
ერითროციტებიდან გამოდიან სისხლის პლაზმაში და ასენიანებენ
ახალ ერითროციტებს. პერიოდულად, მეროზოიტები იწყებენ
გამრავლების სქესობრივ ციკლს და წარმოქმნიან მამრობით და
მდედრობით სასქესო უჯრედებს.
მესმერიზმი mesmerism месмеризм mesmerismus - შთაგონების
საშუალებით სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა. ცნობილი
მკურნალის ფ. მესმერის (1743-1815), ცხოველური მაგნეტიზმის
(ფსიქოთერაპიის და ჰიპნოთერაპიის) ფუძემდებლის გვარის
მიხედვით.
მეტაბიოზი metabiosis метабоиз metabiosis (ბერძნ. meta შემდეგ,
შორის, bios სიცოცხლე) - სიმბიოზის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც
მდგომარეობს მიკროორგანიზმებს შორის ურთიერთქმედებაში:
ერთი სახეობის ცხოველქმედების პროდუქტები კვების წყაროს
წარმოადგენს მეორისათვის. მეტაბიოზის ჯაჭვები ძალზე
მნიშვნელოვანია რედუცენტების (იხ.) მუშაობისათვის, აგრეთვე
გარემოს გასუფთავებისათვის.
მეტაბოლიზმი metabolism метаболизм metabolismus (ბერძნ.
metabole შეცვლა, გარდაქმნა) - ნივთიერებათა ცვლა ცოცხალ
ორგანიზმში. ასიმილაციისა და დისიმილაციის (იხ.)
ერთობლიობა.
მეტაბოლიტები metabolites метаболиты metabolita (ბერძნ.
metabole შეცვლა, გარდაქმნა) - ნივთიერებათა ცვლისათვის
აუცილებელი ნივთიერებები, რომლებიც განიცდიან მთელ რიგ
ქიმიურ გარდაქმნებს. წარმოიქმნებიან როგორც ორგანიზმში, ასევე
მზა სახით შედიან მასში.
მეტაგენეზი metagenesis метагенез metagenesis (ბერძნ. meta
შემდეგ, შორის, genesis წარმოშობა) - სქესობრივი და უსქესო
თაობების მორიგეობა. დამახასიათებელია ზოგიერთი
უმარტივესის, ჰელმინთის და ნაწლავ-ღრუიანისათვის.
მეტამიელოციტი metamyelocyte метамиелоцит metamyelocytum
(ბერძნ. meta შემდეგ, შორის, myelos ძვლის ტვინი, kytos უჯრედი) -
გრანულოციტური რიგის განვითარების ერთ-ერთი ბოლო სტადია,
რომელიც შემდგომში გარდაიქმნება ჩხირბირთვიან ლეიკოციტად.
ელ ც ე დგ გ დ ქ ე ვ ლე კ ც ტ დ
მეტამიელოციტში ბევრია აზუროფილური გრანულები, ბირთვი
თირკმლის ფორმისა აქვთ. ჩვეულებრივ, ვლინდებიან ძვლის
ტვინში. შდრ. მიელოციტს.
მეტამორფოზი metamorphosis метаморфоз metamorphosis (ბერძნ.
metamorpho გარდავაქცევ, osis მდგომარეობა) - განვითარების
პოსტემბრიონულ პერიოდში ორგანიზმის აგებულებისა და
სიცოცხლის ნირის ძირეული გარდაქმნა. ეს პროცესი აღწერილია
მრავალ უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველში. გარდაქმნის
თავისებურების მიხედვით ისინი განიყოფებიან
ჰემიმეტაბოლურებად (არასრული გარ დაქმნა) და
ჰოლომეტაბოლურებად (სრული გარდაქმნა).
მეტაპლაზია metaplasya метаплазия metaplasia (ბერძნ. metaplasis
გარდაქმნა) - ქსოვილის ერთი სახის მეორედ გარდაქმნა.
მეტასიფილისი metasyphilis метасифилис metasyphilis (ბერძნ.
meta შემდეგ, შორის, sifilisi - იტალიელი პათოლოგის
ჯ.ფრაკასტოროს პოემის გმირის, სიფილუსის სახელი, რომელიც ამ
დაავადებით იყო შეპყრობილი) - სიფილისის გვიანი სტადია,
რომლისთვისაც დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული
სისტემის დაზიანება. იხ. ნეიროსიფილისი.
მეტასტაზი metastasis метастаз metastasis (ბერძნ. metastasis
გადანაცვლება) - სიმსივნური ან ანთებითი პროცესის კერა:
ვითარდება პათოლოგიური მასალის (უჯრედების,
მიკროორგანიზმების და სხვ.) ერთი და იმავე ორგანიზმის ერთი
კერიდან მეორეში გადატანის შედეგად.
მეტასტაზირება metastasis метастсзирование metastasis (ბერძნ.
metastasis გადანაცვლება) - პათოლოგიური მასალის (ინფექციური
აგენტების, სიმსივნური უჯრედების) გადატანის, გავრცელების
პროცესი ორგანიზმში, რაც იწვევს დაავადების ახალი კერების
წარმოქმნას. მეტასტაზირება შეიძლება მოხდეს ლიმფოგენური და
ჰემატოგენური, აგრეთვე პერინევ რალური და იმპლანტაციური
გზებით.
მეტაქრომაზია metachromasia метахромазия metachromasia
(ბერძნ. meta შემდეგ, შორის, chroma ფერი) - 1. უჯრედის
ზოგიერთი სტრუქტურული კომპონენტის არადამახასიათებელი
ფერით შეღებვა. 2.საღებავის თვისება, რაც გამოიხატება
სხვადასხვა ქსოვილების და უჯრედების ამავე საღებავისაგან
განსხვავებული ფერით შეღებვაში.
მეტეოპათია meteopathy метеопатия meteopathia (ბერძნ. meteora
ციური მოვლენები, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - სულიერი
განწყობილების მწვავე, ავადმყოფური დამოკიდებულება
კლიმატურ მოვლენებზე (ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის,
ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის და სხვ.
ცვლილებებზე).
მეტეორიზმი meteorism метеоризм meteorismus (ბერძნ.
meteorismos მაღლა ვწევ) - მუცლის გაბერვა საჭმლის მომნელებელ
ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვების შედეგად.
მეტისაცია metisation метисация metisatio (ფრანგ. metis ნარევი) -
რასების აღრევა ერთმანეთში.
მეტრიტი metritis метрит metritis (ბერძნ. metra საშვილოსნო, itis
ანთება) - საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ანთება.
მეტროენდომეტრიტი metroendometritis метроэндометрит
metroendometritis (ბერძნ. metra საშვილოსნო, endon შიგნით, itis
ანთება) - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის და კუნთოვანი შრის
ანთება.
მეტროთრომბოფლებიტი metrothrombophlebitis
метротромбофлебит metrothrombophlebitis (ბერძნ. metra
საშვილოსნო, thrombos შენადედი, ლეკერტი, phleps ვენა, itis
ანთება) - საშვილოსნოს ვენების ანთება (თრომბოფლებიტი), რასაც
თან ახლავს თრომბის წარმოქმნა.
მეტროპათია metropathy метропатия metropathia (ბერძნ. metra
საშვილოსნო, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - საშვილოსნოს
დაავადებების კრებითი სახელწოდება.
მეტროპტოზი metroptosis метроптоз metroptosis (ბერძნ. metra
საშვილოსნო, ptosis დაწევა, დაცემა) - საშვილოსნოს დაწევა.
მეტრორაგია metrorrhagia метроррагия metrorrhagia (ბერძნ.metra
საშვილოსნო, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლდენა
საშვილოსნოდან, რაც მეორდება არარეგულარულად. შეიძლება
მიუთითებდეს რომელიმე სერიოზულ დაავადებაზე, ამიტომ
აუცილებელია მისი წარმოშობის მიზეზის დადგენა.
მეტროსალპინგიტი metrosalpingitis метросальпингист
metrosalpingitis (ბერძნ.metra საშვილოსნო, salpinx მილი, itis ანთება)
g ე ვ ლ ლ ე
- საშვილოსნოს და ერთი ან ორივე ფალოპის მილის ერთდროული
ანთება.
მეტროფლებიტი metrophlebitis метрофлебит metrophlebitis
(ბერძნ.metra საშვილოსნო, phleps ვენა, itis ანთება) - საშვილოსნოს
ვენების ანთება, რაც დაკავშირებულია მშობიარობასთან.
მექანორეცეპტორები mechanoreceptors механорецепторы
mechanoreceptori (ბერძნ. mechanike მანქანა, იარაღი, ლათ. receptor
მიმღები) - მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებია, რომლებიც
გარედან აღიქვამენ მექანიკურ გამღიზიანებლებს.
მეცნიერება sciense наука scientia ადამიანის ინტელექტუალური
მოღვაწეობის სხვადასხვა სფერო, რომელიც მოწოდებულია
ბუნების სხვადასხვა საიდუმლოებების ამოსაცნობად. ადამიანის
ინტელექტის უმაღლესი გამოვლინებაა.
მეხსიერება memory память memoria - ნერვული სისტემის ერთ-
ერთი ძირითადი თვისება, რაც გამოიხატება გარედან მიღებული
ინფორმაციის ხანგრძლივი ვადით შენახვაში და შეგნებისა და
ქცევის სფეროში მის მრავალჯერადად აღდგენაში. განასხვავებენ
მოკლევადიან, გრძელვადიან, მხედველობით მეხსიერებას და ა.შ.
მზესუმზირა sunfl ower подсолнечник Helianthus annuus L. -
ერთწლიანი კულტურული მცენარეა. შეიცავს კაროტინს, კაუჩუკს,
ფისებს, ფლავონიდებს, ქოლინს, ორგანულ მჟავებს და სხვ.
აუმჯობესებს მადას. იყენებენ მალარიის, ბრონქული სპაზმებისა
და სხვა დაავადებების შემთხვევებში.
მზის აქტივობა sun activity солнечная активность insolatio -
მზეზე განსაკუთრებული წარმონაქმნების (მზის ლაქები და სხვ.)
გაჩენა, რასაც თან ახლავს მზის კორპუსკულური გამოსხივების
გაძლიერება. მზის აქტივობა ზემოქმედებას ახდენს დედამიწაზე
მიმდინარე მრავალ (მათ შორის ბიოლოგიურ) პროცესებზე.
მზის დარტყმა sun-stroke солнечный удар apoplexia solaris - იგივე
სითბური დარტყმა, რაც გამოწვეულია ორგანიზმზე მზის
პირდაპირი გამოსხივების ინტენსიური და ხანგრძლივი
ზემოქმედებით. ხასიათდება სხეულის ტემპერატურის
მომატებით, ოფლიანობით, პულსისა და სუნთქვის გახშირებით,
თავის ტკივილებით, გულისრევით და პირღებინებით, ადინამიით,
გულყრებით და ა.შ. სინ.: ჰელიოზი.
მიაზი miasis мияз miasis (ბერძნ. myia ბუზი, iasis მდგომარეობა) -
ბუზების მატლებით გამოწვეული დაავადება. სინ.: ენტომოზი.
მიალგია myalgy миалгия myalgia (ბერძნ. mys კუნთი, algos
ტკივილი) - კუნთების ტკივილი. სინ.: მიოდინია (იხ.).
მიასთენია myasthenia миастания myasthenia (ბერძნ. mys კუნთი,
astheneia სისუსტე) - კუნთების ძლიერი სისუსტე. ახასიათებს
კუნთების სისუსტე და გადაღლილობა, ხშირად სრულ
დამბლამდე.
მიგრაცია migration миграция migratio (ლათ. migratio
გადასახლება, გადაადგილება) - ბიოლოგიური არსებების
გადაადგილება, გადასახლება. ამ ტერმინს იყენებენ უჯრედების
გადაადგილების აღსანიშნავადაც.
მიდრიაზი mydriasis мидриаз mydriasis (ბერძნ. mydriasis გუგის
გაფართოება) - გუგის გაფართოება. გვხვდება ზოგადი რეაქციების
(დაღლა, შიმშილი, აფექტი და სხვ.) დროს, თვალის
მამოძრავებელი ნერვის, აგრეთვე თავის ტვინის ზოგიერთი უბნის
დაზიანებისას, თირეოტოქსი კოზის და სხვა შემთხვევებში.
ხანგრძლივი მიდრიაზის ყველაზე ხშირი მიზეზია
სამკურნალწამლო თერაპია (მაგ., გუგებზე სიმპათიკომიმეტური
ნივთიერების ზემოქმედება).
მიელინი myelin миелин myelinum (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი) -
ნერვული ბოჭკოს მფარავი სხვადასხვა ლიპიდისა და ცილისაგან
შემდგარი თეთრი ცხიმისმაგვარი ნივთიერება.
მიელინიზაცია myelination миелинизация myelinisatio (ბერძნ.
myelos ძვლის ტვინი) - მიელინის წარმოქმნის პროცესი ნერვული
ბოჭკოების აქსონების ირგვლივ. ცნს-ის ნერვული ბოჭკოების
მიელინიზაცია ჩვეულებრივ, სრულდება ადამიანის სიცოცხლის
მეორე წლის ბოლოსათვის.
მიელიტი myelitis миелит myelitis (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი,
itis ანთება) - 1. ზურგის ტვინის ანთება. 2. ძვლის ტვინის ანთება.
მიელობლასტი myeloblast миелобласт myeloblastus (ბერძნ. myelos
ძვლის ტვინი, blastos ყლორტი, ღივი) - გრანულოციტური რიგის
მონოპოტენტური, მორფოლოგიურად იდენტიფიცირებადი დედა-
უჯრედი. მისგან ვითარდება პრომიელოციტი, შემდეგ მიელოციტი
და ა.შ.
მიელობლასტოზი myeloblastosis миелобластоз myeloblastosis
(ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, blastos ყლორტი, ღივი, osis
მდგომარეობა) - პერიფერიულ სისხლში მიელობლასტების
არსებობა ან მათი შემცველობის მკვეთრი გაზრდა ძვლის ტვინში.
მიელობლასტოზს ადგილი აქვს ლეიკემიების და ლეიკემოიდური
რეაქციების შემთხვევაში.
მიელოგენური myelogenic миелогенный myelogenes (ბერძნ.
myelos ძვლის ტვინი, genos წარმოშობა) - ძვლის ტვინისაგან
წარმოშობილი.
მიელოგრამა myelogram миелограмма mylogramma (ბერძნ. myelos
ძვლის ტვინი, gramma ჩანაწერი) - ძვლის ტვინის პუნქტატის
უჯრედული შემადგენლობა.
მიელოიდური რეაქცია myeloid reaction миелоидная реакция
reactio myeloidica (ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, eidos მსგავსი, ლათ.
re კვლავ, actio მოქმედება) - პერიფერიულ სისხლში
ნაკლებდიფერენცირებული უჯრედების გამოვლენა, რომლებიც
მიეკუთვნებიან გრანულო- და ერითროპოეზურ რიგებს. უფრო
ხშირად ამ მოვლენას ადგილი აქვს ავთვისებიანი სიმსივნეების
მეტასტაზირებისას ძვლის ტვინში, აგრეთვე სეფსისის,
ტუბერკულოზის და სხვ. შემთხვევებში.
მიელოლეიკემია myeloleukemia миелолейкемия myeloleucaemia
(ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, leukos თეთრი, haima სისხლი) -
ქრონიკული ლეიკემიის ერთ-ერთი სახეა. მორფოლოგიური
სუბსტრატია გრანულოციტური რიგის დიფერენცირებული და
არადიფერენცირებული უჯრედები. განასხვავებენ მწვავე და
ქრონიკულ მიელოლეიკემიებს. 1. მწვავე ლეიკემია - სიმსივნური
ზრდის პროცესის სუბსტრატი ძირითადად მიელოპოეზის
წინაპარი უჯრედია (მიელობლასტი). 2. ქრონიკული
მიელოლეიკემია - სიმსივნის მორფოლოგიური სუბსტრატი
ძირითადად წარმოადგენს დიფერენცირებულ გრანულოციტებს.
კლინიკური მიმდინარეობა ხასიათდება რეციდივებით
(ბლასტური კრიზი) და რემისიებით. პროგნოზი
არაკეთილსაიმედოა.
მიელომა myeloma миелома myeloma (ბერძნ. myelos ძვლის
ტვინი, oma სიმსივნე) - ძვლის ტვინის სიმსივნური დაავადებაა,
რომელსაც ახასიათებს მიელომური (პლაზმური) უჯრედების
ელ ც ე ელ უ ლ უ უჯ ედე
პროლიფერაცია და ჩონჩხის ძვლების დაზიანება. პროგნოზი
არაკეთილსაიმედოა. სინ.: მიელომური დაავადება, რუსტიცკი-
კალერის დაავადება, პლაზმოციტომა.
მიელომალაცია myelomalacia миеломалация myelomalacia (ბერძნ.
myelos ძვლის ტვინი, malakia დარბილება) - ზურგის ტვინის
ქსოვილების დარბილება, რისი მიზეზია ამ ორგანოს სისხლით
მომარაგების დარღვევა.
მიელოპოეზი myelopoesis миелозщези myelopoesis (ბერძნ. myelos
ძვლის ტვინი, poiesis წარმოქმნა, გამომუშავება) - წითელ ძვლის
ტვინში გრანულოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების
წარმოქმნის პროცესი.
მიელოსკლეროზი myelosclerosis миелосклероз myelosclerosis
(ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, skleros მაგარი - იხ. მიელოფიბროზი.
მიელოსუპრესია myelosupression миелосупрессия myelosupressio
(ბერძნ. myelos ძვლის ტვინი, ლათ. supressio დათრგუნვა) - ძვლის
ტვინში წარმოქმნილი სისხლის უჯრედების რაოდენობის
შემცირება. ჩვეულებრივ, შეიძლება განვითარდეს ქიმიოთერაპიის
კურსის შემდეგ ანდა ანემიის, ინფექციის ან ანომალური
სისხლდენის შედეგად.
მიელოტრანსპლანტაცია myelotransplantation
миелотрансплантация myelotransplantatio (ბერძნ. myelos ძვლის
ტვინი, ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ძვლის ტვინის
გადანერგვა: ვითარდება ორმხრივი იმუნოლოგიური რეაქცია:
„ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ და „მასპინძელი
ტრანსპლანტატის წინააღმდეგ“.
მიელოფიბროზი myelofibrosis миелофиброз myelofibrosis (ბერძნ.
myelos ძვლის ტვინი, ლათ. fibra ბოჭკო, osis მდგომარეობა) - ძვლის
ტვინის სისხლწარმომქმნელი ქსოვილის ჩანაცვლება ბოჭკოვანი
ტიპის შემაერთებელი ქსოვილით (მაგ., პარათირეოიდული
ოსტეოდისტროფიის შემთხვევაში). სინ.: მიელოსკლეროზი.
მიელოციტი myelocyte миелоцит myelocytum (ბერძნ. myelos
ძვლის ტვინი, kytos უჯრედი) - გრანულოციტური რიგის ბოლო
პროლიფერირებადი უჯრედი (პრომიელოციტის შემდგომი და
მეტამიელოციტის წინამორბედი სტადია).
მიექტომია myectomy миектомия myectomia (ბერძნ. mys კუნთი,
ektome ამოკვეთა, ამოჭრა) - ქირურგიული ოპერაცია:
კვე ჭ ქ უ გ ულ ე ც
მდგომარეობს კუნთის ნაწილის ამოკვეთაში.
მიზანთროპი misanthrope мизантроп misanthropus (ბერძნ.
misanthropos) - ადამიანი, რომელიც გაურბის საზოგადოებას.
კაცთმოძულე პიროვნება.
მიზერერე miserable несчастный miserere (ლათ. misereor ვწუხვარ,
მებრალება) - ავადმყოფის მდგომარეობა, რომელიც სიბრალულს
იწვევს.
მითრიდატუმი mithridatum митридатум mithridatum -
მითრიდატე VI პონტოელის (ძვ.წ.ა. 164-132) შხამები და
იმუნიტეტი, რომელსაც იგი საკუთარ ორგანიზმში
გამოიმუშავებდა ე.წ. ანტიდოტების საშუალებით.
მიკობაქტერიები mycobacteria мико-бактерии mycobacterium
(ბერძნ. mykes სოკო, bakterion ჩხირი) - აერობული, გრამ-
დადებითი, ჩხირისებრი ფორმის ბაქტერიების ჯგუფი, რომელთაც
შეუძლიათ წარმოქმნან ბოჭკოვანი, ძლიერ დატოტვილი
სტრუქტურები. პათოგენური ბაქტერიებიდან მათ მიეკუთვნება
ტუბერკულოზის გამომწვევი (იგივე კოხის ჩხირი) და კეთრის
გამომწვევი მიკობაქტერიები.
მიკოზები mycoses микозы mycosis (ბერძნ. mykes სოკო, osis
მდგომარეობა) - პარაზიტული სოკოებით გამოწვეული ადამიანისა
და ცხოველების სხვადასხვა დაავადებების საერთო სახელწოდება.
მიკოლოგია mycology микология mycologia (ბერძნ. mykes სოკო,
logos მოძღვრება) - სწავლება სოკოებზე. სამედიცინო მიკოლოგია
მჭიდროდაა დაკავშირებული მიკრობიოლოგიასთან და
იმუნოლოგიასთან. შეისწავლის ადამიანისა და მასთან კონტაქტში
მყოფი ცხოველების პათოგენურ სოკოებს, მათ მიერ გამოწვეულ
დაავადებათა კლინიკას და ეპიდემიოლოგიას.
მიკოპლაზმები mycoplasms микоплазмы mycoplasma (ბერძნ.
mykes სოკო, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) - ბაქტერიების
ერთ-ერთი ჯგუფი, რომელთაც ბაქტერიებისაგან განსხვავებით არა
აქვთ უჯრედის კედელი. აღნიშნული მიკროორგანიზმი
წარმოდგენილია 2 სახით: დიფერენცირებული უჯრედებით (500-
1000 ნმ) და PPLO - ელემენტარული სხეულაკებით (75-250ნმ).
გვხვდება აგრეთვე ძაფისებრი ფორმებიც. ვირუსებს და
ელემენტარულ სხეულაკებს გააჩნიათ საერთო თვისებები: ზომები,
ფილტრაბელურობა, ეთერისადმი მგრძნობელობა,
ფ ლტ ელუ ე ე დ გ ელ
ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა. ვირუსებისაგან განსხვავებით,
ამ ორგანიზმებს შეუძლიათ ხელოვნურ საკვებ ნიადაგებზე ზრდა,
შეიცავენ როგორც დნმ-ს, ასევე რნმ-ს და ა.შ.
მიკოტოქსიკოზი mycotoxicosis микотоксикоз mycotoxicosis
(ბერძნ. mykes სოკო, toxikon შხამი, osis მდგომარეობა) - სხვადასხვა
სოკოების ტოქსინების ორგანიზმში მოხვედრის შედეგად
გამოწვეული ინტოქსიკაცია.
მიკოტოქსინები mycotoxins микотоксины mycotoxini (ბერძნ.
mykes სოკო, toxikon შხამი) - მიკროსკოპული სოკოების მიერ
პროდუცირებული ტოქსინები. ადამიანისათვის სახიფათო
მიკოტოქსინებს მიეკუთვნებიან აფლატოქსინები,
ფუზარიოტოქსინები, აბზინდის ტოქსინები და ა.შ. მაგ.,
უმდაბლესი სოკო Aspergillus flavus გამოყოფს მეტად მძლავრ
ჰეპატოტროპულ ტოქსინს - აფლატოქსინს, რომელიც გარდა მძიმე
საერთო ინტოქსიკაციისა, ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევს
ღვიძლის სიმსივნეებს.
მიკრო micro микро micro (ბერძნ. mikros პატარა, მცირე) -
1.რთულ სიტყვებში აღნიშნავს მცირე ზომას. 2. ფიზიკური
სიდიდეების ერთეულების შემადგენელი ნაწილი, რაც ნიშნავს
მემილიონედს (მაგ., მიკრომეტრი (მიკრონი) მეტრის
მემილიონედია).
მიკროაეროფილები microaerofiles микроаэрофилы microaerofili
(ბერძნ. mikros პატარა, მცირე) - აერობული მიკროორგანიზმები,
რომელთა ცხოველქმედებისათვის აუცილებელია ჟანგბადის
უფრო მცირე კონცენტრაციები, ვიდრე მისი შემცველობაა ჰაერში.
მიკროალბუმინურია microalbuminuria микроальбуминурия
microalbuminuria (ბერძნ.mikros პატარა, მცირე, ლათ. albumen
ცილა, ბერძნ. uron შარდი) - მდგომარეობა, როდესაც სისხლის
ცილის მცირე რაოდენობა გადადის შარდში. გვხვდება დიაბეტით
დაავადებულებში განვითარებული თირკმლის უკმარისობის
ადრეულ სტა დიებზე.
მიკროანგიოპათია microangiopathy микроангиопатия
microangiopathia (ბერძნ.mikros პატარა, მცირე, angeion
სისხლძარღვი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - უწვრილესი
სისხლძარღვების კედლების დაზიანება. შეიძლება განვითარდეს
შაქრიანი დიაბეტის, ინფექციური დაავადებების, ავთვისებიანი
სიმსივნეების შემთხვევაში.
მიკროანევრიზმა microaneurysm микроаневризма microaneurysma
(ბერძნ. მიკროს პატარა, მცირე, ანეურყნო ვაგანიერებ) - თვალის
ბადურის კაპილარის ლოკალური, მცირე მოცულობის
გაფართოება. გვხვდება დიაბეტური რეტინოპათიით
დაავადებულებში.
მიკრობი microbe микроб, microbium (ბერძნ.mikros პატარა,
მცირე, bios სიცოცხლე) - მიკროსკოპული ორგანიზმების
(მიკროორგანიზმების) საერთო სახელწოდება.
მიკრობიოლოგია microbiology микробиология microbiologia
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) -
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მიკროორგანიზმების
აგებულებას, ფიზიოლოგიას, სისტემატიკას, გავრცელებას, მათ
როლს დაავადებათა განვითარებაში და ნივთიერებათა
მიმოქცევაში.
მიკრობიონტები microbionts микробионты microbiontes
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე) -
მიკროორგანიზმების საერთო სახელწოდება. იხ. მიკრობები.
მიკრობიოცენოზი microbiocenosis микробиоценоз microbiocenosis
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე, koinos საერთო) -
განსაზღვრული ბიოცენოზის (იხ.) შემადგენლობაში შემავალი
მიკროორგანიზმების ერთობლიობა.
მიკრობმტარებლობა microbe-carrier микробоносительство
microbium vector (ბერძნ.mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე) -
მდგომარეობა, როდესაც გამომწვევი აგენტების გამოყოფა
გრძელდება ავადმყოფის კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ
(ბაქტერიამტარებლობა, ვირუსმტარებლობა და სხვ.).
კლინიკურად მიკრობმტარებლობა არ მჟღავნდება.
მიკრობული დასენიანება microbial contamination микробная
обсемененность contaminatio microbialis (ბერძნ.mikros პატარა,
მცირე, bios სიცოცხლე) - მიკროორგანიზმების საერ თო
რაოდენობა წყლისა და სხვა რომელიმე სითხის 1 მლ-ში ან მკვრივი
ნივთიერების 1 გრამში. საერთო მიკრობული დაბინძურების
დადგენა არაპირდაპირი მეთოდია და საშუალებას იძლევა
წარმოდგენა შეიქმნეს შესასაწავლი ობიექტის შესაძლო
წ დგე ე ქ ე ე წ ვლ ექტ ე ლ
დასენიანების ხარისხზე პათოგენური მიკროორგანიზმებით.
ითვლება, რომ რაც უფრო მაღალია მიკრობების რაოდენობა, მით
მეტია მათში პათოლოგიური ფლორის არსებობის
შესაძლებლობაც. იხ. კოლი-ინდექსი.
მიკრობული რიცხვი microbe number микробная число numerus
microbium (ბერძნ.mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე) - გარემოს
ბაქტერიული დაბინძურების რაოდენობრივი მაჩვენებელი.
წარმოადგენს ხორცპეპტონიან აგარზე გაზრდილი კოლონიების
რაოდენობას 1მლ სითხეში, 1გრამ მკვრივ ნივთიერებაში ან
გამოსაკვლევი ობიექტის (ან სუბსტრატის) ზედაპირის 1სმ3-ში.
მიკროგენია microgenia микрогения microgenia (ბერძნ.mikros
პატარა, მცირე, geneion ნიკაპი) - განვითარების ანომალია: ქვედა
ყბის მცირე ზომა.
მიკროგნათია micrognathia микрогнатия micrognathia
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, gnathos ყბა) - განვითარების
ანომალია: ზედა ყბის მცირე ზომა.
მიკროგრამი microgram микрограмм microgramma (ბერძნ.mikros
პატარა, მცირე, gramma გრამი) - გრამის ერთი მემილიონედი
ნაწილი (მკგ).
მიკროელემენტები microelements микроэлементы microelementi
(ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. elementum სტიქია, საწყისი
ნივთიერება) - ქიმიური ელემენტები, რომლებიც ორგანიზმში
იმყოფებიან მცირე (პროცენტის მეათასედი და ნაკლები)
რაოდენობით. მიკროელემენტების დეფიციტმა შეიძლება
გამოიწვიოს ზოგიერთი ენდემური დაავადება (მაგ., იოდის
ნაკლებობამ - ენდემური ჩიყვის განვითარება). ზოგიერთ მათგანს
სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ სამკურნალო პრეპარატების
სახით. მიკროელემენტებს მიეკუთვნება: Mn, Co, Cu, Zn, Mo, B, F, I
და სხვ.
მიკროექსპრეს-მეთოდი microexpress- method микроэкспресс-
метод microexpress-methodum (ბერძნ.mikros პატარა, მცირე, ლათ.
expressus გაძლიერებული გამალებული) - დაჩქარებული
ანალიზის მეთოდების (ბიოლოგიურის, ბიოქიმიურის,
ბიოფიზიკურის და სხვ.) ერთობლივი დასახელება. ამ მეთოდების
დროს გამოიყენება გამოსაკვლევი მასალის მინიმალური
რაოდენობა.
დე
მიკროკლიმატი microclimate микроклимат microclima (ბერძნ.
mikros პატარა, მცირე, klima დახრა დედამიწის ზედაპირისადმი) -
1. დედამიწის ზედაპირის ერთი გარკვეული უბნის კლიმატი (იხ.),
რომელიც განსხვავდება მის გარშემო არსებული ტერიტორიის
კლიმატისაგან. 2. სახლში, დაწესებულებაში არსებული კლიმატი,
რაც განისაზღვრება ტემპერატურით, ტენიანობით და სხვ.
აბიოტური ფაქტორებით.
მიკროკოკები micrococci микрокки micrococci (ბერძნ. mikros
პატარა, მცირე, kokkos მარცვალი) - 1. მიკროკოკების ოჯახში
(Micrococcaceae) შედის Staphylococcus-ის, Micrococcus-ის და
Stomatococcus-ის გვარები. 2. Micrococcus-ის გვარის
წარმომადგენლები იყოფიან ერთ სიბრტყეში, განლაგებულნი
არიან თითო-თითოდ და უწესრიგოდ. საპროფიტებია,
ადამიანისათვის პათოგენური არ არიან.
მიკრომანიპულაცია micromanipulation микроманипулация
micromanipulatio (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ფრანგ.
manipulation) - მიკროსკოპის დახმარებით ჩატარებული ოპერაცია
(მანიპულაცია) ძალზე მცირე ზომის სტრუქტურებზე. იხ.
მიკროქირურგია.
მიკრომეტასტაზი micrometastasis микрометастаз micrometastasis
(ბერძნ. mikros პატარა, მცირე, მეტასტასის გადანაცვლება) -
მეორადი სიმსივნე, რომელიც არ ვლინდება ჩვეულებრივი
კლინიკური გამოკვლევისას ან არსებული სადიაგნოზო ტესტების
საშუალებით.
მიკრომეტრი micrometer микрометр micrometrum (ბერძნ. mikros
პატარა, მცირე, metreo ვზომავ) - იგივე მკმ. წარმოადგენს მეტრის
მემილიონედს ანუ მილიმეტრის მეათასედ ნაწილს. 1მკმ უდრის
1000ნმ-ს.
მიკროორგანიზმები microorganisms микроорганизмы
microorganismi (ბერძნ. mikros პატარა, მცირე, organismus ცოცხალი
არსება) - შეუარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები.
მიკროორგანიზმებია: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და
უმარტივესები. სინ.: მიკრობები, მიკრობიონტები.
მიკროპსია micropsy микропсия micropsia (ბერძნ. mikros პატარა,
opsis მხედველობა) - საგანთა შემცირებული სახით დანახვა, რაც
ახასიათებს ბადურა გარსის დაავადებებს, ნერვულ - ფსიქიკურ
დაავადებებს და ა.შ.
მიკროსკოპი microscope микроскоп microscopus (ბერძნ. mikros
პატარა, მცირე, skopeo დათვალიერება) - თვალით უხილავი მცირე
ობიექტების დასათვალიერებელი ოპტიკური ხელსაწყო.
ცნობილია სინათლის, ბინოკულური, ინტერფერენციული,
ლუმინესცენტური, საოპერაციო, ფაზურკონტრასტული,
ელექტრონული და სხვ. ტიპის მიკროსკოპები.
მიკროსკოპი ელექტრონული electron microscope электронный
микроскоп microscopus electroni (ბერძნ. elektron ფისი, ქარვა, mikros
პატარა, მცირე, skopeo დათვალიერება) - ულტრასტრუქტურების
(უჯრედული ორგანოიდები, ვირუსები და სხვ.) შესასწავლად
გამოყენებული მიკროსკოპი, რომლის სინათლის წყარო
ელექტრონებია. ასეთი ტიპის მიკროსკოპებს ძალზე მაღალი
გადიდება აქვთ. განასხვავებენ ტრანსმისიულ და მასკანირებელ
ელექტრონულ მიკროსკოპებს.
მიკროსკოპი ლუმინესცენტური luminescent microscope
люминесцентный микроскоп microscopus luminescentis
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, skopeo დათვალიერება, ლათ. lumen
სინათლე, შუქი, escent სუსტი მოქმედების აღმნიშვნელი სუფიქსი)
- ციტო - და ჰისტოლოგიური კვლევის ფართოდ გამოყენებული
მეთოდი. მიკროობიექტების ლურჯ-იისფერი და ულტრაიისფერი
სხივებით განათებისას, მიკროსკოპში აღინიშნება ამ
სტრუქტურების ლუმინესცენტური ნათება.
მიკროსკოპი საოპერაციო operative microscope операционный
микроскоп microscopus operatio (ბერძნ.mikros პატარა, მცირე, skopeo
დათვალიერება, ლათ. operatio მოქმედება) - საოპერაციო არის
გადიდებული გამოსახულების მისაღებად და მისი ცალკეული
უბნების მიკროფოტოგრაფირებისათვის განკუთვნილი
მიკროსკოპი, რომელიც სპეციალურ შტატივზეა დამაგრებული.
გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის მსვლელობისას.
მიკროსკოპი სინათლის light microscope световой микроскоп
optical microscopus (ბერძნ.mikros პატარა, მცირე, scopeo
დათვალიერება) - უჯრედებისა და ქსოვილების გამოკვლევის
ძირითადი მეთოდი. სინათლის მიკროსკოპის ობიექტივი შედგება
ლითონის ბუდეში მოთავსებული რამოდენიმე ლინზისაგან,
ლ უდე ვ ე ულ დე ე ლ გ
ოკულარი კი - ორი ლინზისაგან. ასეთი მიკროსკოპის გარჩევის
უნარი შეზღუდულია სინათლის ტალღის სიგრძით. საერთოდ,
ნებისმიერი მიკროსკოპის გადიდებისა და გარჩევის უნარი
განათების წყაროს ტალღის სიგრძის უკუპროპორციულია.
ობიექტის გადიდებას სინათლის მიკროსკოპში ვადგენთ
ობიექტივისა და ოკულარის გადიდებების ერთმანეთზე
გადამრავლების საშუალებით.
მიკროსკოპი ფაზურ-კონტრასტული phase-contrast microscope
фазоконтрастный микроскоп microscopus phasa-contrastum
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, skopeo დათვალიერება) - სინათლის
მიკროსკოპის ნაირსახეობაა. ამ მეთოდის საშუალებით
შესაძლებელია ვიზუალურად შევისწავლოთ ცოცხალი, შეუღებავი
ობიექტი - უჯრედი, ბაქტერია და ა.შ. შესაძლებელია ჩატარდეს
მიტოზის, ფაგოციტოზის, პინოციტოზის, უჯრედების შერწყმის
და სხვ. გამოკვლევა. ობიექტს ასეთ შემთხვევებში სწავლობენ ე.წ.
„ცოცხალ წვეთში“. ფაზურ - კონტრასტულ მიკროსკოპში
გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს მიკროკინემატოგრაფიულ
გადაღებებთან ერთად (ცეიტრაფერული გადაღება).
მიკროსპორია microspory микроспория microsporia (ბერძნ.mikros
პატარა, მცირე, sporos თესლი) - კანის, უპირატესად თავის თმიანი
ნაწილის სოკოვანი დაავადება - მიკოზი.
მიკროფაგები microphages микрофаги microphagi (ბერძნ. mikros
პატარა, მცირე, phagos მშთანმთქმელი) - გრანულოციტების ერთ-
ერთი ფორმა. მაკროფაგებისაგან (იხ.) განსხვავებით გააჩნიათ
მცირე ზომები. ყველაზე უფრო აქტიური მიკროფაგებია
ნეიტროფილები.
მიკროფთალმია microphthalm микрофтальмия microphthalmia
(ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ophthalmos თვალი) - ერთი ან ორივე
თვალის კაკლის ზომის არანორმალური შემცირება.
მიკროფლორა microfl ora микрофлора microfl ora (ბერძნ. mikros
პატარა, მცირე, ფლორა - რომაული მითოლოგიიდან: ყვავილებისა
და გაზაფხულის ქალღმერთი) - მიკროორგანიზმების სხვადასხვა
სახეობების სტაბილური ერთობლიობა, რაც ჩამოყალიბებულია
ევოლუციის პროცესში; რომელიმე ცხოველისათვის, მათ შორის
ადამიანისათვის დამახასიათებელი მიკროორგანიზმების
ერთობლიობა. ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ ბაქტერიების და
სოკოების აღსანიშნავად.
მიკროქირურგია microsurgery микрохирургия microchirurgia
(ბერძნ. mikros პატარა, მცირე, cheir ხელი, ergon საქმე) - ქირურგიის
ერთ-ერთი მიმართულება, რაც მდგომარეობს მცირე ანატომიურ
სტრუქტურებზე ოპერაციების ჩატარებაში. იყენებენ ოპტიკურ
საშუალებებს და სპეციალურ ინსტრუმენტებს.
მიკროცეფალია microcephaly микроцефалия microcephalia
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, cephale თავი) - თავის ტვინისა და
ქალას ტვინოვანი ნაწილის სიმცირე. იშვიათ შემთხვევებში თან
ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა. იგივე მიკროკეფალია.
მიკროციტოზი microcytosis микроситоз microcytosis
(ბერძნ.mikros პატარა, მცირე, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) -
სისხლში ანომალურად მცირე ზომების ერითროციტების
(მიკროციტების) არსებობა. დამახასიათებელია ზოგიერთი
ანემიისათვის (მიკროციტული ანემიები), მათ რიცხვში
რკინადეფიციტური ანემიისათვის, ზოგიერთი
ჰემოგლობინოპათიისათვის და სხვ.
მიკროჰემატურია microhematury микрогематурия
microhaematuria (ბერძნ. mikros პატარა, haima სისხლი, uron შარდი)
- ერითროციტების არსებობა შარდში, რაც ვლინდება მხოლოდ
მიკროსკოპული კვლევის შემთხვევაში. სინ.: მიკროსკოპული
ჰემატურია.
მიკრურგია microsurgery микрургия micrurgia (ბერძნ. mikros
პატარა, მცირე, ergon მუშაობა) - ოპერაცია უჯრედზე მიკროსკოპის
დახმარებით. სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება უჯრედზე (რაიმე
ნივთიერების შეყვანა, ბირთვის მოცილება (ენუკლეაცია),
უჯრედული ორგანოიდების გადანერგვა და სხვ.). მიკროსკოპული
ოპერაციები უჯრედზე მიმდინარეობს განსაკუთრებული
ხელსაწყოს - მიკრომანიპულატორის დახმარებით. მიკრურგიის
მეთოდებს მიკრომანიპულაციებსაც უწოდებენ.
მილი milli милли milli (ლათ. mille ათასი) - რთულ სიტყვებში
აღნიშნავს ზომის, წონის მეათასედ ნაწილს (მაგ., მილილიტრი
ლიტრის მეათასედი ნაწილია).
მილიარული miliary милиарный miliaria (ლათ. milium ფეტვი) -
აღნიშნული ტერმინი გამოიყენება კანზე მცირე ზომის,
ღ ულ ტე გ ყე ე კ ე ც ე
ფეტვისებური კვანძების და ლაქების აღწერისათვის.
მილიუმი milium милиум (белый угарь) milium (ლათ. milium
ფეტვი) - ქართულად: თეთრი ფერისმჭამელა. მცირე ზომის
მოყვითალო ფერის კვანძი (უფრო ხშირად სახეზე).
მიმიკა facial expression мимика mimica (ბერძნ. mimikos მიბაძვა) -
ფსიქიკური და ვეგეტატიური ძვრებით განპირობებული სახის
მეტყველი მოძრაობა, რასაც სპეციალური კუნთები ემსახურება.
მინანქარი enamel эмаль emal (ფრანგ. email) - ეპითელური
უჯრედების ზედაპირის არაჩვეულებრივად მკვრივი გამონაყოფი,
რომელიც 97%-მდე მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს და ფარავს
კბილის გვირგვინს. მინანქრის სტრუქტურა წარმოადგენილია
ექვსკუთხოვანი პრიზმებით.
მინერალიზაცია mineralisation минерализация mineralisatio (ლათ.
minerale) - ორგანული ნივთიერებების დაშლა ქიმიურ
ელემენტებად ლპობისა და დუღილის პროცესების მეშვეობით,
რასაც ახორციელებენ ბაქტერიები და უმდაბლესი სოკოები.
მინისატელიტური დნმ-ს პოლიმორფული markerebi polymorphe
markers of minisatellite DNA полиморфные маркеры
минисателитной ДНК minisatellit DNA polymorphus marceri (ლათ.
minimum უმცირესი, satelles თანამგზავრი, ბერძნ. poly ბევრი,
morphe ფორმა, ფრანგ. marquer მონიშვნა) - გამოიყენება გენომის
სპეციფიკური დაქტილოსკოპიური ანაბეჭდის მისაღებად.
მშობლების მინისატელიტური სპეციფიკურ ნუკლეოტიდთა
თანმიმდევრობები გადაეცემა შვილებს. უტყუარი ტესტია მამობის
დასადასტურებლად (ჯეფრიზი).
მიოგლობინი myoglobin миоглобин myoglobinum (ბერძნ. mys
კუნთი, ლათ. globus ბურთულა) - კუნთის ჰემოგლობინი. ცილა,
რომელიც ჟანგვითი პროცესებისათვის მოლეკულურ ჟანგბადს
აგროვებს კუნთებში.
მიოდინია myodynia миодиния myodynia (ბერძნ. mys კუნთი,
odyne ტკივილი) - კუნთების ტკივილი.
მიოეპითელიოციტი myoepitheliocyte миоэпителиоцит
myoepitheliocytum (ბერძნ. mys კუნთი, epi ზედ, ზევიდან, thele
ძუძუს თავი, დვრილი, kytos ჯრედი) - გლუვი მიოციტის მსგავსი
ეპითელური წარმოშობის უჯრედი. გარს ერტყმიან ეგზოკრინული
ჯირკვლების სეკრეტორულ ალვეოლებს. მათ წანაზარდებში
ჯ კვლე ეკ ეტ ულ ლვე ლე წ დე
კარგადაა გამოხატული კუმშვადი ფილამენტები.
მიოეპითელიოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
სეკრეტირებული ნივთიერებების ჯირკვლების სადინრებში
გამოყოფის პროცესში.
მიოზინი myosin миозин myosinum (ბერძნ. mys კუნთი) - ხსნადი
ცილა, რომელსაც შეიცავს კუნთები. წარმოადგენს მიოფიბრილის
მთავარ შემადგენელ ნაწილს.
მიოზიტი myositis миозит myositis (ბერძნ. mys კუნთი, itis ანთება)
- ჩონჩხის კუნთების ანთება.
მიოკარდიოპათია myocardiopathia миокардиопатия
myocardiopathia (ბერძნ. mys კუნთი, cardia გული, pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა) - გულის კუნთის ფუნქციური უკმარისობა.
მიოკარდიტი myocarditis миокардит myocarditis (ბერძნ. mys
კუნთი, cardia გული, itis ანთება) - გულის კუნთის ანთება, რომლის
მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული
და სხვა ფაქტორები.
მიოკარდიუმი myocardium миокард myocardium (ბერძნ. mys
კუნთი, cardia გული) - გულის კუნთი, რომელიც წარმოქმნილია
განივზოლიანი კუნთებით. მიოკარდში შეინიშნება
შემაერთებელქსოვილოვანი შრეები და გულის მკვებავი
სისხლძარღვები. მიოკარდის თავისებურებაა ორგანიზმის მთელი
სიცოცხლის მანძილზე მიმდინარე უწყვეტი, რითმული,
ავტომატური შეკუმშვები.
მიოკლონია myoclony миоклония myoclonia (ბერძნ. mys კუნთი,
klonos უწესრიგო მოძრაობა, არეულობა) - ჰიპერკინეზია (იხ.), რაც
ხასიათდება კუნთების ან მათი ცალკეული ბოჭკოების სწრაფი,
კლონური შეკუმშვით. ვითარდება როგორც სიმშვიდის, ასევე
მოძრაობის დროს, ძილში კი ქრება. სინ.: მიოკლონუსი.
მიოლოგია myology миология myologia (ბერძნ. mys კუნთი, logos
მოძღვრება) - ანატომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კუნთებს.
მიომა myoma миома myoma (ბერძნ. mys კუნთი, oma სიმსივნე) -
კუნთოვანი ქსოვილის (როგორც განივზოლიანის, ასევე გლუვის)
კეთილთვისებიანი სიმსივნე.
მიომალაცია myomalacia миомалация myomalacia (ბერძნ. mys
კუნთი, malakia დარბილება) - კუნთების დარბილება. უფრო
ხშირად ტერმინს იყენებენ გულის კუნთთან მიმართებაში.
დ ტე ყე ე ე გულ კუ ე
მიომეტრიუმი myometrium миометрий myometrium (ბერძნ. mys
კუნთი, metra საშვილოსნო) - საშვილოსნოს კუნთოვანი შრე,
რომელიც შიგნიდან ამოფენილია ენდომეტრიუმის (იხ.) შრით.
მიომექტომია myomectomy миомэктомия myomectomia (ბერძნ.
mys კუნთი, oma სიმსივნე, ektome ამოკვეთა, ამოჭრა) -
ქირურგიული ოპერაცია: მდგომარეობს საშვილოსნოს კუნთოვანი
კედლიდან კეთილთვისებიანი სიმსივნის (მიომის) ამოკვეთაში.
მიოპათია myopathy миопатия myopathia (ბერძნ. mys კუნთი,
pathos ტანჯვა) - კუნთების დაავადებების კრებითი სახელწოდება.
მიოპია myopia миопия myopia (ბერძნ. mys თვალების დახუჭვა,
მოჭუტვა, ops თვალი) - ქართულად: სიბეცე, ახლომხედველობა.
რეფრაქცი ის (იხ.) ანომალია, თვალის ბროლის ზედმეტი
გამოზნექილობა, რომლის დროსაც პარალელურ სხივთა ფოკუსი
მდებარეობს ბადურას წინ.
მიოსპაზმი myospasm миоспазма myospasmus (ბერძნ. mys კუნთი,
spasmos კრუნჩხვა) - კუნთების სპაზმური შეკუმშვა.
მიოტომია myotomy миотомия myotomia (ბერძნ. mys კუნთი,
tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - კუნთის გაკვეთა ან ქირურგიული გათიშვა
(განცალკევება).
მიოტონია myotoia миотония myotonia (ბერძნ. mys კუნთი, tonos
დაძაბვა) - ჩონჩხის კუნთების დაზიანებით მიმდინარე დაავადება,
რომელიც ვლინდება მათი ანომალურად ხანგრძლივი
შეკუმშვებით. ავადმყოფს უჭირს კუნთების მოდუნება რაიმე სახის
დაძაბულობის შემდეგ. მიოტონია მემკვიდრული დაავადებაა.
ამავე დროს იგი შესაძლებელია იყოს კუნთური დისტროფიის
(მიოტონური დისტროფია) ერთერთი გამოვლინებაც.
მიოფიბრილები მყოფი brils миофибриллы myofi brili (ბერძნ.mys
კუნთი, ლათ. fibrille ბოჭკო) - კუნთების სპეციალური
ორგანოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ შეკუმშვის პროცესს.
ყოველი მიოფიბრილი თავის მხრივ შედგება მრავალი ასეული
სუბერთეულისაგან, რომელთაც პროტომიოფიბრილები
ეწოდებათ. შეიცავენ აქტინის და მიოზინის ფილამენტებს.
მიოციტი myocyte миоцит myocytum (ბერძნ.mys კუნთი, kytos
უჯრედი) - განივზოლიანი ან გლუვი კუნთის უჯრედი.
მიოჰემოგლობინი - იხ. მიოგლობინი.
მისია mission миссия missio (ლათ. missio გაგზავნა) - ადამიანის,
მაგ., მეცნიერის, ექიმის გაგზავნა სხვაგან განსაკუთრებული
მიზნით (რაიმე მეთოდის, ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის
ახალი საშუალებების ასათვისებლად და სხვ.).
მიტოგენები mitogenes митогены mitogeni (ბერძნ. mitos ძაფი,
genaos წარმოქმნა) - ნივთიერებები (ფიტოჰემაგლუტინინი,
ჭიაფერა, კონკანავალინ A და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობენ
სხვადასხვა ტიპის იმუნოკომპეტენტური უჯრედების (კერძოდ, T-
და B-ლიმფოციტების) პროლიფერაციულ აქტივობას.
მიტოზი mitosis митоз mitosis (ბერძნ. mitos ძაფი) - იგივე
უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. წარმოადგენს მემკვიდრული
ინფორმაციის გადაცემის მექანიზმს დედისეული უჯრედიდან
შვილეულ უჯრედებში. მიტოზის არსი მდგომარეობს
ქრომოსომების კანონზომიერ გაორმაგებაში და მათ თანაბარ
გადანაწილებაში შვილეულ უჯრედებს შორის. ეს პროცესი
შედგება პროფაზის, მეტაფაზის, ანაფაზის და ტელოფაზისაგან.
სინ.: კარიოკინეზი, უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა.
მიტოზური ინდექსი mitosis index инекс митоза index mitosis
(ბერძნ. mitos ძაფი, ლათ. index მაჩვენებელი) - მიტოზის სიხშირის
მაჩვენებელი ანუ მიტოზის პროცესში მყოფი უჯრედების
რაოდენობა ყოველას (ათას) უჯრედზე.
მიტოქონდრია mitochondria митохоидрия mitochondrion (ბერძნ.
mitos ძაფი, chondros მარცვალი) - უჯრედის ორგანოიდი,
რომელსაც შეუძლია რეპლიცირება და წარმოადგენს უჯრედის
სუნთქვის ენერგეტიკულ სისტემას და ცენტრს. ნუკლეინის
მჟავების, მათ შორის დნმ-ს არსებობა, განაპირობებს
მიტოქონდრიების მონაწილეობას ციტოპლაზმურ
დამემკვიდრებაში. მიტოქონდრიების გარსი შედგება გარეთა და
შინაგანი მემბრანებისაგან, რომელთაგან უკანასკნელი ქმნის
ინვაგინაციებს და თხემებს, ტიხრებს ანუ კრიპტებს (იხ. კრიპტა).
მიტრალური mitralis митральный mitralis (ბერძნ. mitra
თავსარქმელი, ჩალმა) - გულის მიტრალური ანუ ორკარედი
სარქველი.
მიქსედემა myxedema микседема myxoedema (ბერძნ. myxa
ლორწო, oidema შეშუპება) - ზრდასრული ადამიანის ფარისებური
ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის (ჰიპოთირეოზით)
ჯ კვლ ფუ ქც უკ ე
გამოწვეული დაავადება, რომლის თვისაც დამახასიათებელია
ლორწო ვანი შეშუპება, სიმსუქნე, სქესობრივი ფუნქციის მოშლა და
ა.შ. მკურნალობენ თიროქსინით.
მიქსოვირუსები myxoviruses миксовирусы myxovirus (ბერძნ.
myxa ლორწო, ლათ. virus შხამი) - რნმ-ს შემცველი ვირუსებია,
რომელთაც გააჩნიათ გარეგანი მემბრანა და ტროპიზმი
ლორწოვანი გარსებისადმი. მიქსოვირუსები იყოფიან
პარამიქსოვირუსებად და ორთომიქსოვირუსებად (იხ.).
მიქსოლიპომა myxolipoma миксолипома myxolipoma (ბერძნ. myxa
ლორწო, lipos ცხიმი, oma სიმსივნე) - ლიპომა, რომელშიც კეროვან
და დიფუზურ დეგენერაციულ ცვლილებებს თან ახლავს
პრიმიტიული ლორწოვანი მეზენქიმური ქსოვილი.
მიქსომა myxoma миксома myxoma (ბერძნ. myxa ლორწო, oma
სიმსივნე) - შემაერთებელი ქსოვილისაგან წარმოქმნილი
ჟელატინისმაგვარი კეთილთვისებიანი სიმსივნე. ახასიათებს
ლორწოვანი პარენქიმა და სისხლძარღვების შემცველი სტრომა.
წინაგულის მიქსომა წარმოადგენს გულის, ჩვეულებრივ, მისი
მარცხენა ნახევრის სიმსივნეს. ვითარდება წინაგულებსშორისი
ტიხარიდან. წარმოქმნილი მიქსომის სიმპტომებია: სხეულის
ტემპერატურის მომატება, სახსრების ტკივილები, აგრეთვე
გონების უეცარი დაკარგვა, რაც გამოწვეულია სისხლის
მიმოქცევის დარღვევით. მიქსომა შეიძლება შეცდომით იქნეს
დიაგნოსტირებული როგორც მიტრალური სარქველის სტენოზი.
აუცილებელია მისი ქირურგიული ამოკვეთა.
მიქსოსარკომა myxosarcoma миксосаркома myxosarcoma (ბერძნ.
myxa ლორწო, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - სარკომა, რომლის
შემადგენლობაში შედის მუკოიდური ნივთიერება.
მიქსოფიბრომა myxofibroma миксофиброма myxofibroma (ბერძნ.
myxa ლორწო, ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. oma სიმსივნე) -
ფიბროზული და შემაერთებელი ქსოვილის კეთილთვისებიანი
სიმსივნე, რომელიც შეიცავს მიქსომატოზურ ელემენტებს, ანდა
რომელიც თავისი განვითარების პროცესში განიცდის მუკოიდურ
დეგენერაციას.
მიქსტ-ინფექცია mixt-infection микст-ирфекции mixt-infectio
(ლათ. mixtura ნარევი) - ქართულად: შერეული ინფექცია.
გამომწვევია მიკროორგანიზმების 2 ან რამდენიმე სახეობა.
გ წვევ კ გ ე დე ე ე
განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა შერეული
ინფექციები, რომელთა გამომწვევები შეიძლება იყვნენ
სტაფილოკოკები, პროტეუსი, ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი.
შერეულ ინფექციებს მიეკუთვნება აგრეთვე ბაქტერიებით,
ვირუსებით, მიკოპლაზმებით და მათი სხვადასხვა კომბინაციებით
გამოწვეული მრავალი რესპირატორული ხასიათის დაავადება.
მიქსტურა mixture микстура mixtura (ლათ. mixtura ნარევი) -
სხვადასხვა წამლებისაგან მომზადებული თხევადი ნარევი.
მიცეტიზმი mycetism мицетизм mycetismus (ბერძნ. mykes სოკო) -
სოკოთი მოწამვლა.
მიცეტომა mycetoma мицетома mycetoma (ბერძნ. mykes სოკო, oma
სიმსივნე) - სხვადასხვა პარაზიტული სოკოებით გამოწვეული
ქრონიკული ღრმა მიკოზი. ხასიათდება ტერფების დაზიანებით და
მათში მრავლობითი, ჩირქოვანი აბსცესების და ფისტულების
განვითარებით. გვხვდება ცხელი და ნესტიანი კლიმატის მქონე
ქვეყნებში. სინ.: მადურომიკოზი.
მკურნალობა კომბინირებული sandwich treatment лечение
комбинированное therapia combinatio - მკურნალობის რამდენიმე
მეთოდის (ქირურგიული, ქიმიური, იმუნოლოგიური და სხვ.)
ერთობლივი გამოყენება.
მკურნალობა კონსერვატული conservative treatment лечение
консервативное therapia conservatio (ლათ. conservativus
დამცველობითი) - მკურნალობა, რომელიც მიმართულია
ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების
წინააღმდეგ.
მკურნალობა რადიკალური radical treatment радикалбная
терапия therapia radicalis (ლათ. radicalis ძირითადი) - ინტენსიური
მკურნალობა, რომლის მიზანია ავადმყოფის სრული
გამოჯანმრთელება და არა დაავადების სიმპტომების უბრალო
შესუსტება.
მლივი ნაწლავი jejunum тощая кишка jejunum - წარმოადგენს
წვრილი ნაწლავის ნაწილს. შეადგენს მის 2/5-ს. ერთმანეთთან
აერთებს თორმეტგოჯა და თეძოს ნაწლავებს.
მნემასთენია mnemasthenia мнемастения mnemasthenia (ბერძნ.
mneme მეხსიერება, astheneia სისუსტე) - მეხსიერების დასუსტება.
გამოწვეულია ან მოხუცებულობით ან რომელიმე პათოლოგიით.
გ წვეულ უცე ულ ელ ე ლ გ
მნემოდერმია mnemoderma мнемодермия mnemodermia (ბერძნ.
mneme მეხსიერება, derma კანი) - ფსიქოგენური ქავილი:
თვითშთაგონების შედეგად კანზე სხვადასხვა ეგზოპარაზიტის
არსებობის წარმოდგენა.
მნემონიკა mnemonic мнемоника mnemonica (ბერძნ. mnemonikon
დამახსოვრების ხელოვნება) - სხვადასხვა ჭარბი ცნობებისა და
ფაქტების დამახსოვრებისათვის გამოყენებული მეთოდების
ერთობლიობა. ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას და
ძირითადად ეყრდნობა ასოციაციის კანონებს.
მობილიზაცია mobilization мобилизация mobilisatio (ლათ. mobilis
მოძრავი) - ორგანიზმის იმუნური ძალების მზადყოფნა ამა თუ იმ
უცხო ანტიგენის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მობილუნკუსი mobiluncus мобилуткус mobiluncus -
ანაერობული, გრამ-უარყოფითი ბაქტერიების გვარი. წარმოადგენს
წვრილ, მოღუნულ ჩხირებს. განლაგებულნი არიან წყვილებად,
მოძრავებია, გააჩნიათ ლატერალური და სუბპოლარული
შოლტები. პათოგენური თვისებები არასაკმარისადაა შესწავლილი.
ხშირად გამოიყოფა ვაგინიტების შემთხვევაში. გვარის ტიპური
სახეობაა M.curtisii.
მობილური გენები mobile genes моьильные гены genus mobilis
(ლათ. mobilis მოძრავი, ბერძნ. genos წარმოშობა) - დნმ-ს
სტრუქტურულ-გენეტიკური დისკრეტული ფრაგმენტები,
რომელთაც ძალუძთ გადაინაცვლონ უჯრედის გენომში. ე.წ.
„მხტუნავი გენები“.
მობილური უჯრედები mobile cells моьильные клетки cellula
mobilis (ლათ. mobilis მოძრავი) - სომატური უჯრედების ერთ
ნაწილს და სასქესო უჯრედებიდან სპერმატოზოიდებს გააჩნიათ
აქტიური მოძრაობის უნარი. სომატური უჯრედებიდან
ფაგოციტებს, ლიმფოციტებს შეუძლიათ გადალახონ
ჰემატოენცეფალური ბარიერი. ნეიტროფილები დიაპედეზის
საშუალებით გამოდიან სისხლძარღვებიდან და მიემართებიან
ანთების კერისაკენ.
მოგრძო ტვინი - იხ. ტვინი მოგრძო.
მოდელი model модель modele (ფრანგ. modele) - მედიცინაში ამ
ტერმინს იყენებენ რაიმე ავადმყოფობის ანალოგის აღსანიშნავად
ცხოველებში (ექსპერიმენტული მოდელი). მაგ., ათეროსკლეროზის
ც ველე ექ ე ე ტულ დელ გ ე კლე
მოდელი, ავთვისებიანი სიმსივნეების რომელიმე ჰისტოლოგიური
ვარიანტის მოდელი და სხვ.
მოდიფიკაცია modification модификация modificatio (ლათ.
modificatio ცვლილება) - არამემკვიდრული ანუ მოდიფიკაციური
ცვალებადობა, რაც განპირობებულია სომატურ უჯრედებზე
გარემოს ზემოქმედებით და რომელიც არ ეხება გამეტების
ქრომოსომულ აპარატს.
მოზაიციზმი mozaicism мозаицизм mozaicizmus (ფრანგ. mosaique)
- ორგანიზმში ერთი ტიპის უჯრედების ორი ან რამდენიმე სახით
ერთდროული არსებობა; უჯრედი, რომელსაც ერთდროულად
გააჩნია სხვადასხვა ტიპის უჯრედებისათვის დამახასიათებელი
მორფოლოგია. სინ.: ქიმერა.
მოლეკულა molecule молекула molecula (ლათ. moles მასა, cula
კნინობითი სუფიქსი) - უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც
შენარჩუნებული აქვს ამა თუ იმ ნივთიერების ქიმიური თვისებები.
მოლეკულა შედგება ატომებისაგან.
მოლეკულური ბიოლოგია molecular biology молекулярная
биология biologia molecularis (ლათ. moles მასა, cula კნინობითი
სუფიქსი, bios სიცოცხლე, ლოგოს მოძღვრება) - მეცნიერება,
რომლის მიზანია ბუნების, ცხოველქმედების მოვლენების შეცნობა
ბიოლოგიური ობიექტების მოლეკულურ დონეზე კვლევის გზით.
მისი საბოლოო მიზანია მემკვიდრეობის, ცილის ბიოსინთეზის,
ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის გზების შესწავლა.
მოლუსკები molluscs моллюски mollusca - რბილტანიანი
ცხოველების ტიპი, რომელიც დაყოფილია 3 ძირითად კლასად:
ორსაგდულიანებად, მუცელფეხიანებად და თავფეხიანებად.
ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა პარაზიტული ტრემატოდის (იხ.)
შუალედური მასპინძელია.
მოლუსკოციდები molluscocides моллюскоциды molluscocidus
(ლათ. mollusca, caedo ვკლავ) - წყალსატევებში მოლუსკების
(ტრემატოდების შუალედური მასპინძლების) გასანადგურებლად
გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები.
მომყოლი afterbirth послед placenta - ნაყოფის პლაცენტა,
ჭიპლარი და გარსები, რომლებშიც ვითარდება ნაყოფი.
ორსულობისას ისინი მიმაგრებულნი არიან საშვილოსნოს
კედელზე, ნაყოფის დაბადების შემდეგ კი ხდება მათი მოცილება
მშობიარობიდან რამდენიმე საათში.
მონიტორინგი monitoring мониторинг monitor (ლათ. monitor ის,
რაც გვაფრთხილებს, დამკვირვებელი) - დაკვირვება რაიმე
ობიექტსა და მოვლენებზე. მრავალმიზნობრივი ინფორმაციული
სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანაა რაიმე ობიექტისა და
მოვლენის შეფასება და პროგნოზი. მონიტორინგის მიზანია
შექმნილ კრიტიკულ სიტუაციებზე, ადამიანის
ჯანმრთელობისათვის მავნე და სახიფათო აბიოტურ ფაქტორებზე
და ადამიანის მიერ შექმნილ სხვადასხვა სისტემებზე კონტროლის
დაწესება.
მონობაქტერიები monobacteria монобактерии monobacteria
(ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, bakteria ჩხირი) - ბაქტერიული
ჩხირები განლაგებულია ცალ-ცალკე და უწესრიგოდ.
მონობლასტი monoblast монобласт monoblastus (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, blastos ყლორტი, ღივი) - მონოციტური რიგის
მონოპოტენტური დედა-უჯრედი, რომლისგანაც ვითარდება
პრომონოციტი, შემდეგ კი მონოციტი. მონობლასტი ჩვეულებრივ,
ვლინდება ძვლის წითელ ტვინში, თუმცა ზოგიერთი
ავადმყოფობის (მაგ., მწვავე მონობლასტური ლეიკემიის)
შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს პერიფერიულ სისხლშიც.
მონოვალენტური ფაგები - იხ. ფაგები მონოვალენტური.
მონოინფექცია monoinfection моноинфекция monoinfectio (ბერძნ.
monos ერთი, ერთიანი, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - ამა თუ
იმ მიკროორგანიზმის ერთი სახეობით გამოწვეული ინფექციური
დაავადება.
მონოკინები monokins монокины monocini (ბერძნ. monos ერთი,
ერთიანი, kineo ვმოძრაობ) - მონოციტების მიერ გამოყოფილი
ქიმიური მედიატორები.
მონოკლონური ანტისხეულები monoclonal antibodies
моноклональные антитела anticorpora monoclonus (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, klon ამონაყარი, ყლორტი) - ჰიბრიდომების (იხ.),
იგივე ჰიბრიდული უჯრედების მიერ სინთეზირებული
ანტისხეულები, რომელთაც მაღალი სპეციფიკურობა ახასიათებთ
ანტიგენის მიმართ.
მონომანია monomania мономания monomania (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, mania სიგიჟე) - ერთი რაიმე აზრის ან საგნის
აკვიატება. ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
მონონევრიტი mononeuritis мононеврит mononeuritis (ბერძნ.
monos ერთი, ერთიანი, neuron ნერვი, itis ანთება) - დაავადება,
როდესაც დაზიანებულია რომელიმე ერთი პერიფერიული ნერვი.
ნერვზე დაწოლა ან მისი სისხლმომარაგების მოშლა
მონონევრიტის განვითარების ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია.
მონონუკლეარი mononuclear мононуклеар mononuclearis (ბერძნ.
monos ერთი, ერთიანი, ლათ. nucleus ბირთვი) - ერთბირთვიანი
უჯრედი.
მონორქიზმი monorchism монорхизм monorchismus (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, orchis სათესლე) - ცალმხრივი კრიპტორქიზმი
(იხ.).
მონოტონური monotonous монотонный monotonus (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, tonos დაძაბვა) - ერთი ტონის, ერთ ხმაზე,
ყოველგვარი ცვლილების გარეშე (მაგ., დაავადების მონოტონური
მიმდინარეობა, მონოტონურად ჩატარებული ლექცია).
მონოტრიქები monotriches монотрихи monotrichi (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, trichos ძაფი) - ბაქტერიები, რომელთაც ერთი
პოლარულად განლაგებული შოლტი გააჩნიათ (ქოლერის
ვიბრიონი, ნიტროზომონასი და სხვ.).
მონოფთალმია monophtalmy монофтальмия monophtalmia (ბერძნ.
monos ერთი, ერთიანი, ophthalmos თვალი) - მემკვიდრული ან
შეძენილი დეფექტი, რაც გამოიხატება ერთი თვალის დაკარგვაში.
მონოფობია monophoby монофобия monophobia (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, phobos შიში) - მარტოდ დარჩენის პათოლოგიური
შიში.
მონოქიმიოთერაპია monochemotherapy монохимиотерапия
monochemotherapia (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, chemeia ქიმია,
therapeia მკურნალობა) - ერთი რომელიმე ქიმიური პრეპარატით
ჩატარებული მკურნალობა. შდრ. პოლიქიოთერაპიას.
მონოციტი monocyte моноцит monocytum (ბერძნ. monos ერთი,
ერთიანი, kytos უჯრედი) - მონოციტური რიგის დიდი ზომის,
ერთბირთვიანი ლეიკოციტი. ციტოპლაზმა ბაზოფილური აქვს,
ბირთვი კი პოლიმორფული. სისხლის მაკროფაგია, რომელიც
დასაბამს აძლევს სხვადასხვა ქსოვილების მაკროფაგებს
მონოციტოზი monocytosis моноцитоз monocytosis (ბერძნ. monos
ერთი, ერთიანი, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - პერიფერიულ
სისხლში მონოციტების რაოდენობის მომატება (9%-ზე ზევით).
მორაქსელები moraxella моракселлы moraxella - ბაქტერია
პირველად, 1896 წელს გამოყვეს ფრანგმა ვ. მორაქსმა და
გერმანელმა კ.აქსენფელდმა. იწვევს სეფტიკურ ინფექციებს, მწვავე
და ქრონიკულ კონიუნქტივიტებს, სეფტიკურ მენინგიტებს,
სეფტიცემიებს და არაგონოკოკურ ურეთრიტებს. წარმოდგენილია
მოკლე, კაფსულიანი ჩხირებით. გამოირჩევიან პენიცილინისადმი
მაღალი მგრძნობელობით. გვარის ტიპური წარმომადგენელია
Moraxella (Branhamella) catarrhalis.
მორბიდული morbid морбидный morbidalis (ლათ. morbus
ავადმყოფობა, სნულება) - მტკივნეული, ავადმყოფური,
პათოლოგიური. ავადმყოფურად მგრძნობიარე,
მელანქოლიისადმი მიდრეკილი ადამიანი.
მორბუსი morbus, болезнь morbus (ლათ. morbus ავადმყოფობა,
სნეულება) - ქართულად: ავადმყოფობა. ორგანიზმის
ცხოველქმედების დარღვევა შინაგანი ან გარეგანი სპეციფიკური
ეტიოლოგიური აგენტების მოქმედების შედეგად.
მორგანელები morganella морганеллы morganella - გრამ-
უარყოფითი ჩხირებია. ხშირად იწვევენ ჰოსპიტალურ ინფექციებს.
მათ მიერ გამოწვეული საშარდე ტრაქტის ინფექციების
დიფერენცირება Enterobacteriaceae-ს სხვა წარმომადგენლების
მიერ გამოწვეული ანალოგიური ინფექციებისაგან, დიდ
სიძნელეებთანაა დაკავშირებული. რეზისტენტულნი არიან
ანტიბიოტიკებისადმი. მათდამი ყველაზე ეფექტურია
ცეფალოსპორინი, მაგ., ცეფოტაქსიმი.
მორგი morgue морг morgue (frang. morgue) - გვამებისათვის
განკუთვნილი ადგილი საავადმყოფოებსა და სხვა ტიპის
სამედიცინო დაწესებულებებში. სინ.: პროზექტურა.
მორია moria мория moria (ბერძნ. moria სისულელე, სიგიჟე) -
პათოლოგიური შეუსაბამო ქცევა, რასაც ემატება ბავშვური
მხიარულება (უადგილო ხუმრობები, ცელქობები და სხვ.),
რომელიც სიტუაციიდან არ გამომდინარეობს. ადგილი აქვს
ელ ც ტუ ც დ გ დ ე დგ ლ ქვ
ზოგიერთი ინტოქსიკაციური ფსიქოზის, თავის ტვინის ტრავმების
და ცერებრული სიმსივნის შემთხვევებში.
მორულა morula морула morula (ლათ. morum თუთა) -
განაყოფიერებული კვერცხის განვითარების ერთერთი სტადია,
რის დროსაც ჩანასახი 32 ბლასტომერისაგან შედგება. მორულას
შემდეგ მოდის ბლასტოცისტა (იხ.). მორულა თავისი ფორმით
წააგავს თუთის, მაყვლის ან ჟოლოს ნაყოფებს.
მორფინი morphine морфин morphinum (ლათ. morphinum.
ბერძნული მითოლოგიით, ძილის ღმერთის, მორფეუსის სახელის
მიხედვით) - ოპიუმის ძირითადი ალკალოიდი, რომელსაც
იყენებენ ნარკოტიკულ (ტკივილის გამაყუჩებელ, ძილის
მომგვრელ) საშუალებად მედიცინაში.
მორფინიზმი morhinismus морфинизм morphinismus (ლათ.
morphinum. ბერძნული მითოლოგიით, ძილის ღმერთის,
მორფეუსის სახელის მიხედვით) - ნარკომანიის სახეობა, რაც
გამოიხატება მორფინისადმი ავადმყოფურ მიდრეკი ლებაში.
მორფოგენეზი morphogenesis морфогенез morphogenesis (ბერძნ.
morphe ფორმა, სახე, გენესის წარმოშობა) - 1. ორგანიზმის
სტრუქტურების განვითარების პროცესი ონტოგენეზსა და
ფილოგენეზში. 2. სხვადასხვა ორგანიზმების, მაგ., ვირუსების
განვითარების სტადიები - უჯრედში შეჭრიდან დაწყებული,
პლაზმალემიდან მათი გამოკვირტვით (ბუდდინგ)
დამთავრებული.
მორფოლოგია morphology морфология morphologia (ბერძნ.
morphe ფორმა, სახე, logos მოძღვრება) - ბიოლოგიური
მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების (ორგანოების,
ქსოვილების, უჯრედების, ორგანოიდების და სხვ.) ფორმასა და
აგებულებას. მასში შედის მეცნიერებათა კომპლექსი: ანატომია,
ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია და სხვ. ტერმინი
შემოიღო ი. ვ. გოეთემ.
მორფომეტრია morphometry морфометрия morphometria (ბერძნ.
morphe ფორმა, სახე, metreo ვზომავ) - უჯრედის ორგანოიდების და
ორგანოების ან სხვა სტრუქტურებისა და პროცესების
რაოდენობრივი შესწავლა.
მოსკიტები mosquitoes москиты Phlebotomidae (ესპ. mosquito
ბუზი) - ფეხსახსრიანთა ტიპის, მწერების კლასის, ორფრთიანთა
უ ფე ტ წე ე კლ ფ
რიგის, პატარა ზომის სისხლისმწოველი მწერებია.
ფლებოტომუსის გვარის მოსკიტებს გადააქვთ ლეიშმანიოზისა და
პაპატაჩის ცხელების გამომწვევი აგენტები.
მოტივაცია motivation мотивация motivatio (ლათ. motivus
მამოძრავებელი) - თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილებების
აგზნება, რაც სტიმულს აძლევს ადამიანს ან ცხოველს,
დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები. მოტივაცია ნიშნავს
რაღაც სტიმულს რაიმე მიზნის მისაღწევად.
მოტოთერაპია mototherapy мототерапия mototherapia (ლათ.
motor რასაც მოძრაობაში მოყავს, ბერძნ. therapia მკურნალობა) -
მკურნალობა მოძრაობის და ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით.
მოტორიკა motoric моторика motorica (ლათ. motor რასაც
მოძრაობაში მოყავს) - ორგანიზმის, მისი ცალკეული ორგანოების
ან მათი ნაწილების მოძრაობითი აქტიურობა. ტერმინს უფრო
ხშირად იყენებენ ღრუ ორგანოების კედლების გლუვი კუნთების
შეკუმშვით განპირობებული მოძრაობების აღსანიშნავად.
მოცვი bilberry (blaeberry) черника Vaccinum myrtullus L. - პატარა,
მრავალწლიანი ბუჩქია. ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ, პექტინურ ან
ლორწოვან ნივთიერებებს, სხვადასხვა მჟავებს, კაროტინს,
რიბოფლავინს, B1 ვიტამინს, შაქრებს, გლიკოზიდებს, პროტეინებს.
იყენებენ როგორც შემკვრელ, ანთების საწინააღმდეგო და
მხედველობის გასაუმჯობესებელ საშუალებას, აგრეთვე
ქრონიკული ენტეროკოლიტების, ფაღარათისა და დიაბეტის
შემთხვევებში.
მოცხარი currant смородина Rubes nigrum L. - ბუჩქია. შეიცავს
ასკორბინის მჟავას, P, B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს, შაქრებს,
პექტინებს, მთრიმლავ და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთს,
ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, პიგმენტებს, ფიტონციდებს და
სხვ. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი, შარდმდენი და
სხვა თვისებები. გამოიყენება როგორც პოლივიტამინი, აგრეთვე
როგორც მადის აღმძვრელი საშუალება. იყენებენ რევმატიზმის
დროს, თირკმლების, შარდის ბუშტის, შარდ-კენჭოვანი
დაავადებების შემთხვევებში.
მოწამვლა poisoning отравление intoxicatio - ორგანიზმზე ამა თუ
იმ შხამის ზემოქმედებით გამოწვეული დაავადება. ვლინდება
ორგანიზმის ჰომეოსტაზის დარღვევით. განასხვავებენ მწვავე და
ქრონიკულ მოწამვლებს. იხ. ინტოქსიკაცია.
მრავალძარღვა plantain подорожник Plantago major L. -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას,
მთრიმლავ ნივთიერებებს, K ვიტამინს, გლიკოზიდს, კალიუმს,
ფისებს, კაროტინს, ოლეინის და ლიმონის მჟავებს და ა.შ. გააჩნია
სისხლდენის შემაჩერებელი, ბაქტერიოსტატიკური, ჭრილობის
შემხორცებელი და ამოსახველებელი თვისებები. იყენებენ კუჭისა
და ნაწლავების წყლულების, გასტრიტის, ენტერიტის და
ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევებში. ფესვების ექსტრაქტს
იყენებენ ტუბერკულოზის დროს, მწერების და გველგესლების
ნაკბენის მოსაშუშებლად და სხვ.
მრგვალი ჭიები nematodes (roundworms) круглые черви
Nemathelminthes - დამახასიათებელია მრგვალი სხეული,
რომელიც ორივე ბოლოსაკენ წვრილდება. ბევრი მათგანი
ბინადრობს ნიადაგსა და წყალში, ზოგი კი ადამიანის,
ცხოველებისა და მცენარეების პარაზიტია. მრგვალი ჭიების ტიპში
გაერთიანებულია რამოდენიმე კლასი. მათგან სამედიცინო
ჰელმინთოლოგიის სფეროს წარმოადგენს ნემატოდების კლასი
(იხ.). ადამიანის პარატიზებია: ასკარიდა, მახვილა, ტრიქინელა და
სხვ.
მსხვილი ნაწლავი large intestine толстая кишка intestinum crassum
- ნაწლავი, რომელიც მდებარეობს წვრილ და სწორ ნაწლავებს
შორის. შედგება ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური
კოლინჯებისაგან. ეს უკანასკნელი გადადის სწორ ნაწლავში.
უჯრედისს (ცელულოზას) შლის ცელულოზას დამშლელი
სპეციალური ბაქტერიები (საერთოდ მსხვილ ნაწლავში დაახლ. 260
სხვა დასხვა დასახელების მიკროორგანიზმი ბინადრობს).
ბაქტერიების ერთი ჯგუფი ასინთეზებს ვიტამინ K-ს, რომელიც
დიდ როლს თამაშობს სისხლის შედედებაში. მსხვილ ნაწლავში
შეიწოვება წყლის ძირითადი მასა.
მუკოვისციდოზი mucoviscidosis муковисцидоз mucoviscidosis
(ლათ. mucus ლორწო, viscidus წებოვანი, ბერძნ. osis დგომარეობა) -
მემკვიდრული დაავადება, რომელიც ხასიათდება პანკრეასის,
ნაწლავების ჯირკვლების და სასუნთქი გზების კისტოზური
გადაგვარებით. ამის მიზეზია მათი გამომყვანი სადინრების
გ დ გვ ე ე გ ყვ დ ე
დახშობა ბლანტი სეკრეტით. ვლინდება ქრონიკული პნევმონიით,
საჭმლის მონელების დარღვევით. დაავადების დამემკვიდრება
ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.
მუკოპოლისაქარიდები mucopolysaccharides мукополисахариды
mucopolysaccharidi (ლათ. mucus ლორწო, ბერძნ. poly ბევრი, sakhar
შაქარი) - მაღალმოლეკულური პოლიმერებია, შემაერთებელი
ქსოვილის და ლორწოვანი გამონაყოფების მთავარი კომპონენტები.
მონაწილეობენ ქსოვილების ზრდის და რეგენერაციის,
განაყოფიერების და გამრავლების პროცესებში და ა.შ.
მუკოპოლისაქარიდოზი mucopolysaccharidosis
мукополисахаридоз mucopolysaccharidosis (ლათ. mucus ლორწო,
ბერძნ. poly ბევრი, sakhar შაქარი, osis მდგომარეობა) -
მუკოპოლისაქარიდების ცვლის დარღვევით განპირობებული
მემკვიდრული დაავადებების საერთო სახელწოდება. ადგილი აქვს
მუკოპოლისაქარიდების დაგროვებას ორგანოებსა და ქსოვილებში
და შარდთან ერთად დიდი რაოდენობით გამოყოფას.
მუკოცელე mucocoele мукоцеле mucocele (ლათ. mucus ლორწო,
ბერძნ. kele სიმსივნე) - ლორწოვანი კისტა. შეიძლება განვითარდეს
ნაღვლის ბუშტში, ჭიანაწლავში და ა.შ.
მულაჟი (ფრანგ. la maulage) - იგივე ფანტომი (იხ.).
მულტი multi мульти multi (ლათ. multum ბევრი) - რთულ
სიტყვებში აღნიშნავს მრავლობითს, ბევრს.
მუმიო mummy мумио mumia (არაბ. mumija, სპარს. mumo ცვილი)
- ბიოლოგიური წარმოშობის მკვრივი კონსისტენციის
ნივთიერებაა. შეიცავს ამინმჟავებს, ცვილს, სხვადასხვა მცენარეულ
ნარჩენებს, ფისებს, ჰიპურის მჟავას და ბენზომჟავას. იყენებენ
მოტეხილობების სამკურნალოდ. ასტიმულირებს ძვლოვანი
ქსოვილის რეგენერაციას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზების, შარდ-სასქესო
გზების დაავადებების და ასთმის სამკურნალოდ.
მუმიფიკაცია mumification мумификация mumificatio (არაბ.
mumija, სპარს. mumo ცვილი) - 1. გვამებისაგან მუმიების
დამზადება ანუ გვამის გაშრობა ლპობის პროცესების თავიდან
ასაცილებლად. 2. მუცლადმყოფი მკვდარი ნაყოფის მუმიისებრ
მასად გარდაქმნა.
მუმლი midges мошки simuliidae (Simuliidae) - მწერების კლასის,
მცირე ზომის სისხლისმწოველი მწე რებია. მათი კბენა ძლიერ
ქავილს იწვევს. წელიწადში იძლევიან 14 თაობას. ტულარემიის,
ჯილეხის, შავი ჭირის ბაქტერიების, ჰელმინთების კვერცხების
გადამტანებია.
მუნი itch чесотка scabies - იგივე ქეცი, სკაბიესი. დერმატოზია,
რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei. ტკიპები პარაზიტობენ
კანის რქოვან შრეში, იწვევენ ძლიერ ქავილს. მდედრები იქ
ღრღნიან გრძელ სავალ გზებს და დებენ კვერცხებს. 4-7 დღის
შემდეგ იჩეკებიან მატლები, რომლებიც 14 დღის შემდეგ აღწევენ
სქესობრივი სიმწიფის ასაკს, ერთმანეთს ეწყვილებიან კანის
ზედაპირზე, რის შემდეგაც მამრები კვდებიან.
მუსკარინიზმი muscarinism мускаринизм muscarinismus (ლათ.
muscarinum მუსკარინი) - ტოქსიკომანიის ერთ-ერთი ფორმაა, რაც
განპირობებულია საკვებად მუსკარინის შემცველ შხამა-სოკოს
გამოყენებასთან.
მუტაგენები mutagenes мутагены mutageni (ლათ. mutatio
ცვლილება, genos წარმოშობა, დაბადება) - გარემოს ფაქტორები,
(ვირუსები, ბიოტოქსინები, ულტრაიისფერი სხივები,
ტემპერატურა, ქიმიური ნივთიერებები და სხვ.), რომლებიც
განაპირობებენ გენური და ქრომოსომული მუტაციების
წარმოქმნას.
მუტაგენეზი mutagenesis мутагенез mutagenesis (ლათ. mutatio
ცვლილება, genesis წარმოშობა) - მუტაციის წარმოქმნის პროცესი.
მუტანტი mutant мутант mutantus (ლათ. mutatio ცვლილება) -
ორგანიზმი, რომელიც სპონტანური ან ინდუცირებული მუტაციის
შედეგად მემკვიდრულად განსხვავდება წინაპრებისაგან
რომელიმე ნიშან-თვისებით ან ნიშან-თვისებათა ჯგუფით.
მუტაცია mutation мутация mutatio (ლათ. mutatio ცვლილება) -
უჯრედის მემკვიდრული მასალის უეცარი ცვლილება.
განასხვავებენ გენურ, ქრომოსომულ და გენომურ (რაოდენობრივ)
მუტაციებს. სასქესო უჯრედებში წარმოქმნილი მუტაციები
გადაეცემა შთამომავლობას, ხოლო სომატურ უჯრედებში
არსებული მუტაციები - მხოლოდ ამ კონკრეტული უჯრედების
შემდგომ თაობებს. ტერმინი შემოიღო ჰ.დეფრიზმა.
მუტიზმი mutism мутизм mutismus (ლათ. mutus მუნჯი) -
მეტყველების ორგანული და ფუნქციური სრული შეკავება. უფრო
ხშირად ემართებათ დაბადებით ყრუ-მუნჯებს, ან ტვინის რაიმე
დაზიანების, დეპრესიის, ფსიქიკური ტრავმის შემთხვევებში.
მუცინი mucin муцин mucinum (ლათ. mucus ლორწო) - ლორწოს
მთავარი შემადგენელი ნაწილი. წარმოადგენს გლიკოპროტეიდს,
რომელიც შედის ლორწოს, ნერწყვის და სხვ. შემადგენლობაში.
მუცლის პრესი abdominal press, брюшной пресс prelum
abdominale - მუცლის სამი ფართო კუნთი, რომლებიც საყრდენს
წარმოადგენს მისი კედლებისათვის და მუცლის ღრუს
უნარჩუნებს გარკვეულ ტონუსს.
მუცლის ტიფი typhoid брюшной тиф typhus abdominalis -
ქართულად: მუცლის სახადი. ადამიანის მწვავე ინფექციური
დაავადებაა, გამოწვეული Salmonella typhi-თ, რომელიც
აღმოჩენილია გერმანელი კ.ებერტის მიერ. ვლინდება ცხელებით,
ინტოქსიკაციით და გულსისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის
მომნელებელი სისტემების და სხვ. დარღვევებით.
მუცლის ღრუ abdomen, полость брюшная abdominalis - სხეულის
ნაწილი გულმკერდის ქვევით, რომლებიც გაყოფილია
დიაფრაგმით. მუცლის ღრუში განლაგებულია კუჭი, ღვიძლი,
ნაწლავები და შარდგამომყოფი ორგანოები (თირკმლები, შარდის
ბუშტი და სხვ.). ქალებს მუცლის ღრუში გააჩნიათ აგრეთვე
საკვერცხეები და საშვილოსნო.
მღრღნელები rodents гризуны Rodentia - უმაღლესი
ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია. სოფლის მეურნეობისათვის
მავნე მღრღნელებია: მემინდვრია, ტყის თაგვი, ზაზუნა და სხვ.
ზოგიერთი მღრღნელი (ბინის თაგვი, ვირთაგვა) სხვადასხვა მძიმე
დაავადების (შავი ჭირი, ტულარემია, ტიფი, დიზენტერია და სხვ.)
გამავრცელებელია. სპეციალურად მოშენებულ თაგვებს,
ვირთაგვებს, ზაზუნებს იყენებენ როგორც ლაბორატორიულ
ცხოველებს.
მშობიარობა delivery роды partus (ლათ. parere დაბადება) -
ფიზიოლოგიური აქტი. ნაყოფის დაბადების პროცესი.
მომწიფებული ნაყოფის და მომყოლის საშოდან გამოდევნა. იხ.
პარტუსი.
მწერები insects насекомые insecta - ფეხსახსრიანების ტიპის ერთ-
ერთი კლასია. ბევრი მათგანი ობლიგატური ან ფაკულტატური
პარაზიტია, ზოგი კი ადამიანისა და ცხოველების ინფექციური და
ინვაზიური დაავადებების გადამტანი. ზოგი მწერი (ბუზები,
ტარაკნები და სხვ.) ეკოლოგიურად დაკავშირებულია ადამიანის
საცხოვრებელთან (სინათროპებია).
მწვავე მუცელი acute abdomen острый живот acutus abdominalis -
კრიტიკული მდგომარეობაა და ითხოვს გადაუდებელ ოპერაციას.
პაციენტი განიცდის უძლიერეს ტკივილებს და ხშირად იმყოფება
შოკურ მდგომარეობაში. მწვავე მუცლის მიზეზი შეიძლება იყოს:
კუჭის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის ან ელენთის გახეთქვა
ტრავმის შედეგად, აპენდიქსის მწვავე ანთება, პერიოდული
ავადმყოფობა. იხ. ავადმყოფობა პერიოდული.
მწოველები - იხ. ტრემატოდები.
მხედველობა vision зрение visio - მხედველობის ორგანოს და
მხედველობის ანალიზატორის მიერ სინათლის აღქმა, რისი
მეშვეობითაც ორგანიზმი იღებს ინფორმაციას გარემოში არსებულ
ობიექტებზე (ზომა, ფორმა, ფერი და ა.შ.). მხედველობის აპარატი
შედგება თვალში არსებული პერიფერიული და ცენტრალური
ნაწილებისაგან (შუამდებარე და შუა ტვინის უბნები და დიდი
ტვინის ქერქის მხედველობის ანალიზატორის უმაღლესი
კორტიკალური ცენტრი).
მხედველობის ანალიზატორი visual analyser анализатор зрения
visio analizatori - რთული ნეირორეცეპტორული სისტემა, ერთ-
ერთი ძირითადი ანალიზატორი, რომელიც უზრუნველყოფს
მხედველობის გამღიზიანებლების აღქმასა და ანალიზს.
სამედიცინო ლექსიკონი


ნაზალური nasal назальный nasalis (ლათ. nasus ცხვირი) - ის, რაც
შეეხება ცხვირს.
ნაზოფარინგიტი nasopharyngitis нахофарингит nasopharyngitis
(ლათ. nasus ცხვირი, pharynx ხახა, itis ანთება) - ცხვირ-ხახის
ლორწოვანი გარსის ანთება.
ნანიზმი nanism нанизм nanismus (ბერძნ. nanos ჯუჯა) -
თანდაყოლილი ან შეძენილი კლინიკური სინდრომი,
რომლისთვისაც დამახასიათებელია დაბალი ტანი (130სმ-ზე
ნაკლები მამაკაცისათვის და 120სმ-ზე ნაკლები ქალისათვის).
ცნობილია ჰიპოფიზური და არაჰიპოფიზური ნანიზმები.
ნანომელია nanomelia наномелия nanomelia (ბერძნ. nanos ჯუჯა,
melos კიდური) - მოკლე კიდურების განვითარება.
ნარკოზი narcosis наркоз narcosis (ბერძნ. narkao ვშეშდები, osis
მდგომარეობა) - ხელოვნურად გამოწვეული ძილი, რასაც თან
სდევს ცნობიერებისა და მგრძნობელობის დაკარგვა. ნარკოზს
ძირითადად იყენებენ ოპერაციების დროს გაუტკივარების
მიზნით.
ნარკოლეფსია narcolepsy нарколепсия narcolepsis (ბერძნ. narkao
ვშეშდები, lepsis ტაცება, თავის წართმევა) - მშვიდ სიტუაციაში
ანდა რაიმე სახის მონოტონური ქმედებისას, უეცარი,
არაკონტროლირებადი მიდრეკილება ძილისადმი. ახასიათებს ე.წ.
ნარკოლეფსიური პენტადა (ხუთი სიმპტომი). ნარკოლეფსიას
ხშირად თან ახლავს კატაპლექსია (იხ.)
ნარკომანია narcomany наркомания narcomania (ბერძნ. narkao
ვშეშდები, mania სიგიჟე) - ნარკოტიკულ საშუალებათა მიმართ
ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება. მათი მიღების შეწყვეტისას
ვითარდება აბსტინენცია (იხ.). ნარკომანია იწვევს პიროვნების
დეგრადაციას, ფსიქიკის დარღვევას, შინაგანი ორგანოების
ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებებს.
ნარკოტიკი narcotic наркотик narcoticum (ბერძნ. narkao
ვშეშდები) - ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ როგორც
ტკივილგამაყუჩებელ და საძილე საშუალებას (მორფინი და
ოპიუმის სხვა წარმოებულები).
ნარცისიზმი narcissism нарциссизм narcissismus (ბერძნ. Narkissos
ძველბერძნულ მითოლოგიაში ლამაზი ჭაბუკი, რომელსაც
შეუყვარდა თავისი თავი და გადაიქცა ამავე სახელწოდების
ყვავილად) - ადამიანი, რომელიც შეყვარებულია თავის თავზე,
აღფრთოვანებულია თავისი სილამაზით.
ნატიური native нативный nativus (ლათ. nativus თანდაყოლილი)
- ბუნებრივი, ნატურალური, შეუცვლელი (მაგ., ნატიური ცილა,
პრეპარატი, ნაცხი და ა.შ.).
ნატურალური ყვავილი smallpox натуральная оспа Variola - იგივე
შავი ყვავილი. მწვავე გადამდები დაავადება, რომლის გამომწვევია
დნმ-ს შემცველი პოქსვირუსი. დაავადებას ახასიათებს მეტად
მძიმე კლინიკური მიმდინარეობა, რის გამოც შეყვანილი იყო
კონვენციური (საკარანტინო) ინფექციების რიცხვში. ე. ჯენერის
მიერ XVIII საუკუნის ბოლოს შემოღებულ იქნა ნატურალური
ყვავილის საწინააღმდეგო პრევენციული ვაქცინაცია. ჯანმო-ს მიერ
ეს დაავადება 1977 წლიდან ითვლება ლიკვიდირებულად.
ნატუროპათია naturpathy натуропатия naturpathia (ლათ. natura
ბუნება, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - მკურნალობის მეთოდი,
ბუნებრივი პროდუქტების (ფუტკრის პროდუქტები, სამკურნალო
მცენარეები და სხვ.) გამოყენებით.
ნაღველი bile желчь chole (bilis) - ღვიძლის მიერ
გამომუშავებული და ნაღვლის ბუშტში დაგროვილი ტუტე
რეაქციის ბლანტი სეკრეტი. ნაღვლის ბუშტიდან პერიოდულად
ჩაედინება თორმეტგოჯა ნაწლავში. ნაღველს შე იძლება გააჩნდეს
ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი შეფერილობა, მასში არსებული
ნაღვლის პიგმენტების რაოდენობაზე დამოკიდებულებით.
ნაღვლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ლეციტინი,
ქოლესტერინი და ნაღვლის მჟავების მარილები. ნაღველი
ფერმენტებს არ შეიცავს, მაგრამ მისი მარილები და მჟავები
ააქტიურებენ ლიპაზას და ამით ხელს უწყობენ ცხიმების
მონელებას. გარდა ამისა, ნაღველი ასტიმულირებს თორმეტგოჯა
ნაწლავის პერისტალტიკას.
ნაღვლის ბუშტი gall-bladder желчный пузырь vesica fellea -
ღვიძლთან დაკავშირებული ღრუ ორგანო, ნაღვლის დროებითი
რეზერვუარი. მასში ხშირად გროვდება კონკრემენტები (კენჭები),
რაც ნაღველ-კენჭოვან დაავადებას იწვევს. იხ. ქოლელითიაზი.
ც ღველ კე ჭ ვ დ ვ დე წვევ ქ ლელ
ნაყოფი fetus плод fetus - ეწოდება ემბრიონს ჩასახვიდან ორი
თვის შემდეგ, როდესაც მას უვითარდება ადამიანისათვის
დამახასიათებელი ძირითადი ნიშან-თვისებები.
ნაცხი smear мазок praeparatus - მიკროპრეპარატი, რომლითაც
სწავლობენ სისხლს, ბაქტერიებს და სხვა თხევად მასალებს.
შესასწავლი სითხის (სისხლი, ძვლის ტვინი, ლიმფა, ექსუდატი)
წვეთს ათავსებენ სასაგნე მინაზე, ხოლო მეორე სასაგნე მინის
მეშვეობით ამ წვეთს ანაწილებენ მინის მთელ ფართობზე. ნაცხებს
ჩვეულებრივ ღებავენ ჰემატოქსილინეოზინით, მაი-
გრიუნვალდით, გიმზას მეთოდით დ ა.შ.
ნაცხი-ანაბეჭდი smear-imprint мазок-отпечаток preparatus-
imprintus - ამზადებენ სასაგნე მინის შეხებით გამოსაკვლევი
ქსოვილის ან ორგანოს ზედაპირთან. ამგვარად დამზადებულ
ნაცხს აშრობენ, აფიქსირებენ და ღებავენ.
ნაცხი ნატიური native smear нативный препарат preparatus nativus
(ლათ. nativus ბუნებრივი) - ნაცხი ყოველგვარი შეღებვის გარეშე,
რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი სტრუქტურა,
კონსისტენცია და ფერი.
ნაწლავების გადახლართვა - იხ. ვოლვულუსი.
ნაწლავთა გაუვალობა - იხ. ილეუსი.
ნაწლავის ჩხირი intestinal rod кишечная палочка bacillus
intestinalis (Escherichia coli) - Enterobacteriaceae-ს ოჯახის
წარმომადგენელია. პირველად აღწერა გერმანელმა თ.ეშერიხმა
1885 წელს. აქვს მომრგვალო ჩხირის ფორმა, მოძრავია, გააჩნია
შოლტები, გრამ-უარყოფითია. ადამიანის და ცხოველების
ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენელია. იწვევს ჩირქოვან-
ანთებით პროცესებს, სეპტიცემიას. დიდ როლს ასრულებს
დიარეის განვითარებაში. ფართოდ იყენებენ გენეტიკური
ინჟინერიის პროფილის ლაბორატორიებში ჩატარებული
ექსპერიმენტებისათვის.
ნაწოლი bedsore пролежень decubitus ulcer - კანის დაწყლულება
მისი გაღიზიანების შედეგად, რაც ვითარდება ხანგრძლივი,
მუდმივი წოლის გამო. ნაწოლების (და შემდგომი ლოკალური
განგრენის) განვითარების საშიშროება განსაკუთრებით დიდია
უგონო ავადმყოფებში, ან ზურგის ტვინის დაზიანების
შემთხვევაში. დაზიანებული უბნების შეხორცებას ხელს უშლის
ე ვევ დ ე ულ უ ე ე ცე ელ უ ლ
მათი არასაკმარისი მომარაგება სისხლით. აუცილებელია
ავადმყოფი ხშირად ვაბრუნოთ ლოგინში. კანის ის უბნები,
რომლებზეც შეიძლება წარმოიქმნეს ნაწოლები, ყოველთვის
მშრალი და სუფთა უნდა იყოს.
ნახველი sputum мокрота sputum - სასუნთქი გზებიდან
ამონახველი მასა. ნახველის ზოგიერთი ნიშან-თვისება (ფერი,
კონსისტენცია, რაოდენობა, სუნი, მასში მკვრივი ნივთიერებების
არსებობა) ხშირად მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს
ექიმისათვის, რაც მას სასუნთქი გზების დაავადებების
დიაგნოსტირების საშუალებას აძლევს. ნახველის ანალიზი
მიკროორგანიზმების და ატიპური უჯრედების შემცველობაზე,
ექიმს დამატებით ინფორმაციას აწვდის.
ნახშირწყლები carbohydrates углеводы carbohydratum -
ორგანული ნივთიერებებია. წარმოადგენს ერთერთ ძირითად
საკვებ ნივთიერებას. ხშირად შეადგენს ადამიანის რაციონის
უმთავრეს კომპონენტს. განასხვავებენ ათვისებად (საქაროზა,
სახამებელი, გლიკოგენი), აუთვისებად (უჯრედისი) და ძნელად
ათვისებად (რაფინირებულ) ნახშირწყლებს. ნახშირწყლები იყოფა
მონო-, დი- და პოლისაქარიდებად.
ნეგატივიზმი negativism негативизм negativismus (ლათ. negativus
უარყოფითი) - ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის უაზრო
წინააღმდეგობა ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისადმი.
ნევრალგია neuralgia невралгия neuralgia (ბერძნ. neuron ნერვი,
algos ტკივილი) - შეტევითი, მწვავე ტკივილი ნერვის
მიმართულებით, მოძრაობის, მგრძნობელობისა და რეფლექსების
მოშლის გარეშე.
ნევრასთენია neurasthenia нервастения neurasthenia (ბერძნ.
neuron ნერვი, asthenia სისუსტე) - ნევროზის ერთ-ერთი ფორმა,
ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა, რაც
გამოიხატება აფექტურ აგზნებაში.
ნევრექტომია neurectomy нервэктомия neurectomia (ბერძნ. neuron
ნერვი, ektome ამოკვეთა) - ნერვის დაზიანებული ნაწილის
ამოკვეთა.
ნევრილემა neurilemma неврилема neurilemma (ბერძნ. neuron
ნერვი, lemma გარსი) - პერიფერიული ნერვული ბოჭკოს
შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. სინ.: შვანის გარსი.
ე ე ე ელქ ვ ლ ვ გ ვ გ
ნევრინომა neurinoma невринома neurinoma (ბერძნ. neuron ნერვი,
oma სიმსივნე) - პერიფერიული ნერვის შემაერთებელქსოვილოვანი
გარსისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე. სინ.:
ნეიროფიბრომა, ნევრომა, შვანომა.
ნევრიტი neuritis неврит neuritis (ბერძნ. neuron ნერვი, itis ანთება)
- პერიფერიული ნერვის ანთებითი ხასიათის დაზიანება.
ნევროზი neurosis невроз neurosis (ბერძნ. neuron ნერვი, osis
მდგომარეობა) - რიგი დაავადებების მოძველებული საერთო
სახელწოდება, რაც მოიცავს ცენტრალური ნერვული სისტემის
დაავადებებს, რასაც თან სდევს შინაგანი ორგანოების ფუნქციის
მოშლა, ნერვული ქსოვილის ანატომიური აგებულების
თვალსაჩინო ცვლილებების გარეშე.
ნევროლიზი neurolysis невролиз neurolysis (ბერძნ. neuron ნერვი,
lysis დაშლა, გახსნა) - ნერვის გათავისუფლება ნაწიბურებისაგან.
ნევროლოგია neurology неврология neurologia (ბერძნ. neuron
ნერვი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს
ნერვულ სისტემას, ნერვული დაავადებების მიზეზებს,
განვითარების მექანიზმებს, დიაგნოზის, მკურნალობისა და
პროფილაქტიკის მეთოდებს.
ნევროპათია neuropathy невропатия neuropathia (ბერძნ. neuron
ნერვი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ორგანიზმის ავადმყოფური
მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ვეგეტატიური
ნერვული სისტემის დისფუნქციით.
ნევროპათოლოგია neuropathology невропатология
neuropathologia (ბერძნ. neuron ნერვი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა)
- კლინიკური მედიცინის განყოფილება, რომელიც სწავლობს
ნერვული სისტემის დაავადებების ეტიოლოგიას, პათოგენეზს და
კლინიკურ გამოვლინებას, აგრეთვე მათი დიაგნოსტიკის,
მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.
ნევრორეტინიტი neuroretinitis невроретинит neuroretinitis
(ბერძნ. neuron ნერვი, ლათ. retina თვალის ბადურა, itis ანთება) -
მხედველობის ნერვისა და ბადურას ერთდროული ანთება.
ნევროფიბრომა neurofibroma неврофиброма neurofibroma (ბერძნ.
neuron ნერვი, ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. oma სიმსივნე) - იხ.
ნევრინომა.
ნევროფიბრომატოზი neurofibromatosis неврофиброматоз
neurofibromatosis (ბერძნ. neuron ნერვი, ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ.
oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) - სისტემური მემკვიდრული
დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავლობითი
კეთილთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნა როგორც ნერვების
გარსებიდან, ასევე არადიფერენცირებული ნერვული
უჯრედებიდან. ზოგჯერ ეს სიმსივნეები ტრანსფორმირდება
ავთვისებიანებად და საწყისს აძლევს ნეიროფიბროსარკომის
განვითარებას. სინ.: ფონ რეკლინგჰაუზენის ავადმყოფობა.
ნევუსი nevus нимус (родимое пятно) naevus (ლათ. naevus ხალი) -
ქართულად: ხალი. კანზე ნეიროექტოდერმული წარმოშობის
პიგმენტირებული წარმონაქმნი, რომელიც შეიცავს მელანინის
შემცველ უჯრედებს. აქვს სადა, ხან უსწორო დვრილოვანი,
ზოგჯერ კი თმით დაფარული ზედაპირი. ზოგიერთი ხალი
სახიფათოა ონკოლოგიური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.
ნეირამინიდაზა neuraminidase нейраминидаза neuraminidaza -
აღნიშნული ფერმენტი შლის უჯრედის ნეირამინის მჟავას და
ხელს უწყობს ვირუსის (მაგ., გრიპის ვირუსი) გამოთავისუფლებას
ინფიცირებული უჯრედიდან. ვირუსული წარმოშობის
ნეირამინიდაზა (N) სუბსტრატიდან სიალის მჟავის მოხლეჩის
მაკატალიზებელი ფერმენტია. გააჩნია ანტიგენური თვისებები.
ნეირამინიდაზა ფუნქციონირებს ინფექციური პროცესის
დასასრულს.
ნეირობლასტომა neuroblastoma нейробластома neuroblastoma
(ბერძნ. neuron ნერვი, blastos ყლორტი, ღივი, ma სიმსივნე) -
ემბრიონული წარმოშობის ნერვული უჯრედებისა და
ბოჭკოებისაგან განვითარებული სიმსივნე. უფრო ხშირად
წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლების ტვინოვან შრეში.
მეტასტაზირებს ძვლებში და სხვა ორგანოებში.
ნეირობრუცელოზი neurobrucellosis нейробруцеллез
neurobrucellosis (ბერძნ. neuron ნერვი, ლათ. brucellosis) -
ბრუცელოზის (იხ.) კლინიკური ფორმა. ხასიათდება ნერვული
სისტემის დაზიანებით.
ნეიროგენული neurogenic неврогееный neurogenes (ბერძნ. neuron
ნერვი, gennao წარმოვქმნი) - ნერვული წარმოშობის (ავადმყოფობა,
სიმსივნე და სხვ.).
ვ ედ ვ
ნეიროგლია neuroglia нейроглия neuroglia (ბერძნ. neuron ნერვი,
glia წებო) - იხ. გლია.
ნეიროგლიომა neuroglioma нейроглинома neuroglioma (ბერძნ.
neuron ნერვი, glia წებო, oma სიმსივნე) - ნევროგლიის უჯრედული
ელემენტებისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ნეიროდერმატოზი neurodermatosis нейродерматоз
neurodermatosis (ბერძნ. neuron ნერვი, derma კანი, osis
მდგომარეობა) - ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევით
განპირობებული დერმატოზების (იხ.) საერთო სახელწოდება.
ნეიროდერმიტი neurodermitis нейродермит neurodermitis (ბერძნ.
neuron ნერვი, derma კანი, itis ანთება) - კანის ქრონიკული
დაავადებაა, რომელსაც თან სდევს ქავილი. ამ დაავადების
გამომწვევია ნერვული სისტემის ფუნქციური და ენდოკრინული
მოშლილობა, უმეტეს შემთხვევაში არარაციონალური კვება,
ინტოქსიკაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, დისბაქტერიოზი,
ქრონიკული დაავადებები, ჰელმინთოზები, კლიმატი, დისტრესი,
დაქვეითებული იმუნიტეტი.
ნეიროვასკულური neurovascular нейроваскулярный
neurovascularis (ბერძნ. neuron ნერვი, ლათ. vasculum მცირე
სისხლის (ლიმფის) ძარღვი) - ერთდროულად ეხება როგორც
ნერვულ, ასევე სისხლძარღვოვან სისტემას.
ნეიროინფექცია neuroinfection нейроинфекция neuroinfectio
(ბერძნ. neuron ნერვი, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) - იმ
ინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომლებიც
ხასიათდებიან ინფექციიის გამომწვევი აგენტის უპირატესი
ლოკალიზაციით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მისი
ზოგიერთი განყოფილების დაზიანების კლინიკური
სიმპტომებით.
ნეიროლეიკემია neuroleukemia нейролейкемия neuroleukaemia
(ბერძნ. neuron ნერვი, leukos თეთრი, haima სისხლი) -
ცენტრალური ნერვული სისტემის ლეიკემიურ პროცესში ჩართვა.
დამახასიათებელია ქრონიკული მიელოლეიკემიის ბლასტური
კრიზის, ქრონიკული მიელოლეიკემიის ტერმინალური სტადიის,
ლიმფომებისათვის. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება მწვავე
ლიმფობლასტური ლეიკემიის დროს. ბავშვებში მწვავე ლეიკემიის
ნევროლოგიური გამოვლინება ლეიკემიური მენინგიტის სახით
აღინიშნება. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
ნეირონი neuron нейрон neuronum (ბერძნ. neuron ნერვი) -
ნერვული სისტემის ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური
ერთეული. მონაწილეობს გაღიზიანების მიღებაში, ნერვული
იმპულსების სხვა უჯრედებისაკენ გატარებაში. მისი მთავარი
სტრუქტურული თავისებურებაა მორჩების (დენდრიტების და
აქსონების) არსებობა. ყოველ ნეირონს გააჩნია სხეული -
გაფართოებული ნაწილი, სადაც ლოკალიზებულია ბირთვი და
ორი ან მეტი გამონაზარდი, მორჩი (აქსონი და დენდრიტები).
აქსონები ატარებენ იმპულსს ნეირონის სხეულიდან
პერიფერიისაკენ, ხოლო დენდრიტები - უჯრედის სხეულისაკენ.
ერთი რომელიმე აქსონისა და მეორე ნეირონის დენდრიტს შორის
კონტაქტის ადგილს სინაფსი (იხ.) ეწოდება. სინაფსში იმპულსი
შეიძლება გადაეცეს მხოლოდ აქსონიდან დენდრიტზე.
ნეიროსიფილისი neurosyphilis нейросифилис neurosyphilis
(ბერძნ. neuron ნერვი, ლათ. syphilis) - სიფილისით დაავადების
შემთხვევაში ნერვული სისტემის (თავის და ზურგის ტვინის)
დაზიანებების საერთო სახელწოდება. სიცოცხლისათვის საშიში
გართულებაა. მკურნალობისათვის იყენებენ ანტიბიოტიკების
(მაგ., პენიცილინის) ხანგრძლივ კურსს. სინ.: ნეიროლუესი.
ნეიროტოქსინი neurotoxin нейротоксин neurotoxinum (ბერძნ.
neuron ნერვი, toxikon შხამი) - ნერვულ სისტემაზე შერჩევითი
მოქმედების მქონე ბიოლოგიური წარმოშობის შხამიანი
ნივთიერებების (იხ. ბიოტოქსინები) საერთო სახელწოდება.
ნეიროტროპიზმი neurotropism нейротропизм neurotropismus
(ბერძნ. neuron ნერვი, tropos მიმართულება) - სხვადასხვა
ნივთიერებების და ზემოქმედებების მიერ ნერვული ქსოვილის
დაზიანება.
ნეიროფიზიოლოგია neurophisiology нейрофизиология
neurophisiologia (ბერძნ. neuron ნერვი, physis ბუნება, logos
მოძღვრება) - ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს
ნერვული სისტემის ფუნქციებს. ნეირომორფოლოგიასთან ერთად
ითვლება ნევროლოგიის (იხ.) თეორიულ საფუძვლად.
ნეიროქირურგია neurosurgery нейрохирургия neurochirurgia
(ბერძნ. neuron ნერვი, cheirurgeo ხელით ვსაქმიანობ) - ქირურგიის
ე ე ვ g ელ ვ ქ ქ უ გ
დარგი, რომელიც სწავლობს ნერვული სისტემის დაავადებებს და
დაზიანებებს, აგრეთვე მათი ქირურგიული კორექციის მეთოდებს.
ნეიროჰორმონები neurohormones неирогормоны neurohormoni
(ბერძნ. neuron ნერვი, hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) -
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც
გამოიმუშავებენ განსაკუთრებული ნეირონები, ე.წ.
ნეიროსეკრეტორული უჯრედები. მედიატორების მსგავსად
გამომუშავდება ნერვულ დაბოლოებებში, ხოლო სისხლსა და
ქსოვილოვან სითხეებში გამოიყოფა ჰორმონების მსგავსად. ასეთი
ჰორმონების მაგალითია ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი,
რომლებსაც წარმოქმნიან ჰიპოთალამუსის ნეირონები, ხოლო
სისხლის ნაკადში გამოთავისუფლდებიან ჰიპოფიზის უკანა
წილიდან, აგრეთვე ნორადრენალინი, რომელსაც გამოიმუშავებს
თირკმელზედა ჯირკვლების ტვინოვანი ნივთიერება.
ნეიროჰუმორული რეგულაცია neurohumoral regulation
нейрогуморальная регуляция regulatio neurohumoralis (ბერძნ.
neuron ნერვი, ლათ. humor სითხე, ლათ. regulo ვაწესრიგებ) -
სისხლში, ლიმფასა და ქსოვილოვან სითხეებში არსებული
ჰუმორული ფაქტორების (მეტაბოლიტების, ჰორმონების,
მედიატორების) და ნერვული სისტემის ერთობლივი მოქმედება
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
ისინი უნარჩუნებენ ორგანიზმს ჰომეოსტაზს (იხ.) და ხელს
უწყობენ მის ადაპტაციას არსებობის ცვალებად პირობებში.
ნეიტროპენია neutropenia нейропения neutropenia (ლათ. neuter
საშუალო, ნეიტრალური, ბერძნ. penia სიღარიბე) - პერიფერიულ
სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
ნეიტროფილი neutrophil нейтрофил neutrophilum (ლათ. neuter
საშუალო, ნეიტრალური, ბერძნ. phileo მიყვარს) - ნეიტროფილური
ლეიკოციტი, რომელიც იღებება ნეიტრალური საღებავებით.
ციტოპლაზმა შეიცავს ნეიტროფილურ (აზუროფილურ ანუ
პირველად) და სპეციფიკურ (ანუ მეორად) გრანულებს. ახასიათებს
მაღალი ფაგოციტური აქტივობა.
ნეიტროფილია neutrophilia нейтрофилия neutrophilia (ლათ.
neuter საშუალო, ნეიტრალური, ბერძნ. philia სიყვარული) -
ნეიტროფილების პროცენტული მომატება სისხლში. სინ.:
ნეიტროფილოზი.
ე ტ ფ ლ
ნეკატოროზი necatoriasis (hookworm) некатороз necatorosis -
დაავადების გამომწვევი (Necator americanus) მიეკუთვნება
მრგვალი ჭიების ტიპის, ანკილოსტომიდების ოჯახს. პარაზიტობს
თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილი ნაწლავის ზედა
განყოფილებაში. დასენიანება ხდება პირიდან და კანიდან.
ლაბორატორიული დიაგნოზი მოიცავს ნეკატორის კვერცხების
აღმოჩენას განავალში.
ნეკნი rib ребро costa - წაგრძელებული, ბრტყელი, მოღუნული
ძვალი. ნეკნები წარმოქმნიან გულმკერდის ყაფაზის ნაწილს,
რომელიც იცავს გულს და ფილტვებს დაზიანებისაგან. ადამიანს 12
წყვილი ნეკნი გააჩნია. ყოველი ნეკნის თავი უერთდება მკერდის
ერთ-ერთ მალას.
ნეკრობიოზი necrobiosis некробиоз necrobiosis (ბერძნ. nekros
მკვდარი, bios ცოცხალი, osis მდგომარეობა) - უჯრედის ან
ქსოვილის თანდათანობითი, შეუქცევადი ფიზიოლოგიური ან
პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც წინ უძღვის მათ
სიკვდილს.
ნეკროზი necrosis некроз necrosis (ბერძნ. nekros მკვდარი, osis
მდგომარეობა) - ცოცხალ ორგანიზმში რომელიმე ორგანოს,
ქსოვილის ან უჯრედთა ჯგუფის სიკვდილი. განასხვავებენ
ალერგიულ, ჰემორაგიულ, იშემიურ, სხივურ და სხვა სახის
ნეკროზებს. ნეკროზი, როგორც წესი, თან სდევს ნეკრობიოზს.
ნეკრონეფროზი necronephrosis некронефроз necronephrosis
(ბერძნ. nekros მკვდარი, nephros თირკმელი, osis მდგომარეობა) -
თირკმლების გადაგვარება (მაგ., სისხლის მიმოქცევის
დარღვევისას, ტოქსინებით მოწამვლისას). სინ.: ნეფრონეკროზი.
ნეკროსადიზმი necrosadismus некросадизм necrosadismus (ბერძნ.
nekros მკვდარი, ლათ. sadismus ფრანგი მწერლის, მარკიზ დე სადის
გვარის მიხედვით) - სექსუალური პერვერსიის ფორმა, როდესაც
სქესობრივ დაკმაყოფილებას აღწევენ გვამების დამახინჯებით.
ნეკროსპერმია necrospermia некроспермия necrospermia (ბერძნ.
nekros მკვდარი, sperma თესლი, სპერმა) - ეაკულატში (თესლში,
სპერმაში) მხოლოდ მკვდარი, უძრავი სპერმატოზოიდების
არსებობა.
ნეკროტომია necrotomy некротомия necrotomia (ბერძნ. nekros
მკვდარი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ქირურგიული ოპერაცია:
კვდ ვჭ ვკვე ვ ქ უ გ ულ ე ც
ნეკროზული ორგანოს, ქსოვილის ამოკვეთა (მოცილება).
ნეკროფაგები necrophages некрофаги necrophagus (ბერძნ. nekros
მკვდარი, phago ვჭამ, ვშთანთქავ) - 1.ნეკროზული ქსოვილების
მაფაგოციტებელი უჯრედი. 2.ცხოველები (მწერები, ზოგიერთი
ფრინველი და ძუძუმწოვარი), რომლებიც იკვებებიან სხვა
ცხოველის ლეშით.
ნეკროფილია necrophilia некрофилия necrophilia (ბერძნ. nekros
მკვდარი, philia სიყვარული) - სექსუალური პერვერსიის ფორმა,
რაც გამოიხატება გვამთან სექსუალური კონტაქტის დამყარების
დაუოკებელ სურვილში.
ნეკროჰორმონები necrohormons некрогормоны necrohormoni
(ბერძნ. nekros მკვდარი, hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) -
დაზიანებული უჯრედების დაშლის შემდგომ წარმოქმნილი
ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ დასვენების
ფაზაში ანუ უჯრედული ფაზის გარეშე მყოფი უჯრედების
გამრავლება.
ნელი ინფექცია - იხ. ინფექცია ნელი.
ნემატოდები nematodes нематоды nematodes (ბერძნ. nema ძაფი,
eidos სახე) - მრგვალი ჭიების ერთ-ერთი კლასი (Nematoda),
რომელთა უმრავლესობა ადამიანისა და ცხოველების პარაზიტია.
აქვთ ძაფისებრი ან წაგრძელებული ცილინდრის ფორმა.
ნემატოდებია: ასკარიდა, მახვილა, სპირალური ტრიქინელა,
ანკილოსტომა და სხვ.
ნემატოციდები nematocides нематоциды nematocidi (ბერძნ. nema
ძაფი, eidos სახე, caedo ვკლავ) - მრგვალი ჭიების (ნემატოდების)
გასანადგურებლად გამოყენებული ნივთიერებები.
ნეონატალური neonatal неонатальный neonatalis (ბერძნ. neos
ახალი, natus დაბადება) - ნაყოფის დაბადებიდან 30 დღის
პერიოდი. იგივე ახალშობილობის პერიოდი.
ნეონატოლოგია neonatology неонатология neonatologia (ბერძნ.
neos ახალი, natal დაბადება, logos მოძღვრება) - ახალშობილობის
პერიოდის (ნაყოფის დაბადებიდან 30 დღე) შემსწავლელი
მეცნიერება. პედიატრიის დარგი, რომელიც შეისწავლის
ახალშობილების ფიზიოლოგიას და ავადმყოფობებს.
ნეოპათია neopathy неопатия neopathia (ბერძნ. neos ახალი, pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა) - ავადმყოფობის გართულება, ახალი
ვ დ ყ ფ ტ ჯვ ვ დ ყ ფ გ ულე ლ
ავადმყოფობა.
ნეოპლაზმა neoplasm неоплазма neoplasma (ბერძნ. neos ახალი,
plasma წარმონაქმნი) - ახალწარმონაქმნი. ახალი ქსოვილის ან
სიმსივნის წარმოქმნა. ტერმინი ხშირად გამოიყენება ავთვისებიანი
სიმსივნეების აღსანიშნავად.
ნეოჰიმენი neohymen неогимен neohymen (ბერძნ. neos ახალი,
hymen აპკი) - ქართულად: ცრუ აპკი. ახალი (ხელოვნური)
საქალწულო აპკი. იხ. ჰიმენი.
ნერვი nerve нерв nervus (ლათ. nervus ნერვი) - ნერვული
ბოჭკოების კონა, რომლებიდანაც გაღიზიანება გადაეცემა
პერიფერიიდან თავისა და ზურგის ტვინს ან თავისა და ზურგის
ტვინიდან - პერიფერიას.
ნერვიზმი nervism нервизм nervismus (ლათ. nervus ნერვი) -
ფიზიოლოგიისა და მედიცინის მიმართულება, რომლის
თანახმადაც ნერვულ სისტემას მთავარი როლი მიუძღვის
ადამიანისა და ცხოველების ცხოველქმედების რეგულაციაში,
როგორც ნორმაში, ასევე პათოლოგიების შემთხვევებში. ტერმინი
შემოტანილია ი. პავლოვის მიერ.
ნერვული იმპულსი nervous impuls нервный импульс impulsus
nervus (ლათ. nervus ნერვი, impulsus ბიძგი, სწრაფვა) - ნერვული
ბოჭკოებით გავრცელებული აგზნების ტალღა, რაც ვლინდება
ელექტრული, იონური, მექანიკური, თერმული და სხვ.
ცვლილებების სახით. მისი საშუალებით ხორციელდება
ინფორმაციის გადაცემა პერიფერიული რეცეპტორული
დაბოლოებებიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ხოლო
აქედან, ეფექტორებზე.
ნერვული სისტემა nervous system нервная система systema
nervosus (ლათ. nervus ნერვი) - ადამიანისა და ცხოველების
სპეციალიზებული წარმონაქმნების (ნეირონების და სხვა
სტრუქტურების) მორფოლოგიური და ფუნქციური ერთობლიობა,
რის საშუალებითაც ხდება ორგანოებისა და სისტემების
გაერთიანება და მომქმედი გამღიზიანებლის აღქმა. ნერვული
სისტემის ძირითადი ფუნქციური თავისებურებაა რეფლექსი, რაც
დაკავშირებულია აგზნების ნერვულ რკალებზე გავრცელებასთან
და შეკავების პროცესთან. მაღალორგანიზებულ ორგანიზმებში
ნერვული სისტემა იყოფა ცენტრალურ და პერიფერიულ
ნაწილებად.
ნერვული სისტემის ტიპები types of neural system типы нервной
системы typus systema nervosum (ლათ. nervus ნერვი) - ნერვული
სისტემის შეძენილი ან თანდაყოლილი თვისებების ერთობლიობა,
რაც განაპირობებს გარემოს ზემოქმედებაზე განსხვავებულ ქცევას
და რეაქციებს. ი. პავლოვმა გამოყო ნერვული სისტემის 4 მთავარი
ტიპი: 1.ძლიერ გაუწონასწორებელი. 2.ძლიერ გაწონასწორებული,
ინერტული. 3.ძლიერ გაწონასწორებული, მოძრავი და 4.სუსტი
ტიპი. ადამიანისათვის განასხვავებენ აგრეთვე აზროვნების ტიპს,
მხატვრულ ტიპს და საშუალო ტიპს.
ნერვული ქსოვილი neural tissue нервная ткань textus nervosus
(ლათ. nervus ნერვი) - შედგება იმპულსების გამტარი
სპეციალიზებული უჯრედებისაგან (ნეირონები). მათი ფორმა
მთლიანადაა დამოკიდებული შესრულებულ ფუნქციაზე. ყოველ
ნეირონს გააჩნია სხეული - გაფართოებული ნაწილი, სადაც
ლოკალიზებულია ბირთვი და ორი ან მეტი გამონაზარდი, მორჩი
(აქსონი და დენდრიტები). აქსონები ატარებენ იმპულსს ნეირონის
სხეულიდან პერიფერიისაკენ, ხოლო დენდრიტები - უჯრედის
სხეულისაკენ.
ნერწყვი saliva слюня saliva - სანერწყვე ჯირკვლების და პირის
ღრუს ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეკრეტი. შედგება წყლისა
და მასში გახსნილი ორგანული და არაორგანული
ნივთიერებებისაგან. გააჩნია ტუტე რეაქცია. მნიშვნელოვან როლს
ასრულებს საჭმლის მონელებაში. მის შემადგენლობაში შედის
საჭმლის მომნელებელი ფერმენტები და ლიზოციმი (იხ.). აქედან
გამომდინარე, გააჩნია ბაქტერიციდული თვისებები.
ნესტითერაპია nestitherapy неститерапия nestitherapia (ბერძნ.
nestis მშიერი, therapeia კურნალობა) - მკურნალობა შიმშილით.
ნესტის ჭიები dampness worms vjrhtws Ceratopogonidae (Heleidae) -
მცირე ზომის, ორფრთიანი მწერების ოჯახია. სისხლისმწოველი
ნესტის ჭიები ტულარემიის მექანიკური გადამტანებია.
შესაძლებელია ასეთივე როლს თამაშობდნენ შავი ჭირის
შემთხვევაშიც.
ნეფრალგია nephralgia нефральгия nephralgia (ბერძნ. nephros
თირკმელი, algos ტკივილი) - თირკმლის ტკივილი, რომელიც
კ ელ g ტკ ვ ლ კ ლ ტკ ვ ლ ელ ც
ადამიანს აწუხებს წელის არეში.
ნეფრექტომია nephrectomy нефрэктомия nephrectomia (ბერძნ.
nephros თირკმელი, ektome ამოჭრა) - თირკმლის ქირურგიული
ამოკვეთის ოპერაცია. სიმსივნის დროს ადგილი აქვს რადიკალურ
(radical nephrectomy) და ნაწილობრივ (partial nephrectomy)
ნეფრექტომიას.
ნეფრიტი nephritis нефрит nephritis (ბერძნ. nephros თირკმელი,
itis ანთება) - თირკმლის ანთება. განასხვავებენ დიფუზურ
გლომერულონეფრიტს და კეროვან ნეფრიტს.
ნეფროზი nephrosis нефроз nephrosis (ბერძნ. nephros თირკმელი,
osis მდგომარეობა) - თირკმლის დაავადებების საერთო
სახელწოდება. ხასიათდება თირკმლის მილაკების ეპითელიუმის
დეგენერაციული დაზიანებით. მიმდინარეობს შეშუპებით და
მკვეთრად გამოხატული ალბუმინურიით.
ნეფროკალცინოზი nephrocalcinosis нефрокаляциноз
nephrocalcinosis (ბერძნ. nephros თირკმელი, ლათ. calcium
კალციუმი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - თირკმლის დაზიანება.
ხასიათდება კალციუმის ოქსალატის ან კალციუმის ფოსფატის
დალექვით თირკმლის შარდგამომყოფ მილაკებსა და
მილაკებშორის სივრცეებში. შესაძლებელია თირკმლის კენჭების
წარმოქმნა და ამ ორგანოს ფუნქციის დაქვეითება.
ნეფროლითიაზი nephrolithiasis нефролитиаз nephrolithiasis
(ბერძნ. nephros თირკმელი, lithos ქვა, კენჭი, iasis მდგომარეობა) -
ქართულად: თირკმელ-კენჭოვანი დაავადება. კენჭების წარმოქმნა
თირკმლების პარენქიმაში ან ღრუებში. უფრო ხშირად ჩნდება
თირკმლის მენჯსა და შარდის ბუშტში, უფრო იშვიათად კი -
შარდსაწვეთსა და თირკმლის მილაკებში.
ნეფროლითოტომია nephrolithotomy нефрплитотомия
nephrolithotomia (ბერძნ. nephros თირკმელი, lithos ქვა, ektome
ამოჭრა) - თირკმლიდან კენჭების ამოღების ქირურგიული
ოპერაცია.
ნეფროლოგია nephrology нефрология nephrologia (ბერძნ. nephros
თირკმელი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც
სწავლობს თირკმლების დაავადებებს, აგრეთვე აღნიშნული
დაავადებების დიაგნოზის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის
საკითხებს.
კ ე
ნეფრომა nephroma нефрома nephroma (ბერძნ. nephros
თირკმელი, oma სიმსივნე) - თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე.
ნეფრონი nephron нефрон nephronus (ბერძნ. nephros თირკმელი)
- თირკმლის სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული. თირკმელში
2მლნ-მდე ნეფრონია, ხოლო მათი მილაკების საერთო სიგრძე 100
კმ-ს უდრის.
ნეფროპათია nephropathy нефропатия nephropathia (ბერძნ.
nephros თირკმელი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - თირკმლების
ნებისმიერი დაავადება.
ნეფროპექსია nephropexy нефропексия nephropexia (ბერძნ.
nephros თირკმელი, pexis მიმაგრება) - მოძრავი (ცთომილი)
თირკმლის ფიქსაციის ქირურგიული ოპერაცია მე-12 ნეკნზე და
მუცლის კედელზე, ადამიანის ფეხზე დგომისას ამ ორგანოს
ჩამოშვების (პტოზის) აღსაკვეთად.
ნეფროპტოზი nephroptosis нефроптоз nephroptosis (ბერძნ. nephros
თირკმელი, ptosis დაწევა, ჩამოშვება) - თირკმლის ანომალური
დაშვება მენჯში, რაც შეინიშნება ადამიანის ფეხზე დგომის დროს.
თუკი ნეფროპტოზს თან ახლავს ტკივილები და შარდის
თავისუფალი გადასვლის დარღვევა თირკმლიდან, შესაძლებელია
გამოყენებულ იქნეს ნეფროპექსია.
ნეფრორაგია nephrorrhagia нефрорагия nephrorrhagia (ბერძნ.
nephros თირკმელი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) -
თირკმლიდან სისხლის დენა.
ნეფროსკლეროზი nephrosclerosis нефросклероз nephrosclerosis
(ბერძნ. nephros თირკმელი, scleros მკვრივი) - თირკმლის
გამკვრივება, შეჭმუხნა ამ ორგანოში პარენქიმის ნაცვლად
შემაერთებელი ქსოვილის ინტენსიური განვითარების გამო.
ნეფროსტომია nephrostomy нефростомия nephrostomia (ბერძნ.
nephros თირკმელი, stoma ხვრელი, პირი) - ხვრელის ქირურგიული
ფორმირება თირკმელში, რაც შარდის დრენირების მიზნით მცირე
ზომის მილის ჩაყენების საშუალებას იძლევა ამ ორგანოში.
ნეფროტომია nephrotomy нефротомия nephrotomia (ბერძნ.
nephros თირკმელი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - თირკმლის პარენქიმის
ოპერაციული გაკვეთა კენჭის ამოსაღებად.
ნეფროტოქსინი nephrotoxin нефротоксин nephrotoxinum (ბერძნ.
nephros თირკმელი, toxikon შხამი) - თირკმლის უჯრედებისადმი
კ ელ კ ლ უჯ ედე დ
ტროპული სპეციფიკური ციტოტოქსინი.
ნეფროციროზი nephrocirrhosis нефроцирроз nephrocirrhosis
(ბერძნ. nephros თირკმელი, kirrhos ყვითელი, ქარვისფერი) -
თირკმლებში შემაერთებელი ქსოვილის განვითარება, რასაც თან
ახლავს თირკმლის შეჭმუხნა. მიმდინარეობს გულის
ჰიპერტროფიით, აზოტემიით და სხვ.
ნიაცინი niacin ниацин niacinum - იგივე ნიკოტინის მჟავა (იხ.
ვიტამინი PP). მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს პელაგრა
(იხ.). დიდი რაოდენობით შედის ხორცში, საფუარების
ექსტრაქტებში და მარცვლოვანებში. ნიაცინი გამოიყენება
Mycobacterium tuberculosis-ის სადიფერენციაციოდ სხვა
მიკობაქტერიებისაგან. Mycobacterium tuberculosis ნიაცინს
ასინთეზებს მნიშვნელოვანი რაოდენობით (ნიაცინის ტესტი).
ნიკოტინი nicotine никотин nicotinum (ფრანგი დიპლომატის და
მცენარეების შემგროვებლის, ჟ. ნიკოს სახელის მიხედვით. 1560
წელს მან პირველმა გაგზავნა საფრანგეთში თამბაქო) - შხამიანი
ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს თამბაქოს ფოთლები.
ნიკოტინიზმი nicotinism никотинизм nicotinismus (ფრანგი
დიპლომატის და მცენარეების შემგროვებლის, ჟ. ნიკოს სახელის
მიხედვით) - ქრონიკული ან მწვავე მოწამვლა ნიკოტინით.
ვლინდება ჰიპერსალივაციით, თავის ტკივილით, მხედველობის
გაუარესებით, ანორექსიით, ტრემორით და სხვ.
ნიკოტინის მჟავა - იხ. ნიაცინი.
ნიკრისის ქარი - იხ. პოდაგრა.
ნიმფა nymph нимфа nympha (ბერძნ. nympha მატლი) -
ფეხსახსრიანების ინდივიდუალური განვითარების
პრეიმაგინალური სტადია. ახასიათებთ არასრული მეტამორფოზის
მქონე ტკიპებს და მწერებს.
ნიმფოზი nymphosis нимфоз nymphosis (ბერძნ. nympha მატლი,
osis მდგომარეობა) - იგივე არასრული მეტამორფოზი. ნიმფოზს არ
ახასიათებს ჭუპრის სტადია. ნიმფები გარეგნულად, როგორც წესი,
ემსგავსებიან მოზრდილ ინდივიდს, მაგრამ არა აქვთ სასქესო
აპარატი, ხოლო ფრთოსან მწერებში - ფრთები. ნიმფოზი
ახასიათებთ ტკიპებს, ტარაკნებს, ტილებს და ა.შ.
ნიმფომანია nymphomania нимфомания nymphomania (ბერძნ.
nymphe ქალწული, mania სიგიჟე) - ქალის ავადმყოფურად
y ქ ლწულ გ ჟე ქ ლ ვ დ ყ ფუ დ
გაზრდილი სექსუალური მოთხოვნილება.
ნიორი garlic чеснок Allium sativum L. - ერთწლიანი მცენარეა.
მისი ბოლქვებიდან გამოყოფილ ფიტონციდებს იყენებენ
მედიცინაში როგორც ბაქტერიციდულ საშუალებას, საჭმლის
მომნელებელი არხის სეკრეტორული ფუნქციისა და
პერისტალტიკის გასაძლიერებლად, აგრეთვე ჰიპერტონიისა და
ათეროსკლეროზის შემთხვევებში. შეიცავს ცილებს, C ვიტამინს,
პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, მშრალ ნივთიერებებს და სხვ.
ნისტაგმი nystagmus нистагм nystagmus (ბერძნ. nystagma ძილი,
თვლემა) - თვალის კაკლის უნებლიე, რითმული კრუნჩხვითი
მოძრაობები. განასხვავებენ ასოცირებულ, ბინოკულურ,
ვერტიკალურ, ვესტიბულურ, ჰორიზონტალურ, ხელოვნურ,
ისტერიულ, კლონურ, სპონტანურ, ტონურ, ფიქსაციურ და სხვა
სახის ნისტაგმებს.
ნიტრატები nitrates нитраты nitratus - აზოტმჟავა მარილები.
ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნისას, ამ უკანასკნელთ,
შესაბამის სუბსტრატებთან რეაგირების გზით, შეუძლიათ
წარმოქმნან კანცეროგენური ნიტროზამინები და ნიტროზამიდები.
აღნიშნული რეაქციები არ მიმდინარეობს ასკორბინის მჟავის (C
ვიტამინის) მონაწილეობით, რადგანაც აღნიშნული ვიტამინი
თრგუნავს ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნას.
ნიტროზამინები nitrosamines нитрозамины nitrosamini (ლათ.
nitrogenium აზოტი, aminum ამინი) - ქიმიური შენაერთები,
რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კიბოს უჯრედის
ფორმირებაში. წარმოიქმნებიან კუჭსა და ნაწლავებში,
ნიტრატებიდან წარმოქმნილ ნიტრიტებს და ცილებს შორის
მიმდინარე რეაქციების შედეგად. ანტიოქსიდანტები აბრკოლებენ
ნიტროზამინების წარმოქმნას და აქედან გამომდინარე, კიბოს
უჯრედის ფორმირებას.
ნიქტალგია nyctalgia никталгия nyctalgia (ბერძნ. nyx ღამე, algos
ტკივილი) - ღამით, ძილის პროცესში განვითარებული ტკივილი.
ნიქტალოპია nyctalopia никталопия nyctalopia (ბერძნ.nyx ღამე,
ops თვალი) - მხედველობის დაქვეითება ცუდი განათებისას ან
ღამით. ვითარდება თვალის ბადურის ჩხირების დაზიანების ან A
ვიტამინის დეფიციტის შედეგად
ნიქტოფობია - იხ. პავორ ნოქტურნუს.
ქტ ფ ვ ქტუ უ
ნიქტურია nycturia никтурия nycturia (ბერძნ. nyx ღამე, uron
შარდი) - სადღეღამისო შარდის უმეტესი ნაწილის გამოყოფა
ღამით. უფრო ხშირად უვითარდებათ ხანშიშესულ მამაკაცებს
გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით. ამ მდგომარეობის
კორექციისათვის აუცილებელია პროსტატექტომიის (იხ.)
ჩატარება.
ნოდალური nodal нодальный nodalis (ლათ. nodus კვანძი) -
კვანძოვანი. ის, რაც კვანძთან (მაგ., ლიმფურ კვანძთან) არის
დაკავშირებული.
ნოვოკაინი procaine новокаин novocainum - ანესთეზიოლოგიური
საშუალებაა. გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის, თუმცა
ზოგჯერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა
ალერგიული რეაქციები.
ნოზოგენეზი nosogenesis нозогенез nosogenesis (ბერძნ. nosos
ავადმყოფობა, genesis წარმოშობა) - ამა თუ იმ ავადმყოფობის
წარმოშობის და განვითარების მიზეზი.
ნოზოგეოგრაფია nosogeography нозогеография nosogeographia
(ბერძნ. nosos ავადმყოფობა, ge დედამიწა, grapho აღვწერ) -
დაავადებების გეოგრაფია ანუ გეოგრაფიის ნაწილი, რომელიც
სწავლობს დაავადებების გეოგრაფიული გავრცელების
კანონზომიერებებს.
ნოზოგრაფია nosography нозография nosographia (ბერძნ. nosos
ავადმყოფობა, grapho აღვწერ) - დაავადებების აღწერა.
ნოზოკომიური nosocomial нозокомиальный nosocomialis (ბერძნ.
nosokomeion საავადმყოფო) - ის, რაც მიეკუთვნება საავადმყოფოს
ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებას (მაგ.,
ნოზოკომიური ინფექცია). სინ.: საავადმყოფოსშიდა,
ჰოსპიტალური.
ნოზოკომიური განგრენა nosocomial gangrene нозокамиальная
гангрена gangraena nosocomialis (ბერძნ. nosokomeion საავადმყოფო,
gangraina განგრენა) - მძიმე ნეკროზულ-წყლულოვანი პროცესი,
რაც ხშირად ართულებს ჭრილობის შეხორცებას და მკურნალობის
პროცესს. სინ.: ჰოსპიტალური განგრენა.
ნოზოლოგია nosology нозология nosologia (ბერძნ. nosos
ავადმყოფობა, logos მოძღვრება) - მოძღვრება დაავადებათა და
მათი კლასიფიკაციის შესახებ.
კლ ფ კ ც ე ე
ნოზომანია nosomania нозомания nosomania (ბერძნ. nosos
ავადმყოფობა, mania ვნება, სიგიჟე) - დაუსაბუთებელი,
ავადმყოფური რწმენა ამა თუ იმ დაავადების არსებობის შესახებ.
ნოზოფობია nosophoby нозофобия nosophobia (ბერძნ. nosos
ავადმყოფობა, phobos შიში) - მოურჩენელი სენით (შიდსით,
კიბოთი და სხვ.) დაავადების შიში. სინ.: ნოზომანია.
ნოკარდიოზი nocardiosis нокардиоз nocardiosis - ადამიანის
სისტემური დაავადებაა, რომლის გამომწვევია აქტინომიცეტი
Nocardia asteroides, უფრო იშვიათად კი N.farcinica, N.brasiliensis და
სხვ. ნოკარდიები ძალზე ახლოს დგანან ტუბერკულოზის
გამომწვევ მიკობაქტერიებთან: მდგრადები არიან მჟავების
მიმართ, გრამ-დადებითებია, უმოძრაონი. დამახასიათებელია
მწვავე და ქვემწვავე პნევმონიების განვითარება, ზოგჯერ
პათოლოგიური პროცესის ჰემატოგენური გენერალიზაციით.
შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაც.
დაავადება პირველად აღწერა ე. ნოკარმა 1888 წელს.
სამკურნალოდ იყენებენ ანტიბიოტიკებს (ტეტრაციკლინებს,
ამინოგლიკოზიდებს და სხვ.).
ნომა noma нома noma (ბერძნ. noma გავრცობა, ამოჭმა) - პირის
ღრუს განგრენული ინფექცია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს
მთელ სახეზე. ხშირად უვითარდება დასუსტებულ ან ცუდად
მკვებავ ადამიანებს. წყლულოვანი გინგივიტის ერთ-ერთი
ყველაზე სერიოზული სახესხვაობაა.
ნომადიზმი nomadismus номадизм nomadismus (ბერძნ. nomas
მომთაბარე) - დაუოკებელი ლტოლვა მომთაბარეობისა და
ხეტიალისადმი. ცხოვრების მომთაბარე წესი. სინ.: დრომომანია,
პორიომანია.
ნონსენსი nonsense нонсенс nonsensus (ინგლ. nonsense უაზრობა,
აბსურდი) - რაიმე აზრს მოკლებული იდეა, საუბარი, სამეცნიერო
შრომა, გადაწყვეტილება.
ნონსენს-ტრიპლეტები nonsense-triplets нонсенс-триплеты
nonsensustripletus - იგივე ნონსენს-კოდონები. ასეთი სახის
ტრიპლეტები არ აკოდირებენ არც ერთ ამინმჟავას. წარმოადგენენ
სიგნალს ცილის პოლიპეპტიდური ჯაჭვის სინთეზირების
დაწყების ან დამთავრების შესახებ.
ნორმოციტები normocytes нормоциты normocytas (ლათ. norma
წესი, კანონი, ბერძნ. kytos უჯრედი) - ერითროიდული რიგის
არადიფერენცირებული უჯრედები. განასხვავებენ ბაზოფილურ,
პოლიქრომატოფილურ და ოქსიფილურ ნორმოციტებს.
ნოსტალგია nostalgy ностальгия nostalgia (ბერძნ. nostos სახლში
დაბრუნება, algos ტკივილი, ტანჯვა) - სევდა სამშობლოსადმი.
სამშობლოს საოცარი მონატრება, რაც ახასიათებთ ენდემური
ფსიქოლოგიის მქონე ერების შვილებს.
ნოქსა noxa нокса noxa (ლათ. nocera ვნების მიყენება) - მავნე
ფაქტორი (ტრავმა, შხამი და სხვ.).
ნუბეკულა nubecula нубекула nubecula (ლათ. nubes ღრუბელი) -
თვალის რქოვანა გარსის მსუბუქი შემღვრევა.
ნუკლეაზები nucleases нуклеазы nucleasus (ლათ. nucleus ბირთვი)
- ფერმენტები, რომლებიც შლიან ნუკლეინის მჟავებს.
მონაწილეობენ ორგანიზმისათვის უცხო ნუკლეინის მჟავების
ელიმინაციაში, თვით ორგანიზმში მიმდინარე ნუკლეინის
მჟავების სინთეზის და დაშლის რეგულაციაში და ა.შ. ნუკლეაზებს
იყენებენ ნუკლეინის მჟავების სტრუქტურის კვლევისათვის,
ზოგიერთი ვირუსული ეტიოლოგიის დაავადების სამკურნალოდ,
აგრეთვე გენეტიკურ, კერძოდ, გენურ ინჟინერიაში.
ნუკლეინის მჟავები nucleic acids нуклеиновые кислоты nucleic
acidi (ლათ. nucleus ბირთვი) - მაღალსპეციფიკური პოლიმერები,
რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ცილის
ბიოსინთეზში, გენეტიკური ინფორმაციის რეალიზაციაში და სხვა
მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესებში. შედგებიან მონომერების
- პოლინუკლეოტიდებისაგან. განასხვავებენ
დეზოქსირიბონუკლეინის (დნმ) და რიბონუკლეინის მჟავებს
(რნმ). ნუკლეინის მჟავები 1870 წელს აღმოაჩინა შვეიცარიელმა ფ.
მიშერმა.
ნუკლეოიდი nucleoid нуклеоид nucleoidum (ლათ. nucleus
ბირთვი, ბერძნ. eidos სახე) - 1.პროკარიოტების, კერძოდ,
ბაქტერიების დნმ-ს შემცველი ზონა, რომელსაც გარსი არ გააჩნია.
2.ვირუსებში სფეროს ან ცილინდრის ფორმის, ეკვატორულად ან
ექსცენტრულად ლოკალიზებული უბანი, რომელშიც ვირუსის
ნუკლეინის მჟავაა (დნმ ან რნმ) ლოკალიზებული.
ნუკლეოკაფსიდი nucleocapsid нуклеокапсид nucleocapsidum
(ლათ. nucleus ბირთვი, capsa სათავსი, ყუთი) - ვირუსის კაფსიდი
მასში ლოკალიზებული ნუკლეინის მჟავით (გენომით).
ნუკლეოპლაზმა - იხ. კარიოპლაზმა.
ნუკლეოტიდი nucleotide нуклеотид nucleotida (ლათ. nucleus
ბირთვი) - ნუკლეინის მჟავის შემადგენელი კომპონენტი. შედგება
აზოტის ფუძისაგან, ფოსფორის მჟავის ნაშთისა და
დეზოქსირიბოზის ან რიბოზისაგან.
ნუტრიენტები nutrients нутриенты nutrientia (ინგლ. nutrient
საკვები ნივთიერება) - საკვები პროდუქტების შემადგენლობაში
შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები (ცილები,
ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვ.), რომლებიც
ორგანიზმის მიერ გამოიყენება თავისი ცხოველქმედების
უზრუნველსაყოფად; საკვები ნივთიერებები, რომლებიც
შეიწოვება ნაწლავების საშუალებით. წარმოიქმნება საჭმლის
მონელების პროცესში, რასაც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური
ფლორის სიმბიოზური მიკროორგანიზმები.
ნუტრიციოლოგია nutriciology нутрициология nutriciologia
(ინგლ. nutricium კვება, ბერძნ. logos წავლება, მოძღვრება) -
მეცნიერება ადამიანისა და ცხოველების კვების შესახებ
(შეისწავლის საკვებს, მის თვისებებს). ნუტრიციოლოგიის მთავარი
ამოცანაა ადამიანის რაციონალური კვების ორგანიზაცია.
სამედიცინო ლექსიკონი


ობეზიტასი obesity обезитас obesitas (ლათ. obesitas) - ქართულად:
სიმსუქნე. ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება, რაც
განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
ობიექტივი objective объектив objectivus (ლათ. objectivus სასაგნე)
- შესასწავლ ობიექტთან კონტაქტში მყოფი ოპტიკური ხელსაწყოს
ნაწილი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ლინზისაგან.
ობის სოკოები mould fungi плесневый гриб mucor -
მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული
სუბსტრატების ზედაპირზე. მიეკუთვნებიან ზიგომიცეტებს
(მუკორი) და არასრულ სოკოებს (ასპერგილუსი, პენიცილიუმი და
სხვ.). ზოგიერთი მათგანი (მაგ., Aspergillus flavus) გამოყოფს ძლიერ
ტოქსინს (აფლატოქსინს). გამოიყენებიან ფერმენტების, ორგანული
მჟავების, ანტიბიოტიკების (მაგ., პენიცილინის, რომელსაც
გამოყოფს ობის სოკო Penicillium notatum) და ვიტამინების
მისაღებად.
ობლიგატური obligate облигатный obligatus (ლათ. obligatus
ვავალდებულებ) - ობლიგატური პარაზიტი: აბსოლუტური,
ნამდვილი პარაზიტი, რო მელსაც პარაზიტიზმის და ცოცხალი
უჯრედის გარეშე არსებობა არ შეუძლია.
ობლიტერაცია obliteration облитерация obliteratio (ლათ.
obliteratio წაშლა. მოსპობა) - სხეულის სხვადასხვა ღრუს, მილის ან
სისხლძარღვის შეზრდა, დახშობა. ეს პროცესი ხშირად ვითარდება
ანთების, ენდარტერიიტის და თრომბის წარმოქმნის შედეგად.
ობობასნაირები arachnids паукообразные Arachnoidea -
ფეხსახსრიანთა ტიპის ერთ-ერთი კლასია. აქვთ 4 წყვილი ფეხი და
არ გააჩნიათ ულვაშები. სუნთქავენ ტრაქეებით და ფილტვის
ტომსიკებით. ობობასნაირების კლასში შედის: ობობების,
მორიელების და ტკიპების რიგები. ზოგიერთი მათგანი
ინფექციური დაავადებების გადამტანებია.
ობსერვაცია observation обсервация observatio (ლათ. observare
დაკვირვება) - 1.ავადმყოფზე დაკვირვება. 2.ზოგიერთ
დაავადებაზე (მაგ., ქოლერაზე ან შავ ჭირზე) საეჭვო პირთა
იზოლაცია.
ობსტრუქცია obstruction обструкция obstructio (ლათ. obstructio
დახშობა, დაბრკოლება) - შეგუბება, სანათურის დახშობა,
გაუვალობა (მაგ., ობსტრუქციული ბრონქიტი).
ობტურაცია obturation обстурация obturatio (ლათ. obturo ვაცობ) -
ნაწლავის, სისხლძარღვის, ლიმფური სადინრის და სხვ. დახშობა
ზეწოლით.
ოდინაკუზისი odynacusis одинакузис odynacusis (ბერძნ. odyne
ტკივილი, akuo ვისმენ) - სმენის ორგანოს მომატებული
მგრძნობელობა, რომლის დროსაც ცალკე ბგერაც კი იწვევს
ტკივილის შეგრძნებას.
ოდინოფაგია odynophagia одинография odynophagia (ბერძნ.
odyne ტკივილი, phago ვჭამ) - ყელის ტკივილის შეგრძნება
ყლაპვის პროცესში.
ოდინოფობია odynophobia одинофобия odynophobia (ბერძნ.
odyne ტკივილი, phobos შიში) - ტკივილისადმი ძლიერი შიში.
ოდონტალგია odontalgia одонталгия odontalgia (ბერძნ. odus,
odontus კბილი, algos ტკივილი) - კბილის (ან კბილების) ტკივილი.
ოდონტობლასტი odontoblast одонтобласт odontoblastus (ბერძნ.
odus, odontus კბილი, blastos ყლორტი, ღივი) - დენტინის
წარმომშობი ღეროვანი უჯრედი.
ოდონტოლოგია odontology одонтология odontologia (ბერძნ. odus,
odontus კბილი, logos მოძღვრება) - კბილების და მათი
მკურნალობის მეთოდების შემსწავლელი მეცნიერება.
ოდონტომა odontoma одонтома odontoma (ბერძნ. odus, odontus
კბილი, oma სიმსივნე) - კბილის ქსოვილებიდან განვითარებული
კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ოდონტორაგია odontorrhagia одонторрагия odontorrhagia (ბერძნ.
odus, odontus კბილი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლდენა
(ზოგჯერ პროფუზული) კბილის ექსტრაქციის შემდეგ.
ოდოროლოგია odorology одорология odorologia (ლათ. odor სუნი,
ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება სუნის შესახებ. ტერმინი
უფრო ხშირად გამოიყენება კრიმინალურ მედიცინაში.
ოვარიალგია ovarialgia овариалгия ovarialgia (ლათ. ovarium
საკვერცხე, ბერძნ. algos ტკივილი) - ტკივილი საკვერცხის არეში.
ოვარიექტომია ovariectomy овариэктомия ovariectomia (ლათ.
ovarium საკვერცხე, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - საკვერცხის
კვე ც ე ე კვე კვე ც
ქირურგიული ამოკვეთა. ასეთი სახის ოპერაცია ტარდება, მაგ.,
საკვერცხის სიმსივნის ან კისტის შემთხვევაში. სინ.:
ოოფორექტომია.
ოვარიოტომია ovariotomy овариотомия ovariotomia (ლათ.
ovarium საკვერცხე, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ტერმინი ჩვეულებრივ
გამოიყენება საკვერცხის ქირურგიული ამოკვეთის აღსანიშნავად.
ოვარიული ovarial овариальный ovarialis (ლათ. ovarium
საკვერცხე) - საკვერცხესთან დაკავშირებული.
ოვოგენეზი oogenesis овогенез ovogenesis (ლათ. ovum კვერცხი,
genesis წარმოშობა) - ქალის სასქესო უჯრედის (კვერცხუჯრედის)
წარმოქმნისა და განვითარების პროცესი საკვერცხეში.
ოვოციდები oocides овоциды ovocaedus (ლათ. ovum კვერცხი,
caedo ვკლავ) - იგივე ოვიციდები. ქიმიური ნივთიერებები,
რომელთაც იყენებენ ჰელმინთების და ფეხსახსრიანების
კვერცხების გასანადგურებლად.
ოვოციტი ovocyte овоцит ovocytum (ლათ. ovum კვერცხი, ბერძნ.
kytos უჯრედი) - იგივე ოოციტი. ქართულად: კვერცხუჯრედი.
ქალის მოუმწიფებელი სასქესო უჯრედი. I რიგის ოვოციტი
შეიცავს ქრომოსომების დიპლოიდურ კომპლექტს, II რიგისა კი
ჰაპლოიდურს.
ოვოჰელმინთოლოგიური მეთოდი oohelminthologic method
овогельминтологический метод methodum ovohelminthologia (ლათ.
ovum კვერცხი, ბერძნ. helmins ჭია, methodos კვლევა) -
დიაგნოსტიკის მეთოდი, როდესაც განავლის მიკროსკოპული
გამოკვლევით ხდება ჭიების კვერცხების გამოვლენა და
იდენტიფიკაცია.
ოვულაცია ovulation овуляция ovulatio (ლათ. ovum კვერცხი) -
მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოსვლა საკვერცხის
ფოლიკულიდან (იხ.) მუცლის ღრუში, შემდეგ კი კვერცხსავალში.
ოზენა ozena озена osaena (ბერძნ. ozo სუნს გამოვცემ) - მყრალი
სურდო. უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა. ცხვირის ლორწოვანი
გარსის და ნიჟარების ქრონიკული დისტროფიული პროცესი. შდრ.
ანოსმიას.
ოზონი ozon озон ozon (ბერძნ. ozon სუნის ტრიალი) - ჟანგბადის
სახეცვლილებაა, რომლის მოლეკულა შედგება 3 ატომისაგან (O3).
გააჩნია დამახასიათებელი სუნი. აქვს ძლიერი ბაქტერიციდული,
გ დ ე ელ უ ქვ ლ ე ქტე ც დულ
ნეკროლიზური, ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება და დამჟანგავი
თვისებები.
ოზონირება ozonation озрнирование ozonire (ბერძნ. ozon სუნის
ტრიალი) - 1.ჰაერის ხელოვნური გამდიდრება ოზონით,
გაუსენიანების და დეზოდორაციის მიზნით. 2.წყლის დამუშავება
ოზონით, გაუსენიანების, გა უფერულების და დეზოდორაციის
მიზნით.
ოზონირებული წყალი ozonised water озонированная вода aqua
ozonire (ბერძნ. ozon სუნის ტრიალი) - იგივე ოზონის წყალხსნარი.
იყენებენ მედიცინაში სხვადასხვა ჩირქოვანი დაავადებების
საწინააღმდეგოდ, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვთა ასაკში.
მაგ., ოზონირებული წყლის ბაქტერიციდული ეფექტურობა in vitro
გაცილებით (1000-ჯერ) მეტია სხვა ანტისეპტიკურ ხსნარებთან
შედარებით. ამასთან, ავადმყოფთა სტაციონარში დაყოვნების
ვადები 2-ჯერ მცირდება.
ოზონის ეკრანი ozone screen озоновый экран ozon ecran (ბერძნ.
ozon სუნის ტრიალი, ფრანგ. ecran დამცავი ფარი) - იგივე
ოზონოსფერო. დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 15-35კმ-ის
სიმაღლეზე განლაგებული ოზონის მოლეკულების მაღალი
კონცენტრაციის შემცველი ატმოსფეროს შრე, რომელიც აირეკლავს
ცოცხალი სისტემებისათვის დამღუპველ, 0,290მკმ-ზე ნაკლები
ტალღის მქონე ულტრაიისფერ გამოსხივებას. ამჟამად ოზონის
ეკრანი საგრძნობლადაა დაზიანებული ანთროპოგენური
ზემოქმედების შედეგად.
ოკლუზია occlusion прикус occlusio (ლათ. occlusus ჩაკეტილი) -
ქართულად: თანკბილვა. ზედა და ქვედა კბილების
ურთიერთგანლაგება ერთმანეთის მიმართ. მოკუმულ
მდგომარეობაში ადგილი უნდა ჰქონდეს ზედა და ქვედა კბილების
მაქსიმალური რაოდენობის კონტაქტებს.
ოკულარი ocular окуляр ocularis (ლათ. ocularis თვალის) - ერთი
ლინზისა ან ლინზათა სისტემისაგან შემდგარი, ოპტიკური
ხელსაწყოს ნაწილი, რომელიც მიმართულია დამკვირვებლის
თვალისაკენ.
ოლიგაკიურია oligakiuria олигакиурия oligakiuria (ბერძნ.
oliggakos იშვიათად, uron შარდი) - ანომალურად იშვიათი შარდვა
(მაგ., ზურგის ტვინის ტაბესის დროს).
გ უ გ ტვ ტ ე დ
ოლიგემია oligemia олигемия oligemia (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა,
haima სისხლი) - არასაკმარისი სისხლი ორგანიზმში.
ოლიგოდაქტილია oligodaktylism олигодактилия oligodaktylia
(ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, daktylos თითი) - თანდაყოლილი ან
შეძენილი დეფექტი: ზედა ან ქვედა კიდურზე ხუთზე ნაკლები
თითის არსებობა.
ოლიგომენორეა oligomenorrhoea олигоменоррея oligomenorrhoea
(ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, men თვე, rheo მოვედინები) -
ხანგრძლივი ინტერვალებით მიმდინარე, არანორმალურად
გაიშვიათებული თვიური.
ოლიგოპნოე oligopnoe олигопное oligopnoea (ბერძნ. oligos მცირე,
ცოტა, pnoe სუნთქვა) - გაიშვიათებული სუნთქვა.
ოლიგოსაპრობული ზონა oligosaprobe zone олигосапробная зона
zona oligosaprobis (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, sapros დამპალი) -
სუფთა წყლის ზონა, სადაც მიკროორგანიზმების რაოდენობა 1მლ
წყალში მხოლოდ 10-100-ობით განისაზღვრება. ნაწლავის ჩხირი
აღმოჩენილი არ არის.
ოლიგოსპერმია oligospermia олигоспермия oligospermia (ბერძნ.
oligos მცირე, ცოტა, sperma თესლი) - სპერმატოზოიდების მცირე
რაოდენობა სპერმაში. ოლიგოსპერმიის დროს 1მლ სპერმაში
20მლნ სპერმატოზოიდზე ნაკლებია, ამასთან ისინი
ნაკლებმოძრავნი არიან (იხ. ასთენოსპერმია). ხშირია ანომალური
და უმწიფარი უჯრედები.
ოლიგოფრენია oligophrenia олигофрения oligophrenia (ბერძნ.
oligos მცირე, ცოტა, phren ჭკუა) - თანდაყოლილი ჭკუასუსტობა,
ინტელექტის განუვითარებლობა. არჩევენ 3 სახის ოლიგოფრენიას:
იდიოტიას, იმბეცილობას და დებილობას.
ოლიგოქოლია oligocholia олигохолия oligocholia (ბერძნ. oligos
მცირე, ცოტა, chole ნაღველი) - ნაღვლის გამოყოფის შემცირება.
ოლიგოჰიდრამნიონი oligohydramnion олигогидрамнион
oligohydramnion (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, hydor წყალი, amnion
ჩანასახოვანი ბუშტი) - სანაყოფო წყლების საგრძნობი შემცირება
(0-200მლ ორსულობის III ტრიმესტრში). ასეთ მდგომარეობას
შეიძლება თან ახლდეს ნაყოფის ზრდის შეჩერება და
მიუთითებდეს თირკმლების განვითარების სერიოზულ
ანომალიაზე.
ლ ე
ოლიგურია oliguria олигурия oliguria (ბერძნ. oligos მცირე, ცოტა,
uron შარდი) - ძალზე მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოფლის უხვად გამოყოფისას
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში, ცხელ
ამინდში, ანდა შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლების ამა
თუ იმ დაავადებასთან.
ომალგია omalgia омалгия omalgia (ბერძნ. omos მხარი, algos
ტკივილი) - მხრის სახსრის ტკივილი.
ომართრიტი omarthritis омартрит omarthritis (ბერძნ. omos მხარი,
arthron სახსარი, itis ანთება) - მხრის სახსრის ანთება.
ომფალიტი omphalitis омфалит omphalitis (ბერძნ. omphalos ჭიპი,
itis ანთება) - კანის და კანქვეშა ქსოვილის ანთება ჭიპის ირგვლივ.
ომფალოპაგუსი omphalopagus омфалопвг omphalopagus (ბერძნ.
omphalos ჭიპი, pagos დამაგრება) - ჭიპით შეზრდილი ტყუპები.
ომფალორაგია omphalorrhagia омфалоррагия omphalorrhagia
(ბერძნ. omphalos ჭიპი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) -
ახალშობილებში ჭიპიდან სისხლის დენა.
ომფალოტომია omhalotomia омфалотомия omphalotomia (ბერძნ.
omphalos ჭიპი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ჭიპლარის გადაკვეთა.
ონანიზმი onanism онанизм onanismus (ბიბლიური პერსონაჟის,
ონანის სახელის მიხედვით) - სქესობრივი მოთხოვნილების
დაკმაყოფილება სასქესო აქტის გარეშე, ეროგენული ზონების
ხელოვნური გაღიზიანებით. სინ.: მასტურბაცია.
ონიქექტომია onychectomia онихэктомия onychectomia (ბერძნ.
onyx ფრჩხილი, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) - ფრჩხილის მოცილების
ოპერაცია.
ონიქოატროფია onychoatrophia онихоатропия onychoatrophia
(ბერძნ. onyx ფრჩხილი, a უარყ. თავს., trophe კვება) - ფრჩხილების
განლევა.
ონიქოკრიპტოზი onychocryptosis онихокриптоз onychocryptosis
(ბერძნ. onyx ფრჩხილი, kryptos მალული) - ფრჩხილების ჩაზრდა
რბილ ქსოვილში.
ონიქოფაგია onychophagia онихофагия onychophagia (ბერძნ. onyx
ფრჩხილი, phago ვჭამ) - ფრჩხილების კვნეტის ჩვეულება, რაც
მეტწილად დამახასიათებელია ნერვული და ნერვულ-
ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებისა და ზრდასრული
ადამიანებისათვის.
ონკოგენების თეორია oncogene theory теория онкогенов oncogene
theoria (ბერძნ. onkos სიმსივნე, genesis წარმოქმნა) -
კანცეროგენეზის ამ თეორიის მიხედვით, უმაღლესი ორგანიზმის
ყველა უჯრედში არსებობს ონკოგენური პოტენციის მქონე გენები
(ინკოგენები). მათი მოქმედების რეალიზაცია ხდება მათ მიერ
კოდირებული ცილების მეშვეობით. სიმსივნურ ტრანსფორმაციაში
მონაწილეობს ორი ან მეტი ონკოგენი (იხ. პროტოონკოგენები).
ონკოგენეზი - იგივე კანცეროგენეზი (იხ.).
ონკოგენეტიკა oncogenetics онкогенетика oncogenetica (ბერძნ.
onkos სიმსივნე, genetikos წარმოშობასთან დაკავშირებული) -
ონკოლოგიის დარგი, რომელიც სიმსივნეების ეტიოლოგიასა და
პათოგენეზში სწავლობს გენეტიკური ფაქტორის როლს.
ონკოგენი oncogene онкоген oncogenus (ბერძნ. onkos სიმსივნე,
genos დაბადება, წარმოშობა) - ონკოგენურ ვირუსში ან უჯრედში
არსებული გენი, რომელიც განაპირობებს უჯრედების სიმსივნურ
ტრანსფორმაციას.
ონკოგენური ვირუსები oncogenous viruses онкогенные вирусы
virus oncogenica (ბერძნ. onkos სიმსივნე, ლათ. virus შხამი) - იგივე
ონკოვირუსები. ვირუსები, რომლებიც ბუნებრივ ან
ექსპერიმენტულ პირობებში წარმოქმნიან სიმსივნეებს ადამიანსა
და ცხოველებში.
ონკოლიზისი oncolysis онколизис oncolysis (ბერძნ. onkos
სიმსივნე, lysis დაშლა, გახსნა) - სიმსივნეების და სიმსივნური
უჯრედების დაშლა. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს სპონტანურად
ან სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებების, სხივური
თერაპიის ან ზოგიერთი ვირუსის ზემოქმედების შედეგად.
ონკოლოგია oncology онкология oncologia (ბერძნ. onkos
სიმსივნე, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც
სწავლობს სიმსივნეებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს.
ონკომორფოლოგია oncomorphology онкоморфология
oncomorphologia (ბერძნ. onkos სიმსივნე, morphe ფორმა, logos
მოძღვრება) - სიმსივნეების აგებულების (მორფოლოგიის)
შემსწავლელი მეცნიერება.
ონკორნავირუსები oncornaviruses онкорнавирусы oncornavirus
(ბერძნ. onkos სიმსივნე, ინგლ. RNA რიბონუკლეინის მჟავა, ლათ.
virus შხამი) - რნმ-ს შემცველი, ონკოგენური პოტენციის მქონე
ვირუსები (თაგვების ლეიკემიების, რაუსის სარკომის, ბიტნერის
და სხვ.). ამჟამად ისინი მიეკუთვნებიან რეტროვირუსების ოჯახის
ონკოვირუსების ქვეოჯახს.
ონკოტომია oncotomia онкотомия oncotomia (ბერძნ. onkos
სიმსივნე, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - სიმსივნის ოპერაციული გაკვეთა.
ონომანია onomania ономания onomania (ბერძნ. onos შესყიდვა,
mania სიგიჟე) - ყიდვის აკვიატებული სურვილი. პათოლოგიური
ლტოლვა ახალი, ზოგჯერ სრულიად უსარგებლო საგნების
შეძენისადმი.
ონტოგენეზი ontogenesis онтогенез ontogenesis (ბერძნ. on, ontos
არსებული, genesis წარმოშობა) - ამა თუ იმ ორგანიზმის
ინდივიდუალური განვითარება განაყოფიერებული კვერცხიდან
აღნიშნული ინდივიდის სიცოცხლის ბოლომდე. ტერმინი
შემოიღო გერმანელმა ბიოლოგმა ე. ჰეკელმა 1866 წელს.
ოპერაბელური operable операбельный operable (ლათ. opero
ვმუშაობ, ოპერაციას ვაკეთებ) - დაავადება, რომელიც ოპერაციას
ექვემდებარება. დიამეტრულად საწინააღმდეგო ტერმინია:
ინოპერაბელური (იხ.).
ოპერატიული operative оперативный operativus (ლათ. operator
მოქმედი) - რაიმეს (მკურნალობა, დიაგნოზი, ქირურგიული
ჩარევა) სწრაფად და დროულად შესრულება.
ოპერაცია surgery щперация operatio (ლათ. operatio მოქმედება) -
ქირურგიული ჩარევა სამკურნალო მიზნით. ქსოვილებსა და
ორგანოებზე მექანიკური მოქმედება. ცნობილია დიაგნოსტიკური,
ერთმომენტიანი, ორმომენტიანი, პალიატიური, პლასტიკური,
რადიკალური და სხვ. ოპერაციები.
ოპიომანია opiomania опиомания opiomania (ბერძნ. opion ყაყაჩოს
წვენი, mania სიგიჟე) - ოპიუმის მიღების ავადმყოფური,
დაუძლეველი სურვილი. ნარკომანიის ერთ-ერთი სახეა, რომელიც
ვითარდება ოპიუმის სისტემატური მიღების შედეგად.
ოპისთორქოზი opisthorchiasis описторхоз opisthorchosis
(Opisthorchis felineus, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ღვიძლის
სანაღვლე გზებში, ნაღვლის ბუშტსა და პანკრეასში ჰელმინთების
ღვლე გ ე ღვლ უ ტ დ კ ე ელ ე
(Opisthorchis felineus) შეჭრის შედეგად განვითარებული
დაავადება. დასენიანება ხდება უმი ან არასაკმარისად მოხარშული
თევზით. განვითარებისათვის პარაზიტი საჭიროებს 2 შუალედურ
მასპინძელს - ჭაობის ლოკოკინას და მტკნარი წყლის თევზებს
(ნაფოტას, კაპარჭინას და სხვ.). დეფინიტური მასპინძლებია
ადამიანი, ძაღლი, კატა. პროფილაქტიკური ღონისძიებები
ითვალისწინებს პარაზიტის სასიცოცხლო ციკლზე ზემოქმედებას.
ოპისთოტონუსი opisthotonus опистотонус opisthotonos (ბერძნ.
opisthen უკან, tonos დაძაბვა) - კუნთების სპაზმი ტეტანუსის დროს.
ამ დროს სხეული იღებს რკალისებრ ფორმას და ეყრდნობა კეფასა
და ქუსლებს.
ოპიუმი opium опий opium (ბერძნ. opion ყაყაჩოს წვენი) - საძილე
ყაყაჩოს (Papaver somniferum) მოუმწიფებელი სათესლე
კოლოფების გამომშრალი წვენი. შეიცავს სხვადასხვა
ალკალოიდებს (მორფინს და სხვ.). მედიცინაში იყენებენ როგორც
ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
ოპორტუნისტული დაავადებები - იხ. ავადმყოფობები
ოპორტუნისტული.
ოპრესია oppression опрессия oppressio (ლათ. opressus ხრჩობა,
მოჭერა) - 1.გულმკერდის არეში თავისებური წუხილისა და
ხუთვის შეგრძნება. 2. წუხილი, სევდა, დაღონება.
ოპტიკა optics оптика optica (ბერძნ. optike მეცნიერება
მხედველობაზე) - 1.ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს
სინათლის მოვლენას და მის თვისებებს. 2.ხელსაწყოები, რომელთა
მოქმედება ეყრდნობა სინათლის არეკვლისა და გარდატეხის კანო
ნებს.
ოპტიმალური optimal оптимальный optimalis (ლათ. optimus
საუკეთესო) - შესაძლებელი ვარიანტებიდან საუკეთესო (მაგ.,
საუკეთესო, ე.ი. ოპტიმალური პირობები).
ორალური oral оральный oralis (ლათ. oris პირი) - პირის. ის, რაც
პირს შეეხება. სხეულის იმ ნაწილისაკენ მყოფი, სადაც პირია.
ორბივირუსები orbiviruses орбивирусы orbivirus - რეოვირუსების
ოჯახის ერთ-ერთი გვარია. სახელწოდება განპირობებულია 32
კაფსომერისაგან შემდგარი კაფსიდის შიდა შრის მსგავსებით
რგოლთან (ლათ. orbis რგოლი). ვირუსი გადაეცემა ტკიპებით,
კოღოებით და მოსკიტებით. ადამიანისათვის პათოგენურებია
კ ღ ე დ კ ტე დ ვ გე უ ე
კოლო რადოს და კემეროვოს ცხელების გამომწვევი
ორბივირუსები.
ორბიტა orbite глазница orbita (ლათ. orbita გზა, ნაკვალევი) -
ქალას ღრმა ფოსო, რომელშიც ლოკალიზებულია თვალის კაკალი.
ორგაზმი climax оргазм orgasmus (ბერძნ. orgao აგზნებული ვარ) -
სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, უკიდურესი აგზნება,
რასაც მოყვება ნერვული დაცლა. ფიზიოლოგიურად გამოიხატება
მამაკაცის მიერ თესლის ეაკულაციაში. განასხვავებენ ქალის
შემდეგი სახის ორგაზმებს: კლიტორულს, ვაგინალურს და
შერეულს (კლიტორულ-ვაგინალურს).
ორგანელები organelles органеллы organellas (ბერძნ. organon
ორგანო, იარაღი) - ერთუჯრედიანი ორგანიზმის (მაგ.,
უმარტივესის) ნაწილი, კომპონენტი, რომელიც
მრავალუჯრედიანი ორგანიზმის რომელიმე ორგანოს
ანალოგიურია. განსაკუთრებით რთულია და მრავალგვარი
ინფუზორიებისა და შოლტიანების ორგანელები. განასხვავებენ
ორგანელების რამოდენიმე ტიპს: საყრდენს, სამოძრაოს, კუმშვადს,
საჭმლის მომნელებელს, სეკრეტორულს და სხვ.
ორგანიზმი organism организм organismus (ბერძნ. organon
ორგანო, იარაღი) - ცალკეული ცოცხალი არსება, რომელსაც
განიხილავენ როგორც ბიოლოგიურ სისტემას. ორგანიზმი შედგება
ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაქვემდებარებული
ელემენტებისაგან. ორგანიზმის ძირითადი თვისებაა
ნივთიერებათა ცვლა.
ორგანო organ орган organum (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი) -
ორგანიზმის სპეციფიკური ფუნქციის შემსრულებელი ნაწილი,
რომელიც შედგება რამდენიმე ქსოვილისაგან.
ორგანოგენები organogenes органогены organogeni (ბერძნ.
organon ორგანო, იარაღი, genos გვარი, წარმოშობა) - ჟანგბადი,
ნახშირბადი, წყალბადი და აზოტი. ჩვეულებრივ, ისინი
ორგანული ნივთიერებების ძირითადი ქიმიური ელემენტები
არიან. ამიტომაც ეწოდებათ მათ ორგანოგენები.
ორგანოგენეზი organogenesis органогенез organogenesis (ბერძნ.
organon ორგანო, იარაღი, genos წარმოქმნა, წარმოშობა) -
ორგანოების ჩანასახების წარმოქმნა და მათი დიფერენცირება
მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ონტო- და ფილოგენეზში.
ვ ლუჯ ედ გ ე ტ დ ფ ლ გე ე
მომავალი ორგანიზმის ქსოვილები და ორგანოები წარმოიქმნებიან
ჩანასახოვანი ფურცლებისაგან - ექტოდერმის, მეზოდერმისა და
ენტოდერმისაგან.
ორგანოიდები organoids органоиды organoidum (ბერძნ. organon
ორგანო, იარაღი, eidos სახე) - უჯრედის მუდმივი,
სპეციალიზებული სისტემები, რომლებიც ასრულებენ
განსაზღვრულ ფუნქციებს (მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი,
ცენტროსომა, რიბოსომები და სხვ.). უმარტივესებში ანალოგიურ
სტრუქტურებს ორგანელებს უწოდებენ (იხ.).
ორგანოპათოლოგია organopathology органопатология
organopathologia (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) - ორგანოების ფუნქციის
პათოლოგიური ცვლილებების შემსწავლელი მედიცინის დარგი.
ორგანოპლასტიკა organoplastic органопластика organoplastica
(ბერძნ. ორგანონ organo, იარაღი, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) -
დაავადების ან ტრავმის გამო დაკარგული ან დეფორმირებული
ორგანოს ფორმის და ფუნქციის აღდგენა ქირურგიული გზით.
ორგანოპრეპარატები organopreparation органопрепараты
organopreparati (ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, ლათ. praeparatus
დამზადებული) - 1.ცხოველთა ორგანოებისაგან ან
ქსოვილებისაგან დამზადებული ობიექტი, რომელიც გამოიყენება
სადიაგნოზოდ ან სამეცნიერო კვლევისათვის (მაგ., ანატომიური
პრეპარატი, ჰისტოლოგიური პრეპარატი და ა.შ.). 2. ადამიანის
სტიმულაციის მიზნით გამოყენებული ორგანოპრეპარატები. იხ.
ფეტალური მედიცინა.
ორგანოტროპიზმი organotropism органотропизм organotropismus
(ბერძნ. organon ორგანო, იარაღი, tropos მიმართულება) - ამა თუ იმ
აგენტის (ფაქტორის) ზემოქმედება რომელიმე ერთი (ან
რამდენიმე) ორგანოს მიმართ. მაგალითად, აფლატოქსინი იწვევს
ღვიძლის ჰეპატომებს და ამ ორგანოს ინტოქსიკაციას. ამდენად,
აღნიშნული ტოქსინი ჰეპატოტროპულია.
ორდინატორი staff physician ординатор ordinator (ლათ. ordinator
მომწყობი, განმკარგულებელი) - საავადმყოფოს მკურნალი ექიმი,
რომელიც მუშაობს განყოფილების გამგის ხელმძღვანელობის ქვეშ.
ორთოდონტია orthodontics ортодонтия orthodontia (ბერძნ. orthos
სწორი, ჭეშმარიტი, odontos კბილი) - სტომატოლოგიის ნაწილი,
წ ჭე ტ კ ლ ტ ტ ლ გ წ ლ
რომელიც სწავლობს კბილების აგებულების და მათი თანკბილვის
ანომალიებს და ამ დეფექტების მკურნალობის მეთოდებს
ორთომიქსოვირუსები orthomyxoviruses ортомиксовирусы
orthomyxovirus (ბერძნ. orthos სწორი, ჭეშმარიტი, myxa ლორწო,
ლათ. virus შხამი) - ამ ოჯახს მიეკუთვნება A, B და C ტიპის გრიპის
ვირუსები, რომელთაც გააჩნიათ ტროპიზმი მუცინისადმი (იხ.).
გრიპის A ვირუსი გამოყოფილ იქნა 1933 წელს. ვირიონის ფორმა
სფერულია, ახასიათებს არასწორი კონფიგურაცია. ნუკლეოიდი
შეიცავს ერთჯაჭვიან, ფრაგმენტირებულ რნმ-ს. აქვს სპირალური
სიმეტრიის ნუკლეოკაფსიდი. ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა
ლოკალიზებულია ვირუსის სხვადასხვა კბილანისმაგვარ
გამონაზარდებში. ვირუსი სწრაფად იღუპება 560 C -ზე, UV-
სხივებით, დეზინფექტანტების და დეტერგენტების
ზემოქმედებით. ინარჩუნებს ცხოველქმედებას დაბალ
ტემპერატურებზე (-700 C).
ორთოპედია orthopedics ортопедия orthopaedia (ბერძნ. orthos
სწორი, ჭეშმარიტი, paideia აღზრდა) - მედიცინის დარგი, რომელიც
შეისწავლის ადამიანის სხეულის ხერხემლისა და კიდურების
თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების პროფილაქტიკას
და მკურნალობის მეთოდებს. ზოგადად, ადამიანის ძვალ-
სახსროვანი სისტემის სწავლებას ნიშნავს.
ორთოპნოე orthopnoe ортопноэ orthopnoe (ბერძნ. orthos სწორი,
ვერტიკალური, pnoe სუნთქვა) - ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა,
რაც ავადმყოფს აიძულებს მიიღოს ვერტიკალური მდგომარეობა.
ორთოპნოე დამახასიათებელია მიოკარდიტით, გულის მანკით და
სხვ. დაავადებულთათვის.
ორთოპოქსვირუსები orthopoxviruses ортопоксвирусы
orthopoxvirus (ბერძნ. orthos სწორი, ჭეშმარიტი, ლათ. pox
პუსტულა, virus შხამი) - პოქსვირუსების ოჯახის გვარი, რომელშიც
შედის ადამიანისათვის პათოგენური სახეობები (მაგ.,
ნატურალური ყვავილის ვირუსი).
ორნითოზი ornithosis ортиноз ornithosis (ბერძნ. ornis ფრინველი,
osis მდგომარეობა) - დაავადების გამომწვევია ქლამიდია
(Chlamydia psittaci), რომელიც აავადებს ფრინველს და გადაეცემა
ადამიანს. უკანასკნელში დაავადება მიმდინარეობს მაღალი
ტემპერატურით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილებით,
ფილტვების ანთებით და სხვ.
ოროვანდი burdock лопух arctium (Arctium lappa) - ორწლიანი
ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ინულინს, პროტეინს, ეთერის
ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სხვადასხვა ცხიმოვან მჟავებს,
ასკორბინის მჟავას, გლიკოზიდ არქტინს და სხვ. გააჩნია შარდდა
ოფლმდენი თვისებები. აუმჯობესებს ავადმყოფის სისხლისა და
შარდის შემადგენლობას. ნაჩვენებია დიაბეტის დროს,
თირკმლებსა და შარდის ბუშტში კენჭების დასაშლელად,
გასტრიტისა და კუჭის წყლულის შემთხვევებში.
ორსულთა ტოქსიკოზი - იხ. ტოქსიკოზი ორსულთა.
ორსულობა - იხ. გრავიდიტასი.
ორქიდალგია orchidalgia орхидалгия orchidalgia (ბერძნ. orchis
სათესლე, algos ტკივილი) - სათესლე ჯირკვლის ტკივილი.
ტკივილი შეიძლება არ იყოს უშუალოდ დაკავშირებული სათესლე
ჯირკვალთან, არამედ გამოწვეული იყოს საზარდულის თიაქარის,
შარდსაწვეთში კენჭების არსებობის გამო და სხვ.
ორქიეპიდიდიმიტი orchiepididymitis орхиэпидидимит
orchiepididymitis (ბერძნ. orchis სათესლე, epi ზედ, ზევიდან,
didymos ტყუპი, წყვილი, itis ანთება) - სათესლე ჯირკვლისა და
მისი დანამატის ანთება. მწვავე ორქიეპიდიდიმიტს ახასიათებს
ტემპერატურის უეცარი მომატება, ტკივილი, შესივება და საერთო
მდგომარეობის გაუარესება. იხ. ეპიდიდიმიტი.
ორქიპექსია orchipexy орхипексия orchipexia (ბერძნ. orchis
სათესლე, pexis მიმაგრება) - კრიპტორქიზმის (იხ.) საკორექციო
ქირურგიული ოპერაცია: მდგომარეობს მუცლის ღრუდან
სათესლე ჯირკვლის საზარდულის მიმართულებით
გადაადგილებაში და სათესლე პარკში მის ფიქსაციაში. ოპერაცია
ტარდება ბიჭების სქესობრივ მომწიფებამდე, რათა სათესლე
ჯირკვალმა შემდგომში შეძლოს ნორმალური განვითარება.
ორქიტი orchitis орхит orchitis (ბერძნ. orchis სათესლე, itis ანთება)
- მამაკაცის სათესლე ჯირკვლების (ან ჯირკვლის) ანთება.
ორქოპლასტიკა orchoplastics орхопластика orchoplastica (ბერძნ.
orchis სათესლე, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - პლასტიკური
ოპერაცია სათესლე ჯირკვალზე.
ორქოპტოზი orchoptosis орхоптоз orchoptosis (ბერძნ. orchis
სათესლე, ptosis დაწევა) - სათესლე ჯირკვლის დაწევა.
ოსიფიკაცია ossifi cation оссификация ossifi catio (ლათ. os ძვალი,
factio კეთება, საქმიანობა) - გაძვალება, ძვლოვანი ქსოვილის
წარმოქმნა.
ოსმოსი osmosis осмос osmosis (ბერძნ. osmos ბიძგი, წნევა) - ორი
სხვადასხვა კონცენტრაციის ნივთიერების (მეტწილად ხსნარების)
დიფუზური გაწონასწორება მათი გამყოფი ფოროვანი აპკის
გავლით. ცოცხალ ორგანიზმში გამხსნელის როლს ასრულებს
წყალი. რაც მეტია ხსნარის კონცენტრაცია (ანუ გახსნილი
ნივთიერების რაც მეტ მოლეკულას შეიცავს), მით მეტია მისი
ოსმოსური წნევა.
ოსტალგია ostalgia осталгия ostalgia (ბერძნ. osteon ძვალი, algos
ტკივილი) - ძვლების ტკივილი.
ოსტეოართრიტი osteoarthritis остеоартрит osteoarthritis (ბერძნ.
osteon ძვალი, arthron სახსარი, itis ანთება) - სახსრის ანთება ძვლის
სასახსრე ბოლოების ჩართვით. იგივე ძვალ-სახსრის ანთება.
ოსტეოართროპათია osteoarthropathy остеоартропия
osteoarthropathia (ბერძნ. osteon ძვალი, arthron სახსარი, pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა) - სახსრის შესაბამისი ძვლის და ხრტილის
ნებისმიერი დაავადება.
ოსტეობლასტი osteoblast остеобласт osteoblastus (ბერძნ. osteon
ძვალი, blastos ყლორტი, ღივი) - ძვლის წარმომქმნელი უჯრედი.
ოსტეოციტის (იხ.) წინამდებარე სტადია.
ოსტეობლასტოკლასტომა osteoblastoclastoma
остеобластокластома osteoblastoclastoma (ბერძნ. osteon ძვალი,
blastos ყლორტი, ღივი, klao ვაზიანებ, oma სიმსივნე) - სიმსივნე,
რომლის სუბსტრატი შედგება ოსტეობლასტებისა და
ოსტეოკლასტებისაგან.
ოსტეობლასტომა osteoblastoma остеобластома osteoblastoma
(ბერძნ. osteon ძვალი, blastos ყლორტი, ღივი, oma სიმსივნე) -
ძვლის წარმომქმნელი არა დიფერენცირებული უჯრედიდან
(ოსტეობლასტი) განვითარებული სიმსივნე.
ოსტეოგენეზი osteogenesis остеогенез osteogenesis (ბერძნ. osteon
ძვალი, genesis წარმოშობა) - ძვლის ქსოვილის წარმოშობის
პროცესი.
ცე
ოსტეოდისპლაზია osteodisplasia остеодисплазия osteodisplasia
(ბერძნ. osteon ძვალი, dys მოშლა, დარღვევა, plasis შექმნა) -
ძვლოვანი ქსოვილის განვითარების ანომალია, რაც
განპირობებულია ჩონჩხში ჰისტო- და ორგანოგენეზის პროცესების
დარღვევით.
ოსტეოდისტროფია osteodistrophy остеодистрофия osteodistrophia
(ბერძნ. osteon ძვალი, dys მოშლა, დარღვევა, trophe კვება) -
ძვლოვანი სისტემის პათოლოგიაა. ძვლისშიდა მეტაბოლიზმის
დარღვევით განპირობებული ძვლების სტრუქტურის
ცვლილებები.
ოსტეოექტომია osteoectomy остеоэктомия osteoectomia (ბერძნ.
osteon ძვალი, ektome ამოკვეთა) - ძვლის ან მისი რომელიმე
ცალკეული ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა.
ოსტეოკლაზია osteoclasia остеоклазия osteoclasia (ბერძნ. osteon
ძვალი, klasis გატეხა) - ძვლების ხელოვნური გადატეხა მათი
დეფორმაციების კორექციის მიზნით.
ოსტეოკლასტი osteoclast остеокласт osteoclastus (ბერძნ. osteon
ძვალი, klao ვაზიანებ) - ძვლის ქსოვილის მაკროფაგი, რომლის
დახმარებით ხდება ძვლის ძირითადი ნივთიერების გაწოვა.
გიგანტური უჯრედია, გააჩნია რამდენიმე ათეული ბირთვი.
ოსტეოკლასტომა osteoclastoma остеокластома osteoclastoma
(ბერძნ. osteon ძვალი, klao ვაზიანებ, oma სიმსივნე) - ძვლის
იშვიათი სიმსივნეა, რომლის წარმოქმნა დაკავშირებულია
ოსტეოკლასტების სწრაფ გამრავლებასთან.
ოსტეოლიზი osteolysis остеолиз osteolysis (ბერძნ. osteon ძვალი,
lysis დაშლა, გახსნა) - ძვლოვანი ქსოვილის დარბილება და დაშლა
რომელიმე დაავადების (უფრო ხშირად, ინფექციურის) ან ძვლის
სისხლის მომარაგების დარღვევის (იშემიის) შედეგად.
ოსტეოლოგია osteology остеология osteologia (ბერძნ. osteon
ძვალი, logos მოძღვრება) - ანატომიის დარგი, რომელიც სწავლობს
ძვლების ფორმასა და სტრუქტურას.
ოსტეომა osteoma остеома osteoma (ბერძნ. osteon ძვალი, oma
სიმსივნე) - ძვლის ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
განასხვავებენ ღრუბლოვან, კომპაქტურ ოსტეომას და
ოსტეოიდოსტეომას (ოსტეოიდ-ოსტეომა).
ოსტეომალაცია osteomalacia остеомаляция osteomalacia (ბერძნ.
osteon ძვალი, malakia სირბილე, სისუსტე) - ძვლების დარბილება
კალციუმის დაკარგვის გამო.
ოსტეომიელიტი osteomyelitis остеомиелит osteomyelitis (ბერძნ.
osteon ძვალი, myelos ძვლის ტვინი, itis ანთება) - ძვლის ტვინის
ანთება, რომელიც ჩვეულებრივ ძვლის კომპაქტურ და
ღრუბლისებრ ნივთიერებებზე და ძვლისაზრდელაზე ვრცელდება.
ოსტეომიელოდისპლაზია osteomyelodysplasia
остеомиелодисплазия osteomyelodysplasia (ბერძნ. osteon ძვალი,
myelos ძვლის ტვინი, dys მოშლა, plasso ვძერწავ) - ჩონჩხის ძვლების
სკლეროზული დაზიანება, რასაც თან ახლავს ცვლილებები
პერიფერიულ სისხლსა და ძვლის ტვინში. სინ.:
ოსტეოსკლეროზული ანემია, ოსტეოსკლეროზული თრომბოპენია.
ოსტეონეკროზი osteonecrosis остеонекроз osteonecrosis (ბერძნ.
osteon ძვალი, nekros მკვდარი) - ძვლის ქსოვილის სიკვდილი
(ნეკროზი).
ოსტეონი osteon остеон osteon (ბერძნ. osteon ძვალი) - ძვლის
კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურული ერთეული. მასში
შედის 1-2 სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც ძვლისაზრდელას
და ძვლის ტვინის სისხლძარღვებს უკავშირდებიან
ანასტომოზების საშუალებით.
ოსტეოპათია osteopathy остеопатия osteopathia (ბერძნ. osteon
ძვალი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ძვლოვანი სისტემის
სხვადასხვა დაავადებების საერთო სახელწოდება.
ოსტეოპენია osteopenia остеопения osteopenia (ბერძნ. osteon
ძვალი, penia სიღარიბე) - 1.ძვლის დაქვეითებული კალციფიკაცია
ან მისი შემცირებული სიმკვრივე. 2.ძვლოვანი მასის შემცირება
ოსტეოიდური ქსოვილის არასაკმარისი სინთეზის გამო.
ოსტეოპეტროზი osteopetrosis остеопетроз osteopetrosis (ბერძნ.
osteon ძვალი, petra ქვა, osis მდგომარეობა) - თანდაყოლილი
დაავადება: ხასიათდება ავთვისებიანი ოსტეოსკლეროზით,
ძვლების მსხვრევადობით და ანემიით. დაზიანებულ ძვლებს
რენტგენოგრამაზე უჩვეულოდ მუქი შეფერილობა აქვთ. სინ.:
ალბერს-შენბერგის ავადმყოფობა, მარმარილოს ავადმყოფობა.
ოსტეოპოროზი osteoporosis остреопороз osteoporosis (ბერძნ.
osteon ძვალი, poros ფორი) - ძვლის ქსოვილის დაზიანება,
ვ ლ ფ ვლ ქ ვ ლ დ ე
გამეჩხერება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ანთებითი პროცესები
და ასაკობრივი ინვოლუცია.
ოსტეოპსათიროზი osteopsathyrosis остеопсатироз osteopsathyrosis
(ბერძნ. osteon ძვალი, psathyros მყიფე) - ძვლების ზედმეტი
სიმყიფე, რის გამოც გაზრდილია მათი მსხვრევადობა.
ოსტეოსარკომა osteosarcoma остеосаркома osteosarcoma (ბერძნ.
osteon ძვალი, sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ძვლოვანი
ქსოვილისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე.
ოსტეოსინთეზი osteosynthesis остеосинтез osteosynthesis (ბერძნ.
osteon ძვალი, synthesis შეერთება) - გატეხილი, დამსხვრეული
ძვლის შეერთება, აღდგენა მისი ნაწილების შეერთების გზით.
ოსტეოსინოვიტი osteosynovitis остеосиновит osteosynovitis
(ბერძნ. osteon ძვალი, ლათ. synovia სინოვიური გარსი) - ძვლისა და
სინოვიური გარსის ერთობლივი ანთება.
ოსტეოტილუსი osteotylus мазоль костная osteotylus (ბერძნ. osteon
ძვალი, tylos კოჟრი) - მოტეხილი ძვლის შეხორცების ადგილზე
ძვლოვანი ქსოვილის ახალწარმონაქმნის (კოჟრის) განვითარება.
ოსტეოტომია osteotomy остеотомия osteotomia (ბერძნ. osteon
ძვალი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ქირურგიული ოპერაცია, რაც
მდგომარეობს ძვლის გაკვეთაში ორ ნაწილად, მათი შემდგომი
სწორი შეერთების მიზნით. ოპერაცია ტარდება იმ შემთხვევაში,
თუკი კონსერვატულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.
ოსტეოფიბრომა osteofibroma остеофиброма osteofibroma (ბერძნ.
osteon ძვალი, ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. oma სიმსივნე) - სიმსივნე,
რომლის უჯრედული სუბსტრატი შედგება ძვლოვანი და
შემაერთებელი ქსოვილის ელემენტებისაგან.
ოსტეოფლებიტი osteophlebitis остеофлебит osteophlebitis (ბერძნ.
osteon ძვალი, phlebs ვენა, itis ანთება) - ძვალში ლოკალიზებული
ვენების ანთება.
ოსტეოქონდრიტი osteochondritis остеохондрит osteochondritis
(ბერძნ. osteon ძვალი, chondros ხრტილი, itis ანთება) - ძვლისა და
ხრტილის ერთდროული ანთება. თან ახლავს ძლიერი ტკივილები.
ადრე ამ დაავადებას ოსტეოქონდროზს უწოდებდნენ.
ოსტეოქონდრომა osteochondroma остеохондрома osteochondroma
(ბერძნ. osteon ძვალი, chondros ხრტილი, oma სიმსივნე) - ძვლის
სიმსივნე, რომელიც წარმოქმნილია ხრტილოვანი უჯრედებისაგან.
ვ ე ელ ც წ ქ ლ ტ ლ ვ უჯ ედე გ
წარმოადგენს უფერო მასას. რადგანაც ამ ტიპის სიმსივნის ერთი
ნაწილი შეიძლება ტრანსფორმირდეს ავთვისებიან სიმსივნედ,
ჩვეულებრივ, აწარმოებენ მის ქირურგიულ ამოკვეთას.
ოსტეოციტი osteocyte остеоцит osteocytum (ბერძნ. osteon ძვალი,
kytos უჯრედი) - ძვლის ქსოვილის მაღალდიფერენცირებული
უჯრედი, რომელიც წარმოქმნის ძვლის უჯრედშორის
ნივთიერებას. ლოკალიზებულია ე.წ. ლაკუნებში, ღრუებში.
ოტალგია otalgia оталгия otalgia (ბერძნ. otos ყური, algos
ტკივილი) - ყურის ნევრალგიური ხასიათის ტკივილი. შეიძლება
გამოწვეული იყოს საფეთქელქვედა ყბის სახსრების, კბილების,
ყელის ან კისრის დაავადებების დროსაც.
ოტიატრია otiatria отиатрия otiatria (ბერძნ. otos ყური, iatreia
მკურნალობა) - ყურის დაავადებების და მათი მკურნალობისა და
პროფილაქტიკის გზების შესწავლა.
ოტიტი otitis отит otitis (ბერძნ. otos ყური, itis ანთება) - ყურის
ანთება. ოტიტის სიმპტომებია ყურის ძლიერი ტკივილი და
სხეულის მაღალი ტემპერატურა. მკურნალობისათვის იყენებენ
ანტიბიოტიკებს, ზოგ შემთხვევაში კი ქირურგიულ დრენირებას
(მირინგოტომია). ოტიტის ერთ-ერთი გამოვლინებაა
ლაბირინთიტი (labyrinthitis) - შიგნითა ყურის ანთება, რაც იწვევს
თავბრუსხვევას, წონასწორობის დარღვევას და საბოლოო ჯამში -
სიყრუეს.
ოტოლითები otolithes отолиты otolithus (ბერძნ. otos ყური, lithos
ქვა, კენჭი) - კიროვანი კრისტალები (კენჭები), რომელნიც
ლოკალიზებულნი არიან წონასწორობის ორგანოს პარკების ღრუში
და მონაწილეობენ წონასწორობის პროცესის რეგულაციაში.
ოტოპლასტიკა otoplasty отопластика otopplastica (ბერძნ. otos
ყური, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ყურის ნიჟარის
ტრავმისშემდგომი ქირურგიული აღდგენა ან რეკონსტრუქცია ან
ყურის ამა თუ იმ მემკვიდრული დეფექტის გამოსწორება.
ოტორაგია otorrhagia оторрагия otorrhagia (ბერძნ. otos ყური,
ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ყურიდან სისხლის დენა.
ოტორეა otorrhoea оторея otorrhoea (ბერძნ. otos ყური, rheo
მოვედინები) - ნებისმიერი გამონაყოფი (უფრო ხშირად,
ჩირქოვანი) ყურიდან, რასაც ადგილი აქვს შუა ყურის ქრონიკული
ანთების შემთხვევაში.
ე ე ვევ
ოტორინოლარინგოლოგია otorhinolaryngology
оториноларингология otorhinolaryngologia (ბერძნ. otos ყური, rhinos
ცხვირი, larynx ხორხი, logos მოძღვრება) - მოძღვრება ყურის,
ცხვირის და ხორხის აგებულების, ფუნქციებისა და დაავადებათა
შესახებ.
ოტოსკლეროზი otosclerosis отосклероз otosclerosis (ბერძნ. otos
ყური, skleros მაგარი) - სასმენი ორგანოს ძვლოვან ლაბირინთში
მიმდინარე კეროვანი პათოლოგიური პროცესით განპირობებული
დაავადება, რასაც ხშირად თან სდევს ოვალური სარკმლის
მიდამოში უზანგის ფუძის ფიქსაცია. ძვლის წანაზარდები ხელს
უშლის უზანგის მოძრაობას, რის გამოც ბგერა სუსტად გადაეცემა
შიგნითა ყურს. დაავადება ხასიათდება სმენის პროგრესული
დაქვეითებით. ამჟამად ძალზე ეფექტურია ქირურგიული
მკურნალობა. სინ.: ოტოდისტროფია, ოტოსპონგიოზი.
ოფთალმოლოგია ophthalmology офтальмология ophthalmologia
(ბერძნ. ophthalmos თვალი, logos მოძღვრება) - მეცნიერება თვალის
დაავადებათა და მათი მკურნალობის შესახებ.
ოფთალმოპლეგია ophthalmoplegia офтальмоплегия
ophthalmoplegia (ბერძნ. ophthalmos თვალი, plege დარტყმა) -
თვალის მამოძრავებელი კუნთების ნერვების დამბლა.
განასხვავებენ შინაგან და გარეგან ოფთალმოპლეგიას.
ოფთალმორექსისი ophthalmorexis офтальморексис
ophthalmorexisis (ბერძნ. ophthalmos თვალი, rhexis გახეთქა) -
თვალის კაკლის გახეთქა.
ოფთალმოტონომეტრია ophthalmotonometry
офтальмотонометрия ophthalmotonometria (ბერძნ. ophthalmos
თვალი, tonos დაძაბვა, metreo ვზომავ) - თვალშიგა წნევის გაზომვა,
რასაც ახორციელებენ ოფთალმოტონომეტრით. თვალში
ადგილობრივი ანესთეტიკის ჩაწვეთების შემდეგ (რის შემდეგაც
რქოვანა კარგავს თავის მგრძნობელობას), აპლანაციური
ტონომეტრის (applanation tonometer) მეშვეობით საზღვრავენ მასას,
რაც აუცილებელია რქოვანას გარკვეული უბნის გასამკვრივებლად.
რაც უფრო მეტი მასაა ამისათვის საჭირო, მით მეტია თვალშიგა
წნევა და პირიქით.
ოფიდიზმი ophidism офидизм ophidismus (ბერძნ. ophidon გველი)
- გველის შხამით მოწამვლა.
გველ წ ვლ
ოფიდიოფობია ophidiophobia офидиофобия ophidiophobia (ბერძნ.
ophidon გველი, phobos შიში) - პანიკური შიში გველების მიმართ.
ოფლი sweat пот sudor (hidros) - საოფლე ჯირკვლების მიერ
სეკრეტირებული უფერო სითხეა. მისი ძირითადი შემადგენელი
კომპონენტებია ნატრიუმის ქლორიდი და შარდოვანა. ოფლის
გამოყოფის პროცესში ორგანიზმი კარგავს აზოტშემცველ
პროდუქტებს. გარდა ამისა, ოფლის გამოყოფა მნიშვნელოვან
როლს ასრულებს თერმორეგულაციაში, რადგანაც ოფლის
აორთქლება კანის ზედაპირიდან იწვევს ამ ორგანოს გაციებას.
ოფლის გამოყოფას აძლიერებენ: ტკივილი, გულისრევა, აღელვება,
აგრეთვე ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერება (ოფლგამომყოფი
საშუალებები). ოფლის გამოყოფის შემცირებას ადგილი აქვს
ორგანიზმის გაციებისას, ფაღარათისას, აგრეთვე ზოგიერთი
სამკურნალო საშუალების მიღებისას.
ოფლმდენი საშუალებები sudorifics потогенные средства hidrotica
(diaphoretica) - ოფლის გამოყოფის გამაძლიერებელი
სამკურნალწამლო საშუალებები (აცეტილსალიცილის მჟავა,
ანტიპირინი, ფენაცეტინი და სხვ.). ოფლის გამოყოფა აქვეითებს
სხეულის ტემპერატურას.
ოფსონინები opsonins опсонины opsonina (ბერძნ. opsoneo
საკვებით ვამარაგებ) - ნორმალურ სისხლის შრატში ფაგოციტოზის
უნარის გამაძლიერებელი ნივთიერებები. აქტიური იმუნიზაციის
დროს ოფსონინების რაოდენობა სისხლში მატულობს.
ოქსიგენოთერაპია oxygenotherapy оксигонотерапия
oxygenotherapia (ლათ. oxygenium ჟანგბადი, ბერძნ. therapeia
მკურნალობა) - მკურნალობის მეთოდი ჟანგბადით.
ოქსიოპია oxyopia оксиопия oxyopia (ბერძნ. oxys მახვილი, ops
თვალი) - გამახვილებული მხედველობა.
ოქტანა octana октана octana (ლათ. octava მერვე) - ცხელება,
რომელიც მეორდება ყოველ მე-8 დღეს.
ოყნა enema клизма clysma (ბერძნ. klyzo გამოვავლებ) - სწორ
ნაწლავში ირიგატორით ან შპრიცით სითხის (ან აირის) შეყვანა
სამკურნალო მიზნით
სამედიცინო ლექსიკონი


პავორ ნოქტურნუს pavor nocturnus павор ноктурнус pavor
nocturnus (ლათ. pavor შიში, კანკალი, nocturnus ღამის) - ღამის,
დაღამების შიში, განსაკუთრებით 2-8 წლის ბავშვებში. სინ.:
ნიქტოფობია.
პათოგენეზი pathogenesis патогенез pathogenesis (ბერძნ. pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა, genesis წარმოშობა) - ავადმყოფობის
წარმოშობისა და განვითარების თანმიმდევრობა, მექანიზმი.
პათოგენური pathogene патогенный pathogenes (ბერძნ. pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა, gennao წარმოვქმნი) - დაავადების
გამომწვევი, დამაინფიცირებელი (მაგ., პათოგენური
მიკროორგანიზმები).
პათოგნომური pathognomonic патогномоничный
pathognomonicus (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, gnoma
ნიშანი) - ავადმყოფობის ან ავადმყოფური მდგომარეობის
დამახასიათებელი ნიშანი (მაგ., კორინებაქტერიებისათვის
დამახასიათებელია ვოლუტინის მარცვლები, ცოფის ვირუსით
დაინფიცირებული ნეირონებისათვის - ბაბეშ-ნეგრის სხეულაკები,
ლიმ ფოგრანულომატოზისათვის - შტერნბერგ-რიდის
უჯრედები).
პათოლოგია pathology патология pathologia (ბერძნ. pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი,
რომელიც სწავლობს ორგანიზმში მიმდინარე ავადმყოფურ
პროცესებს.
პათომორფოზი pathomorphosis патоморфоз pathomorphosis
(ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, morphe სახე, ფორმა) -
დაავადების, მისი სიმპტომების, კლინიკური მიმდინარეობის,
უჯრედული სუბსტრატის არსებითი შეცვლა, რაც
განპირობებულია გარეშე ფაქტორთა (ქიმიოთერაპია, დასხივება
და სხვ.) ზემოქმედებით.
პათოფიზიოლოგია pathophysiology патофизиология physiologia
pathologia (ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos მოძღვრება,
physis ბუნება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს
პათოლოგიური პროცესების წარმოქმნისა და განვითარების
ზოგად კანონზომიერებებს.
პალიატივი palliative паллиатив palliatus (ლათ. palliatus
დაფარული) - ქართულად: ნახევარზომა. საშუალება, რომელიც
დროებით ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას, მაგრამ არ
კურნავს მას.
პალიდუმი pallidum паллидум pallidum (ლათ. palliatus
დაფარული) - თავის ტვინის ნახევარსფეროების სიღრმეში
განლაგებული რუხი ნივთიერების გროვები, რომლებიც შედიან
ბაზალური ბირთვების შემადგენლობაში.
პალილალია palilalia палилалия palilalia (ბერძნ. palin კვლავ,
ხელახლა, lalia ლაპარაკი) - სიტყვების, წინადადებების სწრაფი და
უნებლიე განმეორება. ხშირად ახასიათებთ ტურეტის სინდრომით
(იხ.), აგრეთვე ექს ტრაპირამიდული სინდრომით
დაავადებულებს.
პალინოზი palinosis палиноз palinosis (ბერძნ. paline მტვერი, nosos
ავადმყოფობა) - მცენარეთა ყვავილის მტვრისადმი მაღალი
მგრძნობელობა. სინ.: პოლინოზი, „ყვავილის სურდო“, თივის
ცხელება, თივის სურდო, მტვრის ალერგია.
პალპაბელური palpabilis пальпабильный palpabilis (ლათ. palpos
ხელს ვუსვამ) - ხელით, შეხებით შესაგრძნობი (მაგ., შინაგანი
ორგანო, სიმსივნე, გამკვრივება და სხვ.).
პალპაცია palpation пальпация palpatio (ლათ. palpatio ხელის
მოსმა, შეხება) - ავადმყოფის ორგანოთა, პულსის, სიმსივნის
გასინჯვა ხელით.
პანალგია panalgia паналгия panalgia (ბერძნ. pan ყველა,
საყოველთაო, algos ტკივილი) - ტკივილის შეგრძნება მთელ
სხეულში.
პანანგიტი panangitis панваскулит panangitis (ბერძნ. pan ყველა,
საყოველთაო, angeion სისხლძარღვი, itis ანთება) - სისხლძარღვის
კედლის ყველა შრის ანთება.
პანართრია panarthria панартрия panarthria (ბერძნ. pan ყველა,
საყოველთაო, arthron სახსარი) - ყველა სახსრის ან ერთი სახსრის
ყველა ქსოვილის ანთება.
პანარიციუმი whitlow панариций panaricium (ბერძნ. par ახლოს,
onyx ფრჩხილი) - ქართულად: საწერელი. თითის ჩირქოვანი
y ფ ლ ქ ულ დ წე ელ ქ ვ
ანთება.
პანარტერიიტი panarteriitis панартерит panarteriitis (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, arteria, itis ანთება) - არტერიის კედლის
ყველა გარსის (შრის) ანთება.
პანაცეა panacea панацея panacea (ბერძნ. panakeia ყოვლის
მკურნალი) - უნივერსალური სამკურნალო საშუალება, რომელიც
თითქოსდა ყველა დაავადებას შველის. ბერძნული მითოლოგიის
მიხედვით, მკურნალ ასკლეპიოსს ორი ქალიშვილი ჰყავდა - ჰიგია
და პანაცეა, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ. ტერმინი ეწოდა
ერთერთი ქალიშვილის საპატივცემულოდ.
პანდემია pandemic пандемия pandemia (ბერძნ. pan ყველა,
საყოველთაო, demos ხალხი) - ეპიდემია, რომელიც
ერთდროულადაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში.
ეპიდემიის ძალზე ფართო მასშტაბით გავრცელება.
პანკარდიტი pancarditis панкардит pancarditis (ბერძნ. pan ყველა,
საყოველთაო, kardia გული, itis ანთება) - გულის ყველა შრის
(პერი-, მიო- და ენდოკარდიუმის) ანთება. ძირითადი მიზეზია
რევმატიზმი და ვირუსული წარმოშობის ინფექციური
დაავადებები. დაავადების ძირითადი სიმპტომებია: გულის
ზომების გადიდება, არითმია და სხვ. მკურნალობა მიმართულია
დაავადების გამომწვევი მიზეზების საწინააღმდეგოდ და
გართულებების თავიდან ასაცილებლად.
პანკოლექტომია pancolectomy панколэктомия pancolectomia
(ბერძნ. pan ყველა, საყოველთაო, colon კოლინჯი, ektoma
ამოკვეთა) - კოლინჯის ტოტალური ამოკვეთა.
პანკრეასი pancreas панкреас (поджелудочная железа) pancreas
(ბერძნ. pan ყველა, საყოველთაო, kreas ხორცი) - ქართულად:
კუჭქვეშა ჯირკვალი. შერეული, ეგზო- და ენდოკრინული
სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს კუჭის ქვემოთ და
უკან. საჭმლის მომნელებელ წვენებთან ერთად, ეს ჯირკვალი
ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა-უჯრედებიდან გამოყოფს
ჰორმონ ინსულინს, ალფა-უჯრედებიდან - ჰორმონ გლუკაგონს,
ხოლო დელტა-უჯრედებიდან ჰორმონ სომატოტროპინს.
პანკრეატინი pancreatin панкреатин pancreatinum (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, kreas ხორცი) - პანკრეასის ექსტრაქტი,
რომლის შემადგენლობაში შედის საჭმლის მომნელებელი
ლ ე დგე ლ ედ ჭ ლ ელე ელ
ფერმენტების დიდი რაოდენობა. პანკრეატინი ეფექტურია იმ
შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ამ ფერმენტების სეკრეციის
დეფიციტს ავადმყოფის პანკრეასში.
პანკრეატიტი pancreatitis панкреатит pancreatitis (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, kreas ხორცი, itis ანთება) - კუჭქვეშა
ჯირკვლის ანთება. მწვავე პანკრეატიტი (acute pancreatitis)
ჩვეულებრივ ვითარდება უეცრად და ხასიათდება ძლიერი
ტკივილებით მუცლისა და ზურგის არეში, რასაც არც თუ
იშვიათად ერთვის შოკი. მწვავე პანკრეატიტი შეიძლება
განვითარდეს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, ანდა
ალკოჰოლიზმის შემთხვევაში. ქრონიკული პანკრეატიტის (chronic
pancreatitis) შემთხვევაში ტკივილები ადამიანს თითქმის არ
აწუხებს. ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს პანკრეასის
უკმარისობა, რასაც შეიძლება თან მოყვეს მალაბსორბცია და
შაქრიანი დიაბეტი.
პანკრეონეკროზი pancreonecrosis панкреонекроз pancreonecrosis
(ბერ-ძნ. pan ყველა, საყოველთაო, kreas ხორცი, nekros მკვდარი, osis
მდგომარეობა) - კუჭქვეშა ჯირკვლის ან მისი რომელიმე სეგმენტის
სიკვდილი (ნეკროზი).
პანმიელოზი panmyelosis панмиелоз panmyelosis (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, myelos ძვლის ტვინი, osis მდგომარეობა) -
ჰემოპოეზის მდგომარეობა, რაც ხასიათდება ძვლის ტვინის ყველა
რიგის ჰიპერპლაზიით.
პანმიელოფთიზი panmyelophthisis панмиелоптиз
panmyelophthisis (ბერ-ძნ. pan ყველა, საყოველთაო, myelos ძვლის
ტვინი, phthisis ჭლექი) - იგივე ძვლის ტვინის ჭლექი. ძვლის
ტვინის სრული განლევა: ახასიათებს პანციტოპენია, ანუ
ჰემოპოეზის ყველა შტოს (ერითრო-, ლეიკო- და თრომბოპოეზის)
მკვეთრი აპლაზია. აპლასტიკური ანემიის მიზეზია.
პანნევრიტი panneuritis панневрит panneuritis (ბერძნ. pan ყველა,
საყოველთაო, neuron ნერვი, itis ანთება) - მრავლობითი ნევრიტი
(იხ.).
პანოტიტი panotitis панотит panotitis (ბერძნ. pan ყველა,
საყოველთაო, otos ყური, itis ანთება) - შიგნითა და შუა ყურის
ერთდროული ანთება.
პანოფთალმიტი panopthalmitis панофтальмит panopthalmitis
(ბერძნ. pan ყველა, საყოველთაო, ophthalmos თვალი, itis ანთება) -
თვალის კაკლის ყველა ქსოვილის (მინისებრი სხეული, ბროლი და
თვალისწინა საკანი) ჩირქოვანი ანთება.
პანსინუსიტი pansinusitis пансинусит pansinusitis (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, ლათ. sinus წიაღი, უბე, itis ანთება) - ცხვირის
ყველა წიაღის ერთდროული ერთ ან ორმხრივი ანთება.
პანტროპიზმი pantropism пантропизм pantropismus (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, tropos ბრუნვა, მიმართულება) - ქიმიური
ნივთიერება, ბიოლოგიური ან ფიზიკური აგენტები, რომლებიც
იწვევენ ორგანიზმის ყველა ორგანოს დაზიანებას. მაგ., არსებობს
პანტროპული კანცეროგენები.
პანუსი pannus паннус pannus (ლათ. pannus ნაგლეჯი, ნაფლეთი)
- თვალის რქოვანას ზედაპირულ შრეში სისხლ- ძარღვების დიდი
რაოდენობის შემცველი ქსოვილის ინვაზია, რომელიც ჩაზრდილია
მასში კონიუნქტივიდან. ხშირად ეს დაავადება ვითარდება
რქოვანას ან კონიუნქტივის ანთების შედეგად, განსაკუთრებით
ტრაქომის (იხ.) შემთხვევაში. სინ.: ზედაპირული, დიფუზური,
სისხლძარღვოვანი კერატიტი.
პანფლებიტი panphlebitis панфлебит panphlebitis (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, phlebos ძარღვი, itis ანთება) - ვენის ყველა
გარსის ანთება.
პანციტოპენია pancytopenia панцитопения pancytopenia (ბერძნ.
pan ყველა, საყოველთაო, kytos უჯრედი, penia სიღარიბე) - ძვლის
ტვინის ყველა რიგის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი
შემცირება.
პანჰიდროზი panhydrosis пангидроз panhydrosis (ბერძნ. pan
ყველა, საყოველთაო, hidros ოფლი) - სხეულის ძლიერი
ოფლიანობა.
პანჰისტერექტომია panhystrectomy пангистерэктомия
panhysterectomia (ბერძნ. pan ყველა, საყოველთაო, hystera
საშვილოსნო, ektome ამოკვეთა) - საშვილოსნოსა და მისი
დანამატების სრული ამოკვეთა.
პაპილომა papilloma папиллома papilloma (ლათ. papilla ძუძუს
თავი, დვრილი, ბერძნ. oma სიმსივნე) - კანისა და ლორწოვანი
გარსების ეპითელიუმიდან განვითარებული დვრილისებრი
ფორმის კეთილთვისებიანი სიმსივნე.
პაპილომატოზი papillomatosis папилломатоз papillomatosis (ლათ.
papilla ძუძუს თავი, დვრილი, ბერძნ. oma სიმსივნე, osis
მდგომარეობა) - პათოლოგიური პროცესი, რომელიც ხასიათდება
მრავლობითი პაპილომების წარმოქმნით კანზე ან ლორწოვან
გარსზე.
პაპოვავირუსები papovaviruses паповавирусы Papovaviridae -
ოჯახში შედის 2 გვარი: 1) პოლიომავირუსები (Polyomavirus) -
თაგვების პოლიომის ვირუსი, მაიმუნების ვაკუოლების
წარმომქმნელი ვირუსი (SV40) და სხვ. 2) პაპილომავირუსები
(Papilomavirus) - ადამიანის, ბოცვერის, ხარის და სხვა ცხოველების
ვირუსები. ამ ვირუსების დნმ ინტეგრირებულია სამიზნე-
უჯრედების (ეპითელური უჯრედების) გენომთან. ეპითელური
უჯრედები იყოფიან და წარმოქმნიან კეთილ თვისებიან
სიმსივნეებს, მაგ., კანის მეჭეჭებს. როგორც ფიქრობენ, ადამიანის
ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 10%
პაპილომავირუსული ეტიოლოგიისაა.
პაპულა papula папула papula (ლათ. papula ბუშტუკი) - მშრალი
მუწუკი, კვანძი (ეგზემის, ფსორიაზის, სიფილისის და სხვ. დროს).
პარაბიოზი parabiosis парабиоз parabiosis (ბერძნ. para ახლოს, bios
სიცოცხლე) - 1.სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გარდამავალი
მდგომარეობა. 2.ორი (იშვიათად სამი) ორგანიზმის
ერთიმეორესთან ხელოვნურად შეზრდა მათი ორგანოე ბისა და
ქსოვილთა ურთიერთგავლენის შესწავლის მიზნით.
პარაბულია parabuly парабулия parabulia (ბერძნ. para ახლოს, bule
ნებისყოფა) - ნებისყოფის ნაკლებობა, რაც გამოიხატება
დაწყებული ქმედებების, საქმეების დაუსრულებლობაში.
პარაგრაფია paragraphia параграфия paragraphia (ბერძნ. para
ახლოს, grapho წერა) - წერის უნარის დარღვევა. წერისას
ცალკეული ასოებისა და მთელი სიტყვების გამოტოვება ან
გადაადგილება.
პარაგრიპი paragrippe парагрипп paragrippus (ბერძნ. para ახლოს,
ფრანგ. gripper დაჭერა) - გრიპისმაგვარი დაავადება, რომლის
კლინიკური მიმდინარეობა ხანმოკლეა, ხოლო დასაწყისი - მწვავე.
ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, გრიპთან შედარებით, უფრო
გ ე ტ ქ კ ც გ ედ ე უფ
სუსტადაა გამოხატული. ცნობილია 4 პარაგრიპოზული ვირუსი,
რომლებიც მიეკუთვნებიან Paramyxoviridae- ს ოჯახის,
Paramyxovirus - ის გვარს. ზოგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ
გამოიწვიონ ხორხის ანთება, რაც ბავშვებში ამ ორგანოს შეშუპებით
ან კრუპით ვლინდება.
პარადონტოზი paradontosis парадонтоз paradontosis (ბერძნ. para
ახლოს, dens კბილი, osis მდგომარეობა) - კბილის ირგვლივი
ქსოვილების დეგენერაციულ- დისტროფიული ხასიათის
ქრონიკული დაავადება. სინ.: ალვეოლური პიორეა,
ამფოდონტოზი, დისტროფიული პარადონტოპათია.
პარადოქსი paradox парадокс paradoxus (ბერძნ. paradoxos
არაჩვეულებრივი, მოულოდნელი) - აზრი, იდეა, რომელიც
მკვეთრად განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებულისაგან;
მოულოდნელი მოვლენა, რომელიც არ შეესაბამება მიღებულ
წარმოდგენებს.
პარაზიტი parasite паразит parasitus (ბერძნ. parasitos მუქთახორა) -
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ბინადრობს სხვა
ორგანიზმში (ენდოპარაზიტი) ან ორგანიზმზე (ექტოპარაზიტი,
მაგ., ტილი) და მის ხარჯზე საზრდოობს. ადამიანის ორგანიზმში
პარაზიტობენ სხვადასხვა ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები,
უმარტივესები და ჭიები.
პარაზიტიზმი parasitism паразитизм parasitismus (ბერძნ. parasitos
მუქთახორა) - ორგანიზმთა თანაცხოვრების ერთ-ერთი ფორმა,
როდესაც ერთი პარტნიორი მეორის ხარჯზე ცხოვრობს და აყენებს
მას ზიანს. როგორც წესი, პარაზიტი მასპინძელს არ კლავს,
რადგანაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვევდა თვით
პარაზიტის დაღუპვასაც. ევოლუციის პროცესში სისტემა
პარაზიტი-მასპინძლის ჩამოყალიბება წარმოებდა ამ ორი
პარტნიორის ურთიერთადაპტაციის გზით, რამაც განაპირობა ამ
სისტემის მდგრადობა. ხშირად პარაზიტებს ჰყავთ თავიანთი
პარაზიტი, ე.წ. სუპერპარაზიტი (იხ. ზეპარაზიტი).
პარაზიტოლოგია parasitology паразитология parasitologia (ბერძნ.
parasitos მუქთახორა, logos მოძღვრება) - მეცნიერება პარაზიტებისა
და პარაზიტიზმის შესახებ.
პარაზიტოცენოზი parasitocenosis паразитоценоз parasitocenosis
(ბერ-ძნ. parasitos მუქთახორა, koinos საერთო) - ადამიანის
ე უქ ე დ
ორგანიზმში რამდენიმე პარაზიტის (უმარტივესების ან
ჰელმინთების) ერთდროული განვითარება.
პარაზიტული ავადმყოფობები parasital diseases паразитарные
заболевания morbi parasitici - პარაზიტული უმარტივესებით
(ლეიშმანია, პლაზმოდიუმი და სხვ.), ფეხსახსრიანებით და ჭიებით
(ჰელმინთოზები) გამოწვეული ავადმყოფობები. სინ.: ინ ვაზიური
ავადმყოფობები.
პარათირეოიდული ჯირკვლები parathyroid glands
паращитовидные железы parathyreoideae (ბერძნ. para ახლოს, ლათ.
thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი) - ფარისებრი ჯირკვლის
ქსოვილში ლოკალიზებული 4 ოვალური ფორმის, მოყვითალო-
მოყავისფრო ენდოკრინული ჯირკვალი, რომლებიც
გამოიმუშავებენ პარათირეოიდულ ჰორმონს. ეს უკანასკნელი
არეგულირებს კალიუმის, ფოსფორისა და ვიტამინების
შემცველობას ორგანიზმში. ამ ჯირკვლების ამოკვეთა იწვევს
თერმორეგულაციის დარღვევას, კრუნჩხვებს, რაც სიკვდილით
მთავრდება.
პარაკინეზი parakinesis паракинез parakinesis (ბერძნ. para ახლოს,
kineo ვამოძრავებ) - ავტომატიზებული, უნებლიე მოძრაობები,
რომელთა შეწყვეტა ავადმყოფს ან სულ არ შეუძლია ან ძალუძს
მხოლოდ ხანმოკლე დროით. გამომწვევი მიზეზია მარჯვენა
ჰემისფეროს დაზიანება.
პარაკოლიტი paracolitis параколит paracolitis (ბერძნ. para ახლოს,
kolon კოლინჯი, itis ანთება) - კოლინჯის ირგვლივ პერიტონეუმით
დაუფარავი ქსოვილის ანთება.
პარაკუზისი paracusis паракузис paracusis (ბერძნ. par მცდარი,
akusis მოსმენა) - სმენის ყოველგვარი დარღვევა.
პარალალია paralalia паралалия paralalia (ბერძნ. პარ მცდარი,
ლალია ლაპარაკი) - მეტყველების დარღვევა, რაც გამოიხატება
ერთი ბგერის შეცვლით მეორეთი.
პარამეტრიტი parametritis параметрит parametritis (ბერძნ. para
ახლოს, metra საშვილოსნო, itis ანთება) - საშვილოსნოს სეროზული
გარსის ქვეშ მდებარე ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი გარსის
ანთება.
პარამიქსოვირუსები paramyxoviruses парамиксовирусы
paramyxovirus (ბერძნ. para ახლოს, myxa ლორწო, ლათ. virus შხამი)
y ე ლ y ლ წ ლ
- ორთომიქსოვირუსების მონათესავე ოჯახია. მასში
ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა ლოკალიზებულია ერთი და
იმავე კბილანისმაგვარ გამონაზარდში. პარამიქსოვირუსებში
შედის პარაგრიპის, ეპიდემიური პაროტიტის, წითელას ვირუსები.
ამ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია ფუზოგენური
თვისებების მქონე სენდაის ვირუსი, რომელიც მსუბუქი
რესპირატორული დაავადებების გამომწვევია.
პარამნეზია paramnesia парамнезия paramnesia (ბერძნ. par
მცდარი, mnesis გახსენება) - მეხსიერების დარღვევა,
გაუკუღმართება, ცრუ მოგონებები. ავადმყოფს სწამს მის მიერვე
მოგონილი სიცრუე.
პარანეკროზი paranecrosis па-ранекроз paranecrosis (ბერძნ. para
ახლოს, nekrosis მკვდარი) - უჯრედების სტრუქტურის და
ფუნქციის შექცევადი დაზიანება.
პარანეფრიტი paranephritis паранефрит paranephritis (ბერძნ. para
ახლოს, nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის ირგვლივ
ლოკალიზებული ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება.
პარანოია paranoia паранойя paranoia (ლათ. paranoia სიგიჟე) -
ფსიქიკური დაავადება, ადამიანს ახასიათებს ბოდვა, მაგრამ არა
ჰალუცინაციები. ხშირად ემართებათ მუდმივი დევნის,
განდიდების მანიით შეპყრობილებს და სხვ.
პარაპარეზი paraparesis парапарез paraparesis (ბერძნ. para ახლოს,
ლათ. paresis მოდუნება, დასუსტება) - დამბლის მსუბუქი ფორმა,
როდესაც დაზიანებულია ორივე ქვედა კიდური. ვითარდება
ნერვული სისტემის რომელიმე დაავადების შედეგად.
პარაპროქტიტი paraproctitis парапроктит paraproctitis (ბერძნ. para
ახლოს, proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, itis ანთება) -
სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული შემაერთებელი ქსოვილის
ანთება.
პარასიმპათიკური ნერვული სისტემა parasympathetic neural
system парасимпатическая нервная система systema nervorum
parasympathicum (ბერძნ. para ახლოს, symphates მგრძნობიარე,
nervus ნერვი, systema შედგენილობა, შენაერთი) - ვეგეტატიური
ნერვული სისტემის ნაწილი, რომლის განგლიები საინერვაციო
ორგანოსთან ახლოს ან მასზეა განლაგებული.
პარასუიციდი parasuicide парасуицид parasuicidus (ბერძნ. para
ახლოს, ლათ. suus თავისი, caedos კვლა, ხოცვა) - საკუთარი
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება (მაგ., საძილე პრეპარატის
დიდი დოზით მიღება), რაც არ არის გამოწვეული სიკვდილის
სურვილით. სუიციდისაგან განსხვავდება იმით, რომ უფრო
ხშირად ემართებათ ძლიერი დისტრესის მდგომარეობაში მყოფ
ახალგაზრდებს, რომელთაც არა აქვთ რაიმე სერიოზული
ფსიქიკური ავადმყოფობა.
პარატიფი paratyphus паратиф paratyphus (ბერძნ. para ახლოს,
typhos გონების დაბინდვა) - ნაწლავთა მწვავე ინფექციური
დაავადება, რომლის გამომწვევია Salmonella-ს ჯგუფის
ბაქტერიები. მუცლის ტიფის მსგავსი დაავადებაა.
პარატიფლიტი paratyphlitis паратифлит paratyphlitis (ბერძნ. para
ახლოს, typhlos ბრმა, itis ანთება) - ბრმა ნაწლავის ირგვლივ
ლოკალიზებული ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება.
პარაურეთრული paraurethric парауретральный paraurethralis
(ბერძნ. para ახლოს, urethra შარდსადენი) - შარდსადენ მილთან
(ურეთრასთან) ახლომდებარე (მაგ., ჩირქგროვა).
პარაფარისებრი ჯირკვლები - იხ. პარათირეოიდული
ჯირკვლები.
პარაფიმოზი paraphimosis парафимоз paraphimosis (ბერძნ. para
ახლოს, phimos ალიკაპი, osis მდგომარეობა) - სასქესო ასოს თავის
ჩაჭედვა ჩუჩაში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი და ასოს თავი
შეშუპებულია. ასეთ მდგომარეობას „ესპანურ საყელოს”
უწოდებდნენ.
პარაფინი paraffin парафин paraffinum (ფრანგ. paraffine) - მკვრივი
ნახშირწყლების შენარევი. მიიღება ნავთობის, ტორფის და სხვ.
პროდუქტების გადამუშავებით. გამოიყენება მალამოების,
სანთლების, აგრეთვე ჰისტოლოგიური პრეპარატების
დასამზადებლად, როგორც ჩასაყალიბებელი მასალა.
პარაფრენია paraphrenia парафрения paraphrenia (ბერძნ. para
ახლოს, phren გონება) - ფსიქიკის მოშლა: ახასიათებს
სისტემატური ბოდვა და ჰალუცინაციები. უვითარდებათ უმეტეს
შემთხვევაში ყრუებს ანდა ხანდაზმულებს. ზოგჯერ ასეთ
ადამიანებს რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება განუვითარდეთ
შიზოფრენიის სხვა სიმპტომებიც.
ფ ე ვ ტ ე ც
პარაფსიქოლოგია parapsychology парапсихология parapsychologia
(ბერძნ. para ახლოს, psyche სული, logos მოძღვრება) - მეცნიერება,
რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის ისეთ გამოვლენებებს,
რომელთაც არ ან ვერ შეისწავლის ტრადიციული ფსიქოლოგია და
ფსიქოფიზიოლოგია. პარაფსიქოლოგიური მოვლენებია:
ტელეპათია, ტელეკინეზი, ნათელხილვა და სხვ.
პარაფსორიაზი parapsoriasis парапсориаз parapsoriasis (ბერძნ. para
ახლოს, psore მუნი) - კანის ქრონიკული დაავადება ქერცლისებრი
გამონაყარით. ძალიან ჰგავს ფსორიაზს (იხ.).
პარაცენტეზი paracentesis (tapping) парацентез paracentesis (ბერძნ.
para ახლოს, kentesis გახვრეტა) - სხეულის რომელიმე ღრუში
თროაკარის, ნემსის ან სხვა ღრუ ინსტრუმენტის შეყვანა სითხის
ჭარბი რაოდენობის ამოღების ან გამოკვლევის მიზნით.
პარაცისტიტი paracystitis парацистит paracystitis (ბერძნ. para
ახლოს, ლათ. cystis ბუშტი) - შარდის ბუშტის ახლოს
განლაგებული კანქვეშა ქსოვილის ანთება.
პარეზი paralysis парез (паралич) paresis (ლათ. paresis მოდუნება,
დასუსტება) - რომელიმე ორგანოს მოძრაობითი ფუნქციის
შესუსტება. არასრული, ნაწილობრივი დამბლა.
პარენტერული parenteral парентеральный parenteralis (ბერძნ. para
ახლოს, enteron ნაწლავი) - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარეშე (მაგ.,
პარენტერული კვება, ვენაში წვეთოვანი გადასხმა და სხვ.).
პარენქიმა parenchyma паренхима parenchyma (ბერძნ. para ახლოს,
encheo სავსე) - ამა თუ იმ ორგანოს (ღვიძლის, ელენთის, ფილტვის
და სხვ.) სპეციალიზებული ქსოვილი, რომელიც ასრულებს ამ
ორგანოს ძირითად ფუნქციას.
პარესთეზია paraesthesiae парэстезия paraesthesia (ბერძნ. par
მცდარი, aisthesis შეგრძნება) - სპონტანურად განვითარებული
ანომალური შეგრძნებები (დაბუჟება, ჩხვლეტები და სხვ.). ეს
შეგრძნებები შეიძლება წარმოადგენდნენ რომელიმე
პერიფერიული ნერვის ნაწილობრივი დაზიანების სიმპტომს ანდა
ზურგის ტვინის სენსორული გზების დაზიანების შედეგს.
პარვოვირუსები parvoviruses парвовирусы parvovirus (ლათ.
parvus პატარა, მცირე) - ვირუსების ეს ოჯახი შედგება 3 გვარისაგან,
რომელთაგან 2 (Parvovirus და Densovirus) პათოგენურნი არიან
ადამიანისათვის. მესამე გვარი - Dependovirus შეიცავს ე.წ.
დ ვ ე ე გვ ე ც ვ ეწ
დეფექტურ ვირუსებს, რომელთა რეპროდუქციისათვის
აუცილებელია „დამხმარე” ვირუსის არსებობა. პარვოვირუსები
წარმოადგენენ მცირე ზომის ვირიონებს, რომელთა დიამეტრი
მხოლოდ 18-26ნმ-ია. გენომი შედ გება ერთჯაჭვიანი დნმ-საგან.
მგრძნობიარენი არიან UV-სხივების მიმართ. ყველაზე უფრო
პათოგენურია ვირუსი B19 (იხ. ვირუსი B19).
პართენოგენეზი parthenogenesis партеногенез parthenogenesis
(ბერძნ. parthenos ქალწული, genesis წარმოშობა) - გამრავლების
ერთ-ერთი ფორმა, რაც მდგომარეობს გაუნაყოფიერებელი
კვერცხიდან შთამომავლობის მიღებაში. აღწერილია მწერებში,
ამფიბიებში, ქვეწარმავლებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში
(მღრღნელებში). სინ.: ქალწულებრივი გამრავლება.
პარიესული parietal париетальный parietalis (ლათ. paries კედელი)
- კედლისმიერი, კედლის ამყოლი, ანუ რაც მიეკუთვნება სხეულის
რომელიმე ღრუს (მაგ., მუცლის) კედლებს.
პარიტეტი parity паритет paritas (ლათ. paritas თანაფარდობა,
ტოლობა) - მიკროორგანიზმს (ვირუსს, ბაქტერიას და სხვ.) და
იმუნოკომპეტენტურ უჯრედს შორის წონასწორობის
მდგომარეობა.
პარკინსონიზმი parkinsonism паркисонизм parkinsonismus
(ინგლისელი ექიმის, ჯ.პარკინსონის (1755- 1824) გვარის
მიხედვით) - ნერვული სისტემის პროგრესირებადი ქრონიკული
დაავადება, რომელიც გამოიხატება მოძრაობის ფუნქციის მოშლაში
(კანკალი, დამბლა).
პაროდონტოზი parodontosis пародонтоз parodontosis (ბერძნ. para
ახლოს, odus კბილი) - დაავადება ხასიათდება კბილის
ალვეოლების ძვლის ქსოვილის პროგრესირებადი რეზორბციით,
ღრძილების ანთებით და კბილების მორყევით. სინ.:
ამფოდონტოზი, პაროდონტოკლაზია, პარადენტიტი.
პარონიქია paronichia паронихия paronichia (ბერძნ. para ახლოს,
onyx ფრჩხილი) - ფრჩხილის ახლომდებარე რბილი ქსოვილის
ჩირქოვანი ანთება. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ
პარონიქიას.
პაროტიტი parotitis паротит parotitis (ბერძნ. para ახლოს, otos
ყური, itis ანთება) - ყბა-ყურას სანერწყვე ჯირკვლის ანთება. იგივე
ეპიდემიური პაროტიტი.
ე დე უ ტ ტ
პაროქსიზმი paroxysm пароксизм paroxysmus (ბერძნ. paroxyno
ავაგზნებ, ვაღიზიანებ) - ავადმყოფობის ძლიერი შეტევა
(განსაკუთრებით, სპაზმების და კრუნჩხვების), პერიოდული
გამწვავება. ტერმინი ძირითადად გამოიყენება კარდიოლოგიაში
გულის მუშაობის რითმის მკვეთრი დარღვევის აღსანიშნავად,
აგრეთვე ეპილეფტოლოგიაში.
პარტახტიანი (ენდემური, ვირთაგვის) ტიფი fl ea-borne endemic
typhus эндемичный сыпной тиф typhus exanthematicus endemicus
(ქართულად „პარტახტი” ნიშნავს ლაქას, გამონაყარს) - ამ
დაავადების პათოგენეზი ეპიდემიური ტიფის მსგავსია. Rickettsia
typhi, რომელიც მორფოლოგიურად პროვაჩეკის რიკეტსიის
მსგავსია, მრავლდება ენდოთელური უჯრედების ციტოპლაზმაში.
ინფექციის რეზერვუარი მღრღნელებია: რუხი და შავი
ვირთაგვები, აგრეთვე თაგვები, რომლებიდანაც გამომწვევი
აგენტი ადამიანს გადაეცემა რწყილების, ვირთაგვის ტილების და
ტკიპების მეშვეობით. ადამიანის დაინფიცირებას ადგილი აქვს
რწყილების ფეკალიების შეზელვისას, აეროგე ნურად, აგრეთვე
ალიმენტური გზით. მკურნალობისათვის იყენებენ
ტეტრაციკლინს.
პარტახტიანი (ეპიდემიური, ტილის) ტიფი tick-borne typhus
эпидемический сыпной тиф typhus exanthematicus epidemicus -
მწვავე ინფექციური (რიკეტსიოზული) დაავადებაა,
რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი ინტოქსიკაცია და
ძირითადი კლინიკური სიმპტომი - გამონაყარი. დაავადების
გამომწვევია რიკეტსია - Rickettsia prowazeki. სამიზნე-უჯრედების
დაშლის შემდეგ, რიკეტსიები ხვდებიან სისხლში და
აინფიცირებენ ინტაქტურ ენდოთელურ უჯრედებს. პარტახტიანი
ტიფის გადატანაში ძირითადი როლი მიუძღვით ტილებს. ადგილი
აქვს რიკეტსიებით გამოწვეულ ტიპურ დაზიანებას - ვასკულიტს.
დაავადება შეყვანილია განსაკუთრებით საშიში ინფექციების
რიცხვში. სამკურნალოდ იყენებენ ტეტრაციკ ლ ინებს
ლევომიცეტინით, მაკროლი დებს და სხვ. არასპეციფიკური
პროფილაქტიკური ღონისძიებები გამოი ხატება დატილიანების
წინააღმდეგ ბრძოლაში.
პარტუსი partus партус partus (ლათ. partus დაბადება) -
მშობიარობა. ფიზიოლოგიური აქტი, რომელიც მდგომარეობს
ფ ლ გ უ ქტ ელ ც დგ ე
დედის სხეულიდან მომწიფებული ნაყოფისა და მომყოლის
გამოდევნაში საშოს გზით.
პარციალური partial парциальный partialis (ლათ. partis ნაწილი) -
ნაწილობრივი.
პასაჟი passage пассаж passage (ფრანგ. passage) - 1. ტერმინით
აღნიშნავენ კულტივირებული უჯრედების ე.წ. გადანერგვას ახალ
საკვებ ნიადაგში. 2. ბაქტერიის ან ვირუსის კულტივირება
ცხოველებში ატენუაციის (იხ.) მიზნით.
პასტერელოზი pasteurellosis пастереллез pasteurellosis
(ლ.პასტერის გვარის მიხედვით, ბერძნ. ოსის მდგომარეობა) -
Pasteurella-ს გვარის ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური
დაავადება. პასტერელები (Pasteurella multocida, P.haemolytica,
P.pneumotropica და P.urea) მცირე ზომის, გრამუარყოფითი
კოკობაქტერიებია. ფაკულტატური უჯრედშიდა პარაზიტებია.
დაავადება ხასიათდება მწვავე დასაწყისით, შეწითლებით,
შეშუპებით და ტკივილებით. მკურნალობას ატარებენ
ანტიბიოტიკების (მაგ., ტეტრაციკლინების) მეშვეობით.
პასტერიზაცია pasteurization пастеризация pasteurisatio
(ლ.პასტერის გვარის მიხედვით) - ორგანულ სითხეებში (მაგ., რძე,
ხილის წვენები, ღვინო, ლუდი და სხვ.) მიკროორგანიზმების
განადგურების მეთოდი მათი მოკლე დროით გახურების
საშუალებით არა უმეტეს 950ჩ-ისა (630C-ზე პასტერიზაციისას
საჭიროა 30 წუთი, 750ჩ-ისას კი 10). კლავს რა მიკრობების
ვეგეტაციურ ფორმებს, პასტერიზაცია თითქმის არავითარ
გავლენას არ ახდენს მათ სპორებზე, რომლებიც შემდგომში
შეიძლება აღმოცენდნენ და გამოიწვიონ ამა თუ იმ პროდუქტის
გაფუჭება. ამიტომ ერთხელ უკვე პასტერიზებულ პროდუქტში
სპორებს აძლევენ აღმოცენების საშუალებას, შემდეგ კი მას კვლავ
უტარებენ პასტერიზაციას. მასალის დამუშავებას გამა-სხივებით,
სხივური პასტერიზაცია ეწოდება.
პასტერის აცრები (ლ.პასტერის გვარის მიხედვით) - იგივე
ანტირაბიული აცრები (იხ.).
პასტერის სადგური Pasteur's station пастеровская станция statio
Pasteuri (ლ.პასტერის გვარის მიხედვით) - სანიტარულ-
პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც ტარდება ცოფის
საწინააღმდეგო აცრები.
წ ღ დეგ ც ე
პატრონაჟი patronage патронаж patronage (ფრანგ. patronage
მფარველობა) - ავადმყოფების და ჩვილი ბავშვების, აგრეთვე მათი
დედების სამედიცინო მომსახურება ბინაზე.
პაქიდერმია pachidermia пахидермия pachidermia (ბერძნ. pachis
სქელი, derma კანი) - კანის პათოლოგიური ჰიპერტროფია,
ჰიპერპლაზია (გასქელება, გასპილოვნება).
პაქიმენინგიტი pachimeningitis пахименингит pachimeningitis
(ბერძნ. pachis სქელი, meninx ტვინის გარსი, itis ანთება) - თავის ან
ზურგის ტვინის მფარავი, მაგარი გარსის ანთება.
პედერასტია paederasty педерастия paederastia (ბერძნ. paiderastia)
- სქესობრივი გარყვნილება, მამათმავლობა. არაბუნებრივი
სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცთა შორის. იგივე ურანიზმი.
აქტიურ პედერასტს პედიკატორი ეწოდება, პასიურს კი კინედე,
ანდროფილი.
პედიატრია pediatry педиатрия pediatria (ბერძნ. pais ბავშვი, iatreia
მკურნალობა) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ბავშვთა
დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს.
პედიკულოზი pediculosis педикулез pediculosis (ლათ. pediculus
ტილის) - ქართულად: ტილიანობა. ადამიანებზე ტილების
პარაზიტობა.
პედომორფიზმი pedomorphism педиморфизм pedomorhismus
(ბერძნ. pais ბავშვი, morphe ფორმა) - ზრდასრული ადამიანის
ბავშვის ფსიქოლოგიისათვის დამახასიათებელი ადეკვატური
რეაქციები, აზრები და ქცევა. სინ.: ფსიქიკური ინფანტილიზმი.
პედოფილია paedophilia педофилия paedophilia (ბერძნ. pais
ბავშვი, philia სიყვარული) - სქესობრივი ლტოლვა ბავშვებისადმი.
სქესობრივი გარყვნილების ერთ-ერთი ფორმა.
პელაგრა pellagra пеллагра pellagra (იტალ. pelle კანი, ბერძნ. agra
უხეში, ხორკლიანი) - დაავადება, რომელსაც იწვევს საკვებში
ნიკოტინის მჟავას (PP ვიტამინის) ნაკლებობა. ხშირად გვხვდება იმ
ადამიანებში, რომელთა ძირითადი საკვები სიმინდია.
დამახასიათებელია დერმატიტი, კანისა და კუჭ-ნაწლავის
დაზიანება, ფსიქიკური მოვლენები (დეპრესია) და სხვ.
პელოთერაპია pelotherapy пелотерапия pelotherapia (ბერძნ. pelos
ტალახი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა ტალახით
(ახტალის ტალახის აბაზანები და სხვ.).
ტ ლ ტ ლ ე დ ვ
პემფიგუსი pemphigus пемфигус pemphigus (ბერძნ. pemphix
ბუშტი) - კლინიკურად მძიმედ მიმდინარე დერმატოზი ცუდი
პროგნოზით (განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
დამახასიათებელია ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე და
ლორწოვან გარსებზე, სხეულის მაღალი ტემპერატურა და მძიმე
საერთო მდგომარეობა.
პენეტრანტულობა penetrance пенетрантнось penetrantis (ლათ.
penetrantis შეღმწევი) - მონათესავე ჯგუფის ორგანიზმების
განსაზღვრული გენის გამოვლინების სიხშირე. ანსხვავებენ სრულ
(ალელი მჟღავნდება ინდივიდების 100%-ში) და არასრულ
პენეტრანტულობას. პენეტრანტულობის მაჩვენებელი გამოიყენება
შთამომავლობაში მემკვიდრული დაავადებების გამოსავლენად.
პენეტრაცია penetration пенетрация penetratio (ლათ. penetrantis
შემღწევი) - რომელიმე მიკროორგანიზმის (მაგ., ვირუსის,
ბაქტერიის) შეღწევა, შეჭრა უჯრედში.
პენისი penis пенис penis - ქართულად: ასო. მამაკაცის სასქესო
ორგანო.
პენიცილინაზა - იგივე ბეტალაქტამაზა (იხ.).
პენიცილინი penicillin пенициллин penicillinum (ლათ. penicillus
ფუნჯი) - ანტიბიოტიკი, რომელსაც ღებულობენ ობის სოკოს
ზოგიერთი სახეობისაგან (მაგ., Penicillium notatum, P.rubrum).
გამოიყენება უმთავრესად ჩირქოვან-სეფსისური დაავადებების
სამკურნალოდ. აღმოაჩინა შოტლან დიელმა ა.ფლემინგმა 1929
წელს.
პეპლოსი peplos пеплос peplosis - ვირიონის ლიპოპროტეინის
შემცველი გარეთა გარსი. ორგანიზებელია ლიპიდებისა და
სპეციფიკური ვირუსული პროტეინების ორმაგი შრით. ამ შრის
ფორმირება ხდება ვირუსის რეპლიკაციური ციკლის გვიან
ეტაპებზე, კერძოდ ვირიონების გამოკვირტვისას პლაზმალემიდან.
პეპსინი pepsin пепсин pepsinum (ბერძნ. pepto ვინელებ) - კუჭის
წვენის ფერმენტი, რომელიც ცილებს პეპტიდებამდე შლის.
პეპტიდოგლიკანი peptidoglican пептидогликан peptidoglicanum -
ბაქტერიების უჯრედის კედლის ჰეტეროპოლიმერი.
წარმოდგენილია განმეორებადი დისაქარიდული ჯგუფებით,
რომელთა წარმოქმნაში მონაწილეობენ პარალელურად
განლაგებული გლიკანის მოლეკულები - გლიკოზიდური
გ ლ გე ულ გლ კ ლეკულე გლ კ დუ
კავშირებით შეერთებული N-აცეტილგლუკოზამინი და N-
აცეტილმურამის მჟავა. ეს უკანასკნელი აკავშირებს დისაქარიდებს
ოლიგოპეპტიდებთან. გლიკანის (შაქრების) მოლეკულები
ერთმანეთთან შეერთებულნი არიან 4 ამინმჟავისაგან შემდგარი
განივი პეპტიდური კავშირებით.
პეპტონები peptones пептоны peptoni (ბერძნ. pepton ვინელებ) - 1.
ცილების არასრული ჰიდროლიზის პროდუქტები. წარმოადგენენ
პეპტიდების და ამინმჟავების ნარევს. 2. ცილებით მდიდარი
სუბსტრატების არას რული ფერმენტაციული ჰიდრო-ლიზის
პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიოლოგიურ საკვებ
ნიადაგებში, როგორც აზოტის ძირითადი წყარო.
პეპტონურია peptonuria пептонурия peptonuria (ბერძნ. pepton
ვინელებ, uron შარდი) - პეპტონის (იხ.) გამოყოფა შარდით.
პერვერსია perversion перверсия perversio (ლათ. pervento
შევაბრუნებ, გავაუკუღმართებ) - გარყვნა, გაუკუღმართება,
დამახინჯება. (იხ. ინვერსია. 2.).
პერიადენიტი პერიადენიტის периаденит პერიადენიტის (ბერძნ.
peri ირგვლივ, aden ჯირკვალი, itis ანთება) - რომელიმე ჯირკვლის
გარემომცველი ქსოვილის ანთება.
პერიართრიტი periarthritis периартрит periarthritis (ბერძნ. peri
ირგვლივ, arthron სახსარი, itis ანთება) - სახსრის (მყესების და
სინოვიური ჩანთის ჩათვლით) გარემომცველი ქსოვილების
ანთება. ქრონიკული პერიართრიტის ტიპური სიმპტომებია
ტკივილი და მოძრაობის გაძნელება. მკურნალობის პროცესში
ჩვეულებრივ გამოიყენება ადგილობრივი სტეროიდული
ინექციები ან ფიზიოთერაპია.
პერიარტერიიტი periarteriitis периартериит periarteriitis (ბერძნ.
peri ირგვლივ, arteria, itis ანთება) - არტერიის კედლის გარეთა
გარსის ანთება.
პერიბრონქიტი peribronchitis перибронхит peribronchitis (ბერძნ.
peri ირგვლივ, bronchos ბრონქი, itis ანთება) - ბრონქის გარეთა
გარსის ანთება.
პერიგასტრიტი perigastritis перигастрит perigastritis (ბერძნ. peri
ირგვლივ, gaster კუჭი, itis ანთება) - კუჭის სეროზული გარსის
ანთება.
პერიდუოდენიტი periduodenitis перидуоденит periduodenitis
(ბერძნ. peri ირგვლივ, ლათ. duodenum თორმეტგოჯა ნაწლავი,
ბერძნ. itis ანთება) - თორმეტგოჯა ნაწლავის სეროზული გარსის
ანთება.
პერიკარდექტომია pericardectomy перикардэктомия
pericardectomia (ბერძნ. peri ირგვლივ, kardia გული, ektome ამოჭრა,
ამოკვეთა) - პერიკარდიუმის (გულის პერანგის) ამოკვეთა.
ოპერაციას ატარებენ ქრონიკული კონსტრიქტული პერიკარდიტის
და ქრონიკული ექსუდაციური პერიკარდიტის სამკურნალოდ.
პერიკარდიოტომია pericardiotomy парикардиотомия
pericardiotomia (ბერძნ. peri ირგვლივ, kardia გული, tomeo ვჭრი,
ვკვეთავ) - პერიკარდიუმის (გულის პერანგის) გაკვეთა ან პუნქცია.
სრულდება გულის საოპერაციოდ მოსამზადებლად, აგრეთვე
პერიკარდიუმის ღრუდან ჭარბი რაოდენობის სითხის ამოსაღებად.
პერიკარდიტი pericarditis перикардит pericarditis (ბერძნ. peri
ირგვლივ, kardia გული, itis ანთება) - პერიკარდიუმის (გულის
პერანგის) მწვავე ან ქრონიკული ანთება. გამომწვევი შეიძლება
იყოს ვირუსული ინფექციები, ურემია, ავთვისებიანი სიმსივნეები.
მწვავე პერიკარდიტის სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის
მომატება, ტკივილები მკერდის არეში და შუილები.
პერიკარდიუმის ღრუში შეიძლება დაგროვდეს სითხე
(ექსუდაციური პერიკარდიტი - pericardial effusion). იშვიათ
შემთხვევებში ადგილი აქვს პერიკარდიუმის კედლების
ქრონიკულ გამკვრივებას, გასქელებას (კონსტრიქტული
პერიკარდიტი - chronic constrictive pericariditis).
პერიკარდიუმი pericardium перикард pericardium (ბერძნ. peri
ირგვლივ, kardia გული) - ქართულად: გულის პერანგი. დახშული
პარკისებრი წარმონაქმნი გულის გარშემო. შედგება გარეთა
ფიბროზული (fibrous pericardium) და შიგნითა სეროზული (serous
pericardium) შრეებისაგან. ამ ორ შრეს შორის სითხის მცირე
რაოდენობაა, რაც გულის კუნთის შეკუმშვებისას, ამცირებს მათ
ხახუნს ერთმანეთზე.
პერიკარდიოსტომია pericardiostomy перикардиостомия
pericardiostomia (ბერძნ. peri ირგვლივ, kardia გული, stoma პირი,
ხვრელი) - ქირურგიული ოპერაცია, რაც მდგომარეობს
პერიკარდიუმის ღრუს გახსნაში და იქიდან სითხის დრენირებაში
სპეციალური მილის საშუალებით.
პერიკორონიტი pericoronitis перикоронит pericoronitis (ბერძნ.
peri ირგვლივ, corona გვირგვინი, ბერძნ. itis ანთება) - კბილის
გვირგვინის გარშემო არსებული ქსოვილების ანთება.
პერიმეტრიტი perimetritis периметрит perimetritis (ბერძნ. peri
ირგვლივ, metra საშვილოსნო, itis ანთება) - საშვილოსნოს
სეროზული გარსის ანთება.
პერინატალური perinatal перинатальный perinatalis (ბერძნ. peri
ირგვლივ, ლათ. natus დაბადება) - ის, რაც ეხება დაბადებიდან 7
წლის პერიოდს. იწყება ჩასახვიდან 28 კვირის შემდეგ.
პერინევრიტი perineuritis периневрит perineuritis (ბერძნ. peri
ირგვლივ, neuron ნერვი, itis ანთება) - ნერვის
შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ანთება.
პერინეფრიტი perinephritis перинефрит perinephritis (ბერძნ. peri
ირგვლივ, nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის
ფიბროზული კაფსულის ანთება. პერინეფრიტის მიზეზი უფრო
ხშირად ინფექციის გავრცელებაა თირკმლიდან.
პერიოდი period период periodus (ბერძნ. periodos ირგვლივ
სიარული) - დაავადების ერთ-ერთი სტადია (მაგ., საინკუბაციო
პერიოდი, რეკონვალესცენციის პერიოდი და ა.შ.).
პერიოდონტი periodontium периодонт periodontium (ბერძნ. peri
ირგვლივ, odus კბილი) - იგივე პერიცემენტი. რბილი ქსოვილი
კბილის ალვეოლასა და ფესვს შორის.
პერიოდონტიტი periodontitis периодонтит periodontitis (ბერძნ.
peri ირგვლივ, odus კბილი, itis ანთება) - პერიოდონტის ანთება.
პერიოდული დაავადება - იხ. ავადმყოფობა პერიოდული.
პერიორქიტი periorchitis периорхит periorchitis (ბერძნ. peri
ირგვლივ, orchis სათესლე ჯირკვალი, itis ანთება) - სათესლე
ჯირკვლის სეროზული გარსის ანთება.
პერიოსტეუმი periosteum периост (надкостница) periosteum
(ბერძნ. peri ირგვლივ, osteon ძვალი) - ქართულად:
ძვლისაზრდელა. ძვლის გარეთა მფარავი მოთეთრო ფერის გარსია.
შედგება გარეთა ფიბროზული და შიგნითა ოსტეოგენური
შრეებისაგან. ფიბროზული შრე ძალზე მკვრივია და შეიცავს
სისხლძარღვების და ლიმფური სადინრების დიდ რაოდენობას,
ლ ღვე დ ლ ფუ დ ე დ დ დე
აგრეთვე ნერვებს. ოსტეოგენური შრე შეიცავს ოსტეობლასტების
დიდ რაოდენობას და მონაწილეობს ახალგაზრდა ძვლის
ქსოვილის წარმოქმნაში. ძვლისაზრდელას მეშვეობით ძვალს
ემაგრება კუნთები, მყესები და იოგები.
პერიოსტიტი periostitis периостит periostitis (ბერძნ. peri
ირგვლივ, osteon ძვალი, itis ანთება) - ძვლისაზრდელას (ძვლის
გარსის) ანთება. განასხვავებენ ჩირქოვან, ტუბერკულოზურ,
ფიბროზულ, ავთვისებიან და სხვა ტიპის პერიოსტიტებს.
პერიპოლეზი peripolesis периполез peripolesis (ბერძნ. peri
ირგვლივ, poleomai ხეტიალი) - უჯრედების კონტაქტი
ერთმანეთთან (მაგ., ზოგიერთი იმუნოლოგიური რეაქციის
შემთხვევაში მაკროფაგების გარშემო განლაგებულია
ლიმფოციტების დიდი რაოდენობა).
პერისალპინგიტი perisalpingitis перисальпингит perisalpingitis
(ბერძნ. peri ირგვლივ, salpinx მილი, itis ანთება) - კვერცხსავალის
(ფალოპის მილის) სეროზული გარსის ანთება.
პერისპლენიტი perisplenitis периспленит perisplenitis (ბერძნ. peri
ირგვლივ, splen ელენთა, itis ანთება) - ელენთის ფიბროზული
კაფსულის ანთება.
პერისტალტიკა peristalsis перистальтика peristaltica (ბერძნ.
peristaltikos მომჭერი, გარსშემოვლებული) - ნაწლავების, კუჭის
კედლების ტალღისებრი შეკუმშვა-მოდუნება.
პერიტონიტი peritonitis перитонит peritonitis (ბერძნ. peritoneum
მუცლის აპკი, itis ანთება) - მუცლის სეროზული გარსის,
პერიტონეუმის ანთება.
პერიტრიქები peritriches перитрихи peritrichi (ბერძნ. peri
ირგვლივ, trichos ძაფი) - ბაქტერიები, რომელთა მთელი ზედაპირი
მოფენილია შოლტებით (მაგ., ნაწლავის ჩხირი).
პერიურეთრიტი periurethritis периуретрит periurethitis (ბერძნ.
peri ირგვლივ, urethra შარდსადენი, itis ანთება) - შარდსადენი
მილის გარემომცველი ქსოვილების ანთება. ჩვეულებრივ, თან
ახლავს თვით შარდსადენის (ურეთრის) ანთება (კენჭით დახშობის
ან შევიწროების) გამო. მკურნალობა მიმართულია შარდსადენის
გაუვალობის აღსაკვეთად, ხოლო განვითარებული ინფექციის
საწინააღმდეგოდ იყენებენ ანტიბიოტიკებს.
პერიფლებიტი periphlebitis перифлебит periphlebitis (ბერძნ. peri
ირგვლივ, phleps ვენა, itis ანთება) - ვენის გარემომცველი
ქსოვილების ანთება, რაც მიუთითებს ფლებიტის გავრცელებაზე
სხვა ქსოვილებზე.
პერიქონდრიტი perichondritis перихондрит perichondritis (ბერძნ.
peri ირგვლივ, ცhondros ხრტილი, itis ანთება) - ხრტილის და მისი
გარემომცველი რბილი ქსოვილების ანთება, რისი მიზეზიცაა
რომელიმე ქრონიკული ინფექცია. პერიქონდრიტის განვითარების
ტიპური ადგილია გარეთა ყური.
პერიცისტიტი pericystitis перицистит pericystitis (ბერძნ. peri
ირგვლივ, kystis შარდის ბუშტი) - შარდის ბუშტის გარემომცველი
ქსოვილების ანთება. ძირითადი სიმპტომებია: ტკივილები მენჯის
მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატება, აგრეთვე
ცისტიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. დაავადების
მიზეზია საშვილოსნოში ან ფალოპის მილებში არსებული
ინფექცია. ზოგჯერ დაავადება შეიძლება განვითარდეს თვით
შარდის ბუშტის დივერტიკულის (იხ.) დაინფიცირებისას.
მკურნალობისათვის იყენებენ ანტიბიოტიკოთერაპიას.
პერიჰეპატიტი perihepatitis перигепатит perihepatitis (ბერძნ. peri
ირგვლივ, hepar ღვიძლი, itis ანთება) - ღვიძლის გარემომცველი
ქსოვილის ანთება. ჩვეულებრივ თან ახლავს ღვიძლის სხვადასხვა
დაავადებები (ღვიძლის აბსცესი, ციროზი ან ტუბერკულოზი) ანდა
ქრონიკული პერიტონიტი.
პერკუსია percussion перкуссия percussio (ლათ. percussio კაკუნი) -
ავადმყოფის გასინჯვა სხეულზე თითების ან სპეციალური ჩაქუჩის
კაკუნით. ხმის ხასიათით ექიმი არკვევს შინაგანი ორგანოების
მდგომარეობას.
პერმეაზები permeases пермеазы permeasus (ინგლ. permeate
შეღწევა) - ბაქტერიების მემბრანებში არსებული სპეციფიკური
ცილები, რომელთაც გააჩნიათ სუბსტრატული სპეციფიკურობა.
უჯრედის მემბრანის შიდა ზედაპირზე კომპლექსი
პერმეაზასუბსტრატი განიცდის დისოციაციას: სუბსტრატის
გამოთავისუფლებული მოლეკულა ერთვება უჯრედის
მეტაბორიზმში, პერმეაზა კი იმეორებს სუბსტრატის გადატანის
მორიგ ციკლს.
პერმეაცია permeation пермеация permeatio (ინგლ. permeate
შეღწევა) - ავთვისებიანი სიმსივნის პროლიფერირებადი
უჯრედების გავრცელება ორგანიზმში სისხლძარღვებით და
ლიმფური სადინარებით. სინ.: დისემინაცია, მეტასტაზირება.
პერნიო pernio пернио pernio - დაბალი ტემპერატურითა და
სინოტივით გამოწვეული დერმატიტი.
პერნიციოზული perniciosus пернициозный perniciosus (ლათ.
perniciosus სასიკვდილო, მომაკვდინებელი) - სასიკვდილო,
დამღუპველი, ავთვისებიანი (მალარია, ანემია და სხვ.).
პერორალური peroral пероральный peros (ლათ. peros შიგნით) -
წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით.
პეროქსიდაზები peroxidases пероксидазы peroxidasis -
ოქსირედუქტაზების კლასის თერმოსტაბილური, რკინის
შემცველი ფერმენტები, რომლებიც აკატალიზებენ ზოგიერთი
შენაერთის დაჟანგვის რეაქციას ზეჟანგების მონაწილეობით და
წყლის წარმოქმნით. ცხოველური წარმოშობის პეროქსიდაზებია
რძის ლაქტატპეროქსიდაზა, ლეიკოციტების მიელოპეროქსიდაზა,
რომლებიც ქმნიან ანტიმიკრობულ პირობებს.
პერსისტენცია persistence персистенция persistentio (ლათ.
persistentis შეუპოვარი, დამრჩენი) - რაიმეს ჩვეულებრივზე უფრო
დიდი ხნით არსებობა (მაგ., მიკროორგანიზმების, ინფექციის
ხანგრძლივი არსებობა ორგანიზმში და სხვ.).
პერსპირაცია perspiration перспирация perspiratio (ლათ. per
მეოხებით, spiro ვსუნთქავ) - 1.ოფლის გამოყოფა საოფლე
ჯირკვლებით. 2.კანის სუნთქვა: სითხის, აირების გამოყოფა
კანიდან ან საოფლე ჯირკვლებით ან დიფუზიით.
პერტურბაცია perturbation пертурбация perturbatio (ლათ.
Perturbo-ვაღელვებ, ვაფორიაქებ) - მოშლილობა, მოსვენების
დაკარგვა, უეცარი ცვლილება, გართულება, რასაც თან ახლავს
უწესრიგობა, ნორმიდან გადახრა.
პერფორატორიუმი (ლათ. Perforo გავბურღავ) - იხ. აკროსომა.
პერფორაცია perforation перфорация perforatio (ლათ. perforo
გავბურ- ღავ) - 1.უჯრედის პლაზმურ მემბრანაში ფორების გაჩენა.
2.რომელიმე ორგანოს (მაგ., კუჭის, საშვილოსნოს და სხვ.) კედლის
გამჭოლი დაზიანება, გახვრეტა.
პერფორინი perforine перфорин perforinum (ლათ. perforo
გავბურღავ) - T-ლიმფოციტის მთავარი ციტოტოქსიკური ცილა,
რომელიც გააჩნიათ აგრეთვე ნეიტროფილებს, მასტოციტებს,
ნატურალურ კილერებს. პერფორინი ჩაშენდება სამიზნე-უჯრედის
მემბრანაში, პოლიმერიზდება და წარმოქმნის ტრანსმემბრანულ
არხებს. ამ უკანასკნელთა მეშვეობით, სამიზნეუჯრედი კარგავს
თავისთვის აუცილებელ იონებს და დაბალმოლეკულურ
მეტაბოლიტებს, რის შედეგადაც ჯირჯვდება და ლიზირდება
(ოსმოსური შოკი).
პერფუზია perfusion перфузия perfusio (ლათ. perfusio გადასხმა,
ჩასხმა) - სისხლის ან სისხლის შემცვლელი ხსნარის ხანგრძლივი
შეყვანა სხეულის რომელიმე ღრუში ან სისხლძარღვში.
პერცეპცია perception перцепция perceptio (ლათ. percipio
ვითვისებ, ვსწავლობ) - ობიექტური სამყაროს, სინამდვილის
ასახვა, აღქმა გრძნობათა ორგანოების საშუალებით.
პესარიუმი pessarium пессарий pessarium - კაუჩუკის ან მეტალის
რგოლი (ე.წ. საშვილოსნოს რგოლები), რომელიც საშვილოსნოს
უნარჩუნებს ბუნებრივ მდგომარეობას მისი გადაადგილების,
გამოვარდნის და სხვ. შემთხვევებში. ზოგჯერ პესარიუმს
უწოდებენ იმ საშუალებებს, რომლებიც აბრკოლებენ ჩასახვას (ე.წ.
ჩამკეტი პესარიუმები).
პესიმუმი pessimum пессимум pessimum (ლათ. pessimum ყველაზე
უარესი, ცუდზე ცუდი) - ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების
მოქმედების დათრგუნვა, რაც გამოწვეულია ნერვული ღეროს
სტიმულაციის ჭარბი (ნორმაზე მაღალი) სიხშირით.
პესტიციდები pesticides пестициды pesticida (ლათ. pestis სენი,
caedo მოკვლა) - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც
გამოიყენებიან სხვადასხვა მავნებლების ან სარეველების
წინააღმდეგ. პესტიციდების უმეტესობა ადამიანისათვის
ტოქსიკურია და მათი გამოყენება მკაცრად უნდა იყოს
რეგლამენტირებული. პესტიციდებია: ინსექტიციდები,
ჰერბიციდები, ფუნგიციდები და ა.შ.
პეტექიები petechiae петехии petechia (იტალ. petecchie ლაქა,
გამონაყარი) - მცირე ზომის, მრგვალი ფორმის, წერტილოვანი,
მუქი წითელი ფერის ლაქები, რომელთა წარმოშობა
განპირობებულია სისხლჩაქცევებით კანსა და ლორწოვან
გ ე ულ ლ ქცევე კ დ ლ წ ვ
გარსებში. მაგ., პეტექიები ვითარდება თრომბოციტოპენიური
პურპურის (იხ. ავადმყოფობა ვერლჰოფის) შემთხვევაში. სინ.:
პეტექიური სისხლჩაქცევა, წერტილოვანი სისხლჩაქცევა.
პექტუსი pectus пектус pectus - გულმკერდი.
პექტუს კარინატუმ pectus carinatum пектус каринатум pectus
carinatum (ლათ. pectus გულმკერდი, carinatus ფრინველების
გულმკერდის გამონაზარდი) - ქართულად: „ქათმის გულმკერდი“
რაქიტული გულმკერდი.
პიგმენტები pigments пигменти pigmenti (ლათ. pigmentum
საღებავი) - ქსოვილების შემადგენლობაში შემავალი შეღებილი
შენაერთები. პიგმენტების ფერი განისაზღვრება მათ მოლეკულაში
ე.წ. ქრომოფორული ჯგუფების არსებობით. პიგმენტები
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფოტობიოლოგიურ პროცესებში,
იცავენ ორგანიზმებს ულტრაიისფერი სხივების მავნე
ზემოქმედებისაგან, განსაზღვრავენ ორგანიზმების (მათ შორის
მიკროორგანიზმების) შეფერილობას.
პიგმენტური ქსეროდერმა pigmental xeroderma пигментная
ксеродерма xeroderma pigmentosum (ლათ. pigmentum საღებავი,
ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, derma კანი) - კანის თანდაყოლილი,
ობლიგატური კიბოსწინარე დაავადებაა. ახასიათებს გაფანტული
პიგმენტური ლაქები.
პიედრა piedra пьедра piedra (ესპ. piedra ქვა) - ზედაპირული
მიკოზი, რომელიც ხასიათდება თმებზე შავი (შავი პიედრა) ან
თეთრი (თეთრი პიედრა) ფერის მცირე ზომის კვანძების გაჩენით.
შავი პიედრას გამომწვევია Piedraia hortai, თეთრისა კი Trichosporon
cutaneum.
პიელიტი pyelitis пиелит pyelitis (ბერძნ. pyelos გობი, itis ანთება) -
თირკმლის მენჯის ანთება. გამომწვევი მიზეზია ნებისმიერი
ბაქტერიული ინფექცია. ინფექცია შეიძლება შეიჭრეს აღმავალი
გზითაც - შარდის ბუშტიდან ან შარდსაწვეთიდან.
დამახასიათებელია შემცივნება, მაღალი ტემპერატურა,
ტკივილები წელის მიდამოში. სამკურნალოდ იყეენებენ შესაბამის
ანტიბიოტიკს ანალგეტიკებთან ერთად.
პიელონეფრიტი pyelonephritis пиелонефрит pyelonephritis
(ბერძნ. pyelos გობი, nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის
პარენქიმისა და მენჯის ბაქტერიული ანთება. განასხვავებენ მწვავე
და ქრონიკულ პიელონეფრიტებს.
პიელოცისტიტი pyelocystitis пиелоцистит pyelocystitis (ბერძნ.
pyelos გობი, kystis ბუშტი, itis ანთება) - თირკმლის მენჯის და
შარდის ბუშტის ანთება.
პიემია pyemia пиемия pyaemia (ბერძნ. pyon ჩირქი, haima
სისხლი) - სეფსისის ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია
სისხლის ჩირქმბადი ბაქტერიებით დასენიანება. სხვა დასხვა
ორგანოში წარმოიქმნება მრავალი ჩირქოვანი კერა (აბსცესები), რაც
ხშირ შემთხვევებში იწვევს ლეტალურ შედეგს.
პიკაციზმი pica пикацизм picacismus (ლათ. pica კაჭკაჭი) -
საკვებად გამოუსადეგარი ან ორგანიზმისათვის მავნე
ნივთიერებების (ცარცი, ბალახი, ქვები ანდა ტანისამოსის ძაფები)
ჭამა. ჩვეულებრივ ამ მოვლენას ადგილი აქვს ადრეულ ასაკში,
თუმცა შეიძლება ახასიათებდეს ფსიქიკურად არასრულფასოვან
ადამიანებსაც. პიკაციზმის მიზეზი შესაძლებელია იყოს
სხვადასხვა მინერალური ნივთიერებების (მაგ., რკინის) დეფიციტი
ორგანიზმში.
პიკი peak пик peak (ფრანგ. pic) - ავადმყოფობის განვითარების
უმაღლესი წერტილი (მკვეთრი განვითარება). სინ.: აკმე (იხ.).
პიკნიკი pyknic пикник pycnicus (ბერძნ. pyknos მსხვილი, სქელი)
- სხეულის აგებულების, კონსტიტუციის თავისებური ტიპი.
ხასიათდება ფართო, ჯმუხი ფიგურით, მოკლე კისრითა და დიდი
მუცლით.
პიკორნავირუსები picornaviruses пикорнавирусы picornavirus
(იტალ. piccolo პატარა, მცირე, ინგლ. RNA რიბონუკლეინის მჟავა,
ლათ. virus შხამი) - ვირუსების ოჯახი, რომელთაც გარეთა გარსი
არა აქვთ და გააჩნიათ რნმ-ს ერთი ჯაჭვი. მრავლდებიან
დაინფიცირებული უჯრედის ციტოპლაზმაში. ამ ოჯახს
მიეკუთვნებიან: პოლიომიელიტის ვირუსი, კოქსაკის ვირუსი,
ECHO-ს ჯგუფის ვირუსები, რინოვირუსები, თურქულის ვირუსი.
პილები pili пили pili (ლათ. pile თმა) - ქართულად: წამწამები.
ცილოვანი ბუნების წვრილი, მოკლე ძაფებია, რომლებიც დიდი
რაოდენობითაა ლოკალიზებული ბაქტერიული უჯრედის
გარშემო. უმთავრესად დამახასიათებელია გრამ-უარყოფითი
ბაქტერიებისათვის. I ტიპის პილების მეშვეობით ბაქტერიები
ქტე ე ვ ტ ლე ე ვე ქტე ე
ემაგრებიან სამიზნეუჯრედებს. II ტიპის პილები (კონიუგაციური
ანუ სასქესო - sex pili) მონაწილეობს ბაქტერიების კონიუგაციაში.
პილები ხელს უწყობენ ბაქტერიული უჯრედის ზედაპირის
ფართობის გაზრდას, რაც მას დამატებით უპირატესობას ანიჭებს
გარემოდან საკვები ნივთიერებების უტილიზაციაში. სინ.:
ფიმბრიები.
პილორექტომია pylorectomy пилорэктомия pylorectomia (ბერძნ.
pyloros დარაჯი, მეკარე, ektome ამოკვეთა) - ქირურგიული
ოპერაცია, რაც მდგომარეობს კუჭის გასავლის სფინქტერის
ამოკვეთაში.
პილოროსპაზმი pylorospasm пилороспазм pylorospasmus (ბერძნ.
pyloros დარაჯი, მეკარე, spasmos კრუნჩხვა) - კუჭის გასავლის
დროებითი შევიწროება კუნთური სპაზმის გამო. იწვევს კუჭის
შემცველობის გადასვლის შენელებას თორმეტგოჯა ნაწლავში და
პირღებინებას.
პილოროსტენოზი pyloric stenosis пилоростеноз pylorostenosis
(ბერძნ. pyloros დარაჯი, მეკარე, stenos ვიწრო) - კუჭის პილორუსის
განყოფილების განვლადობის დარღვევა, რაც განპირობებულია
პილორუსის სფინქტერის ჰიპერტროფიით. ეს იწვევს კუჭის
შემცველობის შენელებულ გადასვლას თორმეტგოჯა ნაწლავში,
რაც პირღებინების მიზეზი ხდება. პილოროსტენოზის მიზეზი
შეიძლება იყოს კუჭის წყლული, ავთვისებიანი სიმსივნე და სხვ.
პილორუსი pylorus пилорус pyloros (ბერძნ. pyloros დარაჯი,
მეკარე) - კუჭის გასავალი ნაწილი თორმეტგოჯა ნაწლავში.
პოლორული ნაწილი.
პინოციტოზი pinocytosis пиноцитоз pinocytosis (ბერძნ. pino ვსვამ,
kytos უჯრედი) - უჯრედის მიერ გარემოდან სითხის ან უმცირესი
ნაწილაკების შეწოვა.
პინტა pinta пинта pinta (ესპ. pinta ლაქა) - ქრონიკული
გენერალიზებული სპიროქეტოზია. გამომწვევია Treponema
carateum. გამომწვევის რეზერვუარი ავადმყოფი ადამიანია.
გადაცემის ძირითადი გზა კონტაქტურია. გამომწვევის
ორგანიზმში შეჭრის ადგილას ჩნდება წითელი ან
მოლურჯოიისფერი ლაქები. მოგვიანებით მათ ადგილზე
ფორმირდება ვიტილიგოს ტიპის დეპიგმენტაციის უბნები.
შეიძლება განვითარდეს პოლიადენიტი, უფრო იშვიათად -
ე ლე გ ვ დე ლ დე ტ უფ ვ დ
შინაგანი ორგანოების, ნერვული სისტემის და ძვლების
დაზიანებები. მკურნალობა სიფილისის ანალოგიურია. სინ.:
კარატე.
პიოგენეზი pyogenesis пиогенез pyogenesis (ბერძნ. pyon ჩირქი,
genesis წარმოქმნა) - დაჩირქება: ჩირქოვანი პროცესის დასაწყისი
და განვითარება.
პიოგენური pyogenic пиогенный pyogenes (ბერძნ. pyon ჩირქი,
gennao წარმოვქმნი) - დაჩირქების გამომწვევი, დამჩირქებელი.
პიოგენური ბაქტერიები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები,
მენინგოკოკები, გონოკოკები და სხვ.) იწვევენ დაჩირქებას.
პიოთორაქსი pyothorax пиоторакс pyothorax (ბერძნ. pyon ჩირქი,
thorax გულმკერდი) - ჩირქის დაგროვება პლევრულ ღრუში.
ვითარდება ჩვეულებრივ, ჩირქოვანი პლევრიტის შემთხვევაში.
პიომიოზიტი pyomyositis пиомиозит pyomyositis (ბერძნ. pyon
ჩირქი, mys კუნთი, itis ანთება) - კუნთოვანი ქსოვილის
ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია, რაც იწვევს კუნთის
მტკივნეულ ანთებას.
პიონეფრიტი pyonephritis пионефрит pyonephritis (ბერძნ. pyon
ჩირქი, nephros თირკმელი, itis ანთება) - თირკმლის ჩირქოვანი
ანთება.
პიონეფროზი pyonephrosis пионефроз pyonephrosis (ბერძნ. pyon
ჩირქი, nephros თირკმელი, osis მდგომარეობა) - თირკმლის და
თირკმლის მენჯის ობსტრუქცია და ინფექციის განვითარება,
რასაც თან ახლავს ჩირქის წარმოქმნა. ობსტრუქციის მიზეზი
თირკმელში კენჭის არსებობაა, რის შედეგადაც თირკმელი
ფართოვდება მასში დაგროვილი ჩირქის გამო, ხოლო მისი
ქსოვილი იშლება იქ მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად.
პიოპერიკარდიუმი pyopericardium пиоперикард pyopericardium
(ბერძნ. pyon ჩირქი, peri ირგვლივ, kardia გული) - ჩირქის
დაგროვება პერიკარდიუმში.
პიოპნევმოთორაქსი pyopneumothorax пиопневмоторакс
pyopneumothorax (ბერძნ. pyon ჩირქი, pneuma ჰაერი, thorax
გულმკერდი) - პლევრის ღრუში ჩირქის ან ჰაერის დაგროვება.
შეიძლება განვითარდეს ჩირქოვანი პლევრიტის შემთხვევაში, ანდა
თუ პლევრის ღრუში ჰაერი მოხვდა ჩირქის ამოღების
მცდელობისას.
ცდელ
პიორეა pyorrhoea пиорея pyorrhoea (ბერძნ. pyon ჩირქი, rheo
მოვედინები) - ჩირქის დენა, უფრო ხშირად ღრძილებიდან.
პიოსალპინგიტი პყოსალპინგიტის пиосальпингит
პყოსალპინგიტის (ბერძნ. pyon ჩირქი, salpinx მილი, itis ანთება) -
კვერცხსავალის (ფალოპის მილის) ჩირქოვანი ანთება.
პიოსალპინქსი pyosalpinx пиосальпинкс pyosalpinx (ბერძნ. pyon
ჩირქი, salpinx მილი) - კვერცხსავალის გაფართოება მასში ჩირქის
დაგროვების გამო.
პიოსპერმია pyospermy пиоспермия pyospermia (ბერძნ. pyon
ჩირქი, sperma თესლი) - სპერმაში ჩირქის არსებობა.
პიოცისტა pyocyst пиоциста pyocysta( ბერძნ. pyon ჩირქი, ბერძნ.
kystos ბუშტი) - ჩირქოვანი შემცველობის კისტა.
პირექსია - იხ. ცხელება.
პირველადი სასქესო ნიშნები primary sex signs первичные
половые признаки primarius sex symptoma - ქალსა და მამაკაცს
შორის არსებული ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების
განმსაზღვრელი თავისებურებების ერთიანობა. მამაკაცების
პირველად სასქესო ნიშნებს მიეკუთვნება: სათესლეები,
თელსგამტარი სადინრები, პენისი, წინამდებარე ჯირკვალი, ხოლო
ქალებისათვის - საკვერცხეები, კვერცხსავალი მილები,
საშვილოსნო, საშო.
პირველი სასიგნალო სისტემა fi rst signal system первая
сигнальная система primus signal systema - უპირობო და პირობითი
რეფლექსური კავშირების სისტემა, რომელიც ყალიბდება თავის
ტვინის ქერქში, რეცეპტორებზე კონკრეტული გამღი ზიანებლების
ზემოქმედებით. ტერმინი ეკუთვნის ი.პავლოვს.
პირის ღრუ buccal cavity полость рта cavitum oris - საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილი, რომელშიც
განლაგებულია ენა და კბილები. გადადის ხახაში. პირის ღრუში
განისაზღვრება საკვების გემო; აქ იგი ქუცმაცდება, სველდება
ნერწყვით და იწყება მისი მონელების პროცესი. პირის ღრუ
მდიდარია მიკროორგანიზმებით (აღწერილია დაახლ. 150- მდე
სახეობა).
პირკეს სინჯი Pirke test проба Пирке Pirke testum (C.P.Pirquet -
ავსტრიელი პედიატრი) - ტუბერკულოზის სადიაგნოზო
ალერგიული სინჯი, რაც ეფუძნება ტუბერკულინის დაწვეთებას
ლე გ ულ ჯ ც ეფუ ე ტუ ე კულ დ წვე ე
კანის სკარიფიცირებულ უბანზე და ადგილობრივი რეაქციის
ხასიათის შემდგომ შესწავლას.
პიროგენური pyrogenic пирогенный pyrogenes (ბერძნ. pyr
ცეცხლი, სიცხე, gennao წარმოვქმნი) - ცხელების გამომწვევი.
ნებისმიერი ნივთიერება, აგენტი, რომელიც იწვევს სხეულის
ტემპერატურის მომატებას.
პიროზისი pyrosis (heart-burn) пирозис (изжога) pyrosis (ბერძნ.
pyrosis წვა) - ქართულად: გულძმარვა. წვის შეგრძნება საყლაპავ
მილში.
პიროთერაპია pyrotherapy пиротерапия pyrotherapia (ბერძნ. pyr
ცეცხლი, სიცხე, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა სხეულის
ტემპერატურის ხელოვნური მომატებით.
პირომანია პყრომანია пиромания პყრომანია (ბერძნ. pyr ცეცხლი,
სიცხე, mania სიგიჟე) - ავადმყოფური ლტოლვა ცეცხლის
წაკიდებისადმი, წინასწარი განზრახვის გარეშე. გვხვდება
ფსიქოპათიის გარკვეული ფორმის შემთხვევაში. ასეთ პიროვნებას
პირომანი ეწოდება.
პიროფობია pyrophobia пирофобия pyrophobia (ბერძნ. pyr
ცეცხლი, სიცხე, phobos შიში) - ცეცხლის, ცეცხლის გაჩენის
ავადმყოფური შიში.
პირღებინება - იხ. ვომიტუსი.
პირშუშხა horse-radish хрен Cochlearia armoracia L. -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გლიკოზიდ
სინიგრინს, ასკორბინის მჟავას, მდოგვის ზეთს. იყენებენ როგორც
მასტიმულირებელ, შარდმდენ, საჭმლის მომნელებელი
ჯირკვლების ფუნქციის გამაძლიერებელ საშუალებას. ნაჩვენებია
პოდაგრის და რევმატიზმის შემთხვევებში.
პიტირიაზი pityriasis питириаз pityriasis (ბერძნ. pityron ქატო) -
კანის დაავადებების ჯგუფი, რომელთაც ახასიათებთ ქერცლოვანი,
ქატოსებრი გამონაყარი. ამ ჯგუფს მიეკუთვნება სებორეული
ეგზემა (pityriasis alba), ქატოსებრი ნაირფეროვანი პიტირიაზი
(Pitiriasis rose) და სხვ. ამ უკანასკ ნელი ნოზოლოგიის გამომწვევია
სოკო Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare). უფრო ხშირად
ავადდებიან ახალგაზრდები. დაავადებას ხელს უწყობს
ოფლიანობა. რეციდივების პროფილაქტიკისათვის
რეკომენდებულია კანის დამუშავება 2%-იანი სალიცილის
ეკ ე დე ულ კ დ უ ვე ლ ც ლ
სპირტით ერთი თვის განმავლობაში. სინ.: ქატოსებრი ნაირფერი
პიტირიაზი.
პიურია piuria пиурия pyuria (ბერძნ. pyon ჩირქი, uron შარდი) -
ჩირქიანი შარდი. მიუთითებს შარდგამომყოფ გზებში
ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე.
პლაზმა plasma плазма plasma (ბერძნ. plasma გამოძერწილი,
გაფორმებული) - 1.ბიოლოგიური სტრუქტურების (სისხლის,
ლიმფის, უჯრედების ციტოპლაზმის) თხევადი ან გელისმაგვარი
კონსისტენციის მქონე შემადგენელი ნაწილი. 2.სისხლის პლაზმა -
სისხლის თხევადი ნაწილი (კომპონენტი).
პლაზმიდები plasmides плазмиды plasmida (ბერძნ. plasma
გამოძერწილი, გაფორმებული) - ბაქტერიულ უჯრედში,
ქრომოსომებსგარეთ არსებული მემკვიდრეობითი ფაქტორი.
ბაქტერიებში აკონტროლებენ რეზისტენტობას წამლებისადმი,
ჰემოლიზინების (იხ.) სინთეზს და სხვ. მათ სასქესო ფაქტორებსაც
უწოდებენ, რადგანაც ისინი საზღვრავენ ზოგიერთი ბაქტერიის
სქესობრივ დიფერენციაციას. პლაზმიდების უმეტესობა შედგება
ორჯაჭვიანი რნმ-ს რგოლოვანი მოლეკულისაგან. იყენებენ გენურ
ინჟინერიაში ვექტორის სახით.
პლაზმოდიუმი plasmodium плазмодий plasmodium (ბერძნ. plasma
გამოძერწილი, გაფორმებული, eidos სახე) - უმარტივესების ტიპის,
სპორიანების კლასის წარმომადგენელი, რომელიც პარაზიტობს
სისხლში და იწვევს მალარიას. მისი გადამტანია კოღო ანოფელესი.
პლაზმოციტოგენეზი plasmocytogenesis плазмоцитогенез
plasmocytogenesis (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული,
kytos უჯრედი, genesis წარმოქმნა) - ორგანიზმში პლაზმოციტების
(იხ. პლაზმური უჯრედები) წარმოქმნის პროცესი.
პლაზმოციტომა plasmocytoma плазмоцитома plasmocytoma
(ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული, kytos უჯრედი, oma
სიმსივნე) - მიელომის (იხ.) ლოკალური, პლაზმური
უჯრედებისაგან შემდგარი ავთვისებიანი სიმსივნე. ჩვეულებრივ,
ვითარდება როგორც ძვლის ერთეული სიმსივნე, თუმცა ზოგჯერ
მრავლადაა წარმოდგენილი. გამოიმუშავებენ მიელომისათვის
დამახასიათებელ იმუნოგლობულინებს.
პლაზმოციტოფორეზი plasmocytopheresis плазмоцитаферез
plasmocytopheresis (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული,
y ე გ ე წ ლ გ ფ ე ულ
kytos უჯრედი, ლათ. aphairesis წართმევა, აღება) - სისხლის
ცალკეული კომპონენტების გამოყოფა, ხოლო ზოგიერთი
კომპონენტის კვლავ დაბრუნება სისხლის ნაკადში. გამოიყენება
როგორც თერაპიული ღონისძიება ანდა როგორც სამკურნალო
პრეპარატების მისაღები საშუალება.
პლაზმური მემბრანა plasma membrane плазматическая мемврана
membrana plasmatica (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული,
ლათ. membrana თხელი კანი, გარსი) - უჯრედის ერთ-ერთი
ორგანოიდია, რომლის საშუალებით ხდება უჯრედის
შემცველობის რეგულირება და მასში ჰომეოსტაზის შენარჩუნება.
ახასიათებს შერჩევითი განვლადობა. ამ ორგანოიდს ე.წ.
მოზაიკური აგებულება აქვს. შედგება ლიპიდების
ბიმოლეკულური შრისაგან, რომელშიც სხვადასხვა სიღრმეზეა
ჩაშენებული ცილების მოლეკულები. ცხოველურ უჯრედში
პლაზმურ მემბრანას გარედან აკრავს პოლისაქარიდების შრე
(გლიკოკალიქსი), ხოლო ბაქტერიების (მიკოპლაზმების
გამოკლებით) და მცენარეული უჯრედის პლაზმურ მემბრანას -
ე.წ. უჯრედის კედელი. სინ.: პლაზმალემა, პლაზმოლემა,
ციტოლემა.
პლაზმური უჯრედები plasma cells плазматические клетки
cellulae plasmatica (ბერძნ. plasma გამოძერწილი, გაფორმებული) -
იგივე პლაზმო ციტები. B-ლიმფოციტებისაგან (პირო
ნინოფილური ბლასტის ანუ პლაზმობლასტის სტადიის გავლით)
წარმოქმნილი დიფერენცირებული უჯრედი, რომელიც აწარმოებს
სპეციფიკური ანტისხეულების სინთეზს და სეკრეციას. წამში
წარმოქმნიან და გამოყოფენ ანტისხეულების დაახლ. 200 მო
ლეკულას.
პლასტიკა plastic пластика plastica (ბერძნ. plastike ვძერწავ,
ვაქანდაკებ) - 1.პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მოწოდებულია
ცალკეული ორგანოების ნორმალური ფორმების აღსადგენად
ქსოვილის (ან სხვა ნივთიერებების, მაგ., სილიკონის
ტრანსპლანტატების) გადანერგვის გზით. 2.სხეულის
ჰარმონიული, რითმული მოძრაობის ხელოვნება.
პლასტინაცია plastination пластинция plastinatio (ბერძნ. plastos
გამო- ძერწილი) - გვამის შენახვის მეთოდი, რომელიც
გამორიცხავს ხრწნის პროცესებს.
გ ც ვ წ ცე ე
პლატიზმა platysma платизма platysma (ბერძნ. platys ბრტყელი) -
კისრის კანქვეშა კუნთი, რომელიც მონაწილეობს მიმიკური
კუნთების მოძრაობაში.
პლაფერონი plaferon плаферон plaferonum (ლათ. placenta კვერი,
fero ტარება) - ცილოვან-პეპტიდური ბუნების პრეპარატია. შეიცავს
ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც
განსაზღვრავენ მისი ფარმაკოლოგიური თვისებების ფართო
სპექტრს. იმუნომამოდულირებელი საშუალებაა, არეგულირებს
ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლას და სხვ. პლაფერონი
გამოყოფილია პლაცენტიდან საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში.
პლაცებო placebo плацебо placebo (ლათ. placeo მოვწონვარ) -
ინდიფერენტული ნივთიერებაა, რომელსაც ფსიქოთერაპიული
ზემოქმედების მიზნით აძლევენ ავადმყოფს რომელიმე წამლის
მაგივრად.
პლაცენტა placenta плацента placenta (ლათ. placenta კვერი) -
აერთებს ჩანასახს დედის ორგანიზმთან და უზრუნველყოფს
ნაყოფის კვებასა და სუნთქვას. ასრულებს ბარიერულ და
ენდოკრინულ ფუნქციებს. მასში სინთეზდება ჰორმონები,
აცეტილქოლინი და სხვ. ნივთიერებები, რომლებიც გავლენას
ახდენენ დედის ორგანიზმზე. ადამიანში პლაცენტა წარმოიქმნება
ორსულობის მე-3 თვეს.
პლაცენტური ბარიერი placental barrier плацентарный барьер
impedimentum placentae (ლათ. placenta კვერი, ფრანგ. barrire
ბარიერი, ზღუდე) - პლაცენტის მორფოლოგიური და ფუნქციური
თავისებურებების ერთობლიობა, რაც განაპირობებს მის უნარს,
შერჩევითად გაატაროს სხვადასხვა ნივთიერებები, დედიდან
ნაყოფისაკენ და პირიქით.
პლევრა pleura плевра pleura (ბერძნ. pleura გვერდი) - სეროზული
გარსი, რომელიც ფარავს როგორც ფილტვებს, ასევე გულმკერდის
ღრუს შიგნითა ზედაპირს. არჩევენ პლევრის ვისცერულ და
პარიესულ (იხ.) ფურცლებს. პლევრის წარმომქმნელ სეროზულ
გარსს აქვს გლუვი, ტენიანი ზედაპირი მასში არსებული მცირე
რაოდენობის სითხის გამო. სითხე ასველებს ვისცერულ და
პარიეტალურ ფურცლებს, რის გამოც, მათი ერთიერთმანეთზე
ხახუნისას, ადამიანი ტკივილს არ გრძნობს.
უ დ ტკ ვ ლ გ
პლევრექტომია pleurectomy плеврэктомия pleurectomia (ბერძნ.
pleura გვერდი, ektome ამოკვეთა, ამოჭრა) - პლევრის ერთი
ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა. ასეთი ოპერაცია სრულდება
სპონტანური პნევმოთორაქსის შემდგომი რეციდივების
აღსაკვეთად ან პლევრის დაზიანებული უბნების ამოსაკვეთად.
პლევრიტი pleuritis плеврит pleuritus (ბერძნ. pleura გვერდი, itis
ანთება) - პლევრის ანთება. განასხვავებენ დიაფრაგმულ,
ადჰეზიურ, ექსუდაციურ, მშრალ, ჩირქოვან და სხვ. პლევრიტებს.
პლევროდინია pleurodynia плевродиния pleurodynia (ბერძნ.
pleura გვერდი, odyne ტკივილი) - ნეკნთაშორისი კუნთების
ძლიერი, შეტევითი ტკივილი, რაც განპირობებულია პლევრის
ნერვული დაბოლოებების პათოლოგიური გაღიზიანებით. ასეთი
სახის ტკივილს გააჩნია რევმატული წარმოშობა. სინ.:
პლევრალგია.
პლევროტომია pleurotomy плевротомия pleurotomia (ბერძნ.
pleura გვერდი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ქირურგიული ოპერაცია:
პლევრის გაკვეთა მასში დაგროვილი ექსუდატის გამოსაშვებად.
პლევროცენტეზი pleurocentesis плевроцентез pleurocentesis
(ბერძნ. pleura გვერდი, kentesis გახვრეტა) - ნემსის ან ტროაკარის
(იხ.) შეყვანა პლევრულ ღრუში სადიაგნოზო ან სამკურნალო
მიზნით. სინ.: თორაკოცენტეზი, პლევრული პუნქცია.
პლეთორა plethora плетора plethora (ბერძნ. phlethora გავსება) -
ორგანიზმში სისხლის საერთო მასის მომატება; სისხლის
რაოდენობის მომატება სხეულის რომელიმე ნაწილში (მაგ.,
ღვიძლში, ელენთაში და სხვ.).
პლეიოტროპია pleiotropy плейотропия pleiotropia (ბერძნ. pleon
მეტი, tropos მიმართულება, გადახვევა) - დამემკვიდრების
მოვლენაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს ერთი გენის გავლენით
სხვადასხვა ნიშან-თვისებების გამომჟღავნებას. მაგალითად,
ადამიანში ე.წ. მარფანის დაავადება ხასიათდება იმით, რომ ერთი
გენი განაპირობებს თითების ანომალიას („ობობას თითებს”),
თვალის ბროლის დეფექტს, აგრეთვე ჩონჩხისა და გულის
ანომალიებს.
პლეოციტოზი pleocytosis плеоцитоз pleocytosis (ბერძნ. pleon
მეტი, kytos უჯრედი) - თავზურგტვინის სითხეში (ლიკვორში)
უჯრედების (ლეიკოციტების, მაკროფაგების და სხვ.) რაოდენობის
მომატება.
პლეროცერკოიდი plerocercoid плероцеркоид plerocercoidum
(ბერძნ. pneumon ფილტვი) - ზოგიერთი ცესტოდას (მაგ., განიერი
სოლიტერის) მატლი, რომელიც ვითარდება დამატებით
მასპიძელში (თევზში). მისი თეთრი ფერის სხეული
არასეგმენტირებულია.
პლექსიტი plexitis плексит plexitis (ლათ. plexus წნული, ბერძნ. itis
ანთება) - ნერვული წნულის დაზიანება. ახასიათებს მოძრაობითი,
ტროფიკული და მგრძნობიარე დარღვევები. განასხვავებენ მხრის,
კისრის და გავაწელის დაზიანებების სინდრომებს.
პლოსკირევის ნიადაგი Ploskirev's medium среда Плоскирева
media Ploscirevi - მშრალი, სელექციური საკვები ნიადაგი, რომლის
ძირითადი კომპონენტებია ნაღვლის მარილები, ლაქტოზა და
ინდიკატორი. გამოიყენება შიგელების და სალმონელების
გამოსაყოფად.
პლუმბიზმი plumbism плумбизм plumbismus (ლათ. plumbum
ტყვია) - მოწამვლა ტყვიით.
პნევმატოზი pneumatosis пневматоз pneumatosis (ბერძნ. pneuma
ჰაერი, osis მდგომარეობა) - ჰაერის ან რომელიმე აირის
პათოლოგიური დაგროვება სხე ულის ამა თუ იმ ნაწილში.
პნევმატურია pneumaturia пневматурия pneumaturia (ბერძნ.
pneuma ჰაერი, uron შარდი) - შარდთან ერთად ჰაერის
ბუშტუკების, ან სხვა რომელიმე აირის გამოყოფა.
დაკავშირებულია შარდგამომყოფ გზებში მოხვედრილი
ბაქტერიების მიერ აირების გამოყოფასთან ან შარდგამომყოფ
გზებსა და ნაწლავებს შორის ანომალური შეერთების (ფისტულის)
არსებობასთან.
პნევმოთორაქსი pneumothorax пневмоторакс pneumothorax
(ბერძნ. pneuma ჰაერი, thorax გულმკერდი) - ნეკნებისა და
ფილტვების დაზიანების შედეგად პლევრის ღრუში ჰაერის
დაგროვება. სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია ე.წ. ხელოვნური
პნევმოთორაქსი, როდესაც სადიაგნოზო ან მკურნალობის მიზნით
პლევრის ღრუში ნემსით შეყავთ ჰაერი.
პნევმოკოკები pneumococci пневмоккоки pneumococci (ბერძნ.
pneumon ფილტვი, kokkos მარცვალი) - Streptococcaceae- ს ოჯახის,
ფ ლტვ ცვ ლ ჯ
Streptococcus-ის გვარის ოვალური ფორმის, გრამ-დადებითი
ბაქტერიაა (Streptococcus pneumoniae). მიეკუთვნება დიპლოკოკებს.
ფაკულტატური აერობებია. ადამიანში იწვევენ ფილტვების
ანთებას, კრუპოზულ პნევმონიას (იხ.) და სასუნთქი ორგანოების
სხვა ანთებით დაავადებებს.
პნევმოკონიოზი pneumoconiosis пневмокониоз pneumoconiosis
(ბერ-ძნ. pneumon ფილტვი, konis მტვერი, osis მდგომარეობა) -
საწარმოო მტვერის შესუნთქვით გამოწვეული ფილტვების
დაავადება. მაგ., სილიკოზი, აზბესტოზი და სხვ.
პნევმოლიზი pneumolysis пневмолиз pneumolysis (ბერძნ.
pneumon ფილტვი, lysis დაშლა, გახსნა) - 1. ფილტვის გამოყოფა,
მოშორება ირგვლივმდებარე ქსოვილებიდან. 2. ნაწიბურებისაგან
ფილტვის გათავისუფლების ოპერაცია.
პნევმომიკოზი pneumomycosis пневмомикоз pneumomycosis
(ბერძნ. pneumon ფილტვი, mykes სოკო) - ფილტვების
დაინფიცირება სოკოთი.
პნევმონია pneumonia пневмония pneumonia (ბერძნ. pneumon
ფილტვი) - ფილტვების ანთება. გამომწვევია სხვადასხვა
მიკროორგანიზმები. განასხვავებენ ასპირაციულ, ინტერსტიციულ,
კრუპოზულ, ჰიპოსტაზურ და სხვ. ტიპის პნევმონიებს.
მკურნალობისათვის იყენებენ ანტიბიოტიკოთერაპიას.
პნევმოპიოთორაქსი pneumopyothorax пневмопиоторакс
pneumopyothorax (ბერძნ. pneumon ფილტვი, pyon ჩირქი, thorax
გულმკერდი) - პლევრის ღრუში ჩირქისა და ჰაერის არსებობა.
პნევმოსკლეროზი pneumosclerosis пневмосклероз pneumosclerosis
(ბერ-ძნ. pneumon ფილტვი, skleros მაგარი, მკვრივი) - ფილტვში
შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რასაც თან ახლავს ამ ორგანოს
დაავადებული უბნის გამკვრივება და შეჭმუხნა.
პნევმოტომია pneumotomy пневмотомия pneumotomia (ბერძნ.
pneumon ფილტვი, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ქირურგიული
ოპერაცია: ფილტვის გაკვეთა აბსცესის და სხვა დაავადებების
შემთხვევაში.
პნევმოცისტა pneumocystis пневмоциста pneumocystis (ბერძნ.
pneumon ფილტვი, ლათ. cystis ბუშტი) - უმარტივესების ტიპის,
სპორიანების კლასის წარმომადგენელია (Pneumocystis carinii).
აღნიშნული მიკროორგანიზმით გამოწვეული დაავადება
ღ ულ კ გ გ წვეულ დ ვ დე
(პნევმონია) შიდსით შეპყრობილ პირებში ერთ-ერთ წამყვან შიდს-
მარკერულ ოპორტუნისტულ ინფექციას წარმოადგენს.
განვითარების ციკლი მოიცავს ტროფოზოიტების, პრეცისტის და
1,5-5მკმ ზომის, ოვალური ან ამებოიდური ფორმის ცისტისშიდა
სხეულაკებს. აღმოჩენილია შინაურ ცხოველებში (ცხენებში,
ძაღლებსა და ცხვრებში) და მღრღნელებში, თუმცა ინფექციის
წყარო მხოლოდ ადამიანია. გადაცემის გზა უმთავრესად,
ჰაერწვეთოვანია.
პოდაგრა podagra (gout) подагра podagra (ბერძნ. pus, podos ფეხი,
agra დაჭერა) - ქართულად: ნიკრისის ქარი. გამოწვეულია
ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. ახასიათებს
შარდმჟავა მარილების დალექვა სახსრებსა და ქსოვილებში, რაც
იწვევს სამოძრაო აპარატის ფუნქციის დარღვევას.
პოეტინები poetins поэтины poetinas (ბერძნ. poieo წარმოვქმნი) -
ქიმიური ნივთიერებები, მედიატორები, რომლებიც ხელს უწყობენ
ძვლის წითელი ტვინის სხვადასხვა შტოების, რიგების
(ერითროციტურის, გრანულოციტურის, ლიმფოციტურის და სხვ.)
წარმოქმნას და გააქტივებას (მაგ., ერი- თროპოეტინები).
პოზოლოგია posology позология posologia (ბერძნ. posos
რაოდენობა, logos მოძღვრება) - სწავლება სამკურნალწამლო
საშუალებების სამკურნალო დოზის დადგენის შესახებ.
პოიკილოთერმები poikilothermes пойкилотермы poicilothermi
(ბერძნ. poikilos მრავალმხრივი, ჭრელი, therme სითბო, სიცხე) -
ორგანიზმები, რომლებსაც არ შეუძლიათ შეინარჩუნონ გარემოს
ტემპერატურისაგან განსხვავებული ნივთიერებათა ცვლის
თერმული რეჟიმი და ამიტომ გარემოს ტემპერატურისაგან
დამოკიდებულებით იცვლიან სხეულის ტემპერატურას.
პოიკილოთერმებია ყველა ცხოველი, ფრინველებისა და
ძუძუმწოვრების გარდა. სინ.: ცივსისხლიანი ცხოველები.
პოიკილოციტოზი poikilocytosis пойкилоцитоз poikilocytosis
(ბერძნ. poikilos მრავალმხრივი, ჭრელი, kytos უჯრედი) - სისხლში
ერითროციტების ფორმის შეცვლა, ფორმის სხვადასხვაობა
ანემიების შემთხვევაში.
პოლიადენიტი polyadenitis полиаденит polyadenitis (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, aden ჯირკვალი, itis ანთება) - ლიმფური
კვანძების რამდენიმე ჯგუფის ერთდროული ანთება.
კვ ე დე ე ჯგუფ ე დ ულ ე
პოლიართრიტი polyarthritis полиартрит polyarthritis (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, arthron სახსარი, itis ანთება) - რამდენიმე სახსრის
ერთდოული ანთება. ძირითადი გამომწვევია სტრეპტოკოკები.
პოლიგალაქტია polygalactia полигалактия polygalactia (ბერძნ.
poly ბევრი, მრავალი, gala რძე) - რძის ჭარბი სეკრეცია.
პოლიდაქტილია polydactylism полидактилия polydactylia (ბერძნ.
poly ბევრი, მრავალი, daktylos თითი) - თანდაყოლილი,
უმთავრესად მემკვიდრული ანომალია, რაც გამოიხატება ზედმეტი
თითის არსებობაში ხელზე ან ფეხზე. იგივე ჰიპერდაქტილია (იხ.).
პოლიდიფსია polydipsia полидипсия polydipsia (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, dipsa წყურვილი) - წყურვილის გრძნობის
პათოლოგიური გაძლიერება.
პოლიემბრიონია - იხ. ტყუპები.
პოლიენები polyens полиены polyeni - ანტიბიოტიკებია,
რომლებიც არღვევენ მიკროორგანიზმების ციტოპლაზმური
მემბრანის ფუნქციას. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნისტატინი,
ლევორინი, ამფოტერიცინი B, რომლებიც გამომუშავდებიან
აქტინომიცეტების მიერ.
პოლიეტიოლოგია polyetiology полиэтиология polyetiologia
(ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, aitia მიზეზი) - ეტიოლოგიის (იხ.)
ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის თანახმადაც ერთი და იგივე
დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორები,
აგენტები (მაგ., ვირუსები, ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები,
სხვადასხვა ბუნების დასხივება და სხვ.).
პოლიეტიოლოგიური თეორია - იხ. კანცეროგენეზის
პოლიეტიოლოგიური თეორია.
პოლიკარიონები - იხ. პოლიკარიოციტები.
პოლიკარიოციტები polykaryocytes поликариоциты polykaryocyti
(ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, karyon ბირთვი, kytos უჯრედი) -
გიგანტური მრავალბირთვიანი (სამ-, ოთხ- და ა.შ.) უჯრედები.
მათი წარმოქმნა შესაძლებელია ენდომიტოზის, ასევე სომატური
უჯრედების შერწყმის (ფუზოგენიის) საშულებით. შერწყმის
საშუალებით წარმოქმნილი პოლიკარიოციტები
არასიცოცხლისუნარიანნი არიან და მალე იღუპებიან.
პოლიმენორეა პოლყმენორრჰეა полименорея პოლყმენორრჰოეა
(ბერძნ. poly ბევრი, men თვე, rheo მოვედინები) - ნორმაზე უფრო
ე y ევ ვე ვედ ე ე უფ
ხშირი და უხვი თვიური.
პოლიმერაზა polymerase полимераза polymerasa (ბერძნ. polymeres
მრავალგვარი, მრავალი ნაწილისაგან შემდგარი) - ნუკლეინის
მჟავების მატრიცულ სინთეზზე პასუხისმგებელი ფერმენტი.
პოლიმერული კანცეროგენეზი - იხ. კიბო უცხო სხეულის.
პოლიმიოზიტი polymyositis полимиозит polymyositis (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, mys კუნთი, itis ანთება) - კუნთების
გენერალიზებული ანთება. კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება
იყოს მწვავე და ქრონიკული. კუნთებში ვლინდება დიფუზური,
ანთებითი ცვლილებები. ავადმყოფს უნიშნავენ
კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს. სინ.: დერმატომიოზიტი,
ვაგნერის ავადმყოფობა.
პოლიმიქსინები polymyxins полимиксины polymyxinum
(Polymyxina) - კათიონური დეტერგენტების კლასის
ანტიბიოტიკები, რომლებიც წარმოადგენენ Bacillus polymyxa-ს
მეტაბოლიზმის პროდუქტებს. აქტიურობის მექანიზმი
ბაქტერიციდულია. ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი
მოიცავს გრამ-უარყოფით მიკროფლორას. პრეპარატები
ტოქსიკურებია და სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ მხოლოდ B
და E პოლიმიქსინებს.
პოლიმორფიზმი polymorphism полиморфизм polymorphismus
(ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, morphe ფორმა) - 1.ტერმინს ხშირად
იყენებენ უჯრედების ფორმის და მათი ბირთვების
მრავალგვარობის აღსანიშნავად. 2. ავადმყოფობის
მრავალსიმპტომიანობა.
პოლინევრიტი polyneuritis полиневрит polyneuritis (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, neuros ნერვი, itis ანთება) - რამდენიმე
პერიფერიული ნერვის ერთდროული ანთება. გვხვდება
სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციისა და ინფექციის დროს.
პოლინევროპათია polyneuropathy полиневропатия
polyneuropathia (ბერ ძნ. poly ბევრი, მრავალი, neuron ნერვი, pathos
ავადმყოფობა, ტანჯვა) - დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება
პერიფერიული ნერვები. თავიდან დაავადების სიმპტომები
ვლინდება ფეხებისა და ხელების თითების ბოლოებში (ანუ
ნერვული ბოჭკოების და ბოლოებებში), შემდეგ კი თანდათანობით
ვრცელდება მთელ სხეულში.
ვ ცელდე ელ ეულ
პოლინოზი - იხ. პალინოზი.
პოლინუკლეარი polynuclear полинуклеар polynuclearis (ბერძნ.
poly ბევრი, მრავალი, ლათ. nucleus ბირთვი) - მრავალბირთვიანი
უჯრედი. იხ. პოლიკარიოციტი.
პოლიომიელიტი poliomyelitis полиомелит poliomyelitis (ბერძნ.
polios რუხი, myelos ზურგის ტვინი, itis ანთება) - ზურგის ტვინის
რუხი ნივთიერების ანთება. ბავშვთა მწვავე ინფექციური
დაავადებაა. დაავადების გამომწვევია პიკორნავირუსების ოჯახის
ენტეროვირუსების გვარის ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც
აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. პროფილაქტიკისათვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროულად ჩატარებულ
იმუნიზაციას დახოცილი (ჯ. სოლკი) და ცოცხალი ვაქცინების (ა.
სებინი) მეშვეობით. ამჟამად პოლიომიელიტის ეპიდემიები
ლიკვიდირებულია.
პოლიოპია polyopia полиопия polyopia (ბერძნ. poly ბევრი,
მრავალი, ops თვალი) - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ხედავს
ერთი საგნის მრავლობით გამოსახულებას. ზოგჯერ ასეთი
მდგომარეობა ადამიანებს აღენიშნებათ კატარაქტის განვითარების
ადრეულ ეტაპზე.
პოლიორქიდია polyorchidia полиорхидия polyorchidia (ბერძნ.
poly ბევრი, მრავალი, orchis სათესლე) - განვითარების
თანდაყოლილი დეფექტი, რის შედეგადაც სათესლე პარკში
მოთავსებულია ორზე მეტი სათესლე ჯირკვალი.
პოლიპეპტიდი polypeptide полипептид polypeptidum (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, peptos მონელებული) - ცილა, პოლიმერი -
პეპტიდური ბმებით შეერთებული ამინმჟავები.
პოლიპექტომია polipectomy полипэктомия polypectomia (ბერძნ.
poly ბევრი, მრავალი, pus ფეხი, ektome ამოვკვეთავ, ვჭრი) -
პოლიპების ქირურგიული ამოკვეთა. მეთოდიკა დამოკიდებულია
პოლიპის ადგილმდებარეობაზე და ზომაზე.
პოლიპი polyp полип polipus (ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, pus
ფეხი) - ლორწოვანი გარსების ჰიპერპლაზიური ახალწარმონაქმნი,
რომელიც შედარებით განიერი ფეხითაა შეერთებული ორგანოს
ზედაპირთან. ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესების
შედეგად.
პოლიპლოიდია polyploidy полиплоидия polyploidia (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, ploos შეკრება, შეგროვება) - უჯრედში ორზე მეტი
ქრომოსომული კომპლექტის არსებობა. ასეთ უჯრედებს
ეწოდებათ ტრიპლოიდური, ტეტრაპლოიდური, პენტაპლოიდური
და ა.შ. ამ პროცესს განსაკუთრებით ხშირად აქვს ადგილი
სიმსივნურ უჯრედებში.
პოლიპნოე polypnoe полипноэ polypnoe (ბერძნ. poly ბევრი,
მრავალი, pnoe სუნთქვა) - ნორმასთან შედარებით გახშირებული
სუნთქვა, რისი მიზეზიცაა ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტი და
ნახშირორჟანგის დაგროვება.
პოლისაპრობები polysaprobes полисапробы polysaprobi (ბერძნ.
poly ბევრი, მრავალი, sapros დამპალი) - ანაერობული
ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ორგანული ნივთიერებებით
ძლიერ დაბინძურებულ წყალსატევებში. იყენებენ როგორც
ბიოგენებით წყლის დაბინძურების ბიოინდიკატორს.
პოლისაპრობებს მიეკუთვნებიან: ზოგიერთი ბაქტერია,
უმარტივესი, უხერხემლო. პოლისაპრობისაპროფიტები
ასუფთავებენ ჩამდინარე წყლებს.
პოლისაქარიდები polysaccharides полисахариды polysacharideus
(ბერ-ძნ. poly ბევრი, მრავალი, sakhar შაქარი, eidos სახე) - რთული
ნახშირწყლები, რომელთა მოლეკულები აგებულია მრავალი
მონოსაქარიდის მოლეკულების ნარჩენებისაგან.
პოლისომატია polysomaty полисоматия polysomatia (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, soma სხეული) - ერთ ქსოვილში ან ერთ
ინდივიდში დიპლოიდური ან პოლიპლოიდური უჯრედების
ერთობლივი არსებობა (მაგ., ღვიძლში). მოზაიციზმის
სახესხვაობაა.
პოლისპერმია polyspermia полиспермия polyspermia (ბერძნ. poly
ბევრი, მრავალი, sperma სპერმა, თესლი) - 1.სპერმის დიდი
რაოდენობით წარმოქმნა ორგანიზმში. 2.განაყოფიერების
პროცესში ერთზე მეტი სპერმატოზოიდის შეღწევა
კვერცხუჯრედში, რის შედეგადაც ადგილი აქვს ჩანასახის
განვითარების დარღვევას და მის დაღუპვას.
პოლიურია polyuria полиурия polyuria (ბერძნ. poly ბევრი,
მრავალი, uron შარდი) - შარდის გამოყოფის გაძლიერება,
მომატება. გვხდება სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევაში.
ტე გვ დე ვ დ ვ ლ გ ე ე ვევ
პოლიფაგია polyphagia полифагия polyphagia (ბერძნ. poly ბევრი,
მრავალი, phago ვჭამ) - მუდმივი ხასიათის შიმშილის გრძნობა,
საკვების მიღება გადაჭარბებული რაოდენობით, გაუმაძღრობა. იხ.
ბულიმია.
პოლიქიმიოთერაპია polychemotherapy полихимиотерапия
polychimiotherapia (ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, chemeia ქიმია,
therapeia მკურნალობა) - ლეიკემიების ან სხვა ჰისტოგენეზის
სიმსივნეების (ან სხვა ტიპის დაავადებების) სამკურნალოდ
გამოყენებული სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებისაგან შემდგარი
სქემები.
პოლიციტემია polycythemia полицитемия polycytaemia vera
(ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, კყტოს ჯრედი, ჰაიმა სისხლი) -
სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის მკვეთრი მომატება.
პოლიციტემიის მიზეზი შეიძლება იყოს ან სისხლის პლაზმის
საერთო მოცულობის შემცირება, ან სისხლში ერითროციტების
საერთო რაოდენობის მკვეთრი მომატება.
პოლუტანტები pollutants полутанты pollutanti (ლათ. polluo
ვსვრი) - გარემოს დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებები და
რადიაციული ნარჩენები. ჩვეულებრივ, იგულისხმება
ანთროპოგენური - საწარმოო და სასოფლო- სამეურნეო სახის
დაბინძურება.
პოლუცია pollution поллюция pollutio (ლათ. polluo ვსვრი) -
მამაკაცის თესლის უნებლიე გამოყოფა ძილში. უფრო ხშირად
ახალგაზრდებს ემართებათ.
პოპულაცია population популяция populatio (ფრანგ. populus
მოსახლეობა) - გარკვეულ არეალში გავრცელებული ერთი
სახეობის ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის ადამიანების)
ერთობლიობა, რომლებიც თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს
და ამ სახეობის სხვა ჯგუფებისაგან იზოლირებულნი არიან.
სახეობაში ჩვეულებრივ რამდენიმე პოპულაცია შედის.
პორიომანია poryomania пориомания poryomania (ბერძნ. poreia
მოგზაურობა, mania სიგიჟე) - იხ. დრომომანია.
პორტული portal портальный portalis (ლათ. porta კარი) ის, რაც
ღვიძლის კარის ვენას მიეკუთვნება (მაგ., პორტული
ჰიპერტენზია).
პორფირია porphyria порфирия porphyria (ბერძნ. porphyra
მეწამული) - მემკვიდრული დაავადებების ჯგუფი, რისი
გამომწვევია ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტების
(პორფირინების) ცვლის დარღვევა. დარღვევას შეიძლება ადგილი
ჰქონდეს ღვიძლში ან ძვლის ტვინში, შეიძლება ორივე ორგანოში
ერთად. პორფირიის ძირითადი სიმპტომებია: პორფირინების არ
სებობა შარდში, კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის
სხივებისადმი, რასაც თან ახლავს ამ ორგანოს ქრონიკული ანთება,
ცალკეული ნერვების ანთება (ნევრიტი), ფსიქიკური დარღვევები
და მუცლის შეტევითი ტკივილები.
პორფირინი porphyrin порфирин porphyrinum (ბერძნ. porphyra
ძოწის საღებავი) - უჯრედის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
პიგმენტია. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, ციტოქრომის და
ქლოროფილის შემადგენლობაში. ასრულებს მნიშვნელოვან როლს
ყველა ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.
პორფირინურია porphyrinuria порфиринурия porphyrinuria
(ბერძნ. porphyra მეწამული, uron შარდი) - პიგმენტ პორფირინის
არსებობა შარდში, რაც ზოგჯერ მისი შეფერილობის შეცვლას
იწვევს.
პოსტემბრიონული განვითარება postembryonal development
постэмбриональное развитие evolutio postembrionalis (ლათ. post
შემდეგ, ბერძნ. embryon ჩანასახი) - ორგანიზმის განვითარების
პერიოდი დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე.
პოსტვაქცინური რეაქცია postvaccinal reaction поствакцинальная
реакция reactio postvaccinalis (ლათ. post შემდეგ, vaccinus ძროხისა,
re კვლავ, actio მოქმედება) - მდგომარეობა, რომელიც ზოგჯერ
ვითარდება ორგანიზმში ვაქცინის (იხ.) შეყვანის შემდეგ.
ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით,
თავის ტკივილებით, ადგილობრივი ანთებით, რეგიონული
ლიმფადენიტით, ლიმფანგოიტით და სხვ. სწრაფად უბრუნდება
ადრინდელ (ნორმალურ) მდგომარეობას.
პოსტმორტალური postmortal постмортальный postmortalis (ლათ.
post შემდეგ, ინგლ. mortal სასიკვდილო) - გარდაცვლილში
განვითარებული სიკვ დილისშემდგომი ცვლილებები.
პოსტნატალური postnatal простнатальный postnatalis (ლათ. post
შემდეგ, natus დაბადება) - უშუალოდ ნაყოფის დაბადების
ე დეგ დ დე უ უ ლ დ ყ ფ დ დე
შემდგომი პერიოდი.
პოსტპუბერტული პერიოდი postpubertal period постпубертатный
период periodum postbubertalis (ლათ. post შემდეგ, pubertas
სქესობრივი მომწიფება) - ადამიანის განვითარების პერიოდი
სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდგომ.
პოსტრადიაციული ეფექტები postradiation effects
пострадиационные эффекты effectum postradialis (ლათ. post შემდეგ,
რადიო გამოვასხივებ, effectus შესრულება, მოქმედება) -
მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების შემდეგ ორგანიზმში
განვითარებული მორფოლოგიური და ფუნქციური ცვლილებები.
ცნობილია გენეტიკური, სომატური, გვიანი, ადრეული
პოსტრადიაციული ეფექტები.
პოტენცია potency потенция potentia (ლათ. potentia
შესაძლებლობა, ძალა) - უნარი, შესაძლებლობა, ძალა, რომელიც
არსებობს ფარული სახით და შეიძლება გამოვლინდეს შესაბამის
პირობებში.
პოტის კიბო - იხ. კიბო პოტის.
პოქსვირუსები poxviruses поксвирусы poxvirus (ლათ. pox
პუსტულა, virus შხამი) - დნმ-ს შემცველი დიდი ზომის (400 ნმ-
მდე) ვირუსები. ადამიანის პათოლოგიაში მთავარი მნიშვნელობა
ენიჭება ნატურალური (შავი) ყვავილის ვირუსს, აგრეთვე
მაიმუნების და ძროხების ყვავილის ვირუსებს.
პრაიმერი primer праймер primerus (ინგლ. primer საწყისი) -
დიდი ზომის მოლეკულების სინთეზის დამწყები (გამშვები) მცირე
ზომის მოლეკულა (შესაძლებელია, ეს უკანასკნელი მცირე ზომის
პოლიმერი იყოს).
პრეამბულა preamble преамбула preambula (ლათ. praeambulus
წინამძღოლი, წინამავალი) - სამეცნიერო ხასიათის შრომის,
სტატიის, აგრეთვე აქტის, შეთანხმების, ხელშეკრულების
შესავალი ნაწილი.
პრეგანგრენა pregangrene прегангрена pregangraena (ლათ. prae
წინ, ბერძნ. gangraina განგრენა) - სისხლძარღვოვანი უკმარისობის
უკანასკნელისწინა სტადია, რომელიც აღენიშნება ავადმყოფს
განგრენის განვითარებამდე. აღნიშნული ტერმინი ჩვეულებრივ
გამოიყენება ქვედა კიდურის იშემიის აღსანიშნავად.
პრედისპოზიცია predisposition ghtlbcgjpbwbz predisposition (ლათ.
prae წინ, dipono განვალაგებ) - მიდრეკილება ამა თუ იმ
დაავადებისადმი.
პრეეკლამპსია preeclampsia преэклампсия preeclampsia (ლათ. prae
წინ, ბერძნ. eklampsis აფეთქება, უეცრად ანთება) - ორსულობის
პერიოდში ჰიპერტენზიის განვითარება პროტეინურიით და/ან
შეშუპებით. ეკლამპსიის (იხ.) წინა სტადიაა.
პრევალენტობა prevalent превалентный pravalentiva (ინგლ.
prevalant ფართოდ გავრცელებული) - რაიმეს ფართოდ
გავრცელება, სიჭარბე. გაბატონებული (პრევალენტური
შეხედულება, აზრი).
პრევენცია prevention превенция praeventio (ლათ. praeventus
დამცველი) - დაცვა, თავიდან აცილება. სინ:. პროფილაქტიკა.
პრევენციული preventive превентивный praeventivus (ლათ.
praeventus დამცველი) - თავიდან ასაცილებელი, დაცვითი (მაგ.,
პრევენციური აცრა).
პრეზენტაცია presentation презентация presentatio (ლათ.
presentatio წარდგენა) - იმუნოკომპეტენტური უჯრედის
(ფაგოციტის ან ლიმფოციტის) მიერ ანტიგენის შესახებ
ინფორმაციის გადაცემა სხვა იმუნოკომპეტენტური
უჯრედებისათვის.
პრეზერვატივი condom презерватив praeservativum (ლათ.
praeservo ვიცავ, ვიფარავ) - ვენერული დაავადებისაგან ან
ორსულობისაგან დასაცავი საშუალება. გამოიგონა ინგლისელმა
ექიმმა კონდომმა, როგორც ვენერული დაავადებებისაგან თავის
დასაცავი საშუალება. ამჟამად იყენებენ შიდსისაგან თავის
დასაცავადაც.
პრეზერვაცია preservation презервация preservatio (ლათ. praeservo
ვიცავ, ვიფარავ) - თავის დაცვა, თავიდან აცილება.
პრეზუმპცია praesumption презумпция praesumptio (ლათ.
praesumptio ვარაუდი) - ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება ამა
თუ იმ დაავადების დიაგნოზის შესახებ..
პრეკანცერი precancer преканцер precancer (ლათ. prae წინ, cancer
კიბო) - კიბოსწინარე მდგომარეობა. განასხვავებენ ობლიგატურ და
ფაკულტატურ პრეკანცერებს.
პრელეიკემია preleukemia прелейкоз prelaeukemia (ლათ. prae წინ,
ბერ-ძნ. leukos თეთრი, haima სისხლი) - ლეიკემიის განვითარების
წინა, ფარული სტადია. განასხვავებენ ობლიგატურ და
ფაკულტატურ პრელეიკემიურ მდგომარეობებს.
პრელიმინური preliminary прелиминарный preliminaris (ლათ.
prae წინ, limen საწყისი) - წინასწარი. მეცნიერებაში - რაიმე
ექსპერიმენტის წინასწარი შედეგები, რომელსაც ავტორი აქვეყნებს
სამეცნიერო ჟურნალში.
პრემედიკაცია premedication премидикация premedicatio (ლათ.
prae წინ, medicamentum წამალი) - ავადმყოფის მომზადება.
ოპერაციის წინ ავადმყოფის ორგანიზმში სამკურნალო
ნივთიერების (ჩვეულებრივ, ერთერთი წამალია ანესთეტიკი)
შეყვანა მომზადების მიზნით. გარდა ამისა, ავადმყოფს უყვანენ
რომელიმე დამამშვიდებელ საშუალებას, აგრეთვე ატროპინს
ბრონქული ჯირკვლების სეკრეტის გამოყოფის შემცირების
მიზნით.
პრემორტული premortal премортальный premortalis (ლათ. prae
წინ, ინგლ. mortal სასიკვდილო) - სიკვდილისწინა მდგომარეობა.
პრენატალური prenatal пренатальный prenatalis (ლათ. prae წინ,
ლათ. natus დაბადება) - ნაყოფის დაბადების წინა პერიოდი.
პრეპარატი preparation препарат praeparatum (ლათ. praeparatus
დამზადებული) - 1.ქიმიური შენაერთი, რომელიც დამზადებულია
ლაბორატორიაში ან ფაბრიკაში და გამოიყენება სამკურნალო
მიზნით ან სამეცნიერო კვლევებისათვის. 2.რომელიმე ორგანოს ან
ქსოვილისაგან დამზადებული ობიექტი, რომელიც გამოიყენება
სადიაგნოზოდ ან სამეცნიერო კვლევისათვის (მაგ.,
ჰისტოლოგიური პრეპარატი, ანატომიური პრეპარატი,
მიკრობიოლოგიური პრეპარატი და ა.შ.).
პრეპუბერტული პერიოდი prepubertal period препубертальный
период periodus prepubertalis (ლათ. prae წინ, pubertas სქესობრივი
მომწიფება) - სიცოცხლის პერიოდი, რომელიც წინ უსწრებს
სქესობრივ მომწიფებას.
პრესბიაკუზისი presbyacusis пресбиакузис presbyacusis (ბერძნ.
presbys მოხუცი, akusis სმენა) - მოხუცებულობის ასაკში სმენის
დაქვეითება.
პრეფორმიზმი preformism преформиз preformismus (ლათ.
preformo გარდავქმნი, განვაახლებ) - სწავლება სასქესო უჯრედებში
მატერიალური სტრუქტურების არსებობის შესახებ, რომლებიც
განაპირობებენ ჩანასახის განვითარებას და წარმოქმნილი
ინდივიდის ნიშან-თვისებებს. ფიქრობდნენ, რომ ჩასახული
ინდივიდის შესახებ ინფორმაცია მზა სახით არის ჩადებული
მიკროსკოპული მინიატურის (ჰომუნკულუსის) სახით კვერცხში
(ოვისტები) ან სპერმატოზოიდში (ანიმალკულისტები).
პრეშიდსი preAIDS преСпид pre-SADI (ლათ. prae წინ, შიდსი -
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - შიდსის წინა სტადია.
სეროპოზიტიურ პაციენტებს პრეშიდსის სტადიაზე უვითარდებათ
ამ დაავადების პირველი სიმპტომები. ამ სტადიის შემდეგ
შეიძლება განვითარდეს შიდსისათვის და მახასიათებელი
სიმპტომები და ოპორტუნისტული დაავადებები, რის შედეგადაც
პროცესი განიცდის გენერალიზაციას.
პრეციპიტაცია precipitation преципитация precipitatio (ლათ.
praecipito ძირს ვაგდებ) - იმუნური რეაქცია, რომელიც
ექვემდებარება აგლუტინაციის კანონებს. მასში მონაწილეობს
პრეციპიტინი და შესაბამისი ანტიგენი - პრეციპიტინოგენი,
რომელთა შერევის შედეგად წარმოიქმნება ნალექი, პრეციპიტატი.
პრიაპიზმი priapism приапизм priapismus (Priapismos - ბერძნულ
მითოლოგიაში მოსავლიანობის მფარველი ღმერთი) - სასქესო ასოს
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (ზურგის ტვინის
ჭრილობების, გაფანტული სკლეროზის, ქრონიკული
მიელოლეიკემიის, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, ტრავმების
და სხვ. შემთხვევებში). უფრო ხშირად ემართებათ ახალგაზრდა
ასაკში. შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივი სექსუალური
აქტივობით, გენიტალიების ინფექციური დაავადებებით,
ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალებით და სხვ.
მკურნალობისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს
ტკივილგამაყუჩებლები, სისხლის წნევის დამაქვეითებელი
წამლები, პენისიდან სისხლის გამოშვება და სხვ.
პრიმატები primates приматы primates (ლათ. primates
უპირველესი, უმთავრესი) - ყველაზე უფრო მაღალორგანიზებულ
ძეძუმწოვართა რიგი, რომელშიც შედიან ადამიანი,
ნახევრადმაიმუნები და მაიმუნები.
ევ დ უ ე დ უ ე
პრიონები prions прионы priones - ცილოვანი ინფექციური
აგენტებია, რომლებიც გადიან ბაქტერიულ ფილტრებში და არ
მრავლდებიან ხელოვნურ საკვებ ნიადაგებში. ტერმინი „პრიონი”
ეწოდათ „ვირიონის” ანალოგიით და ინგლისურად პროტეინულ
ინფექციებს ნიშნავს. პრიონული ცილები მდგრადებია დუღილის
ტემპერატურისადმი, UV-სხივებისადმი, 70%- იანი ეთანოლის და
ფორმალდეჰიდის მოქმედებისადმი. იწვევენ ე.წ. ნელ (დუნე)
ინფექციებს ანუ ლეტალურ ნევროლოგიურ დაავადებებს
(სპონგიოფორმულ ენცეფალოპათიებს). ადამიანში პრიონები
იწვევენ: კურუს, კროიტცფელდტ-იაკობის დაავადებას, ფატალურ
ოჯახურ უძილობას, ამიოტროფულ ლეიკოსპონგიოზს.
ცხოველებში იწვევენ ცხვრების და თხების სკრეპის, მსხვილი
რქოსანი საქონლის და კატების ღრუბლისებრ ენცეფალოპათიებს.
პრობანდი proband пробанд probandus (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად,
ინგლ. band ადამიანების ჯგუფი) - პირი, რომლისგანაც იწყება
საგვარტომო ნუსხის შედგენა, ერთი ოჯახის წევრებში რაიმე
დაავადების დამემკვიდრების პროცესის შესწავლის მიზნით. სინ.:
პროპოზიტი.
პრობიოტიკები probiotics пробиотики probiotices (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, bios სიცოცხლე) - იმუნობიოლოგიური პრეპარატები,
რომლებიც შედის ადამიანის კუჭ-ნაწლავის ნორმალური
მიკროფლორის შემცველი ცოცხალი, არაპათოგენური
ბაქტერიული კულტურა. აღნიშნული პრეპარატი
გათვალისწინებულია დისბაქტერიოზების დროს ადამიანის
მიკორფლორის შემადგენლობის ნორმალიზაციისათვის. ყველაზე
უფრო გავრცელებული პრობიოტიკებია: კოლიბაქტერინი,
ბიფიდუმბაქტერინი, ლაქტობაქტერინი, ბიფიკოლი, სუბტილინი,
რომელთა შემადგენლობაში შესაბამისად შედის ნაწლავის ჩხირი,
ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაცილები და სხვ.
პროგენეზი progenesis прогенез progenesis (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, genesis წარმოშობა) - ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.
პროგენია progenia прогения progenia (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად,
geneion ნიკაპი) - თანკბილვის პათოლოგია, რომლის დროსაც
ქვედა ყბის კბილები წინ არის წამოწეული და ფარავს ზედა ყბის
კბილებს. ზოგ შემთხვევაში პროგენია განპირობებულია
შესაბამისი მუტანტური გენის გადაცემით საუკუნეების მანძილზე
ე უტ ტუ გე გ დ ცე უკუ ეე ლ ე
(მაგ., ავსტრიის სამეფო დინასტიის, ჰაბსბურგების
წარმომადგენლებში).
პროგერია progery прогерия progeria, nanosomia (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, geraios მოხუცი) - მოხუცებულობით გამოწვეული
ქონდრისკაცობა.
პროგესტერონი progesterone прогестерон progesteronum (ბერძნ.
pro წინ, ნაცვლად, gestatio ორსულობა) - საკვერცხის ყვითელი
სხეულის ჰორმონი, რომელიც განაპირობებს განაყოფიერებული
კვერცხუჯრედის განვითარებას და ხელს უწყობს ორსულობას.
გამომუშავდება პლაცენტაშიც და აბრკოლებს მომდევნო
ოვულაციას, რის გამოც მენსტრუაცია წყდება.
პროგნათია prognathia прогнатия prognathia (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, gnathos ყბა) - თანკბილვის პათოლოგია, რომლის
დროსაც ზედა ყბის ალვეოლური მორჩი და წინა კბილები ძლიერ
არის გამოწეული წინ.
პროგნოზი prognosis прогноз prognosis (ბერძნ. პროგნოსის
წინასწარ განჭვრეტა) - ექიმის განსჯა, განჭვრეტა ავადმყოფობის
სავარაუდო მიმდინარეობაზე და შედეგებზე (მაგ., დაავადების
ცუდი ან კეთილსაიმედო პროგნოზი).
პროგრესია progression прогрессия progressio (ლათ. progressus
წინსვლა) - რომელიმე კონკრეტული დაავადების შემდგომი
განვითარება, გართულება (მაგ., პროგრესირებადი დამბლა).
სიმსივნური პროცესის ბოლო სტადია ინიციაციისა და პრომოციის
შემდეგ (სიმსივნური პროგრესია).
პროდრომული პერიოდი prodrome period продромальный
период periodus prodromalis (ლათ. prodromalis წინამორბედი, ბერძნ.
periodos ირგვლივ სიარული) - გარდამავალი პერიოდი
ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის. ინფექციური
დაავადების საწყისი სტადია, როდესაც ადამიანი შეუძლოდ
გრძნობს თავს, მაგრამ დაავადებისათვის დამახასიათებელი
ძირითადი სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი.
პროვიდენცია providencia провиденция providencia - აღნიშნული
გრამ-უარყოფითი ჩხირები პირველ ყოვლისა იწვევენ საშარდე
ტრაქტის ინფექციებს. ძირითადი სახეობა Providencia rettgeri
საკმაოდ რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ.
მკურნალობისათვის ძირითადი პრეპარატია ცეფალოსპორინი,
კუ ლ ვ დ ე ტ ცეფ ლ
მაგ., ცეფოტაქსიმი. იყენებენ აგრეთვე სხვა ანტიბიოტიკებს და
კოლი-პროტეინულ ბაქტერიოფაგს. სპეციფიკური პრევენციული
ღონისძიება შემუშავებული არ არის.
პროვირუსი provirus провирус provirus (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად,
ლათ. virus შხამი) - ვირუსის გენომის არსებობის ფორმა, როდესაც
იგი გაერთიანებულია უჯრედის გენეტიკურ მასალასთან, კერძოდ,
დნმ-სთან. პროვირუსის მდგომარეობაში შეიძლება არსებობდნენ:
ზოგიერთი ბაქტერიოფაგი, რეტროვირუსების ოჯახის
წარმომადგენლები და სხვ. პროვირუსის რეპლიკაცია
მიმდინარეობს უჯრედის დნმ-სთან ერთად.
პროზექტურა - იხ. მორგი.
პროზოპალგია prosopalgia прозопалгия prosopalgia (ბერძნ.
prosopon სახე, algos ტკივილი) - სამწვერა ნერვის არეში შეტევითი
ხასიათის მწვავე ნევრალგიური ტკივილი.
პროთეზი prosthesis протез prothesis (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად,
thesis დადგმა) - სხეულის ხელოვნური ნაწილი, რომელიც
მორგებული აქვთ დაკარგული ან შესაცვლელი ბუნებრივი
ორგანოს მაგივრად. განასხვავებენ ენდო და ეგზოპროთეზებს.
პროთრომბინი prothrombin протромбин prothrombinum (ბერძნ.
pro წინ, ნაცვლად, thrombos შენადედი, ლეკერტი) - სისხლის
პლაზმაში შემავალი გლიკოპროტეიდი, ფერმენტთრომბინის
წინამორბედი. კალციუმის იონებისა და თრომბოპლასტინთან
ურთიერთქმედების შედეგად გარდაიქმნება თრომბინად.
წარმოადგენს სისხლის შედედების ბიოქიმიური მექანიზმის
ცენტრალურ რგოლს.
პროკარიოტები procaryots прокариоты prokaryota (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, karyon ბირთვი) - უძველესი ორგანიზმები, რომელთაც
არ გააჩნიათ კარგად გამოხატული, მემბრანით შემოსაზღვრული
ბირთვი. ასეთებია: ბაქტერიები, ლურჯ-მწვანე წყალ მცენარეები.
პროლაფსი prolapse пролапс prolapsus (ლათ. prolapsus
ჩამოვარდნა, ჩამოსრიალება) - რომელიმე შინაგანი ორგანოს
გამოვარდნა ბუნებრივი ან ხელოვნური ხვრელიდან ან
სიღრუეებიდან (მაგ., სწორი ნაწლავის გამოვარდნა).
პროლიფერაცია proliferation пролиферация proliferatio (ლათ.
proles შთამომავლობა, fero მომაქვს) - 1.უჯრედების რაოდენობის
გაზრდა მათი სწრაფი გამრავლებების გამო. 2.უჯრედების
გ დ წ ფ გ ვლე ე გ უჯ ედე
დაყოფით გამრავლება რეგენერაციული პროცესების დროს.
3.სიმსივნური უჯრედების არაკონტროლირებადი, ინტენსიური
გამრავლება.
პროლიფერაციული აქტივობა proliferative activity
пролиферативная активность activitis proliferatio (ლათ. proles
შთამომავლობა, fero მომაქვს) - უჯრედების გამრავლების
ინტენსივობა.
პროლონგირება prolongation пролонгация prolongatio (ლათ.
prolongare გაგრძელება) - რომელიმე სამკურნალო პრეპარატის,
დასხივების და ა.შ. გახანგრძლივებული ზემოქმედება
ორგანიზმზე.
პრომიელოციტი promyelocyte промиелоцит promyelocytum
(ბერძნ. pro წინ, ნაცვლად, myelos ძვლის ტვინი, kytos უჯრედი) -
ძვლის წითელ ტვინში არსებული, გრანულოციტური რიგის
წინამორბედთა შორის ყველაზე დიდი ზომის უჯრედი
ბაზოფილური ციტოპლაზმით, რომელშიც ბევრია
აზუროფილური გრანულები.
პრომიელოციტური ლეიკემია promyelocyte leukemia
промиелоцитарный лейкоз leukemia promyelocytus (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, myelos ძვლის ტვინი, kytos უჯრედი, leukos თეთრი,
haima სისხლი) - სიმსივნის უჯრედულ სუბსტრატს ძირითადად
წარმოადგენს პრომიელოციტები (იხ.). დაავადების პროგნოზი
უაღრესად არაკეთილსაიმედოა.
პრომოტორი promoter промотор promotor (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, ლათ. motor ძრავი) - 1.დნმ-ს უბანი, რომელსაც
უერთდება რნმ-პოლიმერაზა, საინფორმაციო (მატრიცული) რნმ-ს
სინთეზის დასაწყებად. 2.აგენტი, რომელიც კანცეროგენეზის II
სტადიის, პრომოციის გამომწვევია (მაგ.: კროტონის ზეთი).
პრომოცია promotion промоция promotio (ლათ. promotio
წინსვლა) სიმსივნური პროცესის II სტადია ინიციაციის შემდეგ,
როდესაც პრეკანცეროზული უჯრედი გარდაიქმნება ჭეშმარიტ
სიმსივნურ უჯრედად. პრომოცია შექცევადი პროცესია.
პრონაცია pronation пронация pronatio (ლათ. pronus დახრილი) -
ხელის მტევნის (ხელისგულის) ან ტერფის შებრუნება,
ჩატრიალება შუა ხაზიდან შიგნით.
პრონუკლეუსი pronucleus пронуклеус pronucleus (ბერძნ. pro წინ,
ნაცვლად, ლათ. nucleus ბირთვი) - კვერცხუჯრედში ორი
ჰაპლოიდური ბირთვის (მდედრობითის და მამრობითის)
არსებობა, სპერმატოზოიდის შეჭრიდან კარიოგამიამდე (იხ.).
პროპედევტიკა propedeutic пропедевтика propaedeutica (ბერძნ.
propaideuo წინასწარ ვასწავლი) - მეცნიერების წინასწარი კურსი,
შესავალი, რომელიც ამ მეცნიერების შემოკლებული,
ელემენტარული ფორმით გადმოცემაა (მაგ., შინაგან სნეულებათა
პროპედევტიკა).
პროპერდინი properdine пропердин properdinum - სისხლის
შრატის ცილა, რომელიც სისხლში იმყოფება არააქტიურ
მდგომარეობაში. ურთიერთმოქმედებს რაზიმოზანთან,
ინულინთან, გრამ-უარყოფითი ბაქტერიების
ლიპოპოლისაქარიდთან, აგრეთვე IgA-ს აგრეგატებთან,
ასტაბილიზებს კომპლემენტის აქტივაციის ალტერნაციული გზის
C3 კონვერტაზას.
პროპერდინის სისტემა properdin system система пропердина
systema properdina - კომპლემენტის აქტივაციის ალტერნაციული
იმუნოლოგიური სისტემაა. შედგება რამდენიმე ცილისაგან,
რომლებიც თანმიმდევრული ურთიერთქმედებებით ააქტიურებენ
C3-ს, ისე რომ არ საჭიროებენ C1-ის, C4-ის და C2-ის წინასწარ
აქტივაციას. ეს სისტემა უფრო ხშირად წარმოიქმნება ბუნებრივი
გზით და მისი აქტიურობა არ არის მიმართული სისხლში
არსებული ანტიგენების მიმართ.
პროპიონიბაქტერიები propionibacteria пропионибактерии
propionibacteria (გვარი Propionibacterium) - გრამდადებითი,
არასპოროგენური უმოძრაო ჩხირებია. პლეომორფულებია.
განლაგებულნი არიან ცალ-ცალკე, წყვილებად, ლათინური
ასოების V-ს და Y-ს მსგავსად, მოკლე ძეწკვების სახით და ა.შ. ამ
გვარის ტიპური სახეობაა Propion. freudenreichii. შტამების
უმრავლესობა კარგად იზრდება ანაერობულ პირობებში.
ახორციელებენ გლუკოზის ფერმენტაციას მჟავის წარმოქმნით.
ბინადრობენ ადამიანის კანზე, ადამიანისა და ცხოველების
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, აგრეთვე რძის პროდუქტებში.
მგრძნობიარენი არიან ანტისეპტიკებისა და
დეზინფექტანტებისადმი.
დე ფექტ ტე დ
პროპოლისი propolis прополис propolis (ბერძნ. propolis ფუტკრის
წებო) - ქართულად: დინდგელი. წებოვანი ფისისებური მასაა,
რომელსაც ფუტკარი აგროვებს. მომწარო გემო აქვს. შეიცავს 50-
55% მცენარეულ ფისებს, 8-10% ეთერზეთებს, 30%-მდე ცვილს.
მისგან მალამოებსა და ნაყენებს ამზადებენ. ფართოდ იყენებენ
მედიცინასა და ვეტერინარიაში. გააჩნია ანტივირუსული,
ბაქტერიციდული, ბაქტერიოსტატიკური, ანტიპარაზიტული,
აგრეთვე ანესთეზიური თვისებები.
პროპორცია proportion пропорция proportio - თანაზომიერება.
მაგ., სხეულის ცალკეული ნაწილების ურთიერთშეფარდება.
პროპრიორეცეპტორი proprioreceptor проприрецептор
proprioreceptorum (ლათ. proprius საკუთარი, თავისებური, recipio
უკან მიმაქვს, ვღებულობ) - ღრმად მდებარე ქსოვილებში
არსებული მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების დაბოლოება,
რომელიც გაღიზიანებას იღებს კუნთებიდან, სახსრებიდან,
მყესებიდან და სხვ.
პროსტაგლანდინები prostoglandins простогландины
prostoglandula - იგივე პროსტოგლანდინები. წინამდებარე
ჯირკვლიდან (იხ. პროსტატა) გამოყოფილი ბიოლოგიურად
აქტიური ნივთიერება. მისი მოქმედების დიაპაზონი საკმაოდ
მრავალფეროვანია (ორგანიზმის იმუნური რეაქციების
რეგულირება, რეპროდუქციული უნარის შენარჩუნება და სხვ.).
პროსტატა prostate простата (предстательная железа) glandula
prostata (ბერძნ. prostates წინამდგომი) - ქართულად: წინამდებარე
ჯირკვალი. მამაკაცის სასქესო ჯირკვალია, რომლის სეკრეტი ხელს
უწყობს სპერმატოზოიდების მოძრაობას, მონაწილეობს
სქესობრივი ლტოლვის ფორმირებაში, ჰიპოფიზთან ერთად ხელს
უწყობს სათესლე ჯირკვლის კლალნილ მილაკებში
სპერმატოგენეზის პროცესის მიმდინარეობას, ანეიტრალებს
მამაკაცისა და ქალის შარდსადენ გზებზე
სპერმატოზოიდებისათვის დამღუპველ მჟავე გარემოს.
პროსტატექტომია prostatectomy простатэктомия prostatectomia
(ბერ-ძნ. prostates წინამდგომი, ektome ამოკვეთა) - გადიდებული
წინამდებარე ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა.
პროსტატიტი prostatitis простатит prostatitis (ბერძნ. prostates
წინამდგომი, itis ანთება) - წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რისი
წ დგ ე წ დე ე ჯ კვლ ე
მიზეზიც უფრო ხშირად ბაქტერიული ინფექციაა. დაავადება
შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული
ფორმით. შარდგამომყოფი გზების ობსტრუქციის შემთხვევაში
აუცილებელია ტრანსურეთრული პროსტატექტომიის ჩატა რება.
მკურნალობისათვის იყენებენ ანტიბიოტიკებს.
პროსტიტუცია postitution проституция prostitutio (ლათ.
prostitutio შერცხვენა, წაბილწვა) - ქართულად: მეძავობა. ქალის
ვაჭრობა საკუთარი სხეულით.
პროსტრაცია prostration прострация prostratio (ლათ. prostratio
დაძაბუნება) - მელანქოლიური მდგომარეობა. დაძაბუნება,
ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა, რასაც თან ახლავს
ფიზიკური ძალების მკვეთრი დაქვეითება.
პროტამინი protamine протамин protaminum (ბერძნ. protos
პირველი, უმთავრესი, ლათ. aminum ამინი) - მარტივი ცილების
წარმომადგენელია, რომელიც უერთდება ნუკლეინის მჟავას
ნუკლეოპროტეინის წარმოქმნით. პროტამინი გამოიყენება
გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინის წარმოებისათვის
(პროტამინის კომპლექსი ინსულინთან და ცინკთან), რომელიც
შეიწოვება გაცილებით ნელა, ვიდრე ჩვეულებრივი ინსულინი. ეს
საშუალებას იძლევა შემცირდეს ინსულინის ინექციების სიხშირე.
პროტეაზები proteases протеазы proteasus (ბერძნ. protos პირველი,
უმთავრესი) - პეპტიდური ბმების დამშლელი ფერმენტები.
პროტეიდები proteids протеиды proteidus (ბერძნ. protos პირველი,
უმთავრესი, eidos სახე) - რთული ცილები, რომლებიც შეიცავენ
არაცილოვან კომპონენტს. ცნობილია ნუკლეოპროტეიდები,
ლიპოპროტეიდები, ფოსფოპროტეიდები და სხვ. პროტეიდებს
მიეკუთვნება მრავალი ფერმენტი.
პროტეინი protein протеин proteinum (ბერძნ. protos პირველი,
უმთავრესი) - მარტივი ცილა, რომელიც შეიცავს მხოლოდ
ამინმჟავების ნარჩენებს. პროტეინებს მიეკუთვნება მრავალი
ფერმენტი. ზოგჯერ ამ ტერმინს იყენებენ ყველა ცილის
აღსანიშნავად.
პროტეინოთერაპია proteinotherapy протеинотерапия
proteinotherapia (ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი, therapeia
მკურნალობა) - ორგანიზმში პარენტერული გზით ცილოვან
ნივთიერებათა შეყვანა რეაქტიულობისა და იმუნური რეაქციების
გააქტიურების მიზნით.
პროტეინურია proteinuria протеинурия proteinuria (ბერძნ. protos
პირველი, უმთავრესი, uron შარდი) - ცილის არსებობა შარდში.
პროტეინურია ჩვეულებრივ მიუთითებს თირკმლების
დაავადებაზე ან დაზიანებაზე.
პროტეუსი proteus протей proteus - გრამ-უარყოფითი ჩხირია.
ძირითადად იწვევს საშარდე ტრაქტის ინფექციებს. ამ გვარის
ზოგიერთი სახეობა იწვევს აგრეთვე პნევმონიებს, ე.წ. ჭრილობის
ინფექციებს და სეფტიცემიას. პროტეუსის გვარს სახელი ეწოდა
პოსეიდონის შვილის, პროტეუსის მიხედვით, რომელსაც შეეძლო
თავისი გარეგნობის შეცვლა.
პროტექტორული protectory протекторный protectorius (ლათ.
protector მფარველი) - დამცველობითი ნივთიერებები (მაგ.,
ანტისხეულები).
პროტისტები protists протисты protista (ბერძნ. protistos ყველაზე
პირველი) - ცხოველური და მცენარეული ბუნების
ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. მათ მიეკუთვნებიან: ბაქტერიები,
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (გაერ- თიანებულნი არიან
მონერებში), სხვა ერთუჯრედიანი და კოლონიური
წყალმცენარეები, უმარტივესები, ერთუჯრედიანი სოკოები.
ტერმინი შემოიტანა ე.ჰეკელმა 1866 წელს.
პროტოზოა protozoans простейшие Protozoa (ბერძნ. protos
პირველი, უმთავრესი, zoon ცხოველი) - ერთუჯრედიანი
ცხოველების ტიპი (სამეფო) ეუკარიოტების ზესამეფოდან. იყოფა 5
კლასად: ფესვფეხიანებად, შოლტიანებად, ინფუზორიებად,
სპორიანებად და კნიდოსპორიდიებად. ბევრი მათგანი პარაზიტია,
განსაკუთრებით კი ფესვფეხიანები, სპორიანები და შოლტიანები.
პროტოზოოლოგია protozoology протозоология protozoologia
(ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი, zoon ცხოველი, logos
ცხოველი) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის უმარტივესებს,
რომელთაგან ბევრი პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა.
პროტოზოონოზები protozoonoses протозоонозы protozoonosus
(ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი, zoon ცხოველი, nosos
ავადმყოფობა) - პარაზიტული უმარტივესებით გამოწვეული
დაავადებები.
დ ვ დე ე
პროტოონკოგენები protooncogenes протоонкогены protooncogeni
(ბერძნ. protos პირველი, უმთავრესი, onkos სიმსივნე, genos
დაბადება, წარმოშობა) - უჯრედის დნმ-ში არსებული
განსაკუთრებული უჯრედული გენები. სხვადასხვა
კანცეროგენების მოქმედება იწვევს მათ ექსპრესიას და
ონკოგენებად გარდაქმნას, რაც სიმსივნური ტრანსფორმაციის
საწინდარია.
პროტოპლაზმა protoplasm протоплазма protoplasma (ბერძნ. protos
პირველი, უმთავრესი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული) - ამ
ტერმინით ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონებამდე
აღნიშნავდნენ უჯრედის ციტოპლაზმას ბირთვთან ერთად.
ტერმინი „პროტოპლაზმა“ ამჟამად გამოყენებულია
უმარტივესების ციტოპლაზმის აღსანიშნავად.
პროფაგი prophage профаг prophagum (ბერძნ. pro წინ, ნაცვლად,
phagos მშთანთქმელი) - ლიზოგენურ ბაქტერიებში არსებული
ზომიერი ფაგის ფარული ინფექციური ფორმა. წარმოადგენს
ზომიერი ფაგის და ლიზოგენური ბაქტერიის დნმ-ების
გაერთიანებულ ფორმას.
პროფერმენტი proenzyme профермент profermentum (ბერძნ. pro
წინ, ნაცვლად, ლათ. fermentum საფუარი) - ფერმენტის
არააქტიური ფორმა, რომელიც სათანადო ფაქტორების
ზემოქმედებით გარდაიქმნება აქტიურ ფერმენტად.
პროფერმენტებია: პროთრომბინი, პეპსინოგენი და სხვ.
პროფესიული დაავადებები occupational diseases
профессиональные заболевания morbi professionales - ამა თუ იმ
პროფესიისათვის დამახასიათებელი დაავადებები. მაგ., აზბესტი
ადამიანში იწვევს ფილტვის დაავადებას - აზბესტოზს, აგრეთვე
ავთვისებიან სიმსივნეებს - მეზოთელიომებს. პროფესიული
დაავადებების მაგალითად გამოდგება აგრეთვე ანილინის
საღებავების, ბითუმის, ასფალტის წარმოება, მათთან ხშირი
კონტაქტი და ა.შ. ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების
შედეგად, რაც პირველ ყოვლისა გულისხმობს ამ ნივთიერებების
უსაფრთხო ნორმების დადგენას, პროფესიული დაავადებების
სიხშირე სულ უფრო და უფრო კლებულობს.
პროფილაქტიკა (ბერძნ. prophylaktikos ვიცილებ,
ვუფრთხილდები) - იხ. პრევენცია.
ვუფ ლდე ევე ც
პროფილი profile профиль profilus (იტალ. profilo შემოხაზულობა)
- სხვადასხვა სპეციალობის ან პროფესიისათვის დამახასიათებელი
ძირითადი ნიშნების ერთობლიობა.
პროფუზული profuse профузный profusus (ლათ. profundo ვღვრი)
- ქსოვილური სითხის ძალიან ძლიერი, ჭარბი დენა (მაგ., სისხლის
დენა, ფაღარათი).
პროქსიმალური proximal проксимальный proximalis (ლათ.
proximus უახლოესი) - კიდურების დასაწყისთან (კიდურების
სხეულთან მიმაგრების ადგილთან) შედარებით ახლოს მდებარე.
შდრ. დისტალურს.
პროქტექტაზია proctectasia прокэктазия proctectasia (ბერძნ.
proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, ektasis გაფართოება) -
სწორი ნაწლავის გადიდება ან გაფართოება, რისი მიზეზიცაა
ხანგრძლივი ყაბზობა.
პროქტექტომია proctectomia проктэктомия proctectomia (ბერძნ.
proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, ektome ამოკვეთა, ამოჭრა)
- სწორი ნაწლავის ქირურგიული ამოკვეთა. ტარდება სწორი
ნაწლავის კიბოს შემთხვევაში და საჭიროებს მუდმივი ხვრელის
შექმნას კოლინჯში.
პროქტიტი პროცტიტის проктит პროცტიტის (ბერძნ. proktos
უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, itis ანთება) - სწორი ნაწლავის
ლორწოვანი გარსის ანთება.
პროქტოკოლექტომია proctocolectomy проктоколэктомия
proctocolectomia (ბერძნ. proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი,
kolon კოლინჯი, ektome მოკვეთა, ამოჭრა) - სწორი ნაწლავის და
კოლინჯის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია.
პროქტოლოგია proctology прокторрагия proctologia (ბერძნ.
proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, logos მოძღვრება) -
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს სწორი ნაწლავის და უკანა
გასასვლელის (ანუსის) დაავადებებს.
პროქტორაგია proctorrhagia прокторрагия proctorrhagia (ბერძნ.
proktos უკანა გასავალი, სწორი ნაწლავი, ლათ. rrhagia ძლიერი
გამოყოფა) - სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.
პროცედურა procedure процедура procedure (ლათ. procede
წინსვლა) - ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო ღონისძიება
(აბაზანა, მასაჟი, დასხივება და სხვ.).
ჟ დ ვე დ ვ
პროცესინგი processing процессинг process (ინგლ. processing
დამუშავება, გადამუშავება) - 1.რეაქციათა ერთობლიობა, რის
შედეგადაც ტრანსკრიპციის და ტრანსლაციის პირველადი
პროდუქტები გარდაიქმნება ფუნქციონირებად მოლეკულებად.
მაგ., რნმ-ს ყველა ტიპი სინთეზდება დნმ-ს მოლეკულაზე
ტრანსკრიპციის მეშვეობით. საწყის ეტაპზე წარმოიქმნება მისი
გრძელი წინამორბედი - ე.წ. პირველადი ტრანსკრიპტი, რომელიც
მომდევნო ეტაპებზე გარდაიქმნება უფრო მოკლე რნმ-ად.
2.იმუნოლოგიაში: ანტიგენ-პრეზენტირებადი უჯრედების
(დენდრიტული უჯრედები, მაკროფაგები და სხვ.) მიერ ანტიგენის
გადამუშავება და წარდგენა T-ჰელპერებისათვის.
პრურიგო prurigo пруриго prurigo (ლათ. prurio ვიქავებ) - კანის
უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადება, რომელიც
ხასიათდება ძლიერი ქავილით. ჩვეულებრივ, ვითარდება
ბავშვობის ასაკში: ბავშვს კანის ღრმა შრეებში უვითარდება მცირე
ზომის, უფერო გამონაყარი. პრურიგო შეიძლება განვითარდეს
თივის ცხელებასთან და ასთმასთან ერთად. დაავადების
მკურნალობის ეფექტური მეთოდი ცნობილი არ არის.
პსამომა psammoma псаммома psammoma (ბერძნ. psammos სილა,
oma სიმსივნე) - წვრილი, სილისმაგვარი ნაწილაკების (პსამოზური
სხეულაკების) შემცველი კეთილთვისებიანი სიმსივნე. ვითარდება
საკვერცხეების კიბოს შემთხვევაში, თუმცა შეიძლება წარმოიქმნეს
თავის ტვინის გარემომცველ გარსებშიც.
პტოზი ptosis птоз ptosis (ბერძნ. ptosis დაწევა, დაცემა) - სხეულის
რომელიმე ორგანოს ან სხეულის ნაწილის დაწევა, დაშვება (მაგ.,
ბლეფაროპტოზი. იხ.).
პუბერტული pubertal пубертальный pubertas (ლათ. pubertas
სქესობრივი მომწიფება) - სქესობრივი მომწიფების პერიოდი.
პუერპერული puerperal пуерперальный puerperalis (ლათ.
puerpera მშობიარე) - მშობიარობის შემდგომი პერიოდი,
მდგომარეობა და სხვ.
პულმონოლოგია pulmonology пульмонология pulmologia (ლათ.
pulmo ფილტვი, ბერძნ. logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი,
რომელიც შეისწავლის სუნთქვის ორგანოებს.
პულპა pulp пульпа pulpa (ლათ. pulpa რბილეული) - კბილის
გვირგვინის და ფესვის ღრუში არსებული რბილი ქსოვილი.
გვ გვ დ ფე ვ ღ უ ე ულ ლ ქ ვ ლ
პულპიტი pulpitis пульпит pulpitis (ლათ. pulpa რბილეული, itis
ანთება) - კბილის პულპის ანთება, რაც ხშირად იწვევს კბილის
ტკივილს.
პულსაცია pulsation (tugging) пульсация pulsatio (ლათ. pulsus
ბიძგი, დარტყმა) - რითმული მოძრაობა (მაგ., გულის, ტრაქეის).
პულსი pulse пульс pulsus (ლათ. pulsus ბიძგი, დარტყმა) -
ქართულად: მაჯისცემა. არტერიების პერიოდული გაგანიერება,
რაც გამოწვეულია მარც ხენა პარკუჭის სისტოლის შედეგად
აორტაში სისხლის ტალღის გადასროლის გამო. განასხვავებენ ნელ,
პარადოქსულ, სავსე, რეგულარულ, მაღალ, მცირე და სხვ. პულსს.
პუნქტატი punctate пунктат punctatum (ლათ. punctio ჩხვლეტა) -
პუნქციის შედეგად მიღებული რაიმე ქსოვილოვანი სითხე
(სისხლი, ჩირქი, რომელიმე ორგანოს შიგთავსი და სხვ.).
პუნქცია puncture пункция punctio (ლათ. punctio ჩხვლეტა) -
სხეულის რომელიმე ღრუს ან სისხლძარღვის გაჩხვლეტა
სამკურნალო ან სადიაგნოზო მიზნით.
პურპურა purpura пурпура purpura (ბერძნ. porphyra მეწამული
ფერი) - წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან
გარსებში. ამის მიზეზია კაპილარების კედლის განვლადობის
დარღვევა.
პუსტულა pustule пустула pustula (ლათ. pus ჩირქი) - ჩირქოვანი
ბუშტუკი, მუწუკი, ჩირქგროვა კანზე.
პჯრ PCR (polymerase chain reaction) GWH (полимеразная цепная
реакция) PCR (reactio polymerasus chain) - პოლიმერაზული
ჯაჭვური რეაქცია. ამ სადიაგნოზო რეაქციის იდეა ეკუთვნის
ამერიკელ კ.ბ.მიულისს (1983). მისი მეშვეობით დნმ-ს ერთი
მოლეკულა შეიძლება გამოვლინდეს დნმ-ს სხვა, მილიონობით
მოლეკულებს შორის. პჯრ შედგება დნმ-ს მოლეკულის
ამპლიფიკაციის განმეორებითი ციკლებისაგან, რათა მიღებულ
იქნეს ასლების საკმარისად დიდი რაოდენობა. რეაქციის ერთ-
ერთი ძირითადი კომპონენტია 20-30 ფუძისაგან შემდგარი
სინთეზური ოლიგონუკლეოტიდები, ე.წ. „პრაიმერები“,
რომლებიც კომპლემენტურნი არიან საიდენტიფიკაციო
მატრიცული დნმ-ს საიტებისადმი. აღნიშნულ მეთოდს
დიაგნოსტიკა აჰყავს პრინციპულად ახალ, დნმ-სა და რნმ-ს
განსაზღვრის დონემდე, რაც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ
ინფექციური აგენტი და გენეტიკური მუტაცია.
სამედიცინო ლექსიკონი


ჟამი - იხ. შავი ჭირი და ქოლერა. ამ ავადმყოფობების გაჩენას
ქართველები ჟამიანობას უწოდებდნენ, ხოლო თვით
ავადმყოფობებს - ჟამს.
ჟენშენი ginseng Женшень panax (Panax ginseng C.A.M.) -
მრავალწლიანი სამკურნალო ბალახოვანი მცენარე („სიცოცხლის
ფესვი“). ფესვები შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ლერწმის შაქარს,
ფისებს, B1 და B2 ვიტამინებს, ფოსფორს, გოგირდს,
მიკროელემენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. იყენებენ
ჰიპოტონიის, დაღლილობის, ნევრასთენიის შემთხვევებში.
ჟოლო raspberry малина rubus (Rubus idaeus L.) - მრავალწლიანი
ბუჩქია. შეიცავს ლიმონის, სალიცილის, ვაშლის, ასკორბინის და
სხვ. მჟავებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, მთრიმლავ, პექტინოვან
ნივთიერებებს, საქაროზას, კაროტინს, მინერალურ მარილებს, B
ჯგუფის ვიტამინებს, ანტისკლეროზულ ნივთიერებას. გააჩნია
ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
იყენებენ გრიპის, ანგინის, ჰიპერტონიული დაავადების
შემთხვევაში და ა.შ.
სამედიცინო ლექსიკონი


რაბდიტოზები rhabditoses рабдитозы rhabditosi - ჰელმინთოზები,
რომელთა გამომწვევებია ნემატოდები Rhabditidae-ს ოჯახიდან.
დაავადებას ახასიათებს ფაღარათი და სხვ. დარღვევები.
პარაზიტები ლოკალიზებულნი არიან თირკმლებში, კანში და ა.შ.
რაბდოვირუსები rhabdoviruses рабдовирусы rhabdovirus (ბერძნ.
rhabdos ჯოხი, წნელი, ლათ. virus შხამი) - ვირუსების ოჯახი,
რომელთა წარმომადგენლები შეიცავენ ერთჯაჭვიან რნმ-ს. ამ
ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი ადამიანისა და
ცხოველებისათვის პათოგენურია (მაგ., ცოფის ვირუსი,
ვეზიკულური სტომატიტის ვირუსი).
რაბდომიომა rhabdomyoma рабдомиома rhabdomyoma (ბერძნ.
rhabdos ჯოხი, წნელი, mys კუნთი, oma სიმსივნე) - ჩონჩხის
კუნთების და გულის კუნთისაგან განვითარებული იშვიათი,
კეთილთვისებიანი სიმსივნე.
რაბდომიოსარკომა rhabdomyosarcoma рабдомиосаркома
rhabdomyosarcoma (ბერძნ. rhabdos ჯოხი, წნელი, mys კუნთი, sarx
ხორცი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის
სუბსტრატი შედგება განივზოლიანი კუნთების ქსოვილისაგან.
სინ.: ავთვისებიანი რაბდომიოზი.
რადიაციული გენეტიკა radiation genetics радиационная генетика
genetica radialis (ლათ. radius სხივი, ბერძნ. genesis წარმოშობა) -
მეცნიერება, რომელიც სწავლობს გამოსხივების გენეტიკურ
მოქმედებას ანუ დასხივებულ ორგანიზმებში განვითარებულ
მემკვიდრულ ცვლილებებს. აღნიშნული დარგი წარმოიქმნა
გენეტიკისა და რადიობიოლოგიის მიჯნაზე. როგორც
დამოუკიდებელი დისციპლინა ჩამოყალიბდა 1927-1928 წლებში.
დადგინდა, რომ რენტგენის სხივები (X-სხივები) საცდელ
ორგანიზმებში იწვევს მუტაციების სიხშირის მნიშვნელოვან
მატებას.
რადიკალური ოპერაცია radical surgery радикальная операция
operatio radicalis (ლათ. radicalis ძირითადი) - იგულისხმება
დაზიანებული ორგანოს მთლიანი ამოკვეთა.
რადიოაქტიური ნარჩენები radioactive wastes радиоактивные
отходы wastes radioactiva (ლათ. radius სხივი) - წარმოებების და
დაწესებულებების ნარჩენები, რომლებიც რადიოაქტიურ
ნივთიერებებს ბუნებრივი რადიოაქტიურობის დონეზე უფრო
მეტი რაოდენობით შეიცავენ.
რადიობიოლოგია radiobiology радиобиология radiobiologia (ლათ.
radius სხივი, ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) - მოძღვრება
ცოცხალ ორგანიზმებზე მაიონებელი დასხივების მოქმედების
შესახებ. აღნიშნული მიმართულების ფუძემდებელია ქართველი
მეცნიერი ი. თარხნიშვილი (1846-1908).
რადიობიოლოგიური ეფექტი radiobiological радиобиологический
эффект effectus radiobiologia (ლათ. radius სხივი, ბერძნ. bios
სიცოცხლე) - მაიონებელი გამოსხივების მოქმედების შედეგად
ორგანიზმში წარმოქმნილი ფუნქციური და ორგანული
ცვლილებები.
რადიოდერმატიტი radiodermatitis радиодерматит radiodermatitis
(ლათ. radius სხივი, ბერძნ. derma კანი, itis ანთება) - სხივების
ზემოქმედების შედეგად განვითარებული კანის ანთება. სინ.:
რადიოდერმიტი, რადიოეპიდერმიტი, სხივური დერმატიტი
რადიოთერაპია radiotherapy радиотерапия radiotherapia (ლათ.
radius სხივი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - ქართულად: სხივური
თერაპია. მაიონებელი გამოსხივების გამოყენებაზე დაფუძნებული
მკურნალობა.
რადიონეკროზი radionecrosis радионекроз radionecrosis (ლათ.
radius სხივი, ბერძნ. necros მკვდარი, osis მდგომარეობა) -
მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედებით გამოწვეული ნეკროზი
(იხ.).
რადიონუკლიდი radionuclide радионуклид radionuclidum (ლათ.
radius სხივი, nucleus ბირთვი) - რადიოაქტიურ ინდიკატორად
გამოყენებული რადიოაქტიური იზოტოპი. იყენებენ სხვადასხვა
დაავადებების სადიაგნოზოდ და სხივური თერაპიის
მიზნებისათვის ბირთვულ მედიცინაში.
რადიოპროტექტორები radioprotectors радиопротекторы
radioprotectori (ლათ. radius სხივი, protector მფარველი) - აგენტები,
რომლებიც გამოიყენება გამოსხივებისაგან თავდაცვის მიზნით.
რადიორეზისტენტობა radioresistence радиорезистентность
radioresistentia (ლათ. radius სხივი, resisto წინააღმდეგობია გაწევა) -
ორგანიზმის, მისი ორგანოების, ქსოვილების და უჯრედების
მდგრადობა სხვადასხვა მაიონებელი გამოსხივების
ზემოქმედებისადმი. სინ.: რადიომდგრადობა,
რადიომგრძნობელობა.
რადიოტოქსინი radiotoxines радиотоксин radiotoxinum (ლათ.
radius სხივი, ბერძნ. toxikon შხამი) - ბიოლოგიურად აქტიური,
დაბალმოლეკულური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება
ორგანიზმში მაიონებელი გამოსხივების შედეგად და მონა
წილეობს სხივური დაზიანებების ფორმირებაში.
რადიუმი radium радий radium (ლათ. radius სხივი) - ქიმიური
ელემენტი რადიოაქტიური თვისებებით. აღმოაჩინეს 1898 წელს პ.
კიურიმ და მ. სკლადოვსკაიამ ურანის დაშლისას. დადგენილია
მისი კანცეროგენური პოტენცია ადამიანში.
რადონი radon радон radonum (ლათ. radius სხივი) -
რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, აირი რადიუმის დაშლის
პროდუქტი. ფართოდ არის გამოყენებული სამედიცინო
პრაქტიკაში. მეორე მხრივ, მისი დასხივება ადამიანისათვის ძალზე
სახიფათოა. კერძოდ, გააჩნია კანცეროგენური თვისებები.
რაიტთერაპია reiten-therapy райт-терапия reiten-therapia (გერმ.
Reiten ჭენება, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - ნიშნავს სამკურნალო
ცხენოსნობას. გამოიყენება ნევროლოგიაში, კარდიოლოგიაში და
სხვ. შემთხვევებში. სინ.: ჰიპოთერაპია.
რანტ-ავადმყოფობა runt-disease рант-болезнь runt-morbus (ინგლ.
runt მცირე ზომის ცხოველი) - დაავადება, რომელიც ვითარდება
ნაყოფში ან ახალდაბადებულ ცხოველში ზრდასრული ცხოველის
ალოგენური, იმუნოკომპეტენტური უჯრედების
ტრანსპლანტაციის შემთხვევაში. დამახასიათებელია ჩამორჩენა
სიმაღლესა და წონაში, აგრეთვე ქსოვილებისა და ორგანოების
დისტროფიული ცვლილებები.
რანულა ranula ранула ranula (ლათ. rana ბაყაყი. კისტის
სახელწოდებაში (რანულა) ასახულია მისი მსგავსება ბაყაყის
ხორხის ბუშტთან) - ენისქვეშა რეტენციული კისტა, რომელიც
წარმოქმნილია სანერწყვე ჯირკვლის დახშობის და გადავსების
შედეგად.
ედეგ დ
რაპტუსი raptus раптус raptus (ლათ. rapio ვიტაცებ) - 1.
აგზნებული მდგომარეობა, რასაც ძლიერი დამთრგუნველი ეფექტი
იწვევს. 2. მოულოდნელი, იმპულსური მოქმედება.
რაუსის სარკომის ვირუსი - იხ. ვირუსი რაუსის სარკომის.
რაქიალგია rachialgia рахиалгия rachialgia (ბერძნ. rachis ზურგი,
ხერხემალი, algos ტკივილი) - ხერხემლის ნევრალგიური ტკივილი.
რაქიტი rickets рахит rachitis (ბერძნ. rhachis ზურგი, ხერხემალი,
itis ანთება) - ძვლების მინერალიზაციის დარღვევა, რაც
გამოწვეულია რაციონში D ვიტამინის უკმარისობით. ვლინდება
ძვლისწარმოქმნის, ნერვული სისტემის და შინაგანი ორგანოების
ფუნქციის დარღვევით.
რაციონი ration рацион ratio (ლათ. ratio ზომა, ანგარიში, საკვების
სადღეღამისო პორცია) - საკვების რაოდენობა დროის გარკვეულ
მონაკვეთში.
რეაბილიტაცია rehabilitation реабилитация rehabilitatio (ლათ. re
კვლავ, habilis შეგუებული) - ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში
პირვანდელი (ჯანმრთელი) მდგომარეობის აღდგენა.
რეაბსორბცია reabsorbtion реабсорбция reabsorbtio (ლათ. re
კვლავ, absorbeo ვშთანთქავ, შევიწოვ) - სითხის, აირის, სინათლის
და სხვ. კვლავ შთანთქმა რაიმე ორგანოს, სხეულის მიერ. მაგ.,
პირველადი შარდიდან წყლისა და მასში გახსნილი
ნივთიერებების უკან შეწოვა.
რეაგენტი (ლათ. re კვლავ, ago ვმოქმედებ) - იგივეა, რაც
რეაქტივი (იხ.).
რეაგინები reagines реагины reagini (ლათ. re კვლავ, actio
მოქმედება) - ალერგიული ანტისხეულები, რომლებიც
მიეკუთვნებიან E კლასის იმუნოგლობულინებს. Fс-რეცეპტორის
მეშვეობით ადსორბირდებიან მასტოციტების და ბაზოფილების
ზედაპირზე. ალერგენის შეკავშირება ფიქსირებულ რეაგინებთან
იწვევს მასტოციტების დეგრანულაციას, სისხლში ჰისტამინის და
სხვა ბიოგენური ამინების მაღალი კონცენტრაციების გადასვლას,
რასაც შედეგად მოყვება გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვა,
სისხლძარღვების შეღმწევადობის გაზრდა და სხვა
პათოფიზიოლოგიური რეაქციები. რეაგინები მონაწილეობენ
ანაფილაქსიური შოკის და ატოპიის პათოგენეზში.
რეანიმაცია resuscitation реанимация reanimatio (ლათ. re კვლავ,
animatio გაცოცხლება) - ტერმინალურ მდგომარეობათა (კოლაფსი,
აგონია, კლინიკური სიკვდილი, მძიმე ოპერაციის შემდგომი
პერიოდი) პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების
ერთობლიობა.
რეაქტივაცია reactivation реактивация reactivatio (ლათ. re კვლავ,
activus მოქმედი) - დაავადების გამომწვევი აგენტის ან რაიმე
ნივთიერების აქტიურობის აღდგენა.
რეაქტივი reagent реактив reagentis (ლათ. re კვლავ, activus
მოქმედი) - ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ
ლაბორატორიებში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად,
მაგ., სამედიცინო ანალიზებისათვის.
რეაქტიული მდგომარეობები - იხ. ფსიქოგენიები.
რეაქტიულობა reactivity реактивность reactivus (ლათ. re კვლავ,
activus მოქმედი) - ორგანიზმის ან ქსოვილის ცხოველქმედების
შეცვლის უნარი გარემო პირობების შესაბამისად; ორგანიზმის
წინააღმდეგობის უნარი სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ.
რეაქცია reaction реакция reactio (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება)
- 1. ორგანიზმის საპასუხო მოქმედება გარეგან და შინაგან
გამღიზიანებლებზე. 2. რაიმე მოქმედებაზე შესაბამისი,
ადეკვატური პასუხი. 3. სინჯი, რომელიმე ტიპის გამომწვევი
აგენტის ან შესაბამისი ანტისხეულების გამოსავლენად. ცნობილია
ვასერმანის, ბეილფელიქსის, ვიდალის, ასკოლის, დიკის და სხვ.
რეაქციები.
რეაქცია ასკოლის Ascoli's reaction реакция Асколи reactio Ascolii
(ლათ. re კვლავ, actio მოქმედება, ა. ასკოლი (1877-1957),
იტალიელი ბიოქიმიკოსი) - გამოსაკვლევ მასალაში ჯილეხის
ჩხირის თერმოსტაბილური ანტიგენის აღმოჩენის რეაქცია.
წარმოადგენს პრეციპიტაციის რეაქციას ჯილეხით დაავადებულის
შრატთან.
რეაქცია აშჰეიმ-ცონდეკის Aschheim-Zondek's reaction реакция
Ашгейма-Цондека reactio Aschheim-Zondeki (ლათ. re კვლავ, actio
მოქმედება, აშჰეიმი და ცონდეკი, გერმანელი გინეკოლოგები) -
ორსულობის ადრეული ვადების, ბუშტნამქერის,
ქორიონეპითელიომის, საკვერცხეების სიმსივნეების
სადიაგნოზოდ გამოყენებული ბიოლოგიური რეაქცია (ბიოსინჯი).
დ გ დგ ყე ე ულ ლ გ უ ე ქც ჯ
შესაძლებელი ხდება ორსულის შარდში აღმოჩენილ იქნეს
ჰორმონი გონადოტროპინი (იხ.), რომელიც სპეციფიკურ
ცვლილებებს იწვევს თეთრი თაგვების საშვილოსნოსა და
საკვერცხეებში.
რეაქცია ბიურნეს Burne test проба Бюрне reactio Burne (ლათ. re
კვლავ, actio მოქმედება) - კან-ალერგიული სინჯი ბრუცელოზის
შემთხვევაში.
რეაქცია დიკის Dick's reaction реакция Дика reactio Dicki (ლათ. re
კვლავ, actio მოქმედება, გ. დიკი, რ. დიკი ამერიკელი
ბაქტერიოლოგები) - კანის სინჯი გასუფთავებული
სტრეპტოკოკური ტოქსინით. იყენებენ ქუნთრუშის
სადიაგნოზოდ, აგრეთვე მისადმი მგრძნობელობის დასადგენად.
რეაქცია ვასერმანის Wassermann's reaction реакция Вассермана
reactio Wassermanni (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება, ა. ვასერმანი
(1866-1925), გერმანელი ბაქტერიოლოგი) - სიფილისის
სეროდიაგნოსტიკის მეთოდი. რეაქციის საფუძველია სიფილისით
დაავადებულთა სისხლის შრატის თვისება, შესაბამის ანტიგენთან
წარმოქმნას კომპლემენტის მააბსორბირებელი კომპლექსი.
წარმოადგენს კომპლემენტის შებოჭვის რეაქციის სახესხვაობას.
რეაქცია ვეილ-ფელიქსის Weil-Felix reaction реакция Вейля-
Феликса reactio Weil-Felixi (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება, ე.
ვეილი, ავსტრიელი ექიმი, ა. ფელიქსი, ჩეხი ბაქტერიოლოგი) -
სადიაგნოზო ტესტი, რომლის მეშვეობით ადამიანს შესაძლებელია
დაუდგინდეს ტიფი. ავადმყოფის შრატს იკვლევენ
ანტისხეულების არსებობაზე Proteus vulgaris-ის წინააღმდეგ. იმის
მიუხედავად, რომ აღნიშნული ბაქტერია არ არის ტიფის
გამომწვევი, მას გააჩნია ამ დაავადების ეტიოლოგიური
აგენტისათვის დამახასიათებელი ანტიგენები. ამიტომ იგი
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტიფის რეალური
გამომწვევების ნაცვლად.
რეაქცია ვიდალის Widal reaction реакция Видаля reactio Widali
(ლათ. re კვლავ, actio მოქმედება) - აგლუტინაციის რეაქცია,
რომელიც ავლენს ანტისხეულებს მუცლის ტიფის გამომწვევის,
შალმონელლა-ს გვარის ბაქტერიების მიმართ.
რეაქცია კუმბსის Coombs' test реакция Кумбса reactio Coombs
(ლათ. re კვლავ, actio მოქმედება, რ. კუმბსი, ინგლისელი
ლ კვლ ვ ქ ედე კუ გლ ელ
იმუნოლოგი) - რეზუსანტისხეულების გამოვლენის
სეროლოგიური მეთოდი ერითროციტების ზედაპირზე. რეაქცია
მიმდინარეობს ანტიგლობინური შრატის თანხლებით. იყენებენ
ტრანსფუზიოლოგიაში, სასამართლო მედიცინაში, აგრეთვე
ზოგიერთი აუტოიმუნური დაავა დების სადიაგნოზოდ.
რეაქცია მანტუს Mantu reaction реакция Манту reactio Mantu
(ლათ. re კვლავ, აცტიო მოქმედება, Ch. Mantoux, ფრანგი ექიმი) -
ტუბერკულოზის სადიაგნოზო ალერგიული სინჯი, რაც ეფუძნება
ტუბერკულინის შეყვანას კანქვეშ. მიკობაქტერიებით
ინფიცირებულ ადამიანში იწვევს ადგილობრივ ანთებით რეაქციას
ინფილტრატის და შეწითლების სახით. არაინფიცირებული
ადამიანები ტუბერკულინის შეყვანაზე რეაქციას არ იძლევიან.
რეაქცია ფელგენის Feulgen reaction реакция Фельгена reactio
Feulgeni (ლათ. re კვლავ, actio მოქმედება) - უჯრედის ბირთვში
დნმ-ს არსებობის განმსაზღვრელი მეთოდი.
რეაქცია ფოგეს-პროსკაუერის Foges-Proskauer's reaction реакция
Фогеса-Проскауера Foges-Proskaueri (ლათ. re კვლავ, actio
მოქმედება, O.Voges, B. Proskauer, გერმანელი ბაქტერიოლოგები) -
იყენებენ Enterobacteriacea-ს და Vibrionacea-ს ოჯახის ბაქტერიების,
აგრეთვე სპოროგენური აერობული ბაქტერიების გამოსავლენად.
რეაქცია შიკის Schick test реакция Шика reactio Schicki (ლათ. re
კვლავ, actio მოქმედება) - დიფთერიისადმი ადამიანის
მგრძნობელობის განმსაზღვრელი ტესტი. დიფთერიული
ტოქსინის მცირე რაოდენობა შეყავთ პაციენტის კანქვეშ. შეყვანის
ადგილის შეწითლება და შესიება მიუთითებს პაციენტში
დიფთერიის საწინააღმდეგო იმუნიტეტის არარსებობაზე. ამიტომ,
თუკი არსებობს დაავადების რისკი, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს
შესაბამისი იმუნიზაცია.
რეგენერაცია regeneration регенерация regeneratio (ლათ. re
კვლავ, generatio წარმოშობა) - ორგანიზმის მიერ დაკარგული ან
დაზიანებული ნაწილების (ორგანოების, ქსოვილების,
უჯრედების) აღდგენა დარჩენილი უჯრედების პროლიფერაციის
გაძლიერების გზით.
რეგიონული regional региональный regionaris (ლათ. regio მხარე,
რაიონი) - ადგილობრივი. მაგ., ადგილობრივი ანესთეზია,
ადგილობრივი ლიმფური კვანძები და ა.შ.
დგ ლ ვ ლ ფუ კვ ე დ
რეგრესი regress регресс regressus (ლათ. regredo უკან ვიხევ) -
სიმსივნის ან სხვა ავადმყოფობის უკუგანვითარება.
რეგულაცია regulation регуляция regulatio (ლათ. regulo
ვაწესრიგებ) - რაიმე პროცესის, რეაქციის გარკვეული წესით
წარმართვა, მოწესრიგება.
რეგული (ლათ. regula ნორმა, წესი) - იხ. მენსტრუაცია.
რეგურგიტაცია regurgitation регургитация regurgitatio (ლათ. re
კვლავ, gurgitatus ავსებული, მოვარდნილი) - სისხლის, ხსნარების
ან აირების უკუდინება. 1. კუჭის მოუნელებელი შემცველობის
უკუდინება საყლაპავი მილისკენ. 2. სითხის ნაკადი, რომელიც
მიედინება ნორმალური მდგომარეობის საწინააღმდეგოდ (მაგ.,
გულის შეკუმშვების შემდეგ სისხლის ნაწილი უკან ბრუნდება
დაზიანებული გულის სარქველის გავლით). სინ. რეფლუქსი (იხ.).
რედია redia редия redium - ტრემატოდების კლასის
წარმომადგენლის, ფასციოლების მატლია. წარმოიქმნება Limnae-ს
გვარის მოლუსკებში. ახასიათებს რთული უსქესო გამრავლება და
სპოროცისტების წარმოქმნა. რედია დასაბამს აძლევს ცერკარიების
თაობას.
რედუპლიკაცია reduplication редупликация reduplicatio (ლათ. re
კვლავ, duplicatio გაორმაგება) - დნმ-ს გაორმაგების უნარი. ყოველ
ახლად წარმოქმნილ მოლეკულაში, როგორც წესი, ერთი
დედისეული ჯაჭვია, მეორე კი ახლად სინთეზირებული. დნმ-ს
ასეთ სინთეზს რეპლიკაციასაც (იხ.) უწოდებენ.
რედუცენტები reducers редуценты reducens (ლათ. reducens
აღმდგენელი, დამბრუნებელი) - ბაქტერიები და სოკოები,
რომლებიც ორგანულ ნარჩენებს გარდაქმნიან არაორგანულ
ნივთიერებებად. რედუცენტები საბოლოო რგოლს წარმოადგენენ
საკვებ ჯაჭვებსა და ეკოლოგიურ პირამიდაში.
რევასკულარიზაცია revascularisation реваскуляризация
revascularisatio (ლათ. re კვლავ, vasculum მცირე სისხლძარღვი) -
სისხლძარღვების აღდგენა ქსოვილის ან ორგანოს რომელიმე
უბანში, რომლის სისხლძარღვოვანი ქსელი დაზიანებულ იქნა
ანთებითი, ნეკროზული ან სკლეროზული პროცესებით.
რევაქცინაცია revaccination ревакцинация revaccinatio (ლათ. re
კვლავ, vaccinus ძროხისა) - განმეორებითი აცრა. ვაქცინის
განმეორებითი ინოკულაცია გარკვეული დროის შემდეგ.
გ ე ე კულ ც გ კვეულ დ ე დეგ
რევერტაზა revertase ревертаза revertasa (ლათ. reversio უკან
დაბრუნება) - რნმ-ს შემცველი ვირუსების ფერმენტია, რომელიც
ვირუსის რნმ-ს სიახლოვეს ქმნის დნმ-ს მოლეკულას, ე.წ. prodnm-
ს. ეს უკანასკნელი რნმდან ინფორმაციის გადაწერის შემდეგ
ინკორპორირდება (იხ. ინკორპორაცია) უჯრედის გენომში. სინ.:
რნმ-ზე დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა, შებრუნებითი
ტრანსკრიპტაზა.
რევმატიზმი rheumatism ревматизм rheumatismus (ბერძნ.
rheumatismos დინება) - ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის
აუტოიმუნური დაზიანებით მიმდინარე ინფექციურ-ალერგიული
დაავადება. ეტიოლოგია დაკავშირებულია A ჯგუფის ჰემოლიზურ
სტრეპტოკოკთან. გულის და სისხლძარღვების დაზიანება
რევმატიზმის მთავარი კლინიკური გამოვლინებაა.
რევმოკარდიტი rheumocarditis ревмокардит rheumocarditis
(ბერძნ. rheuma ნადენი, კარდია გული, იტის ანთება) -
რევმატიზმის დროს გულის მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული
ანთება ენდოკარდიუმის, მიოკარდიუმის და პერიკარდიუმის
დაზიანებით.
რეზერვუარული მასპინძელი - იხ. მასპინძელი რეზერვუარული.
რეზექცია resection резекция resectio (ლათ. resectio მოკვეთა) -
დაზიანებული ორგანოს ან მისი ნაწილის ამოკვეთა (მაგ.,
კოლინჯის, პროსტატის და სხვ. რეზექცია).
რეზიდენტული residental резидентный residentalis (ლათ. residens
მჯდომი, მყოფი) - აღნიშნულ ტერმინს უფრო ხშირად იყენებენ ე.წ.
ფიქსირებული ანუ მჯდომარე მაკროფაგების აღსანიშნავად.
რეზისტენტობა resistance резистентность resistentia (ლათ. resisto
წინააღმდეგობის გაწევა) - 1. ბაქტერიების მდგრადობა
ანტიბიოტიკებისადმი, რის შედეგადაც წარმოიქმნება
თერაპიისადმი რეზისტენტული შტამები. 2. ორგანიზმის
მდგრადობა რომელიმე აგენტის მაგ., შხამების მიმართ.
რეზორბცია resorbtion резорбция resorbtio (ლათ. re კვლავ, sorbeo
ვყლაპავ, ვშთანთქავ) - სისხლის ან ლიმფის უჯრედული
ელემენტებით აირისებრი ან ძლიერ დაქუცმაცებული მკვრივი
ნივთიერებების შთანთქმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანქვეშა
ქსოვილიდან, კანიდან და ა.შ. რთული საკვები ნივთიერებების
უმეტესობა, როგორც წესი, რეზორბციამდე განიცდის ფერმენტულ
ჰიდროლიზს (იხ.).
რეზუს-ფაქტორი rhesus-factor резус-фактор rhesus-factor (Rhesus
მაიმუნის გვარია, ლათ. factor მიზეზი) - ჰემაგლუტინოგენი,
რომელიც პირველად აღმოაჩინეს Macacus rhesus-ის სისხლში.
რეზუს-ფაქტორთან არის დაკავშირებული ახალშობილთა
ჰემოლიზური დაავადება, აგრეთვე რეზუს- კონფლიქტი რეზუს-
უარყოფით ქალსა და რეზუს-დადებით მამაკაცს შორის.
რეიმპლანტაცია reimplantation реимплантация reimplantatio
(ლათ. re კვლავ, in (im) ში, planto ვრგავ) - ქირურგიული ოპერაცია:
უვარგისი იმპლანტატის (იხ.) შეცვლა ახლით. უფრო ხშირად
იყენებენ სტომატოლოგიაში.
რეინვაზია reinvasion реинвазия reinvasio (ლათ. re კვლავ, invasio
შეჭრა, თავდასხმა) - ერთხელ უკვე დაავადებული პაციენტის
მეორედ დასენიანება იმავე პარაზიტით (უმარტივესით,
ჰელმინთით), რასაც თან ახლავს იგივე ინვაზიური პროცესის
განვითარება.
რეინფექცია reinfection реинфекция reinfectio (ლათ. re კვლავ,
infectio ვწამლავ, ვასენიანებ - დაავადება, რომელიც წარმოიქმნება
გადატანილი ინფექციის შემდეგ, იმავე გამომწვევი აგენტით
(ბაქტერიით, ვირუსით და სხვ.) ხელმეორედ დასენიანების
შემთხვევაში.
რეკომბინაცია recombination рекомбинация recombinatio (ლათ. re
კვლავ, combinatio შეერთება) - გენეტიკაში: მშობლების
გენეტიკური მასალის გადანაწილება შთამომავლობაში, რაც იწვევს
ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრულ კომბინაციურ
ცვალებადობას. რეკომბინაციის ევოლუციური მნიშვნელობა
მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად ორგანიზმისათვის სასარგებლოა
არა ცალკეული მუტაციები, არამედ მათი კომბინაციები.
რეკომპრესია recompression рекомпрессия recompressio (ლათ. re
კვლავ, compressio შეკუმშვა) - კესონური ავადმყოფობის (იხ.
ავადმყოფობა კესონური) მკურნალობის მეთოდი ავადმყოფის
მოთავსებით მაღალ ატმოსფერულწნევიან ბაროკამერაში, რომელ
შიც წნევას თანდათანობით ამცირებენ ნორმალურამდე.
რეკონვალესცენტი reconvalescent реконвалесцент reconvalescens
(ლათ. re კვლავ, convalesco ვიკურნები) - გამოჯანსაღების
ლ კვლ ვ ვ კუ ე გ ჯ ღე
პროცესში მყოფი ავადმყოფი. ისეთი მდგომარეობა, როდესაც
დაავადების ცხადი ნიშნები აღარ შეინიშნება, მაგრამ ორგანიზმის
წინანდელი ჯანმრთელობა საბოლოოდ აღდგენილი არ არის.
რეკონვალესცენცია reconvalescence реконвалесценция
reconvalescentia (ლათ. re კვლავ, convalesco ვიკურნები) -
კლინიკური გამოჯანმრთელება. შეიძლება იყოს სრული ან
ნაწილობრივი.
რეკრეაცია recreation рекреация recreatio (ლათ. recreatio აღდგენა)
- დასვენება, ძალების მოკრება, რისთვისაც განკუთვნილია
სპეციალური დარბაზი ან შენობა.
რეკრუდესცენცია recrudescence рекрудесценция recrudescentia
(ლათ. recrudescere ხელახლა დაწყება) - გაუმჯობესების შემდეგ
ავადმყოფობის შემობრუნება. იხ. რეციდივი.
რეკურენტული recurrent рекуррентный recurrens (ლათ. recurrens
შებრუნებითი, შექცევითი) - ხასიათდება კლინიკური
გამოვლინებების განმეორებით. პათოლოგიური პროცესი,
რომელსაც განმეორება ახასიათებს (მაგ., შებრუნებითი ტიფი).
რეკურვაცია recurvation рекурвация recurvatio (ლათ. recurvo,
recurvatum გადახრა საწინააღმდეგო მიმართულებით) - სახსრის
ანომალური გადახრა, განზიდვა საპირისპირო მხარეს.
რელაქსანტები relaxants релаксанты relaxantia (ლათ. relaxatio
დასუსტება, მოდუნება) - ფარმაკოლოგიური საშუალებები,
რომლებიც იწვევენ ჩონჩხის კუნთების მოდუნებას, ტონუსის
დაქვეითებას.
რელაქსაცია relaxation релаксация relaxatio (ლათ. relaxatio
დასუსტება, მოდუნება) - სხეულის თანდათანობითი მოდუნება,
მას შემდეგ, რაც შეწყდა უარყოფითი ფაქტორების მოქმედება.
რემინესცენცია reminescention реминесценция reminescentia
(ლათ. reminescentia მოგონება) - მეხსიერების ერთგვარი
გაუმჯობესება. დროთა განმავლობაში დასწავლილის ბუნდოვნად
მოგონება.
რემისია remission ремиссия remissio (ლათ. remissio შემცირება,
შესუსტება) - ავადმყოფობის სიმპტომების დროებითი შესუსტება
ან გაქრობა (მაგ., კლინიკურ-ჰემატოლოგიური რემისია ზოგიერთი
ფორმის ლეიკემიის შემთხვევაში).
რენდომიზაცია randomisation рэндомизация randomisatio (ინგლ.
random შემთხვევითი, უწესრიგო) - ექსპერიმენტული ცხოველების
შემთხვევითი განაწილება ჯგუფებში.
რენდომული random рэндомный randomus (ინგლ. random
შემთხვევითი, უწესრიგო) - ლაბორატორიული ცხოველები,
რომელთაც არ გააჩნიათ ერთნაირი ანტიგენური მოზაიკა
(დიამეტრულად საწინააღმდეგო - ინბრედული ცხოველები. იხ.).
რენტგენი roentgen (X-rays) рентген rontgen (გერმანელი
ფიზიკოსის ვ. რენტგენის გვარის მიხედვით, რომელმაც 1895 წელს
აღმოაჩინა X-სხივები) - რენტგენის სხივები წარმოადგენენ მოკლე
ელექტრომაგნიტურ ტალღებს. გააჩნიათ მკვრივ საგნებში შეღწევის
უნარი. რენტგენის სხივებს X-სხივებსაც უწოდებენ.
რენტგენოგრაფია radiography рентгенография radiographia
(გერმანელი ფიზიკოსის ვ. რენტგენის გვარის მიხედვით, ბერძნ.
grapho ვწერ) - რენტგენის სხივების საშუალებით სხვადასხვა
ორგანოების სურათის გადაღება.
რენტგენოდიაგნოსტიკა radiodiagnostic рентгенодиагностика
diagnosis roentgenalis (გერმანელი ფიზიკოსის ვ.რენტგენის გვარის
მიხედვით, ბერძნ. diagnosis ამოცნობა) - ადამიანის დაავადების
არსის დადგენა რენტგენოლოგიური გამოკვლევის სა- შუალებით.
ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებს გააჩნიათ რენტგენის სხივების
შთანთქმის სხვადასხვა კოეფიციენტი.
რენტგენოთერაპია roenthenotherapy рентгенотерапия
roentgenotherapia (გერმანელი ფიზიკოსის ვ.რენტგენის გვარის
მიხედვით, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - რენტგენის სხივების
გამოყენება სამკურნალო მიზნით.
რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები rentgenocontrast
substances рентгеноконтрастные вещества roenthenocontrastica
(გერმანელი ფიზიკოსის ვ. რენტგენის გვარის მიხედვით, ფრანგ.
contraste) - ორგანიზმისათვის უვნებელი ნივთიერებები,
რომელთაც ორგანიზმის ქსოვილებთან შედარებით X-სხივების
შთანთქმის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი კოეფიციენტი
გააჩნიათ. გამოკვლევის წინ შეყავთ ორგანიზმის სიღრუეებში ან
ქსოვილებში (საყლაპავი მილი, კუჭი, ნაწლავები)
რენტგენოლოგიური გამოსახულების კონტრასტულობის
ასამაღლებლად. ჩვეულებრივ, იყენებენ ბარიუმის სულფატს,
ღლე ლ დ ვეულე ვ ყე ე ე უ ულფ ტ
ზოგჯერ სტაბილიზატორების, კონსერვანტების ან არომატული
ნივთიერებების და მატებით.
რენტგენოლოგია radiology рентгенология radiologia (გერმანელი
ფიზიკოსის ვ. რენტგენის გვარის მიხედვით, logos მოძღვრება) -
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს რენტგენის სხივების
გამოყენების თეორიასა და პრაქტიკას.
რეოვირუსები reoviruses реовирусы reovirus (ინგლ. respiratori
enteric orphan viruses-ის პირველი ასოები) - ორჯაჭვიანი,
ფრაგმენტირებული რნმ-ს შემცველი ვირუსების ჯგუფი, რომელიც
გამოყოფილია ადამიანისაგან, ცხო ველებისა და მცენარეებისაგან.
შეიცავენ ფერმენტ რევერტაზას. რეპლიკაცია ხდება
ციტოპლაზმაში. პირობით-პათოგენურნი არიან. რეოვირუსული
ინფექცია მიმდინარეობს რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის დაზიანებით. ინფექცია განსაკუთრებით მძიმეა
ახალშობილებში და 6 თვის ასაკამდე ბავშვებში, რომელთაც
შეიძლება განუვითარდეთ პნევმონიები და ენცეფალიტები.
რეპარაცია reparation репарация reparatio (ლათ. reparo აღვადგენ)
- ორგანოს, ქსოვილის, უჯრედის, ორგანოიდის, მოლეკულის
მთლიანობის აღდგენა (მაგ., პლაზმური მემბრანის მთლიანობის
აღდგენა; დნმ-ს მოლეკულაში მომხდარი ქიმიური დაზიანებების
აღდგენა).
რეპელენტები repellents репеленты repellentia (ლათ. repello
ვაგდებ, ხელსა ვკრავ) - მწერებისა და ტკიპების დასაფრთხობად
გამოყენებული ქიმიური საშუალებები. მიეკუთვნებიან
პესტიციდების (იხ.) ჯგუფს. იყენებენ ტრანსმისიული
დაავადებების პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე იმ
ფეხსახსრიანებისაგან თავდასაცავად, რომლებიც აფუჭებენ
ტანსაცმელს, ავეჯს და სხვ. იხ. ინსექტიციდები.
რეპლანტაცია replantation реплантация replantatio (ლათ. re
კვლავ, plantatio ნერგი) - მოკვეთილი ორგანოს მიხორცება იმავე
ადგილზე.
რეპლიკაცია replication репликация replicatio (ინგლ. replication
ახლის წარმოქმნა) - 1. დნმ-ს რედუპლიკაცია (დნმ-ს მოლეკულის
კომპლემენტური პოლინუკლეოტიდური ჯაჭვების
კვლავწარმოქმნა ინტერფაზის სინთეზურ (S) პერიოდში). 2.
ვირუსული ნაწილაკების წარმოქმნა და გამრავლება.
ვ უ ულ წ ლ კე წ ქ დ გ ვლე
რეპრესია repression репрессия repressio (ლათ. repressio
დათრგუნვა) - რაიმეს (ანტისხეულების სინთეზის, გენის
აქტიურობის და ა.შ.) დათრგუნვა.
რეპროდუქცია reproduction репродукция reproductio (ლათ. re
კვლავ, productio წარმოება) - ინდივიდების გამრავლების პროცესი.
რესპირატორი respirator респиратор respiratorus (ლათ. respiratio
სუნთქვა) - ხელსაწყო, რომელიც ემსახურება სუნთქვის,
მხედველობის და სმენის ორგანოების დაცვას მავნე აირების,
მტვრის და სხვ. ზემოქმედებისაგან.
რესპირაცია respiration респирация respiratio (ლათ. respiratio) -
სუნთქვა.
რესტიტუცია restitution реституция restitutio (ლათ. restitutio
აღდგენა) - რეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა. ჯანმრთელობის
სრული აღდგენა.
რესტრიქტაზები restrictases рестриктазы restrictasa (ლათ.
restrictio შეზღუდვა) - ფერმენტების კლასი, რომლებიც შლიან დნმ-
ს მოლეკულას ცალკეულ ფრაგმენტებად. აღნიშნულ ფერმენტებს
იყენებენ გენურ ინჟინერიაში.
რესტრიქცია restriction рестрикция restrictio (ლათ. restrictio
შეზღუდვა) - ორგანიზმისათვის უცხო დნმ-ს დაშლა უჯრედის
ენდონუკლეაზების(რესტრიქტაზების) ზემოქმედებით.
რესტრიქციული რუკა restrictive map рестрикционная карта
restrictive chartae (ლათ. რესტრიცტიო შეზღუდვა) - დნმ-ს
მოლეკულის სქემა, რომელზეც მითითებულია სხვადასხვა
რესტრიქტაზით მისი დაჭრის ადგილები.
რეტარდაცია retardation ретардация retardatio (ლათ. retardatio
დაგვიანება, შეფერხება) - გენის მოქმედების შეფერხება, რის გამოც
ამ გენით კონტროლირებული ნიშან-თვისება და გვიანებით
ჩნდება ონტოგენეზში და ფენოტიპურად სუსტადაა გამოხატული.
რეტენცია retention ретенция retentio (ლათ. retineo შევაკავებ) - 1.
ღრუ ორგანოებსა ან გამომყოფ მილებში შიგთავსის გამოყოფის
შეკავება (მაგ., შარდის შეკავება). 2. ფსიქოლოგიაში - მეხსიერების
კომპონენტი: შეძენილი ინფორმაციის შენარჩუნება.
3.სტომატოლოგიაში: მუდმივი კბილის ამოჭრის ვადის
დაგვიანება.
რეტიკულოციტი reticulocyte ретикулоцит reticulocytum (ლათ.
reticulum ბადე, ბერძნ. kytos უჯრედი) - ერითროციტის
დიფერენცირების წინა სტადია. ერითროციტის მსგავსად ბირთვი
არ გააჩნია. აქვს ორგანოიდების მცირე რაოდენობა.
რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა - იხ. სისტემა
რეტიკულურ-ენდოთელური.
რეტინიტი retinitis ретинит retinitis (ლათ. retina თვალის
ბადურა, itis ანთება) - თვალის ბადურას ანთება.
დამახასიათებელია სისხლჩაქცევები, ბადურაში თეთრი კერების
წარმოქმნა და სხვ. შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის
დაქვეითება. განასხვავებენ კახექსიურ, მეტასტაზურ,
ექსუდაციურ, პიგმენტურ, სეფტიკურ, ტოქსოპლაზმურ და სხვა
ტიპის რეტინიტებს.
რეტინობლასტომა retinoblastoma ретинобластома retinoblastoma
(ლათ. retina თვალის ბადურა, ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი, oma
სიმსივნე) - ბადურას ნეიროექტოდერმული ავთვისებიანი
სიმსივნე. სინ.: ბადურას გლიომა, ბადურას ნეიროეპითელიომა,
ავთვისებიანი ნეიროეპითელიომა.
რეტინოლი retinol ретинол retinolum - ცხიმებში ხსნადი
ვიტამინია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება
საკვებთან ერთად მიღებული კაროტინისაგან. რეტინოლის
უკმარისობა განაპირობებს ალიმენტური ჰემერალოპიის (იხ.)
განვითარებას. სინ.: ვიტამინი A (იხ.).
რეტინოპათია retinipathy ретинопатия retinopathia (ლათ. retina
თვალის ბადურა, ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - თვალის
ბადურის დაავადებების საერთო სახელწოდება.
რეტრაქცია retraction ретракция retractio (ლათ. retractio
შეკუმშვა) - 1. სისხლის შრატის სპონტანური გამოყოფა
კოლტისაგან. 2. საშვილოსნოს კუნთების თვისება, შეიკუმშოს
მშობიარობის პროცესში. ეს ხელს უწყობს ნაყოფის თანდათანობით
გადაადგილებას მენჯის ქვედა ნაწილისაკენ.
რეტროგრადული retrograde ретроградный retrogradus (ლათ. retro
უკან, gradus ნაბიჯი, საფეხური) - უკან მიმავალი (მაგ.,
რეტროგრადული ამნეზია, რომელიც ხასიათდება იმით, რომ
ავადმყოფს დავიწყებული აქვს უშუალოდ ტრავმის წინ მომხდარი
ამბები).

რეტროვირუსები retroviruses ретровирусы retrovirus (ლათ. retro
უკან, virus შხამი) - იგივე ონკორნავირუსები. რნმ-ს შემცველი
ვირუსების ერთ-ერთი ოჯახი, რომლის დამახასიათებელი ნიშანია
ვირიონში ფერმენტ რევერტაზას (შებრუნებითი ტრანსკრიპტაზას)
არსებობა. ამ ოჯახში 3 ქვეოჯახია: სპუმავირუსები, ონკოვირუსები
და ლენტივირუსები. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი
წარმომადგენელია აივ (იხ.).
რეტროსპექტული retrospective ретроспектный retrospectivum
(ლათ. retro უკან, spectare ყურება) - წარსულისადმი მიძღვნილი.
რაც ეძღვნება წარსულის განხილვას. მაგ., ეპიდემიოლოგიური
ანალიზი განიხილავს მოვლენებს, პროცესებს და სხვ. წარსულში
ანუ რეტროსპექტულად.
რეფლექსი reflex рефлекс reflexus (ლათ. reflexus ასახვა,
ანარეკლი) - გარე სამყაროსა და შინაგანი გარემოს ცვლილებაზე
ცოცხალი ორგანიზმის სწრაფი რეაქცია, რაც ხორციელდება
რეცეპტორების გაღიზიანების საპასუხოდ ნერვული სისტემის
საშუალებით. უპირობო რეფლექსი თანდაყოლილია, პირობითი კი
გამომუშავდება ცხოვრების მანძილზე. განასხვავებენ ვეგეტატიურ,
დამცველობით, საორიენტატიო და სხვ. რეფლექსებს.
რეფლექსია reflexy рефлексия reflexia (ლათ. reflexus ასახვა,
ანარეკლი) - საკუთარი აზრების და განცდების ანალიზი. ეჭვებითა
და მერყეობებით სავსე ფიქრები.
რეფლუქსი reflux рефлюкс refluxus (ლათ. refluxus დენა უკანა
მიმართულებით) - სისხლის უკუდინება გულის სარქველის
არასაკმარისი დახურვის გამო; სითხის (შარდის ან
რენტგენოკონტრასტული მასის) არაბუნებრივი მიმართულებით
დენა.
რეფრაქტერული refractory рефрактерный refractarius (ფრანგ.
refractaire ძნელად შემთვისებელი) - დაავადება, რომელიც
მკურნალობას არ ექვემდებარება (მაგ., რეფრაქტერული მალარია,
ანემია და ა.შ.).
რეფრაქცია refraction рефракция refractio (ლათ. refringo
გარდავტეხავ) - სინათლის სხივის გარდატეხა. თვალის რეფრაქცია
(refractio oculi): თვალის უნარი გარდატეხოს სინათლის სხივები.
რეფრაქციის დარღვევისას, სინათლის სხივები არ ფოკუსირდება
ბადურაზე.
დუ ე
რექტული სინჯი rectal test ректальная проба testum rectale (ლათ.
rectum სწორი ნაწლავი) - ალერგიული, დიაგნოსტიკური სინჯი,
როდესაც გამოსაკვლევი ალერგენი შეყავთ (აწვეთებენ) სწორი
ნაწლავის ლორწოვან გარსში.
რეცეპტი prescription рецепт receptum (ლათ. recepio ვიღებ) -
ექიმის მიერ შედგენილი ფურცელი, ბარათი, რომელშიც
აღნიშნულია წამლის შედგენილობა, აგრეთვე მისი მიღების წესი.
რეცეპტორები receptors рецепторы receptori (ლათ. receptor
მიმღები) - 1. მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებანი, რომელნიც
სპეციფიკურ გაღიზიანებას აღიქვამენ. გამღიზიანებლის
ბუნებიდან გამომდინარე, განასხვავებენ: მექანორეცეპტორებს,
თერმორეცეპტორებს, ფოტორეცეპტორებს და სხვ. 2. უჯრედის
პლაზმურ მემბრანაზე ლოკალიზებული ცილოვანი წარმონაქმნები
(მაგ., აივ-ის გლიკოპროტეინს - gp 120-ს გააჩნია ტროპიზმი
იმუნოკომპეტენტური უჯრედების მემბრანის ცილოვანი
რეცეპტორის - CD4-სადმი).
რეციდივი relapse рецидив relapsis (ლათ. recidivus რაც მეორდება)
- ავადმყოფობის შემობრუნება, კლინიკური სურათის გაუარესება.
რეციპიენტი recipient реципиент recipiens (ლათ. recipientis
მიმღები) - ადამიანი, რომელსაც ორგანოს ან ქსოვილს
გადაუნერგავენ. ტერმინს იყენებენ ცხოველების, მცენარეების და
მიკროორგანიზმების შემთხვევებშიც (მაგ., ბაქტერია-რეციპიენტი).
რეციპროკული reciprocal реципрокный reciprocalis (ინგლ.
reciprocal ორმხრივი) - 1. ნეიროფიზიოლოგიაში - რეციპროკული
ინერვაცია: ანტაგონისტი კუნთების მოქმედების მექანიზმი. 2.
ქრომოსომული აბერაციის, კერძოდ, ტრანსლოკაციის ერთ-ერთი
ფორმა. მდგომარეობს ქრომოსომების სეგმენტების ბალანსირებულ
მიმოცვლაში.
რიბოზა ribose рибоза ribosa - პენტოზური შაქარი. ფორმულა:
C5H10O5. რიბონუკლეინის მჟავის შემადგენლობაში შემავალი
მონოსაქარიდია.
რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) ribonucleic acid (RNA)
рибонуклеиновая кислота (HYR) ribonucleinicum acidum (RNA) -
ნუკლეინის მჟავების ერთერთი ტიპი, რომელსაც უნივერსალური
გავრცელება აქვს ცოცხალ სამყაროში. შედგება
ნუკლეოტიდებისაგან, რომელთა შემადგენლობაში შედის
უკლე ტ დე გ ელ ე დგე ლ ედ
აზოტოვანი ფუძეები - ადენინი, გუანინი, ციტოზინი და ურაცილი,
ნახშირწყალი რიბოზა, აგრეთვე ფოსფორის მჟავას ნაშთი. რნმ
თამაშობს მნიშვნელოვან როლს გენეტიკური ინფორმაციის
რეალიზაციასა და ცილების ბიოსინთეზში. განახვავებენ
საინფორმაციო, სატრანსპორტო და რიბოსომულ რნმ-ებს.
რიბოსომები ribosomes рибосомы ribosomas (რიბონუკლეინის
მჟავა, ბერძნ. soma სხეული) - სფერული, ელექტრონულად
მკვრივი, 15-30 ნმ დიამეტრის გრანულებია, რომლებიც
თავისუფლად არიან განლაგებულნი ციტოპლაზმაში ანდა
ჯგუფურად - ენდოპლაზმური რეტიკულუმის მემბრანებზე.
რიბოსომები შეიცავენ რიბისომულ რნმ-ს, შედგებიან დიდი და
მცირე სუბერთეულებისაგან და წარმოადგენენ ცილების სინთეზის
მთავარ ორგანოიდებს.
რიგიდულობა rigidity ригидность rigiditas (ლათ. rigidus
გაშეშებული, გაქვავებული) - 1. მძიმე მოძრაობა, გახევება,
სიტლანქე (მაგ., კუნთების რიგიდულობა). 2. უჯრედის პლაზმური
მემბრანის მიერ ერთი და იგივე ფორმის შენარჩუნება; ამ
ორგანოიდის გამძლეობა სხვადასხვა ზემოქმედებების მიმართ.
სხვადასხვა უჯრედებს განსხვავებული რიგიდულობის პლაზმური
მემბრანა გააჩნიათ (მაგ., ერითრიციტებს ნაკლებად რიგიდული
პლაზმური მემბრანა აქვთ ლეიკოციტებთან შედარებით).
რიკეტსიები rickettsias риккетсии rickettsia - ბაქტერიების ერთ-
ერთი ჯგუფია. ბაქტერიებზე უფრო მცირე და ვირუსებზე უფრო
დიდი ზომის მიკროორგანიზმებია, რომელთაც სახელი დაერქვათ
მათი შესწავლის პროცესში დაღუპული ამერიკელი პათოლოგის ჰ.
რიკეტსის საპატივცემულოდ. ჩვეულებრივ, პარაზიტობენ
ფეხსახსრიანებში. ადამიანში იწვევენ პარტახტიან ტიფს, მარსელის
ანუ ხმელთაშუა ზღვის, ქუ ცხელებებს და სხვა დაავადებებს.
ყველა ამ დაავადებას რიკეტსიოზებს უწოდებენ.
რინიტი rhinitis ринит rhinitis (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, itis
ანთება) - ქართულად: სურდო. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის
ანთება. ახასიათებს ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა და
ცხვირით სუნთქვის მოშლა.
რინობლენორეა rhinoblennorrhea ринобленореа
rhinoblennorrhoea (ბერძნ. rhis, rhinos ცხვირი, blennos ლორწო, rheo
მოვედინები) - ცხვირის ლორწოვანი გარსის ჩირქოვანი
გამონადენი.
რინოვირუსები rhinoviruses риновирусы rhinovirus (ბერძნ. rhis,
rhinos ცხვირი, ლათ. virus შხამი) - პიკორნავირუსების ოჯახის
ერთ-ერთი გვარია, რომლის წარმომადგენლებს არა აქვთ გარეთა
მემბრანა, ხოლო გენომი წარმოდგენილია რნმ-ს ერთჯაჭვიანი
ხაზოვანი არაფრაგმენტირებული მოლეკულით. ვირუსების ამ
გვარში შედიან თურქულის და მწვავე რესპირატორული
დაავადებების გამომწვევები.
რინოლითები rhinolithes ринолиты rhinolithus (ბერძნ. rhis, rhinos
ცხვირი, lithos ქვა, კენჭი) - ცხვირში მოხვედრილი სხვადასხვა
წარმოშობის უცხო სხეულები, რაც შესაძლებელია სხვადასხვა
პათოლოგიური პროცესების (მაგ., ანთებების) მიზეზი გახდეს.
რინოლოგია rhinology ринология rhinologia (ბერძნ. rhis, rhinos
ცხვირი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც
სწავლობს ცხვირის ღრუსა და მის სინუსებს.
რინოპლასტიკა rhinoplastic ринопластика rhinoplastica (ბერძნ.
rhis, rhinos ცხვირი, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ცხვირის
გასწორების ან აღდგენის ოპერაცია.
რინორაგია rhinorrhagia ринорагия rhinorrhagia (ბერძნ.rhis, rhinos
ცხვირი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლდენა ცხვირიდან.
რინორეა rhinorrhoea ринорея rhinorrhoea (ბერძნ. rhis, rhinos
ცხვირი, rheo მოვედინები) - ცხვირის ლორწოვანი გარსის
ექსუდატის ჭარბი გამოყოფა.
რინოსპორიდიოზი rhinosporidiosis риноспоридиоз
rhinosporidiosis (ბერძნ.rhis, rhinos ცხვირი, spora მარცვალი, თესლი,
osis მდგომარეობა) - ცხვირის, ხორხის, თვალების და სასქესო
ორგანოების ინფექციური დაავადება (ღრმა მიკოზი), რომლის
გამომწვევია სოკო - Rhinosporidium seeberi. დაავადება ხასიათდება
უმცირესი ზომის პოლიპების წარმოქმნით. ხშირად გვხვდება
აზიის ქვეყნებში.
რინოფიმა rhinophyma ринофима rhinophyma (ბერძნ. rhis, rhinos
ცხვირი, phyma კორძი, სიმსივნე) - ცხვირის ქრონიკული
დაავადება, რომელიც უფრო ხშირად უვითარდებათ მამაკაცებს.
რინოფიმა ჩვეულებრივ, მიუთითებს ადამიანში ვარდისფერი
ფერისმჭამელების არსებობაზე, ვიდრე ალკოჰოლის ჭარბ
მოხმარებაზე.
რისკ-ფაქტორი - იხ. ფაქტორი რისკის.
რიფამიცინი rifampin (rifampicin) рифампицин rifampicin - იგივე
რიფამპიცინი. პროდუცენტია აქტინომიცეტი Nocardia mediterranei.
პრეპარატის საფუძველს წარმოადგენს რთული სტრუქტურის
მქონე მსხვილი მოლეკულა. მოქმედების ტიპი ბაქტერიციდულია,
ხოლო მოქმედების სპექტრი ფართო (მათ რიცხვში უჯრედშიდა
პარაზიტებია; ძალზე ეფექტურია მიკობაქტერიების
წინააღმდეგაც). ამჟამად იყენებენ მხოლოდ ტუბერკულოზის
სამკურნალოდ.
რიშტა guinea worm ришта Dracunculus medinensis - Dracunculidae-
ს ოჯახის Spirurida-ს რიგის პარაზიტული ნემატოდების სახეობაა.
ძლიერ დიდი ზომის ნემატოდაა. ადამიანი ავადდება წყალთან
ერთად, შუალედური მასპინძლის, ციკლოპის გადაყლაპვით.
ლარვის გადაყლაპვის მომენტიდან მდედრი ნემატოდის
მომწიფებამდე გადის 1 წელი. დაავადება გამოიხატება კანის
დაწყლულებაში. დაავადებას დრაკუნკულოზი (იხ.) ეწოდება.
რიცინი ricin рицин ricine - მეტად ძლიერი ბიოტოქსინია. შედის
სამოთხის აბუსალათინის (Ricinus communis) თესლების
შემადგენლობაში. თრგუნავს ცილების სინთეზს. შეუძლია
გამოიწვიოს გასტროენტერიტის განვითარება, სისხლის შეკავება
ღვიძლში, სიყვითლე, აგრეთვე მწვავე გულსისხლძარღვოვანი
უკმარისობა (კოლაფსი). რიცინის მცირე რაოდენობამაც კი (1 მკგ/
კგ-ზე) შეიძლება გამო იწვიოს ლეტალური შედეგი.
რნმ-ზე დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა - იხ. რევერტაზა.
რობოვირუსები roboviruses робовирусы robovirus (ინგლისური
სიტყვების rodent borne viruses-ის შემოკლებული ვარიანტი, რაც
ქართულად ნიშნავს „მღრღნელებით გადატანილ ვირუსს“) -
არატრანსმისიული დაავადებების გამომწვევი ვირუსებია,
რომლებიც ეკოლოგიურად დაკავშირებულნი არიან
მღრღნელებთან. რობოვირუსები გადანაწილებულნი არიან
Buniaviridae-ს, Arenaviridae-ს და Filoviridae-ს ოჯახებში.
რობოვირუსული ინფექციებია: ლასას ცხელება, ლიმფოციტური
ქორიომენინგიტი, ხუნინის, მაჩუპოს, გუანარიტოს, საბიას,
მარბურგის და ებოლას ჰემორაგიული ცხელებები, თირკმლის
უ გ დ ე ლ ე გ ულ ც ელე ე კ ლ
სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიული ცხელება და ე.წ.
ჰანტავირუსული სინდრომი.
როდენტიციდები rodenticides родентициды rodenticaedi (ინგლ.
rodent მღრღნელი, ლათ. caedo ვკლავ) - მღრღნელების
გასანადგურებლად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები. სინ.:
ზოოციდები, რატიციდები.
როზეოლა roseola розеола roseola (ლათ. roseus ვარდი) - პატარა
ბავშვებში გავრცელებული დაავადებაა. ძირითადი სიმპტომია
სხეულის მაღალი ტემპერატურა, რასაც თან ახლავს
მაკულოპაპულური ვარდისფერი გამონაყარი. ამ დაავადების
ეტიოლოგიური აგენტია ადამიანის ჰერპესვირუსი 6.
როტავირუსები rotaviruses ротавирусы rotavirus (ლათ. rota
ბორბალი) - რეოვირუსების ოჯახის ერთ-ერთი გვარია. პირველად
აღმოაჩინეს 1973 წელს მწვავე გასტროენტერიტით შეპყრობილი
ბავშვების თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელურ
უჯრედებში. ჯანმო-ს მონაცემებით, როტავირუსული
გასტროენტერიტისაგან ყოველწლიურად იღუპება 1-3 მილიონი
ბავშვი. ვირუსებს გააჩნიათ ბორბლის ფორმა, გარემოცულნი არიან
გარეთა და შიგნითა კაფსიდით, რომლის შიგნით
ლოკალიზებულია ორჯაჭვიანი ფრაგმენტირებული რნმ.
ახასიათებთ მაღალი მდგრადობა გარემოს ფიზიკური და ქიმიური
ფაქტორებისადმი. პროფილაქტიკისათვის იყენებენ ბავშვების
იმუნიზაციას ინაქტივირებული ვაქცინებით.
როფეოციტოზი ropheocytosis рофеоцитоз ropheocytosis (ბერძნ.
ropheo ვწოვ, ვისრუტავ, kytos უჯრედი) - უჯრედის მიერ, უმცირეს
ვაკუოლებში სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და
მიკრომოლეკულების შთანთქმა გარემოდან. პინოციტოზისაგან ეს
პროცესი განსხვავდება სუბმიკროსკოპული მასშტაბებით და
შთანთქმული ნაწილაკების უფრო მაღალი სიმკვრივით. ტერმინს
იყენებენ ვირუსების უჯრედში შეჭრის პროცესის აღსანიშნავადაც.
რუბეოლა (ლათ. ruber წითელი) - იხ. წითურა.
რუბივირუსები rubiviruses рубивирусы rubivirus (ლათ. ruber
წითელი, ჟოლოსფერი) - რნმ-ს შემცველი ვირუსების გვარია,
რომელიც შედის ტოგავირუსების ოჯახში. რუბივირუსებს
ეკუთვნის ადამიანისათვის პათოგენური წითურას ვირუსი (rubela
- Rubella virus).
რუდიმენტი rudiment рудимент rudimentum (ლათ. rudimentum
ჩანასახი, საწყისი) - ორგანო, რომელსაც ორგანიზმის ისტორიული
განვითარების პროცესში დაკარგული აქვს პირვანდელი
მნიშვნელობა და არსებობს მხოლოდ განუვითარებელი ფორმის
სახით. აღნიშნული ტერმინი გამოიყენება იმ ორგანოების მიმართ,
რომელთა ფუნქცია და სტრუქტურა მნიშვნელოვნად იქნა
გამარტივებული ევოლუციური განვითარების პროცესში.
რუპია rupia рупия rupia (ლათ. rupes კლდე, ბერძნ. rhypos ჭუჭყი)
- ქერცლოვანი გამონაყარი სიფილისის დროს.
რუპტურა ruptura руптура ruptura (ლათ. ruptum ვწყვეტ, ვგლეჯ,
ვარღვევ) - ქსოვილის მთლიანობის დარღვევა რაიმე მიზეზის
გამო. მაგ., საშვილოსნოს, გულის კედლის გაგლეჯა.
რუხი ნივთიერება grey matter серое вещество substantia grisea -
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული მუქი რუხი ფერის
ქსოვილი. ძირითადად შედგება ნეირონების სხეულებისაგან,
დატოტვილი დენდრიტებისა და გლიური უჯრედებისაგან. თავის
ტვინში რუხი ნივთიერება წარმოქმნის თავის ტვინის ქერქს
(ტვინის ღეროს უმეტეს ნაწილს) და ნათხემის გარეგან შრეს.
ზურგის ტვინში რუხი ნივთიერება გარედან გარემოცულია თეთრი
ნივთიერებით (იხ.).
რქოვანა cornea роговица cornea (ლათ. corneus რქოვანა; cornu
რქა) - თვალის კაკლის ფიბროზული გარსის წინა ნაწილი. არ
შეიცავს სისხლ-ძარღვებს. რქოვანადან სინათლის სხივი ეცემა
ბროლს, შემდეგ კი ფოკუსირდება ბადურაზე.
რძიანა - იხ. სოორი.
რძის ფაქტორი - იხ. ვირუსი ბიტნერის.
რწყილები flea блохи Aphaniptera - ფეხსახსრიანთა ტიპის,
მწერების კლასის, რწყილების რიგის წარმომადგენელია.
ადამიანთა და ცხოველთა პარაზიტებია. აქვთ მჩხვლეტავმწუწნავი
ტიპის აპარატი. ცნობილია ადამიანის, ძაღლის და ვირთაგვის
რწყილები. უკანასკნელი შავი ჭირის ბაქტერიის გადამტანია
მღრღნელებიდან ადამიანზე.
R-კოლონიები R-colonies R-колонии R-coloni (ინგლ. rough
ხორკლიანი) - მყარ საკვებ ნიადაგზე წარმოქმნილი ბაქტერიების
კოლონიების ტიპი (ხორკლიანი).
R-პლაზმიდა - იხ. R-ფაქტორი.
ლ დ ფ ქტ
R-ფაქტორი R-factor R-фактор R-factor (ლათ. resisto
წინააღმდეგობის გაწევა, ლათ. factor მწარმოებელი) - იგივე
რეზისტენტობის ფაქტორი. პლაზმიდა, რომელიც აკონტროლებს
ბაქტერიების მდგრადობას ანტიბიოტიკებისადმი და სხვა
ანტიბაქტერიული პრეპარატებისადმი (პენიცილინები,
ამინოგლიკოზიდები, ქლორ-ამფენიკოლი, ერითრომიცინი,
ტეტრაციკლინები, სულფანილამიდური პრეპარატები და სხვ.).
პლაზმიდური მდგრადობის მექანიზმი მდგომარეობს
ფერმენტების (მაგ., ბეტალაქტამაზების) სინთეზის კონტროლში,
რომლებიც შლიან ანტიბიოტიკებს არააქტიურ პროდუქტებად
ანდა თრგუნავენ ანტიბიოტიკების (მაგ., ტეტრაციკლინების)
გადატანის პროცესს უჯრედული მემბრანების გავლით.
სამედიცინო ლექსიკონი


სააფთიაქო გვირილა chamomile ромашка аптечная Matricaria
chamomilla L. - ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს
ეთერზეთს, ფლავონოიდებს, ნიკოტინის, ასკორბინის,
იზოვალერიანის, სალიცილის და სხვ. მჟავებს, კაროტინს, ქოლინს
და ა.შ. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სისხლის დენის
შემაჩერებელი, ანტისეფტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, სე
დატიური და სხვ. თვისებები. გამოიყენება გასტრიტების,
ენტერიტების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, შარდის
ბუშტის დაავადებების და სხვ. პათოლოგიების შემთხვევაში.
საბუროს ნიადაგი Saburo medium среда Сабуро media Saburo -
სოკოებისათვის განკუთვნილი საკვები ნიადაგების ჯგუფი,
რომელიც პირველად შეიმუშავა იაპონელმა საბურომ. ე.წ.სასინჯი
ნიადაგი შედგება 2%-იანი აგარის გელისაგან, 1%-იანი
პეპტონისაგან, 4%-იანი მალტოზისაგან. სოკოების შესანახად
იყენებენ საბუროს ე.წ. შესანახ ნიადაგს, სასინჯი ნიადაგისაგან
განსხვავებით, ნახშირწყლის გარეშე. საბუროს ბულიონი შეიცავს
იმავე კომპონენტებს, აგარის გარდა.
საგიტალური sagittal сагиттальный sagittalis (ლათ. sagitta ისარი) -
წარმოსახვითი (წარმოდგენითი) სიბრტყე, რომელიც გაივლის
ვერტიკალურად სხეულის შუა ხასზე, წინაუკანა მიმართულებით
და სხეულს ყოფს მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად.
სადიზმი sadism садизм sadismus (ლათ. sadismus ფრანგი
მწერლის, მარკიზ დე სადის გვარის მიხედვით, რომელმაც
პირველმა აღწერა ასეთი ტიპის სქესობრივი გაუკუღმართება) -
გამოიხატება მისწრაფებით, რათა ტკივილი მიაყენოს პარტნიორს.
სხვისი წვალებით, ტანჯვით მიღებული სიამოვნება.
სადინარი duct проток ductus - ჯირკვლებით სეკრეტირებული
სითხის გამომტანი მილოვანი სტრუქტურა ან არხი (მაგ.,
თესლგამომტანი სადინარი - ductus deferens).
სადიფერენციაციო მარკერები differentiation markers
дифференциальные маркеры markeri differentiatio (ლათ. differentia
განსხვავება, ფრანგ. marqeuer მონიშვნა) - მორფოლოგიური,
იმუნოლოგიური, ბიოქიმიური და სხვ. სპეციფიკური ნიშნები,
რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია უჯრედების ან
ქსოვილის ვერიფიკაცია (იხ.).
საერთო მიკრობული დასენიანება - იხ. მიკრობული
დასენიანება.
საზამთრო water-melon арбуз Citrullus vulgaris - ერთწლიანი
ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის
და ფოლიუმის მჟავებს, შაქრებს, ფრუქტოზას, რკინას და
უჯრედისის დიდ რაოდენობას. იყენებენ როგორც ძლიერ
შარდმდენ და სიცხის დამწევ საშუალებას. დადებით გავლენას
ახდენს დიაბეტიან და ანემიურ ავადმყოფებზე. უჯრედისის დიდი
რაოდენობა ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს
უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობის
გამოდევნას. ქერქს იყე ნებენ როგორც დიურეზულ საშუალებას.
საზარდულის ლიმფოგრანულომა lymphogranuloma of groin
лимфогранулема паховая lymphogranuloma inguinalis (ლათ. lympha
ანკარა წყალი, granulum მარცვალი, oma სიმსივნე, osis
მდგომარეობა) - ქლამიდიებით გამოწვეული ვენერული
დაავადება. ხასიათდება სასქესო ორგანოებზე უმტკივნეულო
ეროზიის ან მცირე ზომის წყლულის გაჩენით, რასაც თან ახლავს
რეგიონული ლიმფადენიტის განვითარება, ლიმფური კვანძების
დესტრუქცია და სისხლმდენი წყლულების და მრავლობითი
ფისტულების წარმოქმნა.
სათესლე პარკი scrotum мошонка scrotum - მასში იმყოფება
სათესლე ჯირკვლები და მათი დანამატები. მისი ფუნქციაა
სპერმატოზოიდების ნორმალური წარმოქმნა და შენახვა: რადგანაც
სათესლე პარკი ლოკალიზებულია მუცლის ღრუს გარეთ, მასში
ტემპერატურა გაცილებით ნაკლებია, რაც სპერმატოგენეზის
ნორმალური მიმდინარეობისათვის აუცილებელი პირობაა.
სათესლე ჯირკვალი seminal gland яичкя (семенник) testis -
სათესლე პარკში მოთავსებული მამაკაცის წყვილი ორგანო,
რომელშიც გამომუშავდება სპერმა.
საინკუბაციო პერიოდი incubation period инкубационный период
periodica incubatio (ლათ. incubatio გამოჩეკა, ბერძნ. periodos
ირგვლივ სიარული) - 1. ავადმყოფობის ფარული პერიოდი -
დასნებოვნების მომენტიდან პირველი სიმპტომების
გამოვლენამდე. 2. ბაქტერიული კულტურის გაჩერება
ინკუბატორში მაქსიმალური ზრდის მისაღწევად.
საიტი site сайт locus (ინგლ. site ადგილი, უბანი) - გენის
რეკომბინაციურ რუკაზე წერტილოვანი მუტაციის
ადგილმდებარეობა. ყოველი საიტი დნმ-ს ორჯაჭვიან
მოლეკულაში შეესაბამება ნუკლეოტიდების განსაზღვრულ
წყვილს ან იმ ვირუსების ერთ ნუკლეოტიდს, რომელთა
გენეტიკური მასალა წარმოდგენილია დნმ-ს ერთი ჯაჭვით ან რნმ-
თი.
საკეისრო გაკვეთა (კვეთა) caesarotomy section кесарова сечение
sectio caesarea - ხელოვნური მშობიარობა მუცლის ღრუსა და
საშვილოსნოს გაკვეთით. აღნიშნულ სახელწოდებას უკავშირებენ
რომის იმპერატორს, იულიუს ცეზარს (კეისარს), რომელიც
თითქოსდა ასეთი ოპერაციის საშუალებით დაიბადა.
საკვერცხე ovary яичник ovaria - ქალის შერეული სეკრეციის
წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომლებშიც წარმოიქმნება და
ვითარდება კვერცხუჯრედები. საკვერცხეებში მდებარეობს
მომრგვალო ფორმის ფოლიკულები (იხ.), რომლებიც
მომწიფებისას სკდება და გამოათავისუფლებს კვერცხუჯრედებს.
გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე ჩნდება ე.წ. ყვითელი სხეული
(იხ.).
საკრალიზაცია sacralization сакрализасия sacralisatio (ლათ. os
sacrum გავის ძვალი, გავა) - ხერხემლის განვითარების ანომალია:
წელის მეხუთე მალის ნაწილობრივი ან სრული შეზრდა გავასთან
(კერძოდ, გავის პირველ მალასთან).
საკრალური sacral сакральный os sacrum (ლათ. os sacrum გავის
ძვალი, გავა) - გავის ძვლის, გავასთან დაკავშირებული.
საკრიფიკაცია sacrification сакрификация sacrificatio (ინგლ. sacrifi
ce მსხვერპლი) - 1. ექსპერიმენტული ცხოველის დაკვლა
(ევთანაზიის წესების სრული დაცვით). 2.მსხვერპლშეწირვა.
საკროდინია sacrodinia сакродиния sacrodinia (ლათ. os sacrum
გავის ძვალი, გავა, ბერძნ. odyne ტკივილი) - ტკივილები გავის
მიდამოში. განსაკუთრებით ხშირია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.
სალვარსანი salvarsane сальварсан salvarsan (ლათ. salv (are)
გადარჩენა, ბერძნ. arsen მამაკაცური, ძლიერი) - გერმანელი
პ.ერლიხის (ჰუმორული იმუნიტეტის ფუძემდებლის) მიერ
ე ლ უ ულ უ ტეტ ფუ ე დე ლ ე
გამოგონებული დარიშხანის (arsenicum) პრეპარატები 606 და 914
(ნეოსალვარსანი), რითაც იგი ცდილობდა სიფილისის
განკურნებას. გამოიყენებოდა აგრეთვე მალარიის, შებრუნებითი
ტიფის და ზოგიერთი სხვა დაავადების სამკურნალოდ.
სალივაცია salivation саливация salivatio (ლათ. saliva ნერწყვი) -
ნერწყვის დენა. სინ.: სიალორეა (იხ.).
სალმონელოზი salmonellosis сальмонеллез salmonellosis -
სალმონელებით (ენტერობაქტერიების ერთერთი გვარია)
ინფიცირებული საკვების მიღებით წარმოქმნილი მწვავე
ინფექციური დაავადება (იხ. მუცლის ტიფი), რაც ვლინდება მწვავე
გასტრიტის, გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის
სახით. გამოირჩევა ხანგრძლივი ბაქტერიამტარებლობით.
დაავადებას და მის გამომწვევ ბაქტერიებს სახელი დაერქვათ
ამერიკელი პათოლოგის დ.სალმონის საპატივცემულოდ.
სალპინგექტომია salpingectomy сальпингэктоьия salpingectomia
(ბერძნ. salpinx, salpingos მილი, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) -
ფალოპის მილის ქირურგიული ამოკვეთა ანთებითი ან
სიმსივნური პროცესით მისი დაზიანების გამო. ამავე დროს ორივე
მილის ამოკვეთა კონტრაცეფციის ყველაზე უფრო ეფექტური
მეთოდია: მომწიფებული კვერცხუჯრედები საკვერცხიდან
საშვილოსნოში ვეღარ ხვდება.
სალპინგიტი salpingitis сальпингит salpingitis (ბერძნ. salpinx,
სალპინგოს მილი, itis ანთება) - საშვილოსნოს მილების (ფალოპის
მილების) ანთება. მკურნალობისათვის იყენებენ
ანტიბიოტიკოთერაპიას. აუცილებლობის შემთხვევაში, ტარდება
დაავადებული მილის ქირურგიული ამოკვეთა.
სალპინგოოფორიტი salpingoophoritis сальпингоофорит
salpingoophoritis (ბერძნ. salpinx, salpingos მილი, oophoron
საკვერცხე, itis ანთება) - ფალოპის მილისა და საკვერცხის
ერთდროული ანთება.
სალპინგოსტომია salpingostomy сальпингостомия salpingostomia
(ბერძნ. salpinx, salpingos მილი, stoma პირი, ხვრელი) -
ობტურირებული (დახშული) ფალოპის მილების გამტარებლობის
აღდგენა ქირურგიული გზით. ამ მიზნის მისაღწევად ამოკვეთენ
დარღვეული გამტარებლობის მქონე მილის უბანს, რის შემდეგაც
აღადგენენ მილის მთლიანობას ჯანმრთელი უბნების საზღვრებში.
ღ დგე ე ლ ლ ჯ ელ უ ე ღვ ე
სამედიცინო გენეტიკა medical genetic медицинская генетика
genetica medicinalis (ბერძნ. genesis წარმოშობა) - გენეტიკის დარგი,
რომელიც ადამიანის ინდივიდუალური განვითარების
(ონტოგენეზის) პერიოდში სწავლობს მემკვიდრულად
განპირობებულ მორფოლოგიური და ფუნქციური დარღვევების
საკითხებს, დამემკვიდრების, ფენოტიპური რეალიზაციის და
გავრცელების კანონზომიერებებს, აგრეთვე მემკვიდრული
დაავადებების პროფილაქტიკისა და თერაპიის მეთოდებს.
სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაციები medical-genetical
consultations медицинско-генетические консультации consultatio
medico-geneticales (ბერძნ. genesis წარმოშობა, ლათ. consultatio
მოთათბირება) - სამედიცინო დახმარების ფორმა, რაც ეყრდნობა
სამედიცინო გენეტიკისა და ადამიანის გენეტიკის წარმატებებს.
აღრიცხავს მემკვიდრული დაავადებებით შეპყრობილ პირებს,
ავადმყოფებსა და მათ ოჯახებზე ატარებს დისპანსერულ
დაკვირვებას, იძლევა გენეტიკური ხასიათის რჩევა-დარიგებებს
და ადგენს ავადმყოფი ბავშვის გაჩენის რისკის ხარისხს. ბოლო
ხანებში ფართოდ დაინერგა პრენატალური დიაგნოსტიკა,
ულტრაბგერითი სკანირების მეთოდი და სხვ.
სამედიცინო გეოგრაფია medical geography медицинская
география geographia medicinalis (ბერძნ. ge დედამიწა, grapho ვწერ)
- მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბუნებრივ და სოციალურ-
ეკონომიკურ ფაქტორებს და გეოგრაფიული გარემოს პირობებს,
რაც ვლინდება მოსახლეობაზე დადებითი ან უარყოფითი
ეფექტებით. მეცნიერების ეს დარგი იკვლევს აგრეთვე ადამიანის
დაავადებათა გავრცელების კანონზომიერებებს.
სამედიცინო წურბელა medicinal leech медицинская пиявка
Hirudo medicinalis - მიეკუთვნება რგოლოვანი ჭიების ტიპს.
მტკნარი წყალსატევების ცხოველია. იკვებება მსხვილი
ძუძუმწოვრების სისხლით. მის ნერწყვში არის განსაკუთრებული
ცილოვანი ნივთიერება - ჰირუდინი (იხ.) ანუ ჰემოფილინი,
რომელიც აბრკოლებს სისხლის შედედებას. სამედიცინო წურბელა
გამოიყენება ჰიპერტონიების, პრეინსულტური მდგომარეობების,
თრომბოფლებიტების და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების
შემთხვევაში.
სამკურნალო მცენარეები medicinal plants лечебные растения
plantae medicinalis - იხ. ფიტოთერაპია.
სამკურნალო ტუხტი marsh mallow алтей лекарственный Althaea
offi cinalis - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს
ლორწოვან ნივთიერებებს, პოლისაქარიდებს, სახამებელს,
პექტინს, კაროტინს, ცხიმოვან მჟავებს და სხვ. ააქტიურებს
ქსოვილების რეგენერაციას, თრგუნავს ანთებით პროცესებს და ა.შ.
სანატორიუმი sanatorium санаторий sanatoria (ლათ. sano
განვკურნავ) - სამკურნალო-პროფილაქტიკური და წესებულება,
სადაც ბუნებრივი საშუალებებით (ჰავა, მინერალური წყალი,
სამკურნალო ტალახი და სხვ.) ჩატარებული მკურნალობა
შეხამებულია დასვენებასთან.
სანაყოფო სითხე - იხ. ამნიონი.
სანაცია sanation саиация sanatio (ლათ. sanatio განკურნება) -
განკურნება, გაჯანსაღება. სამკურნალო ღონისძიებანი სხვადასხვა
ორგანოების გასაჯანსაღებლად.
სანგვინიკი sanguine сангвиник sanguinicus (ლათ. sanguis სისხლი)
- ზედმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც
გარეგნულად მკვეთრად, ღიად გამოხატავს თავის ემოციებს.
სანერწყვე ჯირკვლები salivary glands слюнные железы glandula
salivares - სხვადასხვა ზომების, აგებულების და ლოკალიზაციის
ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ ნერწყვს. განასხვავებენ
მცირე და დიდ სანერწყვე ჯირკვლებს.
სანიტარია sanitation санитария sanitaria (ლათ. sanitas
ჯანმრთელობა) - სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის
დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა.
სანიტარული ზედამხედველობა sanitary inspection санитарный
надзор inspectio sanitaria (ლათ. sanitas ჯანმრთელობა) - მუდმივი
კონტროლის სისტემა დაწესებულებების, წარმოებების, ცალკეული
პიროვნებების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების
შესრულებაზე.
სანიტარული მიკრობიოლოგია sanitary microbiology санитарня
микробиология microbiologia sanitaria (ლათ. sanitas ჯანმრთელობა,
ბერძნ. mikros პატარა, მცირე, bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) -
სამედიცინო მიკრობიოლოგიის დარგია, რომელიც სწავლობს
ადამიანისათვის მავნე მიკროორგანიზმებს. აღნიშნული დარგის
დ ვ ვ ე კ გ ე ღ ულ დ გ
მეშვეობით ხდება ჰიგიენური ნორმირების მიკრობიოლოგიური
მახასიათებლების და გარემოს ობიექტების გაუსენიანების
ეფექტურობაზე მეთოდების შემუშავება, აგრეთვე სხვადასხვა
ობიექტებში პათოგენური და პირობით-პათოგენური
მიკროორგანიზ მების გამოვლენა.
საოფლე ჯირკვლები sweet glands потовые железы glandula
sudoriferae - კანის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ოფლს.
ემსახურება თერმორეგულაციას და ნივთიერებათა გამოყოფას
ორგანიზმიდან.
საპრემია sapraemia сапремия sapraemia (ბერძნ. sapros დამპალი,
ხრწნადი, haima სისხლი) - სისხლის ინტოქსიკაცია, ჩირქიანობა,
რაც განპირობებულია ხრწნის პროდუქტებით. ჩვეულებრივ,
ვითარდება ჭრილობისმიერი ინფექციების შედეგად.
საპრონოზები sapronoses сапронозы sapronosos (ბერძნ. sapros
დამპალი, ხრწნადი, nosos ავადმყოფობა) - საპრობული
ორგანიზმებით (რედუცენტებით) გამოწვეული დაავადებები (მაგ.,
ე.წ. ლეგიონელების ავადმყოფობა და ა.შ.).
საპროფაგები saprophages сапрофаги saprophagi (ბერძნ. sapros
დამპალი, ხრწნადი, phagos ვშთანთქავ) - სხვა ცოცხალი
ორგანიზმების ნარჩენებით მკვებავი ორგანიზმები (მათ შორის
მიკროორგანიზმები). ისინი უმეტეს შემთხვევაში სანიტრის
ფუნქციას ასრულებენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს
სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მექანიკური გადამტანი ან
ადამიანის ჰელმინთოზების გამომწვევების მასპინძელი.
საპროფიტები saprophytes сапрофиты saprophyti (ბერძნ. sapros
დამპალი, ხრწნადი, phyton მცენარე) - იგივე საპროტროფები.
მიკროორგანიზმები და მცენარეები, რომლებიც იკვევებიან
დაღუპული ორგანიზმების ხრწნადი ორგანული ნივთიერებებითა
და ცხოველების გამონაყოფებით. ზოგიერთი საპროფიტი
ადამიანის პირობით-პათოგენური ფლორის წარმომადგენელია.
სარეაბილიტაციო მედიცინა rehabilitation medicine
реабилитационная медицина medicina rehabilitatio (ლათ.
rehabilitatio რეაბილიტაცია, medicina მედიცინა, მეცნიერება
მკურნალობის შესახებ) - გადატანილი ავადმყოფობის შემდგომი
ღონისძიებების კომპლექსი, რაც მოწოდებულია პაციენტის
პირვანდელი (ჯანმრთელი) მდგომარეობის აღსადგენად.
ვ დელ ჯ ელ დგ ე ღ დგე დ
სარკოდინები sarcodines саркодины sarcodina - იგივე
ფესვფეხიანები. უმარტივესების ტიპის ერთ-ერთი კლასი. ამ
კლასის წარმომადგენლებს გააჩნიათ ფსევდოპოდიები
(ცრუფეხები), რომლებიც მოძრაობის და საკვების მიტაცების
ორგანელებია. უმეტესობა თავისუფლად მცხოვრები
ორგანიზმებია, თუმცა მათ შორის არიან პარაზიტებიც (მაგ.,
დიზენტერიული ამება (Entamoeba histolytica), რომელიც
პარაზიტობს ადამიანის მსხვილ ნაწლავში და იწვევს ამებურ
დიზენტერიას. მის მიერ გამოწვეულ დაავადებას ამებიაზი (იხ.)
ეწოდება.
სარკომა sarcoma саркома sarcoma (ბერძნ. sarx ხორცი, oma
სიმსივნე) - შემაერთებელქსოვილოვანი (მეზენქიმური)
ავთვისებიანი სიმსივნე. ხშირად ვითარდება კეთილთვისებიანი
სიმსივნეებისაგან.
სარკომა იუინგის Ewing's sarcoma саркома юнга sarcoma Ewingi
(ბერძნ. sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ბავშვებსა და მოზარდებში
განვითარებული ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
ოსტეოსარკომისაგან განსხვავებით, ჩვეულებრივ აზიანებს
ბარძაყის ძვალს, თუმცა ხშირად ვრცელდება სხვა ძვლებსა და
ფილტვებში. სიმსივნე ძალზე მგრძნობიარეა სხივური
თერაპიისადმი.
სარკომა კაპოშის Kaposi's sarcoma саркома капоши sarcoma Kaposi
(ბერძნ. sarx ხორცი, oma სიმსივნე) - პირველად აღწერა უნგრელმა
მეცნიერმა, დერმატოლოგმა მ.კონმა ქალაქ კაპოშვარიდან. მ.კონი
ცნობილია როგორც მ.კაპოში. ეს სარკომა ყველა სიმსივნის
მხოლოდ 0,02%-ს შეადგენდა, შიდსთან დაკავშირებით კი მისმა
სიხშირემ საგრძნობლად (4%-მდე) მოიმატა. ზიანდება არა მარტო
კანი და კანქვეშა შრეები, არამედ პრაქტიკულად ყველა შინაგანი
ორგანო. სიმსივნის უჯრედულ სუბსტრატს წარმოადგენს
თითისტარისებრი უჯრედები, რომლებიც ფაგოციტურ აქტივობას
ამჟღავნებენ.
სარკომატოზი sarcomatosis саркоматоз sarcomatosis (ბერძნ. sarx
ხორცი, oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) - სარკომის მრავლობითი
მეტასტაზების გავრცელება სხვადასხვა ორგანოში. პროგნოზი
უაღრესად არაკეთილსაიმედოა.
სარტყლისებრი ჰერპესი herpes - zoster опясывающий лишай
herpes - zoster - ადამიანის მწვავე ან ქრონიკული დაავადება,
რომელიც ხასიათდება ცხელებით, ძლიერი სარტყლისებრი
ტკივილებით და ჰერპესული ტიპის გამონაყარით ნეკნთაშორისი
ნერვების გასწვრივ. გამომწვევია ალფაჰერპესვირუსების
ქვეოჯახის წარმომადგენელი ვირუსი. დაავადება უვითარდებათ
ჩუტყვავილათი ნაავადმყოფარ პირებს, ანუ წარმოადგენს ამ
უკანასკნელის გვიან რეციდივს. სინ.: სარტყლისებრი ლიქენი.
სარცინები sarcinas сарцины sarcinae (ლათ. sarcina ფუთა, პაკეტი)
- საპროფიტული ბაქტერიები, რომლებიც განლაგებულია
კუბურად, სამ სიბრტყეში. იყოფიან 3 ურთიერთპერპენდიკულურ
სივრცეში და ქმნიან 8, 16, 32 და მეტ ინდივიდს. განსაკუთრებით
ხშირად ბინადრობენ ჰაერში, აგრეთვე ნიადაგში, ადამიანის და
სხვა ცხოველების კუჭ-ნაწლავში. მათ შორის არიან პირობით-
პათოგენური მიკრობებიც.
სასულე - იხ. ტრაქეა.
სასქესო ნიშნები sexual signs половые признаки symptoma sexualis
- მორფო-ფუნქციური ნიშნები, რომლებიც განსაზღვრავენ
ორგანიზმის სქესს. განასხვავებენ პირველად და მეორად (იხ.)
სასქესო ნიშნებს.
სასქესო ჰორმონები sexual hormones половые гормоны hormoni
sexualis (ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - სასქესო
ჯირკვლებში, თირკმელზედა ჯირკვალში და პლაცენტაში
გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები,
რომლებიც ასტიმულირებენ და არეგულირებენ სქესობრივ
დიფერენცირებას ადრეულ ემბრიონულ პერიოდში, პირველადი
და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას, სასქესო ორგანოების
ფუნქციონირებას, სპეციფიკური ქცევითი რეაქციების ფორმირებას
და ა.შ. განასხვავებენ ანდროგენებს, ესტროგენებს და გესტაგენებს
ანუ ყვითელი სხეულის (იხ.) ჰორმონებს.
სატაცური asparagus спаржа Asparagus (Asparagus offi cinalis) -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ნახშირწყლებს,
ეთერის ზეთს, კაროტინს, ასპარაგინს, სტეროიდულ საპონინებს,
ასკორბინის მჟავას. ძირითადად იყენებენ როგორც შარდმდენ,
სიცხის დამწევ, მატონიზებელ, სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის
მონელების გასაუმჯობესებელ საშუალებას. იწვევს აგრეთვე
ელე გ უ ჯ ე ე ელ უ ლე წვევ გ ე ვე
არტერიული წნევის დაქვეითებას, სისხლძარღვების გაფართოებას,
დიურეზის გაძლიერებას, ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესებას
და სხვ.
სატელიზმი satelism сателизм satelismus (ლათ. satelles
თანამგზავრი) - 1. აღნიშნავს ჰემოფილური ბაქტერიების
სტიმულაციას, ამ უკანასკნელთა კოლონიის ახლოს ეწ. V-
ფაქტორის (იხ.) მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების
დათესვის საშუალებით. 2. მიკროორგანიზმების ერთ-ერთი
სახეობის ზრდის და ფიზიოლოგიური თვისებების გაძლიერება
მეორე სახეობის გავლენით.
სატელიტი satellite спутник satelles (ლათ. satelles თანამგზავრი) -
ქრომოსომა, რომელსაც გარდა პირველადი გადატიხვრისა, გააჩნია
მეორადი გადატიხვრაც, რაც ქრომოსომის ძირითადი სხეულიდან
აცალკევებს მცირე ზომის მონაკვეთს, რომელსაც სატელიტი
(თანამგზავრი) ეწოდება. ეს უკანასკნელი ქრომოსომას უერთდება
წვრილი ძაფით.
სატირიაზი satyriasis сатириаз satyriasis (ბერძნულ მითოლოგიაში
- ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს მხლებელი
ავხორცი არსება, სატიროსი) - მამაკაცის ჭარბი სქესობრივი
მოთხოვნილება.
სატურნიზმი plumbism сатурнизм plumbismus (ლათ. saturnus
სატურნი, ალქიმიური ტერმინოლოგიით აღნიშნავს ტყვიას) -
ტყვიით ან ტყვიის მარილებით მწვავე ან ქრონიკული მოწამვლა,
რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება. ახასიათებს საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის მძიმე დაზიანება, ანემია, ნერვული
სისტემის მოქმედების დარღვევა და სხვ. სინ.: პლუმბიზმი (იხ.).
საფიზმი saphism сафизм saphismus (საფო, ბერძენი პოეტი ქალი
კუნძულ ლესბოსიდან) - დედათმავლობა, ლესბოსელობა, ქალთა
ურთიერთსქესობრივი ლტოლვა.
საფუარები yeast дрожжи saccharomyces - სოკოების ჯგუფი,
რომელთაც ახასიათებთ დაკვირტვა და და-ყოფა. ცნობილია
საფუარების 500-მდე სახეობა, რომლებიც მიეკუთვნებიან 3 კლასს -
ასკომიცეტებს, ბაზიდიომიცეტებს და დეიტერომიცეტებს.
საფუარების ერთი ნაწილი (Candida-ს, Cryptococcus-ის და
Pityrosporum-ის გვარის საფუარები) პათოგენურია და იწვევს
ადამიანის დაავადებებს. საფუარები ფართოდ გამოიყენება
დ დ ვ დე ე ფუ ე ფ დ გ ყე ე
მეცნიერებაში როგორც ეუკარიოტული უჯრედების მოდელი,
კვების მრეწველობაში (ლუდის წარმოება, მეღვინეობა და სხვ.),
აგრეთვე მიკრობიოლოგიურ წარმოებაში. საფუარების ყველაზე
უფრო ცნობილი წარმომადგენელია ლუდის საფუარი
(Saccharomyces serevisiae), რომელიც გამოიყენება პურის
წარმოებაშიც. ამავე გვარს მიეკუთვნება ღვინის საფუარი.
საქალწულო აპკი - იხ. ჰიმენი.
საქარინი saccharine сахарин saccharinum - შაქრის შემცვლელი
ნივთიერება. 400-ჯერ უფრო ტკბილია შაქარზე, ამასთან
დაბალკალორიული პროდუქტია. ფართოდ იყენებენ შაქრიანი
დიაბეტით დაავადებულები, აგრეთვე დაბალკალორიულ
დიეტაზე მყოფი პირები.
საქაროზა sucrose сахароза sacharosa - ნახშირწყალი, რომლის
შემადგენლობაში შედის გლუკოზა და ფრუქტოზა. ბუნებრივ
ნახშირწყლებს შორის ყველაზე უფრო ტკბილია. საქაროზის
გაზრდილმა მოხმარებამ გამოიწვია ადამიანებში შაქრიანი
დიაბეტის, გულის დაავადებების, კარიესის და სხვ. სიხშირის
გაზრდა.
საყლაპავი მილი oesophagus (gullet) пищевод oesophagus - ხახასა
და კუჭს შორის მდებარე ცილინდრული ფორმის მილი, რომლის
სიგრძე 22-30 სმ-ია. ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომლის
ქვედა შრეში არსებული მრავალრიცხოვანი ჯირკვლების სეკრეტი
ასველებს და არბილებს საკვებს. ამ ორგანოს ზედა მესამედი
შედგება განივზოლიანი კუნთებისაგან, შუა ნაწილში იგი
თანდათანობით იცვლება გლუვი კუნთებით, ხოლო ქვედა
ნაწილში მხოლოდ გლუვი კუნთებისაგან შედგება. საყლაპავი
მილის დაავადებებს მიეკუთვნება: აქალაზია, კარცინომა, თიაქარი,
ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ეზოფაგიტი და პეპტიკური
წყლული.
საშვილოსნო - იხ. უტერუსი.
საშვილოსნოგარე ორსულობა extrauterine pregnancy внематочная
беременность graviditas extrauterina - განაყოფიერებული
კვერცხუჯრედის განვითარება საშვილოსნოს გარეთ (მუცლის
ღრუში, კვერცხსავალ გზებში და სხვ.).
საშო - იხ. ვაგინა.
სებორეა seborrhoea суборея seborrhoea (ლათ. sebum ქონი, ბერძნ.
rheo მოვედინები) - კანის დაავადება, რაც გამოიხატება ცხიმის
გამოყოფის პათოლოგიურ გაძლიერებაში. ეს მდგომარეობა ხელს
უწყობს ფერისმჭამელების განვითარებას. სებორეას შეიძლება თან
ახლდეს ეგზემა (სებორეული ეგზემა).
სეგმენტექტომია segmentectomy сегментэктомия segmentectomia
(ლათ. segmentum მონაკვეთი, ბერძნ. ektome ამოჭრა, ამოკვეთა) -
ფილტვის (ან სხვა სეგმენტირებული ორგანოს) სეგმენტის
ამოკვეთის ოპერაცია.
სეგმენტი segment сегмент segmentum (ლათ. segmentum
მონაკვეთი) - მრავალი ერთნაირი მონაკვეთიდან ერთ-ერთი.
სეგმენტებისაგან შედგება ზოგიერთი ვირუსის ნუკლეინის მჟავას
მოლეკულა, უჯრედი (სეგმენტბირთვიანი ლეიკოციტი), ანდა
ცალკეული ორგანოები (მაგ., ხერხემალი, ფილტვი).
სეგრეგაცია segregation сегрегация segregatio (ლათ. segregatio
გამოცალკევება, გამოყოფა) - ტერმინი გამოიყენება უჯრედის
სხვადასხვა ორგანოიდების დაკარგვის (ამოვარდნის)
აღსანიშნავად (მაგ., სინკარიონებიდან ანდა სიმსივნური
უჯრედებიდან ქრომოსომების გარკვეული რაოდენობის
ამოვარდნა, დაკარგვა).
სედატიური საშუალებანი sedative means седативные средства
sedativa remedia (ლათ. sedativa დამაწყნარებელი) -
დამამშვიდებელი სამკურნალო საშუალებები. ნერვული აგზნების
და ფუნქციური აქტივობის დამაქვეითებელი სამკურნალწამლო
პრეპარატების დამამშვიდებელი ზემო ქმედება ორგანიზმზე.
სედიმენტაცია sedimentation седиментация sedimentatio (ლათ.
sedimentum ნალექი) - სხვადასხვა წარმოშობის ნაწილაკების (მაგ.,
ვირუსების, ერითროციტების) დალექვა, ნალექის წარმოქმნა.
სედიმენტაცია შეიძლება ჩატარდეს სპონტანურად ანდა
ცენტრიფუგირების საშუალებით.
სეზარის დაავადება - იხ. ავადმყოფობა სეზარის.
სეკვესტრაცია sequestration секвестрация sequestratio (ლათ.
seqeuestro განზე დავდებ) - სეკვესტრის წარმოქმნა. მკვდარი
ქსოვილის გამოყოფის პროცესი საღი ქსოვილისაგან. პროცესს
ადგილი აქვს უჯრედულ დონეზეც.
სეკვესტრი sequestrum секвестр sequestrum (ლათ. seqeuestro განზე
დავდებ) - რომელიმე ქსოვილის (ჩვეულებრივ, ძვლის) მკვდარი
ნაწილი, რომელიც მოსცილდა საღ ნაწილს (მაგ., ოსტეომიელიტის
დროს).
სეკრეტი secret секрет secretum (ლათ. secretus გამონაყოფი) -
ორგანიზმის მიერ გამომუშავებული და გამოყოფილი
ფიზიოლოგიური მნიშვნელობის მქონე ნივთიერებანი (მაგ., კუჭის
წვენი, ნაღველი და სხვ.).
სეკრეცია secretion секреция secretio (ლათ. secretio გამოყოფა) -
ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებათა (ჰორმონების,
ანტისხეულების და სხვ.) გამომუშავება და გამოყოფა ჯირკვლების
(უჯრედების) მიერ.
სელენომონასები selenomonases селеномонасы selenomonas -
მოღუნული, სპირალისებრი ჩხირებია, მოძრავნი არიან,
ლოფოტრიქები, გრამუარყოფითები. გვარის ტიპური სახეობაა
შელენომონას სპუტიგენა. მკაცრი ანაერობებია. ბინადრობენ
ძუძუმწოვრების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
მაკროორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითებისას, იწვევენ
ჩირქოვანსეფ ტიკურ პროცესებს. მგრძნობიარენი არიან
ანტისეფტიკების და დეზინფექტანტების მიმართ.
სელექცია selection селексия selectio (ლათ. selectio შერჩევა,
გადარჩევა) - მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების
(მიკროორგანიზმების, ცხოველების, მცენარეების) ახალი ჯიშების,
სახეობების, შტამების შექმნის მეთოდებზე. გენეტიკის ერთ-ერთი
დარგია.
სელექციური დეკონტამინაცია selective decontamination
селективная деконтаминация decontaminatio selectica (ლათ. selectio
შერჩევა, გადარჩევა, de გამოყოფა, გამოცალკევება, contaminatio
ჩირქის მოცხება) - საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან აერობული
ბაქტერიების და სოკოების შერჩევითი განდევნა, რაც ზრდის
ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური აგენტების მიმართ.
სელექციური ნიადაგი - იხ. ელექტიური ნიადაგი.
სელი flax лен Linum (Linum usitatissimum) - ერთწლიანი
ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ცხიმოვან ზეთს, ცილას,
რეტინოლს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ლორწოს,
გლიკოზიდ ლინამარინს. იყენებენ სასუნთქი გზების ლორწოვანი
გლ კ დ ლ ყე ე ე უ ქ გ ე ლ წ ვ
გარსების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი
პროცესების დროს. თესლების ნახარშს იყენებენ საკვებით
მოწამვლისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების
გამწვავებისას და სხვ. სელის ზეთი გამოყენებულია დამწვრობების
შემთხვევაში, სხვადასხვა მალამოებისა და ემულსიების
დასამზადებლად, აგრეთვე როგორც ანტიჰელმინთური
საშუალება.
სემინარი seminar семинар seminarium (ლათ. seminarium სკოლა) -
უმაღლეს სასწავლებელში ჯგუფური მეცადინეობის ერთ-ერთი
ფორმა. მდგომარეობს ლექციაზე წაკითხული მასალის
დეტალიზაციაში.
სემინომა seminoma семинома seminoma (ლათ. semen თესლი,
ბერძნ. oma სიმსივნე) - სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი
სიმსივნე. ხშირად ვლინდება ხანდაზმულ პირებში. იძლევა
მეტასტაზებს ფილტვებში. ეფექტურია ოპერაციული ამოკვეთა
დაზიანებულ სათესლე ჯირკვალთან ერთად.
სემინურია seminuria семинурия seminuria (ლათ. semen თესლი,
ბერძნ. uron შარდი) - შარდთან ერთად სპერმატოზოიდების
გამოყოფა.
სემიოტიკა semeiography семиотика semeiographia (ბერძნ. semeion
ნიშანი) - იგივე სიმპტომატოლოგია. მოძღვრება დაავადებათა
სიმპტომების შესახებ.
სენეკავირუსი seneca valley virus сенекавирус senecavirus -
მიეკუთვნება Picornaviridae-ს ოჯახის სენეკავირუსის გვარს.
არასეგმენტირებული, სფერული ფორმის, რნმ-გენომიანი ვირუსია.
წააგავს გოლფის სათამაშო ბურთს კბილანისმაგვარი
გამონაზარდებით. მტარებლები ძროხები და ღორებია. სრულიად
უსაფრთხოა ადამიანის ინტაქტური უჯრედებისათვის, მაგრამ
აინფიცირებს სოლიდური სიმსივნეების უჯრედებს. ამ ვირუსის
მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანის ფილტვის
წვრილუჯრედოვანი კიბოს ქსოვილი და ნეიროენდოკრინული
წარმოშობის სიმსივნეები.
სენექსი senex сенекс senexus (ლათ. senex, senis მოხუცი) -
ხანდაზმული, მოხუცებული ინდივიდი, რომელიც აღარ
მრავლდება.
სენილიზმი senilism сенилизм senilismus (ლათ. senilis
მოხუცებულობისა) - ახალგაზრდა პირებში სიბერისეული
ცვლილებები, ნაადრევი გონებრივი სისუსტე.
სენსიბილიზაცია sensibilization сенсибилизация sensibilisatio
(ლათ. sensibilis მგრძნობიარე) - რაიმე გამღიზიანებლის
(ანტიგენის) მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა. ასეთი
ანტიგენები შეიძლება იყვნენ ბაქტერიები, ვირუსები, ქიმიური
ნივთიერებები, სამკურნალო საშუალებები, საწარმოო შხამები,
ბიოტოქსინები, მცენარეების მტვრის მარცვალი და სხვ.
სენსიტიზაცია sensitisation сенситизация sensitisatio (ლათ. sensus
გრძნობა) - მგრძნობელობის გაძლიერება რომელიმე კონკრეტული
გამღიზიანებლის მიმართ, შეგუების ან ოპტიმალური პირობების
შექმნის გამო. მაგ., სიბნელეში ადაპტაციისას, ადრე უხილავი
საგნების აღქმა ხდება თვალის ბადურის აქამდე უმოქმედო
ჩხირების მეშვეობით.
სენსორული ორგანოები sensory organs сенсорные органы organus
sensorius (ლათ. sentire შეგრძნება) - მაღალსპეციალიზებული
ორგანოები, რომლებიც ემსახურებიან ორგანიზმზე სხვადასხვა
გამღიზიანებლების მოქმედების აღქმას. ასეთი ორგანოებია:
მხედველობის, სმენა-წონასწორობის, ყნოსვის, შეხების,
გემოვნების და სხვ.
სერაციები serratia серрации serratia - ჩხირისმაგვარი, გრამ-
უარყოფითი, ფაკულტატურ-ანაერობული ბაქტერიების გვარი
Enterobacteriaceae-ს ოჯახიდან. სერაციებით გამოწვეული ინფექცია
მჭიდროდაა დაკავშირებული საავადმყოფოს პირობებთან,
განსაკუთრებით კი იქ ჩატარებულ ინვაზიურ პროცესებთან.
იწვევენ როგორც საშარდე ტრაქტის ინფექციებს, ასევე პნევმონიებს
და ტოქსიკოინფექციებს.
სეროდიაგნოსტიკა serodiagnostic серодиагностика serodiagnostica
(ლათ. serum შრატი, ბერძნ. diagnostikos გამომცნობი) - დიაგნოზის
დადგენა სისხლის შრატის თვისებების მიხედვით (მაგ., ვასერმანის
რეაქცია).
სეროზიტი serositis серозит serositis (ლათ. serum შრატი, itis
ანთება) - სეროზული გარსის ანთება (მაგ., პლევრის).
სეროზული serosal серозный serosus (ლათ. serum შრატი) - რაც
დაკავშირებულია სხეულის შინაგანი ღრუების (მუცლის ღრუ,
დ კ ვ ე ულ ეულ გ ღ უე უცლ ღ უ
პლევრა) აპკებთან ან მათ მიერ სითხის გამოყოფასთან. სეროზული
გარსი, სეროზული სითხე.
სეროთერაპია serotherapy серотерапия serotherapia (ლათ. serum
შრატი, ბერძნ. therapeia მკურნალობა) - შრატების პარენტერული
შეყვანით პასიური იმუნიტეტის შექმნა ან დაავადების
მკურნალობა. სხვადასხვა არასასურველი რეაქციების თავიდან
ასაცილებლად (მაგ., ცხენის ანტი-შრატის გამოყენების
შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს
ჰიპერმგრძნობელობა ცხენის პროტეინის მიმართ), ამჟამად
იყენებენ ადამიანის შრატებს.
სეროლოგია serology серология serologia (ლათ. serum შრატი,
ბერძნ. logos მოძღვრება) - სისხლის შრატის ფიზიკური, ქიმიური
და ბიოლოგიური თვისებების შემსწავლელი მეცნიერება.
სერონეგატიური seronegative серонегативный seronegativus (ლათ.
serum შრატი, negativus უარყოფითი) - შემთხვევა, როდესაც
ავადმყოფის სისხლში არ ვლინდება შესაბამისი ანტისხეულები.
სეროპოზიტიური seropositive серопозитивный seropositivus
(ლათ. serum შრატი, positivus დადებითი) - შემთხვევა, როდესაც
ავადმყოფის სისხლში ვლინდება შესაბამისი ანტისხეულები.
სეროპროფილაქტიკა seroprophylaxis серопрофилактика
seroprophylaxis (ლათ. serum შრატი, ბერძნ. prophylaktikos ვიცილებ,
ვუფთხილდები) - შრატის პროფილაქტიკური მიზნით შეყვანა
ორგანიზმში.
სეროპურულენტული seropurulental серопурулентный
seropurulentus (ლათ. serum შრატი, pus ჩირქი) - სეროზულ-
ჩირქოვანი. სისხლის შრატისა და ჩირქის შემცველი.
სეროტაქსონომია serotaxonomy серотаксономия serotaxonomia
(ლათ. serum შრატი, ბერძნ. taxis განლაგება რიგში, nomos კანონი) -
მიკროორგანიზმების ტაქსონომიის ეს მეთოდი დამყარებულია
სადიაგნოზო ანტიშრატებით შესაბამისი ანტიგენების
განსაზღვრაზე მიკრობულ უჯრედში.
სეროტონინი serotonin серотинин serotininum (ლათ. serum
შრატი) - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა ბიოგენური
ამინების ჯგუფიდან. შედის ყველა ქსოვილის, უმთავრესად
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ცენტრალური ნერვული
სისტემის შემადგენლობაში, აგრეთვე თრომბოციტებში. ასრულებს
ტე ე დგე ლ გ ე ვე ც ტე ულე
მედიატორის როლს ზოგიერთ სინაფსში და ზოგიერთი
ალერგიული რეაქციის განვითარებაში.
სეროჰეპატიტი serohepatitis серогепатит serohepatitis (ლათ. serum
შრატი, ბერძნ. hepar ღვიძლი, itis ანთება) - ჰეპატიტი, რომლის
დროსაც დასნებოვნება ხდება პარენტერული გზით (სისხლის
გადასხმისას, შრატის შეყვანისას ან არასაკმარისად
გასტერილებული საინექციო საშუალების გამოყენებისას).
სეროჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი დაახლ. 150 დღეს
შეადგენს. სინ.: ინოკულაციური სიყვითლე.
სეფსისი sepsis сефсис sepsis (ლათ. sepsis ლპობა, ხრწნა) -
პათოგენური (ჩირქმბადი) მიკროორგანიზმებისა და მათი
ტოქსინების სისხლში ცირკულაციით განპირობებული საერთო
დასენიანება.
სეფტიკოპიემია septicopyemia септикопиемия septicopyaemia
(ბერძნ. sepsis ლპობა, ხრწნა, pyon ჩირქი, haima სისხლი) - სეფსისის
ფორმა, როდესაც ორგანიზმის ინტოქსიკაციის მოვლენებთან
ერთად სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში ადგილი აქვს
მეტასტაზური (იხ. მეტასტაზი) აბსცესების წარმოქმნას.
სეფტიცემია septicemia септицемия septicaemia (ბერძნ. sepsis
ლპობა, ხრწნა, haima სისხლი) - სეფსისის ფორმა, განპირობებული
მიკროორგანიზმების ან მათი ტოქსინების ზემოქმედებით.
ანთების პირველადი კერიდან დაშორებულ ორგანოებსა და
ქსოვილებში არ წარმოიქმნება ჩირქგროვები. სეფტიცემია ეწოდება
შავი ჭირის სეფტიკურ ფორმას, აგრეთვე თუთის აბრეშუმხვევიას
ერთ-ერთ ბაქტერიულ დაავადებას.
სექსოლოგია sexology сексология sexologia (ლათ. sexus სექსი,
ბერძნ. logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს სქესის
ბიოლოგიას, ჰიგიენას, ფსიქოთერაპიას და სხვა ასპექტებს.
სექსოპათოლოგია sexopathology сексопатология sexopathologia
(ლათ. sexus სქესი, ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos
მოძღვრება) - სწავლება სქესზე, სქესობრივ ურთიერთობებზე და
მათ დარღვევებზე. წარმოადგენს კლინიკური მედიცინის სფეროს,
რომელიც სწავლობს სქესობრივ მოშლილობებს (სქესობრივი
ლტოლვის გამოვლინება, აგზნების ხარისხი და სხვ.), პირველ
ყოვლისა მათ ფუნქციურ, ემოციურ, სოციალურ-ადაპტაციურ და
სხვა ასპექტებს. ამასთან ერთად, გამოიმუშავებს მათი
დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.
სექცია section вскрытие sectio (ლათ. sectio გაკვეთა) - გვამის
გაკვეთა სასამართლო ექსპერტიზის ან სამეცნიერო მიზნებით.
სვია hop хмель Humulus lupulus L. - მრავალწლიანი მცენარეა.
შეიცავს ეთერის ზეთს, ორგანულ მჟავებს, ყვითელ პიგმენტს,
ფისებს, მწარე, მთრიმლავ, ცხიმოვან ნივთიერებებს და სხვ. გააჩნია
ანთების საწინააღმდეგო, სედატიური, შარდმდენი, საჭმლის
მომნელებელი არხის მატონიზებელი და მადის მომყვანი
თვისებები. იყენებენ ნევროზების, გასტრიტების, ცისტიტების,
გულსისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიების შემთხვევებში,
საერთო სისუსტის, უძილობის დროს, აგრეთვე როგორც
ანტიჰელმინთურ საშუალებას.
სიალოლითიაზი sialolithiasis сиалолитиаз sialolithiasis (ბერძნ.
sialon ნერწყვი, lithos ქვა, კენჭი) - სანერწყვე ჯირკვალსა და
სანერწყვე სადინრებში კენჭების წარმოქმნა. ამან შესაძლებელია
დაარღვიოს ნერწყვის გამოყოფის პროცესი და გამოიწვიოს
ჯირკვლის შესიება და ძლიერი ტკივილები.
სიალორეა sialorrhoea сиалорея sialorrhoea (ბერძნ. sialon ნერწყვი,
rheo მოვედინები) - ნერწყვის ჭარბი წარმოქმნა და გამოყოფა.
ასეთი მდგომარეობა წარმოადგენს სხვადასხვა ნერვული
დარღვევების, მოწამვლების (მაგ., ვერცხლისწყლით, სოკოებით,
ორგანული ფოსფატებით) ანდა ინფექციური დაავადებების (მაგ.,
ჰიდროფობიის) სიმპტომს. სინ.: სალივაცია, პტიალიზმი.
სიამის ტყუპები siamese twins сиамские близнецы gemini
conjuncti - იდენტური, ერთკვერცხოვანი ტყუპები, რომლებიც
ერთმანეთთან არიან შეზრდილნი. გვხვდება შეზრდის სხვადასხვა
ფორმა, მთლიან შერწმამდეც კი. ყველაზე უფრო ცნობილი
შეზრდილი ტყუპები დაიბადნენ 1811 წელს სიამში ანუ
ტაილანდში. იცოცხლეს 63 წელი, ჰყავდათ ჯანმრთელი,
ნორმალური შვილები.
სიბერე old age стсрость senectus - ორგანოებსა და ორგანოთა
სისტემების ასაკობრივი ცვლილებების კანონზომიერი
განვითარება, რაც აქვეითებს ორგანიზმის შემგუებლობით
შესაძლებლობებს. სიბერე ონტოგენეზის დასკვნითი ეტაპია. იგი
გენეტიკურადაა დაპროგრამებული. ბოლო წლებში აღმოჩენილია
სიბერის გენი.
სიბრმავე blindness слепота nyctalopia - მხედველობის არქონა.
სინათლის შეგრძნების სრული დარღვევა დამახასიათებელია
სრული სიბრმავისათვის. მხედველობის არის მნიშვნელოვანი
შეზღუდვა აგრეთვე კლასიფიცირდება როგორც სიბრმავე, იმ
შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანი საკმაოდ კარგად არჩევს მის
გარემომცველ საგნებს. სიბრმავის ყველაზე უფრო გავრცელებული
მიზეზია ტრაქომა, და A ვიტამინის დეფიციტი. ზოგ ქვეყანაში
(მაგ., დიდ ბრიტანეთში) სიბრმავის ძირითადი მიზეზებია:
ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია, გლაუკომა, კატარაქტა,
ბადურის დეგენერაცია ძლიერი მიოპიისას, აგრეთვე შაქრიანი
დიაბეტი.
სიბსი sibling сибс sibsus (ინგლ. sibs ნათესავები, ნათესაობა) -
ძმები და დები, მაგრამ არა ტყუპები. ტერმინი სიბსი გამოიყენება
უფრო ფართო გაგებითაც, მაგ., სიბსები - ბიძაშვილები, სიბსები -
ბიძაშვილიშვილები. სიბსების შეჯვარების შედეგად ადგილი აქვს
ინცესტის (იხ.) მოვლენას.
სიგმოიდიტი sigmoiditis сигмоидит sigmoiditis (ლათ. sigmoideus
სიგმოიდური, eidos სახე, itis ანთება) - სიგმოიდური კოლინჯის
ანთება.
სიგნატურა signature сигнатура signatura (ლათ. signatura
დანიშვნა) - რეცეპტის ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია წამლის
მიღების წესები. შემოკლებით: შ.
სიდეროზი siderosis сидероз siderosis (ბერძნ. sideros რკინა, osis
მდგომარეობა) - ქსოვილებში რკინის ჟანგეულების დალექვა:
ფილტვების ქრონიკული პროფესიული დაავადება, რა საც რკინის
ჟანგეულები იწვევს.
სიდეროპენია sideropenia сидеропения sideropenia (ბერძნ. sideros
რკინა, penia სიღარიბე, უკმარისობა) - სისხლის პლაზმაში რკინის
დაქვეითებული შემცველობა (მაგ., რკინადეფიციტური ანემიის
შემთხვევაში).
სიკვდილი death cvthnm смерть letalis (mors, letum) - ინდივიდის,
როგორც ცოცხალი სისტემის დაღუპვა, რაც განპირობებულია
ორგანიზმის ცხოველქმედების შეწყვეტით. ამ დროს ხდება
სიცოცხლის ძირითადი მატერიალური საფუძვლის - ცილების და
ც ც ლ დ ტე ლუ ფუ ვლ ც ლე დ
სხვა ბიოპოლიმერების დაშლა. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ
(ხანგრძლივად მიმდინარე, ორგანიზმის დაბერებასთან
დაკავშირებულ) და ნაადრევ (ავადმყოფობასთან დაკავშირებულ)
სიკვდილს. განასხვავებენ აგრეთვე სიკვდილის ორ ფორმას -
ბიოლოგიურს (ანუ ჭეშმარიტს) და კლინიკურს (შექცევადს).
სიკვდილიანობა mortality (deathrate) смертность exitus letalis
(mors, letum) - დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მკვდარი ან
დაღუპული ინდივიდების რაოდენობა (როგორც წესი,
ანგარიშობენ 100 და 1000 ერთეულზე). მჭიდრო კავშირშია
ავადმყოფობებთან, პოპულაციის მდგომარეობასთან და
რაოდენობასთან, სქესობრივად მომწიფებული ინდივიდების
რაოდენობასთან. ადამიანს განსაკუთრებით მაღალი
სიკვდილიანობა ახასიათებს ონტოგენეზის დასაწყისში და მის
დასასრულს.
სიკოზი sycosis сикоз sycosis (ბერძნ. sykon ლეღვის ნაყოფი, osis
მდგომარეობა) - თმის ფოლიკულების ანთება, რისი მიზეზიცაა
მათი ინფიცირება Staphylococcus aureus-ით. უფრო ხშირად
აღენიშნებათ 30-40 წლის მამაკაცებს სახის თმიან ნაწილზე,
კერძოდ, ნიკაპზე (წვერების მიდამოში). ძალზე ეფექტურია
ადგილობრივი და საერთო მკურნალობა მალამოებით და
ანტიბიოტიკებით.
სილიკოზი silicosis силикоз silicosis (ლათ. silex კაჟი, ბერძნ. osis
მდგომარეობა) - მემაღაროეთა ფილტვების პროფესიული
დაავადება: ვითარდება თავისუფალი სილიციუმის ორჟანგის
შემცველი საწარმოო მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად.
სილიკონები silicons силиконы siliconi (ლათ. silex კაჟი) -
მაღალმოლეკულური, ბიოლოგიურად ინერტული
ჟანგბადშემცველი კაჟ-ორგანული შენაერთებია. გამოიყენება
კონსტრუქციული მასალების და საფარის სახით, სამედიცინო
დანიშნულების ნივთიერებების დასამზადებლად (მაგ., ძუძუს
ფორმის კორექციისათვის.). იხ. იმპლანტატი სარძევე ჯირკვლის.
სიმახინჯეები - იხ. განვითარების მანკები.
სიმბიოზი symbiosis симбиоз symbiosis (ბერძნ. syn თან, ერთად,
bios სიცოცხლე, ცხოვრება) - სხვადასხვა სახეობის ორი
ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა ორივე
პარტნიორისათვის.
ტ ვ
სიმბიონტები symbionts симбионты symbionti (ბერძნ. syn თან,
ერთად, bios სიცოცხლე, ცხოვრება) - სხვადასხვა ბიოლოგიური
სახეობების ორგანიზმები, რომლებიც სიმბიოზურ
დამოკიდებულებაში იმყოფებიან ერთმანეთთან (მაგ., სოკო და
წყალ მცენარე, კიბო-განდეგილი და აქტინია)\სიმბიონტებს
წარმოადგენენ ადამიანის კუჭნაწლავში ბინადარი ბაქტერიები.
სიმინდი maize (corn) кукуруза Zea mays L. - ერთწლიანი
კულტურული ბალახოვანი მცენარეა. სამშობლოა მექსიკა. შეიცავს
K ვიტამინს, ასკორბინის და პანტოთეინის მჟავებს,
კაროტინოიდებს, საპონინებს, ალკალოიდებს, მწარე
გლიკოზიდებს, შაქრებს, ფისებს და სხვ. აძლიერებს ნაღვლის
სეკრეციას, ზრდის ბილირუბინის შემცველობას, აჩქარებს
სისხლის შედედებას, აძლიერებს დიურეზს. იყენებენ
ქოლეცისტიტების დროს, აგრეთვე როგორც სისხლის შემაჩერებელ
და შარდმდენ საშუალებას ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების,
სხვადასხვა წარმოშობის სისხლდენების, შეშუპებების,
გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევებში და სხვ.
სიმპლასტი symplast симпласт symplastum (ბერძნ. syn თან,
ერთად, plastos გამოძერწილი, წარმოქმნილი) - ქსოვილები,
რომელთა უჯრედებს შორის ზღვარი წაშლილია. სიმპლასტური
აგებულება დამახასიათებელია განივზოლიანი კუნთების
ბოჭკოებისათვის, ზოგიერთი უმარტივესისათვის და სხვ.
სიმპლასტი წარმოიქმნება უჯრედების შერწყმის ან ენდომიტოზის
შედეგად. შდრ. სინციტიუმს.
სიმპლექსი simple простой simplex (ლათ. simplex) - მარტივი,
უბრალო (მაგ., herpes simplex - მარტივი ჰერპესი).
სიმპტომატოლოგია symptomatology симптоматология
symptomatologia (ბერძნ. symptoma ნიშან-თვისება, logos მოძღვრება)
- იხ. სემიოტიკა.
სიმპტომი symptom симптом symptoma (ბერძნ. symptoma ნიშან-
თვისება) - რაიმე ავადმყოფობის დამახასიათებელი გარეგნული
ნიშანი. განასხვავებენ სუბიექტურ და ობიექტურ სიმპტომებს.
სიმპტომი ვიგურუ-ტარხანოვ-შარკოს Viguru-Tarchanov-Charco
symptom Вигуру-Тарханова Шарко symptoma Vigouroux-Tarchanov-
Charcot (A.Vigouroux, ფრანგი ექიმი, ი.თარხნიშვილი, ქართველი
ფიზიოლოგი, J.Charcot, ფრანგი ნევროლოგი) - თირეოტოქსიკოზის
ფ ლ გ ფ გ ევ ლ გ ე ტ ქ კ
(ბაზედოვის ავადმყოფობის) შემთხვევაში: ნორმასთან შედარებით,
ავადმყოფის კანის მიერ ელექტროდენის გაძლიერებული
გამტარებლობა.
სიმპტომი კარდინალური cardinal symptom симптом
кардинальный symptoma cardinale (ბერძნ. symptoma ნიშან-თვისება,
ლათ. cardinalis მთავარი) - ამა თუ იმ დაავადებისათვის
დამახასიათებელი ძირითადი, განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანი სიმპტომი.
სიმპტომი პათოგნომური pathognomic symptom симптом
патогномоничный symptoma pathognomonicum (ბერძნ. symptoma
ნიშან-თვისება, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, gnoma ნიშანი) - ამა
თუ იმ ავადმყოფობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური
სიმპტომი.
სიმპტომი პასტერნაცკის Pasternacki's symptom симптом
пастернацкого symptoma Pasternackii (ბერძნ. symptoma ნიშან-
თვისება, Ф. И Пастернацкий, რუსი თერაპევტი) - თირკმლის
პათოლოგიების (ნეფროლითიაზი, პიელიტი და სხვ.) შემთხვევაში,
წელის არეში დარტყმის დროს ტკივილის შეგრძნება.
სიმპტომი რუმპელ-ლედეს Rumpel-Lede's symptom симптом
Румпель-Леде symptoma Rumpel-Leede (ბერძნ. symptoma ნიშან-
თვისება, Rumpel, გერმანელი ექიმი, G.Leede, გერმანელი ექიმი) -
ხელის მოჭერით გამოწვეული კანქვეშა სისხლის ჩაქცევები.
კაპილაროპათიის დამადასტურებელი სიმპტომია.
სიმპტომი ყიფშიძის Kipshidze symptom симптом Кипшидзе
symptoma Kipshidze (ბერძნ. symptoma ნიშან-თვისება, ს.ყიფშიძე,
ქართველი ნევროპათოლოგი (1887-1953) - ნათხემის
დაზიანებისას, ხელის სუპინაციაპრონაციის დროს, ნეკის
მკვეთრად გამოხატული განზიდვა ნათხემის დაზიანებული
მხარისაკენ.
სიმპტომი ჰანის Han's symptom симптом Гана symptoma Hahni
(ბერძნ. symptoma ნიშან-თვისება, E.Hahn, გერმანელი ექიმი) -
თავის მუდმივი ტრიალი. აღენიშნებათ ბავშვებს თავის ტვინის
დაავადების შემთხვევაში.
სიმპტომური მკურნალობა symptomatic treatment
симптоматическое therapia symptomatis (ბერძნ. symptoma ნიშან-
თვისება) - დაავადების სიმპტომების (და არა მისი გამომწვევი
მიზეზის) წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა.
სიმულაცია simulation симуляция simulatio (ლათ. simulatio
მიმსგავსება, თავის მოჩვენება) - თავის მოავადმყოფება,
ავადმყოფობის მოგონება ვინმეს მოტყუების, შეცდომაში შეყვანის
მიზნით.
სინანთროპიზაცია synanthropisation синантропизация
synanthropisatio (ბერძნ. syn თან, anthropos ადამიანი) - ადამიანის
სიახლოვეს სხვა ორგანიზმების თანაცხოვრების მოვლენა. ასეთი
ცხოველები ზოგჯერ ასრულებენ ბუნებრივი სანიტრების
ფუნქციებს, ზოგჯერ კი ადამიანისათვის საშიში დაავადებების
გადამტანებია.
სინანთროპული ორგანიზმები synanthropes синантропные
организмы synanthropi (ბერძნ. syn თან, ერთად, anthropos ადამიანი)
- იგივე სინანთროპები. ადამიანთან დაკავშირებული
ორგანიზმები. ტკიპები, რწყილები, კოღოები, ოთახის ბუზი,
თაგვი, ვირთაგვა და სხვ. შეიძლება იყვნენ სრული
სინანთროპული ორგანიზმები (თუკი ისინი ბინადრობენ
ადამიანის სადგომში) ან ნაწილობრივნი (თუკი ისინი ბინადრობენ
დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე, ადამიანის
საცხოვრებლის გარეთ).
სინართროზი synarthrosis синартроз synarthrosis (ბერძნ. syn თან,
anthropos სახსარი, osis მდგომარეობა) - ძვლების უძრავი ან
ნაკლებადმოძრავი შეერთება შემაერთებელი ქსოვილით
(სინდესმოზი), ხრტილით (სინქონდროზი) ან ძვლოვანი
ქსოვილით (სინ ოსტოზი).
სინაფსი synapse синапс synapsis (ბერძნ. synapsis კავშირი) - 1.
ნეირონების ან ნეირონისა და კუნთის შეკავშირების ადგილი.
სინაფსი შეიძლება იყოს აღმგზნები და შემაკავშირებელი, იმისდა
მიხედვით, თუ რა სახის სიგნალი გადის მასში. არსებობს
ელექტრული და ქიმიური სინაფსები. 2. ქრომოსომების
კონიუგაციის სინონიმი, რასაც ადგილი აქვს მეიოზური გაყოფის
დროს, როდესაც ხდება ქრომოსომებს შორის ცალკეული
მონაკვეთების გაცვლა ანუ კროსინგოვერი. სინ.: სინდეზი.
სინგამია syngamia сингамия syngamia (ბერძნ. syngamos
ქორწინებით შეერთებულნი) - ქართულად: განაყოფიერება.
ქ წ ე ეე ე ულ ქ ულ დ გ ყ ფ ე ე
მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმა.
სინგლი single синга singularis (ინგლ. single ერთი,
მარტოდმარტო) - ადამიანი, რომელიც კარგად გრძნობს თავს
მარტოობაში.
სინდაქტილია syndactyly синдактилия syndactylia (ბერძნ. syn
თან, daktylos თითი) - მტევნის ან ტერფის თითების ერთმანეთთან
მიმდებარე ფალანგების სრული ან ნაწილობრივი შეზრდა.
სინდესმოლოგია syndesmology синдесмология syndesmologia
(ბერძნ. syn თან, desmos კავშირი, logos მოძღვრება) - ანატომიის
ნაწილი, რომელიც შეისწავლის ძვლების შეერთებას, სახსრებსა და
იოგებს.
სინდრომი syndrome синдром syndroma (ბერძნ. syndrome
თავმოყრა) - ერთიანი, საერთო პათოგენეზით გაერთიანებულ
სიმპტომთა ერთობლიობა; რომელიმე ავადმყოფობისათვის
დამახასიათებელ სიმპტომთა ერთობლიობა (კომპლექსი). ზოგჯერ
ამ ტერმინით აღნიშნავენ დამოუკიდებელ ნოზოლოგიურ
ერთეულებს ან რომელიმე დაავადების სტადიებს. ცნობილია
სხვადასხვა სინდრომები: ბანტის, ბროუნ-სეკარის, ვესტფალის,
კენედის, მენიერის, ფანკონის, მარფანის და სხვ. სინ.:
სიმპტომოკომპლექსი.
სინდრომი ადაპტაციური adaptation syndrome адаптационный
синдром syndromum adaptativa (ლათ. adapto შეგუება, მორგება,
ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ადამიანისა და ცხოველების
ორგანიზმში სხვადასხვა გამ ღიზიანებლების გავლენით
წარმოქმნილი საერთო დამცველობითი რეაქციების ერთობლიობა,
რაც ხელს უწყობს დარღვეული წონასწორობის აღდგენას და
მიმართულია ჰომეოსტაზის (იხ.) შესანარჩუნებლად.
სინდრომი ამნეზიური amnestic syndrome синдром
амнестический syndromum amnestica (ბერძნ. syndrome თავმოყრა,
auary. თავს., mneme მეხსიერება) - მეხსიერების დარღვევა:
ადამიანს არ შეუძლია დაიმახსოვროს ახალი ინფორმაცია, ამავე
დროს ძველი მასალა კარგად ახსოვს.
სინდრომი აშერმანის Asherman syndrome синдром Ашермана
Asherman syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - დაავადება,
რომლის დროსაც ქალს აწუხებს ამენორეა და უნაყოფობა, ხოლო
ორსულობის შემთხვევაში, ეწყება ძლიერი სისხლდენა. ასეთი
ულ ე ვევ ეწყე ლ ე ლდე ე
მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ლორწოვანი
გარსის გადაფხეკის შემთხვევაში.
სინდრომი ბანტის Banti's syndrome синдром Банти Banti sive
morbus syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა, ჯ.ბანტი,
იტალიელი ექიმი) - დაავადება, რომელიც დაკავშირებულია
ელენთის გადიდებასთან და მისი ფუნქციის დარღვევასთან. თან
ახლავს წნევის მომატება ელენთის ვენაში, ანემია, სიყვითლე,
ასციტი, ღვიძლის ციროზი და სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან.
უფრი ხშირად ბანტის სინდრომის განვითარების მიზეზი
ღვიძლის ციროზია.
სინდრომი ბროუნ-სეკარის Brown-Sequard syndrome синдром
Броун-Секара Brown-Sequard syndromum (ბერძნ. syndrome
თავმოყრა, broun, სეკარი, ფრანგი ფიზიოლოგი და ნევროლოგი) -
ნევროლოგიური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის
ტვინის ზოგიერთი სეგმენტის ფუნქციის დაზიანებასთან.
დაზიანების მხარეზე ახასიათებს სპაზმური დამბლა, მიასთენია,
კანის მგრძნობელობის მოშლა, ხოლო დაზიანების ადგილის
ქვევით, სხეულის იმავე მხარეზე ჩვეულებრივ ვითარდება
სპაზმური დამბლა, საწინააღმდეგო მხარეზე კი ადგილი აქვს
ტკივილის და ტემპერატურის შეგრძნების დაკარგვას.
სინდრომი დაუნის - ავადმყოფობა დაუნის.
სინდრომი ედვარდსის Edward's syndrome синдром Едвардса
Edward syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ახალშობილი
ბავშვის მდგომარეობა, რაც ხასიათდება განვითარების
მრავლობითი თანდაყოლილი მანკებით, მათ რიცხვში
ოლიგოფრენიით. ვითარდება მე-18 წყვილი ქრომოსომის
ტრისომიის შედეგად.
სინდრომი კლაინფელტერის - იხ. ავადმყოფობა
კლაინფელტერის.
სინდრომი კონის Conn's syndrome синдром Конна Conn
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - მიასთენიის,
პოლიდიფსიის (ანომალურად ძლიერი წყურვილი), პოლიურიის
(შარდის ჭარბი გამოყოფა) და ჰიპერტენზიის ერთობლივი
გამოვლინება, რისი მიზეზია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის
მიერ ჰორმონ ალდოსტერონის ჭარბი სეკრეცია.
სინდრომი კუშინგის Cushing's syndrome синдром Кушинга
Cushing syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა, ჰ.კუშინგი,
ამერიკელი ნეიროქირურგი) - დაავადება, რომელიც ვითარდება
კორტიკოსტერიოდული ჰორ მონების, განსაკუთრებით,
გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბი გამო მუშავებისას.
კლინიკურად გამოიხატება გასუქებით, თავის და სახის
ჰიპერემიით, თმების ჭარბი ზრდით სახესა და კისერზე,
არტერიული წნევის მომატებით, სისხლში შაქრის შემცველობის
გაზრდით, ოსტეოპოროზით, ზოგჯერ კი სხვადასხვა ფსიქიკური
დარღვევებით. მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზის ზედმეტი
აქტივობა, თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეების განვითარება
ანდა ხანგრძლივად მიმდინარე თერაპია კორტიკოსტეროიდების
გამოყენებით.
სინდრომი ლერიშის Leriche's syndrome синдром Лериша Lerich
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ასოს ერექციის
უქონლობა, რასაც თან ახლავს ბარძაყის არტერიების და
დუნდულა კუნთების დასუსტება. ამ დაავადების მიზეზი
ჩვეულებრივ მუცლის აორტის დახშობაა.
სინდრომი მაკლეოდის Macleod's syndrome синдром Маклеода
Macleod syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ფილტვების
ემფიზემა, როდესაც დაზიანებულია მხოლოდ ერთი ფილტვი.
ვითარდება ნეკროზული ბრონქიტის შემდეგ. როგორც
ვარაუდობენ, ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსი. სინ.:
სუაირჯეიმსის სინდრომი.
სინდრომი მარფანის Marfan's syndrome синдром Марфана
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა, ა. მარფანი, ფრანგი
პედიატრი) - აღნიშნული მემკვიდრული დაავადება ადამიანში
გენის პლეიოტროპული ეფექტის მაგალითია. ტიპურ
შემთხვევებში ხასიათდება ნიშან-თვისებების ტრიადით: თვალის
ბროლის დეფორმაციით, აორტის ანევრიზმებით და
საყრდენმამოძრავებელი აპარატის დაზიანებებით.
სინდრომი მენდელსონის Mendelson's syndrom синдром
Мендельсона Mendelson syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) -
ანესთეზიის მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიერ კუჭის
რეგურგიტირებული (იხ. რეგურგიტაცია) შემცველობის
შესუნთქვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან ფილტვების
ე უ ქვ ც ე ლე გ წვ კვდ ლ ფ ლტვე
ქსოვილის მნიშვნელოვანი დაზიანება, რასაც თან ახლავს
ფილტვების შეშუპება და ბრონქოსპაზმი. ამ სინდრომის თავიდან
აცილება შესაძლებელია კუჭის წვენის ინჰიბიტორების
საშუალებით ანდანატრიუმის ციტრატის შეყვანით უშუალოდ
ანესთეზიის ჩატარებამდე.
სინდრომი მენიერის - იხ. ავადმყოფობა მენიერის.
სინდრომი მიუნჰაუზენის Munhausen's syndrome синдром
Мюнхгаузена Munhausen syndromym (ბერძნ. syndrome თავმოყრა) -
ფსიქიკური აშლილობა, როდესაც ავადმყოფს შეუპოვრად სურს
საავადმყოფოში მოხვედრა, განსაკუთრებით ქირურგიული
დახმარების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს
რომელიმე დაავადების სიმპტომი. აღნიშნული სინდრომი
სიმულაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა.
ავადმყოფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ყურადღება
მიიქციოს.
სინდრომი მორგანი-ადამს-სტოქსის Morgagni-Adams-Stokes
syndrome синдром Морганьи-Адамса Стокса Morgagni-Adams-Stokes
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა, ჯ.მორგანი, იტალიელი
ექიმი, რ.ადამსი, ვ. სტოქსი, ირლანდიელი ექიმები) - გონების
უეცარი დაკარგვა კრუნჩხვებით და სუნთქვის დარღვევით.
არტერიული წნევა არ იზომება, გულის ტონები არ ისმის.
ვითარდება გულის რითმის და განვლადობის ზოგიერთი
დარღვევისას, რაც იწვევს თავის ტვინის იშემიას.
სინდრომი ნეფროზული nephrotic syndrome синдром
нефротический syndromum nephrotica (ბერძნ. syndrome თავმოყრა)
- მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს ცილის მნიშვნელოვან
დაკარგვას, სისხლში ალბუმინის შემცველობის დაქვეითებას და
ქსოვილების შეშუპებას. უფრო ხშირად გვხვდება
გლომერულონეფრიტის შემთხვევაში.
სინდრომი ოლპორტის Alport's syndrome синдром Олпорта Alport
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - მემკვიდრული
დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნეფრიტით, სიყრუესთან
ერთად. მამაკაცები ჩვეულებრივ იღუპებიან თირკმლების
უკმარისობით (დაახლოებით 40 წლის ასაკში); ქალებში პროგნოზი
ჩვეულებრივ, უფრო კეთილსაიმედოა.
სინდრომი პატაუს Patau syndrome синдром Патау Patau
syndromum (ბერძნ. სყნდრომე თავმოყრა) - ქრომოსომების მე-13
წყვილის აბერაცია (ტრისომია), რაც იწვევს გონებრივი
განვითარების შეჩერებას, აგრეთვე გულის, თირკმლების და თავის
ქალას სხვადასხვა დეფექტების გამოვლენას. პროგნოზი
არაკეთილსაიმედოა.
სინდრომი პეიტც-ეგერსის Peutz-Jeghers syndrome синдром
Пейтца-Егерса Peutz-Jeghers syndromum (ბერძნ. syndrome
თავმოყრა) - მემკვიდრული დაავადება: ხასიათდება წვრილი
ნაწლავის ლორწოვან გარსში მრავლობითი პოლიპების
განვითარებით და პიგმენტირებული უბნების გაჩენით ტუჩების
ირგვლივ, ლოყების ლორწოვან გარსზე, აგრეთვე ხელისგულებზე
და ტერფებზე. წარმოქმნილმა პოლიპებმა შეიძლება გამოიწვიოს
ანემია ან კუჭ-ნაწლავის გაუვალობა.
სინდრომი პრადერ-ვილის Prader-Willi syndrome синдром
Прадера-Вилли Prader-Willi syndromum (ბერძნ. syndrome
თავმოყრა) - მემკვიდრული დაავადება: ხასიათდება გასუქებით,
გონებრივი განვითარების შეჩერებით და ძალზე მცირე ზომის
სასქესო ორგანოებით. ამ სინდრომით დაავადებულებს ხშირად
უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტი.
სინდრომი რამსეი-ჰანტის Ramsay-Hunt syndrome синдром
Рамсея-Ханта Ramsay-Hunt syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა)
- ჰერპეს-ზოსტერის სახესხვაობა, რასაც თან ახლავს სახის ნერვის
დამბლა და გემოვნების დაკარგვა. ზოგჯერ ადგილი აქვს ყურის
ტკივილებს.
სინდრომი რასელ-სილვერის Russell- Silver syndrome синдром
Рассела-Сильвера Russell-Silver syndromum (ბერძნ. syndrome
თავმოყრა) - განვითარების მემკვიდრული მანკი, რომლის
ძირითადი ნიშანია: მცირე სიმაღლე, სახის სამკუთხოვანი ფორმა
პატარა ქვედა ყბით და სხეულის სიმეტრიის დარღვევა.
სინდრომი რეიტერის Reiter's syndrome синдром Рейтера Reiter
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ახასიათებს ურეთრის
ანთება და კონიუნქტივიტის და ართრიტის განვითარება. კანზე
შეიძლება წარმოიქმნეს გარქოვანებული უბნები. როგორც
ფიქრობენ, დაავადება ვირუსული ეტი ოლოგიისაა.
სინდრომი რეტის Rett's syndrome синдром Ретта Retti syndromum
(ბერძნ. syndrome თავმოყრა) - გოგონების დაავადება, რომელიც
ხასიათდება სტერეოტიპული მოძრაობებით და სოციალური
იზოლაციით. ხშირია ინტელექტუალური განვითარების
დარღვევა, ამიტომ ასეთი ბავშვებისთვის აუცილებელია
სპეციალური დახმარება.
სინდრომი სტოქს-ადამსის Stokes-Adams syndrome синдром
Стокса-Адамса Stokes-Adams syndromum (ბერძნ. syndrome
თავმოყრა, ვ.სტოქსი, რ.ადამსი, ირლანდიელი ექიმები) - გულის
სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. გონების დროებითი
დაკარგვა, რისი მიზეზიცაა სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა
პარკუჭების ფიბრილაციის ან ასისტოლის შედეგად. აღნიშნული
სინდრომი ზოგჯერ რთულდება გულის ბლოკადით. სინ.:
სინდრომი ადამს-სტოქსის.
სინდრომი ტერნერის - იხ. ავადმყოფობა ტერნერის.
სინდრომი ტურეტის Tourett's syndrome синдром Туретта Tourett
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ადამიანში ძლიერი და
მრავლობითი ტიკების განვითარება, რასაც თან ახლავს ხმოვანი
იოგების ტიკი (იხ.), ქოშინი და უნებლიე უწმაწური საუბარი
(კოპროლალია). ავადმყოფი შეიძლება აგრეთვე იმეორებდეს სხვა
ადამიანების სიტყვებს და მოქმედებებს (პალილალია).
ჩვეულებრივ ვითარდება ბავშვობის ასაკში და შემდეგ გადადის
ქრონიკულ სტადიაში. სინ.: სინდრომი ჟილ-დე-ლა-ტურეტის.
სინდრომი უოტერჰაუზ-ფრიდერიქსენის Waterhouse-
Friderichsen's syndrome синдром Уотерхауза-Фридериксена
Waterhouse-Friderichsen syndromum (ბერძნ. სყნდრომე თავმოყრა) -
ძალზე სწრაფად მიმდინარე სეფსისი სისხლჩაქცევებით
თირკმელზედა ჯირკვლებში, რასაც თან ახლავს კანქვეშა
სისხლჩაქცევები და სწრაფი ბაქტერიული შოკის განვითარება. ამ
მდგომარეობის განვითარების მიზეზი (უფრო ხშირად ბავშვებში)
მენინგოკოკური სეფტიცემიაა.
სინდრომი ფარბერის Farber's syndrome синдром Фарбера Farber
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ლიპიდების და
მუკოპოლისაქარიდების ცვლის დარღვევით განპირობებული
მემკვიდრული დაავადება. შინაგანი ორგანოების და ნერვული
სისტემის ქსოვილებში ადგილი აქვს ატიპური
ტე ქ ვ ლე დგ ლ ქვ ტ უ
მუკოპოლისაქარიდულ-ლიპოპროტეიდული კომპლექსების
დალექვას. დაავადება იწყება ადრეულ ასაკში და ხასიათდება
სუნთქვის გაძნელებით, კონტრაქტურებით, ჰეპატომეგალიით და
ჩონჩხის დეფორმაციით. სინ.: დისემინირებული მემკვიდრული
ლიპოგრანულომატოზი.
სინდრომი ფრელიხის Frohlich's syndrome синдром Фрелиха
Frohlich syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ჰიპოთალამუსის
ფუნქციის დარღვევა, რაც უფრო ხშირად შეინიშნება მამრობითი
სქესის წარმომადგენლებში: ავადმყოფ ბიჭებს ახასიათებთ ჭარბი
წონა, უმადობა, სქესობრივი განვითარება მათში შეჩერებულია,
დარღვეული აქვთ ძილი. სინ.: ადიპოზოგენიტალური
დისტროფია.
სინდრომი შიჰანის Sheehan's syndrome синдром Шихана Sheehan
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ვითარდება ძლიერი
სისხლდენის შემდეგ, ორსულობის პროცესში: ხასიათდება
შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოების ატროფიით,
ამენორეით და უნაყოფობით. უშუალო მიზეზია ჰიპოფიზის წინა
წილის ნეკროზი ძლიერი სისხლდენის შედეგად, რის გამოც ამ
ჯირკვლის სისხლის მომარაგება მნიშვნელოვნად ქვეითდება. სინ.:
ჰიპოფიზის მშობიარობისშემდგომი ნეკროზი.
სინდრომი ჰანტერის Hunter's syndrome синдром Хантера Hunter
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - მემკვიდრული
დაავადება: მიზეზია ფერმენტის დეფიციტი, რაც იწვევს
უჯრედებში ცილოვან-ნახშირწყლოვანი კომპლექსების და
ცხიმების დაგროვებას. ამის შედეგად აღინიშნება გონებრივი
განვითარების შეჩერება, ჰეპატოსპლენომეგალია, ხოლო
ავადმყოფის სახე იძენს უხეშ გამომეტყველებას. აღნიშნული
სინდრომი აავადებს მხოლოდ მამრობითი სქესის
წარმომადგენლებს, თუმცა ქალები შეიძლება იყვნენ ამ დაავადების
მტარებლები. სინ.: II ტიპის მუკოპო ლისაქარიდოზი.
სინდრომი ჰელერის Heller's syndrome синдром Геллера Heller
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - ბავშვების იშვიათი,
პროგრესირებადი ფსიქიკური დაავადება, რომელიც იწყება
ჰალუცინაციებით და მთავრდება დემენციით. სინ.:
დეზინტეგრაცი ული ფსიქოზი.
სინდრომი ჰეპატურ-ლიენური syndrome hepatolienalis синдром
гепатолиенальный syndromum hepatolienale (ბერძნ. syndrome
თავმოყრა) - პათოლოგიურ პროცესში ჩართულია ღვიძლი და
ელენთა. ახასიათებს ჰეპატოსპლენომეგალია, კანისა და
სკლერების სიყვითლე, შარდში ნაღვლის პიგმენტების და
ურობილინოგენის არ სებობა, ასციტი, ანემია და
თრომბოციტოპენია.
სინდრომი ჰეპატურ-რენული syndrome hepatorenalis синдром
гепаторенальный syndromum hepatorenale (ბერძნ. syndrome
თავმოყრა) - პათოლოგიურ პროცესში ჩართულია ღვიძლი და
თირკმელი. ახასიათებს სიყვითლე, ჰეპატომეგალია,
ალბუმინურია, აზოტემია, ანურია, ურემია და სხვ. ვითარდება
ჰეპატიტების, ქოლანგიტის, ჰეპატომის და სხვ. შემთხვევებში.
სინდრომი ჰურლერის Hurler's syndrome синдром Гурлера Hurler
syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - მემკვიდრული
დაავადება: მიზეზია ფერმენტის დეფიციტი, რაც იწვევს
უჯრედებში ცილოვან-ნახშირწყლოვანი კომპლექსების და
ცხიმების დაგროვებას. ამის შედეგად აღინიშნება გონებრივი
განვითარების შეჩერება, ჰეპატოსპლენომეგალია, გულის მანკი,
ძვლების დეფორმაცია, ხოლო ავადმყოფის სახე იძენს უხეშ
გამომეტყველებას. სინ.: I ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი,
მრავლობითი დიზოსტოზი, ლიპოქონდროდისტროფია.
სინდრომი X-ტრისომია X-trisomia syndrome синдром X-
трисомии Xtrisomia syndromum (ბერძნ. syndrome თავმოყრა) - X-
ქრომოსომების რაოდენობის გაზრდა 2-დან 3-მდე (სულ 47
ქრომოსომა: 44 + XXX). დაავადება მჟღავნდება საკვერცხეების და
საშვილოსნოს განუვითარებლობით, უნაყოფობით და გონებრივი
ჩამორჩენილობით.
სინერგიზმი synergism синергизм synergismus (ბერძნ. syn თან,
ერთად, ergon მუშაობა) - სხვადასხვა აგენტების (წამლების,
კანცეროგენური ნივთიერებების და სხვ.) ერთდროული მოქმედება
ერთი მიმართულებით.
სინთეზი synthesis синтез synthesis (ბერძნ. synthesis შეერთება,
შერწყმა) - 1. ქიმიური რეაქციების მეშვეობით შენაერთების მიღება
მათი შემადგენელი კომპონენტებისაგან (მაგ., ორგანული
ნივთიერებების სინთეზი). 2. ანალიზით მიღებული მონაცემების
განზოგადება, მათი მთლიანობაში მოყვანა.
სინკანცეროგენეზი syncancerogenesis синканцерогенез
syncancerogenesis (ბერძნ. syn თან, ერთად, ლათ. cancer კიბო, genesis
წარმოშობა) - სიმსივნეების ფორმირება სხვადასხვა აგენტებისა და
ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით.
სინკარიონი synkaryon синкарион synkaryon (ბერძნ. syn თან,
ერთად, karyon ბირთვი) - ორი სომატური უჯრედის შერწყმის
შედეგად მიღებული ერთბირთვიანი უჯრედი - ჰიბრიდი. ჯერ
წარმოიქმნება ორბირთვიანი უჯრედი (დიკარიონი), შემდეგ კი
ბირთვების შერწყმის გამო - ერთბირთვიანი სინკარიონი.
სინკოპე syncope синкопе syncopa (ბერძნ. synkopto დაუძლურება,
ძალ-ღონის გამოლევა - გულის წასვლა, ცნობიერების ხანმოკლე
დაკარგვა თავის ტვინის მწვავე ანემიის შედეგად.
სინოვექტომია synovectomy синовэктомия synovectomia (synovia -
პარაცელსის მიერ შემოღებული ნეოლოგიზმი, ბერძნ. ektome
ამოკვეთა) - სინოვიური მემბრანის ქირურგიული ამოკვეთა.
ჩვეულებრივ, ტარდება ართროსკოპის დახმარებით.
სინოვია synovia синовиальная жидкость synovia (synovia -
პარაცელსის მიერ შემოღებული ნეოლოგიზმი) - წყლის, ცილის,
ლორწოსა და მინერალური მარილებისაგან შემდგარი
გამჭვირვალე, წებოვანი სითხე, რომელსაც გამოყოფს სინოვიური
ჩანთა სასახსრე ზედაპირზე ხახუნის შესამცირებლად.
სინოვიომა synovioma синовиома synovioma (synovia -
პარაცელსის მიერ შემოღებული ნეოლოგიზმი, ბერძნ. oma
სიმსივნე) - სინოვიური გარსის კეთილთვისებიანი ან
ავთვისებიანი სიმსივნე. ახასიათებს ნელი ზრდა და
მეტასტაზირება.
სინოვიტი synovitis синовит synovitis (პარაცელსის მიერ
შემოღებული ნეოლოგიზმი, ბერძნ. itis ანთება) - სახსრის
სინოვიური გარსის ანთება, რის შედეგადაც სახსარი სივდება.
სინოვიტის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა,
ინფექცია ანდა რევმატული დაავადება.
სინოტია synoty синотия synotia (ბერძნ. syn თან, ერთად, otos
ყური) - განვითარების ანომალიაა: სასმენი ძვლების - ჩაქუჩის,
გრდემლის და უზანგის ურთიერთშეზრდა.
გ დე ლ დ უ გ უ ე ე დ
სინტოქსიკური შენაერთები syntoxic compounds синтоксические
соединения componentum syntoxica (ბერძნ. syn თან, ერთად, toxikon
შხამი) - აღნიშნული აგენტები მოქმედებენ როგორც
ტრანკვილიზატორები (იხ.), ქმნიან პასიური, მშვიდობიანი
თანაარსებობის მდგომარეობას ორგანიზმში შეჭრილ უცხო
ანტიგენთან. ყველაზე უფრო ეფექტური სინტოქსიკური
ჰორმონებია კორტიკოსტეროიდები, პრეგნენოლონ 10 -
ალფაკარბონიტრილი და სხვ.
სინუსი sinus синус sinus (ლათ. sinus წიაღი, უბე) - ღრუები,
გამონაზარდი, გრძელი დახშული არხი (მაგ., თავის ტვინის
სინუსები, აორტის და ვენის სინუსები და სხვ.).
სინუსიტი sinusitis синусит sinusitis (ლათ. sinus წიაღი, უბე, itis
ანთება) - ცხვირის სინუსების (წიაღების) ლორწოვანი გარსის
ანთება (ჰაიმორიტი, ფრონტიტი). სინუსიტის განვითარების
მიზეზი უფრო ხშირად ინფექციაა. დაავადების ძირითადი
სიმპტომებია თავის ტკივილები. სინუსი შეიძლება სავსე
აღმოჩნდეს ცხვირიდან გამონაყოფი ჩირქით. სინუსიტის
ხანგრძლივი მიმდინარეობისას, აუცილებელი ხდება ოპერაციული
ჩარევა.
სინუსოიდი sinusoid синусоид sinusoidum (ლათ. sinus წიაღი, უბე,
eidos მსგავსი) - ღვიძლის, ელენთის, თირკმელზედა ჯირკვლის
ვენურ და კაპილარულ ქსელში ჩართული, ენდოთელიუმით
ამოფენილი სივრცეები და სიღრუეები.
სინქონდროზი synchondrosis синхондроз synchondrosis (ბერძნ.
syn თან, ერთად, chondros ხრტილი) - ძვლების უძრავი შეერთება,
როდესაც მათი შემხები ზედაპირები გაყოფილია ჰიალინური
ხრტილით. დროთა განმავლობაში ხრტილი შესაძლებელია
გაძვალდეს.
სინქრონიზაცია synchronization синхронизация synchronisatio
(ბერძნ. chronos დრო) - დროის ერთ, განსაზღვრულ მონაკვეთში
რაიმე პროცესის, მოქმედების შესრულება (მაგ., სიმსივნური
უჯრედების სინქრონიზაცია ანუ უჯრედული ციკლის ერთ
ფაზაში თავმოყრა, მათი ერთობლივი განადგურების მიზნით).
სინციტიუმი syncytium синцитий syncitium (ბერძნ. syn თან,
ერთად, kytos უჯრედი) - გამოირჩევა უჯრედების მჭიდრო
კონტაქტებით, თუმცა სიმპლასტისაგან (იხ.) განსხვავებით,
კ ტ ქტე უ ც ლ ტ გ გ ვ ვე
გააჩნიათ პლაზმური მემბრანები, რომლებიც ერთმანეთთან
დესმოსომებით არიან დაკავშირებულნი. ზოგჯერ სინციტიუმს
უწოდებენ გიგანტურ მრავალბირთვიან უჯრედულ წარმონაქმნებს
(პოლიკარიოციტებს), რაც მართებული არ არის.
სირინგომა syringoma сирингома syringoma (ბერძნ. syrinx არხი,
oma სიმსივნე) - საოფლე ჯირკვლების მრავლობითი
კეთილთვისებიანი სიმსივნე. ხასიათდება მცირე ზომის, მკვრივი
ახალწარმონაქმნების განვითარებით სახეზე, კისერზე და
მკერდზე.
სისტემა system система systema (ბერძნ. systema შეერთება,
შეკავშირება) - გულისხმობს ორგანიზმების, რაიმე საგნების,
მოვლენების, იდეების და სხვ. მოწესრიგებულ
ურთიერთდამოკიდებულებას. გარკვეული ფუნქციის
შემსრულებელი ორგანოების, ქსოვილების და სხვ. ერთობლიობა
(მაგ., გულსისხლძარღვოვანი, ნერვული სისტემები და სხვ.).
სისტემა გულსისხლძარღვოვანი cardiovascular system система
сердечно-сосудистая systema cardiovascularis (ბერძნ. systema
შეერთება, შეკავშირება) - აერთიანებს გულსა და სისხლძარღვებს,
რომლებიც ქმნიან სისხლის მიმოქცევის 2 წრეს - დიდსა და მცირეს
(იხ.). აღნიშნული სისტემა ასრულებს სისხლის ტრანსპორტირების
ფუნქციას ადამიანის სხეულში: გადასცემს ჟანგბადსა და საკვებ
ნივთიერებებს ქსოვილებსა და უჯრედებს, ხოლო ამ
უკანასკნელებიდან გამოაქვს მათი ცხოველქმედების
პროდუქტები.
სისტემა იმუნური immune system система иммунная systema
immunis (ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება, ლათ. immunis
რაიმესაგან გათავისუფლება) - იმ ორგანოების ერთობლიობა,
რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმში იმუნიტეტის
არსებობაზე. იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოებია:
ძვლის წითელი ტვინი და თიმუსი, ხოლო პერიფერიული
ორგანოებია: ლიმფური კვანძები, ელენთა, საჭმლის მომნელებელი
ტრაქტის, სასუნთქი ორგანოების, საშარდე გზების,
რეპროდუქციული ორგანოების ლიმფო ი დური ქსოვილი
(ნუშისებრი ჯირკვლები, ლიმფური კვანძები).
სისტემა ნეიროენდოკრინული neuroendocrine system система
нейроэндокринная systema neuroendocrinalis (ბერძნ. systema
y ე y
შეერთება, შეკავშირება, neuron ნერვი, endon შიგნით, krino
გამოვყოფ) - ორგანიზმის ფუნქციის რეგულაციის სისტემა,
რომელიც აერთიანებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს
ერთიან ნეიროენდოკრინულ სისტემად. ვეგეტატიური ნერვული
სისტემა (იხ. სისტემა ნერვული) განსაკუთრებით მჭიდროდაა
დაკავშირებული ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების
მოქმედებასთან. ჰიპოთალამუსი ენდოკრინული ფუნქციების
რეგულაციის ცენტრია: იგი კოორდინაციას უწევს შინაგანი
ორგანოების ფუნქციების რეგულაციის ნერვულ და ჰორმონულ
მექანიზმებს.
სისტემა ნერვული nervous system система нервная systema
nervosum (ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება, neuron ნერვი) -
ნერვული ქსოვილით წარმოქმნილი ანატომიური სტრუქტურების
ერთობლიობა. შედგება ნეირონებისაგან, რომლებიც ინფორმაციას
ნერვული იმპულსების სახით გადასცემენ სხეულის სხვადასხვა
ნაწილებს. თავის და ზურგის ტვინი მიეკუთვნებიან ცენტრალურ
ნერვულ სისტემას, პერიფერიულს - ზურგის ტვინის და თავის
ქალას ნერვები, ნერვული დაბოლოებები და განგლიები. სხვა
კლასიფიკაციის მიხედვით, ნერვული სისტემა პირობითად იყოფა
2 ნაწილად: სომატურად (ანიმალურად) და ვეგეტატიურად
(ავტონომიურად). სომატური ნერვული სისტემა უმეტესწილად
აწარმოებს სომის ორგანოების (სხეული, ჩონჩხის კუნთები, კანი)
და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს (ენა, ხორხი, ხახა) ინერ ვაციას,
უზრუნველყოფს ორგანიზმის კავშირს გარემოსთან. ვეგეტატიური
ნერვული სისტემა აწარმოებს ყველა შინაგანი ორგანოს,
ჯირკვლების, ორგანოების და კანის გლუვი კუნთების,
სისხლძარღვების და გულის ინერვაციას. ვეგეტატიური ნერვული
სისტემა თავისთავად იყოფა პარასიმპათიკურ და სიმპათიკურ
ნაწილებად. ყოველ მათგანში, ისევე როგორც სომატურ ნერვულ
სისტემაში, გამოყოფენ ცენტრალურ და პერიფერიულ
განყოფილებებს.
სისტემა პორტული portal system система портальная systema
portalis (ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება, ლათ. portae კარი) -
ვენა ან ვენების სისტემა, რომლებიც იწყებიან და მთავრდებიან
კაპილარებით. უფრო ხშირად ამ სისტემას უწოდებენ ღვიძლის
პორტულ სისტემას (hepatic portal system). იგი მოიცავს კარის ვენას
ტულ ტე y გ ც ვ კ ვე
და მის განშტოებებს. ელენთიდან, კუჭიდან, პანკრეასიდან,
აგრეთვე წვრილი და მსხვილი ნაწლავებიდან გამოსული სისხლი
შედის კარის ვენაში და იქიდან ღვიძლში, სადაც კარის ვენა
იტოტება სინუსოიდებად წოდებულ მრავალ წვრილ კაპილარად.
მათგან ღვიძლის უჯრედებში შედის საკვები ნივთიერებები,
აგრეთვე ტოქსინები, რომელთა განეიტრალება ხდება ღვიძლში.
სისტემა რეპროდუქციული reproductive system система
репродуктивная systema reproductivus (ბერძნ. systema შეერთება,
შეკავშირება, ლათ. re კვლავ, productio წარმოება) - შთამომავლობის
შექმნაში მონაწილე ორგანოების ერთობლიობა. ქალებში ეს
ორგანოები წარმოდგენილია საკვერცხეებით, ფალოპის მილებით,
საშვილოსნოთი, საშოთი და ვულვით; მამაკაცებში - სათესლე
ჯირკვლებით და მათი დანამატებით, თესლის გამომტანი
სადინრებით, წინამდებარე ჯირკვლით, სათესლე ბუშტუკებით,
კუპერის ჯირკვლით, ურეთრით და ასოთი.
სისტემა რეტიკულურ-ენდოთელური reticuloendothelial system
система ретикуло-эндотелиальная systema reticuloendotheliale
(ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება, ლათ. reticulum ბადე,
ბერძნ. endon შიგნით, thele ძუძუს თავი, დვრილი) - ორგანიზმში
არსებული ყველა ფაგოციტის და ენდოთელური უჯრედების
ერთობლიობა. მათ მიეკუთვნება როგორც მაკროფაგები, ასევ
მიკროფაგები და მონოციტები. სისტემა უზრუნველყოფს
ორგანიზმის დაცვას მიკრობული ინფექციებისაგან დ სისხლის
ძველი უჯრედების ელიმინაციას ცირკულირებადი სისხლიდან.
თანამედროვე კონცეფციის მიხედვით, რეტიკულურ-ენდოთელურ
სისტემას უწოდებენ მონონუკლეური ფაგოციტების სისტემას.
სისტემა სასუნთქი respiratory system система респираторная
systema respiratorius (ბერძნ. systema შეერთება, შეკავშირება) -
სუნთქვით პროცესში მონაწილე ორგანოების სისტემა,
ერთობლიობა. ასეთი ორგანოებია: ცხვირის ღრუ, ხახა (ყელი),
ხორხი, ტრაქეა, ბრონქული ხე და ფილტვები, აგრეთვე სხვადასხვა
კუნთები (დიაფრაგმა და ნეკნთაშორისი კუნთები), რომლებიც
სუნთქვით პროცესს ახორ ციელებენ.
სისტემა HLA HLA system HLA система systema HLA (ბერძნ.
systema შეერთება, შეკავშირება, ინგლ. HLA - human leucocyte
antigen system) - ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების სისტემა.
g y დ ლე კ ც ტუ ტ გე ე ტე
გენების 4 ტიპიდან (A, B, C, D) შემდგარი კომპლექტი, რომლებიც
აკოდირებენ ბირთვის შემცველი უჯრედების უმეტესობის
ზედაპირზე არსებულ ცილებს. ინდივიდი ყოველი მშობლისაგან
მემკვიდრეობით იღებს თითო გენს (ან გენების კრებულს),
რომლებიც მიეკუთვნებიან HLA-სისტემის ყველა კომპონენტს. იმ
შემთხვევაში, თუკი ორ ინდივიდს გააჩნია ლეიკოციტური
ანტიგენური სისტემის იდენტური ტიპები, მათ
ჰისტოშეთავსებადები ეწოდებათ. ორგანოების და ქსოვილების
ტრანსპლანტაციის წარმატებული განხორცი ელებისათვის აუ
ცილებელია, რათა დონორის და რეციპიენტის ლეიკოციტურ
ანტიგენურ სისტემაში არსებობდეს მინიმალური სხვაობა.
სისტოლა systole систола systole (ბერძნ. systole შეკუმშვა) -
გულის რითმული შეკუმშვა. გულის ციკლის ფაზა, რომელიც
შედგება წინაგულების და პარკუჭების მიოკარდიუმის (იხ.)
თანმიმდევრული, რითმული შეკუმშვებისაგან.
სისხლი blood кровь sanguis - თხევადი ქსოვილი, რომელიც
ცირკულირებს სისხლძარღვებში. შედგება პლაზმისა და ფორმიანი
ელემენტებისაგან ანუ სისხლის უჯრედებისაგან. ახორციელებს
ნივთიერებათა ტრანსპორტს, უზრუნველყოფს უჯრედებისა და
ქსოვილების ცხოველქმედებას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური
ფუნქციების შესრულებას. გარდა ამისა, ასრულებს დამცველობით,
რეგულატორულ და სხვა ფუნქციებს.
სისხლი კადავერული cadaveral blood трупная кровь sanguis
cadaverinus (ლათ. cado, cadere დაცემა, კვდომა) - გარდაცვლილი
ადამიანის სისხლი, რომელსაც იყენებენ ჰემოტრანსფუზიული
საშუალებების დასამზადებლად, ზოგჯერ კი სისხლის
გადასხმისათვის.
სისხლის მიმოქცევის დიდი წრე systemic circulation, большои
круг кровообращения circulus sanguinis major - იმ სისხლძარღვების
ერთობლიობა, რომლებიც სისხლით ამარაგებს სხეულის ყველა
ნაწილს (ფილტვების სისხლძარღვების გამოკლებით, სადაც
ხორციელდება აირების ცვლა). სისხლის მიმოქცევის დიდი წრე
მოიცავს აორტას და მის განშტოებებს (რომელთა საშუალებით
ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ვრცელდება მთელ
ორგანიზმში) და ყველა ვენას (რომელთა საშუალებით ჟანგბადით
გაღარიბებული სისხლი გადადის ღრუ ვენებში).
გ ღ ე ულ ლ გ დ დ ღ უ ვე ე
სისხლის მიმოქცევის მცირე წრე pulmonary circulation малый
круг кровообращения circulus sanguinis minor - სისხლძარღვების
სისტემა, რომელიც იწყება მარჯვენა პარკუჭში და გადადის
ფილტვებში (სადაც ხდება აირების ცვლა), ხოლო მთავრდება
მარცხენა წინაგულში. ჟანგბადით გაღარიბებული სისხლი
მარჯვენა პარკუჭიდან ჩაედინება ფილტვის არტერიაში, შემდეგ კი
გადაიტანება ფილტვში განლაგებულ ყველა კაპილარში,
რომლებიც გარს ერტყმიან ალვეოლებს. აქ ხდება აირცვლა, რის
შედეგადაც სისხლი თავისუფლდება ნახშირორჟანგისაგან და
მდიდრდება ჟანგბადით. ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი
ჩაედინება ვენებში, რომლებიც ერთიანდებიან რა 4 ფილტვის
ვენად, აბრუნებენ სისხლს მარცხენა წინაგულში. ეს ჟანგბადით
გამდიდრებული სისხლი, სისხლის მიმოქცევის დიდი წრის
საშუალებით ცირკულირებს ადამიანის მთელ სხეულში.
სისხლის მოწამვლა - იხ. სეფსისი.
სისხლის ორპირა - იხ. შისტოსომა.
სისხლის შემცვლელები blood substitutions кровезаменители
sanguis preparationi substitutica - სამკურნალო მიზნით
გამოყენებული საშუალებები (სისხლის შემცვლელად ან სისხლის
შემადგენლობის კორექციისათვის შოკის, სისხლის დაკარგვის,
დამწვრობების, ანემიების და სხვა შემთხვევებში). სისხლის
შემცვლელებია: პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი და სხვ.
სისხლის შემცვლელებზე სწავლების პიონერია ქართველი
მეცნიერი ი.თარხნიშვილი. სინ.: საინფუზიო საშუალებები.
სისხლის ჯგუფები blood groups группы крови sanguis groupum -
სისხლის ტიპები, რომლებიც განსხვავდებიან იმუნოლოგიური
მახასიათებლებით - ერითროციტებში განსაზღვრული
ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების
არსებობით ან არარსებობით. სისხლის ჯგუფებს საზღვრავენ
ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში
სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია (O, A, B, AB ანუ I, II, III, IV). ადრე
ადამიანები სისხლის O ჯგუფით უნივერსალურ დონორებად
ითვლებოდნენ. ამჟამად მიღებულია მხოლოდ ერთი ჯგუფის
სისხლის გადასხმები.
სისხლმბადი ორგანოები hemopoietic organs кроветворные органы
organonum hemopoetica - ორგანოები, რომლებშიც წარმოიქმნება
g გ ე ლე ც წ ქ ე
სისხლის უჯრედები. მათ მიეკუთვნებიან ძვლის წითელი ტვინი,
ლიმფური კვანძები, თიმუსი, ელენთა. ემბრიონულ პერიოდში
სისხლმბადი ორგანოს ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ღვიძლი.
სისხლწარმოქმნა - იხ. ჰემოპოეზი.
სიტიომანია sitiomania ситиомания sitiomania (ბერძნ. sitos
საკვები, mania სიგიჟე) - პათოლოგიური გაუმაძღრობა. გვხვდება
ნერვული სისტემის სხვადასხვა დარღვევების დროს. შდრ.
ბულიმიას.
სიტიოფობია sitiophobia ситиофобия sitiophobia (ბერძნ. sitos
საკვები, phobos შიში) - ავადმყოფური შიში საკვების მიღებასთან
დაკავშირებით.
სიფილიდი syphilide сифилид syphilidum (ლათ. syphilis, ბერძნ.
eides მსგავსი) - სიფილისის II სტადიაში მყოფი ავადმყოფის კანზე
სპეციფიკური გამონაყარი, რაც მიუთითებს დაავადების ამ
სტადიის მაღალკონტაგიურობაზე. სიფილიდები წარმოქმნიან
დამახასიათებელ გროვებს. გამონაყარის ხანგრძლივობაა
რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე.
სიფილისი syphilis сифилис syphilis (lues) (იტალიელი
პათოლოგის ჯ. ფრაკასტოროს პოემის გმირის, სიფილუსის
სახელი, რომელიც ამ დაავადებით იყო შეპყრობილი) -
ქართულად: ათაშანგი. ძალზე საშიში, ინფექციური, ვენერული
დაავადებაა. მისი გამომწვევია სპირალური ბაქტერია - Treponema
pallidum, რომელსაც ადრე მკრთალ სპიროქეტას (Spirochaeta pallida)
უწოდებდნენ. სიფილისი შეიძლება იყოს შეძენილი და
თანდაყოლილი. შეძენილის დროს დაავადება ჯანმრთელ
ადამიანს გადაეცემა სქესობრივი ან საყოფაცხოვრებო
კონტაქტებით. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 21-24 დღე -
ინფექციის შეჭრიდან სიფილისის პირველი სიმპტომის - მკვრივი
შანკრის (იხ. შანკრი მკვრივი) განვითარებამდე.
სიცოცხლე life жизнь vita - შეიძლება განისაზღვროს როგორც
სპეციფიკური სტრუქტურის შენარჩუნება და თვითგანახლება, რაც
ხდება გარედან შემოსული ენერგიის ხარჯზე. ამრიგად,
აუცილებელია ორგანიზმის მუდმივი კავშირი გარემოსთან, რაც
ხორციელდება ნივთიერებების და ენერგიის მიმოცვლის
საშუალებით. ნივთიერებათა ცვლა წარმოდგენილია
ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესების ერთობლიობით.
ლ ც დ დ ლ ც ცე ე ე ლ
გარდა ამისა, სიცოცხლეს ახასიათებს სხვადასხვა თვისებები,
როგორებიცაა: გამრავლება, გაღიზიანებადობა და სხვ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა duration of life продолжительбность
жизни vita prolongatus - ინდივიდის არსებობის (მისი
ონტოგენეზის) ხანგრძლივობა. განასხვავებენ ფიზიოლოგიური
სიცოცხლის ხანგრძლივობას ანუ მაქსიმალურს ამ სახეობის
ინდივიდებისათვის, ეკოლოგიურს ანუ ბუნებრივ პირობებში
ინდივიდების მაქსიმალურ ასაკს და საშუალო ასაკს ანუ რომელსაც
საშუალოდ აღწევენ ამ სახეობის ინდივიდები. სიცოცხლის
საშუალო ხანგრძლივობას ითვლიან ინდივიდების ასაკის ჯამის
გაყოფით მათ საერთო რაოდენობაზე. ადამიანის სიცოცხლის
ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი ბიოლოგიური, მემკვიდრული
თავისებურებებით და ცხოვრების სოციალური პირობებით.
სკაბიესი - იხ. მუნი.
სკანირება scanning сканирование scan (ინგლ. scanning
ყურადღებით ცქერა) - გამოსხივების ნაკადის სივრცობრივი
გადახრა ობიექტის სხვადასხვა უბნების თანმიმდევრული
გამოკვლევის მიზნით. აღნიშნული მეთოდი გამოყენებულია
რადიოლოგიაში, ელექტრონულ მიკროსკოპიაში და სხვ.
სკარიფიკაცია scarifi cation скарификфсия scarifi catio (ბერძნ.
scaripheuo ვსერავ, ვფხაჭნი) - მცირე ზომის ნასერი ან ნაჩხვლეტი
კანზე (სამკურნალო მიზნით, ანალიზისათვის საჭირო სისხლის
ასაღებად, შრატის ან ვაქცინის ან სხვა მოქმედების ნივთიერებების
ორგანიზმში შესაყვანად), რაც ხორციელდება ე.წ. სკარიფიკატორის
საშუალებით.
სკლერა sclera склера sclera (ბერძნ. skleros მაგარი, მკვრივი) -
თვალის კაკლის თეთრი ფიბროზული გარსის გაუმჭვირვალე
ნაწილი.
სკლეროდერმია scleroderma склеродермия sclerodermia (ბერძნ.
skleros მაგარი, მკვრივი, derma კანი) - იგივე სკლეროდერმა. კანის
ქრონიკული დაავადება. მდგომარეობს კანისა და კანქვეშა
ქსოვილის გახევებაში, გამკვრივებაში.
სკლეროზი sclerosis склероз sclerosis (ბერძნ. skleros მაგარი,
მკვრივი) - შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური ან კეროვანი
ზრდა ამა თუ იმ ორგანოსა თუ ქსოვილში. შემკვრივება
გამოწვეულია ფუნქციურად აქტიური ელემენტების დაღუპვით და
გ წვეულ ფუ ქც უ დ ქტ უ ელე ე ტე დ ღუ ვ დ
მათ ნაცვლად ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილის
განვითარებით, აგრეთვე ამილოიდის, ჰიალინისა და მარილების
დალექვით ამ ორგანოებსა და ქსო ვილებში. ტერმინს იყენებენ
მეხსიერების დაქვეითების აღსანიშნავადაც.
სკოლექსი scolex сколекс scolex (ბერძნ. skolex ჭია) - თასმისებრი
ჭიების თავი, რომელზეც განლაგებულია სხვადასხვა ტიპის
საფიქსაციო ორგანოები.
სკოლიოზი scoliosis сколиоз scoliosis (ბერძნ. skolios მოღუნული,
გამრუდებული) - ხერხემლის ფრონტალური გამრუდება,
თანდართული გართულებებით სასუნთქი და სისხლძარღვოვანი
სისტემის მხრივ. უფრო ხშირად შეინიშნება სკოლის
მოსწავლეებში.
სკორბუტი scurvy (scorbute) цинга (скорбут) scorbutus -
ქართულად: სურავანდი. C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული
დაავადება. ვლინდება სისხლდენებით, ღრძილების გაფაშრებით,
კბილების მორყევით და ჩამოცვენით, სისხლის ჩაქცევებით კანში,
სახსრებში. დამახასიათებელია ინფექციური დაავადებებისადმი
ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება.
სკრეპი scrapie скрэпи scrapie (ინგლ. scrape ფხაჭნა, ხეხვა) -
პრიონებით (იხ.) გამოწვეული ცხვრებისა და თხების ფატალური
დაავადება (ნელი, დუნე ინფექცია).
სკრინინგი screening скрининг screen (ინგლ. screening გადარჩევა,
ამორჩევა) - ავადმყოფების გადარჩევის მეთოდი პათოლოგიური
პროცესის გამოვლენის მიზნით.
სკროფულა scrofula скрофула scrofula (ლათ. scrofulae კისრის
შესივებული ლიმფური კვანძები) - ლიმფური კვანძების (უფრო
ხშირად კისრის) ტუბერკულოზი, რასაც თან ახლავს აბსცესების
წარმოქმნა. უფრო ხშირია ბავშვებში.
სკროფულოდერმა scrofuloderma скрофулодерма scrofuloderma
(ლათ. scrofulae კისრის შესივებული ლიმფური კვანძები, ბერძნ.
derma კანი) - კანისა და კანქვეშა ქსოვილის ტუბერკულოზი.
დამახასიათებელია უმტკივნეულო კვანძების განვითარება,
რომლებიც შემდგომში იშლებიან და წყლულდებიან.
მკურნალობისათვის იყენებენ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო
პრეპარატებს.
სმეგმა smegma смегма smegma (ბერძნ. smegma საცხი) -
ქართულად: თებო, ჩუჩის საცხი ანუ ქონი. პენისში არსებული
ტეისონის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი შემზეთავი
ნივთიერება, რომელსაც ექსპერიმენტში კანცეროგენური
თვისებები აღმოაჩნდა. როგორც ფიქრობენ, ებრაელ და მუსულმან
ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს დაბალი სიხშირე
განპირობებულია ებრაელი და მუსულმანი მამაკაცების
წინადაცვეთით (იხ. ცირკუმციზია). ამ ოპერაციის გამო,
უკანასკნელთ სმეგმა პენისში თითქმის არ უგროვდებათ.
სმენა hearing слух auditus - ორგანიზმის უნარი აღიქვას ბგერა.
ადამიანში სმენის სისტემა პერიფერიული და ცენტრალური
ნაწილებისაგან შედგება. პერიფერიული ნაწილი ბგერის გამტარ
(გარეთა და შუა ყური) და ბგერის მიმღებ (შიგნითა ყური,
ლოკოკინა) აპარატებს მოიცავს. შიგნითა ყურში ბგერების რხევის
მექანიკური ენერგია აუდიორეცეპტორებს (ლოკოკინას წამწამოვან
უჯრედებს) ააგზნებს. ამ დროს ინდუცირებული ნერვული
იმპულსები სმენის ნერვის საშუალებით თავის ტვინში სმენის
ცენტრალურ ნაწილს გადაეცემა, რის შედეგადაც სმენის შეგრძნება
წარმოიშვება.
სმოგი smog смог smog (ინგლ. smoke კვამლი, ჭვარტლი. ინგლ.
fog ნისლი) - ქართულად: ტოქსიკური ნისლი. ნისლი
გამონაბოლქვი გაზების და საწარმოო ნარჩენების მაღალი
შემცველობით. შესაძლებელია გახდეს სუნთქვის ორგანოების და
სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დაავადებების გამომწვევი
მიზეზი.
სოდოკუ sodoku содоку sodocu (იაპ. so ვირთაგვა, doku შხამი) -
Spirillum minor-ით და Streptobacillus მონილიფორმისით
გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელიც გადადის
ვირთაგვის კბენით. ვლინდება პერიოდული ცხელებით, ლიმფური
კვანძების შესივებით, ზოგადი ინტოქსიკაციით და სხვ.
სოდომია sodomy сдомия sodomia (ბიბლიის მიხედვით, ქალაქი
სოდომი და გომორა ღმერთმა დაანგრია მცხოვრებთა
გარყვნილების გამო) - 1. პედერასტია (იხ.). 2. ადამიანის
სქესობრივი კავშირი ცხოველთან. იგივე ზოოფილია.
სოკოები fungi (mushrooms) грибы fungi (mycetes) -
ჰეტეროტროფული მცენარეებისმაგვარი უქლოროფილო,
ეტე ტ ფულ ცე ეე გვ უქლ ფ ლ
ეუკარიოტული ორგანიზმები, რომლებიც შედგებიან წვრილი,
დატოტვილი ძაფებისაგან - ჰიფებისაგან და წარმოქმნიან სოკოს
ვეგეტაციურ სხეულს - მიცელიუმს. განასხვავებენ საპროფიტ და
პარაზიტ სოკოებს. პარაზიტები იწვევენ ადამიანის, ცხოველებისა
და მცენარეების სხვადასხვა დაავადებებს (მიკოზებს). ზოგიერთი
სოკო გამოყოფს ტოქსინს (მაგ., აფლატოქსინს და სხვ.).
სოლარიუმი solarium солярий solarium (ლათ. solaris მზის,
მზიანი) - სპეციალურად მოწყობილი ადგილი მზის აბაზანების
მისაღებად.
სოლიტერი taenia солитер (лентец) taenia solium (ლათ. solus
ერთი, მარტოდ დარჩენილი, ბერძნ. tainia ლენტი, თასმა) -
ბრტყელი ჭიების ტიპის თასმისებური ჭიების კლასის
წარმომადგენელი, რომელიც პარაზიტობს ადამიანისა და
ცხოველების ნაწლავებში. ადამიანი ავადდება არასაკმარისად
მოხარშული ფინოზური ხორცის ჭამის შემდეგ. ცნობილია ღორის,
ხარის, განიერი, ჯუჯა, ექინოკოკის სოლიტერები და სხვ.
სომატოსტატინი somatostatin соматостатин somatostatinum
(ბერძნ. soma სხეული, ლათ. status უძრავად დგომა) -
ჰიპოთალამუსის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და პანკრეასის დელტა-
უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონი. აბრკოლებს ალფა -
და ბეტა - უჯრედების მიერ გლუკაგონის და ინსულინის
გამოყოფას, ზოგიერთი ფერმენტის სინთეზს, აგრეთვე თრგუნავს
ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) სეკრეციას.
სომატოტროპინი somatotrophin соматотропин somatotropinum
(ბერძნ. soma სხეული, tropos ბრუნვა, მიმართულება) - ქართულად:
ზრდის ჰორმონი. სინთეზდება ჰიპიფიზის წინა წილში. მის
სინთეზს და სეკრეციას აკონტროლებს ჰიპოთალამუსში და სხვა
ორგანოებში გამომუშავებული სომატოსტატინი (იხ.). სქესობრივ
მომწიფებამდე ზრდის ჰორმონის ჭარბი გამომუშავება იწვევს
ადამიანის გიგანტიზმს (ჰიპოფიზური გიგანტიზმი),
ზრდასრულებში კი აკრომეგალიას (იხ.). ამ ჰორმონის დეფიციტი
ბავშვებში იწვევს ქონდრისკაცობას.
სომატური დაავადებები - იხ. ავადმყოფობები სომატური.
სომატური მუტაციები somatic mutations соматические мутации
mutatio somatica (ბერძნ. soma სხეული, ლათ. mutatio ცვლილება) -
გენეტიკური მასალის ცვლილებები სომატურ უჯრედებში.
იგულისხმება გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები.
სომატური უჯრედები somatic cells соматические клетки cellula
somatica (ბერძნ. soma სხეული) - ყველა უჯრედი (გარდა სასქესო
უჯრედებისა), რომელთაც გააჩნიათ ქრომოსომების
დიპლოიდური კომპლექტი (მაგ., ნეირონები, ჰეპატოციტები,
ერითროციტები და სხვ.).
სომნამბულიზმი somnambulism сомнабулизм somnambulismus
(ლათ. somnus ძილი, ambulo დავეხეტები, ვსეირნობ) - ქართულად:
მთვარეულობა. ავადმყოფური მდგომარეობა, რომლის დროსაც
მძინარე ადამიანი სხვადასხვა მექანიკურ მოქმედებას ასრულებს
(მაგ., დადის). გამოღვიძებისას ადამიანს არაფერი არ ახსოვს. იხ.
ლუნატიზმი.
სომნოლენცია somnolence сомноленция somnolentia (ლათ.
somnolentus მძინარა, ძილის გუდა) - მიდრეკილება ხანგრძლივი
ძილისადმი.
სოორი thrush молочница soor (გერმ. so (h) ren გაშრობა, ჭკნობა) -
ქართულად: რძიანა (იხ.). პირის ღრუს ლორწოვანი გარსის
სოკოვანი დაავადება. ხშირად ემართებად ბავშვებს ძუძუს წოვების
პერიოდში.
სოპორი sopor сопор sopor (ლათ. sopor მაგარი ძილი, გაბრუება) -
ღრმა პათოლოგიური ძილი. აღინიშნება მუცლის ტიფის,
პნევმონიების და სხვა შემთხვევებში.
სპაზმი spasm спазм (судорога) spasmus (ბერძნ. spasmos კრუნჩხვა)
- კუნთის ან რამოდენიმე კუნთის ძლიერი, უეცარი, უნებლიე
შეკუმშვა, რაც დაკავშირებულია კუნთის ტონუსის მომატებასთან.
განასხვავებენ კლონურ, ტონურ, პაროქსიზმულ, რეფლექსურ და
სხვა სახის კრუნჩხვებს.
სპაზმოგენური spasmogenic спазмогенный spasmogenes (ბერძნ.
spasmos კრუნჩხვა, gennao წარმოვქმნი) - კრუნჩხვის გამომწვევი.
სპაზმოლიზური მოქმედება spasmolytic action спазмалитическое
действие actio spasmolysis (ბერძნ. spasmos კრუნჩხვა, lysis გახსნა) -
რაიმე ნივთიერების, წამლის და სხვ. სპაზმის საწინააღმდეგო
მოქმედება.
სპაზმოფილია spasmophilia спазмофилия spasmophilia (ბერძნ.
spasmos კრუნჩხვა, philia სიყვარული) - ე.წ. ბავშვთა ტეტანუსი:
კ უ ვ ყვ ულ ეწ ვ ვ ტეტ უ
აღინიშნება 3 წლის ასაკამდე ბავშვებში. ახასიათებს აგზნებადობის
მომატება, მიდრეკილება სპაზმური კრუნჩხვებისადმი, რისი
მიზეზიცაა კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევა.
სპეკულაციური speculative спекулятивный speculatio (ლათ.
speculatio თვალყურის დევნება, ჭვრეტა) - ის, რაც დაფუძნებულია
სინამდვილისაგან, ცდისა და პრაქტიკისაგან განყენებულ
აზროვნებაზე (მაგ., სპეკულაციური აზროვნება).
სპერმა sperma (semen) сперма sperma (ბერძნ. sperma თესლი) -
ქართულად: თესლი. მამრობით სასქესო ჯირკვლებში
გამომუშავებული სპერმატოზოიდების შემცველი სითხე (სპერმა).
ადამიანის სპერმა სპერმატოზოიდების გარდა შეიცავს
ეპიდიდიმისის (იხ.) სითხეს და დამატებითი სასქესო ჯირკვლების
(პროსტატის და სხვ.) სეკრეტს.
სპერმატიდა spermatid сперматида spermatida (ბერძნ. sperma
თესლი) - მამაკაცის სასქესო უჯრედის განვითარების ერთ-ერთი
ფაზა ანუ განვითარებადი სპერმატოციტის მე-2 მეიოზური
დაყოფის შედეგი. სპერმატოგენეზის შემდგომ ფაზაში სპერმატიდა
გარდაიქმნება სპერმატოზოიდად.
სპერმატოგენეზი spermatogenesis сперматогенез spermatogenesis
(ბერძნ. sperma თესლი, genesis წარმოქმნა) - მამრობითი გამეტების,
სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი სათესლე ჯირკვლებში.
სპერმატოგონია spermatogonium сперматогония spermatogonium
(ბერძნ. sperma თესლი, gone შთამომავლობა, თაობა) - სათესლე
ჯირკვლების მილაკების კედლების ამომფენი პირველადი სასქესო
უჯრედი, რომელსაც გააჩნია ქრომოსომების დიპლოიდური
კომპლექტი.
სპერმატოზოიდი spermatozoon сперматозоид spermatozoidum
(ბერძნ. sperma თესლი) - მამრობითი სასქესო უჯრედი, გამეტა
ქრომოსომების ჰაპლოიდური კომპლექტით. სპერმატოზოიდის
თავში ლოკალიზებულია ბირთვი, რომელიც წინა მხრიდან
გარემოცულია აკროსომით (იხ.). სპერმატოზოიდის სწრაფ
გადაადგილებაში (დაახლ. 3,5 მმ/წთ-ში) დიდ როლს ასრულებს
შოლტი. სპერმატოზოიდის შუა ნაწილში სპირალურადაა
განლაგებული მიტოქონდრიები.
სპერმატორეა spermatorrhoea сперматорея spermatorrhoea (ბერძნ.
sperma თესლი, rheo მოვედინები) - სათესლე სითხის უნებლიე
ე ლ ვედ ე ე ლე უ ე ლ ე
დენა.
სპერმატოცელე spermatocele сперматоцеле spermatocele (ბერძნ.
sperma თესლი, kele სიმსივნე) - სათესლე პარკში ლოკალიზებული,
სპერმის შემცველი კისტა. მკურნალობა მდგომარეობს
ქირურგიულ ჩარევაში.
სპერმატურია spermaturia сперматурия spermaturia (ბერძნ. sperma
თესლი, uron შარდი) - სპერმატოზოიდების არსებობა შარდში.
სპერმაცეტი spermacet спермацет spermacetum (ბერძნ. sperma
თესლი, kemos დიდი თევზი, ვეშაპი) - კაშალოტის თავის
ფიბროზულ ღრუში ლოკალიზებული ცვილისმაგვარი
ნივთიერება. იყენებენ პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, აგრეთვე
კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. ადრე სპერმაცეტი
ცხოველის სპერმა ეგონათ. აქედან წარმოდგება ტერმინი
„სპერმაცეტი”.
სპერმინი spermine спермин sperminum (ბერძნ. sperma თესლი) -
ცხოველის სათესლე სითხეში არსებული ორგანული ნივთიერება.
მედიცინაში იყენებენ როგორც ნერვული სისტემის
გამაჯანსაღებელ საშუალებას. ასეთივე მოქმედების პრეპარატებია:
სპერ მოლი, სპერმოკრინი და სხვ.
სპეციალიზაცია specialization специализация specialisatio (ლათ.
specialis განსაკუთრებული) - უჯრედების დიფერენცირების
უმაღლესი საფეხური, როდესაც ისინი იწყებენ მათზე
დაკისრებული ფუნქციის შესრულებას. ერითროციტებს,
სპერმატოზოიდებს, ნეირონებს და სხვ., მაღალსპეციალიზებულ
უჯრედებს უწოდებენ.
სპეციფიკური გრანულები specific granules специфические
граиулы granulum specificus (ლათ. specificum თავისებურება,
granulum მარცვალი) - ნეიტროფილების მეორადი გრანულები,
რომლებიც აზუროფილური გრანულებისაგან განსხვავდებიან
უფრო დაბალი ელექტრონული სიმკვრივით და ქიმიური
შემადგენლობით. სპეციფიკური გრანულები შეიცავენ
კოლაგენაზას, ფაგოციტინს, ლაქტოფერინს, ლიზოციმს, ტუტე
ფოსფატაზას, გლიკოლიზურ ფერმენტებს და ა.შ.
სპინა ბიფიდა spina bifida спина бифида spina bifida (ლათ. spina
ხერხემალი, bifidus ორად გაყოფილი, გაპობილი) - განვითარების
ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც
ლ ე ე ლ ულ დ უ ვ ც
განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი
დეფექტით (ნაპრალი). შეიძლება იყოს სიმეტრიული ან
ასიმეტრიული, დახურული ან ღია - როდესაც ნაპრალში იჭრება
ზურგის ტვინი თავისი გარსებით (ზურგის ტვინის თიაქარი).
სპინა ვენტოზა spina ventosa спина вентоза spina ventosa (ლათ.
spina ხერხემალი, ventosus გაბერილი) - ლულისებრი ძვლების
ტუბერკულოზური დაავადება.
სპინალური ანესთეზია Lspinal anesthesia спинальная анестезия
anaesthesia spinalis (ლათ. spina ხერხემალი, ბერძნ. anaisthesia
უგრძნობლობა) - ზურგის ტვინში რაიმე ნივთიერების (მაგ.,
ტკივილგამაყუჩებლის) შეყვანა გაუტკივარების მიზნით.
სპირალური ტრიქინელა trichinella spiralis спиральная
трихинелла trichinella spiralis - მრგვალი ჭიების წარმომადგენელია.
იწვევს მძიმე დაავადებას - ტრიქინელოზს. ადამიანი ავადდება
ტრიქინელიანი ღორის (ზოგ ჯერ დათვის) ხორცის შეჭმის
შემთხვევაში.
სპირილები spirills спириллы spirilli (ბერძნ. speira ხვეული, chaite
გრძელი ბეწვი) - სპირალისმაგვარი (დაგრეხილი) ბაქტერიების
ერთ-ერთი ჯგუფია. გააჩნიათ ხვეულების მცირე (2-3) რაოდენობა.
ტიპური წარმომადგენელია Spirillum minor, რომელიც სოდოკუს
(იხ.) გამომწვევია.
სპირომეტრია spirometry спирометрия spirometria (ლათ. spiro
ვსუნთქავ, ბერძნ. metreo ვზომავ) - ფილტვის სასიცოცხლო
ტევადობის განსაზღვრის მეთოდი.
სპიროქეტები spirochetes спирохеты spirochaetae (ბერძნ. speira
ხვეული, chaite გრძელი ბეწვი) - პათოგენური ბაქტერიებია,
რომელთა წარმომადგენლებს სპირალურად დახვეული ძაფის
ფორმა აქვთ. სპიროქეტები გამოყოფილია Spirochaetaceae-ის
რიგში, რომელიც შეიცავს ორ ოჯახს: Spirochaetaceae-ს და
Leptospiraceae-ს. Spirochaetaceae-ს ოჯახში შედის სამედიცინო
მნიშვნელობის მქონე სპიროქეტების, ბორელიების, ტრეპონემების
და სხვა გვარები. Leptospiraceae-ს ოჯახ ში ჩართულია მხოლოდ
ერთი გვარი - Leptospira.
სპლანქნოდინია splanchnodynia спланхнодиния splanchnodynia
(ბერძნ. splanchna შინაგანი ორგანოები, შიგნეულობა, odyne
ტკივილი) - შინაგანი ორგანოების ტკივილი.
ტკ ვ ლ გ გ ე ტკ ვ ლ
სპლანქნოლითიაზი splanchnolithiasis спланхнолитиаз
splanchnolitiasis (ბერძნ. splanchna შინაგანი ორგანოები,
შიგნეულობა, lithiasis კენჭოვანი დაავადება) - ნაწლავების
კენჭოვანი დაავადება.
სპლანქნოლოგია splanchnology спланхнодогия splanchnologia
(ბერძნ. splanchna შინაგანი ორგანოები, შიგნეულობა, logos
მოძღვრება) - სწავლება შინაგანი ორგანოების (საჭმლის
მომნელებელი, სასუნთქი და შარდ-სასქესო) შესახებ. ანატომიის
ერთ-ერთი დარგია.
სპლანქნოპტოზი splanchnoptosis спланхноптоз splanchnoptosis
(ბერძნ. splanchna შინაგანი ორგანოები, შიგნეულობა, ptosis დაწევა,
ჩამოშვება) - შინაგანი ორგანოების დაწევა ჩვეულებრივზე უფრო
დაბლა.
სპლენალგია splenalgia спленалгия splenalgia (ბერძნ. splen
ელენთა, algos ტკივილი) - ტკივილი ელენთის არეში.
სპლენექტომია splenectomy спленэктомия splenectomia (ბერძნ.
splen ელენთა, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) - ელენთის ამოკვეთის
ოპერაცია. ასეთი ოპერაცია აუცილებელია ტრავმის ან სისხლის
ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში.
სპლენიზაცია splenisation спленизация splenisatio (ბერძნ. splen
ელენთა) - რომელიმე ორგანოს (მაგ., ფილტვის) კონსისტენციის
მსგავსება ელენთასთან.
სპლენიტი splenitis спленит splenitis (ბერძნ. splen ელენთა, itis
ანთება) - ელენთის ანთება.
სპლენოთრომბოზი splenothrombosis спленотромбоз
splenothrombosis (ბერძნ. splen ელენთა, thrombos შენადედი,
ლეკერტი, osis მდგომარეობა) - ელენთის ვენის თრომბოზი.
სპლენომა splenoma спленома splenoma (ბერძნ. splen ელენთა, oma
სიმსივნე) - ელენთის სიმსივნე.
სპლენომეგალია splenomegaly спленомегалия splenomegalia
(ბერძნ. splen ელენთა, megas დიდი) - ელენთის გადიდება.
განსაკუთრებით ხშირია მალარიის, შისტოსომოზის და სხვა
პარაზიტული დაავადებების, ინფექციური დაავადებების,
სისხლის დაავადებების, ლეიკემიების და
ლიმფოგრანულომატოზის შემთხვევაში.
სპლენორაგია splenorrhagia спленоррагия splenorrhagia (ბერძნ.
splen ელენთა, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლდენა
ელენთიდან.
სპლენოჰეპატომეგალია splenohepatomegaly спленогепатомегалия
splenohepatomegalia (ბერძნ. splen ელენთა, hepar ღვიძლი, megas
დიდი) - ელენთის და ღვიძლის ერთდროული გადიდება.
სპლინი spleen сплин spleenum (ბერძნ. splen ელენთა) -
მჭმუნვარე, დათრგუნული გუნება-განწყობა. წინათ სპლინს
ელენთის დაავადებით ხსნიდნენ.
სპონგიობლასტი spongioblast спонгиобласт spongioblastus (ბერძნ.
spongia ღრუბელი, blastos ჩანასახი) - ნეიროგლიის უჯრედული
ელემენტების წარმომქმნელი უჯრედი.
სპონდილიტი spondylitis спондилит spondylitis (ბერძნ. spondilos
მალა, itis ანთება) - ხერხემლის ერთი ან რამდენიმე მალის ანთება.
სპონდილოზი spondylosis спондилоз spondylosis (ბერძნ. spondilos
მალა, osis მდგომარეობა) - ხერხემლის დეგენერაციულ-
დისტროფიული ქრონიკული დაავადება, რაც ხშირად ხერხემლის
მალების უმოძრაობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
სპონდილოპათია spondylopathy спондилопатия spondilopathia
(ბერძნ. spondylos მალა, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ხერხემლის
ან მალის ნებისმიერი დაავადება.
სპონტანური spontaneous спонтанный spontaneus (ლათ.
spontaneus თვითნებური) - რომელიმე გარეგანი თუ შინაგანი
ფაქტორის ზემოქმედების გარეშე, თავისთავად წარმოქმნილი
პროცესი, ჰიბრიდული უჯრედი და სხვ.
სპორა spore спора spora (ბერძნ. spora დათესვა, თესლი) - იგივე
ენდოსპორა. ზოგიერთი პარაზიტული უმარტივესის
(სპორიანების), ბაქტერიის (ბაცილები, კლოსტრიდიები)
მიკროსკოპული, მკვრივი გარსით გარემოცული ჩანასახები,
რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა წარმოშობა და რომლებიც
ემსახურებიან გამრავლებას და არახელსაყრელ პირობებში
სახეობის გადარჩენას (ადაპტაცია).
სპორადული sporadic спорадический sporadicus (ბერძნ. sporadikos
გაფანტული, განცალკევებული) - ერთეული, ცალკეული,
შემთხევევითი, რაც დრო და დრო იჩენს თავს (მაგ., ინფექციური
დაავადებები).
დ ვ დე ე
სპორიანები sporozoans споровики Sporozoa - უმარტივესთა
ტიპის ერთერთი კლასია. ამ კლასის წარმომადგენლები როგორც
წესი, უჯრედშიდა პარაზიტებია. ბინადრობენ ადამიანისა და
მრავალი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველის ეპითელურ,
სისხლის და სხვა ტიპის უჯრედებში. ხასიათდებიან განვითარების
რთული ციკლით, თაობათა მორიგეობით.
სპოროტრიქოზი sporotrichosis споротрихоз sporotrichosis
(პათოგენური სოკო Sporotrix-ის სახელწოდების მიხედვით, ბერძნ.
osis მდგომარეობა) - სოკო Sporotrix schenckii-თ გამოწვეული კანის,
კანქვეშა ქსოვილის და ლიმფური კვანძების ქრონიკული
ინფექციური დაავადება, რასაც თან ახლავს ამ ქსოვილებში
მრავლობითი აბსცესების და დაწყლულებების წარმოქმნა.
სპრუ sprue спру spru (ინგლ. sprue) - ტროპიკული და
სუბტროპიკული ქვეყნების უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული
დაავადება. ახასიათებს წყლულოვანი სტომატიტი, დეფეკაციის
გახშირება, ანემია, სიგამხდრე აფთების (იხ.) წარმოქმნით. სინ.:
ავთვისებიანი აფთები, ტროპიკული აფთები.
სპუმავირუსები spumaviruses спумавирусы spumavirus (ლათ.
spuma ქაფი, virus შხამი) - რეტროვირუსების ოჯახის ერთ-ერთი
ქვეოჯახია. აერთიანებს შედარებით ნაკლებად შესწავლილ
რეტროვირუსებს, რომლებიც იწვევენ უჯრედების შერწყმას ანუ
ფუზოგენურ ეფექტებს. სამიზნე-უჯრედების ციტოპლაზმა
ამასთან იღებს დამახასიათებელ, თითქოსდა აქაფებულ
(ვაკუოლიზებულ) სახეს. ამ ვირუსების პათოგენურობა
ადამიანისათვის დად გენილი არ არის. ფუზოგენური ეფექტები,
გამომდინარე კანცეროგენეზის კარიოგამული თეორიის (იხ.)
პოზიციებიდან, შესაძლებელია მიუთითებდეს სპუმავირუსების
ონკოგენურ პოტენციაზე.
სტადია stage стадия stadium (ბერძნ. stadion ძველბერძნული
სიგრძის ერთეული) - დაავადებების, პარაზიტის, რაიმე პროცესის
განვითარების საფეხური, პერიოდი, ფაზა.
სტაზი stasis стаз (закруповка) stasis (ბერძნ. stasis დგომა,
შეგუბება) - სისხლის, ლიმფის, შარდის, რძის, ნაღველის და
სხვათა შეგუბება შესაბამის სადინრებში.
სტაპედექტომია stapedectomy стапедэктомия stapedectomia (ლათ.
stapes უზანგი, ბერძნ. ektome ამოკვეთა, ამოჭრა) - ქირურგიული
უ გ ე კვე ჭ ქ უ გ ულ
ოპერაცია ოტოსკლეროზის (იხ.) სამკურნალოდ: მდგომარეობს
უზანგის (შუა ყურის სასმენი ძვლის) ამოღებაში და პროთეზით
შეცვლაში.
სტატუს-კვო status quo статус кво status quo (ლათ. status quo) - ამა
თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში ან დროის რომელიმე მონაკვეთში
არსებული მდგომარეობა. სტატუს-კვოს შენარჩუნება გულისხმობს
შექმნილი მდგომარეობის უცვლელად დატოვებას.
სტატუს პრეზენს status presense статус презенс status praesens
(ლათ. status მდგომარეობა, praesens ახლანდელი) - ავადმყოფის
მდგომარეობა გასინჯვის მომენტში.
სტაფილოდერმია staphyloderma стафилодермия staphilodermia
(ბერძნ. staphyle მტევანი, derma კანი) - სტაფილოკოკის მიერ
გამოწვეული კანის დაავადება.
სტაფილოკოკები staphylococci стафилококки staphylococci
(ბერძნ. staphyle მტევანი, kokkos მარცვალი) - ჩირქმბადი,
ბურთისებრი ფორმის გრამ-დადებითი ბაქტერიები, რომლებიც
ყურძნის მტევნის მსგავს კონფიგურაციას ქმნიან. ადამიანისათვის
განსაკუთრებით პათოგენურია ოქროსფერი სტაფილოკოკი.
სტაფილოკოკების რეზისტენტობა staphylococcus resistence
резистентность стафилококков resistentia staphylococcus (ბერძნ.
staphyle მტევანი, ლათ. resisto წინააღმდეგობის გაწევა) - ამ ტიპის
ბაქტერიების მდგრადობა სხვადასხვა ანტიბიოტიკების (მაგ., ბეტა-
ლაქტამების) მოქმედებისადმი. ამას ისინი ახერხებენ
ანტიბიოტიკების ბეტა-ლაქტამური რგოლის საწინააღმდეგო
ფერმენტების - ბეტა-ლაქტამაზების გამომუშავებით, რომლებიც
ახდენენ ამ რგოლის ჰიდროლიზს და მის ნეიტრალიზაციას.
სტაფილოკოკოზი staphylococcosis стафилококкоз staphylococcosis
(ბერძნ. staphyle მტევანი, kokkos მარცვალი, osis მდგომარეობა) -
Staphylococcus-ის სხვადასხვა სახეობებით გამოწვეული
ინფექციური დაავადებები.
სტაფილოკოკცემია staphylococcemia стафилококцемия
staphylococcemia (ბერძნ. staphyle მტევანი, kokkos მარცვალი, haima
სისხლი) - სტაფილოკოკების არსებობა სისხლში.
სტაციონარული მკურნალობა hospital treatment стационарное
лечение therapia hospitalis (ლათ. stationarius უძრავი) -
ამბულატორიული მკურნალობისაგან განსხვავებით,
საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფის მკურნალობა.
სტაციონარული ფაზა stationary phase стационарная фаза phasa
stationarius (ლათ. stationarius უძრავი, ბერძნ. phasis გამოჩენა) -
ბაქტერიების გამრავლების lag- და log-ფაზების შემდგომი ფაზა. ამ
ფაზის დროს ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა აღარ
იზრდება. ამ მოვლენას ადგილი აქვს საკვები ნიადაგის
გამოფიტვის, მასში მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვების ან
ჟანგბადის დეფიციტის შედეგად. ამ ფაზის ხანგრძლივობა
საშუალოდ რამდენიმე საათს შეადგენს და დამოკიდებულია
ბაქტერიების სახეობასა და მათი კულტივირების
თავისებურებებზე. გარკვეულ პერიოდში აღინიშნება დაღუპული,
ახლად წარმოქმნილი და დასვენების მდგომარეობაში მყოფი
ბაქტერიული უჯრედების თანაფარდობა. ასეთ მდგომარეობას
მაქსიმალური სტაციონარული ფაზა ეწოდება.
სტეატოზი steatosis стеатоз steatosis (ბერძნ. stear ცხიმი, osis
მდგომარეობა) - 1. ჰეპატოციტების ცხიმოვანი ინფილტრაცია.
შეიძლება განვითარდეს ორსულობის, ალკოჰოლიზმის, კვების
დარღვევის შემთხვევებში და სხვ. 2. სებორეა (იხ.).
სტეთოსკოპი stethoscope стетоскоп stethoscopium (ბერძნ. stethos
მკერდი, skopeo ვუყურებ) - ხის, კაუჩუკის, პლასტმასის, ლითონის
ან სპილოს ძვლისაგან გაკეთებული მილი, რომლის ერთი ბოლო
ძლიერ გაგანიერებულია და ექიმის ყურის ნიჟარას ეხება, მეორე კი
შედარებით ვიწროა. იყენებენ ავადმყოფის შინაგანი ორგანოების
აუსკულტაციისათვის (იხ.).
სტენოზი stenosis стеноз stenosis (ბერძნ. stenos ვიწრო, osis
მდგომარეობა) - ღრუ ან მილოვანი ორგანოების დავიწროება, რაც
აქვეითებს მათ განვლადობას (მაგ., პილორუსის, საყლაპავი მილის,
აორტის და სხვათა სტენოზი).
სტენოზი მიტრალური mitral stenosis митральный стеноз stenosis
mitralis (ბერძნ. stenos ვიწრო, osis მდგომარეობა, mitra სასულიერო
პირების თავზე დასახური) - გულის ორკარედი სარქველის
შევიწროება.
სტენოკარდია angina стенокардия stenocardia (ბერძნ. stenos
ვიწრო, kardia გული) - მწვავე ტკივილის შეტევა გულის არეში.
იგივე გულის ანგინა. (იხ. ანგინა. 2.).
გ ვე გულ გ გ
სტენტი stent стент stentum (ბერძნ. stenos ვიწრო) -
ინდიფერენტული მასალისგან დამზადებული რგოლი, რომელსაც
ათავსებენ სისხლძარღვში (აორტაში, კორონარულ არტერიებში),
შარდის გამომყოფ არხში ან ნაღვლის სადინარში სტენოზის (იხ.)
თავიდან ასაცილებლად.
სტერეოგნოზია stereognosis стереогнозия stereognosia (ბერძნ.
stereos სივრცობრივი, მყარი, gnosis შეცნობა) - ხელის შეხებით
საგნების შეცნობის უნარი.
სტერილიზაცია sterilization стерилизация sterilisatio (ლათ. sterilis
უნაყოფო) - 1. მიკროორგანიზმების განადგურება გამოხარშვით,
ფილტრაციით, დეზინფექტანტების მოქმედებით და სხვ. 2.
ადამიანის და ცხოველების განაყოფიერების უნარის დაკარგვა
ოპერაციის საშუალებით ან რადიოაქტიური დასხივებით.
სტერილური ცხოველები sterile animals стерильные животные
animal sterilis (ლათ. sterilis უნაყოფო) - ცხოველები, რომლებიც
თავისუფლები არიან მიკროორგანიზმებისაგან. ასეთი ცხოველები
გამოიყენებიან იმუნოლოგიაში, ბაქტერიოლოგიაში,
ვირუსოლოგიაში და მედიცინის, ექსპერიმენტული ბიოლოგიის
და ვეტერინარიის სფეროებში. სტერილური ცხოველის მი ღება
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი დაბადებამდე
სტერილური იყო და მას საშვილოსნოდან ამოიყვანენ სტერილურ
პირობებში. სინ.: გნოტობიონტები.
სტერილურობა sterility стерильность sterilitas (infecunditas) -
ზრდასრული ორგანიზმის უუნარობა, დასაბამი მისცეს
შთამომავლობას. ადამიანებში უნაყოფობა შეიძლება
განპირობებული იყოს ქალის ან მამაკაცის სხვადასხვა
პათოლოგიებით: ფალოპის მილების, საკვერცხეების ანთებით,
ასპერმიით, ოლიგოსპერმიით, იმპოტენციით და სხვ. უნაყოფობა
შეიძლება გამოწვეული იყოს აგრეთვე მემკვიდრული ფაქტორებით
და ხელოვნურად.
სტერნული პუნქცია sternal puncture стернальная пункция punctio
sternalis (ბერძნ. sternon მკერდის ძვალი, ლათ. punctio ჩხვლეტა) -
მკერდის ძვლის ჩხვლეტით წითელი ძვლის ტვინის უჯრედული
შემადგენლობის განსაზღვრის მეთოდი.
სტომა stoma стома stoma (ბერძნ. stoma ხვრელი, პირი) - სხეულში
ქირურგიულად წარმოქმნილი ხვრელი. მაგ., იყენებენ საჭმლის
ქ უ გ ულ დ წ ქ ლ ვ ელ გ ყე ე ე ჭ ლ
მომნელებელი ტრაქტის დაავადებების (წყლულოვანი კოლიტი,
კრონის დაავადება ან კოლორექტული კიბო) სამკურნალოდ.
სტომატოლოგია stomatology (dentistry) стоматология stomatologia
(ბერძნ. stoma პირი, logos მოძღვრება) - მედიცინის დარგი,
რომელიც სწავლობს კბილების, პირის ღრუს, ყბებისა და სახის
დაავადებებს.
სტრაბიზმი strabismus страбиз (косоглазие) strabismus (ლათ.
strabo ელამი) - ქართულად: სიელმე. ანომალია, როდესაც
შეუძლებელია ორივე თვალის ერთდროული ფიქსაცია
მხედველობის ობიექტზე.
სტრანგულაცია strangulation странгуляция strangulatio (ლათ.
strangulatio დახრჩობა) - 1. ნაწლავების გაძლიერებული
პერისტალტიკის დროს ნაწლავის მარყუჟის ჩაჭედვა. 2. სასუნთქი
გზების, სისხლძარღვის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შევიწროება.
სტრანგურია strangury странгурия stranguria (ბერძნ. stranx წვეთი,
uron შარდი) - შარდზე გასვლის მძაფრი წყურვილი; შარდის
მტკივნეული გამო ყოფა წვეთების სახით. ამის მიზეზი შეიძლება
იყოს შარდის ბუშტის ფსკერის კენჭით გაღიზიანება, ანდა
შარდსადენში ხანგრძლივი კათეტერიზაცია. გარდა ამისა,
სტრანგურია შეიმჩნევა შარდის ბუშტის ფსკერის კიბოთი
დაავადებულებში, აგრეთვე მწვავე ცისტიტის ანდა პროსტატიტის
შემთხვევებში.
სტრატეგია strategy стратегия strategia (ბერძნ. stratos მხედრობა,
ago მიმყავს) - საერთო გეგმა. ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის
ხელოვნება, წარმართვა.
სტრეპტოკინაზა streptokinase стрептокиназа streptocinasa (ბერძნ.
streptos ძეწკვი) - პლაზმინოგენის გამააქტივებელი
ექსტრაცელულური ფერმენტია, რაც იწვევს პლაზმინის
წარმოქმნას და ფიბრილური ბოჭკოების დაშლას. გამოიყენება
ჩირქოვან ქირურ გიაში.
სტრეპტოკოკები streptococci стрептококки streptococci (ბერძნ.
streptos ძეწკვი, kokkos მარცვალი) - პათოგენური (ჩირქმბადი)
მრგვალი ფორმის, გრამ-დადებითი ბაქტერიები, რომლებიც
ძეწკვისებურ გაერთიანებებს ქმნიან.
სტრეპტოკოკცემია streptococcemia стрептококцемия
streptococcemia (ბერძნ. streptos ძეწკვი, kokkos მარცვალი, haima
ე ეწკვ ცვ ლ
სისხლი) - სტრეპტოკოკების არსებობა სისხლში.
სტრეპტომიცინი streptomycin стрептомицин streptomycinum
(ბერძნ. streptos ძეწკვი, mykes სოკო) - ძლიერი ანტიბიოტიკი,
ამინოგლიკოზიდი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია გრამ-
დადებითი ბაქტერიების, განსაკუთრებით კი ტუბერკულოზის
გამომწვევის მიმართ. აღმოაჩინა ამერიკელმა მიკრობიოლოგმა
ზ.ვაქსმანმა, რომელმაც ეს პრეპარატი გამოყო 1943 წელს
აქტინომიცეტებიდან (Actinomyces griseus).
სტრესი stress стресс stress (ინგლ. stress დაძაბვა, დაჭიმულობა) -
ძლიერი გამღიზიანებლის მოქმედების შედეგად ორგანიზმში
წარმოქმნილი არა სპეციფიკური დარღვევა, რასაც შეუძლია
გამოიწვიოს რთული დაცვითი რეაქციების კომპლექსი -
ადაპტაციური სინდრომი. იხ. დისტრესი და ევსტრესი.
სტრესორი stressor стрессор stressorus (ინგლ. stress დაძაბვა,
დაჭიმულობა) - ფაქტორი, აგენტი, რომელიც იწვევს სტრესს.
სტრიდორი wheeze стридор stridor (ლათ. stridor შიშინი) -
ქართულად: ხვრინვა. ხმაურიანი, მსტვენავი სუნთქვა ცხვირით,
რასაც ადგილი აქვს ტრაქეის ან ხორხის ობსტრუქციის (იხ.)
შემთხვევაში. წარმოიქმნება უმთავრესად შესუნთქვისას. გვხვდება
სიმსივნეების, უცხო სხეულების ასპირაციის, ხმოვანი იოგების
დამბლის და სხვ. დროს.
სტრიქტურა stricture стриктура strictura (ლათ. strictura შეკუმშვა)
- საყლაპავი მილის, შარდსადენის და სხვ. დავიწროება ნაწიბურის
განვითარების შედეგად. სინ.: სტენოზი (იხ.).
სტრომა stroma строма stroma (ბერძნ. stroma ხალიჩა) - ორგანოს,
ქსოვილების, უჯრედების ნებისმიერი საყრდენი სტრუქტურა.
სტრუმა goiter струма (зоб) struma (ლათ. struma ჩიყვი, შესიება) -
ქართულად: ჩიყვი. ფარისებური ჯირკვლის გადიდებაა, რისი
მიზეზიცაა ამ ორგანოს ჰიპოფუნქცია. ვითარდება საკვებში და
სასმელ წყალში იოდის ნაკლებობის შემთხვევაში. საქართველოში
უმთავრესად აღინიშნება მთიან ადგილებში, კერძოდ, სვანეთში.
სტრუმექტომია strumectomy струмэктомия strumectomia (ლათ.
struma ჩიყვი, სიმსივნე, ბერძნ. ektome ამოჭრა, ამოკვეთა) -
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა (ჰიპერტროფიის, სიმსივნის და
სხვ. შემთხვევაში).
სტრუმიტი strumitis струмит strumitis (ლათ. struma ჩიყვი,
სიმსივნე, ბერძნ. itis ანთება) - ჰიპერტროფირებული ფარისებრი
ჯირკვლის ანთება.
სტრუქტურული გენები structural genes структурные гены genum
structuralis (ლათ. structura, ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა) -
გენები, რომლებიც აკონტროლებენ ამა თუ იმ კონკრეტული
ცილის მოლეკულის სინთეზს.
სტუპორი stupor струпор stupor (ლათ. stupos გაშეშება,
გაშტერება) - სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე
რეაქციის უქონლობა. ფსიქომოტორული დათრგუნვის გამო
ავადმყოფი უძრავ მდგომარეობაშია.
სუბაკვალური subaqual субаквальный subaqual (ლათ. sub ქვეშ,
ქვევით, aqua წყალი) - ნაწლავების აბაზანა, შხაპი, ოყნა. ე.წ. ღრმა
ოყნა.
სუბიექტური subjective субъективный subjectivus (ლათ. subjectum
პიროვნება) - მხოლოდ გარკვეული პირის, სუბიექტისათვის
დამახასიათებელი. ცალმხრივი, მიკერძოებული.
სუბლეიკემიური მიელოზი subleukemic myelosis
сублейкемический миелоз myelosis subleukemia (ლათ. sub ქვეშ,
ქვევით, ბერძნ. leukos თეთრი, haima სისხლი, myelos ძვლის ტვინი)
- მიეკუთვნება ჰემობლასტოზების ჯგუფს. ვლინდება
მიელოპროლიფე-რაციული ტიპის პანმიელოზით ან
მიელომეგაკარიოციტული მიელოზით, მიელო ფიბროზის და
ოსტეომიელო სკლეროზის ადრეული განვითარებით და ა.შ. უფრო
ხშირად ახასიათებს კეთილთვისებიანი, მრავალწლიანი
მიმდინარეობა. სინ.: კეთილთვისებიანი სუბლეიკემიური
მიელოზი, მიელოფიბროზი, ოსტეომიელოსკლეროზი.
სუბლეტალური დოზა sublethal dose сублетальная доза dosis
sublethalis (ლათ. სუბ ქვეშ, ქვევით, ლეტალის სასიკვდილო, ბერძნ.
დოსის ულუფა, ჯერი) - რომელიმე აგენტის ნახევრად ლეტალური
დოზა, რომელიც იწვევს ექსპერიმენტული ცხოველების დაღუპვას
50% შემთხვევაში (LD50).
სუბსტანცია substance субстанция substantia (ლათ. substantia
არსი) - 1. ქიმიური ნივთიერება. 2. ყველა საგნის თუ მოვლენის
საფუძველი, არსი.
სუბსტრატი substrate субстрат substratum (ლათ. substratum
საფენი) - 1. ნივთიერება, რომელზეც მოქმედებს ესა თუ ის
ფერმენტი. მაგ., რნმ სუბსტრატია რიბონუკლეაზასათვის. 2. ამა თუ
იმ სიმსივნის შემადგენელი უჯრედები. 3.ნივთიერება ან საგანი,
რომელზეც მიმაგრებულია ესა თუ ის ორგანიზმი.
სუბტერმინალური subterminal субтерминальный subterminalis
(ლათ. sub ქვეშ, ქვევით, terminus ზღვარი, საზღვარი) - კიდესთან,
დაბოლოებასთან ახლოს განლაგებული, მდებარე. მაგალითად,
ბექტერიების ჩხირებში სპორების სუბტერმინალური განლაგება -
ე.ი. ახლოს ჩხირის ერთერთ ბოლოსთან; ტერმინი სიკვდილისწინა
მდგომარეობასაც აღნიშნავს.
სუბფებრილური subfebrile субфебрильный subfebrilis (ლათ. sub
ქვეშ, ქვევით, febris ცხელება) - იგივე სუბფებრილიტეტი.
ხანგრძლივი დროით, მცირედ მომატებული სხეულის
ტემპერატურა.
სუგესტია suggestion внушение suggestio (ლათ. suggestio
შთაგონება) - მკურნალობის მეთოდი, როდესაც ექიმი გარკვეულ
ფსიქიკურ ზემოქმედებას ახდენს ავადმყოფზე ან ავადმყოფთა
ჯგუფზე.
სუიციდი suicide суицид suicidium (ლათ. suus თავისი, caedos
კვლა, ხოცვა) - თვითმკვლელობა.
სულფანილამიდები sulfonamides сульфаниламиды sulfonamida -
იგივე სულფონამიდები. 1932 წელს გერმანელმა გ.დომაგკმა
დაასინთეზა პირველი სულფანილამიდური პრეპარატი -
სტრეპტოციდი და შემდეგ სულფანილამური პრეპარატების
მთელი ჯგუფი, რომელთა მიმართ მაღალ მგრძნობელობას ავლენს
გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების
მნიშვნელოვანი ნაწილი. სულფანილამიდებიდან ყველაზე უფრო
ხშირად გამოიყენება ნორსულფაზოლი, სულფაზინი,
სულფადიმეზინი, სულფაპირიდაზინი და სხვ.
სუნთქვა breathing дыхание respiratio - ორგანიზმში მიმდინარე
ფიზიკურ- ქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების
ერთობლიობა, რის დროსაც ხდება ატმოსფეროდან ჟანგბადის
მიღება და ნახშირორჟანგის გამოყოფა. განასხვავებენ გარეგან,
უჯრედულ, ქსოვილოვან, მუცლის, მკერდის, დიაფრაგმულ,
პათოლოგიურ, ზედაპირულ, წყვეტილ, ტერმინალურ, ჩეინ-
სტოქსის, ბრონქულ, ვეზიკულურ და სხვა ტიპის სუნთქვებს.
სუპერინფექცია superinfection суперинфекция superinfectio (ლათ.
super ზე, მეტი, infectio დასენიანება) - განმეორებითი
დაინფიცირება იმავე მიკროორგანიზმებით, როდესაც პირველადი
ინფექცია ჯერაც არ არის დასრულებული.
სუპერრეპლიკაცია superreplication суперрепликация
superreplicatio (ლათ. super ზე, მეტი, ინგლ. replication ასლის
წარმოქმნა) - რომელიმე მოლეკულის (მაგ., დნმ-ს) ან ვირუსის
განსაკუთრებული ინტენსიურობით გა მ რავლება.
სუპერფეკუნდაცია superfecundation суперфекундация
superfoecundatio (ლათ. super ზე, მეტი, foecundo ვანაყოფიერებ) -
ერთი ოვულაციური პერიოდის ორი და მეტი კვერცხუჯრედის
განაყოფიერება სხვადასხვა სპერმატოზოიდებით.
სუპერფეტაცია superfetation суперфетация superfetatio (ლათ.
super ზე, მეტი, fetus ჩანასახი) - მეორე კვერცხუჯრედის
განაყოფიერება ორსულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში. ამის
შედეგად, საშვილოსნოში ვითარდება სხვადასხვა ასაკის ორი
ნაყოფი.
სუპინატორი supinator супинатор supinator (ლათ. supino,
supinatum შეტრიალება ზევით) - 1. სხივის ძვლის გარეთა
მიმართულებით შემტრიალებელი კუნთი (musculus supinator). 2.
ორთოპედიული ნაკეთობა: გამოიყენება ტერფის თაღისათვის
სათანადო ფორმის მისაცემად ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში.
წარმოადგენს ფეხსაცმელში სპეციალური ფორმის ჩასაფენს.
სუპინაცია supination супинация supinatio (ლათ. supino, supinatum
შეტრიალება ზევით) - ხელის მტევნის და ტერფის გარე
მიმართულებით ტრიალი.; მათი შეტრიალება გარეთკენ.
სუპოზიტორიუმი suppository суппозиторий suppositorium (ლათ.
suppositorium ქვეშ შევუდგამ) - წამლის ფორმა მცირე ზომის
კონუსების სახით (სანთელი). გამოიყენება სწორ ნაწლავში ან
ქალის სასქესო ორგანოში (რექტალური და ვაგინალური
სუპოზიტორიუმი) შესაყვანად.
სუპრარენული suprarenal супраренальный suprarenalis (ლათ.
supra ზემოთ, ზე, ren თირკმელი) - 1. თირკმელზედა (მაგ.,
თირკმელზედა ჯირკვლები - გლანდულა სუპრარენალის).
2.თირკმლის ზემოთ მდებარე.
სუპრესია supression супрессия supressio (ლათ. supressio
დათრგუნვა) - რაიმე პროცესის (მაგ., იმუნოლოგიურის)
დათრგუნვა.
სუპრესორები supressors супрессоры supressori (ლათ. supressio
დათრგუნვა) - თლიმფოციტების ერთ-ერთი პოპულაცია,
რომელიც თრგუნავს სხვა იმუნოკომპეტენტური უჯრედების
ფუნქციურ აქტივობას.
სუპურაცია suppuration суппурация suppuratio (ლათ. supuratio
დაჩირქება) - 1. ჩირქოვანი ანთება, დაჩირქება. 2. ჩირქის დენა.
სურავანდი - იხ. სკორბუტი.
სურდიტასი deafness сурдитас (глухота) surditas (ლათ. surdus
ყრუ) - სმენის დაქვეითება ან სრული დაკარგვა.
სურდოკამერა surdocamera сурдокамера surdocamera (ლათ. surdus
ყრუ, camera თაღი, ოთახი) - ოთახი ბგერაშეუღწევადი კედლებით,
სადაც ტარდება ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სხვ. სახის
კვლევები, აგრეთვე ვარჯიში (მაგ., კოსმონავტების
მოსამზადებლად) სხვადასხვა გამღიზიანებლის გარეშე. სინ.:
სენსორული დეპრივაცია.
სურდოპედაგოგიკა surdopdagogics сурдопедагогика
surdopedagogica (ლათ. surdus ყრუ, ბერძნ. paidagogike) -
პედაგოგიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ყრუ-მუნჯი,
დაყრუებული და სმენადაქვეითებული ბავშვებისა და
მოზარდების აღზრდის, განათლებისა და სწავლების საკითხებს.
სუროგატი დედა surrogate mother сурогатная мать mater
surrogatus (ლათ. surrogatus შემცვლელი) - ქალი, რომელიც
ხელოვნური განაყოფიერებით ან ემბრიონის შეყვანით
საშვილოსნოში, დაორსულდა მეორე მხარესთან (ჩვეულებრივ,
ოჯახურ წყვილთან, რომელსაც რაიმე მიზეზის გამო შვილი არ
უჩნდება) ურთიერთშეთანხმების (დაკვეთის) საფუძველზე, რითაც
იგი ვალდებულებას ღებულობს ბავშვი გადასცეს დამკვეთებს.
სუსპენზია suspension суспензия suspensio (ლათ. suspensio
ჩამოკიდება) - ორი ან მეტი ნივთიერების ნარევი, რომელთაგან
ერთ-ერთი (მკვრივი) უმცირესი ნაწილაკების სახით
განაწილებულია მეორეში (სითხეში) შეწონილ მდგომარეობაში
გ წ ლე ულ ე ე ე ეწ ლ დგ ე
(მაგ., სისხლი, რძე ან მღვრიე წყალი, რომელშიც შეწონილ
მდგომარეობაშია თიხის, ლამის და სხვ. უმცირესი ნაწილაკები).
სუსპენზორიუმი Psuspensorium суспензорий suspensorium (ლათ.
suspendo ჩამოვკიდებ) - სათესლე პარკის, ქვედა ყბის ან სარძევე
ჯირკვლის ერთ მდგომარეობაში დამაფიქსირებელი სახვევი.
სფიგმომანომეტრი sphygmomanometer сфигмоманометр
sphygmomanometrum (ბერძნ. sphygnos მაჯისცემა, manos იშვიათი,
metreo ვზომავ) - სისხლის წნევის გამოსაკვლევი ხელსაწყო.
სფინქტერი sphincter сфинктер musculus sphincter (ბერძნ. sphyngo
ვუჭერ) - რგოლისებრი კუნთი, რომელიც შეკუმშვის პროცესში
ახშობს ან ავიწროებს მილისებრი ღრუ ორგანოს გასასვლელს.
ადამიანის ორგანიზმში სფინქტერები მრავალი სახისაა.
განასხვავებენ საშოს, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის, საერთო
სანაღვლე სადინრის და მრავალ სხვა სფინქტერს.
სფინქტეროექტომია sphincteroectomy сфинктероэктомия
sphincteroectomia (ბერძნ. sphyngo ვუჭერ, ektome ამოკვეთა) -
ქირურგიული ოპერაცია: რომელიმე სფინქტერის ამოკვეთა.
სფინქტეროპლასტიკა sphincteroplastic сфинктероплатика
sphincteroplastica (ბერძნ. sphyngo ვუჭერ, plastike ვძერწავ,
ვაქანდაკებ) - პლასტიკური ოპერაცია: მწყობრიდან გამოსული
სფინქტერის აღდგენა და ფორმირება ან ახალი სფინქტერის შექმნა.
სქემა scheme схема schema (ბერძნ. schema ფორმა, გარეგნული
შესახედაობა) - 1. გამარტივებული ნახაზი, რომელიც გამოხატავს
რაიმე პროცესს, მოვლენას, ობიექტს და ა.შ. 2. რაიმეს გადმოცემა,
აღწერა ზოგადად, ძირითადი შტრიხებით (სქემატურად).
სქესთან შეჭიდული sex-linked сцепленный с полом sex-linkus -
მიუთითებს X-ქრომოსომაზე ლოკალიზებულ გენებზე. X-
ქრომოსომაზე განლაგებულია ზოგიერთი ავადმყოფობის (მაგ.,
ჰემოფილიის) განვითარებაზე პასუხისმგებელი გენები. რადგანაც
სქესთან შეჭიდული გენები რეცესიულია, მამაკაცებში უფრო მეტია
ამ დაავადებების გამოვლენის შესაძლებლობა, რადგანაც მათ ერთი
X-ქრომოსომა გააჩნიათ და ამდენად არა აქვთ ამ რეცესიული გენის
დამთრგუნველი დომინანტური გენი. ქალები შეიძლება იყვნენ
დეფექტური გენების მტარებლები, თუმცა ეს ფაქტი პირადად მათ
ჯანმრთელობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს, რადგანაც
დეფექტური გენები ითრგუნებიან მეორე X-ქრომოსომაზე
დეფექტუ გე ე გუ ე ე ე ქ ე
არსებული დომინანტური (ნორმალური) ალელებით. ასეთი
ქალები (კონდუქტორები) საშიშროებას წარმოადგენენ
შთამომავლობისათვის.
სქესი sex пол sexus - ინდივიდის მორფოლოგიური და
ფიზიოლოგიური ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რაც
განსაზღვრავს მის როლს განაყოფიერებაში. მამაკაცის და ქალის
სასქესო უჯრედების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ზიგოტა,
შემდეგ კი ვითარდება ახალი ორგანიზმი. ზიგოტაში
გაერთიანებულია დედის და მამის გამეტების ქრომოსომების ორი
ჰაპლოიდური კომპლექტი.
სწორი ნაწლავი rectum прямая кишка rectum - ნაწლავი, რომლის
საშუალებითაც ხდება მონელებული საკვების გაფორმებული
მასების გარეთ გამოდევნა. სწორი ნაწლავი მთავრდება
სფინქტერით.
სხეულის ტემპერატურა body temperature температура тела
temperatura corporales - სხეულის გახურების ხარისხი, რაც
დამოკიდებულია ინდივიდის ცხოველქმედების შედეგად სითბოს
წარმოქმნის, გარეშე ფაქტორებით მისი გახურების და გარემოში
სითბოს გაცემის ბალანსზე. სხეულის ტემპერატურის ნორმები
ადამიანისა და ზოგიერთი ცხოველისათვის: ადამიანი - 36-370 C,
ფრინველები - 40- 420C, ცხენი - 37,8-38,50C, ძროხა - 37,5- 39,50 C,
ღორი - 38-400 C, ძაღლი - 37,5- 390 C, კატა - 38,0-39,50 C.
სხივური გვირგვინი corona radialis лучистый венец corona radiata
- კვერცხუჯრედის მკვრივი გარეთა შრე, რომელიც იხსნება
სპერმატოზოიდის მიერ განაყოფიერების პროცესში. აღნიშნული
შრის ცალკეული უჯრედები ერთმანეთთან დაკავშირებულია
ორგანული ნივთიერებით - ჰიალურონის მჟავით, რომელზეც
მოქმედებს ფერმენტი ჰიალურონიდაზა. მხოლოდ რამდენიმე
ათასი სპერმატოზოიდის ერთობლივი მოქმედება თუ დაშლის ამ
მჟავას. ამით ერთადერთ სპერმატოზოიდს საშუალება ეძლევა
შეაღწიოს კვერცხუჯრედში. განაყოფიერებისთანავე
კვერცხუჯრედის გარშემო კვლავ აღდგება სხივური გვირგვინის
მთლიანობა, რაც ხელს უშლის მასში სხვა სპერმატოზოიდის
შეღწევას.
სხივური დაავადება - იხ. ავადმყოფობა სხივური.
სხივური თერაპია radiation therapy лучевая терапия therapia
radialis (ბერძნ. ტჰერაპეია მკურნალობა) - სამკურნალო მიზნით
სხვადასხვა მაიონებელი გამოსხივების გამოყენება, რაც
ორგანიზმზე ახდენს ბიოლოგიურ მოქმედებას.
შ-კოლონიები S-colonies S-колонии S-coloni (ინგლ. slime ლორწო)
- მყარ საკვებ ნიადაგზე წარმოქმნილი ბაქტერიების კოლონიების
ტიპი (ლორწოვანი).
შ-სტრეპტოლიზინი S-streptolysine стрептолизин-S S-
streptolysinum (ბერძნ. streptos ძეწკვი, kokkos მარცვალი, lysis
დაშლა) - სტრეპტოკოკების (განსაკუთრებით, A ჯგუფის) მიერ
წარმოებული ჰემოლიზური და ლეიკოტოქსიკური ფაქტორი.
მდგრადია ჟანგბადისადმი. სისხლიან აგარში ბეტაჰემოლიზი
განპირობებულია ამ ტოქსინის მოქმედებით. შეუძლია გამოიწვიოს
ერითროციტების ლიზისი პირდაპირი კონტაქტის გზით,
გარემოში გამოყოფის გარეშე. არ გააჩნია ანტიგენური თვისებები.
სამედიცინო ლექსიკონი


ტაბეს დორსალის tabes dorsalis табес дорсалис tabes dorsalis (ლათ.
tabes განლევა, გამოფიტვა, dorsalis ზურგის) - სიფილისის გვიანი
გამოვლენა, რასაც საფუძვლად უდევს ზურგის ტვინის
დეგენერაციული ცვლილებები.
ტაბესი tabes табес tabes (ლათ. tabes განლევა, გამოფიტვა) -
ქრონიკული, პროგრესირებადი განლევა, ატროფია (მაგ., ნერვული
სისტემის ტაბესი).
ტაიგის ენცეფალიტი tick-borne encephalitis клещевой энцефалит
taiga encephalitis (ბერძნ. enkemphalos თავის ტვინი, itis ანთება) -
დაავადების გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება ფლავივირუსების
ოჯახს. გამოყოფილია ვირუსის ორი ანტიგენური ვარიანტი. ერთი
მათგანი გადაეცემა ტკიპების - Ixodes persulcatus-ის საშუალებით
(იწვევს დაავადების მძიმე კლინიკურ ფორმას შორეულ
აღმოსავლეთში). მეორე, ევროპული ვარიანტი, რომლის
გადამცემია ტკიპა - Ixodes ricinus, ხასიათდება დაავადების უფრო
მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით. ვირუსის ძირითადი
წყაროა მღრღნელები, ფრინველები, თხები და ძროხები.
სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის იყენებენ ფორმალინით
ინაქტივირებულ, აგრეთვე ცოცხალ ატენუირებულ ვაქცინას. სინ.:
ტკიპისმიერი ან შორეულ-აღმოსავლეთის ენცეფალიტი.
ტამპონი tampon тампон tampon (ფრანგ. tampon საცობი) -
სტერილური დოლბანდი, რომელსაც დებენ ჭრილობაში, ღრუში
სისხლის დენის შესაჩერებლად ან ჩირქის ამოსაწოვად.
ტარსალგია tarsalgia тарсалгия tarsalgia (ბერძნ. tarsos ტერფი,
ალგოს ტკივილი) - ტერფის ძვლების ტკივილი.
ტატუირება tattoo татуировка tatouage (ფრანგ. tatouer) -
ქართულად: სვირინგი. ადამიანის სხეულზე რაიმეს გამოხატვა
კანზე ჩხვლეტის და მასში საღებავის შეყვანის გზით.
ტაქიკარდია tachycardia тахикардия tachycardia (ბერძნ. tachis
ჩქარა, kardia გული) - გულის შეკუმშვათა გახშირება.
ტაქიპნოე tachypnoea тахипноэ tachypnoea (ბერძნ. tachis ჩქარა,
pnoe სუნთქვა) - ზედაპირული, აჩქარებული სუნთქვა. ამ დროს
სუნთქვითი მოძრაობა წუთში დაახლოებით 30-ს შეადგენს.
ტაქიურია tachiuria тахиурия tachiuria (ბერძნ. tachis ჩქარა, uron
შარდი) - ხშირი შარდვა; სითხის სწრაფი გამოყოფა
თირკმლებიდან.
ტაქიფაგია tachyphagy тахифагия tachyphagia (ბერძნ. tachis ჩქარა,
phago ვჭამ, ვშთანთქავ) - საკვების სწრაფი გადაყლაპვა.
ტაქიფილაქსია tachyphylaxis тахифилаксия tachyphylaxia (ბერძნ.
tachis ჩქარა, phylaxis დაცვა) - რომელიმე სამკურნალო
ნივთიერების ხანგრძლივი გამოყენების ან მისი პერიოდული,
განმეორებითი დანიშვნისას, სამკურნალო ეფექტის სწრაფი,
პროგრესირებადი დაქვეითება (დამახასიათებელია ნერვულ
სისტემაზე მოქმედი სამკურნალო პრეპარატებისათვის).
ტაქსონომია taxonomy таксономия taxonomia (ბერძნ. taxis
განლაგება რიგში, nomos კანონი) - ორგანული სამყაროს
კლასიფიკაციისა და სისტემატიკის თეორია. ბიოლოგიაში
ძირითადი ტაქსონომიური ერთეულებია: სახეობა, გვარი, ოჯახი,
რიგი, კლასი და ტიპი.
ტაქტილური tactile тактильный tactilis (ლათ. tactilis შეხებითი) -
შეხებითი, შეხებისა. მაგ., ტაქტილური შეგრძნებები - შეხებითი
შეგრძნებები.
ტელეანგიექტაზია teleangiectasia телеангиэктазия teleangiectasia
(ბერძნ. tele შორს, შორიდან, angeion სისხლძარღვი, ეკტასის
გაფართოება, გაგანიერება) - კაპილარების და წვრილი
სისხლძარღვების ლოკალური გაფართოება.
ტელეგონია telegony телегония telegonia (ბერძნ. tele შორს,
შორიდან, gone) - ამ თეორიის თანახმად, ქალის პირველ
მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტი გავლენას ახდენს სხვა
მამაკაცებთან გაჩენილ შვილებზე. II მამრიდან მიღებული
შთამომავლობა ჰაბიტუსით ემსგავსება I მამრს, მიუხედავად იმისა,
რომ მდედრს I მამრთან დიდი ხნის მანძილზე კონტაქტი არ
ჰქონია. მაგ., ზებრის ულაყის და ცხენის ჭაკის შთამომავლები
ჰაბიტუსით ზებრის იდენტურები არიან. ამავე დროს, ცხენის ამავე
ჭაკის და ჩვეულებრივი ცხენის ულაყის შემდგომი შთამომავლები
შეიძლება აგრეთვე დაემსგავსონ ზებრას.
ტელეკინეზი telekinesis телекинез telekinesis (ბერძნ. tele შორს,
შორიდან, kinesis მოძრაობა) - სხვადასხვა საგნების სივრცეში
გადაადგილება ადამიანის ფიზიკური ჩარევის გარეშე, მხოლოდ
ფსიქიკური ძალის (ნებისყოფის) მეშვეობით. სინ.: ფსიქოკინეზი.
ტელეპათია telepathy телепатия telepathia (ბერძნ. tele შორს,
შორიდან, pathos გრძნობა) - მეცნიერულად აქამდე აუხსნელი
მოვლენა, რომლის მიხედვითაც თითქოს შესაძლებელია
მოვლენათა და აზრთა აღქმა შორი მანძილიდან გრძნობათა
ორგანოების მონაწილეობის გარეშე (მაგ., სხვისი აზრების აღქმა
უსიტყვოდ).
ტემპერამენტი temperament темперамент temperamentum (ლათ.
temperamentum თანაზომიერი, შეფარდება) - ადამიანის ფსიქიკურ
თავისებურებათა ერთობლიობა, რაც ვლინდება გარე სამყაროსთან
ადამიანის ურთიერთობაში, მის ქცევასა და სასიცოცხლო
აქტივობაში. ტემპერამენტის მიხედვით განასხვავებენ:
სანგვინიკებს, ქოლერიკებს, მელანქოლიკებს და ფლეგმატიკებს
(ჰიპოკრატეს კლასიფიკაცია).
ტემპერატურა temperature температура temperatura (ლათ.
temperatura თანაზომიერება) - ადამიანის სხეულის სითბოს
ხარისხი (ტემპერატურა), როგორც ჯანმრთელობის მაჩვენებელი.
იხ. სხეულის ტემპერატურა.
ტემპერატურა სუბფებრილური subfebrile temperature
ცсубфебрильная температура temperatura subfebrilis (ლათ.
temperatura თანაზომიერება, sub ქვეშ, febris ცხელება) - სხეულის
ტემპერატურა 370 - 380С-ის ფარგლებში.
ტემპერატურა ფებრილური febrile temperature температура
фебрильная temperatura febrilis (ლათ. temperatura თანაზომიერება,
febris ცხელება) - სხეულის ტემპერატურა 380C-ის ზევით.
ტემპერატურა შებრუნებითი recurrens temperature температура
возвратная temperatura recurrensis (ლათ. temperatura
თანაზომიერება, recurrens შებრუნებითი) - სხეულის
ტემპერატურის უეცარი აწევა რამდენიმე დღის განმავლობაში და
შემდეგ ნორმალურ დონემდე დაცემა. ასეთი ტიპის შეტევა
რამდენჯერმე მეორდება. ახასიათებს შებრუნებით ტიფს,
ზოგიერთ სპიროქეტოზს და სხვ.
ტემპერატურული ზონები temperature zones температурыне зоны
zonus temperatura (ბერძნ. zone სარტყელი) - ყველა ორგანიზმს
გააჩნია თავისი ტემპერატურული ზონა: ოპტიმალური,
გ ვ ტე ე ტუ ულ ტ ლუ
მაქსიმალური და მინიმალური. მათ შემდეგ მოდის მოსვენების და
სიკვდილის ზონები. ტემპერატურულ ზონაზე
დამოკიდებულებით, განასხვავებენ ფსიქროფილურ, მეზოფილურ
და თერმოფილურ მიკრობებს.
ტემპერატურული მუტანტები temperature mutants
температурыне мутанты temperatura mutantis (ლათ. mutatio
ცვლილება) - მუტანტები, რომელნიც საწყისი შტამისაგან
განსხვავდებიან ინფექციური თვისებების
თერმომგრძნობელობით. სიცივესთან ადაპტირებული
ტემპერატურული მუტანტები დაბალი ტემპერატურების
ზეგავლენის პირობებში უკეთ იზრდებიან.
ტემპორალური temporal темпоральный temporalis (ლათ. temporis
საფეთქელი) - საფეთქლისმხრივი. რაც ეკუთვნის საფეთქელს,
საფეთქლის ძვალს.
ტენალგია tenalgia теналгия tenalgia (ბერძნ. tenon მყესი, algos
ტკივილი) - მყესის ტკივილი.
ტენდინიტი tendinitis тендинит tendinitis (ლათ. tendo მყესი,
ბერძნ. itis ანთება) - მყესის ანთება, რისი განვითარების მიზეზი
შეიძლება იყოს ფიზიკური გადატვირთვა ან ბაქტერიული
ინფექცია (მაგ., გონორეა).
ტენდოვაგინიტი tendovaginitis тендовагинит tendovaginitis (ლათ.
tendo მყესი, vagina ბუდე, ბერძნ. itis ანთება) - მყესის ბუდის
ანთება, რისი მიზეზიცაა მყესის პერიოდული მცირე სიმძიმის
ტრავმები. მკურნალობისათვის აუცილებელია დაზიანებული
მყესის იმობილიზაცია. გარდა ამისა, ეფექტურია კორტიზონის
ინექციები მყესის ბუდეში. მძიმე შემთხვევებში აუცილებელი
ხდება ქირურგიული ჩარევა.
ტენეზმები tenesms тенезмы tenesma (ბერძნ. tenesmos ჭინთვა) -
უკანა გასასვლელის (ყითას) სფინქტერის მტკივნეული სპაზმი,
რასაც თან ახლავს დეფეკაციის გაძლიერებული სურვილი
(განავლის გამოყოფის გარეშე). ეს უსიამოვნო სიმპტომი შეიძლება
იყოს დიზენტერიის, პროქტიტის, სწორი ნაწლავის გამოვარდნის,
ამ ორგანოს სიმსივნის ან კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის
გამოვლინება.
ტენიოზი taeniasis тениоз taeniosis (ლათ. taeniosis) - ღორის
სოლიტერის (Taenia solium) მიერ გამოწვეული დაავადება (იხ.
ლ ტე ე გ წვეულ დ ვ დე
სოლიტერი).
ტენიოფობია taeniophopia тениофобия taeniophobia (ლათ. taenia
ლენტი, ბაფთა, ბერძნ. phobos შიში) - თასმისებური ჰელმინთებით
დაინვაზირების პათოლოგიური შიში. ნოზოფობიის (იხ.)
სახესხვაობაა.
ტენოლოგია tenology тенология tenologia (ბერძნ. tenon მყესი,
logos მოძღვრება) - ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს
მყესების განვითარებას, აგებულებას და ფუნქციას.
ტენოტომია tenotomy тенотомия tenotomia (ბერძნ. tenon მყესი,
tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - მყესის ნაწილობრივი ან სრული გადაჭრა,
გადაკვეთა.
ტერატობლასტომა teratoblastoma тератобластома teratoblastoma
(ბერძნ. teratos ურჩხული, მახინჯი, blastos ყლორტი, ღივი, oma
სიმსივნე) - ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის წარმოშობა
განპირობებულია ემბრიონულ პერიოდში ქსოვილების
ფორმირების დარღვევით.
ტერატოგენეზი teratogenesis тератогенез teratogenesis (ბერძნ.
teratos ურჩხული, მახინჯი, genesis წარმოქმნა) - განვითარების
ანომალიების (სიმახინჯეების) წარმოქმნის მექანიზმი.
ტერატოკარცინომა teratocarcinoma тератокарцинома
teratocarcinoma (ბერძნ. teratos ურჩხული, მახინჯი, karkinos კიბო,
oma სიმსივნე) - არადიფერენცირებული ეპითელური
ელემენტებისაგან შემდგარი ტერატობლასტომაა. სინ.:
ემბრიონული კიბო.
ტერატოლოგია teratology тератология teratologia (ბერძნ. teratos
ურჩხული, მახინჯი, logos მოძღვრება) - ემბრიოლოგიის დარგი,
რომელიც სწავლობს განვითარების ანომალიებს.
ტერატომა teratoma тератома teratoma (ბერძნ. teratos ურჩხული,
მახინჯი, oma სიმსივნე) - თანდაყოლილი, რთული აგებულების,
მრავალქსოვილიანი სიმსივნე. უფრო ხშირად ტერატომები
ვითარდება სათესლე ჯირკვლებსა და საკვერცხეებში. სათესლე
ჯირკვლის ტერატომა (malignant teratoma of the testis) ზოგჯერ
უვითარდებათ ახალგაზრდა მამაკაცებს კრიპტორქიზმის
შემთხვევაში. მკურნალობისათვის იყენებენ ორქიდექტომიას და
სხივურ თერაპიას.
ტერმინალური terminal терминальный terminalis (ლათ. terminus
ზღვარი, საზღვარი) - საბოლოო, უკანასკნელი, (მაგ., ამა თუ იმ
დაავადების უკანასკნელი, ტერმინალური სტადია).
ტერმინატორი terminator терминатор terminator (ლათ. terminaro
შეზღუდვა) - ტრანსკრიპციის მდგომარეობაში მყოფი დნმ-ს
ჯაჭვის დაბოლოებაში არსებული ნუკლეოტიდების
თანმიმდევრობა, რომელიც პასუხისმგებელია ტრანსკრიპციის
(იხ.) პროცესის შეწყვეტაზე.
ტერმინი term термин terminum (ლათ. terminus ზღვარი,
საზღვარი) - სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს რაიმე
მოვლენის, რეაქციის, პროცესის გარკვეულ არსს, მნიშვნელობას.
ტერმინოლოგია terminology терминология terminologia (ლათ.
terminus ზღვარი, საზღვარი, ბერძნ. logos მოძღვრება) -
მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და ა.შ. სფეროებში
გამოყენებული ტერმინების ერთობლიობა.
ტერნერის სინდრომი - იხ. ავადმყოფობა ტერნერის.
ტერფმრუდობა club foot косолапость pes contortus - ტერფების
შებრუნება შიგნითა მიმართულებით.
ტესტი test тест testum (ინგლ. test გამოცდა, სინჯი) - რეაქცია,
ცდა. რაიმეს დამამტკიცებელი ექსპერიმენტი.
ტესტის - იხ. სათესლე ჯირკვალი (testis).
ტესტ-კულტურა test-culture тест-система test-cultura (ინგლ. test
გამოცდა, სინჯი, ლათ. cultura დამუშავება) - მიკროორგანიზმები,
რომლებიც გამოიყენება სხვა მიკროორგანიზმების თვისებების
მოდელირებისათვის, რაც აუცილებელია ბაქტერიოლოგიური და
იმუნოლოგიური კვლევებისათვის.
ტესტ-მიკრობი test-microbe тест-микроб test-microbium (ინგლ.
test გამოცდა, სინჯი, ბერძნ. mikros პატარა, მცირე) -
ანტიბიოტიკების, ბაქტერიოსტატიკურიდა ბაქტერიციდული
საშუალებების და სხვათა აქტიურობის განსაზღვრისათვის
გამოყენებული მიკროორგანიზმის სტანდარტული შტამი.
ტესტოსტერონი testosterone тестостерон testosteronum (ლათ.
testis სათესლე, stereos მაგარი) - მამაკაცის უმნიშვნელოვანესი
სასქესო ჰორმონი, რომელიც პირველად მიიღეს ხარის სათესლე
ჯირკვლიდან. იყენებენ სათესლე ჯირკვლის ფუნქციური
უკმარისობის სამკურნალოდ.
უკ კუ ლ დ
ტესტ-სისტემა test-system тест-система test-systema (ინგლ. test
გამოცდა, სინჯი, ლათ. systema შეერთება, შეკავშირება) -
ექსპერიმენტში გამოყენებული ყველა რეაქციის ერთობლიობა.
ტეტანია tetany тетания tetania (ბერძნ. tetanos დაძაბულობა,
კრუნჩხვა) - კუნთების (განსაკუთრებით სახის, მაჯის და ტერფის
კუნთების) კრუნჩხვითი შეკუმშვები. მიზეზია ფარისებრახლო
ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობა, რაქიტი ან ალკალოზი.
ტეტანოლიზინი tetanolysin тетанолизин tetanolysinus (ბერძნ.
tetanos დაძაბულობა, კრუნჩხვა, lysis დაშლა) - Clostridium tetani-ს
ჰემოლიზური ტოქსინი, რომელიც იწვევს ინფიცირებულ
ჭრილობებში არსებული ქსოვილების დესტრუქციას და
ერითროციტების ჰემოლიზს. როგორც ეტყობა, იგი ააქტიურებს
ტეტანოსპაზმინის (იხ.) მოქმედებას.
ტეტანოსპაზმინი tetanospasmin тетаноспазмин tetanospasminus
(ბერძნ. tetanos დაძაბულობა, კრუნჩხვა, spasmos კრუნჩხვა) -
Clostridium tetani-ის ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს ამ
დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებას.
ძირითადად მოქმედებს ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედებზე.
იწვევს ჩონჩხის კუნთების უძლიერეს ტონურ და კლონურ
კრუნჩხვებს. კუნთების სპაზმები (ოპისტოტონუსი)
განპირობებულია სინაფსური აქტივობის ინჰიბიტორების
დათრგუნვით.
ტეტანუსი tetanus тетанус tetanus (ბერძნ. tetanos დაძაბულობა,
კრუნჩხვა) - ქართულად: გაშეშება. მძიმე ინფექციური დაავადება:
იწვევს ტეტანუსის ბაქტერიის, Clostridium tetani-ს ტოქსინი.
ტოქსინს გააჩნია ნეიროტროპული თვისებები. იწვევს გა
ნივზოლიანი კუნთების შეტევით ტონურ შეკუმშვას და მთელი
სხეულის მტკივნეულ კრუნჩხვებს.
ტეტრაკოკები tetracocci тетракокки tetracocci (ბერძნ. tetra ოთხი,
kokkos მარცვალი) - ბაქტერიები, რომლებიც იყოფიან 2
ურთიერთპერპენდიკულურ სიბრტყეში და ქმნიან ტეტრადებს.
ტეტრაპლეგია tetraplegia тетраплегия tetraplegia (ბერძნ. tetra
ოთხი, plege დარტყმა) - ოთხივე კიდურის დამბლა. სინ.:
კვადრიპლეგია.
ტეტრასომია tetrasomy тетрасомия tetrasomia (ბერძნ. tetra ოთხი,
soma სხეული) - პოლისომია, რომლის დროსაც წარმოდგენილია 4
ეულ ლ ლ დ ცწ დგე ლ
ჰომოლოგიური ქრომოსომა. აღინიშნება ადამიანის ზოგიერთი
ქრომოსომული დაავადების დროს.
ტეტრაციკლინები tetracyclines тетрациклины tetracyclini -
მაღალმოლეკულური პრეპარატებია, რომელთაც თავის
შემადგენლობაში გააჩნიათ 4 ციკლური შენაერთი. ძირითადად
იყენებენ ნახევრადსინთეზურ პრეპარატებს (მაგ., დოქსიცილინს).
მოქმედების ტიპი ციტოსტატიკურია, მოქმედების სპექტრი კი
ფართო. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება უჯრედშიდა
პარაზიტების (რიკეტსიების, მიკოპლაზმების, ქლამიდიების,
ბრუცელების, ლეგიონელების) საწინააღმდეგოდ.
ტეტროდოტოქსინი tetrodotoxin тетродоксин tetrodotoxinum -
ერთერთი ყველაზე ძლიერი ნეიროტოქსინი, რომელსაც
გამოყოფენ იაპონური თევზის - ფუგუს ღვიძლიდან და
საკვერცხეებიდან, აგრეთვე ზოგიერთი ტრიტონიდან. ლეტალობა
დაახლ. 50%-ს შეადგენს. ამ ტოქსინის საწინააღმდეგო ანტიდოტი
ცნობილი არ არის.
ტვინი ზურგის spinal cord спинной мозг medulla spinalis - ცნს-ის
ნაწილია, რომელიც მოთავსებულია ხერხემლის არხში. შედგება
ნერვული უჯრედებისა და ნერვული ბოჭკოების კონებისაგან.
უერთდება თავის ტვინს მოგრძო ტვინის მეშვეობით. ზურგის
ტვინიდან გამოდის ნერვების 31 წყვილი.
ტვინი თავის brain головной мозг cerebrum - ცნს-ის
ცენტრალური ორგანოა. უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა
სასიცოცხლო ფუნქციის რეგულაციას, ფსიქიკურ ფუნქციებს და
აზროვნებას, აგრეთვე წარმოადგენს ინტელექტის, ფსიქიკის,
ემოციის, ცნობიერების და მეხსიერების სუბსტრატს.
განლაგებულია თავის ქალაში. უერთდება ზურგის ტვინს.
დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი 3 გარსით (მენინგებით).
შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
1.რომბისებურიტვინისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის
უკანა და მოგრძო ტვინი. უკანა ტვინი მოიცავს ვაროლის ხიდს და
ნათხემს. 2.შუა ტვინისაგან და 3.წინა ტვინისაგან, რომელიც იყოფა
დიდ და შუამდებარე ტვინად (ამ უკანასკნელში შედის თალამუსი
და ჰიპოთალამუსი).
ტვინი მოგრძო medulla oblongata продолговатый мозг medulla
oblongata (myelencephalon) - ზურგის ტვინის გაგრძელებაა, თავის
g y უ გ ტვ გ გ ელე ვ
ტვინის ყველაზე ქვედა განყოფილება. წარმოქმნილია აღმავალი
და დაღმავალი ნერვული ბოჭკოების კონებისაგან და რუხი
ნივთიერების გროვებისაგან, რომლებიც ქმნიან სუნთქვის და
სისხლის მიმოქცევის სპეციალურ ცენტრებს, თავის ქალას
ნერვების IX-XII წყვილებს და რეტიკულურ ფორმაციას.
ტვინი რომბისებრი hind-brain мозг ромбовидный
rhombencephalon - თავის ტვინის ერთ-ერთი განყოფილებაა,
რომლის შემადგენლობაში შედის ნათხემი, ხიდი და მოგრძო
ტვინი. ხიდის და მოგრძო ტვინის შემადგენლობაში თავის ქალას
მრავალრიცხოვანი ნერვების ბირთვებია, აგრეთვე რეტიკულური
ფორმაცია.
ტვინი უკანა metencephalon мозг задний metencephalon - თავის
ტვინის ერთ-ერთი განყოფილება, რომლის შემადგენლობაში
შედის ხიდი და ნათხემი. მდებარეობს მოგრძო ტვინის ზევით.
ტვინი შუა midbrain мозг средний mesencephalon - თავის ტვინის
ღეროს მცირე უბანია, რომელიც წინა ტვინს აერთიანებს
რომბისებრ ტვინთან. თავის ტვინის ყველა ნერვული გზა ამ
ორგანოზე გადის.
ტვინი შუამდებარე dyencephalon мозг промежуточный
dyencephalon - წინა ტვინის განყოფილება, რომლის
შემადგენლობაში შედის ეპითალამუსი, თალამუსი,
ჰიპოთალამუსი, მეტათალამუსი და სუბთალამუსი. თალამუსი
საერთო მგრძნობელობის ყველა სახის ქერქქვეშა ცენტრია.
ჰიპოთალამუსი მართავს ორგანიზმის შინაგანი გარემოს ფუნქციას
და უზრუნველყოფს ჰომეოსტაზს.
ტვინი ძვლის bone marrow костный мозг medulla osium -
ხერხემლიანი ცხოველების ძვლოვანი ღრუების ამომვსები
ქსოვილი. განასხვავებენ წითელ და ყვითელ ძვლის ტვინს. ძვლის
წითელი ტვინი მთელი სიცოცხლის მანძილზეა შენარჩუნებულია
ნეკნებში, მკერდის ძვალში, თავის ქალას ძვლებში, მალებში,
მენჯში, ლულოვანი ძვლების ეპიფიზებში. ძვლის წითელი ტვინი
სისხლწარმოქმნის და იმუნიტეტის მთავარი ორგანოა. ძვლის
ტვინის გამოკვლევას აწარმოებენ ასპირაციის ან ტრეპანობიოფსიის
მეშვეობით.
ტვინი წინა forebrain мозг передний prosencephalon - თავის
ტვინის წინა განყოფილება, რომლის შემადგენლობაში შედის
ტვ წ გ ყ ფ ლე ლ ე დგე ლ ედ
დიდი ტვინის ორი ნახევარსფერო და შუამდებარე ტვინი. ყოველი
ნახევარსფეროს პერიფერიაზე განლაგებულია რუხი ნივთიერების
ფენა, თავის ტვინის ქერქი, რომლის ქვეშ ბაზალური განგლიების
შემცველი თეთრი ნივთიერებაა ლოკალიზებული. წინა ტვინი
პასუხისმგებელია ადამიანის ყველა შეგნებული მოქმედების
ინიციაციასა და კოორდინაციაზე, იგი აკონტროლებს აგრეთვე
ნერვული სისტემის სხვა განყოფილებების ფუნქციებს.
ტვინის შერყევა - იხ. კომოცია.
ტიკი tic тик tic (ფრანგ. tic) - ჰიპერკინეზიის (იხ.) ერთ-ერთი
სახე. ნერვული კრუნჩხვა, ტოკვა. კუნთების სწრაფი,
არარითმული, კლონური კრუნჩხვა, რაც წააგავს მიზანდასახულ
მოძრაობას.
ტილები lice вши pediculi (Anophlura) - ფეხსახსრიანების ტიპის,
მწერების კლასის, ცრუხორთუმიანების რიგის საშიში
პარაზიტებია ადამიანისა და ძუძუმწოვრებისათვის.
სისხლისმწოველი მწერებია. აქვთ მჩხვლეტავმწუწნავი ტიპის
პირის აპარატი. ადამიანზე პარაზიტობენ თავის (head lice),
ტანსაცმლის (body lice) და ბოქვენის (pubic lice) ტილები.
ტანსაცმლის ტილს გადააქვს პარტახტიანი ტიფის აღმძვრელი -
პროვაჩეკის რიკეტსია, ხოლო თავის ტილს - შებრუნებითი ტიფის
გამომწვევი - ე.წ. ობერმეიერის სპიროქეტა (ბორელია).
ტიმპანოსკლეროზი tympanosclerosis тимпаносклероз
tympanosclerosis (ბერძნ. tympanon დაფი, sklerosis გამაგრება,
გამკვრივება) - შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდა შუა ყურში, რაც
სმენის დაქვეითების წინაპირობაა.
ტინდალიზაცია tyndalisation тиндализация tyndalisatio
(ინგლისელი ფიზიკოსის, დ.ტინდალის საპატივცემულოდ) -
მიკროორგანიზმების და მათი სპორების განადგურება ორთქლის
განმეორებითი ზემოქმედებების საშუალებით (ჩვეულებრივ, 1000C
ტემპერატურაზე). აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს დროის
გარკვეული ინტერვალებით, როდესაც იქმნება სპორების
აღმოცენების პირობები.
ტინქტორიული tinctorial тинкториальный tinctorialis (ლათ. tingo
ვღებავ) - შეღებვის უნარის მქონე. მაგ., ამა თუ იმ ბაქტერიის
უჯრედის უნარი, შეიღებოს საღებავით.
ტინქტურა tincture тинктура (настойка) tinctura (ლათ. tingo
ვღებავ) - სამკურნალო ნივთიერების ნაყენი წყალზე, სპირტზე ან
ეთერზე (მაგ., იოდის ტინქტურა).
ტიპი type тип typus (ბერძნ. typos ანაბეჭდი, ნიმუში) -
სისტემატიკაში უმაღლესი ტაქსონომიური კატეგორიაა, რომელიც
აერთიანებს მონათესავე კლასებს.
ტიპირება typing типирование typicus, typus (ბერძნ. typos
ანაბეჭდი, ნიმუში) - ტერმინს იყენებენ დონორისა და
რეციპიენტის ქსოვილთა შეთავსების ხარისხის აღსანიშნავად
ალოტრანსპლანტაციების დროს. ამისათვის ლეიკოციტებს ურევენ
ე.წ. მატიპირებელ შრატებს. ამ მეთოდის საშუალებით
შესაძლებელია დადგინდეს ლეიკოციტების ანტიგენური მოზაიკა.
ტიტრი titer титр titrum (ფრანგ. titre სინჯი) - 1.სისხლის შრატში
ანტისხეულების განმსაზღვრელი ერთეული. შრატის ის
მაქსიმალური განზავება, როდესაც ჯერ კიდევ აღინიშნება
ანტისხეულის რეაქცია ანტიგენთან. 2.ერთ კუბურ სანტიმეტრ ან
მილიმეტრ სითხეში გახსნილი ნივთიერების რიცხობრივი
გამოსახულება.
ტიფი typhus тиф typhus (ბერძნ. typhos გონების დაბინდვა) -
რამდენიმე მწვავე ინფექციური დაავადების (მუცლის ტიფის,
პარტახტიანი ტიფის, შებრუნებითი ტიფის, პარატიფების) საერთო
სახელწოდება. ხასიათდებიან მძიმე კლინიკური მიმდინარეობით.
შედიან განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვში.
ტიფლექტომია - იხ. ცეკექტომია.
ტიფლიტი typhlitis тифлит typhlitis (ბერძნ. typhlos ბრმა, itis
ანთება) - ბრმა ნაწლავის ანთება.
ტკივილი - იხ. დოლორი.
ტკიპები ticks клещи acari (Acarina) - ფეხსახსრიანების ტიპის
ობობასნაირების კლასის წარმომადგენლები. ადამიანის,
ცხოველთა და მცენარეთა საშიში ექტოპარაზიტებია, ამავე დროს
სხვადასხვა დაავადებათა აღმძვრელების გადამტანები.
განასხვავებენ ჯავშნიან, ბღერის, ბეღლის, გამაზოიდურ,
არგასისებრ, იქსოდისებრ და სხვა ტკიპებს.
ტოგავირუსები togaviruses тогавирусы togavirus (ლათ. toga
მოსასხამი, virus შხამი) - რნმ-გენომიანი ვირუსების ამ ოჯახში
შედის არბოვირუსების (იხ.) ჯგუფის წარმომადგენლები.
ედ ვ უ ე ჯგუფ წ დგე ლე
ტოგავირუსების ოჯახში 90 ვირუსზე მეტია, რომლებიც
გაერთიანებული არიან 4 გვარში. ადამიანისათვის
პათოგენურებია: Alphavirus-ის გვარი (A ანტიგენური ჯგუფის
არბოვირუსები) და Rubivirus-ის გვარი, რომელიც წარმოდგენილია
წითურის ვირუსით (ეს უკანასკნელი არბოვირუსებს არ
მიეკუთვნება). ოჯახი აერთიანებს ე.წ. რთულ ვირუსებს,
რომელთაც აქვთ გარეთა ლიპიდური მემბრანა და კუბური
(იკოსაედრის) ტიპის სი მეტრიის ნუკლეოკაფსიდი.
ტოკოლოგია tocology токология tocologia (ბერძნ. tokos
მშობიარობა, logos მოძღვრება) - სწავლება მშობიარობის შესახებ:
შეისწავლის მშობიარობის აქტს და რაციონალური დახმარების
ღონისძიებებს.
ტომოგრაფია tomography томография tomographia (ბერძნ. tomos
მონაკვეთი, შრე, grapho ვწერ) - რენტგენის სხივების ან
ულტრაბგერის საშუალებით შინაგანი ორგანოების გამოკვლევის
მეთოდი. საკვლევი ობიექტის (რომელიმე ორგანოს) ცალკეული
შრეების შესწავლა.
ტონზილექტომია tonsillectomy тонзиллэектомия tonsillectomia
(ლათ. tonsillae ნუშისებრი ჯირკვლები, ბერძნ. ektome ამოკვეთა,
ამოჭრა) - ნუშისებრი ჯირკვლების ამოკვეთის ქირურგიული
ოპერაცია.
ტონზილიტი tonsillitis тонзиллит tonsillitis (ლათ. tonsillae
ნუშისებრი ჯირკვლები, ბერძნ. itis ანთება) - ნუშისებრი
ჯირკვლების ჰიპერპლაზია (იხ.) და ქრონიკული ანთება.
ტონზილოტომია tonsillotomy тонзиллотомия tonsillotomia (ლათ.
tonsillae ნუშისებრი ჯირკვლები, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) -
ნუშისებრი ჯირკვლების ნაწილობრივი ამოკვეთის ქირურგიული
ოპერაცია.
ტონური კრუნჩხვები tonic seizurs тонические судороги spasmi
tonica (ბერძნ. tonos დაძაბვა) - ხასიათდება კუნთების ხანგრძლივი
დაძაბვით (შეკუმშვით).
ტონუსი tonus тонус tonus (ბერძნ. tonos დაძაბვა) - ნერვული ან
კუნთოვანი ქსოვილების ხანგრძლივი აგზნების მდგომარეობა,
რასაც თან არ მოყვება დაღლილობის შეგრძნება.
ტოპიკური დიაგნოსტიკა topic diagnostics топическая
диагностика diagnostica topica (ბერძნ. topikos ადგილობრივი) -
g ე დგ ლ ვ
დაავადების კერის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
ტორპიდულობა torpidity торпидность torpiditas (ლათ. torpidus
გაშეშებული, გაქვავებული) - ორგანიზმის შენელებული, დუნე
რეაქცია რაიმე გამღიზიანებლის მიმართ.
ტორპორი torpor торпор torpor (ლათ. torpeo გაშეშებული,
გაქვავებული ვარ) - ცნობიერების მკვეთრი დაქვეითება,
განურჩევლობა, აქტიურობის დაკარგვა, ღრმა პათოლოგიური
ძილი. აღინიშნება ზოგიერთი მძიმე დაავადების (მუცლის ტიფი,
პნევმონია და სხვ.) შემთხვევაში. სინ.: სოპორი.
ტოტალური total тотальный totalis (ფრანგ. total მთელი,
მთლიანი) - ყოვლისმომცველი, საყოველთაო (მაგ., სხეულის
ტოტალური ანუ მთლიანი დასხივება).
ტოტიპოტენტური - იხ. პოლიპოტენტური უჯრედი.
ტოქსემია toxemia токсемия toxaemia (ბერძნ. toxikon შხამი, haima
სისხლი) - სისხლში სხვადასხვა წარმოშობის ტოქსიკური
ნივთიერების ცირკულაციით განპირობებული კლინიკური
სინდრომი.
ტოქსიკოზი toxicosis токсемия toxicosis (ბერძნ. toxikon შხამი, osis
მდგომარეობა) - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ამა თუ იმ
შხამის (ტოქსინის) ზემოქმედებით.
ტოქსიკოზი ორსულთა toxicosis of pregnancy токсикоз
беременных toxicosis gravidarum (ბერძნ. toxikon შხამი, osis
მდგომარეობა) - ორსულობის პერიოდში განვითარებული
პათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება.
აღნიშნული მდგომარეობები ართულებენ ორსულობის
მიმდინარეობას და, როგორც წესი, ქრებიან მისი
დასრულებისთანავე. სინ.: გესტოზი (იხ.).
ტოქსიკოთერაპია toxicotherapy токсикотерапия toxicotherapia
(ბერძნ. toxikon შხამი, therapeia მკურნალობა) - იგივე
ტოქსინოთერაპია. მკურნალობა ტოქსინებით, მაგ., ფუტკრის და
გველის შხამებით (აპი- და კობროტოქსინებით, შესაბამისად).
ტოქსიკოლოგია toxicology токсикология toxicologia (ბერძნ.
toxikon შხამი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს
შხამების თვისებებს, ორგანიზმზე მათი მოქმედების მექანიზმს,
აგრეთვე ტოქსიკოზების დიაგნოსტიკის, თერაპიისა და
პროფილაქტიკის საკითხებს.
ფ ლ ქტ კ კ ე
ტოქსიკომანია toxicomania токсикомания toxicomania (ბერძნ.
toxikon შხამი, mania სიგიჟე) - ტოქსიკური ნივთიერებების
მიღებისადმი ავადმყოფური მიდრეკილება, ლტოლვა.
ტოქსიკოფობია toxicophobia токсикофобия toxicophobia (ბერძნ.
toxikon შხამი, phobos შიში) - მოწამვლის პათოლოგიური შიში.
ტოქსიკური იარაღი toxical weapon токсическое оружие arma
toxica (ბერძნ. toxikon შხამი) - ადამიანების მასობრივი
განადგურების საშუალება, რომლის მოქმედება ეფუძნება
ბიოლოგიური წარმოშობის შხამიანი ნივთიერებების
(ბიოტოქსინების) გამოყენებას. განიხილება როგორც
ბიოლოგიური, ასევე ქიმიური იარაღის სახესხვაობა.
ტოქსინემია toxinemy токсинемия toxinemia (ბერძნ. toxikon
შხამი, haima სისხლი) - სისხლის სისტემაში ბაქტერიული
ეგზოტოქსინების ცირკულაცია. თვით გამომწვევი სისხლში,
როგორც წესი, არ იმყოფება, ხოლო ტოქსინი ჰემატოგენური და
ნერვული სისტემების მეშვეობით იჭრება სამიზნე-უჯრედებში.
ტოქსინემიას ადგილი აქვს იმ დაავადებების შემთხვევაში,
რომელთა გამომწვევი აგენტები გამოყოფენ ეგზოტოქსინებს
(ბოტულიზმი, დიფთერია და სხვ.).
ტოქსინი toxin токсин toxinum (ბერძნ. toxikon შხამი) - შხამიანი
ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს ზოგიერთი ორგანიზმი
(ბაქტერია, სოკო, ცხოველი, მცენარე).
ტოქსოიდი toxoid токсоид toxoidum (ბერძნ. toxikon შხამი, eidos
მსგავსი) - ბაქტერიული ეგზოტოქსინი, რომელსაც ფორმალინის
ზემოქმედების შემდეგ დაკარგული აქვს ტოქსიკურობა, მაგრამ
შენარჩუნებული აქვს იმუნოგენური თვისებები. გამოიყენება
აქტიური იმუნიზაციისათვის.
ტოქსოპლაზმოზი toxoplasmosis токсоплазмоз toxoplasmosis
(ბერძნ. toxikon შხამი, plasma გამოძერწილი, გაფორმებული) -
Toxoplasma gondi-ით გამოწვეული ადამიანის და მრავალი
ცხოველის დაავადება. გამომწვევი მიეკუთვნება უმარტივესების
ტიპის სპორიანების კლასს. აზიანებს გულს, თვალებს,
სისხლძარღვებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ა.შ.
კლინიკური მიმდინარეობით ტოქსოპლაზმოზი ზოგჯერ წააგავს
ინფექციურ მონონუკლეოზს.
ტრაბეკულა trabecula трабекула trabecula (ლათ. trabs მორი,
ხარიხა) - შემაერთებელქსოვილოვანი კონა ლიმფურ კვანძებში,
ელენთაში და სხვა ორგანოებში. ასრულებს საყრდენ როლს და
ქმნის ამ ორგანოების უხეშ ჩონჩხს.
ტრავმა trauma травма trauma (ბერძნ. trauma დაშავება,
დაზიანება) - ქსოვილების და ორგანოების დაზიანება გარეგანი
(ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად.
ტრავმატიზმი traumatism травматизм traumatismus (ბერძნ. trauma
დაშავება, დაზიანება) - დროის განსაზღვრულ მონაკვეთში
ტრავმულ დაზიანებათა ერთობლიობა. მოსახლეობაში და მის
ცალკეულ ჯგუფებში ტრავმების გავრცელების სიხშირე. არსებობს
ავტოსაგზაო, საწარმოო, სპორტული, საყოფაცხოვრებო, ბავშვთა,
სამხედრო, სულიერი (ფსიქიკური) და სხვა სახის ტრავმები.
ტრავმატოლოგია traumatology травматология traumatologia
(ბერძნ. trauma დაშავება, დაზიანება, logos მოძღვრება) - მედიცინის
დარგი, რომელიც სწავლობს ტრავმულ დაზიანებებს და მათი
მკურნალობის მეთოდებს.
ტრანზიტორული transitory транзиторный transitorius (ლათ.
transitus გადასვლა) - გარდამავალი, წარმავალი (მაგ.,
ავადმყოფობის გარდამავალი სტადია).
ტრანკვილიზატორები tranquillizers транквилизаторы
tranquillantia (ლათ. tranquillo ვაწყნარებ, ვამშვიდებ) - ფსიქიკური
აგზნების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი საშუალებები.
ტრანსდუქცია transduction трансдукция transductio (ლათ.
transductio გადატანა) - გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის
მექანიზმი ერთი უჯრედიდან მეორეში: დნმ-ს ჯაჭვის
განსაზღვრული მონაკვეთის გადატანა ერთი ბაქტერიიდან
მეორეში ბაქტერიოფაგის მეშვეობით. ტრანსდუქციის ფენომენი
აღმოჩენილ იქნა 1952 წელს ჯ.ლედერბერგის და ნ.ცინდერის მიერ.
ტრანსვერსია transversion трансверсия transversio (ლათ. transverto
გარდაქმნა) - აზოტოვანი ფუძეების გადატანა ერთი
პოლინუკლეოტიდური ჯაჭვიდან მეორეზე, რაც განაპირობებს
გენურ მუტაციებს (მაგ., როდესაც პურინის ფუძე იცვლება
პირიმიდინით ან პირიქით).
ტრანსვესტი transvest (cross-dressing) трансвестит transvestus
(ლათ. trans იქით, იქითა, vest ტანსაცმელი, მოკაზმულობა) -
ლ ქ ქ ტ ც ელ კ ულ
პიროვნება, რომელსაც აქვს საწინააღმდეგო სქესის ტანისამოსის
ჩაცმის და ტარების აკვიატებული სურვილი. ტრანსვესტების 30%
ჰომოსექსუალებია. იხ. ეონიზმი.
ტრანსკრიპცია transcription транскрипция transcriptio (ლათ.
transcriptio გადაწერა) - დნმ-ს მოლეკულაზე საინფორმაციო რნმ-ს
მოლეკულების წარმოქმნის პროცესი, რომლებზეც დნმ-დან
გადაიწერება მემკვიდრული ინფორმაცია ანუ ნუკლეოტიდების
განლაგების თანმიმდევრობა.
ტრანსლაცია translation трансляция translatio (ლათ. translatio
გადაცემა) - ცილების პოლიპეპტიდური ჯაჭვების ბიოსინთეზი,
რაც ხორციელდება დნმ-სა და რნმ-ს მოლეკულების
ურთიერთმოქმედებით და საინფორმაციო (მატრიცული),
სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომების მონაწილეობით.
ტრანსლოკაცია translocation транслокация translocation (ლათ.
trans იქით, იქითა, locus ადგილი) - ქრომოსომების აბერაციის ერთ-
ერთი ფორმა, როდესაც ხდება ამა თუ იმ სეგმენტის მიმოცვლა ან
გადანაცვლება ჰომო-და არაჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის.
განასხვავებენ ბალანსირებულ (ანუ რეციპროკულ) და
არაბალანსირებულ ტრანსლოკაციებს.
ტრანსლოკაცია რეციპროკული reciprocal translocation
реципрокная транслокация translocatio compensativa (ლათ. trans
იქით, იქითა, locus ადგილი, ინგლ. reciprocal ორმხრივი) -
ბალანსირებული ტრანსლოკაცია. ქრომოსომებს შორის
მონაკვეთების გაცვლა.
ტრანსმიგრაცია transmigration трансмиграция transmigratio (ლათ.
trans იქით, იქითა, migratio გადაადგილება) - სისხლის უჯრედების
გასვლა კაპილარების და ვენულების დაუზიანებელ კედლებში.
სინ.: დიაპედეზი (იხ.)
ტრანსმისიული ავადმყოფობები - იხ. ავადმყოფობები
ტრანსმისიული.
ტრანსპლანტატი graft трансплантат transplantatum (ლათ. trans
იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ქსოვილი, ორგანოს ნაწილი ან
მთელი ორგანო, რომლებსაც გადანერგავენ რეციპიენტში
მწყობრიდან გამოსული ქსოვილის ან ორგანოს შესაცვლელად
(მაგ., სისხლი, ძვლის ტვინი, კანი, თირკმელი, გული და სხვ.).
ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ graft-versus host
трансплантат против хозяина transplantatum versus hospes (ლათ.
trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ალოგენური ძვლის ტვინის
ტრანსპლანტაციის მთავარი გართულება. ამ დროს დონორის
დიფერენცირებული T-უჯრედები რეციპიენტის ქსოვილებს
უცხოდ შეიცნობს, რის შედეგადაც ვითარდება მძიმე ანთებითი
დაავადება, რაც ტრანსპლანტატის მოცილებით მთავრდება.
ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია reaction of transplantat
rejection реакция отторжения трансплантата reactio rejectio
transplantare (ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) -
რეციპიენტის იმუნური რეაქციის შედეგად ტრანსპლანტატის
წინააღმდეგ გამომუშავებული რეაქცია, რის შედეგადაც ხდება
ტრანსპლანტატის მოცილება, მოშორება, რაც ტრანსპლანტაციის
ძალზე არასასურველი შედეგია.
ტრანსპლანტაცია transplantation трансплантация transplantatio
(ლათ. trans იქით, იქითა, plantatio ნერგი) - ქსოვილის ან ორგანოს
ნაწილის (ანმთელი ორგანოს) ქირურგიული გადანერგვა
ორგანიზმის სხვა ადგილას (ავტოტრანსპლანტაცია) ან იმავე
სახეობის სხვა ინდივიდში (ალოტრანსპლანტაცია), ანდა
რომელიმე სხვა სახეობის ცხოველში (ქსენოტრანსპლანტაცია).
ტრანსპლაცენტური სიმსივნე transplacental tumor
трансплацентарная опухоль cancer transplacentaris (ლათ. trans იქით,
იქითა, placenta კვერი) - ზოგ შემთხვევაში კანცეროგენური
აგენტები თავის მატრანსფორმირებელ მოქმედებას ახდენენ
დედის ორგანიზმიდან ნაყოფზე პლაცენტის საშუალებით
(პლაცენტური ბარიერის გავლით).
ტრანსპოზიცია transposition транспозиция transpositio (ლათ. trans
იქით, იქითა, positio მდგომარეობა) - გენების გადატანა,
გადაადგილება ქრომოსომაში.
ტრანსსექსუალი transsexual транссексуал transsexualis (ლათ. trans
იქით, იქითა, sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც სქესის
გამოცვლის აკვიატებული სურვილი აქვს. იგი ღრმად არის
დარწმუნებული, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელია.
ასეთი ორიენტაციის ფესვები ჩვეულებრივ, ბავშვობის წლებს
უკავშირდება. სქესის ქირურგიული შეცვლა ხშირად
გამართლებულია.
გ ლე ულ
ტრანსუდატი transsudate трансудат transsudatum (ლათ. trans
იქით, იქითა, sudare გამოჟონვა, გამოდინება) - არაანთებითი
წარმოშობის გამონაჟონი სხეულის სხვადასხვა ღრუში.
ტრანსუდაცია transsudation тарнсудация transsudatio (ლათ. trans
იქით, იქითა, sudare გამოჟონვა, გამოდინება) - სისხლის შრატის
გამოჟონვის პროცესი სისხლძარღვების კედლებიდან ქსოვილებში
და სხეულის ღრუებში.
ტრანსფორმაცია transformation трансформация transformatio
(ლათ. transformo გარდავქმნი) - 1.გენეტიკური ინფორმაციის
გადატანა ერთი უჯრედიდან მეორეში დონორის ქრომოსომის
დნმ-ს ფრაგმენტის ჩართვით რეციპიენტის ქრომოსომაში და
მათირეკომბინაციით. 2.ნორმალური სომატური უჯრედის
სიმსივნურად გარდაქმნა.
ტრანსფუზია transfusion трансфузия transfusio (ლათ. transfusio
გადასხმა) - 1.სისხლის გადასხმა (ჰემოტრანსფუზია). 2.სისხლის
შემცვლელის ან სამკურნალო პრეპარატის შეყვანა ვენაში. იხ.
ჰემოტრანსფუზია.
ტრაქეა trachea (windpipe) трахея trachea (ბერძნ. tracheia ტრაქეა) -
ქართულად: სასულე. ცილინდრული ფორმის მილი, რომელიც
იწყება ხო რხიდან და იყოფა ორ ბრონქად. შედგება 16-20
ჰიალინური ხრტილოვანი ნახევარრგოლისაგან.
ტრაქეიტი tracheitis трахеит tracheitis (ბერძნ. tracheia ტრაქეა, itis
ანთება) - ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთება.
ტრაქეომეგალია tracheomegaly трахеомегалия tracheomegalia
(ბერძნ. tracheia ტრაქეა, megas დიდი) - პათოლოგიურად
გაფართოებული ტრაქეა, რომელიც, ისევე როგორც
ბრონქოექტაზია (იხ.), შეიძლება განვითარდეს ინფექციის
შედეგად.
ტრაქეოპიოზი tracheopyosis гнойный трахеит tracheopyosis
(ბერძნ. tracheia ტრაქეა, pyon ჩირქი) - ტრაქეის ჩირქოვანი ანთება.
ტრაქეოპლასტიკა tracheoplasty трахеопластика tracheoplastica
(ბერძნ. tracheia ტრაქეა, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ტრაქეაზე
რეპარაციული ან პლასტიკური ქირურგიული ოპერაციის
ჩატარება.
ტრაქეორაგია tracheorrhagia трахеорагия tracheorrhagia (ბერძნ.
tracheia ტრაქეა, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ტრაქეიდან
ტ ქე ლ g ლ ე გ ყ ფ ტ ქე დ
სისხლის დენა.
ტრაქეოსტენოზი tracheostenosis трахеостеноз tracheostenosis
(ბერძნ. tracheia ტრაქეა, stenos ვიწრო, osis მდგომარეობა) - ტრაქეის
შევიწროება.
ტრაქეოტომია tracheotomy трахеотомия tracheotomia (ბერძნ.
tracheiatraqea, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - იგივე ტრაქეოსტომია.
სასუნთქი მილის (სასულის) გაკვეთა და მასში სპეციალური
მილის ჩადგმა სუნთქვის აღსადგენად. მიმართავენ დიფთერიის,
კრუპის და სხვ. შემთხვევებში.
ტრაქომა trachoma трахома trachoma (ბერძნ. trachis ხორკლიანი) -
თვალის ლორწოვანი გარსის ინფექციური დაავადება, იგივე
თვალის „ეგვიპტური ანთება“. გამომწვევია ქლამიდია (Chlamydia
trachomatis). მთავრდება სიბრმავით.
ტრაქტი highway тракт tractum (ლათ. tractus მიმდინარეობა,
ნელი მოძრაობა) - სავალი, გამტარი გზა (მაგ., საჭმლის
მომნელებელი ტრაქტი, შარდ-სასქესო ტრაქტი და სხვ.).
ტრემატოდები flukes трематоды trematodes (ბერძნ. trema
ხვრელი, eidos მსგავსი) - ქართულად: მწოველები. ბრტყელი
ჭიების ტიპის, ტრემატოდების კლასის წარმომადგენლებია.
განასხვავებენ მონოგენეზურ და დიგენეზურ მწოველებს,
რომლებიც უფრო ხშირად ღვიძლსა და ნაწლავებში პარაზიტობენ.
მათ მიერ გამოწვეულ დაავადებას ტრემატოდოზი ეწოდება.
ყველაზე უფრო ცნობილი წარმომადგენელია ღვიძლის ორპირა
(იხ.) - Fasciola hepatica.
ტრემორი tremor тремор tremor (ლათ. tremor კანკალი) -
უნებლიე რხევითი მოძრაობა, რომელიც მოიცავს მთელ სხეულს ან
მის რომელიმე ნაწილს. აღინიშნება თავისა და ზურგის ტვინის
დაავადებების, განსაკუთრებით, პარკინსონიზმის,
ალკოჰოლიზმის, თირეოტოქსიკოზის, გაფანტული სკლეროზის
და სხვა პათოლოგიების შემთხვევებში.
ტრეპანაცია trepanation трепанация trepanatio (ფრანგ. trepanation
თავის ქალას გაბურღვა) - ძვალში ხვრელის შექმნა ოპერაციული
გზით (მაგ., თავის ქალას ტრეპანაცია).
ტრეპანობიოფსია trepanobio трепаноибсия trepanobiopsia (ბერძნ.
trypanon ბურღი, ბერძნ. bios სიცოცხლე, opsis მხედველობა) -
პუნქციური ტრეპანაციის შედეგად მიღებული ძვლის ტვინის
მასალა (პრეპარატი).
ტრიადა triad (postulate) триада triadis (ბერძნ. trias სამმაგი) -
რაიმე მოვლენის, დაავადების და ა.შ. 3 სტადია, 3 ფაზა, 3 პუნქტი
(მაგ., კოხის ტრიადა ანუ პოსტულატი).
ტრივაქცინა (დყტ) trivaccine (DPT) тривакцина (АКДС) trivaccina
(DPT) (ბერძნ. trias სამმაგი, ლათ. vacca ძროხის, vaccinus ძროხისა) -
დიფთერიის, ყივანახველას და ტეტანუსის საწინააღმდეგო
კომბინირებული ვაქცინა (დყტ). მზადდება ამ დაავადებების
გამომწვევი ბაქტერიების ტოქსოიდებისა და სხვა ანტიგენებისაგან.
ტრიზმი trismus тризм trismus (ბერძნ. trismos კრაჭუნი) - საღეჭი
კუნთების სპაზმი, რაც იწვევს ზედა და ქვედა ყბების მჭიდრო
შეკავშირებას ერთმანეთთან. ტრიზმი ახასიათებს ტეტანუსს,
ჰიდროფობიას, მენინგიტს და ა.შ.
ტრიმესტრი trimester триместр trimestris (ლათ. trimestris
სამთვიანი) - სამი თვე, წლის მეოთხედი (მაგ., ადამიანის
ორსულობის პერიოდი იყოფა 3 ტრიმესტრად).
ტრიპანოსომოზი tripanosomiasis трипаносомоз tripanosomosis -
აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ენდემური დაავადებაა.
გამომწვევია უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის
წარმომადგენელი Trypanosoma gambienze, Tr.rhodesiense და Tr.
cruzi. იწვევს ლეთარგიულ ძილს, რო მელიც ჩვეულებრივ,
სიკვდილით მთავრდება. ტრიპანოსომების სხვა სახეობები იწვევენ
მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაავადებას სამხრეთ აფრიკაში,
ყაზახეთში აქლემის დაავადებას (სუკურუ). ცნობილია აგ რეთვე
ცხენების ე.წ. „დაგრილების ავადმყოფობა“, რომ ლის გამომწვევი
აგენტი აგრეთვე ტრიპანოსომების ერთ-ერთი სახეობაა.
ტრიპანოსომოზი ამერიკული American trypanosomiasis
трипаносомоз американкий tripanosomosis Americana -
პროტოზოული, სამხრეთ ამერიკისათვის ენდემური,
ანთროპოზოონოზური, ტრანსმისიული დაავადება, რომლის
გამომწვევია Trypanosoma cruzi. გამომწვევს 2 მასპინძელი ჰყავს:
ძუძუმწოვრები (დაახლოებით 100 სახეობა) და ტრიატომური
ბაღლინჯოები. იწვევს ლეთარგიულ ძილს. სინ.: ავადმყოფობა
შაგასის.
ტრიპანოსომოზი აფრიკული African tripanosomiasis
трипаносомоз африканский tripanosomosis Africana - ძილის
დაავადება. ტროპიკული აფრიკისათვის ენდემური,
ტრანსმისიული დაავადება, რომლის გამომწვევია Trypanosoma
gambienze და Trypanosoma rhodesiense (როდეზიული
ტიპისტრიპანოსომოზი). გადამტანია ბუზი ცეცე.
ტრიპლეგია triplegia триплегия triplegia (ბერძნ. tri სამი, plege
დარტყმა) - სამი კიდურის ერთდოული დამბლა.
ტრიპლეტი triplet триплет tripletum (ლათ. triplex სამმაგი) -
იგივე კოდონი. გენების სტრუქტურული კომპონენტი, რომელიც
წარმოდგენილია გარკვეული თანმიმდევრიბით განლაგებული 3
ნუკლეოტიდით. ერთი ტრიპლეტი შეესაბამება ერთ რომელიმე
ამინმჟავას.
ტრიპსინი trypsin трипсин trypsinum (ბერძნ. tripsis დანაწევრება)
- კუჭქვეშა ჯირკვალში გამომუშავებული ცილის დამშლელი
ფერმენტი.
ტრიპტოფანი tryptophan триптофан tryptophanum - შეუცვლელი
(ძირითადი) ამინმჟავა. შედის მრავალი ცილის შემადგენლობაში
(მაგ., სისხლის შრატის გლობულინებში) და მონაწილეობს
სეროტონინის (იხ.) და ნიკოტონის მჟავის (იხ. ნიაცინი)
ბიოსინთეზში.
ტრისომია trisomy трисомия trisomia (ბერძნ. tri სამი, soma
სხეული) - მოვლენა, როდესაც ქრომოსომათა დიპლიოდურ
ნაკრებზე დამატებულია ერთი ზედმეტი ქრომოსომა. ტრისომია
შეიძლება შეეხოს როგორც სომატურ, ასევე სასქესო ქრომოსომებს.
უჯრედტრისომიკების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება
როგორც 2n+1. მაგ ., დაუნის სინდრომის შემთხვევაში, ტრისომია
ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას, X-ტრისომიისას კი სასქესო
ქრომოსომებს.
ტრიქალგია trichalgia трихалгия trichalgia (ბერძნ. thrix თმა,
ბეწვი, algos ტკივილი) - ტკივილის შეგრძნება თმაზე ხელის
გადასმის დროს.
ტრიქიაზი - იხ. ტრიქოფიტია.
ტრიქინელოზი trichinellosis трихинеллез trichinellosis (ბერძნ.
thrix თმა, ბეწვი, osis მდგომარეობა) - სპირალური ტრიქინელით
(იხ.) გამოწვეული ადამიანის დაავადება. ავადმყოფს აღენიშნება
გ წვეულ დ დ ვ დე ვ დ ყ ფ ღე ე
ძლიერი ფაღარათი, პირღებინება, მაღალი ტემპერატურა,
კუნთების ტკივილი, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება.
ტრიქომონასი trichomonas трихомонада (трихомонас) trichomonas
(ბერძნ. thrix თმა, ბეწვი, monas განმხოლოებული) - უმარტივესების
ტიპის, შოლტიანების კლასის პარაზიტია. განასხვავებენ
წაგრძელებულ, ადამიანის და საშოს ტრიქომონასს.
იწვევენდაავადება ტრიქომონიაზს, რაც გამოიხატება საშოს
ანთებით, ურეთ რიტით და სხვ. გადაეცემა სქესობრივად და
წყლის საშუალებით.
ტრიქომონიაზი trichomoniasis трихомониаз trichomoniasis (ბერძნ.
thrix თმა, ბეწვი, monas განმხოლოებული, iasis მდგომარეობა) -
1.საჭმლის მომნელებელი სისტემის ინვაზია უმარტივესებით
(Trichomonas hominis). 2.უმარტივესებით (Trichomonas vaginalis)
გამოწვეული ვაგინალური ინფექცია, რაც ვლინდება შარდ-სასქესო
ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთებით და დამახასიათებელი
გამონაყოფებით. მკურნალობისათვის იყენებენ მეტრონიდაზოლს.
ტრიქოფიტია trichophitiasis трихофитиаз trichophitiasis (ბერძნ.
thrix თმა, ბეწვი, phyton მცენარე) - კანის, თმისა და ფრჩხილების
ყველაზე უფრო გავრცელებული სოკოვანი დაავადება.
ტრიქოცეფალუსი trichocephallus трихоцефал trichocephallus -
ქართულად: ადამიანის ბეწვთავა (Trichocephalus trichiurus).
მრგვალი ჭიების პარაზიტული წარმომადგენელია. ბინადრობს
ადამიანის ბრმა ნაწლავში. იკვებება ადამიანის სისხლით. იწვევს
და ავადება ტრიქოცეფალოზს.
ტროაკარი troacar троакар triquetrum (ფრანგ. trocart) -
ორგანიზმის ღრუებიდან სითხის გამოსაშვები იარაღი. სინ.:
ტროკარი.
ტროპიზმი tropism тропизм tropismus (ბერძნ. tropos მობრუნება,
მიმართულება) - ამა თუ იმ უჯრედის, მიკროორგანიზმის,
ქიმიური ნივთიერების უნარი ზემოქმედება მოახდინოს ამა თუ იმ
უჯრედზე, ქსოვილზე ან ორგანოზე. მაგ., რომელიმე
კანცეროგენური ნივთიერების უნარს, გამოიწვიოს პათოლოგიური
პროცესი ღვიძლში, ჰეპატოტროპიზმი ეწოდება.
ტროპიკული დაავადება - იხ. ავადმყოფობა ტროპიკული.
ტროპიკული წყლული tropical ulcer тропическая язва ulcus
tropicus (ბერძნ. tropikos მოსაბრუნებელი) - ცხელ ქვეყნებში
ე უ ე ელ ც ელ ქვეყ ე
სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებების კრებითი ტერმინი:
ტროპიკალოიდური წყლული, უდაბნოს წყლული, მარჯნის
წყლული და სხვ. მაგ., ეს უკანასკნელიწარმოიქმნება კანზე
ცოცხალი მარჯნების ნემსებით მიყენებული ჭრილობებით.
ტროფიკული trophical трофический trophicus (ბერძნ. trophe
კვება) - მკვებავი (მაგ., ქსოვილების კვების მარეგულირებელი
ნერვი).
ტროფიკული წყლული trophical ulcer трофическая язва ulcus
trophicus (ბერძნ. trophe კვება) - ნევროგენულკვებითი წარმოშობის
წყლული. ვითარდება კანსა და ლორწოვან გარსებზე.
გამოწვეულია სხეულის ამა თუ იმ ნაწილში კვების პროცესის
დარღვევით.
ტროფობლასტი trophoblast трофобласт trophoblastus (ბერძნ.
trophe კვება, blastos ყლორტი, ღივი) - ადამიანის (და საერთოდ,
უმაღლეს ძუძუმწოვართა) დაყოფის პროცესში მყოფი კვერცხის
გარეთა შრე - ბლასტოცისტის (იხ.) კედელი. მონაწილეობს
ჩანასახის იმპლანტაციაში საშვილოსნოს კედელში და პლაცენტის
წარმოქმნაში, უზრუნველყოფს ჩანასახის კონტაქტს დედის
ორგანიზმთან. სინ.: ტროფექტოდერმა.
ტროფოზოიტი trophozoite трофозоит trophozoitum (ბერძნ. trophe
კვება, zoon ცხოველი) - უმარტივესების სასიცოცხლო ციკლის
აქტიურად გამრავლებადი სტადია. სინ.: ვეგეტაციური ფორმა.
ტუბერკულიდი tuberculide туберкулид tuberculidum (ლათ.
tuberculum კორძი, ბერძნ. eidos მსგავსი) - კანის ტოქსიკური ან
ალერგიული ბუნების დაზიანებების საერთო სახელწოდება.
ვითარდება ტუბერკულოზის შემთხვევაში, თუმცა გამონაყარში
მიკობაქტერიები არ ვლინდება.
ტუბერკულინი tuberculin туберкулин tuberculinum (ლათ.
tuberculum კორძი) - ტუბერკულოზის გამომწვევი
მიკობაქტერიების პროტეინების შემცველი მასალა ან ამ
პროტეინების პროდუქტი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს
ანთებითი რეაქცია. ტუბერკულინი ტოქსიკურად მოქმედებს
ტუბერკულოზით დაავადებულებზე, ამიტომ მას იყენებენ
მხოლოდ ტუბერკულოზის სადიაგნოზოდ (პირკეს და მანტუს
სინჯები).
ტუბერკულინის სინჯები tuberculin tests туберкулиновые тесты
testus tuberculinum (ლათ. tuberculum კორძი) - ტუბერკულოზის
მიკობაქტერიისადმი ორგანიზმის სენსიბილიზაციის გამოვლენა
კანის სინჯების საშუალებით. იხ. მანტუს და პირკეს რეაქციები.
ტუბერკულინოდიაგნოსტიკა tuberculinodiagnostic
туберкулинодиагностика tuberculinodiagnostica (ლათ. tuberculum
კორძი, ბერძნ. diagnosis ამოცნობა, განსაზღვრა) - ტუბერკულოზის
მიკობაქტერიებით ინფიცირების, აგრეთვე ინფიცირებული ან
ვაქცინირებული ადამიანების რეაქტიულობის შესწავლის
მეთოდი, რაც ეფუძნება ტუბერკულინის სინჯების გამოყენებას.
ტუბერკულოზი tuberculosis туберкулёз tuberculosis (ლათ.
tuberculum კორძი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ქართულად: ჭლექი.
ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია
რ.კოხის მიერ 1882 წელს აღმოჩენილი Mycobacterium tuberculosis.
აზიანებს ფილტვს, კანს, ლიმფურ კვანძებს, ძვლებს და სხვ.
გამომწვევი, იგივე კოხის ჩხირი მიეკუთვნება გვარ Mycobacterium-
ს. აქვს სწორი ან რამდენადმე მოღუნული ჩხირის ფორმა. გრამ-
დადებითებია. მდგრადებია მჟავების, ტუტეების დ სპირტის
მიმართ. ბაქტერიის პათოგენურობა დაკავშირებულია ლიპიდების,
აგრეთვე ტუბერკულინის (ენდოტოქსინი) დამაზიანებელ
მოქმედებასთან.
ტუბერკულომა tuberculoma туберкулома tuberculoma (ლათ.
tuberculum კორძი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ტუბერკულოზური
გრანულომა, რომლის ცენტრში ჩვეულებრივ განლაგებულია
გრანულარული ხაჭოსებრი მასა, რასაც კაზეოზური ნეკროზი
ეწოდება. კაზეოზური ცენტრი გარშემორტყმულია ე.წ. ლანგჰანსის
გიგანტური, მრავალბირთვიანი უჯრედებით მასში
ლოკალიზებული ტუბერკულოზური ჩხირებით, აგრეთვე
მაკროფაგებით, ფიბრობლასტებით და ეპითელური უჯრედებით.
გრანულომა ზოგ შემთხვევაში განიცდის კაზეოზურ დაშლას,
ხოლო გამოთავისუფლებულ მიკობაქტერიებს შეუძლიათ
შეაღწიონ სისხლში. ზოგჯერ გრანულომა შეიძლება ჩაიკიროს, რის
შედეგადაც წარმოიქმნება დახურული კერა.
ტუბერკულომანია tuberculomania туберкуломания
tuberculomania (ლათ. tuberculum კორძი, ბერძნ. mania სიგიჟე) -
ტუბერკულოზით დაავადების პათოლოგიური შიში.
ტუ ე კულ დ ვ დე ლ გ უ
ტულარემია tularemia туляремия tularaemia (Tulare
-კალიფორნიის შტატში ტბა და რაიონი, სადაც პირველად
აღმოაჩინეს ეს დაავადება. ბერძნ. haima სისხლი) - მწვავე
ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანს გადაეცემა
დასნებოვნებული მღრღნელების, მწერების და ტკიპებისაგან.
გამომწვევია Francisella tularensis. ბაქტერია ძალზე მცირე ზომისაა,
გრამუარყოფითი, აქვს კაფსულა. უჯრედშიდა პარაზიტია. მისი
ვირულენტობა განპირობებულია კაფსულით, ნეირამინიდაზით,
ენდოტოქსინით, უჯრედის კედლის ალერგენული თვისებებით,
აგრეთვე ფაგოციტებში გამრავლების უნარით და მათი კილერული
ეფექტის დათრგუნვით. ადამიანებისათვის მინიმალური
მაინფიცირებელი დოზაა 10 მიკრობული უჯრედი.
ტულარემიატიპური ანთროპოზოონოზია. ახასიათებს მძიმე
კლინიკური მიმ დინარეობა.
ტურგორი turgor тургор turgor (ლათ. turgor შესივებული ვარ) -
ქსოვილების ნორმალური ტონუსი მათში სისხლისა და ლიმფის
საკმარისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.
ტყუპები tweens близнецы gemelli - ორი ან მეტი ერთდოულად
გაჩენილი შთამომავალი იმ ცხოველებში (ადამიანის ჩათვლით),
რომლებიც ჩვეულებრივ ერთ შვილს აჩენენ. განასხვავებენ
ერთკვერცხიან (იდენტურ) ტყუპებს, რომლებიც განვითარდნენ
ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბლასტომერების
პირველადი გაყოფის შედეგად და ორკვერცხიან (არაიდენტურ)
ტყუპებს, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარდნენ სხვადასხვა
სპერმატოზოიდებით განაყოფიერებული ორი (ან მეტი)
კვერცხუჯრედიდან. იდენტური ტყუპების შემთხვევაში
შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ანომალიები (მაგ., სიამის
ტყუპები. იხ.).
T-უჯრედოვანი ლეიკემია T-cell leukemia Т-клеточный лейкоз
leukaemia T-cellularis - ადამიანის ვირუსული ეტიოლოგიის
ლეიკემია. მისი გამომწვევია ვირუსი HTLV-I რეტროვირუსების
ოჯახიდან. ენდემურია იაპონიის და კარიბის ზღვის
ქვეყნებისათვის და აფრიკის ზოგიერთი რაიონისათვის.
სამედიცინო ლექსიკონი


უბიკვიტური ubiquitous вездесущий ubique (ლათ. ubique
ყველგან) - ყველგან მყოფი. მაგალითად, ბაქტერიები, რომლებიც
ყველგან არიან გავრცელებული, ანდა მაკროფაგები, რომლებიც
არსებობენ ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილსა და ორგანოში.
უვეიტი uveitus увеит uveitis (ლათ. uvea თვალის
სისხლძარღვოვანი გარსი, itis ანთება) - თვალის უვეალური
ტრაქტის (თვალის კაკალის სისხლ-ძარღვოვანი გარსი) ნებისმიერი
მონაკვეთის ანთება. ფერადი გარსის ანთებას ირიტი (iritis)
ეწოდება, წამწამოვანი სხეულისას - ციკლიტი (cyclitis), ხოლო
თვით სისხლძარღვოვანი გარსის ანთებას - ქორიოიდიტი
(chorioiditis). ყველა მათგანმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს
მხედველობა. შემთხვევების უმეტესობაში დაავადების მიზეზია
ანთება, თუმცა ზოგჯერ უვეიტი შესაძლებელია იყოს რქოვანას და
სკლერის რომელიმე დაავადების გართულება.
უკუჩვენება - იხ. კონტრაინდიკაცია.
ულკუს დურუმ ulcus durum улькус дурум ulcus durum (ლათ.
ulcus წყლული, დურუს მაგარი, მკვრივი) - მკვრივი წყლული
(მკვრივი შანკრი - სიფილისის პირველადი გამოვლინება).
ულკუსი ulcer язва ulcus (ლათ. ulcus წყლული) - ქართულად:
წყლული. კანის ან ლორწოვანი გარსის და მათ ქვეშ
ლოკალიზებული ქსოვილების დეფექტი, რომლის შეხორცება,
როგორც წესი, დარღვეულია ან მნიშვნელოვნად შენელებული.
წყლული შეიძლება განვითარდეს ნაწოლებით, ინერვაციისა და
სისხლის მიმოქცევის მოშლით, ინფექციით, დამწვრობით,
დასხივებით და სხვ. წყლულის განვითარება განსაკუთრებით
ხშირია თორმეტგოჯა ნაწლავში, კუჭში, საყლაპავ მილში, წვრილ
ნაწლავში და სხვ. ცნობილია ტროპიკული წყლული (იხ.),
ტროფიკული წყლული (იხ.) და ა.შ.
ულკუს მოლე ulcus molle улькус молле ulcus molle (ლათ. ulcus
წყლული, mollis რბილი) - რბილი წყლული (რბილი შანკრი -
ვენერული დაავადება). იხ. შანკრი რბილი.
ულკუს პერფორანს ulcus perforans язва перфорирующая ulcus
perforans (ლათ. ulcus წყლული, perforo გავხვრეტ, გავბურღავ) -
პერფორაციების გამომწვევი წყლული, რაც დაზიანებულ ორგანოს
აერთიანებს მეზობელ ღრუსთან.
ულტრაბგერა ultrasound ультразвук ultrasoundus (ლათ. ultra ზე,
მეტი) - ტალღები, რომელთა სიხშირე აღემატება 20კჰც-ს.
ულტრაბგერის ბიოლოგიური მოქმედება განისაზღვრება
დასხივების ინტენსივობითა და ხანგრძლივობით, რაც შეიძლება
ახდენდეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენას
ორგანიზმზე. მედიცინაში ულტრაბგერა გამოიყენება სადიაგნოზო,
სამკურნალო და ქირურგიული მიზნებისათვის.
ულტრაიისფერი სხივები ultraviolet rays ультрафиолетовые лучи
ultraviolet radius (ლათ. ultra ზე, მეტი) - ბუნებრივი რადიაციის
ერთ-ერთი სახე. 0,290მკმ-ზე ნაკლები ტალღის სიგრძის
ულტრაიისფერი სხივები დამღუპველად მოქმედებენ ყველა
ცოცხალ არსებაზე. მათ მაღალი აქტიურობა ახასიათებთ და არც
თუ იშვიათად ხდებიან ბაზალურ-უჯრედოვანი და ბრტყელ-
უჯრედოვანი კარცინომების, მელანომების, აგრეთვე პიგმენტური
ქსეროდერმის განვითა რების მიზეზი. ამ სახის გამოსხივებას
აკავებს ოზონის ეკრანი, რომლის წყალობითაც დედამიწის
ზედაპირს მხოლოდ შედარებით გრძელი ულტრაიისფერი
სხივების (0,300-0,400მკმ) მცირე ნაწილი აღწევს.
ულტრამიკროელემენტები ultramicroelements
ультрамикроелемэнты ultramicroelementi (ლათ. ultra ზე, მეტი,
ბერძნ. mikros პატარა, მცირე, ლათ. elementum სტიქია, საწყისი
ნივთიერება) - ორგანიზმში უმცირესი რაოდენობით არსებული
ელემენტები, რომელთა ფიზიოლოგიური როლი საკმარისად არაა
გამოკვლეული. ასეთი ელემენტებია: ურანი, რადიუმი, ოქრო,
ვერცხლისწყალი, ბერილიუმი, ცეზიუმი, სელენი და სხვ.
ულტრასონოგრაფია (ლათ. ultra ზე, მეტი, sonus ბგერა, ბერძნ.
grapho ვწერ) - იხ. ექოსკოპია.
ულტრაფაგოციტოზი ultraphagocytosis ультрафагоцитоз
ultraphagocytosis (ლათ. ultra ზე, მეტი, phagos ვშთანთქავ, ბერძნ.
kytos უჯრედი) - ფაგოციტების უნარი, შთანთქას უმცირესი
კოლოიდური ნაწილაკები.
ულტრაფილტრაცია utrafiltration ультрафильтрация ultrafiltratio
(ლათ. ultra ზე, მეტი, filtrum ნაბადი, ქეჩა) - ფილტრაცია წნევის
ქვეშ. მაგ., თირკმლებში ადგილი აქვს სისხლის
ქვე გ კ ლე დგ ლ ქვ ლ
ულტრაფილტრაციას, რათა მისგან განიდევნოს ზედმეტი წყალი,
შარდოვანა და ცვლის სხვა პროდუქტები.
უმარტივესები - იხ. პროტოზოა.
უნაყოფობა - იხ. სტერილურობა.
უნი uni уни unis (ლათ. unus ერთი) - რთულ სიტყვებში
აღნიშნავს ერთს, ერთიანს (მაგ., უნიპოლარული ანუ
ერთპოლუსიანი).
უნივერსიტეტი University Университет Universitas (ლათ.
universitas ერთობლიობა) - უმაღლესი სასწავლო დაწესებულება,
რომელსაც გააჩნია სხვადასხვა განყოფილებები (ფაკულტეტები,
დეპარტამენტები). მათში წარმოდგენილია სამეცნიერო ცოდნის
შემადგენელი დისციპლინების ერთობლიობა. უნივერსიტეტში
ტარდება აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის მუშაობა.
უნიტარული unitary унитарный unitarius (ლათ. unitas ერთიანი,
ერთი მთლიანი) - შეერთებული, ერთიანი. ის, რაც ერთ მთლიანს
შეადგენს.
უნიფიკაცია unification унификация inificatio (ლათ. unus ერთი,
facere შექმნა, გაკეთება) - რაიმეს (სასწავლო პროცესის, ცოდნის
შეფასების, სასწავლო ფორმის და სხვ.) ერთ სისტემაში,
ერთგვაროვნობაში მოყვანა.
უოლკერის კარცინომა - იხ. კარცინომა უოლკერის.
ურანიზმი uranism уранизм uranismus (ბერძნულ მითოლოგიაში
ურანი - ცის ღმერთი) - ორ მამაკაცს შორის არაბუნებრივი
სქესობრივი კავშირი. იგივე პედერასტია (იხ.).
ურატები urates ураты urata (ლათ. urata ურატები) - შარდმჟავას
მარილები. ორგანიზმში წარმოიქმნება როგორც პურინის
ნუკლეოტიდების ცვლის პროდუქტები. შეიძლება დაილექოს
ქსოვილებში და წარმოქმნას კონკრემენტები.
ურატურია uraturia уратурия uraturia (ლათ. urata ურატები,
ბერძნ. uron შარდი) - მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება შარდში
ურატების არსებობით. შარდში ურატების ანომალურად მაღალი
კონცენტრაცია დამახასიათებელია პოდაგრისათვის (იხ.).
ურაქუსი urachus урахус urachus (ბერძნ. uron შარდი, cheo ვღვრი)
- ემბრიონის პირველადი საშარდე გზა.
ურბანიზაცია urbanization урбанизация urbanisatio (ლათ. urbanus
ქალაქური) - წარმოებისა და მოსახლეობის თავმოყრა დიდ
ქ ლ ქუ წ ე დ ლე ვ ყ დ დ
ქალაქებში. სოციალურ-დემოგრაფიული პროცესია, რაც
მდგომარეობს როგორც ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობის,
ასევე თვით ქალაქების რაოდენობისა და სიდიდის ზრდაში.
ურბაცენოზი urbacenosis урбаценоз urbacenosis (ლათ. urbanus
ქალაქური, ბერძნ. kainos ახალი, საერთო) - ქალაქებსა და ქალაქის
ტიპის დასახლებებში მცხოვრები ორგანიზმების ჯგუფი,
რომლებიც ფუნქციურად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან
უბრალოდ, ცხოვრობენ ერთად. ურბაცენოზში მცხოვრები
ზოგიერთი სახეობა შეიძლება იყოს ადამიანის ზოგიერთი
დაავადების გადამტანი ან რეზერვუარული მასპინძელი (მაგ.,
მტრედებს გადააქვთ ორნითოზი).
ურგენტული urgent ургентный urgentis (ინგლ. urgent
გადაუდებელი) - სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება
ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან დაკავშირებით (მაგ.
ურგენტული ქირურგია).
ურეაზა urease уреаз ureasa (ლათ. ureum შარდოვანა) -
ჰიდროლაზების კლასის ფერმენტი -ამინოჰიდროლაზა, რომელიც
შარდოვანას შლის CO2-ად და NH3-ად.
ურეაპლაზმა ureaplasma уреаплазма ureaplasma (ლათ. ureum
შარდოვანა, ბერძნ. plazma გამოწერწილი, გაფორმებული) -
მიკოპლაზმების აღნიშნული გვარის შემადგენლობაში
გამოყოფილია 5 სახეობა. მათგან ერთ-ერთი - Ureaplasma
urealyticum პათოგენურია ადამიანისათვის, იწვევს რა
შარდსასქესო სისტემის დაავადებებს. უჯრედები მრგვალი ან
კოკობაქტერიების ფორმისაა. გადაცემის ძირითადი გზა
სქესობრივია, ხოლო რეზერვუარს დაავადებული პირები
წარმოადგენენ. მკურნალობისათვის იყენებენ ანტიბიოტიკებს
(მაკროლიდებს), რომლებიც აქტიურებია ქლამიდიების მიმართაც.
ურეთრა urethra уретра urethra (ბერძნ. urethra შარდსადენი) -
ქართულად: შარდსადენი (შარდის გამომტანი მილი). მამაკაცის
შარდსადენი წარმოადგენს S-ისებურად მოდრეკილ მილს,
რომელიც განკუთვნილია როგორც შარდის, ასევე სპერმის
გასატარებლად. ქალის შარდსადენი წარმოადგენს სწორ მილს,
რომელიც იხსნება საშოს კარიბჭეში.
ურეთრიტი urethritis уретрит urethritis (ბერძნ. urethra
შარდსადენი, itis ანთება) - შარდსადენის ლორწოვანი გარსის
დ დე ე დ დე ლ წ ვ გ
ანთება. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს გონორეა
(სპეციფიკური ურეთრიტი) ანდა სქესობრივი გზით გადაცემული
ნებისმიერი სხვა ინფექცია - არაგონოკოკური ურეთრიტი (მაგ.,
ქლამიდიოზი), ანდა ურეთრის უმნიშვნელო ტრავმა მასში
კათეტერის შეყვანისას. ურეთრიტის სიმპტომებია წვა და ტკივილი
შარდის გამოყოფისას. დაავადების გამომწვევი
მიკროორგანიზმების დაზუსტების შემდგომ, ავადმყოფს
უნიშნავენ შესაბამის ანტიბიოტიკებს.
ურეთროლითიაზი urethrolithiasis уретролитиаз urethrolithiasis
(ბერძნ. urethra შარდსადენი, lithos ქვა, კენჭი, iasis მდგომარეობა) -
ქართულად: შარდ-კენჭოვანი დაავადება. კენჭების არსებობა
შარდსადენში.
ურეთროპლასტიკა urethroplasty уретропластика urethroplastica
(ბერძნ. urethra შარდსადენი, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) -
ქირურგიული ოპერაცია: მდგომარეობს ურეთრის სანათურის
ნორმალური განვლადობის აღდგენაში, განსაკუთრებით მისი
სტრიქტურის შემთხვევაში.
ურეთროპოეზი urethropoesis уретропоэз urethropoesis (ბერძნ.
urethra შარდსადენი, poieo წარმოვქმნი) - პლასტიკური
ქირურგიული ოპერაცია: მდგომარეობს შარდსადენის აღდგენაში.
ურეთრორეა urethrorrhea уретрорея urethrorrhoea (ბერძნ. urethra
შარდსადენი, rheo მოვედინები) - გამონაყოფი შარდსადენიდან
მისი სპეციფიკური (გონორეული) ან არასპეციფიკური ანთების
შედეგად.
ურეთროსტენოზი urethrostenosis уретростеноз urethrostenosis
(ბერძნ. urethra შარდსადენი, stenosis შევიწროება) - შარდსადენის
განივკვეთის შევიწროება, რაც აძნელებს შარდის გამოყოფის
პროცესს. იხ. სტრიქტურა.
ურეთროცისტიტი urethrocystitis уретроцистит urethrocystitis
(ბერძნ. urethra შარდსადენი, kystis ბუშტი, itis ანთება) -
შარდსადენისა და შარდის ბუშტის ერთდროული ანთება.
ურემია uremia уремия uraemia (ბერძნ. uron შარდი, haima
სისხლი) - ორგანიზმის მოწამვლა თირკმლების დაავადების დროს,
მათ მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების
გამო. განასხვავებენ ურემიის აზოტემიურ და ეკლამპსიურ
ფორმებს.
ფ ე
ურეტერი ureter уретер (мочеточник) ureter (ლათ. ureter
შარდსაწვეთი) - ქართულად: შარდსაწვეთი. თირკმლის მენჯიდან
გამომავალი მილაკი, რომელიც უერთდება შარდის ბუშტს.
ურეტეროლითიაზი ureterolithiasis уретеролитиаз ureterolithiasis
(ლათ. ureter შარდსაწვეთი, lithos ქვა, კენჭი), iasis მდგომარეობა) -
შარდსაწვეთის კონკრემენტი.
ურეტეროლითოტომია ureterolithotomy уретеролитотомия
ureterolithotomia (ლათ. ureter შარდსაწვეთი, lithos ქვა, კენჭი, tomeo
ვჭრი, ვკვეთავ) - შარდსაწვეთიდან კენჭის ოპერაციული ამოღება.
თუ კენჭი ლოკალიზებულია შარდსაწვეთის ქვედა
განყოფილებაში, მისი ამოღება შესაძლებელია ცისტოსკოპით,
ქირურგიული ჩარევის გარეშე.
ურეტერონეფრექტომია ureteronephrectomy уретеронэфректомия
ureteronephrectomia (ლათ. ureter შარდსაწვეთი, nephros
თირკმელი, ektome ამოკვეთა) - თირკმლისა და შარდსაწვეთის
ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია.
ურეტეროპიელონეფრიტი ureteropyelonephritis
уретеропиелонефрит ureteropyelonephritis (ლათ. ureter
შარდსაწვეთი, pyelos ფიალა, nephros თირკმელი, itis ანთება) -
შარდსაწვეთის, თირკმლის მენჯის და თირკმლის ერთდროული
ანთება.
ურეტერორაგია ureterorrhagia уретеррорагия ureterorrhagia (ლათ.
ureter შარდსაწვეთი, rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლის დენა
შარდსაწვეთიდან.
ურეტერორაფია ureterorrhaphia уретерорафия ureterorrhaphia
(ლათ. ureter შარდსაწვეთი, rhaphe ნაკერი) - შარდსაწვეთის
გაკერვა.
ურეტეროსტენოზი ureterostenosis уретеростеноз ureterostenosis
(ლათ. ureter შარდსაწვეთი, stenos ვიწრო, osis მდგომარეობა) -
შარდსაწვეთის შევიწროება.
ურინა urine моча urina (ბერძნ. uron შარდი) - ქართულად:
შარდი. თირკმლების მიერ გამომუშავებული და ორგანიზმიდან
საშარდე გზებით გამოყოფილი ბიოლოგიური სითხე, რომელიც
შეიცავს მისი ცხოველქმედების პროდუქტების დიდ რაოდენობას.
შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის აზოტური ცვლის
საბოლოო პროდუქტები: შარდოვანა, შარდის მჟავა და
ლ დუქტე დ ვ დ ჟ ვ დ
კრეატინინი. შარდის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია
ნატრიუმის ქლორიდი.
უროგენიტალური urogenital урогенитальный urogenitalis (ბერძნ.
uron შარდი, ლათ. genitalis წარმოვშობ, ვბადებ) - იგივე შარდ-
სასქესო (ტრაქტი, სისტემა).
უროგრაფია urography урография urographia (ბერძნ. uron შარდი,
grapho ვწერ) - ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანის
შემდგომ, საშარდე გზების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
უროდინია urodynia уродиния urodynia (ბერძნ. uron შარდი,
odyne ტკივილი) - ტკივილები მოშარდვის პროცესში.
უროლითიაზი urolithiasis уролитиаз (мочекаменная болезнь)
urolithiasis (ბერძნ. uron შარდი, lithos ქვა, კენჭი) - ქართულად:
შარდ-კენჭოვანი დაავადება. საშარდე გზებში კონკრემენტების
არსებობა. შდრ. ურეთროლითიაზს.
უროლოგია urology урология urologia (ბერძნ. uron შარდი, logos
მოძღვრება) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შარდ-
სასქესო ორგანოთა დაავადებებს, მათ მკურნალობასა და
პროფილაქტიკას.
ურონეფროზი uronephrosis уронефроз uronephrosis (ბერძნ. uron
შარდი, nephros თირკმელი, osis მდგომარეობა) - იგივე
ჰიდრონეფროზი (იხ.). თირკმლის დაავადება. თირკმლის ღრუების
გაფართოება პარენქიმის ატროფიით. მიზეზია თირკმელში
შარდის ქრონიკული დაგროვება.
უროპეპსინი uropepsin уропепсин uropepsinum (ბერძნ. uron
შარდი, pepsis საჭმლის მონელება) - პროტეოლიზური ფერმენტი
(პეპსინი), რომელიც მცირე კონცენტრაციით ყოველთვის არის
ნორმალურ შარდში.
უროპოეზი uropoesis уропоэз uropoesis (ბერძნ. uron შარდი, poieo
წარმოვქმნი) - შარდის წარმოქმნის პროცესი.
უროსეფსისი urosepsisis уросепсис urosepsisis (ბერძნ.uron შარდი,
ლათ. sepsis ლპობა, ხრწნა) - იგივე უროგენული სეფსისი.
1.სეფსისი, რომლის გამომწვევი აგენტი ვრცელდება საშარდე
სისტემის ორგანოებში ან მათში ლოკალიზებული კერიდან.
2.სეფსისი, რომელიც წარმოიქმნება ქსოვილში ჩაღვრილი შარდის
დაშლის შედეგად.
უროსტაზი urostasis уростаз urostasis (ბერძნ.uron შარდი, stasis
შეგუბება) - საშარდე გზებში შარდის შეგუბება (სტაზი).
ურტიკარია urticaria крапивница urticaria (ლათ. urtica ჭინჭარი) -
ქართულად: ჭინჭრის ციება. კანის ალერგიული რეაქცია
სხვადასხვა გამღიზიანებელზე. ახასიათებს გამონაყარი, რომელიც
გრძელდება რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე.
უტერუსი uterus (womb) матка uterus - ქართულად: საშვილოსნო.
ადამიანის სასქესო სისტემის ორგანოა, რომელიც წარმოადგენს
ემბრიონის (ჩანასახის), შემდეგ კი ნაყოფის განვითარების ადგილს.
უტილიზაცია utilization утилизация utilisatio (ლათ. utilis
სასარგებლო) - წარმოების ნარჩენების გამოყენება სამკურნალო
პრეპარატის, ნედლეულის, საწვავის, სასუქის და სხვ.
დასამზადებლად.
უცუნა colchicin колхицин Colchicinum speciosum - იგივე
სათოვლია. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს შხამიან
ალკალოიდებს - კოლხიცინს და კოლხამინს. კოლხიცინს იყენებენ
კანის კიბოს სამკურნალოდ, აგრეთვე ლეიკემიების, საყლაპავი
მილისა და კუჭის კიბოს შემთხვევებში. იყენებენ სელექციაში,
აგრეთვე ციტოგენეტიკური პრეპარატების დასამზადებლად.
უცხო სხეული - იხ. კორპუს ალიენუმ.
უცხო სხეულის კიბო - იხ. კიბო უცხო სხეულის.
უჯრედი cell клетка cellula (cytus) - ელემენტარული
ბიოლოგიური სისტემა, რომელსაც გააჩნია თვითგანახლების,
თვითრეგულირების და თვითწარმოქმნის თვისებები. შედგება
ბირთვისა და ციტოლაზმისაგან, აგრეთვე საერთო
(ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომები, ლიზოსომები,
მიტოქონდრიები, ცენტროსომები და სხვ.) და სპეციალური
(წამწამები, შოლტები, მიოფიბრილები და სხვ.) დანიშნულების
ორგანოიდებისაგან.
უჯრედი ანტიგენ-წარმდგენი antigen-presenting cell антиген-
представляющая клетка cellula antigen-presentales - უჯრედი
(მაკროფაგი, დენდრიტული უჯრედი), რომელიც ზემოქმედებას
ახდენს ანტიგენზე (პროცესინგი) და მასზე ინფორმაციას
გადასცემს (პრეზენტაცია) სხვა იმუნოკომპეტენტურ უჯრედებს.
უჯრედი გიგანტური giant cell гигантская клетка cellula giganticus
- ნებისმიერი დიდი ზომის ან მრავალბირთვიანი (3-ზე მეტი
ე ე დ დ ვ ლ ვ ე ეტ
ბირთვი) უჯრედი (მაგ., მეგაკარიოციტი). მათი წარმოქმნა
შესაძლებელია როგორც ენდომიტოზის (იხ.), ასევე სომატური
უჯრედების შერწყმის საშუალებით. იხ. პოლიკარიოციტი.
უჯრედი კომიტირებული commit cell коммитированная клетка
cellula commitas (ინგლ. commit ვალდებულების აღება) -
პოლიპოტენტური უჯრედი, რომლის დიფერენცირებისა და
პროლიფერაციის პოტენცია ღეროვან უჯრედთან შედარებით
რამდენადმე შეზღუდულია.
უჯრედი კუპფერის Kupffer's cell клетка Куфера cellula Kupfferi -
ღვიძლის მაკროფაგები. მონაწილეობენ ფაგოციტოზში და იცავენ
ჰეპატოციტებს სხვადასხვა ტოქსიკური ზემოქმედებებისაგან.
ხშირად შეიცავენ ერითროციტების ფრაგმენტებს,
მიკროორგანიზმებს, პიგმენტირებულ გრანულებს და სხვ. ამ
ტიპის უჯრედებს სახელი დაერქვათ ჰისტოლოგ კ. ვ. კუპფერის
საპატივცემულოდ, რომელმაც ისინი აღმოაჩინა და აღწერა 1873
წელს.
უჯრედი ლანგერჰანსის Langerhans cell клетка Ларгенганса cellula
Langerhansi - კანის ეპიდერმისის მაკროფაგებია. სახელი დაერქვა
პირველაღმომჩენის, გერმანელი პ.ლანგერჰანსის (1847-1888)
საპატივცემულოდ.
უჯრედი ლანგჰანსის Langhans cell клетка Линггансаcellula
Langhansi - ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური
რეაქციებისათვის (სხვადასხვა ინფექციური დაავადება,
ტუბერკულოზი), აგრეთვე ე.წ. „უცხო სხეულის კიბოსათვის“
დამახასიათებელი გიგანტური პოლიკარიოციტები.
ტუბერკულოზის შემთხვევაში, ასეთი ტიპის უჯრედების
აღმოჩენას გრანულომაში სადიაგნოზო მნიშვნელობა გააჩნია.
სახელი დაერქვათ გერმანელი თ. ლანგჰანსის (1839-1915)
საპატივცემულოდ.
უჯრედი მონოპოტენტური monopotent cell монопотентная
клетка cellula monopotentia (ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, ლათ.
potentia შესაძლებლობა) - უჯრედების დიფერენცირების
რომელიმე რიგის წინაპარი, დედაუჯრედი, რომელსაც ღეროვანი
უჯრედებისა და კომიტირებული უჯრედებისაგან განსხვავებით,
შეუძლია განვითარდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით (მაგ.,
მიელობლასტი, ლიმფობლასტი, მონობლასტი და ა.შ.).
ელ ლ ტ ლ ფ ლ ტ ლ ტ დ
უჯრედი პეჯეტის Paget's cell клетка Педжета cellula Pageti -
ძუძუს მსხვილი სადინრების ღია ფერის, დიდი ბირთვის მქონე
უჯრედები, რომლებიც დამახასიათებელია ძუძუს პირველადი
კიბოსათვის (დვრილის, კერტის უბანში). ეს უჯრედები პირველად
აღმოაჩინა ინგლისელმა ქირურგმა და პათოლოგმა ჯ. პეჯეტმა
(1814-1899).
უჯრედი პოლიპოტენტური polypotent cells политотентные
клетки cellula polypotentia (ბერძნ. poly ბევრი, მრავალი, ლათ.
potentia შესაძლებლობა) - უჯრედი, რომელსაც გააჩნია
განვითარებისა და დიფერენცირების მრავალი გზა (მაგ., ღეროვანი
უჯრედი, კამბიალური უჯრედი, კომიტირებული უჯრედი). იგივე
პლურიპოტენტური უჯრედი.
უჯრედი პოხიერი - იხ. მასტოციტი.
უჯრედი პრეკანცეროზული precancerous cell преканцерозная
клетка cellula precancerosis (ლათ. prae წინ, cancer კიბო) -
კანცეროგენეზის ინიციაციის სტადიაზე წარმოქმნილი უჯრედი,
რომელიც წამოადგენს სიმსივნური უჯრედის წინამორბედს, ე.წ.
პრეკანცეროზულ სინკარიონს.
უჯრედი პურკინიეს Purkinje cell клетка Пуркинье cellula Purkinje
- დიდი ზომის, ეფერენტული ნერვული უჯრედები, რომლებიც
დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ნათხემში. უჯრედის
სხეულიდან გამოდის მრავალრიცხოვანი ძლიერ დატოტვილი
დენდრიტი, რომლებიც წარმოქმნის მრავალ სინაფსს სხვა
ნეირონებთან. პირველად აღმოაჩინა ჩეხმა მეცნიერმა ი. ე.
პურკინიემ (1787-1869).
უჯრედი სამიზნე target cell клетка мишень target cellula -
სამიზნე-უჯრედი. უჯრედი, რომლისადმიც გააჩნია ტროპიზმი ამა
თუ იმ მიკროორგანიზმს (მაგ., აივ-ს გააჩნია ტროპიზმი
იმუნოკომპეტენტური უჯრედებისადმი).
უჯრედი სერტოლის Sertoli cell клетка Сентоли cellula Sertoli -
სათესლე ჯირკვლების დაკლაკნილი სათესლე არხების
ეპითელიოსპერმატოგენური შრის უჯრედები. ასრულებენ
ტროფიკულ ფუნქციას.
უჯრედი უოლტინ-ფინკელდეის Wartin- Finkeldey cell клетка
Уортин-Финкельдея cellula Wartin-Finkeldey - წითელასათვის
(morbilli) პათოგნომური გიგანტური უჯრედები.
გ უ გ გ ტუ უჯ ედე
უჯრედი ღეროვანი stem cell клетка стволовая cellula truncus -
ნებისმიერი ქსოვილის (მათ შორის ჰემოპოზურის) უჯრედების
წინამორბედი, არადიფერენირებული (პოლიპოტენტური)
უჯრედი, რომლის დიფერენცირების შემდეგ წარმოიქმნება
სპეციალიზებული უჯრედები (მაგ., სისხლის ყველა რიგის
უჯრედები - ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები).
ადრე ღეროვან უჯრედებს იღებდნენ ემბრიონებიდან. ამჟამად
აღმოჩნდა ადამიანის ღეროვანი უჯრედების ახალი წყარო -
სანაყოფო წყლები. აქედან მიღებულ ღეროვან უჯრედებს იგივე
თვისებები აქვთ, რაც ადამიანის ემბრიონიდან გამოყოფილ
ღეროვან უჯრედებს. მათ ნებისმიერ ორგანოდ ან ქსოვილად
ფორმირების უნარი აღმოაჩნდათ. სანაყოფო წყლებიდან ღეროვანი
უჯრედების გამოყოფა ემბრიონს არავითარ ზიანს არ აყენებს.
უჯრედი შვანის Schwann's cell клетка шванновская cellula
Schwanni - გლიის უჯრედები (ოლიგოდენდროგლიოციტები),
რომლებიც წარმოქმნიან პერიფერიული ნერვული სისტემის
ნერვული ბოჭკოების მიელინურ გარსს. ყოველი უჯრედი
შეესაბამება აქსონის განსაზღვრულ უბანს.
უჯრედი შტერნბერგ-რიდის Sternberg- Reed cell клетка
Штерноберга-Рид cellula Sternberg-Reedi -
ლიმფოგრანულომატოზისათვის (ჰოჯკინის ავადმყოფობა)
პათოგნომური დიდი ზომის ორ- ან მრავალბირთვიანი უჯრედი.
სახელი დაერქვა პირველაღმომჩენების საპატივცემულოდ. სინ.:
რიდ-შტერნბერგის უჯრედი.
უჯრედის კედელი cell wall клеточная стенка membrana cellula -
სტრუქტურული კომპონენტი, რომელიც ახასიათებთ მხოლოდ
ბაქტერიებს (გარდა მიკოპლაზმებისა). წარმოადგენს რთული
ქიმიური შემადგენლობის ბიოპოლიმერს. გარს ერტყმის
პროკარიოტული უჯრედის მთელ ზედაპირს. უჯრედული
კედლის საფუძველს წარმოადგენს ჰეტეროპოლიმერი
პეპტიდოგლიკანი, რომელიც უფრო მძლავრადაა წარმოდგენილი
გრამ-დადებით ბაქტერიებში. უჯრედის კედლის სტრუქტურა და
ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს საღებავების აღქმის უნარს
ანუ ტინქტორიულ თვისებებს.
უჯრედული თეორია cellular theory клеточная теория theoria
cellularis (ბერძნ. theoria დაკვირვება, კვლევა) - ბიოლოგიური
ე დ კვ ვე კვლევ ლ გ უ
თეორია, რომლის თანახმადაც ცხოველებისა და მცენარეების
ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ელემენტია უჯრედი.
აღნიშნული თეორია ამტკიცებს წარმოდგენას ყოველი ცოცხალის
ერთიანობის შესახებ. უჯრედული თეორიის ფუძემდებლებია რ.
დიუტროშე, თ. შვანი, მ. შლეიდენი, რ. ვირხოვი. მათი
წინამორბედებია რ. ჰუკი, ჟ. ბ. ლამარკი და ლ. ოკენი.
უჯრედული ინჟინერია cell engineery клеточная инжинерия
ingeniarius cellularis - ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელი
ხდება აქამდე უცნობი უჯრედების შექმნა, რათა ეს უკანასკნელნი
გამოყენებულ იქნენ ადამიანის საკეთილდღეოდ. შესაძლებელი
ხდება სომატური უჯრედების ჰიბრიდების (ჰიბრიდომების. იხ.)
წარმოქმნა, რომლებიც ასინთეზებენ და გამოყოფენ მონოკლონურ
ანტისხეულებს (იხ.).
უჯრედული კულტურა cellular culture клеточная культура
cultura cellularis (ლათ. cultura დამუშავება) - იგივე ქსოვილოვანი
კულტურა. კვლევის მეთოდი, რაც მდგომარეობს ქსოვილების
ფრაგმენტების ან ცალკეული უჯრედების ზრდაში ხელოვნურ
საკვებ ნიადაგებში. უჯრედების კულტივირება in vitro საშუალებას
იძლევა შესწავლილ იქნეს მათი ზრდა, მოძრაობა, გაყოფა,
დიფერენცირება და ბევრი სხვა ასპექტი. აღნიშნული მეთოდი
პირველად გამოიყენა ფრანგმა მეცნიერმა ა. კარელმა (1873-1944).
უჯრედული ციკლი cellular cycle клеточный цикл cyclum
cellularis (ბერძნ. kyklos წრე) - უჯრედული ციკლი მოიცავს
ინტერფაზას და მიტოზს. ორ მიტოზს შორის პერიოდს ინტერფაზა
ეწოდება. ინტერფაზა იყოფა 3 პერიოდად: G1 ანუ
პრესინთეზურად, S - სინთეზურად და G2 -პრემიტოზურ
პერიოდად. მიტოზის დამთავრებისას ან პრემიტოზურ პერიოდში
უჯრედი შეიძლება გადავიდეს ე.წ. მოსვენების მდგომარეობაში
(Go), რის შემდეგაც გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი ისევ
შეიძლება შევიდეს უჯრედულ ციკლში - Go-დან G1-ში ან Go-დან
მიტოზში.
უჯრედშიდა პარაზიტიზმი intracellular parasitism
внутриклеточный паразитизм parasitismus intracellularis (ბერძნ.
parasitos მუქთახორა) - პარაზიტი, რომელიც ლოკალიზებულია
უჯრედში ანდა როდესაც იგი თავისი განვითარების ერთ-ერთ
სტადიას გადის უჯრედში. უჯრედშიდა პარაზიტიზმი შეიძლება
იყოს ფაკულტატური ან ობლიგატური.
სამედიცინო ლექსიკონი


ფაბრის დაავადება - იხ. ავადმყოფობა ფაბრის.
ფაგები - იხ. ბაქტერიოფაგები.
ფაგები ზომიერი moderate phages умеренные фаги phagi
moderatus (ბერძნ. phagos მშთანმთქმელი) - ახდენენ თავისი
ნუკლეინის მჟავის ინკორპორაციას ბაქტერიის გენომში. თავის
სამიზნე-უჯრედის გენომთან ასოცირებულმა ფაგის დნმ-მ მიიღო
პროფაგის, ბაქტერიულმა უჯრედებმა ლიზოგენურების, ხოლო
თვით მოვლენამ - ლიზოგენიის სახელწოდება.
ფაგები მონოვალენტური monovalent phages моновалентные фаги
phagi monovalentia (ბერძნ. phagos მშთანმთქმელი, მონოს ერთი,
ერთიანი, ლათ. valentia ძალა) - იწვევენ ერთი რომელიმე სახეობის
ბაქტერიის ლიზისს.
ფაგები პოლივალენტური polyvalent phages поливалентые фаги
phagi polyvalentia (ბერძნ. phagos მშთანმთქმელი poly ბევრი,
მრავალი, ლათ. valentia ძალა) - ბაქტერიოფაგები, რომლებიც
იწვევენ რამდენიმე სახეობის ბაქტერიების ლიზისს.
ფაგები ტიპური phages typing типичные фаги phagi typicus
(ბერძნ. phagos მშთანმთქმელი) - იგივე T-ფაგები. იწვევენ
ბაქტერიების ცალკეული სახეობების შიგნით არსებული
ცალკეული ტიპების (ვარიანტების) ლიზისს.
ფაგედენიზმი phagedenism фагеденизм phagedenismus (ბერძნ.
Phagein ვჭამ) - ქსოვილების დესტრუქციული დაწყლულება.
ფაგოთერაპია phagotherapy фаготерапия phagitherapia (ბერძნ.
Phago ვშთანთქავ, ვჭამ, therapeia ვმკურნალობ) - სხვადასხვა
ბაქტერიების საწინააღმდეგო ფაგებით (ბაქტერიოფაგებით)
ჩატარებული თერაპია.
ფაგოლიზოსომა phagolysosome фаголизосома phagolysosoma
(ბერძნ. phago ვშთანთქავ, ვჭამ, lysos გახსნა, soma სხეული) -
ფაგოსომისაგან (იხ.) განსხვავებით, ფაგოლიზოსომაში
აზუროფილური, სპეციფიკური გრანულებიდან და
ლიზოსომებიდან გადადის ფერმენტები. აქ მიმდინარე
მომნელებელი პროცესის შედეგად ხშირად გვხვდება ე.წ. „ნარჩენი
სხეულაკი“.
ფაგოსომა phagosome фагосома phagosoma (ბერძნ. phago
ვშთანთქავ, ვჭამ, soma სხეული) - ფაგოციტოზის პროცესში
წარმოქმნილი ციტოპლაზმური ვაკუოლი.
ფაგოციტოზი phagocytosis фагоцитоз phagocytosis (ბერძნ. Phago
ვშთანთქავ, ვჭამ, kytos უჯრედი, osis მდგომარეობა) - უჯრედის
მიერ მკვრივი ნაწილაკების, უჯრედული დეტრიტების და
მიკროორგანიზმების შთანთქმა, მათი შემდგომი უჯრედშიდა
მონელებით.
ფავიზმი favism фавизм favismus - ამ სახელწოდებით აღინიშნება
მწვავე ჰემოლიზური ანემია, რომელიც გამოწვეულია პარკოსნების
- Vicia favas (ცერცვის) საკვებად გამოყენების ან ამ მცენარის
ყვავილის მტვრის უბრალო შესუნთქვის შემთხვევაშიც კი.
ფავიზმის დროს ჰემოლიზი დაკავშირებულია ერითროციტების
ფერმენტული სისტემის მემკვიდრულ დეფექტთან, კერძოდ,
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტთან.
ფავუსი favus фавус favus (ლათ. Favus თაფლის ფიჭა) - თავის
თმიანი ნაწილის ქრონიკული დერმატომიკოზი. გამომწვევია სოკო
Trichophyton schoenleinii. დაავადება ვლინდება ყვითელი ფერის,
თაფლის ფიჭის მსგავსი ქერცლების წარმოქმნით თავის თმიან
ნაწილზე, აგრეთვე ფრჩხილებსა და შინაგან ორგანოებზე.
ფაზა phase фаза phasis (ბერძნ. Phases გამოჩენა) - განსაზღვრული
მომენტი, სტადია, პერიოდი.
ფაკულტატური პარაზიტი facultative parasite факультативный
паразит parasitus facultativus (ლათ. Facultativus შესაძლებლობა,
ბერძნ. Parasitos მუქთახორა) - ბიოლოგიასა და მედიცინაში ამ
ტერმინს ჩვეულებრივ იყენებენ ნაწილობრივი პარაზიტიზმის
აღსანიშნავად. ასეთ პარაზიტებს შეუძლიათ იარსებონ და იკვებონ
ცოცხალ უჯრედში და მკვდარი ორგანული ნარჩენებით.
ფალალგია phallalgia фаллалгия phallalgia (ბერძნ. phallos
მამაკაცის ასო, algos ტკივილი) - მამაკაცის ასოს (პენისის)
ტკივილი. სინ.: ფალოდინია.
ფალანგექტომია phalangectomy фалангэктомия phalangectomia
(ბერძნ. phalanx ფალანგა, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) - მაჯის ან
ტერფის თითების ერთი ან რამდენიმე ფალანგის მოკვეთის
ქირურგიული ოპერაცია.
ფალანგიტი phalangitis фалангит phalangitis (ბერძნ. phalanx
ფალანგა, itis ანთება) - მტევნის ან ტერფის თითის ანთება, რაც
იწვევს მის შესივებას და ტკივილს. დაავადების მიზეზი შეიძლება
იყოს რბილი ქსოვილების, მყესების, ძვლის ან სახსრების ინფექცია,
აგრეთვე სხვადასხვა რევმატული დაავადებები.
ფალიტი phallitis фаллит phallitis (ბერძნ. phallos მამაკაცის ასო,
itis ანთება) - მამაკაცის ასოს ანთება.
ფალოექტომია phalloectomy фаллоэктомия phalloectomia (ბერძნ.
Phallus მამაკაცის ასო, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) - მამაკაცის ასოს
ამპუტაცია.
ფალოპის მილი Fallopi's tube Фаллопиева труба tuba uterina
Fallopii (სახელი დაერქვა მე-16 საუკუნის იტალიელი ანატომის
ფალოპიოს (1523-1562) საპატივცემულოდ) - ქართულად:
კვერცხსავალი, საშვილოსნოს ლულა. 14-20 სმ სიგრძის, მოციმციმე
ეპითელიუმით ამოფენილი კუნთოვანი მილი, რომელიც
გადააადგილებს მომწიფებულ კვერცხუჯრედს საკვერცხიდან
საშვილოსნოსკენ. განაყოფიერება ხდება ამ მილის ზედა
მესამედში.
ფალოპლასტიკა phalloplasty фаллопластика phalloplastica (ბერძნ.
phallos მამაკაცის ასო, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - მამაკაცის
სასქესო ორგანიზე (პენისზე) აღდგენითი ან პლასტიკური
ოპერაცია. ფალოპლასტიკის ჩატარების აუცილებლობას ადგილი
აქვს ასოს თანდაყოლილი დეფორმაციებისას (მაგ., ჰიპოსპადიის ან
ეპისპადიის (იხ.) შემთხვევებში), აგრეთვე ამ ორგანოს ტრავმული
დაზიანების შემდგომ.
ფალოპლეგია phalloplegia фаллоплегия phalloplegia (ბერძნ.
phallos მამაკაცის ასო, plege დარტყმა) - იმპოტენცია. მამაკაცის ასოს
უერექციობა.
ფალოპროთეზირება phalloprosthesis фаллопротезирование
phalloprosthesis (ლათ. phallos მამაკაცის ასო, prosthesis მიმაგრება,
მიერთება) - სასქესო ასოს ქირურგიული პროთეზირება.
ფალორაგია phallorrhagia фаллорагия phallorrhagia (ბერძნ. phallos
მამაკაცის ასო, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლის დენა
მამაკაცის ასოდან.
ფალოსი phallus фаллос phallus (ბერძნ. phallos მამაკაცის ასო) -
მამაკაცის სასქესო ორგანო (ასო).
კ ც ქე გ
ფალსიფიკაცია falsification фальсификация falsificatio (ლათ.
falsificare გაყალბება) - ჭეშმარიტი, ნამდვილი ფაქტის, მოვლენის
შეცვლა მოგონილით, ყალბით (მაგ., დოკუმენტების
ფალსიფიკაცია, სამეცნიერო და ისტორიული ფაქტების
ფალსიფიკაცია და სხვ.).
ფანკონის დაავადება - იხ. ავადმყოფობა ფანკონის.
ფანტაზმა phantasma фантазма phantasma (ბერძნ. phantasma
აჩრდილი, მოჩვენება) - მხედველობითი ჰალუცინაცია.
ფანტომი phantom фантом phantoma (ბერძნ. fantoma მოჩვენება) -
სხეულის ან მისი რომელიმე ორგანოს ნატურალური სიდიდის
მოდელი. იყენებენ თვალსაჩინოებისათვის სამედიცინო
დაწესებულებებში.
ფანტომური ტკივილები phantom pains фантомные боли
phantoma dolor (ბერძნ. fantoma მოჩვენება) - ტკივილის შეგრძნება
მოკვეთილ კიდურში ან კიდურის მოკვეთილ ნაწილში.
ფარინგიტი pharyngitis фарингит pharingitis (ბერძნ. pharynx ხახა,
itis ანთება) - ხახის ლორწოვანი გარსის ანთება.
ფარინგოსტენოზი pharingostenosis фарингостеноз
pharingostenosis (ბერძნ. pharynx ხახა, stenos ვიწრო, osis
მდგომარეობა) - ხახის გასავლის შევიწროება.
ფარინგოტომია pharingotomy фаринготомия pharingotomia
(ბერძნ. pharynx ხახა, tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ხახის გაკვეთის
ქირურგიული ოპერაცია.
ფარისებრი ჯირკვალი thyreoid gland щитовидная железа glandula
thyreoidea - ენდოკრინული სისტემის სპეციალიზებული ორგანო.
გამოიმუშავებს და აგროვებს იოდის შემცველ ჰორმონებს,
რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა და ენერგიის ცვლაში.
ფარმაკოგენეტიკა pharmacogenetic фармакогенетика
pharmacogenetica (ბერძნ. pharmakon წამალი, genetikos
წარმოშობასთან დაკავშირებული) - სამედიცინო გენეტიკის
დარგია, რომელიც სწავლობს ორგანიზმის რეაქციის გენეტიკურ
საფუძვლებს სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
ფარმაკოთერაპია pharmacotherapy фармакотерапия
pharmacotherapia (ბერძნ. pharmakon წამალი, therapeia
მკურნალობა) - ამა თუ იმ დაავადების მკურნალობა რომელიმე
ქიმიური ნივთიერებით.
ქ უ ვ ე ე
ფარმაკოლოგია pharmacology фармакология pharmacologia
(ბერძნ. pharmakon წამალი, logos მოძღვრება) - მეცნიერება,
რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას
ცოცხალ ორგანიზმზე.
ფარმაკოპეა pharmacopeia фармакопея pharmacopoea (ბერძნ.
Pharmakon წამალი, poieo ვაკეთებ) - მედიცინაში გამოყენებული
სამკურნალო საშუალებების სია, რომელშიც დეტალურადაა
მოცემული მათი ფორმულები, დამზადების წესები, დოზები,
სისუფთავის სტანდარტი და სხვ.
ფარმაკოქიმია pharmacochemistry фармакохимия pharmacochemia
(ბერძნ. pharmakon წამალი, chemeia ქიმია) - ფარმაცევტული ქიმია,
რომელიც სწავლობს სამკურნალო ნივთიერებების ქიმიურ
თვისებებს.
ფარმაცევტი pharmacist фармацевт pharmaceutis (ბერძნ.
pharmakeutes წამლის დამამზადებელი) - სპეციალური
განათლების მქონე აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც ამზადებს
წამლებს და ეწევა მათ რეალიზაციას.
ფარმაცია pharmacy фармация pharmacia (ბერძნ. pharmakeia
წამლის გამოყენება) - სწავლობს სამკურნალო საშუალებათა
მოპოვების, დამუშავების, დამზადების, შემოწმების, შენახვისა და
გაცემის წესებს.
ფარსმანდუკი yarrow (melfoil) тысячелистник Achillea millefolium
L. - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს,
მთრიმლავდა მწარე ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის
მჟავას, K ვიტამინს, ფისებს, ინულინს და ასპარაგინს.გააჩნია
სისხლძარღვების გამაფართოებელი და გაუმტკივნებელი
თვისებები კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების შემთხვევებში. იყენებენ
როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, წყლულების, გასტრიტების,
სასუნთქიგზების კატარის შემთხვევებში, აგრეთვე როგორც
ანტიჰელმინთურ საშუალებას და სხვ.
ფასცია fascia фасция fascia (ლათ. fascia შემოსახვევი) -
შემაერთებელ ქსოვილოვანი ფირფიტა, რომელიც ფარავს
სხვადასხვა ორგანოს, უმთავრესად კუნთებს.
ფასციოლოზი fascioliasis фасциолез fasciolosis (ლათ. fasciola
მცირე შემოსახვევი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ღვიძლისა და
ნაღვლის ბუშტის ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდა-
ღვიძლის ორპირა. იხ. ღვიძლის ორპირა (Fasciola hepatica).
ფატალური fatal фатальный fatalis (ლათ. fatalis საბედისწერო) -
სასიკვდილო, აუცდენელი (მაგ., ფატალური დაავადება).
ფაქტორი factor фактор factor (ლათ. factor მწარმოებელი) - რაიმე
პროცესის მიზეზი, მამოძრავებელი ძალა. ხშირად იყენებენ
„აგენტის“ მნიშვნელობით.
ფაქტორი ზრდის growth factor фактор роста factor incrementum
(ლათ. factor მწარმოებელი) - ზოგიერთი უჯრედის მიერ
გამომუშავებული პოლიპეპტიდი, რომელიც ასტიმულირებს
უჯრედების გამრავლებას. ზოგჯერ შეიძლება მონაწილეობა
მიიღოს უჯრედების ზრდის ანომალურ რეგულაციაში (მაგ.,
ავთვისებიან სიმსივნეებში, სადაც იგი გამომუშავდება დიდი
რაოდენობით).
ფაქტორი მიზეზობრივი causal agentafrnjh фактор причинный
agentum causalis (ლათ. factor მწარმოებელი) - ე.წ. კაუზალური
ფაქტორი, რომელიც თანახლავს დაავადების საწყის სტადიას.
მიზეზობრივი ფაქტორების მაგალითია ბაქტერიები, ტრავმული
დაზიანებებიდა ჯანმრთელობისთვის სხვა მავნე ფაქტორები.
მიზეზობრივ ფაქტორსა და მის მიერ გამოწვეულ პათოლოგიას
შორის უფრო მჭიდრო კავშირია დადგენილი, ვიდრე რისკის
ფაქტორსა (იხ. ფაქტორი რისკის) და პათოლოგიას შორის,
რადგანაც უმეტეს წილად ავადმყოფობა წარმოიქმნება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი რომელიმე ფაქტორის მოქმედება წინ უსწრებს
მას.
ფაქტორი რისკის risk factor фактор риска factor risicum (ლათ.
factor მწარმოებელი) - ადამიანის ჩვევა (მაგ., სიგარეტის მოწევა),
ტრადიცია, რის შედეგადაც იზრდება რომელიმე დაავადების
განვითარების ალბათობა (რისკი). ასეთი კავშირი ავადმყოფობის
განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლებელი მიზეზია,
ამიტომ აუცილებელია მისი განსხვავება მიზეზობრივი
ფაქტორისაგან.
ფაქტორი ჰაგემანის Hageman's factor фактор Хегемана Hageman
factor - სინ.: კონტაქტური ფაქტორი, XII ფაქტორი. სისხლის
პლაზმის გლიკოპროტეიდი, რომელიც უცხო ზედაპირთან
ურთიერთმოქმედებისას იწყებს სისხლის შედედების,
უ ე ქ ედე წყე ლ ედედე
ფიბრინოლიზის, აგრეთვე კალიკრეინ-კინინის სისტემის
აქტივობის ინიციირებას. ამფაქტორის მემკვიდრული უკმარისობა
განაპირობებს ე.წ. ჰაგემანის (ჰემოფილიისმაგვარი) დაავადების
განვითარებას.
ფაქტორი V factor V фактор V factor V (ლათ. factor მწარმოებელი)
- ზრდის ფაქტორია. ზოგიერთი ბაქტერია (სტაფილოკოკები,
სარცინები დასხვ.) ასინთეზებს V ფაქტორს, ამიტომ ჰემოფილური
ბაქტერიების (იხ.)კულტივირებისათვის ხშირად იყენებენ ე. წ.
„ბაქტერიულ საკვებს“: ჰემოფილების დათესვას აწარმოებენ V
ფაქტორის გამომყოფ ბაქტერიებთან ერთად.
ფაქტორი VIII factor VIII (antihaemophilicus) фактор VIII factor
VIII (ლათ. factor მწარმოებელი) - სისხლის პლაზმაში არსებული
შედედების ფაქტორი (გლობულინი). მისი დეფიციტი, რაც ბიჭებს
გადაეცემათ დედისაგან (დამემკვიდრება ხდება რეცესიული
ტიპით, გენი შეჭიდულია X ქრომოსომასთან), იწვევს კლასიკური
A ჰემოფილიის განვითარებას. სინ.: ანტიჰემოფილური ფაქტორი,
ანტიჰემოფილური გლობულინი, თრომბოციტების კოფაქტორი და
ა.შ.
ფაქტორი IX factor plasmae фактор IX factor IX (ლათ. factor
მწარმოებელი) - სისხლის პლაზმაში არსებული შედედების
ფაქტორი (გლობულინი). ამ ფაქტორის დეფიციტი იწვევს B
ჰემოფილიის განვითარებას. ისევე როგორც A ჰემოფილიის
შემთხვევაში, აქაც დამემკვიდრება ხდება რეცესიული
ტიპით,ხოლო გენი შეჭიდულია X-ქრომოსომასთან. ამავე დროს,
ფაქტორი IX-ს სტრუქტურული გენი ლოკალიზებულია ამ
ქრომოსომის მეორე, საწინააღმდეგობოლოში. სინ.:
კრისტმასისფაქტორი, თრომბოპლასტინის პლაზმური
კომპონენტი და ა.შ.
ფებრის უნდულანს febris undulans фебрис ундуланс febris
undulans (ლათ. febris ცხელება, undulans ტალღისებრი) - ე.წ.
ტალღისებრი ცხელება. მაგ., ბრუცელოზისა და
ლიმფოგრანულომატოზის შემთხვევებში ადგილი აქვს ასეთი
ტიპის ტალღისებურ ცხელებას.
ფეკალიები feces фекалии fecis (ლათ. fecis დანალექი) -
ფეკალური მასა - განავალი, რომელიც ორგანიზმიდანგამოიყოფა
ანუსის მეშვეობით.წარმოიქმნება კოლინჯში. სინ.:ექსკრემენტები.
უ ე ვე წ ქ ე კ ლ ჯ ექ კ ე ე ტე
ფეკუნდაცია fecundation фекундация foecundatio (ლათ. foecundo
განაყოფიერება) - სპერმატოზოიდის შეერთება კვერცხუჯრედთან.
ფემინიზაცია feminization феминизация feminisatio (ლათ. femina
ქალი) - მამაკაცში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება.
ფენესტრაცია fenestration фенестрация fenestratio (ლათ. fenestra
ფანჯარა) - ქირურგიული ოპერაცია: მდგომარეობს ძვლოვან
ლაბირინთში ახალი ნახვრეტის (ფანჯრის) შექმნაში; ტარდება
ოტოსკლეროზით (იხ.) გამოწვეული სიყრუის სამკურნალოდ.
ბოლო ხანებში ეს ოპერაცია შეცვალა სტაპედექტომიამ (იხ.).
ფენილკეტონურია phenilketonuria фенилкетонурия
phenilketonuria (ფენილალანინი, კეტონები, ბერძნ. uron შარდი) -
მემკვიდრული დაავადებაა, რაც განპირობებულია
ფენილალანინის ცვლის დარღვევით. ამ დროს ფენილალანინი და
ფენილპიროყურძნის მჟავა გროვდებიან სისხლში და გამოიყოფიან
შარდით. ამასთან ერთად, ადგილი აქვს ფენილალანინის
თიროზინად გარდაქმნის რეაქციის ბლოკირებას. დაავადებულში
ეს ვლინდება ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების
ჩამორჩენით, მოძრაობისა და კუნთური ტონუსის დარღვევით.
გადაეცემა აუტოსომურ-რეცესიული ტიპით.
ფენოლი phenol фенол phenolum - უფერული ორგანული
შენაერთია. 2-3%-იან ხსნარს იყენებენ ხელების, 3-5%-იანს კი
ქირურგიული იარაღების სადეზინფექციოდ. სინ.: კარბოლის
მჟავა.
ფენომენი phenomenon феномен phaenomenum (ბერძნ.
phainomenon მოვლენილი) - უჩვეულო, განსაკუთრებული
მოვლენა, ნიშან-თვისება, სიმპტომი.
ფენოტიპი phenotype фенотип phaenotypus (ბერძნ. phaino
ვუჩვენებ, ვავლენ, typos ანაბეჭდი) - ორგანიზმის ყველა გარეგანი
და შინაგანი ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რაც ყალიბდება
ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პერიოდში.
ფენოტიპური აღრევა phenotypic mixture фенотипическое
смешение phenotipic mixtura (ბერძნ. phaino ვუჩვენებ, ვავლენ, typos
ანაბეჭდი) - აღინიშნება სამიზნე-უჯრედების შერეული
დაინფიცირების შემთხვევაში (მაგ., ერთდროულად ორი, სამი
ვირუსით). მაგ,, პოლიომიელიტის და კოქსაკის ვირუსებით
ერთდროული დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია
ე დ ულ დ ფ ც ე ე ვევ ე ლე ელ
წარმოიქმნეს ისეთი ვირიონი, რომელიც შეიცავს პირველი
პარტნიორის (პოლიომიელიტის ვირუსის) რნმ-ს, მოთავსებულს
მეორის (კოქსაკის ვირუსის) კაფსიდაში.
ფერადი გარსი - იხ. ირისი.
ფერისმჭამელა - იხ. აკნე.
ფერმენტები enzymes ферменты fermentum (ლათ. fermentum
საფუარი) - ცილოვანი ბუნების რთული ორგანული
ნივთიერებები, რომლებიც ცოცხალ უჯრედში წარმოიქმნებიან და
ხელს უწყობენ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების
მრავალჯერად აჩქარებას. უდიდეს როლს ასრულებენ
ნივთიერებათა ცვლაში. სინ.: ენზიმები, ბიოკატალიზატორები.
ფერმენტოპათია enzymopathy ферментопатия fermentopathia
(ლათ. fermentum საფუარი, ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) -
ერითროციტების რომელიმე ფერმენტის დეფიციტით
გამოწვეული დაავადება. თერაპიული საშუალებებიდან
გამოიყენება ერითრიციტული მასის ტრანსფუზიები. კარგ შედეგს
იძლევა სპლენექტომია, განსაკუთრებით ბავშვებში.
პერსპექტივაშია გენეტიკური (კერძოდ, გენური) ინჟინერიის
გამოყენება.
ფერომონები pheromones феромоны pheromoni (ბერძნ. hero
ვატარებ, hormao მოძრაობაში მომყავს, ავაგზნებ) - ცხოველებისა
და ადამიანის მიერ სეკრეტირებული ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებები, რომელთაც აქვთ სასიგნალო მნიშვნელობა.
სხვადასხვა სქესის მიერ გამოყოფილი ფერომონები
ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ფერტილიზაცია fertilization фертилизация faertilisatio (ლათ.
fertilisatio განაყოფიერება) - განაყოფიერების პროცესი. იხ.
განაყოფიერება.
ფერტილიზაციური ასაკი fertilization age фертилизационный
возраст etas fecundationis (ლათ. fertilisatio განაყოფიერება) -
ჩანასახის ან ნაყოფის არსებობის ხანგრძლივობა განაყოფიერების
მომენტიდან.
ფერტილიზინი fertilysin фертилизин fertilyzinum (ლათ. fertilis
ნაყოფიერი, ნოყიერი, ბერძნ. lysis დაშლა, გახსნა) -
კვერცხუჯრედის მიერ გამოყოფილი ნივთიერება, რომელიც
იწვევს სპერმატოზოიდების აგლუტინაციას. ფერტილიზინი
აბრკოლებს პოლისპერმიას (იხ.).
ფერტილოსკოპია fertiloscopy фертилоскопия fertiloscopia (ლათ.
fertilis ნაყოფიერი, ნოყიერი, ბერძნ. skopeo ვხედავ) - ქალის
რეპროდუქცული ორგანოების (საკვერცხეების, კვერცხსავლების,
საშვილოსნოს) დათვალიერება სპეციალური ციფრული
ვიდეოკამერის - მინიატურული „ვიდეოთვალის“ საშუალებით.
ფერტილურობა fertility фертильность fertilitas (ლათ. fertilis
ნაყოფიერი, ნოყიერი) - იგივე რეპროდუქციული უნარი.
ორგანიზმის უნარი შექმნას შთამომავლობა.
ფესვფეხიანები - იხ. სარკოდინები.
ფეტალიზაცია fetalisation фетализация fetalisatio (ლათ. fetus
ჩანასახი) - ზრდასრულ ინდივიდში ემბრიონული ნიშან-
თვისებების შენარჩუნება. ადამიანში ფეტალიზაცია გამოიხატება
სხეულის საერთო პროპორციებში, თმის საფარველის სუსტად
განვითარებაში. ფეტალიზაცია შეიძლება შეეხოს ფენოტიპის
ნებისმიერ თავისებურებას (მორფოლოგიურს, ფიზიოლოგიურს,
ქცევითს და ა.შ.).
ფეტალური მედიცინა fetal medicine фетальная медицина
medicina fetalis (ლათ. fetus ჩანასახი, ლათ. მედიცინა) -
სასიცოცხლო ძალების სტიმულაციის მიზნით ორგანიზმში
ადამიანის ან ცხოველის დაახლ. 4-თვიანი ნაყოფის ექსტრაქტის
შეყვანა. ფეტალური მედიცინის პაციენტები იყვნენ
კინოვარსკვლავები, ცნობილი მწერლები, პოლიტიკური
მოღვაწეები და სხვ. ამ მე თოდს ზოგჯერ ფეტალურ ქირურგიას
უწოდებენ.
ფეტალური პერიოდი fetal period фетальный период periodum
fetalis (ლათ. fetus ჩანასახი, ბერძნ. periodos ირგვლივ სიარული) -
ემბრიონული განვითარების პერიოდი, რომლისთვისაც
დამახასიათებელია ზრდის და დიფერენცირების პროცესების
სიჭარბე, რაც მთავრდება ორგანიზმის ჩამოყალიბებით.
ფეტალური ქირურგია - იხ. ფეტალური მედიცინა.
ფეტიშიზმი fetishism фетишизм fetichismus (ფრანგ. fetiche კერპი)
- 1. სქესობრივი ლტოლვის გაუკუღმართება, რაც ვლინდება
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის სხეულის რომელიმე
ნაწილისადმი ან ტანსაცმლის რომელიმე ატრიბუტისადმი
წ ლ დ ტ ც ლ ელ ე ტ უტ დ
სქესობრივი მიზიდულობით. 2. რაიმეს ან ვინმეს ბრმად
თაყვანისცემა.
ფეტოპათია fetopathy фетопатия fetopathia (ლათ. fetus ჩანასახი,
ბერძნ. pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ყოველგვარი დაავადება,
რომელიც უვითარდება ნაყოფს მეოთხე თვიდან დაბადებამდე.
ფეტორი fetor фетор foetor (ლათ. foeter ცუდი სუნი) - ცუდი
სუნი, სიმყრალე პირიდან (foeter ეხორე).
ფეტოტოქსიკური fetotoxicity фетотоксичный fetotoxicus (ლათ.
fetus ჩანასახი, ბერძნ. toxikon შხამი) - ნაყოფისათვის მავნე
ტოქსიკური ნივთიერება, დასხივება, ბიოლოგიური აგენტი და ა.შ.
ფეხსახსრიანები artropods членистоногие Artropoda - ადამიანს
ვნებას აყენებენ სხვადასხვა ინფექციური დაავადებების
გადამტანები და შხამიანი ფეხსახსრიანები (მორიელები,
კარაკურტი და სხვ.). მწერებისა და ტკიპების მრავალ სახეობას
გადააქვთ ინვაზიური, ინფექციური (ბაქტერიული, ვირუსული და
სხვ.) დაავადებები. ფეხსახსრიანების მეშვეობით გადაცემულ
დაავადებას ტრანსმისიული ეწოდება.
ფთიზიატრია phthisiatry фтизиатрия phthisiatria (ბერძნ. phthisis
ჭლექი, iatreia მკურნალობა) - მედიცინის დარგი, რომელიც
სწავლობს ფილტვების ტუბერკულოზს და მისი მკურნალობის
მეთოდებს. შდრ. პულმონოლოგიას.
ფიბრილაცია fibrillation фибрилляция fibrillatio (ლათ. fibra
ბოჭკო) - 1. გულის ფიბრილაცია - გულის ციმციმი, თრთოლა, რის
შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ე.წ. მოციმციმე არითმია. 2.
კუნთის ცალკეული ბოჭკოს ძლიერ სწრაფი, მოუწესრიგებელი
შეკუმშვა.
ფიბრინი fibrin фибрин fibrinum (ლათ. fibra ბოჭკო) - უხსნადი
ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის
შედედების პროცესში, სისხლის პლაზმაში გახსნილ
ფიბრინოგენზე ფერმენტ თრომბინის ზემოქმედებით.
ფიბრინოგენი fibrinogen фибриноген fibrinogenum (ლათ. fibra
ბოჭკო, gennao წარმოვქმნი) - სისხლის პლაზმის გლობულინი,
რომელიც სისხლის შედედების პროცესში გარდაიქმნება
ფიბრინად.
ფიბრინოლიზი fibrinolysis фибринолиз fibrinolysis (ლათ. fibra
ბოჭკო, lysis დაშლა) - სისხლის შენადედის (ლეკეტის, კოლტის)
ჭკ y დ ლ ლ ე დედ ლეკეტ კ ლტ
გახსნის პროცესი, რაც მოიცავს ფიბრინის დაშლას ფერმენტული
რეაქციების (კერძოდ, პლაზმინის) მოქმედების შედეგად.
პლაზმინი იმყოფება სისხლში პლაზმინოგენის სახით და
აქტივირდება სისხლის შედედების პროცესთან ერთად.
ჩვეულებრივ, სისხლის შედედებასა და ფიბრინოლიზს შორის
ორგანიზმში დაცულია პარიტეტი. ფიბრინოლიზის ანომალურმა
გაძლიერებამ შეიძლება ადამიანში გამოიწვიოს ძლიერი
სისხლდენა.
ფიბროადენომა fibroadenoma фиброаденома fibroadenoma (ლათ.
fibra ბოჭკო, ბერძნ. aden ჯირკვალი, oma სიმსივნე) - ჯირკვლოვან-
შემაერთებელქსოვილოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ფიბრობლასტი fibroblast фибробласт fibroblastus (ლათ. fibra
ბოჭკო, ბერძნ. blastos ყლორტი, ღივი) - შემაერთებელ ქსოვილში
ფართოდ გავრცელებული, ძირითადი, სპეციალიზებული
უჯრედი, რომელიც ასინთეზებს და გამოყოფს უჯრედშორისი
ნივთიერების ძირითად კომპონენტებს - პოლისაქარიდებს,
კოლაგენის წინამორბედებს, რომელთაგან ადგილი აქვს
კოლაგენური, ელასტიკური და რეტიკულური ბოჭკოების
ფორმირებას.
ფიბროზული fibrous фиброзный fibrosus (ლათ. fibra ბოჭკო) -
ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებული.
ფიბროიდი fibroid фиброид fibroidum (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ.
eides მსგავსი) - შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილებისაგან
წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე. სინ.: ფიბრომიომა.
ფიბრომა fibroma фиброма fibroma (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. oma
სიმსივნე) - შემაერთებელი ქსოვილის კეთილთვისებიანი
სიმსივნე.
ფიბრომატოზი fibromatosis фиброматоз fibromatosis (ლათ. fibra
ბოჭკო, ბერძნ. oma სიმსივნე, osis მდგომარეობა) - მრავლობითი
ფიბრომების განვითარება.
ფიბროლეიომიომა fibroleiomyoma фибролейомиома
fibroleiomyoma (ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. leios გლუვი, mys კუნთი,
oma სიმსივნე) - ლეიომიომა (იხ.) კარგად გამოხატული
შემაერთებელქსოვილოვანი კომპონენტით. სინ.: ლეიოფიბრომა,
ფიბრომიომა.
ფიზიოთერაპია physiotherapy физиотерапия physiotherapia
(ბერძნ. physis ბუნება, therapeia მკურნალობა) - მედიცინის დარგი,
რომელიც შეისწავლის ფიზიკური და ბუნებრივი საშუალებებით
(მასაჟი, სამკურნალო ტანვარჯიში, კლიმატოთერაპია,
ულტრაიისფერი სხივები და სხვ.) მკურნალობის მეთოდებს და
მათ გავლენას სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობაზე.
ფიზიოლოგია physiology физиология physiologia (ბერძნ. physis
ბუნება, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს
ცოცხალი ორგანიზმის, მისი ორგანოების, ქსოვილების,
უჯრედებისა და ორგანოიდების ფუნქციებს.
ფიზიოლოგიური ოპტიმუმი physiological optimum
физиологический оптимум optima physiologica (ბერძნ. physis
ბუნება, logos მოძღვრება, ლათ. optimus საუკეთესო) - ამა თუ იმ
ფიზიოლოგიურ პროცესზე მოქმედი რომელიმე ფაქტორის
სიდიდე, რის დროსაც აღნიშნული პროცესი მაქსიმალური
ინტენსივობით მიმდინარეობს.
ფიზიოლოგიური რითმები physiological rhythm
физиологические ритмы rhythmus physiologica (ბერძნ. physis
ბუნება, logos მოძღვრება, rhythmikos თანაბარი) - ორგანიზმში,
ორგანოსა და უჯრედში მიმდინარე პროცესების ინტენსიურობისა
და ხასიათის პერიოდულად განმეორებადი ცვლილებები.
ფიზიოლოგიური რითმები ბიოლოგიური რითმების (იხ.)
ძირითად საფუძველს წარმოადგენს. ამ მოვლენის მაგალითებია:
ნეირონების რითმული აქტიურობა, კუჭის შეკუმშვა და
ნაწლავების პერისტალტიკა, სუნთქვითი მოძრაობებისა და გულის
კუნთის შეკუმშვების, აგრეთვე უჯრედების გაყოფის რითმები,
მენსტრუალური ციკლი და სხვ.
ფიზიოლოგიური ხსნარი physiological solution (saline)
физиологический раствор solutio physiologica (ბერძნ. physis ბუნება,
ლოგოს მოძღვრება - ხელოვნური ხსნარი, რომელსაც აქვს სისხლის
პლაზმისათვის დამახასიათებელი ოსმოსური წნევა, ე. ი. იმავე
კონცენტრაციით შეიცავს მარილებს, როგორც სისხლის პლაზმა
(თბილსისხლიანებისათვის სუფრის მარილის 0,9%-იანი
წყალხსნარი). აღნიშნული ხსნარი პირველად შეიმუშავა და
გამოიყენა სისხლის შემცვლელის როლში ქართველმა
ფიზიოლოგმა, რადიობიოლოგიის ფუძემდებელმა და სისხლის
ფ ლ გ დ ლ გ ფუ ე დე ელ დ ლ
შემცვლელებზე სწავლების პიონერმა, ივანე თარხნიშვილმა (1846-
1908).
ფილარიები filarias филярии Filaria - მრგვალი ჭიების ტიპის
წარმომადგენელია: იწვევს მძიმე დაავადებას - ვუჰერერიოზს
(იგივე ფილარიოზი. იხ.). ტრანსმისიული ჰელმინთოზია. ჭიები
პარაზიტობენ ლიმფურ კვანძებსა და სადინრებში, კანქვეშა
შემაერთებელ ქსოვილში, სხეულის ღრუებში და სხვ.
ფილარიოზი filariasis филяриоз filariasis (დაავადების
აღმძვრელის, Filaria-ს სახელის მიხედვით, ბერძნ. ოსის
მდგომარეობა) - ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებისათვის
დამახასიათებელი დაავადებაა. გამომწვევებია პარაზიტული
ნემატოდები (Wuchereria bancrofti da Brugia malayi). ადამიანის
დაინვაზება ჰელმინთებით ხდება სხვადასხვა კოღოების (Aedes,
Culex, Anopheles, Mansonia) კბენით. ჰელმინთები იწვევენ
ლიმფური სადინრების ანთებას და მათ შემდგომ დახშობას, რასაც
თან ახლავს გარემომცველი ქსოვილების შეშუპება და ე.წ. სპილოს
სნეულების (გასპილოვნების) განვითარება. სამკურნალოდ
იყენებენ დიეთილკარბამაზინს. იხ. ელეფანტიაზი.
ფილიფორმული filiformis филиформный filiformis (ლათ. filum
ძაფი, forma ფორმა, სახე) - ძაფისებრი (მაგ., პულსი).
ფილოვირუსები filoviruses филовирусы filovirus (ლათ. filum
ძაფი, virus შხამი) - აღნიშნული ოჯახი აერთიანებს 2 რნმ-გენომიან
სახეობას: 1. მარბურგის ვირუსს, რომელიც 1967 წელს გამოყვეს
ქალაქ მარბურგში (მაინის ფრანკფურტის გარეუბანი), აფრიკულ
მწვანე მაიმუნებზე მომუშავე ლაბორატორიის
თანამშრომლებისაგან და ბელგრადში - ავადმყოფების სისხლისა
და სექციური მასალისაგან (იხ. ცხელება მარბურგის); 2. ებოლას
ვირუსს, რომელიც 1976 წელს გამოყვეს ზაირში, ებოლას რაიონის
სოფელ იამბუხუში ავადმყოფი ადამიანის სისხლისაგან.
ვირიონებს გრძელი, დახვეული ძაფების ფორმა აქვთ. სიგრძე
შეიძლება 1000-12000 ნმ-ს აღწევდეს, სიგანე კი მხოლოდ 80 ნმ-ს.
ადამიანში იწვევენ მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყარით, კანქვეშა
და შინაგანი ორგანოების სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებას
(იხ. ცხელება ებოლას). აღნიშნული დაავადებები შეყვანილია
განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვში.
ფილტვები lungs легкие pulmones - გულმკერდის ღრუში
მდებარე, ყოველი მხრიდან პლევრით დაფარული, კონუსისებური
ფორმის წყვილი სასუნთქი ორგანო, რომელშიც ვენური სისხლი
მდიდრდება ჟანგბადით. ადამიანის მარჯვენა ფილტვი
სამწილიანია, მარცხენა კი - ორწილიანი. გაზთა ცვლას ადგილი
აქვს ფილტვის ალვეოლებსა და სისხლის კაპილარებს შორის.
ფილტვი ფერმერების farmer's lung легкое фермеров pulmo farmeri
- გამოწვეულია თივის მტვრის ინჰალაციით, რომელშიც იმყოფება
სოკო Thermoactinomyces ვულგარის. სისხლში დაფიქსირებულია
T.vulgaris-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები, დაქვეითებულია
ფილტვების ფუნქციური მაჩვენებლები.
ფილტრატი filtrate фильтрат filtratus (ლათ. filtrum ნაბადი, ქეჩა) -
ფილტრში გატარებული სითხე, რომელშიც წესით არ უნდა იყოს
ბაქტერიები, უჯრედები და სხვ.
ფილტრი filter фильтр filtrum (ლათ. filtrum ნაბადი, ქეჩა) -
ხელსაწყო, ნაკეთობა ან ნივთიერება, რომლის საშუალებითაც
ხდება სხვადასხვა სახის მინარევების გამოყოფა, გამოცალკევება.
ცნობილია შემდეგი სახის ფილტრები: თიხის (ბერკეფელდის,
შამბერლანის), სითხის, ბიოლოგიური (ბიოფილტრი), სინათლის,
აკუსტიკური, ელექტრული და სხვ.
ფიმა phyma фима phyma (ბერძნ. phyma წამონაზარდი) - კანის
ხორკლიანი სიმსივნე, რომელიც ამოწეულია ზედაპირზე. მისი
ზომა შეიძლება იყოს ქათმის კვერცხისოდენა და უფრო დიდიც.
ფიმბრიები - იხ. პილები.
ფიმოზი phimosis фимоз phimosis (ბერძნ. phimos ალიკაპი, osis
მდგომარეობა) - პენისის ჩუჩის პათოლოგიური შევიწროება, რის
გამოც ასოს თავზე მისი გადაწევა შეუძლებელი ხდება.
ფინა measle финна finna (გერმ. Finne მუწუკი) - ზოგიერთი
ბრტყელი ჭიის განვითარების ბუშტუკოვანი სტადია. ახასიათებს
სხეულში ჩატრიალებული ერთი ან რამდენიმე თავი.
ფინოზი measles финоз finnosis (გერმ. Finne მუწუკი, ბერძნ. osis
მდგომარეობა) - ბრტყელი ჭიების ბუშტუკოვანი სტადიის
პარაზიტირება ადამიანში, მსხვილფეხა რქოსან საქონელში,
ღორებში, რომლებიც შუალედური მასპინძლები არიან. ფინოზს
სხვანაირად ცისტიცერკოზს უწოდებენ.
ფისტულა fistula свищ fistula (ლათ. fistula მილი, არხი) -
პათოლოგიური პროცესით ან ხელოვნურად (ოპერაციის გზით)
წარმოქმნილი ვიწრო მილი, რომელიც იხსნება სხეულის
ზედაპირზე ან ღრუ ორგანოებს აერთებს ერთმანეთთან.
ფისტულის გზით გამოდის სეკრეტი, ექსკრეტი და ჩირქოვანი
გამონადენი. ფისტულების უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება
ინფექციის ან ტრავმის მიზეზით. ზოგჯერ ფისტულა შეიძლება
წარმოიქმნეს სიმსივნური პროცესით ან დაწყლულებით.
ფიტოთერაპია phytotherapy фитотерапия phytotherapia (ბერძნ.
phyton მცენარე, therapeia მკურნალობა) - ქართულად: სამკურნალო
მცენარეები. მცენარეები, რომელთაც იყენებენ მედიცინაში
სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. ასეთი მცენარეების
სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში ალკალოიდების,
ფლავონოიდების, გლიკოზიდების, ვიტამინების, მთრიმლავი
ნივთიერებების არსებობით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე
ახდენენ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ანდა გააჩნიათ
ბიოლოგიური აქტიურობა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევთა
მიმართ. განსაკუთრებულ ჯგუფშია გამოყოფილი
ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. სამკურნალო
მცენარეები სინთეზურ საშუალებებისაგან გამო ირჩევიან ნაკლები
ტოქსიკურობით.
ფიტონციდები phytoncides фитонциды phytoncidi (ბერძნ. phyton
მცენარე, ლათ. caedo ვკლავ) - ზოგიერთი მცენარის (ხახვის,
ნივრის, ევკალიპტის და სხვ.) მიერ პროდუცირებული
ბიოლოგიურად აქტიური ბაქტერიციდული აქროლადი
ნივთიერებები.
ფიტოჰემაგლუტინინი phytohemagglutinin фитогемагглютинин
phytohemagglutinin (ბერძნ. phyton მცენარე, ლათ. haima სისხლი,
agglutinare შეწებება) - პარკოსანი მცენარეებიდან, კერძოდ,
ლობიოდან (Phaseolus vulgaris) გამოყოფილი ცილოვანი
ნივთიერება, რომელიც ახდენს უმთავრესად თლიმფოციტების
ბლასტ-ტრანსფორმაციას.
ფიქსაცია fixation фиксация fixatio (ლათ. fixum ვამაგრებ) -
მორფოლოგიური (ჰისტოლოგიური, ულტრასტრუქტურული და
სხვ.) გამოკვლევებისათვის ქსოვილებისა და ორგანოების
წინასწარი დამუშავება ფორმალინით, სპირტით,
წ წ დ უ ვე ფ ლ ტ
გლუტარალდეჰიდით, ოსმიუმით და სხვ. ეს პროცედურა
უჯრედებს და ქსოვილოვან ელემენტებს უნარჩუნებს მათთვის
დამახასიათებელ სტრუქტურულ თავისებურებებს.
ფიქსირებული ვირუსი - იხ. ვირუსი ცოფის (ფიქსირებული).
ფლავივირუსები flaviviruses флавивирусы flavivirus (ლათ. flavus
ყვითელი, virus შხამი) - ფლავივირუსების ოჯახში შედის 50-ზე
მეტი არბოვირუსი (იხ.). ამ ჯგუფის ტიპური წარმომადგენელია
ყვითელი ცხელების ვირუსი. აქედანვეა ოჯახის სახელწოდება.
ყვითელი ცხელების (იხ.) ვირუსის გარდა, აღნიშნულ ოჯახს
მიეკუთვნება ტაიგის ენცეფალიტის, იაპონური ენცეფალიტის,
დენგეს ცხელების და C და G ჰეპატიტების ვირუსები. ვირუსებს
გააჩნიათ ერთჯაჭვიანი რნმ.
ფლამბირება flambing фламбирование flambio (ინგლ. flambeau
ჩირაღდანი) - ბაქტერიოლოგიური პრეპარატების ფიქსაცია ალზე.
ტერმინს იყენებენ აგრეთვე ბაქტერიოლოგიური მარყუჟების,
სინჯარების კედლების, კოლბების და ა.შ. გამოწვის აღსანიშნავად.
ფლებიტი phlebitis флебит phlebitis (ბერძნ. phleps ვენა, itis
ანთება) - ვენის კედლების ანთება. ჩვეულებრივ, ვითარდება ქვედა
კიდურების ვენებში, როგორც ვენების ვარიკოზული გაფართოების
გართულება.
ფლებოგრაფია phlebography флебография phlebographia (ბერძნ.
phleps ვენა, grapho ვწერ) - ვენების რენტგენოლოგიური შესწავლის
მეთოდი მათში კონტრასტული ნივთიერების შეყვანით.
ფლებოლითი phlebolith флеболит phlebolithus (ბერძნ. phleps
ვენა, lithos ქვა, კენჭი) - მრგვალი კენჭისებრი წარმონაქმნი,
რომელიც გვხვდება ვარიკოზულად გაფართოებული ვენის
სანათურში. მისი წარმოქმნის მიზეზია კალციუმის დალექვა
ვენოზურ თრომბში.
ფლებომალაცია phlebomalacia флебомалация phlebomalacia
(ბერძნ. phleps ვენა, malakos რბილი) - ვენის კედლის დარბილება.
ფლებოსკლეროზი phlebosclerosis флебосклероз phlebosclerosis
(ბერძნ. phleps ვენა, sklerosis გამაგრება, გამკვრივება) -
სისხლძარღვების დეგენერაციული ცვლილება (ვენის კედელში
შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა), რის დროსაც ზიანდება
ქვემო კიდურების ვენები. მისი განვითარების მიზეზი უცნობია.
ფლებოტომუსი phlebotomus флеботомус phlebotomus -
სისხლისმწოველი მოსკიტების ერთ-ერთი გვარია.
ფლებოტომუსებს მიეკუთვნებიან ლეიშმანიოზის და სხვა
დაავადებათა გამომწვევების გადამტანები (Phl. chinensis, Phl.
kandelaki, Phl. papatasii, Phl. sergenti).
ფლეგმატიკი phlegmatic флегматик phlegmaticus (ბერძნ.
phlegamatikos) - ადამიანი შენელებული აგზნებადობით და სუსტი
აქტიურობით, რომელიც დიდი მოთმინებით გამოირჩევა.
ახასიათებს მიდრეკილება დადებითი ემოციებისადმი.
ფლეგმონა phlegmon флегмона phlegmone (ბერძნ. phlegmone
ანთება) - ბაქტერიების მიერ გამოწვეული ფაშარი შემაერთებელი
ქსოვილის ჩირქოვანი ანთება.
ფლექსია flexion флексия flexio (ლათ. flecto ვღუნავ) - კიდურის
მოხრა სახსარში. მოძრაობა სახსარში მისი ფრონტალური ღერძის
ირგვლივ.
ფლოკულაცია flocculation флокуляция flocculatio (ლათ. flocculus
ფიფქი) - ამა თუ იმ ტოქსინის შესაბამის ანტიტოქსინთან
(ანტისხეულთან) შერევის შედეგად წარმოქმნილი ნარევის
წვრილი ფიფქების სახით დალექვა.
ფლუსი gumboil флюс parulis (გერმ. Fluss ღრძილის დაჩირქება) -
მოძველებული ტერმინია. იგივე მწვავე ოდონტოგენური
პერიოსტიტი.
ფლუქტუაცია fluctuation флуктуация fluctuatio (ლათ. fluctuatio
რყევა) - პალპაციით, პერკუსიით ან ბიძგის საშუალებით
ორგანიზმის რომელიმე ღრუში სითხის გადაადგილების
შეგრძნება (მაგ., ასციტის შემთხვევაში).
ფობია phobia фобия phobia (ბერძნ. phobos შიში) - შიშის
აკვიატებული მდგომარეობა (მაგ., კლაუსტროფობია,
ჰიდროფობია, ბათოფობია და სხვ.).
ფოკალური focal фокальный (очаговый) focalis (ლათ. focus კერა) -
კეროვანი, რაც ფოკუსშია (მაგ., ფოკალური ანუ კეროვანი
პნევმონია, კეროვანი ინფექცია).
ფოკუსი focus фокус (очаг) focus (ლათ. focus კერა) - 1. რაიმე
პათოლოგიური პროცესის (მაგ., ანთების) კერა. 2. გარდატეხილი ან
არეკლილი სხივების გადაკვეთის წერტილი.
ფოლიკული follicle фолликул folliculum (ლათ. folliculus
ტომსიკა) - ღრუ წარმონაქმნები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს
ასრულებენ. საკვერცხეების ფოლიკულებში ვითარდება
(მწიფდება) კვერცხუჯრედები, ფარისებრი ჯირკვლის
ფოლიკულებში გამომუშავდება თირეოიდული ჰორმონების
წინამორბედი ნივთიერებები და ა.შ.
ფოლიკულინი folliculin фолликулин folliculin (ლათ. folliculus
ტომსიკა) - 1. ქალის ერთ-ერთი სასქესო ჰორმონი. 2. ქალის სასქესო
ჰორმონის შემცველი სამკურნალო პრეპარატი.
ფოლიკულიტი folliculitis фолликулист folliculitis (ლათ. folliculus
ტომსიკა, ბერძნ. itis ანთება) - თმის ბუდის ანთება, რისი
მიზეზიცაა Pityrosporum-ის გვარის სოკოების მიერ გამოწვეული
ინფექცია. ფოლიკულიტი ზოგ შემთხვევაში მარკერს წარმოადგენს
შიდსის დიაგნოსტირებისათვის.
ფონასთენია phonasthenia фонастения phonasthenia (ბერძნ. phone
ხმა, ბგერა, astheneia სისუსტე) - ხმის ფუნქციური ხასიათის
დარღვევა: ვლინდება ხმის სრულ დაკარგვაში (აფონია) ან
ჩახლეჩაში (დისფონია), განსაკუთრებით ძლიერი
დაღლილობისას. ახასიათებთ პედაგოგებს, მომღერლებს,
მსახიობებს და სხვ., როგორც პროფესიული დაავადება.
ფონენდოსკოპი phonendoscope фонендоскоп phonendoscopium
(ბერძნ. phone ხმა, ბგერა, endon შიგნით, skopeo ვუყურებ) - გულისა
და ფილტვების მოსასმენი ხელსაწყო.
ფორთოხალი orange апельсин Citrus sinensis - მარადმწვანე ხეა.
ნაყოფი მდიდარია კალიუმით, A, B და C ჯგუფის ვიტამინებით,
აგრეთვე შაქრით, ლიმონმჟავა და ორგანული მჟავებით
(ნატრიუმის ციტრატი). კურნავს სკორბუტს და ყაბზობას.
სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის,
პოდაგრის, ღვიძლის დაავადებების, სისუსტის დროს და სხვ.
აუმჯობესებს მადას. ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი
სისხლში აქვეითებს ქოლესტერინის შემცველობას.
ფორმალინი formalin формалин formalinum - ფორმალდეჰიდის
40%-იანი წყალსხნარი. სადეზინფექციო და საფიქსაციო
საშუალებაა. ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და მათ
სპორებს.
ფოსფატურია phosphaturia фосфатурия phosphaturia (ბერძნ.
photos სინათლე, სხივი, uron შარდი) - შარდთან ერთად
ფოსფატების გაძლიერებული ექსკრეცია, რის გამოც შარდი მღვრიე
ხდება. ასეთ მდგომარეობას შეიძლება თან ახლდეს კენჭების
(კონკრემენტების) წარმოქმნა თირკმლებში ან შარდის ბუშტში.
ფოტოთერაპია phototherapy фототерапия phototherapia (ბერძნ.
photos სინათლე, სხივი, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა
სინათლის საშუალებით. ფიზიოთერაპიის მეთოდია:
მდგომარეობს ორგანიზმზე ინფრაწითელი, ხილული ან
ულტრაიისფერი სხივების დოზირებულ ზემოქმედებაში. სინ.:
აქტინოთერაპია.
ფოტოკოაგულაცია photocoagulation фотокоагуляция
photocoagulatio (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, ლათ. coagulo
ვადედებ) - ლაზერის გამოყენება თვალის ცილის
კონდენსაციისათვის. მეთოდს იყენებენ ოფთალმოლოგიაში:
ჩამოფცქვნილი ბადურის თვალის სისხლძარღვოვან გარსზე
მისამაგრებლად.
ფოტოპსია photopsia фотопсия photopsia (ბერძნ. photos სინათლე,
სხივი, opsis მხედველობა) - სინათლის სუბიექტური შეგრძნება
ნაპერწკლების, გაელვების და სხვ. სახით. გვხვდება თვალის
ბადურის მექანიკური გაღიზიანების შედეგად.
ფოტორეცეპტორები photoreceptores фоторецепторы
photoreceptores (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, ლათ. receptor
მიმღები) - თვალის ბადურაში განლაგებული შუქშემგრძნობი
რეცეპტორები ანუ სპეციალური უჯრედები, რომლებიც შუქზე
ახდენენ რეაქციას.
ფოტოსენსიბილიზაცია photosensibilisation фотосенсибилизация
photosensiblisatio (ბერძნ. photos სინათლე, სხივი, ლათ. sensibilis
მგრძნობიარე) - ორგანიზმის ზედმეტი, ჭარბი მგრძნობელობა
სხივური ზემოქმედებისადმი.
ფოტოფობია photophobia фотофобия photophobia (ბერძნ. photos
სინათლე, სხივი, phobos შიში) - სინათლისადმი თვალის
მომატებული მგრძნობელობა, რაც ადამიანში იწვევს უსიამოვნო
შეგრძნებებს (ტკივილი, ცრემლდენა და სხვ.). აღინიშნება შაკიკის,
ირიტის, წითელას, წითურას და მენინგიგიტის შემთხვევებში.
ფრაგმენტაცია fragmentation фрагментация fragmentatio (ლათ.
fragmentum ნამსხვრევი) - 1. ზოგიერთი უმდაბლესი ცხოველისა
და ჭიის გამრავლების ხერხი, როდესაც სხეული იყოფა პატარა
ნაწილებად, ფრაგმენტებად. 2. ქრომოსომის ფრაგმენტაცია ანუ
ერთი ან რამდენიმე ქრომოსომის გაგლეჯა ცალკეულ ნაწილებად.
ფრაგმენტი fragment фрагмент fragmentum (ლათ. fragmentum
ნამსხვრევი) - რომელიმე ობიექტის ცალკეული ნაწილი, ნარჩენი.
ფრამბეზია frambesia фрамбезия frambesia - ქრონიკული
გენერალიზებული სპიროქეტოზია. გამომწვევია Treponema
pallidum-ის ქვესახეობა - pertenue. მორფოლოგიური,
კულტურალური და ტინქტორიული თვისებებით ფრამბეზიის
გამომწვევი მკრთალი სპიროქეტას მსგავსია. გადაცემის ძირითადი
გზა კონტაქტურია (დაზიანებული კანიდან), იშვიათად,
სქესობრივი. კლინიკური გამოვლინებები სიფილისის მსგავსია.
დამახასიათებელია ქერქით დაფარული გრანულომატოზური
წყლულების განვითარება კიდურებზე. შესაძლებელია ძვლების
დაზიანებაც. დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.
გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი.
მკურნალობა სიფილისის ანალოგიურია. სინ.: ტროპიკული
გრანულომა, არავენერული სიფილისი, ტროპიკული სიფილისი,
ტროპიკული ფრამბეზია.
ფრაქტურა fracture фрактура fractura (ლათ. fractura
მოტეხილობა) - ძვლის მოტეხილობა, მისი მთლიანობის
დარღვევა.
ფრაქციონირება fractionation фракционирование fractionatio
(ლათ. fractio დაშლა, დანაწევრება) - ნარევის დაშლა
განსხვავებული შედგენილობის და ფიზიკური თვისებების
კომპონენტებად.
ფრეინდის ადიუვანტი Freund's adjuvant адъювант Фрейнда
Freund adjuvans (J. Freund, ამერიკელი პათოლოგი, ინგლ. adjuvant
დამხმარე, სასარგებლო) - ზეთის ემულსიის შემცველი ადიუვანტი
(იხ.), რომელშიც შედის ლანოლინის (ცხიმოვანი მჟავა)
დერივატები და ბცჟ-ს ვაქცინა ან ტუბერკულოზის გამომწვევი
მიკობაქტერიების ლიპოპო ლისაქარიდები.
ფრენიკოექსერეზი phrenic avulsion френикоэкзерез
phrenicoexaeresis (ბერძნ. phrenikus შუასაძგიდის ნერვი, ეხაირესის
ე უ გ დ ე ვ ე ე
მოცილება) - დიაფრაგმის (შუასაძგიდის) ნერვის ერთი ნაწილის
ქირურგიული ამოკვეთა (მოცილება), რაც დიაფრაგმის დამბლას
იწვევს. ადრე მიმართავდნენ ტუბერკულოზით დაავადებული
ფილტვების ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
ფრიგიდულობა frigidity фригидность frigiditas (ლათ. frigidus
ცივი) - ქალის სქესობრივი მგრძნობელობის დაქვეითება, სიცივე.
ინდიფერენტიზმი (იხ.).
ფრინველები birds птицы aves - ხერხემლიანი ცხოველების ერთ-
ერთი კლასია. ზოგიერთი მათგანი ადამიანში იწვევს მწვავე
ინფექციურ დაავადებებს. მაგალითად, მტრედები, თუთიყუშები
და სხვ. ადამიანში იწვევენ ორნითოზს. გადამფრენი ფრინველები,
შინაური ქათამი და სხვ. შეიძლება გახდნენ ადამიანის გრიპით
დაავადების მიზეზი და ა.შ. ზოგიერთ ფრინველს გადააქვს
ექტოპარაზიტები, მაგ., ტკიპები.
ფრინველების გრიპი - იხ. გრიპი ფრინველების.
ფრონტიტი frontitis фронтит frontitis (ლათ. frons შუბლი, ბერძნ.
itis ანთება) - შუბლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება.
განასხვავებენ მწვავე (f. acuta) და ქრონიკულ (f. chronica)
ფრონტიტებს.
ფრუქტოზა fructose фруктоза fructosa (ლათ. fructus ნაყოფი) -
ხილის შაქარი. მონოსაქარიდია ჰექსოზების ჯგუფიდან. შედის
საქაროზის და ინულინის შემადგენლობაში.
ფსევდოანემია pseudoanemia псевдоанемия pseudoanemia (ბერძნ.
pseudos ცრუ, ან უარყ. თავს., haima სისხლი) - კანის და ლორწოვანი
გარსების სიფერმკრთალე, ანემიის ჰემატოლოგიური სიმპტომების
არარსებობის შემთხვევაში.
ფსევდოართროზი pseudoarthrosis псевдоартроз pseudoarthrosis
(ბერძნ. pseudos ცრუ, arthron სახსარი, osis მდგომარეობა) -
ქართულად: ცრუ სახსარი. წარმოიქმნება ძვლის მოტეხილობის
(განსაკუთრებით დიაფიზის მიდამოში) შემთხვევაში, როდესაც
ძვლების ბოლოები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ფსევდოდემენცია pseudodementia псевдодеменция
pseudodementia (ბერძნ. pseudos ცრუ, ლათ. de უარყ. თავს., mens
ჭკუა) - სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია
ავადმყოფის არაზუსტი პასუხები მისდამი დასმულ კითხვებზე.
ამასთან, ავადმყოფს შეიძლება ჩამოუყალიბდეს უცნაური ქცევები
ვ დ ყ ფ ე ლე უყ ლ დე უც უ ქცევე
ან განუვითარდეს სტუპორის (იხ.) შეტევები. გრძელდება
რამოდენიმე დღის ან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
ფსევდოკრიზისი pseudocrisis псевдокризис pseudocrisis (ბერძნ.
pseudos ცრუ, krisis გადაწყვეტილება, გამოსავალი) - ავადმყოფობის
ცრუ კრიზისი: მაღალსიცხიან ავადმყოფში ტემპერატურის უეცარი
დაქვეითება. რამდენიმე ხნის შემდეგ ტემპერატურა კვლავ
მატულობს.
ფსევდოკრუპი - იხ. ცრუ კრუპი.
ფსევდომენსტრუაცია pseudomenstrtruation псевдоменструация
pseudomenstruatio (ბერძნ. pseudos ცრუ, ლათ. menstruus
ყოველთვიური) - საშვილოსნოდან არამენსტრუალური სისხლის
დენა.
ფსევდომონასები pseudomona псевдомонады Pseudomonas -
ფსევდომონასების ოჯახს მიეკუთვნება ფსევდომონასების
(Pseudomonas) და ბურკჰოლდერიების (Burkholderia) გვარები.
ამჟამად Pseudomonas-ის გვარი შეიცავს Pseudomonas aeruginosa-ს
(ლურჯმწვანე ჩირქის ჩხირს), ხოლო გვარი Burkholderia - ქოთაოს
და მელიოიდოზის გამომწვევებს. გააჩნიათ სწორი ან რამდენადმე
მოღუნული ფორმა. მონოტრიქებია, მაგრამ ზოგჯერ აქვთ 2 ან
რამდენიმე პოლარულად განლაგებული შოლტი და პილი. გრამ-
უარყოფითებია, ივითარებენ კაფსულისმაგვარ გარსს.
ფსევდონეგატიური დიაგნოზი pseudonegative diagnosis
псевдонегативный diagnosis pseudonegativus (ბერძნ. pseudos cru,
negativus უარყოფითი, დიაგნოსის ამოცნობა, განსაზღვრა) - ექიმის
შეცდომა, რაც გამოიხატება ჭეშმარიტი, არსებული დიაგნოზის
უარყოფაში (მაგ., როდესაც Sids-ით დაავადებულ პირს მიიჩნევენ
ჯანმრთელად).
ფსევდოპოდიები pseudopodiaL псевдоподии pseudopodia (ბერძნ.
pseudos ცრუ, podos ფეხი) - ერთუჯრედიანი ორგანიზმების
(ამებების) და მრავალუჯრედიანი ცხოველების ზოგიერთი
უჯრედის (ადამიანის ლეიკოციტების) დროებითი
ციტოპლაზმური გამონაზარდები. ასრულებენ გადაადგილებისა
და საკვების მოპოვების ფუნქციას.
ფსევდოპოზიტიური დიაგნოზი pseudopositive diagnosis
псевдопозитивный диагноз diagnosis pseudopositivus (ბერძნ. pseudos
ცრუ, positivus დადებითი, დიაგნოსის ამოცნობა, განსაზღვრა) -
ც უ დ დე დ გ ც გ ღვ
ექიმის მიერ შეცდომით დადგენილი დიაგნოზი, მაშინ როდესაც
დაავადებას ადგილი არა აქვს (მაგ., როდესაც ჯანმრთელ ადამიანს
მიიჩნევენ ავადმყოფად).
ფსევდოტუბერკულოზი pseudotuberculosis псевдотуберкулез
pseudotuberculosis (ბერძნ. pseudos ცრუ, ლათ. tuber კორძი, osis
მდგომარეობა) - მწვავე ინფექციური დაავადება ბაქტერიული
ზოონოზების ჯგუფიდან. გამომწვევია Yersinia pseudotuberculosis.
დამახასიათებელია დაინფიცირების ალიმენტური გზა, ბუნებრივი
კეროვნობა, გაზაფხულ-ზაფხულის სეზონურობა, სხვადასხვა
ორგანოების და სის ტემების დაზიანება, ტუბერკულოზისათვის
დამახასიათებელი დაზიანებები და რეციდივები.
ფსევდოჰემოფილია pseudohemophilia псевдогемофилия
pseudohemophilia (ბერძნ. pseudos ცრუ, haima სისხლი, philia
სიყვარული) - ქართულად: ცრუ ჰემოფილია. ჰემოფილიის მსგავსი
მდგომარეობა (მაგ., რომელიმე დაავადებით განპირობებული
ჰემორაგიული დიათეზი). კლინიკური სურათი ჰემოფილიის
მსგავსია, თუმცა სისხლში ანტიჰემოფილური ფაქტორების
(სისხლის შედედების VIII და IX ფაქტორების) ნორმალური რა
ოდენობაა.
ფსიქასთენია psychastheny психастения psychasthenia (ბერძნ.
psyche სული, astheneia სისუსტე, უძლურება) - ნერვული
დაავადება, რომელიც კლინიკურად გამოიხატება თავის ძალებში
უკიდურესი დაურწმუნებლობით, ავადმყოფური ეჭვიანობით და
აკვიატებული აზრებისადმი მიდრეკილებით.
ფსიქიატრია psychiatry психиатрия psychiatria (ბერძნ. psyche
სული, iatreia მკურნალობა) - მედიცინის დარგი, რომელიც
სწავლობს ფსიქიკურ დაავადებებს, მათ მკურნალობასა და
პროფილაქტიკას.
ფსიქოგენიები psychogenies психогении psychogeniae (ბერძნ.
psyche სული, gennao წარმოვქმნი) - 1. ფსიქიკური ავადმყოფობები
ანდა ემოციური დატვირთვის შედეგად განვითარებული
ფსიქიკური მოქმედების დარღვევები. 2. ზოგიერთი ფსიქიკური
ავად მყოფობის კლინიკური სურათის ცვლილება ემოციური
შერყევის (distresis) შედეგად. სინ.: რეაქტიული მდგომარეობები.
ფსიქოზი psychosis психоз psychosis (ბერძნ. psyche სული, osis
მდგომარეობა) - 1. ემოციური სფეროს და ქცევის მწვავე დარღვევა.
დგ ე ე ც უ ფე დ ქცევ წვ ვე დ ღვევ
2. თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული ავადმყოფური
მდგომარეობა.
ფსიქოთერაპია psychotherapy психотерапия psychotherapia
(ბერძნ. psyche სული, therapeia მკურნალობა) - ემოციური,
ქცევითი, პირადული და ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა
პაციენტთან ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების
მეშვეობით.
ფსიქოლოგია psychology психология psychologia (ბერძნ. psyche
სული, logos მოძღვრება) - მეცნიერება ადამიანის ფსიქიკური
მოქმედების კანონზომიერებების და მათი სპეციფიკური ფორმების
(აზროვნება, შეგნება, ხასიათი, მეტყველება და სხვ.) შესახებ.
ფსიქონევროლოგია psychoneurology психоневрология
psychoneurologia (ბერძნ. psyche სული, neuron ნერვი, logos
მოძღვრება) - ნევროლოგიურ და ფსიქიატრულ მეცნიერებათა
კომპლექსი.
ფსიქოპათი psychopath психопат psychopathos (ბერძნ. psyche
სული, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ანტისოციალური ქცევის
(ფსიქიკურად გაუწონასწორებული) ადამიანი, რომელიც
ამისათვის დანაშაულის გრძნობას არ განიცდის და პრაქტიკულად
არ გააჩნია სხვა ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობების
დამყარე ბის უნარი.
ფსიქოპათია psychopathy психопатия psychopathia (ბერძნ. psyche
სული, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ანტისოციალური ქცევის ან
შესაბამისი ურთიერთობების ფორმა. ფსიქოპათიით
შეპყრობილები ცუდად ექვემდებარებიან მკურნალობას, თუმცა
ასაკის მატებასთან ერთად მათი მდგომარეობა შეიძლება
რამდენადმე გაუმჯობესდეს.
ფსიქოპათოლოგია psychopathology психопатология
psychopathologia (ბერძნ. psyche სული, pathos ავადმყოფობა,
ტანჯვა, ლოგოს მოძღვრება) - კლინიკური ფსიქიატრიის
ძირითადი დარგი, საერთო მოძღვრება ფსიქიკურ დაავადებათა
შესახებ. შეისწავლის ფსიქოზის (იხ.) ზოგად კანონზომიერებებს.
ფსიქოპროფილაქტიკა psychoprophylactics психопрофилактика
psychoprophylaxis (ბერძნ. psyche სული, prophylaktikos ვიცილებ,
ვუფრთხილდები) - ზოგადი პროფილაქტიკის დარგი,
ღონისძიებათა სისტემა ფსიქიკური ჯანმრთელობის
უზრუნველსაყოფად.
ფსიქოტროპული psychotropic психотропный psychotropicales
(ბერძნ. psyche სული, tropos მიმართულება) - ტერმინი გამოიყენება
სამკურნალო ნივთიერებების მიმართ, რომლებიც გავლენას
ახდენენ ადამიანის ფსიქიკურ ფუნქციებზე. ფსიქოტროპულ
საშუალებებს მიეკუთვნებიან: ანტიდეპრესანტები, სედატიური
საშუალებები, გამაღიზიანებელი ნივთიერებები და
ტრანკვილიზატორები.
ფსიქოტროპული იარაღი psychotropic weapon псикотропное
оружие arma psychotropica (ბერძნ. psyche სული, tropos
მიმართულება) - ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების საშუალება,
მისი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით. ამისათვის იყენებენ
ემულგატორებს, სამედიცინო პრეპარატებს, აგრეთვე სპეციფიკურ
გამოსხივებას. იხ. ზომბირება.
ფსიქოფარმაკოლოგია psychopharmacology психофармакология
psychopharmacologia (ბერძნ. psyche სული, pharmakon წამალი, logos
მოძღვრება) - ფსიქოლოგიური მდგომარეობების
კონტროლისათვის გამოყენებული სამკურნალწამლო
საშუალებების შესწავლა და გამოყენება. ფსიქოფარმაკოლოგიური
აგენტებია: ანტიდეპრესანტები, სტიმულატორები და სხვ.
ფსიქოფიზიოლოგია psychophysiology фсихофизиология
psychophysiologia (ბერძნ. psyche სული, physis ბუნება, logos
მოძღვრება) - სწავლება ფსიქიკის ფიზიოლოგიური მექანიზმების
შესახებ, სადაც ისწავლება სხვადასხვა ფიზიოლოგიური
მახასიათებლების ცვლილებები, ფსიქოლოგიურ
მდგომარეობებთან კავშირში.
ფსიქოქირურგია psychosurgery психохирургия psychochirurgia
(ბერძნ. psyche სული, cheir ხელი, ergon საქმე) - ფსიქიკური
დაავადებების მკურნალობა თავის ტვინზე ჩატარებული
ოპერაციის საშუალებით. ასეთი ტიპის ოპერაციები ტარდება
მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება არ ექვემდებარება
მკურნალობის არავითარ სხვა საშუალებას.
ფსიქროფილები psychrophils психрофилы psychrophili (ბერძნ.
psychria სიცივე, philia სიყვარული) - ამ ტიპის ბაქტერიებს ზრდის
ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონი დაახლ. 0-250 C-ის
ტ ლუ ტე ე ტუ ულ დ დ ლ
ფარგლებში აქვთ. თავისუფლად მცხოვრები ორგანიზმები ან
ცივსისხლიანი ცხოველების პარაზიტებია, თუმცა ამავე დროს,
ზოგიერთი ფაკულტატური ფსიქროფილი, ისეთები, როგორებიცაა
იერსინიები, კლებსიელები, ფსევდომონასები დაავადებებს
იწვევენ ადამიანშიც.
ფსოიტი psoit псоит psoitis (ბერძნ. psoia წელი, itis ანთება) - სუკის
დიდი კუნთის ანთება.
ფსორიაზი psoriasis псориаз psoriasis vulgaris (ბერძნ. psora მუნი) -
კანის არაგადამდები, უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული
დაავადება, რომელსაც კანზე ახასიათებს
მოვერცხლისფრომოთეთრო ქერცლით დაფარული წითელი
ლაქები. მკურნალობის ეფექტური მეთოდი აქამდე შემუშავებული
არ არის.
ფუზოგენია fusogeny фузогения (слияние) fusogenia (ინგლ. fusion
შერწყმა) - უჯრედების შერწყმის პროცესი.
ფუზოგენური ფაქტორები fusogenic фузогенные факторы factori
fusogenica (ინგლ. fusion შერწყმა, ლათ. factor მწარმოებელი) -
ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც
ხელს უწყობენ სომატური უჯრედების ურთიერთშერწყმას. ასეთი
ფაქტორებია: პოლიეთილენ გლიკოლი, სენდაის ვირუსი,
ლიზოლეციტინი, ელექტრული ველი და სხვ.
ფულგურაცია fulguration фулгурация fulguratio (ლათ. fulgur
ელვარება, ელვა) - მაღალი სიხშირის ელექტრული დენით
სიმსივნის (მეჭეჭების, ზედაპირული ახალწარმონაქმნების) ანდა
ჭარბი ქსოვილის (განსაკუთრებით, შარდის ბუშტში) მოწვის
მეთოდი.
ფუმიგანტები fumigants фумиганты fumiganti (ლათ. fumigo
გაბოლვა) - ნივთიერებები, რომელთაც აირების და ორთქლის
სახით იყენებენ დეზინსექციისა და დერატიზაციისათვის.
ფუმიგაცია fumigation фумигация fumigatio (ლათ. fumigo
გაბოლვა) - 1. ჭრილობებსა და წყლულებზე ზემოქმედება მშრალი
კვამლით. 2. დეზინსექციის და დერატიზაციის მეთოდი.
ფუნგიციდები fungicides фунгициды fungicidas (ლათ. fungus
სოკო, caedo ვკლავ) - პესტიციდების ერთ-ერთი ჯგუფი:
გამოიყენებიან ადამიანისათვის პათოგენური პარაზიტული
სოკოების წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთმა ფუნგიციდმა
კ ე წ ღ დეგ ლველ დ გ ე ფუ გ ც დ
შეიძლება გამოიწვიოს პათოგენური ცვლილებები სასარგებლო
მიკროორგანიზმებში, მწერებში, ფრინველებში, თევზებში და ა.შ.
ფუნდალური ჯირკვლები fundal glands фундальные железы
fundus glandulae (ლათ. fundus ფსკერი) - კუჭის კედლების და
ფსკერის ჯირკვლები. ამ ჯირკვლების ე.წ. მთავარი უჯრედები
გამოყოფენ პეპსინოგენს, ე.წ. დამატებითი უჯრედები - მუკოიდურ
სეკრეტს, ხოლო პარიეტალური უჯრედები - მარილმჟავას.
ფუნდალური ჯირკვლები შეიცავენ აგ რეთვე ენდოკრინულ
უჯრედებს, რო მელნიც სისხლში გამოყოფენ ჰისტამინს. ადამიანის
კუჭში ფუნდალური ჯირკვლების რაოდენობა დაახლ. 35 მლნ-ს
აღწევს.
ფუნიკულიტი funiculitis фуникулит funiculitis (ლათ. funiculus
ბაგირაკი, ბერძნ. itis ანთება) - სათესლე ბაგირაკის ანთება.
ფუნქცია function функция functio (ლათ. functio შესრულება) -
ორგანიზმის, ცალკეულ ორგანოსა და სისტემის, უჯრედის
სპეციფიკური მოქმედება, რაც ვლინდება როგორც
ფიზიოლოგიური პროცესი ან პროცესების ერთობლიობა.
ფურუნკული furuncle фурункул furunculus (ლათ. furunculus
კერა, ბუდე) - ქართულად: ძირმაგარა. თმის ბუდის, ცხიმის
ჯირკვლისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილის მწვავე
ჩირქოვანი ანთება.
ფურუნკულოზი furunculosis фурункулез furunculosis (ლათ.
furunculus კერა, ბუდე, ბერძნ. osis მდგომარეობა) - კანის
სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ფურუნკულების განვითარება.
ფუტკარა digitalis наперстянка digitalis (Digitalis species) -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გამშრალი ფოთლების
ექსტრაქტი, რომლის შემადგენლობაში შედის დიგიტოტოქსინი და
დიგოქსინი, ასტიმულირებს გულის კუნთის მოქმედებას. იყენებენ
გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ფუტკარას მაღალმა დოზებმა
შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა,
ფაღარათი, მუცლის ტკივილები და გულის მოქმედების დარღვევა.
ფუტკარი bee пчела apidae (Apis mellifera) - ფეხსახსრიანების
ტიპის, მწერების კლასის, სიფრიფან ფრთიანების რიგის
წარმომადგენელია. გარდა თაფლის დამზადებისა, ფუტკარი
გამოყოფს ცვილს, ფუტკრის შხამს, აგროვებს ყვავილის მტვერს,
დინდგელს და სხვ. ისევე როგორც ზემოაღნიშნული პროდუქტები,
ფუტკრის შხამიც (აპიტოქსინი) გამოიყენება მედიცინაში.
სამედიცინო ლექსიკონი


ქათმის გრიპი - იხ. გრიპი ფრინველების.
ქათმის სიბრმავე - იხ. ჰემერალოპია.
ქალაზიონი chalazion халазион chalazion (ბერძნ. chalaza
უწვრილესი სეტყვა) - ქართულად: ხოშკაკალა. ქუთუთოს
ხრტილში მცირე ზომის მკვრივი სიმსივნის განვითარება. ამის
უშუალო მიზეზია ე.წ. მეიბომის ჯირკვლის (glandula tarsales) ერთ-
ერთი ნაწილის ქრონიკული პროლიფერაციული ანთება.
ქალიკოზი chalicosis халикоз chalicosis (ბერძნ. chalix ღორღი, osis
მდგომარეობა) - პნევმოკონიოზის (იხ.) ერთ-ერთი ფორმა.
ვითარდება ღორღისა და ქვის მტვრის შესუნთქვის შედეგად.
ქატოსებრი ნაირფერი პიტირიაზი - იხ. პიტირიაზი.
ქაფურის ხე camphor tree камфорное дерево camphora
(Cinnamomum camphora Ness.) - დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე
მცენარეა. შეიცავს ქაფურის ზეთს, რომლიდანაც დაჟანგვის
შედეგად იღებენ საგულე საშუალება ქაფურს. იზრდება შავი
ზღვის სანაპიროებზე.
ქაცვი seabuckhorn облепиха Hippophae rhamnoides L. - ბუჩქი ან
ხეა. შეიცავს იოლად ასათვისებელ ორგანულ რკინას, ვიტამინებისა
და მინერალების კომპლექსს. მცენარის ზეთი გამოიყენება
მედიცინაში დამწვრობის, ტროფიკული წყლულებისა და კანის
დაავადებების სამკურნალოდ.
ქეილიტი cheilitis хейлит cheilitis (ბერძნ. cheilos ტუჩი, იტის
ანთება) - ტუჩების ლორწოვანი გარსის ანთება. ე.წ. ანგულარული
ქეილიტის (ანგულარ ცჰეილიტის) დროს ჩვეულებრივ ზიანდება
ტუჩების კუთხეები. გარდა ამისა, ხშირად აქვს ადგილი პირის
ღრუს კანდიდოზს.
ქეილობლასტომა cheiloblastoma хейлобластома cheiloblastoma
(ბერძნ. cheilos ტუჩი, blastos ყლორტი, ღივი, oma სიმსივნე) -
ტუჩზე განვითარებული სიმსივნე.
ქეილოგნათოპალატოშიზი cheilognathopalatoschisis
хейлогнатопалатошизис cheilognathopalatoschisis (ბერძნ. cheilos
ტუჩი, gnathos ყბა, ლათ. palatum სასა, ბერძნ. schisis გახლეჩა) -
მემკვიდრული, თანდაყოლილი სიმახინჯე: ტუჩის, ყბისა და სასის
გახლეჩა.
ქეილოზი cheilosis хейлоз cheilosis (ბერძნ. cheilos ტუჩი, osis
მდგომარეობა) - რომელიმე სახის პათოლოგიური პროცესი ტუჩის
არეში.
ქეილოპლასტიკა cheiloplasty хейлопластика cheiloplastica (ბერძნ.
cheilos ტუჩი, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ტუჩზე ჩატარებული
პლასტიკური ოპერაცია.
ქეილორაფია cheilorrhaphia хейлорафия cheilorrhaphia (ბერძნ.
cheilos ტუჩი, rhaphe ნაკერი) - ტუჩზე არსებული იარის გაკერვა.
ქეირართრიტი cheirarthritis хейрартрит cheirarthritis (ბერძნ. cheir
ხელი, arthron სახსარი, itis ანთება) - ხელის სახსრების ანთება.
ქეიროსპაზმი cheirospasm хейроспазм cheirospasmus (ბერძნ. cheir
ხელი, spasmos კრუნჩხვა) - ხელის კანკალი წერის პროცესში.
ქემოატრაქტანტები chemoattractants хемоаттрактанты
chemioattractanti (ბერძნ. chemeia ქიმია, ლათ. attrahere მიზიდვა,
ყურადღების მიპყრობა) - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც
ლეიკოციტების და მონონუკლეარების სპეციფიკურ
რეცეპტორებთან შეკავშირების შემდეგ იწევევენ მათ (უჯრედების)
გადაადგილებას კონცენტრაციის გრადიენტში (დადებითი
ქემოტაქსისი). შდრ. ატრაქტატებს.
ქემოზი chemosis хеммоз chemosis (ბერძნ. chaino ნახვრეტი) -
თვალის კონიუნქტივის შეშუპება. ჩვეულებრივ, ვითარდება მისი
ანთების შედეგად, თუმცა შეიძლება განვითარდეს იმ
შემთხვევაშიც, თუკი ირღვევა სისხლისა და ლიმფის უკუდენა
თვალის გარემომცველი ქსოვილებიდან. ქემოზი თან ახლავს
ქუთუთოების, კონიუნქტივისა და თვალის კაკლის დაავადებებს.
ქემოორგანოტროფები chemoorganotrophes хемоорганотрофы
chemoorganotrophi (ბერძნ. chemeia ქიმია, trophe კვება) - იგივე
ქემოჰეტეროტროფები. ქემომასინთეზებელი ბაქტერიებია,
რომლებიც ენერგიას იღებენ ჟანგვააღდგენითი რეაქციების
ხარჯზე. ენერგიისა და ნახშირბადის წყაროდ იყენებენ ორგანულ
ნივთიერებებს. ასეთი ტიპის ბაქტერიების თავისებურება იმაში
მდგომარეობს, რომ ნახშირბადის წყარო მათთვის იგივე ენერგიის
წყაროა.
ქემორეცეპტორები chemoreceptors хеморецепторы chemoreceptori
(ბერძნ. chemeia ქიმია, ლათ. receptor მიმღები) - მიმღები ნერვული
დაბოლოებები, რომელნიც აღიქვამენ ქიმიური შენაერთებით
გამოწვეულ გაღიზიანებებს.
ქემოსინთეზი chemosynthesis хемосинтез chemosynthesis (ბერძნ.
chemeia ქიმია, synthesis შეერთება, შერწყმა) - ზოგიერთი
ბაქტერიის მიერ ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესი,
რომელიც მიმდინარეობს არაორგანული ნივთიერებების
დაჟანგვის დროს გამოყოფილი ენერგიის ხარჯზე. ასეთი
მიკროორგანიზმები, ისევე როგორც მაფოტოსინთეზებელი
ორგანიზმები, მიეკუთვნებიან ავტოტროფებს.
ქემოსტერილიზატორები chemosterilizers хемостерилизаторы
chemosterilisatori (ბერძნ. chemeia ქიმია, ლათ. sterilis უნაყოფო) -
ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მასტერილიზებელ
მოქმედებას ახდენენ. გამოიყენებიან მავნე მწერების წინააღმდეგ
საბრძოლველად. მწერების ორგანიზმში ისინი იწვევენ
გენეტიკური და ფუნქციური ხასიათის დარღვევებს.
ქემოტაქსისი chemotaxis хемотаксис chemotaxis (ბერძნ. chemeia
ქიმია, taxis წესრიგი) - ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების უნარი,
მიიზიდოს (დადებითი ქემოტაქსისი) ან განიზიდოს (უარყოფითი
ქემოტაქსისი) უმარტივესი ორგანიზმები და უმაღლესი
ორგანიზმების უჯრედები.
ქემოტაქსონომია chemotaxonomy хемотаксономия
chemotaxonomia (ბერძნ. chemeia ქიმია, taxis განლაგება რიგში,
nomos კანონი) - აღნიშნული მეთოდით ისაზღვრება მიკრობის
ლიპიდური, ამინმჟავური შემადგენლობა. ქემოტაქსონომიისათვის
გამოიყენება აიროვანი ქემატოგრაფია, ელექტროფორეზი და სხვ.
ქემოტროპიზმი chemotropism хемотропизм chemotropismus - იხ.
ქემოტაქსისი.
ქემოტროფები chemotrophes хемотрофы chemotrophi (ბერძნ.
chemeia ქიმია, trophe კვება) - ბაქტერიები, რომლებიც ენერგიას
იღებენ ჟანგვააღდგენითი რეაქციების შედეგად. ქემოტროფებიდან
გამოყოფენ ლითოტროფებს (ბერძნ. lithos ქვა, კენჭი) და
ორგანოტროფებს.
ქეროფობია cherophoby херофобия cherophobia (ბერძნ. charenai
რაიმეთი გახარება, phobos შიში) - მხიარულებისა და ბედნიერების,
ე გ ე ულე დ ედ ე ე
და საერთოდ, ბედნიერი ცხოვრების ავადმყოფური,
პათოლოგიური შიში.
ქიაზმა chiasma хиазма (перекрест) chiasma (ბერძნ. chiasmos
ჯვარედინი განლაგება) - 1.მხედველობის ნერვის
გადაჯვარედინების უბანი თავის ტვინში. 2.კონიუგირებული
ქრომოსომების გადაჯვარედინების დამახასიათებელი ფიგურა.
3.უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის
წარმომადგენლების შოლტების გადაჯვარედინება.
ქილოთორაქსი chylothorax хилоторакс chylothorax (ბერძნ. chylos
წვენი, thorax გულმკერდი) - ლიმფის (ქილუსის) დაგროვება
პლევრის ღრუში. ვითარდება გულმკერდის ლიმფური სადინარის
დაზიანების შედეგად.
ქილოცელე chylocele хилоцеле chilocele (ბერძნ. chylos წვენი, kele
სიმსივნე) - ლიმფის დაგროვება სათესლე ჯირკვლის გარსში.
კისტისმაგვარი წარმონაქმნია.
ქილურია chiluria хилурия chiluria (ბერძნ. chylos წვენი, uron
შარდი) - შარდში ქილუსის (იხ.) არსებობა. სინ.: გალაქტურია,
ლიმფურია და სხვ.
ქილუსი chylus хилус chylus (ბერძნ. chylos წვენი) - ნაწლავების
ლიმფური სადინრების შიგთავსი: რძისფერი ცხი მოვანი ლიმფა.
ქიმერა chimera химера chimaira (Chimaira (ძველბერძნულ
მითოლოგიაში: ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც თავი
და კისერი ლომისა ჰქონდა, სხეული თხისა, ხოლო კუდი
დრაკონისა) - ქიმერებს ხშირად უწოდებენ უჯრედებს, რომელთაც
სხვადასხვა უჯრედული ელემენტების მორფოლოგიური და
ფუნქციური თავისებურებანი გააჩნიათ (იხ. მოზაიციზმი,
ქიმერიზმი. 1).
ქიმერიზმი chimerism химеризм chimairism (ბერძნ. chimaira) -
1.ორი, სამი ან მეტი უჯრედის მორფოლოგიური ნიშნების
თავმოყრა ერთ უჯრედში მათი შერწყმის მეშვეობით. 2.თაგვი,
რომელიც ვირთაგვის ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, იწყებს
ამ უკანასკნელისათვის დამახასიათებელი უჯრედების
პროდუქციას.
ქიმია chemistry химия chimia (chemia) (ბერძნ. chemeia ქიმია) -
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა შემადგენლობას,
ატომურ აგებულებას და გარდაქმნებს, აგრეთვე ამ გარდაქმნების
ტ უ გე ულე დ გ დ ქ ე გ ე ვე გ დ ქ ე
მექანიზმებს და ამ პროცესების დროს გამოთავისუფლებულ
ენერგიას.
ქიმიოვაქცინოთერაპია chemovaccinotherapy
химиовакцинотерапия chimiovaccinotherapia (ბერძნ. chemeia ქიმია,
ლათ. vacca ძროხა, ძროხისა, ბერძნ. therapeia მკურნალობა) -
ვაქცინებით და ქიმიოთერაპიის სხვადასხვა საშუალებებით
ჩატარებული კომბინირებული მკურნალობა.
ქიმიოთერაპია chemotherapy химиотерапия chimiotherapia
(ბერძნ. chemeia ქიმია, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა
ქიმიური ნივთიერებების საშუალებით. განასხვავებენ
მონოქიმიოთერაპიას და პოლიქიმიო თერაპიას. ქიმიოთერაპიის
ფუძემდებლად ითვლება გერმანელი მეცნიერი პარაცელსი.
ქიმიოთერაპიის მეცნიერული ასპექტების შემუშავებაში უდიდესი
როლი მიუძღვის გერმანელ პ. ერლიხს.
ქიმუსი chyme химус chymus (ბერძნ. chymos წვენი) - წვრილ
ნაწლავში არსებული თხევადი ან ნახევრადთხევადი მჟავე მასა,
რომელიც წარმოიქმნება კუჭის წვენთან საკვების შერევისას. დღე-
ღამის განმავლობაში წვრილი ნაწლავიდან მსხვილში გადადის
დაახლ. 400 გრამი ქიმუსი.
ქინაქინის ხე quinine хинное дерево Cinchona offi cinalis L. (პერ.
kina ქერქი) - ქინაქინის ხის (Cinchona offi - cinalis, C.succirubra და
სხვ.) ქერქისაგან დამზადებული ალკალოიდი (ქინაქინი)
სპეციფიკური საშუალებაა მალარიის წინააღმდეგ. ქინაქინი
სინთეზურად მიიღეს XX საუკუნის 40-იან წლებში.
ქინძი coriander кориандр Coriandrum sativum L. - ერთწლიანი
ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის და ცხიმოვან ზეთებს,
ალკალოიდებს, ტერპენებს, ცილებს. იყენებენ როგორც
ნაღველმდენ საშუალებას ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის
დაავადებების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელს
ფილტვების დაავადებების შემთხვევაში. შედის სხვადასხვა
სამკურნალო მცენარეების ნაკრებებში.
ქირურგია surgery хирургия chirurgia (ბერძნ. cheir ხელი, ergon
საქმე) - მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს დაავადებათა
ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს და ახორციელებს
მათ პრაქტიკაში.
ქლამიდიები chlamydia хламидии chlamydia (ბერძნ. chlamida
ქლამინდი, ძველი ბერძნული წამოსასხამი) - ობლიგატური,
უჯრედშიდა ბაქტერიებია. ადამიანსა და ცხოველებში იწვევენ
სხვადასხვა მძიმე დაავადებებს: ტრაქომას, ორნითოზს,
პნევმონიას, მენინგოენცეფალიტს და სხვ. ქლამიდიები შედგებიან
ინიციალური (ვეგეტაციური) და ელემენტარული
სხეულაკებისაგან. ინიციალური ფორმების ზომებია 500-700 ნმ,
ელემენტარული სხეულაკებისა კი 300 ნმ. ახასიათებთ
განვითარების რთული ციკლი.
ქლოაზმა chloasma хлоазма chloasma (ბერძნ. chloazo ვმწვანდები)
- სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის, სიმეტრიული, ყავისფერი
ლაქების წარმოქმნა სახის კანზე ორსულობის, ორალური
კონტრაცეფტივების მიღების, ტუბერკულოზის, ღვიძლის
დაავადებების და სხვ. შემთხვევებში. ხშირად დაკავშირებულია
გარკვეულ ენდოკრინულ დარღვევებთან. სინ.: მელანოდერმია.
ქლორლეიკემია chlorleukemia хлорейкемия chlorleukaemia
(ბერძნ. chloros მომწვანო-მოყვითალო, ბაცი მწვანე, leucos თეთრი,
haima სისხლი) - მიელობლასტური ლეიკემიის ვარიანტია. ძვლის
ტვინში, ლიმფურ კვანძებში და ზოგიერთ შინაგან ორგანოში
დამახასიათებელია ლეიკემიური ინფილტრატების არსებობა,
მომწვანო ფერის სიმსივნური წარმონაქმნების სახით.
ქლოროზი chlorosis хлороз chlorosis (ბერძნ. chloros მწვანე, ოსის
მდგომარეობა) - ქართულად: სიმწვანის სენი. მიკროციტული
ანემიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც უმთავრესად გვხვდება
გოგონებში (სქესობრივი მომწიფების პერიოდში).
დამახასიათებელია ერითროციტებში ჰემოგლობინის საგრძნობი
შემცირება. სინ.: ქლორომა.
ქლორომა chloroma хлорома chloroma (ბერძნ. chloros მწვანე, oma
სიმსივნე) - მწვავე მიელობლასტური ლეიკემიის იშვიათი
გამოვლინებაა. დამახასიათებელია მწვანე შეფერილობის
სიმსივნური წარმონაქმნები ძვლებში, რაც სინათლის ზეგავლენით
უფერულდება. დაავადება ხშირია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
კლინიკური მიმდინარეობა და ჰემატოლოგიური სურათი მწვავე
მიელობლასტური ლეიკემიის მგავსია. სინ.: ქლორლეიკემია,
მიელობლასტური სარკომა, გრანულოციტური სარკომა.
ქლოროფორმი chloroformum хлороформ chloroformium (ბერძნ.
chloros მწვანე, ლათ. form (icum) ჭიანჭველმჟავა) - ქლორის
შემცველი, უფერული, გამჭვირვალე სითხე. იყენებენ სანარკოზე
და სადეზინფექციო საშუალებად, აგრეთვე ჰისტოლოგიურ
კვლევებში.
ქოანა choana хоана choana (ბერძნ. choane ძაბრი) - ძაბრისებრი
ხვრელი. ცხვირის ღრუს უკანა გასასვლელი, რომელიც ცხვირის
ძგიდით გაყოფილია ორ ხვრელად.
ქოთაო glanders сап malleus (ბერძნ. melis, malis სენი) -
კენტჩლიქიან ცხოველთა (მაგ., ცხენების) ინფექციური დაავადება,
რომელსაც იწვევს ბაქტერია Pseudomonas mallei.
ანთროპოზოონოზია. ზოგჯერ გადადის ადამიანზეც კონტაქტური
გზით. ბაქტერია ორგანიზმში იჭ რება დაზიანებული კანიდან.
დაავა დება ხასიათდება სპეციფიკური გრანულომებით,
ნეკროზით, ქსოვილების დაჩირქებითა და ინტოქსიკაციით.
ქოთაოს გამომწვევი - Burkholderia (Pseudomonas) mallei აღმოჩენილ
იქნა ფ.ლეფლერის და ჰ.შუტცის მიერ 1882 წელს.
ქოლანგიექტაზია cholangiectasy холантиэктазия cholangiectasia
(ბერძნ. chole ნაღველი, angeion ძარღვი, ektasis გაფართოება) -
ღვიძლის სანაღვლე გზების გაფართოება.
ქოლანგიოკარცინომა cholangiocarcinoma холангиокарцинома
cholangiocarcinoma (ბერძნ. chole ნაღველი, angeion ძარღვი,
karkinima კიბო) - სანაღვლე სადინრების ავთვისებიანი სიმსივნე.
უფრო ხშირად ვითარდება მარჯვენა და მარცხენა სანაღვლე
სადინრების შეერთების ადგილზე. იწვევს ობსტრუქციული
სიყვითლის განვითარებას.
ქოლანგიოლიტი cholangiolitis холангиолит cholangioliitis (ბერძნ.
chole ნაღველი, angeion ძარღვი, itis ანთება) - უმცირესი სანაღვლე
სადინრების ანთება. შდრ. ქოლანგიტს.
ქოლანგიომა cholangioma холангиома cholangioma (ბერძნ. chole
ნაღველი, angeion ძარღვი, oma სიმსივნე) - სანაღვლე
სადინრებიდან განვითარებული ეპითელური წარმოშობის
სიმსივნე.
ქოლანგიოჰეპატიტი cholangiohepatitis холангиогепатит
cholangiohepatitis (ბერძნ. chole ნაღველი, angeion ძარღვი, hepar
ღვიძლი, itis ანთება) - ღვიძლისა და სანაღვლე გზების
ერთდროული ანთება.
ქოლანგიტი cholangitis холангит cholangitis (ბერძნ. chole
ნაღველი, angeion ძარღვი, itis ანთება) - სანაღვლე გზების ანთება.
ჩვეულებრივ ვითარდება სადინრების დახშობისას
(განსაკუთრებით, კენჭებით) ანდა სანაღვლე გზებზე ჩატარებული
ოპერაციის შემდგომ. ახასიათებს ჰეპატომეგალია, ტკივილები,
სიყვითლე, მაღალი სიცხეები. დაავადების საწყის სტადიაზე
ნაჩვენებია ანტიბიოტიკებით მკურნალობა, თუმცა საბოლოო
გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელია დახშული სადინრის
ქირურგიული გათავისუფლება კონკრემენტისაგან.
ქოლედოქოტომია choledochotomy холедохотомия
choledochotomia (ბერძნ. choledochos ნაღვლის სადინარი, tomeo
ვჭრი, ვკვეთავ) - საერთო სანაღვლე სადინრის გაკვეთის
ქირურგიული ოპერაცია იქიდან კენჭების ამოღების მიზნით.
ქოლელითიაზი cholelithiasis холелитиаз cholelithiasis (ბერძნ.
chole ნაღველი, lithos ქვა, კენჭი) - ნაღველკენჭოვანი დაავადება.
კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში, იშვიათად სანაღვლე
გზებში.
ქოლემია cholaemia холемия cholaemia (ბერძნ. chole ნაღველი,
haima სისხლი) - სისხლსა და სხვა ქსოვილებში ნაღვლის
შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტების დაგროვება.
ქოლერა cholera холера cholera (ბერძნ. chole ნაღველი, rheo
მოვედინები. ძველად ფიქრობდნენ, რომ აღნიშნულ დაავადებას
იწვევს ნაღვლის დიდი რაოდენობით გამოყოფა) - იგივე აზიური
ქოლერა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ინფექციური დაავადებაა.
გამომწვევია ქოლერის ვიბრიონი (Vibrio cholerae). ახასიათებს
მძიმე საერთო ინტოქსიკაცია და მკვეთრად გამოხატული
დეჰიდრატაცია. ცნობილია ქოლერის რამდენიმე პანდემია.
ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენებამდე ლეტალობა ძალზე
მაღალი იყო.
ქოლერაგია cholerrhagia холерагия cholerrhagia (ბერძნ. chole
ნაღველი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ნაღვლის
გაძლიერებული გამოყოფა.
ქოლერა ელ-ტორი cholera el-tor холера эль-тор cholera el-tor
(ბერძნ. chole ნაღველი, rheo მოვედინები) - ქოლერის გამომწვევი
ე ღველ ვედ ე ქ ლე გ წვევ
ბაქტერიის ვარიანტი. აღმოჩენილია 1906 წელს ეგვიპტეში, ელ-
ტორის საკარანტინო სადგურში. ელ-ტორის ვიბრიონი აღიარებულ
იქნა ქოლერის მე-7 პანდემიის გამომწვევ აგენტად.
ქოლერიკი choleric холерик cholericus (ბერძნ. chole ნაღველი) -
სწრაფად აგზნებადი, ენერგიული, ზედმეტად ტემპერამენტული
ადამიანი.
ქოლერინა cholerina холерина (европейская холера) cholera nostras
(europeica) (ბერძნ. cholera, ლათ. noster ჩვენი) - მწვავე ინფექციური
წარმოშობის (პარატიფის და სხვ.) გასტროენტერიტი. საწყის
სტადიაზე წააგავს ქოლერას.
ქოლესტაზი cholestasis холестаз cholestasis (ბერძნ. chole ნაღველი,
stasis შეგუბება) - ნორმასთან შედარებით, ნაღვლის წვენის
არასაკმარისი ჩადინება ნაწლავებში. ხასიათდება ობსტრუქციული
სიყვითლით. მიზეზი შეიძლება იყოს სანაღვლე სადინრების
მექანიკური დახშობა (მაგ., კენჭით) ანდა ღვიძლის რომელიმე
დაავადება. სიყვითლის დამახასიათებელი სიმპტომებია შარდის
გამუქება, განავლის გაფერმკრთალება და კანის ქავილი.
ქოლესტეატომა cholesteatoma холеастатома cholesteatoma (ბერძნ.
chole ნაღველი, stear ქონი, oma სიმსივნე) - კეთილთვისებიანი,
ბრტყელი ეპითელიუმისაგან შემდგარი ახალწარმონაქმნი. შეიცავს
რქოვან მასას და ქოლესტერინის კრისტალებს. ვითარდება კანში,
ძვლებში და თავის ტვინის რბილ გარსებში. სათანადო
მკურნალობის გარეშე, ქოლესტეატომამ შეიძლება გამოიწვიოს
თავის ტვინის ინფექციური დაზიანება (მენინგიტი ან ცერებრული
აბსცესი).
ქოლესტერინემია cholesterinemia холестеринемия
cholesterinaemia (ბერძნ. chole ნაღველი, stear ქონი, haima სისხლი) -
ქოლესტერინის არსებობა სისხლში.
ქოლესტეროზი cholesterosis холестероз cholesterosis (ბერძნ. chole
ნაღველი, stear ქონი, osis მდგომარეობა) - ქრონიკული
ქოლეცისტიტის სახესხვაობა, რომლის დროსაც ქოლესტეროლის
უმცირესი კრისტალები ილექება ნაღვლის ბუშტის შინაგან
კედლებზე. ეს კრისტალები დროთა განმავლობაში შეიძლება
გაიზარდონ და გარდაიქმნენ ნაღვლის ბუშტის კენჭებად.
ქოლესტეროლი cholesterol холестерол cholesterolum (ბერძნ. chole
ნაღველი, stear ქონი) - თავისუფალ მდგომარეობაში ან უმაღლეს
ღველ ქ ვ უფ ლ დგ ე უ ღლე
ცხიმოვან მჟავათა ეთერის სახით არსებული ლიპოიდი. მისი
დალექვა სისხლ ძარღვების კედლებზე იწვევს მათი სანათურების
შევიწროებას და ათე როსკლეროზის განვითარებას. სინ.:
ქოლესტერინი.
ქოლეცისტექტომია cholecystectomy холецистектомия
cholecystectomia (ბერძნ. chole ნაღველი, kystis ბუშტი, ektome
ამოკვეთა) - ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
ქოლეცისტიტი cholecystitis холецистит cholecystitis (ბერძნ. chole
ნაღველი, ლათ. cystis ბუშტი) - ნაღვლის ბუშტის ანთება.
ქოლეცისტოლითიაზი cholecystolithiasis холецистолитиаз
cholecystolithiasis (ბერძნ. chole ნაღველი, ლათ. cystis ბუშტი, lithos
ქვა, კენჭი) - ნაღვლის ბუშტში ერთი ან რამდენიმე კონკრემენტის
არსებობა.
ქოლეცისტოტომია cholecystotomy холецистотомия
cholecystotomia (ბერძნ. chole ნაღველი, ლათ. cystis ბუშტი, tomeo
ვჭრი, ვკვეთავ) - ნაღვლის ბუშტის გაკვეთის ქირურგიული
ოპერაცია (ჩვეულებრივ, კენჭის ამოღების მიზნით). ტარდება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა
(ქოლეცისტექტომია) რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია ან
სახიფათო.
ქონდრექტომია chondrectomy хондрэктомия chondrectomia
(ბერძნ. chondros ხრტილი, ეკტომე ამოკვეთა) - ხრტილის
ამოკვეთის ოპერაცია.
ქონდრიტი chondritis хондрит chondritis (ბერძნ. chondros
ხრტილი, itis ანთება) - ხრტილოვანი ქსოვილის ანთება.
ქონდრობლასტომა chondroblastoma хондробластома
chondroblastoma (ბერძნ. chondros ხრტილი, blastos ყლორტი, ღივი,
oma სიმსივნე) - ქონდრობლასტებისაგან წარმოქმნილი
კეთილთვისებიანი სიმსივნე. თავისი გარეგნული შესახედაობით
წააგავს დიფერენცირებული ხრტილოვანი ქსოვილის გროვას.
ქონდროგენეზი chondrogenesis хондрогенез chondrogenesis
(ბერძნ. chondros ხრტილი, genesis წარმოქმნა) - ხრტილის
წარმოქმნის პროცესი.
ქონდროდისტროფია chondrodystrophy хондродистрофия
chondrodystrophia (ბერძნ. chondros ხრტილი, dys მოშლა, დარღვევა,
trophe კვება) - ხრტილოვანი ქსოვილის წარმოქმნის დარღვევასთან
კვე ტ ლ ვ ქ ვ ლ წ ქ დ ღვევ
დაკავშირებული მემკვიდრული დაავადება. მისი წარმოქმნა
დაკავშირებულია მუკოპოლისაქარიდების მეტაბოლიზმის
თანდაყოლილ დარღვევასთან. დაავადება ვლინდება საყრდენ-
მამოძრავებელი აპარატის მთელი რიგი დარღვევებით, რაც
საბოლოო ჯამში იწვევს ქონდრისკაცობის განვითარებას. ხშირად
ასეთ ავადმყოფებს უვითარდებათ ოსტეოპოროზი, ასევე გულის
დაზიანებები და თვალის რქოვანას შემღვრევა.
ქონდრომა chondroma хондрома chondroma (ბერძნ. chondros
ხრტილი, oma სიმსივნე) - ხრტილოვანი უჯრედებისაგან
წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე. უფრო ხშირად
ვითარდება ტერფების და მტევნების ძვლებში.
ქონდრომალაცია chondromalacia хондромаляция chondromalacia
(ბერძნ. chondros ხრტილი, malakos რბილი) - ხრტილის
ქსოვილოვანი ცვლილება, რაც ხასიათდება მისი პროგრესული
დარბილებით და ეროზიით, რასაც თან მოყვება სახსრების
დეფორმაცია.
ქონდროპათია chondropathy хондропатия chondropathia (ბერძნ.
chondros ხრტილი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ხრტილოვანი
ქსოვილის ნებისმიერი დაავადების ერთობლივი სახელწოდება.
ქონდროსარკომა chondrosarcoma хондросаркома chondrosarcoma
(ბერძნ. chondros ხრტილი, sarx ხორცი oma სიმსივნე) -
ხრტილოვანი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც
ვითარდება ძვლებში. მკურნალობისათვის სიმსივნე ან უნდა
ამოიკვეთის ქირურგიული გზით, ანდა უნდა ჩატარდეს სხივური
თერაპია.
ქონდროციტი chondrocyte хондроцит chondrocytum (ბერძნ.
chondros ხრტილი, kytos უჯრედი) - ხრტილის შემადგენელი
უჯრედი.
ქორეა chorea хорея chorea (ბერძნ. choreia ცეკვა) - ტვინის და
მასში არსებული ექსტრაპირამიდული სისტემის ორგანული
დაზიანებით განპირობებული ნერვული მოშლილობა.
ავადმყოფისათვის დამახასიათებელია თავისსახის და კიდურების
უნებლიე კანკალი. მოხუცებულების ქორეა (senile chorea)
სპორადულად უვითარდებათ ხანდაზმულ ადამიანებს, თუმცა
ჰანტინგტონის ავადმყოფობისაგან გან ს ხვავებით, თან არ ახლავს
ჭკუასუსტობა.
ჭკუ უ ტ
ქორეა სიდენჰამის Sydenham's chorea хорея Сиденгама chorea
Sydenhami (ბერძნ. choreia ცეკვა) - ჩვეულებრივ აზიანებს ბავშვებს,
რასაც ხშირად თან ერთვის რევმატული ცხელება. ადრე წმინდა
ვიტის ცეკვას უწოდებდნენ. ეფექტურია მკურნალობა სუსტი
ტრანკვილიზატორებით
ქორიოიდიტი choroiditis хореоидит chorioiditis (ბერძნ. chorion
კანი, გარსი, eidos მსგავსი, itis ანთება) - თვალის სისხლძარღვოვანი
გარსის ანთება, რასაც თან ახლავს მხედველობის დაქვეითება,
თუმცა ადამიანი თვალის ტკივილს არ განიცდის.
ქორიონეპითელიომა chorionepithelioma хорионэпителиома
chorionepithelioma (ბერძნ. chorion კანი, გარსი, epithelium
ეპითელიუმი, oma სიმსივნე) - აღნიშნული სიმსივნე
უვითარდებათ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს ნაყოფის
ქორიონის უჯრედებისაგან. უშუალო კავშირი აქვს
ორსულობასთან. სწრაფად აზიანებს ფილტვებს. შედარებით
მგრძნობიარეა ციტოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატების
მიმართ.
ქორიონი chorion хорион chorion (ბერძნ. chorion კანი, გარსი) -
უმაღლეს ხერხემლიანებში: ჩანასახის გარეთა ბუსუსოვანი გარსი.
ჩაზრდილია საშვილოსნოს ლორწოვან გარსში და ემსახურება
პლაცენტის ფორმირებას.
ქორიონის ბიოფსია chorion biopsy бопсиа хориона chorion biopsia
(ბერძნ. chorion კანი, გარსი, bios სიცოცხლე, opsis მხედველობა) -
ორსულობის მე-7-11-ე კვირას განხორციელებული პროცედურა
პრენატალური დიაგნოსტიკისათვის საჭირო მასალის
(უჯრედების) მისაღებად.
ქორიორეტინიტი chorioretinitis хориорэтинит chorioretinitis
(ბერძნ. chorion კანი, გარსი, ლათ. retina თვალის ბადურა, ბერძნ.
itis ანთება) - თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას
ერთდროული ანთება.
ქრისტესისხლა chelodonium чистотел Chelodonium majus L. -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ალკალოიდებს,
ეთერის ზეთს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას,
ფისებს და სხვ. ამ მცენარისაგან დამზადებული პრეპარატები
აბრკოლებენ ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას, გააჩნიათ
ბაქტერიოსტატიკური მოქმედება კოხის ჩხირის მიმართ. იყენებენ
ქტე ტ ტ კუ ქ ედე კ ყე ე ე
აგრეთვე სტენოკარდიის, ჰიპერტონიის, ღვიძლის და ნაღვლის
ბუშტის პათოლოგიების შემთხვევებში და სხვ.
ქრომატინი chromatin хроматин chromatinum (ბერძნ. chroma
ფერი) - უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ინტენსიურად
იღებება ძირითადი საღებავებით. ინტერფაზის პერიოდში
კონცენტრირებულია ქრომოსომებში. შედგება ეუ- და
ჰეტეროქრომატინისაგან.
ქრომატურია chromaturia хроматурия chromaturia (ბერძნ. chroma
ფერი, uron შარდი) - შარდის პათოლოგიური შეფერილობა.
ქრომობლასტომიკოზი chromoblastomycosis хромобластомикоз
chromoblastomycosis (ბერძნ. chroma ფერი, blastos ყლორტი, ღივი,
mykes სოკო, osis მდგომარეობა) - მიეკუთვნება კანქვეშა მიკოზების
ჯგუფს. ქრონიკული გრანულომური დაავადებაა. გამომწვევები
(Fonsecaea compacta, F.pedrosoi, Phialophora verrucosa,
Cladophialophora carrionii და სხვ.) დიმორფული სოკოებია. მათ
მიერ წარმოქმნილი კოლონიები მოყავისფრო-მოშავო
შეფერილობისაა, რაც განპირობებულია მათში მელანინის
არსებობით. გამომწვევი აგენტი ორგანიზმში იჭრება
დაზიანებული კანიდან. სამკურნალოდ იყენებენ ინტრაკონაზოლს,
5-ფლუციტოზინს და ამფოტერიცინ B-ს.
ქრომოსომები chromosomes хромосомы chromosomas (ბერძნ.
chroma ფერი, soma სხეული) - უჯრედის ბირთვის ორგანოიდებია,
რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს უჯრედისა და მთლიანად
ორგანიზმის ძირითად მემკვიდრულ თვისებებს.
წარმოადგენენძაფისებრი ან ჩხირისებრი ფორმის წარმონაქმნებს.
მათშია კონცენტრირებული უჯრედის დნმ-ს 99%. ტერმინი
შემოტანილია ვ.ვალდეიერის მიერ 1888 წელს.
ქრომოსომების კომპლექტი chromosomal set комплект хромосом
complecto chromosomalis (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული, ლათ.
complectus სრული) - იგივე ქრომოსომების ნაკრები. ამა თუ იმ
უჯრედის ქრომოსომათა ერთობლიობა. სხვადასხვა ორგანიზმებს
ქრომოსომების სხვადასხვა რაოდენობა ახასიათებთ.
ქრომოსომული აბერაციები chromosomal aberrations
хромосомные абберации aberratio chromosomales (ბერძნ. chroma
ფერი, soma სხეული, ლათ. aberratio გადახვევა) - ქრომოსომების
სტრუქტურული ცვლილებები. განასხვავებენ შიდაქრომოსომულ
ტ უქტუ ულ ცვლ ლე ე გ ვ ვე ე დ ქ ულ
და ქრომოსომათა შორის აბერაციებს: დელეციებს, დუპლიკაციებს,
ინვერსიებს და ტრანსლოკაციებს.
ქრომოსომული დაავადებები - იხ. ავადმყოფობები
ქრომოსომული.
ქრომოსომული მარკერები chromosomal markers хромосомные
маркеры marcerus chromosomalis (ბერძნ. chroma ფერი, soma
სხეული, ფრანგ. marquer მონიშვნა) - სხვადასხვა
დაავადებებისათვის დამახასიათებელი (პათოგნომური)
ქრომოსომული ცვლილებები. მაგ., ქრონიკული
მიელოლეიკემიისათვის პათოგნომურია ე.წ. ფილადელფიური
ქრომოსომა (Ph).
ქრომოსომული რუკა chromosome map хромосомная карта chartae
chromosomalis (ბერძნ. chroma ფერი, soma სხეული) - გენების ან
მათი უბნების (საიტების) განლაგების გამოსახულება ქრომოსომის
მთელ სიგრძეზე, მათ შორის მანძილის და ურთიერთგანლაგების
ჩვენებით. სინ.: გენეტიკური რუკა.
ქრომოცისტოსკოპია chromocystoscopia хромоцистоскопия
chromocystoscopia (ბერძნ. chroma ფერი, საღებავი, kystis შარდის
ბუშტი, skopeo ვუყურებ) - შარდის ბუშტის და შარდსაწვეთების
დათვალიერება ვენაში საღებავი ნივთიერების შეყვანის შემდეგ.
შეღებილი შარდი ნორმაში გამოიყოფა 4-6 წუთში. ნაკლებად
შეღებილი შარდის გამოყოფა ან შეღებილი შარდის დაგვიანებით
გამოყოფა მიუთითებს თირკმლის ფუნქციის მოშლაზე.
ქრონიზაცია chronization хронизация chronisatio (ბერძნ. chronikos
დროსთან დაკავშირებული) - ამა თუ იმ მწვავე პათოლოგიური
პროცესის ქრონიკულში გადასვლა.
ქრონიკული chronic хронический chronicus (ბერძნ. chronikos
დროსთან დაკავშირებული) - რაც დიდხანს გრძელდება,
მიმდინარეობს. მაგ., ქრონიკული დაავადება, ქრონიკული
ექსპერიმენტი მღრღნელებზე და სხვ.
ქრონიოსეფსისი chroniosepsis хрониосепсис chroniosepsis (ბერძნ.
chronios ხანგრძლივი, sepsis ლპობა) - იგივე ქრონიკული სეფსისი.
ნელა მიმდინარე სეფსისი რემისიის (იხ.) ხანგრძლივი (რამდენიმე
თვე და წელიც კი) პერიოდებით.
ქრონოონკოლოგია chronooncology хроноонкология
chronooncologia (ბერძნ. chronikos დროსთან დაკავშირებული, onkos
g ე დ დ კ ვ ე ულ
სიმსივნე, logos მოძღვრება) - 1.ბიოლოგიური რითმების გავლენის
შესწავლა სიმსივნის ზრდაზე. 2.ანტისიმსივნური თერაპია, რაც
ეფუძნება სამკურნალო პრეპარატების გამოყენების
სინქრონიზაციას.
ქსანთომა xanthoma ксантома xanthoma (ბერძნ. xanthos ყვითელი,
oma სიმსივნე) - უმთავრესად კანზე განვითარებული ყვითელი
ფერის კვანძი ან ბალთა (ფოლაქი), რომელიც შედგება ლიპიდების
შემცველი ჰისტიოციტებისაგან (იხ. ჰისტიოციტი).
ქსანთოპსია xanthopsia ксантопсия xanthopsia (ბერძნ. xanthos
ყვითელი, opsis მხედველობა) - საგნების დანახვა ყვითლად:
ფერადი მხედველობის დარღვევაა.
ქსენოტრანსპლანტაცია xenotransplantation ксенотрансплантация
xenotransplantatio (ბერძნ. xenos უცხო, ლათ. trans იქით, იქითა,
plantatio ნერგი) - ქსოვილებისა და ორგანოების გადანერგვა
სხვადასხვა სახეობების ფარგლებში (მაგ., მაიმუნიდან ადამიანზე
ან პირიქით). სინ.: ქსენოგენური გადანერგვა,
ჰეტეროტრანსპლანტაცია, ჰეტეროლოგიური გადანერგვა.
ქსეროდერმა xeroderma ксеродерма xeroderma (ბერძნ. xeros
ხმელი, მშრალი, derma კანი) - კანის არანორმალური სიმშრალე
ქატოსებრი ქერცლებით. მემკვიდრული ქრონიკული დაავადებაა
(რეცესიული ჰიპოდერმატოზი). ხშირად ვლინდება ბავშვებში,
რომელთა მშობლები სისხლით ნათესავები არიან.
ქსეროდერმა პიგმენტური pigmented xeroderma пигментная
ксеродерма xeroderma pigmentosum (ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი,
derma კანი, ლათ. pigmentum საღებავი) - კანის მემკვიდრული
დაავადებაა, ობლიგატური პრეკანცერი. ვლინდება ბავშვობის
ასაკში. ახასიათებს გაფანტული პიგმენტური ლაქები, კანის
შეჭმუხნა და დაწყლულება, მეჭეჭოვანი და კერატოზული უბნების
სწრაფი ტრანსფორმაცია ავთვისებიან სიმსივნედ. პროგნოზი არა
კეთილსაიმედოა.
ქსეროზი xerosis ксероз xerosis (ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, osis
მდგომარეობა) - კანის, კონიუნქტივის და ლორწოვანი გარსების
ანომალური სიმშრალე.
ქსეროფთალმია xerophthalmia ксероптальмия xerophthalmia
(ბერძნ. xeros ხმელი, მშრალი, ophthalmos თვალი) - თვალების
სიმშრალე: კონიუნქტივისა და რქოვანა გარსის თავისებური
ლე კ უ ქტ ვ დ ქ ვ გ ვ ე უ
ცვლილება A ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში. დაავადება
შეიძლება გართულდეს კერატომალაციით (იხ.) და დამთავრდეს
სიბრმავით.
ქსოვილი tissue ткань textus (ბერძნ. histos ქსოვილი) -
აგებულებით, წარმოშობით, ფუნქციებით მსგავსი უჯრედების
ერთობლიობა, უჯრედშორის ნივთიერებებთან ანდა სხვა
სტრუქტურებთან ერთად. განასხვავებენ ეპითელურ,
შემაერთებელ, ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებს. ზოგჯერ ცალკე
გამოყოფენ სისხლს, ლიმფას და რეპროდუქციულ ქსოვილს. ცნება
ქსოვილი ბიოლოგიაში პირველად შემოიტანა ფრანგმა ანატომმა
და ფიზიოლოგმა მ.ფ.ქ. ბიშამ (1771- 1802).
ქსოვილოვანი კულტურა - იხ. უჯრედული კულტურა.
ქუნთრუშა scarlet fever (scarlatina) скарлатина febris scarlatina
(ლათ. scarlatum წითელი, ალისფერი) - მწვავე ინფექციური
დაავადებაა. ავადდებიან 1-დან 8 წლამდე ბავშვები. კლინიკურად
ვლინდება ანგინით, ლიმფადენიტით, გამონაყარით, ორგანიზმის
საერთო ინტოქსიკაციით და ჩირქოვან- სეფტიკური და
ალერგიული გართულებებისადმი მიდრეკილებით. გამომწვევებია
A სეროჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკები (უმთავრესად,
Str. pyogenes). პოსტინფექციური იმუნიტეტი მყარია, ხანგრძლივი.
მკურნალობას ატარებენ ანტიბიოტიკებით.
ქუ ცხელება Q fever лихорадка ку Q febris (ინგლ. query fever
საეჭვო ცხელება: რადგანაც აღნიშნული დაავადება გარკვეული
დროის მანძილზე საიდუმლოებით იყო მოცული) - მწვავე
ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ბერნეტის
რიკეტსია (Coxiella burnetii). აღნიშნული ბუნებრივ- კეროვანი
დაავადება გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი, ალიმენტური ან
კონტაქტური გზებით. კლინიკურად ვლინდება ინტოქსიკაციით,
ცხელებით, პნევმონიით და სხვ. სინ.: ქუ რიკეტსიოზი.
X-ქრომოსომა X-chromosome X- хромосома X-chromosoma (ბერძნ.
chroma ფერი, soma სხეული) - სასქესო ქრომოსომა, რომელიც
გააჩნიათ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ქალებს ორი X-
ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი ერთი. X-ქრომოსომებზე
ლოკალიზებულია გენეტიკური დაავადებების (მაგ., ჰემოფილიის)
განვითარებაზე პასუხისმგებელი გენები. ასეთ გენებს სქესთან
შეჭიდულს უწოდებენ.
ეჭ დულ უწ დე ე
Y-ქრომოსომა Y-chromosome Y- хромосома Y-chromosoma (ბერძნ.
chroma ფერი, soma სხეული) - სასქესო ქრომოსომა, რომელიც
გააჩნიათ მხოლოდ მამაკაცებს. ზომით X-ქრომოსომაზე მცირეა.
ადამიანში X-ქრომოსომასთან ერთად განსაზღვრავს
ჰეტეროგამეტური სქესის განვითარებას (ადამიანში - მამაკაცის
სქესს).
სამედიცინო ლექსიკონი


ღეროვანი ujredi stem cell стволовая клетка cellula truncus -
ნებისმიერი ქსოვილის (მათ შორის ჰემოპოეზურის) უჯრედების
წინამორბედი, არადიფერენცირებული (პოლიპოტენტური)
უჯრედი, რომლის დიფერენცირების შემდეგ წარმოიქმნება
ქსოვილების სპეციალიზებული უჯრედები (მაგ., სისხლის ყველა
რიგის უჯრედები - ერითროციტები, ლეიკოციტები,
თრომბოციტები).
ღეჭვა mastication жевание masticatio (ლათ. mastico ვღეჭავ) -
საკვების დაღეჭვის პროცესი, რის შედეგად საკვები ქუცმაცდება,
ნერწყვით სველდება და მზადდება ე.წ. გუნდა, რომელიც პირის
ღრუდან გადადის საყლაპავ მილში.
ღვია juniper можжевельник Juniperus communis - წიწვიანი
ბუჩქია ან ხე. შეიცავს ეთერის ზეთს, ძმრის, ვაშლის და
ჭიანჭველის მჟავებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ფისებს, გლიკოზიდ
იუნიპერინს, ყვითელ პიგმენტს, სპირტს, ცვილს. იყენებენ როგორც
შარდმდენ, მადეზინფიცირებელ, ამოსახველებელ, საჭმლის
მონელების გასაუმჯობესებელ საშუალებას, აგრეთვე
დერმატიტების, რევმატიზმის, თირკმლების ქრონიკული
ანთებების, კუჭისა და ღვიძლის პათოლოგიების შემთხვევებში.
ღვიძლი liver печень hepar - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
ჯირკვალია. პარენქიმის სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია
წილები, რომლებიც შედგებიან ნაღვლის გამომყოფი
ჰეპატოციტებისაგან. ღვიძლში კარის ვენით შედის სისხლი,
რომელიც მდიდარია გლიკოგენის, ცილების, ლიპიდების და სხვ.
ნივთიერებების სინთეზისათვის აუცილებელი შენაერთებით.
სისხლი ღვიძლიდან გადის ღვიძლის ვენის საშუალებით. ღვიძლი
მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, რეტინოლის,
მინერალური ნივთიერებების ცვლაში. მისი ბარიერული ფუნქცია
მდგომარეობს ცვლის პროდუქტების დეზინტოქსიკაციაში,
მიკრობების ზრდა-განვითარების ინჰიბიციაში და სხვ.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჰომეოსტაზის
შენარჩუნებაში, ელენთასთან ერთად ასრულებს სისხლის დეპოს
როლს, ხოლო ემბრიონულ პერიოდში მონაწილეობს ჰემოპოეზში
და იმუნური პროცესების ჩამოყალიბებაში.
ღვიძლის ორპირა hepatic flukes печеночный сосаьщик Fasciola
hepatica - იგივე ღვიძლის პეპელა. ბრტყელი ჭიების ტიპის,
დიგენეზური ტრემატოდების კლასის წარმომადგენელია.
დეფინიტური მასპინძლებია ადამიანი, შინაური და გარეული
ცხოველები. პარაზიტობს ღვიძლში, ღვიძლის სადინარებსა და
ნაღვლის ბუშტში. შუალედური მასპინძელია მტკნარი წყლის
ლოკოკინა - მცირე ტბორულა.
ღორის გრიპი - იხ. გრიპი ღორის, გრიპი ფრინველების, ვირუსი
ღორების გრიპის.
ღორის სოლიტერი pork tapeworm свиной цепень Tenia solium -
მიეკუთვნება ბრტყელი ჭიების ტიპის თასმისებრთა კლასს ანუ
ცესტოდებს. სიგრძე 8 მეტრამდე აღწევს. ხორთუმზე აქვს ორ
წყებად განლაგებული 32 კაუჭი. ამიტომაც, ხარის სოლიტერისაგან
განსხვავებით, ეწოდება შეიარაღებული. თავს სკოლექსი ეწოდება,
სხეულს - სტრობილა, რომელიც პროგლოტიდებისაგან შედგება.
ჰერმაფროდიტებია, განვითარება ხდება შუალედური მასპინძლის,
ღორის დახმარებით. კვერცხების მომწიფება ხდება ბოლო
პროგლოტიდში. ღორი სენიანდება კვერცხებიანი
პროგლოტიდების, ხოლო ადამიანი - ფინოზური ხორცის საკვებად
გამოყენების შემთხვევაში.
ღრძილი gum десна gingiva - ლორწოვანი გარსით დაფარული
მკვრივი შემაერთებელი ქსოვილის შრე, რომელიც ფარავს ზედა
ყბის ალვეოლურ მორჩებს და ქვედა ყბის ალვეოლურ ნაწილს.
ღრძობა - იხ. დისტორსია.
სამედიცინო ლექსიკონი


ყაბზობა - იხ. კონსტიპაცია.
ყბა-ყურა - იხ. პაროტიტი.
ყვავილი - იხ. ნატურალური ყვავილი.
ყვითელი სხეული yellow body желтое тело corpus luteus -
ადამიანსა და ძუძუმწოვრებში შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი,
რომელიც ოვულაციის შემდგომ წარმოიქმნება საკვერცხის
ფოლიკულის მარცვლოვანი შრისაგან. განასხვავებენ ორსულობის
და ციკლურ ანუ მენსტრუალურ ყვითელ სხეულებს. გამოყოფს
ორსულობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის აუცილებელ
ჰორმონ პროგესტერონს. კერძოდ, იგი აუცილებელია ყოველი
მენსტრუალური ციკლის დასრულებისათვის, აგრეთვე
შესაძლებელს ხდის კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოს
კედელში და იწვევს სარძევე ჯირკვლის სტიმულაციას
ორსულობის ბოლო თვეებში.
ყვითელი ცხელება - იხ. ცხელება ყვითელი.
ყვითრი yolk желток vitellus (ბერძნ. lekitos ყვითრი) - იგივე
დეიტოპლაზმა. საკვები ნივთიერება, რომელიც გროვდება
ადამიანის და ცხოველების კვერცხუჯრედებში. იგი აუცილებელია
განვითარებადი ჩანასახისათვის. ყვითრის ლოკალიზაცია
განსაზღვრავს კვერცხის განვითარების ტიპს (იზოლეციტალური,
ტელოლეციტალური და ა.შ.).
ყია - იხ. ეპიგლოტისი.
ყივანახველა whooping cough коклюш pertussis - უმეტესწილად
ბავშვების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება
ციკლური მიმდინარეობით და პაროქსიზმული, სპაზმური
ხველებით. ყივანახველას გამომწვევი ბაქტერია (Bordetella
pertussis) აღმოჩენილ იქნა 1900 წელს. გრამ-უარყოფითია,
მიეკუთვნება ჰემოფილურ ბაქტერიებს. ბორდეტელას ჩხირის
თერმოლაბილური ეგზოტოქსინი (პერტუსინი) პათოგენურობის
მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. დასენიანება ხდება ჰაერ-
წვეთოვანი გზით. საინკუბაციო პერიოდი 3-დან 14 დღეს შეადგენს.
გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ ფორმირდება მყარი,
ხანგრძლივი იმუნიტეტი. ბავშვებში სპეციფიკური
პროფილაქტიკისათვის იყენებენ ადსორბირებულ ყივანახველა-
დიფთერიულ-ტეტანუსის ვაქცინას (ყდტ).
ყითა - იხ. ანუსი.
ყირიმ-კონგოს ცხელება - იხ. ცხელება კონგო-ყირიმის.
ყიფლიბანდი fontanelle родничок fonticulus (ლათ. fons წყარო) -
შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტით დაფარული ნაყოფის ან
ახალშობილის თავის ქალას გაუძვალებელი უბანი, სადაც
ერთიანდება რამდენიმე ძვალი.
ყლაპვა swallowing (smell) глотание deglutatio (ლათ. deglutinatio
ყლაპვა) - რეფლექსური აქტი, რომლის მეშვეობითაც ადგილი აქვს
საჭმლის გუნდის გატარებას პირის ღრუდან საყლაპავი მილისაკენ.
ყნოსვა olfaction обоняние olfactus (odoratio) - ადამიანის მიერ
სუნის შეგრძნების ფიზიოლოგიური პროცესი.
ყური ear ухо auris - სმენის ორგანო, სმენითი ანალიზატორის
პერიფერიული ნაწილი, რომელშიც შედის წონასწორობის
ორგანოც. შედგება 3 განყოფილებისაგან - გარეთა, შუა და შიგნითა
ყურისაგან. გარეთა ყური შედგება ყურის ნიჟარისაგან, რომელიც
აფოკუსირებს და გადასცემს ბგერით ტალღებს გარე სასმენ მილს.
ბგერითი ტალღები იწვევს ყურის დაფის აპკის რხევებს. დაფის
აპკი ყოფს გარეთა ყურს შუა ყურისაგან. შუა ყურში 3 სასმენი
ძვალია - ჩაქუჩი, უზანგი და გრდემლი, რომლებიც დაფის აპკის
რხევებს გადასცემენ ოვალურ ფანჯრის აპკს, რომელიც შუა ყურს
ყოფს შიგნითა ყურისაგან. შიგნითა ყური წარმოადგენს არხებისა
და ღრუების რთულ სისტემას. სმენითი რეცეპტორები იმყოფება
ლოკოკინაში, ხოლო წონასწორობის ორგანოს რეცეპტორები -
ოვალური და მრგვალი ფორმის ტომსიკებში და
ნახევრადრკალოვანი არხების ამპულებში. ლოკოკინაში
განლაგებულია მგრძნობიარე, ძალზე ნაზი წამწამოვანი
უჯრედები. ე.წ. კორტიის ორგანოში ხდება ბგერითი ტალღების
გარდასახვა ელექტრულ იმპულსებად.
სამედიცინო ლექსიკონი


შაგასის ავადმყოფობა - იხ. ავადმყოფობა შაგასის.
შავი ჭირი plague (pest, black death) чума pestis - კონვენციური
(საკარანტინო), მწვავე ინფექციური დაავადებაა მეტად მაღალი
ლეტალობით. ანთროპოზონოზია. გამომწვევია Iersinia pestis.
აღმოჩენილ იქნა 1894 წელს ფრანგი მეცნიერის ა. იერსენის მიერ.
ხასიათდება ბიპათოგენობით, ფსიქროფილია (იხ.).
სადეზინფექციო საშუალებებიდან ყველაზე უფრო სწრაფად
აღნიშნული ბაქტერიის გაუვნებლობას ახდენს სულემა (1:1000-ზე
განზავებით). ბაქტერიის რეზერვუარული მასპინძლებია
მღრღნელები, ხოლო გადამტანები - რწყილები. დაინფიცირების
კონტაქტური და ტრანსმისიული გზების შემთხვევებში
ვითარდება შავი ჭირის ბუბონური ფორმა, ინფექციის ჰაერ-
წვეთოვანი გზით გადაცემისას კი ფილტვის ფორმა ძალზე მაღალი
ლეტალობით. ავადმყოფობისათვის ტიპურია ძლიერი
ინტოქსიკაცია, გულის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და სხვ.
ავადმყოფი იღუპება გულის მწვავე უკმარისობით. თერაპიაში
წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ანტიბიოტიკოთერაპიას.
შაკიკი - იხ. ჰემიკრანია.
შალფეი sage шалфей salvia (Salvia offi cinalis) - ქართულად:
სალბი. მრავალწლიანი ნახევარბუჩქია. შეიცავს მთრიმლავ და
მწარე ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, სხვადასხვა ორგანულ მჟავებს
და ფისებს. გააჩნია მადეზინფიცირებელი, ანთების
საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი და სხვ. თვისებები.
იყენებენ სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის,
ანგინის, გასტრიტების, კოლიტების, კუჭის წყლულის, ღვიძ ლისა
და ნაღვლის ბუშტის ანთებისას და სხვ.
შანკრი chancre (chancroid) шанкр chancre (frang. chancre Sankri) -
წყლული, გამკვრივებული ქსოვილი სასქესო ორგანოებზე.
ცნობილია მკვრივი შანკრი და რბილი შანკრი.
შანკრი მკვრივი tender chancre шанкр твердый ulcus durum
(ფრანგ. chancre შანკრი) - ეროზია ან ზედაპირული წყლული,
სიფილისით დაავადების I ნიშანი. ჩნდება Treponema pallidum-ის
ორგანიზმში შეჭრის ადგილზე, 3 კვირის შემდეგ. სინ.: პირველადი
სიფილომა, სიფილისის წყლული.
შანკრი რბილი soft (nontender) chancre мягкий шанкр ulcus molle -
გადამდები ვენერული სნეულება, რომელიც ჩნდება ყველგან -
კანზე და ლორწოვან გარსებზე, უფრო ხშირად კი ვითარდება
წყლულების სახით სასქესო ორგანოების მიდამოებში. გადაეცემა
სქესობრივად (ვაგინალურად, ანალურად ან ორალურად).
გამომწვევია Haemophilus ducreyi. ეფექტურია
ანტიბიოტიკოთერაპია. სინ.: შანკროიდი, ვენერული წყლული.
შარდი urine моча (урина) urina - იხ. ურინა.
შარდის ბუშტი urinary bladder мочевой пузырь vesica urinaria
(ლათ. cystis შარდის ბუშტი) - ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელშიც
გროვდება შარდი. მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში. ბუშტის
კუნთოვანი კედლები დუნდება და იკუმშება მისი შარდით ავსების
შესაბამისად. შარდსაწვეთების შარდის ბუშტთან შეერთების
ადგილზე განლაგებულია სარქველები, რომლებიც აბრკოლებენ
შარდის უკუქცევას და იმ ბაქტერიების შეჭრას თირკმელში,
რომლებიც შეიძლება არსებობდნენ შარდის ბუშტში. თავის
ტვინიდან წამოსული იმპულსები იწვევს შარდის ბუშტის
შეკუმშვას და იმ სფინქტერის მოდუნებას, რომელიც ხურავს
შარდის ბუშტსა და შარდის გამომყოფ არხს შორის არსებულ
ხვრელს.
შარდ-კენჭოვანი დაავადება urolithiasis мочекаменная болезнь
urolithiasis - თირკმელებში და შარდოვან გზებში
დამახასიათებელი კონკრემენტების (კენჭების) წარმოქმნა შარდის
შემადგენელი კომპონენტებისაგან.
შარდმდენი საშუალებები diuretics мачегонные средства diuretica
- სამკურნალო ნივთიერებები (ფუროსემიდი, სპირონოლაქტონი,
დიაკარბი და სხვ.), რომლებიც აძლიერებენ წყლის და მარილების
გამოყოფას შარდთან ერთად და ამით ამცირებენ სითხის
შემცველობას ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში.
შარდოვანა urea мочевина ureum (urea) - ორგანულ ნაერთთა
დაშლის და დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი ერთ-ერთი
ნივთიერებაა. ამონიაკი, რომელიც შხამიანი ნივთიერებაა, სისხლს
ღვიძლში მიაქვს, სადაც იგი გარდაიქმნება ნაკლებად შხამიან
ნივთიერებად - შარდოვანად, რომელიც ორგანიზმიდან
ვ ე ე დ დ ვ დ ელ ც გ დ
ძირითადად თირკმლების მეშვეობით განიდევნება. შარდოვანას
მცირე რაოდენობას ოფლთან ერთად კანიც გამოყოფს. შარდოვანას
და სხვა აზოტშემცველი შენაერთების დაგროვება სისხლში,
ურემიის (იხ.) განვითარების უშუალო მიზეზია.
შარდ-სასქესო აპარატი urinogenital мачеполовой аппарат
urogenitalis - ერთიანი გენეზის (წარმოშობის) საშარდე და სასქესო
ორგანოები.
შარდსაწვეთი - იხ. ურეტერი.
შებრუნებითი ტიფი typhus recurrens возвратный тиф typhus
recurrens - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის ყველაზე
უფრო დამახასიათებელ სიმპტომს წარმოადგენს ცხელების
პერიოდული შეტევები. ეპიდემიური (ტილის) შებრუნებითი
ტიფის გამომწვევია ობერმეიერის სპიროქეტა (Borrelia recurrentis),
რომელიც მიეკუთვნება სპიროქეტების ოჯახის ბორელიების
გვარს. ეპიდემიური შებრუნებითი ტიფის გამომწვევი ბორელია
აქტიურად მოძრაობს, კარგად იღებება ფუქსინით და გიმზას
საღებავით. გრამ-უარყოფითია, მკაცრი აერობი. არსებობს აგრეთვე
ენდემური (ტკიპისმიერი) შებრუნებითი ტიფი, რომლის
გამომწვევებია Borrelia persica, B.duttoni და სხვ.
შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა - იგივე რევერტაზა (იხ.) ანუ რნმ-
ზე დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა.
შეკავება inhibition задержка inhibere (supprimere) - ნერვული
პროცესი, რომელიც ვლინდება აგზნების დაბლოკვით
გაღიზიანების საპასუხოდ ანდა თავის ტვინის ქერქში უკვე
წარმოქმნილი აგზნების დაქვეითებით. შეკავება აგზნებასთან
ერთად უზრუნველყოფს ქსოვილების, ორგანოების და მთლიანად
ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას. შეკავება იცავს
ქსოვილებსა და ორგანოებს (მაგ., ცენტრალურ ნერვულ სისტემას)
ჭარბი აგზნებისაგან და ამით „ასვენებს“ მათ. განასხვავებენ
პერიფერიულ და ცენტრალურ შეკავებებს.
შემაერთებელი ქსოვილი connective tissueL соединительная ткань
textus conjunctivus - ქსოვილის ამ ტიპს მიეკუთვნება საკუთრივ
შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი
ქსოვილი, აგრეთვე სისხლი და ლიმფა. ამ ქსოვილის უჯრედების
უმეტესობისათვის დამახასიათებელია უჯრედშორისი
ნივთიერების დიდი რაოდენობით სეკრეცია, რასაც ძირითადი
ვ ე ე დ დ დე ეკ ეც ც დ
ნივთიერება ეწოდება. ძირითადი ნივთიერებაა, მაგ., კოლაგენი,
რომელსაც გამოყოფენ შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები -
ფიბრობლასტები და ფიბროციტები. საკუთრივ შემაერთებელი
ქსოვილის 2 ტიპი არსებობს: მკვრივი და ფაშარი.
შერწყმა fusion слиание fusio (ინგლ. fusion) - იგივე ფუზოგენია.
სომატური უჯრედების შერწყმის პროცესი, რაც საბოლოოდ
დადგინდა იაპონელი ოკადასა და ფრანგი ბარსკის შრომებით. ეს
ფაქტი დაედო საფუძვლად მონოკლონური ანტისხეულების
სინთეზს ჰიბრიდომების (იხ.) საშუალებით.
შეშუპება - იხ. ედემა.
შეძენილი იმუნიტეტის სინდრომი - იხ. შიდსი.
შეწოვა resorption всасывание resorptio (adsorptio) - ქსოვილების
უჯრედული ელემენტებიდან (ბუსუსები, მემბრანები და სხვ.)
ნივთიერებების გადასვლა სისხლსა და ლიმფაში. ადგილი აქვს
უმთავრესად საჭმლის მომ ნელებელ ტრაქტში, აგრეთვე ფი
ლტვებში, პლევრაში, საშვილოსნოში და სხვ. შეწოვის პროცესში
მონაწილეობას იღებენ უჯრედული ორგანოიდები -
მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი, ენდოპლაზმური ბადე და ა.შ.
რთული საკვები ნივთიერებების უმეტესობა შეწოვამდე განიცდის
ფერმენტულ ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო
მარტივი შენაერთები.
შვანოგლიომა schwanoglioma шванглиома schwanoglioma (თ.
შვანი (1810-1882), გერმანელი ანატომი, უჯრედული თეორიის
ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბერძნ. glia წებო, oma სიმსივნე) -
პერიფერიული ნერვების ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც
ვითარდება ე.წ. შვანის უჯრედებისაგან.
შვიტა equisetum хвощ Equisetum (Equisetum arvense) -
მრავალწლიანი სპორიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს
ასკორბინის, ვაშლის და სხვა მჟავებს, მწარე, მთრიმლავ, ფისოვან
ნივთიერებებს, ცილებს, კაროტინს, საპონინ ექვიზეტონინს,
ცხიმოვან ზეთს, კალციუმის მარილებს. გააჩნია სისხლდენის
შემაჩერებელი, შარდმდენი (ურეთრიტის, ცისტიტის, საშარდე
მილში კენჭების გადაადგილების დროს), ანთების საწინააღმდეგო
თვისებები. იყენებენ შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების
დროს. აქვს მადეზინფიცირებელი, ჭრილობის შემხორცებელი და
სხვა თვისებები. გამოიყენება ფილტვებისა და თირკმლების
პათოლოგიების შემთხვევებში და სხვ.
შიგელოზი shigellosis шигеллез shigellosis - ბაქტერიოლოგიური
ეტიოლოგიის დიზენტერია (იხ.), რომელიც გამოწვეულია Shigella-
ს გვარის ბაქტერიების მიერ. აღნიშნული გვარი შედის
Enterobacteriacea-ს ოჯახში. შიგელების გვარი იყოფა 4 სახეობად:
Shigella dysenteriaea (აღმოაჩინა 1898 წელს იაპონელმა კ. შიგამ), S.
flexneri, S. boydii და S. sonnei. სწორი, ფაკულტატურ-ანაერობული
ჩხირია. შიგელების ვირულენტობა განპირობებულია მათი
ადჰეზიური თვისებებით: ისინი ემაგრებიან მსხვილი ნაწლავის
ენტეროციტებს მიკროკაფსულის საშუალებით. დაავადება ხშირად
ატარებს ეპიდემიურ ხასიათს. პირველ ყოვლისა, აუცილებელია
დარღვეული წყალ-მარილოვანი ბალანსის აღდგენა.
შიდსი AIDS LCGBL SADI (შეძენილი იმუნოდეფიციტის
სინდრომი) - პირველად რეგისტრირებულ იქნა აშშ-ში 1981 წელს.
1983-1984 წლებში დაადგინეს (გალო, მონტანიე) დაავადების
გამომწვევი რეტროვირუსების ოჯახის ლენტივირუსების
ქვეოჯახის ვირუსი - აივ (იხ.). დაავადების პათოგენეზი
მდგომარეობს ვირუსის მიერ იმუნოკომპეტენტური უჯრედების
(პირველ ყოვლისა, T-ჰელპერების) დესტრუქციაში, რასაც
შედეგად მოყვება ორგანიზმის იმუნური ძალების დისბალანსი.
მკურნალობის ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით შემუშავებული
არ არის.
შიზოგონია schizogony шизогония shisogonia (ბერძნ. schizo
ვთიშავ, ვაცალკევებ, gone შთამომავლობა, თაობა) - უსქესო
გამრავლების ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სხეული იყოფა მრავალ
შვილეულ ინდივიდად - მეროზოიტებად. გამრავლების ეს ფორმა
დამახასიათებელია ზოგიერთი უმარტივესისათვის (მაგ.,
მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმისათვის).
შიზოფრენია schizophrenia шизофрения schizophrenia (ბერძნ.
shizo ვთიშავ, ვაცალკევებ, phren ჭკუა) - მემკვიდრული, მძიმე
ფსიქიკური დაავადებაა. ძირითადად ახასიათებს შეუსაბამო
მეტყველება, გარემოდან მოწყვეტა, ჰალუცინაცია, აკვიატებული
აზრები.
შისტოსომა schistosoma шистосома schistosoma (ბერძნ. schistos
გახლეჩილი, soma სხეული osis მდგომარეობა) - ქართულად:
გ ლე ლ ეულ დგ ე ქ ულ დ
სისხლის ორპირა. ბრტყელი ჭიების ტიპის, დიგენეზური კლასის
ტრემატოდაა. ადამიანში პარაზიტობს სისხლის ორპირას სამი
ფორმა: Schistosoma heematobium, Sch. schimansoni და Sch.
japonicum. გაყოფილსქესიანია. მის მიერ გამოწვეულ დაავადებას
შისტოსომოზი (იხ.) ეწოდება.
შისტოსომოზი schistosomiasis шистосомоз schistosomosis (ბერძნ.
schistos გახლეჩილი, soma სხეული) - Schistosoma-ს გვარის სისხლის
ტრემატოდების მიერ გამოწვეული ტროპიკული ავადმყოფობაა.
პარაზიტი კვერცხებს დებს ინვაზირებული ადამიანების შარდში
და განავალში. ადამიანს უვითარდება ანემია, ანთება, ფაღარათი,
ჰეპატოსპლენომეგალია, წარმოიქმნება ნაწიბურები. შესაძლებელია
ციროზის განვითარება. ტრემატოდების შარდის ბუშტში
მოხვედრისას, ადგილი აქვს ჰემატურიას, ვითარდება ცისტიტი და
შესაძლებელია განვი- თარდეს შარდის ბუშტის კიბო.
მკურნალობისათვის იყენებენ სურმის შემცველ სამკურნალწამლო
საშუალებებს, აგრეთვე პრაზიქვანტელს და ნირიდაზოლს.
აღნიშნული ავადმყოფობა საქართველოში არ გვხვდება, თუმცა
გამორიცხული არ არის მისი შემოტანა ტრანზიტული გზით.
შიფტი shift шифт shiftus (ინგლ. shift ნახტომი) -
განპირობებულია ჰემაგლუტინინის და ნეირამინიდაზას
გარკვეული სახესხვაობის მაკოდირებელი გენის გადარჩევით და
სრული შეცვლით. შიფტს, დრეიფისაგან (იხ.) განსხვავებით,
იშვიათად აქვს ადგილი და ჩვეულებრივ, ვირუსის 2 სხვადასხვა
ქვეტიპის ერთ სამიზნეუჯრედში მოხვედრის შემთხვევაში
განვითარებული რეკომბინაციის შედეგს წარმოადგენს. შიფტის
შედეგად მთლიანად იცვლება გენის სტრუქტურა და წარმოიქმნება
ვირუსის ახალი ქვეტიპი, რომელიც პანდემიის მიზეზი შეიძლება
გახდეს.
შმაგა belladona белладона atropa (Atropa caucasica) - იგივე
კავკასიური ბელადონა. მრავალწლიანი მცენარეა. შეიცავს
ალკალოიდ ატროპინს. შედის ასთმის საწინააღმდეგო ფხვნილის
შემადგენლობაში. გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი,
სპაზმის საწინააღმდეგო საშუალება და ა.შ.
შოკი shock шок shock (ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა) -
ორგანიზმის თავისებური რეაქცია ძლიერი გამღიზიანებლის
ზემოქმედების საპასუხოდ. ახასიათებს ცენტრალური ნერვული
სისტემისა და სასიცოცხლო ფუნქციების მკვეთრი დათრგუნვა.
შოკი ანაფილაქსიური anaphylactic shock анафилактический шок
shock anaphylactica (ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა, ბერძნ. ana უკან,
უკუ, phylaxis დაცვა) - სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული
რეაქცია. შეიძლება განვითარდეს როგორც რეაქცია ნებისმიერ
ანტიგენზე (იხ. ანაფილაქსია).
შოკი ბაქტერიული bacterial shock бактериальный шок shock
bacterialis (ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა, ბერძნ. bakterion ჩხირი) -
მძიმე ტოქსიკური სინდრომი, რომელიც ართულებს ზოგიერთი
მიკრობული დაავადების მიმდინარეობას. ვითარდება სწრაფად,
სისხლში ბაქტერიების (განსაკუთრებით, გრამ-უარყოფითების),
ბაქტერიების და ტოქსინების ანდა მხოლოდ ტოქსინების დიდი
რაოდენობის შეჭრისას. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
შოკი ელექტრული electric shock электрошок electroplexia (ინგლ.
shock დაკვრა, დარტყმა) - კანზე და შინაგან ორგანოებზე
ელექტროდენის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული
მდგომარეობა. ელექტროდენის ზემოქმედებამ შეიძლება
გამოიწვიოს: 1.გულის გაჩერება. 2.კუნთოვანი ქსოვილის
დესტრუქცია და 3.კანის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა. გარდა
ამისა, ასეთი ტიპის შოკი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების
სამკურნალოდ.
შოკი ინსულინის insulin shock глипогликемический шок shock
hypoglycaemia (ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა, ლათ. insula
კუნძული) - მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის
ანომალურად დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) იწვევს შოკის (კომის)
განვითარებას. ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც პანკრეასი
სისხლში ინსულინის მცირე რაოდენობას გამოყოფს. სინ.:
ინსულინის კომა.
შოკი სეფტიკური septical shock септический шок shock septica
(ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა, ბერძნ. sepsis ლპობა, ხრწნა) -
სტაფილოკოკების, მენინგოკოკების, ნაწლავის ჩხირის მიერ
პროდუცირებული ტოქსინებით გამოწვეული ანთებითი რეაქცია,
რაც აზიანებს ქსოვილებს და აქვეითებს სისხლის წნევას.
სეფტიკური შოკი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და
ითხოვს სწრაფ და ენერგიულ სამედიცინო ჩარევას.
ვ წ ფ დ ე ე გ ულ ედ ც ევ
შოკი ფიზიოლოგიური physiological shock физиологический шок
shock physiologica (ინგლ. shock დაკვრა, დარტყმა, ბერძნ. physis
ბუნება, logos მოძღვრება) - სიცოცხლისათვის საშიში
მდგომარეობა, როდესაც სხეულს სისხლის არასაკმარისი
რაოდენობა მიეწოდება. დამახასიათებელია ძალზე დაბალი
სისხლის წნევა, გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება და
ქსოვილებისა და უჯრედების დაზიანება. აუცილებელია სწრაფი
და ენერგიული სამედიცინო ჩარევა.
შოლტიანები flagellates жгутиковые flagellata - უმარტივესების
ტიპის ერთ-ერთი კლასის წარმომადგენლებია. გააჩნიათ შოლტები,
როგორც მოძრაობის ორგანელები. ზოგიერთი შოლტიანი:
ლეიშმანიები, ტრიპანოსომები, ტრიქომონასები და სხვ.
პარაზიტობენ ადამიანსა და ცხოველებში.
შოუპის პაპილომა Shope's papilloma папиллома Шоупа Shope
papilloma (ამერიკელი მეცნიერი რ. ე. შოუპი, ლათ. papilla ძუძუს
თავი, დვრილი, ბერძნ. oma სიმსივნე) - ბოცვერებში შოუპის
ვირუსით (იხ. ვირუსი შოუპის) გამოწვეული კანის პაპილომა.
ხშირად განიცდის მალიგნიზაციას და ტრანსფორმირდება
ბრტყელუჯრედოვან კიბოდ. გამოიყენება ექსპერიმენტულ
ონკოლოგიაში.
შოუპის ფიბრობა Shope's fibroma фиброма Шоупа Shope fibroma
(ამერიკელი მეცნიერი რ. ე. შოუპი, ლათ. fibra ბოჭკო, ბერძნ. oma
სიმსივნე) - ბოცვერების კანის ვირუსული ეტიოლოგიის სიმსივნე.
ჩვეულებრივ, სპონტანურად განიწოვება. გამოიყენება
ექსპერიმენტულ ონკოლოგიაში.
შპრიცი syringe шприц syringa (გერმ. Spritze ჩასასხმელი) -
სამედიცინო ხელსაწყო, ნემსის მქონე დგუშიანი ცილინდრი,
რომლითაც სისხლს იღებენ ვენიდან ან წამალი შეყავთ
ორგანიზმში. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოიგონეს
შოტლანდიელმა ა. ვუდსმა და ფრანგმა შ. გ. პრავაზმა.
შრატი serum сывородка serum - სისხლის შრატი, რომელიც
მიიღება სისხლის პლაზმიდან. იმუნურ შრატს ამზადებენ
რომელიმე ანტიგენით იმუნიზირებული ადამიანისა და ცხოველის
პლაზმისაგან. იყენებენ როგორც სადიაგნოზო, ასევე სამკურნალო
მიზ ნებით.
შროშანა lily of the valley ландыш Convallaria (Convallaria majalis) -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს,
სახამებელს, სხვადასხვა მჟავებს, ასპარაგინს, საპონინს, გულის
გლიკოზიდებს. იყენებენ გულის დეკომპენსაციის შემთხვევაში:
აძლიერებს გულის შეკუმშვებს, ანელებს პულსს, აძლიერებს
შარდის გამოყოფას, ამცირებს შეშუპებას.
შტამი strain (culture) штамм stamm (გერმ. Stamm ღერო,
საფუძველი) - მუტაციის შედეგად მიღებული ამა თუ იმ
მიკროორგანიზმის სუფთა კულტურა. ერთი და იგივე
მიკროორგანიზმის სხვადასხვა შტამებს შეიძლება გააჩნდეთ
სხვადასხვა ვირულენტობა, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობა
და სხვ. მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამი გამოიყენება
წარმოებაში ცილების, ანტიბიოტიკების, ვიტამინების და სხვა
ნივთიერებების მიკრობიოლოგიური სინთეზისათვის.
შტატივი support (tripod) штатив stativus (ლათ. stativus მდგარი) -
ლაბორატორიებში ქიმიური ჭურჭლისა და ხელსაწყოების
ჩასაწყობად გამოყენებული სადგამი.
შტერნბერგ-რიდის უჯრედი - იხ. უჯრედი შტერნბერგ-რიდის.
შუასაყარი - იხ. მედიასტინუმი.
შუნტი shunt (bypass) шунт shuntum (ინგლ. shunt სათადარიგო
გზაზე გადაყვანა) - ორი ანატომიური მილოვანი (ღრუ) სისტემის
გამაერთიანებელი გზა. ასეთი გზის არსებობა შეიძლება იყოს
განვითარების მემკვიდრული (თანდაყოლილი) დეფექტი ანდა
შეიძლება შეიქმნეს ხელოვნურად (ქირურგიული ოპერაციის
საშუალებით).
შუნტირება shunting (bypass) шунтирование shunt (ინგლ. shunt
სათადარიგო გზაზე გადაყვანა) - დაზიანებული სისხლძარღვის
მაგიერ მუდმივი ან დროებითი სისხლის მიმოქცევის გზის შექმნა
ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.
სამედიცინო ლექსიკონი


ჩანართები inclusions включения inclusio - პრო- და ეუკარიოტი
მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის პროდუქტებია.
ლოკალიზებული არიან ციტოპლაზმაში და ასრულებენ სამარაგო
ნივთიერებების როლს. მათ მიეკუთვნება გლიკოგენის,
სახამებლის, გოგირდის, პოლიფოსფატის (ვოლუტინის) და სხვა
სახის ჩანართები.
ჩანასახი - იხ. ემბრიონი.
ჩანასახოვანი გარსები embryonic membranes эмбриональные
мембраны membrana embryonalis - ემსახურებიან ემბრიონის
დაცვას და კვებას. ეს გარსებია: ამნიონი, ქორიონი და ალანტოისი.
ჩანასახოვანი ფურცლები embryonic folia зародышевые листки
folium embryonalis - ჩანასახის უჯრედების შრე, რომლის
დიფერენცირებას ადგილი აქვს გასტრულაციის პროცესში.
განასხვავებენ 3 ჩანასახოვან ფურცელს: ექტოდერმას, ენტოდერმას
და მეზოდერმას.
ჩარგაფის წესი - იხ. კომპლემენტურობის პრინციპი.
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები - იხ. კონტრაცეფცია.
ჩეინ-სტოქსის სუნთქვა Cheyne- Stokes respiration дыхание Чейн-
Стокса Cheyne-Stokes respiratio (შოტლანდიელი ი. ჩეინის (1777-
1836) და ირლანდიელი ვ. სტოქსის (1804-1878) საპატივცემულოდ)
- არითმიული სუნთქვის ერთ-ერთი სახე, რომელიც უფრო ხშირად
ახასიათებთ აგონიის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
ჩირქგროვა - იხ. აბსცესი.
ჩირქი pus гной pus (ბერძნ. pyon ჩირქი) - ჩირქოვანი ანთების
ექსუდატი. შედგება ცილით მდიდარი სითხისაგან, დიდი
რაოდენობით ლეიკოციტებისაგან, ბაქტერიებისაგან,
ფერმენტებისა და დაშლილი ქსოვილის ფრაგმენტებისაგან.
ჩიყვი - იხ. სტრუმა.
ჩონჩხი skeleton скелет skeleton (ბერძნ. skeletos გამომშრალი) -
სხეულის ძვლების ბუნებრივად შენაწევრებული კომპლექსი,
რომელიც საყრდენს წარმოადგენს სხეულის რბილი
ნაწილებისათვის, აგრეთვე დაზიანებისაგან იცავს ვისცერულ
ორგანოებს. ადამიანის ჩონჩხის ძვალები ქმნის მის ღერძულ
ჩონჩხს (axial skeleton), რომლის შემადგენლობაში შედის თავის
ქალა (29 ძვალი), ხერხემლის სვეტი (34 ძვალი), გულმკერდის
ყაფაზი (25 ძვალი) და სხეული, აგრეთვე კიდურების, ე.წ.
დამატებითი ჩონჩხი (appendicular skeleton), რომელსაც
მიეკუთვნება ზედა (72 ძვალი) და ქვედა (76 ძვალი) კიდურები.
ჩუტყვავილა chickenpox ветряная оспа varicella - ბავშვთა ასაკის
ინფექციური დაავადებაა, რომლის ეტიოლოგიური აგენტია
ჰერპესვირუსების ოჯახის ალფაჰერპესვირუსი. დამახასიათებელი
ნიშანია მთელ ტანზე ვეზიკულური გამონაყარი. დაავადება
გადადის ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. პროგნოზი
კეთილსაიმედოა.
ჩხირები rods палочки retinae - 1.თვალის ბადურის
რეცეპტორები. ჩხირებს, კოლბებთან შედარებით, სინათლისადმი
უფრო მეტი მგრძნობელობა გააჩნიათ და რეაგირებას ახდენენ
უფრო სუსტ განათებაზე. ჩხირებს არ შეუძლიათ ფერების გარჩევა
და გამოიყენებიან უმთავრესად ღამით მხედველობისას.
2.ბაქტერიების ერთერთი ფორმა. ზომები და ფორმები ვარირებს.
მათი ერთი ნაწილი სპორებს არ წარმოქმნის. ბაცილების და
კლოსტრიდიების გვარები სპოროგენურებია. ისევე როგორც
კოკები, ჩხირებიც იყოფიან გრამ-უარყოფითებად და გრამ-
დადებითებად.
სამედიცინო ლექსიკონი


ცაცხვი lime-tree липаTilia (Tilia cordata) - ხემცენარეა, ხშირი
ვარჯით. შეიცავს მწარე, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერის ზეთს,
ასკორბინის მჟავას, შაქრებს, კაროტინს, ცვილს, გლიკოზიდს.
ნაყენს გააჩნია ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული,
დიურეზული, სპაზმოლიზური და სეკრეტორული თვისებები.
იყენებენ პიელიტის, გაციებების, ხველების, კუჭის სპაზმების
შემთხვევებში, აგრეთვე თირკმლების კენჭების დასაშლელად.
ფოთლებს იყენებენ კომპრესის სახით თავის ტკივილის დროს.
ცეკექტომია caecektomy цекэктомия caecectomia (ლათ. caecum
ბრმა ნაწლავი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - ბრმა ნაწლავის
ამოკვეთის ოპერაცია. სინ.: ტიფლექტომია.
ცეკოპტოზი caecoptosis цекоптоз caecoptosis (ლათ. caecum ბრმა
ნაწლავი, ბერძნ. ptosis დაწევა) - ბრმა ნაწლავის დაწევა.
ცეკოსტომია caecostomy цекостомия caecostomia (ლათ. caecum
ბრმა ნაწლავი, ბერძნ. stoma პირი) - ბრმა ნაწლავის ფისტულა (იხ.).
ცელიაკია coeliacia целиакия coeliacia (ბერძნ. koilia ღრუ, მუცლის
ღრუ) - ბავშვთა იშვიათი დაავადებაა: ახასიათებს ზრდაში
ჩამორჩენა და საერთო გამოფიტვის ფონზე მუცლის საგრძნობი
გადიდება.
ცელულიტი cellulitis целлюлит cellulitis (ლათ. cellula უჯრედი,
ite დაავადება) - ცხიმოვანი დეპოზიტები სხეულის სხვადასხვა
ადგილას. ცელულიტი ყალიბდება მაშინ, როდესაც ცხიმისათვის
ფორმის მიმცემი კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილი სუსტდება და
დეფორმირდება.
ცემენტომა cementoma цементома cementoma (ლათ. caementum
გაუთლელი ქვა, oma სიმსივნე) - კბილის ცემენტის
კეთილთვისებიანი სიმსივნე. ჩვეულებრივ, მდებარეობს ქვედა
ყბის სიბრძნის კბილთან ახლოს.
ცენოზი cenosis ценоз cenosis (ბერ-ძნ. koinos საერთო) -
ორგანიზმების ნებისმიერი თანასაზოგადოება. განასხვავებენ
მიკრობოცენოზებს (მიკროორგანიზმების თანასაზოგადოებებს),
ზოოცენოზებს (ცხოველების თა ნასაზოგადოებებს),
ფიტოცენოზებს (მცენარეების თანასაზოგადოებებს) და სხვ.
ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს) central nervous system
центральная нервная система systema nervosum centrale - ნერვული
სისტემის ძირითადი ნაწილი, რომელიც შედგება თავის ტვინისა
და ზურგის ტვინისაგან. აფერენტული (მგრძნობიარე) ნერვული
ბოჭკოები გადასცემენ აგზნებას პერიფერიული რეცეპტორებიდან
ცნს-ს, ხოლო ეფერენტული (სამოძრაო) - ცნს-ის შესაბამის
შემსრულებელ ორგანოებს. აფერენტული და ეფერენტული
ნერვული ბოჭკოები ქმნიან რეფლექსურ რკალს.
ცენტრიოლები centrioles центриоли centrioli (ლათ. centrum
ცენტრი) ცილინდრული ფორმის ქრომოფილური სხეულაკები,
რომლებიც წარმოქმნიან უჯრედის ცენტრს (ცენტროსომას).
განსაზღვრავენ თითისტა რას ორიენტაციას.
ცენტრიფუგა centrifuge центрифуга zentrifuge (ლათ. centralis შუა,
შუაგულისა, fuga სირბილი, გაქცევა) - აპარატი, რომელიც
ცენტრიდანული ძალების მეშვეობით ახდენს ნარევის მექანიკურ
დაყოფას შემადგენელ ნაწილებად (მაგ., სისხლის დაყოფა
შემადგენელ კომპონენტებად). მექანიკური დაყოფა ხდება
ხვედრითი წონის (მასის) მიხედვით.
ცენტრომერა centromere центромера centromera (ლათ. centrum
ცენტრი, ბერძნ. meros ნაწილი) - ქრომოსომების ცენტრიოლებთან
და აქრომატულ ძაფებთან ერთად ქმნის მიტოზურ აპარატს.
ცენტრომერები, რომლებიც მკვრივი, სფერული ფორმის
სხულაკებია და ლოკალიზებულნი არიან ქრომოსომების
სხვადასხვა უბნებში, წარმართავენ მათ მოძრაობას მიტოზის
პროცესში. ჩვეულებრივ, ერთი ქრომოსომა შეიცავს ერთ
ცენტრომერას. სინ.: კინეტოქორი.
ცენტროსომა centrosome центросома centrosoma (ლათ. centrum
ცენტრი, ბერძნ. soma სხეული) - ქართულად: უჯრედის ცენტრი.
უჯრედის ორგანოიდი: შედგება ორი ცენტრიოლისაგან.
ცენტროსომის ფუნქცია დაკავშირებულია უჯრედის გაყოფასთან.
ცენუროზი cenurosis ценуроз coenurosis - Multiceps-ის გვარის
ცესტოდების მატლების (ცენურების) პარაზიტირებით
გამოწვეული დაავადება. მატლები ლოკალიზდებიან თავის
ტვინში და იწვევენ კეროვან დაზიანებებს. ზრდასრულ
მდგომარეობაში პარაზიტი ბინადრობს ძაღლების წვრილ
ნაწლავში. ადამიანი ავადდება ავადმყოფ ძაღლებთან კონტაქტის
მეშვეობით.
ცერებელური cerebellis церебеллярный cerebellaris (ლათ.
cerebellum ნათხემი) - ნათხემის, ნათხემისეული.
ცერებროზიდი cerebroside цереброзид cerebrosidum (ლათ.
cerebrum თავის ტვინი) - ნერვული ბოჭკოების მიელინური გარსის
შემადგენლობაში შემავალი შენაერთების წარმომადგენელია.
წარმოადგენს გლიკოლიპიდებს, რომლებიც შეიცავენ სფინგოზინს,
ცხიმოვან მჟავას და შაქარს, უფრო ხშირად გალაქტოზას
(გალაქტოცერებროზიდებში) ანდა გლუკოზას
(გლუკოცერებროზიდებში).
ცერებროსპინალური სითხე cerebrospinal fluid
цереброспинальная жидкость liquor cerebrospinalis (ლათ. cerebrum
თავის ტვინი, spinalis ზურგის ტვინი) - ზურგის და თავის ტვინის
სიღრუეების შემაერთებელი თხევადი გარემო.
ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობის კვლევა გამოიყენება
ცნს-ის დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკისათვის. სინ.
ლიკვორი (იხ).
ცერებრული cerebral церебральный cerebralis (ლათ. cerebrum
თავის ტვინი) - თავის ტვინისა (მაგ., ცერებრული მოვლენები
რაიმე დაავადების დროს).
ცერვიციტი cervicitis цервицит cervicitis (ლათ. cervix ყელი,
საშვილოსნოს ყელი, itis ანთება) - საშვილოსნოს ყელის ანთება.
ცერკარიები cercariae церкарий cercarium (ბერძნ. kerkos კუდი) -
პარაზიტული ტრემატოდების მატლების განვითარების ბოლო
სტადია. ზრდასრული ინდივიდებისაგან განსხვავებით, გააჩნია
კუდი. ვითარდება შუალედურ მასპინძელში (მოლუსკში).
ცერკარიოზი cercariosis церкариоз cercariosis (ბერძნ. kerkos
კუდი)- კანის საფარველის დამახასიათებელი დაზიანება.
ვითარდება ცუდად გამდინარე წყალსატევების წყალთან
კონტაქტისას (ბანაობა, თევზაობა, სარეცხის რეცხვა). გამომწვევია
ფრინველების პარაზიტები - შისტოსომიდები, რომლებიც ახლოს
არიან შისტოსომებთან. ადამიანის დაინვაზებას იწვევენ
ცერკარიები, რომლებიც ორგანიზმში იჭრებიან კანიდან.
ცესტოდები cestodes цестоды cestoda - იგივე თასმისებური ჭიები.
მიეკუთვნებიან ბრტყელი ჭიების ტიპს და ცესტოდების კლასს.
ეკუ ვ ე ტყელ ჭ ე ტ დ ცე ტ დე კლ
სხეულის სიგრძე რამდენიმე მილიმეტრიდან 10 და მეტ
მეტრამდეა. ენდოპარაზიტებია. კარგად აქვთ განვითარებული
ფიქსაციისა და გამრავლების ორგანოები. ნერვული სისტემა
სუსტადაა გამოხატული. ჰერმაფროდიტებია. განვითარება
მიმდინარეობს მასპინძლის მონაცვლეობით. ასეთი მასპინძლები
შეიძლება იყვნენ ადამიანი, აგრეთვე შინაური და გარეული
ხერხემლიანი ცხოველები. ცესტოდებია: ღორის, ხარის, განიერი,
ჯუჯა, ექინოკოკის სოლიტერები და სხვ.
ცეფალოდინია cephalodynia цефалодиния cephalodynia (ბერძნ.
kephale თავი, odyne ტკივილი) - თავის ტკივილი.
ცეფალოსპორინები cephalosporins цефалоспорины cephalosporini
- ანტიბიოტიკების ერთ-ერთი კლასია. სოკოების - Cephalosporium
acremonium- ის, C.salmosynnematum-ის და სხვების მეტაბოლიზმის
პროდუქტებია. აღნიშნულ ბუნებრივ შენაერთზე გვერდითი
ჯაჭვების დამატებით იღებენ მოქმედების ფართო სპექტრის მქონე
ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკებს. აზიანებენ ზოგიერთი
ბაქტერიის უჯრედის კედელს. პენიცილინებთან შედარებით,
უფრო მდგრადებია ბეტალაქტამაზების მიმართ. იყენებენ
პენიცილინისადმი ალერგიული პაციენტების სამკურნალოდ.
ცთომილი nervi vagus nerve,блуждающий нерв vagus (ლათ. nervus
ნერვი) - ქალას ნერვების X წყვილი. მისი მგრძნობიარე ნაწილი
აწარმოებს თავის ტვინის მკვრივი გარსის, სასმენი მილის და
ყურის ნიჟარის, ხახის ლორწოვანი გარსის, რბილი სასისა და
ხორხის, აგრეთვე გულის, სასუნთქი ორგანოების, საჭმლის
მომნელებელი ორგანოების და თირკმლების ინერვაციას. მოძრავი
ნაწილი ახორციელებს ხახის განივზოლიანი კუნთების და ხორხის
ინერვაციას. პარასიმპათიკური ნაწილი აწარმოებს მკერდის,
მუცლის, კისრის და შინაგანი ორგანოების პარასიმპათიკურ
ინერვაციას.
ციანოზი cyanosis цианоз cyanosis (ბერძნ. kyaneos მუქი ლურჯი,
osis მდგომარეობა) - კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი
შეფერილობა. გამოწვეულია სისხლში ნახშირორჟანგის ჭარბი
დაგროვებით ვენური შეგუბების, გულის თანდაყოლილი მანკის,
ასფიქსიის და სხვ. შემთხვევებში. ციანოზი დამახასიათებელია
აგრეთვე გულის თანდაყოლილი მანკებით დაბადებული
ბავშვებისათვის.
ვ ვე ვ
ციკატრიზაცია cicatrisation цикатризация cicatrisatio (ლათ.
cicatrix ნაწიბური) - შეხორცების პროცესი, რასაც თან ახლავს
ნაწიბურის განვითარება. დანაწიბურება.
ციკლიტი cyclitis циклит cyclitis (ბერძნ. kyklos წრე, წამწამოვანი
სხეული, itis ანთება) - თვალის წამწამოვანი სხეულის ანთება.
ციკლოპები cyclopes циклопы cyclopidae - ფეხსახსრიანების
ტიპის მტკნარი წყლის კიბოსნაირები. ზოგიერთი მათგანი განიერი
სოლიტერის და რიშტის შუალედური მასპინძელია.
ციკლოსპორინი A cyclosporin A циклоспорин A cyclosporinum A -
ანტიდეპრესანტია. იყენებენ აუტოიმუნური რეაქციების,
ალოტრანსპლან-ტაციების, სიმსივნეების და სხვა შემთხვევებში,
პაციენტის იმუნური სტატუსის დასაქვეითებლად. აქვეითებს
ტრანსპლანტაციურ იმუნიტეტს, მაგრამ ნაკლებად ეხება
ორგანიზმის ინფექციურ რეზისტენტობას. ამ ანტიბიოტიკის
პროდუცენტია უმდაბლესი სოკო Tolypocladium infl atum.
ცილები proteins,белки albumina - მაღალმოლეკულური
ორგანული ნივ- თიერებებია, რომელთა შემადგენლობაში შედის
გარკვეული თანმიმდევრობით შეკავშირებული ამინმჟავები.
განასხვავებენ მარტივ (პროტეინები) და რთულ (პროტეიდები)
ცილებს. აღნიშნული მაკრომოლეკულები უმნიშვნელოვანეს როლს
თამაშობენ ორგანიზმის სტრუქტურასა და ცხოველქმედებაში.
ასრულებენ სამშენებლო, კატალიზურ, სატრანსპორტო,
სასიგნალო, დამცველობით, კვებით, მამოძრავებელ, ენერგეტიკულ
და ჰორმონულ ფუნქციებს. არჩევენ ცილის მოლეკულის
ორგანიზაციის პირველად, მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ
სტრუქტურებს.
ციმბირის წყლული - იხ. ანთრაქსი.
ცირკუმციზია circumcision обрезание circumcisio - ქართულად:
წინადაცვეთა. რელიგიური ან ეთნიკური მოსაზრებებით
მუსულმანებსა და ებრაელებში მიღებული ადათწესი, რომლის
მიხედვითაც ახდენენ მამაკაცის პენისის ჩუჩის ნაწილობრივ
მოკვეთას. ზოგჯერ ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარება
აუცილებელი ხდება სამედიცინო ჩვენებითაც (მაგ., ფიმოზის და
პარაფიმოზის შემთხვევაში). ქალების ცირკუმციზია მდგომარეობს
კლიტორის, მცირე და დიდი სასირცხო ბაგეების მოცილებაში.
ციროზი cirrhosis цирроз cirrhosis (ბერძნ. kirrhos ყვითელი,
ქარვისფერი) - რომელიმე ორგანოს (მაგ., ღვიძლის) პარენქიმის
ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რაც არღვევს ამ ორგანოს
ფუნქციას და იწვევს მის უკმარისობას. ციროზს განაპირობებს
ანთებითი და დისტროფიული პროცესები, აგრეთვე ტოქსიკური
ზემოქმედებანი.
ცირცინოვირუსები circinoviruses цирциновирусы circinoviridae -
ოჯახი შეიცავს დნმ-გენომიან ვირუსებს, რომლებიც გადაეცემიან
ტრანსმისიულად და ფეკალურ-ორალურად. ვირუსი
აღმოჩენილია 1997 წელს იაპონელი ნიშიზავას მიერ უცნობი
ეტიოლოგიის ჰეპატიტით შეპყრობილი ადამიანის სისხლის
შრატში. ვირუსის რეპროდუქცია მიმდინარეობს ჰემოპოეზური
უჯრედების ბირთვებში. ვირიონები გროვდებიან ციტოპლაზმაში
და გამოთავისუფლდებიან უჯრედის ლიზისის შემთხვევაში.
ვირუსის სავარაუდო რეზერვუარი ჰეპატოციტებია.
ცისკარა levisticum любисток(зоря) Levisticum offi cinale C. Koch. -
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს სახამებელს,
შაქრებს, ვაშლის მჟავას, კუმარინს, ფისებს, ეთერის ზეთს,
მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვ. ფესვი გამოიყენება როგორც
შარდმდენი, მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების
გამაუმჯობესებელი საშუალება. იყენებენ თირკმლების
დაავადებების (გარდა ანთებითი პროცესებისა), კუჭის
პათოლოგიების, ბრონქიტის, ნერვული დაავადებების, ისტერიის
დროს, აგრეთვე როგორც ჭიების საწინააღმდეგო და ოფლმდენ
საშუალებას.
ცისტა cyst киста cysta (ლათ. cystis ბუშტი) - 1.ბუშტი (შარდის)
2.ზოგიერთი უმარტივესის არახელსაყრელ პირობებში არსებობის
ფორმა. გააჩნია მკვრივი და სქელი გარსი. შდრ. კისტას.
ცისტადენომა cystadenoma цистаденома cystadenoma (ლათ. cystis
ბუშტი, aden ჯირკვალი, oma სიმსივნე) - კისტოზური
სტრუქტურის ადენომა. სინ.: კისტოზული ადენომა,
ადენოცისტომა, კისტადენომა.
ცისტექტომია cystectomy цистэктомия cystectomia (ლათ. cystis
ბუშტი, ბერძნ. ektome ამოკვეთა) - შარდის ბუშტის ქირურგიული
ამოკვეთა. ტარდება შარდის ბუშტის სხვადასხვა დაავადებებისას,
უმთავრესად კიბოს შემთხვევაში.
უ ვ ე დკ ე ვევ
ცისტიტი cystitis цистит cystitis (ლათ. cystis ბუშტი, ბერძნ. itis
ანთება) - შარდის ბუშტის ანთება.
ცისტიცერკი cysticercus цистицерк cysticercus (ლათ. cystis ბუშტი,
ბერძნ. koikos კუდი) - ცესტოდების ანუ თასმისებური ჭიების ფინა,
რომელსაც გააჩნია ბუშტის ფორმა შიგნით ჩაბრუნებული
სკოლექსით (იხ.).
ცისტიცერკოზი cysticercosis цистицеркоз cysticercosis (ლათ. cystis
ბუშტი, ბერძნ. koikos კუდი, osis მდგომარეობა) - ცისტიცერკით
გამოწვეული და ავადება. ადამიანის ინვაზირება ხდება საკვებში ან
წყალში არსებული პარაზიტის კვერცხების ჩაყლაპვით.
ცისტიცერკების მოხვედრა თავის ტვინში იწვევს გონებრივ
დეგრადაციას, დამბლას, ეპილეფსიურ შეტევებს და კრუნჩხვებს,
რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება ავადმყოფის სიკვდილი
გამოიწვიოს. მკურ ნალობის სპეციალური საშუალება ჯერაც არ
არსებობს.
ცისტოლითიაზი cystolithiasis цистолитиаз cystolithiasis (ლათ.
cystis ბუშტი, ბერძნ. lithos ქვა, კენჭი, iasis მდგომარეობა) - კენჭების
(კონკრემენტების) არსებობა შარდის ბუშტში. კენჭები
წარმოიქმნება ან უშუალოდ შარდის ბუშტში მისი დახშობის,
შარდის შეკავების ან ინფექციის შედეგად (პირველადი
კონკრემენტები - primary calculi), ან ამ ორგანოში ხვდებიან
თირკმლებიდან (მეორადი კონკრემენტები - secondary calculi).
კენჭების ამოღება ხდება მათი დაშლით ან და ქირურგიული გზით.
ცისტოპიელიტი cystopyelitis цистопиелит cystipyelitis (ლათ.
cystis ბუშტი, ბერძნ. pyelos ფიალა, itis ანთება) - შარდის ბუშტის და
თირკმლის მენჯის ერთდროული ანთება.
ცისტოპიელონეფრიტი cystopyelonephritis цистопиелонефрит
cystopyelonephritis (ლათ. cystis ბუშტი, ბერძნ. pyelos ფიალა,
nephros თირკმელი, itis ანთება) - შარდის ბუშტის, თირკმლის
მენჯის და თირკმლის პარენქიმის ერთდროული ანთება.
ცისტოპლასტიკა cystoplasty цистопластика cystoplastica (ლათ.
cystis ბუშტი, plastike ვძერწავ, ვაქანდაკებ) - ქირურგიული
ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს შარდის ბუშტის მოცულობის
გაზრდაში მისი მიერთებით ნაწლავის ერთ-ერთ უბანთან. მაგ.,
ილეოცისტოპლასტიკის (ileocystoplasty) შემთხვევაში, შარდის
ბუშტის მოცულობა იზრდება წვრილ ნაწლავთან მისი მიერთებით
უ ტ ცულ დე წვ ლ წლ ვ ე ე
ანასტომოზის საშუალებით. შარდის ბუშტი შეიძლება მთლიანად
იქნეს შეცვლილი წვრილი ან მსხვილი ნაწლავიდან
კონსტრუირებული რეზერვუარის საშუალებით.
ცისტოპლეგია cystoplegy цистоплегия cystoplegia (ლათ. cystis
ბუშტი, ბერძნ. plege დარტყმა) - შარდის ბუშტის დამბლა.
ცისტორექსისი cystorrhexis цисторексис cystorrhexis (ლათ. cystis
ბუშტი, ბერძნ. rrhexis გახლეჩა) - შარდის ბუშტის გასკდომა.
ცისტოსარკომა cystosarcoma цистосаркома cystosarmoma (ლათ.
cystis ბუშტი, სარხ ხორცი, oma სიმსივნე) - კისტების ან
კისტისმაგვარი ფრაგმენტების შემცველი სარკომა (იხ.).
ცისტოსკოპია cystoscopy цистоскопия cystoscopia (ლათ. cystis
ბუშტი, ბერძნ. skopeo ვუყურებ) - შარდის ბუშტის დათვალიერება,
პოლიპების ამოკვეთა, ბიოფსიური მასალის აღება და სხვ.
ცისტოსკოპის საშუალებით.
ცისტოსპაზმი cystospasm цистоспазм cystospasmus (ლათ. cystis
ბუშტი, ბერძნ. spasmos კრუნჩხვა) - შარდის ბუშტის კუნთების
ძლიერი, უეცარი შეკუმშვა.
ცისტოტომია cystotomy цистотомия cystotomia (ლათ. cystis
ბუშტი, ბერძნ. tome გაკვეთა) - ქირურგიული ოპერაცია: შარდის
ბუშტის გაკვეთა (გახსნა).
ცისტოურეთრიტი cystourethritis цистоуретрит cystourethritis
(ლათ. cystis ბუშტი urethra შარდსადენი, itis ანთება) - შარდის
ბუშტის და შარდსადენის ერთდროული ანთება.
ცისტოურეთროგრაფია cystourethrography цистоуретрография
cystourethrographia (ლათ. cystis ბუშტი, urethra შარდსადენი, grapho
ვწერ) - შარდის ბუშტის და ურეთრის რენტგენოგრაფია
რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით.
ციტოარქიტექტონიკა cytoarchitectonics цитоархитектоника
cytoarchitectonicus (ბერძნ. kytos უჯრედი, architekton მშენებელი) -
უჯრედების ტოპოგრაფიული თავისებურებების და
ურთიერთგანლაგების შესწავლა.
ციტოგენეზი cytogenesis цитогенез cytogenesis (ბერძნ. kytos
უჯრედი, genesis განვითარება) - უჯრედების წარმოშობა და
განვითარება.
ციტოგენეტიკა cytogenetics цитогенетика cytogenetica (ბერძნ.
kytos უჯრედი, genetikos წარმოშობასთან დაკავშირებული) -
y უჯ ედ g წ დ კ ვ ე ულ
გენეტიკის დარგი, რომელიც სწავლობს მემკვიდრეობის და
ცვალებადობის კანონზომიერებებს უჯრედების და
სუბუჯრედული სტრუქტურების (უმთავრესად ქრომოსომების)
დონეზე. ციტოგენეტიკა სწავლობს ქრომოსომების მორფოლოგიას,
ფუნქციას, სტრუქტურულ და ქიმიურ ორგანიზაციას. მჭიდროდაა
დაკავშირებული გენეტიკისა და ციტოლოგიის დარგებთან:
მოლეკულურ გენეტიკასთან, ციტოქიმიასთან, კარიოლოგიასთან,
კარიოსისტემატიკათან და სხვ.
ციტოდესტრუქცია cytodestruction цитодеструкция cytodestructio
(ბერ-ძნ. kytos უჯრედი, ლათ. destructio დარღვევა, დაზიანება) -
იგივე უჯრედის სიკვდილი. უჯრედების დაზიანება
ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური აგენტებით, მის სრულ
დაშლამდე.
ციტოდიაგნოსტიკა cytodiagnostic цитодиагностика
cytodiagnostica (ბერძნ. kytos უჯრედი, diagnosis ამოცნობა,
განსაზღვრა) - უჯრედული ელემენტების მიკროსკოპული
გამოკვლევის შედეგად ამა თუ იმ დაავადების არსის (დიაგნოზის)
დადგენა.
ციტოეკოლოგია cytoecology цитоэкология cytoecologia (ბერძნ.
kytos უჯრედი, oikos ადგილსამყოფელი, logos მოძღვრება) -
ციტოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს გარემო პირობებთან
უჯრედების ადაპტაციის კანონზომიერებებს.
ციტოზი - იხ. პლეოციტოზი.
ციტოკინეზი cytokinesis цитокинез cytokinesis (ბერძნ. kytos
უჯრედი, კინესის მოძრაობა) - მიტოზის ტელოფაზის ბოლოს
უჯრედის გაყოფის (ციტოპლაზმის გატიხვრის) პროცესი ორი
შვილეული უჯრედის წარმოქმნით. სინ.: ციტოტომია.
ციტოლიზი cytolysis цитолиз cytolysis (ბერძნ. kytos უჯრედი,
lysis უჯრედი) - უჯრედის სტრუქტურის რღვევისა და დაშლის
პროცესი.
ციტოლიზინი cytolysin цитолизин cytolysinum (ბერძნ. kytos
უჯრედი, lysis უჯრედი) - 1.სისხლის შრატის ანტისხეული,
რომელსაც კომპლემენტის საშუალებით სამიზნე-უჯრედის
დაშლის უნარი გააჩნია. 2.უჯრედების დამშლელი ტოქსიკური
ნივთიერებები.
ციტოლოგია cytology цитология cytologia (ბერძნ. kytos უჯრედი,
logos მოძღვრება) - მეცნიერება უჯრედების აგებულების,
განვითარებისა და ფუნქციათა შესახებ. მთელ რიგ ბიოლოგიურ
დისციპლინებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ციტოლოგია
ჰისტოლოგიის, ბაქტერიოლოგიის და მეცნიერების სხვა დარგების
შემადგენელი ნაწილია.
ციტომეგალია cytomegalia цитомегалия cytomegalia (ბერძნ. kytos
უჯრედი, megas დიდი) - უჯრედში ციტომეგალოვირუსის შეჭრის
შედეგად, გიგანტური უჯრედების წარმოქმნა დამახასიათებელი
ბირთვშიდა ჩანართებით.
ციტომეგალოვირუსი cytomegalovirus цитомегаловирус
cytomegalovirus (ბერძნ. kytos უჯრედი, megas დიდი, ლათ. virus
შხამი) - დნმ-ს შემცველი, ჰერპესვირუსების ოჯახის,
ბეტაჰერპესვირუსის ქვეოჯახის წარმომადგენელია. ადამიანსა და
ცხოველებში იწვევს მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედების
(პოლიკარიოციტების) წარმოქმნას. ზოგიერთ შემთხვევაში
შესაძლებელია გამოიწვიოს შეძენილი იმუნოდეფიციტის
სინდრომის განვითარება. ძალზე სახიფათოა მემკვიდრული
ციტომეგალოვირუსული ინფექცია.
ციტოპათოგენური დოზა cytopathogenic dose цитопатогенная
доза dosum cytopathogenica (ბერძნ. kytos უჯრედი, pathos ტანჯვა,
ავადმყოფობა, dosis ულუფა, ჯერი) - სხვადასხვა აგენტების
მინიმალური დოზა, რომელიც იწვევს ციტოპათოგენურ ეფექტებს.
ციტოპათოგენური მოქმედება cytopathogenic action
цитопатогенное действие actio cytopathogenica (ბერძნ. kytos
უჯრედი, pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) - იგივე ციტოპათიური
მოქმედება. სხვადასხვა აგენტების (მათ შორის ვირუსების) მიერ
გამოწვეული მორფოლოგიური ცვლილებები უჯრედში.
სხვადასხვა ვირუსი განსხვავებული ციტოპათოგენური
მოქმედებით ხასიათდება. ზოგი მათგანი უჯრედულ მონოშრეში
წარმოქმნის ბალთისმაგვარ სტრუქტურებს, ზოგი იწვევს
დესტრუქციულ ცვლილებებს (კარიორექსისი, კარიოპიკნოზი და
სხვ.), სხვები კი (მაგ., სენდაის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი,
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სხვ.) ფუზოგენურ
ეფექტებს.
ციტოპათოლოგია cytopathology цитопатология cytopathologia
(ბერძნ. kytos უჯრედი, pathos ტანჯვა, ავადმყოფობა, logos
მოძღვრება) - ზოგად პათოლოგიურ პროცესთა შესწავლა
უჯრედულ დონეზე. ციტოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის
ცალკეულ უჯრედთა პათოლოგიურ ცვლილებებს.
ციტოპენია cytopenia цитопения cytopenia (ბერძნ. kytos უჯრედი,
penia სიმცირე, სიღარიბე) - ცირკულირებად სისხლში უჯრედული
ელემენტების სრული გაქრობა ან მათი რაოდენობის მკვეთრი
შემცირება (ჰიპოციტოზი).
ციტოპლაზმა cytoplasm цитоплазма cytoplasma (ბერძნ. kytos
უჯრედი, plasma გამონაძერწი, გაფორმებული) - უჯრედის
პლაზმურ მემბრანასა და ბირთვს შორის არსებული ყველა
ორგანოიდი მატრიქსთან (იხ.) ერთად. წარმოადგენს
მაღალმოწესრიგებულ, მრავალფაზიან კოლოიდურ სისტემას.
ციტოპლაზმური მემბრანა - იხ. პლაზმური მემბრანა.
ციტოპოეზი cytopoesis цитопоэз cytopoesis (ბერძნ. kytos უჯრედი,
poieo წარმოვქმნი) - უჯრედების წარმოქმნა- განვითარების
პროცესი (მაგ., სისხლის უჯრედების წარმოქმნა).
ციტოპროლიფერაცია cytoproliferation цитопролиферация
cytoproliferatio (ბერძნ. kytos უჯრედი, ლათ. proles შთამომავლობა,
fero მომაქვს) - სხვადასხვა ბუნების აგენტებით გამოწვეული
უჯრედების ინტენსიური გამრავლება როგორც in vivo, ასევე
ქსოვილოვან კულტურაში. ციტოდესტრუქციის საწინააღმდეგო
ცნებაა.
ციტოსტატიკები cytostatics цитостатики cytostaticum (ბერძნ.
kytos უჯრედი, status მდგომარეობა) - ქიმიური პრეპარტები,
რომლებიც აჩერებენ, თრგუნავენ ბაქტერიების და სიმსივნური
უჯრედების ზრდა-განვითარებას.
ციტოსტატიკური ავადმყოფობა - იხ. ავადმყოფობა
ციტოსტატიკური.
ციტოტომია - იხ. ციტოკინეზი.
ციტოტოქსიკური ტესტი cytotoxic test цитотоксический тест
testum cytotoxicalis (ბერძნ. kytos უჯრედი, toxikon შხამი, ინგლ. test
გამოცდა, სინჯი) - კულტივირებულ უჯრედებზე სხვადასხვა
ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ფაქტორების დამაზიანებელი
მოქმედების შეფასების მეთოდი: მდგო მარეობს დაღუპული
ქ ედე ეფ ე ე დ დგ ე დ ღუ ულ
უჯრედების ხვედრითი წილის გამოთვლაში დამაზიანებელი
ფაქტორის დოზირებული ზემოქმედების შემდეგ.
ციტოტოქსიკურობა cytotoxicity цитотоксичность cytotoxicity
(ბერძნ. kytos უჯრედი, toxikon შხამი) - განსაზღვრული ტიპის
უჯრედების, მაგ., კილერების ტოქსიკური მოქმედება სამიზნე-
უჯრედებზე.
ციტოტოქსინები cytotoxins цитотоксины cytotoxinum (ბერძნ.
kytos უჯრედი, toxikon შხამი) - ნივთიერებები (ჩვეულებრივ,
ანტისხეულები), რომლებიც თრგუნავენ უჯრედების
სპეციფიკური ფუნქციის გამოვლენას და იწვევენ უჯრედების
დესტრუქციას. ახორციელებენ ცილის სინთეზის ინჰიბიციას
სუბუჯრედულ დონეზე.
ციტოტროპიზმი cytotropism цитотропизм cytotropismus (ბერძნ.
kytos უჯრედი, tropos მობრუნება, მიმართულება) - 1.ორი ან მეტი
უჯრედის ურთიერთმიზიდულობა, ტროპულობა. 2.ზოგიერთი
ბიოლოგიური აგენტის თუ ქიმიური ნივთიერების (მაგ.,
ტოქსინების) თვისობა, მიდრეკილება ამა თუ იმ ტიპის
უჯრედისადმი.
ციტოქიმია cytochemistry цитохимия cytochemia (ბერძნ. kytos
უჯრედი, chemeia ქიმია) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს
ცოცხალ უჯრედებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ
ფუნქციებს და ლოკალიზაციას.
ციტოჩონჩხი cytoskeleton цитоскелет cytosceletum - შუალედური
ფილამენტებისა და მიკრომილაკებისაგან შემდგარი
ციტოპლაზმური სტრუქტურები, რომლებიც ასრულებენ
უჯრედის ჩონჩხის ელემენტების როლს.
ცოფი - იხ. ჰიდროფობია.
ცრემლი tears слеза lacrima - საცრემლე ჯირკვლებიდან
გამოყოფილი სეკრეტი, რომელსაც თვალისათვის დამცველობითი
მნიშვნელობა გააჩნია. შეიცავს ბაქტერიციდულ ფერმენტ
ლიზოციმს (იხ.).
ცრუ პარაზიტიზმი pseudoparasitism псевдопаразитизм
pseudoparasitismus (ბერძნ. parasitos მუქთახორა) - უხერხემლო
ცხოველები, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ადამიანისა და
ცხოველის ორგანიზმში. იქ ისინი დროის გარკვეული ინტერვალის
განმავლობაში რჩებიან და მასპინძლის ორგანიზმისათვის მოაქვთ
გ ვლ ე დ ლ გ ვ ქვ
გარკვეული ზიანი. მაგ., ოთახის ბუზის მატლები შეიძლება
მოხვდნენ ადამიანის ნაწლავებში, სადაც დიდხანს ვერ ჩერდებიან
და მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში აყენებენ ზიანს
მასპინძელს.
ცხელება fever лихорадка febris - ორგანიზმის დამცველობით-
შეგუებითი რეაქციაა. მდგომარეობა, როდესაც სხეულის
ტემპერატურა ნორმალურზე მაღალია. ჩვეულებრივ, თან ახლავს
შეციება, თავის ტკივილები, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი.
სხეულის ტემპერატურის მომატებამ 40,50ჩ-ზე ზევით, შეიძლება
გამოიწვიოს დელირიუმი (იხ.) და კრუნჩხვები (განსაკუთრებით,
პატარა ბავშვებში). ცხელების მიზეზი უმეტეს შემთხვევებში
სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებია. ცნობილია
ყვითელი, დენგეს, ხუნინის, მაჩუპოს, საბიას, გუანარიტოს და სხვ.
ცხელებები, ქუ ცხელება და სხვ. ზოგჯერ თან ერთვის
ჰემორაგიული სინდრომი. სინ.: პირექსია.
ცხელება დენგეს fever dengue лихорадка денге febris dengue -
დაავადების სახელწოდება წარმოდგება ინგლისური სიტყვა dandy-
ს (ფრანტი, კოხტაობის მოყვარული) დამახინჯებული
ვარიანტიდან, რაც განპირობებულია კუნთებისა და სახსრების
ტკივილის გამო ავადმყოფის დამახასიათებელი შესახედაობითა
და სიარულის მანერით. გავრცელებულია ტროპიკული და
სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. დაავადებისათვის
დამახასიათებელია ცხელების მდგომარეობა, გამონაყარი,
ტკივილები სახსრებსა და კუნთებში. არც თუ იშვიათად ადგილი
აქვს ჰემორაგიული ფორმის განვითარებას. ვირუსი გამოყოფილ
იქნა 1944 წელს ა.სებინის მიერ. მიეკუთვნება ფლავივირუსების
ოჯახს. ვაზოტროპულია. რეპროდუცირდება ღვიძლში, ძვლის
ტვინში, კუნთებში და სხვ. ინფექციის რეზერვუარი ავადმყოფი
ადამიანები და მაიმუნებია. ვირუსი ადამიანს გადაეცემა Aedes-ის
გვარის კოღოებით (Aedes niveus).
ცხელება ებოლას Ebola fever лихорадка Эбола febris Ebola - მძიმე
ინტოქსიკაციით, გამონაყარით, კანქვეშა და შინაგანი
სისხლჩაქცევებით მიმდინარე ავადმყოფობაა. საინკუბაციო
პერიოდი 2-21 დღეს შეადგენს. ლეტალობა 50-88%-ს აღწევს.
რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ მღრღნელები და
ღამურები. დაავადების გამომწვევია ფილოვირუსების ოჯახის
ღ უ ე დ ვ დე გ წვევ ფ ლ ვ უ ე ჯ
ვირუსი, რომელიც 1976 წელს გამოყვეს ზაირში, ებოლას რაიონის
სოფელ იამბუხუში, ავადმყოფის სისხლიდან.
ცხელება კონგო-ყირიმის Congo- Crimean fever Конго-Крымская
лихорадка Congo-Crimean febris - იგივე ყირიმ-კონგოს ცხელება.
გამომწვევი მიეკუთვნება ბუნიავირუსების ოჯახს (იხ. ვირუსი
კონგო-ყირიმის ჰემორაგიული ცხელების). ვაზოტროპული
ვირუსია. ძირითადი რეზერვუარი ბუნებაში ტკიპების მრავალი
სახეობაა. ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ
(თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები და თხები)
ვირუსის დროებითი რეზერვუარებია. ადამიანი უფრო ხშირად
ინფიცირდება ტრანსმისიულად, ტკიპების კბენით. ადამიანიდან
ადამიანს ინფექცია არ გადაეცემა. შესაძლებელია დაინფიცირება
ავადმყოფის სისხლთან ან ინფიცირებულ საგნებთან კონტაქტისას,
რადგანაც ავადმყოფის სისხლი დაავადების მწვავე ფაზაში შეიცავს
ვირუსის მაღალ კონცენტრაციას. ვირუსი იწვევს
გენერალიზებული კაპილაროტოქსიკოზის განვითარებას.
დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, სისხლჩაქცევები,
სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ლეტალობა 40%-ს აღწევს.
ცხელება ლასას Lassa fever лихорадка Ласса Lassa febris -
დაავადების გამომწვევი ვირუსი მიეკუთვნება არენავირუსების
ოჯახს. აღნიშნული რნმ-შემცველი ვირუსი გამოყოფილ იქნა 1969
წელს ნიგერიაში, ქ.ლასას მისიონერთა ჰოსპიტალში. დაავადება
მიმდინარეობს ცენტრა ლური ნერვული სისტემის დარღვევებით.
ენდემურია აფრიკის ცენტრალური და დასავლეთი
რაიონებისათვის. ძირითადი რეზრვუარია ე.წ. მრავალდვრილიანი
ვირთაგვები, რომლებიც გამომწვევ აგენტს გამოყოფენ შარდთან და
ნერწყვთან ერთად. ადამიანი ინფიცირდება ალიმენტური,
კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზებით. მძიმე ფორმების დროს
ლეტალობა 70%-ს აღწევს.
ცხელება მარბურგის Marburg fever лихорадка Марбурга febris
Marburgi - მძიმე ინტოქსიკაციით, გამონაყრით, კანქვეშა და
შინაგანი სისხლჩაქცევებით მიმდინარე ცხელებაა. საინკუბაციო
პერიოდი 3-9 დღეს შეადგენს. ლეტალობა 50-88%-ს აღწევს.
რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ მღრღნელები და
მაიმუნები. დაავადების გამომწვევია ფილოვირუსების ოჯახის
ვირუსი, რომელიც 1967 წელს გამოყვეს მარბურგში, აფრიკულ
ვ უ ელ ც წელ გ ყვე უ გ ფ კულ
მწვანე მაიმუნებზე მომუშავე ლაბორატორიის
თანამშრომლებისაგან და ბელგრადში - ავადმყოფების სისხლისა
და სელექციური მასალისაგან.
ცხელება მოსკიტური mosquito fever москитная лихорадка
mosquito febris - მოსკიტური ცხელების ვირუსული ეტიოლოგია
ვოლონტიორებზე ცდებით დაადგინეს რ.დერმა და სხვებმა 1909
წელს. ვირუსების რეზერვუარები და გადამტანებია მოსკიტების -
Phlebotomus papatasii-ს მდედრები, რომლებშიც დადგენილია
ვირუსის ტრანსოვარიული გადაცემა. დასენიანების მექანიზმი
ტრანსმისიულია, თუმცა შესაძლებელია პარენტერული
დაინფიცირებაც. საინკუბაციო პერიოდი 3-7 დღეს შეადგენს.
დაავადების შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი. სპეციფიკური
მკურნალობა და პროფილაქტიკა შემუშავებული არ არის. სინ.:
ფლებოტომური ცხელება, პაპატაჩის ცხელება, 3-დღიანი ცხელება,
ზაფხულის გრიპი.
ცხელება ოროიას Oroya fever лихорадка Оройя Oroya febris -
დაავადება ატარებს ენდემურ ხასიათს პერუს ანდების ერთ-ერთ
რაიონში (ოროიაში). მწვავედ მიმდინარე ავადმყოფობაა, რომლის
გამომწვევია Bartonella bacilliformis. ახასიათებს მაღალი
ტემპერატურა, რევმატული ტკივილები, ანემია, ალბუმინურია.
ცხელება პაპატაჩის Pappataci fever лихорадка Паппатачи febris
Pappataci - იგივე მოსკიტური ცხელება. ტროპიკული და
სუბტროპიკული ქვეყნების მწვავე ვირუსული ეტიოლოგიის
დაავადებაა. ადამიანზე გადადის მოსკიტის კბენით.
ცხელება რიფტ-ვალის Rift-Valley fever лихорадка Рифт-валли
febris Rift-valley - ვირუსული ეტიოლოგიის ამ მეტად მძიმე
დაავადებას სახელი ეწოდა კენიაში არსებული ველის, რიფტის
მიხედვით. დაავადების ჰემორაგიული ფორმების გამომწვევი
ვირუსის შტამები ძირითადად მრავლდება სისხლძარღვების
ეპითელიუმში (ვასკულიტი) და პარენქიმულ ორგანოებში.
ავადმყოფების უმრავლესობა იღუპება თირკმლების მწვავე
უკმარისობით. სპეციფიკური მკურნალობის საშუალებები აქამდე
შემუშავებული არ არის.
ცხელება სემლიკის ტყის Semliki forest fever лихорадка леса
Семлики febris Semliki silva - ამ ვირუსული ეტიოლოგიის
დაავადებას სახელი ეწოდა უგანდის ბვამბის ოლქში მდებარე
დ ვ დე ელ ეწ დ უგ დ ვ ლქ დე ე
სემლიკის ტყიდან. ადამიანში დაავადება ატარებს სპორადულ
ხასიათს და ვლინდება ცხელების და დენგესმაგვარი სინდრომით
(იხ. დენგეს ცხელება), ხოლო ზოგჯერ ენცეფალიტის და
ასეპტიკური მენინგიტის განვითარებით. სპეციფიკური
მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებები აქამდე
შემუშავებული არ არის.
ცხელება ყვითელი yellow fever желтая лихорадка febris flava -
მწვავე ვირუსული (იხ. ვირუსი ყვითელი ცხელების) დაავადებაა,
რომელიც უმთავრესად გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ
ქვეყნებში. კონვენციური (საკარანტინო) ინფექციაა. ახასიათებს
მძიმე კლინიკური მიმდინარეობა მაღალი ლეტალობით. ვირუსის
გადამტანია Aedes-ის და Hemagogus-ის გვარის კოღოები. არ არის
დაფიქსირებული იმ რეგიონებში, სადაც გავრცელებულია დენგეს
ცხელება (იხ.). როგორც ეტყობა, ეს ორი ვირუსი ვიკარული ან
ურთიერთგამომრიცხავი მიკროორგანიზმებია. ყვითელი
ცხელებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი
ტემპერატურა, სიყვითლე (ღვიძლის დაზიანების გამო), კუნთების
ტკივილი, სისხლიანი პირღებინება, ჰემორაგია, ცხელება.
გადატანილი ავადმყოფობა ქმნის იმუნიტეტს.
ცხელება ჩიკუნგუნიას Chikungunia fever лихорадка Чикунгунья
Chikungunia febris - ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა (იხ.
შესაბამისი ვირუსი). დაავადება გავრცელებულია აფრიკაში და
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ვირუსი იწვევს დენგესმაგვარ
დაავადებას (იხ. დენგეს ცხელება).
ცხელება ცუცუგამუშის tsutsugamushi fever лихорадка
цуцугамуши febris tsutsugamushi - ადამიანის მწვავე ინფექციური
დაავადებაა, ხასიათდება ბუნებრივ-კეროვანი გავრცელებით.
მიეკუთვნება რიკეტსიოზების ჯგუფს. რიკეტსიის (Orientia
tsutsugamushi) გადამტანია ინფიცირებული ტკიპა. დაავადების
ამოცნობა ხდება სეროდიაგნოსტიკის საშუალებით.
პროფილაქტიკის ღონისძიებებია: დერატიზაცია, დეზინსექცია -
ინფექციის გავრცელების ბუნებრივ კერებში.
ცხელება ჰემორაგიული hemorrhagic fever геморрагическая
лихорадка febris hemorrhagica (ბერძნ. ჰაიმა სისხლი, რრჰაგია
ძლიერი გამოყოფა) - ვირუსული ეტიოლოგიის ტრანსმისიული,
ბუნებრივ-კეროვანი დაავადებებია. მიმდინარეობს ჰემორაგიული
უ ე ვ კე ვ დ ვ დე ე დ ე ე გ ულ
სინდრომით. მძიმე კლინიკურ ფორმებს თან ახლავს ფართო
სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში, არტერიული
ჰიპოტენზია და შოკური მდგომარეობა. ჰემორაგიებით მიმდინარე
ავადმყოფობებია: ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, ლასას,
ებოლას, მარბურგის ცხელებები და სხვ.
ცხენების აღმოსავლეთის encefalomieliti Eastern equine
encephalitis васточный энцефаломиелит лошадей Eastern equine
encephalitis (ბერძნ. enkephalis თავის ტვინი, myelos ზურგის ტვინი,
itis ანთება, ლათ. virus შხამი) - ვირუსული ეტიოლოგიის მძიმე
დაავადებაა (იხ. შესაბამისი ვირუსი). ვირუსის გადამტანია კოღო
(Aedes sollocitans). ცხენების ეპიზოოტიები და ადამიანების
დაავადებები გვხვდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში,
კუბაზე და ტრინიდად- ტობაგოზე. ადამიანის დაავადება
ჩვეულებრივ მიმდინარეობს ძალზე მძიმედ, ენცეფალიტის
სიმპტომებით. ახასიათებს მაღალი ლეტალობა (70- 75%).
სპეციფიკური მკურნალობა და პროფილაქტიკა არაა
შემუშავებული.
ცხენების დასავლეთის ენცეფალომიელიტი Western equine
encephalitis западный энцефаломиелит лошадей Western equine
encephalitis (ბერ-ძნ. enkephalis თავის ტვინი, myelos ზურგის
ტვინი, itis ანთება, ლათ. virus შხამი) - ვირუსული ეტიოლოგიის
მძიმე დაავადებაა. ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია
ფრინველები, რომლებიდანაც ვირუსი ადამიანს გადაეცემა
კოღოების საშუალებით (Culex tarsalis). დაავადება ვლინდება
ცხელებით, თავის და კუნთების ტკივილებით და ცენტრალური
ნერვული სისტემის დაზიანებით (ენცეფალიტი). ლეტალობა 8-
15%-ს აღწევს. გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება მყარი
იმუნიტეტი.
ცხენების (ვენესუელის) ენცეფალომიელიტი Venezuelan equine
encephalitis венесуэльский энцефаломиелит лошадей Venezuelan
equine encephalitis (ბერძნ. enkephalis თავის ტვინი, myelos ზურგის
ტვინი, itis ანთება, ლათ. virus შხამი) - ვირუსული ეტიოლოგიის
დაავადებაა (იხ. შესაბამისი ვირუსი). ვირუსის გადაცემის
მექანიზმი ტრანსმისიულია: გადამტანებია Aedes-ის, ჩულეხის,
Haemagogus- ის, Anopheles-ის, Mansonia-ს და სხვ. გვარის კოღოები.
ადამიანში ავადმყოფობა ხშირად მიმდინარეობს როგორც მწვავე
დ ვ დ ყ ფ დ დ ე გ ც წვ ვე
რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ცხელებით და თავის და
კუნთების ტკივილებით. მკურნალობისა და
პროფილაქტიკისათვის იყენებენ ვირუსის საწინააღმდეგო
იმუნოგლობულინს და ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვაქცინებს.
ცხვირისატეხელა adonis горицвет (fljybc) Adonis (Adonis vernalis)
- იგივე ადონისი. ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს გულის
გლიკოზიდებს, საპონინს, ფიტოსტერინს, კუმარინს და სხვ.
გააჩნია კარდიოტონური ეფექტი, სედატიური, დიურეზული
მოქმედება და სხვ. გლიკოზიდებს იყენებენ გულის ქრონიკული
უკმარისობის, ნევროზების, უძილობისა და ეპილეფსიის
შემთხვევებში. იყენებენ აგრეთვე როგორც ნერვული სისტემის
დამამშვიდებელ საშუალებას.
ცხიმები - იხ. ლიპიდები.
სამედიცინო ლექსიკონი


ძახველი guelder-rose калина Viburnum opulus L. - დატოტვილი
ბუჩქი ან ხეა. შეიცავს ორგანულ მჟავებს, K ვიტამინს, მთრიმლავ,
მწარე და ფისოვან ნივთიერებებს, შაქრებს, ასკორბინის მჟავას,
ცხიმოვან ზეთს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური,
ჰემოსტაზური თვისებები. გამოიყენება ისტერიის, მტკივნეული
მენსტრუაციების დროს, აგრეთვე როგორც ცხელების
საწინააღმდეგო საშუალება. მცენარის ნაყოფი აძლიერებს გულის
შეკუმშვებს და დიურეზს. იყენებენ აგრეთვე როგორც ოფლმდენ,
საფაღარათო, სასაქმებელ საშუალებას და ა.შ.
ძვალი bone кость os - ძვლოვანი ქსოვილისაგან აგებული
საყრდენი ორგანო. გარედან დაფარულია ძვლისაზრდელათი,
ხოლო შიგნითა ღრუებში შეიცავს ძვლის ტვინს. მიეკუთვნება
შემაერთებელ ქსოვილს. წარმოქმნილია როგორც ორგანული, ასევე
არაორგანული ნივთიერებისაგან.
ძვლისაზრდელა - იხ. პერიოსტეუმი.
ძვლისმჭამელა - იხ. კარიესი.
ძილი sleep сон somnus - ადამიანის ორგანიზმის მოსვენების
მდგომარეობა, როდესაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების
აქტივობა შეცვლილია და გარემოსთან კონტაქტი გაწყვეტილია.
ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) ძილის გარდა არჩევენ ნარკოზულ
ძილს (ვითარდება ნარკოზის პირობებში და საძილე საშუალებათა
მიღების შედეგად), ჰიპნოზურ ძილს, საღათას ძილს და სხვ.
დადგენილია, რომ ძილი მოიცავს ნელ და სწრაფ ფაზებს. თავის
ტვინის სისხლით მომარაგება და ჟანგბადის შთანთქმა ძილის
დროს, სიფხიზლის მდგომარეობასთან შედარებით,
დაქვეითებული არ არის.
ძირდიდა - იხ. კარბუნკული.
ძირმაგარა - იხ. ფურუნკული.
ძუძუმწოვრები mammalia млекопитающие mammalia -
ხერხემლიანი ცხოველების ერთ-ერთი კლასია. ზოგიერთ მათგანს
გააჩნია სამედიცინო მნიშვნელობა (კაშალოტის სპერმაცეტი,
ირმების დოყი, შინაური ცხოველების ენდოკრინული ორგანოები
და სხვ.). ძუძუმწოვრების ზოგიერთი წარმომადგენელი
სხვადასხვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების, მაგ.,
ცოფის, ბრუცელოზის, ტოქსოპლაზმოზის, ტრიქინელოზის, ჯი
ლეხის, თურქულის და სხვ. გადამტანია.
სამედიცინო ლექსიკონი


წაბლი chestnut каштан Castanea sativa Mill. - ხემცენარეა. შეიცავს
ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს, B,C,K
ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გააჩნია
ანტივარიკოზული, ანტიათეროსკლეროზული და სხვ. თვისებები.
ყვავილების წვენი გამოიყენება ვენების გაგანიერების დროს,
ფოთლების ექტრაქტი - ყივანახველას წინააღმდეგ, ხოლო
ნაყოფებისაგან დამზადებული პრეპარატებით მკურნალობენ
თრომბოფლებიტს, ათეროსკლეროზს, მიოკარდიუმის ინფარქტს
და სხვ.
წვრილი ნაწლავი small intestine тонкая кишка intestinum tenuis -
მდებარეობს კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. მასში შედის
თორმეტგოჯა ნაწლავი, მლივი და თეძოს ნაწლავები. აქ
მიმდინარეობს საკვების გადამუშავების პროცესის უმეტესი
ნაწილი და მისი შეწოვა. წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის
ფართობი გადიდებულია მასში სპეციალური გამონაზარდების
(ხაოების) არსებობის გამო.
წითელა measles корь morbilli - ბავშვთა ასაკის მწვავე
ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია
პარამიქსოვირუსების ოჯახის Morbillivirus-ის გვარის ვირუსი.
პარამიქსოვირუსების ოჯახის სხვა წარმომადგენლებისაგან
განსხვავებით, ამ ვირუსს არ გააჩნია ნეირამინიდაზა და ძნელად
ადაპტირდება ქათმის ემბრიონებში. ძირითადი დაავადების
(წითელას) გარდა, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მეორადი
იმუნოდეფიციტის განვითარება, აგრეთვე ენცეფალომიელიტი.
ვირუსი წარმოქმნის წითელასათვის პათოგნომურ
უორტინფინკელდეის გიგანტურ უჯრედებს. წითელას ახასიათებს
სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და
ვრცელდება მთელ სხეულზე. საინკუბაციო პერიოდი 7-10 დღეს
შეადგენს. ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. საინკუბაციო
პერიოდის ბოლო დღეებში და ავადმყოფობის პირველ 2-3 დღეს
ადამიანი ინფექციის გადამდებია. დაავადება იძლევა მყარ
იმუნიტეტს.
წითელი მგლურა - იხ. ლუპუსი.
წითელი ქარი - იხ. ერიზიპელასი.
წითურა rubella краснуха rubeola (ლათ. ruber წითელი) -
გადამდები ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია
დერმატროპული ვირუსი. რნმ-ს შემცველი, ტოგავირუსების
ოჯახის, რუბივირუსების გვარის წარმომადგენელია. გააჩნია
ტროპიზმი ემბრიონული ქსოვილისადმი, ადვილად გადის
პლაცენტურ ბარიერს. ფეხმძიმობის სხვადასხვა პერიოდში
(ტრიმესტრში) აღნიშნული ვირუსი ჩანასახსა და ნაყოფზე
მოქმედებს ტერატოგენურად, კანცეროგენურად და სხვ.
დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური
კვანძების გადიდება და გამონაყარი. იძლევა მყარ იმუნიტეტს.
წინადაცვეთა - იხ. ცირკუმციზია.
წინამდებარე ჯირკვალი - იხ. პროსტატა.
წმინდა ვიტის ცეკვა - იხ. ქორეა სიდენგამის.
წურბელა - იხ. სამედიცინო წურბელა.
წყალმანკი - იხ. ასციტი.
წყალსატევის საპრობულობა saprobility of reservoir сапробность
водоема cisterna saprobilis (ბერძნ. sapros დამპალი, ხრწნადი) -
წყალსატევის დაბინძურების ხარისხის დახასიათება
ჰიდრობიონტების სახეობრივი შემადგენლობისა და მასის
მიხედვით. განასხვავებენ პოლისაპრობულ (ძალზე
დაბინძურებულ), მეზოსაპრობულ (საშუალო ხარისხით
დაბინძურებულ) და ოლიგოსაპრობულ (ყველაზე უფრო სუფთა)
წყალსატევებს.
წყლული - იხ. ულკუსი.
სამედიცინო ლექსიკონი


ჭიანაწლავი - იხ. აპენდიქსი.
ჭიანჭველამჟავა დუღილი formic acid fermentation
муравьинокислое брожение ant-acid fermentatio -
დამახასიათებელია ენტერობაქტერიების ოჯახის
წარმომადგენლებისათვის. ასეთი ტიპის დუღილის საბოლოო
პროდუქტია ჭიანჭველამჟავა, თუმცა მასთან ერთად წარმოიქმნება
რძემჟავა, ძმარმჟავა და სხვ. პროდუქტებიც.
ჭინთვა - იხ. ტენეზმები.
ჭინჭარი nettle крапива Urtica urens L. - მრავალწლიანი
ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერის ზეთს,
მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, შაქარს, რკინას, კალიუმის
მარილებს, გოგირდს, რიბოფლავინს, K ვიტამინს, კაროტინს,
ურტიცინს, გლიკოზიდს. ნაყენი ამცირებს შაქრის შემცველობას
სისხლში. აძლიერებს სისხლის შედედების უნარს, ზრდის
ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას, აგრეთვე
ძლიერ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე. იყენებენ
როგორც პოლივიტამინურ, სისხლდენის შემაჩერებელ, ცხელების
საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელ და შარდმდენ
საშუალებას. ფოთლების ნახარში გამოყენებულია ფილტვების
ტუბერკულოზის, ბრონქიტის, მალარიის და სხვ. შემთხვევებში.
ჭინჭრის ციება - იხ. ურტიკარია.
ჭიპლარი umbilical cord пуповина funiculus umbilicalis -
დაახლოებით 40-60 სმ სიგრძის ორგანო, რომლის საშუალებითაც
ნაყოფი უკავშირდება პლაცენტას. ჭიპლარში განლაგებულია
ალანტოისში (იხ.) წარმოქმნილი სისხლძარღვები, რომელთა
საშუალებით ემბრიონი საკვებს იღებს საშვილოსნოს კედლიდან.
ჭორფლი - იხ. ეფელიდები.
ჭრილობა - იხ. ვულნუსი.
სამედიცინო ლექსიკონი


ხაზოვანი ცხოველები - იხ. ინბრედული ცხოველები.
ხალი - იხ. ნევუსი.
ხაო villus ворсинка villus - ზოგი ერთი ორგანოს
განსაკუთრებული ანატომიური წარმონაქმნი (მაგ., წვრილი
ნაწლავის მრავალრიცხოვანი ხაოები, რომელთა საშუალებითაც
იზრდება ამ ორგანოს შემწოვი უნარი). ყოველ ხაოში სისხლისა და
ლიმფის კაპილარებია.
ხარის სოლიტერი bovine tapeworm бычий цепень Taeniarhynchos
saginata - დიდი ზომის (4-10 მეტრი სიგრძის) ცესტოდაა.
პროგლოტიდების რიცხ ვი 1000-მდეა. სკოლექსს 4 მძლავრი
მისამაგრებელი ბორცვი აქვს. არ გააჩნია კაუჭები, რის გამოც,
ღორის სოლიტერისაგან განსხვავებით, შეუიარაღებელს
უწოდებენ. განვითარებისათვის კვერცხი ხარის (ძროხის) სხეულში
უნდა მოხვდეს ბალახთან ერთად. ადამიანის დაინვაზირება ხდება
იმ შემთხვევაში, თუკი მან უმი ან ნაკლებად მოხარშული ძროხის
ხორცი შეჭამა.
ხაშხაში opium poppy мак снотворный Papaver somniferum L. -
იგივე საძილე ყაყაჩო. ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს
20-ზე მეტ ალკალოიდს, რომელთაგან მთავარია მორფინი,
კოდეინი და პაპავერინი. მორფინს ფართოდ იყენებენ ოპერაციის
წინ ან მის შემდგომ, როგორც ტკივილგამაყუჩებელს, აგრეთვე
ტრავმების დროს შოკის თავიდან ასაცილებლად, ავთვისებიანი
სიმსივნეებით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისას და სხვ.
კოდეინი ძირითადად ნერვების დამაწყნარებელია. პაპავერინს
იყენებენ ჰიპერტონიული დაავადებების, სტენოკარდიისა და
ბრონქული ასთმის შემთხვევებში. მორფინის მრავალჯერადი და
ხანგრძლივი მიღება იწვევს ე.წ. ეიფორიას და ავადმყოფურ
ლტოლვას ამ პრეპარატისადმი (მორფინიზმი).
ხახა pharynx глотка pharynx - ლორწოვანი გარსით ამოფენილი,
ძაბრისმაგვარი ფორმის, კუნთოვანი მილი. მდებარეობს პირის
ღრუსა და საყლაპავ მილს შორის. გააჩნია ორგვარი ფუნქცია -
საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი (ცხვირის ღრუს აკავშირებს
ხორხთან).
ხელოვნური განაყოფიერება - იხ. ექსტრაკორპორული
განაყოფიერება.
ხელფრთიანები chiroptera рукокрылые Chiroptera -
ძუძუმწოვრების ერთ-ერთი რიგია. წარმომადგენლებია: ღამურები,
ვამპირები და სხვ. პატარა ზომის მფრინავი ცხოველებია.
ზოგიერთი ხელფრთიანი ცოფის ვირუსის რეზერვუარია, ამდენად
მათთან კონტაქტი არასასურველია. განსაკუთრებით საშიშნი ამ
მხრივ არიან ვამპირები (იხ.), რომლებიც სისხლისმწოველი
ცხოველებია. საქართველოში მცხოვრები ღამურები მწერიჭამიები
და ფიტოფაგებია, ამდენად ცოფის ინფექციის გავრცელების მხრივ,
ნაკლებად საშიშნი არიან.
ხერხემალი back-bone позвоночник columna vertebralis -
ღერძული ჩონჩხის ძირითადი ნაწილი. ასრულებს საყრდენ-
მამოძრავებელ როლს და იცავს ზურგის ტვინს დაზიანებისაგან.
შედგება ცალკეული მალებისაგან. ახალშობილი ადამიანის
ხერხემალი შედგება 33 მალისაგან: 7 - კისრის, 12 - გულმკერდის, 5
- წელის, 5 - გავის და 4 - კუდუსუნის მა ლისაგან. ზრდასრულ
ადამიანში ადგილი აქვს გავის და კუდუსუნის მალების შეზრდას 2
ცალკეულ ძვლად (შესაბამისად, გავა და კუდუსუნი). აქედან
გამომდინარე, ზრდასრული ადამია ნის ხერხემალი შედგება 26
მალისაგან.
ხველა cough кашель tussis - სასუნთქ გზებში დაგროვილი
ნახველის, ლორწოსა და სხვ. ან გარემოდან მოხვედრილი უცხო
ნაწილაკების მოცილების რეფლექსური აქტი.
ხმოვანი იოგები vocal chords голосовые связи vocale verum -
ლოკალიზებულია ხორხის შევიწროებულ ნაწილში, სადაც
ეპითელური ნაოჭების ვიბრაციის შედეგად ადგილი აქვს ბგერის
წარმოქმნას.
ხორხი larynx гортань larynx - სუნთქვის და ხმის წარმომქმნელი
ორგანო. გარდა ამისა, ხორხიდან ადამიანის მიერ შესუნთქული
ჰაერი ცხვირიდან ტრაქეაში ხვდება. ხორხის საფუძველს შეადგენს
ცხრა ხრტილი - ხორხსარქველი, ფარისებრი და სხვ. ისინი
ერთმანეთს უერთდებიან სახსრებით და იოგებით. გააჩნიათ
განივზოლიანი კუნთები. ხორხში ლოკალიზებულია ხმოვანი
იოგებით წარმოქმნილი ნაოჭების ერთი წყვილი.
ხორხსარქველი - იხ. ეპიგლოტისი.
ქველ ე გლ ტ
ხოშკაკალა - იხ. ქალაზიონი.
ხრტილი cartilage хрящь chondros - შემაერთებელი ქსოვილის
ერთ-ერთი სახე. შეიცავს განსაკუთრებულ ორგანულ ნივთიერებას
- ქონდრინს. ხრტილის შემადგენელი უჯრედებია ქონდროციტები
და ქონდრობლასტები. განასხვავებენ ხრტილოვანი ქსოვილის 3
ტიპს - ჰიალინურს, ბოჭკოვანსა და ელასტიკურს.
ხრწნა putrefaction гниение putrifi - catio - იგივე ლპობა (იხ.).
ხსენი colostrum молозиво colostrum - ქართულად: რძიანა.
სარძევე ჯირკვლების პირველი სეკრეტი ორსულობისას და
მშობიარობიდან 2-3 დღის მანძილზე. რძისაგან განსხვავდება
ლაქტოალბუმინების მეტი შემცველობით. წარმოადგენს წებოვანი
კონსისტენციის, ყვითელი ფერის, მაღალი ხვედრითი წონის,
შედარებით გამჭვირვალე სითხეს. შეიცავს სისხლის შრატს,
ლეიკოციტებს და ანტისხეულებს, რაც ახალშობილში
უზრუნველყოფს პასიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. ხსენი
დუღილის ტემპერატურაზე სწრაფად იკვრება.
სამედიცინო ლექსიკონი


ჯავშნოსანი armadilo броненосец Dasypodidae - ჩრდილო
ამერიკაში მცხოვრები ცხოველი - არმადილი. კეთრით
ინტრავენური დასენიანებისას, ამ ცხოველში ვითარდება
სპეციფიკური გენერალიზებული პროცესი, ხოლო ბაქტერიის
ინოკულაციის ადგილას - ტიპური გრანულომები (ლეპრომები).
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც კეთრის
ექსპერიმენტული მოდელი.
ჯალღუზისებრი ჯირკვალი pineal gland эпифиз (тело
шишковидное) epiphysis - ენდოკრინული ჯირკვალია,
ლოკალიზებულია თავის ტვინში. ასინთეზებს და ასეკრეტირებს
მელატონინს, სეროტონინს და მთელ რიგ პოლიპეპტიდებს.
გავლენას ახდენს სქესობრივ მომწიფებაზე, სასქესო უჯრედების
ფუნქციაზე და ძილისა და სიფხიზლის რითმზე. სინ.: ეპიფიზი.
ჯანმრთელობა health здоровье sanus - ადამიანის ორგანიზმის
ისეთი მდგომარეობა, როდესაც მისი ყველა ორგანოს და სისტემის
ფუნქციები შეწონასწორებულია გარემოსთან, რაიმე ავადმყოფური
ცვლილებების გარეშე (ანუ შენარჩუნებულია ჰომეოსტაზი. იხ.).
ჯიბლიბო - იხ. ჰორდეოლუმი.
ჯილეხი anthrax сибирьская язва anthrax - იხ. ანთრაქსი.
ჯირკვლები glands железы glandulae - ეპითელური
ქსოვილისაგან შემდგარი ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებენ
სხვადასხვა ფიზიოლოგიური დანიშნულების თხევად
ნივთიერებებს - სეკრეტებს (მაგ., ლორწოს, ნერწყვს, ოფლს, კუჭის
წვენს, ნაღველს და სხვ.) ან ინკრეტებს (ჰორმონებს), რომლებიც
უშუალოდ სისხლში გადადის. განასხვავებენ ეგზოკრინულ
(საოფლე, სანერწყვე და სხვ.), ენდოკრინულ (თირკმელზედა,
ფარისებრ და სხვ.) და შერეული ტიპის ჯირკვლებს (სასქესო,
კუჭქვეშა ჯირკვალი), რომელთაც გააჩნიათ შინაგანი და გარეგანი
სეკრეცია.
ჯორჯალი mesentery брижейка mesenterium - იგივე
მეზენტერიუმი. ამ ტერმინით აღნიშნავენ პერიტონეუმის ორ
ფურცელს, რომელთა თავისუფალ წინა კიდეში მდებარეობს
წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი - მლივი და თეძოს ნაწლავები,
უფრო მოკლე უკანა კიდე, ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი მიმაგრებულია
ხერხემალთან. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობს
ჯორჯლის არტერიები, ვენები, ლიმფური კვანძები და ლიმფური
სადინრები, ნერვები, ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი
ქსოვილი.
ჯუჯა სოლიტერი dwarf tapeworm карликовый цепень
Hymenolepis nana - ბრტყელი ჭიების ტიპის, ცესტოდების კლასის
წარმომადგენელია. პარაზიტობს ადამიანის ორგანიზმში,
განსაკუთრებით ბავშვებში. მისი სტრობილის სიგრძე მხოლოდ 1-
4მმ-ია, სიგანე - 0,7-0,9მმ. მრგვალ ხორთუმზე აქვს ერთ რიგად
განლაგებული 20-24 კაუჭი, ხოლო თავზე 4 მისამაგრებელი
ბორცვი. დეფინიტური მასპინძელია ადამიანი და თაგვები.
ადამიანი ამავე დროს წარმოადგენს მთავარ შუალედურ
მასპინძელს. სხვა ცესტოდებისაგან განსხვავებით, ჯუჯა
სოლიტერის განვითარება მიმდინარეობს მასპინძლის
გამოუცვლელად. პარაზიტის კვერცხები წყალსა და გაურეცხავ
მწვანილთან ერთად ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ადგილი აქვს
აგრეთვე ავტოინვაზიასაც (იხ.). ცესტოდა იწვევს ნერვული
სისტემის მოშლილობას, ზოგჯერ შეკრულობას ან ფაღარათს,
სიგამხდრეს და სხვ.
სამედიცინო ლექსიკონი


ჰაბიტუსი habitus габитус habitus (ლათ. habitus გარეგნობა) -
ადამიანის გარეგნული შესახედაობა. კლინიკურ მედიცინაში
აღნიშნავს ადამიანის გარეგან ნიშან-თვისებათა ერთობლიობას.
ჰაიმორიტი highmoritis гайморит highmoritis (ინგლისელი
ანატომი ნ. ჰაიმორი (1613-1685), რომელმაც პირველმა აღწერა
ზედა ყბის წიაღი, ბერძნ. itis ანთება) - ზედა ყბის წიაღის
ლორწოვანი გარსის ანთება.
ჰალუცინაცია hallucination галлюцинация hallucinatio (ლათ.
hallucinatio ბოდვა) - მცდარი მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი
ან შეხებითი აღქმა, რაც გამოწვეულია ტვინის მოქმედების
დარღვევით.
ჰამარტია hamartia гамартия hamartia (ბერძნ. hamartia შეცდომა,
ნაკლი) - განვითარების ანომალია: ანატომიურ სტრუქტურებში
ქსოვილების ანომალური შეფარდება ანდა ზრდასრულ ასაკში
ნორმისათვის არადამახასიათებელი ჩანასახოვანი წარმონაქმნების
არსებობა.
ჰამარტომა hamartoma гамартома hamartoma (ბერძნ. hamartia
შეცდომა, ნაკლი, oma სიმსივნე) - ემბრიონული განვითარების
ანომალია: კვანძოვანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი (ფილტვის
ქონდრომა, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა), რომელიც
ვითარდება ორგანოებისა და ქსოვილების ემბრიონული
განვითარების შედეგად.
ჰაპლოიდია haploidy гаплоидия haploidia (ბერძნ. haplos
ერთეული, eoides სახეობა) - ქრომოსომების ერთმაგი კომპლექტი,
წყვილიდან მხოლოდ ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომა. ასეთი
ქრომოსომული კომპლექტი გააჩნიათ სპერმატოზოიდებს და
კვერცხუჯრედებს, რომლებიც მეიოზური რედუქციის შედეგად
ღებულობენ ქრომოსომების საწყისი რაოდენობის მხოლოდ
ნახევარს. ჰაპლოიდია აღინიშნება სიმბოლო n-ით.
ჰაპტენები ჰაპტენს гаптены ჰაპტენი (ბერძნ. hapto ვამაგრებ) -
არასრული ანტიგენები. უმთავრესად დაბალმოლეკულური
ნივთიერებებია, რომელთაც არ გააჩნიათ იმუნოგენური
თვისებები, სამაგიეროდ შესწევთ ანტისხეულებთან და
იმუნოკომპეტენტურუჯ რედებთან სპეციფიკური ურთიერთ
მოქმედების უნარი.
ჰაშიშიზმი hashishism гашишизм hashishismus - ნარკომანიის
ერთ-ერთი სახეა. ჰაშიში მზადდება ინდური კანაფის (Cannabis
sativa) ფოთლების, ყვავილედების და ყლორტების ფისისაგან. სინ.:
ანაშიზმი, კანაბიზმი, ჰაშიშური ნარკომანია და სხვ.
ჰებეფრენია hebephrenia гебефрения hebephrenia (ბერძნ. hebe
სიჭაბუკე, phren ჭკუა) - სქესობრივი მომწიფების პერიოდში
ფსიქიკის დარღვევა, სულელური მხიარულება, ქარაფშუტობა.
შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმაა.
ჰებოიდი heboid гебоид heboidum (ბერძნ. hebe ახალგაზრდობა,
eidos სახე, მსგავსი) - პიროვნება, რომლისთვისაც
დამახასიათებელია ქვენა ინსტინქტებით ცხოვრება (სექსუალური
ექსცესები, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება და სხვ.),
რასაც თან ერთვის სოციალური დეზადაპტაცია და ცხოვრების
პარაზიტული წესი. ხშირია შიზოფრენიით და ფსიქოპათიებით
შეპყრობილ პირებში.
ჰელიკობაქტერი helicobacter хеликобактер helicobacterium -
აღნიშნული ბაქტერია - Helicobacter pilori წარმოადგენს S-ის
ფორმის, გრამ-უარყოფით უჯრედს. მიკროაეროფილია.
ლოფოტრიქებია ან მონოტრიქები. მათი ზრდისათვის
აუცილებელია მიკროაეროფილური პირობები ანდა ჟანგბადით
გამდიდრებული ატმოსფერო. ცხოველების ნორმალური
მიკროფლორის წარმომადგენელია. ადამიანის დასენიანება ხდება
ალიმენტური გზით. კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში იწვევს
წყლულების გაჩენას. გამოიყოფა წყლულოვანი გასტრიტებით
დაავადებულთა 80%-ში.
ჰელიობიოლოგია heliobiology геллиобиология heliobiologia
(ბერძნ. helios მზე, bios სიცოცხლე, ლოგოს მოძღ ვრება) -
ბიოლოგიის დარგი, რომლის შესწავლის საგანია დედამიწაზე
არსებულ ორგანიზმებზე მზის აქტივობის გავლენა.
ჰელიოზი heliosis гелиоз heliosis (ბერძნ. helios მზე, osis
მდგომარეობა) - მზის დარტყმა, დაკვრა: მზის პირდაპირი
სხივების და მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების
შედეგია.
ჰელიოთერაპია heliotherapy гелиотерапия heliotherapia (ბერძნ.
helios მზე, therapeia მკურნალობა) - მკურნალობა მზის სხივებით
(მზის აბაზანები).
ჰელმინთოზები helminthiasis гельминтоз helminthosis (ბერძნ.
helmins ჭია, osis მდგომარეობა) - დაავადებები, რომლებიც
ადამიანსა და ცხოველებში ვითარდება ჰელმინთების
პარაზიტირების შემთხვევაში. ყველაზე უფრო ხშირად ადამიანში
გვხვდება ოპისთორქოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი,
ტრიქინელოზი და სხვ. სინ.: ჰელმინთოზური ინვაზიები.
ჰელმინთოლარვოსკოპია helmintholarvoscopy
гельминтоларвоскопия helmintholarvoscopia (ბერძნ. helmins ჭია,
ლათ. larva მატლი, ბერძნ. skopeo ვუყურებ) - კვლევის
მიკროსკოპული მეთოდი, რომლის მიზანია ჰელმინთების
მატლების აღმოჩენა გამოსაკვლევი ადამიანისა და ცხოველის
მასალაში (ფეკალიებში).
ჰელმინთოლოგია helminthology гельминтология helminthologia
(ბერძნ. helmins ჭია, logos მოძღვრება) - მეცნიერება პარაზიტული
ჭიებისა და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებათა შესახებ.
ჰელმინთოოვოსკოპია helminthoovoscopy гельминтоовоскопия
helminthoovoscopia (ბერძნ. helmins ჭია, ლათ. ovum კვერცხი, ბერძნ.
scopeo ვათვალიერებ) - ფეკალიების, შარდის, ნახველის და
ორგანიზმის სხვა გამონაყოფების, აგრეთვე ორგანოების,
ქსოვილების და გარემოს სხვადასხვა ობიექტების მიკროსკოპული
გამოკვლევა მათში ჰელმინთების კვერცხების გამოვლენის
მიზნით.
ჰელმინთოფაუნა helminthofauna гельминтофауна helminthofauna
(ბერძნ. helmins ჭია, ლათ. Fauna) - ადამიანში, ცხოველებსა და
მცენარეებში ჰელმინთების სხვადასხვა სახეობების ერთობლიობა.
ჰელპერები helpers хелперы helperi (ინგლ. helper დამხმარე) - T-
ლიმფოციტების ერთ-ერთი პოპულაცია. უმნიშვნელოვანეს როლს
თამაშობენ იმუნურ რეაქციებში. მათ მიერ გამოყოფილი
მედიატორები (ლიმფოკინები) გავლენას ახდენენ სხვა ტიპის
იმუნოკომპეტენტურ უჯრედებზე (მაკროფაგებზე, B-
ლიმფოციტებზე და სხვ.), ააქტიურებენ ან თრგუნავენ მათ
ფუნქციურ მდგომარეობას.
ჰემაგლუტინაცია hemagglutination гемагглютинация
haemagglutinatio (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. agglutino მივაწებებ,
მივაკრავ) - ანტისხეულების (ჰემაგლუტინინების) მიერ სითხეში
შეწონილი ერითრიციტების შეწებება და დალექვა.
ჰემაგლუტინინი hemaglutinin гемаглютинин haemagglitininum -
აღნიშნული ვირუსული წარმოშობის ცილის ფუნქცია
მდგომარეობს სამიზნე უჯრედის ზედაპირის რეცეპტორთან
(ნეირამინის მჟავა, სიალის მჟავა) შეკავშირებაში, რითაც იწყება
ინფექციური პროცესი. ჰემაგლუტინინი (H) ფუნქციონირებს
ინფექციური პროცესის დასაწყისში.
ჰემადსორბცია hemadsorbtion гемадсорбция hemadsorbtio (ბერძნ.
haima სისხლი, ლათ. Ad-თან, sorbeo ვშთანთქავ) - სხვადასხვა,
განსაკუთრებით, მაჰემაგლუტინებელი ვირუსებით
დაინფიცირებული უჯრედების უნარი, დააფიქსირონ თავის
ზედაპირზე ერითროციტები. ამ მოვლენას იყენებენ, მაგ.,
ნატურალური ყვავილის სადიაგნოზოდ.
ჰემანგიოეპითელიომა hemangioepithelioma гемангиопитэлиома
haemangioepithelioma (ბერძნ. haima სისხლი, angeion სისხლძარღვი,
endon შიგნით, oma სიმსივნე) - სისხლძარღვების
ენდოთელიუმისაგან წარმოქმნილი სიმსივნე. განასხვავებენ
ავთვისებიან და კეთილთვისებიან ჰემანგიოეპითელიომებს.
ჰემანგიომა hemangioma гемангиома haemangioma (ბერძნ. haima
სისხლი, angeion სისხლძარღვი, oma სიმსივნე) - სისხლძარღვების
კეთილთვისებიანი სიმსივნე. ხშირად ვითარდება კანის
ზედაპირზე და ემსგავსება ხალს (იხ. ნევუსი).
ჰემანგიოსარკომა hemangiosarcoma гемангиосаркома
haemangiosarcoma (ბერძნ. haima სისხლი, angeion სისხლძარღვი,
sarx ხორცი, oma სიმსივნე) - ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც
წარმოქმნილია სისხლძარღვებისაგან.
ჰემართროზი hemarthrose гемартроз haemarthrosis (ბერძნ. haima
სისხლი, arthron სახსარი, osis დგომარეობა) - ტკივილი სახსრის
არეში და მისი შესივება, რაც გამოწვეულია სახსრის ღრუში
სისხლის ჩაქცევით. შეიძლება განვითარდეს ტრავმის შედეგად
ანდა სისხლის ზოგიერთი დაავადების (მაგ., ჰემოფილიის)
შემთხვევაში. მკურნალობის პროცესში უნდა მოხდეს
დაავადებული სახსრის იმობილიზაცია. იყენებენ აგრეთვე ცივ
კომპრესებს.
ჰემატემეზისი hematemesis гематемезис haematemesis (ბერძნ.
haima სისხლი, emesis პირღებინება) - სისხლიანი პირღებინება,
რისი მიზეზიც შეიძლება იყოს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულები, გასტრიტი და საყლაპავი მილის ვარიკოზული
გაფართოება.
ჰემატოენცეფალური ბარიერი blood-brain barrier
гемтоенцефалический барьер impedimentum haematoencephalis
(ბერძნ. haima სისხლი, enkephalon თავის ტვინი, ფრანგ. barriere) -
ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს
ნივთიერებათა ცვლას სისხლსა, ლიკვორსა და თავის ტვინს შორის,
აგრეთვე ახორციელებს დაცვით ფუნქციებს, აბრკოლებს რა ცნს-ში
სისხლში მოხვედრილი სხვადასხვა უცხო ნივთიერებების,
აგრეთვე თვით ორგანიზმში წარმოქმნილ ნივთიერებათა ცვლის
დარღვევის შედეგად სინთეზირებული პროდუქტების შეჭრას.
ტერმინი შემოღებულია 1921 წელს შვედი რ.გოტიეს მიერ. იხ.
გლია.
ჰემატოკოლპოსი hematokolpos гематоколпос haematocolpos
(ბერძნ. haima სისხლი, kolpos საშო) - მენსტრუალური სისხლის
დაგროვება საშოში, საქალწულე აპკში ატრეზიის ან ძალზე მცირე
ხვრელის არსებობის გამო.
ჰემატოკრიტი hematocrit гематокрит haematocrit (ბერძნ. haima
სისხლი, kriterion საზომი) - 1.სისხლის პლაზმისა და სისხლის
უჯრედების მოცულობითი შეფარდება. 2.ამ რეაქციის
(ჰემატოკრიტის) განმსაზღვრელი ხელსაწყო.
ჰემატოლიმფურია hematolymphuria гематолимфурия
haematolymphuria (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. lympha ანკარა
წყალი, uron შარდი) - სისხლისა და ლიმფის გამოყოფა შარდთან
ერთად, სისხლძარღვის ან ლიმფური სადინრის დაზიანების
შედეგად.
ჰემატოლოგია hematology гематология haematologia (ბერძნ. haima
სისხლი, logos მოძღვრება) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს
სისხლის შემადგენლობას, თვისებებს, სისხლმბად ორგანოთა
აგებულებასა და ფუნქციებს ნორმასა და პათოლოგიაში, აგრეთვე
სისხლის სისტემის დაავადებათა ეტიოლოგიას, პათოგენეზს,
კლინიკასა და მკურნალობის მეთოდებს.
ჰემატომა hematoma гематома haematoma (ბერძნ. haima სისხლი,
oma სიმსივნე) - სისხლჩაქცევის შედეგად სისხლძარღვებიდან
გამოდენილი სისხლის დაგროვება ქსოვილებში.
ჰემატომიელია hematomyelia гематомиелия hematomyelia (ბერძნ.
haima სისხლი, myelos ზურგის ტვინი) - სისხლის ჩაქცევა ზურგის
ტვინში (ჩვეულებრივ, პოსტტრავმული დაზიანების შედეგად).
ჰემატომიელოპოროზი hematomyeloporosis гематомиелопороз
hematomyeloporosis (ბერძნ. haima სისხლი, myelos ზურგის ტვინი,
poros ფორი) - ზურგის ტვინის დაზიანება, დაშლა სისხლჩაქცევის
შემთხვევაში.
ჰემატონეფროზი hematonephrosis гематонефроз haematonephrosis
(ბერძნ. haima სისხლი, nephron თირკმელი, osis მდგომარეობა) -
თირკმლის სისხლიანი კისტა, რაც განპირობებულია თირკმლის
ტრავმული დაზიანებით.
ჰემატოოფთალმიური ბარიერი hematoophthalmic barrier
гематоофтальмический барьер impedimentum haematoophthalmis
(ბერძნ. haima სისხლი, ophthalmos თვალი) -
ჰისტოჰემატოლოგიური ბარიერი სისხლსა და თვალის ე.წ.
წყალწყალა ნამის ფენას შორის.
ჰემატოპლაცენტური ბარიერი hematoplacental barrier
гематоплацентный барьер impedimentum haematoplacentalis (ბერძნ.
haima სისხლი, pleura გვერდი) - ჰისტოჰემატოლოგიური ბარიერი
სისხლსა და პლაცენტის ქსოვილებს შორის.
ჰემატოპლევრული ბარიერი hematopleural barrier
гематоплевральный барьер impedimentum hematopleuralis (ბერძნ.
haima სისხლი, pleura გვერდი) - ჰისტოჰემატოლოგიური ბარიერი
სისხლსა და პლევრის ღრუს სითხეს შორის.
ჰემატორაქისი hematorhachis гематорахис haematorhachis (ბერძნ.
haima სისხლი, rhachis ხერხემალი, ხერხემლის სვეტი) -
სისხლჩაქცევა ზურგის ტვინის გარსებში. დამახასიათებელია
ზურგის ტვინის გარსების და ფესვების გაღიზიანება, მოტორული
და მგრძნობელობითი მოშლილობა და მცირე მენჯის ორგანოების
ფუნქციის მოშლა.
ჰემატოსალპინქსი hematosalpinx гематосалпинкс haematosalpinx
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. salpinx მილი) - მენსტრუალური
სისხლის დაგროვება კვერცხსავალში (ფალოპის მილში),
საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო.
ჰემატოფაგები hematophages гематофаги haematophagi (ბერძნ.
haima სისხლი, phago ვშთანთქავ, ვჭამ) - 1. პროტოზოოლოგიაში:
დიზენტერიული ამების და სხვა ზოგიერთი პარაზიტული
უმარტივესის ტროფოზოიტები (იხ.) შთანთქმული
ერითროციტებით. სინ.: ერითროფაგები. 2.ენტომოლოგიაში:
სისხლისმწოველი სინანთროპული ბუზების ზოგიერთი სახეობა.
ჰემატოფობია hematophobia гематофобия haematophobia (ბერძნ.
haima სისხლი, phobos შიში) - ძლიერი, ავადმყოფური შიში
(გონების დაკარგვამდე) საკუთარი ან სხვისი სისხლის დანახვისას.
ჰემატოფსია hepatopsia гематопсия hepatopsia (ბერძნ. haima
სისხლი, opsis თვალი) - სისხლჩაქცევა თვალში.
ჰემატოცელია hematocoelia гематоцелия haematocoelia (ბერძნ.
haima სისხლი, koilia ღრუ) - მუცლის ღრუში სისხლის დაგროვება
(სისხლჩაქცევა).
ჰემატოცისტა hematocyst гематоциста haematocystis (ბერძნ. haima
სისხლი, ლათ. cystis ბუშტი) - 1.სისხლიანი კისტა. 2.სისხლჩაქცევა
შარდის ბუშტში. 3. ჰემატომის (იხ.) გაწოვის შედეგად პარენქიმულ
ორგანოში წარმოქმნილი ღრუ.
ჰემატოცისტისი hematocystis гематоцистис hematocystis (ბერძნ.
haima სისხლი, ლათ. cystis ბუშტი) - სისხლჩაქცევა შარდის
ბუშტში.
ჰემატურია hematuria гематурия haematuria (ბერძნ. haima
სისხლი, uron შარდი) - სისხლის არსებობა შარდში. სისხლი
შარდში შეიძლება ხვდებოდეს თირკმლებიდან, ორივე
შარდსაწვეთიდან, შარდის ბუშტიდან ან შარდგამომყოფი
არხიდან.
ჰემერალოპია hemeralopy гемаралопия hemeralopia (ბერძნ.
hemera დღე, alaos ბრმა, ოპს თვალი) - ქართულად: ქათმის
სიბრმავე. მხედველობის მკვეთრი გაუარესება ცუდი განათების
პირობებში, რისი მიზეზიცაა ბადურის სინათლისადმი
მგრძნობიარე აპარატის (ჩხირების) ფუნქციის დარღვევა.
ჰემიალგია hemialgia гемиальгия hemialgia (ბერძნ. hemi ნახევარი,
algos ტკივილი) - სხეულის ერთ-ერთი ნახევრის ტკივილი.
ჰემიანოპსია hemianopsia гемианопсия hemianopsia (ბერძნ. hemi
ნახევარი, an უარყ. თავს., ops, opos თვალი, მხედველობა) - იგივე
ჰემიანოპია. ნორმალური მხედველობის ველის ორი ნახევრიდან
ერთ-ერთის ამოვარდნა. გვხვდება სისხლის მიმოქცევის მოშლის,
ტრავმის, სიმსივნის და საძილე არტერიების ორმხრივი
ანევრიზმის შემთხვევაში.
ჰემიკოლექტომია hemicolectomy гемиколэектомия
hemicolectomia (ბერძნ. hemi ნახევარი, kolon კოლინჯი, ektome
ამოკვეთა, ამოჭრა) - კოლინჯის დაახლ. ნახევრის ამოკვეთა.
ჰემიკრანია migraine мигрень hemicrania (ბერძნ. hemi ნახევარი,
kranion თავის ქალა) - ქართულად: შაკიკი. თავის ძლიერი
ტკივილის შეტევა, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში. ასეთ
შეტევას იწვევს სხვადასხვა სახის გაღიზიანება და ემოციური
ფაქტორი. ასეთ დაავადებას უკავშირებენ თავის სისხლძარღვთა
ინერვაციის მოშლას.
ჰემიპარეზი hemiparesis гемипарез hemiparesis (ბერძნ. hemi
ნახევარი, paresis დასუსტება) - ნაწილობრივი დამბლა. მოტორული
ფუნქციის ნაწილობრივი მოშლა სხეულის ერთ-ერთ ნახევარში.
სინ.: ჰემიპლეგია.
ჰემიპლეგია hemiplegia гемиплегия hemiplegia (ბერძნ. hemi
ნახევარი, plege დარტყმა) - სხეულის ერთი ნახევრის დამბლა.
უმეტესად ვითარდება სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად.
სახე და ერთ-ერთი ზედა კიდური უფრო ხშირად ზიანდება.
ჰემიპლეგიის დროს დაზიანებულია სხეულის დადამბლავებული
ნახევრის დიამეტრალურად საწინააღმდეგო თავის ტვინის
ნახევარსფერო.
ჰემობილია hemobilia гемобилия haemobilia (ბერძნ. haima
სისხლი, ლათ. bilis ნაღველი) - სისხლდენა ნაღვლის
სადინრებიდან ღვიძლის ტრავმული დაზიანებისას, ნაღველკენ
ჭოვანი დაავადების და ღვიძლის კიბოს შემთხვევებში.
ჰემობლასტოზები hemoblastoses гемобластозы haemoblastosis
(ბერძნ. haima სისხლი, blastos ყლორტი, ღივი, osis მდგომარეობა) -
სისხლმბადი ორგანოების შემადგენელი უჯრედების სიმსივნური
პროლიფერაცია. იყოფა 2 ჯგუფად - ლეიკემიებად და სიმსი
ლ ფე ც ყ ფ ჯგუფ დ ლე კე ე დ დ
ვნეებად (ჰემოსარკომებად). ეს უკანასკნელნი კლინიკურ
ჰემატოლოგიაში ცნობილია როგორც ლიმფომები,
ლიმფოსარკომები და ა.შ. საერთოდ, ჰემობლასტოზები და
ავთვისებიანი სიმსივნეები - ერთი, საერთო ონკოლოგიური
პრობლემაა.
ჰემოგლობინი hemoglobin гемоглобин hemoglobinum (ბერძნ.
haima სისხლი, ლათ. globus ბურთულა) - ერითროციტების
შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედგება ცილა გლობინისა და
ჰემის 4 მოლეკულისაგან. ჰემის მოლეკულას, რომელიც რკინის
ატომს შეიცავს, ახასიათებს უნარი შეიერთოს და გასცეს ჟანგბადის
მოლეკულა. ჰემოგლობინი ჟანგბადის გადამტანია და
მონაწილეობს ნახშირორჟანგის ტრანსპორტში.
ჰემოგლობინოპათია hemoglobinopathy гемаглобинопатия
haemoglobinopathia (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. globus ბურთულა,
pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ამ სახელწოდებით აერთიანებენ
დაავადებათა ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია
მოზრდილთა ფიზიოლოგიური ჰემოგლობინის სტრუქტურის ან
პოლიპეპტიდური ჯაჭვების სინთეზის დარღვევა. აღნიშნული
ცვლილებები ორგანიზმში იწვევს პათოლოგიურ ძვრებს,
რაცკლინიკურად გამოიხატება ძვალ-სახსრის სისტემის
ტკივილებით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ა.შ. სინ.:
ჰემოგლობინოზი.
ჰემოგლობინოფილური ბაქტერიები hemoglobinophilus
гемоглобилофильные бактерии haemoglobinophilus (ბერძნ. haima
სისხლი, globus ბურთულა, philia სიყვარული) - ბაქტერიები,
რომელთა ცხოველქმედებისათვის აუცილებელია გარემოში
ჰემოგლობინის მსგავსი ნივთიერების არსებობა. ამ ტიპის
ბაქტერიებს მიეკუთვნება Haemophilus- ის გვარის ბაქტერიები
(იხ.).
ჰემოგლობინურია hemoglobinuria гемоглобинурия
haemoglobinuria (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. globus ბურთულა,
ბერძნ. uron შარდი) - შარდში თავისუფალი ჰემოგლობინის
არსებობა. ვითარდება იმ შემთხვევაში, თუკი სისხლში არსებული
ცილები საკმარისად სწრაფად ვერ შთანთქავენ დაშლილი
ერითროციტებიდან გამოთავისუფლებულ ჰემოგლობინს. ასეთი
მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს მძიმე ფიზიკური
დგ ე ე ლე გ ვ დე ე ფ კუ
დატვირთვისას, აგრეთვე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების,
ქიმიური ნივთიერებებით (მაგ., დარიშხნით) მოწამვლისას და
ტრავმების შემთხვევებში.
ჰემოგრამა hemogram гемограмма haemogramma (ბერძნ. haima
სისხლი, gramma ჩანაწერი) - სისხლის გამოკვლევის შედეგად
მიღებული მონაცემების ჩანაწერი, სისხლის ფორმიანი
ელემენტების რაოდენობისა და შემადგენლობის, აგრეთვე
ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრის შესახებ.
ჰემოდიაგნოზი hemodiagnosis гемодиагноз haemodiagnosis (ბერძნ.
haima სისხლი, დიაგნოსის ამოცნობა, განსაზღვრა) - სისხლის
ანალიზის დახმარებით ჩატარებული დიაგნოსტიკა.
ჰემოდიალიზი hemodialysis гемодиализ haemodialysis (ბერძნ.
haima სისხლი, ლათ. dialysis დაშლა, გამოყოფა) - იგივე დიალიზი.
თირკმლის უკმარისობის მკურნალობის მეთოდი „ხელოვნური
თირკმლის“ აპარატის (გამომგონებელი ჰოლანდიელი კოლფი)
გამოყენებით, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლიდან ე.წ.
წიდების გამოყოფას.
ჰემოდინამიკა hemodynamics гемодинамика haemodynamica
(ბერძნ. haima სისხლი, dynamis ძალა) - ფიზიოლოგიის ნაწილი,
რომელიც შეისწავლის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის
კანონზომიერებებს.
ჰემოთერაპია hemotherapy гемотерапия haemotherapia (ბერძნ.
haima სისხლი, therapeia მკურნალობა) - ქართულად: სისხლით
მკურნალობა. სისხლის, მისი კომპონენტების, სისხლისაგან
დამზადებული პრეპარატების გამოყენება სამკურნალო მიზნით.
სადღეისოდ მიღებულია სისხლის კომ პონენტების (პლაზმის,
ერითროციტური, თრომბოციტური და ლეიკოციტური მასის)
გადასხმა, რასაც ჰემოკომპონენტოთერაპია ეწოდება. ამჟამად,
მთლიანი სისხლის გადასხმა რეკომენდებული არ არის.
ჰემოთორაქსი hemothorax гемоторакс haemothorax (ბერძნ. haima
სისხლი, thorax მკერდი) - სისხლის დაგროვება პლევრულ ღრუში.
განასხვავებენ დიდ, მცირე, ტოტალურ, პარამედიასტინურ და სხვ.
სახის ჰემოთორაქსებს.
ჰემოკულტურა hemoculture гемокультура haemocultura (ბერძნ.
haima სისხლი, ლათ. cultura დამუშავება) - სისხლიდან
გამოყოფილი მიკროორგანიზმების კულტურა.
გ ყ ფ ლ კ გ ე კულტუ
ჰემოლიზი hemolysis гемолиз haemolysis (ბერძნ. haima სისხლი,
lysis დაშლა, გახსნა) - ერითროციტების დაშლის პროცესი, რის
შედეგადაც გამოიყოფა ჰემოგლობინი. ფიზიოლოგიური
ჰემოლიზი ადამიანსა და ცხოველებში განუწყვეტლივ
მიმდინარეობს. ერითროციტების საბოლოო დაშლას ადგილი აქვს
ელენთაში. გამოთავისუფლებული ჰემოგლობი ნისაგან
სინთეზდება ნაღვლის ერთ-ერთი პიგმენტი - ბილირუბინი.
პათოლოგიური ჰემოლიზი ვითარდება ჰემოლიზური ანემიების,
ჰემოგლობინოპათიების შემთხვევაში. ეს პროცესი შეიძლება
განვითარდეს ჰემოლიზური შხამების მოქმედების შედეგადაც.
ჰემოლიზინები hemolysins гемолизины haemolysina (ბერძნ. haima
სისხლი, lysis დაშლა, გახსნა) - ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ
ჰემოლიზს.
ჰემოლიმფა hemolymph гемолимфа haemolympha (ბერძნ. haima
სისხლი, lympha ანკარა წყალი) - სითხე, რომელიც ცირკულირებს
ფეხსახსრიანების და მოლუსკების ღია სისხლძარღვოვან
სისტემაში. ფუნქციურად ჰემოლიმფა შეესაბამება დახშული
სისხლძარღვოვანი სისტემის მქონე ცხოველების სისხლსა და
ლიმფას.
ჰემომეტრი hemometer гемометр haemometrum (ბერძნ. haima
სისხლი, metreo გაზომვა, განსაზღვრა) - სისხლში ჰემოგლობინის
განმსაზღვრელი ხელსაწყო, რომელიც აგებულია კოლორიმეტრის
პრინციპის მიხედვით. სინ.: ჰემოგლობინომეტრი.
ჰემოპერიკარდიუმი hemopericardium перикардиум
haemopericardium (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. pericardium გულის
პერანგი) - პერიკარდიუმის ღრუში სისხლის ჩაქცევა. გამომწვევი
მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, სიმსივნე, გულის სისხლძარღვის
დაზიანება (მაგ., მიოკარდის ინფარქტის შემთხვევაში) ანდა
სისხლმდენი ანევრიზმა. ადგილი აქვს სისხლის ცირკულაციის
დარღვევას, რასაც თან ახლავს არტერიული წნევის მკვეთრი
დაქვეითება და გულის გაჩერება. სიცოცხლის შენარჩუნება
შესაძლებელია პერიკარდიუმიდან სისხლის გამოშვებით.
ჰემოპერფუზია hemoperfusion гемоперфузия haemoperfusio
(ბერძნ. haima სისხლი, ლათ. perfusio გდასხმა, ჩასხმა) - ტოქსიკური
ნივთიერებებისაგან სისხლის გასაწმენდად, ადსორბენტის (მაგ.,
აქტივირებული ხის ნახშირის) შემცველ მოწყობილობაში (სვეტში)
სისხლის გატარება.
ჰემოპნევმოთორაქსი hemopneumothorax гемопневматоракс
haemopneumothorax (ბერძნ. haima სისხლი, pneuma ჰაერი, thorax
გულმკერდი) - პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის დაგროვება,
რასაც ჩვეულებრივ ადგილი აქვს ტრავმის შემთხვევაში. როგორც
სისხლი, ასევე ჰაერი ფილტვიდან გამოშვებული უნდა იქნეს
დრენირების საშუალებით.
ჰემოპოეზი hemopoiesis гемопоэз haemopoiesis (ბერძნ. haima
სისხლი, poieo წარმოვქმნი) - ქართულად: სისხლწარმოქმნა.
სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნის, განვითარებისა
და მომწიფების პროცესი. მიჩნეულია, რომ სისხლწარმოქმნის
ღეროვან უჯრედს წარმოადგენს მორფოლოგიურად
ლიმფოციტების მსგავსი პოლიპოტენტური უჯრედი. ეს
უკანასკნელი წარმოადგენს სისხლის ყველა უჯრედის
წინამორბედს.
ჰემორაგია hemorrhage геморагия haemorrhagia (ბერძნ. haima
სისხლი, ლათ. rrhagia ძლიერი გამოყოფა) - სისხლძარღვის
მთლიანობის დარღვევის შედეგად სისხლის დენა ან სისხლის
ჩაქცევა სხეულის რომელიმე ღრუსა და ორგანოში.
ჰემორაგიული ცხელება - იხ. ცხელება ჰემორაგიული.
ჰემოროი hemorrhoids геморрой haemorrhoides (ბერძნ. haima
სისხლი, rrhagia ძლიერი გამოყოფა) - ქართულად: ბუასილი.
სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კავერნოზული წნულების
პათოლოგიური გაგანიერება, რასაც თან ახლავს აღნიშნულ
მიდამოში სისხლის შეგუბება. დაავადება ვითარდება ვენური
სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად. ბუასილის განვითარების
ხელშემწყობი ფაქტორებია: ქრონიკული შეკრულობა, მჯდომარე
ცხოვრების წესი, მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქც ევის
დარღვევა მშობიარობისას და სხვ.
ჰემოროიდექტომია hemorrhoidectomy геморроидэектомия
haemorrhoidectomia (ბერძნ. haima სისხლი, rrhagia ძლიერი
გამოყოფა, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) - ჰემოროიდული კვანძების
ამოჭრა ქირურგიული გზით. ოპერაციის შემდგომი
გართულებებია: სისხლდენა და ანუსის სტრიქტურა (იხ.).
ჰემოსიდერინი hemosiderin гемосидерин haemosiderinum (ბერძნ.
haima სისხლი, sideros რკინა) - ჰემოგლობინის დაშლისას
წარმოქმნილი, რკინის შემცველი მოყვითალო ფერის პიგმენტი.
ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთ ფორმაა. ამ პიგმენტს
შეიცავენ ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგები.
ჰემოსიდეროზი hemosiderosis гемосидероз haemosiderosis (ბერძნ.
haima სისხლი, sideros რკინა, osis მდგომარეობა) - ორგანიზმში
რკინის ჭარბ დაგროვებასთან დაკავშირებული ავადმყოფობა.
იწვევს სხვადასხვა შინაგანი ორგანოს (მათ შორის, გულის და
ღვიძლის) დაზიანებას. შდრ. ჰემოქრომატოზს.
ჰემოსპერმია hemospermia гемоспермия haemospermia (ბერძნ.
haima სისხლი, sperma თესლი) - სათესლე სითხეში სისხლის
შერევა. განასხვავებენ ცრუ და ჭეშმარიტ ჰემოსპერმიებს. სინ.:
ჰემატოსპერმია.
ჰემოსტაზი hemostasis гемостаз haemostasis (ბერძნ. haima სისხლი,
stasis დგომა) - სისხლის დინების შეჩერება. სხეულის ზოგიერთი
ნაწილის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შენელება,
შეწყვეტა.
ჰემოტოქსინები hemotoxins гемотоксины haemotoxina (ბერძნ.
haima სისხლი, toxikon შხამი) - მიკრობული, ცხოველური და
მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც სისხლში
მოცირკულირე ერითროციტების და სხვა უჯრედების
დაზიანებასა და ჰემოლიზს იწვევენ.
ჰემოტრანსფუზია hemotransfusion гемотрансфузия
haemotransfusio (ბერძნ. haima სისხლი, ლათ. transfusio გადასხმა) -
სისხლის გადასხმა ერთი ადამიანის ვენიდან მეორე ადამიანის
ვენაში. განასხვავებენ სისხლის პირდაპირ და არაპირდაპირ
გადასხმას. შდრ. ტრანსფუზიას.
ჰემოფთალმია hemophthalmia гемоптальмия haemophthalmia
(ბერძნ. haima სისხლი, ophthalmos თვალი) - სისხლჩაქცევა თვალის
კაკალში (მინისებრ სხეულში, წინა საკანში და ა.შ.).
ჰემოფთიზი hemophthisis гемоптизис haemophthisis (ბერძნ. haima
სისხლი, phthisis ამოფურთხება) - სისხლიანი ხველა ქვედა
სასუნთქი გზებიდან ან ფილტვებიდან. ადგილი აქვს ფილტვების
ტუბერკულოზის, ფილტვის ინფარქტის, ფილტვის აბსცესის,
ბრონქოექტაზიის, კიბოს შემთხვევებში.
ქ ექტ კ ე ვევე
ჰემოფილია hemophilia гемофилия haemophilia (ბერძნ. haima
სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება) - მემკვიდრული
მიდრეკილება სისხლდენისადმი, რომლის დროსაც სისხლის
შედედების უნარი დაქვეითებულია თრომბოპლასტინის
წარმოქმნაში მონაწილე ანტიჰემოფილური გლო ბულინების (VIII
და IX ფაქტორების) სისხლში არარსებობის გამო. ჰემოფილიით
ავადდებიან მამაკაცები, ამ დაავადების გენის მტარებლები
(კონდუქტორები) კი ქალებია. იხ. ფაქტორი XVIII და ფაქტორი IX.
ჰემოფილური ბაქტერიები hemophils гемофилы haemophili
(ბერძნ. haima სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება, bakterion
ჩხირი) - იგივე ჰემოფილები. მიეკუთვნებიან გვარ Haemophilus-ს.
მასში გაერთიანებულნი არიან გრამ-უარყოფითი ბაქტერიებიბი.
გვარი შეიცავს დაახლ. 20 სახეობას. ადამიანისათვის ყველაზე
უფრო მნიშვნელოვანი პათოგენია Haemophilus influenzae, აგრეთვე
ე.წ. რბილი შანკრის გამომწვევი - Haemophilus ducreyi. ახასიათებთ
პლეომორფიზმი. გააჩნიათ პილები. ვირულენტობის წამყვანი
ფაქტორია კაფსულა. იწვევენ პნევმონიებს, სინუსიტებს,
მენინგიტებს, სეფტიცემიებს და სხვ. ჰემოფილურ ინფექციებს
ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავიათ ბავშვთა
სიკვდილიანობაში.
ჰემოქრომატოზი hemochromatosis гемохроматоз
haemochromatosis (ბერძნ. haima სისხლი, chroma ფერი, osis
მდგომარეობა) - მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც
ადამიანს აღენიშნება რკინის გაძლიერებული ათვისებადობა და
დაგროვება. თავის მხრივ, ეს იწვევს სხვადასხვა ორგანოების, მათ
შორის ღვიძლის, პანკრეასის და ენდოკრინული ჯირკვლების
დაზიანებას და ფუნქციის დარღვევას. დაავადების ძირითადი
გამოვლინებაა კანის ინტენსიური, ბრინჯაოს ფერი შეფერილობა,
შაქრიანი დიაბეტი და ღვიძლის უკმარისობა. სინ.: ბრინჯაოს
დიაბეტი, პიგმენტური ციროზი, სიდეროფილია.
ჰეპატალგია hepatalgia гепатальгия hepatalgia (ბერძნ. hepar
ღვიძლი, algos ტკივილი) - ტკივილი ღვიძლის საპროექციო
მიდამოში. ჩვეულებრივ, ვითარდება ღვიძლის ანთების
(განსაკუთრებით, აბსცესის) ანდა ამ ორგანოს მნიშვნელოვანი
გადიდების შემთხვევაში.
ჰეპატარგია hepatargia гепатаргия hepatargia (ბერძნ. hepar
ღვიძლი, argia უმოქმედობა) - ღვიძლის ბარიერული
(გამაუვნებელი) ფუნქციის უკმარისობა მისი დაავადების შედეგად.
აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით მკვეთრადაა
გამოხატული ღვიძლის დისტროფიის შემთხვევაში. ჰეპატიტების
ვირუსები - იხ. ვირუსები ჰეპატიტების.
ჰეპატიტი hepatitis гепатит hepatitis (ბერძნ. hepar ღვიძლი, itis
ანთება) - ღვიძლის ანთებითი ხასიათის დაავადებათა საერთო
სახელწოდება. პირველადი ჰეპატიტის განვითარება დამო
კიდებულია ჰეპატოტროპული ფაქტორების, მაგ., ვირუსების,
ალკოჰოლის,მედიკამენტების, ქიმიური ნივთიერებების
ზემოქმედებაზე.
ჰეპატობლასტომა hepatoblastoma гепатобластома hepatoblastoma
(ბერძნ. hepar ღვიძლი, blastos ყლორტი, ღივი) - ღვიძლის
ემბრიონული უჯრედებისაგან განვითარებული ავთვისებიანი
სიმსივნე, რომელიც უვითარდებათ ბავშვებს. ხშირად აზიანებს
ღვიძლის ერთ წილს, რის გამოც მისი განკურნება შესაძლებელია
ნაწილობრივი ჰეპატექტომიის მეშვეობით.
ჰეპატოლითი hepatolithis гепатолит hepatolithus (ბერძნ. hepar
ღვიძლი, lithos ქვა, კენჭი) - ქართულად: ღვიძლის კენჭი. ღვიძლსა
და ნაღვლის გზებში არსებული კონკრემენტი.
ჰეპატომა hepatoma гепатома hepatoma (ბერძნ. hepar ღვიძლი, oma
სიმსივნე) - ღვიძლის დიფერენცირებული უჯრედებისაგან
წარმოქმნილი პირველადი სიმსივნეების საერთო სახელწოდება.
ხშირია ღვიძლის ციროზით, აგრეთვე B ჰეპატიტით
დაავადებულებში. ჰეპატომის უჯრედები ხშირად ასინთეზებენ
ალფაფეტოპროტეინს (იხ.).
ჰეპატომეგალია hepatomegaly гепатомегалия hepatomegalia
(ბერძნ. hepar ღვიძლი, megas დიდი) - ღვიძლის გადიდება.
შეიძლება დაკავშირებული იყოს ღვიძლის სისხლით
გადავსებასთან (მაგ., გულის უკმარისობისას), ანთებით
პროცესთან, ინფილტრატის ან სიმსივნის არსებობასთან.
ჰეპატოპათია hepatopathy гепатопатия hepatopathia (ბერძნ. hepar
ღვიძლი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - ღვიძლის დაავადებების
საერთო სახელწოდება.
ჰეპატოპტოზი hepatopsosis гепатоптоз hepatoptosis (ბერძნ. hepar
ღვიძლი, ptosis დაწევა) - ღვიძლის დაწევა.
ჰეპატოსპლენიტი hepatosplenitis гепатоспленит hepatosplenitis
(ბერძნ. hepar ღვიძლი, splen ელენთა, itis ანთება) - ღვიძლის და
ელენთის ერთდროული ანთება.
ჰეპატოსპლენომეგალია hepatosplenomegaly гепатоспленомегалия
ჰეპატოსპლენომეგალია (ბერძნ. hepar ღვიძლი, splen ელენთა,
megas დიდი) - ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება.
ჰეპატოტომია hepatotomy гепатотомия hepatotomia (ბერძნ. hepar
ღვიძლი, tome გაკვეთა) - ღვიძლის გაკვეთა (მაგ., ღვიძლში
მდებარე სანაღვლე სადინრებიდან კონკრემენტების
მოსაცილებლად, ამოსაღებად).
ჰეპატოტოქსინი hepatotoxin гепатотоксин hepatotoxinum (ბერძნ.
hepar ღვიძლი, toxikon შხამი) - ტოქსინი, რომლის სამიზნე-ორგანო
ღვიძლია ან/და მისი შემადგენელი უჯრედები. იწვევს ღვიძლის
პარენქიმის უჯრედების დესტრუქციას (მაგ., აფლატოქსინი).
ჰეპატოტროპიზმი hepatotropism гепатотропизм hepatotropismus
(ბერძნ. hepar ღვიძლი, tropos მობრუნება. მიმართულება) -
სხვადასხვა ბუნების აგენტების და ზემოქმედებების უნარი
გამოიწვიონ პათოლოგიური ცვლილებები ღვიძლში. მაგ.,
ინფექციური ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსებს ან აფლატოქსინს
გააჩნიათ უნარი დააზიანონ ღვიძლის ქსოვილი, კერძოდ,
ჰეპატოციტები.
ჰეპატოცელულური კარცინომა hepatocellular carninoma
гепатоцеллюлярная карцинома carcinoma hepatocellularis (ბერძნ.
hepar ღვიძლი, ლათ. cellula უჯრედი, ბერძნ. karkinos კიბო, oma
სიმსივნე) - ღვიძლის ეპითელური უჯრედებიდან
(ჰეპატოციტებიდან) წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნე,
რომელიც იშვიათად მეტასტაზირებს. სინ.: ღვიძლის ავთვისებიანი
ადენომა, ჰეპატომა, ჰეპატოცელულური კიბო, ღვიძლის
ეპითელიომა.
ჰეპატოციტები hepatocytes гепатоциты hepatocyti (ბერძნ. hepar
ღვიძლი, kytos უჯრედი) - ღვიძლის ეპითელური უჯრედები,
რომლებიც ამ ორგანოს ყველა უჯრედის დაახლოებით 60%-ს
შეადგენენ. ბევრ მათგანს (ადამიანის ღვიძლში 20%-მდე) 2 და მეტი
ბირთვი გააჩნიათ. გარდა ამისა, ჰეპატოციტებში მიმდინარე
ვ გ გ დ ე ტ ც ტე დ ე
კარიოგამიის (იხ.) გამო, ადგილი აქვს პოლიპლოიდიზაციას.
პოლიპლოიდური უჯრედების რაოდენობა ასაკთან ერთად
მატულობს და მოხუცებულებში 80%-ს აღწევს. ჰეპატოციტები
ასრულებს მეტაბოლურ ფუნქციებს (სხვადასხვა ნივთიერებების
სინთეზი და დაგროვება, ტოქსიკური ნივთიერებების
გაუვნებლობა და ნაღველის წარმოქმნა).
ჰერედიტარული hereditary наследственный hereditarius (ლათ.
hereditarius მემკვიდრეობითი) - მემკვიდრული, მემკვიდრეობით
მიღებული.
ჰერმაფროდიტიზმი hermaphroditism гермафродитизм
hermaphroditismus (ბერძნ. მითოლოგიური არსების, ღმერთების
ჰერმესისა და აფროდიტეს შვილის, ჰერმაფროდიტეს სახელის
მიხედვით) - მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს
როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ნიშნები: კერძოდ,
გააჩნია როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სასქესო
ორგანოები, ანდა სასქესო ორგანოები შეიცავენ როგორც
საკვერცხეებისათვის, ასევე სათესლე ჯირკვლებისათვის
დამახასიათებელ უჯრედებს. ადამიანში ჭეშმარიტი
ჰერმაფროდიტიზმი უაღრესად იშვიათია.
ჰერნია hernia герния herniae (ლათ. hernia თიაქარი) -
ქართულად: თიაქარი. ვისცერული ორგანოების გამოსვლა
მუცლის ღრუს გარეთ, კანქვეშ ან სხვა ქსოვილებსა და ღრუებში.
საზარდულის თიაქარი (inguinal hernia) შეიძლება განვითარდეს
ძლიერი ფიზიკური დაძაბულობის ან ხველების შემთხვევაში.
სათესლე პარკის თიაქარი (scrotal hernia) აგრეთვე მიეკუთვნება
საზარდულის თიაქრებს, იგი ხშირად ეშვება სათესლე პარკში.
განასხვავებენ აგრეთვე დიაფრაგმულ, ჭიპლარის (იგივე
ემბრიონულ), ეპიგასტრულ და სხვ. სახის თიაქრებს. თიაქრის
შემთხვევაში შეიძლება ადგილი ექნეს სხვადასხვა გართულებებს:
ორგანოების შეშუპებას, ჩაჭედვას, სისხლის მიმოქცევის
დარღვევას, ტკივილებს და სხვ. მკურნალობის საუკეთესო
მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.
ჰერნიოტომია herniotomy герниотомия herniotomia (ლათ. hernia
თიაქარი, ბერძნ. tomeo ვჭრი, ვკვეთავ) - ქართულად: თიაქარკვეთა.
ოპერაცია თიაქარზე.
ჰერპანგინა herpangina герпангина herpargina (ბერძნ. herpo
ვხოხავ, ლათ. angere ვუჭერ, ვახრჩობ) - ვირუსული ბუნების
ინფექციური დაავადებაა. მისი სიმპტომებია: ცხელება, რბილი
სასის და ნუშისებრი ჯირკვლების დაწყლულება და სხვ.
გრძელდება 2-5 დღე.
ჰერპესვირუსები herpesviruses герпесвирусы herpesvirus (ბერძნ.
herpo ვხოხავ, ლათ. virus შხამი) - დნმ-ს შემცველი ვირუსების
ოჯახია. ვირიონებს გააჩნიათ გარეთა მემბრანა და კაფსიდის
იკოსაედრული ანუ ოცწახნაგოვანიფორმა. ოჯახში შედის ალფა-,
ბეტა- და გამაჰერპესვირუსების ქვეოჯახები. იხ. ვირუსი
ეპშტეინბარის, მარტივი ჰერპესვირუსები, ციტო მეგალოვირუსი.
ჰერპესი herpes герпес herpes (ბერძნ. herpo ვხოხავ) - მწვავე,
ციკლური მიმდინარეობის ვირუსული დერმატოზი ბუშტუკოვანი
გამონაყარით. ვითარდება უმეტესად ტუჩებზე, სასქესო
ორგანოებზე და სხვ.
ჰეტეროგამეტურობა heterogameticity гетерогаметность
heterogametalis (ბერძნ. ჰეტეროს სხვა, გამეტეს გამეტები) -
ჰეტეროგამეტურ სქესს გააჩნია გამეტების ორი სხვადასხვა ტიპი,
რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სასქესო
ქრომოსომებით. ადამიანში ჰეტეროგამეტურია მამაკაცი (მას ორი
სხვადასხვა ტიპის გამეტა გააჩნია, X- და Y-ქრომოსომიანი),
ფრინველებში კი - დედალი.
ჰეტეროგენური heterogeneous гетерогенный heterogenes (ბერძნ.
heteros სხვა, genao წარმოვშობ) - შემადგენლობით, წარმოშობით,
თვისებებით სხვადასხვაგვარი, განსხვავებული.
ჰეტეროდონტურობა heterodonticity гетеродонтность
ჰეტეროდონტიცი (ბერძნ. heteros სხვა, dentis კბილები) -
სხვადასხვა ფორმის და ზომის კბილები. ადამიანში - მჭრელები,
ეშვები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები.
ჰეტეროზისი heterosis гетерозис heterosisis (ბერძნ. heteroiosis
ცვლილება, გარდაქმნა) - ე.წ. ჰიბრიდული ძალის მოვლენა, რაც
უზრუნველყოფს ჰიბრიდული ორგანიზმის ცხოველქმედების,
პროდუქტიულობის და მასის გაზრდას. ჰეტეროზისის ეფექტი
ყველაზე უფრო მკვეთრად ვლინდება პირველი თაობის
ჰიბრიდებში, შემდეგ კი თანდათანობით ქრება.
ჰეტეროკარიონი heterakaryon гетерокарион heterocaryonum
(ბერძნ. heteros სხვა, karyon ბირთვი) - უჯრედი, რომელიც შეიცავს
განსხვავებული გენოტიპის ორ ან მეტ ბირთვს. ორი სხვადასხვა
გენოტიპის სომატურიუჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი
ორ-, სამ- ან მრავალბირთვიანი უჯრედული წარმონაქმნი (მაგ.,
სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების ან ერთი და იმავე
ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის უჯრედები).
ჰეტეროპლოიდია heteroploidy гетероплоидия heteroploidia
(ბერძნ. heteros სხვა, ploos შეჯამება) - მოვლენა, რომელიც
განაპირობებს გენური ბალანსის დარღვევას ქრომოსომების
კომპლექტში ცალკეული ქრომოსომების არაჯერადი მომატებით ან
შემცირებით.
ჰეტეროსექსუალი heterosexual гетеросексуал heterosexualis
(ბერძნ. heteros სხვა, ლათ. sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც
ნორმალური სქესობრივი ლტოლვა გააჩნია საწინააღმდეგო სქესის
წარმომადგენლისადმი - მამაკაცს ქალისადმი და პირიქით.
ჰეტეროსტაზი heterostasis гетеростаз heterostasis (ბერძნ. heteros
სხვა, stasis მდგომარეობა) - ჰომეოსტაზისაგან (იხ.) განსხვავებით,
როდესაც მდგრადი მდგომარეობა შენარჩუნებულია
ფიზიოლოგიური საშუალებების მეშვეობით, ჰეტეროსტაზისას იგი
ვე მდგომარეობა მიიღწევა სამედიცინო ჩარევის საშუალებით.
ჰეტეროტოპია heterotopy гетеротопия heterotopia (ბერძნ. heteros
სხვა, topos ადგილი) - ქსოვილთა ან ორგანოთა ლოკალიზაცია
მათთვის უჩვეულო ადგილზე.
ჰეტეროტროფები heterotrophes гетеротрофы heterotrophi (ბერძნ.
heteros სხვა, trophe საკვები) - ორგანიზმები, რომლებიც თავისი
კვებისათვის იყენებენ სხვა ორგანიზმების მიერ დამზადებულ
ორგანულ ნივთიერებებს.
ჰიალინოზი hyalinosis гиалиноз hyalinosis (ბერძნ. hyalos მინა, osis
მდგომარეობა) - შემაერთებელი ქსოვილის მინისებრი
გადაგვარება, რაც განპირობებულია ცილოვანი ცვლის მოშლით:
ქსოვილებში გროვდება მკვრივი კონსისტენციის ნახევრად
გამჭვირვალე, ცილოვანი ბუნების ნივთიერება - ჰიალინი.
ჰიალურონიდაზა hyaluronidase гиалуронидаза hyaluronidasa -
ჰიალურონის მჟავის და სხვა მისი მონათესავე შენაერთების
ჰიდროლიზური დაშლის და დეპოლიმერიზაციის პროცესების
დ ლ უ დ ლ დ დე ლ ე ც ცე ე
მაკატალიზებელი ფერმენტების საერთო სახელწოდება. ასრულებს
მნიშვნელოვან ბიოლოგიურ როლს, რაც დაკავშირებულია
ქსოვილების შეღმწევადობის ცვლილებებთან, მათი ჰიდრატაციის
ხარისხთან და სხვ. სპერმატოზოიდებში არსებული
ჰიალურონიდაზა იწვევს ადამიანის კვერცხუჯრედის
გარემომცველი სხივური გვირგვინის (Corona radiata) შემადგენელი
უჯრედების დამაკავშირებელი ჰია ლურონის მჟავის დაშლას, რაც
აუცილებელია განაყოფიერების პროცესისათვის. იხ. სხივური
გვირგვინი.
ჰიბრიდი hybrid гибрид hybrida (ლათ. hibrida ორმაგი
წარმოშობის) - ჰეტეროზიგოტური ორგანიზმი, რომელიც
წარმოიქმნება სხვადასხვა გენოტიპის მქონე მშობლიური
ფორმების შეჯვარების გზით. ჰიბრიდს უწოდებენ აგრეთვე ორი
სხვადასხვა გენოტიპის ან ფენოტიპის უჯრედის შერწყმის
შედეგად წარმოქმნილ სინკარიონს (იხ.).
ჰიბრიდომა hybridoma гибридома hybridoma (ლათ. hibrida
ორმაგი წარმოშობის, ბერძნ. oma სიმსივნე) - რომელიმე ცხოველის
სპლენოციტის (ელენთის B ლიმფოციტის) და ამავე ცხოველის
მიელომური (სიმსივნური) უჯრედის შერწყმის შედეგად
წარმოქმნილი ერთუჯრედიანი ჰიბრიდული უჯრედი-
სინკარიონი, რომელიც ასინთეზებს და გამოყოფს ე.წ.
მონოკლონურანტისხეულებს (იხ.).
ჰიგიენა hygiene гигиена hygiena (ბერძნ. hygieinos ჯანსაღი,
ჯანმრთელი, ბერძენი ექიმის, ასკლეპიოსის ერთ-ერთი
ქალიშვილის, ჰიგიას სახელის მიხედვით) - მედიცინის ერთ-ერთი
დარგია, რომელიც სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის
ორგანიზმზე, მის შრომისუნარიანობაზე და სხვ. მჭიდროდაა
დაკავშირებული ბიოლოგიასთან, ფიზიოლოგიასთან, ქიმიასთან,
მიკრობიოლოგიასთან, ინფექტოლოგიასთან და სხვა
მეცნიერებებთან. ჰიგიენის განსაკუთრებული დარგია სანიტარია
(იხ.).
ჰიგრომა hygroma гигрома hygroma (ბერძნ. hygros ტენიანი,
ნესტიანი) - კისტა, რომელიც შეიცავს სეროზულ სითხეს.
ჰიდრადენიტი hidradenitis гидраденит hidratenitis (ბერძნ. hidros
ოფლი, aden ჯირკვალი, itis ანთება) - აპოკრინული საოფლე
ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება (ჰიდრადენიტის სუპპურატივა).
ჯ კვლე ქ ვ ე დ დე ტ უ უ ტ ვ
ანთება შეიძლება განვითარდეს იღლიისქვეშა ან საზარდულის
ღრუებში. ჰიდრადენიტს იწვევს ჯირკვლებში ჰემატოგენური და
ლიმფური გზებით სტაფილოკოკის შეჭრა.
ჰიდრადენომა hydradenoma гидраденома hidradenoma (ბერძნ.
hidros ოფლი, aden ჯირკვალი, oma სიმსივნე) - საოფლე
ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ჰიდრამნიონი hydramnion гидрамнион hydramnion (ბერძნ. hydor
წყალი, amnos ჩანასახოვანი ბუშტი) - სანაყოფო წყლების
(წარმოიქმნება ორსულობის მე-20 კვირას) ანომალურად დიდი
რაოდენობა. საშვილოსნო მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ქალში
იწვევს ქოშინს და სითხის ჭარბ დაგროვებას ქსოვილებში. ზუსტი
დიაგნოზი ისმება ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე.
ჰიდრართროზი hydrarthrosis гидрартроз hydrarthrosis (ბერძნ.
hydor წყალი, arthron სახსარი, osis მდგომარეობა) - ქართულად:
სახსრის წყალმანკი. სახსრის გადიდება მასში სინოვიური სითხის
დაგროვების გამო. უფრო ხშირად ვითარდება მუხლის სახსარში.
ჰიდრემია hydremia гидремия hydraemia (ბერძნ. hydor წყალი,
haima სისხლი) - წყლის გადაჭარბებული შემცველობა სისხლში.
სისხლის გათხევადება.
ჰიდროთერაპია hydrotherapy гидротерапия hydrotherapia (ბერძნ.
hydor წყალი, therapeia მკურნალობა) -სხვადასხვა ტემპერატურის
წყლის გამოყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით
(აბაზანა, შხაპი, ბანაობა და სხვ.).
ჰიდროთორაქსი hydrothorax гидроторакс hydrothorax (ბერძნ.
hydor წყალი, thorax გულმკერდი) - პლევრის ღრუში სითხის
დაგროვება.
ჰიდროკორტიზონი hydrocortisone гидрокортизон
hydrocortisonum - სტეროიდული ჰორმონი: თირკმელზედა
ჯირკვლების ქერქის მიერ სინთეზებული ერთ-ერთი ძირითადი
გლუკოკორტიკოიდი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციაში და სტრესულ სიტუაციაზე
ორგანიზმის რეაქციაში.
ჰიდროლაზები hydrolases гидролазы hydrolasi (ბერძნ. hydor
წყალი) - ფერმენტების კლასი, რომლის წარმომადგენლები
აკატალიზებენ ჰიდროლიზის რეაქციებს. ჰიდროლაზებს
მიეკუთვნება საჭმლის მომნელებელი მრავალი ფერმენტი:
ამილაზა, ცელულაზა, პროტეაზა და ა.შ.
ჰიდროლიზი hydrolysis гидролиз hydrolysis (ბერძნ. hydor წყალი,
lysis დაშლა, გახსნა) - რთულ ნივთიერებათა დაშლა წყლის
ზემოქმედების შედეგად.
ჰიდრომანია hydromania гидромания hydromania (ბერძნ. hydor
წყალი, mania სიგიჟე) - წყალში თავის დახრჩობის აკვიატებული
სურვილი.
ჰიდრონეფროზი hydronephrosis гидронефроз hydronephrosis
(ბერძნ. hydor წყალი, nephros თირკმელი, osis მდგომარეობა) -
თირკმლების დაავადება: ხასიათდება თირკმლის მენჯის და
ფიალების მნიშვნელოვანი გაფართოებით, შარდის დაგროვების
გამო. თან ახლავს თირკმლის პარენქიმის ატროფია. ამან შეიძლება
გამოიწვიოს ორივე თირკმლის ჰიდრონეფროზი.
ჰიდროპერიკარდიუმი hydropericardium гидроперикардиум
hydropericardium (ბერძნ. hydor წყალი, pericardium გულის პერანგი)
- პერიკარდიუმის წყალმანკი. პერიკარდის ღრუში გამჭვირვალე,
სეროზული სითხის დაგროვება.
ჰიდროპიონეფროზი hydropyonephrosis гидропионефроз
hydropyonephrosis (ბერძნ. hydor წყალი, pyon ჩირქი, nephros
თირკმელი, osis მდგომარეობა) - ჩირქნარევი შარდის დაგროვება
თირკმლის მენჯსა და ფიალებში.
ჰიდროსალპინქსი hydrosalpinx гидросалпинкс hydrosalpinx
(ბერძნ. hydor წყალი, salpinx მილი) - სითხის დაგროვება ერთ-ერთ
კვერცხსავალში (ფალოპის მილში), რაც ამ უკანასკნელის ზომების
გადიდებას იწვევს. განპირობებულია კვერცხსავლის გაუვალობით.
ჰიდროტუბაცია hydrotubation гидротубация hydrotubatio (ბერძნ.
hydor წყალი, ლათ. tuba მილი) - სითხის (ჩვეულებრივ, რომელიმე
საღებავის) შეყვანა საშვილოსნოს ყელში წნევის ქვეშ, ამ
ნივთიერების შემდგომი გადაადგილების დასათვალიერებლად
ფალოპის მილებში (ლაპაროსკოპის მეშვეობით). მეთოდი
გამოიყენება ფალოპის მილების განვლადობის დასადგენად.
ჰიდროფთალმი hydrophthalmos гидрофтальм hydrophthalmos
(ბერძნ. hydor წყალი, ophthalmos თვალი) - მცირე ასაკის
ბავშვებისათვის დამახასიათებელი გლაუკომა. რადგანაც სკლერა
ბავშვებს საკმარისად ელასტიკური აქვთ, ადგილი აქვს თვალის
გადიდებას მასში სითხის დაგროვების გამო. სინ.: ბუფთალმი.
ჰიდროფობია hydrophobia гидрофобия rabies (ბერძნ. hydor
წყალი, phobia შიში) - ქართულად: ცოფი. მწვავე ვირუსული
დაავადებაა (იხ. შესაბამისი ვირუსი). მიეკუთვნება
ანთროპოზოონოზებს. ადამიანს ვირუსი გადაეცემა დაავადებული
ცხოველების კბენისას ნერწყვის საშუალებით. ხასიათდება
ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, აგზნებით,
სასუნთქი და საყლაპავი მუსკულატურის კრუნჩხვებით და
დამბლით. დაავადება უფრო ხშირად გადააქვთ ძაღლებს.
ადამიანიდან ადამიანზე ინფექცია არ გადადის. ლ.პასტერმა
შეიმუშავა ამ დაავადების სპეციფიკური პროფილაქტიკური
აცრები (ვაქცინა და შრატი). იხ. ანტირაბიული აცრები.
ჰიდროცეფალია hydrocephalus гидроцефалия hydrocephalia
(ბერძნ. hydor წყალი, kephale თავი) - ქართულად: თავის ტვინის
წყალმანკი. თავზურგტვინის სითხის (ლიკვორის) რაოდენობის
მომატება თავის ტვინში. ვლინდება ქალისშიდა წნევის გაზრდით,
რასაც თან ახლავს ძილქუში და პირღებინება. მკურნალობა
მდგომარეობს ჭარბი სითხის გადაყვანაში მუცლის ღრუში, რაც
მიიღწევა ვენტრიკულურპერიტონეალური შუნტის
(ვენტრიცულოპერიტონეალ სჰუნტ) გამოყენებით.
ჰიმენი hymen гимен hymen (ბერძნ. hymen თხელი კანი. Hymen -
ბერძნულ მითოლოგიაში ქორწინების ღმერთია) - ქართულად:
საქალწულო აპკი. ლორწოვანი გარსის ნაოჭი, რომელიც ხურავს
საშოში შესასვლელ ხვრელს. მას სხვადასხვა ფორმა გააჩნია -
რგოლისებრი, ნახევარმთვარისებრი, დაკბილული და სხვ. შედგება
შემაერთებელი ქსოვილისაგან, კუნთოვანი ბოჭკოებისაგან,
ნერვებისა და სისხლ- ძარღვებისაგან.
ჰიმენოტომია hymenotomy гименотомия hymenotomia (ბერძნ.
hymen თხელი კანი. Hymen - ბერძნულ მითოლოგიაში:
ქორწინების ღმერთი, ტომეო ამოვჭრი, ამოვკვეთავ) - საქალწულო
აპკის ამოკვეთა. ასეთი ტიპის ოპერაცია ტარდება იმ შემთხვევაში,
თუკი აპკი აბრკოლებს საშოდან მენსტრუალური სისხლის
გამოსვლას. ზოგჯერ ასეთ ოპერაციას ატარებენ დისპაურენიის
(პირველი მტკივნეული სქესობრივი აქტის) შესამსუბუქებლად.
ჰიპერაკუზია hyperacusis гиперакузия hyperacusis (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, akusis სმენა) - ანომალურად გამახვილებული
სმენა ანდა ავადმყოფური მგრძნობელობა ბგერებისადმი. უფრო
ხშირია ისტერიის, ნევრასთენიის შემთხვევაში.
ჰიპერალგეზია hyperalgesia гипералгезия hyperalgesia (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, algos ტკივილი) - ორგანიზმის
ანომალურად მაღალი მგრძნობელობა ტკივილისადმი.
ჰიპერაციდიტასი hyperaciditas гиперацидитас hyperaciditas
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. aciditas მჟავიანობა) - კუჭის
შიგთავსის ზედმეტად მაღალი მჟავიანობა.
ჰიპერბარიული ოქსიგენაცია hyperbaric oxygenation
гипербарическая окигенация oxygenatio hyperbaricalis (ბერძნ.
hyperbaros დიდი სიმძიმე, oxygenium ჟანგბადი) - ტარდება
ბაროკამერაში ჟანგბადის მაღალი შემცველობის ჰაერის
დაჭირხვნით. გამოიყენებამედიცინის სხვადასხვა სფეროებში. სინ.:
ოქსიბაროთერაპია.
ჰიპერგენიტალიზმი hypergenitalism гипергенитализм
hypergenitalismus (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. genitalia
სასქესო ორგანოები) - ასაკთან შეუფერებელი, ჭარბი სქესობრივი
განვითარება. პირველადი ან მეორადი სასქესო ნიშნების ჭარბი ან
ნაადრევი განვითარება.
ჰიპერგლიკემია hyperglycaemia гипергликемия hyperglycaemia
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, glykys ტკბილი, haima სისხლი) -
სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა. სისხლში შაქრის დონის 9,44-
9,99 მმოლ/ლ-ზე მეტად გაზრდის შემთხვევაში, შაქარი გამოიყოფა
შარდთან ერთად.
ჰიპერდაქტილია hyperdactylism гипердактилия hyperdactylia
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, daktylos თითი) - ზედა ან ქვედა
კიდურებზე ხუთზე მეტი თითი. ეს დამატებითი თითები
ჩვეულებრივ პატარა ზომისანი არიან და განუვითარებელნი
(რუდიმენტული).
ჰიპერდიაგნოსტიკა hyperdiagnostics гипердиагностика
hyperdiagnostica (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, diagnosis ამოცნობა,
განსაზღვრა) - ექიმის მიერ ავადმყოფის მდგომარეობის გაზ
ვიადება; არარსებული დაავადების დაფიქსირება. იხ.
ფსევდოპოზიტიური დიაგნოზი.
ფ ევდ ტ უ დ გ
ჰიპერემია hyperemia гиперемия hyperaemia (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, haima სისხლი) - სისხლის დიდი რაოდენობის
დაგროვება ამა თუ იმ ორგანოში (მაგ., სახის ჰიპერემია).
განასხვავებენ არტერიულ (აქტიურ) და ვენურ (პასიურ)
ჰიპერემიას.
ჰიპერესთეზია hyperesthesy гиперестезия hyperaesthesia (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, aisthesis გრძნობა) - მომატებული
მგრძნობელობა, როდესაც ავადმყოფი ამა თუ იმ გაღიზიანებას
აღიქვამს გადაჭარბებულად, ვიდრე ნორმაში.
ჰიპერვენტილაცია hyperventilation гипервентиляция
hyperventilatio (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. ventilo
ვანიავებ) - სუნთქვის გახშირებასთან დაკავშირებული ფილტვის
გაძლიერებული აერაცია.
ჰიპერვიტამინოზი hypervitaminosis гипервитаминоз
hypervitaminosis (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. vita
სიცოცხლე, aminum ამინი, ბერძნ. osis მდგომარეობა) - ვიტამინების
დიდი დოზებით გამოწვეული ინტოქსიკაცია.
ჰიპერთერმია hyperthermia гипертермия hyperthermia (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, therme სითბო) - 1. სამკურნალო მიზნით
სხეულის ტემპერატურის ხელოვნური მომატება. 2.სხეულის
ტემპერატურის მომატება სითბოს წარმოქმნის გაძლიერებისა და
ერთდროულად სითბოს გაცემის გაძნელების შედეგად.
ჰიპერთიმია hyperthymia гипертимия hyperthymia (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, thymos სული, სასიცოცხლო ძალა) - ძლიერი
ემოციურობა. ადამიანს ახასიათებს მუდმივად აწეული გუნებ-
განწყობილება, გადაჭარბებული ოპტიმიზმი.
ჰიპერთირეოზი hyperthyreosis гипертиреоз hyperthyreosis (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი, osis
მდგომარეობა) - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გა- ძლიერება.
ჰიპერთრომბინემია hyperthrombinemia гипертромбинемия
hyperthrombinemia (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, thrombos
შენადედი, ლეკერტი, ჰაიმა სისხლი) - სისხლში თრომბინის
პათოლოგიური მომატება, რაც ხშირად იწვევს სისხლძარღვოვან
შედედებას.
ჰიპერიმუნუზაცია hyperimmunization гиперимунизация
hyperimmunizatio (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. immunitas
y ე y ედ ეტ ჭ ლ
რაიმესაგან გათავისუფლება) - ცხოველების იმუნიზაციის
ინტენსიური კურსი, რომელიც განკუთვნილია ჰიპერიმუნური
(ანტისხეულების მაღალი ტიტრის მქონე) შრატების მისაღებად.
შედგება რამდენიმეციკლისაგან (3-10). ბოლო ციკლის
დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ საზღვრავენ ტიტრს და შრატის
ავიდურობას (იხ.).
ჰიპერინსულინიზმი hyperinsulinism гипиеринсулизм
hyperinsulinismus (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. insulinum
ინსულინი) - 1.პანკრეასის ბეტა-უჯრედებში ჰორმონ ინსულინის
გაძლიერებული სეკრეცია. 2.ინსულინის ზედმეტად მაღალი
დოზების დანიშვნით გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის
დარღვევა.
ჰიპერინფექცია hyperinfection гиперинфекция hyperinfectio
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. infectio ვწამლავ, ვასენიანებ) -
ინფიცირება მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობით.
ჰიპერკაპნია hypercapnia гиперкапния hypercapnia (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, kapnos კვამლი) - სისხლში ნახშირორჟანგის
ანომალურად მაღალი კონცენტრაცია (შემცველობა).
ჰიპერკერატოზი hyperkeratosis гиперкератоз hyperceratosis
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, კერას რქა, osis მდგომარეობა) -
ეპიდერმისის რქოვანა შრის ჰიპერტროფია (გასქელება,
გარქოვანება).
ჰიპერკინეზია hyperkinesia гиперкинезия hyperkinesis (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, kinesis მოძრაობა) - პათოლოგია, რაც
გამოიხატება უმიზნო, უნებლიე მოძრაობებში.
ჰიპერმენორეა - იხ. მენორაგია.
ჰიპერმეტროპია hypermetropia гипертрофия hypermetropia
(ბერძნ. hypermetros ზედმეტი, ჭარბი, opia მხედველობა) -
ქართულად: შორსმხედველობა. თვალის მდგომარეობა, როდესაც
სინათლის პარალელური სხივები ფოკუსირდება ბადურას უკან,
რაც იწვევს თვალის აკომოდაციის შესუსტებას.
ჰიპერნატრემია hypernatremia гипернатремия hypernatraemia
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. Natrium ნატრიუმი, haima
სისხლი) - სისხლში ნატრიუმის იონების ანომალურად მაღალი
შემცველობა.
ჰიპერორქიდიზმი hyperorchidism гипероркидизм
hyperorchidismus (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, orchis სათესლე) -
სათესლე ჯირკვლების ზომების გადიდება და ფუნქციური აქ
ტიურობის გაზრდა.
ჰიპეროსმია hyperosmia гиперозмия hyperosmia (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, osme სუნი, ყნოსვა) - ყნოსვის პათოლოგიური
გაძლიერება. ყნოსვითი ჰიპერესთეზია. იხ. ჰიპერესთეზია.
ჰიპეროსტოზი hyperostosis гиперостоз hyperostosis (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, osteon ძვალი, osis მდგომარეობა) - ძვლის
კორტიკული შრის ჭარბი ზრდა. სრულიად უვნებელია
ადამიანისათვის და ვლინდება მხოლოდ რენტგენოლოგიური
გამოკვლევისას. არც თუ იშვიათად ვლინდება შუბლის ძვალზე
(ფრონტალური ჰიპეროსტოზი).
ჰიპერპარათირეოზი hyperparathyreasis гиперпаратиреоз
hyperparathyreasis (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, para ახლოს,
ლათ. thyreoidea ფარისებრი ჯირკვალი, ბერძნ. osis მდგომარეობა) -
პარათირეოიდული ჯირკვლების (იხ.) უაღრესად მაღალი
აქტიურობა. სინ.: ფონ რეკლინგჰაუზენის ავადმყოფობა.
ჰიპერპიგმენტაცია hyperpigmentation гиперпигментация
hyperpigmentatio (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, pigmentum
საღებავი) - კანის ან ლორწოვანი გარსების გაძლიერებული
პიგმენტაცია ან პიგმენტის წარმოქმნა მისთვის უჩვეულო
პირობებში.
ჰიპერპირექსია hyperpyrexia гиперпирексия hyperpyrexia (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, pyretos ცეცხლი, ცხელება) - სხეულის
უაღრესად მაღალი ტემპერატურა (41,10C და ზევით).
ჰიპერპლაზია hyperplasia гиперплазия hyperplasia (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, plasis წარმოქმნა) - უჯრედთა რაოდენობის
მომატება მათი ინტენსიური გამრავლების შედეგად. უჯრედების,
უჯრედშიდა სტრუქტურების, უჯრედშორისი ბოჭკოვანი
წარმონაქმნების რაოდენობის გაზრდა, შესაბამისი ორგანოს
ფუნქციის გაძლიერების (მაგ., ქალის ძუძუ ორსულობის
პერიოდში) ან ქსოვილის პათოლოგიური ზრდის ხარჯზე.
ჰიპერრეფლექსია hyperreflexia гипперефлексия hyperreflexia
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. reflexus ასახვა) -
რეფლექსების გაძლიერება.
ეფლექ ე გ ლ ე ე
ჰიპერსეკრეცია hypersecretion гиперсекреция hypersecretio
(ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. secretio გამოყოფა) -
რომელიმე სეკრეტის (კუჭის წვენის, ნაღველის და სხვ.)
გაძლიერებული, ჭარბი გამოყოფა.
ჰიპერტენზია hypertension гипертензия hypertensio (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, ლათ. tensio დაძაბვა) - სისხლძარღვებში, ღრუ
ორგანოებსა ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური
წნევის მომატება (მაგ., პორტული ჰიპერტენზია, არტერიული
ჰიპერტენზია).
ჰიპერტონია hypertonia гипертония hypertonia (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, tonos დაძაბვა) - არტერიული წნევის
მეტნაკლებად ხანგრძლივი მომატება და არტერიათა კედლის
ტონუსის გაძლიერება.
ჰიპერტონიული ხსნარი hypertonic saline гипертонический
раствор solutio hypertonica (ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, tonos
დაძაბვა) - ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა სისხლის ოსმოსურ
წნევაზე მაღალია.
ჰიპერტრიქოზი hypertrichosis гипертрикоз hypertrichosis (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, trichos თმა) - ქართულად: ჭარბთმიანობა.
სხეულის ამა თუ იმ ადგილის თმიანი საფარველის ჭარბი
განვითარება.
ჰიპერტროფია hypertrophy гипертрофия hypertrophia (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, trophe კვება) - ორგანოს ან ქსოვილის
მოცულობის გადიდება დიდი ფიზიკური დატვირთვის,
ავადმყოფობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო.
ჰიპერფუნქცია hyperfunction гиперфункция hyperfunctio (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. functio შესრულება, მუშაობა) -
გაძლიერებული ფუნქციონირება, გაძლიერებული მოქმედება
(მაგ., რომელიმე ჯირკვლის, კუნთის და ა.შ.).
ჰიპერქოლესტერინემია hypercholesterolemia
гиперхолестеринемия hypercholesterinaemia (ბერძნ. hyper
ზედმეტი, ჭარბი, chole ნაღველი, stear ქონი, haima სისხლი) -
სისხლში ქოლესტერინის დიდი რაოდენობის არსებობა, რაც
ხშირად ათერომების (იხ.) წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
შდრ. ქოლესტერინემიას. იხ. ქოლესტეროლი.
ჰიპერჰიდროზი hyperhidrosis гипергидроз hyperhidrosis (ბერძნ.
hyper ზედმეტი, ჭარბი, ლათ. hidros ოფლი) - ოფლის
გაძლიერებული, ჭარბი გამოყოფა, რასაც ადგილი აქვს ზოგიერთი
დაავადების (თირეოტოქსი კოზის, ცხელებების და სხვ.)
შემთხვევაში. შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი
სამკურნალწამლო საშუალების მიღების შედეგადაც.
ჰიპნოზი hypnosis гипноз hypnosis (ბერძნ. hypnos ძილი) -
შთაგონებით ან სუბიექტის ყურადღების რაიმეზე ძლიერი
კონცენტრაციით გამოწვეული ძილისმაგვარი მდგომარეობა, რის
დროსაც შეკავებულია თავის ტვინის ქერქის ცალკეული უბნები. ამ
ფაზაში ექიმმა პაციენტზე შეიძლება მოახდინოს ძლიერი
ზეშთაგონება, რასაც იყენებენ სამკურნალო მიზნებისათვის.
ჰიპნოთერაპია hypnotherapy гипнотерапия hypnotherapia (ბერძნ.
hypnos ძილი, therapeia მკურნალობა) - 1. ავადმყოფობების
მკურნალობა ხანგრძლივი ძილის მეშვეობით. 2.ფსიქოთერაპიული
მკურნალობის მეთოდი ჰიპნოზით.
ჰიპნოპედია hypnopedy гипнопедия hypnopedia (ბერძნ. hypnos
ძილი, pedia შესწავლა) - უცხო სიტყვების, მათემატიკური და
ქიმიური ფორმულების და ა.შ. შესწავლა ბუნებრივი ძილის
პროცესში. ჰიპნოპედია სასარგებლოა ინფორმაციის მხოლოდ
ზოგიერთი სახის დამახსოვრებისათვის.
ჰიპოგალაქტია hypogalactia гипогалактия hypogalactia (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, gala რძე) - სარძევე ჯირკვლების ფუნქციის
დაქვეითება: რძის გამოყოფის შემცირება.
ჰიპოგლიკემია hypoglycemia гипогликемия hypoglycaemia (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, glykys ტკბილი, haima სისხლი) - სისხლში
შაქრის შემცველობის შემცირება ნორმასთან შედარებით. შეიძლება
გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის
დარღვევა და ა.შ. ძლიერ გამოხატული ჰიპოგლიკემიისას
შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური კომა. ჰიპოგლიკემია
ჩვეულებრივ ვითარდება შაქრიანი დიაბეტისას - ინსულინის
ჭარბი დოზების მიღების ან ნახშირწყლების არასაკმარისი მოხ
მარების შედეგად.
ჰიპოგონადიზმი hypogonadism гипогонадизм hypogonadismus
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, gone ჩასახვა) - სასქესო აპარატის
ფუნქციის დაქვეითება, მისი განუვითარებლობა ანინვოლუცია
(იხ.).
ჰიპოდინამია hypodynamia гиподинамия hypodinamia (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, dynamis ძალა) - ორგანიზმის ფუნქციის
დარღვევა დაქვეითებული მოძრაობითი აქტიურობის
შემთხვევაში. დამახასიათებელია იმ პირებისათვის, რომლებიც
ნაკლებმოძრავ ცხოვრებას ეწევიან.
ჰიპოერგია hypergia гиппергия hypergia (ბერძნ. hyper ზედმეტი,
ჭარბი, ergon საქმე, მუშაობა) - ორგანიზმის რეაქტიულობის
მკვეთრი, პათოლოგიური დაქვეითება.
ჰიპოვიტამინოზი hypovitaminosis гиповитаминоз hypovitaminosis
(ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. vita სიცოცხლე, aminum ამინი,
ბერძნ. osis მდგომარეობა) - ერთი ან რამდენიმე ვიტამინის
ნაკლებობით გამოწვეული ორგანიზმის ავადმყოფური
მდგომარეობა.
ჰიპოთალამუსი hypothalamus гипоталамус hypothalamus (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, thalamos ოთახი, დასასვენებელი ადგილი) -
შუამდებარე ტვინის ერთ-ერთი განყოფილებაა, წარმოადგენს
ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების და გამრავლების
უმაღლეს ნერვულ ცენტრს. გარდა ამისა, აქ ხდება ნერვული და
ენდოკრინული სისტემების ურთიერთმოქმედება. ამ ორგანოს
უკანა ნაწილი მონაწილეობს იმუნიტეტის რეგულაციაში, აგრეთვე
მართავს თერმოგენეზს, ხოლო წინა ნაწილი - თერმოლიზისს
(სითბოს გაცემას). ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული
ჰიპოფიზთან (იხ.).
ჰიპოთეზა hypothesis гипотеза hypothesis (ბერძნ. hypothesis
ვარაუდი) - მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი რაიმე
მოვლენის ან პროცესის ასახსნელად, რომელიც მოითხოვს
შემოწმებას ცდის საშუალებით და ფაქტებით დამტკიცებას.
ჰიპოთერმია hypothermia гипотермия hypothermia (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, therme სითბო) - სხეულის ტემპერატურის 350C-
ზე დაბლა დაწევა.
ჰიპოთირეოზი hypothyreosis гипотиреоз hypothyreosis (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, thyreos ფარი, osis მდგომარეობა) - იგივე
ჰიპოთირეოიდიზმი. ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის
სინდრომი და ამით განპირობებული პათოლოგიური
მდგომარეობა (მიქ სედემა, კრეტინიზმი).
ჰიპოკაპნია hypocapnia гипокапния hypocapnia (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, kapnos კვამლი) - სისხლში ნახშირორჟანგის
კონცენტრაციის (შემცველობის) დაქვეითება. ასეთი მდგომარეობა
შეიძლება განვითარდეს ფილტვების გაძლიერებული
ვენტილაციის გამო. სინ.: აკაპნია.
ჰიპოკინეზია hypokinesis гипокинезия hypokinesis (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, kinesis მოძრაობა) - უძრაობის შედეგად
განვითარებული მოძრაობის გაძნელება და მოშლა დამბლის
გარეშე.
ჰიპოკრატეს სახე Hippocrates face Гипократа лицо facies
Hippocratica - აგონიის დროს სახის განსაკუთრებული
გამომეტყველება. დამახასიათებელია წაწვეტებული ცხვირი და
ნიკაპი, ჩავარდნილი თვალები, გაციებული ყურები, ფერმკრთალი
სახე მოლურჯო ფერით, ზოგჯერ კი ცივი ოფლი.
ჰიპოკრატეს ფიცი Hippocratic oath клятва Гипократа secramentum
Hippocratica - ძველი საბერძნეთის ექიმმა და ანტიკური მედიცინის
რეფორმატორმა, «მედიცინის მამად» წოდებულმა ჰიპოკრატემ
(ძვ.წ.ა. 460-377) შემოიღო ექიმის ქცევის ნორმები, რაც ჩამოაყალიბა
ფიცის სახით. მასში ხაზი აქვს გასმული ზნეობრივ ნორმებს,
პროფესიულ ეთიკას, ქცევისპრი ნ ციპებს, საექიმო საიდუმლოების
დაცვას და სხვ. (იხ. ლექსიკონის დასაწყისში).
ჰიპოკრატეს შხაპუნის ხმა succussion Hippocratus Гипократа шум
плеска succussio Hippocratis (ლათ. succussio შერხევა, შერყევა) -
ავადმყოფის სხეულის შენჯღრევისას, გულმკერდში წარმოქმნილი
შხაპუნის ხმა. გამოწვეულია პლევრის ღრუში სითხისა და აირის
ერთდროული დაგროვებით.
ჰიპომიელინიზაცია hypomyelinisation гипомиэлинизация
hypomyelinisatio (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, myelos ძვლის ტვინი)
- თავის და ზურგის ტვინში მიელინის წარმოქმნის დარღვევა.
ჰიპომნეზია hypomnesia гипомнезия hypomnesia (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, mneme მეხსიერება) - მეხსიერების შესუსტება,
დაქვეითება.
ჰიპონატრემია hyponatremia гипонатремия hyponatraemia (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, ლათ. Natrium ნატრიუმი, haima სისხლი) -
y ქვევ დ ლ ლ ტ უ ლ
სისხლში ნატრიუმის იონების ანომალურად დაბალი შემცველობა.
ხშირია ორგანიზმის გაუწყლოვნების შემთხვევაში.
ჰიპოპიტუიტარიზმი hypopituitarism гипопитуитаризм
hypopituitarism (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, ლათ. glandula
pituitaria. პიტუიტრინი - ჰიპოფიზის ჰორმონი) - ჰიპოფიზის
აქტიურობის დაქვეითება, რაც იწვევს ქონდრისკაცობის
განვითარებას ბავშვობაში, აგრეთვე სქესობრივი ფუნქციის
დარღვევას და ადრეულ დაბერებას ზრდასრულებში.
ჰიპოპლაზია hypoplasia гипоплазия hypoplasia (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, პლასის შექმნა, წარმოქმნა) - ორგანოს ან
ქსოვილის არასაკმარისი განვითარება (მაგ., ძვლის ტვინის
ჰიპოპლაზია).
ჰიპოპროტეინემია hypoproteinaemia гипопротеинемия
hypoproteinaemia (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, protos პირველი,
მთავარი, ჰაიმა სისხლი) - საერთო ცილის პათოლოგიურად
დაბალი შემცველობა სისხლში. შეიძლება განვითარდეს
არასაკმარისი კვების, ცილის წარმოქმნის დარღვევის (ღვიძლის
დაავადებებისას) ანდა ორგანიზმიდან ცილების გაძლიერებული
გამოყოფის (ნეფროზის) მიზეზით.
ჰიპოსეკრეცია hyposecretion гипосекреция hyposecretio (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, sekretio გამოყოფა) - ამა თუ იმ სეკრეტის
(კუჭის წვენის, ნაღველის და სხვ.) გამოყოფის შემცირება.
ჰიპოსპადია hypospadia гипоспадия hypospadia (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, ლათ. spado ვასაჭურისებ) - განვითარების
მემკვიდრული დეფექტი, როდესაც ურეთრის (შარდსადენის)
გარეთა (გამომყოფი) ხვრელი ასოს ვენტრალურ ზედაპირზე ანდა
შორისის მიდამოშია ლოკალიზებული. ჰიპოსპადიას ჩვეულებრივ
მკურნალობენ ქირურგიული კორექციის გზით. ამასთან, არ
ირღვევა არც შარდგამომყოფი პროცესი და არც სასქესო ფუნქცია.
ჰიპოსტაზი hypostasis гипостаз hypostasis (ბერძნ. hypo ქვევით,
დაბლა, stasis დგომა, გაჩერება) - გენების ურთიერთმოქმედების
ერთ-ერთი ტიპი, როდესაც ერთი გენის ალელების აქტიურობა
დათრგუნულია სხვა გენების ალელების მოქმედებით.
ჰიპოსტაზის შემთხვევაში დათრგუნულ ალელებს, ჰიპოსტაზურს
უწოდებენ.
ჰიპოტენზია hypotension гипотензия hypotensio (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, ლათ. tensio დაძაბვა) - სისხლძარღვებში, ღრუ
ორგანოებში ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური
წნევის დაქვეითება.
ჰიპოტონია hypotonia гипотония hypotonia (ბერძნ. hypo ქვევით,
დაბლა, tonos დაძაბვა) - არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა
დაქვეითება.
ჰიპოტონიული ხსნარი hypotonic saline гипотонический раствор
solutio hypotonica (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, tonos დაძაბვა) -
ხსნარი, რომლის ოსმოსური წნევა სისხლის ოსმოსურ წნევაზე
უფრო დაბალია.
ჰიპოფიზი hypophysis (pituitary gland) гипофиз hypophysis (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, physis წარმოქმნა) - ქართულად:
პიტუიტარული ჯირკვალი. ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის
ჯირკვალი. გამოიმუშავებს და ახლოებით 30 ჰორმონს, რომლებიც
გავლენას ახდენენ ორგანოებისა და ქსოვილების ზრდაზე, რძის
გამომუშავებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და შინაგანი სეკრეციის
სხვა ჯირკვლების ფუნქციებზე. სქესობრივი მომწიფების
პერიოდში ხდება ჰიპოფიზის გადართვა კვერცხუჯრედების
მომწიფების მასტიმულირებელი ჰორმო ნის გამომუშავებაზე.
ჰიპოფუნქცია hypofunction гипофункция hypofunctio (ბერძნ.
hypo ქვევით, დაბლა, ლათ. functio შესრულება, მუშაობა) -
ორგანოს, კუნთის, ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.
ჰიპოქოლესტერინემია hypocholesterolemia гипохолестеринемия
hypocholesterinaemia (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა, chole ნაღველი,
stear ქონი, haima სისხლი) - სისხლში ქოლესტერინის შემცველობის
დაქვეითება. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს შიმშილი,
ანემიები, შოკი და სხვ.
ჰიპოქონდრია hypochondria гипохондрия hypochondria (ბერძნ.
hypochondrion სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების
ქვეშ. კ.გალენი ამ დაავადებას უკავშირებდა რკალქვეშა მიდამოს
ტკივილს) - იგივე იპოქონდრია. დათრგუნული მდგომარეობა.
ხანგრძლივი ინტრაფსიქიკური კონფლიქტის შედეგად
ჩამოყალიბებული ღრმა დეპრესიის სიმპტომოკომპლექსი.
პაციენტი ავადმყოფურადაა კონცენტრი რებული საკუთარი
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც შეიძლება
ჯ ელ დგ ე ე გ ც ე ლე
განუვითარდეს ნევროზი. ჰიპოქონდრია ხშირად შეიძლება
გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში. მკურნალობისათვის იყენებენ
შთაგონების მეთოდს ანდა ანტიდეპრესანტებს.
ჰიპოქსემია hypoxemia гипоксемия hypoxaemia (ბერძნ. hypo
ქვევით, დაბლა, oxygenium ჟანგბადი, ჰაიმა სისხლი) - არტერიულ
სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. კლინიკურად
ვლინდება ცენტრალური და პერიფერიული ციანოზის (იხ.)
განვითარებით. ჰიპოქსემიის მიზეზია სუნთქვის ან სისხლის
მიმოქცევის დარღვევა.
ჰიპოქსია hypoxia гипоксия hypoxia (ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა,
oxygenium ჟანგბადი) - ქსოვილებში ჟანგბადი რაოდენობის
შემცირება.
ჰირსუტიზმი hirsutism гирсутизм hirsutismus (ლათ. hirsutus
თმიანი) - ქალში მამაკაცის ტიპის თმიანობა, რაც განპირობებულია
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერფუნქციით.
ჰირუდინი hirudin гирудин hirudinum (ლათ. hirudo წურბელა) -
სამედიცინო წურბელას სანერწყვე ჯირკვლების გამონაყოფი
(ანტიკოაგულანტი), რაც აბრკოლებს სისხლის შედედებას. სინ.:
ჰემოფილინი.
ჰირუდინოზი hirudinose гирудиноз hirudinosis (ლათ. hirudo
წურბელა, ბერძნ. osis მდგომარეობა) - დაავადება, გამოწ ვეული
კანზე მიკრული, ან სასუნთქ გზებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ან
ორგანიზმის სხვა სიღრუეებში შეჭრილი წურბელებით. ვლინდება
სისხლდენებით, თავის ტკივილებითანემიით და სხვ.
სიმპტომებით, რაც და მოკიდებულია პარაზიტის
ლოკალიზაციაზე.
ჰისტერექტომია hysterectomy гистереэктомия hysterectomia
(ბერძნ. hystera საშვილოსნო, ektome ამოჭრა, ამოკვეთა) -
საშვილოსნოს ამოკვეთა. ამ ტიპის ოპერაციას ატარებენ
საშვილოსნოს კიბოს ან ფიბროლეიომიომის შემთხვევაში,
როდესაც ადგილი აქვს ძლიერ სისხლდენებს საშვილოსნოდან.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოპერაცია გამორიცხავს შემდგომ
ორსულობას, იგი არ აქვეითებს ქალის ლიბიდოს (იხ.) და არ
ახდენს გავლენას მის სქესობრივ აქტივობაზე.
ჰისტერომიომა hysteromyoma гистеромиома hysteromyoma
(ბერძნ. hystera საშვილოსნო, mys კუნთი, oma სიმსივნე) -
ე y ვ ლ y კუ ვ ე
საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილის სიმსივნე (მიომა).
ჰისტეროპტოზი hysteroptosis гистероптоз hysteroptosis (ბერძნ.
hystera საშვილოსნო, ptosis დაწევა, დაშვება) - საშვილოსნოს
დაწევა.
ჰისტერორაფია hysterorrhaphia гистероррафия hysterorrhaphia
(ბერძნ. hystera საშვილოსნო, rhaphe ნაკერი) - საშვილოსნოს
გაკერვა.
ჰისტეროსალპინგოგრაფია hysterosalpingosonography
гистеросальпингография hysterosalpingosonographia (ბერძნ. hystera
საშვილოსნო, salpinx მილი, grapho ვწერ) - ფალოპის მილების
ვიზუალური გამოკვლევა რენტგენოგრაფიით და
ულტრაბგერებით, საშვილოსნოში საკონტრასტო ნივთიერების
შეყვანის შემდგომ.
ჰისტეროსკოპია hysteroscopy гистероскопия hysteroscopium
(ბერძნ. hystera საშვილოსნო, skopeo ვუყურებ) - საშვილოსნოს
შიგნითა ზედაპირის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს
(ჰისტეროსკოპის) საშუალებით.
ჰისტეროტომია hysterotomy гистеротомия hysterotomia (ბერძნ.
hystera საშვილოსნო, ტომეო ვჭრი, ვკვეთავ) - იგივე საკეისრო
გაკვეთა (იხ.).
ჰისტიოციტი histiocyte гистиоцит histiocytum (ბერძნ. histos
ქსოვილი, kytos უჯრედი) - ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის
მაკროფაგი, რომელსაც გააჩნიათ უცხო ნივთიერებების და
ბაქტერიების შთანთქმის თვისება.
ჰისტიოციტომა histiocytoma гистиоцитома histiocytoma (ბერძნ.
histos ქსოვილი, kytos უჯრედი, ომა სიმსივნე) - სიმსივნე, რომლის
სუბსტრატი შედგება ჰისტიოციტებისაგან (შემაერთებელი
ქსოვილის მაკროფაგები),
ჰისტოგენეზი histogenesis гистогенез histogenesis (ბერძნ. histos
ქსოვილი, genesis წარმოშობა) - ორგანიზმის ქსოვილების (როგორც
ნორმალურის, ასევე პათოლოგიურის) წარმოქმნა და განვითარება.
ჰისტოგრამა histogram гистограмма histogramma (ბერძნ. histos
ქსოვილი, gramma ჩანაწერი) - ჰისტოლოგიური პრეპარატის
სურათი ნეგატივი ან პოზიტივი.
ჰისტოლიზი histolysis гистолиз histolysis (ბერძნ. histos ქსოვილი,
lysis დაშლა) - ქსოვილების თვითდაშლის პროცესი ფერმენტების
y დ ლ ქ ვ ლე ვ დ ლ ცე ფე ე ტე
და ფაგოციტების ზემოქმედების შედეგად.
ჰისტოლოგია histology гистология histologia (ბერძნ. histos
ქსოვილი, logos მოძღვრება) - მეცნიერება ადამიანისა და
ცხოველების ქსოვილთა განვითარების, აგებულებისა და
ცხოველქმედების შესახებ.
ჰისტონი histone гистос histonum (ბერძნ. histos ქსოვილი) -
დეზოქსირიბონუკლეოპროტეიდების შემადგენლობაში შემავალი
უჯრედის ბირთვის ცილა, რომელიც შედარებით დიდი
რაოდენობით შეიცავს არგინინს და/ან ლიზინს და არ შეიცავს ტრი
პტოფანს. ხელს უწყობს დნმ-ს მეორეული სტრუქტურის,
ქრომატინის დაქრომოსომების სტაბილიზაციას, მონა წილეობს
ნუკლეინის მჟავების სინთეზის რეგულაციაში.
ჰისტოპათოლოგია histopathology гистопатология histopathologia
(ბერძნ. histos ქსოვილი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა, logos
მოძღვრება) - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის
ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს.
ჰისტოპლაზმოზი histoplasmosis гистоплазмоз histoplasmosis
(ბერძნ. histos ქსოვილი, plasma გამოძერწილი, გაფორმებული, osis
მდგომარეობა) - Histoplasma capsulatum-ით გამოწვეული მიკოზი.
დაავადება იწყება პნევმონიით, რითაც ემსგავსება
ტუბერკულოზის საწყის სტადიას. ახასიათებს ცხელება, კახექსია,
სპლენომეგალია, ლეიკოპენია.
ჰისტოტოქსინები histotoxins гистотоксикон histotoxini (ბერძნ.
histos ქსოვილი, toxikon შხამი) - ეგზოტოქსინების ერთ-ერთი
ტიპია, რომელიც აზიანებს შესაბამის ქსოვილებს. ამ ტიპის
ტოქსინს წარმოქმნიან სტაფი ლოკოკები, დიფთერიის
კორინებაქტერიები და სხვ.
ჰისტოტროპიზმი histotropism гистотропизм histotropismus
(ბერძნ. histos ქსოვილი, tropos მობრუნება, მიმართულება) -
სხვადასხვა ფაქტორების (ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური)
მოქმედება განსაზღვრულ ქსოვილებზე.
ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსი major histocompatibility
complex главный комплекс гистосовместимости histocompatibily
primus complexus (ბერძნ. histos ქსოვილი) - გენების ჯგუფი,
რომელიც აკოდირებს 3 კლასის მოლეკულებს. ადამიანში ეს არის
მე-6 ქრომოსომაში ლოკალიზებული HLA (human leukocyte antigen)
ე ქ ლ კ ლ ე ულ y g
კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სომატურ
ინდივიდუალობას და ინდივიდის იმუნორეაქტიულობას.
ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის ანტიგენების ტიპირება
აუცილებელი პირობაა დონორისა და რეციპიენტის წყვილის
შერჩევისას ორგანოების ალოტრანსპლანტაციების შემთხვევაში.
ჰოლოკრინული სეკრეცია holocrinal secretion голокриновая
секреция secretio holocrinus (ბერძნ. holos მთელი, სრული, krino
გამოვყოფ, ლათ. secretio გამოყოფა) - სეკრეციის სახე, როდესაც
ჯირკვლოვანი უჯრედი (მაგ., ქონის გამომყოფი ჯირკვლები)
იშლება მისი სეკრეტად გარდაქმნის გამო. უჯრედების განახლება
ხდება ქვემდებარე შრის უჯრედების გამრავლებ ის ხარჯზე.
ჰომეოპათია homeopathy гомеопатия homeopathia (ბერძნ. homos
მსგავსი, pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) - გერმანელი მეცნიერის
ს.ჰანემანის მიერ მე-18 საუკუნეში შემოღებული
ფარმაკოლოგიური სისტემა, რაც მდგომარეობს ისეთი წამლების
მინიმალური დოზების გამოყენებაში, რომელთა დიდი დოზები
ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს აღნიშნული დაავადების მსგავს
სიმპტომებს.
ჰომეოსტაზი homeostasis гомеостаз homeostasis (ბერძნ. homos
მსგავსი, stasis დგომა, გაჩერება) - ადამიანისა და ცხოველის
ორგანიზმის შინაგანი გარემოსა და ზოგიერთი ფიზიოლოგიური
ფუნქციის დინამიკური მუდმივობა.
ჰომინგი homing хоминг (ინგლ. home სახლი) - გადანერგილი
ძვლის ტვინის უჯრედებისათვის დამახასიათებელი მოვლენა.
ტრანსპლანტაციის პროცესში რეციპიენტის ორგანიზმში ძვლის
ტვინის უჯრედები ლაგდებიან ამ ორგანოს შესაბამის უბნებში
(მაგ., გრანულოციტები - გრანულოციტურ რიგში, ერითროციტები
- ერითროციტურში და ა.შ.).
ჰომინიდები hominides гоминиды hominidae - ადამიანისმაგვარი
მაიმუნების ყველაზე უფრო მაღალგანვითარებული ოჯახი,
რომელშიც შედის თანამედროვე ადამიანი, მისი წინაპრები -
პალეოანთროპები და არქანთროპები, აგრეთვე მეცნიერთა
უმრავლესობის აზრით, ავსტრალოპითეკისნაირები.
ჰომინიზაცია hominisation гоминизация hominisatio (ლათ. homo,
hominis ადამიანი) - ადამიანის წინაპრის ევოლუციური
გარდაქმნის პროცესი - ნამარხი უმაღლესი პრიმატებიდან
თანამედროვე ადამიანამდე.
ჰომოგამეტურობა homogameticity гомогаметность homogametica
(ბერძნ. homos ერთნაირი, gametes გამეტა) - სქესი, რომელიც
აწარმოებს გამეტებს ქრომოსომების ერთანაირი კომპლექტით. ეს
მოვლენა ახასიათებთ ძუძუმწოვრების (მათ შორის ადამიანის)
მდედრებს და ფრინველებისა და რეპტილიების მამრებს.
ჰომოგენატი homogenate гомогенат homogenatus (ბერძნ.
homogenes ერთგვარი) - რომელიმე ქსოვილის, სითხის
ერთგვაროვანი მასა.
ჰომოგენური homogeneous гомогенный homogenes (ბერძნ.
homogenes ერთგვარი) - შემადგენლობით, წარმოშობით,
თვისებებით ერთნაირი, ერთგვარი.
ჰომო ერექტუსი Homo erectus гомо эректус Homo erectus -
პრეისტორიული ადამიანი, რომლის ნაშთები 16- კბილიანი ქვედა
ყბის და 2 თავის ქალას (ქალისა და მამაკაცის) სახით 1999 წლის 24
ივლისს აღმოაჩინეს ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა
დმანისის ნაქალაქარში. დმანისელი ჰომინიდების ასაკია 1,7-1,8
მლნ წელი, მაშინ როდესაც უძველესი ევროპელის ასაკად 1 მლნ
წელი იყო მიჩნეული. ამ აღმოჩენით დამტკიცდა, რომ ადამიანის
შორეული წინაპარი წარმოშობის კერიდან, აფრიკიდან განსახლდა
და დაიკავა ახალი საცხოვრებელი ადგილი - სამხრეთ კავკასია,
ხოლო შემდეგ გადავიდა ევროპასა და აზიაში.
ჰომოიოთერმები homoiotherms гомойотермы homoiothermi
(ბერძნ. homos ერთნაირი, thermos თბილი) - იგივე ჰომოთერმები.
ქართულად: თბილსისხლიანები. სხეულის მუდმივი
ტემპერატურის მქონე ცხოველები. მათი ტემპერატურა
პრაქტიკულად და მოუკიდებელია გარემოს ტემპერატურისაგან.
იხ. პოიკილოთერმები.
ჰომოკარიონი homokaryon гомокарион homocaryonum (ბერძნ.
homos ერთნაირი, karyon ბირთვი) - უჯრედი, რომელიც შეიცავს
ორ-, სამ- ან მრავალ ერთნაირი გენოტიპის მქონე ბირთვს.
მაგალითად, უჯრედი, რომელიც წარმოქმნილია ორი
ლიმფოციტის შერწყმის შედეგად.
ჰომო საპიენსი homo sapiense гомо сапиенс homo sapiense - იგივე
გონიერი ადამიანი. თანამედროვე ადამიანის ტიპი.
გ ე დ ედ ვე დ ტ
ჰომოსექსუალი homosexual гомосексуалист homosexualis (ბერძნ.
homos ერთნაირი, ლათ. sexus სქესი) - პიროვნება, რომელსაც
გააჩნია არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა თავისივე სქესის
პირისადმი.
ჰომო ჰაბილისი homo habilis гомо хабилис homo habilis - იგივე
მარჯვე ადამიანი. ადამიანის ბიოლოგიური გვარის ფორმირებას
უკავშირებენ ჰაბილისის სახეობას, რომლის ნაშთები აღმოჩენილია
აფრიკაში და რომლის ასაკი დათარიღებულია 2,6 მლნ წლით,
ხოლო ზოგიერთი მონაცემით - 3,5 მლნ წლით. ჰაბილისისათვის
დამახასიათებელი იყო თანამედროვე ტიპის ამართული სიარული,
ბგერითი სიგნალიზაცია, იარაღების დამზადება და ცეცხლის
გამოყენება.
ჰომუნკულუსი homunculus гомункулюс homunculus (ლათ.
homunculus პატარა ადამიანი) - ადამიანისმაგვარი არსება,
რომელიც შუასაუკუნოვანი წარმოდგენებით შესაძლებელია
ხელოვნურად იქნეს მიღებული. XVII საუკუნეში თვლიდნენ, რომ
უმცირესი ჰომუნკულუსი მოთავსებულია ადამიანის
სპერმატოზოიდში, ხოლო ქალის ორგანიზმში მოხვედრისას იგი
მხოლოდ იზრდება და გარდაიქმნება ბავშვად (იხ. პრეფორმიზმი).
ჰორდეოლუმი sty ячмень hordeolum (ლათ. hordeum ქერი) -
ქართულად: ჯიბლიბო. ქუთუთოს კიდის ცხიმოვანი ჯირკვლის
მწვავე ჩირქოვანი ანთება.
ჰორიზონტალური ტრანსმისია horizontal transmission
горизонтальная трансмиссия transmissio horisontale (ბერძნ. horizon
დედამიწის ზედაპირისადმი პარალელური, ლათ. transmissio
გადაცემა) - ინფექციური ან სხვა ტიპის დაავადების გადაცემა
ადამიანიდან ადამიანზე. ჰორიზონტალური ტრანსმისიის გარდა
არსებობს აგრეთ ვევერტიკალური ტრანსმისიაც (იხ.), რაც
გულისხმობს ინფექციური ან სხვა რომელიმე დაავადების
გადაცემას მშობლიდან შთამომავლობაზე.
ჰორმონები hormones гормоны hormoni (ბერძნ. hormao
ვამოძრავებ, ავაგზნებ) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ან
ორგანიზმის სპეციალიზებული უჯრედების მიერ
გამომუშავებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები,
რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ ორგანოებსა და
ქსოვილებზე და მონაწილეობას იღებენ მათი ცხოველქმედების
რეგულაციაში.
ჰორმონოთერაპია hormonotherapy гормонотерапия
hormonotherapia (ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ, therapeia
მკურნალობა) - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პროდუქტების,
ე.ი. ჰორმონების სამკურნალომიზნით გამოყენება.
ჰორმონოპოეზი hormonopoiesis гормонопоэз hormonopoiesis
(ბერძნ. hormao ვამოძრავებ, ავაგზნებ) - ჰორმონების წარმოქმნის
პროცესი.
ჰორმონული დისბალანსი hormonal dysbalances гормональный
дисбаланс dysbalans hormonales (ბერძნ. hormao ვამოძრავებ,
ავაგზნებ, dys მოშლა, გადახრა, ფრანგ. balance სასწორი) -
ჰორმონების სინთეზის, მათი პროპორციებისდარღვევა
ორგანიზმში.
ჰოსპისი hospice хоспис hospeace (ლათ. hospes სტუმარი, ინგლ.
peace მშვიდობა) - დაწესებულება, სადაც მდგომარეობას
უმსუბუქებენ, უვლიან უიმედო მდგომარეობაში მყოფ
ავადმყოფებს.
ჰოსპიტალი hospital госпиталь hospitalium (ლათ. hospes
სტუმარი) - სამკურნალო დაწესებულება, საავადმყოფო, უმეტესად
სამხედრო პირთათვის.
ჰოსპიტალიზაცია hospitalisation госпитализация hospitalisatio
(ლათ. hospitalium ჰოსპიტალი) - ავადმყოფის საავადმყოფოში
(ჰოსპიტალში) გადაყვანა სამკურნალოდ.
ჰუმანურობა humanity гуманность humanitas - ადამიანურობა,
კაცთმოყვარეობა.
ჰოჯკინის დაავადება - იხ. ლიმფოგრანულომატოზი.
ჰუმორული humor гуморальный humoralis (ლათ. humor სითხე) -
ის, რაც დაკავშირებულია ორგანიზმის სითხეებთან (მაგ.,
ჰუმორული იმუნიტეტი, ჰუმორული რეგულაცია, ჰუმორული
ფაქტორები და ა.შ.).

ელ-წიგნები clouds.ge

Вам также может понравиться